შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯადოსნობა შობის ღამეს (სრულად)


27-12-2019, 21:34
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 15 902

დეიზი საშობაოდ განათებულ ჯადოქრების ქუჩას გაჰყურებდა და ეღიმებოდა. ქალაქის ცენტრიდან, ვიოლინოს ხმა მოდიოდა. უყვარდა თავისი პატარა ქალაქსი - გოუსთ ჰილი. ჰაერში ცხელი შოკოლადისა და მარწყვიანი დონატების სურნელი გაბნეულიყო. შორეული წარსულიდან დეიზის მუდამ უცნაური ხმები ჩაესმოდა. ბავშვი ესიზმრებოდა ხშირად. ზედმეტად თეთრ სახეზე, პატარა ცხვირთან გოგონას ჭორფლები გაბნეოდა.
- დეიზი შენ დედაჩემი რატომ არ ხარ? - ეკითხებოდა ბავშვი.
- რატომაც არ ვარ - პასუხობდა ქალი და გულში იკრავდა.
დეიზის წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ ხედავდა წკრიალახმიან პატარას.
ღამის ცივი ნიავი სახეზე ასკდებოდა. გზააბნეული თოვლის ფანტელები წითურ თმაზე ანდებოდნენ.
ვიღაცას ძალიან უყვარდა ჩემი თმაო, გაიფიქრებდა ხოლმე და მერე უკვირდა, ნეტავ რაებს ვროშავო. დეიზი კარგი ჯადოქარი იყო და ადამიანების დახმარება სიხარულს ჰგვრიდა. საავადმყოფოში მუშაობდა. მოსწონდა, მაგიისა და მედიცინის დახმარებით რომ ახდენდა სასწაულს, ადამიანებს ჯანმრთელობას სჩუქნიდა.
- როგორი სიწყნარეა არა? - გვერდით მიუდგა მერი.
- ჰო, სიწყნარეა - ამოიოხრა დეიზიმ. სადღაც, შორიდან მოდიოდა ჟრიამულის ხმა, მაგრამ თავს მუდამ მარტოსულად გრძნობდა. მერი ყველაზე მოხუცი ჯადოქარი იყო. მერის მოსწონდა ალიაქოთსა და ჟივილ-ხივილს მოწყვეტილი ცხოვრება.
დეიზის კი რაღაც არ ეთმობოდა.
რაღაც ძალიან არ ეთმობოდა და თან ვერ იხსენებდა, რა.
- ფირუზისთვალა გოგო ხარ დეიზი - თმაზე ეფერებოდა მერი. მერი ხვდებოდა, რომ დეიზის გულს მარადიული კაეშანი დაპატრონებოდა და არ იცოდა, როგორ დახმარებოდა კეთილ, მშვენიერ ქალს. ის ახლა ალბათ სიცოცხლით უნდა შჩქეფდესო, გაიფიქრებდა ხოლმე მოხუცი ჯადოქარი და მერე დააკვირდებოდა, მართლა როგორ გულისმომკვლელად ჩაჰქვროდა ის ფირუზისფერი თვალები.
- დღეს მორიგეობა მიწევს.
- ისევ არ მოგიხუჭავს თვალი ხომ? ჭამით მაინც ჭამე, შეხედე შენს თავს, ძვალსი და ტყავი ხარ დარჩენილი ეს მშვენიერი ქალი - მოხუცი ბებიასავით ნერვიულობდა მერი.
თან როგორ გინდა, არ ენერვიულა.
დეიზი ყველაზე მშვენიერი იყო.
და მაინც, სხვა ჯადოქრები გამუდმებით შუღლის თვალით უცქერდნენ. მერიმ თავიდან ისიც იფიქრა, სილამაზე ზოგჯერ სხვებში ზიზღსა და ბოღმას აღძრავსო, მაგრამ შემდეგ რაღაცა შინაგანმა ხმამ უკარნახა, რომ საქმე უფრო იდუმალსა და ბურუსითმოცულს ეხებოდა.
დეიზი არ უყვარდათ.
არავინ იცოდა, რატომ.
ან არ ახსოვდათ, რისთვის შეიძულეს.
დეიზი ყველაზე ძლიერი ჯადოქარი იყო. ქალაქში ლეგენდები დადიოდა. ამბობდნენ, ერთხელ მოკვდა და უძლეველმა ვამპირმა კვლავ დააუბრუნა სიცოცხლეო.
დეიზის ეცინებოდა.
„ლეგენდები კარგია. თუ შენზე რამე მოიგონეს, ესეიგი მნიშვნელოვანი ხარ“ - ამბობდა იგი.
- ვამპირები გადასახლდნენ - თქვა მოულოდნელად დეიზიმ. - ვამპირები ჩვენს ქალაქში აღარ ცხოვრობენ და ალბათ ამიტომაა ასეთი სიწყნარე.
- და შენ არ მოგწონს სიწყნარე დეიზი?
- მომწონს, რატომ არ მომეწონება - ქალს გაეცინა. მეწამული ბაგეებიდან ბროლის თვლებმა გამოანათეს. წითლად აგიზგიზებული თმა ყურთან გადაიწია. წამით მოეჩვენა, რომ აქამდე სხვა ჰყავდა მის თმას დარაჯი და ამიტომაც აღარ სიამოვნებდა საკუთარი ხელების შეხება.
* * *

წინასასშობაოდ, ბევრი პაციენტი იყო. დეიზის სურდა, რაც შეიძლება მალე დაერიგებინა ოჯახებში ცოცხლები და უვნებლები. შობის ღამეს ხომ მასთან უნდა იყო, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს.
დეიზისაც უყვარდა ვიღაც.
მხოლოდ იმას ვერ იხსენებდა, ვინ.
გეგონება სადღაც, მთების გადაღმა მიუწვდომელი სიყვარული ბინადრობდა და დეიზის არსებობას შინაარს სძენდა.
დუმილი დასადგურებულიყო ყველგან - შინ და გარეთ. ეს დუმილი დეიზის გულში ნისლების უზარმაზარ ბურთად გარდაქმნილიყო და ყოველ ჯერზე, როცა ლამაზი მუსიკის ხმას გაიგონებდა ან მშვენიერ ნახატს დაინახავდა, ბურთი სკდებოდა. სიყვარულის ნისლიანი ნამსხვრევები გარშემო იფრქვეოდა და სიცივით გაჟღენთილ ხალხს ათბობდა, ავსებდა.
მხოლოს დეიზი გამხდარიყო ფორიაქში ჩაძირული.
თან როგორი უთქმელი და უსიტყვო ფორიაქი იცოდა ჯადოქარმა.
ზოგჯერ, ემოციებისგან გადატვირთულს, სიცარიელეც კი უგრძვნია.
- ეს რა ჯანდაბა დამემართა? სასწრაფოდ უნდა წავიდე, სასწრაფოდ! ღმერთო, სიარული მაინც შემეძლოს. იქნებ შემიძლია? იქნებ გავიარო? - ერთ-ერთი პალატიდან, ქალი ზედმეტად ხმამაღლა და ზედმეტად ემოციურად გოდებდა.
- ფეხი იტკინა. ასრიალდა თოვლში. - განუმარტა ერთ-ერთმა მედდამ. - ნაღძობი აქვს, მაგრამ ახლავე უნდა გაქცევა.
დეიზი მასთან შევიდა.
მშვენიერ ქალის სახეზე ისეთი შფოთვა და შიში აღბეჭდილიყო, დეიზი მაშინვე მიხვდა, აქ ფეხი არაფერ შუაში იქნებოდა.
თან ძალიან ეცნო.
გეგონება, აქამდე უკვე ჰყავდა ნანახი. გეგონება, ნახევარი საათის წინ შეჰხვედროდა, ოღონდ სულ სხვანაირად ჩაჩმულ-დახურულს.
- აქამდეც ხომ არ მკურნალობდით ჩემთან? - გაოგნდა დეიზი.
- არა, პირველად ვარ. საერთოდ, ამ წყეულ ქალაქში ვარ პირველად. - წამით გაჩერდა, ლაპარაკი შეწყვიტა და ატირდა. - ისიც არ ვიცი, დაბრუნება რომ მინდა, სად დავბრუნდე.
- ეს დალიეთ, დაგამშვიდებთ - ჭიქით ბორდოსფერი გაურკვეველი სასმელი მიაწოდა დეიზიმ. ქალის ისტორიას ჩახედა. მარიანა ერქვა.
- რა უცნაური გემო აქვს, მაგრამ არაუშავს. მომწონს უცნაური რამეები. მისმინე ჩემო კარგო, რა გქვია? ა, ჰო, ჰო, დეიზი გაწერია. მალე უნდა დავბრუნდე, გადაღებები მაქვს. თან მტკივანი ფეხით კიდევ გავქაჩავ, მაგრამ თუ დამისივდა, მანდ დაეცემა ჩემი კარიერა. ხომ ხვდებით არა? ეგება სახეზეც მიცნობთ, რა ვიცი.
- მოდელი ხართ?
- არა. ან კი. აქამდე ჩვეულებრივი ბიზნესლედი ვიყავი, მერე ყველამ მე ამირჩია თავის სახედ და ასე გამომიჩნდა ჰობი. თან მალე უნდა დავბრუნდე. დაკითხვაზე ვარ დაბარებული. ჩემი მეუღლე დიდი ხნის დაკარგული იყო და უკან დაბრუნდა. ალბათ ჩემზე აქვთ ეჭვი. ჰგონიათ, რომ მე დავკარგე - უცებ ატირდა. - ამდენს რატომ ვლაპარაკობ? ზოგადად, ამდენს არ ვლაპარაკობ - მოთქვამდა ქალი.
დეიზი ჩაეხუტა.
და მაინც, თმის სურნელიც ისეთი ნაცნობი ჰქონდა მარიანას, გეგონება ერთად გაზრდილიყვნენ.
- მერე რაო ქმარმა? გაგეხარდათ მისი დაბრუნება?
- თან კი, თან არა - არაბუნებრივად გულახდილი გახდა - თაფლობის თვეში, ზღვაში გემით გავედით... რაღაცაზე ვიჩხუბეთ. მერე ფეხი დაუცდა, თავი რაღაცას დაარტყა და წამოდგომისას, წონასწორობა ვეღარ შეიკავა, ზღვაში გადავარდა. ჩემი ბრალი იყო. ვიფიქრე, ერთს წამოვარტყამ-თქო და ხელი ვკარი. არ მეგონა თუ გადავარდებოდა. მკვდარი მეგონა ეგ დამპალი!
- საზიზღარი, რა უფლებით გადარჩა? - იხუმრა დეიზიმ. მერე მარიანას შეხედა, ზედმეტი ხომ არ მომივიდაო. მარიანა ისე ახარხარდა, მთელი საავადმყოფო ზანზარებდა.
- რა უცნაურია იცი? რომ დაბრუნდა, ღმერთს ვევედრებოდი, ნეტა ამნეზია ჰქონდეს და ვერ გაიხსენოს ჩვენი ჩხუბი-თქო. ახლა კი ამნეზია აქვს. მამმა მიაა! - შესძახა სიხარულით - მაგრამ მაინც დაკითხვებზე მიბარებენ.
- ორი წამით დამელოდეთ - დეიზი ელვის სისწრადით გამოვიდა მარიანას პალატიდან. მეზობელ ოთახში შევიდა და სხვა პაციენტს შეხედა.
- რა ამბავია, როდის გამწერენ? - იკითხა ქალმა.
თმა - ჩალისფერი.
ცხვირი - იგივე.
თვალები - იგივე.
სიბრაზეც - იგივე.
- უკაცრავად, თქვენ და ხომ არა გყავთ? - ჰკითხა დეიზიმ.
- არა, არც არასოდეს მყოლია - გაეცინა ქალს - მაგრამ მალე უნა გამწეროთ, ძალიან მეჩქარება. გადაღებები მაქვს.
- მოდელი ხართ?
- ცოტა დიზაინერი, ცოტა მოდელი. მიცანით ხომ? მოდი გამოვიცნო, ავტოგრაფი? - ეშმაკურად მოჭუტა თვალები ქალმა.
დეიზიმ მის ისტორიას ჩახედა.
კატალია ერქვა.
სისხლის ანალიზი ჰქონდა ორივეს ჩაბარებული. ლაბორატორიაში შევიდა. გაშლილი მტევანი მიუშვირა პატარა ყოლბაში ჩასხმულ სისხლებს.
- ტყუპები - თქვა დარწმუნებით.
* * *

მიდთაუნში მზიანი ამინდები იყო. ჯენი საკლასო ოთახში იჯდა და გაოგნებისგან პირდაღებულ ბავშვებს უხსნიდა, რომ შავი ოლეანდერი ჯადოქრებისთვის მომწამვლელი იყო, თუმცა მისგან ჩაის თუ გააკეთებდი და თეთრი ოლეანდერის ნახარშის რამოდენიმე წვეთს ჩაასხამდი, ჭრილობებს მოაშუშებდა.
- თქვენ ვინ გასწავლათ ეს ყველაფერი მის დროგო? - ჰკითხა ერთ-ერთმა ყველაზე ტლიკინა მოწსავლემ. ჯენიმ იცოდა, რომ ერთხელ თუ უპასუხებდა ამ გოგოს, შემდეგი მთელი საათის განმავლობაში, დაახლოებით ასი კითხვა ექნებოდა პასუხგასაცემი მისთვის.
თუმცა მასწავლებელი იყო.
სხვა რა გზა ჰქონდა.
- აღარ მახსოვს - უპასუხა გულახდილად.
- ანუ თვითნასწავლი ხართ?
- შეიძლება ასეც ითქვას.
- და თუ ეს ყველაფერი არ გამოგიცდიათ და მხოლოდ თეორიულად იცით, შეიძლება ყველანი დაგვხოცოთ. ასე არაა? - არ ცხრებოდა ბეტი.
ჯენი ჯერ კარგად ვერ შეჩვეოდა ბავშვების გარემოცვას. ენის წვერზე ედგა, დაე ყველანი ამოიხოცეთო, მაგრამ თავი შეიკავა. ზოგჯერ, ძალიან ცუდი, სასტიკი ფიქრები აწუხებდა. თავს იმშვიდებდა, ჩემი ძმის გავლენაა ალბათ და მეშველება რამეო.
ძმის გავლენა არ ყოფილა.
ალბათ უფრო მამამისისა იყო.
- ჯადოქრის წიგნიდან გასწავლით. შავი ოლეანდერის ჩაი საკუთარ თავსა და ჩემს ვამპირ ძმაზე მაქვს გამოცდილი.
- მოგიშუშათ ჭრილობა?
- იმ წამსვე.
- და თქვენ ძმას?
- ჩემს ძმას ჭრილობა არც ჰქონია. ისე დალია. აინტერესებდა, რამე თუ მოხდებოდა.
- მერე რა დაემართა?
- რა უნდა დამართნოდა სულელო! - შეუღრინა გვერდით მჯდომმა დანიელმა - ვამპირებს არაფერი მოგვდის.
- ამით იმისი თქმა გინდა, რომ ვამპირები ჯადოქრებზე ძლიერები ხართ? - არ ესიამოვნა ბეტის.
- დიახ - ენა გამოუყო ორმეტრიანმა ბიჭმა თანაკლასელს.
- მართალია, რომ გოუსთ ჰილიდან გადმოგასახლეს თქვენ და თქვენი ძმა? - გაისმა მოულოდნელი კითხვა უკანა რიგებიდან.
ჯენი დაჯდა.
გრძელი თმა ზურგზე გადაიყარა და საკლასო ოთახს შეხედა.
ხელი უკანკალებდა კვლავაც. ხელი მუდამ უკანკალებდა, როცა მშობლიური ქალაქის სახელი ესმოდა. არადა, თითქოს არც არაფერი იყო მშობლიური. ის და თავისი ძმა, გაბრიელი, ისე გადმოსახლდნენ, უკან არ მოუხედავთ. დროდადრო, ჯენი ხვდებოდა რომ რაღაც ვერ იყო ყველაფერი რიგზე.
გოუსთ ჰილიდან წამოსვლისას, თავბრუ დაეხვა, გვარიანად შექანდა და გაბრიელს მიუგო:
- რაღაცა გვრჩება...
- ყველაფერი ჩავალაგეთ ჯენ.
- არა, რაღაც მნიშვნელოვანი გვრჩება.
- მაინც რა?
- არ მახსოვს.
ბავშვები გასუსულები უცქერდნენ ფიქრებში ჩაძირულ ახალგაზრდა მასწავლებელს.
რომ შეგეხედა, ვერ მიხვდებოდი, რამე ასაკობრივი სხვაობა თუ იყო მათ შორის.
- რა დაემართა? - იკითხა დანიელმა ჩურჩულით.
- კარგად ვარ - ღიმილით თქვა ჯენიმ. ჯადოქრის კვალობაზე, ისეთი სმენა ჰქონდა, ვერაფერს გამოაპარებდი. ალბათ, ვამპირი მამის დამსახურება იყო. გენები ზოგჯერ ძალიან ბევრ რამეს წყვეტდა ჯადოქარში. - გოუსთ ჰილში აღარაფერი დაგვრჩენოდა.
სევდიანად გაიჟღერა მისმა ხმამ.
ეგება, მართლა რაღაც ძალიან ძვირფასი დარჩენოდა?
ფანჯარასთან თავისი თეთრი ყვავი მოფრინდა, პატრონს დასჩხავლა.
- მასწავლებელო, რავენა მოვიდა - ტიტრებივით გაახმოვანეს, გეგონება თვითონ ვერ ხედავდა.
- ვხედავ.
- შემოუშვით რა! - შეეხვეწა ბეტი.
აქამდე, არასოდეს ენახათ ჯენის ყვავი. მხოლოდ გადმოცემით იცოდნენ, რომ სადღაც, რომელიღაც ჯადოქარს მოშინაურები ყვავი ჰყავდა.
ჯენიმ ფანჯარა გააღო. ყვავს ფეხზე დახვეული, წითელი ლენტით შეკრული ბარატი ჰქონდა.
- ამანათი მოგიტანათ?
- კი - გაეღიმა მასწავლებელს.
- ვისგან?
- ალბათ ვიღაც შორეული ნათესავი იქნება - სიხარულით გახსნა და მასზე ოქროსფერი მელნით დაწერილი რამოდენიმე წინადადება წაიკითხა: „შენ ყველაფერი ხარ პატარა ჯენი. მიყვარხარ“.
- რა წერია? - კლასში ჩოჩქოლი ატყდა.
ჯენიმ წერილი მაღლა აღმართა, რამოდენიმე სიტყვა ჩაიჩურჩულა და ცეცხლის ალში გაჰხვია.
- ისეთი აღარაფერი. - მიუგო მოსწავლეებს.
დაღლილ-დაქანცული შინ დაბრუნდა. მისაღებ ოთახში გაბრიელი იჯდა თავის საცოლესთან ერთად და საახალწლო ფილმს უყურებდა.
- ვამპირები და მელოდრამა - წარმოთქვა და ლამის აგური ჩაირტყა თავში.
- კამილას იდეა იყო - ხელით შეყვარებულზე ანიშნა გაბრიელმა უემოციოდ.
ჯენიმ კარადა გამოაღო. უკან რომის ბოთლი იყო უნიჭოდ მიმალული.
ეტყობა, ჩემი ძმა ხვდება, რომ ალკოჰოლი ჩემი სისუსტე გახდაო, იფიქრა და მაინც გამოიღო, დალია.
გაბრიელს დამალვა არ ეხერხებოდა.
არც ამბების.
არც ემოციების.
არც საკუთარი თავის.
- პატარა ხარ მაგისთვის! - სამედისწეროდ დაიყვირა კამილამ.
- მაშინ რატომ დამახიე კალთები რომ მასწავლებლად მემუშავა?
- სამწუხაროდ, შენზე კარგად არავინ იცის შელოცვები. თან ჯერ რომ დედამიწის ზურგზე არავის გამოუგონია, ისეთები.
- ნეტაც გამაგებინა, საიდან ვიცი. ეტყობა, დედის გავლენა შორიდან იგრძნობდა - ამოიოხრა და კიდევ უფრო მეტი გადაჰკრა. ჯადოქარი იყო. ვისთვის რა ანგარიში უნდა ჩაებარებინა?
ბედმა გაუღიმა ჯენის. კამილა ღამით არ დარჩენილა.
მერე თავის ძმასთან ერთად გავაგრძელა ფილმების ყურება.
- რა გჭირს? - ჰკითხა მრავალხნიანი დაკვირვების შემდეგ გაბრიელმა - გამოფიტული ხარ.
გოგონას თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა. თან ჩვეულებრივი ცრემლი კი არა, ისეთი მწარე იყო, ღაწვები და ნიკაბი აუცახცახა დამდუღრულმა კანმა.
- არ უნდა წამოვსულიყავით სახლიდან - შესჩივლა ძმას.
- ჯადოქრები გვემუქრებოდნენ. მშვენივრად იცი, რომ ყველა მათგანს ვერ მოვერეოდით.
- რაღაცა დაგვრჩა გაბრიელ - სახეზე ხელები აიფარა ჯენიმ. არ მოსწონდა, როცა გაბრიელი მტირალს ხედავდა. მერე კაცი ზედმეტად თბილი ხდებოდა ხოლმე. სითბო კი მის ბუნებაში არ იჯდა.
ალბათ ამიტომაც მოგვიძულა ჩვენმა ქალაქმა და იძულებით წამოვედითო, ფიქრობდა ჯენი.
წლების გამვალობაში, გაბრიელი ისე შემოჯდომოდა იქაურობას, ლამის მეფის ინსტიტუტი დააბრუნა.
გაბრიელი ყველაფერი იყო.
და როცა ყველაფერი ხარ, მაშინ ყველა გიძულებს.
ისევე, როგორც მათი მამა მოიძულა სამყარომ.
- კარგად დაფიქრდი, რა შეიძლებოდა დაგვრჩენოდა ისეთი? - ხელი გადახვია თავის დას და სველ ლოყაზე აკოცა.
- გული. ზოგჯერ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის გახსენებას არ ცდილობ? თუმცა არაფერი გამოგდის. თითქოს მოგონებები წაგვართვეს, დაგვიმარხეს, გადაგვიწვეს და ახლა უწარსულო მონსტრები გავხდით.
- მე ყოველთვის მონსტრი ვიყავი - გაეცინა გაბრიელს.
გამოფიტული - გაიმეორა ჯენიმ თავისი ძმის სიტყვები.
ჯენი დარდიანი და სასოწარკვეთილი იყო. ეს უდაოა, თუმცა გამოფიტული მხოლოდ გაბრიელს ეთქმოდა. ზღვისფრად მოელვარე თვალები უსიცოცხლო მზესავით ჩასვენებულიყო დასავლეთში და გარიჟრაჟს პირი ჯერ არ უჩანდა. ზოგჯერ, გაბრიელს უმიზეზო ბრაზი ჰკლავდა. აქეთ-იქით ბოლთის ცემით დარბოდა, ხალხს აწიოკებდა და ისეთ სავალალო სიტუაციაში ჰყვევდა ადამიანებს, დედამიწაზე ცოცხალ ჯოჯოხეთს აწყობდა.
ცოტახანს ფილმს მიშტერებოდა.
არადა, მისი ფიქრები, სადღაც, მთების გადაღმა დამოგზაურობდნენ და ეძებდნენ რაღაც ძალიან ძვირფასს, დიდი ხნის წინათ დაკარგულს. სისასტიკე ხომ დანაკლისიან გულებში იბადება და იქაურობას სწამლავს.
გაბრიელი მოწამლული იყო.
ცარიელი.
გამოფიტული.
- უნდა წავიდე. - წარმოთქვა და ჩალისფერი თმა უხერხულად მოისრისა. გეგონება, ჯენის მიმართ დანაშაულის გრძნობა აწუხებდა.
- სად?
- მომშივდა.
- ოღონდ უსკანდალოდ მიირთვი. მეორე გადაბარგებას ვეღარ ავიტან!
- ნწ, ნწ, ნწ თვიურიან ქალს დაგამსგავსეს ამ ბავშვებმა. - თავი გააქნია უსიამოვნოდ.
- სულ რაღაც ოცის ვარ, ამის დედაც! - შეჰკივლა გოგონამ - ჩემხელა ლაწირაკებს აქეთ ვასწავლი. მომბეზრდა!
გაბრიელი წავიდა.
ჯენი ატირდა.
მზად იყო, ხელები მაგიდაზე ერტყა და ეყვირა: - სად არიან, სად არიან? ვინ უნდა შემივსოს ეს კოშმარული სიცარიელე?
წარმოდგენა არ ჰქონდა.
მაგრამ ვიღაც უთოოდ იარსებებდა.
კარს მიღმა, ნაცნობმა დაბიჯებმა გაიჟღერეს. გოგონა გულისფანცქალით წამოდგა და მიაყურადა. ვიღაც კაცი ღიღინებდა. იავნანას ჰგავდა.
კარი ფრთხილად გააღო. სახლის კედელზე კაცის უზარმაზარი ჩრდილი აღმართულიყო.
- მამიკო - წარმოთქვა ჯენიმ.
- „ყოველ ღამით, ცივი აკლდამიდან წამოვდგები და შენს მისამართს მოვაშურებ. ერთხელ მაინც რომ მეკოცნა მაგ პატარა შუბლზე, მერე სამუდამოდ მივიძინებდი წყნარად, უთქმელად და სიკვდილისა არ შემეშინდებოდა“ - მოესმა კაცის ღიღინი. – „აკლდამა ცივია, კოშმარებით სავსე, ძველ კოშკში ღამურები ბინადრობენ, ყვავი ჩხავიან... ყველაფერი მშვენიერი მეჩვენება, როცა შენზე ვფიქრობ. კლდამა ცივია, მაგრამ შენზე ოცნება მათბობს ჩემო ერთადერთო ჯარისკაცო“.
იატაკზე წითელ კოლოფში შეფუთული ყუთი იდო.
ჯენი ხელისკანკალით დასწვდა, აიღო, გახსნა.
ლალისთვლიანი ოქროსფერი ყელსაბამი შერჩა. იცოდა, თავისი საგვარეულო იყო - დაწყევლილი, ცოდვით სავსე, მაგრამ მაინც მშობლიური.
გაეღიმა.
- გამიკეთებ მამიკო? - ყელიდან თმა გადაიწია და აჩრდილისკენ შებრუნდა ზურგით.
* * *
მარიანა როგორც იქნა, მარტო დარჩა პალატაში. ფეხი თითქმის აღარ სტკიოდა, თუმცა დეიზიმ მკაცრად გააფრთხილა, რამდენიმე საათი თუ არ იწვები, ისეთი ტკივილი დაგტანჯავს ჯერ რომ არასოდეს გიგრძვნიაო.
რა თქმა უნდა, არ დაუჯერა.
ფეხზე წამოდგა და კოჭლობით გააღო კარი. ყველა გადარბენაზე იყო. თითქმის არავის შეუმჩნევია მისი გაპარვა.
- სად მიდიხართ? - ჩასაფრებული კუდიანივით ეგრევე იქვე გაჩნდა დეიზი.
- ღმერთო, შეგიძლიათ თავი დამანებოთ? მხოლოდ ერთი წამით. სულ ერთი წამით.
- არ შემიძლია. - მკლავში ხელი ჩაავლო და ძალით დაახეთქა საწოლზე.
- ეს ძალადობაა! თავს რამდენის უფლებას აძლევ? გიჩივლებ! - დაუღრიალა ქალმა.
- სადღაც ახლოს თქვენი ტყუპისცალია. - გამოუცხადა დეიზიმ.
მარიანას გაეცინა.
მერე სახეზე გაუგებრობის მრავალი ნიშანი გამოესახა.
- რა სისულელეა.
- ტყუპისცალი და გყავს - გაეღიმა დეიზის.
მარიანას არასოდეს ეფიქრა დის ყოლაზე. მითუმეტეს, ხალხს არ ენდობოდა და ერთხელ ნათქვამი „შენ ტყუპისცალი გყავს“ მდარე იუმორის ნაწილი იყო მისთვის.
ხალხს არ ენდობოდა.
თან ძალიან არ ენდობოდა.
არც ხალხი ენდობოდა მარიანას.
ზოგჯერ, კუმირი იყო, ზოგჯერ უცხოების მისაბაძი მაგალითი, მაგრამ არც ერთ ახლო ნაცნობს არ უთქვამს: ნეტა შენნაირი ვიყო, რა კარგი ხარ.
მხოლოდ უცხოები დანატროდნენ.
მარიანამ იცოდა, რომ ცუდი იყო. თან ზოგჯერ, გულის სიღრმეში, ხვდებოდა, კიდევ ვიღაცას უნდა ეარსება მისსავე ცუდსა და ეშმაკებით სავსეს. იქნებ არა ერთს? ეგება ორსაც და სამსაც?
მარიანას ზოგჯერ ხმები ჩაესმოდა.
ხშირად ესიზმრებოდა, წვეულების მშვენიერ კაბაში გამოწყობილი როგორ გარბოდა ვიღაცის მოსაძებნად. თავგზააბნეული, ქუჩის უსწორმაწორო, ტალახადქცეულ მიწას ძალიან სწრაფად აპობდა და ყვიროდა:
- ჯენი! ჯენი!
სახეზე თმები ებურდებოდა.
ფეხები ესვრებოდა.
კაბა უჭუჭყიანდებოდა. ალბათ ძვირადღირებული იყო ეგ კაბა, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ნივთი, მის მფლობელობაში მყოფი. მაგრამ არ ენაღვლებოდა. სიზმარში, მარიანას მხოლოდ ერთი საგანძურის დაკარგვა ადარდებდა.
ეს იყო ვინმე ჯენი.
ეტყობა უბრალო სიზმარიაო, ფიქრობდა თავისთვის. ფსიქოლოგიც ეხმარებოდა. თუმცა მარიანა ვერასოდეს ამარცხებდა შინაგან სიცარიელეს.
სიცარიელე სულს უჭამდა, უთუთქავდა, უნადგურებდა.
ადამიანის შინაგანი ემოციები სიტყვებზე უკეთ ესმოდა დეიზის.
სადღაც, გულის რომელიღაცა კუნჭულში, დეიზის სიტყვები, ყოველგვარი მტიცების გარეშე დაიჯერა მარიანამ. მიუხედავად იმისა, რომ არავის ენდობოდა.
მარიანამ ღრმად ჩაისუნთქა. სევდიანი მზერა მიაპყრო ექიმს.
- აქამდე შევხვედრილვართ? - ჰკითხა მოულოდნელად. არადა რა სისულელე იყო არა? როგორ უნდა შეხვედროდნენ. პირიქით, მარიანას შეეძლო დაეფიცა, რომ არასოდეს ჰყავდა დეიზი ნანახი.
- არ ვიცი. - უპასუხა წითურმა.
- კეთილი. აბა მითხარი, ვინაა ჩემი ტყუპისცალი?
- მემგონი, თავად უნდა იპოვნო - გაეღიმა დეიზის და ოთახიდან გავიდა.
მეზობელ პალატაში, კატალია გაუნძრევლად იჯდა და ფიქრობდა, ნეტავ სად მეჩქარებაო. ზეწარს სარეცხი ფხვნილის სასიამოვნო სურნელი ჰქონდა. ბალიშიც ფუმფულა და კომფორტული ჩანდა. ტკივილს რომ არ შეეწუხებინა, ალბათ გემრიელად დაიძინებდა.
კატალია ამ ბოლო დროს, შეშფოთებული იყო. ამას წინათ, სურნელოვანი სანთლები იყიდა. უყვარდა ცხელ აბაზანაში ჩაწოლა და გარშემო ფერადი სანთლების დანთება.
ერთხელ, მთელი დღის დაღლილი სხეული რომ ჩაასვენა ქაფადქცეულ ოხშივარიან წყალში, მიხვდა, ასანთის შემოტანა დავიწყებოდა.
- გეხვეწებით, თქვენით აინთეთ რაა, ადგომა მეზარება - შესთხოვა სხვადასხვაფორმის მშვენიერ სანთლებს.
თითოეული, ერთმანეთის მიყოლებით აგიზგიგზდა.
ამის შემდეგ, კატალია საოცარმა შიშმა შეიპყრო. თითქოს მის სიტყვებს ფასი მიეცა. საკმარისი იყო, რაღაცა გულით ენატრა, რომ მაშინვე რეალური ხდებოდა. მაგალითად, თავისი საყვარელი დიზაინერის ლიმიტირებულ ფეხსაცმელს სრულიად მოულოდნელად წააწყდა მაღაზიაში. მხოლოდ ერთი იყო დარჩენილი.
მხოლოდ თავისი ზომა.
- ფეხო, ფეხო, გეხვეწები გამიარე - ჩაილაპარაკა თავისთვის და მერე საკუთარ თავს დასცინა. როგორ შეიძლებოდა ასე უცებ გაეარა ნაღრძობ ფეხს?
რამდენიმე წამში, ტკივილის კვარი სრულიად გაუქრა. შესიებაც ჩაცხრა.
ფრთხილად დადგა იატაკზე და გაოგნებული, წელში გასწორდა.
- არ არსებობს! - შემოჰკრა ტაში.
მერე ოთახიდან გამოვიდა, მეორე სართულის საპირფარეშოში ავიდა. იქიდან გამოსული, წამით მოაჯირს მიეყუდა ზურგით და დაფიქრდა:
- აქ რა ჯდანაბას ვაკეთებ? - ჰკითხა საკუთარ თავს.
- მე რა ვიცი - უპასუხა საკუთარმა თავმა.
ვაიმე, ბიპოლარული აშლილობა დამეწყოო, შეშფოთდა.
ზურგი აუხურდა. ძალიან აუხურდა. სადღაც, შორიდან საკუთარი სურნელი მოსდიოდა. არადა, როცა შენ შენ ხარ, რატომ უნდა იგრძნო საკუთარი თავი სხვა მხრიდან?
პირველ სართულს გადახედა. ხალხი ჭიანჭველებივით ირეოდა ერთმანეთში. მხოლოდ ერთი წერტილი გამოკვეთილიყო - ოდნავ მოწითალო, ღია წაბლისფერი.
მარიანა ხალხით გადაჭედილ ჰოლში იდგა და გაოგნებული შეჰყურებდა კატალიას.
როგორც ჩანს, ხელმეორედ გამოპარულიყო.
- ჩემნაირი ფეხსაცმელი აცვია, ნეტა საიდან იშოვა? - ფიქრობდა მარიანა.
- ჩემი სუნი აქვს და ჩემნაირი ფეხსაცმელი - ვერ გაეგო კატალიას, რა ხდებოდა.

* * *

გაბრიელი ტყეში იდგა. „ხეებს ფოთლები ათასფრად რომ შეემოსებათ, მაშინ ვიქორწინოთ“ - ჩაესმა კამილას ხმა. ხიდან ფანტელებივით ცვიოდა ცეცხლისფერი ფოთლები სცვიოდათ ხეებს.
მუხლზე დაეცა გაბრიელს ერთი - ხუთკბილიანი და განიერი.
დაიხარა. მთვარის შუქს შეუშვირა.
- ნახე როგორი წითელია - გაეღიმა და კარგად დააკვირდა. ნეტა რატომ აგონებდა ეს ფერი რაღაც დიდებულსა და კარგა ხნის წინად მივიწყებულ? ვისი ფერი იყო წითელი?
გაბრიელს ჰაერის უკმარისობა აწუხებდა ხოლმე. განა რამე დაავადებასთან ჰქონდა საქმე, უბრალოდ, როგორ ხარბადაც არ უნდა შეესუნთქა, მაინც არასოდეს იყო საკმარისი. მისი ფილტვები სხვა ჰაერს შეჩვეოდნენ. შორეული გოუსთ ჰილიდან გაზაფხულის არომატი მოჰქონდა ქარს.
მშობლიური გოუსთ ჰილი - მტერივით საძულველი და ოჯახივით მშობლიური.
მიწაზე ფოთლების გროვა ისე გაფაჩუნდა, კუზიანი ბერიკაცი ხომ არ არის ფერად ქურთუკში და ხომ არ მემალებაო, იფიქრა გაბრიელმა. მერე თავისივე წარმოსახვაზე იცინა ბევრი.
ისევ გაფაჩუნდა.
გაბრიელი მიუახლოვდა.
ფოთოლთა გროვიდან დიდი, წითლი ძაღლი გამოძვრა და გაბრიელის დანახვაზე ხმამაღლა შეჰყეფა.
- შენ ვინ ხარ? - ჰკითხა გაბრიელმა ძაღლს. ცხოველი რა თქმა უნდა, ვერ უპასუხებდა. უბრალო ძაღლი იყო და მეტი არაფერი.
ისევ შეჰყეფა, მაგრამ სიხარულის შეძახილს უფრო ჰგავდა. მერე გაბრიელთან მიირბინა. ძაღლი ვერ ჩერდებოდა, ფეხებს ულოკავდა, კუდს აქიცინებდა, ახტებოდა, სიხარულისგან ერთიანად ცახცახებდა.
- მოფერება გინდა? - გაეცინა გაბრიელს და ბალანზე შეახო ხელი - ფუმფულა და სასიამოვნო ბეწვი ჰქონდა. ვერავინ უნდა გაიგოს, რომ ძაღლის დანახვა მაბედნიერებს, გაიგე? - გეგონება ერთგულ მეგობარს უმხელს საიდუმლოსო. გაცემისა არ ეშინოდა.
ძაღლი შარვალზე დაეჯაჯგურა და ფეხი გამოუქაჩა.
- უკვე მაბრაზებ! - დაუცაცხანა გაბრიელმა.
ძაღლი არ ეშვებოდა.
სადღაც მიიწევდა და გაბრიელიც მიჰყავდა.
საბოლოოდ, ვამპირი დანებდა. დაიმორჩილა ცხოველის შეუპოვრობამ და გაჰყვა. ბოლოს, მიდთაუნის საზღვარს გასცდა და იქ მივიდა, სადაც გოუსთ ჰილი იწყებოდა.
- არა, მაგდენს ვერ გაიტან - გადაიხარხარა გაბიელმა. - გოუსთ ჰილში არ შევალ, მეკრძალება.
ფილტვებში ხარბად გადაუშვა მიტოვებული ქალაქის ჰაერი. ვერ იშორებდა წყეული ყვავილების სურნელს ცხვირის ნესტოებთან რომ ეთამაშებოდნენ ეშმაკურად. არადა ყვავილი არსად ჩანდა, მათი სეზონი კარგა ხანია გაფრენილიყო. ან როგორ შეიძლებოდა? მიდთაუნის მიწას ფერაადი ფოთლები ასკდებოდნენ, ჰოუსთ ჰილის საზღვართან კი თოვლი ცვიოდა.
თოვლი გაზაფხულის ყვავილების არომატით.
ხელი ცაში აღმართა, ცერა და საჩვენებელ თითებს შორის მიდთაუნის წითელი ფოთოლი ეჭირა, რომელსაც გოუსთ ჰილიდან მომავალი ფანტელები ადნებოდნენ.
- ალბათ, მის ცეცხლის თმასაც ასე მომაჯადოებლად უხდება თოვლის ფანტელები - წარმოთქვა ღიმილით. მერე გაიკვირვა. ძაღლს შეხედა. - ვინ ხარ? აქ რატომ მომიყვანე? - ჰკითხა ძაღლს.
ძაღლი დაღვრემილი დაუჯდა. ისეთი თვალებით შესცეროდა, გეგონება მისგან გაპარული პატრონი ყოფილიყო გაბრიელი.
- მართალია ჩემი ჯენი ხომ? რაღაც მნიშვნელოვანი დაგვრჩა შინ. დავივიწყეთ ეტყობა და ცხოვრების მიზეზი წაგვართვა მისმა დავიწყებამ. - უსუსური იყო უძლეველი ვამპირი. თან შემოდგომის ფერები მალე თუ არ ჩაიკარგებოდა ბურუსში, დაქორწინების ჟამი დადგებოდა ალბათ.

* * *

კამილა ხვდებოდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე და რამდენადაც არ უნდა აერიდებინათ და-ძმას თავი, მაინც მოუწევდათ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა. კამილას გაბრიელი უყვარდა, გაბრიელს კამილა. ან კამილას სურდა, რომ ასე ყოფილიყო.
გაბრიელი ყველაზე ძლევამოსილი იყო. მშობლები ბავშვობაში ზღაპრებს უყვებოდნენ თავიანთ შვილებს დაუნდობელი ვლადიმერისა და დიდებული გრძნეულის, კარმელიას ვაჟზე, რომელსაც გაბრიელი ერქვა.
ნეტავ, რატომ წამოვიდნენ გოუსთ ჰილიდანო, ფიქრობდა კამილა. თან გულით სჯეროდა, დროგოები არაფერს მალავდნენ. უბრალოდ რაღაც კარგა ხნის წინათ დამალულის გახსენება უჭირდათ. გოგონას სინდისი ჰქენჯნიდა, რომ გაბრიელის ზურგს უკან მოქმედება. უჩუმრად ჩავიდა გოუსთ ჰილში და დროგოების სახლს მიადგა. ეს არ იყო მათი მშობლიური სახლი. სინამდვილეში, მათი ფესვები ქალაქ სისხლის სავანეში იყო.
იქ, სადაც ვლადიმერი ცხოვრობდა.
გოუსთ ჰილის სალხი კოშკს ჰგავდა, აგურის უზარმაზარ კოშკს. ადრე, ჯადოქართა წინასწარმეტყველებაში, ერთი პატარა ამბავი წაეკითხა. ეს ამბავი, სევდიან, გულისმომკვლელ ნოველას ჰგავდა:
„პატარა გოგონა შინ დაბრუნდა. არავინ დახვდა. კოშკი ქვის უზარმაზარ გროვად ქცეულიყო. ალბათ ვეღარასოდეს ნახავდა თავის ოჯახს. პატარა ჯადოქარი ბრძოლაში დამარცხდა. უყურებდა დამსხვრეული აგურის მტვერს და გულში მოუშუშებელი სევდა უჩნდებოდა.
დაინგრა სახლი.
და მაინც გეგონება მტერმა კი არა, პატრონის ლოდინმა დაანგრიაო. კოშკი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ელოდა თავის პატრონს - გუგუნებდა, უხმობდა, ტიროდა. მონატრების ცეცხლში გახვეული, საბედისწეროდ იწვოდა, მაგრამ არავინ ჩანდა გადამრჩენელი. ოდესღაც, სიცილ-კისკისითა და ბედნიერების ჰანგებით გარემოცული კედლები, ახლა ნაცარტუტად იქცეოდნენ. ალისფერი შენობა საბოლოოდ, ნამდვილ ალში გაეხვევოდა ისე, რომ ვერ შეავლებდა უკანასკნელად თვალს თავის ბინადრებს.
მერე რა, რომ შენობა იყო?
შენობა სახლია, სახლს კი გრძნობები აქვს. ენატრება ისინი, ვინც მის კედლებში დაიზარდნენ“.
კამილამ შენობას თვალი შეავლო. მართლაც ხანძარგამოვლილს ჰგავდა, მაგრამ გაბრიელს ხანძარი არასოდეს ეხსენებინა.
როგორც ჩანს, წინასწარმეტყველებაში, სულ სხვა კოშკი იყო ნაგულისხმევი. ალბათ ის, რომელიც სისხლის სავანეში იყო. დროგოების საგვარეულო, მშვენიერი სასახლე.
აქ კი ქალი ისტერიულად ქექავდა ყველაფერს. ეგება, რამე ისეთისთვის გამოეკრა ხელი, თავად პატრონსაც რომ არ ჰქონდა წარმოდგენა.
რამდენიმე საათი, შეუჩერებლად დააფათურებდა ხელებს მტვრის ბუღში. რომელიღაცა უჯრიდან კოვერტი გადმოვარდა. კამილამ გასხნა.
„ქალბატონო/ბატონო
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ გამოფენაზე.
გალერეა დროგარტი.
გამოფენის გახსნა: 13 ოქტომბერი. 14:30.
2018 წელი“.
- გალერეა დროგარტი - გაიმეორა კამილიამ. კონვერტს ხელი დასტაცა და... ორი სურათი იყო კიდევ. შავთეთრ სუათზე გაბრიელი, ჯენი და აქამდე უცნობი ვიღაც ორი მანდილოსანი ჩანდა, ერთმანეთს ზედმეტად ჰგავდნენ. იფიქრა, ჯენის მეგობრები არიან უეჭველადო და თავი დაიიმედა, რომ უცნაური ამაში არაფერი იყო.
მეორე სურათზე მხოლოდ ჟღალთმიანი ახალგაზრდა ქალი იყო გამოსახული. ძალიან შორიდან გადაღებულ სურათს ჰგავდა. მოთვალთვალის მახეში გაბმულ მშვენიერებას აგონებდა. სახე კარგად არ უჩანდა, თუმცა ორი რამ, რისი შემჩნევაც შეუძლებელი იქნებოდა, იყო ჟღალი თმა, თეთრი კანი და ფირუზისფერი თვალები.
- შენ ვინღა ხარ? - ჰკითხა სურათზე გამოსახულ ქალს კამილამ.
ეს უკვე უცნაური თუ არა, უცნაურთან ძალიან ახლოს მყოფი სიტუაცია იყო.


* * *
- აბა, ერთი განგვანათლე აქ რა ხდება - უკაკუნოდ შემოუღო კაბინეტის კარი მარიანამ და კატალიაც შემოვიდა.
დეიზის გაბრაზებული ტყუპები წინ ჩამოუსხდნენ, ფეხი-ფეხზე ერთდროულად გადაიდეს და ზუსტად ერთნაირად მიაჩერდნენ ექიმს.
- ვიღაც უცნობი ქალი მოდის ჩემთან და მიმტკიცებს, რომ მისი ტყუპისცალი ვარ - დაიწყო გაოგნებულმა კატალიამ - თურმე ექიმს უთქვამს ასე, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, თქვენ ხართ! თან საერთოდ არ მგავს. მე ამაზე ბევრად უფრო ახალგაზრდა ვარ! - ხელი გაიშვირა მარიანასკენ.
- მოიცა, ცოტა ხნის წინ არ გავუცვალეთ ერთმანეთს პირადობები? პატარა არა ის! - გაბრაზებით გადაიყარა მზინავი თმა მხარზე მარიანამ.
- ერთი წუთით - ექიმმა თითით ანიშნა, გაჩუმებულიყვნენ - ერთხელ ვუთხარი, ტყუპი და გყავს მეთქი და ეგრევე მოსაძებნად გაფრინდა - თქვა მარიანაზე - შენ კი, ჩემო კატალია, იმას არ იჯერებ, რომ შენი ოცნების კაცს მოსწონხარ და ვიღაცა უცხო ქალმა რომ გითხრა, ტყუპები ვართო, მაგას ეგრევე დაჰყევი, ჩემთან ამოხვედი გასაგებად. ორივე ასეთი დამყოლები ხართ?
- არა - უპასუხეს ერთდროულად.
- ვიცი. თან მე არ მითქვამს, მარიანასთვის, შენი ვინაობა. თავად გიპოვნა. შეხედე რამდენი ხალხია და მხოლოდ შენ გიგრძნო. ფეხსაცმელებიც კი... - სიცილით წამოსცდა დეიზის ერთნაირების დანახვაზე, მაგრამ მარიანამ ეგრევე ააფარა პირზე ხელი და თვალები გადაატრიალა:
- ფეხსაცმლის თემა გავიარეთ. მე კართან დამიდო თაყვანისმცემელმა, ამან მაღაზიაში ნახა.
- მართალია, მარიანას თვალით არ უნახავს ის თაყვანისმცემელი და მე საერთოდ სულ სხვა ბრენდის დახლთან შევამჩნიე ეგ ფეხსაცმელი, მაგრამ არაუშავს.
- ჩათვალეთ, რომ დაჩქარებული დნმ-ს ტესტი ვარ. - გაეღიმა დეიზის.
- როგორ?
- შემიძლია, ვიგრძნო. სისხლში ადამიანის მთელი ისტორიაა ჩამალული, სისხლი ყველფერს მეუბნება და თქვენ ზუსტად ერთი გაქვთ, ერთი ოჯახის და უფრო მეტიც, ტყუპების. ხელისგულზეც კი არსებობს ხაზი, რომელიც ადასტურებს, რომ ტყუპისცალი ჰყავს ადამიანს.
- აბა გვანახე! - ხელები გაშალა ორივემ.
დეიზი მათთან მივიდა და „ტყუპი“ დაანახა.
- აი, ინებე, ორივეს გაქვს... მაგრამ... - უკეთესაც დააკვირდა.
- ახლა რა ჯანდაბა გვჭირს? - გული გაუსკდა კატალიას.
- ვკვდებით ხო? სულ მიგრძნობდა გული, რომ ახალგაზრდა მოვკვდებოდი. ეს თავის ოცნების მამაკაცს ვეღარ ნახავს, მე კი ჩემს ქმარს - გულზე ხელი მიიდო მარიანამ.
- ყველაფერი ნორმალურადაა - წარმოთქვა დეიზიმ. - ერთი ხაზი, მთელი სიცოცხლეა. თუ კი ერთ-ერთი კვდება, ეს ძაფი გაჭრილ ძაფად აჩნდება მეორეს. თქვენთან კი ორივესთანაა ძაფი გაჭრილი და ცოტა ხნის შემდეგ, ძალიან მკრთალად არის შეერთებული.
- ანუ მოკვკდით და გავცოცხლდით? ერთხელ განვიცადე კლინიკური სიკვდილი - ჩაერთო დეიზი.
- ფიზიკური გარდაცვალება არ მიგულისხმია თქვენს შემთხვევაში. ესაა ისეთი სიდილი, როცა ყველაზე ძვირფასს გართმევენ. თქვენ ორივე მოკვდით სულიერად, თან ცოტა ხნის წინ. ახლა კი გილოცავთ მეორედმოსვლას - მიმართლა ექიმმა ღიმილით დებს.
- მეორედმოსვლა მოვიყვანე? ჩვენ აპოკალიფსის მხედრები ვართ? - სახე გაებადრა კატალიას - ვიცოდი, რომ უეჭველი არამიწიერი არსება ვიყავი.
- არამიწიერი ნამდვილად ხარ, მაგრამ აპოკალიფსი და მისი მხედრობა არაფერ შუაშია. ჯადოქრები ხართ. თან ძალიან დიდი ძალით. თქვენ ჯაჭვი ხართ - უერთმანეთოდ სუსტი, ერთად დაუმარცხებელი. ვიღაცამ განგებ ამოგირეცხათ ტვინი, თქვენი დასუსტება უნდოდა.
- უი, ეს ქალი ყოფილა გიჟი - გადაუჭურჩულა მარიანამ კატალიას. - წავიდეთ!
კატალია მარიანასკენ შეტრიალდა.
- მეც გიჟი მეგონებოდა, მაგრამ მემგონი მართლა ვართ ჯადოქრები - უთხრა დას და თმაზე მოეფერა - არაფერი შეგიმჩნევია შენი თავისთვის უცნაური? ზოგჯერ, ხმამაღლა ნათქვამი არაბუნებრიბად არ აგსრულებია?
- კი. - თავი დაუქნია დამ.
- შემიძლია, დაგიმტკიცოთ, რომ ერთად ბუნებაში ყველაზე ძლიერი ძალა გაქვს. უბრალოდ, ტყეში უნდა წავიდეთ, აქ ბევრი ხალხია და ბევრი მოწმე.
- ამ გიჟს მე ტყეში არ გავყვები - გულხელი დაიკრიფა მარიანამ - მანიაკია და ყელს გამოგვჭრის, ან ორგანოებს ამოგვაცლის რომ გაყიდოს. ექიმია, ეცოდინება ეგეთები.
- მე იარაღი მაქვს - უფრო ხმადაბლა შეაპარა კატალიას.
- ნუ იარაღი მეც მაქ, მაგრამ ორი ცალი რას გვეყოფა თავის დასაცავად.
- მართლა? რომელი გაქვს? - თვალები გაუბრწყინდა.
მერე პატარა ბავშვებივით დაეძგერნენ ჩანთებს, ცეცხლსასროლები მიატყუპეს.
- ფერიც კი ერთი აქვს - გადაიხარხარა დეიზიმ.
რამდენიმე საათში, სამივენი ხავსში ჩაფლული ტყის ბილიკზე მიდიოდა. შუაგზაში, მარიანამ აღნიშნა, ფეხი საერთოდ აღარ მტკივაო, აღარავის გაჰკვირვებია.
დეიზი შემოტრიალდა.
- აქედან ადამიანები შორს არიან. არავინ დაზიანდება. თქვენ კი თქვენი ცხოვრების ყველაზე მწარე მოგონება უნდა გაიხსენოთ, ერთდროულად და შემდეგ ამ ტკივილის გარეთ გამოტანა უნდა ცადოთ ძალის სახით.
გოგონებმა თვალები დახუჭეს.
თავს ძალას ატანდნენ, სუნთქვას იკავებდნენ.
არაფერი გამოსდიოდათ.
- მემგონი არ მაქვს ისეთი მტკივნეული მოგონება, რომ გარეთ გამოშვებად ღირდეს - ხელი ჩაიქნია მარიანამ.
- მე მაქვს ერთი, უბრალოდ ჩემი სიზმრიდანაა. მთლად მოგონებად ვერ ჩაითვლება. სიბნელეში, ტალახში მივრბივარ და ვიღაცას ვეძებ. მის სახელს ვყვირი. ძალიან შეშინებული ვარ, მაგრამ საკუთარი თავის გამო არა, იმის გამო, ვინც დავკარგე. მეშინია, რომ ვეღარ ვიპოვნი. შეიძლება ამ სიზმრის მოგონება გამოვიყენო?
- ჯენის ეძებ? - შემოუბრუნდა მარიანა.
- შენ საიდან იცი?
- მეც ჯენის ვეძებ სიზმარში. ზუსტად იგივენაირად. ოღონდ შეშინებული კი არა ვარ, გულმოკლული ვარ, განადგურებული. გეგონება უკვე ვიცი, რომ ჯენი დავკარგე, მაგრამ მაინც არ ვწყვეტ ძებნას.
- გამოიყენეთ მაშინ ჯენი - დეიზი გოგონებს შორის ჩადგა.
ტყუპები ერთდროულად ფიქრობნენ, ტყუპები ერთდროულად გრძნობდნენ, რომ ჯენი დაკარგეს.
ძალიან დიდი ხნის წინ.
ჯენი მხოლოდ ჯენის არ ნიშნავდა.
ეს დაკარგული ცხოვრება იყო.
დაკარგული სისხლი, დაკარგული მეგობარი, სიყვარული, იმედი... ყველაფერი საუკეთესო, რაც სამყაროში არსებობდა, გოგონებს სრულიად მოულოდნელად დაეკარგათ და მერე უმოგონებო ცარიელი ფიტულებივით გამხდარიყვნენ მხოლოდ უბედურ გრძნობებშერჩენილები.
ორივემ იკივლა.
შეზანზარდა მიწა.
ქალაქი.
პატარა სახლების ფანჯრებთან მჯდარი ხალხი.
შეზანზარდა გოუსთჰილი.
მასთან ახლოს მდებარე ყველა ქალაქი.
შეზანზარდა დარქჰილი.
შეზანზარდა სისხლის სავანე, რომლის კედლებში შავმოსასხამიანი ვლადიმერი იდგა.
- ბავშვები კარგად არიან, ჩემი ბავშვები კარგად არიან! - წარმოთქვა ბოროტმა ვამპირმა.

იქვე ახლოს მყოფი გაბრიელი რაღაცა ძალამ ერთიანად მოსწყვიტა და მთელი ძალით შეაჯახა ხეს. ჯადოქრებიო, გაიფიქრა ზიზღით.
ალქაჯების ძალა მომწამვლელი და დამთრგუნველი იყო გაბრიელისთვის.
მაგრამ ახლა არა.
ახლა რაღაც სხვა იგრძნო.
რაღაც ძალიან მშვენიერი, გამანადგურებლად მშვენიერი მოეხეთქა მის სულს და ნაზი მკლავები შემოჰხვია.
ჯენი ძირს დაენარცხა. შემდეგ დაფეთებული წამოხტა და ფანჯარას მივარდა.
- მეძახიან! მიხმობენ - წარმოთქვა ხმამაღლა.
გაეხარდა.
გეგონება, ვიღაც ისეთმა მოაკითხა, ვის გამოჩენასაც საუკუნეები ნატრობდაო.
- მომაგნო! მომაგნო! - ბედნიერების ცრემლი ჩამოსცვივდა თვალებიდან, მაგრამ ვერაფრით იხსენებდა, ვის დანატოვარ სიყვარულს დაატარებდა ამდენი ხანი გულით.
გაბრიელი სახლში დაბრუნდა.
თავის დას დივანზე ჩასძინებოდა. სახელოსნოში ჩავიდა. კარგა ხანია, მუზა არ სწვეოდა. ხელში საღებავების პალიტრა დაიჭირა, მოლბერტს მიუახლოვდა და მექანიკურად ჩააწო საღებავი წითელ ფერში.
- თოვლი გინდოდა? თოვლი მოვიდა, მაგრამ შენ არსად ჩანხარ - ჩაესმა ქალის ხმა. - ცეცხლისფერ თმაზე, თოვლის ფანტელი მეფერება შენ მაგივრად.

* * *

კამილა თავისი სკოლის ბიბლიოთეკაში შევიდა. გადაეწყვიტა რომ ჰოუსთ ჰილის კუთხე-კუნჭულებში ეხეტიალა, გაეკითხ-გამოეკითხა და მიეგნო დროგარტის გალერიისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი რამე ჰქონდა გასარკვევი.
- რამით ხომ არ დაგეხმარო? - ჰკითხა იქვე, მოშორებით მჯდომმა ისტორიის მასწავლებელმა და ზებუნებრივი არსებების მემატიანემ.
- ძველ წინასწარმეტყველებას ვეძებ. ადრე ვკითხულობდი, ბევრი საინტერესო რამე ეწერა.
- მანდ სადმე იქნება მიმალული. ჯადოქარი სახლში წავიდა, თორემ მას ვაპოვნინებდით.
- არა, ჩემითაც ვიზამ - ჯადოქარში ჯენი იგულისხმებოდა. არ სურდა, იქამდე გაერია ამ საქმეში, სანამ თავად არ ახდიდა ფარდას სიმართლეს. ერთი რამ ცხადი იყო: კამილას რაღაცეების ამოქექვა, გამოძიება და პოვნა კარგად გამოსდიოდა.
ცოტახანში, უძველეს წიგნს მიაგნო. ერთმანეთზე დაკერებული ფურცლები რღვევას იწყებდა და სიძველისგან, დაცვეთილიყო.
ვამპირთა უძველეს ოჯახს მიაგნო სარჩევში. გენეტიკურ ხეს შეხედა.
- შეუძლებელია - აღმოხდა სასოწარკვეთილს. ჯიბიდან დროგოების სახლში ნაპოვნი სურათი ამოიღო. უცნობი გოგონების შავ-თეთრი სილუეტი გაფერადებულიყო.
- რა მოხდა? - ჰკითხა მემატიანემ - სახეზე ფერი არ გადევს.
- შესაძლებელია, რომ ეს სიმართლე იყოს? - წააკითხა წიგნის გადაშლილი გვერდი.
- მსგავსი არაფერი გამიგია. დროგოების ოჯახიდან მხოლოდ ორი წევრიღა შემორჩა. ისიც არ ვიცით, მათი მამა, ვლადიმერი თუა ცოცხალი. რა სისულელეა? გაბრიელს ამის შესახებ არაფერი უთქვამს?
- არა. მგონი, თვითონ გაბრიელსაც არ აქვს წარმოდგენა. მაინც ვერ მივხვდი, ამ წიგნს რისი თქმა უნდა - ამოიოხრა და მემატიანეს შეხედა. მშვენივრად ხვდებოდა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ საკუთარ თავთან აღიარების უჭირდა.
- გაბრიელს ერთი კი არა, სამი და ჰყავს. სულ ოთხნი არიან და როგორც ჩანს, წყევლის ბრალია მათი გზების გაყრა. შეხედე - შემდეგ გვერდზე გადაშალა მემატიანემ - „ათი საუკუნის წინათ, ვამპირებსა და ჯადოქრებს შორის დაპირისპირება შეუჩერებელ ბრძოლაში გადაიზარდა. ვამპირთა ლიდერს, ვლად დროგოს ჯადოქრების სისხლი მოსწონდა, განსაკუთრებით, პატარა ბავშვების. შეუჩერებელი, უძლეველი იყო. მასზე მაგია ვერ მოქმედებდა. მოულოდნელად, ჯადოქარი შეუყვარდა და მასზე იქორწინა“. რა ჯანდაბაა? რომელი თავმოყვარე ჯადოქარი იქორწინებდა ეგეთ ვამპირზე? - ვერ მოითმინა მემატიანემ.
- შეყვარებული.
- რატო უნდა შეგიყვარდეს ვლადიმერი? ლეგენდის თანახმად, დრაკულას შვილიშვილი იყო. უყურე შენ, ბაბუის საპატივცემულოდ დაურქმევიათ.
- გააგრძელე.
- „სამი შვილი ეყოლათ. ჯერ ვაჟიშვილი, შემდეგ ქალიშვილები, ტყუპები, რომელთაც დედისგან ჰქონდათ ჯადოქრობის ნიჭი. ვაჟი ვამპირი იყო. შვილებმა მამის ბოროტება ვერ აიტანეს და ოჯახიდან გაიქცნენ. საუკუნეების განმავლობაში, ერთი ქალაქიდან მეორეს აფარებდნენ თავს, რათა ბოროტ მამას ვერ მიეგნო. შემდგომში, მოულოდნელად, ვლადს კიდევ ერთი შვილი ეყოლა, პატარა გოგონა, ნახევრად ვამპირი, ნახევრად ალქაჯი. განსაკუთრებულად უყვარდა ვლადს უმცროსი ქალიშვილი. მათი დედა, კარმელა ჯადოქრებმა ამოიძულეს, რადგან თავის მეუღლეს ყველა ბოროტ წამოწყებაში უბამდა მხარს და მოკლეს. ვლადი მარტო ზრდიდა პატარა გოგონას. დედმამიშვილებმა, მოგვიანებით, თავიანთი პატარა და მოიტაცეს, რომ მამის ბოროტებას მასში არ გასდგმოდა ფესვები. ბოლოს, ერთ-ერთი ჯადოქარი დაეხმარა. ისეთი შელოცვა მოიფიქრა, რომელიც ბოროტი მამისგან დაიცავდა. ვლადი შვილებს ვეღარასოდეს მიაკვლევდა. დროგოების შთამომავლები ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ მათი ძალაუფლება ჯადოქრებს აღიზიანებდათ“.
- ოთხი შთამომავალი - სურათი მაღლა ასწია კამილამ.
- აქ კიდევ ბევრი რამე წერია. ვფიქრობ, არ მოგეწონება მოსმენა.
- წაიკითხე, გთხოვ - შეევედრა კამილა.
- „ლეგენდის თანახმად, ვამპირისა და ჯადოქრის ქორწინება უიშვიათესი მოვლენაა, რომელიც ყოველ ხუთას წელიწადში ერთხელ მეორდება. უკანასკნელი ქორწილი 21-ე საუკუნეში შედგა. დროგოების უფროსმა ვაჟი და ჯადოქრების ლიდერი შეუღლდნენ. ხალხი ამას დემონთა ჯვრისწერას ეძახდა. ჯადოქრები ისე გაამწარა ამ ამბავმა, რომ გადაწყვიტეს, ვამპირთა ოჯახისთვის ძლევამოსილება სამუდამოდ წაერთმიათ“.
- გაჩუმდი! - ხელებით მაგიდაზე დაეყრდნო კამილა.
ადამიანზე უფრო ცოცხლად უცემდა გული. თვალებში ბინდი ჩაუდგა. თითქოს იცოდა, თითქოს გაბრიელის გაცნობის დღიდან იცოდა, რომ ეს კაცი მისი არ იყო და ვერც იქნებოდა. ადრე, წლების წინ შეხვდა გაბრიელს.
ვამპირს მის მიმართ გრძნობები გაუჩნდა, მაგრამ კამილამ ხელი ჰკრა. ნეტავ, მაშინვე შემყვარებოდაო, თავში ხელი შემოირტყა. გაბრიელი გოუსთ ჰილში წავიდა, კამილა კი აქ დარჩა, მიდთაუნში. წლების შემდეგ, კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.
თითქოს გაბრიელი ძველებურად მზრუნველი და კეთილგანწყობილი იყო.
მაგრამ ის კამილას აღარ ეკუთვნოდა.
მამაკაცის მზერა ხშირად სხვაგან, მთების გადაღმა ეძებდა რაღაც ძვირფასსა და მოულოდნელად დაკარგულს. მაშინაც, როცა ერთმანეთს უყურებდნენ, კამილა ხვდებოდა, რომ გაბრიელი სხვას ეძებდა.
მაგრამ კამილას რატომ არასოდეს ჰყავდა ნანახი მისი ოჯახი თუ კი ჯენის გარდა, კიდევ ორი და უნდა ჰყოლოდა გაბრიელს?
- დროგარტის მისამართი უნდა გამიკრვიო - შეხედა მემატიანეს. - სასწრაფოდ!
სანამ მემატიანე მისამართს ეძებდა, წიგნში კიდევ ერთ ფრაზას მოჰკრა თვალი: „ვამპირთა უძველესი დინასტიის ყველაზე უხუცესი წარმომადგენელი ყველაფრის გასაღებია. მხოლოდ მაშინ აეხდება სიმართლეს ფარდა, როცა ვამპირი კვლავ იხილავს თავისი ცხოვრების უკანასკნელ სიყვარულს. მანამდე, მის სიცოცხლეს ფასი არ ექნება. ჯადოქართა წყევლა იყო გამოსავალი. ოჯახი ძლევამოსილია მხოლოდ ერთად. ცალ-ცალკე ჩვეულებრივ ადამიანებს ემსგავსებიან“.
უჩუმრად ჩაიდო ჩანთაში წიგნი და კვლავ გოუსთჰილში დაბრუნება გადაწყვიტა.
ეგება, თავადაც იცნობდა ჯენისა და გაბრიელის დებს, მაგრამ ამ წყევლის გამო, არ ახსოვდა. იქამდე არ ემახსოვრებოდა, სანამ გაბრიელი თავის უკანასკნელ სიყვარულს არ იხილავდა.


* * *

სახელოსნოდან დაბრუნებულ გაბრიელს უცნაური სანახაობა გადაეშალა. ჯენი ისტერიულად ალაგებდა ტანსაცმელს ჩემოდნებში და თან ბურბუტებდა:
- უნდა წავიდეთ, სასწრაფოდ უნდა დავბრუნდეთ!
- სად მიდიხარ? - ჰკითხა ძმამ.
- ორივენი მივდივართ. გოუსთ ჰილში ვბრუნდებით.
- რა სისულელეა. მოგვკლავენ.
- მართლა რა სისულელეა? როდის იყო, ერთი პატარა მუქარით იხევდი უკან? მთელი ცხოვრების განმავლობაში, ათას კაცს მოსდომებია შენი მოკვლა. ერთ ყურში უშვებდი, მეორედან გამოგქონდა. მამაც კი მოსაკლავად დაგსდევდა ჩემი მოტაცების გამო, მაგრამ დამფრთხალს არასოდეს გავდი. ახლა რა შეიცვალა?
- კამილას ხომ ვერ დავტოვებ?
- დროებით მივდივართ. ნახავ მაგ შენს კამილას ისევ. კარგად დაფიქრდი გაბრიელ. არასდროს არავინ არ გიხმობს? არ გეძახის?
- კი - ერთ-ერთი გატენილი ჩანთის შეკვრაში დაეხმარა თავის დას.
- ჰო და როცა გეძახიან, უნდა მიხვიდე!
- არც კი ვიცით, ვისთან მივდივართ.
- ცოდნას ზოგჯერ მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, იგრძნო. ყველაფერს ვიგრძნობთ. წყეულმა ალქაჯებმა რაღაცა ისეთი დაგვავიწყეს, რაც ცხოვრების გაგრძელებაში გვიშლის ხელს.
- ჰო, აშკარაა, რომ დაგვავიწყეს.
- მხოლოდ ჰო ან არას ამბობ. რა დაგემართა? როდის აქეთ გახდი ასეთი დამყოლი?
გაბრიელმა ჯიბიდან თითქმის გაპარტახებული წითელი ფოთოლი ამოიღო.
- გოუსთ ჰილში თოვლი მოვიდა. ზეცას ავხედე. წყვდიადისფერი ციდან თეთრი ფანტელები ცვიოდა და ვიფიქრე, რა ლამაზად ერწყმის ერთმანეთს შავი და თეთრი-თქო. უეცრად წარმოვიდგინე, რომ ვიღაცას მეწამულ თმაზე ადნებოდნენ ეს ფანტელები. ამაზე მშვენიერს, ვერაფერს წარმოვიდგენდი გონებაში. ტყიდან კივილის ხმა შემომესმა. კივილთან ერთად, აქამდე ჯერ გაუგონარი ძალა ვიგრძენი. ამ ძალამ ჩემს სხეულში გაიარა და სულამდე ჩააღწია.
- თითქოს ვიღაცა მოგეფერა - გაბრიელის სათქმელი გამოხატა ჯენიმ.
- მართალია. მომეფერა.
- მეც მომეფერა.
- იმედია, სექსუალური შევიწროების მსხვერპლი არ ვართ - გაეცინა ბიჭს.

* * *
კამილა ჩაფიქრებული მიუყვებოდა გოუსთ ჰილის ქუჩებს. დროგარტში შესვლა აღარ უნდოდა. ეშინოდა, რომ რაღაც ისეთს გაიგებდა, რაც გულს ატკენდა. იქვე, პატარა სკვერში ჩამოჯდა და წიგნი გადაშალა:
„როცა სისხლისფერ თმას თოვლისფერი ფანტელი დაადნა, მაშინ იქორწინეს ვამპირმა და ჯადოქარმა“ - ეწერა.
- ვიღაცას ჩემი ჯინი აქვს? - ამოიოხრა საცოდავად.
თვითონ, შემოდგომისას უნდოდა ქორწილი.
არ ჰქონდა სისხლისფერი თმა, თორემ ეგება ზამთარშიც გაებედა. საერთოდაც, სისხლისფერ თმას შემოდგომაც უხდებაო. მერე თავის ქერა თავზე ჩამოისვა ხელი.
- ხმა მომივიდა, რომ ჩემს წყევლას ეჩიჩინები - მოესმა ქალის ხმა.
გაგიჟებული წამოხტა ფეხზე.
უკან მოხუცი ქალი ედგა მუხლებამდე ჭაღარა თმითა და შავი თვალებით.
- თქვენ დასწყევლეთ ოჯახი?
- ყველაფერი აირია... ყველაფერი. ჩემი გოგონა იმ სისხლისმწომელს რომ გაჰყვა ცოლად, მთელი სამყარო მუხლებზე დაემხო. ან ვამპირი უნდა ყოფილიყო ყველაზე ძლიერი ან ჯადოქარი, მაგრამ ხუთი საუკუნის წინათ გაჩენილმა ეშმაკის მოციქულებმა გაიაზრეს, რომ ნახევრად ჯადოქრები იყვნენ, ნახევრად ვამპირები. მთელი სამყაროს მბრძანებლებად მოჰქონდათ თავი. შესანიშნავი სამეულის სახელით წოდებული უძლეველი დედმამიშვილები იყვნენ.
- სამი? სულ ოთხნი არ არიან?
- მაშინ სამნი იყვნენ. მერე მეოთხე გაჩნდა. მეოთხე სულ ახლახანს დაიბადა, ოცი წლის წინად. მაგან წრე შეკრა. ძმა, ტყუპი დები და ბოლოს, პატარა გოგონა, რომელსაც ერთნაირად ჰქონდა ვამპირისა და ჯადოქრის თვისებები. ჩემი ქალიშვილი დაიღუპა. სისხლისმსმელი კაცის გამო მოჰკლეს, რომელსაც ქმარს ეძახდა. პატარა გოგო თავიდან მამასთან იზრდებოდა. ყველანი ვნადირობდით, პირდაღებული, ენაგადმოგდებული ველოდებოდით, როდის მოადუნებდა ვლადი ყურადღებას, რომ სანამ პატარა და უძლური იყო, მაშინ ჩაგვეკლა... აღარასოდეს გაზრდილიყო.
- თქვენს შვილიშვილზე საუბრობთ - თავზარი დაეცა კამილას - საკუთარი შვილიშვილის მოკვლა გინდოდათ?
- რა თქმა უნდა. ყველაზე მეტად, პატარა გოგონა ჰგავს მამამისს. ახლაც მახსოვს, როგორ ეძახდა ვლადი პატარა ჯენის. ჯენის კი არა, პატარა ჯენის ეძახდა. უმცროსს თუ მოვკლავდით, სასოწარკვეთილი ვლადის დამარცხება ადვილი გახდებოდა. ხომ იცი, როცა სიცოცხლის მიზეზს გართმევენ, მაშინ აღარ იბრძვი. ჯადოქრებს გეგმა გვქონდა ბავშვის გატაცების, მაგრამ მისმა და-ძმებმა დაგვასწრეს.
- ამას რატომ მიყვებით?
- შენ არ გინდა, რომ ერთმანეთი გაიხსენონ. არ გაწყობს. ამ ოჯახის არსებობა პრობლემა გახდა, თუმცა კატასტროფად მხოლოდ მაშინ გარდაიქმნა, როცა ვამპირ ძმას ჩვენი კლანის ლიდერი შეუყვარდა. იქორწინეს. ტყუპები ძალას ფლობდნენ, ახალმა ცოლმა შელოცვები იცოდა, პატარა გოგონა კი ყველა მათგანისგან სწავლობდა. განსაკუთრებით, მამის გენებს ვერ იმორჩილებს. მასში ვლადიმერის ხასიათია ჩასახული. წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რა მომავალი გველის თუ კი გამრავლებიან?
- არ ვიცი.
- ცოლ-ქმარი ერთმანეთს თუ დაინახავს, ყველაფერი გაახსენდება. მხოლოდ მათ არა, დანარჩენებსაც ყველაფერი გაახსენდებათ.
- ცოლ-ქმარმა ერთმანეთი არ უნდა ნახონ - მტკიცედ წარმოთქვა კამილამ.
- მახსოვს მათი ქორწილი... თოვლი მოდიოდა და პატარლის თოვლისფერი კაბა, კიდევ უფრო უკაშკაშებდა ფორუზის თვალებს. - მერე მოხუცმა დედაბერმა კამილას მხარზე შეახო ხელი - ისინი ცალ-ცალკეც კარგად იქნებიან. ამოივსებენ აუხსნელ სიცარიელეს, არ იდარდო.
- ქალი დარდობს? - მოულოდნელად, ისე მოულოდნელად ამოუფრინდა ეს კითხვა პირიდან რომ გააზრებაც ვერ მოასწრო.
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა დედაბერმა და გაუჩინარად.
- ის ქალი თუ დარდობს ნეტავ? - ისევ იკითხა. საკუთარ თავს უფრო ეკითხებოდა მემგონი. ჯადოქართა კვარტალში დააპირა მისვლა. ცოტა ეშინოდა. იქ ვამპირის დანახვა არავის უხაროდა, მაგრამ მაინც გარისკა. ეგება, ქალი ბედნიერი იყო? ეგება არ სჭირდებოდა გვერდით გაბრიელი.

* * *
- ახლა გამოდის, რომ მართლა ტყუპები ვართ და რაღაც ზებუნებრივ ძალას ვფლობთ? - ვერ ცხრებოდა კატალია.
დეიზიმ ორივე ჯადოქრების უბანში მოიყვანა. აბა, სხვაგან სად წაიყვანდა ორ ჯადოქარს?
- ეგრე გამოდის - დაეთანხმა მარიანა.
აქამდე, ორივეს ნერვები ეშლებოდა, ვინმე ისეთს რომ ხედავდნენ, ვისაც მათნაირი ჩანთა, ფეხსაცმელი ან საფულე ჰქონდათ. მუდამ ამბობდნენ, დუბლიკატები არ მჭირდებაო. ახლა კი გეგონება, სრულიად ნორმალურად მიეღოთ ტყუპისცალის არსებობის ფაქტი.
რაც მართალია, მართალია. როგორც არ უნდა უარეყოთ, ორივე პირწავარდნილი სნობები იყვნენ და ალბათ ეს უფრო მჭიდროსა და ძლიერს ხდიდა მათ კავშირს.
- ახლა რა იქნება? - ჰკითხა კატალიამ დეიზის.
- ახლა ჯენი უნდა იპოვნოთ. თქვენი სიზმარი ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ჰგავხართ, იდენტურებად არ ითვლებით. იდენტური ჯადოქრები ცოტათი უფრო ძლიერები არიან. მაგრამ ერთი კარგი ამბავი მაქვს. ხშირად, ოჯახის წევრებიდან, კიდევ ერთი იბადება, რომელიც ტყუპების ძალას ჰკრავს, აორმაგებს. მემგონი, ეგ თქვენი ჯენი, სწორედ ისაა, ვინც უძლეველად გაქცევთ.
- და რაში გამოვიყენებ უძლეველობას? - დაეჭვდა მარიანა.
- რას ამბობ? ვოგის კარეგანზე მუდამ ჩვენ ვიქნებით - ბედნიერად გაშალა ხელები კატალიამ - ვიქტორია სექრეთის მუდმივი ანგელოზები გავხდებით.
- წელს არ იქნება მაგათი შოუ, თორემ კი ბატონო.
- ზუსტად! შეგვიძლია, საკუთარი დავაარსოდ. ვიკტორიას არ დავარმევთ, რამე ჩვენსას მოვიფიქრებთ. ჩვენ გავხსნით და ჩვენვე დავხურავთ. შენ ანა ვინტურს ჩაანაცვლებ, მე მეორე დონატელა ვიქნები. რა პრობლემაა?
- ზედმეტად მიწიერი სურვილები გაქვთ - თვალები გადაატრიალა დეიზიმ.
- შენ არასოდეს გიცდია რამე ამდაგვარის გაკეთება?
- მომაკვდავ ხალხს ვკურნავ. არ მჭირდება ჟურნალების გარეკანზე ყოფნა.
- ჰო, ეს აშკარგად ძაან ფერიაა - გაეცინა კატალიას.
- და გარდერობის შეცვლაც არ აწყენდა - აათვალ-ჩაათვალიერა მარიანამ.
- რას ერჩით ჩემს ჩაცმულობას? - ტანზე დაიხედა დეიზიმ. თითქოს ყველაფერი რიგზე ჰქონდა.
დეიზის სახლიდან წითური ძაღლი გამოვარდა და წინა თათებით ააცოცდა მუცელზე.
- მეც მომენატრე ბუთქუნა - გაეცინა დეიზის. კარგა ხანს ეთამაშა.
ძაღლმა ტყუპები შეათვალიერა. მერე დააკვირდა და ისე ეძგერა ორივეს, როგორც მონატრებულ მეგობარს. ფეხებს ულოკავდა, ტრიალებდა, სიხარულისგან ჰყეფდა და დახტუნავდა.
- მაგარი მხიარული ტიპი ჩანს, მაგრამ ძაღლებზე ალერგია მაქვს - დისტანცია დაიჭირა მარიანამ.
- მე ალერგია არ მაქვს, თუმცა ცხოველები არ მიყვარს და ალერგიას ვიმიზეზებ ხოლმე - ეჭვისთვალი შევალო დამ.
- ასე უნდა დამასმინო? ალერგია მეც არ მაქვს, მაგრამ ხელის მიკარება არ მიყვარს ბეწვზე თუ ეს ბეწვი პალტო არ არის.
- დეიზი, შენთან ვიღაცაა, შენი ნახვა უნდა - მოესმა მერის ძახილი - თან ვამპირია.
- სახლში შედით - უთხრა ტყუპებს და მერის გვერდით მდგარ ქალს მიუახლოვდა.
მშვენიერი გოგონა იყო. აღელვებისგან, ხელები უთრთოდა. დეიზის დანახვამ, კიდევ უარესად ააფორიაქა.
- ერთმანეთს ვიცნობთ? - გაუკვირდა ჯადოქარს.
- არა, მაგრამ... ერთ-ორ სიტყვას გეტყვი და მორჩა. გპირდები, დიდხანს არ მოგაცდენ.
- შემოდი - სწრაფად დანებდა დეიზი და სახლის კარი გაუღო.
- არა, აქ დაგელაპარაკები. მინდა, რაც შეიძლება მალე წავიდე.
- ვინ ხარ? მიცნობ?
- არა. უბრალოდ, მაინტერესებს, ამ ბოლო დროს, რაღაც უცნაური შეგრძნება თუ გაწუხებს. მაგალითად, დანაკლისის ან დანა... ვიცი, სისულელეა - ღრმად ჩაისუნთქა კამილამ.
- სიცარიელე - დაუდასტურა დეიზიმ - მგონია, რომ არაფრის კეთებას არ აქვს აზრი. საავადმყოფოში, ხალხს ვეხმარები. მათი დახმარება შვებას უნდა მგვრიდეს ან სიხარულით მავსებდეს, მაგრამ... ვერაფერს ვგრძნობ.
- ჰო, მესმის.
- და შენ საიდან იცი?
ციდან მომავალი ფანტელები დეიზის თმაზე ღაფავდნენ სულს.
თვალებიდან საოცარ სინათლეს ასხივებდა. ბურუსითმოცულსა და სევდიანს, თუმცა მაინც სინათლეს.
- მგონია, რომ რაღაცას დაუკითხავად ვიპარავ. რაღაც ისეთს, რაც შენ გეკუთვნის.
დეიზიმ მაღლა აიხედა.
უხაროდა თოვლი.
ძალიან უხაროდა.
ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, პირველად მოთოვა.
- როცა ფანტელები სულმოუთქმელად დამიკოცნის თმას და მათი ფაფუკი სიცივე დამაჩნდება ტუჩებზე, შენს ამბორს წარმოვიდგენ. სადაც არ უნდა იყო - წარმოთქვა ჯადოქარმა - ზოგჯერ, რაღაც სულელურ ფრაზებს ვიგონებ ხოლმე და ზუსტად ვიცი, ვიღაც კარგა ხნის წინად დავიწყებულის სურვილი მაწამებს. ალბათ, გათოვებისას უნდა მოსულიყო ჩემთან და არ მოვინა.
- ან ვერ მოვიდა - ცრემლი წასკდა კამილას.
ადგილს მოწყდა და არაადამიანური სისწრაფით გაიქცა ჯადოქრისგან შორს.
გაბრიელს ურეკავდა. არ პასუხობდა.
შობა ახლოვდებოდა.
შობის ღამეს, ყველა იმასთან უნდა ყოფილიყო, ვინც გულით უყვარდა.
„ალბათ ჩემს გარდა“ - გაიფიქრა კამილამ. ამ წელს, ნამდვილად ვერ შეხვდებოდა გაბრიელთან. ვერც მომავალ წელს.
ვეღარც ვერასოდეს.
დროგარტის გზას დაადგა. უკანასკნელი ფაზლიც ჰქონდა ჩასაკრობი და ყველაფერი დასრულდებოდა.
მაგრამ თუ გაბრიელი ვერასოდეს შეხვდება, წყევლა წყევლად დარჩება. მამაკაცი კი არასოდეს გაიხსენებს, ვინ უყვარდაო - ფიქრობდა. ნეტავ, რად უნდოდა კამილას მოპარული სიყვარული? გაბრიელი ხომ რაღაც ხელოვნურს გრძნობდა მის მიმართ. რა აზრი ჰქონდა ხელოვნურ გრძნობებს? ჭეშმარიტება მაინც გაიკვლევდა თავის პატრონთან მიმავალ გზას.

* * *

თავიანთი სახლის წინ იდგნენ გაბრიელი და ჯენი. ჯერ ერთმანეთს შესცქეროდნენ, მერე კედლებს. შენობას მწუხრისფერი ნაღველი შემოჰხვეოდა. პატრონის ლოდინში დაქანცული აგურები, უსიცოცხლოდ ელავდნენ.
- ჯერ შენ უნდა შეხვიდე - მიუგო გაბრიელმა.
- ერთად რომ შევიდეთ?
- არა. ჩვენი სახლი შენ გიხმობდა. შენ ხარ მისი საყვარელი ბავშვი. შენს წასვლას გლოვობდა და ახლა ბედნიერია შინ დაბრუნებულს რომ გხედავს.
ჯენი შევიდა.
საოცარი სიმშვიდე მოეფინე სულში. უხმოდ აბობოქრებული სახლი თითქოს ნელ-ნელა სუნთქვას იწყებდა.
- დაბრუნდი პატარა ჯენი? პატარა ჯენი დაბრუნდა, ჯენი დაგვიბრუნდა - ჩურჩულებდა და თავის გოგონას მისჩერებოდა მონატრებული თვალებით.
- ჯადოქრები თავს დაგვესხნენ, გახსოვს? - ჰკითხა გაბრიელმა.
- მოკვლით დამემუქრნენ თუ არ დავტოვებდით ქალაქს. უცნაურია, ჩემი მოკვლით დაგვემუქრნენ ორივეს.
- იმიტომ, რომ შენ ხარ ყველაფერი - თავზე აკოცა უმცროს დას.
- მამაც მაგას მეუბნება. ამბობს, რომ მე ყველაფერი ვარ, მაგრამ არ მჯერა.
გაბრიელს თვალები გაუფართოვდა.
თავის დას შეხედა.
- საიდან იცი მამა რას ამბობს?
- ზოგჯერ მაკითხავს და ბარათებს მიტოვებს, სადაც წერია, რომ ვუყვარვარ.
- ჯენი, გააფრინე? ეგრევე როგორ არ მითხარი? - ნერვიულობისგან ბოლთის ცემას მოჰყვა გაბრიელი. - მამაჩვენმა ჩვენი სამყოფელი თუ იცის, მაშინ მოვა და ყველას დაგვხოცავს.
- ის ისეთი არაა, როგორიც შენ გგონია.
- არ გინახავს! - დაიღრიალა გაბრიელმა - არასოდეს გინახავს. მე გაგზარდე. მადლობა ღმერთს, რომ მე გაგზარდე. მთელი ქალაქი ეშმაკეულს მეძახდა, მონსტრად მთვლიდა, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ჩემს მშობლებთან შედარებით, ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ვიყავი. არასოდეს გინახავს, მამას რისი გაკეთება შეუძლია.
- ხალხი შენც დაგიხოცავს, როცა... - ამოიოხრა ჯენიმ - ხომ იცი, რატომაც გაგვასახლეს აქედან არა? ყველანაირი საზღვარი გადაკვეთე. მეორედმოსვლა მოუწყე საცოდავ ადამიანებს. ამიტომ ერთადერთი ღირსებით დაგემუქრნენ, რაც გაგაჩენდა - ჩემით!
- ბავშვებსაც ვხოცავდი?
- რას გულისხმობ?
- იმას რომ ჩვენს მამიკოს ყველაზე მეტად ახალშობილთა სისხლი მოსწონს. ამბობდა, უცოდველი და სუფთააო.
- იტყუები - გაეცინა ჯენის - სისულელეა!
- მამას არ იცნობ - ისევ დაუყვირა გაბრიელმა - სულ პატარა იყავი, როცა მისგან მოგიტაცე. ვიცოდი, ცუდად განვითარდებოდა მოვლენები. მამას მკაცრ აღზრას თუ გადაურჩებოდი, ჩვენი საგვარეულოს რომელიმე მტერი წაგაცლიდა მაგ ლამაზ თავს ჩვენი მშობლების გასამწარებლად. სულ პაწაწინა იყავი, როცა მოულოდნელად, გაუჩინარდი. მეგონა, მამამ გიპოვა, შენი თავი ხელახლა მომტაცა. ენაგადმოგდებული გეძებდი მთელ ქალაქში. მეგონა, გული გამისკდებოდა.
- ჯენი! ჯენი! - გაიმეორა გოგონამ თავისი სახელი - ხმა ჩამესმის. გეგონება, მხოლოდ შენ კი არა, სხვა ხალხიც მეძებს.
- საბედნიეროდ, მამაჩვენი არაფერ შუაში იყო. შენივე ცნობისმოყვარეობამ გაგიყვანა ქალაქში, ქუჩებს ათვალიერებდი და დაბორიალობდი აქეთ-იქით. პატარა ჯენის ყველა ეძებს, იმიტომ რომ პატარა და საყვარელია - გაეცინა გაბრიელს. მერე დაფიქრდა, ვის ვციტირებო და აზრზე ვერ მოვიდა.
- მამას რომ ვეპოვნე?
- ახლა შენ და ვლადი ერთად შეჭამდით პატარებს - თვალები დაუბრიალა გაბრიელმა.
ჯენის გაეცინა.
სინამდვილეში, მამა არასოდეს ყოფილა ვლადი. მამიკო იყო.
ჯენის რცხვენოდა.
მაგრამ უყვარდა.
როგორ შეიძლება, ჰყვარებოდა ის, ვისაც არ გაუზრდია, ვისთანაც მხოლოდ ბიოლოგია აკავშირებდა? ჯენის მართლა რცხვენოდა და მართლა უყვარდა. ზოგჯერ, ეშინოდა, ეგება მართლა ვლადს ვგევარო, ეგება ვლადის ერთგული ჯარისკაცი ვიყავი მუდამ და მომავალშიც ასე იქნებაო.
- ხო გინდოდა? ჩამოვედით. ახლა რას ვაპირებთ, ისევ უნდა შევსახლდეთ აქ? - ჰკითხა გაბრიელმა.
- მიდთაუნში დაბრუნება არ მინდა.
- ბავშვები არ მოგენატრებიან?
- ნუ ეძახი მაგათ ბავშვებს, ჩემი ტოლები არიან ლამის. მომენატრებიან, მაგრამ ჩემი სახლი უფრო მენატრება. ღამ-ღამობით, მესიზმრება.
- რომელი სახლი გენატრება ჯენი? - საეჭვოდ მიუახლოვდა ძმა - გოუსთჰილი თუ სისხლის სავანე? - ჰკითხა თავიანთ უძველეს, მშობლიურ ქალაქზე.
- სისხლის სავანე ნორმალურად არც მახსოვს. - თვალი აარიდა ძმას - ამბობენ, რომ სისხლისფერი აგურის კოშკი ცას წვდება სიმაღლით და მთელ ქალაქს საოცარ ელვარებას ანიჭებს.
- კი, ნამდვილად. ეგ სისხლისფერი შენობა მართლა სისხლითაა შეღებილი.
- საინტერესოდ ჟღერს.
გაბრიელმა თავისი დის სახე ხელებში მოიქცია. გაეცინა.
- როგორ ჰგევხარ მას.
- ვის?
- მამაჩვენს. მთელი ეს დრო, მეგონა რომ მე ვიყავი მისი პროტოტიპი. ხომ ხვდები არა? დაუნდობელი, ბოროტი და ა.შ. მაგრამ შენ ჰგევხარ მას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილი გული გაქვს, ვლადის აჩრდილს დაატარებ.
ჯენის გაეღიმა.
- მამიკო - გაიფიქრა მან.
მართლაც, პირდაპირი მნიშვნელობით დაატარებდა მამამისის აჩრდილს.
მამიკო ყველგან დაჰყვებოდა.

* * *

ჯენი გარეთ გავიდა. საკუთარ თავში ჩამარხულ მოგონებებს ებრძოდა. ჯენის ეძახდნენ. ჯენის მამამისი ეძახდა, გარდაცვლილი დედა ეძახდა და რაც ყველაზე უცნაური იყო, კიდევ სხვა მრავალი ხმა ჩაესმოდა. გეგონება, ბავშვობაში, დედის სითბოს მოკლებულს, სულ სხვა ქალი უმღეროდა ძილისპირულს. ქალს ადამიანური, ანგელოზური ხმა ჰქონდა.
- პატარა ჯენი ყველაზე კარგი გოგოა - ამბობდა ქალი.
- პატარა ჯენი ჩემია - მოგონებებში შეეჭრა უზარმაზარი აჩრდილი. თოვლით დაფარული ქალაქის ერთ-ერთ შენობასთან ღამესავით შავი აჩრდილი ატუზულიყო. ყვავი ჩხაოდა, ჯენის თავზე დასჩხაოდა და რაღაც კარგა ხნის წინათ მივიწყებულს ახსენებდა.
- პატარა ჯენი შენი როდის იყო? - ჰკითხა გოგონამ.
- მუდამ ჩემი იყო - მიუგო შემაძრწუნებელმა ხმამ. ჯენის უყვარდა ღამე, უყვარდა მწუხრის ჟამი. გეგონება, ღამეს მამამისის სურნელი ასდიოდა. ცოდვილი, სასტიკი, მაგრამ მაინც ტკბილი სურნელი.
- რატომ არ მოაკითხე თუ შენი იყო? - უსაყვედურა გოგონამ.
- იმათ უფრო სჭირდებოდი. მე შენ მიყვარდი, მაგრამ ისინიც მიყვარდა.
- ვინ ისინი მამა?
- ჩემი ბავშვები. - გაისმა ხმა. „ჩემი ბავშვები“ გამეორდა კიდევ რამდენჯერმე. მერე აჩრდილმა პატარა სიმღელა უმღერა ჯენის: „სანამ ბავშვები კარგად არიან, მე შევიკავებ სუნთქვას, მე ვიბრძოლებ და მე დავმარცხდები, სანამ ბავშვები კარგად არიან. დაე, შემჭამოს აკლდამის კედლებმა, დაე შემჭამოს მიწამ, სანამ ბავშვები კარგად არიან, სანამ ჯერ კიდევ ვსუნთქავ“.
აჩრდილმა მოძრაობა იწყო.
ჯენი მამას აედევნა.
- რატომ მიდიხარ მამიკო? სულ მუდამ რატო მიდიხარ? - ეკითხებოდა მას. ან თუ აქამდე იცოდა ვლადმა მათი სამყოფელი, რატომ არ გადაბუგა მთელი ქალაქი? რატომ არ აღგავა ყველა სულიერი პირისაგან მიწის?
ნუთუ არ სურდა?
ნუთუ არ სურდა თავისი უძღები ბავშვებისთვის სამაგიეროს გადახდა?
აჩრდილმა ძველ შენობასთან მიიყვანა ჯენი. მტვრის სურნელი ტრიალებდა, მტვერი ფანტელებს ერწყმოდა.
„დროგარტ“ - ეწერა შენობას.
- გაბრიელის ძველი გალერეა? - ჰკითხა საკუთარ თავს და მერე შიგნით შევიდა. აღარაფერი დარჩენილიყო თავის ადგილას. გაბრიელს ყველა ნახატი მიდთაუნში გადაეტანა, გალერეა კი სამუდამო მარტოობისთვის იყო განწირული.
მაგრამ, აქ რატომ მოიყვანა მამამ?
აჩრდილი ნახევრადდანგრეული კიბით მიიწევდა მეორე სართულზე, სხვენში.
ჯენი უთქმელად მიჰყვებოდა.
მამას არ ენდობოდა, მაგრამ უყვარდა.
მამის ეშინოდა, მაგრამ ერთგული იყო მისი.
ჯენი მამიკოს ჰგავდა.
მამიკო კი ჯენის.
და ვერ ხვდებოდა, უნდა შერცხვენოდა თუ ეამაყა გოგონას ამ მსგავსებით.
სხვენში, კედლებზე ჭუჭყისფერი ტილო იყო ჩამოკიდებული. აჩრდილი ნაჭრის უკან შეიმალა.
- სად მიდიხარ მამიკო? - იკითხა ჯენიმ. მუდამ პატარა ბავშვს ემსგავსებოდა. რატომ ხდებოდა ერთდორულად, სულელი და გულუპრყვილო, როცა მამამისს ხედავდა? - სად წახვედი?
ნაჭერი ჩამოხსნა. ოთხმეტრიანი ჭერიდან, მძიმედ დაეფერთხა მიწაზე.
ნაჭერი თურმე ნახატს ჰფარავდა. ოთხი ნახატი კვადრატს ჰქმნიდა კედელზე და მათი შეტყუპებით, უმშვენიერესი ქალის პორტრეტი იქმნებოდა. ქალს ჟღალი თქმა ჰქონდა, მისი ფირუზისფერი თვალები ჯენის შესცქეროდნენ, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანსა და ძვირფასს ახსენებდნენ.
- ეს ხომ გაბრიელის ნახატია? მის ხელწერას ვცნობ - გაუკვირდა ჯენის.
სიმღერა გაახსენდა ჯენის. თავისი ბავშვობისდროინდელი.
ვიღაცა ქალი უმღეროდა. დედა არა, ვიღაცა სხვა ქალი.
და განა მამამისივით, აკლდამებსა და სიკვდილზე მღეროდა? ქალი თავისი წკრიალა ხმით ყვებოდა ისტორიას გაზაფხულზე, ჩიტებსა და სიყვარულზე.
- პატარა რომ ვიყავი, დედისა და შენ მაგივრად, სხვა მაძინებდა ხო? - ჰკითხა მამამისის აჩრდილს. აჩრდილმა თავი დაუკრა. - გაბრიელს უნდა დავურეკო. წადი მამიკო, თორემ დაგინახავს.
აჩრდილი ჯენის დაემორჩილა.
ჯენი ვლადს იმორჩილებდა.
ჯენი და მამიკო ერთმანეთის ჯარისკაცები იყვნენ.
გოგონა თავის ძმის დასახვედრად გაეშურა. შემოსასვლელში, კამილა დახვდა.
- ჯენი, აქ რა გინდა? - გაუკვირდა ქალს.
- შენ რა გინდა აქ? - მოესმათ გაბრიელის ხმა.
- შენთვის რაღაც უნდა მომეყოლა გაბრიელ - გამოუტყდა საქმროს, მაგრამ ჯენი თავხედი ბავშვივით ჩაუხტა შუაში და გაბრიელს ხელი მაგრად ჩაავლო.
- გაბრიელ! ეს უნდა ნახო! - დაეჯაჯგურა ძმას და სირბილით აუყვა სხვენისკენ მიმავალ კიბეს- ყველა ნახატი არ წამოგიღია, რაღაცა დაგრჩენია... ერთი დაგვავიწყდა გაბრიელ, აი თურმე რა დაგვავიწყდა - ყვიროდა ჯენი.
- რაებს მიედ-მოედები? - ვერ გაეგო გაბრიელს. სულ ფიქრობდა, ჯენი მაგარი ფსიქოპათია, უბრალოდ, აქამდე არ გამოუვლენიაო. ახლა კი საბოლოოდ დარწმუნებულიყო, რომ მშობლიურ პათოლოგიებს ერთიანად პატარა ჯენიში ეჩინათ თავი.
ნახატის წინ დადგა. შეათვალიერა.
- დეიზი! - აღმოხდა გაბრიელს.
სადღაც, ქალაქის მეორე მხარეს, წითური ჯადოქარი ადგილს მოსწყდა, მიწაზე ჩაიკეცა და გულზე მიიდო ხელი.
- გაბრიელ! - დაიყვირა ცრემლებით სავსემ.
ტყუპები გარეთ გამოცვივდნენ.
ჯენი... პატარა ჯენი.
თურმე როგორ დაავიწყდათ პატარა ჯენი.
ქალაქის ცენტრში, პირშიჩალაგამოვლებული ჯადოქარი ბრაზით აცეცებდა თვალებს.
- ჯადო მოიხსნა, ჯადო ვერ შევაჩერე - თავში იშენდა ხელებს - ერთმანეთი ნახეს… წყეული გველის წიწილები! - მოთქვამდა და თავის შვილიშვილებს სწყევლიდა.
- „ჩემი ბავშვები კარგად არიან. წავალ, აკლდამაში ჩავესვენები, რადგან ჩემი ბავშვები კარგად არიან“. - ღიღინებდა ვლადის აჩრდილი.
თეთრი ყვავი შეუჩერებლად ჩხაოდა.
ქალაქის ცენტში შეკრებილი თავისი ოჯახის გარშემო დაფრინავდა.
ოჯახი ერთად იყო.
ბავშვები კარგად იყვნენ.
- დეიზი - წარმოტქვა გაბრიელმა. ახლა უკვე ხედავდა, ესმოდა, ეხებოდა, ახსოვდა... ქალმა საყვარელი მამაკაცის მკლავებში დამალა სახე. მის სურნელს გრძნობდა.
- როცა ფანტელები სულმოუთქმელად დამიკოცნის თმას და მათი ფაფუკი სიცივე დამაჩნდება ტუჩებზე, შენს ამბორს წარმოვიდგენ. სადაც არ უნდა იყო - ჩასჩურჩულა ყურში.
- როცა ითოვებს, მუდამ დავბრუნდები - წითურ თმა ერთი ამოსუნთქვით დაუკოცნა - შენი კანი როგორ დამავიწყდა? შენი ნაზი და საოცარი კანი?
- დამპალი ჯადოქრების ბრალია! - დაიღრიალა მარიანამ და თავის დებს ხელები მოჰხვია.
- თოვლი იყო, როცა ჯვარი დავიწერეთ - გაეცინა დეიზის და ჯენის შუბლზე აკოცა - მახსენდებოდა, როგორ გიმღეროდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, სიზმარი იყო თუ მოგონება.
- მეც მახსენდებოდა. შენს უგემურ საჭმელს და უსმენო ჰანგებს რა დამავიწყებდა დედა - დაეჯღანა პატარა ჯენი.
- უმადური რომ დაიბადები! ახლა რა ვქნათ? - თავის ქმარს შეხედა დეიზიმ.
- სახლში დავბრუნდეთ - ლოყაზე ხელით მოეფერა გაბრიელი.
- ან შური ვიძიოთ - ეშმაკური სახით წარმოთქვა ჯენიმ - შურისძიება სისხლში გვაქვს, სისასტიკეც. ბოლოს და ბოლოს, მამაჩვენის შვილები ვართ!
- შურისძიების სურვილი აბედნიერებს - თვალები გადაატრიალა კატალინამ.
- შენ არ გაბედნიერებს კატა? - გაეცინა მარიანას.
- ჰო, შურისძიება კარგი იდეაა.
- ზარმა სამჯერ ჩამოჰკრა... შობას გილოცავთ - ჯენიმ თეთრი ხელისგულები თოვლის ფანტელს შეუშვირა.
„შობას გილოცავ მამიკო“ - წარმოთქვა გულში.
სულ სხვა ქალაქში.
სისხლის სავანის უზარმაზარი კოშკის აივანთან შავთმიანი კაცი იდგა მოსასხამით.
წყვდიადი იყო.
წყვდიადს დაატარებდა.
იმედიანი თვალებით გაჰყურებდა ქალაქის ქუჩებს ხელისგულივით რომ ჩანდა სისხლისფერი კოშკიდან.
- ბავშვები კარგად არიან - ღიღინებდა თავისთვის - ბავშვები კარგად არიან და ჩემი ჯენი დამიბრუნდება.







გილოცავთ დამდეგს ჩემო საყვარელო ხალხნო <3 სულ ბედნიერები და გახარებული ყოფილიყავით. თუ მოგეწონათ ისტორია, ვაპირებ რომ მთელი რომანი შევთხზა ამათ ცხოვრებაზე, წარმომავლობაზე, მშობლებზე, სისხლის სავანესა და გოუსთ ჰილზე <3



№1 სტუმარი diabeti

ვაიმეეე, პატარა ჯენის და მამიკოს ურთიერტობაზე გამოვშტერდი. ძალიან საყვარლები არიან ❤ მართლა მაგრად მაინტერესებს ყველაფერი ამ ოჯახის შესახებ, დიდი სიამოვნებით წავიკიტხავდი, დაწერე რააა, თან მალე ❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

diabeti
ვაიმეეე, პატარა ჯენის და მამიკოს ურთიერტობაზე გამოვშტერდი. ძალიან საყვარლები არიან ❤ მართლა მაგრად მაინტერესებს ყველაფერი ამ ოჯახის შესახებ, დიდი სიამოვნებით წავიკიტხავდი, დაწერე რააა, თან მალე ❤

დიდი მადლობა ჩემო სასყვარელო <3 პატარა ჯენი და მამიკო ძალიან ბევრჯერ იქნებიან კიდევ.

 


№3 სტუმარი სტუმარი Gvantsa

I'm in love with this story!!! ❤️❤️❤️❤️ Madloba aseti saswauli da sakvareli istoriistvis ❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მომეწონა,ეს ნამდვილად მაკლდა,მინდოდა ,რაღაც ჯადოქრული,,მეც გილოცვავ,ბედნიერ წელს გისურვებ,ყველას ვულოცავ,საოცარ ,ჯადოსნურ,და გამორჩეულ წელს გოსურვებთ.!ზღაპრისთვის კარგი სცენარია.

 


ეს იყოოო? სიტყვები აქ ზედმეტია იმდენად აღბრთოვანებული ვარ და იმდენად მომეწონა, რომ მადლობას გიხდი საყვარელო

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი Gvantsa
I'm in love with this story!!! ❤️❤️❤️❤️ Madloba aseti saswauli da sakvareli istoriistvis ❤️❤️❤️

უღრმესი მადლობაა <3 უფრო ვრცლადაც დავწერ შემდეგში <3

სტუმარი nancho
ძალიან მომეწონა,ეს ნამდვილად მაკლდა,მინდოდა ,რაღაც ჯადოქრული,,მეც გილოცვავ,ბედნიერ წელს გისურვებ,ყველას ვულოცავ,საოცარ ,ჯადოსნურ,და გამორჩეულ წელს გოსურვებთ.!ზღაპრისთვის კარგი სცენარია.

მეც მაკლდა ცოტა ბედნიერებით და ჯადოსნობით გაჯერებული ისტორია. მიხარია, რომ მოგეწონა <3

სიყვარული გულს გვტკენს
ეს იყოოო? სიტყვები აქ ზედმეტია იმდენად აღბრთოვანებული ვარ და იმდენად მომეწონა, რომ მადლობას გიხდი საყვარელო

უდიდესი მადლობა შენ რომ კითხულობ და ჩემთან ხარ <3

 


№7 სტუმარი Gala

ჩვენ აქ ჯენის და მამიკოს ფანები ვართ ???????????? აუ დაიწყე რაა თავიდან და ვლადზე მეტი მოგვიყევი. ჩემი ოცნების მამაკაცია ეგ ტიპი

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Gala
ჩვენ აქ ჯენის და მამიკოს ფანები ვართ ???????????? აუ დაიწყე რაა თავიდან და ვლადზე მეტი მოგვიყევი. ჩემი ოცნების მამაკაცია ეგ ტიპი

ჰაჰაა, ჩემი ოცნების კაციცაა ბატონი ვალოძია <3
კი, კი დაწყებული მაქვს უკვე. ვლადით იწყება რომ იცოდე <3

 


№9  offline წევრი წიწაკა

მომეწონა მაგრამ კიდევ მინდა:დ
უფრო ვრცლად მინდა გავიგო ამ ოჯახის ისტორია.
უფრო და უფრო მეტი მინდაა
რა ვთქვა ძალიან მაგარია:დ ერთიდაიგივეს თქმა მომბეზრდა:დდ
ძალიან მაგარი ხართ შენ, შენი ნაწერები და პერსონაჟები.
ასე მალე არც გელოდი და რომ დაგინახე თვალები შუბლზე ამივიდა.
თან ფენტეზი რომ იყო ისე გამიხარდა ხას ვეწია:დ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ამ ჯადოქრობებს მაინც ვერ გადავიყვარებ და რა ვქნა.
ველი შემდეგს.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

წიწაკა
მომეწონა მაგრამ კიდევ მინდა:დ
უფრო ვრცლად მინდა გავიგო ამ ოჯახის ისტორია.
უფრო და უფრო მეტი მინდაა
რა ვთქვა ძალიან მაგარია:დ ერთიდაიგივეს თქმა მომბეზრდა:დდ
ძალიან მაგარი ხართ შენ, შენი ნაწერები და პერსონაჟები.
ასე მალე არც გელოდი და რომ დაგინახე თვალები შუბლზე ამივიდა.
თან ფენტეზი რომ იყო ისე გამიხარდა ხას ვეწია:დ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ამ ჯადოქრობებს მაინც ვერ გადავიყვარებ და რა ვქნა.
ველი შემდეგს.

კიდევ იქნებაა <3
ხვალ ვეცდები პირველი თავი დავდო ამათი ოჯახის ისტორიის შესახებ, პატარა ჯენიზე და ყველა დანარჩენზე <3
მიყვარხარ და გაფასებ, დიდი მადლობა <3

 


№11  offline წევრი ენნე

ესეც ჩემი საახალწლო საჩუქარი????????????
ძალინ ძალიან მომეწონა და სულმოუთქმელად ველოდები სრულყოფილ ისტორიას მათზე❤️❤️❤️

 


№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ენნე
ესეც ჩემი საახალწლო საჩუქარი????????????
ძალინ ძალიან მომეწონა და სულმოუთქმელად ველოდები სრულყოფილ ისტორიას მათზე❤️❤️❤️

ენნეე, რა ლამაზი სახელი გაქვს <3
მადლობა დიდი. თუ დღეს მოვასწარი, პირველ თავს ავტვირთავ <3

 


სასწაულია…
არც კი ვიცი რა ვთქვა,როგორ გადმოვცე ემოციები რაც ამ ისტორიამ გამოიწვია ჩემში.
უბრალოდ სასწაულია
კითხვისას სხეულში სულ ჟრუანტელი მივლიდა <3
მადლობა ამ ისტორიიისთვის <3 და მადლობა რომ ასეთი კარგი ხარ <3

 


№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მწვანე თვალება
სასწაულია…
არც კი ვიცი რა ვთქვა,როგორ გადმოვცე ემოციები რაც ამ ისტორიამ გამოიწვია ჩემში.
უბრალოდ სასწაულია
კითხვისას სხეულში სულ ჟრუანტელი მივლიდა <3
მადლობა ამ ისტორიიისთვის <3 და მადლობა რომ ასეთი კარგი ხარ <3

უდიდესი მადლობა მწვანე თვალება <3 ძალიან გამეხარდა რომ მოგეწონა და იმედი არ გაგიცრუე <3

 


№15  offline წევრი შამხათი

ძალიან მიყვარს ფენტეზი. ვამპირებზე და ჯადოქრებზე კი ვგიჟდები:) მომეწონა ძალიან და სიამოვნებით წავიკითხავდი ამ ოჯახზე კიდევ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent