შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის ცა (სრულად)


29-12-2019, 22:30
ავტორი dara
ნანახია 15 974

-როგორ ფიქრობ ამჯერად რას გიმზადებს?-ეჭვნარევი მზერით გახედა წითურ გოგონას რომელსაც სახე უნათებდა.
-რაღაც საოცრებას!-ამოიჩურჩულა და სახე კიდე უფრო გაბადრა,იცოდა ანდრია არც ამჯერად იქნებოდა ერთფეროვანი და რაღაც გიჟურს მოიფიქრებდა.
-იმედია დღეს თავისუფლებას არ დაკარგავ!-გაეცინა და მოჭუტული თვალებით გადახედა.
-სულ ტყუილად ცდილობ ჩემს მოშორებას მართა.
-მაპატიე საყვარელო მაგრამ უკვე მართლა ერთი სული მაქვს პატარა ჟღალები ვიხილო.
-არსად გვეჩქარება!
-კარგი რა ლილე მე მართლა გეუბნები რამდენი წელია ერთად ხართ!თან მე ძალიან მინდა ნათლულები!
-ასე თუ გინდა ბავშვის ხელში აყვანა თავად იზრუნე!-ენა გამოუყო და ყავა ჩამოასხა.
-კარგა ხანს მოგიწევს ლოდინი ჩემო საყვარელო!
-რაღაც არამგონია.
-რა გინდა ახლა!-"გაბრაზებული"სახით გახედა ლილეს.
-არაფერი სიყვარულო მაგრამ ვფიქრობ დიდხანს ვეღარ გაძლებ!-მანაც გაიცინა და ლოყაზე ხმაურით აკოცა გოგოს.
-მართა გაბიანი არ ვიყო თუ დაშნიანს რქები არ დავატეხო!
-ორი ჯიუტი სვანი!-ამოიხვნეშა მეტრეველმა.
-მე მაინც მგონია რომ ანდრია საშველს დააყენებს და ყველაფერი ისე იქნება როგორც მას სურს!
-და შენ გინდა მითხრა რომ მე მორჩილის როლში გადავალ?!-წარბი აღმართა ლილემ და გაოცებული სახით გახედა მეგობარს.
-შენ მორჩილი?შეუძლებელია!შენ ნამდვილად მმართველი ხარ თუმცა...არც ანდრიაა მორჩილი!
-მორჩი ჩემი და ანდრიას განხილვას!მივხედავთ თავს!
-ვიცი რომ მიხედავთ ერთურთს!-ეშმაკურად გაიცინა და მიიღო კიდეც ბალიში მეგობრისგან.
............................................
-სად მიგყავარ?-სიყვარულით სავსე მზერით გახედა ბიჭს რომელიც ღვთიური ღიმილით აჯილდოვებდა.-ჯანდაბა ანდრია მაგიჟებ!
-ვიცი რომ გაგიჟებ ჩემო ჟღალო!
-მართლა სად მივდივართ?
-გაიგებ!
-ქალაქს გავცდით თუ მეჩვენება?
-არ გეჩვენება!მიყვარხარ!-მსუბუქად შეეხო მის ბაგეებს.
-მეც!
-ჩემი მზე ხარ!წითური მზე!
-ანდრია!-ხმამაღლა გაიცინა და ფანჯარაში გაიხედა,მოსწონდა ფიფქები რომლებიც ანცად ეცემოდნენ მიწას,ფიფქები რომლებიც თითქოს სიხარულს იტევდნენ და ცდილობენ გვაჩვენონ რომ ზამთარი ბედნიერების სეზონია!დეკემბერი კი თვე რომელიც ჩვენს ოცნებებს ფრთებს ასხამს.
-რაზე ფიქრობ?
-მიყვარს ზამთარი!
-მეც მიყვარს!ზამთარში ყველაზე ლამაზი ხარ იცი?შენი წითური თმა იდიალურ ნაზავს ქმნის თოვლის ფიფქებთან და ნამდვილი ქაღმერთი ხარ!დეკემბრის ქალღმერთი!
-ეს თვე ჩვენია ანდრია!
-ჩვენია ლილე!პირველად სწორედ თოვლში ჩაფლული დაგინახე იცი?მაშინ პატარა გოგო იყავი!სადღაც მეათე კლასელი მაგრამ მაინც პატარა!თავში რომ მიქროდა მაგ დროს ამაზე ლაპარაკი არ მაქვს მაგრამ რომ დაგინახე შენი ტყვე გავხდი!შენზე დამოკიდებული და მის შემდეგ ერთი დღეც არ გამიტარებია შენს გარეშე!
-მაგ დროს რანაირად შეგიყვარდი ანდრია?ქეთას შეყვარებული არ იყავი?
-ქეთას შეყვარებული არა ის!-ხმამაღლა გაიცინა ბიჭმა და გოგოს კიდევ უფრო დიდი სიყვარულით გადახედა.რა ქნას გიჟდება როცა მასზე ეჭვიანობს.-პატარააა!გამილლაზდი პატალა?_ახლოს მიიწია და ცხვირის წვერზე აკოცა.
-კარგი ხო ვერ გიბრაზდები!გააგრძელე მოყოლა?!
-არაფერი მეტი ლილ!
-რაღაცას არ მეუბნები ხო?
-ხო!-თვალი ჩაუკრა ანდრიამ.
-მერე!
-მოვა დრო და გეტყვი!-მანქანა ლამაზი სახლის წინ გააჩერა გადავიდა და ლილესაც გაუღო კარი.
-სად ვართ?
-ჩვენს სახლში!
-ანდრია!-გაოცებულმა ხმა ძლივს ამოიღო.
-ვიცი რომ ჯერ არ ხარ მზად ოჯახის შექმნისთვის უბრალოდ მე მინდოდა ჩვენი სახლი გვქონოდა მაინც და ავაშენე...წესით საახალწლოდ უნდა ყოფილიყო და ახალი წელიც აქ გაგვეტარებინა მაგრამ ადრე დასრულდა და ვეღარ მოვითმინე მინდოდა მეჩვენებინა თუ რამე არ მოგეწონება მითხარი და შევცვლით!
-მომწონს!-ცრემლიანი თვალები მიანათა და გაუღიმა.-საშინლად მომწონს და იცი რა ნუ შევცვლით გეგმას შევხვდეთ ახალ წელს აქ!
-მართლა?
-აჰაამ!მიყვარხარ!-გაუღიმა და აბაშიძის ბაგეებს საკუთარი მიაკრო.
-ჩემი პირადი სასწაული ხარ!
-მოდი რამდენიმე დღე დავჩეთ რა!მინდა....-სახე საყვარლად დამანჭა.-ანდრია!ანდრი მინდა...ძალიან მინდა!
-შენ ხარ დედოფალი!ჩემი თოვლის დედოფალი!-მართლაც დარჩნენ რამდენიმე დღით.საოცარი დრო გაატარეს არც იყო გასაკვირი ანდრიასთან ერთდ ვინ მოიწყენდა მით უმუტეს რომ ლილეს მართლაც აღმერთებდა.ბედნიერად იწყებდნენ დილას და ბედნიერადვე ასრულებდნენ ჩახუტებულები.შეეძლოთ უბრალოდ ღვინით ხელში ბუხრის წინ დამსხდარიყვნენ და საათობით ესაუბრათ,ანდაც უბრალოდ სიახლოვით დამტკბარიყვნენ.
........................
სამსახურიდან გვიან გამოვიდა აშკარად იგრძნო მზერა...არ შეშინებია იცოდა ვისაც ეკუთვნოდა მაგრამ მისკენ არ გაუხედავს.იცოდა,როგორ არ იცოდა,აბრაზებდა მაგრამ ეს მოსწონდა კიდეც,მოსწონდა გაბრაზებული კაცი,ანთებული თვალებით ნაპერწკლებს რომ ისვრიდა.მანქანაში ადგილი დაიკავა და მშვიდად დაძრა ადგილიდან,უყურებდა როგორ მიყვებოდა და სიჩქარეს თანდათანობით უმატებდა.ბოლოს საკუთარი სახლის წინ გააჩერა.მშვიდად შეაბიჯა მდიდრულად მოწყობილ სახლში სადაც მარტო ცხოვრობდა,თავიდანვე ასე ჰქონდა გადაწყვეტილი მარტო უნდა ეცხოვრა ყველასგან და ყველაფრისგან დამოუკიდებლად.სახლში შესვლისთანავე ფარდები ჩამოაფარა იცოდა ამითაც კიდევ ერთი სვლა გააკეთა რადგან დაშნიანი ყოველ საღამოს მის ფანჯრებთან იდგა.შემდეგ მშვიდად მოიმზადა საყვარელი ყავა და ლეპტოპის წინ მოკალათდა,ისე აკეთებდა საქმეს თითქოს გარეთ არავინ ელოდა გაგიჟებული.ცოტახანში კარი გაიღო და დაშნიანი შემოვიდა მაშინვე გამოფხიზლდა და მზერა გაუსწორა.
-ბოდიში მგონი მისამართი შეგეშალათ!-მშვიდი ტონითა და ირონიული ღიმილით მიუგო.
-მგონი ადამიანი შეგეშალა!-არც ისე მშვიდად ჟღერდა დამიანეს ხმა.-შეგეშალა ადამიანი რომელსაც უნდა ეთამაშო მართა!-უკვე ყვირილზე გადავიდა.გაბიანმა წარბები მაღლა აწია და გაცეცხლებული თვალებით მიაშტერდა დამიანეს.
-ტონს დაუწიე!
-მართა!შენ გესაუბრები ნერვებს ნუ მიშლი!რამ გაგაგიჟა ამიხსენი!
-მე რამ გამაგიჟა?შენ თვითონ არ გინდოდა ჩემთან საუბარი ხოდა წამოვედი გადტოვე მარტო!
-ხოდა არ უნდა წასულიყავი მაგას გეუბნები ზუსტად რომ წახვედი!უნდა დარჩენილიყავი!
-ხომ იცოდი რომ თუ არ გინდა არ შეგეხვეწები!შენ დაამთავრე ხოდა ახლა მიბრძანდი აქედან!
-მართა!-კიდევ ერთხელ დაიღრიალა ბიჭმა-მე შენ ის კაცები ხომ არ გგონივარ შენზე რომ აბოდებენ და ფეხქვეშ გეგბიან!მერე იმდენად სი*ები არიან შენს ჭკუაზე ატრიალებ და ყველას ხახამშრალს ტოვებ შენი ცხვირაბზუებებით!ერთხელ რომ გითხარი რასაც ვგრძნობდი გგონია მეორედ გაგიმეორებ?მე სიტყვების არ მჯერა მხოლოდ საქციელს ვხედავ ადამიანში!
-ზუსტად დაშნიანო!საქციელი შენ მიყვირე არ გინდოდა ჩემთან საუბარი და გგონია დავრჩებოდი?კაცმა რომ გკითხოს ყველაფერთან ერთად მეგობრებიც ვართ!მაგრამ როგორც აღმოჩნდა მხოლოდ მაშინ როცა გინდა მე გიამბო რთული და დატვირთული დღის შესახებ!ან იქნებ ამითაც შენი ეჭვიანი ხასიათის დაკმაყოფილება გინდოდა?!
-რა დასკვნები გამოგაქვს ღმერთო ჩემო!
-დამიანე წადი!საშინლად ვარ გაბრაზებული!
-მოვხსნი სტრესს არ იდარდო!-თქვა და ტუჩებზე დაეტაკა.მართა თავიდან უძალიანდებოდა მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო და თავადაც წაეტანა ტუჩებს რიმლებიც ასე ეგემრიელებოდა.-სულელი რომ ხარ ხომ იცი არა?-ამოიხვნეშა დაშნიანმა.
-ნუ ელოდები რომ ბოდიშს მოგიხდი!
-გაჩუმდი უბრალოდ!-სწრაფად უთხრა და ხელი საჯდომზე შეუცურა გაბიანმა ყრუდ ამოიკვნესა.
-დამიანეეე!
-როგორ მიყვარს ჩემს სახელს რომ კრუტუნებ!
-საზიზღარი ხარ იცი ხო?-ამოიჩურჩულა და სწრაფად შეუხსნა პერანგის ღილები.
-გამახსენე საით იყო შენი საძინებელი?-წელზე შეისვა და კიბისკენ დაიძრა.
-მგონი უნდა გახსოვდეს!-უთხრა და ყელში უკბინა,
-აი შენ ხო არ იცი როგორ დაგსჯი!
გარეთ თოვდა ყინავდა ისინი კი ცეცხლის ალში იწვოდნენ.
..............
დაბრუნდნენ თუ არა საკუთარ საქმეებს მიხედეს რამდენიმე დღიანმა გადაკარგვამ აშკარად დაუგროვათ საქმეები.ლილეს თავის მოსაფხანი დროც კი აღარ ჰქონდა.უამრავი კლიენტი გაფაციცებით ელოდა როდოს მოაწყობდა მათი ოთახების ინტერიერს და პირველი რა თქმა უნდა მართა იყო რომელმაც სრულიად უეცრად გადაწყვიტა რომ მისი კაბინეტის ინტერიერი უნდა შეეცვალა.
სწრაფი ნაბიჯით შეაბიჯა კაფეში სადაც ჟღალი მშვიდად მიირთმევდა ყავას.
-გავიყინე გეფიცები!ასეთი სიცივე ისტორიას არ ახსოვს!-გაეკრიჭა და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
-რა აჟიტირებული ხარ?-ღიმილითვე უპასუხა.
-თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ ჩემო ჟღალო.
-რამე მოხდა?
-აჰაამ!
-დამიანე?!დროზე მოყევი!
-გიჟია გეფიცები და მეც მაგიჟებს!-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.
-ამჯერად რა?
-არაფერი უბრალოდ შევრიგდით!ნუ პრინციპში არც ვყოფილვარ გაბუტული უბრალოდ მისი გაწვალება მინდოდა!
-ვიცი მე თქვენი შერიგება!-გაეცინა ლილეს.
-ანდრიამ რაო?-დააიგნორა მეგობრის ეშმაკური მზერა და თემა გადაიტანა.
-სახლი ააშენა!ჩვენი სახლი!
-რა!-ისე შეყვირა ყველამ მათკენ გაიხედა,შენდეგ ჩუმად განაგრძო-ბეჭედი მაჩვენე!-ხელი გამოსტაცა და დაკვირვება დაიწყო.
-არა!
-სად არის ბეჭედი!
-არ ვაპირებთ ჯერ დაქორწინებას მართა ნუ გადამრიე!
-აბა ერთად გადადიხართ საცხოვრებლად?
-არა!ასე მითხრა ვიცი რომ არ ხარ ჯერ მზად როცა მოგინდება მაშინ დავქორწინდებითო სახლი კი უბრალოდ დაგველოდებაო!
-ლილე!როდის უნდა ღირსო ამ ბიჭს!
-ჯერ არა მართა!
-მაინც არ მესმის რა!
-შენი ურთიერთობა გაიხსენე დამიანესთან და იქნებ მიხვდე!
-მოიცა ჩვენ როგორ გვედრები!თქვენ ერთმანეთი გიყვართ!ჩვენ უბრალოდ...
-უბრალოდ რა!
-ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით დროებით და არა სამუდამოდ!ხომ იცი არ ვარ ოჯახისთვის შექმნილი.
-სულელობ!
-სულ ერთია!...ჩემს კაბინეტზე რას შვები?
-ვმუშაობ უბრალოდ არ მესმის რა ვუყო ამდენ წიგნის კარადას!
-მოუხერხებ რამეს ჩემო ნიჭიერო!მე უნდა გავიქცე მომკლავს ნიკუშა შეხვედრაზე თუ დავაგვიანე!ხო იცი ახალ წლამდე უნდა მოასწრო!-კართან მისული გაჩერდა და ღიმილიანი სახით გახედა მეტრეველს.
...................
კაბინეტში იჯდა სრულიად საქმეზე ორიენტირებული.ვერ შეამჩნია როგორ ჩამოჯდა მის წინ თანამშრომელი.
-როგორი მშრომელი ხარ აშკარად იცის ნიკოლოზმა კადრის შერჩევა!
-დათო?!-უცებ შეხტა.-შემეშინდა!
-მართა!-ისე აღიზიანებდა მისი ხმა?!-ვიფიქრე...დღეს თუ თავისუფალი ხარ იქნებ სადმე გვევაშხმა?
-დათო!არ მცალია და სურვილიც არ მაქვს სიმართლე თუ გინდა!
-კი მაგრამ...
-მაპატიე ჩემი სამუშაო დრო დასრულდა და მელოდებიან!-გაღიზიანებულიმა დატოვა კომპანია მანქანაში ჩაჯდა და მთელო სიჩქარით მოწყვიტა ადგილს.უაზროდ დადიოდა ქალაქში არ იცოდა სად წასულიყო.პირველად ინანა უზარმაზარ სახლში მარტო რომ ცხოვრობდა.ლილესთანაც ვერ მივიდოდა იცოდა ანდრია იქნებოდა იქ.ბოლოს თავადაც ვერ მიხვდა ისე აიღო მისი სახლისკენ გეზი.დაუკაკუნებლად შეაღო კარი.გაუკვირდა მისაღებში რომ არ დახვდა,ისიც იფიქრა იქნებ დღესაც მორიგეაო მაგრამ ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლი რომ დაინახა ყველა ფიქრი გაფანტა და სამზარეულოსკენ გაემართა,იდგა და უყურებდა როგორ ამზადებდა რაღაც კერძს წელს ზემოთ შიშველი ბიჭი მერე უკნიდან აეკრო და მხარზე ტუჩები მიაკრო.
-რანაირი ხარ რა მე გავიყინე და შენ ასე დადიხარ!
-აბა სამსახურში ვრჩებიო?-შემობრუნდა ბიჭი და ბაგეებზე დაეწაფა.
-წამოვედი!-გაიღიმა და გაზქურას გახედა-რას ამზადებ?საშინლად მშია!
-გამოიცვალე და მოდი!-მოშორდა და კიბისკენ უბიძგა.მართაც სწაფად ავიდა და უკან დამიანეს მაისურსა და სპორტულ შარვალში გამოწყობილი ჩამობრძანდა რომელიც ბოლომდე ჰქონდა მოჭერილი.
-გიხდება!-გაიცინა და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
-კარგი ვქენი ეს ბაჩუჩები რომ დავტოვე!-თქვა და ბარზე შემოსკუპდა.-მალე იქნება?
-აჰაამ!-ღვინის ჭიქა მიაწოდა და მის წინ დადგა-მომიყევი რატომ შეიცვალე გეგმები!
-მომწყინდა თან იმ საქმის დასრულება მერეც შემიძლია!-ხელები მხრებზე შემოაწყო და თვალებში ჩააჩერდა.
-როდის მერე მატყუებ?რაღაც მოხდა ხო?
-არ გატყუებ!მოეშვი ამაზე ფიქრს!...აბა ექიმო დღეს რამდედ ადამიანს გაუსწორე ცხვირი და გაუდიდე მკერდი?....როგორ არ მომწონს ის ფაქტი რომ ქალებთანაც გიწევს მუშაობა!
-ეჭვიანობა დაიწყე მართა?-ცხვირი ყელზე გაუხახუნა.მართა კი ჩამოდნა,იმდენად მოსწონდა მისი დაძახებული მართა,ითიშებოდა და გარშემო ყველაფრის აღქმის უნარს კარგავდა.
-არ შეიძლება ჩემთვის?-ამოიჩურჩულა და კიდევ უფრო მიეკრო ბიჭს.
-შეიძლება!....როცა მიზეზი გექნება შეიძლება!
-გინდა მითხრა რომ არ მაქვს საეჭვიანო?-თმაში ხელი სეუცურა და თავი უკან გააწევინა.თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა.
-რა გჭირს მართა?!-მშვიდად შეხედა გაცეცხლებულ გოგოს რომელიც სწრაფად ჩამოხტა ბარის ზედაპირიდან და სკამზე მოკალათდა.-მეჩვენება თუ ამ ბოლო დროს აფორიაქებული ხარ?-თვალები მოჭუტა და მასთან დაიხარა.-მითხარი რა მოხდა?!-მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა.
-არაფერი არ მოხდა!ხომ იცი ასე ათასში ერთხელ წამომივლის ხოლმე!-უცებ შეცვალა გაბუტული სახე და გაიღიმა კარგად იცოდა ასე მარტივად ვერ მოატყუებდა მაგრამ ისიც იცოდა დამიანე ძალას არ დაატანდა და მოყოლას არ მოთხოვდა.-მშია დამი მგონი დაგეწვა!-წამიერად სეეხო მის ტუჩებს და ბიჭი გასქურისკენ გაგზავნა.მშვიდად მიირთვეს და შემდეგ ფილმს უყურებდნენ.გრძნობდა მართას დაძაბულობას და გული ეწურებოდა იმის გააზრებისას რომ ცუდად იყო.ფრთხილად აიყვანა და საწოლზე ფრთხილად მოათავსა,შემდგომ თავადაც მის გვერდით დაწვა და ქალის სხეული უფრო ახლოს მიიზიდა,მართამაც არ დააყოვნა და სახე მის ყელში ჩამალა.
....................
პირველი თოვლი თბილისოის ქუჩებში სიხაერულის მომტანი აღმოჩნდა,ბავშვები აღტაცებული შესცქეროდნენ ამ სანახაობას ფიფქებს ხელის გულებს უშვერდნენ და ლაღად კისკისებდნენ.ლილემაც დააღწია თავი სამხასურს და სახლში წასვლის წინ დიდხანს იდგა ფიფქების ცვენაში.იმდენად იყო გატაცებული სანახაობით ვერ შეამცნია ანდრიას მიახლოება რომელიც უკნიდან მოეხვია და ტუჩები ყელზე მიაწება.
-პირველ თოვლს გილოცავ დედოფალო!
-გილოცავ!-სწრაფად შემობრუნდა და ფართოდ გაუღიმა.
-გამიცივდები ლილ!-ლოყაზე აკოცა და შარფი უფრო მჭიდროდ შემოხვია.
-არ მცივა!-სახიდან თმა გადაიწია და ტუჩებზე წაეტანა ბიჭს.
-შეგატყე!-გაიცინა ანდრიამ და ამჯერად აწითლებულ ცხვირის წვერზე აკოცა.-წამო წაგიყვან.-მანქანაში მოთავსების შემდეგ გათბობას აუწია და სწრაფად მოწყვიტა ადგილს.
-რას ფიქრობ ანდრი?
-შენი მშობლების გაცნობა მინდა!
-რატომ?...ხომ შევთანხმდით რომ ჯერ არ გვინდა ეს ფორმალურობები!
-ლილე არაფერი ისეთი უბრალოდ მგონი დროა გავიცნო შენი მშობლები!ამდენი წელია ერთად ვართ!
-კარგი ამ კვირაში მოვახერხებ!-ამოიჩურჩულა და ფანჯარაში გაიხედა.
-ლილეე!ხომ იცი რომ არ გაჩქარებ როცა მზად იქნები მაშინ დავქორწინდებით ტო?!...თუ არ გინდა ნუ გამაცნობ!
-მინდა ანდრია!მართლა მინდა უბრალოდ ვფიქრობ როგორი რეაქცია ექნება მამას როცა გაიგებს რომ ამდენი წელია ამ ურთიერთობას ვუმალავ!არა მეც კარგი ტიპი ვარ რა!დამოუკიდებელ ქალად მომაქვს თავი და მამისთვის ის ვერ მითქვამს შეყვარებული თუ მყავდა!-ბუტბუტებდა და ტუჩებს საყვარლად ბრეცდა.
-ლილე თუ არ გაჩერდები გული მიგრძნობს ავარიაში მოვყვებით!
-რა ავა...უხრდელო ბიჭო!მიხედე გზას!-უცებ შეკრა წარბები და მოხარხარე ბიჭს შეუღრინა.-უნამუსოვ!-ბოლოს თავადაც გაეცინა.
მშობლებს დაელაპარაკა და გადაწყვიტეს პარასკევს მიეღოთ შვილის საყვარელი კაცი.მართალია გიორგი ცოტა იბღვირებოდა მაგრამ ნათია ახერხებდა მის დამშვიდებას.
-გამარჯობა!-მშვიდად მიესალმა ბიჭი ლილეს მშობლებს.
-გამარჯობა!-ძლიერად ჩამოართვა ხელი უფროსმა მეტრეველმა.
-მამააა!ეს ანდრიააა!ანდრია დიდებული გიორგი მეტრეველი!-გაიკრიჭა და მამას ხელზე მოუჭირა.
-სასიამოვნოა ბატონო გიორგი!
-არც ისე!
-გიორგიი!-თვალები დაუქაჩა ნათიამ.-სასიამოვნოა საყვარელო შენი გაცნობა!-ანდრიას თბილად გაუღიმა და სუფრისკენ მიუთითა.
-ზუსტად ეს არ მინდოდა!-ამოიჩურჩულა უმცროსმა მეტრეველმა.
-მოეშვი ლილ!
-არა მე ის არ მესმის შენ რატომ ხარ ასე მშვიდად!
-არაფერი მაქვს სანერვიულო!
-ლილე მორჩით ჩურჩულს და მაგიდასთან მობრძანდით!-დაუძახა შვილს გიორგიმ.
-მოვდივართ მა!
-მართა არ მოვა?
-მოვა მა მოვა!
-არ მელოდით არაა?-უცებ შემოვიდა გიჟი ჯერ ნათიას აკოცა მერე გიორგის მოეხვია ხანგძლივად.-მომენატრე ბიძი!
-ჩემი გიჟიი!მეც მომენატრე მართუშ!-გაუცინა და შუბლზე აკოცა.
-ანდრუუშ რავა ხარ?-გაეკრიჭა და ამჯერად მას აკოცა ხმაურიანად.-რაო ირგებ სიძის ტყავს?ბუნჩულა ბიჭი ვარო ხო გიორგი ბიძია?არ დაუჯერო ამაზე დიდი მაიმუნი არ არსებობს!
-აბა შენ ვინ ხარ?-ბიჭმაც გაუღიმა.
-არა ნახე რა რამდენს მეტლიკინება!-წარბი სასაცილოდ აწია და საკუთარი ადგილი დაიკავა.-რატო იბღვირება ასე?!-ამჯერად მართას უჩურჩულა და წყალი მოსვა.
-არ ვიცი და უკვე ცუდად ვარ მართაა!-ამოიკნავლა საწყლად.
-ეს როგორ იყურება და წარმოდგენა არ მინდა მამაჩემმა რო დამიანეზე გაიგოს!-სახე დაჭყანა და ისევ საზოგადოებას მიუბრუნდა.კარგად ერთობოდნენ თუმცა მაინც იგრძნობოდა როგორ უბღვერდა გიორგი ანდრიას.
-მე და ანდრიამ უნდა ვისაუბროთ!-თქვა და კაბინეტისკენ დაიძრა,ბიჭიც უკან გაჰყვა თუმცა არანაირი აღელვება არ ეტყობოდა განსხვავებით ლილესგან.
-გისნემთ ყურადღებით!-გაუღიმა კაცს და მისი მითითებისამებრ სავარძელში მოთავსდა.
-არ ვიცი საიდან გაჩნდი ჩემი შვილის ცხოვრებაში მაგრამ დამიჯერე არ მოგცემ უფლებას მას მომავალი გაუნადგურო!
-არ ვაპირებ ბატონო გიორგი!
-ვიცნობდი მამაშენს!
-არ ვიცი რა იცით მის შესახებ მაგრამ დარწმუნებული ვარ ისევე როგორც ყველა თქვენც მას ადანაშაულებთ იმაში რაც არ ჩაუდენია!-თვალები სიმწრიტ აენთპ აბაშიძეს.
-ლილემ იცის რომ მამაშენი მკვლელია?
-არა რადგან მკვლელი არა არის,მაგრამ აუცილებლად გაიგებს რომ ის ამ დრომდე ციხეშია!
-მაინტერესებს როდის აპირებ უთხრა ეს?ან საერთოდ გვიამბობდი თუ არა ამის შესახებ იმ შემთხვევაში მე რომ არ მცოდნოდა?!-სავარძლიდან წამოდგა და მაგიდას ხელებით დაეეყრდნო.
-მიხარია რომ გაარკვიეთ!-გაიღიმა ანდრიამ.-იმიტომ რომ ნამდვილად გამიჭირდებოდა ოთარ აბაშიძეზე საუბარი ისე როგორც მკვლელზე!ის ღირსეული გამომძიებელი იყო!არ ვიცი როდის შეიგნებს ამას ხალხი მაგრამ,იცით რა?რომც დაიჯერონ აღარ ღირს იმიტომ რომ,ჩვენ უკვე ყველანაირი დამცირება გამოვიარეთ!ბევრჯერ ვნახე ატირებული დედა რომელიც მხოლოდ იმიტომ ტიროდა რომ ხალხი ხელს იშვერდა როცა ქუჩაში მივდიოდით!ჩემი და ყოველდღე ცუდ ხასიათზე იყო იმიტომ რომ ბავშვები მასთან მეგობრობას არ კადრულობდნენ!მე ვერაფერს ვაკეთებდი!იმიტომ რომ არ შემეძლო მამას სიმართლე დამემტკიცებინა...სამაგიეროდ ვცდილობდი დედასთვის არ მეჩვენებინა როგორ მაკლდა ოთარი!შეიძლება ახლა ძალიან ბედნიერი ვჩანვარ და ასეც არის მაგრამ ბავშვობიდან ასეთი დალხენილი ნამდვილად არ ვყოფილვარ!თავი დავანებოთ იმას რომ საარსებო მინიმუმზე ვიზრდებოდით!თავი დავანებოთ იმას რომ დედა ყოველდღე დაქანცული მოდიოდა და იმის თავიც არ ჰქონდა ჩემს დას დავალებების გაკეთებაში დახმარებოდა!თავი დავანებოთ იმას რომ თოთხმეტი წლიდან თავდაუზოგავად ვმუშაობ და ვსწავლობ!მამა ყოველთვის მაკლდა და ახლაც გულის იმ მიმალულ ნაწილს ისევ აკლია ოთარ აბაშიძე!-გიორგი სიამაყით უსმენდა უმცროს აბაშიძეს და მასში ოთარს ხედავდა.
-არ ვცდებოდი!შენ ნამდვილად ოთარის შვილი ხარ!-გაიღიმა და მხარზე ხელი დაკრა.
...................
დაბადებისდღეზე იყო,ძალიან აღიზიანებდა აქ შეკრებილი ძვირიან სამოსში გამოწყობილი ამპარტავანი თანამშრომლები,მაგრამ აუცილებელი გახდა მოსულიყო.
-მართაააა!-იწივლა გოგომ-გამოხარდა რომ მოხვედი!
-მეც მაკუნა მეც!-მკრთალად გაუღიმა და საჩუქარი გადასცა.
-ვაიმეეე უსაყვარლესი ხარ!-აფერისტული ღიმილი აიკრა და მოეხვია.-წამოდი ვიღაცეებს გაგაცნობ!-ხელი ჩაავლო და ერთად შეკრებილ ხალხთან მიიყვანა.-გაიცანით უსაყვარლესი მართაა!
-გამარჯობა!-ძალით გაიღიმა.
-რა ლამაზი მართა გყოლია მაკუ?!-წინ წამოიწია ერთ-ერთი ბიჭი.-სანდრო!-მისი ხელი საკუთარში მოიქცია და ფრთხილად ეამბორა.
-სასიამოვნოა!-სანდროს კომენტარი აღარ გაუგონია უყურებდა დამიანეს რომელიც მათკენ მიიწევდა.დაინახა როგორ მიუახლოვდა მაკუნას დაბადების დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.
-ბავშვებო გაიცანით ჩემი ექიმი დამიანეე!-გაიცინა მაკუნამ და შეკრებილი გაოცებული სახეებისკენ შებრუნდა.-ესენი მართა,მგონი უკვე მართათი შეპყრობილი სანდრო,ლუკა,კატო,გიო და ლიკუნა არიან.
-სასიამოვნოა!-ნაძალადევად გაიღიმა და თავადაც ჩააჩერდა მართას შავებს.
მთელი საღამო აკვირდებოდა როგორ ეფლირტავებოდა მაკუნა დაშნიანს,მართალია დამიანე არანაირ ყურადღებას არ იჩენდა მაგრამ მართას გასაბრაზებლად.მერე რა რომ მთელი საღამო კაცის მკვლელობის სურვილით იყო შეპყრობილი,კარგად ამჩნევდა სანდროს ქცევებს და როცა მან ცეკვა შესთავაზა,რა თქმა უნდა,დასთანხმდა და წამოდგომისას თვალიც კი ჩაუკრა დამიანეს ისე რომ მხოლოდ მას შეენიშნა.იცოდა აღიზიანებდა და სწორედ ამიტომ იქცეოდა ასე,ისე კი არც თავად მოსწონდა ეს ბიჭი,არც მისი აზრები რომლებსაც თითქოს ასე ოსტატურად ფარავდა,მაგრამ მართასთვის მაინც მარტივი მისახვედრი იყო და არც მისი დამოკიდებულება.მხოლოდ რამდენიმე წუთით იცეკვა ბიჭთან შემდეგ კი გაუფრთხილებლად მოშორდა.სწრაფად მიიწევდა ხალხით გადაჭედილი დარბაზიდან წელზე ხელი რომ იგრძნო და საპირფარეშოში ჩაკეტილი აღმოჩნდა.
-რა ხდება დამიანე ექიმო?
-მართაა!-დაწვრილებული თვალებით გახედა ქალს და ხავერდოვნად წარმოთქვა მისი სახელი.
-მაკუნა მარტო დატოვეთ?
-სანდრო მარტო დატოვეთ?-არც დაშნიანს დავიწყებია ირონია.
-რას აკეთებთ აქ ექიმო?
-პაციენტს რომელმაც მთხოვა მოვსულიყავი იმედები არ გავუცრუე!
-მე გამიცრუე ექიმი დამი!არ მეგონა ასეთი ცუდი გემოვნება თუ გქონდა!
-შენთან რომ ვარ მაგას გულისხმობ?-გაიცინა და ტუჩებზე წაეტანა.
-რა თქმა უნდა,აბა მაკუნას როგორ ვაკადრებდი!
-ხო შენს თავზე ამბობ რადგან მე სხვა არავინ მყავს!
-აი აქ რომ მოხვედი მაგას არ გაპატიებ ზუსტად!-წარბი აუწია და თვალები მიანათა.
-ნუ მაპატიებ!-ტუჩებზე სწრაფად დაეწაფა და წელზე ხელი შეუცურა.
-მაპატიეთ ექიმო მაკუნა მელოდება და...სანდროც!-მოშორდა და კარისკენ დაიძრა,უნდოდა ეეჭვიანა,ძალიან უნდოდა.
-რომელი სანდრო გაცეცხლებული რომ დატოვე?-გაეცინა ბიჭს და თავადაც იმავე მიმართულებით წავიდა.
მართა გოგონებს შეუერთდა.
-აი ჩვენი ლამაზმანიც მოვიდა!-გაიცინა ლიკუნამ და სხვებიც აყვნენ.უკვე იცოდა რაღაც სისულელეს იტყოდნენ მაგრამ მაინც კითხა თუ რას გულისხმობდნენ.-ჩვენი სანდრიკა აშკარად მოხიბლულია შენით!
-მაპატიეთ მაგრამ სულ არ მადარდებს ეგ თქვენი "სანდრიკა"!-ცოტა არ იყოს უხეშად უთხრა და მოცეკვავე წყვილებს გახედა.
-ღადაობ?!შეიძლება გავაფრინო საცეკვაოდ რომ დამპატიჟოს!-იმდენად ამაზრზენები იყვნენ რომ არ უნდოდა მათთვის ყურადღების მიქცევა თუმცა თავი ვერ შეიკავა.
-შენ შეიძლება მაგრამ გაცილებით უკეთესი კაცი მყავს გვერდით!
-გეთანხმები!-ამოილაპარაკა მაკუნამ.-ბევრად უფრო მიმზიდველები არსებობენ!-დამიანესკენ ანიშნა გოგონებს.
-არ გრცხვენია მასთან არშიყი როცა თავადაა მთელი შენი მიმზიდველობის შემოქმედი?-გაიცინა და გაცხარებულ გოგოს მეამიტი მზერა ესროლა.
-რას ბოდავ?
-ის ხომ შენი ექიმია მაკუნ?როგორ ფიქრობ მოსწონს სილიკონიანი ქალები?-მშვიდად მიმართა და გასასვლეისკენ წავიდა.მანქანასთან აყუდებული დაშნიანი რომ დაინახა ღრმად ამ ოიხვნეშა.
-მანქანა სახლში დავტოვე იქნებ გაიღოთ სიკეთე და სახლში დამტოვოთ!-ეშმაკურად უღიმოდა და მართამაც ანიშნა დაჯექიო.ერთხელაც არ გაუხედავს მისკენ,თითქოს ვერ ამჩნევდა მის არსებობას.
-მართა!-ვეღარ მოითმინა ქალის უყრადღებობა მაინც შეეცადა მის გამოფხიზლებას-რა გჭირს?
-არაფერი!-გაკვირვებული სახით გადმოხედა.
-მისმინე!...მაშინებს შენი ამ ბოლოდრინდელი საქციელი და თან სიამოვნებას მანიჭებს!მიხარია რომ ეჭვიანობ მაგრამ გარდა ამისა ვხედავ როგორ იცვლება ქალი რომელიც შემიყვარდა.
-მეორედ ამბობ მაგ სიტყვას დამიანე!...მეორედ ამბობ რომ გიყვარვარ და მე უთქმელადაც ვგრძნობ ამას...მიუხედავად ამისა მაინც მოთმინებით იღებ ჩემს საქციელს და ელოდები მეც როდის ვიქნები სიყვარულისთვის მზად...მეჩვენება რომ საკუთარ თავზე საერთოდ არ ფიქრობ...თავს იტანჯავ ჩემთან ყოფნითჯ...დამი მე...არ ვა..
-ვიცი მართა არ ხარ და არც არასდროს იქნები მზად ოჯახისთვის არ იქნები კარგი დედა და ათასი სისულელე...არაფერს გაძალებ ხომ ხედავ მე კარგად ვარ შენთან ყოფნითაც,არ გთხოვ სახლში გამოიკეტო და საძინებელსა და სამზარეულოს შორის იმოძრაო...მე ასეთი მართა შემიყვარდა...კარიერისტი ქალი რომელიც ხშირად იმდენად დაღლილი იყო რამ ბავშვურად ჩამოეძინებოდა ჩემს მხარზე ფილმის ყურების დროს!...არ მესმის თავს რატომ იღლი იმაზე ფიქრით რომ მე შენთან ყოფნით ვიტანჯები.ვგავარ იმ კაცს რომელიც იმას გააკეთებს რაც ტკივილს აყენებს?...მიპასუხე მართა?!
-სხვა დროს ვისაუბროთ ახლა ამის დრო არ არის დავიღალე!
-რა ტქმა უნდა!...წადი დაიძინე!-წამიერად შეეხო ტუჩებზე და მანქანა დატოვა.ქალმა კი მთელი სიჩქარით მოწყვიტა მანქანა ადგილს.
..................
ადამიანი იყო,არის და იქნება არსება რომელიც ყოველთვის ისე განსჯის სხვას,რომ არ ინერესდება რა მოხდა რეალურად.ჩვენ ადამიანეი ყოველთვის იმ ნადირებად დავრჩებით,რომელიც ნებისმიერ თავისიანს გაწირავს ოღონდ საჯიჯგნი ჰქონდეს.რეალურად არასდროს გვაინტერესებს სიმართლე ოღონდ გი განსახილველი თემა გვქონდეს და საკუთარი სიამოვნება სხვის უბედურებასა და ცრემლებზეა ავაგოთ.
ისევ მათ სახლში ისევ ბუხრის წინ ისხდნენ თუმცა ახლა ნამდვილად არ იცოდა როგორ დაეწყო სათქმელი.
-ანდრი!-სახეზე ხელები შეახო და აიძულა მისკენ გაეხედა.
-ლილ?!
-რა გაწუხებს ანდრია!სამი დღეა ასეთს გიყურებ და ვერ ვხვდები რა გავაკეთო!
-დედოფალო!-ცრემლიანი მწვანეები შეანათა და თავი მის მუხლებზე მოათავსა-ცუცად ვარ ლილ!იმიტომ რომ დიდი ხანია სიმართლეს გიმალავ!
-ანდრია!-შიშის ნოტები შეერია ხმაში.
-შვიდი წლის ვიყავი...მამა რომ დაიჭირეს!მკვლელობის გამო...რეალურად მამა გამომძიებელი იყო!შენთვითონაც კარგად იცი მაშინ ყველაზე დიდი ძალა ფულს ჰქონდა...სამართალიც ფულზე იყიდებოდა!დარწმუნებული ვარ არ გემახსოვრება იმ წელს ერთი საწყალი გოგო მოკლეს,ღარიბი იყო ღამით ქუჩაში ვიღაცამ მასზე ძალა იხმარა და მერე ცემით მოკლა.საქმის გამოძიება მამაჩემს დაავალეს.ერთ თვეში იპოვა დამნაშავე და პირდაპირ უფროსს მოახსენა რომელიც თურმე იმ ნაბო*არის მამამ მოისყიდა!უჩიჩინებდა ოთარს დაევიწყებინა ყველაფერი და აეღო ფული მის მსგავსად მაგრამ მამა დაემუქრა რომ თუ კაცს ფულს უკან არ დაუბრუნებდა და ნამდვილ დამნაშავეს ციხეში არ ჩაასმენდა ისე მოაწყობდა სამსახურს დაკარგავდა.რა თქმა უნდა იმ კაცმა არც ფული დათმო და არც სამსახური!სამაგიეროდ ოთარი მარტივად დაადანაშაულა,რაღაც საქმე შეტენა და ისე ქნა,რომ ოთარს ოცდაათი წელი მიუსაჯეს.მრცხვენია,განა იმიტომ რომ მამაჩემია?!არა!არანაირად პირიქით ეს ამაყს მხდის.უბრალოდ,მთელი თორმეტი წელი მისთვის ხმა არ გამიცია,არ მივსულვარ მის სანახავად,სულელმა ბავშვმა დავიჯერე რომ მან მართლა მოკლა ვიღაცდა მასთან არ მივსულვარ!ცხრამეტი წლის ასაკში ჩემი იმპერია მქონდა და გავარკვიე რა მოხდა სინამდვილეში!შემრცხვა,ციხეში რომ მივედი თვალებში ვერ ვუყურებდი.ვერ ვბედავდი მისთვის პატიება მეთხოვა...მან უთქმელად მაპატია მე კი კიდევ უფრო დავმდაბლდი!სუსტი ვარ ძალიან სუსტი მაგრამ ახლა მისი თანაგრძნობა მიმაგრებს ზურგს!...ვიცი ეს არ უნდა დამემალა მაგრამ ეს ამბავი იმდენად ამძიმებს ჩემს სულს...არ მინდოდა შენზეც ემოქმედა!
-შენ...არც კი ვიცი რა გითხრა...იმდენად კარგი ხარ!თურმე რამდენი გატანია და ისევ ჩემზე ფიქრობდი?!-თვალებში ჩახედა და სახე ახლოს მიიტანა ანდრიამაც არ დააყოვნა და ცრემლიანი თვალები დაუკოცნა გოგოს.ახლა ორმაგად ძლიერი იყო როცა დარწმუდნდა რაოდენ ძლიერი ქალი იდგა მის გვერდით.-შენი წარსული ჩვენზე არანაირად არ მოქმედებს ანდრია!მამაშენი მკვლელიც რომ ყოფილიყო ეს არაფერს შეცვლიდა...მე ისევ ისეთი სიყვარულით მეყვარებოდი როგორც ახლა მიყვარხარ!
-მიხარია რომ არსებობ!მიხარია რომ ჩემი ხარ და შენ შეგიგრძნობ ყოველი ამოსუნთქვისას!
.........................
ბიჭის პერანგში გამოწყობილმა სწრაფად მოიმზადა ყავა და ისევ საძინებელში დაბრუნდა.უყურებდა მძინარე დაშნიანს და ვერ ხვდებოდა რა ნახა ამ დიდებულმა კაცმა მასში.დიდხანს ფიქრი არ დასცალდა.მამაკაცმა თვალები ზანტად გაახილა და ყავის სმაში გართულ გაბიანს შეხედა.
-რატომ გაიღვიძე?კიდევ ერთი-ორი საათი არ ველოდი შენგან ამ ჟესტს ქალბატონო!-სწრაფად ამოიცვა შარვალი და სავარძელში მოკალათებულ ქალს მიუახლოვდა.-ჩემთვისაც არის?-ყავის ფინჯანზე მიანიშნა და წამიერად შეეხო მის ტუჩებს.
-ნწ!-თავი გააქნია და ხელები კისერზე შემოხვია.
-სასჯელს იმსახურებ!-ცხვირის წვერზე უკბინა და გაიცინა მის საქციელზე.
-დიდხანს გვეძინა უკვე მოსაღამოვდა!-ფანჯარას გახედა.
-ხვალ რა გეგმები გაქვს?-ინტერესიანი მზერა მიაპყრო ბიჭმა და ყავის ჭიქა ააცალა.
-არ ვიცი ვისვენებ!რამეს მოვიფიქრებ!
-მე ოპერაციები მაქვს და გვიან გავთავისუფლდები!თუ გინდა ჩემთან წამოდი და დარჩი!
-ვიცი რომ გაგიხარდება შენს ლოგინში ჩემი მძინარე დანახვა მაგრამ ვფიქრობ ხვალ ლილე მოვტაცო ბატონ ანდრიას!
-მაპატიეთ! ეს ის თემაა სადაც მე ვიჩრდილები!-გაიღიმა და ხელები დანებების ნიშნად აწია.
-გირჩევნია რამე მომიმზადო!-ტუჩებზე დაეწაფა,თუმცა მალევე მოშორდა და აბაზანაში შეიკეტა.
-მოკლედ რა ხომ ვერ გავცდი სამზარეულოს!-ამოიბუზღუნა დამიანემ და კიბეზე დაეშვა.მუსიკა ჩართო და მშვიდად ამზადებდა კერძს სანამ რაღაცის დავარდნის ხმამ არ გამოაფხიზლა.კარში მდგომი გაოცებული ბიჭი რომ დაინახა წარბები შეკრა.
-ვინ ხართ და რა უფლებით იჭრებით სხვის სახლში!
-თავად ვინ ბრძანდები და მართას სახლში რა გინდა!-დამიანეს ნელ-ნელა ებერებოდა ძარღვები და უკვე სურვილი კლავდა მიეხრჩო დაუპატიჟებელი სტუმარი.
-დაამ!იცი რა ვიფიქრე დამიტოვე ეს პერანგი კაბად გამოვიყენებ!თან ძალიან მიხდება!-ღიმილიანი სახით ჩამორბოდა კიბეზე,თან ტანზე მორგებულ დაშნიანის პერანგს აკვირდებოდა.
-მართა!აქ მოდი დროზეე!-ბიჭის ბრაზიანი ხმის გაგონებაზე უფრო სწრაფად დაიძრა სამზარეულოსკენ.
-რამ გაგაბრაზა ტკბილო?-გაიკრიჭა თუმცა სწრაფად შეეცვალა მზერა და მოულოდნელ სტუმარს მიაჩერდა.
-გამარჯობა მართა!-ყბებდაჭიმული ბიჭი განრისხებული თვალებით მიაჩერდა გოგოს.-შეგიძლია ამიხსნა ვინ არის ეს კაცი?
-მართა რა ხდება ამიხსენი!
-ერთი წუთით ორივე გაჩუმდით!-დაიყვირა და თავადაც დაიწყო თვალებიდან ნაპერწკლების სროლა.-თორნიკე გაიცანი დამიანე!...დამი ეს თორნიკეა ჩემი ძმა!
-დამიანეს სტატუსი უფრო მაინტერესებს!
-ხო დამიანე ეს ჩემი ძმაა რომელმაც ოთხი წლის წინ დატოვა თბილისი,ღმერთმა იცის სად იყო,დარეკვისას მხოლოდ იმას მეუბნებოდა რომ კარგად იყო,ახლა ჩამოვიდა და ჩვენი ურთიერთობის ახსნას ითხოვს!როგორ ფიქრობ იმსახურებს ახსნას?აქვს უფლება რამე მომთხოვოს?
-დიახაც მაინტერესებს რატომ მხვდება ჩემი დის სამზარეულოში ნახევრად შიშველი კაცი და რატომ გაქვს შენ მისი პერანგი?!
-მოდი ჯერ დამიანეს გავაცილებ და მერე აუცილებლად ვისაუბრებთ ყველაფერზე!-თითი გამაფრთხილებლად აუწია,დამიანეს ხელი ჩაკიდა და კიბისკენ წაიყვანა.-მაპატიე გეგმები რომ ჩაგვეშალა!-პერანგი გაუწოდა და თავადაც მოირგო ტანსაცმელი.
-არაუშავს!...პატარავ დარწმუნებული ხარ რომ გაუძლებ?
-უმისობას ვუძლებდი დამიანე ოთხი წელი და რას ფიქრობ მის სიახლოვეს ვერ გავუძლებ?-სევდიანი თვალები შეანათა და ჩაეხუტა.
-ხომ იცი რომ ნებისმიერ დროს მოგისმენ?!
-ვიცი უბრალოდ მაპატიე რომ დღე ჩაგვეშალა!
-არაფერია საპატიებელი!მისმინე თუ პრობლემა იქნება,ჩვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით აუცილებლად დაველაპარაკები!
-არ აქვს უფლება მიმითითოს რა გავაკეთო!-მშვიდად გააცილა დაშნიანი და საშინლად გაბრაზებული ძმის პირდაპირ ჩამოჯდა.-ასე ნუ მიყურებ არ ვაპირებ ჩემი და დამიანეს ურთიერთობაზე გეჭორაო.
-არც არის საჭირო!უკვე დავინახე ის რაც წესით არ უნდა დამენახა!-წარბები კიდევ უფრო შეკრა ბიჭმა.
-და რა ამიტო შენი და აღარ ვარ?
-სასაცილო იქნება ამის გამო გეჩხუბო სრულწლოვან ჩამოყალიბებულ ქალს!იმედი მაქვს ირაკლიმ ამაზე არაფერი იცის ალბათ მოკლავს იმ საწყალს!
-ნუ გამოგყავს მამა მონსტრი!-ტუჩები დაბრიცა და მოეხვია მონატრებულ ძმას.მანაც აივსო ფილტვები საყვარელი პატარა დაიკოს სურნელით რომელიც ასე უყვარდა და აკლდა ამდენი წელი.-მომენატრე!ტკივილამდე მომენატრე და შენც სწორედ მაშინ გამოჩნდი როცა მე მჭირდებოდი!იაკლი და სოფიო ნახე?
-კი დედამ იმდენი იტირა ლამის ვინანე დაბრუნება!ხომ იცი ვერ ვიტან თქვენს ცრემლებს!
-ირაკლიმ რაო?
-არაფერი გამიხარდა რომ დაბრუნდიო!დიდი ტკივილი დავინახე მის თვალებში მართა და ახლა ისე მტკივა მის ნაცრისფერ თვალებში შეპარული სევდა მგონი ყველაფერი რაც აქამდე ჩემს თავს მომხდარა გადაიფარა!
-მინდა დავიჯერო რომ ის ლაღი და მხიარული თორნიკე დამიბრუნდა!
-შეუძლებელია ისეთივე ლაღი ვიყო მის გარეშე მართა!
-არ მინდა დავიჯერო რომ ისევ იმ საცოდავ ქალს მისტირი!
-არა მას არ ვგულისხმობ!-მზერა კედელზე გაუჩერდა და დიდხანს ფიქრობდა იმ ტკივილზე რომელიც ორი წამის წინ გახსენებულმა ქალმა მიაყენა.მერე უცებ გამოფხიზლდა და თემა გადაიტანა.-გიყვარს?
-ვინ?
-დამიანე!
-არ ვიცი!-ამოიჩურჩულა და სახე მის ყელში დამალა თითქოს ასე სურდა მთელს სამყაროს და პირველ რიგში საკუთარ ფიქრებს გაქცეოდა.
-რას ნიშნავს არ იცი?
-აი ასე ჩემი გრძნობების შესახებ არაფერი ვიცი!სამაგიროდ მისგან იმხელა სიყვარული მოდის ამით ვიკვებები!ვიცი საშინელი ადამიანი ვარ ასე რომ ვიქცევი მაგრამ მან იცის რომ არ მინდა ყველაფერი ამ გრძნობაში გადაიზარდოს!რადგან დარწმუნებული ვარ დამასუსტებს ამას შინაგანად ვგრძნობ და ყველანაირად ვერიდები თუმცა არ ვიცი როდემდე დავემალები!არ ვარ დარწმუნებული ჩემს თავში!ვიცი რომ უნდა დავასრულო...დავასრულო ეს საოცარი ურთიერთობა!ოთხი წელია მისით ვიკვებები მაგრამ ვგრძნობ თუ არ მინდა ყველაფერი უფრო გართულდეს და უარესობისკენ წავიდეს ,თუ არ მინდა ორივეს ძალიან გვეტკინოს უნდა დავასრულო!უბრალოდ არაა ასე მარტივი წერტილი დავუსვა იმას რაც მან ამდენი შრომის შედეგად შექმნა!ეს ურთიერთობა მისით საზრდოობდა,იმიტომ რომ მე არაფერი გამიკეთებია მისი ბედნიერებისთვის მე უბრალოდ სიამოვნებას ვიღებდი მასთან სიახლოვით!უნიკალური ადამიანია,დამიჯერე,რომ შემეძლოს ოჯახის ყოლა აუცილებლად ის იქნებოდა ჩემი მეორე ნახევარი,მაგრამ არ ვიქნები არც კარგი დედა და არც ის ქალი რომელიც მას გააბედნიერებს!მტკენს მისი ნათქვამი მიყვარხარ,მიუხედავად იმისა,რომ ამას იშვიათად ამბობს,მე მის თვალებში ამ გრძნობის დანახვისას სუნთქვა მეკვრის და მინდა გავქრე!თავს ვიწყევლი მის ცხოვრებაში გამოჩენისთვის!...ის საკუთარ ბედნიერებაზე ამბობს უარს ყველანაირად!ვიცი წარარმატებულ ექიმს,როგორ უნდა მის გვერდით ვიყო სიცოცხლის ბოლომდე მისი შვილების დედა ვიყო!ამას არ ვიგონებ!არც საკუთარ მოსაზრებას ვეყრდნობი მე მის ნათქვამს ვიმეორებ!რომელსაც ალბათ არავითარ შემთხვევაში არ მეტყოდა ფხიზელი რომ ყოფილიყო!
-მეცვენება თუ საკუტარი თავის გეშინია?
-არ ვიცი!-სწრაფად წამოდგა და კიბისკენ დაიძრა-დაასრულე ის სადილი რომ გამიქციე დამიანე!
-მზარეულად მაქცევ ახლა?!-წარბები შეკრა ბიჭმა,რადგან უნდოდა და გაემხიარულებინა მაგრამ მაინც ხვდებოდა რომ არაფერი გამოუვიდოდა.მერე რა რომ მართა კარგი მოთამაშე იყო ის ხომ მას საკუთარი თავივით იცნობდა.-მისმინე მართა არ მინდა იდარდო!
-არ ვდარდობ!-უკვე ოთახში შესულმა გამოსძახა-თავიდანვე ცხადი იყო ყველაფერი!სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მანაც იცის რომ ოდესმე დავამთავრებ დამიანესა და მართას და პროტესტს არ გამოხატავს!
.......................
მეორე დღის გატარებას თორნიკესთან აპირებდა თუმცა ვაჟბატონს საქმეები აღმოაჩნდა მასთან დროის გასატარებლად ვერ მოიცალა,ამიტომ თავადაც ლილეს შეხვდა.საბოლოო ჯამში ვერც ერთი იყო კარგ ხასიათზე,მაგრამ მაინც ახერხებდნენ ერთად დროის მშვიდად გატარებას.
-რას შვება გიორგი ეგუება ანდრიას?
-რაღაც ძალიანაც კი დაუთბათ ურთიერთობა!ცოტა არ იყოს გამიკვირდა თავიდან მაგრამ მერე მივხვდი რომ ასე სჯობს!
-კარგია!-ორი წუთი ჩაფიქრდა მერე კი თითქოს გონება გაუნათდა წამოიძახა-რვაში იმ გიჟის დაბადებისდღეა!
-ისევ აქ მინდა რომ იყოს!
-დარწმუნებული ვარ მასაც,მაგრამ აქ კარიერას ვერ მიხედავდა ლილ!
-არ მესმის რატომაა თქვენ ორისთვის კარიერა სიყვარულზე მნიშვნელოვანი?!ერეკლეც მეცოდება!
-ვერ გაიგებ ლილ!სიყვარული მომაკვდინებელი გრძნობაა ჩვენთვის!
-მართალი ხარ მე თქვენ ვერასდროს გაგიგებთ ამ საკითხში!
-დარწმუნებული ვარ რაღაც სიგიჯეს მოაწყობს!სიურპრიზს გაუკეთევს საკუთარ თავსა და შვეიცარიას!
-როგორ ფიქრობ დაასრულებდა?
-წესით კი!ან შვიდში ღამე მისცემს საბოლოო სახეს!
-მეც ვფიქრობ რომ ამაზე კარგ დღეს ვერც აარჩევს!დარწმუნებული ვარ რაღაც საუკეთესოთაშორის საუკეთესო გველოდება!
-ასეც იქნება!-იგრძნო მასზე გაშტერებული მზერა და იმ მიმართულებით გაიხედა.ამოიცნო ბიჭი და თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა,სწრაფად წამოდგა და მისკენ მთელი სისწრაფით დაიძრა.-ორ დღეში ორი ზედმეტია ღმერთო!-მის წინ გაჩერდა და ხელი მოუქნია,შემდეგ ძლიერად მოეხვია და ფილტვები მისი სურნელით აივსო.
-მართა!-იგრძნო როგორი ტკივილით ამოთქვა ეს სიტყვები.
-ლევან რატომ?რატომ?-შეხედა და თვალები ცრემლებით აევსო.
-ასე იყო საჭირო მართა!
-როდის დაბრუნდი?
-ერთი წლის წინ!
-რატომ არ მნახე ლევან?ხომ იცი რომ მე თორნიკე არ ვარ!თავიდანვე მჯეროდა შენი სიმართლის!ჩემი მეორე ძმის სიმართლის მჯეროდა!გული მტკიოდა თქვენი დანგრეული ძმობის გამო!შენი და ჩემი ძმის გადაკარგვის გამო!
-მაპატიე მართა მაგრამ აქაურობას ვერ ვუძლებდი!სული მეხუტებოდა და ამას ვერავინ გაიგებდა!
-მნახე ლევან!დღეს საღამოს ვახშამზე გელოდები ვისაუბროთ!
-მისამართი მომწერე!
-ისევ იქ ვცხოვრობ!-კიდევ ერთხელ მოეხვია და მაგიდას მიუჯდა.
-ეს ლევანი იყო?იცის რომ თორნიკეც დაბრუნდა?-თვალებგაფართოებული იყურებოდა ლილე.
-არა ჯერ არ იცის დღეს გაიგებს!
-მართა გაგიჟდი?...მათი შეხვედრა...არც კი ვიცი...საშიში არ არის?
-შენი აზრით რა უფრო საშიშია ჩემი გაბრაზება თუ მათი?!-გაუღიმა გოგოს და ყავა მოწრუპა-არ ვაპირებ ასე ცალ-ცალკე ვუყურო ჩემს ძმებს!იმ ქალის გამო მათ ერთმანეთი დაკარგეს და სანაცვლოდ რა მიიღეს?ოთხი წელი სამშობლოსა და საყვარელი ადამიანებისგან შორს!...კარგად ვიცი როგორ მოენატრათ ერთმანეთი და ისიც ვიცი რომ ერთმანეთის გარეშე სრულფასოვან ცხოვრებას ვერ დაიბრუნებენ!ვერც ისევ ისეთები იქნებიან როგორებიც იყვნენ!თორნიკეს და ლევანს ერთმანეთის გარეშე დღე არ ჰქონდათ გატარებული და ასე ოთხი წელი გაძლეს!გუშინ რომ შევხედე მივხვდი რომ ის არ იყო ჩემი მხიარული ცანცარა თორნიკე!არც ლევანი ჰგავს ამ ცხოვრებით ნასიამოვნებს!
-როგორ ფიქრობ აპატიებენ ერთმანეთს?
-ღალატი და უნდობლობა ადვილი თემა არ არის თუმცა ვფიქრობ უნდა შეძლონ!სიყვარული ყველაფერს ამარცხებს!-ამოილაპარაკა და ვიტრინას გახედა.
-შენ რომ ამის არ გჯერა?!
-არ მჯერა თუმცა მინდა ამჯერად გაამართლოს ამ სიტყვებმა!
-მართა მართა!-თავი გააქნია და უიმედოდ გახედა მეგობარს-ხანდახან მგონია მარტოსული ხარ!
-მარტო სული დავრჩები ალბათ მალე!-ამ სიტყვებმა თითქოს გამოაფხიზლა ლილე და შეშინებული თვალები მიაპყრო მართას.
-რას გულისხმობ?-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოილაპარაკა.
-არაფერს!
......................
სახლში მისვლისთანავე ვახშმის მზადება დაიწყო.
-მართა რა ხდება?ვინმეს ელოდები?
-არავის ვის უნდა ველოდებოდე!არ შეიძლება და-ძმამ მშვიდად ვივახშმოთ?-წარბშეკრულმა გამოხედა.
-კარგი?!...არ გინდა მოგეხმარო?
-არა თითქმის მოვრჩი!-სალათი თეფშზე მოათავსა და მაგიდაზე დადო,ამ დროს კარზე ზარის ხმაც გაისმა.
-აბა არავის ველოდებიო?-კარისკენ წასულ დას უკან აედებნა.
-მოგატყუე!-უპასუხა და სახელურს დაქაჩა,.დაინახა როგორ როგორ გაშრა ორივე ერთდროულად,თითქოს ერთმანეთის დანახვის რცხვენოდათ.
-მართა!-ამოიგმინა უფროსმა გაბიანმა.
-მე წავალ!
-არსადაც არ წახვალ!-სწრაფად დასწვდა ბიჭის მტევანს და სახლში შეათრია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
-მართა გაბიანო უშვი ხელი და წავიდეს!
-არ მინდა მასთან ერთად ერთ სახლში ყოფნა მართა!სხვა დროს გნახავ!
-ერთი წუთით შემახსენეთ როდის მერე გემორჩილებით თქვენ ორს?-თვალები დააწვრილა და წარბები შეკრა.
-მართა ნუ მაგრაზებ!-ლევანისგან განსხვავებით სიმშვიდეს ვერ ინარჩუნებდა თორნიკე.
-პატარაობიდან ყოველთვის თქვენი ნების წინააღმდეგ მივდიოდი და არც ახლა ვაპირებ ტრადიციას ვუღალატო!-გაეკრიჭა და ორივეს მორიგეობით აკოცა ლოყაზე.
-ის თუ არა მე წავალ!-თქვა და ქურთუკს დასწვდა მაგრამ ამ დროს მართას მოთმინების ფიალა ამოეწურა.
-იმ ბო*ის გამო რატომ უნდა იყოთ ნაჩხუბრები მიპასუხეთ!ორი იდიოტი რომელიც ერთმა ქალმა გამოიყენა ახლა ერთმანეთშ ერჩის და იმდენსაც ვერ იაზრებენ ვინ არის რელური დამნაშავე არა?თორნიკე!რა გააკეთე როცა ლევანმა გითხრა რომ ამ გოგოს არ ენდობოდა და გთხოვდა მისი ცოლად მოყვანა გადაგეფიქრებინა?!უყვირე,ეჩხუბე და გააგდე ის ვინც შენი მეჯვარე უნდა ყოფილიყო!შენი ძმა გააგდე და ვიღაც გადამთიელს ენდე!შენ ლევან?!წახვედი და გაილეშე!მერე იმდენად ვეღარ აზროვნებდი მარტივად აღმოჩნდი ლოგინში ქალთან ერთად რომელის საქციელებსაც რამდენიმე საათის წინ აკრიტიკებდი!იმ ქალთან ერთად რომლისგანაც შენი მეგობრის გადარჩენა გინდოდა!საბოლოო ჯამში ლიკა ორივეს ცხოვრებიდან გაქრა მაგრამ ძმობა ხომ დასრულდა?ახლა ერთს უნდობლობა ტკივა მეორეს ღალატი და აქ ლიკა კი არა თორნიკე და ლევანი ფიგურირებენ!-ბოლო ხმაზე უყვიროდა და ცდილობდა გონს მოეყვანა მისი "იდიოტი"ძმები-საბოლოო ჯამში ის გოგო ჭკვიანი აღმოჩნდა,ორი კაცის ერთად მიღება სურდა აქედან ერთი მოსწონდა მეორე კი ბონუსი იყო!თქვენ კი ორი კრეტინი ფაქტიურად ხელს უწყობდით!
-მას არ უნდა გაეკეთებინა მართა!არა ჩემს საცოლესთან არ უნდა დაწოლილიყო!-იღრიალა თორნიკემ.
-გეფიცები გავიგებდი იმ უნდობლობას წინა დღით იმდენი სისულელე რომ არ გეთქვა თორნიკე!-არც ლევანი ჩამორჩა.-იცი იმ დღეს ყველაზე მეტად მეტკინა!იმ ქალის დ აცვა რომ დაიწყე და მატყუარა მიწოდე მაშინ როცა იცი როგორ მძაგს ტყუილი!სხვას რომ არ ეთქვა არ მეწყინებოდა!გეფიცები არ მეტკინებოდა ასე!
-არ ვაპირებ შენთან ლაპარაკს!...ეს არსება რომ წავა დამირეკე და მერე ვილაპარაკებთ!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია დას და კარისკენ დაიძრა.
-ასე რომ გავიქეცით ამიტომ გჯერა ისევ ჩემი დანაშაულის თორნიკე!...ყოველთვის როცა პრობლრმა გექნება ვერ გაიქცევი და ვერც ირაკლის ზურგს ამოეფარები!თვინი გაანძრიე და დაფიქრდი ვინ დამნაშავეა და ვინ მართალი!
-ვიცი რომ არ ვარ მართალი!-უეცრად იბრუნა სახე და თვალებში ჩახედა ლევანს-ვიცი მაგრამ არ მინდა ამის აღიარება!სარკეში ჩახედვისას არ მინდა იმას ვხედავდე რასაც ვხედავ!ჯანდაბა!მე რომ ლიკა არ შემომეყვანა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნებოდა!შეიძლება ახლა ნათლიაც ვყოფილიყავი!მაგრამ არა მე შეცდომა დავუშვი და ახლა საკუთარი თავის მრცხვენია,მაგრამ იცი რა?!არც შენ ხარ უდანაშაულო...ლიკა...ლიკა იყო და შენ მასთან იწექი ლევან!
-მთვრალი!კაიფში!....იმდენად გათიშული ვერც კი აღვიქვამდი ვინ იყო!-ისევ იყვირა მეტრეველმა და იქვე მდგარ ჭიქას ხელი კრა.
-ეს გამართლებს ლევან?
-არც კი მჯერა რომ დღემდე ჩემში გეპარება ეჭვი და არ გინდა ლიკას დანაშაული დაინახო!
-შენში დამნაშავეს არ ვეძებ უბრალოდ ვცდილობ გავექე იმ გრძნობას რასაც დანაშაული ჰქვია!-ხელები სახეზე მოისვა და ცრემლიანი შავები შეაგება მეტრეველს.-არ მინდა გავიაზრო რომ ამდენი ხნის მანძილზე გძულდი!...მე კი ბოლომდე ვერ გპატიობდი!მიუხედავად ამისა არასდროს მიგრძვნია სიძულვილი შენს მიმართ,მიუხედავად ყველაფრისა მაინც ძმა იყავი!
-არ დამიდანაშაულებიხარ!არასდროს!-მივიდა და მოეხვია,იმდენად დიდი სევდა იგრძნობოდა მათ ჩAხუტებაშიც კი მართას ცრემლები წამოუვიდა.-რაო ტირი რკინის პრინცესავ?-ღიმილით გამოხედა ლევანმა-მოდი ჩვენთან!-ძლიერად ჩაეხუტა და თავი ისევ ძლიერ ქალად იგრძნო როცა ორივე გვერდით ყავდა.
-მიყვარხართ მე თქვენ!-მშვიდად განაგრძეს საღამო.ვახშმობის დროს წლების მანძილზე მომხდარი ამბები გაცვალეს.-თორნიკე გეყოფა ჩემზე ჭორაობა!-ბოლოს მაინც ბრაზით გახედა მოხარხარე ბიჭებს.
-ისევ ისე იბუტება ბო*ის შვილი ვიყო!
-რა შეცვლიდა? აშკარაა ის ბიჭი ვერ ცვლის!
-ვინ ბიჭი?-დაინტერესდა მეტრეველი და მართას ეჭვნარევი მზერით გახედა.
-შეყვარებული ყავს გოგოს!-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა უფროსმა გაბიანმა.
-არ არის შეყვერებული!
-რა მნიშვნელიბა აქვს რა სიტყვას გამოვიყენებ!მოვედი და დამხვდა მის პერანგში გამოწყობილი!თან პრეტენზიებსაც მიყენებდა!-წარბები შეკრა ბიჭმა მართას კი მის დანახვაზე სიცილი აუტყდა.
-მართლა?მოულოდნელია!
-კარგი რა!უბრალოდ დროებით ერთად ვართ სხვა არაფერი!
-არ გეჩვენება რომ ზედმეტად მარტივად საუბრობ?
-რა ვქნა ახლა დეტალებში მოგიყვეთრას ვაკეთებთ ერთად?
-არა რა ახლა მართლა გავბრაზდები!...ძმა ვარ მე თუ დაქალი?
-დაქალებს მაგაზე არ ვეჭორავები!-ენა გამოუყო პატარა ბავშვივით და უცებ წამოხტა.ლევანი იჯდა და ტკბებოდა მათი ყურებით,თითქოს აქამდე ბოლომდე ვერ გაიაზრა რა აკლდა ამ წლების განმავლობაში,ახლა კი კარგად იცოდა რომ მათ გარეშე არ იყო სრულყოფილი.
..................
რვაში მართლაც გაისმა სამ კარზე ზარი და კურიერმა სამი საჩუქარი გადასცა ადრესატებს.ორი მათგანი სიხარულით უყურებდა წიგნს სახელად "სიგიჟე".კაცი კი თითქოს გაშეშდა და დროში გაიჭედა,ხვდებოდა რომ ამ წიგნის ეგზემპლარი აუცილებლად აღმოჩნდებოდა მის ხელში მაგრამ არ ეგონა თუ თავად ქალი გადადგამდა ამ ნაბიჯს!
..................
როგორც ყოველთვის ახლაც მის სამსახურთან იდგა და ელოდა გოგოს გამოჩენას.მალევე გამოჩნდა წითური,სიცილით მიიწევდა სადგომისკენ,ანდრია რომ დაინახა ხელები წინ წამოწია და კისერზე შემოაჭდო ბიჭს.
-მომენატრე!
-მეც ძალიან!იმედი მაქვს დღეს მთლიანად ჩემი ხარ!-აწითლებულ ცხირზე აკოცა და პასუხს დაელოდა.
-დღეს ვერა!-საწყლად დამანჭა სახე ლილემ და ანდრიას რეაქციას დაელოდა.
-რა ხდება?-წარბები შეკრა ბიჭმა.
-ლუკას დაბადებისდღეა და თანამშრომლები დაგვპატიჟა...ხომ იცი არა?1 შენთან ყოფნას არაფერი მირჩევნია მაგრამ სირცხვილია!
-კარგი რას ვიზამთ?!-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა აბაშიძემ და მანქანაში მოკალათდა.
-კარგი რა ანდრია არ მინდა გეწყინოს!
-არ მწყენია უბრალო ეგ ბიჭი არ მომწონს!...მგონია რომ შენს შებმას ცდილობს!
-რა სისულელეა!ის უბრალოდ ცდილობს მეგობარი იყოს!
-ხო მაგრამ მაინც არ მომწონს!შეეცადე თავი შორს დაიჭირო კარგი?
-ანდრიიი!
-რას ვითხოვ ისეთს?!
-კარგი!
-მიყვარხარ ლილ არ დაგავიწყდეს რა?!
-მეც მიყვარხარ ანდრია!-გაკვირვებული სახით გახედა.
მთელი საღამო მარტომ გაატარა სახლში,ხან ფილმი ჩართო,ხან წიგნი გადაშალა მაგრამ გული ვარფერს დაატანა ამიტომ ისევ სოციალური ქსელების შემოწმება გადაწყვიტა.მშვიდად ათვალიერებდა მანამ სანამ ფოტო არ ნახა სათაურით "უსაყვარლესები".იგრძნო როგორ მოაწვა თავში სისხლი,ძარღვები დაებერა და მოუნდა ირგვლივ ყველაფერი დაემტვრია.რამდენჯერმე გაისმა ზარი მის ტელეფონზე თუმცა არც ერთხელ უპასუხია.არ უნდოდა მისი ხმის გაგონება მანამ სანამ აზრებს არ დაალაგებდა.ვერ იჯერებდა ნანახს,არც უნდოდა დაეჯერებინა,არ მოელოდა იმას რაც იხილა.კარზე ზარის ხმა რომ გაისმა კარგად იცოდა ვინც იქნებოდა...ურეაქციოდ გაუღო კარი ატირებულ გოგონას და სახლში შეატარა.
-ანდრია გეფიცები მე...
-რას მეფიცები ლილე?!-ისე საუბრობდა თითქოს გაყინულიყო.-ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი არაა საჭირო ახსნა!-გაუღიმა...ირონიულად.
-გეფიცები ეს...ისე არ ყოფილა როგორც ფოტოზე ჩანს!
-რა თქმა უნდა!
-ჩვენ უბრალოდ ვცეკვავდით ანდრ...მანკი უეცრად მაკოცა გეფიცები არ ვიცი საიდან გაჩნდა ეგ ფოტო!
-ხომ გაგაფრთხილე!-ეცრად დაიღრიალა აბაშიძემ-გაგაფრთხილე არ მომწონს ეგ ბიჭი თავი შორს დაიჭირე მეთქი!შენ დადეი და ეცეკვე...აკოცე ლილე აკოცე! ცხოვრებაში შენთვის რამე მითხოვია?!დღეს გთხოვე თავი შორს დაიჭირე მისგან მეთქი!
-არ ვიცოდი ასე თუ მოხდებოდა!
-მე ვიცოდი და გითხარი კიდეც მაგრამ შენ არ დამიჯერე!არ დამიჯერე ლილე!...ეგ ბიჭი დანახვისთანავე არ მომეწონა!...ჰოდა ახლა ვზივართ და იმის მაგივრად დროს ბედნიერად ვატარებდეთ ტირი იმის გამო რომ არ დამიჯერე!...რა მოხდებოდა რომ მომნდობიდი?! ნუთუ იმდენად ახლო არ ვარ შნთვის რომ გაითვალისწინო ის რასაც გეუბნები?...მიპასუხე ამის დედა შე*** რატომ არ მპასუხობ ლილე?
-ანდრია გთხოვ არ გინდა!
-ლილე წადი რამდენიმე დღეში ალბათ თვითონ დაგირეკავ!არ მინდა გაბრაზებულზე კიდევ რამე გითხრა!
-ვერ გამაგდებ ანდრია?!
-არ გაგდებ უბრალოდ მინდა დავფიქრდე...მარტო!
ლილე რომ გააცილა სწრაფად დასწვდა მანქანის გასაღებს და იმ კლუბისკენ გაემართა სადაც ბატონი ლუკა ჯერ კიდევ აღნიშნავდა საკუთარ დაბადებისდღეს.მშვიდად შევიდა შიგნით და თვალებით მოძებნა ბატონი და პირდაპირ მისკენ გაემართა.
-გამარჯობა!-ირონიულად გაუცინა.
-შენ აქ რა გინდა?-წარბები შეკრა კანდელაკმა.
-შენს მოსაკითხად მოვედი...გვიდეთ თუ პირდაპირ აქ გირჩევნია?!-კარისკენ უბიძგა და გარეთ დააგდო.-როგორ გაბედე?იმდენად ნაბო*არი ხარ რომ სხვის ქალებს კერავ?
-მოგიტანა ხო ამბავი?!-გაიცინა და კიდევ უფრო გააღიზიანა აბაშიძე.
-შენი დედა მო****!-მძიმედ მოუქნია მუჭი და მიწაზე დააგდო.-ამიერჯდან ისწავლი რომ სხვის ქალებ არ უნდა გაეკარო!-გამეტებით ურტყავმდა ფეხებს,შემდეგ საყელოში წვდა და ამჯერად სახეში უთავაზა.ალბათ არასდროს გაჩერდებოდა რომ არა მისი მეგობარი რომელმაც სრულიად შემთხვევით დაინახა ლუკას ცემით გართული ანდრია.
-აბაშიძე!-დაიყვირა და მასთან მივარდა-გაგიჟდი?!ასე ხომ მოკვდება?
-მოკვდეს მაგის...!
-დამშვიდი და წავიდეთ!...გესმის ანდრია?მოშორდი ამის დედაც!
-მოვდივარ ხო!-როგორც იქნა მოშორდა კანდელაკს და იქაურობა საერთოდ დატოვა.
...............................
მოტოციკლეტს სწრაფად მიაქროლებდა.იხსენებდა მათ ყველა მომენტს და თანდათან უფრო და უფრო უმატებდა სიჩქარეს.ყურში მხოლოდ მისი ნათქვამი "მიყვარხარ"ჩაესმოდა.
თითქოს ისევ აბაზანაში იწვნენ,კაცი მის სხეულზე დაატარებდა თითებს,ისევ ისე ეხვეოდა და ყელს უკოცნიდა.
"-არ დავბრუნდეთ თბილისში?-ახედა და ყბის ძვალზე მიაკრო ტუჩები.
-ადრეა ჯერ,მაგრამ თუ გინდა წავიდეთ!-თითებზე ეთამაშებოდა და ცდილობდა ბოლომდე დამტკბარიყო მისით-რა ვქნათ?
-ვიყოთ!...მოსაწყენია ისედაც იქაურობა!
-რატომ?...რამე მოხდა მარიამ?
-მარიამს რომ მეძახი მაშინ რაღაც იცი და გინდა მეთვითონ მოგიყვა სანამ აფეთქდები!...დამიანე?!
-ალბათ გაქვს რამე სათქმელი!
-რატომ გინდა ჩემით გითხრა?ისედაც ხომ იცი არა?
-დავბრუნდებით თუ არა მოვუვლი!
-თითიც რომ დააკარო სამუდამოდ დაგავიწყებ ჩემს სახელს!
-მართა!-ყბები დაეჭიმა-ახლა კარგად დაიმახსოვრე!ვინმე რომ შეგაწუხებს მოდიხარ ჩემთან და პირდაპირ მეუბნები კი არ ჩუმდები!
-ზედმეტი ხო არ მოგდის?
-არა! იმიტომ რომ მიყვარხარ და ამის უფლება მაქვს...ახლა კი დაუბრუნდი ადგილს და ნუ ხვანცალებ თორემ დაგსჯი!
-რა თქვი?
-არ ვაპირებ გამეორებას და მოისვენე!-ხელები მუცელზე მოუჭირა და აიძულა გაჩერებულიყო."
გრძნობდა როგორ აწვებოდა სისხლი,ადრენალინის მოზღვავებაც უფრო და უფრო იმატებდა.ვერ იაზრებდა რას აკეთებდა,ფიქრები ერთმანეთში ირეოდა,არ იცოდა რა გაეკეთებინა.მერე უეცრად გამოფხიზლდა და მთელი ძალით გააჩერა ტრანსპორტი.ღრმად სუნთქავდა,ცდილობდა აჩქარებული გულისცემა დაერეგულირებინა თუმცა არაფერი გამოდიოდა.მობილურზე ზარი რომ გაისმა და ლილეს ფოტო დაინახა სწრფად უპასუხა.მისი ტირილნარევი ხმის გაგონებისას კი საერთოდ გადაავიწყდა საკუთარი პროლემა.
-მართა სად ხარ?
-ჩვენთან ვარ ტრასაზე!მისმინე ჩემთან წადი და მეც მალე მოვალ სახლში მხოლოდ თორნიკეა!
-გელოდები მართა!...მჭირდები!
მისვლისთანავე ყველაფერი უამბო მეგობრებს და მათ რეაქციას დაელოდა.-თორნიკეე...მართა...თქვით რა რამე!-უფრო მეტად ატირდა.
-შენც ხომ იცი რომ ანდრია მართალია?
-ვფიქრობ იმ ბიჭის ადგილას გაცილებით უფრო გავცეცხლდებოდი და ვერც თავს შევიკავებდი!
-ხო მაგრამ მე ეს განძრახ არ გამიკეთებია!ლუკამ ძალით მაკოცა!
-ლილე ანდრიამ ხომ გაგაფრთხილა?!არამხოლოდ დღეს არამედ ლუკას პირველივე ნახვისას!
-ხო ვიცი რომ დამნაშავე ვარ მაგრამ მართა მე მის გარეშე ვერ გავძლებ!
-შეგირიგდება ლილ!უბრალოდ საკუთარ თავში გარკვევა ჭირდება!-ხელი მოხვია თორნიკემ და გულზე მიიკრა.
-მასთან მინდა!
-შეგირიგდება!ერთხელ ისც ხო უნდა გაგიბრაზდეს არა?-გაუცინა ბიჭმა-სულ შენ ხომ არ გაიბუტები ნუ?
-როგორც იქნა!არ მეგონა მაგ ბიჭსაც თუ შეეძლო გაბრაზება!...ნუ ეგ რა გაბრაზება იყო მაგრამ მაინც!არ შემიძლია ეს საზღვრებში მოქცეული კაცები!
-აბა ყველა თავზე ხო არ დაიმხობს ოთახს?-წარბებშეკრული უყურებდა მეტრეველი.
-ეგ არ მიგულისხმია უბრალოდ კაცი ხანდახან ხომ უნდა აგყვეს ჩხუბში?!ისე მუღამი ეკარგება ურთიერთობას!
-შენ და დაშნიანი ხშირად ჩხუბობთ?
-თუ გინდა მოგიყვები როგორ ვრიგდებით!-შეუღრინა ძმას და ისევ ლილეს მიუბრუნდა.იმ დღეს როგორღაც მოახერხეს მისი დამშვიდება.
დღეები გადიოდა მაგრამ ანდრია არ ჩანდა.რამდენჯერმე სახლშიც მიაკითხარ ლილემ თუმცა მისი ნახვა ვერ მოახერხა."სიგიჟის"ზღვარზე იყო მაგრამ არაფერს იმჩნევდა,ისევ ძლიერი ქალის როლს თამაშობდა.
.............................
დივანზე მოკალათებული ელოდა როდის დაბრუნდებოდა.კარი რომ შემოაღო ტელეფონზე საუბრით იყო დაკავებული.
-მადლობა!ვიცი მანჩო მეც მიყვარხარ!დედა მოსალოცად დამირეკე თუ სასაყვედიროდ არ მესმის!...ამხელა ქალი ხარ როგორ არ გრცხვენია?!-იცნოდა და თან უყურებდა მწოლიარე ქალს.-კარგი წავედი....მართა?! აქ რას აკეთებ?
-დაბადების დღეს გილოცავ ექიმო!-წამოდგა და ბაგეებზე წაეტანა.
-გახსოვდა?!
-როგორ შეიძლება დამვიწყებოდა?!
-მთელი დღე არ გამო...-სიტყვის დასრულება ვერ მოახერხა.
-ჩშ დატკბი ამ მომენტით-ღრმად ამოისუნთქა და კვლავ მის ბაგეებს დაეწაფა,პარალელურად პერანგის ღილების შეხსნა დაუწყო.
-ნუთუ ძალადობას აპირებ ჩემზე?!-გაიცინა და თავადაც დაიწყო მისი ტანსაცმლისაგან განთავისუფლება.
-თუ არ გაჩუმდები მოგკლავ!
-ისეთ ფორმაში დამხვდი ისედაც მომკალი!-ამოიხვნეშა და ქალის სხეული ხელში აიტაცა-მაგიჟებ მართა!
-ვიცი!-გაიცინა და ქვედა ტუჩზე კბილები ჩაასო.
-გაჩუმდი ბოლოსდაბოლოს!-უთხრა და მისი ყელის შესწავლა დაიწყო.
-ცუდი კაცი ხარ!
დამიანეს მხარზე ედო თავი და ისევ განვლილ დროზე ფიქრობდა.
-დამი!
-ჰმმ გისმენ?!-თვალი არ გაუხელია,უფრო მჭიდროდ მოეხვია ქალს და დაელოდა.
-მითხარი!
-რა გითხრა მართა?!-ზემოდან დახედა.
-მითხარი...რომ...რომ გიყვარვარ დამი!
-რა დაგემართა?-გაკვირვებული თვალებით დააკვირდა მის დანისლულ მწვანეებს.
-უბრალოდ მინდა ამის მოსმენა!
-მიყვარხარ მართა!სიცოცხლეზე მეტად!...უსაზღვროდ...უკიდეგანოდ!-ქალს ხმა არ ამოუღია უბრალოდ სახე მის ყელში ჩამალა და თვალები დახუჭა.დაშნიანი დიდხანს ეფერებოდა თმაზე მძინარე გაბიანს,თან მისი სურნელით ივსებდა ფილტვებს.შემდგომ კი თავადაც გადაეშვა მორფეოსის სამყაროში.
დილით ჩვეულებრივზე ბევრად ადრე გაიღვიძა,ცოტახნით აკვირდებოდა მძინარე დაშნიანს.მერე ფრთხილად წამოდგა იატაკზე დაყრილი ტანსაცმელი ჩაიცვა და ფრთხილად გავიდა ოთახიდან.მანქანაში ისე მოკალათდა უკან არც გაუხედავს უჭირდა წასვლა მაგრამ ამასაც იმ პატივისცემას აბრალებდა რაც აქამდე გააჩნდა დაშნიანის მიმართ.ტელეფონი აიღო და თორბიკეს შეტყობინება გაუგზავნა და გეზი დასავლეთისკენ აიღო.მთის ჰაერით ფილტვები რომ აივსო თითქოს შვება იგრძნო და წამსვე შეიყვარა თოვლით დაფარული მიდამო.
დაშნიანმა რომ გაიღვიძა და მართა არ დახვდა გაუკვირდა თუმცა იფიქრა თორნიკემ დაურეკა და წავიდაო.შემდეგ წერილი იპოვა და განადგურდა."შენი სიყვარულით ვსაზრდოობდი...გეფიცები...მაგრამ მე ვერ შევძელი!...მშვიდობით!"
ირგვლივ ყველაფერი დალეწა,შემდეგ უბრალოდ შეეცადა თავი ხელში აეყვანა.კარგად იცოდა მისი გრძნობა არ იყო ცალმხრივი,უბრალოდ მართა ვერ ახერხებდა საკუთარ ემოციებს გამკლავებოდა და გაეაზრებინა სინამდვილეში რას გრძნობდა.ამის გამო გადაწყვიტა არ შეეწუხებინა,დრო მიეცა რომ ყველაფერი გაეაზრებინა და დაელაგებინა,შემდგომში კი აუცილებლად "დასჯიდა"გაუჩინარების გამო.
................................
ახლალი წელი ახლოვდებოდა და თითქოს არავინ იყო ბედნიერი.გიორგი დამწუხრებული ქალიშვილის ყურებას ვეღარ უძლებდა თუმცა ანდრიას გამტყუნებაც არ შეეძლო.ირაკლისა და სოფიოს ბედნიერება თორნიკეს დაბრუნების გამო ახლა მართას გაუჩინარებამ გადაფარა.გიჟს გავდა უფროსი გაბიანი მთელი ძალით ცდილობდა შვილის დარწმუნებას უკან დაბრუნებაზე მაგრამ მართა არ ჩქარობდა.განაცხადა რომ ახალი წლის შემდეგ აუცილებლად დაფიქრდებოდა ამაზე მანამდე კი უნდა აეტანათ უმისობა რადგან განტვირთვა ესაჭიროებოდა.სხვა გზა არ ჰქონდა ირაკლის უნდა დამორჩილებოდა მისი ნებიერა ქალიშვილის ნებას და ცოლი დაემშვიდებინა.თორნიკე ძველ საქმიანობას დაუბრუნდა და მამის ბიზნესს ცაუდგა სათავეში.არ ნერვიულობდა მისი დის გამო რადგან დარწმუნებული იყო ყველაფერს გაუძლებდა რადგან ის გაცილებით ძლიერი იყო ვიდრე ჩანდა.
წიგნის დასრულების შემდეგ მართაც და ლილეც მხოლოდ ერთ ადგილს ატრიალებდნენ გონებაში"მერე რა,რომ იდეალური არ იყო...მერე რა,რომ არც მე ვიყავი იდეალური...სამაგიეროდ ჩვენი სიყვარული ყველანაირ ოცნებაზე მეტად წრფელი და აღმატებული იყო.მიუხედავად ამისა მე,ჩვენს შორის მეტად არაიდეალურმა დავანგრიე ის არაჩვეულებრივი გრძნობა.საკუთარი ტავი უაზროდ შევიცოდე და მისგან გავიქეცი...რეალურად არც ის და არც ჩვენი გრძნობა არ იმსახურებდა ამას...მაგრამ მე ეგოისტი ვარ!ვერ ვხედავდი ჩემს განვითარებას იქ...და ეს ნაბიჯი გადავდგი...ნაბიჯი რომელიც ყველაზე დიდი შეცდომაა ჩემს ცხოვრებაში...ნაბიჯი რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა".
ოცდათერთმეტ დეკემბერს ლილეს კარზე ზარის ხმა გაისმა.უსიცოცხლოდ დაიზრა კარისკენ.გული ორმაგად აუძგერდა იქ ანდრია რომ დაინახა დანისლული თვალებით იყურებოდა და ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა იმას რომ აბაშიძე ისევ მასთან იყო.
-ანდრია!-ამოიტირა და მთელი ძალით მოეხვია ბიჭს.
-მაპატიე ლილ!მაპატიე ის დაკარგული დღეები!
-გეფიცები არ მინდოდა ყველაფერი ასე მომხდარიყო...ანდრია მე არ ვიცოდი რომ ის ამას გააკეთებდა!...მაპატიე!
-მიყვარხარ ლილე!და მოვითხოვ ჩემი ცოლი გახდე სამუდამოდ!
-ანდრია?!
-უარს არ მივიღებ!-თვალები დააბრიალა და მოცინარ გოგოს გახედა.
-არ ვაპირებ უარი გითხრა! ამ დღეებმა დამარწმუნა რომ შენს გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ!
...................
ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე არ მართა ყოფილა მშვიდად.მიუხედავად იმისა რომ დაისვენა შვენა მაინც ვერ ჰპოვა.არ უნდოდა გაეაზრებინა მაგრამ ენატრებოდა დაშნიანი...ისე ენატრებოდა რომ სული ეხუთებოდა.არ უშველა არც რაჭამ და არც იქაურ მოხუცებსა და ახლგაზრდებთან ურთიერთობამ თითქოს ყვწლას ერთად პირი შეეკრა და მის დარწმუნებას ცდილობდნენ იმაში რომ სიყვარული ყველაზე დიდებული გრძნობააა.ბოლოს"სიგიჟე"ხელში შეათამაშა...მანქანის გასაღებს დასწვდა და სახლიდან გავარდა.ისეთი სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას,რამდენჯერმე გადურჩა ავარიას,მაგრამ იმ მომენტში საერთოდ არაფერი ადარდებდა.თბილისში რომ შევიდა კიდევ უფრო უმატა სიჩქარეს,სისხლი აწვებოდა,ამაზე დიდი ადრენალინი არასდროს შეუგრძვნია...ბოლოს ღრმად ამოისუნთქა და მაქანა სახლის წინ გააჩერა...დარწმუნებული იყო სახლში იქნებოდა...საათს დახედა და გაეღიმა...მხოლოდ ერთი წამი იყო დარჩენილი ქვეყნის ყველაზე მაშტაბურ დღესასწაულამდე...ყველაზე რომანტიულ წამამდე.მანქანიდან გადმოსვლისთანავე პულსის აჩქარება იგრძნო.კარზე დააკაკუნა და გაეცინა როცა გაკვირვებული სახით მდგარი დამიანე დაინახა.
-მართალი იყავი...მართალი იყავი როცა ამბობდი რომ უძლიერესი გრძნობაა სიყვარული...მართალია აქამდე არ მჯეროდა მაგრამ ამ ორი კვირის განმავლობაში რაც რაჭაში ვარ განვიცადე მისი სიდიადე...ისევე როგორც შენ მეც ჩალმხრივობით ვიტანჯებოდი...და გული მტკიოდა რომ ის ჩემსკენ ნაბიჯს არ დგამდა...რომ ჩემთან არ მოდიოდა და არ მეუბნებოდა მისი ღვთაებრივი ხმით რომ ვუყვარვარ!-შეამჩნია დაშნიანის აღელვებული სახე და შეკრული სუნთქვა...არც მისი დაჭიმული ყბის ძვალი გამორჩენია.-მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე საათის წინ გავიაზრე და მზად ვარ მოგკლა იმის გამო რომ ამ ორი კვირის მანძილზე მთელი ქვეყანა არ გადააყირავე რათა გეპოვე!-თქვა თუ არა ტუჩებზე ეძგერა შემდეგ უეცრად მოშორდა და საათს დახედა.-გილოცავ ახალ წელს ექიმო!
-მართა...მარიამ შენ რა ახლა თქვი რომ გიყვარვარ ხომ?!
-არა!...ახლა ვთქვი რომ ვგიჟდები შენზე!
-არ მჯერა რომ ამასაც მოვესწარი ჯიუტო ქალბატონო!-გაიცინა და ძლიერად მოეხვია-ახალ წელს გილოცავ! და შენ ძალიან ცუდი გოგო ხარ იმ დღეს რომ მიმატოვე!
-ვიცი ხო და მერე მივიღებ სასჯელს!-გაბუსხული ბავშვივით ამოილაპარაკა და სახლში შევიდა-დამიანე როგორი გრძნობაა სიყვარული?-უეცრად შემობრუნდა და კართან მდგომ ბიჭს გახედა.
-ლამაზი!
-რას გავს?-ბიჭი ცოტახნით დაფიქრდა შემდეგ აივნის კარიდან მომზირალ ცას გახედა და უპასუხა.
-იქნებ...დეკემბრის ცას?!
...........................
ჰო მართას და ლილეს ისტორიები კარგად დასრულდა მაგრამ მე?!ის ვისაც "სიგიჟე"შესისხლხორცებული მაქვს?მელის კი ისეთი დასასრული როგორიც წარმომიდგენია.შვეიცარიის ქუჩებში ვსეირნობ...ახალ წლამდე მხოლოდ რამდენიმე წუთი დარჩა და მე გარეთ ვარ!იმიტომ რომ სახლში არავინ მელის.ჩემს ახლალ წიგნს რომელსაც მოხიოლოდ სათაური და დასასრული აკლია რედაქტორი კი მას ხვალ ელოდება.ახლა საქართველოში რომ ვიყო ჩემს ძმასა და ლილესთან ერთად ვიქნებოდი მერე მართა გამოჩნდებოდა...შესაძლოა დამიანეც მოეყვანა...მაგრამ მე მაინც ერთის დანახვა გამოხარდებოდა ერეკლე შემოაღებდა ჩვენი სახლის კარს და საოცრამ მაკოცებდა...მერე ამაზე ანდრო წარბებს შეკრავდა მე და ახვლედიანი კი გავიცინებდით.მაგრამ,ასე ვეღარ იქნება მე მას გული ვატკინე ახლა ალბათ ჩემი სახელის გაგონებაც არ უნდა.ამ ფიქრებით გართული ვიღაცას ვეჯახები როგორ მინდა ახლა ვინც არ უნდა იყოს ქართულად მითხრას რამე თუნდაც გამლანძღოს.
-ისევ ისეთი მოუხერხებელი ხარ მწერალო?-ჯანდაბა ეს ერეკლეს ხმაა...და ისევ მოუხერხებელს მიწოდებს...მაგრამ ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს ის აქაა...ჩემთანაა მაშინ როცა მე ის ასე მჭირდება.ტვინს ფიქრის საშუალება აღარ მივეცი და მთელი ძალით მოვეხვიე.
დეკემბერმა ანდრიას ლილე აპივნინა!
დეკემბერმა მართა გრძნობებში გაარკვია და სამუდამოდ დაშნიანის გახადა!
დეკემბერში ერეკლე ახვლედიანმა საქართველოდან წასვლა მაპატია!
დეკემბერი თვეა რომელიც ჩვენს ოცნებებს ფრთებს ასხამს!
სიყვარული კი ყველაზე მეტად დეკემბრის ცას ჰგავს!
...................
არ ვიცი რა გამოვიდა.ძალიან მინდა მოგეწონოთ მაგრამ მაპატიეთ თუ იმედგაცრუებულები დარჩებით!სიმართე თუ გინდათ საერთოდ გათიშული ვწერდი თითოეულ სიტყვას,იმედი მავს აპატიებთ დარას წერის დროს დაშვებულ სეცდომებს!მიყვარხართ უზომოდ!



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგი ისტორია იყო.მომეწონა.

 


№2  offline წევრი dara

სტუმარი nancho
ძალიან კარგი ისტორია იყო.მომეწონა.

მადლობა დიდი❤

 


ძალიან თბილი და ტკბილი ისტორია იყო <3

 


№4  offline წევრი dara

ზაფხულის გოგო
ძალიან თბილი და ტკბილი ისტორია იყო <3

თბილი და ტკბილი ხალხისთვის იყო განკუთვნილი❤მიხარია რომ მოგწონთ

 


№5 სტუმარი anastasia

ყველაზე მაგარი ისტორია იყო რაც კი აქამდე წამიკითხავს!იმდენად მომეწონა ალბათ წინა ისტორიებსაც მივუბრუნდები!არანაირი იმედგაცრუება!ძალიან კარგად წერ ბევრი ბევრი მუზები შენ!

 


№6  offline წევრი dara

anastasia
ყველაზე მაგარი ისტორია იყო რაც კი აქამდე წამიკითხავს!იმდენად მომეწონა ალბათ წინა ისტორიებსაც მივუბრუნდები!არანაირი იმედგაცრუება!ძალიან კარგად წერ ბევრი ბევრი მუზები შენ!

მადლობა საყვარელო!<3 დადებითად დამმუხტა შენმა კომენტარმა!უსაყვარლესი ხარ!და მიხარია რომ მოგწონს!იმედი მაქ მალე დავბრუნდები კარგი ისტორიით! heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იყო.მადლობა თქვენ.წარმატებებს გისურვებ????♥️♥️

 


№8  offline წევრი izabella

სამი საუკეთესო წყვილის ამბავი,
უზომო სითბოთი და სიყვარულით სავსე.❤️❤️❤️
ისტორია, რომელიც მხოლოდ დეკემბრის ცას უხდება
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent