ბუმერანგი.მეორე ნაწილი 16 თავი.
-სიტყვა ბუმერანგი გაგიგონია და იცი რას ნიშნავს? ბუმერანგი თუ მიზანს ვერ მოხვდა,უკან ბრუნდება და ვფიქრობ შენს ასაკში უნდა შეგეძლოს მისი გაანალიზება რას ნიშნავს უკან დაბრუნებული ბუმერანგი და სად დაგარტყამს მისი სიძლიერე. -იმდენად ვერ აღმიქვამ სერიოზულ ადამიანად,რომ ხანდახან ვფიქრობ საერთოდ არ გინდა ვარსებობდე ძმაო. -იმდენი შეცდომა გაქვს დაშვებული,რომელი შეგახსენო აღარც კი ვიცი,მაგრამ სულ ბოლოს შეგახსენებ და შეგეკითხები,როგორაა საქმე გაქვს იმედი რომ ამჯერად გაგიმართლებს და ყველაფერი გეგმის მიხედვით გამოვა? -ის ვისი იმედიც მქონდა ციხიდან გამოვიდა. -რატომ ასე ადრე,ჯერ ხომ არ უნდა გაენთავისუფლებინათ. -არ ვიცი როგორ,მაგრამ მისი განთავისუფლება დროზე ადრე მოხდა. -ძალიან კარგია და როგორ ფიქრობ,მოვა შენთან? -მოვა,რადგან ის უჩემოდ ამ ცხოვრებაში არავინ და არაფერია. -კარგია და კიდევ მინდა გითხრა,რომ დროა ეკლესიას დავეხმაროთ. -რატომ? ეს ახალი გატაცებაა შენი თუ გინდა სინდისი დაიმშვიდო. -როგორ თუ რატომ ან რას ნიშნავს შენი ირონია. -გაგა აქ მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ მე და შენ და მოდი გულახდილები ვიყოთ ერთმანეთის პირისპირ,რადგან რაც დრო გადის სულ ამაზე ვფიქრობ. -რაზე ფიქრობ,რა გაწუხებს. -სინდისზე ძმაო,რადგან არც მე და არც შენ სუფთა სინდისი არ გვაქვს,რადგან ჩვენთვის ორივესთვის მნიშვნელოვანი ჩვენი პირველობა და ფული იყო,მაგრამ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი კი ორივეს დაგვავიწყდა. -და რა არის ეს პრიორიტეტი რომელიც დავივიწყეთ? -ადამიანობა ძმაო,ადამიანობა და ვფიქრობ მართლა მოვიდა დრო ეკლესიაში ვიაროთ რომ მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები,რომ უფალმა შეგვინდოს. -მე არ მჭირდება არავინ ღმერთთან დასალაპარაკებლად და სინდისის დასამშვიდებლად,არც არავის წინაშე არ ვარ ვალდებული თავი ვიმართლო. -მე კი ასე არ ვფიქრობ,ჩვენ დავივიწყეთ ყველაფერი და ჩვენი სული,ხორცი მაფიას მივეცით,იმ მაფიას ჩვენ ორმა რომ ჩამოვაყალიბეთ. -მაფია,ჩვენი მაფია და შენ მართალი ხარ,თუ ძალა კიდევ გვაქვს გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენივე შექმნილი მაფიისათვის. -ბატონო გაგა,ბატონო ზვიადი სად ხართ სამწუხარო და აღმაშფოთებელი რამ მოხდა. -რა მოხდა,რას ამბობ ნათია.ფეხზე წამოდგა გაგა და ნათიას გაოცებული თვალებით უცქერდა. -თორნიკე ქართველიშვილს თავში აუვარდა კომპანიის დირექტორობა. -რა მოხდა,რატომ ხარ ასეთი აღშფოთებული. -რამდენიმე წუთის წინ ჩემთან მოვიდა და გასული წლის საქაღალდეები მომთხოვა,მას ძირფესვიანად უნდა გამოიძიოს კომპანიის ეკონომიური მდგომარეობა. -პირველი ბატონო თორნიკე და არა უბრალოდ თორნიკე რადგან ის ამ კომპანიის დირექტორია და ჩემი ქალიშვილის მეუღლეა და მეორე,მერე? შენ რატომ ხარ ასეთი შეშინებული,გაქვს შიშის მიზეზი? -არა,მაგრამ................................... -შენს კაბინეტში დაბრუნდი და თუ შიშის მიზეზი არ გაქვს ნუ გადაგდის ცისარტყელასავით ყველა ფერი სახეზე.უთხრა გაგამ ნათიას და ზვიადის შეხედა.ნათია არ ელოდა გაგასგან ასეთ პასუხს და მხრებჩამოყრილი დაბრუნდა უკან,ზვიადიმ კი გაგას შეხედა და თქვა. -პირველივე დღიდან არ მომწონს ეს ქალი და საიტერესოა რატომ მიიღე,შენ რა ნოდარის გაუწიე თანაგრძნობა რადგან მისი მოყვანილია? -უამრავჯერ მაქვს ნათქვამი და კიდევ გიმეორებ,ნუ ჩქარობ სიჩქარე საქმეს არ გაგიკეთებს ისე როგორც შენ გინდა.ყველა მიიღებს სასჯელს თავისი თავხედობისთვის,ისეთ სილას მიიღებს ქალბატონი ნათია რომ ჯერ არავის არ მიუღია.ორივე ჩაფიქრდა და თითქოს ორივე წარსულში მოგზაურობდა და არავინ იცოდა მათ გარდა რამდენი სისხლი დაღვარეს,რამდენი უდანაშაულო დაადანაშაულეს,რამდენს ცხოვრების გზები გაუმრუდეს და რამდენი სიცოცხლეს გამოასალმეს. -ხელი არ ჩაიქნიო,მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ.ვიცი რომ არასწორი გზებით ვიარე მთელი ჩემი ცხოვრება,მაგრამ ბედნიერებას ჩვენთანაც არის,მხოლოდ ველოდებით მის გამოჩენას.გაგამ შეხედა ზვიადის და უთხრა. -დაელოდე,დაელოდე ალბად ოდესმე მოაღწევს შენამდე.წადი და საქმეს მიხედე. -როგორ ხართ ჩემო ლომებო. -სიწყნარე გვაქვს დღეს კომისარო. -არ მომწონს ეს სიწყნარე ახვლედიანო. -რას ვიზამთ,გარეთ თუ სიწყნარეა ჩვენც წყნარად ვართ უფროსო. -მართალია,რთული დღეები გამოვიარეთ და თქვენ ჩემს გვერდით იდექით ბოლომდე და მინდა ვაღიარო,რომ თქვენ ორს ბრწყინვალე მომავალი გელოდებათ,ამ მოკლე დროში ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ.ნიკუშ შენ არც კი ვიცი რამდენჯერ შეებრძოლე სიკვდილს,მაგრამ ისევ აქ ხარ ჩემთან და ჩვენს გვერდით. -მიხარია ეს სიტყვები თქვენგან კომისარო. -სიმართლის გაგონება ყველას უხარია,ახლა საქმეს მიხედეთ.ლაერტი სიხარულით სავსე გავიდა კომისრის კაბინეტიდან,ნოდარი კი უგზო უკვლოდ დადიოდა და ერთ უბანში გააჩერა მანქანა,თითქოს მასთან მოახლოვებულ საფრთხეს გრძნობდა და ფიქრებში გართული ტელეფონის ხმამ შეაშინა,მაგრამ გაბედულად უპასუხა უცხო ნომერს. -სად ხარ ძველო მეგობარო,ზვიადის დავურეკე,მაგრამ პასუხი არ გამცა იმ ნაბიჭვარმა. -ვინ ხარ და საიდან მირეკავ.ხმა გაიმკაცრა ნოდარიმ. -მე ის ვარ ვინც ცოცხლად შეწირე რუხვაძეებს შენი გადაწყვეტილებით და ჩემისთანა კიდევ რამდენი გყავს გამწარებული. -ვინ ხარ მეთქი. -ის ვარ ვინც უდანაშაულოდ გამომკეტეთ,ნამდვილი დამნაშავე კი თავად ხარ შენ და შენი ძმები რუხვაძეები. -თუ არ მეტყვი ვინ ხარ,ტელეფონს ვთიშავ. -იმდენი უდანაშაულო გყავს გამოკეტილი ვეღარ გაარჩიე ვინ ვარ ბატონო ადვოკატო,ხედავ? მაგრამ დაიმახსოვრე მალე,სულ მალე მწარედ გადაიხდი ამ ტკივილისთვის რაც მე და ჩემნაირ დაუცველ ხალხს გაუკეთეთ. -რას ბოდავ,ვინ ხარ. -ძალიან მძიმე კლიმატია აქ და ეს კლიმატი თქვენ სამივემ უნდა შეიგრძნოთ,სხვა გვარად ვერ მიხვდები ცხოვრების სიმძიმეს.ნოდარი რამდენიმე წუთით გათიშულ ტელეფონს დასცქეროდა და შემდეგ თავად გადარეკა შეშინებულმა. -ზვიადი სად ხარ,უნდა გნახო. -რა მოხდა,რა ხმა გაქვს კარგად ხარ? -კარგად ვარ? თუმცა არ ვიცი როგორ ვარ ზვიადი რადგან სული განკითხვისთვის უნდა მოვამზადო. -რა გჭირს,რას ბოდავ. -არ ვიცი სამოთხეში მოვხვდები თუ ჯოჯოხეთში თქვენს გამო. -თქვი რა მოხდა,ნუ იცი ნერვებზე თამაში. -ახლავეს შემხვდი,კომპანიაში მოდი.ზვიადიმ საჩქაროდ მოემზადა და კომპანიაში წავიდა,ნოდარის დაელოდა და დაინახა თუ არა კაბინეტში შეყვა. -აჰა მოვედი,რა მოხდა მითხარი. -უკვე რამდენი ხანია უცხო ნომერი მირეკავს და მემუქრება,ჩემი სიცოცხლე განსაცდელშია და არც ის ვიცი ჩემი აღსასრული როდის დადგება. -ჯერ დამშვიდდი,დამშვიდდი რადგან ვერაფერი ვერ გავიგე და წყნარად მითხარი რა მოხდა.ნოდარიმ წყალი დალია და ზვიადის ისევ თავიდან მოუყვა ყველაფერი. -ნომერი მაჩვენე.ნოდარიმ ტელეფონი მისცა და ზვიადიმ ნახა უცხო ნომერი. -არ მეცნობა ნომერი,მაგრამ გავიგებთ.ტელეფონი ამოიღო და გადარეკა. -დაადგინე ვის სახელზეა ეს ნომერი და გელოდები.თითქმის ერთი საათის ლოდინის შემდეგ ზვიადის ისევ დაურეკეს. -ვინ არის ნომრის მფლობელი სახელი და გვარი მითხარი. -მიშიკო შანიძის სახელზეა ნომერი. -მიშიკო? დარწმუნებული ხარ? -კი დარწმუნებული ვარ,ნომერი ერთი თვის უკან არის აღებული. -კარგი,გასაგებია.ტელეფონი გათიშა და ჩაილაპარაკა. -მიშიკო,ვინ ხარ მიშიკო.შენ ხომ დღემდე ჩემთვის მუშაობ ნუთუ ვერ გავიგე რომ ჩემი მტერი ხარ? -იცნობ მას? -ვიცნობ,გაგას უთხარი სამ მუასთან შევხვდეთ ერთმანეთსთქო. -სად ატის ეს სამი მუხა,შენ? სად მიდიხარ შენ არ მეტყვი? -გაგამ იცის და ის მიგიყვანს,მეც იქ მოვალ.ზვიადი ბრაზით სავსე იყო,მაგრამ სიბრაზე დროებით დაივიწყა და საერთო მეგობრები მოინახულა,რამდენიმე საათიც მათთან ერთად გაჩერდა და შემდეგ თითქოს მოწყენილმა თქვა. -მე უნდა წავიდე,თქვენ კი არ დაიშალოთ და უჩემოდ გააგრძელეთ. -დარჩი კიდევ ცოტა ხნით,დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ასე ერთად არ შევკრებილვართ. -არა წავალ საქმეები არ იცდის ძმაო,მხოლოდ მიშიკოს წაგართმევთ. -ჩვენ? ჩვენ არ გჭირდებით? -ჯერ არა,მაგრამ გპირდებით მალე დამჭირდებით.მიშიკო დაემშვიდობა მეგობრებს და ზვიადის გაყვა. -სად მივდივართ ძმაო. -ეს სიურპრიზია და უნდა მოითმინო.რამდენიმე საათი იარეს,მიშიკოსთვის უცხო იყო ეს გზა და ეს ადგილიც.გაოცებულმა შეხედა ზვიადის და უთხრა. -აღარ იტყვი სად მივდივართ? -მოვედით,აქ გავაჩერებ და პატარას მე და შენ ფეხით გავივლით. -აქ რა გვინდა,ზვიადი ამ ტყეში რა უნდა გავაკეთოთ. -უნდა დავილაპარაკოთ. -ძმაო კარგად ხარ,საკლაპარაკოდ ტყეში მომიყვანე? რა უცნაური ადამიანი ხარ.ჩაიცინა მიშიკომ და ზვიადის უკან გაყვა,უეცრად შემობრუნდა და ერთმანეთის წინ პირისპირ დადგნენ. -უცნაური იცი რა არის? ამ სიმშვენიერეს რომ უყურებ და რამდენიმე წუთში ვერაფერს რომ ვეღარ შეხედავ. -რა მოხდა,რას მიპირებ რამე შემეშალა შენთან? -წლებია ჩემთან ხარ და ჩემს პურს ჭამ,მე დაგაყენე ფეხზე და გიხსენი სიღარიბისგან,მაგრამ საერთოდ არ მცნობიხარ. -რას ამბობ,პირდაპირ მითხარი რისი თქმა გინდა. -რატომ მიშიკო,რატომ მე ხომ მეგობრად გთვლიდი.მითხარი რატომ მიღალატე,ჩემზე უფრო კარგად გიხდის ის ვისთანაც მიღალატე? -როგორ გიღალატე ან როდის,რას ამბობ ზვიადი ვერაფერი ვერ გავიგე. -მითხარი რომ ეს შენ არ გაგიკეთებია. -რა გავაკეთე შეგიძლია მითხრა? -მითხარი რომ ამ ნომრის უკან შენ არ დგეხარ. -რა ნომერი რას ამბობ ვერაფერი ვერ გავიგე. -ეს ნომერი გეცნობა? ზვიადიმ ნომერი აჩვენა მიშიკოს და მან კი გაოცებულმა თქვა. -ეს არ არის ჩემი ნიმერი. -დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ ძმაო. -მაგრამ შენს სახელზეა გაფორმებული. -ვიცი,გელამ მთხოვა ერთი თვის უკან და ჩემი პირადობით ავიღე ეს ნომერი. -გელა? შენ არაფერ შუაში არ ხარ ამ ნომერთან? -არა ძმაო არაფერი არ ვიცი რა მოხდა,მაგრამ ვიცი რომ შეცდომა დავუშვი არ უნდა ამეღო ჩემს სახელზე ნომერი, რადგან ვხედავ ძალიან გაბრაზებული ხარ და საშინელება მოხდა რამაც გაგაბრაზა. -დაურეკე,დაურეკე ახლავეს აქ მოვიდეს და მითხრას ვისთვის აიღო ეს ნომერი. -დამშვიდდი ყველაფერს გავარკვევთ. -ვერ ვმშვიდდები,მიშიკო არავის არ მივცემ უფლებას რომ მე ზვიადი რუხვაძეს დამემუქროს.მიშკომ ტელეფონი ამოიღო და დარეკა. -მიშო? რა მოხდა,სად ხარ. -სამ მუხასთან უნდა მოხვიდე ახლავეს და მარტო,გელოდებით.ერთ საათში გელა მიშიკოს და ზვიადის წინ იდგა,გრძნობდა რომ რაღაც მოხდა,მაგრამ მაინც იკითხა. -რა მოხდა,ასე შორს რატომ შევიკრიბეთ. -გელა ლაპერაშვილი მე ხომ მეგობრად გთვლიდი,გენდობოდი და ყველა ჩემს საიდუმლოზე შენ გიყვებოდი,განდონდი თითოეულ სიტყვას და შენ? შენ ვინ ხარ,ვინ დგას შენს უკან და ვისთვის მუშაობ.გელას ჩაეცინა,ზვიადის თვალებში ჩახედა უშიშრად,უტიფრად და უთხრა. -მეგობრად? შენ მეგობრები გყავს კი საერთოდ? შენ ხომ მხოლოდ შენი ძმის ბრძანებების შემსრულებელი ხარ,შენ ხომ ყოველთვის ფული გინდოდა და მეც არ მაკლდა შენგან ფული,მაგრამ ეს ხომ სისხლიანი ფულია.შენ არასოდეს დაფიქრებულხარ რომ ჩვენ ვინც შენს ბრძანებებს ვასრულებდით თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაჩნდა გრძნობები,ადამიანური გრძნობები რომლებიც თქვენთვის ორივე ძმებისთვის უცხოა. -თავის გადარჩენაზე ფიქრობ თუ გინდა მითხრა,რომ შენი თავი მე შემომწირე მსხვერპლად. -არა,არაფერს არ ვნანობ აქ ვარ შენს წინ და ისიც ვიცი ჩემი ბოლო აქ დასრულდება ამ სამ მუხასთან,რა მითხარი? თავის გადარჩენაზე ვფიქრობ? არა,ეს შენ და შენი ძმა ფიქრობთ ყოველთვის თავის გადარჩენაზე და სხვებს უნგრევთ მშვიდ ცხოვრებას.დაგითვლიათ რამდენი ადამიანის სისხლი შეაშრა თქვენს ხელებს? რამდენი ოჯახი გაამწარეთ, რამდენი უდანაშაულო დაისაჯა თქვენს მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის.პირადად შენ რამდენი არასრულწლოვანი გააუბედურე და შემდეგ ფულს უტოვებდი მათ,რადგან ფიქრობდი შენგან მიყენებული ტკივილს ფულით განკურნავდი.ვერავინ გაბედა არ იყო არცერთი გამბედავი პირში ეთქვა შენთვის სიმართლე თუ რა ნაგვები ხართ ორივე ძმები.თქვენ არასოდეს არ შეიცვლებით და ორივე მძულხართ,მაგრამ მალე,სულ მალე მოვა თქვენი აღსასრული.გაგა ზვიადის უკან იდგა და ზიზღით და რისხვით სავსე თვალებით შეხედა გელას არც კი დაფიქრებულა პირდაპირ გულში ესროლა და დაადუმა. -დგეხარ და უსმენ,რატომ მიეცი ამდენი თქმის უფლება -ყველაზე მეტად ვენდობოდი და ვადროვე, ეთქვა რაც გულში ჰქონდა სათქმელი. -ვიცოდი,ვგრძნობდი თავიდანვე ზიზღით იყო ჩვენს მიმართ.ვიცოდი ერთ დღეს თუ ღალატზე გავიგებდით სწორედ მისგან იქნებოდა ღალატი,შენ კი გეგონა ისეთი სუფთა იყო შენს მიმართ რომ თოვლზე სიარულისას კვალსაც არ ტოვებდა. -ფრთხილად უნდა ვიყოთ,მიშიკო ხომ ხედავ რაც მოხდა,ამიტომ თუ ვინმეს რამეს შეამჩნევ უნდა თქვა,რომ ყველამ ის მიიღოს რასაც დაიმსახურებს.შენ კი იჩქარე ძმაო სროლა,უნდა გამეგო ვინ დგას ამ ზარების უკან. -გავიგებთ,არც ეს არის ძნელი გასაგები.გელას უსიცოცხლო სხეული ტყეში უპატრონოდ მიატოვეს,წასვლამდე კი გელას იარაღი ხელში ჩაუდეს და წავიდნენ.მიშო მდუმარედ იჯდა ზვიადის გვერდით და მომხდარზე ფიქრობდა,იცოდა რუხვაძეებს სიმართლე რომ გაეგოთ არც მას დაინდობდნენ,მაგრამ არ შეშინდა და უფრო მტკიცე გახდა მისი გადაწყვეტიულება,რომ პოლიციას დახმარებოდა და რუხვაძეების არსებობა გაექრო.მიშიკო ცდილობდა რუხვაძეებისგან უამრავი მოწამლული ახალგაზრდებისთვის დაებრუნებინა ცხოვრების ხალისი.ზვიადიმ უდარდელად ჩაუღიღინა თითქოს ორიოდე წუთის უკან არც არაფერი მომხდარიყო,მიშიკო მის ბინასთან მიიყვანა,თავად კი ტელეფონი ამოიღო და გადარეკა. -ჯული როგორ ხარ,არ გახვიდე სადმე შენთან მოვდივარ. -სახლში ვარ გასვლას არც ვაპირებ. -რა მოხდა დაღლილი ხმა გაქვს,ისევ არ გეძინა? -არ მეძინა,ისევ ცუდად გახდა სუნთქვა უჭირდა. -დამშვიდდი უკვე ახლოს ვარ,მოვალ და ვისაუბროთ.ჯულიმ ამოიოხრა და ტელეფონი მაგიდაზე დადო,თავად სააბაზხანოში შევიდა და დაღლილი სახე ცივი წყლით დაიბანა,კარზე ზარის ხმამ შეაშინა ჩფიქრებული ადა უხალისოდ გააღო კარი. -არ მეგონა ასე ცუდად თუ დამხვდებოდი. -დღეები მიდის ზვიადი და უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო,ვერაფერს ვერ ვაკეთებ,ვერ ვეხმარები ხელები მაქვს შეკრული,ვხედავ როგორ ნელა ნელა ვკარგავ შვილს და მინდა გადავარჩინო,მაგრამ როგორ. -გადავარჩენთ,ჩვენ შენს გოგონას გადავარჩენთ. -როგორ ზვიადი მე ხომ ყველა გზა ვცადე,მაგრამ შედეგი არ არის. -ყველაფერს გავაკეთებ,რომ პატარა თინათინი გადავარჩინოთ. -გაქვს რამე იდეა? -მაქვს იდეა,რაღაც მოვიფიქრე და ორი დღე მჭირდება დასაზუსტებლად,გპირდები ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენს პრინცესას გადავარჩენთ. -შენ არასოდეს არ შეიცვლები,ამჯერად რა ჩაიფიქრე.ზვიადი ჩაფიქრებული იყო და ჯულის მოეჩვენა,რომ მისი სიტყვები არც კი გაუგონია,შემდეგ შეირხა ტელეფონი ამოიღო და გადარეკა. -სად ხარ დაკარგული,საით მოგზაურობ ამჯერად ან დაბრუნებას როდისთვის ფიქრობ. -ოოოო,ბატონ რუხვაძეს გავახსენდი? -სულ მახსოვხარ,საკმარისია დასვენება უნდა დაბრუნდე. -გეგმები გვაქვს? -გვაქვს,ერთი რთული საქმეა,რომელსაც შენს გარდა ვერავის ვერ მივანდობ,შენ მჭირდები ბერო და უნდა დაბრუნდე. -ახალი სამიზნეა? -ახალი სამიზნეა,ჩემთვის არაფერს გთხოვ ერთი პატარა პრინცესას სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ. -მაშინ მოვდივარ და როგორც ყოველთვის მეც შენს გვერდით ვარ. -ბერო ეს ძალიან მძიმე და რთული საქმეა, როგორც ყოველთვის.................... -როგორც ყოველთვის კვალი უნდა დაიფაროს მეგობარო,არ გინდა შეხსენება ეს ჩვენი პირველი ერთობლივი საქმე არ არის.ზვიადიმ ტელეფონი გათიშა და ჯულის შეხედა. -ზვიადი მინდა ვიცოდე რა ჩაიფიქრე. -შემომხედე,გინდა თუ არა შვილის გადარჩენა. -რა თქმა უნდა მინდა,მაგრამ არ მინდა ჩემი ბედნიერება სხვის უბედურებაზე ავაგო. -დამშვიდდი და ეს ყველაფერი მე მომანდე,მე მოვაგვარებ ყველაფერს. -ძალიან დამღალა ზვიადი შენმა საიდუმლოებით სავსე ცხოვრებამ,შენი ცხოვრება იარებით და ჭრილობებით არის სავსე და გთხოვ შეეცადე შეიყვარო,რომ შენმა სიყვარულმა განკურნოს ეს ჭრილობები. -მიყვარს ჯული მაგრამ მას არ ვუყვარვარ. -ბოლოს როდის იყავი მასთან და როდის ნახე,როდის მიართვი საჩუქარი ან როდის უთხარი მიყვარხარო. -ერთი თვეა არ ვყოფილვარ და არ მინახია,არ მივსულვარ რადგან არ უნდა მის სიახლოვეს რომ ვიყო. -გაბრაზებულია,შენ მას ატკინე და შენვე უნდა ჩაახშო მასში შენგან მიყენებული სიბრაზე და ტკივილი,ვინ იცის ერთ დღეს შენც გაგიკვირდეს მისგან ნათქვამი თანხმობა,რადგან მისი ტკივილისგან შეკუმშული გული გაიხსნება და სიყვარულით აივსება. -მადლობა ჯული აუცილებლად მივალ და ვნახავ ხატიას,მაგრამ თინათინს გადავარჩენთ,ახლა მხოლოდ მისი სიცოცხლეა მთავარი ჩემთვის და შენთვის. -არ გევალება ზვიადი ეს ყველაფერ............................... -ვიცი,მაგრამ მე არ ვიცი რას ნიშნავს იყო მამა,მაგრამ ვხედავ და ვხვდები რა ძლიერია ქალი როცა ის დედაა. -შენც უნდა გახდე მამა და დარწმუნებული ვარ კარგი მამა იქნები. -ისეთი ურთიერთობა გვაქვს დაბნეული ვარ და ვერ გავიგე რა ხდება ჩვენს შორის,დარწმუნებით ვიცი რომ ჩვენს შორის დიდი კედელია.ალბად მეტყვი ან ფიქრობ,თუ ასეთი გაუცხოებულები ხართ ერთმანეთისთვის რატომ არ დაშორდებიო,მაგრამ რომ გითხრა მიყვარსთქო დამიჯერებ? -გიყვარს,ეს ძალიან კარგია და შენც როგორც მამაკაცმა ლოგიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღო. -ასე იმიტომ მელაპარაკები,მას არ იცნობ ჯული. -მთავარია შენ იცნობ,მე არც მინდა ვიცნობდე.ცხოვრება მშვენიერია და საინტერესო იცი რა არის? რატომ იტანჯავ თავს. -ვიცი რომ ცხოვრებაც მშვენიერია და სიყვარულიც,მაგრამ დრო და დრო თურმე ისიც კვდება,ირგვლივ ყველაფერი ცარიელდება,სიცარიელეში კი სიცივე იდებს ბინას. -ბედნიერება არ უნდა ეძებო,ბედნიერი ან ხარ ან არა.ბედნიერებას ჩვენ თავად ვიქმნით ადამიანები,ასეთია ჩვენი ცხოვრება,მაგრამ ბედმა შენს ნაცვლად გადაწყვიტა შენი ცხოვრების გზა როგორ და საით წასულიყო,რას ვიზამთ ყველაფერი შეგუებაა. -ჯული დიდი ხანია მინდა შეგეკითხო,მაგრამ ყოველთვის თავს ვიკავებ.თუ.............. -ვიცი რა კითხვა გაქვს,სად არის თინათინის მამა. -მიმიხვდი,სად არის. -არ ვიცი სად არის,ერთ დილით წავიდა და აღარ დაბრუნდა. -რამდენი წელია გასული მას შემდეგ. -თინათინი თვეების იყო,კარგად ხელშიც არ ყავდა აყვანილი რომ გაიხურა კარი და გავიდა,მას შემდეგ 10 წელი გავიდა და არანაირი შეტყობინება არ მიმიღია,არ ვიცი სად არის. -როგორ,არ დაინტერესებულა შენით ან შვილით? -თავიდან მოდიოდა მისი მეგობრები,მაგრამ შემდეგ იმათმაც შეწყვიტა სიარული.მხოლოდ ესაა რომ ბინის ქირას არ ვიხდი,ყოველთვის მეუბნება ბინის პატრონი რომ გადახდილია,მაგრამ ვინ იხდის ამ ფულს არ ვიცი,ვერ გავიგე. -როგორ გაიცანი,როგორ დაუკავშირეთ ერთმანეთს ცხოვრება. -ჩვენ ერთ ეზოში ვცხოვრობდით,ის ჩემზე ბევრად უფროსი არის,მე კი მაშინ 16 წლის ბავშვი ვიყავი. -სხვაობა ასაკში? -20 წელი.მე 16 წლის ბავშვი ვიყავი და ის ზრდასრული ჩამოყალიბებული 36 წლის მამაკაცი. -ძალიან დიდი სხვაობაა,მშობლები? არ დაგიხსნა მშობლებმა მისგან? -მშობლები განქორწინებულები არიან,ორივეს თავიანთი გზა ჰქონდათ არჩეული და ორივეს გადაწყვეტილებით დამტოვეს ჩემზე ბევრად უფროს მამაკაცთან.დრო და დრო შემიყვარდა და ვფიქრობ მასაც ვუყვარდი,მაგრამ წავიდა და გაქრა. -რა მოხდა თქვენს შორის. -ზაფხულის წვიმიანი საღამო იყო და მითხრა გაგასეირნებო,დედა გვიან ბრუნდებოდა სამუშაოდან და მეც დავთანხმდი,მასთან ერთად წავედი.მთელი გზა სასაცილო ამბებს მიყვებოდა და მეც გულიანად ვიცინოდი,მოულოდნელად მანქანა გააჩერა მომიბრუნდა და ტუჩებში მაკოცა,მე კი სახეში ძლიერად გავარტყი და მანქანიდან გადასვლა დავაპირე.მან კარები ჩამიკეტა და პერანგი შემომახია,მკოცნიდა და სუნით მივხვდი ნასვამი იყო.არ დაწყნარდა და წუთიერად მეც დავმორჩილდი,კოცნაში ავყევი.დაწყნარდა და სახე დაულაგდა,შემდეგ კი თვალებში ჩავხედე და ვკითხე. -რატომ,გოგა ამას რატომ აკეთებ ჩვენ ხომ ვმეგობრობთ. -შენ ამიფეთქე სისხლი ძარღვებში და მინდა მხოლოდ ჩემი იყო,ჩემი პატარა ბავშვი.მითხრა და კოცნა გააგრძელა.ისევ ავყევი კოცნაში და ვიცოდი დანა ყოველთვის ჰქონდა,მოვახერხე და დანა ავიღე მარცხენა ბეჭში დავარტყი,მისმა ღმუილმა შემაშინა და მანქანის კარი გავაღე უნდა გავქცეულიყავი,მეგონა თავი დავაღწიე,მაგრამ დამიჭირა და უკანა სავარძელზე გადამათრია,ხელები შემიკრა მე კი ვყვიროდი,ვწიოდი და შველას ვითხოვდი,მაგრამ ყურადღებას არ მაქცევდა.ბოლოს მობეზრდა ჩემგან წინააღმდეგობა და დანა მომადო კისერზე. -აირჩიე,ან ჩემი გახდები ან აქვე მოგკლავ. -რაც გინდა გააკეთე,შენი ვიქნები,მხოლოდ ნუ მომკლავ.დავნებდი,ზვიადი მოძალადე მამაკაცს დავნებდი,სხვაგვარად მართლა მომკლავდა ის ისე იყო აჭრილი. -ჩემი პატარა ვარდის კოკორი ხარ,მხოლოდ ჩემი.ნუ ეცდები ჩემგან გაქცევას ჯული რადგან მე ყველგან გიპოვი.გამოუცდელი ბავშვი ვიყავი,შიშველ სხეულზე შემახო ხელები და ნაზად მეფერებოდა,მსიამოვნებდა კიდეც მისი ხელები ჩემს შიშველ სხეულზე,მაგრამ აუტანელი ტკივილი რომ ვიგრძენი ტირილი დავიწყე,ვკოდი ტკივილისაგან და თან შველას ვთხოვდი.მას გაეცინა და სახე დამიკოცნა. -მორჩა,მორჩა ყველაფერი დასრულდა მიხარია რომ ეს ტკივილი შენს სახეზე მე ვნახე,უკვე ჩემი ხარ სულით და ხორცით.მან იმ დღეს ჩემი უმანკოება ჩაიბარა და თავის სახლში წამიყვანა,17 წლის ასაკში კი დედა გავხდი,საავადმყოფოდან რომ გამომიყვანა აქ მომიყვანა,ბედნიერი იყო,ღამით პატარას თავად უვლიდა მხოლოდ ჭამის დროს მომიყვანდა და ღიმილით მიყურებდა როგორ ჭამდა ძუძუს პატარა,მაგრამ ერთი კვირის შემდეგ წავიდა და აღარ დაბრუნდა,არც ის ვიცი სად არის ან როგორ არის. -საინტერესოა, ასე თუ უყვარდი უთქმელად სად გაქრა ან რატომ წავიდა შენგან. -არ ვიცი და ვერც ვერაფერს გეტყვი.ამ კითხვაზე პასუხს მე თავად ვეძებ,მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე. -კარგი,ჯული მე წავალ და ორ დღეში ელოდე ახალ ამბებს,ახლა კი დაისვენე დაღლილი ხარ.ზვიადი წავიდა და მის ნომერზე უცხო ნომერი დაფიქსირდა,რამაც გააკვირვა და უპასუხა. -გისმენთ. -რამდენიმე კვირა გავიდა ჩემი პირველი ზარიდან რუხვაძე,დიდი იმედი მაქვს გამიხსენე ვინ ვარ და რა ანგარიში გაქვს ჩემთან პირისპირ გასასწორებელი. -ვინ ხარ,ვისი დავალებით რეკავ. -დამშვიდდი ჩემს უკან არავინ დგას,იყო დრო შენს ბინძურ დავალებებს ვასრულებდი,მაგრამ ისე გამყიდე არც კი დაფიქრებულხარ. -შემახსენე ვინ ხარ და რას ითხოვ ჩემგან. -100,000$ გაამზადე მალე შევხვდებით. -ეს ბევრია,ამდენი ფული სად ვიშოვო. -იმ სასჯელისთვის რაც მე მოვიხადე,ეს თანხა შედარებით ძალიან მცირეა. -გამაგებინე ვინ ხარ და რაში ვიხდი ამ თანხას. -შენი სიცოცხლისთვის,რომ ჩემი ხელით არ მოგიღო ბოლო .სამშაბათს ფული მზად იყოს,სხვაგვარად იცოდე მოგეკითხება და ეს მოკითხვა ჩემგან იქნება.ლამაზი ცოლი გყავს შენ კი სხვის ცოლებს დასდევ. -არ გაბედო და ჩემს ცოლს არ შეეხო. -გინდა ფოტო გადმოგიგზავნო რა მშვიდად ძინავს შენს ცოლს,არა ამ მშვიდ ძილს არ დავურღვევ მას,რა თქმა უნდა ჯერ-ჯერობით.ტელეფონი გაითიშა და ხმა გაწყდა,შუბლზე ოფლმა დაასხა,ჩაფიქრდა და წარსულს გადახედა,ვერ მიხვდა ვინ იყო ზარის ავტორი,შეეშინდა და ნოდარის დაურეკა. -გისმენ ზვიადი. -გაამზადე 100 000$ სამშაბათს ხელთ უნდა მქონდეს. -ზვიადი ეს დიდი თანხაა,გამიჭირდება გამოტანა ხომ იცი რა მდგმარეობა გვაქვს კომპანიაში. -ეს საერათოდ არ შედის ჩემს ინტერესებში,სამშაბათს ფული ხელთ უნდა მქონდეს. -შევეცდები,მაგრამ ვერაფერს ვერ დაგპირდები. -არ შეეცადო ნოდარ,გააკეთე რასაც გეუბნები.ნოდარი გაოცებული შეუდგა საბუთების შეგროვებას და ნებართვის ასაღებად და ხელის მოსაწერად შევიდა კომპანიის ახალ დირექტორთან. -თორნიკე ამ საბუთებზე შენი ხელის მოწეარაა საჭირო. -რა ხდება,ახალი ხელშეკრულებაა? როგორც ვიცი ჯერ არანაირი ახალი პროექტი არ გვაქვს ნოდარ. -ეს თანხა ზვიადის ჭირდება და შენი თანხმობაა საჭირო თანხა გამოვიტანო.თორნიკემ ქაღალდი გამოართვა ნოდარს და დახედა,შემდეგ კი თვალებგაფართოებულმა წაიკითხა თანხის ციფრი. -100,000$-ი? რა თქვი ვის ჭირდება თანხაო? -ზვიადის. -ვინ გითხრა,რომ მე ვალდებული ვარ ასეთი დიდი თანხა მივცე მას ისე რომ არანაირი სარგებელი არ მომიტანოს უკან. -ნუ გაამწვავებ თორნიკე ეს თანხა ზვიადის სიცოცხლის გარანტი არის.თორნიკე ფეხზე წამოდგა და მისი ხმა ექოსავით მოედო კედლებს. -მე არ მითხოვია ზვიადისთვის ბინძური საქმეები აკეთე და ბინძური გზებით იარეთქო,ეს კომპანიაა ნოდარ და არა ჯამრთწლობის ცენტრი. -მომისმინე აგიხსნა................ -არანაირი ახსნა არ არის საჭირო,შენ მომისმინე კარგად და ყურადღებით.არ მაინტერესებს ზვიადის პრობლემები,ეს პრობლემები ყველა მისი შეცდომების შედეგია.შენ კი საკმაოდ თანხას გიხდის კომპანია,რომ კომპანიის უფლებები დაიცვა და თუ ამიერიდან კომპანიის თანხა ასე უმიზეზოდ გავა ამ კედლებიდან შენ ხარ დამნაშავე და პასუხსაც შენ აგებ.დაიმახსოვრე ასე ტყუილად და ამხელა თანხა ამ კომპანიიდან არ გავა,ეს არ მოხდება. -მაგრამ ეს ასე იყო ყოველთვის,ზვიადის რამდენიც უნდოდა გაჰქონდა კომპანიიდან თანხა. -გიმეორებ თანხაზე შენ ხარ პასუხისმგებელი ნოდარ და ეს კარგად დაიმახსოვრე,ყოველ თვის ბოლოს აღწერა გაკეთდება,თანხა არ იქნება და შენ გადაიხდი. -მაგრამ რა ვუთხრა................... -არავითარი მაგრამ,თუ მეთანხმები შენს კაბინეტში მიბრძანდი,თუ სხვაგვარად ფიქრობ დაწერე განხადება და წადი კომპანიიდან.ვფიქრობ შენც კარგად გაქვს ნაჭამი ორივე ძმებიისგან მათი ბინძური საქმეების მიჩქმალვისთვის.ნოდარი არ ელოდა თორნიკესგან ასეთ დიდ წინააღმდეგობას,მაგრამ კარგად ხვდებოდა რომ ის მართალი იყო.ძალიან დიდი თანხა გადიოდა კომპანიიდან ისე რომ ზოგჯერ გაგამ არც არაფერი არ იცოდა და არც არასოდეს უცდია გაეკონტროლებინა კომპანიის თანხა. -რა მოხდა,ნოდარ რა გჭირს რატომ ყვიროდა თორნიკე. -ის მართალია,ნათია ასეთი მკაცრი რომ ყოფილიყო გაგა კომპანია არ გაკოტრდებოდა და არც შენ იქნებოდი დღეს ამ სკამზე. -რას აპირებ. -განცხადება უნდა დავწერო და წავიდე ამ კომპანიიდან,უკვე დროა პენსია ავიღო. -ნუ ამბობ სისულელეს. -ბოდიში,მაგრამ მე ჩემი თავმოყვარეობა მაქვს. -ვერა,შენ აქედან ვერ წახვალ არც გაგა გაგიშვებს. -გაგა აქ უკვე აღარ არის და რომ მართლა ამოჩხრიკოს ძველი საქმეები რა ვქნა,როგორ გადავიხადო ის თანხა რომელიც ჩემით გავიდა ამ კომპანიიდან? -დამშვიდდი,ყველაფერი მოგვარდება. -გგონია მოგვარდება? -მოგვარდება,თუ არ მოგვარდა ჩვენ მოვაგვარებთ. -ყველაფერი რთულდება,ნათია უკეთესია დავივიწყოთ კომპანიაც და მისი აქციებიც. -ასე ადვილად ნებდები,სულ ეს იყავი აქამდე გამომყევი? -დავიღალე,უკვე ამ იდუმალი ბრძოლით დავიღალე.თორნიკეს დირექტორად მოსვლის დღიდან,ნათია და ნოდარი ხელებზე ბორკილებ დადებულები იყვნენ,რადგან კომპანიაში ძალიან გამკაცრდა ყველაფერი,არც არავინ არ ელოდა ამ მდგომარეობას,მაგრამ თორნიკემ და ფატიმ მათი გული და სული კომპანიის ფეხზე წამოდგომაში ჩადეს,მაგრამ გაგა ვერ დარჩა კმაყოფილი თორნიკესგან და მეორე დილით გაბრაზებულმა შეგლიჯა თორნიკეს კაბინეტის კარი. -რა უფლებით უთხარი უარი ჩემს ძმას თანხის გატანაზე,ზედმეტები ხომ არ მოგდის თორნიკე და თავში ხომ არ აგივარდა კომპანიის დირექტორობა.თორნიკეს წინ იდგა გაგა და ახსნას ელოდა მისგან. -თანახმა ხარ კომპანია როცა ასეთ კრიზისშია და ჩვენ ვცდილობთ მისი სიცოცხლე შევინარჩუნოთ,მსაყვედურობ იმაზე რომ 100,000$ გავიდეს კომპანიიდან მაშინ როცა არანაირი სარგებელით არ ბრუნდება ეს თანხა უკან? -ჩემთვის უნდა გეკითხა თორნიკე. -რატომ? რამე ახალი პროექტი შემომიტანა ზვიადიმ და მე უარი ვუთხარი მის მიღებაზე? -რა მოხდა,რატომ ყვირით თქვენი ხმა შემოსასვლელში ისმის.თორნიკესა და გაგას შორის ჩადგა ფატი. -მამაშენს უთხარი და აგიხსნის,უკმაყოფილოა რადგან ზვიადის არ მივეცი თანხმობა 100,000$ გაიტანოს კომპანიის ხარჯებიდან.რამდენიმე საათი გასტანა კამათმა და ბოლოს ფატიმ დაღლილმა თქვა. -მე მივდივარ,რადგან აზრი არ აქვს ჩვენს ბრძოლას ფეხზე დავაყენოთ კომპანია რომელის სულს ღაფავს,მღრნელები ყოველი მხრიდან არიან. -სად მიდიხარ. -სახლში,როგორც იცი მეც უკვე ჩემი ოჯახი მაქვს.დილით ყველას სძინავს სახლიდან რომ გამოვდივარ და სახლს ვტოვებ აქ მოვდივარ,რომ რაც დარჩა ის მაინც გადავარჩინო,მაგრამ შენ? რას აკეთებ თავად შენ.ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი მამა დღეს,არც კი კითხულობ რაში ჭირდება ზვიადის ეს თანხა,ასე ბრმად ენდობი და რამდენსაც გეუბნება შენც თანხმობას აძლევ,ბოდიში მაგრამ მე ამას არასოდეს არ გავაკეთებ,არც მე და არც თორნიკე,რადგან ჩვენ ორივე ამ კომპანიის ასაღორძინებლად ვბრძოლობთ.ფატი წავიდა,გაგამ ვერაფერი გააკეთა მის უფლებებში არ იყო აღარაფერი და მხრებ-ჩამოყრილი დატოვა კომპანია,მაგრამ თორნიკე ყველაზე ბოლოს შემორჩა იმ უზარმაზარ შენობაში,მუშაობაში დრო როგორ გავიდა ვერც კი გაიგო,საათს დახედა და ფანჯარაში გაიხედა საიდანაც შავი ცა ვარსკვლავებით სავსე იყო,სათვალე მოხსნა პიჯაკი ჩაიცვა და კომპანია ყველაზე ბოლომ დატოვა.მანქანის კარი გამოაღო,რომ მისი სახელი გაიგონა. -თორნიკე ქართველიშვილი აქამდე მუშაობ? თორნიკემ თავი მიაბრუნა და გაოცებულმა შეხედა მის წინ მდგარ მომღიმარ მამაკაცს. -ბაჩო? ბაჩო ბიბილეიშვილი,აქ რას აკეთებ ამ დროს,შენ ხომ გაგანთავისუფლა რუხვაძემ. -რუხვაძემ გამანთავისუფლა,მაგრამ იქ ვმუშაობ სადაც ჩემს შრომას აფასებენ.რუხვაძეს ეგონა სიკვდილამდე ამ კომპანიის მეფე იქნებოდა,მაგრამ გავიგე მისი მეფობა დასრულდა და მისი სანუკვარი სავარძელში შენ ზიხარ.როგორ ხარ,უმკლავდები ძმებ რუხვაძეებს? -ვცდილობ,მაგრამ არც ის ვიცი რა გამომივა. -თორნიკე შემოთავაზება მაქვს,სულ მალე კომპანიის შემოწმება ჩატარდება,მე შემიძლია გადაგარჩინო,გპირდები მე ვიქნები შენს გვერდით ბოლომდე მაგრამ უნდა დამეხმარო რომ ძმებზე ინფორმაცია მომაწოდო. -ბაჩო პირველ რიგში მინდა გითხრა,რომ მე ყველაფერი წესრიგში მაქვს და არც ვცდილობ რამე დავფარო,მაგრამ არ ვიტყვი უარს იმ ადამიანის გვერდით დადგომაზე,ვინც ამ ორ ნაძირალას სამუდამოდ ციხეში ჩასვამს. -ესე იგი თანახზმა ხარ? -თანახმა ვარ,სტყვებით რთულია თქმა და აღწერა იმისა თუ რა მძიმე იყო ჩემი ცხოვრებაში ის სამი თვე და რა რთული აღმოჩნდა სიმართლის დამტკიცება. -ერთად ვითანამშრომლოთ და ჩვენ ერთად მივაღწევთ სიმართლის აღდგენას.თორნიკე დაეთანხმა ბაჩოს და იცოდა თუ რა რთული იქნებოდა მისი როლი,მაგრამ სამართლიანობის აღსადგენად მზად იყო ბაჩოს წინადადება მიეღო. -თებერვლის უკანასკნელი სუსხიანი დღე სულს ღაფავს და ბოლო წუთებს ითვლის და თქვენი ცხოვბრების ბოლოც ახლოვდება ძმებო რუხვაძეებო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.