მთაწმინდის მთვარე {16}
გურამის წინ ისხდნენ, მოუთმენლად ელოდნენ როდის ამოყოფდა ფურცლებიდან თავს და პასუხების შესახებ ეტყოდა. ნერვიულად ათამაშებდა ფეხს, თან მაჯას დაჰყურებდა და უგრძნობ ორ თითს აწვალებდა. ლუკას ხელი იგრძნო ფეხზე და მოძრაობაც მაშინვე შეწყვიტა. სუნთქვა შეკრული დასცქეროდა თავის ფეხზე დადებულ ხელს, რომელიც ზევით ამოსრიალდა და თავის მარცხენა ხელის თითებში ამოყო ლუკას თითებმა თავი. მაგრად მოუჭირა თუთები და რამდენიმე წამით შეხედა მომღიმარ კაცს. შემდეგ ორივეს ყურადღება გურამის მოძრაობამ მიიქცია. სათვალე მოიხსნა, მაგიდაზე დადო და მომლოდინე წყვილს შეხედა. -აქამდე სად იყავი შვილო? -ვერ მოვახერხე მოსვლა. -ეს უბრალო რამ არ არის, ხელი არ გაწუხებდა მაინც? -მაწუხებს. -დაგვიანებულია, თან ძალიან… - დანანებით ჩაილაპარაკა გურამმა. -ხომ შეიძლება რამე გამოსავლის პოვნა? - მაინც არ ნებდებოდა გიორგაძე და იმედიანი თვალებით შეჰყურებდა გურამს. -გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, ნერვის მთლიანობა დარღვეული არ არის, მაგრამ მედიკამენტები სამი წლის შემდეგ ვერ უშველის, ოპერაციაა საჭირო, თანაც სასწრაფოდ. -ხოდა გავაკეთოთ. -ლუკა. -შენ გაჩუმდი. - ჩუმად უთხრა და ისევ გურამს შეხედა. - როდის? -რაც შეიძლება მალე, გადავხედავ ჩემს განრიგს და თავისუფალ დროს ოპერაციას დავნიშნავ. მანამდე კი ეცადე ხელს ყველანაირი დატვირთვა მოაშორო, მე კი ვეცდები რაც შეიძლება მალე გამოგიკეთო. იმის 100 პროცენტიან გარანტიას ვერ მოგცემ რომ ხატვას ისევ განაგრძობ, მაგრამ 80-ის მოცემა შემიძლია. - თვალი ჩაუკრა მომღიმარმა და თინისაც წამსვე გაუბრწყინდა თვალები. -მადლობა. -სამადლობელი არაფერია. - თბილად გაუღიმა, შემდეგ ლუკას გახედა. - შენ როგორ ხარ? მამაშენმა მითხრა რომ შვლი გყოლია. -ჰო, მეც რამდენიმე თვის წინ გავიგე, ჩემი და ქეთას შვილია. -ქეთა? ის პატარა ლამაზი გოგო ყველაგან რომ დაგყავდა? - გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა კაცმა. -ჰო აბა, სხვა ქეთა მე არ მყოლია. -მახსოვს როგორც გიყვარდა. -კარგი რა გურო, დიდი ხნის წინ იყო ეგ. - ხელი აიქნია სიცილით. სინამდვილეში არ სიამოვნებდა წარსულზე საუბარი როდესაც თინი მის გვერდზე იყო. -კარგი კარგი… ერთი სიტყვით გავარკვევ ყველაფერს და დაგირეკავ. -მადლობა და ნახვამდის. - ხელი ჩამოართვა თინიმ, ლუკამ კი დიდი მკლავები მოხვია კაცს. -ჯიგარი ხარ… - ზურგზე მიარტყა ხელი, შემდეგ კი კაბინეტი თინისთან ერთად დატოვა. -ღმერთო არ მჯერა… - ჩუმად ჩაილაპარაკა, უკან ადევნებულ ლუკას შეუტრიალდა და გახარებულმა მკლავები მოხვია. - შეიძლება ისევ დავხატო გესმის? - თვალებ გაბრწყინებულმა ჩახედა ცისფერ თვალებში, ლუკასაც უნებურად ეღიმებოდა მის სიხარულზე. -ყველაფერი კარგად იქნება, გურამი თავის საქმეში საუკეთესოა და იცის რასაც გააკეთებს. - თავზე გადაუსვა ხელი და შუბლზე აკოცა. - წავიდეთ, სადმე დავსხდეთ და ვჭამოთ, მშია. - ხელი გადახვია და ისე გაიყვანა საავადმყოფოდან. -ლუკა… -მადლობების ხდა არ დაიწყო თორემ აქ დაგტოვებ და წავალ. - მანქანის კარი გაუღო და არც შეუხედავს თინისთვის ისე შემოუარა მანქანას და საკუთარი ადგილი დაიკავა. -შენ არ გესმის და ვერ ხვდები რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის. - როგორც კი ღვედი შეიკრა გვერდზე მჯომისკენ შეტრიალდა. -რა? - მანქანა დაძრა, მალე გადავიდა მთავარ გზაზე და სიჩქარესაც უმატა. -შენი გვერდში დგომა. - ლოყებ შეფარკლულმა თავი ჩახარა, შემდეგ ტელეფონი ამოიღო და ინსტაგრამი შეამოწმა. არაფერი უთქვამს ლუკას, მაგრამ თავისთვის გაეღიმა. გზა ჩუმად განაგრძო, ბოლოს კი საყვარელი კაფესთან, ოდნავ მოშორებით გააჩერა მანქანა, სწრაფად გადავიდა და თინიც უკან მიჰყვა. -ახლა ისეთ ადგილას მიმყავხარ, ვერც კი წარმოიდგენ რომ იქ კაფეა, თინიკო. - ლოყაზე მოჩქმიტა, შემდეგ ხელკავი გამოსდო და ისე გააგრძელა სიარული. -იქნებ ვიცი? -ნწ... არ იცი. ბევრმა არ იცის, მითუმეტეს შენხელა ბავშვებმა. -დავინტრიგდი. - ჩაიცინა, თან ქვევიდან ახედა გიორგაძეს. -ჩემი საყვარელი ადგილია… სიწყნარე, მყუდრო გარემო, წყნარი მელოდია და უგემრიელესი საჭმელი. დესერტზე არაფერს ვამბობ. - მოულოდნელად გაამოაღო კარი და დაბნეულ თინის თავით ანიშნა შესულიყო. -მართალი ხარ, პირველად ვარ აქ. - იქაურობა მოათვალიერა, ლუკას ხელი იგრძნო წელზე და წამსვე ტანში გასცრა. -მიდი მეორე სართულზე ადი და მეც მოვალ ახლავე. - თითით ანიშნა კიბეებისკე, თვითონ კი ნაცნობი ქალისკენ დაიძრა. -აქ ვინ მოსულა… - ხელებ გაშლილი შეეგება შავ თმიანი გამხდარი ქალი და ლუკამაც ხელები მოხვია. -ძალიან მშია და შენზე კარგი ვინ მყავს? - ლოყაზე აკოცა მომღიმარმა. -ყველაფერი იქნება. -გოგოსთან ერთად ვარ. - პატარა ბავშვივით დამორცხვილმა დახარა თავი. -არ გადამრიო, რაღაც კარგის სუნი მცემს და დიდი სიამოვნებით გავიგებდი საიდან მოდის. -შენს გემოვნებას ვენდობი, მაღლა ვიქნები და ნახვა თუ გინდა შენ თვითონ ამობრძანდი. - თითი ჩამოჰკრა ცხვირზე, მერე კი კიბეებს აუყვა, დაინახა თავის ადგილზე რომ იჯდა თინი, გაეცინა, წრაფად მიუახლოვდა და მის წინ მოთავსდა. - აბა? როგორია? მოგწონს? -ძალიან. - მაგიდას დაეყრდნო იდაყვით, ნიკაპი კი ხელის გულს ჩამოადო და ისე ჩახედა ცისფერ თვალებში. -სტუდენტი ვიყავი ამ ადგილზე რომ გავიგე, დაახლოვებით შენი ასაკის. იმის შემდეგ აქაურობის ხშირი სტუმარი გავხდი. -როგორ გაიგე? -ამის მეპატრონე ჩემი მეგობარია, უფრო სწორედ თავის მშობლების იყო მაშინ… კურსელის დაბადების დღეზე ვიყავით, მაგრად გამოვთვერით, დილამდე ვსვამდით, ვეწეოდით. თავზეც დაგვათენდა და მოწეულზე კუჭიც აგვტკივდა. პირველად მაშინ მომიყვანა ნუცამ აქ, მაგის მერე როცა საჭმელი არ მაქვს, აქ მოვდივარ. - გაეცინა ძველი მოგონებების გახსენებისას და მომღიმარს თვალი გაუსწორა. - შენ? როგორი სიტუაცია გაქვს უნივერსიტეტში? -ასე რომ ვთქვათ… მმ… ერთადერთი გოგო ვარ სამეგობროში რომელიც არ ეწევა, იშვიათად სვამს, მაგრამ ერთხელ თუ დალია ბოლომდე ივსებს კუჭს… ერთადერთი ვარ ვისაც შეყვარებული არ ჰყოლია მეთერთმეტე კლასს თუ არ ჩავთვლით და… ისევ ქალიშვილია. - ბოლო სიტყვების თქმის თანავე ლოყები შეეფარკლა, მაგრამ თვალი მაინც არ მოუშორებიდა ლუკასთვის, რომელიც ყურადღებით ათვალიერებდა, თან დამატყვევებლად იღიმოდა. - ასეთი სამეგობრო მყავს, არანორმალურები, გიჟები… მაგრამ შეუცვლელები. -კარგია. - თავი დაუქნია, შემდეგ მოულოდნელად გამოჩენილ ნუცას ახედა. -ეს შენ ვაჟბატონო, ახალი სალათი მოვიფიქრე და ვიცი მოგეწონება… ისედაც ყველაფერი მოგწონს. - წინ დაულაგა თეფშები, შემდეგ თინის შეხედა. - შენ კი ჩემს საფირმო სალათს გაჭმევ, ყველას მოსწონს და ვერც შენ დამიწუნებ. -მადლობა. - თბილად გაუღიმა თინიმ და ხელი გაუწოდა. - თინი… თქვენ ალბათ ნუცა… -არანაირი თქვენ, თავი მოხუცი მგონია.. ეს პატარა გოგო სად ნახე ლუკიტო? -გრძელი ამბავია, სხვა დროს მოგიყვები… ჯანდაბა პატარავ, რა გემრიელია. - ნეტარი ხმები ამოუშვა, შემდეგ მტევანზე ეამბორა ნუცას და წინ მჯდომ გვიჩიანს თვალი ჩაუკრა. -ვიცი ვიცი… გამიხარდა შენი გაცნობა, გემრიელად მიირთვით და რომ მორჩები დესერტზე მომწერე, უგემრიელესი ნამცხვარი მოვიტანე დედაჩემის საკონდიტროდან. -დაჯექი ცოტა ხანი რა… -არ მცალია ჩემო სიცოცხლე, სხვა დროს სპეციალურად გამოვყოფ შენთვის დროს გპირდები… -კარგი, გპატიობ ამჯერად… ისე ბავშვები როგორ არიან? -კარგად, მამამისთან არიან ორი დღეა უკვე… -რაო რას ამბობს ექს სიძე? -შემირიგდიო. -მერე რას ფიქრობ? -ცოტა დრო გავიდეს, მიხვდეს რა დაკარგა და მერე დავფიქრდები… წავედი. - ხელი აიქნია და კიბეებზე სწრაფად დაეშვა. -შვილები ჰყავს? -ორი… მოგწონს? - სალათზე ანიშნა, შემდეგ ფორთოხლის წვენი მოსვა და ჭამა განაგრძო. -ძალიან… მეც ვაკეთებ სალათებს სახლში, ჩემთვის განტვირთვის საშუალებაა… -ეგ არ უნდა გეთქვა… სალათები ჩემი სუსტი წერტილია და ამის მერე კონტეინერებით მოგიწევს სიარული. -პრობლემა არ არის. - მხრები აიჩეჩა უდარდელად. -შეყვარებულზე რას ამბობდი? -სკოლაში მყავდა… სანდრო. ჩემი პირველი სიყვარულია. - გაიღიმა და ლუკამაც თვალებ მოჭუტულმა შეხედა. -რატომ დაშორდი შენს პირველ სიყვარულს? - ბოლო სიტყვები გარკვევით წარმოსთქვა, თინიმ კი თვალები აატრიალა. -გაიზარდა, გემოვნება შეეცვალა, უნივერსიტეტში ბევრი გოგო გაიცნო, მე კიდე უყურადღებობა ვეღარ ავიტანე, იმასაც გაგულავება მოუნდა და გადავწყვიტეთ ყველაფერი დაგვემთავრებინა… ჩემი კლასელია, კლასის შეკრებაზე ვხვდები ხოლმე და შემიძლია ვთქვა რომ შესანიშნავი ცივილური ურთიერთობა გვაქვს. -პატარა ბიჭი… - ჩაიცინა, შემდეგ ჩანგალზე დააგროვა სალათის ინგრედიენტები და თინისკენ გაიშვირა. - ეს გასინჯე… არაფერი მჭირს ნუ გეშინია. - ჩაიცინა თინის ყოყმანზე, იქამდე არ შეეშვა სანამ არ გაასინჯა, ბოლოს კი სალათის გარეშე დარჩა. -ამას მე შევჭამ, შენ ახალი მოატანინე ან ეს ჭამე… ღმერთო რა გემრიელია, ამას რატომ მაჭმევდი… - ლუკასთვის არ შეუხედავს ისე თქვა და ჭამა განაგრძო. - და სხვათაშორის ფორთოხლის წვენი ჩემი საყვარელია, ანანასის შენ დალიე. - ჭიქებიც შეუცვალა და წარბებ აწეულს ცისფერებში ჩახედა. - რა? -ბარემ ადგილები გაგვეცვალა. -მაგდენი ვეღარ მოვიფიქრე. -მარტო ცხოვრობ? -ჰო. -მერე ამ პატარა გოგოს მარტო ცხოვრება არ გიჭირს? -არა, მშვიდად ვარ ჩემთვის… “საუზმობის” შემდეგ სახლში წაიყვანა თინი, კორპუსთან ჩამოსვა და თავის საქმეებზე წავიდა. *** -მამა! მოვედი! - ყვირილით შევიდა სახლში მარიამი და მისაღებისკენ დაიძრა. დივანზე მძინარე კაცი რომ დაინახა ჩაეღიმა, პროდუქტები სამზარეულოში შეიტანა და საჭმლის მომზადებას შეუდგა. ტელეფონზე ესაუბრებოდა კესოს, თან ექიმის მიერ მითითებულ საჭმელს ამზადებდა და ვერ გაიგო როგორ შევიდა სამზარეულოში ძილბურანში მყოფი დათო. - გაგაღვიძე? - მამის დანახვაზე ადგილზე შეხტა მოულოდნელობისგან. -არა… -მერე დაგირეკავ რა. - კესოს გასაგონად ჩაილაპარაკა, ზარი გაწყვიტა და ყურსასმენიც მოიხსნა. - აბა? როგორ გრძნობ თავს? -კარგად ვარ მარიამ. -არ ხარ, კარგად რომ იყო წამლები და მკურნალობა არ დაგჭირდებოდა… რაც თავი მახსოვს სვამ, მიკვირს საერთოდ ამდენი ხანი როგორ გაძელი. -ღმერთს ვუყვარვარ, მაგრამ არ ვიცი რატომ. -მე რომ გამაჩინე და გამზარდე მაგის გამო… ნუ შენ რა გამზარდე, ჩემით გავიზარდე… მაგრამ არაფერი არ მაკლდა, მაგაზე ვერ დავიწუწუნებ… შენი და დედას სიყვარულს თუ არ ჩავთვლით. -მარიამ… -რატომ გყავდა სახლში? -მარტო ვერ მოგხედავდი. -უაზრო მიზეზები. - ხელი აიქნია, შემდეგ ისევ მწვანილის დაჭრა განაგრძო. - კარგი შევეშვათ ამ თემას. -რა მოხდა მომიყვები? -რაზე ამბობ? - სკამზე ჩამომჯდარს შეხედა დაბნეულმა. -რატომ გათხოვდი, ან მერე რატომ მობრუნდი? - წყალი მოსვა ჭიქიდან და შვილს თვალებში ჩახედა. -ასე ვთქვათ თორნიკემ მომიტაცა, მაგრამ ხელი არ დაუკარებია ჩემთვის… ბოლოს თავი რომ გავიგიჟე გამომიშვა, მაგრამ გამაგდე… და მადლობელი ვარ. ჩემს ქმარზე კარგი ადამიანი არ არსებობს, სიგიჟემდე მიყვარს და მის გარეშე ვერ ვძლებ. ბედნიერი ვარ, თანაც ისეთი აქამდე რომ არასდროს ვყოფილვარ. - რამდენიმე წამით დააკვირდა მომღიმარ დათოს, შემდეგ მწვანილი წვნიანში ჩაყარა. -მიხარია… -ჰო, მეც. - ისევ გაუღიმა, შემდეგ თორნიკემ დაურეკა და თვალებიც წამსვე გაუბრწყინდა. - ჰოუ… -რას აკეთებს ჩემი დედოფალი? -მამასთან ვარ, წვნიანს ვუკეთებ… დავამთავრე უკვე. - ისეთი თბილი ხმა ჰქონდა ლომიძეს, მარიამი წამსვე გაიბადრა, ხმა სრულიად შეეცვალა და მაგიდას მიეყრდნო. -შენს საყვარელ ქმართან ერთად განმარტოვებაზე რა აზრის ხარ? -გააჩნია რას მთავაზობ. - ქვედა ტუჩზე იკბინა. სულ გადაავიწყდა იქვე მჯდომი დათო და ახლა მხოლოდ თორნიკე უტრიალებდა გონებაში. -ცარიელ სახლს, ლამაზად გაწობილ ვახშამს, აუზს და ცივ შამპანიურს, ნუ დანარჩენს გაჩვენებ. -მმ… თანახმა ვარ. -გელოდები. - ტელეფონი გაუთიშა და მარიამმაც გაზქურიდან ქვაბი გვერდზე გადადგა. -ყველაფერი მზად არის, ჭამე და თავს მოუფრთხილდი. წავედი მე, მიყვარხარ. - აჟიტირებულმა სწრაფად აკოცა ლოყაზე და გააზრება ვერ მოასწრო თავისი საქციელის ისე გავარდა სახლიდან. პირველივე გამვლელი ტაქსი გააჩერა, უკანა სავარძელზე მოთავსდა და სახლისკენ წავიდა. შიგნით შესულს ლამაზად გაწყობილი მაგიდა დახვდა, რომლის თავშიც თორნიკე იჯდა ღვინის ჭიქით ხელში. - როგორც მახსოვს შამპანიურს მპირდებოდი. -შამპანიურიც გვაქვს. - ფეხზე წამოდგა, ცოლს ხელები წელზე მოხვია და ტუჩები დაუკოცნა. -მმ… კარგი გემო აქვს… იყოს ღვინო. -ახლა ჩემი გოგო ხარ. - კმაყოფილმა შეუვსო ჭიქა, თან ამავე დროს მაისურის ქვეშ შემძვრალი მკერდისკენ მიიწევდა. -რას აკეთებ? -შჩჩ. - სწრაფად გახადა მაიკა, ბიუსჰალტერიც მოაშორა, თან მკერდზე მიაკრო ტუჩები. -თოკა… - თვალები მიენაბა მარიამს, ყოველთვის აფორიაქებდა თორნიკეს შეხება და ახლაც სუნთქვა დამძიმებული განძრევას ვერ ბედავდა. ჯინსის ქვედაბოლოც მოაშორა, საცვალიც ქვევით ჩასწია და გაშლილი ხელი უკანალზე მიატყა. - თოკა. -ასე მინდა რომ იჯდე. -გაგიჟდი ხო? ვინმე რომ მოვიდეს… - თორნიკეს ტუჩებმა საუბარი შეაწყვეტინა, შემდეგ კი კაცის დახმარებით სკამზე მოთავსდა. -მიირთვი. -ესენი საიდან? - ფეხები მაქსიმალურად მიატყუპა ერთმანეთს და თეფშიდან შემწვარი ხორცის ნაჭერი აიღო. -მე მოვამზადე. - კმაყოფილმა ჩაუკრა თვალი, შემდეგ მოშიშვლებული მკერდი შეუთვალიერა და გამშრალი პირის დასასველებლად ღვინო მოსვა. - ისევ ჩემს თავს გავუჩალიჩე. -გემრიელია. - ნამუშევარი შეუქო, შემდეგ მის ცისფერებს გაუსორა თვალი. - დედა-მამა სად არიან? -ზღვაზე წავიდნენ. - ისევ ხარბად ათვალიერებდა ცოლის სხეულს, ყველა დეტალს სწავლობდა და მის მიმიკებსაც გაუაზრებლად იზეპირებდა. ჩუმად განაგრძეს ვახშობა, ბოლოს ფეხზე წამოდგა მარიამი და უკანა ეზოსკენ დაიძრა. ნელა ჩავიდა აუზში, თან თორნიკესკენ გააპარა თვალი, მიშტერებული ცოლის ყველა ნაბიჯს რომ უყურებდა. რომ ვეღარ გაძლო ნელა დაიძრა გასასვლელისკენ, ტანსაცმელი გაიხადა და სრულიად შიშველი მიჰყვა მარიამს. - მოდი აქ. - მომღიმარმა უთხრა ჩახლეშილი ხმით, თავისკენ მიიზიდა და წელზე შემოისვა. - სველიც როგორი ლამაზი ხარ. - ყელში აკოცა, შემდეგ ყბაზე და ტუჩებამდეც მიაღწია. -ცივია და თუ შეგიძლია ჯაკუზში გადამიყვანე. - მთელი სხეულით მიეკრო ქმარს, თორნიკემ ჭინკებ ათამაშებული თვალებით დაიწყო აუზიდან ამოსვლა, შემდეგ ცხელ ჯაკუზში ჩავიდა, იქვე ჩამოჯდა, შემდეგ ჭიქებში წითელი ღვინო ჩამოასხა და მარიამს გაუწოდა. - როგორც ვიცი არ გიყვარს როცა ვსვამ. -ორი ჭიქა არაფერია… ჩვენ გაგვიმარჯოს. - ჭიქა მიუჭახუნა და ერთი მოყუდებით ჩაცალა. -მიყვარხარ. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა და სასმელი გამოცალა. სწრაფად მოთავსდა თორნიკეს მუხლებზე, ტუჩებზე დაეტაკა და ქმრის ღირსებაზეც მოხერხებულად შემოჯდა. - ჯანდაბა… - თავი უკან გადააგდო, ლომიძემ კი ყელზე მიაკრო ტუჩები. -როგორი მოუთმენელი ხარ მარიამ. - მტკივნეულად მოუჭირა ხელი მკერდზე, თან ყელში უკბინა. -შენი ბრალია. - სიცილი ამოაყოლა კვნესას. -მეც მიყვარხარ. - სწრადაფ ამოვიდა წყლიდან, სახლში შესული იქვე დივანზე დაგდებულს ზევიდან მოექცა და ხელმეორედ შეუერთდა საყვარელ სხეულს. დანამულ კანს უგემოვნებდა, გაუაზრებლად კბენდა და მოძრაობის ტემპსაც ნელ-ნელა უმატებდა. -თოკა. - მხრებზე ჩააჭირა ფჩხილები, სხეულზე უფრო მეტად მიეკრო და ქვედა ტუჩზე კბილები გამოსდო. ბოლოს იგრძნო როგორ ჩაეღვარა აქამდე უცნობი რაღაც ორგანიზმში და ორმაგი სიამოვნებისგან სხეული ერთიანად აუკანკალდა. -ამის დედაც… რა ლამაზი ხარ. - ზევიდან დაჰყურებდა გათიშულ ქალს და ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. ისევ გაუჩერებლად ეფერებოდა, კოცნიდა და თითებთან ერთად თვალებსაც დააცოცებდა ქალის სხეულზე. გვიანობამდე არ მოასვენა გადაღლილი ქალი, მთელი ღამე გამოიყენა, ბოლოს კი მარიამის მკერდზე მოათავსა თავი და სიზმრებში გადაეშვა. *** -მზად ხარ ხვალისთვის? - გვერდზე მიჰყვებოდა თინის, რომელიც ნელა მიაბიჯებდა ნაყინის ჭამით. -არა, მაგრამ რას ვიზამთ? - ქვევიდან ახედა მომღიმარ გიორგაძეს, თან ნაყინით მოსვრილი ტუჩი გაუაზრებლად გაილოკა, ლუკას კი მის ტუჩებზე გაუშტერდა მზერა. -ყოველ შემთხვევაში მალე დამთავრდება, შენს მუცელში არ მოუწევთ ქექვა და ბოლოს ხელზე პატარა ბინტს შემოგახვევენ. -ბიძაჩემს ვუთხარი გუშინ და ოპერაციის ფული გადმომირიცხა. -სინამდვილეში რა გინდოდა რომ გამოსულიყავი, ამ ვალდებულობას თუ არ ჩავთვლით? - ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიაბიჯებდა, თან ზევიდან დაჰყურებდა თინის. -დიზაინერი, ტანსაცმლის შექმნა მიყვარს. -ისე… სიამოვნებით ვიჩუქებდი შენს რომელიმე ნახატს. -სამი წელია არაფერი დამიხატავს, მაგრამ… ვფიქრობ ერთი მოგეწონება. -მაშინ თავს ვიპატიჟებ შენთან სახლში, თან სალათსაც გამიკეთებ ხო? - ყურებამდე გაუღიმა და თინისაც გაეცინა. -ახლა? ღამეა. -მერე რა? პირიქით კარგია, უფრო ადვილად გადაამუშავებს კუჭი. -სულ რატომ გშია? არადა არაფერი გეტყობა. - ტუჩები დაბრიცა და გაუბედავად გამოსდო ხელკავი ლუკას. -ნუ გშურს. - კმაყოფილი ღიმილით დახედა ზევიდან. -მე ძალიან მომწონს ჩემი ტანი. - მხრები აიჩეხა უდარდელად, ლუკას კი ჩაეცინა. -მეც მომწონს. - თვალი ჩაუკრდა დბნეულ თინის, შემდეგ აწკრიალებული ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და იძულებული გახდა თინის ხელი მოეშორებინა. - ბოდიში… ალო… თინი მიმყავს სახლში, ხვალ ოპერაციას იკეთებს ხელზე და რაღაც თემებს ვაგვარებთ, შენ რას შვრები? ერთობი თუ ვერა?.. არაუშავს მამი, რომ ჩამოხვალ მერე ერთად წავიდეთ და მე გაგართობ… კი კარგად იქნება, თან მითხრა რომ ჩამოვა ჩემი სახლის კედელი უნდა დავახატინოო… მეტკინა ყური ტო, ჩვენიც დავხატოთ ხო… - გაიცინა შვილის წამოყვირებაზე, უკვე ენატრებოდა და დღეებს ითვლიდა მის ჩამოსვლამდე. - კარგი მა მიდი, წავედი მე და ჭკვიანად მოიქეცი, ღრმად არ შეცურო თორემ რომ ჩამოხვალ მაგრად მოგცხებ… - გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა, შემდეგ ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა და ხელკავის გამოსადებად მკლავი წინ წასწია. -შენი შვილი გირეკავს და შენ არ ურეკავ? - მაშინვე გამოსდო ხელი ლუკას მკლავს, სიარული განაგრძო, მერე კი კორპუსის სადარბაზოში შევიდა. -ჩემი შვილი ყველაზე მაგარი კაცია და შენ არ იცი რა მემართება როცა მამას მეძახის. - კიბეებს ნელა აუყვა თინისთან ერთად, თან ხელს არაფრის დიდებით არ უშვებდნენ ერთმანეთს. - მომენატრა უკვე ტო და ვერ ვხვდები როგორ ძლებს ქეთა მის გარეშე. -არ ვიცნობ, ამიტომ ვერაფერს გეტყვი. - სახლის კარი გააღო, პირველი შევიდა და სტუმარიც შეიპატიჟა. - მაგრამ ანდრია უსაყვარლესია. -შენ ჯერ ერთხელ ნახე, რომ შემოგეჩვევა დამიჯერე საყვარლად ვაბშე არ მოგეჩვენება. ზოგჯერ ისეთ რაღაცეებს მიჩალიჩებს, ლამის ფანჯრიდან ვისროლო ხოლმე. -ვერ დავიჯერებ… რას დალევ? -გააჩნია რა გაქვს. - სამზარეულოში შესულს უკან გაჰყვა, იქვე სკამზე ჩამოჯდა და ტელეფონიც მაგიდაზე გაასრიალა. -მმ… რაღაც ღვინო მაქვს, ახალ წელს მომიტანეს, მაგრამ არ მახსოვს ვინ, გაუხსნელი დევს, გინდა? -იყოს, ჩემს გამო არ გახსნა, ყავა გამიკეთე. -მე მაინც არ დავლევ, უნდა იდოს ისე და შენ მაინც დალიე. - ღვინის სახსნელით აწვალებდა თავსაფარს, ლუკამ მაშინვე გამოართვა და თვითონ გახსნა. -ჭიქა? თუ პირდაპირ მოვიყუდო. - წარბაწეულმა შეხედა გოგოს, იმანაც უცებ გამოიღო ორი ღვინის ჭიქა და მისაღებისკენ დაიძრა. - შენთვის არ შეიძლება. - უკან აედევნა, თან მთლიანი უკანა მხარე შეუთვალიერა. -სულ ცოტა შეიძლება. - დივანზე ჩამოჯდა, ლუკამ ჭიქები შეავსო და მის გვერდზე მოთავსდა. - რას აკეთებს ასეთს ანდრო, მის ფანჯრიდან გადაგდებას რომ გეგმავ? -რას აღარ, მე მგავს და როგორც მე ვამწარებდი ხალხს, ისე მამწარებს ეს. რამდენიმე დღის წინ გავაბრაზე და საწოლში შამპუნი ჩამისხა, მერე შემთხვევით ჩემი საქმის ფურცლებით ფიფქები გამოჭრა და ასე, ყოველ დღე რაღაც ახალს იგონებს. -ისე ადვილად მიეჩვიე? ანუ წლები მარტო ცხოვრობდი და მერე უცებ ახალი წევრი გემატება სახლში, ახმაურებს ყველაფერს და სიმშვიდეც ქრება. -შენ პირველი ორი კვირა უნდა გენახა, სკოლაში რომ მიმყავდა გიჟივით დავრბოდი ოთახიდან ოთახში, ის ლაწირაკი კიდე იდგა გამზადებული და დამცინოდა. მაგრად მიხარია სკოლა რომ დამთავრდა, დავისვენე გეფიცები. - ღვინო მოსვა, შემდეგ თავი ჩამოადო საზურგეს და ჩუმად ამოიოხრა. ცოტახანში წვრილი თითები იგრძნო თმაში, რომლებიც გაუბედავად შეცურდნენ და თმის სირბილე შეიგრძნეს. ნელა გადაატრიალა თავი გვერდზე, თვალები გაახილა და თინის ყავისფერებს მიაშტერდა. -მშურს. - ჩუმად თქვა თინიმ, თან თმაზე ფერება განაგრძო. -რისი? - ტუჩის კუთხე ჩატეხა გიორგაძემ, ლოყა მაჯაზე დაადო, თან თვალს არ აშორებდა. -ასეთი ჰაეროვანი მეც კი არ მაქვს. - თითები აათამაშა, მერე კი ლუკას ტუჩები იგრძნო მაჯაზე და თვალები მიენაბა. - მე… - ჩახლეჩილი ხმა ჩაიწმინდა, ხელი მოაშორა და მომღიმარს ცისფერებში ჩახედა. - სალათი მაქვს გინდა? -აღარ მინდა, მაგრამ ნახატს ვნახავდი სიამოვნებით. -მოგიტან. - სწრაფად წამოდგა ფეხზე, საძინებელში გავარდა და კედელზე ჩამოკიდებული ნახატი ფრთხილად ჩამოხსნა. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და უკან დაბრუნდა. - თუ არაფერი მეშველა ეს მაინც გექნება სამახსოვროდ. -გეშველება. - თვალი ჩაუკრა, ნახატი გამოართვა და როგორც კი შეხედა თვალები გაუფართოვდა. - ჯანდაბა პატარავ, რა ლამაზია. - ქალის სხეული დაკვირვებით შეათვალიერა, რომელიც უამრავი ფერის ნაერთით იყო წარმოდგენილი. -მართლა მოგწონს? -ძალიან, ევას შემდეგ ასეთ ნახატს თუ ვნახავდი არ მეგონა. - ჯერ ისევ გაოცებული მიშტერებოდა ნახატს და სიტყვებს ვერ პოულობდა მის ასაღწერად. -ევა? -აბაშიძე. მხატვარია. -ევას იცნობ? -ჩემი მომავალი რძალია… რომ გავიცანი კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ ჩემი ძმაკაცის ქალი იყო… გაგაცნობ მერე. - სახე გაბრწყინებულს თვალი ჩაუკრა. -მართლა? -ჰო. - ისე დაუქნია თავი არ შეუხედავ, თინიც სიახარულისგან ეცა და ლოყაზე მაგრად აკოცა. -ხანდახან როგორი საყვარელი ხარ. - ლოყაზე უჩქმიტა და ლუკამაც ხელი შემოხვია წელზე. -მე სულ საყვარელი ვარ პატარავ, პროსტა ცუდ დროს შემხვდი. - თვალი ჩაუკრა, თან რამდენიმე სანტიმეტრით უკან გაწეულს სახე შეუთვალიერა. ცოტა ხანს ასე აკვირდებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ ტუჩებზე გადაიტანა მზერა ლუკამ, ნელა მიიწია მის სახესთან და რბილ ტუჩებს ნაზად შეეხო. იგრძნო ქალის ტანში დავლილი ჟრუანტელი, წელზე მოხვეული ხელით თავისკენ მისწია და თინიც აიყოლა კოცნაში. მეორე ხელი კისრიდან კეფაზე შეუცურა და მოხერხებულად გადაისვა თავის კალთაში. რაღაც განსხვავებულს გრძნობდა, არ იყო უბრალო კოცნა, სხვანაირ მუხტებს გადასცემდა ლუკა, ისეთს აქამდე რომ არ უგრძვნია და ძალიან სიამოვნებდა. ტუჩებიდან კოცნით გაიკვალა გზა ყელისკენ, იქვე უკბინა და თინის კვნესაც შემოესმა. -ლუკა… - როგორც კი კაცის ხელები იგრძნო მაისურის ქვეშ უსიამოვნოდ შეიშმუშნა, ლუკას შეხება სიამოვნებდა, მაგრამ ძველ ამბებს ახსენებდა. -ნუ გეშინია თინა, ხომ მენდობი არა? - ნიკაპზე ნაზად მოკიდა თითები, თავი ააწევინა და სახეზე დააკვირდა. ლოყები სულ ასწითლებოდა, თვალები დაბლა დაეხარა და ლუკას ყელს მიშტერებოდა. - თინა, შემომხედე. - მის ბავშვურობაზე ეღიმებოდა, უფრო საყვარელიც ეჩვენებოდა და უნდოდა გაუჩერებლად მოფერებოდა. -რათქმაუნდა გენდობი ლუკა. - კისერზე მოხვია მკლავები, ცხვირი კი მის ყელში ჩარგო. - უბრალოდ… ცოტა დრო მჭირდება იმის გონებიდან ამოსაგდებად. - ჩუმად ჩაიბურტყუნა. ლუკას გაეღიმა და თავზე გადაუსვა ხელი. თმაზე ეფერებოდა ჩუმად, შემდეგ სწრაფად აიყვანა ხელში, ერთადერთ საძინებელში შეიყვანა და საწოლზე ნელა დააწვინა. -იმედია დივანზე არ დამაძინებ ხო? მერე წელი მტკივდება. - შორტი გახადა დამორცხვილს, შემდეგ თვითონაც გაიხადა, გვერდზე მიუწვა და თვალებში ჩახედა. - ყველაფერი კარგად იქნება. - თმა ყურს უკან გადაუწია ორი თითით, შემდეგ ცერით ლოყაზე მიეფერა. - რა პატარა ხარ ტო. - ისევ განაგრძობდა ლოყაზე მოფერებას, შემდეგ მისკენ მიიწია, ტუჩებზე ისევ შეეხო და თინიც წამსვე რომ აჰყვა გაეცინა. - პატარა ბავშვი. - მოწყვეტით აკოცა, შემდეგ წელზე მოხვია ხელი, ზუბლზე მიაკრო ტუჩები და აღარც მოუშორებია ისე გაითიშა. *** -საიდან იცოდი დაჩიზე? - ვერანდაზე საქანელაზე ისხდნენ და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდნენ. -ყველაზე ყველაფერი ვიცი პატარავ. -მეშინია იმ არანორმალურმა რამე არ დაუშაოს. - კეფა მხარზე მიადო, გუგამ კი საფეთქელზე აკოცა. -ნუ ნერვიულობ, მიხედავს თავის თავს. - მუცელზე ეფერებოდა, თან საყვარელი ქალის სურნელით ავსებდა ფილტვებს. ჟრუანტელი უვლიდა და მასთან ყოფნის დროს გულიც უფრო სწრაფად უცემდა. -რამდენი რაღაც ხდება არა? ყველას რაღაც პრობლემა აქვს. - გუგას თითებში ახლართა თითები, ხელის გულზე აკოცა, მერე კი ლოყაზე მიიდო და თვალები მინაბა. -და მე აქ გადმოსვლაზე ვერ დაგითანხმე. -კიდევ დიდხანს მოგიწევს წვალება. -საშინელი ქალი ხარ, ჩემთან გადმოსვლას გთხოვ, შენ კიდე ძალით მაწვალებ. - ყბის ძვალზე მიაკრო ტუჩები, მერე კი ყელიდან მისი სურნელი მოიპარა. -ჩემს სახლს რას უწუნებ? -ჩემი უფრო ლამაზია, თან ნახე რა კარგ ადგილზეა. - ჩაიცინა, მაგრამ ევას ხმა აღარ ამოუღია. ნელა გადატრიალდა გუგასკენ, თვალებში ჩახედა, თან წვრილი თითები ოდნავ წამოზრდილ წვერზე ჩამოუსვა. -მითხარი რას გრძნობ და შეიძლება გადმოსვლაზე ვიფიქრო. - მწვანე თვალებით მიშტერებოდა, სახეზე ეფერებოდა და სულ უკარგავდა აზროვნების უნარს. -არადა ვფიქრობდი ახლა მეტყვის რომ ვუყვარვართქო. - თმა გადაუწია უკან, მოწყვეტით აკოცა და ყურებამდე გაიღიმა. - აქ გადმოსაყვანად სხვა ხერხების მოძებნა მირჩევნია. -მიყვარხარ. - ისე თქვა თვალი არ მოუშორებია გუგას შავებისთვის და დაინახა წამსვე როგორ გაბრწყინდა ის სიშავეები, თითქოს უფსკრულიდან სინათლე წამოვიდა და ბურდულს მთლიანი სახე გაუნათდა. იმდენი გრძნობა ჩაატია ამ ერთ სიტყვაში, აღარაფრის თქმა არ იყო საჭირო. ამ ერთმა სიტყვამაც გააბედნიერა ბურდული და ირგვლივ ყველაფერს აზრი მისცა. კისერზე მოკიდა ხელი, თავისკენ მისწია ევა და ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა. აღარაფერი უთქვამთ იმ ღამეს, გუგას მკერდზე მიკრულს ჩაეძინა ევას, ბურდული კი ისევ მთვარეს შეჰყურებდა, თმაზე ეფერებოდა ქალს და ბედნიერებისგან ალბათ ცოტაც და აფეთქდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.