სიყვარულამდე ათი ნაბიჯია I
საღუალო სიმაღლის,შავგრემანი ქალი, ამაყი ნაბიჯებით გამოდის სადარბაზოდან და არე-მარეს თვალს ავლებს,თითქოს და ყველაფერი,რაც მის ტვინსა და გულში ყოველდღე მეორდება სადღაც გამქრალიყოს. ჰაერს ღრმად სუნთქავს,ერთ ღერ სიგარეტს კოლოფიდან კბილებით იღებს,ასანთს თითებს შორის იქცევს და ნაზად უკიდებს. სიგარეტის კვამლით ევსება ფილტვები და წამს შვებასაც გრძნობს. მაგრამ ვაი,რომ ეს შვება ხანმოკლეა. მიჩვეულია ევა მამისგან მითითებების მიღებას,თუმცა შეზლებისდაგვარად არასოდეს ასრულებდა მათ. ახლაც ნელი ნაბიჯებით მიუყვება დაზეპირებულ ქუჩას და ნაბიჯებს ითვლის. 345-ე ნაბიჯში კაზინოს შესასვლელთან დგას და დავით კეჟერაძის გამობრძანებას ელოდება. -გამარჯობა,კეჟერაძეების დედოფალო! - არყის სუნად ამყრალებული დავითი ლოყაზე კოცნის უმცროს დასს და წასვლისაკენ უბიძგებს. -საღამომშვიდობისა დავით. ისევ წააგე არა? -არანაირი ემოცია იგრძნობოდა ევას ხმაში,რადგან მიჩვეული იყო დავითის მსგავს ქმედებას და რა საკვირველია შედეგსაც კი. - ისევ წავაგე -იცინის და ევას ხელს ხვევს. მთვრალსაც კი შეუძლია ევას თვალებში ჩაბუდებული და კარგად გადამალული სევდა ამოიცნოს. ისევ იღიმის. შუა ქუჩაში აჩერებს ევას,მხრებზე ხელს კიდებს და საუბარს განაგრძობს -მართალია პატარები აღარ ვართ ევა,მაგრამ ვიცი,რომ რაღაც ისე ვერაა შენს ცხოვრებაში. პრობლემა კი ამჯერად მე არ ვარ,ჩემგან მიეჩვიე,მხოლოდ ირაკლი და ნანა ვერ მიეჩვივნენ.- კვლავ იცინის -ამაზრზენია უკვე,დავით! არ გესმის? ვერ ხედავ? შენს გამო ყველაფერი გაყიდეს,აღარაფერი აღარ დაგვრჩა და ნანა იმაზე ფიქრობს თავი როგორ გავიტანოთ. ცოლი გარდაგეცვალა და მესმის როგორი მტივნეულია,მაგრამ მე შენთან ვარ - ხმა აუკანკალდა ქალს - გთხოვ მოეშვი თამაშს,წავიეთ სადმე მხოლოდ მე და შენ და ისევ თავიდან წამოვიწყოთ ჩვენი ბიზნესი. ელენეს ხომ იცი როგორ გაუხარდებოდა არა? -მოკეტე. შენ რა იციი? -იღიალა დავითმა -შენ რა იცი როგორი მტკივნეულია იმ ადამიანის დაკარგვა,რომელიც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს? -დავით, ელენე დაკარგე მაგრამ მე გყავარ მაგრამ თუ ასე გაგრძელება დარწმუნებული ვარ,მეც აღარ გეყოლები! ელენე გარდაიცვალა,მორჩა! დამთავრდა! -ყვირილზე გადავიდა ევაც და სილა გააწნა დავითმა. ყველაფერი დატრიალა ირგვლივ და ცრემლებმაც გამოიკვლიეს გზათვალებიდან. -აღარ გაბედო ელენეს ხსენება! აღარასროს! -გამოსცრა კბილებში და სანამ ევა გონზე მოვიდოდა იქაურობას გაეცალა. ტუჩიდან წამსკდარი სისხლი მოიწმინდა ევა კეჟერაძემ,ცრემლები შეიმშრალა,ისევ ამოიღო სიგარეტი და გააბოლა. იმ ღამით გვიან დაბრუნდა სახლში. დარწმუნებული იყო,რომ მთელი ქვეყანა კი არა არც არავინ ეძებდა და რომ შესძლებოა სამუდამოდ დატოვებდა სახლს სადაც მხოლოდ ტკივილი სუფევდა მისთვის. კარი ფრთხილად შეხსნა და უხმაუროდ გადაინაცვლა თავის ოთახში. საწოლზე ტანსაცმელებიანად დაემხო და ფიქრებში გართულს მალევე ჩაეძინა. -ევა! -ყვიროდა დიასახლისი და გოგონას სწრაფად მომზაებისკენ მიუთითებდა -სწრაფად დედი გასაუბრებაზე გაგვიანება -შუბლზე აკოცა ქალიშვილს და ოთახიდან გაუჩინარდა. სწრაფად წამოდგა საწოლიდან,შხაპი მიიღო,ჩაიცვა,მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და სახლიდან გიჟივით გავარდა. -სახლში რომ დაბრუნდება ყველანი მისაღებში შეიკრიბეთ -დასჭექა უფროსმა ირაკლიმ და ცოლს ცივი მზერა სტყორცნა -რამე მოხდა? -რაც ვთქვი ის გააკეთეთ,შემდეგ გაიგებთ რაც მოხდა. ................................ ფსიქოლოგიის დეპარტამენტში ამაყად შეაბიჯა და იქვე მჯდომ კონკურენტებს თავაზიანად გაუღიმა. მისი ჯერი რომ დადგა ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა და მდივანს კაბინეტამდე გაჰყვა. -აქ შებრძანდით. -მიუგო გოგომ და ღიმილით დაემშვიდობა -გამარჯობა ქალბატონო ევა! - გაისმა თბილი,სასიამოვნო ქალის ხმა -მოგესალმებით. -რამდენიმე კითხვას დაგისვამთ და გთხოვთ,გულახდილად მიპასუეთ -რა თქმა უნდა. -გაუღიმა ქალს -რატომ გადაწყვიტეთ,რომ ბავშვთა ფსიქოლოგია შეგესწავლათ? -სიმართლე გითრათ,ბავშვები ძალიან მიყვარს და თავად მქონდა ისეტი პერიოდი,როდესაც მჭირდებოდა ფსიქოლოგის დახმარება,მაგრამ იმ დროს ვერავინ დამეხმარა და ვცდილობ მე ვიყო ისეთი კარგი ფსიქოლოგი,რომელიც ამათუიმ პრობლემის წინაშე მყოფ ბავშვებს დაეხმარება. -მტკიცედ განაცხადა ევამ. ქალს გაეღიმა -თქვენი საბუთები გადავამოწმე,რეკომენდაციაც კი გაქვთ და თამამად შმეიძლია ვთქვა,რომ ჩვენთვის შეუდარებელი კანდიდატი ართ,მაგრამ მინდა უფრო მეტი მომიყვეთ თქვენს თავზე ამ პროფესიის მრივ. საბუთებში წერია,რომ 13 წლის გოგონას სუიციდისკენ ჰქონდა მიდრეილება და თქვენთან პირველმა სიანსმა ეს აზრი უკუაგდებინა. -დიახ. რა თქმა უნდა,ძალიან რთულია ამ ასაკის მოზარდთათვის მსგავსი აზრების მოშორება. მე უბრალოდ მენდობოდა ის გოგო ,ისევე,როგორც სხვა ბავშვები. ვაცდიდი საუბარს საუთარ თავზე და ხანდახან ისეც ხდებოდა,რომ უბრალოდ ვსეირნობდით. მოგეხსენებათ,როცა საქმე პატარა ბავშვთან გაქვს,მას მაქსიმალური სიმშვიდე უდნა აგრზნობინოთ,ამიტომაც ვაკეთებდით იმას რაც მის სულს ამშვიდებდა. -შესანიშნავია,ვფიქრობ რომ უახლოეს მომავალში დაგიკავშირდებით. -ქალი წამოგა,რიმილით გაუწოდა ხელი. ევამაც გაბრწყინებულმა ჩამოართვა ხელი და სახლში დაბრუნდა. კარი ხმაურით შეხსნა და სამზარეულოში მოფუსფუსე ნანას ლოყები დაუკოცნა. -რა გითხრეს დე? -ეღიმებოდა ნანას გაბრყინებული ევას ნახვისას და სიხარულისგან პატარა ავშვივით ცქმუტავდა -ახლო მომავალში დაგირეკავთო,დამაიმეა,ძალიან კარგი ქალი იყო დე,მარტლა ძალიან კარგი. -გაეღიმა ევას -როგორ მიხარია დედი! იმედი მაქვს ამ სამსახურს მიიღებ,შენ ხომ ქალაქში ერთ-ერთ საუკეთესო ფსიქოლოგი ხარ,უარი ვინ უნდა თქვას -აბრიცა ტუჩები და ორივეს გაეცინატ -ხო მართლა ირაკლიმ დამიბარა ევა,რომ დაბრუნდება მისაღებში შეიკრიბეთ საქმე მაქვსო. -როგორც ყოველთვის. -მშვიდად ჩაისუნთქა ევამ და მისაღებისგენ გასწიეს. დავითი ნერვიულად დადიოდა ოთახში ხოლო ირაკლის ნერვიულობა საერთოდაც არ ეწერა სახეზე,მეტისმეტად მშვიდად იყო იმ ამბისტვის რაც ოჯახისთვის უნდა შეეტყობინებინა. -დასხედით -თქვა მან და ქალიშვილს გადახედა. -როგორც იცით,ჩვენი დავითის გამო სრულ კრიზისში ვართ,ქონებაც დავარგეთ და.. -და? -ჩაერია ნანა -და ის ბიზნესი,რომელიც დავკარგეთ შეიძლება დაგვიბრუნდეს მაგრამ ამისათვის ერთადერთი გზა არსებობს. -რა გზა? -იკითხა ევამ -ჩვენი წილი კომპანია დაცი ბურდულმა შეისყიდა -განაგრძო დავითმა - მასთან მივედით დასალაპარაკებლად,რომ თანხას უკან დავუბრუნებდით და კომპანია ისევ ჩვენთვის გადმოეფორმებნა,თუმცა ფული არ მჭირდებაო ასე თქვა. -აბა რა სურს? -გაეცინა ევას -შენ. -რა მე მამა? -უმატა სიცილს ევამ და ადგილს ვეღარ პოულობდა -შენ უნდა გაჰყვე ცოლად. -მეტისმეტად სერიოზული ჩანდა ირაკლის ხმა და ადგილზევე გაშეშდა. შემდეგ დავითს გადახედა,რომელსაც თვალები იატაკისკენ დაეხარა და არაფრის თქმას არ აპირებდა. -რას ქვია ცოლად უნდ აგაჰყვეს ირაკლი? რას ამბობ? -ჩაერია შეშფოთებული ნანა და შვილს ხელი მოჰკიდა -მამა ხომ იცი ვინ არის დაჩი ბურდული არა?! -ვიცი! და სწორედ ამიტომ ცოლად გაჰყვები! ევას სიცილი ტირილში გადაეზარდა,ხმას ვერ იმორჩილებდა,აზრე ვერ მოდიოდა. -არავისაც არ გავყვები ცოლად თქვენი ბიზნესის გამო და მითუმეტეს დაჩი ბურდულს! სულ გააფრინეთ? -გაჰკიოდა ქალი და მისი ხმა კედლებს აზანზარებდა . -რამდენი რამ მოვითმინე ამ ოცი წლის მანზილზე მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია! თქვენ მე რა გგონივართ სათამაშო?! ადგებით და მიუგდებთ დაჩი ბურდულს,რომელმაც ცხოვრება დაუნგრია,გული ატკინა და თქვენ თქენ სკომპანიას დაიბრუნებთ? ჩემი უბედურებით უნდ აგაბედნიერდეთ არა? -ტონი აკონტროლე ევა! -წინ აესვეტა დავითი -გინდა რომ თამაშს თავი დავანებო? გინდა რომ ნანას ყოველდღე იმაზე ფიქრი არ უწევდეს,თუ როგორ არ ამოგხვდეს შიმშილისაგან სული ან როგორ გადავიხდით კომუნალურებს? მაშინ გააკეთე ის რაც გასაკეთებელია და მორჩი ტირილს. -გული ეტკინა ევას. კიდევ ერთხელ. კიევ ერთელ გამოეცალა მიწა ფეხებქვეშ და გრძნობდა,რომ დიდი უბედურება დატყდა თავს. -დაჩი ქვემოთაა. -თქვა ხმადაბლა ირაკლიმ და კარი გაურო ევას. -უნდა შევხვდე ! -ევამ დედამისს გადახეა,რომელსაც ცრემლები ღაპა-ღუპპით სცვიოდა თვალებიდან და სცდილობდა შვილს მიახლოებოა,თუმცა დავითს ეჭირა ქალი. ის კი არ ჩერდებოდა,ტიროდა და ტიროა. -ანუ ასე არა? -გაეცინა. -კარგი,ახლავე ვნახავ თქვენს დაჩის. -სახლიდნა გავარდა და რვავე სართული ფეხით ჩაირბინა,თან ცრემლებს იწმენდდა და დამშვიდებას სცდილობდა თუმცა,მასინ,როდესაც დაჩი დაინახა გული გაუტყდა და ნამსხვრევებად იქცა. სადარბაზოდა ვერ გადიოდა. იდგა და უყურებდა თავისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს,რომელმაც მიატოვა ახლა კი სურდა,ცოლად შეერთო. მწარედ გაეცინა ევას. დაჩიმდე მიირბინა და სილა გააწნა. -როგორ ბედავ?! -იყვირა კვლავ და ცრემლების ხელახლა წასკდა მის მწვანე თვალებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.