შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სად ჩერდება წამი?


13-12-2017, 00:27
ავტორი Mariam Turabelidze
ნანახია 1 413

მესმოდა მისი გულისცემა, მკერდი ადიოდა და სწრაფად უბრუნდებოდა პირვანსელ პოზიციას. ისე სწრაფად მოძრაობდა, რომ თითქმის არ არსებობდა ადამიანი დედამიწაზე, რომელიც მის მოძრაობას ვერ შეამჩნევდა. ნესტიან ქუჩებში მძიმედ აბიჯებდა მიწას და ორი თითით ჩაებღუჯა ახლად ანთებული სიგარეტი. ისევ მარჯვნივ აუხვია.. მერამდენე ჩიხია აღარც ახსოვს, სათვალავი აერია და მაინც, ნაცნობ ადგილს მოუახლოვდა. ნეტავ გესმოდეთ, რა მტკივნეულია მისი ფიქრები, ყველაფრისგან პოულობდა გამოსავალს, დღეს კი, თითქოს ღმერთმა მიატოვა, განდეგილივით მარტო დაიარება და მხოლოდ წვიმის წვეთების ხმა ესმის, ვინმესთან ლაპარაკი თავადაც არ სურს. ერთადერთი რამ, რასაც ეხება სიგარეტია, ალბათ ყველაზე იოლი მასთან ერთად ცხოვრებაა. ზოგჯერ ესეც ბეზრება ხოლმე, შორს მოისვრის და შემდეგ მანძილს მათ შორის ნაბიჯებით ითვლის, სიგარეტს ფეხით სრესს და ხელი შარვლისკენ მიაქვს, სადაც მუდმივად უდევს შავი, თითქოს ძველი, აქა-იქ გაქლექილი იარაღი, რომელსაც ჯიბიდან იღებს და უსასრულობას უმიზნებს, ღრმად ისუნთქავს ამ ქუჩის სურნელს, ცალ თვალს ხუჭავს, სამიზნეს კარგად ათვალიერებს და ხედავს ლანდს, რომელიც სამუდამოს აჩერებს წამს, ისევ რუტინულად მეორდება..ისევ არ ვაძლევ უფლებას სამუდამოდ წამშალოს და ისიც, როგორც ყოველთვის, არც ახლა ისვრის, იარაღს უკან აბრუნებს და ისევ სიგარეტის კოლოფს ეძებს ჯიბეებში.
დგება მომენტი, როცა ჩერდება წამი და გინდა, რომ ამ წამით სამუდამოდ იცხოვრო. დანამულ ქუჩებში წვიმის სურნელი გაბრუებს და ხვდები, რომ ეს მონატრების სურნელია. საშინელებაა, როცა აცნობიერებ ამ სურნელის ტკივილს, რომელიც ახლახანს დაიწყო და წინ კიდევ ბევრი გზა აქვს გასავლელი. როცა მონატრება სისხლში გაქვს გამჯდარი და ძარღვებში დაგიდის, გაუსაძლისია მისი სხეულიდან განდევნა. აცნობიერებ, რომ ხშირად მოგიწევს მარტო დარჩენა და თითქოს მის მოლოდინში ყოფნა ჭკუიდან გშლის. მერე ცდილობ შეჩერებული წამით იცხოვრო.. და მაინც, სად გაჩერდა წამი? არსებობს მომენტები, რომლებსაც ვერასდროს წაშლი, ისინი სამუდამოს რჩებიან ჩვენს გონებაში.
მეც მასთან ერთად ვსუნთქავ, განვიცდი, მისი თვალებით ვხედავ სამყაროს, ის მწამს, რაც მას სწამს. აჩრდილივით, სულივით ჩამოვუჯდები ხოლმე გვერდით და თავს მხარზე ჩამოვადებ. არ ვტყდები, რომ სიგარეტის კვამლით ვიხრჩვი, რადგან ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის სიგარეტი. თქვენ არასდროს არაფერს პატიობთ, მე-კი. ახლაც ჩუმად ვარ, მთვარის რკალებს თითებით ვხაზავ და მჯერა, რომ გვერდით მჯდომი დამინახავს. ნელა ვსუნთქავ, ისიც ირინდება და მოუსვენრად აქანავებს ფეხებს.. გეფიცებით, გრძნობს, რომ მასთან ვარ.
რა მოხდება, რომ შეწყვიტოს სუნთქვა? თუნდაც წამიერად? მე დავბრუნდები უსასრულობიდან დედამიწაზე, ჩემი სული კი ისევ უკუნით ღამეში, მის გვერსით, მხარზე თავჩამოდებული დარჩება და ვეღარაფერს იგრძნობს, გარდა სინანულისა, რომ აჩრდილის ნაცვლად, ცხადად არ მოევლინა მის წინ, ორიოდე ლამპიონით განათებულ ქუჩაში და ტკივილი ოდნავაც არ შეუმსუბუქა.



№1  offline წევრი Buka13

dzalian kargia????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent