შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კრიმინალის სიყვარული. სრულად


2-01-2020, 19:27
ავტორი katiusha
ნანახია 50 981

თეთრი მერსედესი ახალაშენებულ, მრავალსართულიან კორპუსებს შორის მოხერხებულად გააჩერა მძღოლმა. იქიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოხტა, მანქანა ჩაკეტა და სწრაფი ნაბიჯებით გაუჩინარდა სადარბაზოში.თან ტელეფონზე ლაპარაკობდა.
ისე იყო გართული საუბარში,რომ საერთოდ ვერ შეამჩნია როგორ გაჰყვა საპირისპირო მხრის კორპუსის აივნიდან ორი წყვილი თვალი…
გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს. ერთს სასიამოვნოდ ჩაეღიმა.
-ეტყობა ისევ რაღაც მნიშვნელოვანი საქმე აქვს.-ჩაილაპარაკა პირველმა.
-ჰო,ალბათ,-ყრუდ უპასუხა მეორემ.- ნეტავ ოდესმე შემამჩნევს?
-ასე თუ იჯდები სულ აივანზე და შორიდან უყურებ არასდროს.
-რა ვქნა?რამდენი ვეცადე,მაგრამ არაფერი გამოდის.
-არ ცდილობ კარგად.მე არ მიჯერებ. მოდი ისე მოიქეცი როგორც მე გეტყვი.
-რა ჩაიფიქრე?-იმედიანი თვალებით შეხედა მეგობარმა.
-მომენდე.-გაუცინა პირველმა და ისევ ქვემოთ ჩაიხედა.ისევ დაინახეს რომ ბიჭი სადარბაზოდან გამოვიდა პატარა ჩანთით ხელში,ისევ ტელეფონზე საუბრობდა.
-ნახევარ საათში მოვალ...უკვე გამოვდივარ...თქვენ დაიწყეთ მხიარულება და მეც შემოგიერთდებით..-გაეღიმა ბიჭს.
ნუცამ პირვად დაინახა მისი გაღიმებული სახე და სამუდამოდ ჩარჩა მეხსიერებაში…
ნუცა დევდარიანი ოჯახში ყველაზე პატარა წევრი იყო.ორი ვაჟის შემდეგ პატარა პრინცესას შემობრძანებაც დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს საგვარეულოში.თავიდანვე განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა ყველა,ხელის გულზე ატარებდნენ. მისთვის არ არსებობდა უარი,რასაც ინატრებდა ყირაზე გადავიდოდნენ და აუცილებლად აუსრულებდნენ. თუმცა უნდა ითქვას რომ ისეთი არაფერი უნატრია რაც მის ოჯახს არ შეეძლო.
მდიდრები არ ეთქმოდათ,მაგრამ არც ღარიბები იყვნენ.მამა ქალაქში ცნობილი და სახელგანთქმული არქიტექტორი იყო-გურამ დევდარიანი.კარგად იცნობდნენ საზოგადოების მაღალ ფენებში. ყველაზე მეტად მაინც იმით იყო განთქმული რომ უანგაროდ ეხმარებოდა მათ,ვისაც არ ჰქონდა ფული ან უჭირდა და სახლის დაპროექტებას ვერ ახერხებდნენ ფინანსებიდან გამომდინარე.ასეთები ხშირი იყო და უარს არაფრის დიდებით არ ამბობდა.
მისი ვაჟებიც ასეთები იყვნენ.უფროსი- ვახო მის კვალს გაჰყვა და ერთად მუშაობდნენ.უმცროსს-ნიკას ადრენალინი და იარაღი იზიდავდა და იურიდიულზე ჩააბარა,მერე პოლიციის აკადემიაში და ახლა ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი იყო…
ორივე დაოჯახებული და ორივე ცალკე ცხოვრობდა,თუმცა იმავე კორპუსში…
ნუცა მათი ფერია იყო.სილამაზით განთქმულ გოგოს ცივ ნიავს არ აკარებდნენ და არც მარტო უშვებდნენ სადმე.აკონტროლებნენ მუდმივად. თითქოს წინასწარ ხვდებოდნენ რომ საშიშროება ელოდა მას.
მართლაცდა ულამაზესი იყო ნუცა.
მუქი წაბლისფერი თმები ჰქონდა,ღია თაფლისფერი თვალები,რომელიც ხანდახან კიდევ უფრო უღიავდებოდა და თითქოს ნაცრისფერში გადადიოდა,გრძელი წამწამები, ნუშისებრ თვალის ჭრილს ზემოდან თხლად გასდევდა ოდნავ ტეხილი წარბები.თხელი სწორი ცხვირი და საშუალო სისქის ტუჩები,თეთრი ფითქინა კანი,რომელიც ყვრილამების მიდამოში ყოველთვის უვარდისფრდებოდა და ამის გამო სულ წუწუნებდა უხერხულ სიტუაციებში მაგდებსო.
წელს უნივერსიტეტი დაამთავრა. უცხო ენების სპეციალისტი იყო.კერძოდ კი ფრანგულის,განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა საფრანგეთთან,ყოველთვის ძალიან უყვარდა პარიზი და მისი სიყვარულით აარჩია პროფესიაც..
თაყვანისმცემლები ბევრი ჰყავდა, მაგრამ მის გულს არავინ ეკარებოდა. ბუნებით რომანტიკოსს ძალიან უნდოდა ისეთი სიყვარული ჰქონოდა წიგნებში რომ კითხულობდა და ემოციებში აგდებდა.კითხვა მისი მთავარი ჰობი იყო.ყველაზე მეტად
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ და მისი მთავარი გმირები იყვნენ მისი გმირები.თვლიდა რომ კვაზიმოდოს ბევრად დიდი და ძლიერი სიყვარული ჰქონდა,ვიდრე ეს გადმოცემული იყო.
ამბობდა რომ მასაც ასეთი სიყვარული უნდოდა და ელოდა არა პრინცს, არამედ სწორედ კვაზიმოდოსნაირ ადამიანს,რომელიც სიგიჟემდე შეიყვარებდა,შეიყვარებდა მის სულს და შინაგან ნუცას და არა გარეგნულს…
პირველად ლევანი მაშინ დაინახა, როცა უნივერსიტეტში მიდიოდა. სადარბაზოდან გამოსულს საპირისპირო მხრიდან გამოსული შეეჩეხა ბიჭი,ტელეფონზე საუბრობდა და სულაც არ მიუქცევია ყურადღება მისთვის.გოგოს რაღაც დაემართა და დიდხანს იდგა ადგილს მილურსმული მიუხედავად იმისა რომ ბიჭი უკვე დიდი ხნის წასული იყო..
მას მერე რამდენიმე თვე გავიდა. რაღაცეებიც გაარკვია მასზე,მაგრამ პირადად ვერაფრით გაიცნო, მხოლოდ ასე შორიდან უმზერდა და გრძნობდა როგორ აღწევდა ბიჭი მის გულში და გონებაში….იმ საღამოს რატომღაც გასეირნება მოუნდა.მეგობარი რომ გააცილა მარტო დარჩა,მოიწყინა.სახლში ცხელოდა,გარეთ კი აგრილდა. ზაფხული ახლა იკრებდა ძალას.
თხელი ყვავილებიანი სარაფანი ჩაიცვა და გარეთ გავიდა.სკვერები უამრავი იყო მათ ქუჩაზე.
დიდხანს იჯდა იქ და ადამიანებს აკვირდებოდა.ესეც ყოველთვის უყვარდა.ხედავდა როგორ ერთობოდნენ პატარები,როგორ სრიალებდნენ სასრიალოდან და როგორი ლაღები და უდარდელები იყვნენ.როცა მათი ტოლი იყო, ძალიან უნდოდა გაზრდა,ახლა კი როცა გაიზარდა,ისევ წარსულში და მათ ასაკში დაბრუნებაზე ოცნებობდა..
ესეც რომ მობეზრდა და მიხვდა გვიანი იყო,უკან გამობრუნდა ისევ ფეხით გამოუყვა გზას.სახლიდან საკმაოდ შორს წასულიყო.უბნის ბიჭები შორიდანვე შენიშნა.იცოდა ვინც იყვნენ და თავის არიდება სცადა. მათგან ერთ-ერთი ყოველთვის,როცა დროს იხელთებდა კომენტარებს არ იშურებდა გოგოს მიმართ.ეს კი ნუცას უფრო მეტად აღიზიანებდა და ჭკუიდან გადადიოდა მისი თავხედობით.არც ამჯერად დაიშურა ბიჭმა სიტყვები. გზის მეორე მხარეს გადასული მაინც შენიშნა და შორიდანვე დაიძახა.
-საით მიბრძანდებით დევდარიანების პრინცესავ?
ხმა არ გასცა,ისე ჩაუარა გვერდი.
-შეხედე როგორ იფასებს თავს, თითქოს მართლა პრინცესა იყოს.თავს არ გვიყადრებს,-მიაძახა მეორემ.
-რამდენიც არ უნდა იუარო მაინც ჩემი გახდები,მთელი შენი საგვარეულო რომ გადამემტეროს.
-ისე რათ გინდა ბიჭო ასეთი?განა მართლა ასეთი პატიოსანი იქნება?
-გადაულაპარაკა მესამემ.
-გავიგებ ძმაო,გავუსინჯავ გემოს და გავუგებ.-ისე ირონიულად ჩაეღიმა ბიჭს,რომ ნუცას გააჟრჟოლა და მის თვალებში საშინელი რაღაც დაინახა, რაც ვერ გადმოსცა სიტყვებით.ხოლო იმის გააზრებაზე რომ შეურაწყოფას უსამართლოდ აყენებდნენ საშინლად განარისხა,თუმცა შიშისგან ხმა ვერ ამოიღო.იდგა მათ პირდაპირ და თვალები ცრემლით ევსებოდა.
ყოველთვის ასეთი იყო.როცა უსამართლოდ ექცეოდნენ ჩუმდებოდა და ტირილს იწყებდა…
ვერ შეამჩნია როგორ ჩაუარა გვერდით მანქანამ და გაჩერდა.ვერც ის გაიაზრა როგორ აღმოჩნდა იქ ის უცნობი ბიჭი და როგორ ატეხა ერთი ამბავი…
გვიან დაბრუნდა ლევანი სახლში. მეგობრებთან გართობამ ცოტა გაამხიარულა.ბოლო დროს ცოტა დაძაბული პერიოდი ჰქონდა.ეს კი მისთვის შვება იყო.უბნის ბიჭები შორიდანვე შეამჩნია მანაც.ისევ სვავდნენ და სავარაუდოდ კაიფშიც იქნებოდნენ.ეს ლოთბაზარა სასტავი იმ დღესვე შეამჩნია,რაც აქ გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველთვის ერიდებოდა მათ.
მანქანა ნორმალურად არ ჰყავდა გაჩერებული. ყურადღება მიაქცია,რომ გოგოს შეურაწყოფას აყენებდნენ. მანქანის კარი გაბრაზებულმა მიაჯახუნა და მათკენ დაიძრა..
-რა ხდება ბიჭებო?-იკითხა ხმადაბლა.
-ვაა,ლევანს გაუმარჯოს,-მეგობრულად აუწია ხელი იმან,ვისაც ნუცა მოსწონდა.-როგორ ხარ ძმაო?
-მე შენი ძმა არ ვარ,ხომ იცი?
-არ გინდა ახლა,ამ გოგოს წინაშე ნუ შეგვარცხვენ.
-ბოდიში მოუხადე.-წარბის გაუხსნელად სთხოვა ბიჭმა.
-ვის?ამას?იცი მაინც ვინ არის?
-არ მაინტერესებს ვინ არის.ქალია და ესაა მთავარი.
-არ გეხება ეს საქმე ლევან,არ ჩაერიო.
-სთხოვა მეორემ
-ვაფშე ამას რატომ ვუხსნით რამეს? -ჩაერთო მესამე.-დაახვიე რა ძმაო.- უხეშდად უპასუხა მესამემ და ზურგი აქცია.პირველი კი ნუცასკენ დაიძრა.
-ეს რომ წესიერი იყოს,ამ შუაღამეს აქ რა უნდა?-ხელი სტაცა გოგოს მკლავში. მაგრამ იგრძნო როგორ ჩაააფრინდა ვიღაც ზურგში და კბილებში გამოსცრა.
-ოხ მე თქვენი .. დედა როგორ შეგაგინო?-უღრიალა და შეკრული მუშტი სახეში უთავაზა.მერე აკანკალებულ გოგოს მიუბრუნდა.
-სახლში წადი სწრაფად.
მადლობის გადახდაც ვერ მოახერხა, ისე გაიქცა ინსტიქტურად სადარბაზოსკენ. სწრაფად აირბინა კიბეები და სახლში შევარდა.არავინ დახვედრია,ისე შევარდა საძინებელში და ფანჯარაში ჩუმად გაიხედა.
ლევანი იქ აღარ იყო,სამაგიეროდ ნაცემი ბიჭები სკვერში სკამებზე ისხდნენ და ნაცემ ადგილებს წყლით.
იმუშავებდნენ.
როგორც კი გოგო იქ ვეღარ დაინახა, მათკენ შებრუნდა ლევანი და სამივეს თვალი მოავლო.საჩხუბრად მომზადებულიყვნენ.
-ბიჭებო თქვენთან ჩხუბი არ მინდა, უბრალოდ იმ გოგოს ბოდიშს მოუხდით და მშვიდად წავალთ სახლებში.
-არ გამოვა ძმაო.უკვე ჩაერიე.ის გოგო ჩემია.
-ის გოგო ნივთი არაა.ვერ მიისაკუთრებ.ის თავის თავს ეკუთვნის მხოლოდ.
-მაგას მე გადავწყვიტავ.-უპასუხა პირველმა და საჩხუბრად მოემზადა. სხვა გზა არ იყო..მერე ყველაფერი წამებში დაასრულა.მისი მოქნეული მუშტის გემოს თუ გაიგებდი,ძნელად წამოდგებოდა ფეხზე ვინმე.
-როცა იმ გოგოს და საერთოდ ქალისთვის შეურაწყოფის მიყენებას გადაწყვეტთ ან დააპირებთ,მანამდე ყოველთვის გამიხსენეთ და ეს დღე გაიხსენეთ.თუ მაინც გადაწყვეტთ რომ იგივე გააკეთოთ,გახსოვდეთ რომ მიწიდან ამოგთხრით და არ გაგახარებთ.-გამოსცრა კბილებში. მერე მობრუნდა და სადარბაზოში გაუჩინარდა


ლევან აბრამიშვილს თბილისში ვიწრო სამეგობრო წრე ჰყავდა და ცოტა თუ იცნობდა.იქამდე სანამ მომავალი იურისტი ციხეში არ მოხვდა. რამდენიმე წლის უკან ბავშვობის საუკეთესო მეგობრის ცრემლები ვერ აიტანა.ვერ აიტანა, როცა დაინახა განადგურებული გოგო, როგორ ცდილობდა საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადახტომას და ბეწვზე მიუსწრო.მაშინ წამოსცდა სალის რაშიც იყო საქმე.იმან კი არ გაამწარა რომ გოგო შეცდა და საყვარელ მამაკაცს დანებდა,არამედ იმან რომ ისეთ მდგომარეობაში მიიყვანა, სცადა.საიმედო ხელში რომ დაიგულა,მეგობრებს დაემშვიდობა,საქმე მაქვსო და მას შემდეგ თვეები აღარ უნახავთ. გამწარებულმა ისე სცემა ყოფილი სასიძო,ხელიდან ძლივს გამოსტაცეს, პასუხად მან უჩივლა და ციხეში მოხვდა.მისთვის სამუდამოდ დაიხურა პოლიციის კარი და ახალი კარი გაიღო.სხვა გზა არ დარჩა თვალი გაუსწორა ყველაფერს და ამაყად შეაბიჯა ახალ სამყაროში.
პირველად მის სიამაყეზე და მის ვაჟკაცობაზე მაშინ ალაპარაკდნენ, როცა ციხეში მიიყვანეს.როგორც კი მანქანიდან ჩამოვიდა,ციხის გაღებულ კარში ნათლად დაინახა ორ რიგად გამწკრივებული ბადრაგები ხელში რეზინის ხელკეტებით.სანამ ბოლოში გავიდა ყველა მათგანისგან ძლიერად მოხვდა,ყოველ დარტყმულზე გრძნობდა როგორ ტოვებდა ყველაფერს ადამიანურს აქ და ცივსისხლიან ვამპირად ყალიბდებოდა.
ყველაფრის მიუხედავად ვერ წააქციეს ბიჭი,ვერ შეძლეს მისი მოდრეკა და ვერ გატეხეს.პატიმრებიდან მხოლოდ მან გაიარა ეს დერეფანი.
იმ წუთიდან ციხეში მასზე ლეგენდების შეთხზვა დაიწყეს.იმ წუთიდან,როცა გაარკვიეს რის გამო იჯდა,ყველა პატივს სცემდა.რაც ციხის უფროსობას არ სიამოვნებდა.უმარავი რამე მოიგონეს,უამრავი რამ მოუწყვეს და გადაატანინეს.არ აკლდა ცემა, კარცერი და წამება.მაგრამ ყველაფერს გაუძლო,ვერ მოდრიკეს ბიჭი.ვერ გადაიყვანეს თავის ჭკუაზე. ციხის უფროსი ემუქრებოდა სამუდამოდ გახეხინებ საკნის კედლებსო.
ვადა რომ ამოეწურა არ გაუშვეს, დაუმატეს სასჯელი.მერე კი მთავრობა შეიცვალა და შეიწყალეს.ან რა ჰქონდა შესაწყალებელი? პატიოსნად მოიხადა სასჯელი.
ციხეს რომ ტოვებდა,მაშინ შეხვდა ციხის უფროსს.ირონიულად და ამაყად გადახედა და უთხრა
-ახლა ჩემი დროა,აქედან რომ გამოხვალ ხოლმე,ილოცე რომ არსად გადამეყარო,თორემ გეფიცები თითოეული დაუმსახურებლად ნაწამები პატიმრისთვის გაგებინებ პასუხსო.
ისევ სხვებზე ზრუნავდა,ისევ სხვებისთვის იბრძოდა.ისევე როგორც ციხეში ყოფნისას.მაშინაც ხომ სწორედ რომ სხვების დანაშაულს იბრალებდა და სხვების მაგივრად მას აწამებდნენ.
იქიდან რომ გამოვიდა შავ სამყაროში უკვე ფართოდ იცნობდნენ მის სახელს. მეგობრებთან შეხვედრას ერიდებოდა. მაგრამ მათ გარეშეც არ შეეძლო. მუდმივად დაძაბულ სიტუაციაში იყო და მუდმივად საქმეების გასარჩევად ეძახდნენ.მისი სიტყვა კანონი იყო. სხვა მისნაირებისგან იმით განსხვავდებოდა,რომ მკვლელი არ იყო,თუმცა პატივს ყველა სცემდა. კანონიერ ქურდობაზე უარი თქვა, არადა აპირებდნენ.სპეციალურად შეიკრიბნენ ამისთვის.ბევრი ამაზე ოცნებობასაც ვერ გაბედავდა,მან კი საკუთარი ნებით თქვა უარი.
საცხოვრებლად ახალ ბინაში გადავიდა,ოჯახიდან შორს.ერთ-ერთმა ყოფილმა დამნაშავემ და მაფიოზმა, რომელიც ციხეში სიკვდილს გადაარჩინა წილში ჩასვა და კაზინოების ქსელიდან ერთი მის სახელზე გააფორმა.ჯერ უარობდა, მაგრამ მერე მაინც დაითანხმა, ყველაფერი კი იმით აუხსნა რომ სიცოცხლე ერთადერთია,რაც შეუფასებელია და ეს რასაც გაძლევ მცირედიაო…
არ უნდოდა..ხო არ უნდოდა ამ ბინძურ საქმიანობაში გარეულიყო.ბევრი ეცადა, მაგრამ ადამიანებს ის ვერ გამოასწორებდა.ადამიანები ყოველთვის თვითონ იღუპავენ საკუთარ თავს,როცა ნებისყოფას ვერ იჩენენ და მთელი არსებით ეშვებიან ჭაობში…
*******
სახლში რომ მივიდა,მტკივანი ხელზე ყინული დაიდო.ცოტა ხანს ტელევიზორთან იჯდა.ტკივილმა რომ გადაუარა,ძილი მოერია და დასაძინებლად დაწვა.სულ არ გახსენებია დღევანდელი და მომხდარი.სასმელმა გაჭრა და მალევე მიეძინა.
ყველაფრის მიუხედავად დილით ადრე გაეღვიძა.მიჩვეული იყო. დიდხანს ვერ იძინებდა.წყალი გადაივლო,სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა, ნატკენი ხელი გადაიხვია და სახლიდან გავიდა…
მანქანაში ჯდებოდა,უეცრად გოგონას ნაზი და წკრიალა ხმა რომ მოესმა…
-გუშინ მადლობის გადახდა ვერ მოვახერხე.
გაღებულ კარს დაეყრდნო და მიაჩერდა.თავიდან ფეხებამდე წამებში შეათვალიერა და უპასუხა.
-არაუშავს,ამის გამო არ ინერვიულო.
-მე იმაზე ვნერვიულობდი მარტო რომ დარჩით.
-კარგად ვარ,არაფერი მიჭირს.ისინი კი ნამდვილად ცუდ დღეში არიან და აღარასოდეს შეგაწუხებენ.
-დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ამდენი წელია ვერ მოვიშორე. სახლშიც ვერ ვამბობდი.ვიცი ჩემი
ძმები არ აპატიებდნენ და შარში გავხვევდ მათაც.
ბიჭს გაეცინა.
-ესეგი ჩემი შარში გახვევა შეიძლებოდა.
-არა,არა,ცუდად არ გამიგოთ.- რაღაცნაირად დაიძაბა გოგო.
-კარგი,არაფერია.ეს მე მინდოდადა დახმარება,შენი ბრალი არაა.შენ კი არა,ვინც გინდო ყოფილიყო იქ, ყველასთვის იგივეს გავაკეთებდი.
გული დასწყდა ნუცას როცა ყველასთან გააიგივა ბიჭმა.სახეზევე შეეტყო ეს,მაგრამ ლევანს არ შეუმჩნევია.მანქანაში ჩაჯდა.
-ვიცნობდეთ ერთმანეთს,მე ნუცა ვარ. აი ამ კორპუსში თქვენს პირდაპირ ვცხოვრობ.
-სასიამოვნოა პატარა ქალბატონო. მე ლევანი ვარ.-გაუცინა ბიჭმა უკვე ჩაწეული ფანჯრიდან და მანქანა დაქოქა.ნუცას გული კიდევ ერთხელ დასწყდა.ვერც კი შეამჩნია ბიჭმა. მისთვის უბრალოდ პატარა გოგონა იყო.
-თავს გაუფრთხილდი.-მიაძახა ბიჭმა და სწრაფად დატოვა იქაურობა…
ყველაზე მეტად გული იმაზე სწყდებოდა,რომ ცხოვრებაში პირველად მოეწონა ასე ძალიან მამაკაცი,მისთვის კი არავინ იყო. უბრალოდ გოგონა იყო,რომელიც გადაარჩინა უბნის უსაქმური და ყალთაბანდი ბიჭებისგან…
სახლში აღარ ასულა.ფეხით გაუყვა ისევ გზას და ფიქრობდა.
რა არის ცხოვრება?რა არის მისი მამოძრავებელი ძალა?თუ არა სიყვარული.თუ არა შენი მეორე მეს პოვნა.დაუშვებ კი იმ საბედისწერო შეცდომას,თუ იცი რომ მის ნახვაში და შეყვარებაში ბევრი რამის დაკარგვა მოგიწევს?იქნებ ღირდეს.იქნებ ხანდახან საჭირო იყოს ამ საბედისწერო შეცდომის დაშვება? უნდა ეძიო..ეძიო მუდმივად..მაგრამ ამ ძიებაში საკუთარი თავი არ უნდა დაკარგო.თანაც უნდა გიღირდეს ადამიანი იმად რომ ეს შეცდომა დაუშვა.რომ მისთვის ყველაფერი გაწირო…
ერთ ადგილზე გაჩერებას ვეღარ ახერხებდა.ვერ ივიწყებდა იმ შემოხედვას.იმ ბრიალა თვალებს, რომლებიც სიბრაზისგან ელავდნენ.
ჭკუიდან კიდევ უფრო გადავიდა..
ის უფრო მეტად აღიზიანებდა,ვერავინ რომ ამჩნევდა მის სადარდებელს. მხოლოდ ერთადერთმა მეგობარმა და ბავშვობის დაქალმა ნატუკამ იცოდა რაც სჭირდა...ის ცდილობდა მის დახმარებას,რომ როგორმე ლევანთან დასაახლოებელი გზები გაეჭრა.
******
კაზინოში არეულობა დახვდა. გუშინდელს მერე,რაც ის მეგობრებთან წავიდა,რამდენიმე ურჩ კლიენტს სათამაშო აპარატები დაემტვრია იმის გამო რომ დიდი თანხა წააგეს.ახლა დაცვას ჰყავდა დაკავებული სპეციალურ ოთახში და მას ელოდნენ.
ჯერ დაკეტილები იყვნენ. დამლაგებლები საქმიანობდნენ და ალაგებდნენ იქაურობას.
-როგორც იქნა მოხვედი.-მაშინვე შეგება მთავარი მენეჯერი და ციხის ძმაკაცი გიგი ნიჟარაძე.
-რა ხდება?-იკითხა ყრუდ და კაბინეტისკენ წავიდა.
-წუხელ აურზაური იყო.აპარატები დამტვრეულია,ხალხი დაშავდა.
-ვინ იყო?
-დაცვას ოთახში ჰყავს გელოდებოდით.წუხელვე გირეკავდი მაგრამ ტელეფონი გამორთული გქონდა.როგორც ჩანს უსაქმოდ არ მჯდარხარ.-შეხვეულ ხელზე ანიშნა ბიჭმა.
-არაფერია,მშვიდობაა.მხოლოდ პატარა ჩხუბი იყო უბნის ლაწირაკებთან.
-შენ ასეთ რაღაცეებში რომ არ ერევი?
-გოგოს აწუხებდნენ და შეურაწყოფა მიაყენეს,ერთი-ორი წამორტყმა ნამდვილად უნდოდათ.
-ესეგი გოგო?-წარბის აწევით გადახედა ბიჭმა.-ვინ არის ის გოგო?
-არავინ,წარმოდგენაც არ მაქვს, როგორც მერე გავარკვიე ჩემს პირდაპირ კორპუსში ცხოვრობს.შენ რაც გგონია,ის არ არის.-კაბინეტის კარი შეაღო და სავარძელში ჩაეშვა.
-მდა..კარგი.იყოს ისე,როგორც ამბობ.- მის წინ ჩამოჯდა გიგი და თითები მაგიდაზე აათამაშა.
-დაშავებულები საავადმყოფოში არიან.
-ჩვენგან დაშავდა ვინმე?
-ორი ოპერატორი გოგონა.ორივეს ვმკურნალობთ ჩვენი ხარჯებით.
-ყოჩაღ.დანარჩენები?
-დანარჩენებმა საავადმყოფოში წაყვანა არ ისურვეს,პოლიციასთან კონტაქტს და პრობლემებს მოერიდნენ.თქვეს ჩვენი სახსრებით ვიმკურნალებთო.
-კარგი.იმედია პრობლემებს აღარ შექმნიან.
-გავაფრთხილეთ.
-მაშინ მოიყვანეთ ის არაკაცები.იცით ვინ არიან?
-ერთი ჩვეულებრივი ფულის ტომარაა, რომელმაც არ იცის სად დახარჯოს ფული და რა მიზნით.მეორე მდიდარი მამიკოს გათამამებული შვილიკო..
-გასაგებია.
გიგიმ შიდა ტელეფონზე დარეკა და ბრძანება გასცა.ჯერ ის ბიზნესმენი შემოიყვანა ორმა ახმახმა,გიგი წამოდგა და თავის ადგილზე დასვა. კაცი გამოფხიზლებულიყო და იმ თაგვს ჰგავდა,ხაფანგი რომ იჭერდა.
-აბა გისმენ,-ხელები გადააჯვარედინა ლევანმა და მისკენ გადაიხარა.პასუხი არ იყო.
-მითხარი შენ რომ ჩემს ადგილზე იყო და მოვქცეულიყავი ასე რას მიზავდი?
-არ ვიცი..
-არ იცი..ესეგი არ იცი..არ იცი კი არა, ხომ ხარ ახლა ღირსი ისე ვაცემინო შენი თავი რომ ოჯახის წევრებმა ვერ გიცნონ-იფეთქა ბიჭმა და იყვირა.-სხვა დაზარალებულები ფეხებზე მკ….ა. ჩემს თანამშრომლებს ვერავინ შეხება. გესმის?ვე-რა-ვინ..დაუმარცვლა მერე.
შიშისგან მოკუნტული კაცი ხმას ვერ იღებდა,თავი ჩაეღუნა და დუმდა.
-მოკლედ გეტყვი ძალადობის მომხრე არასდროს ვყოფილვარ,არც შენ დაგიშავებენ რამეს.ზარალს აანაზღაურებ და შენს გზაზე წახვალ. აღარ დაგინახავ კაზინოში.არც აქ და არც არსად.თუ ოდესმე სადმე დაგაფიქსირე იცოდე რომ მოვალ და ტყვიას შუბლში დაგაჭედებ.გასაგებია?
კაცს თვალები გაუფართოვდა,როცა მისგან ასეთი რაღაც მოისმინა. წამოხტა,წამში გაჩნდა მასთან და ხელები დაუკოცნა,თან მადლობას უხდიდა.
-გეყოფა,არ მჭირდება შენი მადლობა. წაიყვანეთ.-გასცა ბრძანება.-ის მეორე მოიყვანეთ.
ბიჭთან ყველაფერი სხვანაირად იყო. დიდ გულზე იყო და ღრიალებდა.
-იცით მე ვინ ვარ?მამაჩემი დეპუტატია. რომ გაიგოს არ შეგარჩენთ ამ ამბავს.ყველას დაგხოცავთ.-დაცვა სკამზე აკავებდა.
ლევანს მოთმინება გამოელია,ფეხზე წამოხტა,საყელოში სწვდა და მაგრად შეაბანჯღარა.
-ყ...ზე ვინ ხარ და მამაშენი ვინაა.თუ გაინტერესებს გეტყვი,რომ სწორედ მისნაირები მფარველობენ ამ ბიზნესს.ასე რომ გონს მოეგე.ტონი შეარბილე და ხვალ საღამომდე ფული მოიტანე.არ მოიტან და ნახავ რაც მოგივა.-დაემუქრა და ბიჭებს ანიშნა წაიყვანეთო.გეგის უთხრა ერთი-ორი წაუთაქეთ,რომ იცოდეს ვისთან აქვს საქმეო..
მარტო რომ დარჩა კამერებს გადახედა.საინტერესო არაფერი მომხდარა.მერე ტელეფონმა დაურეკა.
გიორგი იყო.აუზზე მივდივართ და თუ წამოხვალო.ახლა ისე ცხელოდა, ნამდვილად არ აწყენდა გაგრილება.
კაბინეტიდან გამოვიდა და გიგის დაუძახა.
-საქმეზე გავდივარ,გვიან დავბრუნდები.გოგოებთან საავადმყოფოშო ვინმე გაგზავნე, გაიგეთ ხომ არაფერი სჭირდებათ.
-კარგი ბოს,-გაეკრიჭა გიგი და ადმინისტრატორს დაუძახა დავალების შესასრულებლად რომ გაეშვა..
ლევანი გარეთ გამოვიდა,მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ წავიდა.საჭირო ნივთები აიღო და გიორგის გამოგზავნილი მისამართისკენ აიღო გეზი.გზად მაღაზიაში შეიარა ლუდის და სიგარეტის საყიდლად..
ახლა სულ სხვა ლევანი იყო.ბავშვობის მეგობრებთან ის ხდებოდა ვინც იმ ავბედით ღამემდე იყო.ახლა ბავშვობასთან შესახვედრად მიიჩქაროდა.იმდენად იყო გადართული წარსულზე და მეგობრებზე ფიქრში,რომ სულ არ შეუმჩნევია როგორი გაფართოებული და დაბნეული თვალებით უყურებდა ნუცა,რომელიც ნატუკასთან ერთად იდგა რიგში და ნაყინს ყიდულობდა..
- ხვდები მაინც რანაირი ტიპია?-ნუცას ოთახში ისხდნენ და ნაყინს მირთმევდნენ,თან ჭორაობდნენ.
-ვხვდები კი,მაგრამ რა ვქნა მომწონს. ან იქნებ მიყვარს კიდეც.
-გოგონი მიწაზე დაეშვი.პლატონური სიყვარულის დრო არაა ახლა.
-აბა რისი დროა?როდისმე იქნება საერთოდ რამის დრო ჩემი ოჯახის ხელში?-დაიჩივლა და ნაყინის კიდევ ერთი ულუფა გახსნა.
-დარწმუნებული ვარ მაგაზე კარგ ბიჭს შეხვდები,ისეთს ვისაც შეუყვარდები. რა ნახე შენზე რამდენიმე წლით უფროს ბიჭში ასეთი გამაგებინა.
-შენ ვერ გაიგებ ნატუ, აი მის თვალებზე ვგიჟდები.რაღაცნაირი იდუმალია,ამოუცნობი.იქ მე სევდა დავინახე.თანაც საოცარი ღიმილი აქვს.-დადნა ნუცა ბიჭის სახის გახსენებაზე.
-დარწმუნებული ვარ შეყვარებულიც ეყოლება ან საყვარელი.ისე არ გაჩერდება ეგ.არა ფულიანი რომ არის არის ფაქტია.
-ჯანდაბას წაუღია ფული.ხანდახან ვნატრობ რომ სულ არ გქონდეს ჩემს ოჯახს ამხელა შემოსავალი და სულ არ გვქონდეს საზოგადოებაში ასეთი ადგილი.რომ ერთხელ მაინც ვიცხოვრო ყოველდღიური პრობლემებით და თავისუფლად ვისუნთქო.-ამოიოხრა გოგომ.
-გაგიფრენია შენ თუ ამას ფიქრობ.რომ იცოდე რა ბედნიერი უნდა იყო მაგის გამო რომ არაფერი გაკლია.რომ ყოველდღე არ გიწევს იმაზე ფიქრი ხვალ რას შეჭამ ან რას ჩაიცმევ.
-მინდა ასეთი ცხოვრება.
-ეჰ შენ რა გითხარი მეგობარო.- სევდიანად ჩაიცინა ნატუკამ.- ბედნიერი იყავი იმით რაც გაქვს. მე კი ახალი სამსახური მაქვს მოსაძებნი, დაიკეტა ძველი..
-გინდა მამას ვთხოვ.ერთხელ მაინც მიიღე ჩემი დახმარება.
-არა,არ მინდა,ჩემით ვიპოვი რამეს, ხვალ მოვძებნი ინტერნეტში.წავედი ახლა,გვიანია,თუ რამე ახალი იქნება შემატყობინე.
-ღამე მშვიდობისა მეგობარო.- დაემშვიდობა ნუცა და კარი მიხურა. უკან ბრუნდებოდა,როცა დედის ხმამ შეაჩერა.
-ნუცა დედი,არ გშია?მამაც მოვიდა.
-არა დეე,მე და ნატუკამ მივირთვით უკვე.დავიძინებ.
-როგორც გინდა.ტკბილი ძილი საყვარელო,-მიეალერსა დედა.
როგორც ყოველ ღამეს,ამ ღამესაც არ მიეკარა ძილი.ფიქრებმა წაიღო. იმდენი იფიქრა რომ თავი ასტკივდა. საფიქრალი კი ლევანი იყო..
შუაღამეს გადასცდა,ძილმა რომ მოაკითხა.ბალიშთან ჩახუტებულს ჩაეძინა.ძილში ანგელოზს ჰგავდა. ხშირად ეღიმებოდა.ალბათ სასურველ სიზმარს ხედავდა…
******


-ვაა,ვაა,გარუჯულხარ,კარგად დაისვენე?-როგორც კი დაინახა გიგიმ, მაშინვე ხუმრობის კორიანტელი დააყენა სიცილით.
-კარგი რაა.-აუქნია ხელი.-ყავა მოატანინე,მე რომ მიყვარს ისეთი. ბიჭი უკან გაჰყვა.
-ნაბახუსევი ხარ?
-არა,ცოტა დავლიე,უბრალოდ გვიან დავიძინეთ…
-როდის იყო შენ ეგ გაწუხებდა?- გაუკვირდა გიგის.
-ბოლო პერიოდში დამეწყო..ეტყობა სიცხის ბრალია.
-ან სიბერის.-ისევ გაეცინა გიგის, მაგრამ ლევანის მოღრუბლულ სახეს რომ წააწყდა ,დასერიოზულდა და საქმეზე გადავიდა.
-გუშინდელი მოაგვარეთ?
-კი,ბიძამ ფული გადმორიცხა და ინვენტარიც გამოაგზავნა.
-ბიჭმა?
-მას ცოტა მოხვდა,მაგრამ დღეს ისიც მოიტანს წაგებულს.
-ხოდა რომ მოიტანს,მაგ ფულის ნახევარი წაიღე და ბავშვთა თავშესაფარს ჩაურიცხე..
-ასე არ შეიძლენა ლევან.ასე გავკოტრდებით.
-შეიძლება და აღარ ვილაპარაკოთ ამ თემაზე.კაზინოს საკმარისი მოგება რჩება გადასახადების და ხელფასების გარდა.
-მაგრამ…
-არავითარი მაგრამ.დაიმახსოვრე გიგი ადამიანი ფულმა არ უნდა გაგადიდგულოს და არ უნდა მისცე, მართვის უფლება.ყოველთვის იმდენი უნდა აიღო,რამდენიც საჭიროა.თორემ თვალს თუ უფლება მიეცი, აუცილებლად გაგექცევა, წაგძლევს და გაგაფუჭებს..
-იცი ყველაზე მეტად რატომ გცემ პატივს?
-რატომ?
-ყველაფრის მიუხედავად,ამდენი ტანჯვის მიუხედავად,სული მაინც ბავშვის გაქვს-კეთილშობილი.
-ხომ იცი რომ ასეთი სულაც არ ვარ? ხანდახან მეც მეკეტება რაღაცეებზე და მერე საკუთარი თავის კონტროლი მიჭირს.
-ყველა ნორმალური ადამიანი ასეა..
-მოკლედ მოვრჩეთ ამ თემას და მითხარი გოგოები როგორ არიან?
-ჯერჯერობით საავადმყოფოში მოუწევთ დარჩენა,ახალი კადრები დაგვჭირდება.
-კარგი,ვაკანსია გამოაცხადე და აიყვანე.ოღონდ იცოდე ორ დღეში უკვე უნდა მუშაობდნენ.მათ კი ფული ჩაურიცხე პრემიის სახით ანგარიშზე.
-როგორც იტყვი.მაშინ წავალ, მივხედავ საქმეებს.შენ რამე ხომ არ გინდა?
-კიდევ ერთი ყავა მოატანინე. კამერებს შევხედავ,დღეს საეჭვოდ ბევრი ხალხია და ნეტავ რა ხდება?- ეკრანს მიაცქერდა რაღაც საინტერესოს მოლოდინში.
საღამომდე აქ იყო.კიდევ ერთი ჭიქა ყავის დალევა მოასწრო.საჭმელი არ გახსენებია,მადას უკლავდა. საინტერესო არაფერი მომხდარა, გარდა იმისა,რომ როგორც კი ვაკანსია დაიდო საიტზე,მაშინვე გამოჩნდნენ მუშაობის დაწყების მსურველები..
ადმინისტრატორმა მეორე დღისთვის დაიბარა ყველა და განუცხადა,შენს გარეშე არავის არ ავიყვანო. იძულებული გახდა მეორე დღეს კასტინგს ისიც დასწრებოდა.მაგრამ სიბნელეში იჯდა და იქიდან აკვირდებოდა ყველას….
დიდად ვერ დააინტერესა ვერავინ. გამოცდილებიც იყვნენ და გამოუცდელებიც,ლამაზებიც და ნაკლებ სიმპატიურებიც,მაგრამ არავინ მოეწონა.
უკვე იმედი გადაეწურა ყველას.გიგი ლევანთან გადაჯდა და იქიდან იკითხა არის კიდევ ვინმეო.
-ერთი დარჩა მხოლოდ,-უპასუხა ქალმა და გოგონა მოიხმო. აი როგორც კი შემოვიდა ბოლო მონაწილე, მაშინვე იგრძნო ყველამ რომ ეს ის იყო,ვისაც ეძებდნენ.ლაღად, მხიარულად და ღიმილით შემოაბიჯა დახეულ ჯინსებსა და ტოპ მაიკაში გამოწყობილმა წითურმა გოგომ, თავისუფლად გადაკვეთა დარბაზი და მათ წინ გაჩერდა.
-პირი დახურე,-კეფაში წამოარტყა ლევანმა გიგის.რომელიც გოგოს ისე მიშტერებოდა,ყველაფერი დაავიწყდა.
-ჰაიიი.-მხიარულად მიესალმა ყველას, ხელები შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიწყო და ადმინისტრატორს მიაჩერდა.
-გამარჯობა,ვინ ხარ.გაგვეცანი.
-მე ნატუკა ვარ.
-შენი სივი არ არის აქ.
-არ მაქვს და სიმართლე გითხრათ ვერც გადმოგზავნას მოვასწრებდი. უცებ დაიდო ვაკანსია.
-ესეგი გამოცდილება არ გაქვს.
-არა.
-რატომ ფიქრობ რომ მაინცდამაინც შენ აგიყვანთ?
-იმიტომ რომ ყველას უარი უთხარით. მე კი თქვენი ბოლო იმედი ვარ.
-ესეგი საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ.
-კი,აბსოლიტურად..
-ერთ კითხვას დაგისვამ და პასუხზე იქნება დამოკიდებული შენი ბედი.
-გისმენთ..
-წარმოიდგინეთ რომ აპარატიდან მოხსნილი ფული მიგაქვთ სალაროში. უცებ იგებთ რომ თქვენი ოჯახის წევრს სასწრაფო ოპერაცია სჭირდება,რომ მისი სიცოხლე გადაარჩინონ, ამისთვის კი ფულია საჭირო,რომელიც თქვენ გაქვთ.როგორ მოიქცევით? აიღებთ იმ ფულს,რომელიც არ გეკუთვნით?
-დაუფიქრებლად.რადგან საყვარელი ადამიანის სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელივანია ჩემთვის,ვიდრე ამ დანაშაულისთვის მისჯილი სასჯელი. და თუ ვინმე იტყვის რომ არ აიღებს, იტყუება.რადგან როცა სიცოცხლეზეა საუბარი,ტვინში მაშინვე ირთვება სიგნალი,რომელიც გადარჩენას გაიძულებს..
-ეს გოგო აყვანილია,მოამზადეთ, აუხსენით ყველაფერი და მუშაობა დააწყებინეთ.-წამოდგა ლევანი და წასასვლელად მოემზადა.
-მართლა?-სიხარულისგან იყვირა გოგომ და უეცრად სიტყვა შუაზე გაუწყდა სიბნელიდან გამოსული მამაკაცი რომ დაინახა.უკან გიგი მოსდევდა და რაღაცეებს ელაპარაკებოდა.გვერდით ჩაუარეს და გზა გასასვლელიკენ განაგრძეს.
-წამოდი,სწავლა დავიწყოთ,მე თეა ვარ,თუ ყველაფერს მალე ისწავლი, მალე ჩაგსვავთ სმენაში.
-ყოველდღე უნდა ვიმუშავო?
-არა,ყოველ მესამე დღეს.ოცდაოთხი საათი.ღამის გათენებას როგორ უძლებ?შეგიძლია?
-აქამდე არ გამჭირვებია.-გაეცინა გოგოს.
-მაშინ კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს ოჯახში ნატუკა,-გაუცინა თეამ და ფორმა მიაწოდა.
ერთი სული ჰქონდა ყველაფერი დაარულებულიყო და საღამოს სახლში წასულიყო.ვერ ითმენდა ისე უნდოდა მეგობრისთვის ახალი ამბავი შეტყობინებინა.გვიანი იყო,რომ გამოვიდა.ცოტა დაიღალა,მაგრამ მაგრამ მაინც დაურეკა ნუცას.
-სასწრაფოდ სკვერში ჩამოდი,რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა...რამე მოიფიქრე.მერე რა რომ გვიანია…
რა გააჩერებდა ნუცას სახლში,როცა იცოდა რომ ნატუკას მნიშვნელოვანი რაღაც უნდა ეთქვა.მაღაზიაში ჩასვლა მოიმიზეზა და სახლიდან გავიდა.კი შეხედა დედამ ეჭვის თვალით,მაგრამ არაფერი უთქვამს…
-მიდი მომიყევი,ვერ ვითმენ, -შორიდანვე დაუძახა,რომ დაინახა. მერე გვერდით მიუჯდა და ინტერესით მიაჩერდა.
-დღეს გასაუბრებაზე ვიყავი და რომ იცოდე ვინ იყო იქ,ალბათ გაგიჟდები.
-მითხარი ვინ იყო?
-ის ბიჭი,შენი პრინცი.ახლა მივხვდი რატომ არის ასეთი სერიოზული, უკონტაქტო და მკაცრი.კაზინოს მეპატრონეა.
-რაა?-ნუცამ გაოცებისგან პირი დააღო.-ესეგი არ ყოფილა მთლად ნორმალური.ნეტავ საშიშია?
-არა მგონია,რაც იქ ვიყავი,სულ მის ქებაში იყვნენ.საოცრად ახასიათებდნენ,მაგრამ ძალიან ძნელი იქნება მისი მოხიბვლა მეგობარო.
-არ მაინტერესებს არავინ და არაფერი.არც ვინმეს აზრი.ადამიანზე სხვისი აზრების და შეხედულებების გამო ვერ შევიცვლი წარმოდგენას.
-შენ მგონი მართლა შეყვარებული ხარ.-გაეღიმა ნატუკას და წამოდგა.
-წავედი ეხლა,ხვალ ადრე უნდა ავდგე, სტაჟირებაზე მივდივარ.ვეცდები გაგირკვიო კიდევ რაღაცეები.წადი შენც სახლში…
გოგოები სკვერიდან გამოვიდნენ და დაშორდნენ ერთმანეთს,ქუჩის საპირისპირო მხარეს წავიდნენ.
ნუცამ სახლში წასვლამდე მაღაზიაში შეიარა.ისე ვერ ავიდოდა,რამე რომ არ ეყიდა.დედა აუცილებლად დაკითხვას დაუწყებდა,ეს კი კარგად არ დასრულდებოდა.ტკბილეულზე ყოველთვის ჭკუას კარგავდა და პირდაპირ იმ სექციისკენ წავიდა. კონსულტანტს ააწონინა ყველაფერი და სალაროსთან რიგში ჩადგა. რამდენიმე ადამიანის შემდეგ მისი ჯერიც მოვიდა.მოლარემ ყველაფერი გაატარა,გადახდის დრო რომ მოვიდა ჯიბეები მოიქექა და ფერი გადაუვიდა.
ბარათიც და ფულიც სიჩქარეში სახლში დარჩენოდა.უხერხულად აიწურა და ბოდიში მოიხადა.
-გოგონა რა ვქნა მეც?ამ ყველაფერს ვერ გავაუქმებ.-უხალისოდ უპასუხა მან.
-ერთი წუთით დავრეკავ,ახლავე მომიტანენ.
-ამდენ ხანს ვერ დავიცდი..
უკნიდან ხალხი აყაყანდა. უკმაყოფილება მატულობდა და ნუცაც უფრო მეტად წითლდებოდა
-თუ ფული არ გქონდა,რას მოდიოდი?
ხმამაღლა განაცხადა მის უკან მდგომარე ასაკოვანმა ქალმა.
-ფული მაქვს,სახლში დამრჩა უბრალოდ.
-ასე იცით ახალგაზრდებმა.დადიხართ რა მათხოვრობთ.
-რას ბრძანებთ?სამათხოვრო არაფერი მჭირს.-გაბრაზებულმა ნუცამ ყველაფერი დაყარა იქვე და აცრემლებული მობრუნდა
-რა ხდება ხალხნო?რა უბედურებაა? ასე შეიძლება ნებისმოერს დაგვემართოს,-უკანა რიგიდან ახალგაზრდა მამაკაცის ხმა მოისმა და მერე წინ გადმოინაცვლა.
-აჰა,კიდევ ერთი მისნაირი.-ახლა სხვა ქალი გამოხტა.
-გოგონა გაატარეთ ყველაფერი,ერთი სიგარეტიც დაამატეთ პარლამენტი,მე გადავიხდი.-მსხვილი კუპიურა მიაწოდა მოლარეს.
-არა ბატონო..-ტელეფონის და სიტყვაც შუაში გაუწყდა,როცა მოულოდნელი მხსნელი დაინახა.
-თქვენ ხართ?
-გოგონას პარკში ჩაულაგეთ ყველაფერი თუ შეიძლება.-ხურდა გამოართვა და ჯიბეში დაუთვლელად მიუჩინა ადგილი.-მეტი მოთმინება და სიკეთე გმართებთ ხალხნო.და თუ არ შეგიძლიათ,მაშინ საერთოდ უნდა გაჩუმდეთ.-უთხრა და იქ მყოფთ და მაღაზიიდან გავიდა.ხალხის მითქმა-მოთქმა და კომენტარები თან გაიყოლა.ნუცამ პარკს დასტაცა ხელი და უკან გაეკიდა.მანქანაში ჯდებოდა, რომ დაეწია
-უკვე მეორედ გადამარჩინეთ.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.-გაუღიმა გოგომ.
-სიკეთისთვის მადლობას არ ველი.- უპასუხა მან.
-არც კი ვიცი სულ ასე რატომ მემართება,საშინლად დაბნეული ვარ.
-ცოტა მეტი სითამამე და გამბედაობა გჭირდებათ.ჯერ პატარა ხარ, გაიზრდები და მოგემატება,- გაუღიმა ბიჭმა და მანქანიდან რაღაცეები გადმოიღო პარკით.
-ერთი წუთით,-შეაჩერა გოგომ, პარკიდან რაღაც ამოიღო და ბიჭს მიაწოდა.
-ეს შოკოლადი თქვენ. ბოლოს დაბოლოს მყიდველი თქვენ ხართ,-ღიმილით მიაწოდა ლამაზ ქაღალდში შეფუთული ტკბილეული.
ბიჭს გაეცინა გოგოს ბავშვურ ქცევაზე, გამოართვა და ხელში შეათამაშა.
-სახლში წადი პატარა,საშიშია ღამით გარეთ სიარული.ღამე მშვიდობისა.- სწრაფად შებრუნდა,პასუხს არ დალოდებია და სადარბაზოში გაუჩინარდა.
ბედნიერი იყო ნუცა.ხანდახან საყვარელი ადამიანის ერთი შემოხედვაც კი გაბედნიერებს და გათბობს,მას კი არა მხოლოდ შემოხედვა,არამედ საუბარიც მოუწია.
ის ტკბილეული შესაჭმელად ვერ გაიმეტა.საწოლთან დაიდო პატარა ტუმბოზე და უყურებდა.ეღიმებოდა. ლევანის თითოეული სახის ნაკვთის კარგად დამახსოვრებას ცდილობდა…
საპირისპირო მხრის ბინაში კი ლევანს უკვე ღრმად ეძინა. პარკებიდან მზა საჭმელი სწრაფად ამოალაგა,მაცივარში შეუძახა და მაშინვე საწოლს მიაშურა. ხვალ მძიმე დღე ელოდა და ცდილობდა გამოეძინა,რომ ენერგია ჰქონოდა ყველაფრის მოსაგვარებლად..
******

ნატუკამ ადვილად აუღო ალღო ყველაფერს და ორ დღეში უკვე შტატში ჩასვეს.მართალია ნერვიულობდა,მაგრამ თეას რჩევა ახსენდებოდა რომ ყველა სიტუაციაში გაეღიმა,მაშინაც კი თუ საკუთარ თავში დარწმუნებული იყო და მაშინაც,თუ ხვდებოდა რომ სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარებოდა.
პირველივე დღე დაძაბული და ხალხმრავალი იყო.ყოველი აპარატიდან ფულის მოხსნის დროს საშინლად ნერვიულობდა,სანამ ფულს სალაროში ჩააბარებდა და ეტყოდნენ სწორიაო.ლევანი იმ დღის მერე აღარ დაუნახავს.შესაბამისად მეგობრისთვის სიახლეები არ ჰქონდა. ნუცასაც იმის მერე აღარ უნახავს, უთვალთვალებდა ფანჯრიდან,ან აივანზე იჯდა.სახლიდან სპეციალურად არ გადიოდა არავისთან.არ უნდოდა მისი მოსვლა და თუნდაც წამით დანახვა გამორჩენოდა…
უიმედოდ შეყვარებული ადამიანისთვის დრო ზედმეტად ნელა გადის ან საერთოდ არ გადის.ყოველი დღის გათენებაც და დაღამებაც ერთმანეთის მსგავსია.უღიმღამო და არაფრის მომცემი.
არაფერი ახარებდა.ყოველ წელს, როცა ზაფხული იწყებოდა და გამოცდებს ამთავრებდა,მშობლები დასასვენებლად უშვებდნენ. ზღვიდან მთაში მიდიოდა ან პირიქით. წელს კი ამაზეც უარი გამაცხადა.ნატუკას მოუცლელობა მოიმიზეზა..
რამდენიმე დღე გავიდა. მოულოდნელმა ზარმა გეგმა ცოტა აურია და გაახსენდა რომ ჯგუფელის დაბადების დღე დაგეგმეს კლუბში. თანხმობა უკვე მიცემული ჰქონდა
და შესაბამისად უარი არ გამოვიდა.
-ნატუ შენ არ მოდიხარ?-უკანასკნელი შტრიხები რომ შეისწორა,მეგობარს დაურეკა.
-დღეს ვმუშაობ,უჩემოდ წადით.ძალიან მინდა,მაგრამ ვერ დავეთხოვები უფროსს.
-ასეთი მკაცრია?-პომადა გადაისვა ტუჩზე და სარკეში დატრიალდა.
-არა,მაგრამ სხვა არავინ არ არის რომ დავეთხოვო და მეცოდებიან.
-როგორც ყოველთვის გაჭირვების ტალკვესი ხარ.-გაეცინა ნუცას და სახლიდან გავიდა.-კარგი ნატუ, როგორც კი მოახერხებ შემეხმიანე. დროებით.
ტელეფონს ჩანთაში იდებდა და სადარბაზოდან გადიოდა,როცა მოულოდნელად საპირისპირო მხრიდან მომავალ ორ მამაკაცს მოჰკრა თვალი და ერთ-ერთზე შეუჩერდა მზერა.გაცხარებით ლაპარაკობდნენ რაღაცაზე.დაიბნა და კინაღამ ფეხი გადაუბრუნდა.ძლივს შეიკავა თავი.მერე ძალა მოიკრიბა და მანქანის გასაღები ამოიღო.მისი მანქანა ლევანის მანქანისგან უფრო ახლოს იყო გაჩერებული, საპირისპირო მხარეს და შესაბამისად ბიჭმა ვერ შეამჩნია.
გასაღები გადაატრიალა და ჰოი საოცრებავ არ დაიქოქა.თავი ხელში აიყვანა და კიდევ სცადნა,მაგრამ ისევ არაფერი.გაბრაზებული გადმოვიდა და კარი გამეტებით მიაჯახუნა.
-ჯაბდაბა.რა დაგე.ართა?-იყვირა მოთმინება დაკარგულმა.
უეცრად ფეხებთან გაუჩერა თეთრმა მერსედესმა და მწვანე ნახევარსფეროებმა მიანათეს სახეში…
-ესეგი ამბობ რომ,ის იდიოტი არ უნდა დაისაჯოს?-ეკითხებოდა გიგი და უკან მიჰყვებოდა.
-არა,ჯერ დაველაპარაკები.მაშინვე შეტევაზე ვერ გადავალთ.თუ ვერ შეისმინა ან არ გაიგო,მაშინ კი ბატონო,უფლებას მოგცემთ რაც გინდათ ის გააკეთოთ.-მიუბრუნდა მეგობარს.
-ყველაზე მეტად საქმის ეს ნაწილი მიყვარს და ნუ მომაკლებ ამ სიამოვნებას.
-გიგი ადამიანებს სიცოცხლე უფალმა მიანიჭა და მანვე უნდა წაართვას.შენ არ გაქვს ამის უფლება.- გადაუჩურჩულა და სადარბაზოდან გამოვიდნენ,მანქანისკენ აიღო გეზი.
უკვე ადგილიდან დაძვრას აპირებდა, როცა მეზობლის გოგონა შეამჩნია.
-ისევ რაღაც შარშია.-ჩაილაპარაკა თავისთვის.მაგრამ გიგიმ მაინც მოჰკრა ყური და წინ გაიხედა.
-იცნობ?ვინ არის?
-მეზობელია.
-კარგი გოგო ჩანს,ლამაზი, სიმპატიური, სექსუალური,-წამში შეაფასა ბიჭმა.
-გაჩერდი..მკაცრად თქვა ლევანმა და მანქანა შეანელა.
-ვხედავ ისევ რაღაც პრობლემა გაქვთ, -ფანჯარას ჩაუწია და ხელით კარს დაეყრდნო.
-ისევ თქვენ ხართ?-ძლივს ამოიღო ხმა გოგომ.
-ამჯერად რა პრობლემა გაქვთ?
-დაბადების დღეზე მაგვიანდება,მე კი მანქანა ვერ დავქოქე.-საწყლად ჩაილაპარაკა გოგომ.
-დაბრძანდით,სადაც მეტყვი იქ მიგიყვან.
-ასე არ შეიძლება,თქვენ იქნებ საქმე გაქვთ,არ მინდა მოგაცდინოთ.
-არ მაცდენთ.
მეტი რა უნდოდა გოგოს?სწრაფად მოუარა მანქანას,მაგრამ უცებ დაიბნა, იქიდან სხვა მამაკაცი გადმოვიდა და კარი გაუღო.
-სწრაფად გადადი და ტაქსით წამოდი. ცოდოა,აქ რომ დავტოვო ასეთ ფორმაში.ისევ შარში გაეხვევა.
-ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ. -გაეცინა გიგის,კარი გააღო და ადგილი ნუცას დაუთმო.პირდაპირ ლევანის გვერდით სავარძელზე მოათავსა…
ეზოდან გზაზე გავიდნენ.გოგო ჩუმად იყო და დაბნეულობისგან თითებს აწვალებდა თან ჩანთას იფარებდა მოშიშვლებულ მუხლებზე.მაგრამ ლევანს ამაზე საერთოდ არ ჰქონია რეაქცია,არ შეუხედავს.
რამდენიმე წუთის შემდეგ ჰკითხა.
-აბა სად მიდიხარ?მეტყვი თუ..
-უიჰ,სულ დამავიწყდა.როგორი დაბნეული ვარ.კლუბში შარდენზე..
ლევანმა უხმოდ ჩაუხვია სანაპიროზე.
ისევ ორივე ჩუმად იყო.უცებ ისევ
წამოიყვირა ნუცამ
-ჯანდაბა,გასაღები მანქანაში დამრჩა.
-ღმერთო ჩემო.გოგონა ოდესმე რამეს აკეთებ სწორად.
-კიი,-დაიჩურჩულა გოგომ.-უკან წამიყვან?
ლევანმა ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა.მალევე უპასუხეს.
-გიგი სად ხარ?...გთხოვ მიბრუნდი და იმ გოგოს მანქანას მიხედე.
გასაღები დარჩა..კარგი. -მადლობა.-უპასუხა გოგომ როგორც კი ტელეფონი გათიშა ბიჭმა.
-მადლობას ნუ მიხდი.ყველაზე მეტად ეგ არ მიყვარს,-უპასუხა და სიჩქარეს კიდევ მოუმატა,ოსტატურად უქცევდა მანქანებს გვერდს.ჯერ დააპირა რომ საუბარი დაეწყო.მერე ისევ თავი შეიკავა.მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა.
-არც კი ვიცი რა ვთქვა.ალბათ ფიქრობთ რომ თქვენი სასჯელი ვარ.
ლევანს ჩაეღიმა.მაგრამ არაფერი უპასუხია.
-სულ ასე არ ვარ.ეს ბოლო თვეა ასე მემართება.-თავის მართლება დაიწყო გოგომ.
-ეტყობა შეყვარებული ხარ.
-არ ვარ.-სწრაფად უპასუხა ნუცამ.
-აჰა,ესეგი ხარ.
-არასწორად ფიქრობთ.
-ისე ვფიქრობ,როგორც თქვენი
საქციელი მაფიქრებინებს.
-გთხოვ შენობით ვილაპარაკოთ. ბოლოსდაბოლოს ერთმანეთს უკვე ვიცნობთ.სიმართლე გითხრა ეს უხერხულობას მიქმნის.
-კარგი,როგორც გინდა.მაგრამ იცი რა მაინტერესებს ის არ გიქმნის უხერხულობას ასეთი მოკლე კაბა რომ გაცვია?
ნუცას გაეცინა.ესეგი რაღაც შეამჩნიაო,გაიფიქრა.
-უკაცრავად მაგრამ სულაც არ ვთვლი რომ ეს მოკლე კაბაა.თანაც ჩაცმულობა არ განსაზღვრავს შეიქმნა ადამიანზე წარმოდგენა.
-გასაგებია.შენი საქმის შენ იცი.მე ამაში რა უფლება მაქვს რომ ჩავერიო.
-შენზე წარმოდგენას ნუ შემაცვლევინებ.
-რა წარმოდგენას?
-ვფიქრობ რომ რომელიღაც ზღაპრიდან გადმოსული პრინცი ხართ, რომელიც ყველას ეხმარება.
-ასეთი სულაც არ ვარ.პირიქით,არც ისე კარგი ადამიანი ვარ.
-რატომ?
-ცხოვრებაა თვითონ ასეთი.. რომელი კლუბია?-ჰკითხა მერე.
-წინ მიდი და იქ გააჩერე.-უთხრა გოგომ გადასასვლელად მოემზადა და
ღვედი შეიხსნა,ლევანმა თავის ტელეფონი მიაწოდა.
-შენი ნომერი ჩაწერე.
-უკაცრავად..-თვალები გაუფართოვდა გოგოს.
-ნუ გეშინია შენს დაკერვას არ დავიწყებ.უბრალოდ მანქანას გავაკეთებინებ და დაგირეკავ წასაყვანად რომ მიხვიდე.
-მამას ვეტყვი.ამდენი დახმარება არაა საჭირო.
-ერთი და იგივეს ორჯერ არ ვიმეორებ. -ხმა გაიმკაცრა ლევანმა. გაბრაზებულმა გამოართვა ტელეფონი,ნომერი აკრიფა და მიაწოდა.
-უკეთესი იყო სახელიც მიგეწერა.
-აქამდე არ გეტყობოდა მაგრამ დიდი უჟმური ვინმე ჩანხარ.-რაღაცნაირად გაბრაზდა გოგო.
-აქამდე არც შენთვის შემიმჩნევია, რომ პასუხის გაცემა ნორმალურად შეგიძლია.
-შენ მე არ მიცნობ.
-მადლობა ღმერთს..-წარბების აწევით უპასუხა ბიჭმა.
-მაინც მადლობა,-უთხრა და მანქანიდან გადავიდა..
ლევანს არაფერი უთქვამს.არადა როგორ ელოდა ნუცა.როგორ იმედი გაუჩნდა რომ რაღაც წინსვლა იქნებოდა მათ ურთიერთობაში. ყველაფერი კი პირიქით მოხდა.უკან არ მოუხედავს ისე შევიდა კლუბში.
ლევანს მანქანა არ ჩაუქრია.დაელოდა სანამ გოგო თვალს მიეფარებოდა. განათების ფონზე მისი სხეული სხვანაირად ჩანდა.მაინც გაექცა თვალი და მაინც დააკვირდა.ვერ დაიწუნებდი.იდეალური სხეული ჰქონდა და იდეალური გარეგნობა. როგორ არ უნდოდა,მაგრამ მაინც მიაქცია ყურადღება და მაინც გაექცა თვალი.მაინც იგრძნო რაღაც კარგი და რაღაც მისთვის აქამდე უცხო.
ტელეფონი ამოიღო და დარეკა.
-გიგი ისევ მანდ ხარ?კარგი..მანქანას რა სჭირს?..დაქოქე?ბიჭებს დაავალე სახელოსნოში წაიყვანონ და გააკეთებინონ..ნუ დამცინიხარ შე...ა.. არაფერი არ ხდება...გიგიი.-ხმას აუწია.ბიჭიც მაშინვე დაწყნარდა..- დღეს აღარ მოვალ.საქმეს უჩემოდ მიხედე...
მანქანა ავტოსადგომზე დააყენა და. სიგარეტს გაუკიდა, ღრმა ნაპასი დაარტყა.მუსიკა დაბალ ხმაზე ჩართო. წარმოუდგენელი იყო,მაგრამ ლევან აბრამიშვილმა ერთი პატარა გოგოს მოლოდინში ყველაფერი დაივიწყა. არადა იცოდა რომ არ შეიძლებოდა. მისნაირი კაცისთვის აკრძალული იყო…

ცოტა ხანს გარეთ ელოდა.მერე ვერ მოითმინა და შიგნით შევიდა.
საკმაოდ მოზრდილი და ხალხმრავალი კლუბი იყო. ნახევრად ჩაბნელებული,ფერადი განათებებით. ხმამაღალი ელექტრონული მუსიკა ჟღერდა.სცენა სავსე იყო და გაუჭირდა გაეკვალა ბარისკენ ადგილი. ცდილობდა შეუმჩნეველი ყოფილიყო. თვალით ეძებდა ადრესატს.ბართან დაჯდა და მაგიდებს გადაავლო თვალი.მეორე ბოლოში შენიშნა გოგონებთან ერთად.ალბათ მეგობრები არიანო გაიფიქრა და ერთი ჭიქა ვისკი შეუკვეთა ბარმენს.
სულ სხვანაირი ნუცა დაინახა ლაღი, მხიარული,მეგობრული.აქტიურობდა, რაღაცეებს ყვებოდა და ხმამაღლა იცინოდა დანარჩენებთან ერთად. რამდენიმე ჭიქაც დალია. საცეკვაოდაც პირველი ის ადგა და პირდაპირ მოცეკვავე წყვილებს შორის შეაჭრა.ნაზად ააყოლა სხეული.
საოცარი მიხვრა-მოხვრა ჰქონდა და ძალიან კარგად ცეკვავდა. დაძაბული იჯდა.თითქოს ელოდა რომ ვინმე მასთან ცეკვას მოინდომებდა და სიბრაზემ შეიპყრო.ბედად გოგომ არავინ გაიკარა,ვინც მასთან ცეკვა მოინდომა.რაღაცნაირად ესიამოვნა და ჩაეღიმა.
ასე დაახლოებით ერთ საათს იჯდა. მერე სიგარეტი მოუნდა და გარეთ გამოვიდა.სიგრილე ესიამოვნა.
მანქანაში ჩაჯდა და საათს დახედა. უკვე გვიანი იყო.ცოტა ხანს დააცადა გოგოს და მერე ტელეფონი მოიმარჯვა.რამდენიმე ზარის შემდეგ მისი წკრიალა ხმა გაისმა.
-გისმენთ..
-უკვე გვიანია,წასვლის დროა. გელოდები.
-ვინ ხარ?
-ასე მალე დაგავიწყდი?
-აჰ შენ ხარ.-ჩაეცინა გოგოს. რესტორნის გარეთ იდგა და ბიჭი კარგად ხედავდა.-არ მახსოვს შენთვის მეთხოვა რომ დამლოდებოდი.
-ბევრს ლაპარაკობ.მანდ ბევრი ნასვამი ბიჭია,ცუდად გიყურებენ.მე კი ჩხუბს და შარს ვერიდები.ამიტომ გამოდი,გარეთ ვდგავარ ავტოსადგომზე.-ტელეფონი გაუთიშა და დაელოდა მის მოსვლას.
რამდენიმე წამში მისი მანქანის კარი გაიღო და გაბრაზებული გოგო ჩაჯდა.
-მეორედ არ გაბედო და ასე აღარ მოიქცე.საკუთარ თავს თვითონ მივხედავ.
ლევანს გაეცინა.
-ასეთი უფრო საყვარელი ხარ.
-მოიცად,გონებას ნუ მირევ.ასე ნუ მიყურებ…-გოგო ნასვამი იყო,მაგრამ არც ისე რომ ლევანთან საუბარი ვერ ეკონტროლებინა ან თავი გაეცა.
-შესანიშნავად ცეკვავ..
-შენ არ წასულხარ და იქ იყავი?
-გული მიგრძნობდა შარში გაეხვედი და დავრჩი.
-შენ რა თავი ჩემი ძიძა გგონია?
-არა,მაგრამ,თავს ვერ ვაპატიებდი რამე რომ მოგივიდეს.
-რატომ?-მიაჩერდა გოგო.
-ისე უბრალოდ.-ლევანს ხმა აღარ ამოუღია სახლამდე.გზა გაცილებით თავისუფალი იყო,ვიდრე წამოსვლისას და მალევე მივიდნენ..
-მადლობა რომ ჩემზე ზრუნავ,მაგრამ მეტად აღარ მოიქცე ასე.არ ვარ მიჩვეული ამას.ყოველთვის იმას ვაკეთებ რაც მინდა და ყოველთვის ჩემი გამაქვს.ასე რომ თავი შეიკავე მოულოდნელი რაღაცეებისგან..
-სახლში წადი და დაიძინე.არაფერზე იფიქრო.მეტად აღარ ჩავერევი შენს ცხოვრებაში,-უპასუხა ბიჭმა,თუმცა მისკენ არ გაუხედავს.
გაბრაზებულმა მიხურა მანქანის კარი და უკანმოუხედავად გაუჩინარდა სადარბაზოში.
-მართალია მომწონხარ,მაგრამ არ მჭირდება ეს მოჩვენებითი და სამადლო ზრუნვა.-ჩაილაპარაკა თავისთვის და წამში დაიმსხვრა ძლიერი ნუცას სახე.ისევ მოერია ცრემლი..
სახლში ჩუმად შევიდა.დედას დაუძახა მოვედიო და პირდაპირ საძინებელში გაუჩინარდა.ტელეფონი გამორთო, ახლა ნატუკასთან საუბარი სულ არ უნდოდა.ტანსაცმლიანი მიწვა საწოლზე,ხელები ბალიშს შემოხვია და ისე ჩაეძინა…
სახლში დაბრუნებულ ლევანს ისეთი ცივი ეჩვენა იქაურობა და ისეთი არაკომფორტული რომ,რომ გული მიეწურა.პირველად ეტკინა თავის მატოობა. მაგიდაზე ნუცას ნაჩუქარ ტკბილეულს მოჰკრა თვალი, ხელში შეათამაშა და გაეცინა..
-პატარა,სულელი გოგო ხარ.მაგრამ საყვარელი,-ჩაილაპარაკა თავისთვის
*****
დილით თავს შესანიშნავად გრძნობდა.არაფერი აწუხებდა, ფიზიკურად კარგად იყო,გულში ისევ ლევან აბრამიშვილი ჰყავდა და ამას ვერ შეცვლიდა.უბრალოდ ცოტა წინსვლა ჰქონდა წარსულთან შედარებით.
ტელეფონი ჩართო. ნატუკას დაერეკა. აღარ გადაურეკა, გამოიცვალა და პირდაპირ მასთან წავიდა.
სადარბაზოდან გამოსულს პირველი თვალში საკუთარი მანქანა მოხვდა, რომლის მინაზეც ქაღალდი იყო გაკეთებული.გახსნა და წაიკითხა.
„-მანქანა გავაკეთებინე და შენს განკარგულებაშია.ეცადე გაუფრთხილდე“.
ბედნიერმა ახედა ლევანის სახლის ფანჯრებს.მოეჩვენა რომ ფარდა შეირხა და იქიდან ბიჭი უყურებდა.ან იქნებ ასე არ იყო და მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო???
სინამდვილეში მართლა ასე იყო. მართლა უყურებდა ლევანი. სამსახურშიც იმიტომ არ წავიდა რომ გოგო დაენახა კიდევ ერთხელ საღ-სალამათი.ზემოთ რომ ამოიხედა გოგომ,სწრაფად გადასწია ფარდა, რომ არ დაენახა.მერე კი რომ დარწმუნდა კარგად იყო და ახლომახლო არ იყო,სახლიდან გავიდა…
*******
მაინც მოუწია ქალაქიდან გასვლა. როგორც კი ნატუკამ პირველი ხელფასი აიღო,აიტეხა ერთი კვირით სადმე წავიდეთო და ზღვისპირეთი აარჩიეს.იქ ნუცას ოჯახს აგარაკი ჰქონდათ..ცოტა გული კი გადააყოლა ერთკვირიან დასვენებას.ნატუკა ყველაფერს უყვებოდა,რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ლევანზე და მის საქმიანობაზე გაიგო…
გოგო სიამოვნებით უსმენდა და ხშირად დახედავდა ტელეფონში მის ნომერს.იქნებ კიდევ ერთხელ დარეკოსო,მაგრამ ამაოდ.დუმდა
მხოლოდ ახლობლები თუ ეკონტაქტებდნენ…
ძირითად დროს ზღვაზე ატარებდნენ. კარგად გაირუჯა და შოკოლადისფერი მიიღო.კიდევ უფრო ლამაზი გახდა და გამოკვეთა მისი სილამაზე.
ნატუკას გვერდით შეუძლებელი იყო მოგეწყინა.კარგად ერთობოდა. თითქოს ძველი ნუცა გახდა,მაგრამ გულის სიღრმეში ლევანის ნახვა უნდოდა ძალიან და ერთი სული ჰქონდა უკან დაბრუნებულიყო…
*****
ლევანი ძველი ლევანი გახდა ისევ. რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ ჩვეულებრივად დაუბრუნდა
საქმეებს.გიგი დიდხანს ითმენდა რომ არ ეთქვა ის რაც აწუხებდა,მაგრამ ერთ დღეს თავი ვეღარ შეიკავა და პირდაპირ მიახალა.
-ამდენი ხანია ვითმენ,მაგრამ რომ არ გითხრა არ შემიძლია.
-ვიცი რაც უნდა მკითხო.ისედაც დიდხანს ითმენდი.
-ვინ არის ის გოგო?
-ჩემი მეზობელია..
-მეზობელი,რომელზეც ზრუნავ, რომელიც მიგყავს კლუბში საკუთარი მანქანით და რომლის მანქანასაც გვაკეთებინებ.ზედმეტად ბევრი ხომ არ არის შენთვის?
-ვიცი რისი თქმაც გინდა,მაგრამ ცდები.ჩვენ შორის არაფერი არ ხდება.
-მაგრამ მოხდება გული მიგრძნობს
-გიგი ეს თემა დახურულია.რამდენჯერ უნდა გითხრა.ჩემთვის არსებობს მხოლოდ ისეთი ქალები,ვისთანაც მხოლოდ ერთხელ მივიღებ სიამოვნებას და მორჩა.
-მე ვერ დავინახე რომ მაგ გოგოს სხვანაირად უყურებდი.
-სულ არ ვუყურებდი და საერთოდაც მორჩი ამ სისულელეებზე საუბარს და საქმეზე გადავიდეთ.რა ხდება ახალი?
-ახალი ისაა რომ ზეგ „ბაბუს“ იუბილეზე ვართ მიწვეულები.
-შენ რომ წახვიდე მარტო არ გამოვა ხო?-დაიჯღანა უხერხულად.
-არა,ეწყინება.
-კარგი,სხვა გზა არაა. წავიდეთ. ჰო, კიდევ რა მაინტერესებს გოგოები როგორ არიან?
-გამოჯანმრთელდნენ და სამსახურში დაბრუნდნენ.
-ის ახალი?
-ძალიან კარგად მუშაობს.შესანიშნავი კადრია.ვფიქრობ როგორ ვუთხრათ რომ დროებითია.
-არ უთხრა,მუდმივად აიყვანეთ.ერთით მეტი ადამიანი არ გაგვაღარიბებს. კიდევ ამჯერად ფული მოხუცთა თავშესაფარს გადაურიცხეთ.
-მითქვამს რომ არანორმალურად კეთილი ხარ?
-კი ბევრჯერ.-გაეცინა ლევანს და გიგიც აიყოლა.
-მოკლედ წავალ ახლა დარბაზში, ცოტას გავივლი და ხალხს გავესაუბრები,გავიგებ რა ხდება ქვეყანაზე…
-არ იცი ხო რა ხდება?-
-კარგი ეხლა,არ შემარჩინო ადამიანებთან საუბარი.
ორი დღის შემდეგ სამსახურში დაბრუნებულ ნატუკას თვალში რაღაცნაირი შეცვლილი დახვდა ყველაფერი.უფრო სწორად უფროსები იყვნენ ნამეტანი დაბნეულები და სადღაც წასვლას ჩქარობდნენ. რაც აქ დაიწყო მუშაობა პირველად შეხვდა ლევანს.საოცრად გამოიყურებოდა ბიჭი კლასიკურ ფორმაში.ტელეფონზე ლაპარაკობდა და მისამართს ეუბნებოდა ვიღაცას.ყური მოჰკრა ნატუკამ და მაშინვე ნუცას დაურეკა.
რა მოასვენებდა გოგოს?რა გააჩერებდა სახლში?იმდენად უნდოდა ლევანის ნახვა და მისთვის თუნდაც თვალის მოკვრა,რომ წამში მიღებული გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა.
დიდხანს არჩევდა ტანსაცმელს. ბოლოს ვერცხლისფერი,ბრჭყვიალა კაბა აარჩია.მოკლე,სხეულზე მომდგარი.ტონალურზე წითელი პომადა გადაისვა მხოლოდ,თმა გაიშალა.კმაყოფილი დარჩა.არც ზედმეტად გამომწვევი იყო და არც ძალიან სადა..
დედას გზიდან მისწერა მეგობრებთან ერთად გასართობად მივდივართო და ქალსაც აღარ შეუწუხებია.ენდობოდა შვილს,იცოდა როგორი გაზრდილიც იყო და რამე სისულელეს არ ჩაიდენდა.
წარმოდგენა არ ჰქონდა რას გააკეთებდა იქ ან როგორ გაერთობოდა,მაგრამ ლევანის ყურადღების ცენტრში აუცილებლად მოხვდებოდა…
მეგობრებთან ერთად იჯდა აბრამიშვილი და სვავდნენ.ყოფილი პატიმრის და თანასაკნელის ზედმეტსახელად „ბაბუს“ დაბადების დღე იყო.ბაბუ მისი ზედმეტსახელი იყო,ნამდვილი სახელი ცოტამ თუ იცოდა.ცალკე მაგიდასთან ისხდნენ რამდენიმე კაცი.სამეული- ბაბუ, ლევანი და გიგი გვერდიგვერდ.
უკვე კარგად ჰქონდათ სასმელი დალეული და საკმაოდ მოჰკიდებოდათ.შემოსასვლელ კარს კარგად ხედავდა.უეცრად თვალები გაუფართოვდა.ჯერ ვერ იცნო,მაგრამ კარგად რომ დააკვირდა მასში ნუცა ამოიცნო.ცდილობდა არ გამოეხატა რეაქცია.უყურებდა როგორ გადაკვეთა გოგომ კლუბი და ბართან მივიდა. ბარმენს სასმელი დაასხმევინა. რამდენიმე ჭიქა მიყოლებით გამოცალა.
სასმელი სისხლს მალევე შეერია და ვენებში დაიწყო მიმოქცევა.სიმსუბუქე იგრძნო.მერე გვერდით ვიღაც მამაკაცი დაუჯდა.მოიშორა.მერე მეორე.ისიც მოიშორა.დარბაზისკენ რომ გამოიხედა უკვე კარგად იყო ნასვამი.სადღაც შორს მამაკაცები შეამჩნია და ლევანიც დაინახა.გული შეუფრთხიალდა და კიდევ ერთი ჭიქა შეუკვეთა.
ლევანიც ნასვამი იყო.მოსაწევი რომ მოიტანეს,ჯერ უარი თქვა,მაგრამ მერე ისე დააძალეს,რომ ვეღარ გამოძვრა.
იგრძნო როგორ დამსუბუქდა.მთელი ის დრო ნუცას აკვირდებოდა.მის თითეულ მოძრაობას,სიტყვას,ქცევას აკონტროლებდა.მერე მეტი ვეღარ მოითმინა და წამოდგა.
-ცოტა ხნით გავალ.
-თუ არ დაბრუნდი,ესეგი იპოვე ის ვინც დღეს გჭირდება,-დაადევნა ბაბუმ და ბიჭებს მიუბრუნდა..
პირდაპირ გოგოსკენ აიღო გეზი. ნუცამაც შეამჩნია და სწრაფად მიბრუნდა ბარისკენ.წელზე ვიღაცის ხელი იგრძნო,უცნობი მამაკაცი ედგა გვერდით ნასვამი და პირდაპირ სახეზე აფრქვევდა საშინელ სუნს.
-აქედან მიბრძანდით ბატონო.-უთხრა მშვიდად,-არ მსურს თქვენი გაცნობა
-მე მსურს.
-ვერ გაიგეთ,გოგონამ რა გითხრათ?- მოესმა კიდევ ერთი ხმა ნუცას და ჩაეღიმა,მაგრამ არ მობრუნებულა.
-შენ ვინ ხარ?
-გოგო ჩემთანაა და ეს არის მთავარი, ვიდრე ის ვინ ვარ.
-კარგი,ძმაო მივდივარ.-ხელები ასწია მშვიდად,-ეტყობა მიხვდა რომ კარგი არაფერი ელოდა


-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?თან მარტო?- ნუცასკენ მიიწია და მკაცრად ჰკითხა. გოგომ თავი მოაბრუნა და მის თვალებს შეეჩეხა.
-მინდოდა და მოვედი.-ის ჭიქაც ბოლომდე გამოცალა გოგომ.
-ადექი მივდივართ,-ჭიქა გამოსტაცა, ბარზე მსხვილი კუპიურა დააგდო და გოგო სკამიდან ჩამოსვა,ნუცა დაბარბაცდა და ლამის დაეცა. ბიჭმა შეაშველა ხელი,წელზე შეუცურა და მაგრად დაიჭირა.
-მგონი მეჩვენება,მაგრამ ძალიან სიმპატიური ხარ.როგორ გიხდება ეს სტილი.-გადაიკისკისა გოგომ.ლევანს თავბრუ დახვია მისმა სურნელმაც და კისკისმაც.ბარიდან გაიყვანა.გარეთ გრილოდა,მაგრამ უფრო მეტად მოეკიდა ნუცას.სითამამე მოემატა და უნებურად წამოროშა ის რასაც ფიქრობდა.
-როგორი საოცარი ვინმე ხარ ლევან.
-ვაღიარებ გამაკვირვე,არც შენ ხარ ნაკლები.ახლა დაგაკვირდი და ძალიან სექსუალური ხარ. მიმზიდველი,მაგრამ მგონი აჯობებს სახლში წაგიყვანო.
-სახლში არ მინდა,ასეთ მდგომარეობაში რომ მნახონ გაგიჟდებიან ჩემები და დამსჯიან.
-კარგი დაჯექი მანქანაში,რამეს მოვიფიქრებ..
ვერც თავის სახლში მიიყვანდა.უბანში ვინმე ნაცნობი აუცილებლად დაინახავდა და გასკდებოდა ეს ამბავი.ისევ გოგო შეეცოდა და მის რეპუტაციას გაუფრთხილდა.
ბაბუს სასტუმროსკენ წავიდა.იქ იცნობდნენ და მარტივად მოაგვარებდა ამ ამბავს.
სულ უფრო ეკიდებოდა სასმელი ნუცას და არც ის იყო კარგ დღეში.ის უფრო გაუკვირდა მშვიდობით რომ მივიდნენ.
სასტუმროს ნომერში პირველი ნუცა შეიყვანა,უნდა დაებინავებინა,საწოლი გაშალა.
-მიდი დაიძინე.-უთხრა და გამობრუნება დააპირა.თავის ნომერში მიდიოდა.მაგრამ გოგომ არ გაუშვა.გადაუსწრო და კარს აეკრა.
-არ წახვიდე..
-რატომ..
-იმიტომ რომ….
-ჰო რატომ?თქვი?-მიუახლოვდა და წინ დაუდგა დაბნეულს.
-იმიტომ რომ ჭკუიდან გადავდივარ ისე ძალიან მინდიხარ,ახლა რომ წახვიდე არ ვიცი რას ვიზავ.
-პატარა ხარ,თანაც არ მინდა გამოფხიზლებულზე რამე ინანო.
-რა უნდა ვინანო?
-რასაც გააკეთებ.
-იმას უფრო ვინანებ რასაც ახლა არ გავაკეთებ.-მისკენ მიიწია და სხეულზე აეკრა,კისერზე შემოხვია ხელები.
ლევანიც ვნებამ შეიპყრო.ნამდვილად იყო ნუცა ის ქალი,ვისზეც უარის თქმა არ ღირდა.თან გოგო პირდაპირ სთავაზობდა თავს.
-ჯანდაბა ჩემს თავს,ალბათ შენთვის სულაც არაა პირველი და ამაოდ ვიქმნი შენზე კარგ წარმოდგენას. -წელზე შემოხვია ცალი ხელი,მეორე კეფაში ჩაავლო,სხეულზე აიკრა და ვნებამორეული დაეწაფა მის ტუჩებს.
ცდილობდა არ შეემჩნია ნუცას გამოუცდელობა და კოცნაში აჰყვა.
საწოლისკენ წაიყვანა ბიჭმა,თან ჰკოცნიდა,კისერზე ჩაუყვა,შესაკრავს ჩააყოლა ხელი და შეხსნა.კაბა იატაკზე დაეცა,ნუცა კი მის წინაშე საცვლებით დარჩა.
-ამის დედაც..იდეალური ხარ.-თვალი ააყოლა ლევანმა,ხელი სტაცა და საწოლზე დააწვინა.მერე ზემოდან მოექცა,კოცნიდა და ეფერებოდა გოგოს.ნუცა სრულიად მიენდო.თავი ვერ შეიკავა და მაინც წამოსცდა გაუაზრებლად
-შენზე უკვე თვეებია ვგიჟდები ლევან..
ბიჭმა მის თვალებში ის დაინახა,რაც არასდროს არც ერთი ქალის თვალებში, იმასაც მიხვდა მისთვის პირველი რომ იყო,მაგრამ შეჩერება ვერ შეძლო.ენით აუღწერელი სიამოვნებას განიცდიდა და გოგოც არანაკლებად გრძნობდა თავს. ყოველი ბიძგის შემდეგ ხმამაღალ კვნესას აყოლებდა და ლევანს კიდევ უფრო მეტად ახელებდა.როცა ყველაფერი მორჩა სიამოვნებისგან გოგოს სხეულს ზემოდან დააწვა და კიდევ ერთხელ აკოცა.მერე გვერდით მიუწვა გაოფლიანებული,თუმცა კმაყოფილი.
ნუცა საოცრად იყო.ერთდროულად ტკივილთან ერთად მისთვის აქამდე უცნობი გრძნობების და ემოციების კორიანტელში იყო გახვეული.. ლევანმა თავქვეშ ამოუდო ხელი, მკერდზე მიიხუტა.გოგომ ქვემოდან ახედა.მის საოცარ თვალებს გადააწყდა, ვერ გაუძლო ამ მზერას და თვალები დახუჭა.მერე ძილში წავიდა..
დიდხანს უყურებდა ლევანი.მის თითოეულ ნაკვთს სწავლობდა და თმაზე ეფერებოდა.მშვიდად და თანაბრად სუნთქავდა გოგო.საოცარი სურნელი ასდიოდა.ისეთი სამუდამოდ რომ ჩარჩა აბრამიშვილის მეხსიერებაში.
******
ადამიანი უამრავ შეცდომას უშვებს, ზოგს გამიზნულად,ზოგს გაუაზრებლად.მაგრამ აქედან რომელია უფრო უარესი,იქამდე ვერ მიხვდები,სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდები.
უამრავი კითხვა შეიძლება დაუსვა საკუთარ თავს,მაგრამ პასუხი არც ერთზე გქონდეს ან სპეციალურად იტყუებ თავს,რომ არ გაქვს პასუხი, რადგან იცი რეალობა ძალიან რთულია…
ხანდახან არსებობს წუთები რომელიც, ყველაზე მეტად გიყვარს და ყველაზე მეტად გეჯავრება.ამ წუთებისთვის სიცოცხლესაც დათმობ..
ეს დილა კი ისეთი იყო,რომელიც ნუცას ცხოვრებაში არასოდეს განმეორდებოდა.აღარასოდეს იქნებოდა ქალიშვილი და ვეღარასოდეს ჩააბარებდა ვერავის სხვას თავის უმწიკვლოებას.ის აბრამიშვილს ეკუთვნოდა. დარწმუნებული იყო ბიჭისთვის არაფერს წარმოადგენდა,ერთი უბრალო ქალი იყო,რომელიც მისი ქალების სიაში ჩაეწერა. უყურებდა მძინარე ლევანს და ყველაზე მეტად ამ სახის,ამ ნაკვთების გონებაში ფოტოებად აღბეჭდას ცდილობდა…
უკანასკნელად შეისუნთქა მისი სურნელი.მერე ფრთხილად ადგა,რომ არ გაეღვიძებინა.ნივთები აიღო და სააბაზანოში გაუჩინარდა.
სუსტი ტკივილი აწუხებდა მუცლის არეში,მაგრამ ცდილობდა ყურადღება არ მიექცია.ცხელი შხაპი ესიამოვნა და მოადუნა.პირსახოცი შემოიხვია ტანზე და საკუთარ გამოსახულებას მიაჩერდა სარკეში. მოეჩვენა რომ რაღაცნაირი იყო.იქიდან უკვე სხვანაირი ნუცა უმზერდა.
-შენ ის ნუცა აღარ ხარ,შენ დღეიდან სხვა ხარ.ქალი,რომელიც საყვარელი მამაკაცის გამო ყველაფერზე წავიდა.
შენ საშინელი ქალი ხარ.-უთხრა საკუთარ თავს და ტანსაცმლის ჩაცმას შეუდგა..
ოთახში რომ დაბრუნდა,ლევანს ეღვიძა.
-დილა მშვიდობისა,-მიესალმა და საწოლში წამოჯდა.
-დილა მშვიდობისა.
-როგორ ხარ?თავს როგორ გრძნობ? გაწუხებს რამე?
-კარგად ვარ.-ფეხსაცმელი ამოიცვა და წასვლა დააპირა.
-სად მიდიხარ?
-სახლში.
-მოიცადე,- საწოლიდან გადმოიწია და ხელი დაუჭირა ბიჭმა.-რა ხმა გაქვს?
-არაფერია,-მოუჭრა მოკლედ.
-ნანობ რამეს?
-შენ?-დაუბრუნა კითხვა.
-მე არც კი ვიცი რა ვთქვა ან როგორ მოვიქცე.ასეთ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ.-დაიბნა ლევანიც.
-ნუ გეშინია,არაფერს დაგაძალებ და არ დაგაშანტაჟებ ამის გამო.
-ჩემი ბრალია,ხომ მივხვდი რომ გამოუცდელი იყავი.უნდა შევჩერებულიყავი
-ანუ მაინც ნანობ.-სევდა შეერია გოგოს ხმაში.-დაივიწყე ის რაც წუხელ მოხდა.დაივიწყე რომ მიცნობ.შენს ცხოვრებაში არ შემოვალ. შენი ტვირთი არ გავხდები.იქ არასოდეს გავჩერდები,სადაც ჩემი ყოფნა არ სიამოვნებთ.არც შენ იგრძნო სინდისის ქეჯნა.გახსოვდეს მე მინდოდა ეს.-ნუცამ დაასრულა გამოსვლა და კარისკენ წავიდა.კარში კიდევ ერთხელ გაჩერდა,მისკენ გამოიხედა.გული მოუკვდა მის თვალებში დამალული ტკივილი რომ დაინახა.მაგრამ ვერაფერი თქვა.კარი გაიხურა გოგომ და გავიდა.ავის მომასწავლებელი სიჩუმე ჩამოვარდა.
-პატარა,სულელი გოგო ხარ,რომელიც უკვე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში.არ გეგონოს რომ მარტივად დამაღწევ თავს,-ჩაილაპარაკა და წამოდგა. შარვალს იცვამდა,როცა საწოლზე სისხლის ლაქა შენიშნა.
-არაკაცი ხარ ლევან.როგორ ჩაიდინე ეს.როგორ ვერ გაჩერდი?-დატუქსა თავის თავი.-თან ისე გააკეთე რომ გოგო გაუშვი.ვინ იცის რას გრძნობს ახლა და როგორ სტკივა.არადა როგორ ამაყად ეჭირა თავი,რომ არ მეგრძნო ის,რასაც იმ წუთას გრძნობდა.-ფიქრობდა და იცმევდა.
მერე უცებ აჩქარდა,გარეთ გამოვარდა.ვერ მოახერხა და ვერ დაეწია.უკვე წასული იყო.კიდევ ერთხელ შეიკურთხა საკუთარ თავზე და მანქანის საჭეს მიუჯდა…
სახლში შესულს დედა შეეჩეხა. თვალი ვერ გაუსწორა,შერცხვა.
-მოხვედი დეე?ეტყობა არ გძინებია წუხელ,თვალები ჩაწითლებული გაქვს.
-მეძინა დეე,ოღონდ ცოტა.-გაუღიმა ნაძალადევად.
-კარგად ხარ?ყავა ხომ არ გინდა?
-კი დეე,მინდა,ოთახში მომიტან? -მისგან თავის დაღწევა უნდოდა.
-მიდი ჩემო გოგო დაისვენე,გამოიძინე და საღამოსთვის მოემზადე.
-რა ხდება საღამოს?
-რესტორანში მივდივართ,დღეს შენი ძმის დაბადების დღეა.
-დამავიწყდა,ბოდიში..დეე,საჩუქარს ხომ უყიდი ჩემს მაგივრად?ხომ იცი მაღაზიებში სიარული მეზარება?
-კარგი,ვუყიდი.მიდი დაისვენე..
საწოლში კაბიანი მიწვა.ისევ ფიქრებმა წაიღო.წუხანდელი ღამიდან მხოლოდ ფრაგმენტები ახსოვდა. ყველაფერი არა.სამაგიეროდ ლევანის სურნელი არ დავიწყებია, მისით იყო გაჟღენთილი მთელი მისი სხეული…
*****
გიგის ძალიან გაუკვირდა იმავე ტანსაცმლით,რომ გამოცხადდა სამსახურში ლევანი.მეტიც,ყველას აარიდა თავი,უსიტყვოდ აიღო ბარიდან ვისკი და კაბინეტში გამოიკეტა. სვავდა,მაგრამ არ ეკიდებოდა.არ ეთიშებოდა გონება. მაინც სულ წუხანდელზე და სულ ნუცაზე ფიქრობდა.
პირველი რაც გაახსენდა სალი იყო. მისი მდგომარეობა,როცა საყვარელმა მამაკაცმა გამოიყენა და ნივთივით მიაგდო მერე,როცა არაკაცურად მოექცა.მართალია ნუცა არ იყო მისი საყვარელი ქალი,სულაც რამდენჯერმე შეხვდა შემთხვევით, მაგრამ ასე უგულოდ და არაკაცურად მაინც ვერ მოექცეოდა.გოგოს მომავალს ვერ დაუნგრევდა.ვერ გადავიდოდა სიტყვას,რის გამოც ყველა პატივს სცემდა.ვერ გაუცრუებდა

ქალს იმედებს.თანაც გულის სიღრმეში აღიარებდა რომ არაფერი დაეწუნებოდა გოგოს.მერე რა თუ ბევრად პატარა იყო ასაკით მასზე?
ყველაზე მეტად მეგობრებიდან სალი უყვარდა.მისი უთქმელად ესმოდა და ისიც ასე იყო.ერთადერთხელ ვერ გაუგო მხოლოდ,მხოლოდ ის გამორჩა რომ დაუფიქრებლად ენდო მამაკაცს, მერე რა თუ მისი საქმრო იყო?
ახლა მასთან აიგივებდა ნუცას.ვერ გაიმეტებდა გოგოს ისეთი ტანჯვისთვის,როგორც სალი იყო..
გადაწყვეტილებას ვერ იღებდა და ეს უფრო ახელებდა.ახლა ემოციებისგან დაცლა უნდოდა.
გიგიმ რომ შემოუღო კარი პრობლემაა და მის მოგვარებას გთხოვენო გაუხარდა კიდეც.მითუმეტეს რომ მუშტების გაქნევა მოუწევდა.ეს ახლა მისი ხსნა იყო.უკანასკნელი ჭიქა გამოცალა და საქმის გასარჩევად გაჰყვა ბიჭს…
სიტუაცია გაარკვია,ორივე მხარეს მოუსმინა და განაჩენი გამოიტანა. დამნაშავე ბოდიშს მოიხდიდა.მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი აირია -ბოდიშის მოხდის მაგივრად შეტევაზე გადავიდა მოწინააღმდეგე და სახეში მუშტი უთავაზა ლევანს.
-ოხ მე შენი დედა….-სწრაფად მოეგო გონს და საყელოში სწვდა.-არავინ ჩაერიოს,ეს ჩემი პირადი საქმეა,- იღრიალა გამგელებულმა და ბიჭს სახეში უთავაზა.ძლივს გააგდებინეს ხელიდან.
-მოკლავ,-გაისმა გიგის ხმა და მოქნეული მუშტი ჰაერში გაუშეშა.წამს მოეგო გონს და ხელი უშვა.ფეხზე წამოდგა და თვალი გადაავლო ყველას.
-ლევან აბრამიშვილის სახელს რომ გაიგებთ,იქ ყველაფერი მთავრდება, გესმით?ჩემი სიტყვა კანონია.
პასუხს არ დალოდებია,მობრუნდა და მანქანისკენ წავიდა.გიგი გაეკიდა უკან.
-რა დაგემართა?რა მოხდა წუხელ?
-არაფერი.
-რაღაც გჭირა,ვხვდები.
-დაიკიდე.-გაუღიმა ნაძალადევად და მანქანა დაქოქა.ისეთი სისწრაფით დაძრა,მტვრის კორიანტელი დააყენა.
ცოტა ხანს ქალაქში იბოდიალა,უკვე კარგა გვარიანად რომ გავიდა დრო და თორმეტს მიუკაკუნა საათმა სახლისკენ წავიდა.მანქანა ეზოში გააჩერა,იქვე მაღაზიაში შეირბინა, სიგარეტი და ენერგეტიკული იყიდა, დილისთვის მინერალური.უკან რომ გამოვიდა,ნაცნობი კისკისი შემოესმა.
საპირისპორო მხარეს ტოიოტას ჯიპი გაჩერდა და იქიდან ნუცა გადმოვიდა მშობლებთან ერთად.ლევანს მოჰკრა თვალი და სახეზე შეეყინა ის ღიმილი.რესტორნიდან ბრუნდებოდნენ. მამა ცოტა შემთვრალიყო.
-დაინახე ცოლო,ის ბიჭი როგორ უყურებდა შენს გოგოს?აშკარად მოეწონა.ხომ არ გავაყოლოთ?
-მამა..-თვალი აარიდა ლევანს და ზურგი შეაქცია.
-რას უწუნებ?მშვენიერი ბიჭია გოგო.- იცინოდა კაცი და სადარბაზოსკენ მიდიოდა ცოლისთვის ხელი მოეხვია და შვილს აბრაზებდა.ნუცა უკან უკან იყურებოდა ლევანისკენ და ხმას ვერ იღებდა.ფეხიც აერია,რაღაცას წამოჰკრა,კინაღამ დაეცა.
იმის წარმოდგენამ რომ ნუცას შეიძლებოდა ვინმე სხვა შეხებოდა,ან თუნდაც სხვას შეეხედა,ან გოგოს ეფიქრა სხვაზე,საშინლად გააღიზიანა და ჭკუიდან გადაიყვანა.არ ესიამოვნა.
გაბრაზებული დაბრუნდა სახლში. ითმინა,ითმინა,ბოლოს ვეღარ შეძლო თავის შეკავება და გოგოს მისწერა.
„-ოდესმე ვინმე სხვა რომ შეგეხოს, ვინმემ შემოგხედოს და შენი დასაკუთრება მოინდომოს მუხლებს დავუხვრიტავ,ტვინს გავასხმევინებ. ჭკუიდან არ გადამიყვანო იცოდე.“
ტელეფონი პატარა მაგიდაზე მიაგდო და სავარძელში ჩაეშვა.
როგორც კი სახლში შევიდნენ და ლევანი ვეღარ დაინახა,ცოტა დამშვიდდა,მაშინვე საძინებელში გაუჩინარდა.გამოიცვალა და საწოლზე წამოწვა.ისევ წუხანდელზე და ბიჭზე ფიქრები აეკვიატა.ტელეფონმა რომ დაიწკრიალა,შეტყობინება გახსნა და წაიკითხა.ჩაეღიმა.ესეგი მისთვის რაღაცას ნიშნავდა.
-მე შენ გაჩვენებ სეირს.თავს შეგაყვარებ,-გაიფიქრა და პასუხი მისწერა:„- მე შენი საკუთრება არ ვარ. ვისაც მინდა იმას შევხვდები და ის მომეწონება“.
პასუხს დაელოდა.მაგრამ აჯობებდა არ დალოდებოდა.მის პასუხზე ჭკუიდან გადავიდა ლევანი და დაურეკა.ჯერ არ უპასუხა.განათებულ ეკრანს უყურებდა და სიამოვნებას იღებდა.უკვე მესამედ რომ დარეკა მაშინ უპასუხა.
-კაცობას ვფიცავ ამას კიდევ ერთხელ მომწერ ან თუნდაც გაიფიქრებ და განანებ.შენ ლევან აბრამიშვილის გოგო დაგერქვა წუხანდელიდან და დაიმახსოვრე ეს.
-როდემდე?
-რა როდემდე?-დააბნია ბიჭი მისმა აუღელვებელმა და მშვიდმა ტონმა.
-როდემდე ვიქნები ასე?სანამ არ მოგბეზრდები და შემცვლელს არ მიპოვი?მადლობა,მაგრამ არ ვარ თანახმა ვიცხოვრო იმის მოლოდინში როდის მოგბეზრდები და არც წუხანდელი ღამის გამო ღირს ჩემზე ვალდებულებების აღება.- ჩაარაკრაკა და ტელეფონი გაუთიშა.ხმის ამოღებაც არ დააცადა ბიჭს. კმაყოფილი გადაბრუნდა საწოლში მშვიდად დაიძინა…
ჭკიუიდან გადავიდა ლევანი და ის ჭიქა,რომელიც ხელში ეჭირა კედელს შემოანარცხა.
-ეს რა დღეში ჩამაგდო თითისტოლა გოგომ.-ბრაზობდა ჯერ,მერე კი როცა დამშვიდდა და კარგად დაფიქრდა, მიხვდა ის მართალი იყო.მართლაცდა რა უფლებით იქცეოდა ასე?რას ან რატომ ითხოვდა მისგან?ნუცა მართალი იყო.ახლა იმაზე ფიქრობდა რომელი ნუცა უფრო მოეწონა ის მუდამ დაბნეული რომ იყო თუ ასეთი-თამამი და გაბედული..
ალბათ ორივე.ორივე ერთ სხეულში იყო გაერთიანებული და მთლიანობაში ქალის იმ სახეს ქმნიდა, აქამდე რომ არ შეხვედრია არასდროს…
******
საკუთარ საწოლზე კომფორტულად მოთავსებულიყო და ვარსკვლავისებურ ფორმაში ეძინა. მაგრამ მშვიდი ძილი ტელეფონის ხმამ დაურღვია.ერთხელ გათიშა,ისე რომ თვალი არ გაუხელია.ისევ დარეკეს.
-რა ჯანდაბა გინდაა?მძინავს.-ისე უხეშად უპასუხა სულ არ დაუხედავს ეკრანისთვის.რამდენიმე წამიან დუმილს ნატუკას ქოთქოთი მოჰყვა.
-კარგად ხარ?რა დაგესიზმრა?
-შენ ხარ?-გამოფხიზლდა უცებ.
-აბა ვინ გეგონე?
-არავინ..
-ახლავე შენთან მოვდივარ,მაგ „არავინ-ზე“ უნდა ვილაპარაკოთ.რა წამოვიღო?
-არაფერი,წესით სახლში ყველაფერი იქნება.შენ მოდი მხოლოდ.
-ნუც რამე მოხდა?ხმა შეგეცვალა.
-მოდი და მოგიყვები.
საწოლიდან წამოდგა,მოკლე შორტი და ტოპი მაისური ჩაიცვა და სტუმრის დასახვედრად მოემზადა. სამზარეულოში ყველაფერი მოწესრიგებული იყო.მაცივარი საჭმლით და ტკბილეულით სავსე.სულ უკვირდა დედა ამდენ რამეს როგორ ასწრებდა და საოჯახო საქმეებს როგორ უთავსებდა სამსახურს. მითუმეტეს იქაც ძალიან დატვირთული იყო.რამდენჯერ მოინდომა შვილისთვის ესწავლებინა,მაგრამ ის გამოდგა ამ საკითხში ზარმაცი და უნიჭო,როგორც ეძახდა მამა.მხოლოდ გამზადებულის გაშლა შეეძლო.ესეც საქმე იყო ნებისმერ სადილს ან ვახშამს დღესასწაულად აქცევდა…
ნატუკა რომ მოვიდა,ყველაფერი მზად ჰქონდა.
-მარტო ხარ?
-როგორც ყოველთვის.-კარი მიხურა და უკან აედევნა სამზარეულოსკენ მიმავალ დაქალს.
-სამსახურიდან მოდიხარ?
-კი.
-სულ მიკვირდა ამდენი ენერგია საიდან გქონდა.ოცდაოთხ საათიანი დამღლელი დღის შემდეგ ჩემთან მოდიხარ პირდაპირ და ერთი სული გაქვს ქვეყნის ჭორები მომიყვე..
-შემომხედე და მომბაძე შენც.რატომ ხარ სახლში გამოკეტილი?რატომ არ გამოდიხარ გარეთ?რატომ დადიხარ მშობლების ჭკუაზე?კი არ გეუბნები რომ პატივი არ სცე მათ,მაგრამ შენც გაქვს პირადი ცხოვრება და მუშაობის უფლება.
-რა გავაკეთო ნატუ?
-რაც იცი ის.იქნებ ბავშვები აიყვანო და სახლში ამეცადინო?ან ტექსტები თარგმნო ან რა ვიცი თარჯიმნად დაიწყე სადმე მუშაობა არ გაგიჭირდება.რისთვის მიიღე უმაღლესი განათლება?
-შენც ხომ მიიღე?და რაა?იმისთვის იწვალე ამდენი რომ კაზინოში იმუშავო?
-ამის სულაც არ მცხვენია.შრომა სათაკილო არაა.
ამასობაში ყავა ადუღდა.ჭიქებში ჩამოასხა და მაგიდაზე დააწყო.ისიც მიუჯდა სუფრას და ნამცხვარი თეფშზე გადაიღო.
-კარგი რამეს ვიზავ,შენ როგორ ხარ სამსახურში მომიყევი.
-შენ მე გაინტერესებ თუ ის
-ორივე..
-მოკლედ ლეგენდაა ეგ ბიჭი.მაგას თუ ხელში ჩაიგდებ ჯეკპოტს მოხსნი..
-უკვე იქაურ ენაზე ლაპარაკობ. გასაგებად ამიხსენი.
-მოკლედ ეგ შენი ლევანი..ნუ ლევანი ძალიან კეთილი და გულისხმიერი ადამიანია.ეგ კაზინო პირადად მისი საკუთრებაა.ყველა თანამშრომელს ისე ექცევა, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს.ეხმარება და გვერდში უდგას. თუ ვინმეს პრობლემა აქვს დასახმარებლად მას მიმართავს და ისიც უგვარებს.ასევე შემოსავლის ნაწილს ურიცხავს სხვადასხვა ბავშვთა სახლებს და მოხუცთა თავშესაფარს.
-ახლა გასაგებია რატომ გამოიდო თავი და რატომ დამეხმარა მე.
-მისი პირადი ცხოვრება გასაიდუმლოებულია,თუმცა ამასწინათ ვიღაც ქალს ახსენებდნენ,რომელმაც მოაკითხა და კაბინეტში დიდხანს საუბრობდნენ.თუმცა შეიძლება სხვა რამესაც აკეთებდნენ არ ვიცი…
-ესეგი ქალმა მოაკითხა.საინტერესოა.
ეგ როდის იყო ზუსტად?
-დაახლოებით ერთი კვირის უკან..
-რაც უფრო მეტს მიყვები,მით უფრო მეტად მაინტერესებს მისი დაფარული მხარე.წამო აივანზე გავიდეთ. მაინტერესებს სახლში არის თუ არა.
-გავიდეთ..
იქ გადაინაცვლეს და იქ განაგრძეს საუბარი,იმედი ჰქონდა რომ თვალს მოჰკრავდა,მაგრამ ბიჭი არ ჩანდა. მანქანაც არ იდგა ეზოში.
არადა სინამდვილეში სახლში იყო და ჩუმად უთვალთვალებდა ფარდებჩამოფარებული ფანჯრიდან.
მანქანა წინა დღით თავის დას აჩუქა, რომელმაც რამდენიმე დღის უკან სამსახურში მიაკითხა.თხოვება უნდოდა,თავისი გაფუჭებოდა.მან კი დაუფიქრებლად დაუდო გასაღები და თუ უკან დამიბრუნებ ხმას არ გაგცემ ცხოვრებაშიო დაემუქრა.
მისი ცხოვრების წესს და შემოსავალს ვერ ეგუებოდნენ ოჯახის წევრები და ამიტომ უარობდნენ ყველაფერზე. ამჯერად ბიჭმა თავისი გაიტანა..
დაინახა როგორ წავიდა ნატუკა და როგორ დარჩა მარტო ნუცა.თუმცა გოგოს სახეს ვერ ხედავდა და ვერც კი წარმოიდგენდა რომ ეს სწორედ მისი თანამშრომელი იყო.
ნუცა გარეთ დარჩა.მოზრდილ აივანზე მრგვალი მაგიდა და რამდენიმე მოწნული სკამი იდგა.რომელსაც მზისგან საჩრდილობელი იცავდა. კომფორტულად მოკალათდა და წიგნის კითხვა დაიწყო.ტელეფონმა რომ დაიწკრიალა მიხვდა ვინც იქნებოდა და შეტყობინება გახსნა.
-მზეზე დაიწვები,სახლში შედი.
მისი სახლის
ფანჯრებს გახედა,მაგრამ არაფერი არ მიუთითებდა იმაზე,რომ ის იქ იყო.
-შენი საქმე არ არის მე სად ვიჯდები და რას გავაკეთებ.იმ ქალბატონს მიხედე სამსახურში რომ მოგაკითხა და შეიკეტეთ რამდენიმე საათი.
როგორ არ უნდოდა,მაგრამ მაინც იეჭვიანა სრულიად უცნობზე და თან გამოამჟღავნა კიდეც.
ლევანს თვალები შუბლზე აუვიდა როცა შეტყობინება წაიკითხა.
-ესეგი მეთამაშები პატარა ქალბატონო?სწორად ვერ შეგაფასე. საინტერესოა ვინ არის შენი თანამზრახველი.-გაიფიქრა და აღარაფერი მიწერა.ფანჯარაში რომ გაიხედა იქ აღარ იყო.აღარც გამოჩენილა მთელი დღე.საღამოს საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები ამ თითისტოლა ბავშვს დავდევ და ყველაფერი დავივიწყეო. გაბრაზებული გავარდა სამსახურში..
********
იდეალური ადამიანები არ არსებობენ.არსებობენ არაიდეალურები,და როცა ორი ასეთი არაიდეალური ხვდება ერთმანეთს აიდეალურებენ,აკეთილშობილებენ შედეგად კი მარადიულ გრძნობას წარმოშობენ…
ნუცას გრძნობა ნამდვილი და გულწრფელი იყო.ლევანი აზრზე არ იყო რას გრძნობდა გოგო.უბრალოდ თავი ვალდებულად ჩათვალა უყურადღებოდ არ დაეტოვებინა. უფრო ეცოდებოდა.მაგრამ რაც უფრო მეტად იჩენდა ყურადღებას და ინტერესდებოდა მისით,მით უფრო მეტად გაურბოდა გოგო.იმ დღის შემდეგ ეზოში შეხვდა შემთხვევით, როცა მშობლებთან ერთად დაბრუნდა რესტორნიდან.მერე კი მხოლოდ შორიდან ან სახლიდან მოჰკრავდა ხოლმე თვალს.ზარებზე არ პასუხობდა,ხანდახან შეტყობინებას თუ მოსწერდა ისიც ისეთს რომ ჭკუიდან გადაიყვანდა ბიჭს,მერე ტელეფონს გამორთავდა და მშვიდად იყო.სახლიდანაც არ გადიოდა რომ სადმე გამოეჭირა და ლაპარაკი შესძლებოდა.
იმ დღეს მანქანის საყიდლად იყო წასული.იქნებ ამიტომ გამოეპარა ის რომ გოგო ჩემოდნით ხელში სადღაც გაემგზავრა.თანაც ისე რომ ტელეფონი გამორთო…
თავიდან ყურადღება არ მიუქცევია აბრამიშვილს.პირველ დღეს ახალი მანქანის შეძენა აღნიშნეს.მეორე დღეს ნაბახუსევი იყო.მესამე დღეს ბავშვობის მეგობრებთან ერთად გაერთო.მომდევნო რამდენიმე დღე კაზინოში იყო დაძაბული სიტუაცია. ერთი აბეზარი კლიენტის გამო დიდი შეხლა-შემოხლა მოუვიდა სხვა დაჯგუფებასთან,რომელიც მასზე არანაკლებად იყო ცნობილი ქალაქში. ერთი-ორი დღე დასჭირდა მის მოგვარებას. აი უკან რომ დაბრუნდა და ყველაფერი დალაგდა,მიხვდა ამ პერიოდში რაღაც გამორჩენოდა..
სახლის კარი დაღლილმა შეაღო.ისევ მარტოობამ და სიცივემ გაუღიმა. არადა გარეთ პაპანაქება სიცხე იყო. სინათლე აანთო და თვალში ნუცას ნაჩუქარი შოკოლადი მოხვდა.წამში მოაწვა მასზე ფიქრები და ტელეფონი გაუაზრებლად აიღო.დარეკა. გამორთული ჰქონდა.იმდენად არესიამოვნა ეს ფაქტი,რომ ხასიათი მოეშხამა.მისი სახლის ფანჯრებს გახედა.ჩაბნელებულიყო ყველაფერი. არადა კარგად ჰქონდა შესწავლილი და ამ დროს წესით სახლში უნდა ყოფილიყვნენ.
მაცივრიდან საჭმელი გამოიღო. გააცხელა.ცოტა დანაყრდა.მერე სასმელიც მიაყოლა.დაძინება გაუჭირდა,მაგრამ ბუნებამ თავისი გაიტანა და მაინც წაიღო ძილმა.
დილას ადრიანად გავარდა სამსახურში. გიგი იქ იყო.მიხვდა ბიჭს მთელი ღამე იქ გაეტარებინა და არც წასულიყო.
-ორი ყველაზე სანდო და ძლიერი ადამიანი მჭირდება.
-რისთვის?
-სათვალთვალოდ.-მოუჭრა მოკლედ.
-რამე ახალი საქმეა?
-პირადი..
-კარგი,ახლავე გამოვუშვებ,-წამოდგა ბიჭი.კარში გადიოდა როცა ლევანმა მოაბრუნა.
-სახლში წადი გიგი,კარგად დაისვენე, გამოიძინე,გეტყობა მთელი ღამე აქ იყავი.
-გავუძლებ.-გაეღიმა მას.
-რომ გეუბნები წადი.-მკაცრად უთხრა ლევანმა.-საერთოდაც თუ გინდა რამდენიმე დღე სადმე წადი.დიდი ხანია არ დაგისვებია.მე ვიქნები აქ. მივხედავ ყველაფერს.
-დაწმუნებული ხარ?
-კი,ახლა აქ ყოფნა და საქმეზე გადართვა ყველაზე მეტად მჭირდება.
-როგორც გინდა.მაშინ ერთი კვირა ზღვაზე წავალ.ცოტას დავისვენებ.
-კარგს იზავ.
ერთმანეთს დაემშვიდობნენ და გიგიმ კაზინო დატოვა.თუმცა მანამდე ორი ბიჭი გამოუგზავნა..
რამდენიმე წუთში ისინი ლევანის წინაშე ისხდნენ და მის დავალებას ისმენდნენ.
-ამ გოგოს თითოეული ნაბიჯი უნდა გააკონტროლოთ.მასზე ყველაფერი უნდა ვიცოდე სად მიდის,რას აკეთებს. ვის ხვდება.რას ჭამს,რას სვავს.დღე და ღამე უნდა უთვალთვალოთ.თვალი არ მოაშოროთ.გაიგეთ დავალება?
-დიახ,-უპასუხეს ერთხმად.
ლევანმა წინ ფოტო და მისამართი დაუდო.ბიჭებმა აიღეს და წამოდგნენ.
-ხო,რაც მთავარია არ უნდა შეგნიშნოთ.გასაგებია?
-გასაგებია,-დაუქნიეს თავი და ფეხზე წამოდგნენ.
-და ბოლოს ახლა მგონი სახლში არ არის.არ ვიცი როდის დაბრუნდება.ამ წუთიდან მიხვალთ მის სახლთან.
მარტო რომ დარჩა,კმაყოფილი გადაწვა სავარძელში და ჩაიცინა.
-შენ ჯერ კიდევ არ იცი ვინ გადაიკიდე. -ტელეფონში მის ფოტოს დახედა და გაეცინა.სოციალური ქსელები თავისას შვებოდა.ფოტო იქიდან გადმოიწერა.ახლა კმაყოფილი იყო...
****
მშობლებმა რომ ერთკვირიანი დასვენება შესთავაზეს მაშინვე დათანხმდა.ეს ახლა ნამდვილად სჭირდებოდა.დაფიქრება და გრძნობებში გარკვევა სჭირდებოდა.
ასე არ შეიძლებოდა.თავმოყვარეობის ამბავი იყო,რომელსაც ერთხელ უკვე გადააბიჯა,როცა მას დანებდა და მეტიც მან იაქტიურა რომ ეს მომხდარიყო. იმ დილითვე ინანა, მაგრამ მომხდარს ვეღარ შეცვლიდა. ახლა როცა ბიჭი სწერდა და ეკონტაქტებოდა,ფიქრობდა რომ ვალდებულებას არ გაურბოდა და ეცოდებოდა.ეს კი ყველაზე ნაკლებად უნდოდა ადამიანისგან,რომელიც უყვარდა,შეცოდებას კი არა გრძნობას ელოდა….
ფიქრებს გაექცა და ოჯახთან ერთად შესანიშნავი დრო გაატარეს.ძმებმაც მოიცალეს და ოჯახებთან ერთად ესტუმრნენ მთის აგარაკზე. ყველაფერი შესანიშნავი იყო, ძმისშვილები ძალიან ამხიარულებდნენ,მათთან ერთად პატარა ბავშვივით იყო…
მაგრამ მაინც იყო დრო,როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებოდა და მაშინვე ლევანზე ფიქრები აკითხავდა…
ერთმა კვირამ სწრაფად გაიარა და უკან დაბრუნდნენ.
დაბრუნების მერე კი მისი უბედურება დაიწყო ან ვინ იცის იქნებ ბედნიერებაც??
წარმოდგენა არ ჰქონდა იმაზე რომ უთვალთვალებდნენ..
ლევანს მაშინვე აცბობეს დაბრუნდაო.
ბიჭს გაეღიმა და ისევ განაგრძო საქმიანობა.ახლა დააფასა გიგი და მის მიერ შესრულებული სამუშაო..
დაბრუნების პირველივე დღეს როგორც კი ბარგი ამოალაგა,ნატუკას დაურეკა და კაფეში შეხვედრა სთხოვა.
ბედად ნატუკაც ისვენებდა და პატარა, მყუდრო კაფეში შეხვდნენ.
-როგორც იქნა დაბრუნდი,-ჩაეხუტა გოგო.
-მომენატრე გადარეულო.-მოეხვია ნუცაც.
-როგორი შეცვლილი ხარ.მეჩვენება თუ გასუქდი?-შეათვალიერა ეჭვის თვალით.
-სუფთა ჰაერზე კარგი მადა მქონდა. -უპასუხა და ჩამოჯდა.ნატუკაც წინ დაუჯდა.როგორც ყოველთვის ყავა და ნამცხვარი შეუკვეთეს.ერთმანეთს განვლილი დღეების ამბებს უყვებოდნენ.ნატუკა ინტერესით აკვირდებოდა მეგობარს,რომელიც ნამცხვრის მესამე ნაჭერს ამთავრებდა და კმაყოფილი სახე ჰქონდა
-რომ არ ვიცოდე რომ არავინ გყავს და ქალიშვილი ხარ,ვიფიქრებდი რომ ორსულად ხარ.
ნუცას ლუკმა გადასცდა და ძლივს მოითქვა სული.ტვინში რაღაც გადაუტრიალდა და კინაღამ ინფაქტი მიიღო.თავი ხელში აიყვანა და მეგობარს გაუღიმა.
-ხომ გითხარი სუფთა ჰაერმა მადა გამომიკეთა.
-აჯობებს წავიდეთ,თორემ ვეჭვობ კიდევ აიღებ ერთ ნაჭერს და მერე უნდა ინანო.
-წავიდეთ,-უმალ დაეთანხმა.ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო და ეჭვი გადაემოწმებინა.
მეგობარი სამსახურში გაუშვა,თვითონ კი აფთიაქში შევარდა.ორსულობის ტესტი იყიდა.
კიდევ კარგი სახლში არავინ იყო.ცოტა დამშვიდდა და ტესტი ამოიღო..
სანამ პასუხს გაიგებდა,თავისი დაემართა.
-ღმერთო,ოღონდ ის არ იყოს,რასაც ვფიქრობ.-ჩაილაპარაკა და ხელი გაშალა.გაშალა და მაშინვე შეუქანდა გული.ორი წითელი ხაზი იმას მიუთითებდა,რომ მის სხეულში ახალი სიცოცხლე იზრდებოდა.
********
-დღეს დაბრუნდა,ცოტა ხანს სახლში იყო,მერე სახლიდან გამოვიდა და სადღაც წავიდა.უკან გავყევი,კაფეში ვიღაცას შეხვდა.ის ვიღაც კი იცი ვინ აღმოჩნდა?ჩვენი ახალი გოგო ნატუკა. მგონი ახლო მეგობრები არიან. -მოახსენა მისმა გაგზავნილმა ბიჭმა.
-რაოო?-თვალები გაუფართოვდა ლევანს.
-ხო,ნამდვილად ის იყო.თავიდან ჩვენც ვერ დავიჯერეთ.
-ახლა სად არის?
-ნატუკა აქაა,მუშაობს,ის გოგო სახლშია.
-არის მის სახლთან ვინმე?
-კი არის,ახლა მე მივდივარ,უნდა შევცვალო.-წამოდგა ბიჭი, დაემშვიდობა და კაბინეტიდან გავიდა. ლევანმა კამერები ჩართო და ნატუკა მოძებნა.მისი დაკვირვების ობიექტი ახლა ის იყო.ეჭვი ჰქონდა და არ უნდოდა ეს ეჭვი გამართლებულიყო…
-ახლა ვხვდები საიდან იღებს ინფორმაციებს ჩემზე.ჭკვიანი ყოფილხარ ქალბატონო.-ჩაეღიმა მერე.
საღამომდე უყურა.მერე კი კაბინეტში დაიბარა გოგო.
ნატუკას რომ უთხრეს უფროსი გიბარებსო,ფერი გადაუვიდა.მაინც ეშინოდა მისი.ძალა მოიკრიბა და კარზე დააკაკუნა.
-შემოდი,-გასცეს პასუხი.შიშით შევიდა.
-დაჯექი.-მკაცრად უთხრა უფროსმა.
-სამსახურიდან მიშვებთ?-ჰკითხა მოურიდებლად.
-არა,დაჯექი,სხვა საქმე მაქვს.
ნატუკა ჩამოჯდა და ცოტა დამშვიდდა.
-აქ როგორ მოხვდი?
-ინტერნეტში ვაკანსია ვნახე.
-დარწმუნებული ხარ?
-კი.არ გატყუებთ..
-რაღაც გავიგე,რაღაც რაც ეჭვის საფუძველს მაძლევს.
-მითხარით,მკითხეთ.გულწრფელ პასუხს გაგცემთ.
-კარგი.მაშინ მეც პირდაპირ გკითხავ. ნუცა შენი მეგობარია ხომ?
-დიახ..
-ესეგი ისიც გეცოდინება რომ მოვწონვარ.მან გამოგიშვა აქ?
-ის რომ მოსწონხარ ვიცი და მასზე ყველაფერი ვიცი.ბავშვობიდან ერთად მოვდივართ,მაგრამ გეფიცებით აქ იმიტომ არ ვარ რომ მან მითხრა.მე სამსახური მართლა ძალიან მჭირდება.მამა ახლახანს გარდამეცვალა,დედის შემოსავალი კი არ გვყოფნის..
ლევანს შეეცოდა გოგო. გამოცდილებით იგრძნო რომ ის სიმართლეს ეუბნებოდა.
-კარგი წადი,თავისუფალი ხარ.
-ესეგი არ მიშვებთ?
-არა.მაგრამ ერთი პირობა მაქვს. ნუცას არ უთხრა რომ ვიცი მისი მეგობარი ხარ და არც არაფერი მოუყვე რასაც აქ ნახავ ხოლმე.იმიტომ რომ შეიძლება ყველაფერი ისე არ იყოს როგორც გგონია.და კიდევ მასზე ყველაფერი უნდა მითხრა,თუ რამე შეემთხვა ან რამე გაუჭირდა.
-კარგი.-თავი დაუქნია გოგომ და კაბინეტიდან გავიდა.სუნთქვა დაირეგულირა და სამუშაოს დაუბრუნდა.
ლევანმა ვერ მოისვენა.ვერ გაძლო სამსახურში.ახლა ვინმესთან საუბარი უნდოდა.გიგის მისთვის არ ეცალა.
სალი იყო ერთადერთი იმედი. გასაღები აიღო და მასთან წავიდა.
გოგო სახლში დახვდა. დიდხანს ისაუბრეს,ერთმანეთს გულის წუხილი და დარდები გაუზიარეს.
წასვლისას სალიმ უთხრა.
-ლევან გთხოვ მარტო არ დატოვო.ვიცი ახლა რასაც გრძნობს.ჰგონია რომ ამ ყველაფერთან გამკლავებას შეძლებს, ჰგონია რომ დაგივიწყებს,მაგრამ თავს იტყუებს.თუ მის მიმართ რაღაცას გრძნობ და ოდნავ მაინც მოგწონს დაფიქრდი,იქნებ შენი შანსია?
-დავფიქრდები ჩემო გოგო.გპირდები არ დავტოვებ მარტო.-ჩაეხუტა და დაემშვიდობა.მასთან საუბარმა ძალიან უშველა.ცოტა დამშვიდდა და ტელეფონს დახედა,რომელმაც იმ წუთას დაურეკა.
-ეს არის შენი დაპირება?მე გამიშვი საქმეს მივხედავო,სინამდვილეში კი სადღაც ხარ.-მოესმა გიგის საყვედურიანი ხმა.
-რა მოხდა?
-აქ საშინელება ხდება,სასწრაფოდ მოდი.
-მოვდივარ.-მანქანაში ჩაჯდა და კაზინოში გავარდა.
ყველაფერი არეული დახვდა. დამტვრეული,ხალხი დაშავებული. დაცვის წევრებსაც მოხვედროდათ, თუმცა არც მათ დაეკლოთ.
-რა ხდება ამის დედაც?
-ვიღაც ბიჭი ნატუკას აეკიდა.გოგომ ზრდილობიანად მოიცილა,მაგრამ არ მოეშვა და დაცვას დაუძახა.არც ის აღმოჩნდა მარტო და დიდი შეხლა- შემოხლა მოხდა.-მიაწოდა ინფორმაცია თეამ.
-ნატუკა სად არის?
-შენს კაბინეტში.გიგიმ წაიყვანა.
იქით გავარდა მაშინვე.კარი რომ შეაღო უცნაურ სურათს გადააწყდა. გიგი მის წინ ჩაცუცქულიყო,მისი ხელი ეჭირა და ცდილობდა ატირებული გოგო დაემშვიდებინა.მეორე ხელში კი ყინული ეჭირა და გახეთქილ ტუჩზე დაადო.ჩაახველა და კარი მიხურა. გიგიმ ხელი გაუშვა და გოგოს ყინული შეატოვა ხელში.წელში გაიმართა.
-როგორ ხარ ნატუკა?
-ახლა არა მიშავს.-ამოისლუკუნა გოგომ.
-ექიმმა გასინჯა?-მიუბრუნდა გიგის.
-ყველაფერი კარგადაა.-დაუდასტურა მან.
-ვინ იყო?
-ვარკვევთ.
ლევანი გოგოსთან მივიდა და უთხრა.
-ვფიცავ ვინც ეს ჩაიდინა,შენს წინაშე მუხლებზე დადგება და ისე მოგიხდის ბოდიშს.ხომ გჯერა ჩემი?
-კი,-თავი დაუქნია გოგომ და ცრემლი მოიწმინდა.
სანამ ბიჭებმა რამე თქვეს,კარი დაცვის უფროსმა შემოაღო და გარეთ იხმო.გოგო იქ დატოვეს და მასთან წავიდნენ.
-დაადგინე ვინ იყო?
-დიახ ლევან.აზერები არიან. ფონიჭალელი ნარკომანები.
-იციან ვისია ეს კაზინო?
-ვეჭვობ რომ არა.
-გაარკვიეთ ვის დაქვემდებარებაში არიან და ვის ეთქმის იქ მთავარი სიტყვა.სასწრაფოდ.
-კარგი.-დაცვის უფროსმა მარტო დატოვა ისინი.
-გოგოს სახლში ვერ გავუშვებთ.აქედან რომ გავა,დარწმუნებული ვარ აედევნებიან.
-ჩემთან წავიყვან.
-გიგი..-ცალი წარბი ასწია ლევანმა.
-ეს ის არ არის შენ რაც გგონია.და საერთოდაც ახლა ამაზე ფიქრის დროა?-გაბრაზდა ბიჭი.
-მე ჩემ თვალებს ვუჯერებ და არა შენს სიტყვებს.ეჭვი მაშინ გამიჩნდა,როცა პირველად გასაუბრებაზე დაინახე.
-შენ თვითონ ამბობ რომ ჩვენნაირ ადამიანებს სიყვარულთან არაფერი ესაქმება.
-დაივიწყე მე რას ვამბობ და გოგოს მიხედე.მერე მის სახლთან გაუშვი ბიჭები.დედამისს მიაქციონ ყურადღება.
-ამდენი რამე საიდან იცი მასზე?
-ვიცი და მორჩა.ნუ აჭიანურებ, წაიყვანე და აქედან წადით.მე მომანდე ყველაფერი.
-უჩემოდ არსად არ წახვალ დამპირდი.
-გპირდები.
უკანა კარიდან გაიყვანეს ნატუკა. კაზინო დაკეტეს და დალაგება დაიწყეს.ლევანი კამერებს უყურებდა, იქნებ ვინმე ამოეცნო.თავზე დაათენდა.კაბინეტიდან გარეთ რომ გამოვიდა ყველაფერი დალაგებული დახვდა.
-დღეს არ ვიმუშავებთ.ყველანი სახლში წადით.კაზინო მაშინ გაიღება, როცა ყველაფერს მოვაგვარებთ. მხოლოდ დაცვა დარჩება.ერთმანეთს შენაცვლეთ.-უთხრა ბიჭებს.-ამ დღეების ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებთ ყველა.
თვითონაც სახლში წავიდა.დასვენება ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. იქამდე სანამ ახალ ინფორმაციას მიიღებდა თავდამსხმელებზე..
რატომღაც ძალიან მოუნდა ნუცას ხმა გაეგო.აივანზე ჩამოჯდა და დარეკა.
მისდაგასაკვირად გოგომ უპასუხა.
-აივანზე გამოდი და ისე დაჯექი შენ რომ იცი ხოლმე.
-ეს ბრძანებაა თუ..
-თხოვნა…
-კარგი.
რამდენიმე წამი დასჭირდა გოგოს რომ გამოსულიყო.მანამდე სარკეში ჩაიხედა,თავი შეათვალიერა,ხომ არაფერი მეტყობაო.
ლევანს თავისი დაემართა,როცა გოგო დაინახა.მოკლე შორტებში,გრძელი, სწორი ფეხები მოუჩანდა.ზემოთ კი წვრილბრეტელებიანი,თავისუფალი ზედა ეცვა.თმა მაღლა აეკეცა კოსად.
ლევანმა მომდგარი ნერწყვი უკან გადააგორა და ტელეფონში უთხრა.
-მეორედ მსგავს ფორმაში აღარ დაგინახო.

-რა უფლებით მიკრძალავ?-გამოხედა გოგომ.
-იმ უფლებით რომ..
-შენ არაფრის უფლება არ გაქვს,რასაც მინდა იმას ჩავიცვამ.
-ჭკუიდან ნუ გადაგყავარ ნუცა.
-ნუ გადახვალ ბატონო.
-ნუცააა.-ხმას აუწია ლევანმა.
-საქვეყნოდ ნუ იყვირებ ჩემს სახელს. არაა საჭირო ყველამ გაიგოს რომ ერთმანეთს ვიცნობთ.
-რატომ?
-იმიტომ.
-რომ გეკითხები მიპასუხე.
-არ ვაპირებ პასუხი გაგცე.მეძინება, უნდა დავიძინო.ღამე მშვიდობისა.
-არ გათიშო.მოიცადე.-ჩაჰყვირა ყურმილში,მაგრამ გვიანი იყო,ნუცამ გაუთიშა,ხელი დაუქნია და სახლში შევიდა.
-ამის დედაც..-შეიგინა და აივნის მოაჯირს დაარტყა ხელი.ტკივილისგან იღრიალა.
-სულელო,-გაეცინა ფარდის უკნიდან მოთვალთვალე ნუცას.მერე ხელები მუცელზე დაიწყო და ნაზად მოეფერა.
-მე შენ არსებობის უფლებას მოგცემ… -ჩაილაპარაკა და დასაძინებლად წავიდა
******
იმ წამიდან როცა ორსულობის შესახებ გაიგო,ოთახში ჩაიკეტა და აღარ გამოსულა.საჭმელსაც იქ ჭამდა. ლანგარზე დააწყებდა და მიარბენინებდა.ეჩვენებოდა რომ მშობლები ყველაფერს მიხვდებოდნენ და შიშისგან კანკალს აწყებინებდა.
პირველივე დღიდან იფიქრა რომ აუცილებლად აბორტს გაიკეთებდა. ამ შეცდომის გამო ცხოვრებას და მომავალს ვერ გაინადგურებდა. არც ლევანს ეტყოდა.იცოდა ბიჭო ისედაც ნანობდა და ამის გამო არ უნდოდა ტვირთათ ქცეულიყო მისთვის.
თავს სააშინლად გრძნობდა. საშინლად გრძნობდა იმის გამო რომ ახლა როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა თანადგომა,გვერდით არავინ ჰყავდა.ნატუკაც არ ჩანდა. სამსახურის გამო ბოლო დროს იშვიათად ჩნდებოდა.
იჯდა ოთახში ტელეფონით ხელში და ვერ გაეგო ვისთვის დაერეკა.იმიტომ კი არა რომ დარეკვა არ შეეძლო? ან სხვა მეგობარი არ ჰყავდა?იმიტომ რომ წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ გაუგებდა ან საერთოდ თუ გაუგებდნენ…
არა დეპრესია არ სჭირდა.არც უბედური იყო,მაგრამ არც ბედნიერი ეთქმოდა.აბა როგორ უნდა ყოფილიყო ბედნიერი,როცა კაცი,რომელიც უყვარდა,მასზე არ ფიქრობდა და მიაგან ბავშვს ელოდებოდა.ლევანზე ფიქრობდა როცა მისი ზარი დაფიქსირდა.გარეთ გასვლას სთხოვდა ბიჭი.იმედი მიეცა.მაგრამ საუბარი სხვანაირად წარიმართა. მაშინ მიხვდა რომ ამ ბავშვს უნდა ეარსება.ამ ბავშვს სიცოცხლის უფლება ჰქონდა…
დილით გამოიპრანჭა,სახლში დაიბარა მეგობრებთან მივდივარო და საჭეს მიუჯდა…
ლევანი კაზინოში იყო და დაცვის უფროსს ელაპარაკებოდა,როცა დიმამ დაურეკა საავადმყოფოში ვართ ხატია მშობიარობსო.
-მოვდივარ.-უპასუხა და მაშინვე იქით გავარდა.დაიბარა სიახლეებს დაველოდებიო და საჭეს მიუჯდა…
ყველა შეკრებილიყო.ბავშვობის მეგობრებთან ყოფნა ახლა ყველაზე მეტად დაეხმარა რომ გონზე მოსულიყო და აზრები დაელაგებინა.
პატარა ქალბატონის დაბადებამ და შორიდან დანახვამ უცნაურად დააფიქრა,ხატიას ადგილზე ნუცას სახე წარმოუდგა და გაეღიმა.
საღამოს მათთან ერთად აღნიშნა რესტორანში ეს ამბავი.ქეიფის შუაგულში იყვნენ,რომ გიგიმ დაურეკა.
-ყველაფერი გავიგეთ.
-მოვდივარ…
*******
კაბინეტის კარი შეგლიჯა და თვალი გადაავლო იქ მყოფებს.მერე სავარძელში ჩაჯდა და იკითხა.
-ნატუკა როგორ არის?
-კარგად.გადახარშა ყველაფერი.
-კარგია.მითხარი რა გაიგეთ?
-ახალი დაჯგუფებაა,დაახლოებით ერთი წელია რაც აქტიურად გამოჩნდნენ ბაზარზე,ძირითადად ნარკოტიკების გასაღებით შოულობენ ფულს.-მოახსენა გიგიმ.
-მერე მაგ დედა მოტ…..ა ქალის პატივისცემა არ უნდა იცოდნენ?-მუშტი დაარტყა მაგიდას ლევანმა.
-კარგი რაა,ვინ ასწავლის?არ იცი მაგათთან ქალებზე რას ფიქრობენ?
-ფეხებზე მკი….ა.მე ვასწავლი ზრდილობას და ქალის პატივისცემას. შუამავალი გაგზავნე,შეხვედრა მოითხოვე.
-ვინ გავგზავნო?
-მე რა ვიცი.იპოვე ვინმე..-იღრიალა ლევანმა.-როგორ შეიძლება ვინმე არ იყოს,ვინც ამას დათანხმდება.
-ბაბუს დავურეკავ.იქნებ მაგან გვიშველოს.
-დაურეკე მიდი..
დილამდე ისხდნენ და ლაპარაკობდნენ.გეგმებს სახავდნენ. დილას ლევანს მისმა გაგზავნილმა ბიჭებმა დაურეკეს.
-გოგო საავადმყოფოშია.
-ფეხი არ მოიცვალოთ მანდედან, მოვდივარ.-თქვა და ფეხზე წამოდგა. -მნიშვნელოვანი საქმე გამომიჩნდა. მალე მოვალ,თქვენ კი მოაგვარეთ ეს ამბავი და შეხვედრის ადგილი მომწერეთ
-სად მიდიხარ?-დაადევნა გიგიმ
-მერე გეტყვი..
მანქანა სწრაფად მიჰყავდა. ეგონა რომ ნუცას რაღაც სერიოზული სჭირდა და ჭკუიდან ლამის შეიშალა,როცა ამაზე ფიქრობდა.
-სად არის?-ჰკითხა მაშინვე ბიჭებს, როგორც კი შიგნით შევიდა.
-იქ,-ანიშნეს მათაც.ლევანმა უკან გაიხედა,წარწერას შეხედა და თვალები გაუფართოვდა.ძალა მოიკრიბა და წადითო უთხრა მათ.
მარტო დარჩა.ფიქრები აეშალა და უცებ აღიდგინა რომ იმ ღამეს თავი არც ერთს არ დაუცავს.უნებურად სიხარულისგან ლამის ჭკუიდან შეიშალა,რომ წარმოიდგინა,რაც შეიძლებოდა იმ ღამეს მოჰყოლოდა.
-თქვენ ნამდვილად ორსულად ხართ.- ამნცო გინეკოლოგმა ნუცას და გამოკვლევებზე წაიყვანა.
ყველაფერი რიგზე იყო.
-შემდეგ ვიზიტზე ბავშვის მამასთან ერთად გვეწვიე,გულისცემას მოვისმენთ,-გაუღიმა ექიმმა და დაემშვიდობა გოგოს.
„-ბავშვის მამა.“ იმდენად კარგად მოხვდა ყურში ეს სიტყვები,რომ იგრძნო როგორ გამოტოვა გულმა რამდენიმე დარტყმა…
ნუცას არ დაენახა ისე გაჰყვა უკან. გოგო გარეთ გამოვიდა,მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.უკან აედევნა.
სახლში არ წასულა.ცოტა იარა,მერე მანქანა გააჩერა და ფეხით
გაისეირნა…
არ შეშინებია საერთოდ იმის,რომ როცა მისი ორსულობის შესახებ გაიგებდნენ წინააღმდეგობას წააწყდებოდა და ვინ იცის რითი დასრულდებოდა ყველაფერი.
აი მისი ძმები რომ გაიგებდნენ,ამის შეეშინდა.თვითონაც არ იცოდა ამხელა ძალა საიდან ჰქონდა.
გვერდით ვიღაც მიუჯდა.ლევანი რომ დაინახა,ელდა ეცა და სახეზე შიშმა გადაუარა.
-აქ რა გინდა?
-როგორც იქნა სახლის გარეთ დაგიჭირე.ახლა კიდევ დიდ გულზე იქნები?-გაუღიმა ბიჭმა.მის ღიმილში დაიკარგა ნუცა.
-ხომ გითხარი ვერსად დამემალები-თქო?
-დამალვა არც მიცდია…
-ახლა ამიხსენი რა გჭირს და თავს რატომ მარიდებ?-განგებ დაუსვა ეს კითხვა.უნდოდა მისგან მოესმინა ის რაც უკვე იცოდა.
-არაფერი არ მჭირს.
-რაღაცას გკითხავ და გულწრფელად მითხარი გთხოვ.
-გისმენ.
-იმ დილით,როცა ერთად გავიღვიძეთ, შენს თვალებში სინანული დავინახე. მითხარი ასე ძალიან ნანობ,იმას რაც მოხდა?მართლა ასეთი ცუდი იყო ყველაფერი?
-არა,არ ვნანობ.იმ ღამეს ყველაზე ბედნიერი ვიყავი.-გამბედაობა მოემატა გოგოს.
-აბა რატომ იქცევი ასე?რატომ გამირბიხარ?
-არ გაგირბივარ..
-აბა გეშინია?
-არა..
-მაშინ რა ხდება?რატომ არ მაძლევ შენთან ურთიერთობის საშუალებას?
-ადამიანები დიდხანს ვერ ძლებენ ერთად.მიგიჩვევენ,სიყვარულს გასწავლიან,დაგაიმედებენ.მერე კი უცაბედად მიდიან..მიდიან იმიტომ კი არა,რომ მობეზდი?არამედ იმიტომ რომ ხვდებიან ერთმანეთს არ იცნობდნენ და ყველაფერი შეცდომა იყო.ასე იმიტომ ვიქცევი,შენ რომ ჩემი ვერ გაიგო და ჩემს სამყაროს ვერ ჩასწვდე,გული მეტკინება.მე კი მინდა ის ერთი ბედნიერი ღამე მახსოვდეს შენგან..
ლევანს არაფერი უთქვამს.ან რა უნდა ეთქვა?მის ნათქვამში სიმართლე ნამდვილად ერია.აცრემლებულ თვალებში შეხედა და გაუღიმა.
-არ ვგავარ ჩვეულებრივ კაცებს და ამას დაგიმტკიცებ.მართალია არ მიყვარხარ,არ მაქვს ისეთი სერიოზული გრძნობა,როგორსაც ელი, მაგრამ მომეცი საშუალება რომ ის რასაც ვგრძნობ განვითარდეს და გაღრმავდეს.
-რატომ?რატომ მაიმცდამაინც მე? დარწმუნებული ვარ უამრავი ქალი ტრიალებს შენს გვერდით და არიან კიდეც შენს ცხოვრებაში.
-დამიჯერებ რომ გითხრა არავის მიმართ არ ვყოფილვარ ასე? არავისთან დამმართნია ისეთი რამ,რაც შენთან დამემართა.
-ანუ აქამდე პირველი არავისთვის ყოფილხარ?
-ამ თემაზე სულ რატომ ამახვილებ ყურადღებას?
-იმიტომ რომ არ მინდა გეცოდებოდე.
-არ მეცოდები,მომწონხარ..მე ის მშიშარა,დაბნეული გოგოც მომეწონა და ისეთი გაბედული და ძლიერიც,იმ ღამეს რომ იყავი.და საერთოდ ახლაც მომწონხარ,-გაეცინა ლევანს.
-მაშინებ..
-ყველას შეიძლება ეშინოდეს ჩემი, შენს გარდა.
-მე რატომ არა?
-შენთან უძლური ვარ,-უპასუხა ბიჭმა და მისი ხელები თავის ხელებში მოიქცია.გაჰყინვოდა.
-მოდი სახლში წაგიყვან.უკვე აცივდა.
-ხო,ზაფხული თითქმის გავიდა.- დასევდიანდა გოგო.
-არაუშავს,კიდევ მოვა,-წამოაყენა ბიჭმა და თავის მანქანისკენ წაიყვანა. ნუცამ წინაარმდეგობა გაუწია.
-მანქანით ვარ.
-ჩემი ბიჭები მოიყვანენ.-უპასუხა და კარი გაუღო.მერე მეორე მხრიდან მოუარა,საჭეს მიუჯდა და სახლში წაიყვანა დაბნეული გოგო.
ნუცამ მომავალი დედობის ბედნიერების ნორმალურად გააზრებაც ვერ მოასწრო,რომ ახლა ეს გამოხტა.სახლში დაბრუნებული ვერ იჯერებდა რომ ეს მის თავს მოხდა და ხდებოდა…
გზაში ცოტა კიდევ ილაპარაკეს. ლევანმა დრო მისცა,ოღონდ მალე გადაწყვიტეო.უნდოდა მისგან გაეგო ბავშვის შესახებ.
სახლში დაბრუნებულმა ამჯერად კარი მიუხურა მარტოობას და სიცივეს.ახლა ზუსტად იცოდა რომ ამ სახლს დიასახლისიც ეყოლებოდა მალე და პატარაც ირბენდა…
*****
დილა იმით დაიწყო,რომ როგორც კი თვალი გაახილა ნუცას მისწერა. ჰკითხა როგორ ხარო.მაგრამ არაფერი მოუწერია.არ გაბრაზებულა.ალბათ ჯერ ისევ სძინავსო.გაამართლა გულის სიღრმეში…
მერე გიგიმ დაურეკა.სასწაროფოდ გავარდა კაზინოში.კარგი ამბები არ დახვდა. ისევ არაფერი იყო სიახლე.
-ამის დედაც..რა გახდნენ ეს ყიზილბაშები,რომ საერთო ვერ გამონახეთ ვერავინ.-იღრიალა და მაგიდას მუშტი გამეტებით დასცხო.
-ბაბუმ დარეკა,მოდის..საქმე აქვს.-უპასუხა გიგიმ.
-იმედია მას მაინც აქვს სიახლე.
რამდენიმე წუთში მაგიდას უსხდნენ ყველა და ბაბუს მონაყოლს ისმენდნენ..
-მაგათი მმართველი და მფარველი ერთი ნაგავია ახმედი.ეს ახმედი თავის მხრივ კავშირშია კოსტასთან და საერთო წილი აქვთ ამ ბიზნესში
კოსტასთან დაჯახება კი რას უდრის კი ვხვდებით?
-არ მაინტერესებს არაფერი.ჩემ საკუთრებას და ჩემს თანამშრომლებს არავინ უნდა შეხებოდა.შესაბამისად ან მე დავრჩები ან ისინი.
-ლევან იქნებ დაფიქრდე.-სთხოვა გიგიმ.
-არა,ბაბუ დარეკე კოსტასთან და ტელეფონი მომეცი. ისიც უარობდა, მაგრამ ლევანმა თავისი გაიტანა.
ზარი დიდხანს გადიოდა.მერე კი ბოხმა ხმამ უპასუხა.
-კოსტა გამარჯობა.ლევან აბრამიშვილი ვარ.-მეორე ბოლოში რამდენიმე წამს სიჩუმე ჩამოვარდა..
-გისმენ ლევან,-გაისმა მერე
-საქმე გვაქვს .უნდა შევხვდეთ..
-გვაქვს თუ გაქვს?
-როცა ჩემს სათქმელს მოისმენ,ეს ჩვენი საერთო საქმე გახდება..
-კარგი..ჩემთან მოდი ფონიჭალაში ვარ.
-მანდ პოლიცია ხშირ რეიდებს აწყობს.აჯობებს ჩემთან მოხვიდე.ჩემი კაზინო დაკეტილია და სრულიად უსაფრთხოა.
-შენზე ბევრი მსმენია.ვიცი სიტყვის კაცი ხარ.ძაღლებს არ დამაყენებ თავზე.

საღამოს მანდ ვიქნები რვა საათზე.არავითარი ოინები.
-კაცურ სიტყვას გაძლევ…
ლევანმა ტელეფონი გათიშა და იქ მსხდომთ მიმართა
-ამაღამ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ.დაცვა გააძლიერეთ.პრობლემები არ მჭირდება…
საღამოს ყველა მოუთმენლად ელოდა.ნერვიულობდნენ.
რაც არ უნდა იყოს საკმაოდ დიდ ავტორიტეტთან უწევდათ შეხვედრა, რომელიც ნარკოტიკების ბიზნესით იყო დაკავებული და კანონიერ ქურდებთან პირდაპირ იყო დაკავშირებული..
ორი მანქანით მოვიდნენ.ლევანმა ზემოდან დაინახა,როგორ გადმოვიდა დაცვა,ჯერ იქაურობა შეამოწმა,მერე კი კოსტა გადმოიყვანეს,ყველა მხრიდან ამოუდგნენ და ასე შევიდნენ შენობაში,სადაც გიგი შეეგება.
კოსტა ორმოცდაათ წელს მიტანებული,დაბალი,ჩასუქებული ტიპი იყო შევერცხლილი თმით, მომრგვალო სახით და ჩაცვენილი თვალებით.აქედან დაახლოებით ოცი წელი სხვადასხვა ციხეებში ჰქონდა გატარებული.იმის მიუხედავად რომ ნარკოტიკები მისი საქმე იყო,თვითონ მაინც არ ეკარებოდა….
როგორც კი კაბინეტში შევიდნენ, ლევანი მაშინვე წამოდგა სავარძელიდან და ხელი ჩამოართვა.
-როგორ ხარ კოსტა?
-ვაა ბაბუ,შენც აქ ხარ?-გაეღიმა და მანაც ხელი ჩამოართვა.
-დიდი პატივია ჩემთვის ლევან აბრამიშვილის პირადად გაცნობა.
-ასევე ჩემთვისაც.მოდი ჩამოჯექი. დალევ რამეს?
-რა გაქვს?
-ვისკი პირდაპირ ირლანიიდან ჩამოტანილი..
-იყოს ვისკი…
გიგიმ ჭიქებში ჩამოასხა ყველასთვის, სათითაოდ მიაწოდა და ისიც მაგიდას მიუჯდა.
-რაშია საქმე?დაკეტილები რატომ ხართ?
-სწორედ ამიტომ მინდოდა თქვენთან შეხვედრა..
-თუ ფული გინდა კი ბატონო მოგცემ რამდენიც გინდა.სანაცვლოდ კი აქ გავყიდი ჩემს ტავარს.-მაშინვე საქმეზე გადავიდა კოსტა.
ლევანს ჩაეცინა.
-საქმე ფულში არაა,საკმარისზე მეტი მაქვს.
-აბა რა ხდება?მართლა ვერ ვხვდები..
ლევანმა ლეპტოპი ჩართო და იმ დღის ჩანაწერი მიუტრიალა.
-ამას რომ უყურებ გულწრფელად მითხარი ჩემს ადგილზე რას იზავდი..
გულდასმით და ყურადღებით უყურებდა კოსტა ჩანაწერს.მის სახეზე არაფერი იკითხებოდა.რომ მორჩა ღრმად ჩაისუნთქა და თქვა.
-როდის მოხდა ეს?
-ერთი კვირის უკან..
-მე შენს ადგილზე იმ დღესვე ჩავცხრილავდი ყველას.
-მე მკვლელი არ ვარ.ეს არ გამიჭირდება და არც მინდა.ასე არ უნდა ვხოცოთ ერთმანეთი,თორემ ქვეყანა ვის დარჩება?ქათმებსა და ძაღლებს..
-მართალი ხარ..რას ითხოვ?
-ამ ბიჭებიდან ყველას უნდა შემახვედრო.აი ამან კი.-ახმედს დაადო ხელი.-ამას იმ გოგოს ფეხებთან უნდა იხოხოს და ისე მოუხადოს ბოდიში.
-გასაგებია.ერთი დღე მინდა.ხვალ ჩემს ზარს დაელოდე.-წამოდგა კოსტა,ხელი მეგობრულად ჩამოართვა,დაემშვიდობა და გავიდა.
კოსტამ პირობა შეასრულა.მეორე დღეს შეხვედრა შედგა.ახმედსა და მის დამქაშებს სანანებელი გაუხადა ყველაფერი და საერთოდ გაჩენის დღე აწყევლინა.პირადად ახმედი წამოიყვანა,ნატუკას წინაშე დააჩოქა და ისე მოიხადა ბოდიში.
გაოცებული უყურებდა გოგო მის წინ მუხლებზე მდგარ ბიჭს,რომელმაც ფეხები დაუკოცნა და პატიებას ისე სთხოვდა.იცოდა რომ ლევანი გავლენიანი პიროვნება იყო,მაგრამ ამდენად თუ იქნებოდა ვერ წარმოიდგენდა.
კიდევ ერთი პრობლემა რამდენიმე დღის შემდეგ წარმოიშვა და ამან კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა.
*****
გულის გადასაყოლებლად,ნუცამ ინტერნეტში განცხადება გამოაქვეყნა და ჰოი საოცრებამ გამოხმაურება მაშინვე ჰქონდა.ტექსტების თარგმნა ბევრს სურდა.ისიც იჯდა და თარგმნიდა.დროც გაჰყავდა და არც იღლებოდა.
იმ დღის შემდეგ ლევანი მხოლოდ ორჯერ შეეხმიანა,რაც გაუკვირდა. ამის გამო კიდევ უფრო მოიწყინა.
მარტო რომ იყო მუცელს ეფერებოდა და ელაპარაკებოდა.საბედნიეროდ იმდენად მშვიდად მიდიოდა ყველაფერი,რომ ეჭვი არავის ჰქონდა..
აი ცოტა ხანში რომ თავს ქარიშხალი დაატყდებოდა ნამდვილად იცოდა…
ოჯახურ ვახშამზე იჯდა,როცა მოულოდნელად მამამ განაცხადა.
-ნუცა შვილო რას იტყვი შენი ხელის სათხოვნელად რომ მოვიდნენ?
-ვინ მამა?-გაეცინა გოგოს.
-ჩემი მეგობრის შვილს მოეწონე ძალიან…
-თუ შენ მოგეწონა?-ჰკითხა მოურიდებლად.
-რა პასუხია ეხლა ეს.
-აქ არავინ მოვიდეს,როცა საჭირო იქნება და დრო მოვა თვითონ შევარჩევ როგორმე სასურველ კანდიდატს და გავყვები.- გაბრაზებულმა დატოვა ოთახი.
ცრემლი მოერია,იმის გაფიქრებამ რომ შეიძლებოდა სხვისი ცოლი გამხდარიყო და არა ლევანის,გული მოუკლა.ნატუკას დაურეკა.ახლა ნამდვილად გაგიჟდებოდა თუ ვინმეს ყველაფერს არ მოუყვებოდა..
-ნატუ მე ვარ
-გისმენ ნუცი,როგორ ხარ?
-საშინლად,შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?-
-რა ხდება?რა გატირებს?-დაიბნა გოგო,რომელსაც ლევანი წამოადგა თავზე,რომ გაიგო ნუცა რეკავდა.
-ვიღაცას უნდა რომ ჩემი ხელის სათხოვნელად მოვიდეს.მე კი ლევანი მიყვარს და მისგან ბავშვს ველოდები..
-მიაყარა გოგომ და უცებ გაჩუმდა.
ნუცას კინაღამ ტელეფონი გაუვარდა და თვალები გაუფართოვდა.
-რა ხდება?-ჰკითხა ლევანმა.
-ჩქარა მასთან წავიდეთ,მოკლავენ… მის ძმებს უნდა დავასწროთ მისვლა. -იყვირა ნატუკამ და ადგილს მოსწყდა. ლევანიც ინსტიქტურად გაეკიდა უკან…
ნუცას სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა,რომ კარში გახევებული დედა დაინახა,რომელსაც მხოლოდ უკანასკნელი სიტყვებისთვის მოეკრა ყური.
„-ბავსვს ველოდები.“- თავზარდაცემული და ფერგადასული იდგა.
-დედაა.-შიშისგან ძლივს ამოიღო ხმა.
-რა გააკეთე?რა გააკეთე-მეთქი?- იკივლა და მისკენ წავიდა.
-არაფერი დედა,არასწორად გაიგე.
-თავის დაცვა სცადა გოგომ
-ამიტომ იქცეოდი მთელი ზაფხული უცნაურად ხო?ამიტომ?მოდი აქ.სად მიდიხარ?ნუ გარბიხარ.-უკან მისდევდა კივილით.ხმაურზე მამა გამოვარდა საძინებლიდან.
-რა ხდება?რა დაგემართათ?
-არ მჯერა,ვერ ვიჯერებ.მიდი მამაშენს აუხსენი რატომ ვარ ასე?რატომ ვყვირი.ნუ ხარ ჩუმად.ამოიღე ხმა.
-დამშვიდდი,-დაუყვირა ცოლს და მერე ნუცას მიუბრუნდა.
-რა მოხდა?
გოგო დუმდა.
-ამიხსნით რომელიმე რა მოხდა?- გაიმეორა მშვიდად.
-შეგვარცხვინა შენმა სანაქებო ქალიშვილმა.ორსულად არის.
ერჩივნა მიწა გასკდომოდა,ვიდრე ეს ამბავი მამას გაეგო და თანაც ასე. მეხი დაეცა გურამს,დაბარბაცდა,სკამს წაავლო ხელი და ძლივს დაჯდა.
-ვინ არის მამა?-იკითხა ჩუმად.
იცოდა ნუცამ რასაც ნიშნავდა ეს.
-გეკითხები ვინ არის მამა.
-არ გეტყვით.საერთოდაც მე სრულწლოვანი ვარ და თვითონ მივხედავ საკუთარ თავს.
-შენ რამდენს ბედავ?ან საერთოდ როგორ გაბედე ეს?-იღრიალა მამამისმა.ხელმა ჰაერი გადაკვეთა და მის ლოყაზე დაეშვა.ტუჩიდან სისხლი წასკდა.-დაურეკე შენს ძმებს. მოვიდნენ ახლავე.
-რა საჭიროა ისინი?
-თავხედი ხარ…
-მადლობა მამა.
-ოხ,მე შენი….-ისევ ხელი მოუქნია და უნდა დაეტყა,რომ ჰაერშივე გააშეშა. ნუცამ სახეზე აიფარა ხელები და იკივლა. დედა უკვე მის ძმებთან რეკავდა…
ახლა ყველაფერი უფლის ნება იყო.
რამდენიმე წუთში კარზე ისეთი ხმაური ატყდა,კინაღამ ჩამოიღეს.
კარი დედამისმა გააღო.უცნობი მამაკაცი რომ დაინახა დაიბნა,ხელით გასწია გვერდით და სახლში შევიდა. უკან ნატუკა მიჰყვა
-ლევან,-წამოხტა გოგო,როგორც კი დაინახა.
-კარგად ხარ?
-კი.-დაუქნია თავი.
-ვინ ხარ ყმაწვილო,როგორ ბედავ ასე შემოჭრას?-წინ გადაუდგა გურამი.
-მოკლედ ვიტყვი სათქმელს,სანამ თქვენი ვაჟები მოვლენ.ვიცი რაღაც გაიგეთ,რაღაც,რაც არც თუ ისე სასიამოვნოა.მერწმუნეთ არც მე მინდოდა ეს მომხდარიყო და არც მას. მაგრამ მოხდა და ფაქტს ვერ შევცვლით…
-ლევან რას გულისხმობ?-ჩაერთო ნუცა.
-შენ ნუ ერევი.-მიმართა გოგოს, რომელსაც ნატუკა ჩახუტებოდა.- ახლა მე ნუცას წავიყვან,წავიყვან როგორც ჩემს ცოლს და თქვენ ვაჟებთან არ იტყვით იმას,რაც გაიგეთ.წინაარმდეგ შემთხვევაში იცით რა შეიძლება მოჰყვეს ამას თუ ისინი შეიტყობენ. არც მე დავთმობ და არც ისინი და ვიღაც შეეწირება ამ ამბავს. მინდოდა მისი ხელის სათხოვნელად მოვსულიყავი სულ სხვა სიტუაციაში, მაგრამ ცოტა დავაჩქარეთ.გონიერი კაცი ხართ.გამიგია თქვენზე და არამგონია სწორი გადაწყვეტილება ვერ მიიღოთ.
ძალაგამოცლილი ჩამოჯდა კაცი სკამზე და სახე ხელებში ჩარგო. რამდენიმე წამს ჩუმად იყო,მერე კი დინჯათ თქვა.
-აქედან წადით…
-სწორი გადაწყვეტილებაა. სხვათაშორის აქვე ახლოს ვცხოვრობ, თქვეს პირდაპირ,შეგიძლიათ გვესტუმროთ ხოლმე.
-ამას როგორ მეუბნები?როგორ უნდა დავივიწყო ის რაც გავიგე და რაც მოხდა?
-ახლა გაბრაზებული ხართ.მაგრამ რომ დამშვიდდებით,მიხვდებით რომ უკვე სიმამრიც ხართ.-ხუმრობა სცადა ბიჭმა.-ხო,სხვათაშორის მე ლევანი ვარ.ლევან აბრამიშვილი.
ამის გაგონებაზე კიდევ უფრო მეტად გადაირია კაცი.მაგრამ თავი ხელში აიყვანა.ბიჭი ნუცას მიუბრუნდა და ხელი გაუწოდა.
-წამოდი.
გოგომ ცრემლიანი თვალებით შეხედა, ლევანმა იქ იმედის სხივები დაინახა და გაუღიმა.ხელი ჩაჰკიდეს და სახლიდან გავიდნენ.გონს მოსვლა გაუჭირდათ მშლობლებს.. მოგვიანებით მათი ვაჟებიც მოვიდნენ. გადაირივნენ ნუცას გათხოვების ამბავი და სიძის ვინაობა რომ გაიგეს. აბობოქრდნენ.მაგრამ მამამ დაამშვიდა.
-მე ვნახე ის ბიჭი,ნუცა უყვარს,ასე რომ დამშვიდდით და სახლში წადით. მის სანახავად რომ წავალთ დაგირეკავთ.
მორჩა,აღარ გამამეორებინოთ. ორსულობის შესახებ არაფერი უთქვამს.მამის სიტყვა კანონი იყო..
******
მშობლებისეული სახლის კარი მის ზურგს უკან ხმაურით დაიკეტა.მარტო დარჩა.მხოლოდ ლევანი იყო ახლა მის გვერდით.ბიჭს ხელი არ გაუშვია,ისე მიჰყავდა სახლისკენ.ინსტიქტურად მიჰყვებოდა გოგო და ცდილობდა ცრემლი შეეკავებინა…
წარმოდგენა არ ჰქონდა რა იქნებოდა ხვალ...ზეგ..რა ელოდა. ან საერთოდ როგორ შეძლებდა ლევანთან ერთად ცხოვრებას…

სადარბაზოდან რომ გადიოდნენ, ნერვიულობისგან შეაბარბაცა.ბიჭს რომ არ დაეჭირა ალბათ დაეცემოდა. წელზე შემოხვია ხელი,მკერდზე მიიკრა და ასე წავიდნენ.გზა გადაკვეთეს და საპირისპირო სადარბაზოში შევიდნენ.იქ კიდევ ერთხელ შეჩერდა,სახლს ახედა,აღარ უყირებდა დედა,რომელიც მის ყოველ სახლიდან გასვლაზე ნერვიულობდა.
მერე ლევანს შეხედა თვალებში. იქ რაღაც დაინახა,რაღაც ისეთი,რის გამოც მომხდარი სამუდამოდ დაივიწყა და მას გაჰყვა…
სახლის კართან შეაჩერა ბიჭმა, თავისკენ მიაბრუნა და უთხრა:
-წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო ახლა,რა გითხრა და რით განუგეშო, მაგრამ ეს..-მუცელზე ფრთხილად შეახო ხელი და ოდნავ მოეფერა:-აი ეს მაძლევს იმის იმედს რომ ყველაფერი კარგად იქნება.ნუცამ გაუღიმა,წელზე შემოხვია ხელები და ცხვირი მის კისერში ჩარგო.
-ვინ გითხრა?
-გავიგე.
-როგორ?
-ისევე როგორც შენ გაიგე ის რომ სამსახურში ჩემი და მესტუმრა და კაბინეტში თითქმის მთელი დღე ვიყავით.-გაეღიმა ბიჭს.
-სულაც არ ვარ ეჭვიანი.-გაიბუსხა გოგო
-სახლში შევიდეთ,აქ ლაპარაკის პერსპექტივა სულ არ მხიბლავს..კარი გააღო და ასე ჩახუტებული შეიყოლა შიგნით გოგო.ნუცამ იქაურობას თვალი მოავლო და გაკვირვებულმა შეხედა ბიჭს.
-რა იყო?
-შენ ამას სახლს ეძახი?არაფერი გაქვს…
-რაც მთავარია საწოლი დგას,-გაეცინა, წელზე შემოხვია ხელები და ზურგიდან აეკრო.-შეხედე,მაგიდა და სკამები გვაქვს.ტელევიზორი გვაქვს, სამზარეულოშიც მოიძებნება რაღაცეები.დანარჩენი ერთად შევიძინოთ.
-შენ მეუბნები რომ ეს სახლი მე მოვაწყო?
-ხო,გეუბნები რომ ამ სახლის დიასახლისად იქცე.აქამდე არ დამჭირვებია არაფერი და იმიტომ არ მქონდა,ახლა დაგვჭირდება შენც და ჩვენ შვილსაც.
-ლევან..-მისკენ შებრუნდა გოგო და ხელები გააშვებინა.ოდნავ მოშორდა.
-გულწრფელად მითხარი მართლა გინდა ჩემთან ყოფნა თუ ბავშვის გამო ხარ?
-მართლა მინდა…
-ლევან…
-რაა..
-გაკოცებ რაა…
აბრამიშვილს გაეცინა.ნუცას ლოყაზე კოცნა უნდოდა,სახე რომ წამოიღო, ბიჭმა ორივე ხელი ჩაავლო და ტუჩებში ვნებიანად აკოცა.
-სულელო…-გაწითლდა გოგო.
-შენი ბრალია…
-ასეთი არ მეგონე…
-მართალია იდეალური არ ვარ,მაგრამ არც ისე ცუდი ვარ...აბა დავიწყოთ ოჯახობანა?გოგომ მხრები აიჩეჩა.
-კარგი,მოდი ვჭამოთ.რამეს შევუკვეთავ,სახლში არაფერი მაქვს.- ტელეფონი მოიმარჯვა და ჰკითხა:
რას შეჭამ?
-არაფერს..
-ეგ როგორ?
-არ მშია..
-ჩემს შვილს აშიმშილებ.
-ჯერ ერთი ჩემია და მეორეც არ მშია და ნუ მაძალებ.
-ჩემია,იცი რატომ?
-რატომ?
-შენც ჩემი ხარ,ჩემი საკუთრება ხარ..
რამდენ ხანს ელოდა ამას ნუცა ვინ იცის.თითქმის ერთი წელი.ახლა კი როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდა ცოტა შეეშინდა.
-ლევან მეშინია..
-რისი?
-რომ ვერ შევძლოთ?რომ არ გამოგვივიდეს?
ბიჭმა დივანზე ჩამოსვა,გვერდით მიუჯდა,მისი ხელი თავისაში მოიქცია და უთხრა:-მეც მეშინია.ჩემი ცხოვრების ნახევარი იარაღის ტრიალში გავატარე და საქმეების გარჩევაში.ნორმალურ ოჯახურ ცხოვრებაზე უარი წლების უკან ვთქვი. დამავიწყდა ეს როგორია,მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ შენ იყო ბედნიერი.ჰმ,ბედნიერება? აქამდე ამას მეგობრებთან ერთად ვიზიარებდი,ახლა კი მივხვდი რომ ცოლი და შვილი ყოფილა მთავარი მამოძრავებელი ძალა.
-მარტო ერთ რამეს გთხოვ.
-გისმენ..
-შენს ცხოვრებაში სხვა ქალი თუ გამოჩნდება ან თუ ჩემთან არ გენდომება აუცილებლად მითხარი კარგი?
-არავინ გამოჩნდება.გჯეროდეს ჩემი.
კიდევ ერთი გამოცდის წინაშე მაშინ დადგნენ,როცა დაძინების დრო მოვიდა.გოგოს არც ჩასაცმელი ჰქონდა და არც არაფერი.ლევანმა დიდხანს იძრომიალა თავის კარადაში. ბოლოს სპორტული ზედა გამოაძვრინა შორტთან ერთად და გოგოს მოაწოდა.
საყვარელი იყო მის ტანსაცმელში.ისე მოეწონა,თვალი ვერ მოაშორა.ნუცა საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ლევანს შეხედა
-ასე რატომ მიყურებ?
-ისე…
-დაწექი მიდი დაიძინე…
-შენ?
-მისაღებში დავიძინებ…
გოგო ცოტა მოეშვა და საწოლზე მიწვა.ლევანმა რომ დაინახა მხოლოდ წამოწვა.მიუუახლოვდა,საბანი გადააფარა,შუბლზე აკოცა და ძილინებისა უსურვა.
ცოტა ხანს უყურა მძინარე გოგოს,მერე კი კარი გამოიხურა და გამოვიდა. დიდხანს იჯდა აივანზე,სვავდა და ფიქრობდა. ფიქრობდა ყველაფერზე. მომავალზე. ახლა მხოლოდ ის არ იყო.ახლა სხვა საზრუნავი ჰქონდა.მათ არავინ შეხებოდა….
*****
მათი ერთობლივი მეორე დილა იყო. პირველი იქ იყო სასტუმროში.ნუცას ადრე გაეღვიძა,მაგრამ ოთახიდან გამოსვლას არ ჩქარობდა.სანამ ლევანმა არ მიუკაკუნა..
-დილა მშვიდობისა.როგორ ხარ?
-,დილა მშვიდობისა,- წამოჯდა საწოლში.-კარგად.
-როგორ გეძინა?
-მშვიდად .
-მას?
-მასაც,-ჩაეღიმა გოგოს.
-ადექი,ჭამის დროა,სამზარელოში დაგელოდები.-სწრაფად გაუჩინარდა ოთახიდან.ნუცა დაბნეული იყო. ადგა, ტანსაცმელი არ გამოუცვლია ისე გავიდა ოთახიდან.თვალები გაუფართოვდა იმ ყველაფრის დანახვაზე.საოცრად იყო სუფრა გაშლილი,ბიჭი გაზქურასთან იდგა და კვერცხს წვავდა.ისე უხდებოდა ეს ყველაფერი…
-მოხვედი?-გაუღიმა კარში გაჩხერილი გოგო რომ დაინახა.-მოდი დაჯექი.ჩაი გაცივდება.
-მე რომ ყავა მინდა?
-შეიძლება?
-ექიმმა კიო,-ბავშვურად გამოუვიდა ნუცას.
-მე რომ ყავის მოდუღება არ ვიცი.-მოიწყინა ბიჭმა.
-მე ვიცი.მაჩვენე და მოვადუღებ. მთავარია საჭმელების გაკეთება არ მთხოვო.ეს ნამდვილად არ ვიცი. -გამოცოცხლდა ნუცა და მადუღარას დასწვდა
-მაგას მოვაგვარებთ.ან რესტორანში წავალთ ან შევუკვეთავთ.
-ესეც შეუკვეთე?
-არა,ეს პირდაპირ ჩემი ხელით მოგიტანე.
-როდის მოასწარი?
-ადრე ავდექი.
-მეც ადრე გამეღვიძა,მაგრამ ვერ გავიგე როდის წახვედი ან როდის მოხვედი.
-არც არის საჭირ იცოდე.მოდი დაჯექი, მე მივხედავ მაგ ყავას.
-აი მოვრჩი უკვე..ჭიქებში ჩამოასხა, ერთი ლევანს დაუდგა წინ,მეორე თვითონ და მის პირდაპირ ჩამოჯდა. ცოტა ხანს ითმინა,მაგრამ მერე ვეღარ გაძლო და მადიანად შეექცა საჭმელს.
უყურებდა ლევანი და იჯღანებოდა როცა მჟავეს ტკბილი დააყოლა და პირიქით…
-ესეც ასე,-ტუჩები გაილოკა და სკამის საზურგეს კმაყოფილი მიეყრდნო.
-შენ სულ ასეთი მადა გაქვს?
-არა,ბოლო ერთი თვეა..
-ესეგი მომდევნო რვა თვეც ასე იქნები.-გაეცინა ლევანს.
-არ ვიცი,ალბათ.
-აბა,დღეს რა გეგმები გვაქვს?ჩვენი თანაცხოვრების პირველი დღეა.რასაც ისურვებ იმას შეგისრულებ. .
-არაფერი არ მინდა,დღეს სახლში ვიყოთ.
-სახლიდან გასვლა არ გიყვარს?
-როგორ არა.მიყვარს.
-მაშინ რატომ არ გინდა გარეთ გავიდეთ?
-არ ვიცი,ისევ ურეაქციოდ უპასუხა გოგომ.
-რა მიკვირს.შენ ხომ თავს არიდებდი სულ გარეთ გასვლას.სახლში იყავი ჩაკეტილი.
-გარეთ არავინ მყავს,ვისთანაც გავერთობი.თან ყოველდღე როგორ გავერთო?მეგობრები როცა იკრიბებოდნენ სულ მეძახდნენ და მარტო მაშინ მივდიოდი.
-იმ ღამეს კლუბში ვინ დაგიძახა?
-შენ..შენთან მოვედი..
-რატომ მოხვედი?-მისკენ მიბრუნდა და თვალებში მიაჩერდა ბიჭი.
-იმირომ რომ...იმიტომ რომ....-ვერ გაბედა ეთქვა მიყვარხარო.
-კარგი დაივიწყე.არაფერია..-იხსნა სიტუაციიდან ლევანმა.
-მოდი აქაურობას მივალაგებ. -წამოდგა ნუცა.
-შეეშვი,-ხელზე წაეტანა ბიჭი.-წადი გამოიცვალე,რაღაცეები გიყიდე. იმედია ზომა არ შემშლია.
-მართლა მიყიდე?-პატარა ბავშვივით აენთო თვალები და მისაღებში გავარდა.დივანზე ეწყო პარკები. ლევანს ჩაეცინა მის ქვევაზე.
-ცოტა ნელა,-დაადევნა უკან
რამდენიმე წუთში ნუცა მის წინ პოზიორობდა და ტანსაცმელს იზომავდა.ლევანს კი ეღიმებოდა და მის თითოეულ უხერხულ მოძრაობაზე ფეთიანდებოდა.
-ესეგი ზომაში არ შევმცდარვარ.
-დიდი მადლობა,-მისკენ გაიქცა გოგო, თითის წვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა.აბრამიშვილმა ლოყაზე ხელი მოისვა და ჩაეღიმა.პატარა ბავშვივით იგრძნო თავი.
რომ მორჩნენ,ნუცამ საწოლი მიალაგა, ლევანს სამზარეულო მიელაგებინა.
უცნაურად გაატარეს ერთობლივი ცხოვრების პირველი დღე.ფილმს უყურეს, რაღაცეებზე ისაუბრეს. ერთმანეთის გაცნობას ახლა იწყებდნენ.
-შენზე მომიყევი რამე.-ფეხები მოკეცა გოგომ და ცალი ხელით სავარძლის საზურგეს დაეყრდნო.
-აჯობებს თუ არ გეცოდინება.
-ის მაინც მითხარი ოჯახი თუ გყავს?
-კი,მყავს.დედა,მამა და ერთი და.დაოჯახებულია ორი შვილი ჰყავს გოგო და ბიჭი.გოგო თექვსმეტი წლისაა,ბიჭი თოთხმეტის.
-წარმოუდგენელია,ამხელა ასაკისები არიან?
-კი,ასეა,არადა გუშინდელი დღესავით მახსოვს მათი დაბადება.მეც ბავშვი ვიყავი,ასე თორმეტი წლის.ჩემი და ძალიან პატარა იყო.თხუთმეტის მეუღლესთან შესრულდა.დიდი ამბები მოჰყვა მის გათხოვებას. მშობლები არ ელაპარაკებოდნენ, მაგრამ მერე შეურიგდნენ…
-იმედია მეც მაპატიებენ, -დასევდიანდა უცებ ნუცა.
-არ მოიწყინო კარგი?მე რომ გეუბნები ყველაფერი კარგად იქნება,ესეგი ასეც იქნება.
ნუცას არაფერი უთქვამს,ფეხზე წამოდგა.
-დავიძინებ.
-ჯერ ადრეა..
-არაუშავს.მაიმც დამეძინება.
-მაშინ მე სამსახურში შევივლი, ვნახავ რა ხდება იქ და მალე დავბრუნდები.თუ რამე დაგჭირდა დამირეკე.
-კარგი…
სახლიდან გასვლამდე კიდევ ერთხელ დახედა მძინარე ნუცას,რომელსაც სულაც არ ეძინა.თვალები დახუჭა ის რომ შემოვიდა.ლევანმა თავზე გადაუსვა მზრუნველად ხელი. დაიხარა რომ ეკოცნა,მაგრამ გაჩერდა,რაღაცამ შეაჩერა. იქნებ იმან რომ არ იმსახურებდა მის კოცნას?იქნებ იმან რომ მისი ცოლი არ იყო??
როგორც კი სამსახურში მივიდა მაშინვე ნატუკა მოძებნა.
-როგორ არის?
-არ იმჩნევს,მაგრამ ვხვდები რომ განიცდის.უნდა დამეხმარო.
-მე?როგორ?
-მის მშობლებთან უნდა მიხვიდე ხვალვე და დაელაპარაკო.უნდა შევხვდე და მომისმინონ.ვიცი რასაც ნიშნავს ოჯახისგან შორს ყოფნა და როგორი რთულია.
-კარგი,ჩემს ზარს დაელოდე. ახლა წავალ ვიმუშავებ.გოგოები ცოდოები არიან.დღეს ძალიან ბევრი ხალხია..
-დროებით ნატუკა.ხო კიდევ შეგიძლია მითხრა საყვარელი ადგილები თუ აქვს მას ან რა უყვარს..
-არ დამიჯერებ მაგრამ ზოოპარკში სიარული უყვარს. დაჯდება და ცხოველებთან ერთად პატარებს უყურებს, რომლებიც მათთან ერთობიან.. არ ვიცი რა სიამოვნებას ხედავს ამაში მაგრამ….
-კარგი,კარგი..გავიგე.შეგიძლია წახვიდე.
ნატუკა რომ გავიდა,გიგი შემოვიდა.
-სად დაიკარგე..
-პრობლემები მქონდა.
-კიდევ?
-ეს ის არ არის რაც შენ გგონია.ეს სხვანაირი პრობლემებია.
-ანუ საქმე ქალს ეხება.
-დაივიწყე ეს და მითხარი აქ მშვიდობაა?
-კი,მშვიდობაა.ის ამბავი მორჩა..
-მაშინ წავედი.
-არ დარჩები?
-არა.
-როგორ შეიცვალე.შენს თავს რაღაც ხდება.
-არაფერი არ ხდება,-წამოდგა, გასაღებს ხელი დაავლო და კაბინეტიდან გავარდა. სახლისკენ ეჩქარებოდა. იქ დიდი განძი ელოდა…
********
რამდენი პრობლემა მოუგვარებია. რამდენი პრობლემა ჰქონია ცხოვრებაში, ზოგჯერ ისეთი საერთოდ რომ არ იცოდა თუ გამოვიდოდა მისი მოგვარება.სიკვდილის პირასაც ყოფილა,მაგრამ ისიც კი დაუმარცხებია.ყველაზე რთული კი ახლა უკვე საყვარელი ქალის ოჯახთან დალაპარაკება აღმოჩნდა.ძალიან ნერვიულობდა…
ნატუკაც არანაკლებად განიცდიდა. დილით ადრიანად ესტუმრა ნუცას ოჯახს.
-შეიძლება შემოვიდე?
ქალი განზე გაიწია რომ შემოეშვა.
-საქმე მაქვს.ძია გურამსაც დაუძახეთ.
რამდენიმე წუთში ნატუკა მათ წინაშე იჯდა და ელაპარაკებოდა.
-პირდაპირ გეტყვით,ლევანს თქვენთან საუბარი უნდა.მთელს ოჯახთან.
-სალაპარაკო არაფერია. -მოკლედ მოუჭრა კაცმა.
-გთხოვთ,მოუსმინეთ,საღამოს მოვა რვა საათზე.თქვენს ვაჟებსაც დაურეკეთ.
-იმ ბიჭს არ ეშინია აქ მოსვლა?
-ლევან აბრამიშვილი ნამდვილად არ არის ის პიროვნება,ვისაც შეეშინდება რამის,-წამოდგა ნატუკა და წასასვლელად მოემზადა.
-უთხარი მოვიდეს.-დაადევნა კაცმა და ტელეფონი ამოიღო.
საღამოს უკვე ყველა სახლში იყო და ლევანის მოსვლას ელოდა. დაძაბულობა იგრძნობოდა.ძმები ერთმანეთს უყურებდნენ და ალბათ გონებაში უკვე ფიქრობდნენ რა დაეშავებინათ ბიჭისთვის.
როგორც იქნა კარზე ზარი დარეკეს. ნანა კარის გასაღებად წავიდა.
-გამარჯობა,-თავის დამშვიდებას შეეცადა ლევანი და ოდნავ გაუღიმა.
-მობრძანდით.-
ლევანმა თანაბარი,ნელი ნაბიჯით შეაბიჯა მისაღებ ოთახში.უცებ მზერა გაუშეშდა.
-შენ ხარ?
-არ არსებობს.-უპასუხა იქიდან ბიჭმა.
-რა ხდება?-დაბნეული წამოდგა გურამი.
-ახლა წესით უნდა ადგე და მაგრად მცემო,მე ასე მოვიქცეოდი ყოველშემთხვევაში.
-ეგ არ აგცდება.-გამოსცრა კბილებში უმცროსმა ძმამ.
-თანახმა ვარ მაგაზე.ხელს არ შეგიშლი,მაგრამ მანამდე მომისმინეთ.
-დასხედით ყველა,ნანა შენ გადი.
-მეც მინდა მოვისმინო რას გადაწყვეტავ.-უპასუხა ქმარს, მაგრამ მისი მკაცრი სახე რომ დაინახა, მაშინვე წამოდგა და ოთახი დატოვა.
-საიდან დავიწყოთ?ჯერ გავარკვიოთ თქვენ ორნი საიდან იცნობთ ერთმანეთს თუ იქიდან ნუცას რაც გაუკეთე?
-დამაცადე მამა,ჩვენ ძველი ნაცნობები ვართ.
-თანაც როგორი ნაცნობები. შენმა შვილმა ექვსი წლის უკან ბორკილები დამადო და ციხეში გამიშვა.-ჩაეცინა ლევანს.
-ასე იყო საჭირო.შენ ადამიანს სცემდი სიკვდილის პირამდე მიიყვანე.
-მართალია,ასე იყო.მაგრამ მიზეზიც იცოდი.იცოდი რატომ გავაკეთე ეს. ახლა აქაც ამის გამო ვარ.
იმ არაკაცივით არ მოვიქცევი.იმ არაკაცს არ დავემსგავსები ვინც ქალთან ერთ ღამეს გაატარებს და მერე უკან მოუხედავად მიდის. მითუმეტეს ისეთ პატიოსან გოგოსთან,როგორიც ნუცაა. გეფიცებით ყველაფერი შემთხვევით მოხდა.მაგრამ მე პასუხისმეგბლობას არ გავურბივარ.მინდა როგორც წესი და რიგია ისე მოვიდე თქვენთან მისი ხელის სათხოვნელად და როგორც წესი და რიგია ისე დავქორწინდეთ..
-შეენაირ კაცთან ჩემმა დამ როგორ უნდა იცხოვროს? როგორ უნდა შემოგიშვა სახლში?ჩემზე კარგად იცი რა საფრთხეც ემუქრება მას შენთან.
-ჩემი სახელი და გვარი კარგად იცი.თუ არ იცი ლევან აბრამიშვილი ვინ არის,მაშინ აგიხსნი.ჩემი სიტყვა კანონია, ჩემი სიტყვა ქვასავითაა და როცა ვამბობ ნუცას არაფერი დაუშავდება ესეგი ასეც იქნება.
საუბრის გაწელვა არ მიყვარს. მე დავასრულე.ასე რომ მოიფიქრეთ რას გადაწყვიტავთ. ნუცა ძალიან განიცდის ყველაფერს და ნერვიულობს. თუ ჩვენთან მოსვლას გადაწყვეტთ იცით სადაც ვცხოვრობთ …
კარში გადიოდა,როცა ნანა გადაუდგა. ჩემოდანი გამოაგორა და წინ დაუდგა.
-ეს წაუღე ვიცი დასჭირდება. -ცრემლის შეკავებას ცდილობდა ქალი.
-მას ყველაფერი აქვს,მხოლოდ თქვენ სჭირდებით,მაგრამ არაუშავს მაინც წავუღებ ამ ნივთებს.ნახვამდის.
***
მოწყენილი იყო ნუცა.მთელი დრე მარტო გაატარა. წარმოდგენა არ ჰქონდა რა ეკეთებინა ან რითი გაეყვანა დრო.მთელი დღე დივანზე იწვა და ტელევიზორს უყურებდა.
ლევანი რომ მოვიდა ვერ გაიგო.დაეძინა..
ჩაეღიმა ბიჭს,ხელში აიყვანა და საძინებელში გადააწვინა. გოგოს არ გაღვიძებია.საბანი მიაფარა,მისი ჩემოდანი იქვე დაუდო და კარი გამოიხურა..
დილას ადრიანად მოუხდა წასვლა, მაგრამ მაინც მოასწრო მაგიდის გაშლა.ფურცელზე დაუწერა წერილი და დაუტოვა.
ნუცამ საკუთარ თვალებს არ დაუჯერა, ჯერ ჩემოდანი და საკუთარი ნივთები დაინახა. მერე სამზარეულოში გაშლილი მაგიდა.
„-მაპატიე საქმეებზე მომიხდა წასვლა,მაგრამ გპირდები გამოვასწორებ.გემრიელად მიირთვით“
არ უნდოდა მის გარეშე ჭამა. მაგრამ თავს ვერ სძლია და მადიანად მოულხინა. მერე მიალაგა იქაურობა და ისევ ტელევიზორის წინ მოკალათდა.
ისევ გვიან დაბრუნდა ლევანი, მაგრამ ამჯერად მას ეღვიძა.
-რატომ არ გძინავს?-ჰკითხა და ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა.
-ვერ დავიძინე.მინდა დღევანდელისთვის მადლობა გადაგიხადო.
-რას გულისხმობ?
-ჩემი ნივთების მოტანას და საუზმეს.
-არაფერია,დაივიწყე.წადი დაიძინე,ძალიან დავიღალე.
ნუცას კიდევ რაღაც უნდოდა ეთქვა,მაგრამ ლევანმა რომ თხელი გადასაფარებელი აიღო, მიხვდა მისი წასვლის დრო იყო და უხმოდ დატოვა მარტო…
******
ეცადნენ,მიუხედავად იმისა რომ ეცადნენ და დასაწყისში რამდენიმე დღე კარგად იყვნენ ერთმანეთში, საუბრობდნენ და ერთმანეთის გაცნობას ცდილობდნენ,მაინც არ გამოუვიდათ.მაინც გაჩნდა ის ზღვარი მათ შორის,რაც ალბათ მანამდე იყო.
დაძაბული ცხოვრების წესის გამო ლევანი ადრე მიდიოდა და გვიან ბრუნდებოდა.ნუცა კი სახლში იყო გამოკეტილი და ამაოდ ელოდა მას.ერთი-ორჯერ ნატუკა ესტუმრა. გული მოიოხა მეგობართან საუბრით. გულს ისიც სტკენდა რომ ოჯახის წევრები არ შეხმიანებიან..
ლევანი სამსახურიდან გადიოდა, იფიქრა დღეს ცოტა ადრე მივალ სადმე გავიყვანო.
გზად ორი თანამშრომელი გოგოს საუბარს მოჰკრა ყური.
-ჩემს მეგობარს ექიმმა ბავშვი მოაშორა.
-რატომ?
-ავადმყოფი იყო,როგორც ჩანს ჩასახვის პროცესში ან სასმელი ჰქონდა მიღებული მის ქმარს ან ამის ბრალია,სიგარეტს ეწევა.
მეტი აღარ მოუსმენია.მაშინვე რაღაც აზრმა გაუელვა თავში და მანქანა გააქროლა სახლიკენ.
სახლის კარი შეგლიჯა და ნუცას წინ აესვეტა,რომელიც ტელევიზორში მულტფილმს უყურებდა და იცინოდა. ლევანის სახე რომ დაინახა შეშინებულმა ჰკითხა.
-რამე მოხდა?
-ექიმთან ვიზიტი როდის გიწევს?
-ორ დღეში.მეტყვი რა ხდება?
-არ შეგეშინდეს კარგი რასაც ახლა გეტყვი.მოდი ჩამოჯექი.
ხელები ჩაჰკიდა და დაიწყო.
-მეშინია..ძალიან მეშინია.იმ ღამეს შენ მთვრალი იყავი,მეც მქონდა მოწეული. ამან რომ იმოქმედოს და რამე სჭირდეს? -ლევანის თვალებში შიში იკითხებოდა,ნუცას თვალები აუცრემლიანდა.
-რამე რომ იყოს?მართლა რთულად რომ იყოს საქმე?რა ვქნათ?
-არ ვიცი.პირველად ვთხოვ უფალს დახმარებას და იმას რომ ყველაფერში დაგვეხმაროს.-ხელი მოჰკიდა და გულზე მიიხუტა..
ის ღამე ასე თეთრად გაათენა. ნუცას მის მხარზე ჩაეძინა,ვერც კი გაინძრა. არ უნდოდა გაეღვიძებინა.
როგორც კი გათენდა ხელი ჩაჰკიდა და ექიმთან წაიყვანა. შიშის კანკალით ელოდნენ პასუხს.ექიმმა მონაყოლი რომ მოისმინა ანალიზები ხელახლა აიღო და გამოკვლევაზე წაიყვანა. ლევანი უფრო ნერვიულობდა,ვიდრე გოგო. ხელი მოჰკიდა ნუცამ და სუსტად მოუჭირა თითები.ბიჭმა თავის ხელი დაადო ზემოდან და გაუღიმა.
-ყველაფერი წესრიგშია. ჯანმრთელია,-თქვა ექიმმა,როცა გამოკვლევა დაასრულა.
-მართლა ექიმო?-ყურებს ვერ დაუჯერა აბრამიშვილმა.
-დიახ,სრულიად ჯანმრთელია ბავშვი. ყოველთვის არ ხდება,ისე რომ ამან იმოქმედოს.პირიქითაც ხდება. ერთ თვეში გელოდებით, მომდევნო ვიზიტზე სქესს გავიგებთ.შეგიძლიათ წახვიდეთ.
-ნახვამდის ქალბატონო. -გაუღიმა ბიჭმა და ნუცას ხელი მოჰკიდა.რომ წამოვიდნენ, სიხარულისგან ორივეს ეღიმებოდა.ნუცა სხვანაირად ბედნიერი იყო.ისიც ახარებდა რომ ლევანის გვერდით იყო.
სახლისკენ რომ არ გაუხვია და გეზი სხვა მხარეს აიღო გაუკვირდა. ხანდახან გახედავდა ხოლმე ბიჭი და გაუღიმებდა.
-ეს საიდან გაიგე?- თვალებგაფართოებულმა გახედა, როცა მოხვდა სად მოიყვანა.
-გავიგე.გადმოდი,მართალია ცივა, მაგრამ სუფთა ჰაერზე სეირნობა კარგია.
გვერდი-გვერდ მიდიოდნენ, ხედავდა როგორი ბედნიერი იყო გოგო ამ ელემენტარულით. როგორ ბავშვივით უხაროდა ყველაფერი.
-ხომ არ დაიღალე?
-არა,უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ.
-ნუცა,მომისმინე,გაჩერდი ცოტა ხანს.ხომ არაფერი გინდა?არ მოგშივდა?
-შეიძლება?
-შენ ამას ახლა სერიოზულად მეკითხები?ამდენი ხანი რაღაც გინდა და ითმენ?ჩემი გერიდება?თუ რაშია საქმე?
-მე მამასთან უპრობლოდ შემეძლო მივსულიყავი და ყველაფერი მეთხოვა რაც მინდოდა..-თავი დახარა მორცხვად გოგომ


-როგორ ვერ მივხვდი,რა სულელი ვარ..ასე ამიტომ იქცეოდი?-გაეცინა ლევანს,-ჩემი გცხვენია და სახლშიც ამიტომ იკეტებოდი.მაგ პრობლემას მოვაგვარებთ.ახლა ის მითხარი რა გინდა?
-„პიშკები“-გაეცინა გოგოს. ლევანმა ხელი ჩაჰკიდა და შესასვლელისკენ წაიყვანა, სადაც იყიდებოდა.ერთი ულუფა რომ მიირთვა,მეორეც მოინდომა.ეცინებოდა ბიჭს მისი შემხედვარე.
-ასე რატომ მიყურებ?-ჭამა შეწყვიტა და მიაჩერდა.
-აქ რაღაც გაქვს.-ხელსახოცი აიღო და ტუჩი მოსწმინდა.ნუცას შერცხვა.
-თუ გინდა წავიდეთ.
-წავიდეთ.
წამოდგნენ და ისევ გვერდი-გვერდ წამოვიდნენ. ნუცამ ვეღარ მოითმინდა და ხელი გააპარა მისი ხელისკენ. ლევანს ეუცნაურა და უკან გასწია და გოგოს შეხედა. მიხვდა რომ იმედი ჩაუკლა,რომელიც იმ დღეს ჩაესახა. მობრუნდა და გასასვლელისკენ წავიდა. რამდენიმე ნაბიჯში დაეწია ბიჭი და შეაჩერა.თავისკენ მოაბრუნა.
-ნამდვილი ვირი ვარ,მაპატიე.-
-დაივიწყე.
-არა,-ხელი ახლა ლევანმა მოჰკიდა და ასე წაიყვანა მანქანისკენ დაბნეული. ხანდახან გახედავდა და გაუღიმებდა. გზად ნუცას ტორტი მოუნდა.ჯერ თავს იკავებდა. მერე გაბედა და უთხრა.ბიჭს გაეცინა და მანქანა ტორტების მაღაზიასთან გააჩერა
-გადმოდი.
-რატომ?
-აარჩიე.მე ხომ არ ვიცი რომელი გიყვარს.
-რაფაელო.ასე უთხარი.
-კარგი,მოგიტანთ.-უნებურად უპასუხა ლევანმა და მანქანიდან გადავიდა. რამდენიმე წუთში დაბრუნდა,ერთი კი არა ორი ტორტით.
ის საღამოს ჩაისთან ერთად დააგემოვნეს ტორტი.თან საუბრობდნენ. ერთმანეთს ბავშვობის ამბებს უყვებოდნენ.
-გინდა ხვალ საყიდლებზე წავიდეთ.
-რა ვიყიდოთ?-გაუკვირდა ნუცას.
-ვფიქრობ ამ სახლს რაღაც ნივთები აკლია.იქნებ შეგვემატებინა რაღაცეები.
-მე რომ არაფერი გამეგება სახლის მოწყობის.
-არც მე,მაგრამ ამისთვის არსებობს სპეციალური პიროვნებები, დავიქირავოთ და დაგვეხმარება.
-არ მინდა ზედმეტად დაიხარჯო.
-ჩემი ვალია შენ და ჩემს შვილს საუკეთესო პირობები შეგიქმნათ ბედნიერებისთვის…
-ამისთვის მხოლოდ..
ვერ დაამთავრა სათქმელი. ლევანის ტელეფონმა დარეკა.
-გისმენ გიგი...რა მოხდა?..ისევ? მოვდივარ...ტელეფონი მაგიდაზე დააბრუნა და გოგოს მიუბრუნდა.
-უნდა წავიდე.მაგრამ გპირდები ხვალ აუცილებლად წავალთ, იქ სადაც შეგპირდი.
-კარგი წადი.მე დავიძინებ.
მიხვდა ლევანი რომ გოგოს ისევ ეწყინა.რომ ისევ გული ეტკინა.მაგრამ იმასაც უნდა შეგუებოდა რომ მას სხვა საქმეებიც ჰქონდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
დაპირების მიუხედავად მეორე დღეს მისვლა ვერ მოახერხა. ბაბუმ დახმარება სთხოვა ერთ მნიშვნელოვან საქმეში და უარი ვერ უთხრა.მთელი დღე ამ საქმეებზე ირბინეს.მერე პატარა შეჯახებაც მოუვიდათ. ჩხუბში დანა მოხვდა ხელში და დაჭრეს.მაგრამ საგანგაშო არაფერი იყო.იცოდა ნუცას შეეშინდებოდა და არც იმ დღეს მივიდა სახლში.
ძალიან ეწყინა გოგოს.იმდენად ეწყინა რომ ცრემლები ვეღარ შეიკავა.საწოლი ოთახიდანაც იმიტომ გამოვიდა რომ შიმშილს ვეღარ გაუძლო..მერე ისევ უკან დაბრუნდა და ისევ დაწვა. გაქცევა მოუნდა,მაგრამ კარი ჩაკეტილი იყო.რომც არ ყოფილიყო სად წავიდოდა?არც ფული ჰქონდა და არც წასასვლელი. უნებურად ხელები მუცელზე დაიდო და მოეფერა.
-ჩემო პატარა,შენს გამო, მხოლოდ შენს გამო ვითმენ ამდენს.არ ვიტირებ ..არ ვიტირებ იმიტომ რომ წავიკითხე შვილები მუცელში გრძნობენ ყველაფერსო.შენ ბედნიერი უნდა იყო .მე არავის მივცემ უფლებას რომ მატიროს და შენზე იმოქმედოს ამან..დეე,ჩემო სიხარულო..ჩემო ბედნიერებავ..-დაიჩურჩულა და ცრემლი მოიწმინდა.რომ აიხედა კარში გაჩხერილ ლევანს წააწყდა.
ჩუმად შევიდა სახლში.არ უნდოდა გაეღვიძებინა.მაგრამ ოთახში ანთებული სინათლით მიხვდა რომ ეღვიძა.კარი ღია იყო და იქიდან საუბრის ხმა ისმოდა.გული მოუკვდა როცა მისი სიტყვები მოისმინა.მიხვდა არა მხოლოდ ნაწყენი,არამედ გულნატკენი იყო.ნუცას თვალებს რომ შეეჩეხა,გოგომ ზურგი აქცია და გადაბრუნდა. მასთან მივიდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
-ბოდიში.
ხმა არ გასცა.
-გადმობრუნდი და დამელაპარაკე.
-რაზე?რაზე დაგელაპარაკო?რა გითხრა?ის რომ შეგეცოდე და სამადლოდ შემიფარე აქ?თუ ის რომ არანაირად არ მცემ პატივს და იმასაც არ კადრულობ რომ დამირეკო და გამაფრთხილო? -ხმას აუწია ნუცამ.
-ვერ მოვახერხე..
-არ გინდოდა და იმიტომ ვერ მოახერხე.-მეორე მხრიდან წამოდგა და გასვლა დააპირა.
-ნუ გარბიხარ.მოიცადე.
-არ გავრბივარ.ამჯერად ბოლომდე გეტყვი რაც სათქმელი მაქვს.ვინ ვარ მე შენთვის?გასაგებია რომ საყვარელი ქალი არ ვარ,მაგრამ შენი მომავალი შვილის დედა ვარ, რომელიც სახლში გყავს გამოკეტილი. რომელიც გელოდება,გელოდები რომ დამაფასებ,შემამჩნევ,რომ გამიგებ, ვცდილობ დაგელაპარაკო,ხელი ჩაგკიდო, რაღაც გამოგვივიდეს,შენ კი ყოველთვის ხელს მიშვებ,გულს მტკენ.მიდიხარ და აღარ ბრუნდები.მე კი აქ უნდა ვიჯდე და გელოდო როდის გაიმეტებ მოწყალებას და როდის მოხვალ,როდის შემომხედავ.- ემოციებს აჰყვა და ყვირილზე გადავიდა ნუცა..
-დამშვიდდო გთხოვ.შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება.
-თავი სამყაროს მბრძანებელი გგონია, მაგრამ ასე არაა.ვერ მიბრძანებ,ვერ მეტყვი რომ დავმშვიდდე.იმიტომ რომ არ მინდა.არ მინდა გესმის.მე უბრალოდ ბედნიერება მინდა. ამის მათხოვრად უნდა მაქციო? ბოდიში მაგრამ არ მინდა ასე ცხოვრება. იმიტომ მექცევი ასე რომ მაშინ თავი ვერ შევიკავე და ვიაქტიურე?იმიტომ მექცევი ასე რომ გეცოდები?იმიტომ რომ მყუდროება დაგირღვიე?იმიტომ რომ ერთი თვეა რაც საწოლი წაგართვი და დივანზე გიწევს მოუხერხებლად ძილი?
ლევანი უახლოვდებოდა,ნუცა კი ყვიროდა და ემოციებს აფრქვევდა. მერე ბიჭმა ხელები გაშალა,მოხვია და გულში ჩაიკრა.ნუცამ მისი მოშორება სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა. ბიჭს ეტკინა გაჭრილი ადგილი ეტკინა და თეთრ პერანგზე სისხლმა გამოჟონა. ამის დანახვაზე იკივლა და წამში მზრუნველ ნუცად გადაიქცა.
-ეს რა არის?რა დაგემართა? დაჭრილი ხარ?
-არაფერია,დამშვიდდი კარგად ვარ.დაჯექი და მომისმინე.
-არ მინდა მოსმენა.
-გინდა.უნდა მომისმინო.ვიცი დაგპირდი რომ შევეცდებოდი და გულს არ გატკენდი.ვიცი რაღაცეები ვერ შევასრულე. მაგრამ მიზეზი უნდა იცოდე. უნდა იცოდე რატომ ხდება ასე. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ. უფრო სწორად მე გიცნობ და თითქმის ყველაფერი ვიცი შენზე.ასე ნუ მიყურებ.ეს ჩემი საქმეა.მე ვეცადე რაც ნაკლები გცოდნოდა რათა დამეცავი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამან უფრო ცუდი შედეგი მოიტანა. ალბათ უკვე მიხვდი რომ ჩვეულებრივი პიროვნება არ ვარ.იცი რომ ციხეში ვიჯექი,იცი რომ ჩემთვის ამ სამყაროს კარი ფართოდაა ღია.ბევრი რამის მოგვარება მიწევს,საშიშ ხალხთან მაქვს ურთიერთობა და არ მინდა მათი ბინძური ხელები მოგწვდეს.შენი დაცვა მინდა.ისინი გაიგებენ რომ სუსტი წერტილი მაქვს და მეშინია რამე არ დაგიშავონ.
-მოსახდენი მაინც მოხდება,რაც მიწერია მაინც მოხდება.თავს ნუ მარიდებ.ნუ გამირბიხარ.
-გულწრფელად გეუბნები ძალიან მეშინია შენი დაკარგვის.წეღან რომ დაგინახე მუცელს ეფერებოდი და ისე საყვარლად ელაპარაკებოდი რომ მივხვდი ეს ის ოცნება იყო,რაზეც ვოცნებობდი.რაც ვფიქრობ რომ ახდა და ვიგრძენი რომ ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის.- ლევანმა ხელი მოხვია და ჩაიხუტა ისევ.ნუცას სუნამოს სუნი არ ესიამოვნა და გულისრევა იგრძნო.
-რა დაგემართა?-შეეშინდა ბიჭს.
-არაფერია.ბოლო ერთი კვირაა ასე დამეწყო.ექიმმა მითხრა გაივლისო.
-მოდი წამოწექი.ლევანმა წამოაწვინა, ბალიში შეუსწორა. ნუცა მიხვდა რომ ნერვიულობდა და აქეთ დაამშვიდა დავიძინებ და გამივლისო.
-ახლავე მოვალ.-ბიჭმა კარადიდან ტანსაცმელი აიღო და სააბაზანოში შევიდა. დაახლოებით ათ წუთში უკან გამოვიდა.სპორტული შარვალი ეცვა და მოკლე მკლავიანი თეთრი მაისური.თმიდან ჯერ კიდევ წყლის წვეთები ჩამოსდიოდა.
-შეგცივდება,ცივა,-მზრუნველურად უთხრა ნუცამ.პირსახოცით კიდევ ერთხელ შეიმშრალა თმა და საწოლს მეორე მხრიდან მოუარა.საბანი გადასწია და დასაწოლად მოემზადა.
-რას აკეთებ?
-ჩემს საწოლში ვწვები,რომ ჩემი შვილის დედა გავათბო.-უპასუხა ღიმილით.ნუცა დაიბმა და გაწითლდა. ბიჭმა უარესად დასცინა.
-მოდი ჩემთან,მოდი,მოდი,- ხელები გაშალა.ნუცასაც მეტი რა უნდოდა? მისკენ მიიწია და თავი მკერდზე დაადო.ლევანმა ხელები შემოხვია.
-საოცარი სურნელი გაქვს.
-დაიმახსოვრე.ეს შენი კაცის სურნელია.-გაუღიმა ბიჭმა.ნუცამ ქვემოდან ახედა.
-შენ გინდა ჩემი გერქვას?
-იმ დღიდან გითხარი ჩემი გქვია-თქო, ისევე როგორც მე შენი.ვცდილობდი არ შემეწუხებინე, ვცდილობდი რამენაირად მივჩვეოდით ერთმანეთს, ჩემი არ მოგრიდებოდა,ჩემთან არ შეგრცხვეს.
-მივეჩვევი.-ისევ დახარა თავი გოგომ.
-თუ უხერხულად გრძნობ თავს,აქ არ დავრჩები.
-არა,არა,იყავი,შეგიძლია მაშინ დაწვე, როცა მოგინდება.
-ისე ბავშვი რომ დაიბადება,მოგვიწევს ამ სახლის შეცვლა.მისი საძინებელი ოთახის მოწყობა.
-ჯერ ადრეა ამაზე ფიქრი.
-არ არის.უცებ გავა დრო,აი ნახე.ხვალ საყიდლებზე წავალთ.ამ სახლში არც გამათბობელია და არც ავეჯი. ყველაფერი ვიყიდოთ.აქამდე არ დამჭირვებია.კარგად ვგრძნობდი თავს.ახლა კი შენ ხარ და არ მინდა გამიცივდეთ.ახლა კი დახუჭე თვალები და დაიძინე.მიდი.-ლევანმა სინათლე ჩააქრო,თავზე აკოცა გოგოს და მასთან ერთად გადაეშვა ძილის სამეფოში.
დილით პირველს ლევანს გაეღვიძა. ნუცას ისე საყვარლად ეძინა, გაღვიძება დაენანა და არც კი განძრეულა. ლოყების ქვეშ ამოედო ორივე ხელი და მშვიდად,თანაბრად სუნთქავდა.ტუჩები საყვარლად გაებუშტა.მისი ყურებით ტკბებოდა.
ერთ საათზე მეტი გავიდა,როცა თვალები გაახილა.ლევანის მზერას გადააწყდა და დაბნეულმა ააფახულა გრძელი წამწამები..
-დილა მშვიდობისა.
-დილა მშვიდობისა.
-როგორ გეძინა?
-ამაზე უკეთესად არასდროს მძინებია სიმართლე რომ გითხრა
-ნეტავ რატომ?-გაეცინა ბიჭს.
-შენს გამო.როცა შენთან ვარ თავს სულ სხვანაირად ვგრძნობ.
აბრამიშვილს იმ წუთას შეეძლო დაეფიცა რომ ამაზე ლამაზი ქალი არ ენახა არასდროს….
მთელი დღე საყიდლებზე სიარულს მოანდომეს.იყიდეს ავეჯი, გამათბობელი, ტანსაცმელი და საჭირო ნივთები ნუცასთვის.გოგო ისეთი ბედნიერი იყო,ისეთი მხიარული რომ ლევანს უცებ ამ ბედნიერების ძალიან შეეშინდა…
იმ დღეს ყველაფრის დაბინავებას გვიან მორჩნენ.ხელოსნებმა გვიან დაასრულეს საქმე.ისევ მარტო რომ დარჩნენ ერთმანეთს გადახედეს. ბიჭმა ხელი მოხვია და მიიხუტა.
-ეს ჩვენი სახლია,ახლა უკვე სრულყოფილი.მგონი დროა სტუმრებს ვუმასპინძლოთ.
-ნატუკა ისედაც მოდის,სხვა არავინ მყავს.
-სამაგიეროდ მე მყავს მეგობრები, რომლებსაც ისე ვმალავ და ვუფრთხილდები,როგორც შენ.მათზე ძვირფასი ჩემს ცხოვრებაში არავინ იყო აქამდე.ახლა შენ და ჩვენი შვილი ხართ ყველაზე მთავარი.
-დიასახლისობის არაფერი გამეგება, მაგრამ გეფიცები არ შეგარცხვენ.- უპასუხა და ხელი ჩაჰკიდა.
******
ყურებს ძნელად დაუჯერეს როცა ლევანმა დაურეკა ჩემთან სტუმრად გეპატიჟებით,ვიღაც უნდა გაგაცნოთო. მხოლოდ სალი მიხვდა ვინ შეიძლებოდა ეს ვიღაც ყოფილიყო.
ცოტა ხნით გასვლა მოუწია ბიჭს, ნუცასთან ნატუკა დატოვა მისახმარებლად. გოგო იმდენად აღფრთოვანებული იყო,იატაკს ფეხს არ აკარებდა სიხარულიაგან. მართალია ლევანს არასდროს უთქვამს რომ უყვარდა,მაგრამ ამითაც კმაყოფილი იყო.მასზე ზრუნავდა და უფრთხილდებოდა.ლამაზად გამოეწყო.ღია ვარდისფერი კაბა ჩაიცვა გრძელმკლავიანი, მაღალქუსლიანებზე მას შემდეგ თქვა უარი,რაც გაიგო რომ ორსულად იყო.
ცოტა მაკიაჟიც გაიკეთა.ბიჭი რომ დაბრუნდა და დაინახა გაშეშდა. ანათებდა და ბრწყინავდა.კარი სწრაფად მიკეტა,წელზე შემოხვია ხელი და ვნებიანად აკოცა ტუჩებში.
-ასეთი როგორ ხარ?ასეთი ტკბილი და საოცარი?-გაუღიმა,სახეზე ჩამოუსვა ხელი.
-შენი დამსახურებაა.-თითის წვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა გოგომ.
-გვრიტებო ისე გაერთეთ,რომ კარზე ზარი არ გესმით?-თავი გამოყო ნატუკამ ღიმილით სამზარეულოდან.
ყველა ერთად მოვიდა.კარის გარ
ღება და მათი გაოცება ერთი იყო.
-აბა სად არის სარძლო? -მოურიდებლად იკითხა სალიმ და პირველმა შეაბიჯა ოთახში.
-რაოო?-შეჰკივლა ლელუკამ მოულოდნელობისგან.
-ამას გვიმალავდი ბიჭი?-არ დააკლო ქეთამ.
-მაჯობე შე...ა?-უჩურჩულა ყურში ირაკლიმ და გაეცინა.
-შე ჩუმჩუმელა.როგორ გამოგვაპარე და არაფერი გვითხარი?-უთხრა გიორგიმ.
-ამიტომ ქრებოდი ასე მოულოდნელად?-კეფაში ხელი წამოარტყა დიმამ.
-აი ყველაზე მეტად ეს მეზარებოდა. ამიტომ არ გეუბნებოდით.
-მოიცადე ეხლა.ჩვენ ქორწილში რომ იგრიალე ხომ კარგი იყო?-მაინც ვერ იჯერებდა ლელუკა.
-მოკლედ მოდი შევეშვათ ყველაფერს .-ლევანმა ატუზულ გოგოგ ხელი ჩაჰკიდა,გვერდით ამოიყენა და თქვა:-ეს ნუცაა.ჩემი ცოლი.
გოგოს ყურამდე ძნელად მიაღწია ამ სიტყვებმა,მაგრამ რომ გააანალიზა რა თქვა ბიჭმა,თავი უბედნიერესად იგრძნო..
მალე გიგი და ბაბუ შეურთდნენ. არანაკლებ შოკირებულები იყვნენ ისინიც…..
საღამო არაჩვეულებრივი გამივიდა. ნუცა დაცქრიალებდა და დიასახლისის როლს შესანიშნავად ირგებდა.ლევანი სუფრის თავში იჯდა და მის თითოეულ მოძრაობას,ქცევას აკავირდებოდა და ამაყი იყო. საყვარელი ქალი ეამაყებოდა. გვიანობამდე სვავდნენ. მასაც მოეკიდა სასმელი,კიდევ უფრო თბილი გახდა.ნუცა გვერდით დაესვა, ხელი მოჰკიდა და არ უშვებდა.
ყველა რომ წავიდა,ისევ მარტო დარჩნენ.გოგომ მაგიდის ალაგება დაიწყო.
-შეეშვი,-წელზე ხელი მოხვია ლევანმა და საძინებლისკენ წაიყვანა.
-ასე ვერ დავტოვებთ.გაფუჭდება.
-გადავყრით.დაიკიდე.-გაეცინა და საძინებლის კარი შეაღო.
-რა საყვარელი ხარ ნასვამი .-გადაიკისკისა გოგომ.ბიჭს თავბრუ დაეხვა ბედნიერებისგან,ხელი გააპარა ოდნავ წამოზრდილი მუცელისკენ და ხელით ნაზად მოეფერა,ნუცას გააჟრიალა და ეკლებმა დააყარა.
-ექიმმა ხომ თქვა შეიძლებაო?
გოგო გაწითლდა და თავი დახარა.
-მე..მე...მცხვენია.
-დავიძინოთ,-სახე დაუჭირა,ერთი კიდევ აკოცა და საწოლისკენ წავიდა. იგრო ნუცამ მის ხმაში წყენა,მაგრამ ვერ გადააბიჯა და ვერ დასძლია სიმორცხვე.პიჟამოებს დაავლო ხელი და გამოსაცვლად წავიდა.უკან რომ დაბრუნდა ლევან ეძინა,სცხელოდა ბიჭს და საბანი გადაეხადა,მხოლოდ წელამდე ეფარა.ნერწყვი უკან გადააგორა ნუცამ,მივიდა,ფრთხილად მიუწვა გვერდით,ფრთხილად შემოხვია ხელები სხეულზე და თავი მკერდზე დაადო.ბიჭი ოდნავ შეფხიზლდა,ხელი მოხვია და ჩაეხუტა..
-ჩემი პატარა,მორცხვი გოგო, -დაიჩურჩულა ისე,რომ თვალები არ გაუხელია.
-ჩემო სიყვარულო.-ოდნავ გასაგონი ხმით თქვა ნუცამ.ლევანს სიზმარში ეგონა თავი და ყურადღება აღარ მიუქცევია,ღრმა ძილში გადაეშვა.
*******
ნოემბრის ბოლოს მორიგი ვიზიტით ექიმს ეწვივნენ.სქესი გაიგეს. აბრამიშვილს თვალები შუბლზე აუვიდა,როცა უთხრეს ბიჭიაო. თვალებში შეხედა გოგოს და ხმა ვერ ამოიღო..
მთელი დღე მასთან გაატარა,რაც მოინდომა ყველაფერი აუსრულა. მაღაზიებშიც წაიყვანა,ახალი ტანსაცმელი უყიდა.ნუცა უარობდა, მაგრამ ის შეუვალი იყო.
-ეგღა მაკლია ლევან აბრამიშვილის საყვარელ ქალს რამე აკლდეს. ბოლოსდაბოლოს სიდედრ-სიმამრი იქვე ცხოვრობს და ყველაფერს ხედავენო,-ეხუმრებოდა თან..
იმ საღამოს ბავშვის სახელზე ფიქრობდნენ,მაგრამ ვერაფერზე შეთანხმდენ.მომავლისთვის გადადეს.
მერე ისევ ერთფეროვნება დაიწყო ნუცასთვის.იმდენი ხანი იყო სამსახურშო არ წასულა ბიჭი,რომ ბევრი მოუგვარებელი საქმე დაუგროვდა.დილით ადრიანად მიდიოდა და გვიან ბრუნდებოდა, ხან საერთოდ არ მოდიოდა.ნუცას ძალიან ენატრებოდა და სულ მოწყენილი იყო.
მუცელი საგრძნობლად გაეზარდა და ტანსაცმელი აღარ ეტეოდა. ლევანი ფულს ყოველდღე უტოვებდა,მაგრამ ხელს არ ჰკიდებდა.ბოლოს რომ ვერაფერი მოირგო,ნატუკას დაურეკა და საყიდლებზე გაიყოლა..
უკან რომ ბრუნდებოდნენ,მამას გადააწყდა. თვალის არიდება სცადა გურამმა,მაგრამ მეზობლების მოერიდა,რომლებმაც იმ წუთას გაიარეს და გოგოს გათხოვება მიულოცეს.
-მამა,თვალს ნუ მარიდებ გთხოვ..
-არ გარიდებ.
-გთხოვ ერთხელ მაინც მესტუმრეთ. ძალიან მომენტარეთ.ლევანიც ელის თქვენს სტუმრობას.
-მე სიძე არ მყავს,ქალიშვილი ნებით არ გამითხოვებია.ოჯახიდან დალოცვით არ გამიშვია.ნუცას თვალები აუცრემლიანდა.
-მერედა რატომ არ გაგიშვიათ?არ გთხოვეთ ყველაფერი წესების დაცვით გავაკეთოთ-თქო?-თავს წამოსდგომოდათ ლევანი და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.
-იცი შენ რატომაც.
-შეეგუეთ ბოლოსდაბოლოს რომ ეს ჩემი ცოლ-შვილია.ან ახლა მიმიღებთ სიძედ ან საერთოდ არ გაბედოთ არასდროს ჩვეთან მოსვლა.ახალი წელი მოდის,მინდა ჩემმა ცოლმა კარი თავის ოჯახს გაუღოს და უმასპინძლოს,თუ ამჯერადაც არ მოხვალთ,ვიტყვი რომ ცოლად ობოლი გოგო მოვიყვანე.-ხელი მოჰკიდა ნუცას და სადარბაზოსკენ წაიყვანა.
-რა იყო ეს?ასე რატომ ელაპარაკე?
-შენ ვერ გაიგებ ამას.მოდი არ გვინდა კარგი?შენთან ჩხუბი არ მინდა..
-მე მინდა.მე მინდა გავიგო სად დადიხარ?რას აკეთებ და რატომ მარიდებ თავს.
-არ გარიდებ,გიცავ.
-როგორ მიცავ?სახლში არ მოსვლით? იცი შენ რამდენი რამე მინდება და რამდე რამეზე ვამბობ უარს?იცი შენ როგორ გელოდები და როგორ მინდა შენს გვერდით ყოფნა?
-ისევ ისტერიკა დაგეწყო?-გახუმრება სცადა ლევანმა,მაგრამ გოგო ვერ დაამშვიდა ამან.
-იცი მაინც როგორ მეშინია როცა არ ხარ?როცა სახლში არ მოდიხარ? მგონია რომ ვეღარასდროს გნახავ. ყოველ ზარზე შიშისგან გული მისკდება,რომ შენზე რამე ცუდს მეტყვიან.
-ასე როდის შეგიყვარდი?ჩემმაირი კაცი შენნაირ ანგელოზს რატომ უნდა შეჰყვარებოდა?-ძალაგამოცლილმა ჩაილაპარაკა ლევანმა და ჩამოჯდა
-არ ვიცი,-წინ აესვეტა გოგო და სახე ააწევინა.ბიჭმა წელზე შემოხვია ხელები და სახე მუცელზე მიადო. მერე მაისური აუწია და აკოცა.
-ჩემი ბედნიერება ხარ.-უთხრა,ხელში აიტაცა და საძინებლისკენ გააქანა.
-ამჯერად შენი სიმორცხვე ვერ გიხსნის,იმიტომ რომ ძალიან მინდიხარ.-საწოლზე დააწვინა და ტუჩებზე წაეტანა.ჰორმონებმა თავისი გაიტანა და ნუცას სიმორცხვე სადღაც გაქრა.მაისური გადააძრო ბიჭს და კოცნაში აჰყვა.ორსულობის გამო მისი მკერდი ზომაში მომატებილიყო და მადის აღმძვრელად იყურებოდა
ბიჭმაც შემოაძარცვა ტანსაცმელი და ტუჩებით წაეტანა.ნუცა კიდევ ერთხელ გადაეშვა მორევში თავით..
*******
დეკემბრის ბოლოს ნუცას უკვე საკმაოდ წამოეზარდა მუცელი და საყვარლად გამოებზიკა.ცოტა მოსუქდა.ლევანი ახლა უკვე ხშირად ატარებდა მასთან დროს...სიცივის მიუხედავად გარეთ სასეირნოდ მაინც მიჰყავდა.ბავშვის ოთახის მოწყობა დაიწყეს.საწოლი და ტანსაცმელი შეიძინეს,სათამაშოები და ოთახში დაკიდეს..
ახლა ნატუკას გარდა,ლევანის მეგობრებიც აკითხავდნენ და ართობდნენ. უზიარებდნენ რჩევებს და სალის დასცინოდნენ გაჯობესო. ამ დროს ჯერ კიდევ არ იცოდნენ სალის და ირაკლის ამბავი.თუმცა მალევე გაიგეს და მათი ამბის მერე ეს მეორე შოკის მომგვრელი ამბავი იყო..
ახალ წელს ყველა სახლში ხვდებოდა, წესი ჰქონდათ ასეთი და ბედობას იკრიბებოდნენ.ერთმანეთს იბედებდნენ..
ნუცას დიდად არასდროს ჰყვარებია ახალი წელი.მაგრამ წელს რატომღაც სხვანაირი შეგრძნება ჰქონდა. სხვანაირად უხაროდა.თითქოს რაღაცას ელოდა.რაღაცა კარგს და სასიამოვნოს.
ჭირვეულობაც დაეწყო.წინა დღეებში საყიდლებზე წასვლა აიტეხა და ლევანი მაღაზიებში ატარა მთელი დღე.რომ ეკითხებოდა რას ეძებდა, არ ვიციო პასუხობდა და ისევ აგრძელებდა სიარულს.ბიჭს მოთმინება საბოლოოდ რომ გამოელია, მაშინ თქვა ნაძვის ხეო. ისეთი ბავშვური და საყვარელი იყო, გაეცინა,ხელი მოხვია და ლოყაზე აკოცა.
თავისზე მაღალი ნაძვის ხე უყიდა და უამრავი საახალწლო სუვენირი და მოსართავი,დარჩენილი ნახევარი დღე კი მის აწყობაში გაატარებინა. ეუბნებოდა რა როგორ და სად დაეკიდა,თვითონ კი იჯდა და გემრიელად ილუკმებოდა. გაბრაზებული რომ შემოხედავდა,ისე საყვარლად იჯდა და ისეთი არაჩვეულებრივი იყო,გაეღიმებოდა და უსიტყვოდ აგრძელებდა საქმიანობას…
ოცდათერთმეტი დეკემბერი დადგა. წლის უკანასკნელი დღე.სიუპრიზს ამზადებდა ლევანი.მაგრამ იმაზე დიდი სიუპრიზი მაინც არ გამოუვიდა რაც მოხდა.
რესტორანში შეუკვეთა ყველაფერი და გიგიმ მოატანინა სახლში.ეხვეწა დარჩიო,მაგრამ ბიჭი სადღაც გავარდა და ეს საეჭვოდ მოეჩვენა ლევანს.
-რამეს ხომ არ მიმალავ?
-არა,არაფერს.
-ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც უნდა მოხდეს,საეჭვოდ დადუმდა ყველა და საეჭვო სიმშვიდეა.
-მგონი პარანოიკი გახდი რაც შენს ცხოვრებაში ნუცა გამოჩნდა,-გაეციმა ბიჭს,-ყველაფერი კარგად იქნება, მშვიდად გაატარე შენს ცოლ-შვილთან ეს დღე.წავედი,აბა წინასწარ გილოცავ დამდეგს,ნახვამდის რძალო.- შესძახახა ნუცას,რომელიც საძინებელში იყო და ტანსაცმელს იცვლიდა.
-უკვე წავიდა?
-წავიდა.
-დარჩენილიყო.ნატუკაც მოვიდოდა.
-არც ნატუკა არ მოვა,მარტო ჩვენ ვიქნებით.-წელზე მოხვია ხელი და სუფრასთან მიიყვანა.სანთლები აანთო.
-მეჩვენება თუ ნატუკა და გიგი ერთმანეთს….
-არ მაინტერესებს არავინ შენი და ჩემი შვილის გარდა.-ჭიქებში შამპანური ჩამოასხა,ერთი მას მიაწოდა,მეორე თვითონ აიღო და თქვა.-ჩვენს პირველ ახალ წელს გაუმარჯოს..
-გაუმარჯოს.-ორიოდე ყლუპი მოსვა ნუცამ.
-მინდა სულ ერთად ვიყოთ.კიდევ უამრავი ბედნიერი წელი გაგვეტარებინოს ერთად, ამ ერთზე არ გავჩერდებით ხო?-გაეცინა მერე.
-შენ თუ გინდა.-თვალი ჩაუკრა გოგომ.
-მე მინდა.მინდა სულ მცირე სამი შენნაირი მყავდეს.
-სამი?მაშინ მეც მინდა ამის გარდა კიდევ ორი შენნაირი.
-არაა,დამიჯერე ჩემნაირს ერთსაც ძლივს გაუძლებ.-გაეცინა ბიჭს,- გესმის მამაა?დაიხარა მუცლისკენ და მოეფერა.
„-მამა“-თვითონაც ვერ დაიჯერა რომ ეს სიტყვა თქვა,თითქოს ახლა გააანალიზა რა იყო ეს,გულში საოცარი შეგრძნება დაეუფლა და სიხარულით აევსო.ნუცამ გაბრწყინებული თვალებით შეხედა.
ბიჭს რაღაც უნდა ეთქვა,მაგრამ ზარის ხმა გაისმა ოთახში.ერთმანეთს გადახედეს გაკვირვებულებმა.ლევანი კარის გასაღებად წავიდა.ნუცაც უკან მიჰყვა,მაგრამ შუა გზაზე შეჩერდა და ადგილს მიეყინა,როცა მოულოდნელი სტუმრები დაინახა.არანაკლებ გაოცებული იყო აბრამიშვილიც.
-დამდეგ ახალ წელს გილოცავთ,- საახალწლო ტკბილეულით ხელდამშვენებული იდგნენ მისი ოჯახის წევრები.ყველა ერთად მოსულიყო და ერთობლივად ყვიროდნენ.წინ ძმის შვილები გამოიქცენენ უზარმაზარი ნაძვის ხე რომ დაინახეს და გარს უვლიდნენ. მამიდა სულ არ გახსნებიათ.ლევანმა გაუღიმა და განზე გაიწია გზა დაითმო მომსვლელებს.
-ვიცი ვინც ხარ და ვიცი რომ ვაჟკაცი კაცი ხარ.ვიცი რა სახელი გაქვს და ისიც ვიცი ჩემი შვილი და შენ ერთად რომ სწავლობდი.ისიც ვიცი რომ იმ ღამეს ქალის სახელს და პატიოსნებას იცავდი და ამიტომ დაგიჭირეს. ხელბორკილები კი ჩემმა ვაჟმა დაგადო.მომსწრე ვარ იმის როგორ განიცდიდა ამას და როგორ ცდილობდა შენს გამართლებას, მაგრამ შენ არ დაანებე და მოითხოვე ამ საქმეს ჩამოეშორებინათ..
-მეგონა ჩემს დას ჩემს წინააღმდეგ იყენებდი.-ჩაერთო ნუცას უმცროსი ძმა.
-გეფიცებით არაფერი ვიცოდი იქამდე სანამ თქვენთან არ მოვედი სალაპარაკოდ და იქ არ გნახე. -გააწყვეტინა ლევანმა.
-გაბრაზებული ვიყავი,გონება დამებინდა როცა გავიგე რა ჩაიდინა ჩემმა სანაქებო და საყვარელმა ქალიშვილმა.შენც გეყოლებ გოგო და მიხვდები რა რთულია მამობა.ასე ამიტომ გელაპარაკე.
-მანამდე დროა,იმიტომ რომ ჯერ ნახაზში ბიჭია,-გაეცინა ლევანს და ნუცას გადახედა.მისმა პასუხმა საერთოდ გამოიწვია სიცილი.
-კაცი ყოფილხარ.სამი შვილიშვილი მყავს,სამი გოგო,ახლა მეოთხეს ველოდები.მიხარია რომ ბიჭია.
მოვედი რომ შეგირიგდე ჩემი ოჯახით, რომ მიგიღო სიძედ და გაგიღო ჩემი სახლის კარი,-ხელი გაუწოდა გურამმა.
-მანამდე ჩემი სახლის კარია ღია თქვენთვის,იქნებ შემოხვიდეთ,თორემ ეს ქალბატონი ძალიან მცივანაა,სულ გაყინულია და არ მინდა გაცივდეს. ისევ სიცილი გაისმა და მიყოლებით შელაგდნენ ოთახში სტუმრები.ნუცა ადგილზე იყო გაშეშებული და დაბნეულობისგან არ იცოდა რა ექნა. სანამ ყველა არ ჩაეხუტა.თავი ვერ შეიკავა და ატირდა.
-ახლა ამას რა დაამშვიდებს, -გვერდით ამოუდგა ლევანი.-სულ ტირის და მეჩხუბება
-არაფერიც.ახლა ბედნიერებისგან ვტირი.-გახსნა სახე როგორც იქნა.
-მაშინ რადგან შენებიც მოვიდნენ,იმას დავასრულებ რაც წეღან უნდა გამეკეთებინა.-ჯიბეში ჩაიყო ხელი და იქიდან კოლოფი ამოიღო.-მოვლენებს გავასწარით და ჩვენს ცხოვრებასი ყველაფერი უკუღმა მოხდა.ან როდის ყოფილა ისე რომ რამე დალაგებული მქონოდა?მაგრამ ამიერიდან შენი ოჯახის და მშობლების წინაშე გეუბნები რომ ჩემი ცხოვრების სამუდამოდ გატარებას ვისურვებ შენთან.მინდა შენთან ერთად დავბერდე,მინდა ბედნიერი ვიყო და ოფიციალურად ვითხოვო შენი ხელი.
-მიიღე ჩვენგან თანხმობაც და ნებართვაც.-უპასუხა გურამმა და ცოლს გადახედა,რომელიც თვალცრემლიანი იდგა,მაგრამ მაინც იღიმოდა.
ნუცა დაბნეული იდგა.ადგილიდან ვერ იძვროდა.ბეჭედი რომ დაინახა სახე გახსნა როგორც იქნა,ხელები გაშალა, კისერზე მოეხვია და თანახმა ვარო იყვირა.
ვინ თქვა ახალ წელს ოცნებები არ ხდებაო?ხდება და მერედა როგორ? რომ არ ელოდები ისე და მოულოდნელად..
*******
ახლა აღარ ეშინოდა იმის რომ ნუცას სახლში მარტოს სტოვებდა.ახლა მისი ოჯახიც მასთან იყო და ყველაფერში ეხმარებოდნენ.გოგო ბედნიერი იყო. იმდენად ბედნიერი რომ თავი სიზმარში ეგონა..
ნელ-ნელა გასუქდა და სიარული დაუმძიმდა.ძილითაც კარგად ვეღარ იძინებდა.ცუდ სიზმრებს ხედავდა, ოღონდ რომ იღვიძებდა არ ახსოვდა რა ნახა.ჩაეხუტებოდა ლევანს და ეს თითქოს ამშვიდებდა..
ზამთრის მიწურულს პირველად გამოჩნდნენ ერთად საზოგადოებაში. სალის და ირაკლის ქორწილი იყო. ულამაზესი იყო.ბრწყინავდა წითელ საორსულე კაბაში.ლევანი თვალს ვერ სწყვეტდა.
-რა იყო ბიჭო,ვის არ მოუყვანია ცოლი?ცოტა ჩვენთანაც დარჩი, -მთელი ქორწილის განმავლობაში ეხუმრებოდა გიორგი. ახლა ის იყო მათი ხუმრობის მთავარი ობიექტი…
კარგად გაერთნენ ქორწილში.ბევრი იცეკვეს და იმხიარულეს.ახლა სულ სხვანაირი ნუცა დაინახა და ბედნიერი იყო იმით რომ გოგო მისმა სამეგობრომ კარგად მიიღო.
ნუცა მიიღო მისმა ოჯახმაც.როგორ კი ეს ამბავი გაიგეს მაშინვე სახლში დაადგნენ და ბიჭს ერთი ამბავი დააწიეს როგორ არ გვითხარი,როგორ გამოგვაპარე აქამდეო.დედამისს ისე მოეწონა რძალი,სიხარულისგან ჭკუაზე არ იყო.ოღონდ ჩემი შვილი გონზე მოიყვანე,მე ყველაფერში დაგეხმარებიო.
რამდენიმე დღის შემდეგ კი რძალს ოქროულობით და ყველა იმ საჭირო ნივთით მიადგა,რაც აუცილებელი იყო. ნუცა გაკვირვებული უყურებდა ამ ყველაფერს.
-აიღე ყველაფერი თორემ საშვილიშვილოდ გადაიკიდებ დედამთილს,-უჩურჩულა ბიჭმა.
-ნუ მაიმუნობ შენ,დაგვაცადე,- შეუბღვირა და ნივთების ამოლაგე დაიწყო.
-რადგან აქ ხარ, მე სამსახურში წავალ და მალე დავბრუნდები.-წამოდგა ლევანი.
-ბიჭო,ახალმოყვანილი ცოლი გყავს, შეიძლება სულ სამსახურში გარბოდე? -დატუქსა დედამ.
-დედა ახალ მოყვანოლ ცოლს ხელისგულზე ტარება უნდა,მე კი თუ არ ვიმუშავე როგორ მოვახერხო აბა ეს?
-გავაცილებ და ახლავე დავბრუნდები.- უკან გაეკიდა ნუცა.
-უპოვია თავისნაირი,-გაეღიმა ქალს
კარში დაეწია გოგო და შეაჩერა.
-გვიან მოხვალ?
-ვეცდები მალე მოვიდე,მაგრამ თუ დამაგვიანდა დამპირდი რომ არ დამელოდები და დაიძინებ.
-გპირდები.
ლევანმა შუბლზე აკოცა და სახლიდან გავიდა.ნუცას ცუდს უგრძნობდა გული, თითქოს ხვდებოდა რომ ეს წასვლა რაღაც ცუდით დამთავრდებოდა.
უკან დაბრუნდა და ფანჯარისკენ წავიდა.სანამ იქამდე მივიდა გასროლის ხმა გაისმა,მერე მანქანის მინების ჩამსხვრევის ხმა მისწვდა მის ყურს და ძლივს მიიტანა ფეხები აივნამდე.
-ლევააან.-მისმა კივილმა გააყრუა იქაურობა და გულწასული დაეცა…
სახლიდან გასულ ლევანს ქუჩა უცნაური ეჩვენა.მანქანების და ხალხის ნაკლება,რაც აქ იშვითი იყო.როცა გადმოდიოდა,სწორედ ხალხმრავლობის გამო შეარჩია ეს ადგილი.ტელეფონი ამოიღო და გიგისთან დარეკვას აპირებდა,როცა მოულოდნელად მისკენ წამოსული შავი დაბურულმინებიანი მერსედესი დაინახა,სანახევროდ ჩაწეული ფანჯრებიდან კი მისკენ მიშვერილი ლულები.წამში მოასწრო რეაგირება და მანქანაში შეხტა.ტყვიებმა თავს ზემოთ გადაუფრინა და მინები ჩაამტვრია.თუმცა მხარში მაინც მოხვდა ერთი,თავზე კი ნამსხვრევები დაეყარა.მეორე მხარეს გადაძვრა და კარი გააღო.გადავიდა და მანაც ატეხა სროლა.მანქანა გაჩერდა,იქიდან ოთხი ნიღბიანი გადმოვიდა და მისკენ დაიძრნენ.მჭიდში ტყვიები შეამოწმა და საბრძოლველად მოემზადა. ახლა საკუთარ თავზე კი არა ნუცაზე და შვილზე ფიქრობდა.მის დაბადებას და ხელში აყვანას რომ ვერ მოვესწროო ამაზე დარდობდა.ისევ წამოვიდა მისმენ ტყვიების წვიმა და თავი ვერ ასწია.მოულოდნელად ვიღაც გამოჩნდა,გასროლის ხმაზე იცნო რომ ეს სხვა იარაღი იყო.ოდნავ გამოსწია სამალავიდან თავი და თვალები გაუფართოვდა.თავდამსხმელები მიწაზე ეყარნენ.მისი გადამრჩენელი კი არც მეტი არც ნაკლები ნუცას ძმა -ნიკა იყო,რომელიც იქ სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა.მასთან დალაპარაკება ვერ მოასწრო რომ მისი სახლის აივანზე მომკივანი ნუცა დაინახა,რომელიც კანკალებდა და მალე გულწასული დაეცა.
-ვიცი რაც გევალება,ახლა უნდა დამაკავო და დაკითხვაზე წამიყვანო, მაგრამ არ გამოვა ეგ საქმე,სანამ არ მეცოდინება,რომ ნუცა კარგადაა.მერე მე თვითონ მოვალ დაკითხვაზე.
-არ გაბედო და ჩემს დას არ მოშორდე.-უღრიალა ბიჭმა და ტელეფონი ამოიღო სასწრაფო გამოიძახა.პოლიციაში უკვე დაერეკათ ადგილობრივ მაცხოვრებლებს.ერთი ამბავი ატეხილიყო.კივილის და სროლის ხმაზე ნუცას მშობლები გამოცვივდნენ.მალევე მიხვდენენ რაც ხდებოდა და შვილის სახლისკენ გაიქცნენ.ქვემოდანვე დაინახეს გულწასული ნუცა აივანზე რომ ეგდო.
ლევანმა რამდენიმე წამში დაფარა მანძილი სახლამდე და გაგიჟებულმა შეგლიჯა კარი.
-ნუცაა,-იღრიალა,ხელში აიტაცა გოგო და შიგნით შეიყვანა.საწოლზე დააწვინა.შიში აღბეჭდილიყო აბრამიშვილის სახეზე,შიში იმისა რომ მათ დაკარგავდა.დედამისიც კანკალებდა შიშისგან,მაგრამ თავი ხელში აიყვანა,სამზარეულოში გავარდა და წყალი მოიტანა,სახეზე მოუსვა გოგოს.ნუცა არ ფხიზლდებოდა. ლევანი გამხეცებულ ლომს ჰგავდა.ნანას ნიშადური წამოეღო,მაშინვე შეაფხიზლა გოგო მძაფრმა სუნმა.
-კარგად ხარ?
-შენ კარგად ხარ,-მოეხვია ლევანს. უცებ ბიჭის პერანგზე სისხლი შეამნია, ვერც კი იგრძო როდის მოხვდა ტყვია..
-დაჭრილი ხარ.დაჭრილი ხარ.-ატეხა ისტერიკა..
გარედან სასწრაფოს ხმა მოისმა. მალე მასთან ექიმები გამოჩნდნენ. მის ძმას გამოეშვა.უკან კიდევ სხვა სასწრაფო მოჰყვა, თავდამსხმელებიდან დაჭრილები იყვნენ.მძღოლი წინააღმდეგობის გარეშე დააკავა.იცოდა რომ მისი სიძე ადვილად ვერ გამოძვრებოდა.მისი რეპუტაციის კაცს დიდხანს დააკავებდნენ პოლიციაში. მასზე ნადირობდნენ როგორც შავი სამყარო,ასევე პოლიცია.ამიტომ აჭიანურებდა დარეკვას..
მაგრამ დაასწრეს.ქუჩაზე კრიმინალური და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი გამოჩნდა.მას უკან ჟურნალისტები მოჰყვნენ.რამდენიმე წუთში მომხდარი უკვე ტელევიზიით გადაიცემოდა. სწორედ აქ ნახა გიგიმ მომხდარი და მაშინვე მეგობრის სახლში გავარდა.გზიდან დაურეკა ბაბუს.ისიც წამოვიდა სასტუმროდან და ლევანის სახლთან შეხვდნენ. ბორკილებდადებული ბიჭი პოლიციის განყოფილებაში მიჰყავდათ..
ექიმებმა ნუცა გასინჯეს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა მოიხოვეს. დაცემისას შეიძლება რამე დაუზიანდაო,თანაც მისი მდგომარეობა არ მოეწონათ.
-ორსულობის რომელ თვეში ხართ?
-მერვე თვეში გადავედი..
-ექიმო ბავშვი ხომ კარგად იქნება? ხომ არაფერი მოუვა?-ჰკითხა ლევანმა. ხმაში შიში შეჰპარვოდა.ნუცას თავთან ეჯდა და არ შორდებოდა.
-არ შეგაშინებთ,მაგრამ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით აჯობებს მაინც გადავიყვანოთ საავადმყოფოში.- გააფრთხილა ექიმმა.
-არა,საავადმყოფოარ მინდა,ჯერ ადრეა,მეშინია.
-ისე მოიქეცით,როგორც საჭიროდ ჩათვლით.-უთხრა ბიჭმა და ნუცასკენ დაიხარა.
-ხომ გახსოვს რა გითხარი?
-კი.-სლუკუნუთ უპასუხა გოგომ.
-მაშინ წავიდეთ.-ნელა წამოაყენა ლევანმა და გვერდით ამოუდგა. წელზე მოხვია ხელი და ნელი ნაბიჯებით დაიძრნენ გასასვლელისკენ.უკან მშობლები მიჰყვებოდნენ. სიტუაცია წამში შეიცვალა,როცა პოლიციელები შემოცვივდნენ იარაღით და ალყაში მოაქციეს.ნუცამ ისევ იკივლა და უარესად შეეშინდა.ლევანს ხელი ძლიერად ჩაჰკიდა და წინ გადაუდგა.
-ხელები ასწიეთ აბრამიშვილო და მოშორდით გოგონას.
-გოგონას?რა თქვით?გოგონას?მე გოგონა არ ვარ.მე მისი ცოლი ვარ,გესმით?ხედავთ ამას?-ბეჭდიანი ხელი აუფრიალა ცხვირწინ გამომძიებელს,ყვიროდა და თავს ვერ აკონტროლებდა.
-ბატონო პოლიციელი,ჩემი მეუღლე თავს ცუდად გრძნობს,საავადმყოფოში მივიყვან,დავრწმუნდები მის კარგად ყოფნაში და თვითონ მოვალ ჩემი ფეხით.-სიმშვიდეს ინარჩუნებდა ლევანი.ნუცა კი ჩახუტებოდა და არ უშვებდა.
-ბრძანება გვაქვს,ახლავე უნდა წაგიყვანოთ.-შეუვალი იყო პოლიციელი.
იქ ნუცას ისტერიკა დაემართა მტრისას.ბიჭს ჩაეხუტა და არ უშვებდა. კიოდა წიოდა.
-არ წაიყვანოთ,არ წაიყვანოთ გთხოვთ. მას არაფერი დაუშავებია.ის უდანაშაულოა.
-დამშვიდდი საყვარელო.არ შეიძლება ნერვიულობა,ბავშვისთვის საშიშია.- მისი დამშვიდება ისევ სცადა ბიჭმა, პოლიციელებს მობეზრდათ მათი ყურება,ხელი ჩაჰკიდეს და ერთმანეთს დააშორეს.
-ხელი არ ახლოთ,გაუშვით,-აღრიალდა ლევანი.იქ მყოფნი შოკში იყვნენ, ისეთი ამბავი იყო,ვერაფერს აკეთებდნენ.
-ნუცას არ მიეკაროთ.-ღრიალებდა დაჭრილი დათვივით ლევანი.უცებ გოგომ მუცელზე იტაცა ხელები.
-წყალი დაღვარა,-იყვირა ექიმმა, -მშობიარობა დაეწყო.ხელი გაუშვით, სავადმყოფოში მიგვყავს.
მამამისმა ხელში აიყვანა გოგო და კიბეზე დაეშვა.უკან ოთხ პოლიციელს ლევანი მიჰყავდათ გამგელებული და ძლივს აკავებდნენ.
-ნუცა გაუძელი ჩემო გოგო.გაუძელი, მალე მოვალ და თქვენთან ვიქნები.- ყვიროდა ბიჭი.
კიბეზე მშობლები ჩამორბოდნენ, ნანა პირდაპირ სასწრაფოს მანქანაში შევარდა და არ დატოვა შვილი.
ძმამ რომ და ასეთ დღეში დაინახა, ყველაფერი დაავიწყდა,მოვალეობაც და სამსახურიც,პირდაპირ პოლიციის მანქანით გაჰყვა სასწრაფოს უკან.
ლევანს რომ მანქანაში სვავდნენ მაშინ დაინახა გიგი და ბაბუ.
-ამის შემკვეთი მიპოვეთ.-იღრიალა ბიჭმა.-და ნუცა არ დატოვოთ მარტო.
მერე მანქანაში ჩასვეს ბორკილებ დადებული განყოფილებაში წაიყვანეს.
********
პირდაპირ გამოკვლევებზე გააქანეს, იქიდან კი სამშობიარო ბლოკში. სასწრაფოდ დაიგეგმა საკეისრო. ნაადრევი მშობიარობა იყო და ამასთანავე ბავშვი არასწორად იყო…
შუაღამისას მოევლინა ქვეყანას პატარა აბრამიშვილი და მაშინვე ტირილით აიკლო იქაურობა.
წინასწარი დაკავების საკანში იყო ლევანი.თითქოს იგრძნო მისი დაბადება.თითქოს მასაც მისწვდა მისი ის ხმა,რითაც ახალი სიცოცხლის ამქვეყნად მოვლინება აუწყა სამყაროს.
ნუცა კი ამ დროს უგონოდ იწვა რეანიმაციაში და მის ნარკოზიდან გამოსვლას ელოდნენ…
გამთენიისას საკნის საკეტი გაჩხაკუნდა და კარი გაიღო.
-გამოდი,თავისუფალი ხარ.შეგიძლია სახლში წახვიდე.-მორიგემ კარი ფართოდ გახსნა და გამოატარა. განყოფილების შესასვლელში გიგი და ბაბუ ელოდნენ ადვოკატთან ერთად.
-ასე მალე არ ველოდი?როგორ მოახერხეთ?
-ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია.-უპასუხა გიგიმ.
-რა ხდება?ვის ვუყვარვარ ასე? -გაურკვევლობაში იყო ლევანი.
-ჩემს დას უყვარხარ იდიოტო და ეს ყველაზე მთავარია.-მოესმა ზურგს უკან.მობრუნდა და ნიკა დევდარიანი დაინახა.-მასთან წადი.ახლა სჭირდები.
-ჯერ არა,ჯერ ვერ მივალ მასთან,- უპასუხა და ბიჭებს მიუბრუნდა:-ვინ იყო?
-აზერები.წრიპა მოკლეს გუშინ და იმ არაკაც ახმედს უნდა ხელში ჩაიგდოს ყველაფერი.
-ტელეფონი მომეცი.
-არ გინდა ლევან.-სთხოვა გიგიმ.
-მომეცი ამის დედაც...იღრიალა ბიჭმა.
მაშინვე მიაწოდეს ტელეფონი.ნომერი აკრიფა.ზარი დიდხანს გადიოდა. ბოლოს უპასუხეს,იმედი რომ გადაეწურა.

-აბრამიშვილი ვარ...გინდა წრიპას მკვლელები ჩაგაბაროთ?..ერთ საათში გელოდებით...ქურდებთან შეხვედრა მინდა...მისამართს გაგაგებინებთ…
გიგის იარაღი გამოართვა და ბაბუს მოუბრუნდა.-მე და შენ მივდივართ.შენ ნუცასთან წადი.თუ არ დავბრუნდი უთხარი რომ ერთადერთი ქალია, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, ვისთვისაც სიცოცხლეს დავთმობ.
-სად მიდიხარ?მე აქ ვერ მხედავ?-წინ გადაუდგა ნიკა.-მეც მოვდივარ.
-მაპატიე მაგრამ ამ საქმეში შენ პოლიციელი ხარ და არა ნუცას ძმა. მასთან წადით და დაიცავით…
ჯერ კიდევ არ იცოდა აბრამიშვილმა რომ ბიჭის მამა გახდა.ჯერ კიდევ არ იცოდა რომ ნუცა უგონოდ იყო და მას ელოდა.ახლა იცოდა მხოლოდ ის რომ მისი მცდელობის მიუხედავად,რომ მშვიდობიანად მოეგვარებინა ყველაფერი არ გამოდიოდა,ამიტომ იარაღი აიღო და სისხლიანი გზით მოგვარება არჩია….
წასვლისას გიგიმ ბაბუს გადაუჩურჩულა:-არ გაბედო და არ მისცე გასროლის უფლება.ვერ გაუძლებს. ის ჩვენნაირი არაა.მას ოჯახი ელოდება.
თავი დაუქნია ბიჭმა და მხარზე ხელი დაჰკრა.
-მენდე..
მერე მანქანაში ჩაჯდა და გეზი შეხვედრის ადგილისკენ აიღეს.
ოციოდე კანონიერი ქურდი შეკრებილიყო იქ.ხალხმრავლობა იყო.განაჩენი მალევე გამოიტანეს. ლევანმა მოკლედ ჩამოაყალიბა სათქმელი.მისი სიტყვის არ დაჯერება არ შეიძლებოდა.
ბაბუმ პირობა შეასრულა.ლევანმა იარაღი შემართა,მაგრამ ყოყმანობდა. განაჩენი გამოტანილი იყო.ახმედს სიკვდილი მიესაჯა.არ ეღირსა ქურდად კურთხევა,ლევან აბრამიშვილს ვერ აჯობა.ისევ დამარცხდა მასთან.
-ვირთხა მაშინ უნდა მოკლა,როცა პირველად შემოეჩვევა შენს ბეღელს,- უთხრა ბაბუმ და მიყოლებით დააცალა მთელი მჭიდი ახმედს…
მზე ამოვიდა და იქაურობა გაანათა. ნათელი მოეფინა ქვეყნიერებას და ნათელი მოეფინა ლევანის ცხოვრებას.
-გინდა თუ არ გინდა დღეიდან კანონიერ ქურდად იწოდები.დღეიდან წრიპას ბიზნესი შენია.-უთხრა ყველაზე მხცოვანმა ქურდმა- „მორიელმა“
-დღეიდან ეს ბიზნესი აღარ იარსებებს.ნარკოტიკები არ გაიყიდება.-უპასუხა ლევანმა.
-აბა რას გააკეთებ.
-მოვიფიქებ რამეს,ფული „ობშიაკს“ არ მოაკლდება.მანამდე კი საავადმყოფოში მეჩქარება,ჩემი ცოლი მშობიარობს.
-მშვიდობით ჩაიაროს ყველაფერმა,- უთხრეს ერთხმად,მადლობა გადაუხადეს და დაშლა დაიწყეს…
ლევანიც გზას გაუყვა,გზას გაუყვა ახალი,კიდევ უფრო ხიფათიანი ცხოვრებისკენ..
*****
ნუცამ თვალი რომ გაახილა,საწოლთან მჯდარი ლევანი დაინახა. მისი ხელი ეჭირა და უღიმოდა.ტკივილი აწუხებდა მაგრამ მაინც გაუღიმა.
-შენ ჩემთან ხარ..
-ყოველთვის.
უცებ სახე შეეცვალა და შიში გამოესახა:-ბავშვი სად არის?
-აქ არის.-გვერდით მიახედა და პატარა ვაჟკაცი დაინახა,რომელსაც ტკბილად ეძინა.
-შვილო,-დაიჩურჩულა გოგომ და თვალები აუცრემლიანდა.
-შენ გგავს.შენსავით ლამაზია.მაგრამ სახელი არ აქვს.
-მათე,მათე აბრამიშვილი.კარგად ჟღერს არა?
-იყოს მათე,დედა შენ ხარ და შენ უნდა დაარქვა სახელი.
-მე ეს მინდა.-უპასუხა გოგომ.
-ნუცა მადლობა,მადლობა ყველაფრისთვის,მადლობა რომ ჩემს ცხოვრებაში შემოხვედი.მადლობა რომ შენი გული,სხეული და გონება მაჩუქე.მადლობა რომ მამა გამხადე. მადლობა რომ სიყვარული მასწავლე.- მისი ხელი ხელში მოიქცია და გაუღიმა.-მადლობა იმისთვის რომ შემიყვარე ისეთი,როგორიც ვარ, ვიცი ბევრი პრობლემა მაქვს,კიდევ ბევრი შემექმნება მომავალში,ვიცი არ მომასვენებენ,მაგრამ უნდა გკითხო მზად ხარ ჩემთან ერთად გაიარო ეს ხიფათიანი ცხოვრება?
-მზად ვარ,-უყოყმანოდ უპასუხა გოგომ.
-აქამდე მითქვამს რომ ძალიან მიყვარხარ?
-მოიცადე დავფიქრდე...არაა.არ გითქვამს.
-მიყვარხარ…
-მეც მიყვარხარ..
-ეგ უკვე ვიცი,რამდენჯერმე მითხარი.- გაეცინა ბიჭს.
-მატყუებ.
-არ გატყუებ.იმ ღამეს მითხარი პირველად,-თვალი გაუსწორა ბიჭმა.- მაგრამ არაუშავს,რომ არ გეთქვა,მე შენზე არ ვიფიქრებდი და არ შემიყვარდებოდი.-ლევანი წამოდგა, მეორე მხრიდან მოუარა საწოლს.
-რას აკეთებ?
-ჩემა ცოლს ვეხუტები.მომენატრა.
-შენი ცოლი არ ვარ.
-ნუ მეკამათები,ხარ.-გვერდით მიუწვა ბიჭი.
-არ ვარ
-.ფაქტიურად ხარ.აქედან რომ გავალთ ქორწილიც გვექნება..
-მართლა..
-კი.თუ არ გამაბრაზებ თაფლობისთვეც გვექნება..
-და მომდევნო ბავშვზეც დავიწყებთ ფიქრს?-გაუცინა გოგომ.
-ჯერ ჩემი ცოლით უნდა დავტკბე. მაგას ცოტას გადავდებთ.მემკვირდე უკვე მყავს.-გადახედა მძინარე პატარას და გაეღიმა.
-მიყვარხარ ლევან აბრამიშვილო. ძალიან,ძალიან მიყვარხარ.
-მე უფრო მიყვარხარ.გაუღიმა ბიჭმა და გაფითრებულ ტუჩებში აკოცა.ნუცას შერცხვა და გაწითლდა.
-ჩემი მორცხვი გოგო.-გააბრაზა კიდევ ერთხელ ბიჭმა,მერე ძლიერად ჩაიხუტა და თვალები დახუჭა….
არაფერი შეედრებოდა საყვარელი ქალის ჩახუტებას და სურნელს.....

ესეც ლევანის ისტორია.ასეთი ტემპით არც ერთი ისტორია არ დამიწერია.ნაუცბათევი.როგორ მოგეწონებათ არ ვიცი.ველი შეფასებებს..



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

რა იყო ახლა ეს? ეს იყო სრული შოკი პიკი პანიკა, შეყვარებული ვარ შენზე გეფიცები, უმაგრესი ისტორია, უმაგრესი დასაწყისი და უმაგრესი დასასრული, ლევანი რომ ბიჭია არ ვიცი რაა ასეთზე იოცნებებდა ყველა, მოკლედ თავი შემაყვარე შენ მე და წარმატებებს გისურვებ❤❤❤❤❤❤????????

 


№2  offline მოდერი Someone wandering

თან ემოციური იყო,თან გავთბი,გავირინდე,სიყვარულის მორევში გადავეშვი.ერთი მარტოხელა აბიტურიენტი გოგო ვარ და არ ვარ კარგაააად.
მიყვარხაააარ ლევააააააან,ვგიჟდები შენზეეეე.
ძალიაააან მომეწონა,წერის სტილიც მომწონს და ასე გააგრძელე..
აუ,გავთბიი....მეც ასე ჩამეხუტოს ვინმე რააა და შემიყვაროს.
რაებს ვბოდიალობ,აზრზე არ ვარ,მაგრამ გამაგიჟეს ამათმა.
მშობლები,ნატუკა და გიგაა.....სალიი. ყველა მიყვარს.
მოვა დრო,წავიკითხავ ისტორიას,გადავბრუნდები და ლოყაზე ვაკოცებ ჩემს ბიჭს. ან არა მარტო ლოყაზე ????????

 


№3  offline წევრი Gimilis gogo

გამეღიმა.. გული გამითბა.. მათი ბედნიერება მეც ვიგრძენი... ძალიან მომეწონაა, ყოჩაღ ♥

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

საოცარი ისტორია იყო, ისეთი რო ჩემი საყვარელი ადგილები რამდენჯერმე ხელახლა გადავიკითხე. მადლობა ამ ემოციებისთვის ვგიჯდები ლევანზე ❤️❤️❤️ შენ ახალ ისტორიას დაველოდები. წარმატებები❤️

 


№5  offline წევრი დარინა

ყველაფერს ერთად გილოცავ და მიხარია რომ დაგვებედე, მიყვარს შენი გამოჩენებიი, სულდარწმუნებული ვარ რომ ძალიან მაგარი რამ მელოდება წინ, სასიამოვნო თბილი ტკბილი და გემრიელად წასაკითხი ისტორიები გაქვს, ამ ისტორიამაც დიდი ემოციები დამიტოვა, გამათბო დამატკბო და გამაბედნიერაა, იმედია ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდებიი.

 


№6 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Dzaan kai istoria iyo.

 


№7  offline წევრი katiusha

სტუმარი თაკო
რა იყო ახლა ეს? ეს იყო სრული შოკი პიკი პანიკა, შეყვარებული ვარ შენზე გეფიცები, უმაგრესი ისტორია, უმაგრესი დასაწყისი და უმაგრესი დასასრული, ლევანი რომ ბიჭია არ ვიცი რაა ასეთზე იოცნებებდა ყველა, მოკლედ თავი შემაყვარე შენ მე და წარმატებებს გისურვებ❤❤❤❤❤❤????????

დიდი მადლობა ჩემო კარგო ასეთი სიტყვებისთვის

Someone wandering
თან ემოციური იყო,თან გავთბი,გავირინდე,სიყვარულის მორევში გადავეშვი.ერთი მარტოხელა აბიტურიენტი გოგო ვარ და არ ვარ კარგაააად.
მიყვარხაააარ ლევააააააან,ვგიჟდები შენზეეეე.
ძალიაააან მომეწონა,წერის სტილიც მომწონს და ასე გააგრძელე..
აუ,გავთბიი....მეც ასე ჩამეხუტოს ვინმე რააა და შემიყვაროს.
რაებს ვბოდიალობ,აზრზე არ ვარ,მაგრამ გამაგიჟეს ამათმა.
მშობლები,ნატუკა და გიგაა.....სალიი. ყველა მიყვარს.
მოვა დრო,წავიკითხავ ისტორიას,გადავბრუნდები და ლოყაზე ვაკოცებ ჩემს ბიჭს. ან არა მარტო ლოყაზე ????????

დიდი მადლობა რომ აბიტურიენტობის მიუხედავად მაინც ახერხებ ჩემი ნაჯღაბნის კითხვას

სტუმარი მარიამი
საოცარი ისტორია იყო, ისეთი რო ჩემი საყვარელი ადგილები რამდენჯერმე ხელახლა გადავიკითხე. მადლობა ამ ემოციებისთვის ვგიჯდები ლევანზე ❤️❤️❤️ შენ ახალ ისტორიას დაველოდები. წარმატებები❤️

წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება იყოს ახალი ისტორია ან რაზე:) იქნწბ მალე მეწვიოს მუზა

დარინა
ყველაფერს ერთად გილოცავ და მიხარია რომ დაგვებედე, მიყვარს შენი გამოჩენებიი, სულდარწმუნებული ვარ რომ ძალიან მაგარი რამ მელოდება წინ, სასიამოვნო თბილი ტკბილი და გემრიელად წასაკითხი ისტორიები გაქვს, ამ ისტორიამაც დიდი ემოციები დამიტოვა, გამათბო დამატკბო და გამაბედნიერაა, იმედია ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდებიი.

მადლობა ჩემო ძვირფასო ასეთი თბილი სიტყვებისთვის.როცა კონენტარებს ვხედავ ვიცი რომ ერთი აუცილებლად შენ იქნები

ჩემო კარგებო და ჩემო ძვირფასო მკითხველებო შობა ახალ წელს გილოცავთ. მრავალს დაესწარით.გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს და ამ წელს უამრავ ახალ ისტორიას.

 


№8  offline წევრი gabi du

ძალიან, ძალიან ვისიამოვნე. მადლობა ამუსთვის ავტოეო. მეავალს დაესწარი.

 


№9 სტუმარი სტუმარი ნონა

ნუ მაფიქრებინებ ,რომ გრამატიკაზე წარმოდგენა არ გაქვს რას ნიშნავს ,,სიგარეტს გაუკიდა,,, ამ კარ ისტორიაზე წარმოდგენას ნუ მიკარგავ.

 


№10 სტუმარი სტუმარი თეონა

რამდენი ვიტირე... ეს შესანიშნავი ისტორია შემიყვარდა ❤️

 


№11  offline წევრი ვიპნი

ძალიან მომეწონა, მაგრამ გოგონებო რეალურ ცხოვრებაში ესეთი ტიპები მაგარი ეგოისტები არიან ,საკუთარი საძმაკაცო და საქმეები ყოველთვის პირველ ადგილზეა.რეალურ ცხოვრებაში ნუ შეხედავთ ასეთი ცხოვრებით მაცხოვრებელ ბიჭებს რომანტიული კუთხით.

 


№12  offline წევრი naniko mindia

Gilocav axal wels, Rogor miyvars sheni istoriebi, Ragemriel tavebs deb, rogorc yoveltvis esec gasaocari iyo ❤️❤️❤️❤️warmatebebi moutmelnal veli axal istorias
--------------------
lomidze

 


№13  offline წევრი katiusha

gabi du
ძალიან, ძალიან ვისიამოვნე. მადლობა ამუსთვის ავტოეო. მეავალს დაესწარი.

მადლობა თქვენ რომ კითხულობთ

ვიპნი
ძალიან მომეწონა, მაგრამ გოგონებო რეალურ ცხოვრებაში ესეთი ტიპები მაგარი ეგოისტები არიან ,საკუთარი საძმაკაცო და საქმეები ყოველთვის პირველ ადგილზეა.რეალურ ცხოვრებაში ნუ შეხედავთ ასეთი ცხოვრებით მაცხოვრებელ ბიჭებს რომანტიული კუთხით.

ისტორიაში არის მომენტები როცა ეს საქმეები ლევანისთვის პირველ ადგილზეა.უბრალოდ ამაზე არ იყო დაწერილი და ამ მხრივ განნვითარება არ ჰქონდა ამიტომ.სიყვარულზე იყო და ამაზე უფრო გავამახვილე ყურადღება

naniko mindia
Gilocav axal wels, Rogor miyvars sheni istoriebi, Ragemriel tavebs deb, rogorc yoveltvis esec gasaocari iyo ❤️❤️❤️❤️warmatebebi moutmelnal veli axal istorias

მეც გილოცავ საყვარელო,მრავალ ახალ წელს დაესწარი.მადლობა რომ კითხულობ და ასეთ თბილ სიტყვებს არ იშურებ

 


№14  offline წევრი ვიპნი

katiusha
gabi du
ძალიან, ძალიან ვისიამოვნე. მადლობა ამუსთვის ავტოეო. მეავალს დაესწარი.

მადლობა თქვენ რომ კითხულობთ

ვიპნი
ძალიან მომეწონა, მაგრამ გოგონებო რეალურ ცხოვრებაში ესეთი ტიპები მაგარი ეგოისტები არიან ,საკუთარი საძმაკაცო და საქმეები ყოველთვის პირველ ადგილზეა.რეალურ ცხოვრებაში ნუ შეხედავთ ასეთი ცხოვრებით მაცხოვრებელ ბიჭებს რომანტიული კუთხით.

ისტორიაში არის მომენტები როცა ეს საქმეები ლევანისთვის პირველ ადგილზეა.უბრალოდ ამაზე არ იყო დაწერილი და ამ მხრივ განნვითარება არ ჰქონდა ამიტომ.სიყვარულზე იყო და ამაზე უფრო გავამახვილე ყურადღება

naniko mindia
Gilocav axal wels, Rogor miyvars sheni istoriebi, Ragemriel tavebs deb, rogorc yoveltvis esec gasaocari iyo ❤️❤️❤️❤️warmatebebi moutmelnal veli axal istorias

მეც გილოცავ საყვარელო,მრავალ ახალ წელს დაესწარი.მადლობა რომ კითხულობ და ასეთ თბილ სიტყვებს არ იშურებ

ჩემი კომენტარი უფრო მკითხველებს ეკუთვნოდა,რადგან თავის დროზე მე დავუშვი შეცდომა,წიგნების სამყაროში გაიდეალებული კრიმინალური პირები მეგონა რეალობაშიც არსებობდნენ.რეალურ ცხოვრებაში კრიმინალთან ერთად ცხოვრება ძალზედ რთულია,რეალურ ცხოვრებაში კანონიერ ქურდად გახდომის შემდეგ კიდევ უფრო დაიტანჯება ის გოგო. :(

 


№15 სტუმარი სტუმარი ლია

ძალიან კარგი იყო????????????????????????????❤❤❤

 


№16 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან მომეწონა ემოციების ქვეშ ვარ მეც მინდა ესეთი სიყვარული ვაიმე რაკარგი იყო ესე გაგძელეთ მადლობა თქვენ საიცარი იყო

 


№17 სტუმარი qeri

dzalian gasaocari vinme xar saocrad wer sheni vevri ictoria wamikitxavs magram es ragac sxva iyo yochag chemo gogo ????dxalian dudi xar rom ase dxalian matire????????

 


№18  offline წევრი katiusha

qeri
dzalian gasaocari vinme xar saocrad wer sheni vevri ictoria wamikitxavs magram es ragac sxva iyo yochag chemo gogo ????dxalian dudi xar rom ase dxalian matire????????

მადლობა ჩემო კარგოო

[quote=სტუმარი გვანცა]ძალიან მომეწონა ემოციების ქვეშ ვარ მეც მინდა ესეთი სიყვარული ვაიმე რაკარგი იყო ესე გაგძელეთ მადლობა თქვენ საიცარი იყო[
მადლობა

 


№19 სტუმარი ნა ნა

საოცარი იყო,მაგარი გოგო ხარ❤

 


№20  offline წევრი katerinaeka

ისტორიები არაჩვეულებრივია და რაც მთავარია ძალიან კარგი ენით წერთ, ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

 


№21 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ძალიან კაი ისტორიებია ძალიან საინტერესო ისტირიებს წერთ კიდე ბევრი დაწერეთ ასეთი საინტრესოები გიდე ბევრს ველოდებით

მაგარი ადამიანი ხარ ბევრი დაწერეთ

 


№22 სტუმარი სტუმარი მარი

სასწაული იყო,დიდი ხანია ასეთი სიამოვნებით არაფერი წამიკითხავს,მადლობა❤️❤️❤️

 


№23 სტუმარი სტუმარი ninaninia

უძალიანესად მომეწონა ეს ისტორია,ისევ ემოციების ქვეშ ვარ...ძალიან დიდი მადლობა...უფალმა დაგილოცოთ მარჯვენა...❤❤❤

 


№24 სტუმარი სტუმარი ნინა

მომეჩვენა, თუ მართლა ქურდული სამყაროს წარმომადგენლების რეკლამა იყო?!
მთლად გაუბერეთ ?!
მსგავსი პროპაგანდისთვის პრობლემები არ შეგექმნეს კანონთან.

 


№25 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან მომექონა ცხოვრებისეულია კარგათ ერთ დიდი მადლობა

 


№26 სტუმარი სტუმარი ცაცა

ისე, შეურაწყოფა კი არა, შეურაცხყოფა... როცა წერას ცდილობთ, საამისო განათლებაც უნდა გქონდეთ.

 


№27  offline წევრი teko❤️❤️❤️

კარგი ისტორია იყო ❤️

 


№28 სტუმარი სტუმარი ლია

კარგია,მომეწონა,მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს,რადგან ბევრგან შემხვდა და მექანიკური შეცდომა არაა,გთხოვთ გაითვალისწინოთ,შეურაცხყოფა და არა შეურაწყოფა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent