შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი სიყვარულის ისტორია


3-01-2020, 03:56
ავტორი JUSTgandegili
ნანახია 1 842

იცით თურმე მეცნიერებმა დაამტკიცეს რო ადამიანის შესაყვარებლად სულ რაღაც 1,3 წამი არის საკმარისი...ფიქრობთ რომ შეუძლებელია ხომ? როგორ, რანაირად შენ ხო მას საერთოდ არ იცნობ არ იცი ვინ არის როგორია და საერთოდ სახელიც კი არ იცი როგორ უნდა შეგიყვარდეს?? აი ეხლა რასაც მოგიყვებით ზუსტად ამ 1,3 წამზეა აგებული ყველაფერი...მეც მასე ვფიქრობდი რო, როგორ და რანაირად შეიძლება ეს მოხდეს. საერთოდ პირველად ვწერ ესე საჯაროდ რაიმეს და ლიტერატურული შეცდომების გამო იმედია არ მიწყენთ....იცით რა პერიოდია ვისაც გამოვლილი გაქვთ უფრო ადვილად გაიგებთ და ვისაც არა შევეცდები მაქსიმალურად დეტალურად ავღწერო...ის ბნელი 90 იანები..არა შუქი,არა გაზი, არა იმედი და არა პერსპექტივა, ყველაფერი მხოლოდ შავი და სერია, სხვა ფერები უბრალოდ არ მონაწილეობს თითქმის არავის ცხოვრებაში, მეც ერთერთი არავისგან გამორჩეული ერთერთი თბილისის უბნის ჩვეულებრივი 12 წლის მცხოვრები ადამიანი ვიყავი, ვისთვისაც დღე იწყებოდა იმაზე ფიქრით თუ აბა დღეს ვისთან გვექნებოდა კომფლიქტი მე და ჩემს ხუთ ბავშობის მეგობარს და რომ მიუხედავად იმისა შეიძლება ჩვენზე სამჯერ მეტნი ყოფილიყვნენ თავი არ უნდა დაგვეხარა, არ უნდა შეგვშინებოდა და უნდა გავმკლავებოდით მათ, რადგან სხვა შემთხვევაში თუ ეს ასე არ მოხდებოდა სასტიკი დაჩაგვრის და ეგრეთ წოდებული (ბულინგის) მსხვერპლი გავხდებოდით, ანუ ყოველი დღე იწყებოდა ჩვენთვის თვით გადარჩენის, საკუთარი სტატუსის შენარჩუნების და ყველასთვის იმის დამტკიცების რომ " ჩვენ ვერ მოგვერევით"....ზედმეტ სახელიც გვქონდა რომელსაც არ დავწერ რადგან ბევრმა შეიძლება იცნოს მაგრამ ჩვენ არაფერს ცუდს არ ვაკეთებდით, არც არავის ვერჩოდით, არც არავის ვჩაგრავდით, არც არავის ვამცირებდით..უბრალოდ ვიცავდით ერთმანეთს ამ სიბნელის და დაჩაგვრისგან...ჩვენი დევიზი იყო არ შეგვეხოთ და არ შეგეხებით...ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ რომ ცოტათი მაინც შეიგრძნოთ იმ დროინდელი მდგომარეობა...სხვა გზა არ გვქონდა, არავის ეცალა სენტიმენტებისთვის (მაშინ ესე მიგვაჩნდა) არავის არ ქონდა იმის დრო და თავი რო რამე ფერადზე,კარგზე,მშვიდზე ეოცნება და ეფიქრა. მხოლოდ ყოველი გადაგორებული დღის შემდეგ როდესაც ერთად ვისხედით კვლავ და მხოლოდ ერთმანეთიღა გვრჩებოდა ირგვლივ და სხვა არავინ აი მხოლოდ მაშინ გვქონდა ის დროის რაღაც მონაკვეთი როდესაც შეგვეძლო მოვდუნებულიყავით (ცოტათი) არ გვეფიქრა ამ შავ და ბნელ გარემოებაზე და ის გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის ისიც დაკვირვებულად რადგან ვერცერთი ვერ ვსაუბრობდით ამ თემაზე რადგან სისუტეთ მიგვაჩნდა (სამწუხაროდ) და ესე გადიოდა საათები,დღეები..ყველას ჩვენ ჩვენი ღრმა გულის ტკივილი გვქონდა ზოგს ოჯახიდან ზოგს პიროვნულად და არავის არაფრის იმედი არ გვქონდა, და მხოლოდ კარგად ნასვამ მდგომარეობაში (მაშინ ყველა სვავდა) უზიაერებდით ერთმანეთს, უსმენდით სელინ დიონის და მაგ დროის პოპულარული მომღერლების სევდიან სიმღერებს და ჩვენ შექმნილ სამყაროში ვიყავით, ოღონდ ეს მხოლოდ ჩვენი იყო და მეტი არავისი. და როგორც გითხარით აქამდის ესე მიდიოდა ჩვენი და ჩემი ცხოვრება... ძალიან ძნელია შენი ცხოვრება აღწერო რადგან ამ ყველაფერის უკან ძალიან ბევრი პრე ისტორია დგას, მაგალითად ის რომ როცა 8 წლის ვიყავი დედა და მამა დაცილდნენ ერთმანეთს და დედამ მომიყვა რომ მე ვიყავი ნაშვილები, მაშინ ჩემი სიცოცხლე დაინგრა..განა იმიტომ რო არ უყვარდი დედას და თან არ მყვებოდა უბრალოდ იმის გაანალიზებდა რომ "მიგატოვეს" "მოგიშორეს" "დაგტოვეს" პირველი კითხვა რაც გიჩნდება "რატომ"?? და მერე მოდის და მოდის ეს ფიქრები და ვერაფერს უშვები თავს, მერე იზრდები ცოტათი უფრო უღრმავდები ამ ყველაფერს...ალკოჰოლიც გიღრმავებს ამ გრძნობებს და უფრო მეტ კითხვას გიჩენს, და ამავე დროს ცხვოვრობ სიბნელით და იმედ გაცრუებით სავსე სამყაროში სადაც თუ თავს დახრი ჩაგარტყამენ, თუ არ გასცემ პასუხს შეიძლება მოგკლან, და თუ არ იქნები ძლიერი დაიხრჩობი. ესეთი ერთერთი ქარიანი დღე იყო როდესაც მე და ჩემი ერთი მეგობარი ფეხით ვბურნდებოდით ჩვენს უბანში და როდესაც მიუახლოვდით ბოლო ქუჩის გადასასვლელს რატომღაც რაღაც ძალამ თუ არ ვიცი რა იყო ეს დღემდე ვერ ვხსნი და ჩემი მზერა მიიპყრო მეორე მხარეს მდგომმა სილუეტმა...ჩემს მეგობარ ვთხოვერ რომ 1 წამით გაჩერებულიყო და არ გაგვეგრძელებინა გზა... და აი ზუსტად ამ დროს ეს სილუეტი ნელ ნელა უფრო ხილვადი გახდა გადმოდის გზაზე გოგონა რომელსაც ჩემს ცხოვრებაში პირველად ვხედავ არ ვიცი რა ქვია, არ ვიცი სად ცხოვრობს, ამ უბნელია თუ არა, საერთოდ არაფერი არ ვიცი და გული მიწყებს იცით რა სიჩქარით ფეთქვას აი ვერ ავღერ, მეწყება ისტერიული კანკალი და თავს ვეღარ ვაკონტროლებ, უყურებ მას და თითქოს დრო გაჩერდა არავინ და არაფერი არ მაინტერესებს საერთოდ, მხოლოდ მას მინდა უყურო, მხოლოდ მისი სახის,თვალების,ტუჩების წამწამების ყურება მინდა, საერთოდ არაფერი არ მაინტერესებს..ეს ყველაფერი ხდება აი წამის მეასედში და უცებ შორიდან მესმის ჩემი მეგობრის ხმა..რა გჭირს ხო კარგად ხარ? და მოდის ჩემთან და მკიდებს ხელს...მე ვერ ვპასუხობ აბსოლუტურად პარალიზებული ვარ ვერაფერს ვგრძნობ გარდა ჩემი გულის ცემისა, რომელიც მგონია რო აი სადაცაა ან გასკდება და ან ამოვარდება..უცებ მოვდივარ აზრზე და ვპასუხობ რომ არა არაფერი უბრალოდ ჩავფიქრდი.. და გადავდივართ გზას ისიც გამოდის საპირისპირო მხრიდან და რაც უფრო უახლოვდები მით უფრო იმატებს ჩემი გულის ცემა, სუნთქვაც შემეკრა და თვალებიდანაც ძლივს ვიყურები. და აი მიუახლოვდით ერთმანეთს, ჩემს გვერდით ჩაიარა და მისი გრძელი თმის ღერი ქარმა მოამდო მხარზე და ამ დროს ტანში ისეთმა ჟრუანტელმა გამცრა თითქოს და 10000 ვოლტი დენმა გამიარა მთელ სხეულში ეს რაღაც ენით აღუწერელი გრძნობა იყო..და ამ დროს იმდენი ემოცია მომდის თავში ერთროულად რომ აღარ ვიცი რა ვიფიქრო...ვხვდები იმას რომ ეს არის ის...რო ეს არის ის ადამიანი ვინც არის ჩემი სულის ძახილი,არ ვიცი არ სახელი არც არაფერი მხოლოდ ვიცი რო ეს არის...და ამ ფიქრებში წასული რომელიც სულ რაღAც წამებში ხდება ის უკვე გამცდა მე, მეც გადავედი გზის მეორე მხარეს და ისიც...უცებ ვჩერდები ჩემ მეგობარს ვეუბნები რო ძალიან გთხოვ ერთი წუთით დავრჩეთ და ისიც ჩემს გაფითრებულ სახეს ხედავს, ვერ ხვდება რამოხდა ან რა ხდება და უსიტყვოთ თავს მიქნევს და ჩერდება ჩემთან ერთად...მე კიდე ამ დროს უყურებ თუ როგორ სულ უფრო და უფრო მშორდება ეს ადამიანი, თუ როგორ სულ უფრო და უფრო მეტი მანძილი რჩება ჩვენს შორის..ამავე დროს იმასაც ვაცნობიერებ რომ შეიძლება ვეღარასოდეს ვეღარ ვნახო იგი მეორედ, და მეძალაბა საშინელი სევდა და გულისტკივილი თავს ვეღარ ვაკონტროლებ ძალიან ცუდად ვარ...და გაგიკვირდებათ და იცით რა გრძნობა მშველის იმ მომენტში?? საშინელი და უიმედო გადამრჩენელი რომ.. " რა აზრი აქვს" ის შენ მაინც არ შეგიყვარებს, საერთოდ ვინ ხარ მისთვის? არავინ, არაფერი, 0...და ვაყოლებ თვალს თუ როგორ მიემართება ერთერთი კორპუსის ეზოსკენ და თან ვგრძობ რო ფეხებში ძალას ვკარგავ და უყურებ იქამდე სანამდე თვალს შეუძკუა რომ დაინახოს, ამ დროს ჩემი მეგობარი რაღაცეებს მეუბნება (თურმე) და მე საერთოდ არაფერი არ მესმის, სევდიანი და გულ გატეხილი უყურებ მას...აი აი ვსო აღარ ჩანს ვეღAრ ვხედავ, დამთავრადა, ვტრიალდები და ნელი სვლით ვაგრძელებ გზას და ამ 2-3 წუთში განვლილ ნახევარ ცხოვრებას უყვები ჩემს მეგობარს ისიც გაკვირვებული და თვალებ გადიდებული მისმენს..ვამთავრებ მოყოლას ტექსტით.."ეჰ რა აზრი აქვს რამეს" და ჩემი მეგობარი იძახის "მოვძებნოთ" "ვიპოვოთ" "ცადე რას კარგავ" და ეს მის მიერ ნათქვამი სამი სიტყვა იყო ჩემთვის ალბათ ყველაზე კეთილი,საჭირო და სანატრელი სიტყვები რაც ოდესმე გამიგია და გადავწყვიტე რო მეპოვა ის ადამინაი რაც არ უნდა მომხდარიყო, ყოველნაირ მიზეზს გარეშე და მეთქვა მისთვის თუ როგორ უსაზღვროთ და უკიდეგანოთ მიყვარდა ის, მას ეს უნდა ცოდნოდა, და ეს იყო ჩემი მიზანი!! და აქედან იწყება ყველაფერი.....



№1 სტუმარი ........

და საბოლოოდ იპოვე..?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent