შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამივიწყო (თავი პირველი)


3-01-2020, 21:00
ავტორი ბიბი
ნანახია 1 978

გაღვიძებამდე ვგრძნობ ნაბახუსევის თავისტკივილს, თითქოს თავზე ვიწრო ქუდი მახურავს. თვალებს არც კი ვახელ ისე ვემალები მზეს, ვგრძნობ რომ ფეხით რაღაც უცხოს ვეხები, სხეულია, მაგრამ ჩემი არა.
-ჯანდაბა-სწრაფად გავახილე თვალები, თითქოს ყველაფერმა წამში გამიარა, ლოგინზე წამოვჯექი და ჩემს გვერდით მძინარე მამაკაცს გადავხედე.- ეს ვინ ჯანდაბაა, ჩემთვის ჩავიბურტყუნე და ლოგინიდან წამოვდექი, თან ხელი ძლიერად მივარტყი-გაიღვიძე!-დავუყვირე, ისიც ჩემსკენ გადმობრუნდა და თავისი თვალები შემომანათა.-დროზე ადექი და აქედან წადი.
-ფხიზელიც როგორი უხეში ყოფილხარ.-ლოგინზე ჩამოჯდა და ფეხსაცმელების ჩაცმა დაიწყო მხოლოდ შარვალი ეცვა, გული გამალებით მიცემდა მეგონა სადაცაა და გასკდებათქო, აშკარად გუშინ ბევრის დალევა მომიწია, არ ვიცი ვინაა ეს ტიპი, რომელიც ჩემს ლოგინში ისე ჩაწოლილა და ისე გემრიელად ეძინა, გეგონება მე ვარ სტუმარი და არა ის. -ისე ყავას დავლევდი სიამოვნებით.
-არ მაქვს
-კარგი რა, ყავას მაინც არ ვიმსახურებ?
-რისთვის?-წარბებ შეჭმუხნულმა გავხედე, ის კი სარკეში იხედებოდა და ისედაც არეულ თმას კიდევ უფრო იბურდავდა, ტალღოვანი ყავისფერ-ქერა თმა ჰქონდა, თვალებით თითქოს თაფლისფერი, ან მწვანე, ყოველშემთხვევაში მასთან ახლოს რომ მივსულიყავი ალბათ საკუთარ თავსაც დავინახავდი.
-გუშინდელი ღამისთვის-ჩემსკენ შემობრუნდა და ირონიულად გაიცინა, თითქმის ყველა კბილი უჩანდა. მუქი ფერის კანი, ოდნავ მოშვებული წვერი და ძალიან გრძელი წამწამები ჰქონდა, ამის ფონზე კიდევ უფრო უკეთ ჩანდა მისის ჩაწიკწიკებული თეთრი კბილები.-ანუ ყავას არ მიმზადებ?
-არა - მოკლედ მოვუჭერი-მინდა რაც შეიძლება მალე წახვიდე ჩემი სახლიდან, და აღარასდროს შეგხვდე.
-რატო? დავიჯერო ასეთი ცუდი ვიყავი ?
-სანამ პატრულში დავრეკე ჯობია დროზე დატოვო ჩემი სახლი-უკვე ყვირილზე გადავედი და კარებისკენ გავიშვირე ხელი.
-ჯანდაბა, ძალიან ბრაზიანი ხარ, მაგრამ მოლბები.-ყურში ბოხი ხმით ჩამჩურჩულა და სახლიდან გავიდა.
კარის დაკეტვა და ჩემი ძირს დაჯდომა ერთი იყო, ისტერიული სიცილი ამიტყდა, რომელიც ტირილში გადაიზარდა, ვგრძნობდი როგორ მევსებოდა თვალები ცრემლებით, როგორ მეყინებოდა მთელი სხეული, ერთხანს ასე ვიჯექი იატაკზე, მუხლები ხელებში მოვიქციე და ნერვიულად ვმოძრაობდი წინ და უკან. როგორც იქნა ფეხზე ადგომა მოვახერხე, ცხელი შხაპი და ძილი თუ მიშველიდა ახლა, წინა ღამით ჩადენილ სისულელეს მხოლოდ ეს თუ ჩამომრეცხავდა სხეულიდან. თან უცნობთან, თან გათიშული მთვრალი. ნუთუ ამისთვის ვინახე 25 წელი თავი რომ ყველაფერი ასე უემოციოთ და უსიამოვნოდ დასრულებულიყო. აბაზანიდან გამოვედი თავს ჯერ კიდევ ცუდად ვგრძნობდი, ამ მდგომარეობაში მხოლოდ საკუთარი თავი თუ მიშველიდა, სარკეში ვიხედებოდი.
-თამთა,შენ ძლიერი ხარ, შენი ძალა შენი გონებაა!-საკუთარ თავთან მკაცრად ვსაუბრობდი.-შენ, შეცდომებზე სწავლობ, მიიღე ეს როგორც გამოცდილება და არა როგორც განსაცდელი!-ჩემივე სიტყვებზე გამეცინა, ლოგინს ახალი თეთრეული გადავაფარე და საბანში გავეხვიე.
რამდენიმე საათი ვიტრიალე ლოგინში მაგრამ ძილი არ მომეკარა. ენერგია უნდა დამეხარჯა რაც კი შემრჩა, ბოლომდე უნდა დავცილილიყავი რომ ძილი შემძლებოდა. ავდექი, სპორტულად გამოვეწყვე და სპორტდარბაზში წავედი, ყურსასმენები კარგად მოვირგე და სარბენ ბილიკიზე დავდექი, რამდენიმე საათს ვივარჯიშე სანამ მართლა ბოლომდე არ გავწურე საკუთარი თავი, ყველა ცუდი ენერგია მოვიშორე და სახლში წავედი.
უკვე შუაღამის 2 საათი იყო მაგრამ ისევ თვალებდაჭყეტილი ვიჯექი ფანჯრის წინ და არც კი ვიცი რაზე ვფიქრობდი, დილაზე თუ გასულ ღამეზე. ცხოვრებისგან ყოველთვის მაქსიმუმს ვიღებდი, ყოველთვის ვცდილობდი სწორი ნაბიჯები გადამედგა, თუმცა ვინ განსაზღვრა რა არის სწორი და რა არასწორი. თუმცა ჩემი პირველი სექსი მინდოდა სიყვარულით დავნებებით სავსე ყოფილიყო, მე კი რა ჩავიდინე, ვიღაც ტიპთან უგონოდ მთვრალი დავწექი და არც არაფერი მახსოვს, და არც არაფერს ვგრძნობ. თუმცა ეს ასე ხდება? არაფერს უნდა ვგრძნობდე? ამდროს ხომ ქალი ხდები. წარმოდგენა არ მაქვს რაზე ვფიქრობ, ან რატომ. მაგრამ უკვე მეძინება.
დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.
-როგორ ხარ ჩემო ერთადერთო?
-სიმართლე გითხრა მეძინა ნია. მაგრამ გამაღვიძე და არც ისე კარგად სხვათაშორის.
-მაპატიე მაგრამ დრო გარბის და ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ, სად გვაქვს დასაკარგი საათები ჩემო სიცოცხლე.
-რა ხდება ამჯერად? რა სისულელე მოიფიქრე.
-არანაირი სისულელე. მოკლედ ქალაქგარეთ მივდივართ მე, შენ, სანდრო, სალომე, ჩემი ბექუნა და კიდე ბევრი ხალხი. ბექას მეგობარი აწყობს წვეულებას, ბევრი სასმელი, მუსიკა და ცოტა საჭმელი. მოკლედ მოემზადე და ორ საათში გამოგივლით.
-მოიცა რა, ჯერ ძალიან ადრეა, დილაუთენია რადროს წვეულებაა?!
-ჯერ ერთი უკვე 12 საათია, მეორეც საჭმელს და სასმელს შენ გგონია მოსამსახურეები გაგვიკეთებენ? ყველაფერი ჩვენით უნდა შევქმნათ.
-ის თუ აწყობს წვეულებას, ყველაფერს ჩვენ რატო ვაკეთებთ?-უკვე ლოგინიდან ავდექი და თითქმის მზად ვიყავი, ახლა მხოლოდ სახლიდან, ქალაქიდან და უკეთეს შემთხვევაში ქვეყნიდან გასვლა მჭირდებოდა.
-ნუ წუწუნებ რა, ორ საათში გამოგივლი და მზად იყავი, ოღონდ ისე არა შენ რო იცი, არ გადარიო ბიჭები, ვით არ გამოეწყო, ცოტა მოკრძალებით ჩაიცვი.
-ბოლოს როარ ჩაამწარო ადამიანს არ შეგიძლია ჰო?
-ჰოიცი, მიყვარხარ, დროებით.
ნია ჩემი ბავშვობის მეგობარი და უბრალოდ ოჯახის წევრი იყო, მიხაროდა თუ მტკიოდა ყოველთვის ყველაფერს მას ვუზიარებდი, ბექა მისი შეყვეარებული და ასევე ჩვენი ბავშვობის მეგობარი იყო, ერთმანეთი ძალიან პატარა ასაკში შეუყვარდათ და მის მერე ერთად არიან, დაქორწინებაზე ალბათ არცერთი ფიქრობს იმდენად კარგად გრძნობენ დისტანციურად თავს.
სავარძელში ვიჯექი და ნიას ზარს ველოდებოდი როდის გავიდოდა ორი საათი წუთებს ვითვლიდი, სახლში გაჩერების და მითუმეტეს მარტო ყოფნის თავი არ მქონდა. ნიაც მოვიდა თავისი მუდმივი ხმაურით და მხიარულებით.
-ოჰ, ქალბატონო, ლექსიკონი დაკარგე თუ პატიოსნების განსაზღვრების გვერდი ამოხეული იყო? -გაიკრიჭა ნია და გადამეხვია, თვალები ზევით ავწიე იმის ნიშნად რომ მუდმივად ჩემს გამომწვევ ჩაცმულობაზე ხუმრობამ დამღალა.-მზად ხარ ხო უკვე? თუ იხდი კიდე რამეს?
-ნია შევწუხდი, მართლა ვით არ მაცვია ჰო?
-არა საყვარელო ეს ლამაზი უმოკლესი შორტი შენს ტრაკს უფრო გრანდიოზულს ხდის და ეს ღრმა დეკოლტე ჰო საერთოდ პანიკაში მაგდებს. იცი რა? ის მასწავლებლის სათვალეც გაიკეთე და ნამდვილი პორნოსტარი იქნები
-ნუ თუ მორჩი ხუმრობას წავიდეთ-მოთმინებით ველოდი როდის დაამთავრებდა ნია თავის მონოლოგს.
-კარგი ჰო ვსო წავედით თორე ბექა გამიგიჟდება.
-რატო?
-მანქანაში მელოდება რამდენიხანია.
-არანორმალური ხარ, ლიფტი გამოიძახე რა-სახლის კარი გამოვიკეტე და კარი ჩავკეტე.ბექა მართლაც მანქანაში გველოდა.
-თამთა სულ ასეთი იდეალური როგორ ხარ?-მანქანიდან გადმოვიდა ჩემს მოსასალმებლად.
-შენც უნდა აყვე ახლა ნიაკოს?
-არა არა, დაჯექი და წავედით რა უკვე ოთხი ხდება, გაგიჟდებიან ბიჭები.
-ვინ ბიჭები?-ნიამ ღვედი შეიკრა და სარკეში ტუჩების ბრეცა დაიწყო.
-ვისთანაც მივდივართ რა, სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ ჩემი ძველი მეგობარი ჩამოვიდა, უნდა გაგაცნოთ, მეორე კურსზე ვიყავით მამამისთან რომ წავდა ამერიკაში. და ახლა ჩამვიდა პირველად.
-ამერიკელი ბიჭი ალბათ თამთასთვის ჰო?-ნიამ თვალი ჩამიკრა და ბექას გაეკრიჭა.
‘-გენიოსი როარმყავდე რა მეშველება-ცხვირზე მოუჭირა ბექამ.
ამასობაში ქალაქიდანაც გავედით, ფანჯარა ჩამოვწიე და სიგარეტს მოვუკიდე, ზაფხულის ცხელი ჰაერი სახეზე მხვდებოდა და ძალიან მსიამოვნებდა. ფიქრებმა წამიღო, ის ბიჭი გამახსენდა დილით რომ სახლიდან გავაგდე და თითქოსცივი წყალი გადამასხესო გავშეშდი, ოდესმე რომ სადმე შევხვდე იმ ბიჭს ალბათ რაც ხელში მომხვდება ვესვრი და გავიქცევითქო გავიფიქრე, ჩემივე ფიქრზე გამეცინა სიგარეტი გადავაგდე და ფანჯარა ამოვწიე.
ბექამ მანქანა დიდ ორსართულიან სახლთან გააჩერა, მაღალი ქვის ღობე გალავანივით ერტყა ეზოს, ეზოში უკვე ბევრი ხალხს მოეყარა თავი ბალახზე პუფები ეყარა, ხეებზე ფერად ფერადი ნათურები ჩამოეკიდათ. ჩვენს დანახვაზე ერთერთი ბიჭი ადგილიდან მოწყდა და ჩვენკენ წამოვიდა.
-ბექა, სად ხართ ამდენხანს-გადაეხვია ბექას ბექამ ჩვენი თავი წარუდგინა, გულში გავიფიქრე ეს თუ ის ბიჭია დღესვე გავყვები ამერიკაშითქო. ხელი გავუწოდე ლუკას და ნაძალადევად გავიღიმე რომ ჩემი აზრების გამო ბოლომდე არ გადამეხარხარა.
-ესაა ის ბიჭი?-ბექას მივუახლოვდი და ჩავჩურჩულე.
-არა, მას ანდრია ჰქვია და ჯერ აქ არ არის.
ცოტა დავლიე, ბევრი ვილაპარაკე, თითქმის ყველა გავიცანი ვინც იქ იყო და უკვე შებინდდა კიდეც, მე კი განვაგრძობდი სმას ხან ერთ ბიჭს მოქონდა ჩემთან სასმელი ხან მეორეს, კარგადაც შევთვერი,ერთერთი ხის ძირში ვიჯექით მე და ნია როცა ჩვენკენ მომავალი ორი სილუეტი შევამჩნიეთ. თვალები მოვჭუტე..
-ერთი ბექაა...- ვეუნები თვალებდახუჭულ ნიას-მეორეს ვერ ვცნობ მაგრამ კარგი ბიჭია, შეიძლება ეს ანდრია იყოს.-გავსწორდი და თმა ხელით გავისწორე.
-ბარემ ეგ ზედაც გაიხადე,-ამოილუღლუღა ნიამ..
-თამთა-გაკრეჭილი მომიხალოვდა ბექა-ეს ის ბიჭია რომ გეუბნებოდით-თვალები მეტად მოვჭუტე.-ანდრია გაიცანი ეს თამთაა ჩემი ბავშვობის მეგობარი, ეს გათიშული კდიე ჩემი შეყვარებული ნიაა.-ჩაიცუცქა ბექა და ხელებში ნიას სახე მოიქცია. მე ხელი ჩამოვართვი ანდრიას და მისივე დახმარებით ფეხზე ბარბაცით წამოვდექი.
-იცით, საიდანღაც მეცნობით მაგრამ ვერ ვიხსენებ საიდან.-ძლივს მოვაბი წინადადებას თავი თან მის ხელს არ ვთმობდი.
-ალბათ თქვენი ლოგინიდან-გაიცინა, სწრაფად დავიხსენი ჩემი მარჯვენა მისი ტორიდან და როგორც შემეძლო მალე გავეცალე იქაურობას...



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

სახალისო იყო :დ

ბოლო მომენტი განსაკუთრებით :დ

 


№2 სტუმარი სტუმარი თაკო

ვაიმეეე გააგრძელე აუცილებლად, საინტერსო იყო მაგრამ დასასრული იყო უკარგესი

 


№3 სტუმარი სტუმარი მეოცნებე

ბოლო იყო უმაგრესი.საიდანღაც მეცნობით..თქვენი ლოგინიდან.

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ

 


№5  offline წევრი sofo_sofia 13

როგორ მომწონსსს ^_^ მალე დადეებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent