შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიქეცი! (თავი 12)


5-01-2020, 20:02
ავტორი n-strovet
ნანახია 1 374

უკვე ორი კვირა იყო გასული, რაც სებეს ვერ ვეხებოდი. მის ღიმილს ვერ ვხედავდი სულნელს,რომელზედაც ასე ვგიჟდებოდი ვერ შევიგრძნობდი და თითქოს მე კი არა ჩემი ფიტული დაიარებოდა. დაშორების სცენა იყო ჯოჯოხეთი, ჩვენთვის ყელანი გულში, რომ ვიკლავდით ჩვენს ტკივილსა და შიშს. ალბათ, ეს იყო მიზეზი ანამ, რომ ისევ ძველებურად ჩამიკრა გულში. ყველანი გავტყდით უბრალოდ ამას ოსტატურად ვუმალავდით ერთმანეთს. განსაკუთრებით მე ვიცოდი თუ ოდნავ მაინც ვაგრძნობინებდი სებეს, რომ წასვლლა არ მინდოდა და მეშინოდა ვიცოდი, რომ არ გამიშვებდა, ამიტომ მაქსიმალურად გავაკონტროლე თავი.
საფრანგეთში დავბრუნდი. ისე ვიქცეოდი თითქოს არაფერი არ მომხდარა და მე ისევ ის ძველი ნისა ვიყავი. მათ თვალში უფრო მაღალი პოზიცია დავიკავე და უფრო ხშირად მეძახდნენ შეხვედრებზე, მათ მთავარ ფილიაში და მეც შეძლებისდაგვარდა ვიპარავდი მნიშვნელოვან მასალებს. თავდაუზოგადავად მუშაობდნენ სებე,დემეტრე და ანა და იცით ,ეხლა დამშვიდდა ჩემი გული. ყოველ ღამ იმის ფიქრით, ვიძინები რას ნიშნავდა ის შეგრძნება, რომელიც გამუდმებით ყრუ ტკივილით მაწუხებდა და თურმე ეს იყო გული მანიშნებდა, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო და ის საქმე უნდა გამეგრძელებინა, რისთვისაც დავიწყე ბრძოლა, რომ ვფიქრობ, იმ ადამიანებზე, რომლებიც დიდი ალბათობით ცოცხლები აღარ არიან საშინლად მეწვის სული, რადგან ჩემი ბრალია.
თვეები გადიოდა და მე მათ თითქმის ვერ ვეკონტაქტებოდი, რადგან ასე თუ ისე გარკვეული დოზით მაკონტროლებდნენ. ბოლოს, როდესაც შევეხმიანე გავიგე, რომ ანამ იმშობიარა, ბიჭი შეეძინათ და ქრისტესია დაარქვეს. ძალიან გამიხარდა და ვიტირე, კიდეც, ვერ დავესწარი მის მშობიარობას და ვერ გავიზიარე მათი ბედნიერება. აივანზე ვიჯექი და კვლავ ამაზე ვფიქრობდი, რა თქმა უნდა, ცრემლებმაც გაიკვალეს გაზა, ვიღაც ჩემს გვერდით დაჯდა და სალფეთქი მომაწოდა.
-ცრემლები მოიწმინდე, სახე სრულიად დანამული გაქვს, ქარია დაგესუსხება ლოყები-იოანე იყო საგრძნობლად თბილი ხმით
-აქ რას აკეთბ ან როგორ შემოხვედი ჩემს ნომერში?-მისგამოწოდებულ სალფეთქს დავხედე და მზერა მოვაცილე წამში
-მგონი, მაგას არ უნდა მეკითხებოდე. თითქოს პირველად გავაკეთე-გაიღიმა
-მე ჩემ მეგობარ იოანესგან ველოდი ამ ქმედებას და არა ამ ეშმაკების მონასაგან
-ნისა, სიტყვები ვაკონტროლოთ, გთხოვ
-რას მთხოვ, სიტყვებს ვერ ვაკონტროლებ, რადგან როდესაც ადამიანი ხედავს იმ პირს ვისი დამსახურებიდათ მკვლელი გახდა, შეუძლებელია თავი აკონტროლო.
-ნისა, მე არაფერ შუაში ვარ-ვხედავდი, როგორ დაიძაბა და დაეჭიმა თითოეული ძარღვი
-კი....მკვლელი ხარ, შენ მე მომკალი გასაგებია? საკუთარი მეგობარი მოკალი. ერთხელ არ გიფიქრია, რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი და მოკვდავი ვარ და უბრალოდ ამ ტვირთის ზიდვა ჩემთვის რთული იქნებოდა...მკვლელი ხარ!
-შეწყვიტე!-ფეხზე წამოიჭრა და სკამი გვერძე მოისროლა-ჩვეულებრივი ადამიანისათვის კი, მაგრამ შენნაირი ხელოვნურად შექმნილისთვის, ეს არ უნდა ყოფილიყო რთული-ბოლოს გაანალიზა რა თქვა და ენაზეც იკმინა
-ხელოვნურად შექმნილი? რას ბოდავ…-მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი
-ჩემი წასვლის დროა
-თურმანიძე! ან შენი ნებით იტყვი სასწრაფოთ, რა იგულისხმე. ან შენ გონებაში შემოვძვრები და საერთოდ არ გამიჭირდება ჩემთვის სასურველი ინფორმაციის მოძიება-წინ გადავეღობე და კატეგორიული ტონით მივმართე
-გამეტარე...რაღაც წამოვროშე...სისულელე, ყურადღებას ნუ მომაქცევ.
-ორივემ მშვენივრად ვიცით, რომ ტყუილად არაფერ არ წამოროშავდი. რა იგულისხმე სასწრაფოდ მითხარი.
-გინდა მეორედ მოგკლა?-მთელი ძალით დამიყვირა
-შენ ამაზე მეტს ვერ მომკლავ-მეც არ ჩემოუვარდი და ახლოს მივედი თვალი თვალში გავუყარე
-ესიგი გინდა, რომ გითხრა
-კი!
-გითხრა?!
-კი
-დარწმუნებული ხარ?
-კი!
-მაშ კარგი-მიხვდა, რომ უკან დახევას არ ვაპირებდი და გამცილდა-რადგანა არ იშლი გეტყვი...საქმე იმაშია, რომ არ არსებობ.
-რას როშავ?-ნერვულად გავიცინე
-შენ არც დედა გყავს და არც მამა-თავისი ჭკუით განმიმარტა
-აბა ჰაერზე მოვევლინე ამ ქვეყნად?-ცინიკურად ვკითხე
-ნისა, ხელოვნურად შეგქმნეს..ვიცი, ეს შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ ასეა. შენ მეცნიერების დაუღალავი შრომის ნაყოფიხარ და არა ორი ერთმანეთზე გადარეული წყვილის სიყვარულის ნაყოფი. ეს შენი ნიჭი კი...მათ იცოდნენ, ვინ იყავი, როდესაც ამ ქვეყანას მოგავლინეს. იცოდნენ, რომ შენ ამ ნიჭს ატარებდნენ. ამიტომ გიფრთხილდებოდნენ ასე, ცივ ნიავს არ გაკარებდნენ და გამუდმებით კონტროლისქვეშ ყავდით. ვერც კი წარმოიდგენ რა ღირხარ მათ თვალში, მსოფლიოს რამდენი ქვეყანა გფარველობს, იცი ? უამრავი, ნისა...შენზე ფსონებს დებენ.
-ტყუი-შევაწყვეტინე ეს საშინელი აღსარება და ყურებზე ხელი მივიჭირე-შენ მხოლოდ ერთ რამეში ხარ მართალი. მე ნისა არ ვარ, ეს ჩემი შერქმეული სახელია და როგორც პიროვნება მე არ ვარსებობ, მაგრამ არ გაბედოდა არ მითხრა, რომ ადამიანი არ ვარ….არ გაბედო იმის თქმა, რომ მეცნიერებმა ითამაშენს სხვადასხვა ნივთიერრებით და უცეფ ბუფჰ და მე გამოვიჩეკე...სისულელეებს როშავ და ამას ვერ დავიჯერებ. უბრალოდ ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გინდა..რადგან მკვლელი გიწოდე.
-მე ის გითხარი, რაც გავიგონე...ვიცი, რომ მტკივნეულია ამიტომაც არ მინდოდა თქმა, მაგრამ დამაძალე.
-ზუსტადაც, რომ გინდოდა...ვითომ წამოგცდა, არადა გამიზნულად ჩაამირტყი, რომ გამეგო და დავტანჯულიყავი.
-როგორ დავცემულვარ შენს თვალში-დანანებით გააქნია თავი და დამტოვა.
მე კი რა დამემართებოდა? მთელი ორი დღე და ღამე ვტიროდი, გვერდით ალკოჰოლი მედგა და ვერ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ მე ხელოვნურად შექმნილი არსება ვიყავი. თითქოსდა არაფერი მეც იგივენაირად ვსუნთქავ, მესმი, ვგრძნიბ, მტკივა, როგორც სხვას, მაგრამ…..თუმცა რას ვროშავ. მე ხომ იმაზე მეტად განსხვავებული ვარ, ვიდნრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
არ ვიცი იოანეს, რა, როგორ ქონდა განზრახული, მაგრამ ამ ყველაფერს ერთი დადებითი თვისება აღმოაჩნდა, ხომ გაგიგიათ ყველაფერს ორი მხარე აქვსო, ხოდა ეს მეორე მხარე მთელ ჩვენს გუნდ გამოადგა. იმაზე სწრაფად მოვიძიე ინფორმაცია, ვიდრე წარმომედგინა. მათი ჩაძირვის სურვილი მკლავდა, მინდოდა გამქრალიყვნენ აღარ ეარსებათ და დასრულებულიყო სხვების წამება. ყველა საბუთი და ვიდეო გადავაგზავნე საქართველოში და რამდენიმე დღეში რას ვხედავ, ჰოპ და მსოფლიოს ყველა მედია ამ ორგანიზაციაზე საუბრობს, საქართველოს ყველა რეგიონში მიტინგია და მთავრობის გადადგომას ითხოვენ, მსოფლიო შოკშია. ოპოზიცია მცხარე დისკუსიაში იწვევს მოქმედ პარტიის წევრებს და ზოგიერთი ექსპერტი და მეცნიერი გაოგნებით საუბრობენ, რომ სმენიათ ამ ორგანიზაციის შესახებ, თუმცა ყველა, როგორც კვლევის ცენტრად ისე იცნობდა და არა ექსპერიმენტულ “სისხლის მსმელ მონსტრად” ,როგორც შეარქვეს ვიდეობისა და ფოტოების ნახვის შემდეგ.
რამდენიმე ხანი დავაყოვნე პარიზში ,მინდოდა ჩამცხრალიყო სიტუაცია და შემდეგ წასულიყავი საქართველოში. ამ დროის განმავლობაში ვერ ვეხმიანობოდი მათ, რადგან სასამართლოში იყვნენ ყოველ მეორე დღეს, არ მეშინოდა ვიცოდი, რომ არ დაიჭერდნენ. საბოლოოდ სამართალი იზეიმებდა. ამასობაში 30 დეკემბერი მოვიდა. სასწრაფოთ ჩავალაგე ბარგი ,ჩემდა ბედად ერთი ბილეთი იყო დარჩენილი და სასრაფოდ დავჯაშნე. პარიზის ქუჩებში ვხეტიალობდი, სანამ გავფრინდებოდი საქართველოში. მინდოდა საჩუქრები მეყიდა მათთვის. ჩემდაგასაკვირად დროში კარგად ჩავეტიე, საჩუქრებიც შევფუთე და პირდაპირ აეროპორტში გავეშურე. სანამ მე ჩავჯექი, გამოვფრინდი, ჩავფრინდი, ტაქსი გავაჩრე და სებესთან სახლში მივედი უკვე 31 დეკემბერი გათენდა. დილილ ხუთისაათი იყო მის კარების წინ, რომ ვიდექი და ზარი დაუფიქრებლად მივეცი. დაახლოებით ათი წუთი მალოდინა და გამყინა კარებთად. მეც შეუჩრებრივ ხან ვრეკავდი, ხან კარებზე ვაკაკუნებდი. საბოლოოდ ,ინება ვაჟბატონმა და ნახევრად გახელილი თვალებით, არც ვაცადე აზრზე მოსვლა ,ისე შევახი და მოვეხვიე.
-ჩემი მონატრება-ბაგებს დავეწაფე
-ფერია...აქ როგორ? რატომ არ გამაფრთხილე-მომიცილა და წარბებშეკრული დამაჩერდა
-მეც მომენატრე, სებე-მისი რეაქციით გაგულისებულმა ვუთხარი
-ჯერ კითზხვაზე გამეცი პასუხი
-სიუპრიზიიიი-გავუღიმე მთელი ძალით-რა არ მოგეწონა?
-კი, ამაზე კარგი სიუპრიზი ცხოვრებაზე არავის გაუკეთებია. ჩემი საყვარელი ქალი, ჩემი სუნთქვა ჩემს წინ დგას და შემიძია მოვეფერო-ხელში ამიტაცა და დამატრიალა. როგორც ჩანს გამოფხიზლდა-შემოდი, გაიყინები-სწრაფად გამოწია და ჩემოდნები შემოიტანა სახლში.
-წამოდი-ხელი ჩამჭიდა, გათბოდა ჩართო, დივანზე დაჯდა და მუხლებზე დამიჯინა-აბა მოყევი, რა ხდება პარიზში-თან კურტკას მხდიდა, თან მელაპარაკებოდა.
-თავი ხუთიწლის ბავშვი მგონია და გიორგის დაუძახე ვეთამაშები, მაინც.
-ჩემი სიყვარული ხარ შენ-უცებ დამეტაკა და მაკოცა-როგორ მენატრებოდი, ცოტაც და გავაფრენდი.
-რა ხდება, იმ საქმეზე?
-მოდი დღეს არ გვინდა რა…
-კარგი-თავი დავუქნიე და მისაღებს მოვავლე თვალი-ნაძვის ხე, სად არის?
-არ არის-მხრები აიჩეჩა
-არ თქვა, რომ არ ემზადებოდი ახალი წლისათვის-თვალები გავაფართოვე.
-კარგი რა, შენ აქ არ იყავი და რა საახალწლო განწყობა მექნებოდა? სადაც იყო გადავიდოდი ჭკუიდან.
-ასე არ შიძლება, სასწრაფოდ უნდა მოვემზადოთ ახალი წლისათვის.
-ჯერ ძან ადრე ხო არ არის? მეძინება საშინლად.
-ჰოო დაღლილი მეც ვარ და მეძინება. ჯერ ცოტახანი დავიძინოთ და შემდეგ წავიდეთ საყიდლებზე კარგი?
-კარგი-დამეთანხმა და საძინებლისაკენ წავედით.
არ ვიცი, ცოტახანში რამდენს ვგულისხმობდი, მაგრამ რომ გამოვიღვიძე თორმეტი იყო დაწყებული. სასწრაფოდ წამოვარდი საწოლიდან და სებეს გაღვიძება დავიწყე, თან ოთახიდან გავვარდი, საჭირო ნივთები, რომ ამომეღო ჩემოდნიდან, შემდეგ სააბაზანოში შევედი და მოვწესრიგდი, რომ გამოვედი ბატონი სებე ,კვლავ, საწოლში იწვა და განაბული მიყურებდა.
-ვერ წარმოიდგენ, რამდენი ხანი ვოცნებობდი ,თუნდაც ესეთი გიჟირუ დილი გვქონოდა.
-იქნებ, ინებოთ ადგომა?
-მე ჩემ ფიქრებს და ტკივილს გიზიარებ და შენ რეებზე მელაპარაკები?
-სებეეეე-აღარაფერი უთქვაამს ადგა და მოსამზადებლად გავიდა.
როგორც ჩანს, ახალი წლის მზადებას მართლაც, მოაქვს ბედნიერება, რადგან საოცარი დადებითი ენერგიით ავევსე. ყველაფერი ვიყიდეთ-ნაძვისხე, სათამაშოეებ, განათებები, პროდუქტები, ხელოვნური თოვლი. მოკლედ ყველაფერი, რაც ახალიწლისთვის აუცილებელი იყო.
-ბავშვის ნახვა მინდა, დემეტრესთან წავიდეთ რა…
-დემეტრესთან რა გინდა მერე?
-აბა?
-ანასთან არის ბავშვი.
ცოტა გული დამწყდა, რომ ერთად არ ცხოვრობდნენ, მაგრამ რას ვიზამთ. ვერ მოთხოვ ადამიანს ძალით შეიყვარე შენი შვილი მამაო.
ანასთან მივედი და საახალწლო საჩუქარიც გადავეცი ,საოცარი ბავშვი იყო ქრისტესია. და აქედანვე ეტყობოდა, რომ დემეტრეს გავდა. ანას დედობა აშკარად მოუხდა, იმაზე ლამაზი იყო, ვიდრე მე დავტოვე და ბედნიერებით უნათებდა თვალები. შემდეგ დემეტრე ვნახე და საბოლოოდ სახლში წავედით. მთელი სახლი საახალწლოდ მოვრთეთ. საკვები გავაკეთეთ, ზოგი შევუკვეთეთ, რადგან არც დრო არ გვქონდა და არც კეთება არ შეგვეძლო. ახალი წლის დადგომამდე სებეს მშობლები მოვიდა, ვაიბერით ვესაუბრეთ ლაშსა და მათ ოჯახის წევრებ, ლიზამ ბავშვიც გამაცნო. პატარა ფერია, რომელმაც ჩემდა გასაკვირად ყველაფერი იცოდა. ჩემს შესახებ და ბიცოლასაც მეძახდა. თორმეტს რამდენიმე წუთი აკლდა ახალი წლის დადგომას, სებემ ფოივერკი აიღო ხელში და აივანზე მიხმო. ერთად შევხვდით ახალ წელს, რომელიც ახალი იმედებით და ემოციებით იქნებოდა სავსე. ბოლოს სახლში შევედით, ფანჯარასთან ვიდექი და ვაკვირდებოდი ქალაქი, როგორ ზეიმობდა. ჩემმა სიყვარულმა შამპანიურის ჭიქებით ხელში მომიახლოვდა და ერთ-ერთი ჭიქა მე გადმომცა. ცალი ხელი გადამხვია და ჭიქა მომიჭახუნა.
-ჩვენ გაგვიმარჯოს!
-გაგვიმარჯოს!-მეც გავუღიმე და ჭიქა მივუჭახუნე, ცოტა მოვწრუპე და მწარე სითხე სებეს ტკბილმა ბაგებმა გაანეიტრალა.
-მიყვარხარ!
-სამყაროს მირჩევნიხარ!
-აბა რა ჩამომიტანე, პარიზიდან?-ეშმაკობაზე გადავიდა
-უი, შენი საჩუქარი ოთახში მაქვს. დამელოდე-მოწყვეით ვაკოცე და გავედი ოთაში
-შენი აქ დაგხვდება-უკან მომაძახა
ოთახში შევედი და საჩუქარს ძებნა დავუწყე, ბოლოს ვიპოვნე კიდევაც და ოთახიდან უნდა გავსულიყავი, როდესაც ტელეფონზე ესემესი მომივიდა.
-ალბათ, ანაა-გავიცინე და ტელეფონს დავწვდი. უცნობი ნომრიდან იყო გამოგზავნი. გავხსენი იქ კი ეწერა. “ გილოცავ ახალ წელს, ნისა გირჩევ მაქსიმალურად დატკბე შენ ცხოვრებაში დარჩენილი უბედნიერესი რამდენიმე საათით -სარა.”
ღიმილი სახეზე შემაშრა, მაგრამ ეს სებესთვის არ უნდა მენახებინა. სებეს, არ უნდა გაეგო ამ ესემესის შესახებ, არ მივცემდი სარას საშუალებას ეს დღე ჩაეშხამებინა ჩვენთვის. სახე, როგორღაც დავიყენე და გავედი.
-აი, ვიპოვნე-ღიმილით გავედი და გავუწოდე.
-ეს მერე-გვერძე გადადო-მანამდე მოდი ჩემთან- მთელი ძალი ჩამიკრიდა გულში და ასე ვიყავით, რამდენიმე წუთი. არც ერთი არ ვარღვევდით იდიალურ მყუდროებას, ორივენი ვტკბებოდით ერთმანეთით. მხოლოდ ჩვენ მე და სებე და ჰო...ჩვენი დიდი სიყვარული!.
....................
ძლივს დაიდოოო!!! ჯერ ხომ ისევდაც დავაგვიანე დადება რისთვისაც ძალიან დიდი ბოდიში შემდეგ ორიდღე ველოდე როდის დაიდებოდა და გაპარული შეცდომის გამო ისევ თავიდან მიწევს დადება.
უკვე 2020 წელია ჩემო მეგობრებო გილოცავთ ახალ წელს და მინდა ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყოს თქვენ ცხოვრებაში. ძალიან მიყვარხართ !!!



№1 სტუმარი ხბ

ახლა ვინმე რო მოკვდეს გავგიჟდები -_-

 


№2  offline წევრი ნაამა

სარას ვითრევ თმით და არ ვაცოცხლბ სებე რომ მოკლას

 


№3  offline წევრი n-strovet

ხბ
ახლა ვინმე რო მოკვდეს გავგიჟდები -_-

heart_eyes

არჩვაძე
სარას ვითრევ თმით და არ ვაცოცხლბ სებე რომ მოკლას

kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent