ბუმერანგი.მეორე ნაწილი 18 თავი.
გაბრაზებული,რისხვით სავსე და შურისძიების დაუოკებელი წყურვილით შეაღო კომპანიის კარი და მტკიცე ნაბიჯებით გაიარა თანამშრომლების მიერ გაკეთებული კალიდორი.ზოგი გულიანად იცინოდა,ზოგი ირონიით საუბრობდა და დასცინოდა სხვებს,ზოგი ტელეფონებში იყო თავჩარგული და გარშემო რა ხდებოდა სულაც არ აინტერესებდა.თორნიკემ სათვალე მოიხსნა და ირონია ნარევი ხმით თქვა. -როგორც ვხედავ ამხელა კომპანიაში საქმე გამოილია და უსაქმოდ ზიხართ,მაშინ საინტერესოა, რატომ ვიხდი ამხელა ხელფასებს.არ მინდოდა ახალი ვაკანსიები გამომეკრა,მაგრამ ვხედავ სხვა გზას არ მიტოვებთ.ყველა დატრიალდა და სამუშაო საათების დასრულებამდე ყველა მუშაობდა.შუადღე იყო უკვე,რომ თორნიკეს ხმა ყველამ გაიგონა,ის განრისხებული ნოდარის კაბინეტში შევიდა. -რა მოხდა,რა სახე გაქვს.შეშინებული უცქერდა ნოდარი თორნიკეს თუმცა ძალიან კარგად ხვდებოდა რატომ ბრაზობდა თორნიკე. -მეკითხები კიდევ რა მომივიდა? ეს შენ უნდა მითხრა რა ხდება,ჩემს ზურგს უკან დაიწყეთ კომპანიიდან თანხის გატანა? -თორნიკე............... -რა თორნიკე,შენს ხელთ იყო ამ თანხის ბედი,მაგრამ არაფლად ჩათვალე ჩემი სიტყვები და გადამიარე ნოდარ. -თორნიკე ეს ზვიადის და გაგას გადაწყვეტილება იყო. -რას ამბობ,და მე ვინ ვარ აქ.შენ აზროვნებ საერთოდ? იცი რომ შენს გამო კომპანია შეწყვიტავს არსებობას? უამრავი ფულის გატანა გინდოდათ დღეს დილით ჩემს დაუკითხავად,რომ არ დაერეკა ბანკის უფროსს მე არც არაფერი ვიყავი შენთვის და გაიხსენე რა გითხარი,თუ გინდა კანონის ფარგლებში იმუშავო იმუშავე თუ არადა დატოვე კომპანიათქო. -თორნიკე............. -მე ჩემს ნათქვამ სიტყვას ყოველთვის ვასრულებ ნოდარ. -რა მოხდა,რატომ ჩხუბობთ.გაოცებული უცქერდა ფატი ჯერ ნოდარს და შემდეგ თორნიკეს რომელიც თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.თორნიკე ნოდარს უცქერდა,მაგრამ ფატის აუხსნა რატომ ბრაზობდა ასე ძალიან. -თვალხილებული ძარცვა,აი რატომ გაკოტრდა კომპანია. -ნოდარ დავიჯერო არ შეგიძლია კანონის ფარგლებში მუშაობა,მაგრამ თქვენ ხომ მიჩვეული ხართ უკანონო საქმეების მოგვარებას და ძნელია ასე უმოკლეს დროში გადაეჩვიოთ.ვწუხვარ,მაგრამ ზომების მიღება მომიწევს. -რას გულისხმობთ............... -დროა დაემშვიდობოთ ამ ადგილს და დაისვენოთ,მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს სამხილებად შევინახავთ სასამართლოსთვის,რომ კომპანიის დირექტორის თანხმობის გარეშე ცდილობდით უზარმაზარი თანხის გატანას,რომელიც ყოვლად დაუშვებელია.კომპანიას უჭირს,კრიზისი გვაქვს,ვცდილობთ ფეხზე დავაყენოთ და თქვენ ხელის შეწყობის მაგივრად,ფეხებში გვედები. -განთვისუფლებული ხართ ბატონო ნოდარ შეგიძლიათ თქვენი ნივთები შეაგროვოთ. -მაგრამ მე.............. -არავითარი მაგრამ,მე გაგაფრთხილეთ. -რამდენიმე საათის შეხვედრამ,ვერ დაიტია მცირე დრო და საღამომდე ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ. -უკვე დაღამდა ალექსანდრე ჩვენ კი ისევ აქ ვზივართ და კიდევ რამდენი რამ გვაქვს სათქმელი ერთმანეთისთვის,რუხვაძეებმა ჩემი ცხოვრება დაამსხვრიეს,ყველას გვაქვს ბნელი მხარე და იმ ყველაში მეც შევდივარ,მაგრამ არასოდეს მომიკლავს.ალექსანდრეს ჩაეცინა და რატის შეხედა. -ჩემთან როცა იქნები არაფლის ახსნა არ არის საჭირო,შეიძლება ითქვას რომ ცხოვრებაში შენზე ოდნავ მეტი რამ ვნახე და ძალიან ადვილად შემიძლია წავიკითხო ადამიანის სახე.რატის ტელეფონზე ნაცნობი ნომერი დაფიქსირდა და დაღლილი ხმით უპასუხა. -გისმენ ვალერა. -სად ხარ,საშინელება მოხდა რატი. -რა მოხდა..................... -სასწრაფოდ უნდა მოხვიდე,გელა ნახეს მოკლული. -გელა? ბევრი ძებნა საჭირო არ არის,რუხვაძეებშია მკვლელი. -უფრო მეტიც,უგრძნობ მდგომარეობაში მათე მოიყვანეს საავადმყოფოში. -რას ამბობ,ეს როგორ მოხდა. -შავი ჯიპი დაეტაკა. -ვინ თქვა,მძღოლი? ვინ არის მძღოლი,მისი ვინაობა ცნობილია? -არა,არ იციან ვინ არის. -სად არის,წავიდა? -გააჩერა,ერთი მოიხედა უკან და წავიდაო. -წავიდა? -წავიდა,მაგრამ გადმომიგზავნეს მანქანის ნომერიც და გავარკვევთ ვინც არის. -ეს კარგია,მათე ძალიან დაშავდა? -მკერდის ძვალი აქვს დაზიანებული,ფეხებში მგრძნობელობა არ აქვს. -ვალერა იმედი? -იმედი არის,ჩემი დაკვირვების ქვეშ იქნება. -არ იცის ის ვინც არის ვის გადაეყარა,მოვდივარ.ტელეფონი გათიშა და ალექსანდრეს შეხედა. -ვხვდები რომ რაღაც სერიოზული მოხდა. -უნდა წავიდე ალექსანდრე ჩვენი ინფორნმატორი გელა მოკლეს,მათე საავადმყოფოშია და ვხედავ ძალიან გართულდა მდგომარეობა.მალე გაზღვევინებ ყველაფრისთვის რუხვაძეებო,ჩალაპარაკა და ორივე ფეზე წამოდგა. -რამოდენიმე დღის წინ პოლიციელი რობაქიძეც მკვდარი იპოვეს,უფრო სწორად აიძულეს თავი მოეკლა.რატის ტელეფონმა ისევ დაურეკა და ამჯერად ღიმილით უპასუხა. -გისმენ, შალვა პირდაპირ მითხარი რა გადაწყვეტილება მიიღე. -ვიფიქრე რატი და თანახმა ვარ მეგობარო,დღეიდან ლოთობას ვიწყებ. -დაიწყე შალვა და ყოველ საღამოს შემეხმიანე,ვინ გამოგელაპარაკება,ვინ შეგხვდება და რას შემოგთავაზებს. -კარგი,ვეცდები კარგი მსახიობი ვიყო.ტელეფონი გათიშა და ნიკოლოზს დაურეკა. -გისმენ რატი. -გეგმა რომელზედაც უკვე ვისაუბრეთ და ყველამ ერთად განვიხილეთ,დღეიდან იწყებს მოქმედებას,პიროვნება თანახმაა იმ თანხაზე რამდენიც შევთავაზეთ. -კარგია,ყურადღება მიაქციე და მეც დამირეკე რომ ვიცოდეთ რა დროს რა გავაკეთოთ.რატი ჯერ საავადმყოფოში მივიდა მათეს სანახავად,შემდეგ კი შალვასთან წავიდა შესახვედრად.შალვასთან მისვლამდე ერთი ტელეფონი იყიდა თავისი ნომერიც ჩაწერა და ზედ დააწერა ,,თენგო''.მეგობრები ერთმანეთს შეხვდნენ კიდევ ერთხელ განიხილეს გეგმა და წვრილმან დეტალებზეც კი ისაუბრეს.ანანოს გაუხარდა რატის ნახვა და ვახშამზეც კი დარჩა მათთან,პატარას ესაუბრა ზოგადად და კმაყოფილი დაბრუნდა,შალვას კი გარკვეული თანხა დაუტოვა,დაემშვიდობა და იმედით სავსე დაბრუნდა უკან,თორნიკეს კი შეტყობინება გაუგზავნა. -,,ყურადღებით იყავი კომპანიაში,დღეიდან ვიწყებთ ჩვენი გეგმის განხორციელებას''. -,,გასაგებია,არ დამირეკოთ როცა დროს ვნახავ თავად შეგეხმიანებით''. -,,ველოდებით შენგან ახალ ამბებს''. ყველაფერს თავის გულში იმეორებდა,ალაგებდა აზრებს და შინაგანად განიცდიდა,არ იცოდა მისი როლს როგორ მოირგებდა.დილით ცუდ ხასიათზე გაიღვიძა და ანანოს ეუხეშა,რამაც ანანო გააკვირვა და ცრემლი მოერია ეს ხომ პირველად მოხდა მათი ქორწინების წლებში.შალვამ არც კი ისაუზმა,პიჯაკი აიღო და სახლიდან გავიდა.დილიდან დაიწყო სმა,კარგად შეხურებული იყო ქუჩაში რომ გავიდა და ფეხით დაუყვა ქუჩას თავადაც არ იცოდა სად მიდიოდა,ძველი მეგობრები შეხვდნენ და მათთან ერთად ჩამოისვენა,იმ დღეს გაბედა კიდევაც და პირველად ითამაშა და ეს უკვე გაგრძელდა რამოდენიმე დღე,სახლში უაზროდ მთვრალი მიდიოდა და ერთ საღამოს სიცილით და ირონიით უთხრა უცნობმა. -რა გჭირს მეგობარო,ჩემდა უნებურად საუბარს ყური მოვკარი ყოველ დღე თამაშობ იმიტომ რომ ერთ დღეს გინდა გამდიდრდე,გინდა დაგეხმარო რომ აქ ამ უბანში ყველაზე მდიდარი იყო? -შენ ვინ ხარ ან რატომ გინდა დამეხმარო,რომ მდიდარი გავხდე და ფულს მთავაზობ ჩემი ვალიც გადაიხადო,რატომ? -მთვრალი ხარ,მაგრამ კარგად აზროვნებ ამიტომ მეც ვერ გეტყვი ტყუილს და მინდა სიმართლე გითხრა.მე მიყვარს გაჭირვებულ ადამიანებზე დახმარება,ეს ჩემი ჰობია,მაგრამ ჩემგან თუ მიიღებ დახმარებას შენც რაღაც უნდა გააკეთო ჩემთვის. -რა უნდა გავაკეთო,მე რაში უნდა გამოვადგე შენისთანა ნასწავლ ადამიანს. -მამა,მამიკო.მოესმა ხმა და გაოცებულმა შეხედა მისკენ ღიმილით მომავალ პატარა გოგონას. -აქ რატომ მოდი,ქუჩაში რატომ ხარ. -პური უნდა ვიყიდო,დედა იქ მელოდება დაგინახე და შენთან მოვედი. -სახლში წადით,შუქი ჩააქრეთ და დაწექით ჩაგეძინება,ასე შიმშილიც გადაგივლის. -რას ამბობ მეგობარო,მშიერი ბავშვი როგორ დაიძინებს.გაუბრაზდა უცნობი შალვას და ფეხზე წამოდგა,პატარას ხელი მოკიდა მაღაზიაში შეიყვანა უამრავი რამ უყიდა,ბავშვს მოეფერა და დედასთან გაუშვა.შალვას შესახედად კი ბავშვს 50 ლარიანიც კი ჩაუდო ჯიბეში. -ეს კი შენ გქონდეს,ნუ გრცხვენია მე მამიკოს მეგობარი ვარ და ჩემი არ უნდა შეგრცხვეს.პატარამ მამას შეხედა და როცა მისგან თანხმობა მიიღო,მხოლოდ მაშინ გამოართვა ფული და მისთვის უცნობ და კეთილ ძიას მისი ბავშვური ღიმილით გაუღიმა,მადლობის ნიშნად კი ლოყაზე აკოცა და წავიდა.შალვამ ცრემლი მუჭით ამოიწმინდა და მის გვერდით მდგარ უცნობს ცრემლმორეულმა უთზხრა -მადლობა,მე თქვენი სახელიც არ ვიცი. -ამ პირველ შეხვედრაზე მოდი ასე ვთქვათ,რომ შენ შენი გადამრჩენელი და ოჯახის ანგელოზი გაიცანი,თუ ისევ შევხვდებით ერთმანეთს მე შემიძლია დაგეხმარო და ოცნება აგისრულო. -ოცნებას ამისრულებ? ჩემი ოცნება ძალიან დიდია მეგობარო,უსაშველოდ დიდი და ნუ დამაიმედებ,მივეჩვიე ასეთ ცხოვრებას. -თუ დამთანხმდები,თავად მიხვდები თუ რა შემიძლია გავაკეთო იმ ადამიანებისთვის ვისაც მეგობრად ვთვლი.დაფიქრდი მეგობარო და თუ ისურვებ,ჩვენ ისევ შევხვდებით.უცნობი წავიდა,შალვამ სახლში მისვლამდე რატის დაურეკა და იმ დღეს რაც გადახდა ყველაფერი მოუყვა. -ვიცოდი რომ შეძლებდი,ეს პირველი ნაბიჯია და ვიცი ჩვენ შენი დახმარებით წარმატების მწვერვალზე ავალთ და მე უკვე ვგრძნობ გამარჯვებას.ზვიადი გამარჯვებული სახით მართავდა საჭეს და ღიმილით უპასუხა ტელეფონზე შემოსულ ზარს. -გისმენთ. -ლექსო დიასამიძე ვარ,უნდა შეგხვდე. -.................................. -გესმის ჩემი ხმა? -მესმის,სად და როდის. -ახლავეს,ჩვენ ძველ ადგილზე ვიქნები.ზვიადიმ მიმართულება შეცვალა და ნაცნობ ადგილზე მივიდა,მის წინ დაკუნთული ახალგაზრდა მამაკაცი იდგა. -რომ არ ვიცოდე სად იყავი 3 წელი,ვიფიქრებდი რომ წლებია სადმე მთებში ისვენებდი და მხოლოდ ვარჯიშით იყავი დაკავებული. -ასე რომ არ არის ეს თავადაც იცი,იმედია არ დაგვიწყებია სად ვიყავი,როგორ გამეცი და ჩამკეტე ჯერ კიდევ ბავშვი და ეს არ გეყო,ყველა შენს მიერ ჩადენილი ბინძური დანაშაული რაც კი ჩაგიდენია მე მომაწერე და სასჯელიც 10 წელი მომისაჯეს,რატომ? არაფლის გამო. -მაგრამ შენ მხოლოდ 3 წელი მოიხადე,ასე ადრე არ გელოდი,მაგრამ როცა გამოხვიდოდი ვიცოდი მნახავდი. -როგორც იცი ციხიდან ახალ გამოსულს სამუშაოს მოძებნა უჭირს,სახლში მოხუცი ბებო მყავს რომელიც ჩემზე დარდმა და ჯავრმა უფრო დააბერა,მას ექიმი და წამალი ესაჭიროება,მე კი არც სამსახური მაქვს და არც ფული. -ასე ადვილად შეგიძლია დაივიწყო რაც მოხდა? -ზვიადი ჩემო მეგობარო,მე ჩემი სურვილით მოვედი შენთაბნ და არ მინდა ვიკამათოთ,მე 17 წლის ასაკში ავცდი სწორ გზას,ახლაც იგივეს ვაკეთებ რადგან დახმარება გთხოვე უნდა ხვდებოდე რომ ეს ძალიან მჭირდება,უარს არ ვიტყვი არანაირ სამსახურზე. -სამსახური? დავფიწქრდები,მაგრამ...................... -არანაირი მაგრამ,ძნელია იმ წლების დავიწყება,მაგრამ წარსულის უკან დაბრუნება არავის შეგვიძლია,ასე არ არის? რა აზრი აქვს წარსულზე ტირილს. -მაქვს ერთი მნიშვნელოვანი და რთული საქმე,დარწმუნებული ხარ რომ ისევ გინდა ჩემთან მუშაობა და ისევ მზად ხარ იმ ოთხ კედელში მოსახვედრად? -მზად ვარ და მზად ვარ წინასწარ ავანსის აღებაზე. -კარგი,ავანსს ხვალ მიიღებ და საქმეს რამდენიმე დღეში,ჩემს ზარს დაელოდე.ზვიადი შებრუნდა,მაგრამ შეჩერდა საფულე ამოიღო და რაც თანხა ჰქონდა ლექსოს მისცა. -ეს აიღე ახლა და შემდეგ გპირდები კარგ თანხას მიიღებ.ზვიადი წავიდა,ლექსომ ტელეფონი ამოიღო და გადარეკა. -გისმენ ლექსო. -კომისარო ძნელად მოსახელთებელი ცხოველი ხაფანგის გარშემო ტრიალებს,გპირდები ერთ დღეს ხაფანგშიდაც მოხვდება. -ყოჩაღ ლექსო ლომი ხარ,გააგრძელე და კიდევ ველოდები შენსგან სიახლეებს.სახლში იყავი ბებო ნახე? -არა,უკვე სახლთან ვარ.ლექსომ კარზე ზარი მისცა,ფეხის ხმა მოესმა და ჩაეღიმა,ძილშიდაც გრძნობდა ბებიას ფლოსტების ფხაკუნს და ყოველლვის ეღიმებოდა. -ბებო რომ არ დამიძახო,შენი ფლოსტების ხმა ისედაც მაღვიძებს ისე ხმაურით მოდიხარ.ეტყოდა ბებოს და ორივე იცინოდა.კარი გაიღო და ლექსოს სუნთქვა შეეკრა,მისი მოულოდნელი მისვლით კი ბებოს გული შეუღონდა,ბებოს ხელი მოხვია და მის სავარძელში ჩასვა. -შენ,შენ ჯერ არ გელოდი ბებო. -ასე მოხდა,გამომიშვეს თავისუფალი ვარ დღეიდან.ბებიასთან ხვევნა კოცნა რომ დაასრულა ადგა და მისი ოთახის კართან მივიდა,სამი წლის დაკეტილი კარი გააღო ისევ ისე დახვდა მისი ნივთები,საწოლზე ჩამოჯდა და სამი წლის უკან დაბრუნდა ფიქრებით.გაახსენდა იმ ღამით კარზე ბრახუნმა გააღვიძა. -კარი გააღეთ,პოლიციაა.შეშინებული მოხუცი ბებო ჯერ ლექსოს ოთახში შევიდა. -პოლიციას ჩვენთან რა უნდა ბებო. -არ ვიცი,გააღე და მეც მოვალ.ისევ ფლოსტების ფრატუნით მივიდა კართან და შეშინებულმა გააღო კარი. -ლექსო დიასამიძეს უნდა გავესაუბროთ ბებო. -აქ ცხოვრობს შვილო,ჩემი შვილიშვილია. -რატომ არ გამოდის,დამალვას ცდილობს? -არა პოლიციელო,აქ ვარ. -ჩაიცვით,განყოფილებაში უნდა გაგვყვე. -რატომ? -პოლიციის უფროოს მოენატრე,ჩაიცვი გელოდებით. -უფლება მაქვს კითხვა დავსვა,რატომ უნდა წამიყვანოთ. -ჩვენ ჩვენს დავალებას ვასრულებთ,იქ მიგიყვანთ და მიზეზსაც გაიგებთ. -რა უნდათ ბებო,რატომ უნდა წაგიყვანოს პოლიციაში. -შენ არ ინერვიულო,არაფერი დაგემართოს დაიმახსოვრე არაფერი ჩამიდენია ცუდი. -ხომ დაბრუნდები შვილო. -არ ვიცი,ვერ გეტყვი და ამ ნომერზე დარეკე. -ვინ არის,დაგეხმარება? -წესით უნდა მოვიდეს და დამეხმაროს,უთხარი რომ განყოფილებაში გადამიყვანეს.ლექსო განყოფილებაში მიიყვანეს,მაგრამ ლოდინისგან დაღლილი დაკითხვის გარეშე,პირდაპირ სასამართლო დარბაზში გაიყვანეს,სასჯელი კი 10 წელი მიუსაჯეს.მოხუცი ბებოს უამრავჯერ მცდელობისა,ლექსოს მიცემულ ნომერზე მისთვის არავის მიუკითხია და ის ციხეზე გადაიყვანეს. -გამარჯობათ.გაბედულად მიესალმა ლექსო ყველას და რამოდენიმე წყვილი თვალი მხოლოდ მას უცქერდა. -გაგიმარჯოს შვილო.მიესალმა ერთ-ერთმა ჭაღარა შერეულმა მამაკაცმა. -ეს იქნება შენი ადგილი,აქ მოეწყვე. -მადლობა მეგობარო. -რატომ მოგიყვანეს,რა დააშავე. -რომ გითხრა არც მე ვიცითქო,დაიჯერებთ? -უსამართლო ქვეყანაში სამართლის ძებნას ნუ დაიწყებ შვილო,ილოცე და დაელოდე იმ დღეს როცა აქედან გახვალ.ყველას ერთ-ერთი საშუალო სიმაღლის მამაკაცი გამოეყო და ლექსოს წინ დადგა. -ვინ ხარ,რა გქვია.ლექსომ ცნობისმოყვარე მამაკაცს გვერდი აუარა და თავისი ადგილი დაიკავა. -ყრუ ხარ და არ გესმის,რომ გეკითხები? -............................. ძარღვები დაებერა სიბრაზისგან და მუჭები მომუშტა,ლექსოსთან ახლოს მივიდა და გაბრაზებულმა შეუყვირა. -ვისი ხართქო ბიჭო,არ გესმის? -არ ვიცი ვისი ვარ. -როგორ არ იცი,ვინ ხარ არ იცი? ლექსო ფეხზე წამოდგა და მის წინ მდგარს ზემოდან დახედა,რადგან ორი თავით მაღალი იყო მასზე და უთხრა. -არც დედა მყავს და არც მამა ერთი მოხუცი ბებოსი ვარ,დაგიკმაყოფილდა ცნობისმოყვარეობა? -ძალიან ბევრს ხომ არ ბედავ მაღალო,ეს ჩვრები აიღე და ერთ საათში აქურობა უნდა პრიალებდეს.ლექსომ პერანგის საყელოში წვდა დაბალს და გაბრაზებულმა უთხრა. -ნუ ცდილობ წყობიდან გამომიყვანო,არ გირჩევ,ამიტომ ეს ჩვრები თავად აიღე და თავად დააწკრიალე აქაურობა თორემ ამ ყველაფერს უკანა ნაწილში შეგტ....ი. დაბალი რომელიც მაღალ ფეხზე იდგა აქამდე შეშინებული თვალებით უცქედა ლექსოს და უთხრა. -ხელი გამიშვი და ყველაფერს გავაკეთებ.ლექსომ ხელი შეუშვა და დაბალმა სიბრაზისგან სახელად კაკტუსი დაარქვა,ერთ საათში კი მორიდებით მიუახლოვდა ლექსოს და უთხრა. -კაკტუსა ყველაფერი გაწმენდილია.ლექსომ მეორე საწოლზე მწოლიარეს შეხედა........... -გელა მქვია. -აბა გელა მიდი და შეამოწმე როგორ დაგვისუფთავა პატარა კაცმა ყველაფერი.გელა მკვირცხლად წამოხტა ფეხზე და ყველაფერი დაათვალიერა,ლექსოს შეხედა და თვალი ჩაუკრა გელას კი გაბრაზებულმა შეხედა. -შენ ამას გაწმენდილად თვლი? ერთხელ მოუსვი ჩვარი და მორჩა,ეს სიყვითლე რატომ არ მოაშორე? -სად ხედავ სიყვითლეს,თეთრია და ყვითლად გეჩვენება ყველაფერი? -აი ვერ ხედავ იქ სადაც წყალი წვეთავს? გაბრაზებულმა დაუბრუნა პასუხი და გვერდით რომ გაიხედა სახე გაეხსნა რადგან შეხედა ყველა იცინოდა. -მიდი და კარგად გაასუფთავე პატარა კაცო.უთხრა ლექსომ და გელას გამოწვდილ ხელს ხელი დაარტყა.რამდენიმე წუთში ისევ მიუახლოვდა ლექსოს დაბალი და ლექსომ წყნარად უთხრა. -პატარა კაცო დაიმახსოვრე,აქ ყველა თანასწორი ვართ და ყველა ერთმანეთის მეგობრები ასე რომ აქ უფროს უმცროსი არ არსებობს მეგობარო. -ზვიადი შვილო. -ვინ ხართ. -ლექსოს ბებია ვარ შვილო, წასვლის წინ ეს ნომერი მომცა და მითხრა თქვენთვის დამერეკა. -რა მოხდა,ასე გვიან რომ დამირეკეთ. -ლექსო დააკავეს და წაიყვანეს. -ხვალ ყველაფერს მოვაგვარებ.ზვიადი დაჰპირდა მოხუცს,მაგრამ არც მეორე დღეს და არც შემდეგ უკითხია ლექსოს მდგომარეობა.ბებიაც იჯდა და წარსულს იხსენებდა,მხარზე ხელის შეხება იგრძნო და შვილიშვილს იმედით სავსე თვალებით შეხედა. -არასოდეს მიმადარო მას ბებო და გპირდები ზვიადი რუხვაძე შენი თითოეული ცრემლისთვის გადაიხდის. -არ მინდა ისევ მის გვერდით იყო,არ მინდა ისევ იქ დაბრუნდე და ისევ მისი მსხვერპლი გახდე. -ამჯერად მის გვერდით უნდა ვიყო ბებო,მე პოლიციას უნდა დავეხმარო და ეს საიდუმლოა. -საიდუმლო? რა საიდუმლო შვილო,მაშინებს შენს თვალებში გაჩენილი სიბრაზე იქ შურისძიებას ვხედავ. -რასაც ვაკეთებ ახლა,ეს პოლიციასთან შეთანხმებით გავაკეთებ შენ კი ეს არ უნდა თქვა.ეს ფული გამომართვი და სახლში რაც კი გვჭირდება ყველაფერი იყიდე.ბებო გთხოვ მენდო და ნურაფერს ნუ შემეკითხები. -კარგი შვილო,შენ უკეთ იცი რასაც აკეთებ. -დედაააა,დედააააა.ყვირილით შევარდა სახლში და გაოცებულ ანანოს უამრავი ფუნთუშეულ დაულაგა წინ. -ეს სად გქონდა შვილო,მამამ გიყიდა? -არა,მამას მეგობარმა მიყიდა და ფულიც მაჩუქა. -შალვა მართალია რაც ელისომ მითხრა. -მერე შენ რა,ამ ფულით ხვალ დასალევს ვიყიდი თქვენ ეს პურებიც გეყოფათ ამ კვირაში. -რა გემართება,ასე რატომ შეიცვალე რა მოგდის.ტირილით უთხრა ანანომ შალვას და სახეზე ხელები აიფარა. -შევიცვალე,კარგია რომ შევციცვალე რადგან ამ ცხოვრებამ გამხადა ასეთი. -შალვა..................... -რა შალვა,რა შალვა რა კაცი ვარ მე როცა არ შემიძლია ჩემს შვილს ახალი ჩანთა და ფეხსაცმელი ვუყიდო,ახალი ტანისამოსი.ხო შევიცვალე,გაჭირვებამ შემცვალა და ეს დასალევიც ხელს მიწყობს დავივიწყო რეალური ცხოვრება. -ჩემი სამი წლის უსარგებლოდ გატარებისთვის იძულებული ვარ გადაწყვეტილება მივიღო,რომ ამ სამი წლის გამო პასუხი გამცეს რუხვაძემ თუ რატომ მომექცა ასე. -შენც თუ მასავით მკვლელი გახდები,რა განსხვავება იქნება შვილო შენსა და მას შორის. -არა ბებო,მკვლელი არ გავხდები.არც მასავით ცივსისხლიანი გავხდე,მაგრამ ახლა სხვაგვარადაა ყველაფერი და ჩვენც უკეთესობისაკენ წავალთ.მე მას სახეში შევხედავ და მისთვის მისი ერთგული ვიქნები და ასე ერთგულებით მოვუღებ ბოლოს,გავანადგურებ. -მომისმინე,რასაც ახლა გეტყვი აღარ გაგიმეორებ.ჩემთვის ძალიან ძნელი იყო უშენობის ეს სამი წელი,ამ სამ წელიწადში რამდენჯერ მოვკვდი ეს მხოლოდ მე ვიცი,არ მინდა კიდევ ერთხელ და საბოლოოდ მოვკვდე. -გპირდები ეს არ მოხდება,გპირდები და მინდა ჩემი გჯეროდეს. -ჩემი ერთადერთი ხარ და ვერ გადავიტან შენ რამე დაგემართოს.ლექსომ ხელი მოხვია ბებოს და მის კალთაში ჩადო თავი,ბებომ მისი დანაოჭებული ხელებით მოეფერა შვილიშვილს და კედელზე შვილის და რძლის ფოტოს ცრემლიანი თვალით გახედა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.