დავიწყებული სიყვარული (თავი პირველი)
-რახდება წინ ვერ იყურები? -უკაცრავად , მაპატიეთ-თავდახრილმა თქვა გოგონამ. ასეა, არახსოვდა მას სოფია. 10 წელი ელოდა,მაგრამ არ დაბრუნდა და გადაწყვიტა თვითონ მოეძებნა თორნიკე. იმედგაცრუებული უყურებდა ბიჭს და აინტერესებდა რამ შეცვალა ასე,რატომ გახდა ასეთი ცუდი. სოფია 19 წლის გოგონაა,რომელიც დეიდასთან და ბიძასთან ცხოვრობს,როდესაც მამა გარდაეცვალა დედა სხვა კაცთან ერთად გაიქცა, ის კი დეიდას დაუტოვა კართან. მართალია ძალიან ხელმოკლე ოჯახიდან არის,მაგრამ მაინც ახერხებენ ,რომ სოფიას კონსერვატორიაში სწავლის ფული გადაიხადონ. უმოქმედოდ თვითონ გოგონაც არ ზის,ბევრს შრომობს,რომ ფული მოაგროვოს და მთლად დეიდას და ბიძას კისერზე არ იყოს. -სოფია რახდება,ნახე ის?-შეეგება სახლში მისულ გოგონას დეიდა. -თავის თავს არ გავს ,ვერც კი მიცნო მან დეიდა..-უიმედოდ ჩაიბუტბუტა. -კარგი შვილო ,არაუშავს გაგიხსენებს აბა რას იზამს! სოფიამ დეიდას აკოცა და დაღლილი ოთახში შევიდა ,მალევე ჩაეძინა. ***** -ბატონო თორნიკე,როგორც იცით თუ ბაბუათქვენის ანდერძში რაც წერია ის არ ასრულდება,მაშინ მთელი ქონების მხოლოდ 1%ს მიიღებთ. -იცი მაინც რას ამბობ? გგონია მაგ სისულელეს გავაკეთებ? ყველა განთავისუფლებული ხართ სამსახურიდან,ჩემს თავს თვითონ მივხედავ. -თქვენ არ გაქვთ უფლება გაგვათავისუფლოთ,რადგან ჯერჯერობით არ ხართ ამ კომპანიის მმართველი.-უპასუხა ადვოკატმა. -ამ სულელური ანდერძის შესრულებას როგორ მაძალებთ? -ეს ბაბუათქვენის სურვილია ,6 თვე არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ ფული რომელიც კომპანიიდან შემოდის,გაგიუქმდებათ ყველა ბარათი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ქონების 1 %ს იღებთ,დანარჩენი კი ბავშვთა სახლებს გადაეცემა. -ვნახოთ ბოლოს ვინ გაიმარჯვებს,ვნახოთ! გაეთრიეთ აქედან ყველა!-განრისხებული ბიჭი სკამზე დაჯდა- რა სისულელეა ღმერთო რატომ უნდა დავიწყო მუშაობა როცა ამდენი ფული მაქვს! ****** -დეიდა წავედი მე სამსახურში მაგვიანდება -კარგი სოფია წარმატებები.-უთხრა მოსიყვარულე ხმით დეიდამ. -გკოცნიიი-მიაძახა სოფიამ. სოფია ერთ-ერთ მდიდრულ კაფეში მუშაობდა მიმტანად. -ღმერთო ის თორნიკეა,იქ ზის,რავქნა?-ეკითხება ანერვიულებული სოფია მარიამს. -მიდი და რასაც ჩვეულებისამებრ ვაკეთებთ ხოლმე ის გააკეთე , რა დიდი ფიქრიც ამას უნდა?!-უპასუხა მარიამმა. -კარგი წავედი. -გამარჯობა, რას ინებებთ?-სოფიამ ისე გაუღიმა ბიჭს ,რომ ყველა კბილი გამოუჩნდა. -გამარჯობა-ბიჭმა გოგონას შეხედა-მოიცადე შენ ის არხარ?გუშინ ჩემს კომპანიაში რომ შემოიჭერი? -დიახ სწორად გამოიცანით -უხერხული ღიმილით უყურებდა ბიჭს. -კარგი ყავა მომიტანე. -კარგი,ახლავე. -ეს გოგო ვიღაცას ჰგავს ძალიან-გაიფიქრა თორნიკემ და განაგრძო ანდერძის კითხვა , მართალია უკვე ძალიან ბევრჯერ წაიკითხა ,მაგრამ არ სჯეროდა,რომ გარდაცვლილი ბაბუა ფულის გარეშე ტოვებდა და მუშაობას აძალებდა ,მაშინ როცა მას საკმარისი განათლება არ ჰქონდა რომ სამსახური პრესტიჟულ და კარგ ადგილას დაეწყო. -აი თქვენი ყავა,ინებეთ. გოგონას უცებ ნერვიულობისგან ხელი აუკანკალდა და ცხელი ყავა თორნიკეს პერანგზე აღმოჩნდა. -რას აკეთებ გაგიჟდი? მოუხერხებელი იდიოტი ხარ, გამეცალე!-გაბრაზებული გავარდა კაფედან ბიჭი. -ღმერთო ყველაფერი გავაფუჭე,რა დებილიხარ სოფიაა,დებილი,დებილი,სულელი ვარ უხ!!! ***** -ხო და კიდევ ერთი დონატიც მომეცით. -ინებეთ, ნაღდი ფულით გადაიხდით თუ ბარათით? -აი აიღე ბარათი.-უხეშად მიაწოდა თორნიკემ მოლარეს ბარათი. -უკაცრავად ,თქვენი ბარათი დაბლოკილია. -რა? რაღაც შეცდომაა,გადაამოწმეთ! -კარგით ახალავე დავრეკავ,-ტელეფონი თორნიკემ გამოგლიჯა გოგონას. -დიახ მე ვარ თორნიკე,ამიხსენით რა ხდება? რაა როგორ თუ დამიბლოკეს?! ეს რა სისულელეა! განრისხებული ადვოკატთან გავარდა. -ამიხსენით რა ხდება?! -ბატონო თორნიკე მე უკვე ბევრჯერ გითხარით ,ანდერძი უნდა შესრულდეს. -არ შესრულდება ეს სულელური ანდერძი! -მაშინ თქვენ მხოლოდ 1%ს მიიღებთ! თორნიკე გაბრაზებული გავარდა იქიდან. ****** -დეიდა დღეს ყველაფერი გავაფუჭე! -რამოხდა სოფია? -შემთხვევით მას ცხელი ყავა გადავასხი.... ძალიან გაბრაზდა- თან სიცილს ვერ იკავებდა გოგონა და ბოლოს დეიდასაც სიცილი აუტყდა. ----- იმედია მოგეწონებათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.