შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლების პრინცესა ( დასასრული)


6-01-2020, 12:18
ავტორი ფუტკარა
ნანახია 5 540

იქნებ სულაცაა არაა შენი შვილი ტასო, ახლა რატო გაირკვა ეს, მითხარი. ნათია რომ აღარაა ცოცხალი, შანსი გაუჩნდა შენთან ყოფნის და ახლა მოიგონა ეს?
ამ სიტყვების თქმა პიკი იყო გუგასთვის. რაც იმ წამს მოხვდა ხელში, როიალზე მდგარი ლარნაკი იყო და მთელი ძალით დაანარცხა ძირს.
- ახლა ყველაფერი გასაგებია. ყველაფერი. - ეს გვანცა იყო. ყველამ მას გადახედა.
- გეყო ბიძაჩემო, გეყო. დღეს უნდა ითქვას ყველაფერი, აქ და ამ წუთას. ახლა თუარ თქვი, ვეღარასოდეს იტყვი. და ყველას, გასაგონად, ყველას გასაგონად ვამბობ, რომ რასაც ახლა მოისმენთ, აქვე დარჩება. არავინ არაფერს იტყვის ამ ღამის შესახებ, გარდა იმისა, რომ გაიგეთ ტასოს არსებობის შესახებ.
- გვანცა, არ გინდა. - გუგამ სცადა მისი შეჩერება.
- მინდა გუგა, მინდა. დარწმუნებული ვარ, ნათიასაც ენდომება, რომ სიმართლე ითქვას აქ და ასეთ მოღალატედ არ შერაცხონ თათია.
- გვანცა მართალია შვილო - ეს ნანა იყო. - ითქვას ყველაფერი. უბრალოდ ერთ რამეს გთხოვთ, არ მინდა ან ნათიას ძმამ, ან მამამ იცოდნენ სიმართლე. ეს არაფერს შეცვლის, მაგრამ ჩემ მკვდარ შვილს მამამისს საგინებელს ნუ გაუხდით.
გუგა მიხვდა რომ ვერ გაუძლებდა. თათიას ცუდად ხსენებას ვერ გაუძლებდა და დაიწყო.
- მე და თათია ერთად ვიყავით... სიტყვების თქმის გარეშეც ვიცოდით, რომ უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი. არ მითქვამს მიყვარხარო, ჩემ დაბადებისდღეს ველოდი, მინდოდა ის დღე ყველაზე ლამაზი ყოფილიყო მისთვის, ხელი მინდოდა მეთხოვა... ყველა წვრილმანს ვგეგმავდი, მაგრამ.... - ამოიოხრა.- ბაჩოს დაბადებისდღეზე წავედით, მე ჩემი ეგოისტობის და უაზრობის გამო დავკარგე თათია. რაღაც მესიჯი წავიკითხე მის ტელეფონში და არასწორად გავიგე. გავგიჟდი, გავბრაზდი და ისე, რომ ახსნა არ მომოთხოვია, იქ მივატოვე და წამოვედი. დავლიე, უზომოდ ბევრი დავლიე. მერე ქუჩაში ნათია ვნახე, უფრო სწორად არ მახსოვდა ეს მომენტი. გოგო დავინახე, რომელიც სკამზე იჯდა და ბოთლიდან არაყს სვამდა. აღმოჩნდა, რომ საქმროს საყვარელთან წაადგა თავზე და ისიც დარდის მოკცვლას ცდილობდა. ერთად დავლიეთ, თურმე... მერე... მერე დილით აღმოვაჩინეთ, რომ ერთ საწოლში ვიწექით. მერე ნათია წავიდა. მე თათიას თვალებში ვერ ვუყურებდი. ვერ ვბედავდი იმის თქმას, რაც მოხდა. ოდესმე ვეტყვითქო ალბათ მეგონა, მაგრამ... ერთი თვის მერე ნათია მოვიდა ჩემთან და მითხრა რომ ორსულად იყო. მოვკვდი. იმ წამს პირველად მოვკვდი. იმაზე არ მიფიქრია, რომ მამა ვხდებოდი, იმას ვფიქრობდი რომ თათიას დავკარგავდი და ეს მაშინებდა. ნათიამ მითხრა, რომ თუ გადავწვეტთ მოვიცილებ ბავშვსო და დავთანხმდი. ვიფიქრებ და დაგირეკავთო.მე გადაწყვეტილება მივიღე, რომ უნდა მოგვეშორებინა ბავშვი... ამის დამალვა ვერ შევძელი თათიასთვის, ვუთხარი და....- ისევ ამოიოხრა გუგამ და განაგრძო - ვუთხაი და მზერით მომკლა. იმდენი მელაპარაკა, ისეთი რაღაცეები მითხრა, რომ გადამაფიქრებინა. შინაგანად მიმახვედრა, რომ შვილი უნდა მყოლოდა. ვერ წარმოიდგენთ, რას აღარ მეუბნებოდა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ელენე დაბადებულიყო.
დაწვრილებით მოუყვა თათიას და თავის საუბრები, რომ ყველას კარგად დაენახა თათიას სიმართლე. გაოგნებულები უსმენდნენ. თამარს, ქეთის და ზურას სცხვენოდათ თავიანთი არასწორი შეფასებების გამო.
- საიდან ჰქონდა ამდენი ძალა თათიას მართლა არ ვიცი. - ჩაერია გვანცა. - საკუთარი შვილი გაიმეტა უმამობისათვის, რომ ელენეს მამაც და დედაც გერდით ჰყოლოდა.
- არ ვიცი რა იქნებოდა, მანამდე რომ გაეგო ფეხმძიმობის ამბავი, სანამ ნათიას დაარწმუნებდა, რომ ოჯახი ექნებოდა და ბავშვს ერთად გავზრდიდით მე და ნათია, ეს არ ვიცი მაგრამ მაინც მგონია რომ წავიდოდა. იმიტომ რომ იცოდა, მე ნათიას არ მოვიყვანდი ცოლად. ბავშვზე და მასზეც ვიზრუნებდი, მაგრამ თათია იქნებოდა ჩემი ცოლი. ვიცი, რთულია რომ მას გაუგოთ, მაგრამ მე მესმის... ახლა უფრო კარგად მესმის.
- და ბავშვზე როგორ გაიგე? - ჰკითხა ნინიმ.
დანარჩენი ინფორმაცია ნანამ მოუყვა.
- გთხოვ, წადი და მოიყვანე ორივე რაა. - შეეხვეწა თამარი. - როგორ მრცხვენია ჩემი სიტყვების.
- ცოდოა დედა. დამშვიდდეს ცოტა. თქვენც დამშვიდდით. რაც ძალას დავატანთ, უფრო დაგვშორდება და არ მინდა ეს. მინდა ჩემ შვილთან ახლოს ვიყო და ნუ დამიძაბავთ თათიასთან ურთიერთობას. ისე ნუ იზამთ, სულ არ დამენახოს.
- მაგრამ რომ მინდა ჩემი შვილიშვილის ნახვა. - ვერ ისვენებდა თამარი.
- გავალ მაშინ და ტასოს გამოვიყვან, თათია ცოდოა, ძალიან განიცდის.
- კარგი შვილო, ბავშვი მოიყვანე მარტო. ან მეც წამოვალ და დაველაპარაკები.
- დედააა. - იყვირა გუგამ. - გეყოფა. ტასოს მოვიყვან.

გუგა სწრაფად მივიდა თათიასთან.
- მშვიდობაა? - მაშინვე ჰკითხა თათიამ.
- რა თქმა უნდა. შვილიშვილის ნახვა უნდათ. წავიყვან ტასოს. ვიცი შენ არ წამოხვალ.
- ხომ იცი რომ არ შემიძლია, გუგა.
- ვიცი, ვიცი. ტასოო, მამ ჩაიცვი ბებოსთან მივდივართ. მე დედას დაველაპარაკები. - ტასოს გასძახა გუგამ.
- დეე დილით რომ გამიუთოვე იმ კაბას ჩაციცვამ, კარგი? - ოთახიდან გამოსძახა ტასომ.
- კარგი დაე, ჩაიცვი. - გასძახა თათიამ და გუგას ჰკითხა.
- რა მოხდა? უთხარი ყველაფერი? რა თქვეს? გაბრაზდნენ ჩემზე?
- მოიცა მოიცა, ნელ-ნელა მკითხე. ყველამ ყველაფერი იცის და აღარ გინდა ნერვიულობა ამაზე. - მიუახლივდ გუგა და ტუჩებით შუბლზე შეეხო - ყველაფერი ავუხსენი და ნუ დაიძაბები შენ... იმიტომ რომ ხშირად მოგიწევს მათი ნახვა. მესმის ადრეც ნახულობდი მაგრამ მე ხლა სხვა სიტუაციაა. პირველი შეხვედრა გაგიჭირდება თორემ მერე უკვე აღარ. ტასოს გამო მეც ხშირად მნახავ და მათაც... ასე რომ, ნელ ნელა შეეგუე.
- მზად ვაარ. - წკრიალა ხმით დაიძახა ტასომ და მათთან მივიდა
- ჩემო ფერია, რა ლამაზი ხარ მააა. - მოეფერა გუგა.
- ჭკვიანად იყავი დე, არ გააბროზო ხო არავინ. - დაარიგა თათიამ.
- რა იყო პირველად ხომ არ მივდივარ? იქ ხომ ყველას ვიცნობ.
- ხო დე, მართალი ხარ. გუგაა, ელენეს როდის ვეტყვით.
- დღეს ვეტყვი და დარწმუნებული ვარ გაგიჟდება. არ ინერვიულო რაა. ყველაფერი კარგად იქნება. ვიცი, არ გიყვარს ამას რომ გეუბნები, მაგრამ ამ ჯერად მართლა კარგად იქნება ყველაფერი. წავედით ჩვეენ.
გუგა და ტასო წავიდნენ. მარტო დარჩა თათია. თავის ფიქრებთან. ახლა შეელო მშვიდად ეცხოვრა, დამალული არაღფერი ჰქონდა. ამის გამოც კი ბედნიერად გრძნობდა თავს.

ტასოს ძალიან თბილად შეხვდნენ. გუგამ გადაწყვიტა მაშინვე სიმართლე ეთქვა ელენესთვის და ასეც მოიქცა. ძალიან გაუხარდა ელენესაც. ბედნიერი იყო...

გვიან დაიშალნენ. ელენე და ტასო ერთად დაწვნენ, თამარმა გუგასაც მოუმზადა საწოლი, მაგრამ გუგამ თათიასთან წასვლა გადაწყვიტა.
აივანზე იჯდა თათია, კარზე ზარმა რომ გამოაფხიზლა. ძილბურანში იყო წასული. გუგას დანახვა გაუკვირდა.
- მშვიდობაა გუგა? - ჰკითხა შეშფოთებულმა.
- მშვიდობაა, დაწყნარდი. უბრალოდ შენი მარტო დატოვება არ მინდოდა. ბავშვებს სძინავთ, დედა მიხედავს.
- და დედაშენს უთხარი აქ რომ მოდიოდი?
- ხო რა მოხდა, სამშობლოს ღალატია ეს თუ რა.
- კარგი რა გუგა, ხომ იცი რომ ასეთ რაღაცეებზე ვნერვიულობ, არა? რატო იქცევი ასე?
- ახლა ყველამ ყველაფერი იცის, ახლა მე ხშირად გნახავთ, ახლა ერთადაც ხშირად გვნახავენ და მუდმივად ასე უნდა იწუწუნო? რა მოხდა მერე, რა არის ამაში სანერვიულო, შენ ჩემი შვილის დედა ხარ. ჩემი შვილის. და თავისთავად იქ ვიქნები მე სადაც თქვენ და პირიქით. შეეგუე ამ აზრს. მაშინაც მეყოფოდა რომ ვმალავდით. მე დასამალი აღარაფერი მაქვს, და არც შენ...
- მე არ გიშლი გუგა, არც მაქვს უფელება შვილთან ურთიერთობა დაგიშალო, მაგრამ....
- მაგრამ შენ არ გაგეკარო ხო? მოგერიდო, არ გესტუმრო, ეს გინდა ხო?
- გუგა ხომ იცი რომ...
- არავითარი ხომ იცი...- გააწყვეტინა გუგამ - კიდეც გნახავ, კიდეც გესტუმრები და როცა საჭირო იქნება ჩემთან ერთადაც წამოხვალ.
თათიამ ამოიოხრა.
- ნუ ოხრავ რაა. შემარგე ბენიერება. შემარგე ეს წუთები. მე არ ვაპირებ თქვენს დაკარგვას, ეს იცოდე.
- დაკარგვა რა შუაშია გუგა, უბრალოდ არ მინდა ხშირად იყო ჩემთან. მე ჩემზე მაქვს საუბარი და არა ტასოზე.
- შენ და ტასო ცალკ-ცალკე არ არსებობთ, თქვენ ერთად არსებობთ. ახლა კი წამოდი, დავწვეთ, თორემ ისეთ ხასიათზე ვარ, მაგ გაბუსხულ სახეს სულ დაგიკოცნი და მერე ვეღარ გამაჩერებ.
თათიას გაეღიმა გუგას ნათვამზე და სწრაფად წამოდგა. გუგას ზალაში გაუშალა, მაგრამ რა თქმა უნდა იქ არ დაწოლილა. 5 წუთის მერე შეწვა თვითონაც თათიასთან, მაგრად მოხვია ხელები და მალევე მიეძინა.
დღეები ერთმანეთს მისდევდა. გუგა თავისუფალ დროს ბავშვებთან ატარებდა. ელენე და ტასო ხან თათიასთან იყვნენ, ხან გუგასთან. თათია კი მაქსიმალურად ერიდებოდა გუგას სიახლოვეს. ხან ია და ბექა დაელაპარაკნენ, რომ ასეთი საქციელით ბავშვს აზარალებო, ხან ბაჩო და ნინი, თამარმაც კი სცადა დალაპარაკება, მაგრამ თათია თავის აზრზე იდგა. ამასობაში ერთი წელიც მიიწურა. მეოთე კლასი დაამთავრეს უკვე ელენემ და ტასომ. საუკეთესო მოსწავლეები დააჯილდოვეს დიპლომებით, რა თქმა უნდა ტასოც და ელენეც მათ შორის. ყველა ბავშვმა სიგელის აღების შემდეგ თქვა, რომ დედიკოს ძალიან გავახრებო. ელენემაც გააღ პირი ამის სათქმელად, მაგრამ გაჩერდა და ცრემლი მოერია. ატირებული გავარდა გარეთ და დერეფანში თათიას დაეჯახა. ცრემლიანი ელენეს დანახვაზე თათია ანერვიულდა, შეაჩერა ძალით და ჩაიხუტა.
- ელე, რა მოხდა ჩემო პატარა, რატომ ტირი? ვინ გაგაბრაზა?
- არავინ. - ტირილით უთხრა ელენემ.
- აბა ტყუილა ტირიხარ?
- მე... მე... დიპლომები მოგვცეს და... და ყველა ბავშვა თქვა დედიკოს გავახარებთო და მე ვინ გავახროო. - ტირილით უთხრა ელენემ.
ამ დროს გუგაც შევიდა დერეფანში.
- შეიძლებაა შენ გაგახრო? - ისევ ტირილით ჰკითხა ელენემ თათიას.
- შენ შეგიძლია მამიკო გაახარო, ბებო, პაპა, კიდევ მამიდა.
- მაგრამ ყველა ბავშვი რომ დედიკოს ახარებს? არ მინდა მე სხვები, მეც მინდა დედა გავახრო.გუგა ხომ ტასოს მამაცაა, შენც ჩემი დედიკო იყავი რა მოხდებაა. - სლუკუნით ეუბნებოდა ელენე. და უკვე თათიაც ტიროდა.
- შენ როცა მოგინდება, მაშინ შეგიძლია გამახარო, სულაც არ არის საჭირო შენი დედიკო მერქვას.
- და იქნებ ძალიანაც საჭიროა.- ხმა ამოიღო გუგამაც.
თათია შეცბა. არც შებრუნებულა გუგასკენ ისე უპასუხა:
- არ არის საჭირო. და არც ადგილია ამაზე სალაპარაკო.
შემდეგ ელენეს გაუღიმა ისევ და უთხრა:
- ახლა მოიწმინდე ცრემლები, დღეს სადღაც მივდივართ.
- საად? - მოუთმენლობა დაეტყო ხმაში ელენეს.
- ბოტანიკურ ბაღში. იქ იმდენი ლამაზი მცენარეებია.
- მართლაა? მამიკო, მამიკო შენც ხომ წამოხვალ? - გუგას მიმართა ელენემ.
- თათიას არ უნდა რომ წამოვიდე.
თათია გაღიზიანდა, არ ელოდა გუგასგან ამ პასუხს.
- აუ ძალიან გთხოვ მამაც წამოვიდეს რაა, ტასოსაც გაუხარდება. რამდენი ხანია მამასთამ ერთად არსად აღარ ვყოფილვართ.
- კარგი. - ამოიიხრა თათიამ. - მიდი, ტასოსაც დაუძახე და წავიდეთ.
- რა მაგარიააა. - იკივლა ელემ და ტასოს მოსაყვანად გაიქცა. გუგამ კი თათიას მიმართა
- იცი, არ ვიკბინები თათია. ისიც კარგად უნდა გესმოდეს, რომ ისეთს არაფერს გავაკეთებ, რაც უხერხულობაში ჩაგადებს. ხომ მითხარი, ისე ვიქნები შენს გვერდით, როგორც მეგობარიო. მეგობარი კიარა, უცხო ადამიანივით მექცევი. მითხარი, თუ რამე არასწორად გავაკეთე, თუ რაღაც შემეშალა, მითხარი და გამოვასწორებ.

მართალი იყო გუგა, არაფერი დაუშავებია, ზედმეტადაც კი არ შეუხედავს თათიასთვის და რატომ ერიდება ასე. მაგრამ იცის.... იცის.... ჯერ უჭირს... ნათიას გამო უჭირს... ცოტა დრო კიდევ სჭირდება... ცოტა დრო...
- არაფერი დაგიშავებია გუგა. ისევ ჩემი და ჩემი პრინციპების ბრალია. ვეცდები ასე აღარ მოვიქცე. ახლა წავიდეთ, ბავშვები გავახალისოთ.
- იცი რა ბედნიერია ელენე შენთან? მთელი დღე თქვენზე მიყვება ხოლმე, როცა ერათად ხართ. ვერ წარმოიდგენ როგორ უყვარხარ.
- ვიცი გუგა, ვგრძნობ... და მეც ძალიან მიყვარს.
- აბა მე ვარ ანუ აუტანელი? რომ არ მეკარები.
- კარგი რაა, საკმარისია. ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა წავიდეთ, ბავშვები მოდიან...

მხიარული დღე გამოუვიდათ, კარგად გართნენ, ბავშვებიც და უფროსებიც. უამრავი ფოტო გადაიღეს. გვიან წავიდნენ თათია და ტასო სახლში, გუგა და ელენეც თავის სახლში. ძილოს წინ ძალიან მოიწყინა ელენემ. გუგამ რომ ჰკითხა - რა გჭიროს, აცრემლებული თვალებით უპასუხა:
- დედასთან მინდა.
გუგა გაშეშდა. ასე არასდროს უთქვამს ელენეს. ამბობდა რომ დედა ენატრებოდა, ამბობდა რომ უნდოდა დედა აქ ყოფილიყო მაგრამ ასე არასდროს.
- ელე, ხომ იცი რომ დედა ცაშია. - აკანკალებული ხმით უთხრა.
- ვიციი. მაგრამ მე ეგ დედა არ მითქვამს, მე თათიასთან მინდა.
- დღეს ხომ სულ მასთან ვიყავით ელე, ახლა ღამეა და უნდა დავიძინოთ.
- მაგრამ მე მინდა დედიკოს ჩავეხუტო და დავიძინო ისე... მომენატრა ჩახუტება და ისე ძილიიიი.
- მე ჩამეხუტე მააა და ასე დავიძინოთ.
- მე თათია მინდა, თათია, რით ვერ გაიგე, ვააახ. თათიასთან მინდა. - უკვე ხმამაღლა ტიროდა ელენე. - ის ისე მეფერება, როგორც დედა მეფერებოდაა, ისე მაბანავებს, როგორც დედა. ისე მეხუტება როგორც დედააა. ამიტო მინდა თათიასთან.
გუგას გულში ჩასწყდა რაღაც... მაშინვე ტელეფონი აიღო და თათიას დაურეკა.
- გისმენ გუგა.
- მოვიყვან რა ელენეს შენთან. - ცრემლნაერვი ხმით უთხრა გუგამ.
- მშვიდობაა? რა ხდება?
- მოვიყვან რაა, გთხოვ. გთხოვ....
- რას მეკითხები, მოდი, მოიყვანე. ამანერვიულე ეხლა.
მაქსიმალურად სწრაფად მივიდნენ თათიასთან.
ნამტირალევი ელენეს დანახვაზე გული შეეკუმსა თათიას, ელენემ სწრაფად შემოეხვია და ატირდა. ელენეს ტირილზე თათიაც ატირდა. მათი შეხედვარე გუგაც ტიროდა.
ძლივს დაამშვიდეს ელენე.
- წავალ მე... და ბოდიში რაა. - გუგა წასასვლელად ადგა.
- ნუ სულელობ. დაჯექი, ყავას გაგიკეთებ, ბავშვებს დავაწვენ და მოვალ....
ყავა გაუკეთა, დატოვა მარტო და საძინებელში გაიყვანა ორივე. მალე ჩაეძინათ. თვითონ გუგასთან დაბრუნდა. თავჩაღუნული იჯდა გუგა. მიუახლოვდა მის წინ ჩაიმუხლა.
- კარგად ხარ გუგა?
- ასე დიდი ხანია არ შემშინებია თათია. ყოველთვის მეგონა, რომ ელენე ძლიერი იყო და ასეც იყო. დღეს კი... დღეს მოვკვდი ლამის მის სიტყვებზე. რა მითხრა იცი? დედასთან მინდაო. მეგონა ნათიაზე ამბობდა, მაგრამ თურმე შენ გგულისხმობდა. ის ისე მეფერება, როგორც დედა მეფერებოდაო, ისე მაბანავებს, როგორც დედაო. ისე მეხუტება როგორც დედაო. ვერ გავუძლეი იცი? ვერ გავუძელი და მოვიყვანე.
- ამის გამო ნუ აანერვიულებ ბავშვს, როცა მოუნდება მომიყვანე, ნებისმიერ დროს. ამის გამო ერთ ცრემლს ნუ ჩამოუგდებ თვალიდან.
გუგამ ამოიოხრა.
- და მე? მე? სულ არაფრად ვღირვარ შენთვის? მე რომ მტკივა, ეს სულ ერთია? გგონია მხოლოდ ელენეს უნდა შენთან? მე ყოველ წამს მყავხარ გონებში. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, გონება შენთანაა, გესმის? ხანდახან ამოსუნთქვა მიჭირს, იმაზე ფიქრისგან რომ ცდილობ თავიდან მომიშორო. მე კი დაძინებისას შენი სახე მიდგას თვალწინ, შენ სურნელსაც კი ვგრძნობ. სასაცილოა, არა? უბრალოდ ვერ გეხები, თორემ სულ ჩემთან ხარ. ზოგჯერ იმდენად ნათლად ვხედავ შენ სიცილს, თავი გიჟი მგონია. არ იფიქრო, არც კი იფიქრო რომ ამ ყველაფერს ელენეს გამო ვამბობ... რომ ელენეს გამო მინდა შენთან.
- მსგავსი რამ აზრადაც არ მომსვლია არასდროს გუგა. - ჩამწყდარი ხმით უთხრა თათიამ.
- რა ვქნა მითხარი... რა მხოდებოდა მაშინ მეთვქვა როგორ მიყვარხარ, რომ შენ ხარ ჩემთვის ბედნიერების დასაწყისი, რომ შენს გამო მიხარია გათენებაც და დაღამებაც... იცი იცი
იცი რა მინდა ხოლმე? შორს რომ ვიყოთ... იქ, სადაც არცერთი ნაცნობი არ იქნება და არ მოგიწევს შენი ემოციების მოთოკვა. სადაც არავინ შეგვიშლის ხელს. სადაც შემეძლება ყოველი წუთი შენთან ჩახუტებულმა გავატარო... სადაც შემეძლება ყოველ წუთს შენ თბილ ამოსუნთქვას ვგრძნობდე ყურთან... სადაც შენი გულისცემა ჩემს გულისცემას შეუერთდება. პატარა ბავშვივით მოგეფერებოდი, ჩაგკოცნიდი, ჩაგეხუტებოდი.... ერთადერთი, რასაც ყოველ წამს ვოცნებობ, შენი ჩახუტებაა. მინდა რომ ყოველ დილით შენმა კოცნამ გამაღვიძოს... მინდა, რომ ყოველ ღამით მიგიკრა გულზე და შენი სუნთქვის მოსმენაში ჩამეძინოს, ყოველ ღამით შენმა სურნელმა გამაბრუოს... ნეტა შემეძლოს დაუსრულებლად გიყურო თვალებში და შენით ავივსო... ახლა, როცა ასე ახლოს ხარ, მინდა ჩაგკიდო ხელი და არასოდეს გაგიშვა. არ მოგცე იმის უფლება, რომ შორს იყო ჩემგან. შეგისუნთქო ღრმად და სამუდამოდ ჩემში დაგტოვო. რა ვქნა თათი, რომ უშენობით სული ნაფლეთებად მეშლება. მეტი მართლა აღარ შემიძლია. არ გამიბრაზდე რა? შენ ხომ ჩემი თათია ხარ... ჩემი თბილი და ტკბილი. - სახეზე ხელით შეეხო გუგა და ეულად ჩამოგორებული ცრემლი მოსწმინდა. - ისევ გატირებ, ხედავ... მაპატიე რაა. - მიუახლოვა სახე და თვალებზე აკოცა.
თათიამ მეტს ვერ გაუძლო და მთელი ძალით ჩაეხუტა. ცრემლები ნაკადულივით ჩამოსდიოდა ლოყებზე. გუგა კი ღრმად ისუნთქავდა მისი თმების სურნელს. ცოტა რომ დამშვიდდა თათია, დაბალი ხმით დაიწყო:
- გგონია მე გული არ მაქვს? გგონია ჩემთვის ადვილია ცხოვრება? გგონია მე არ მენატრები? გგონია ყოველ ღამე არ მახსოვხარ? ვწევარ და გონებაში ყველა იმ კადრს ვატრიალებ, როცა კი შენთან ვიყავი. ოღონდ შენ არ დაგინახო ნაღვლიანი და ისევ მე მტკიოდეს ის მირჩევნია. მაგრამ არის რაღაცეები...
- რაღაცეები, რაც გრძნობებზე მაღლა დგას, ხო? - შეაწყვეტინა გუგამ ღიმილით. - ახლა, ეს სიტყვები რომ მოვისმინე, მთელი სამყაროც ვერ შემაჩერებს.
თქვა თუარა ეგრევ თათიას ტუჩებს მისწვდა. ჰკოცნიდა საოცარი სინაზით, მონატრებით, სიყვარულით, მთელი გრძნობით. ტუჩების შემდეგ თვალები დაუკოცნა, შემდეგ ყელზე გადაინაცვლა. თათიას სხეული აუთრთოლდა, მოგონებები აეშლა, თვალწინ წარმოუდგა ის წუთები, როდესაც გუგამ პირველად დაუკოცნა მთელი სხეული. გულისცემა აუჩქარდა, როდესაც გუგამ მაისურის ქვეშ შეუცურა ხელი, ხერხემალს აუყვა, შემდეგ შუბლზე აკოცა და სანამ თათია ეტყოდა გთხოვ, გაჩერდიო, თავად შეჩერდა.
- მაპატიე, რაა. - მუდარით უთხრა თათიამ.
- სულელო, ამას ნუ ამბობ. ნეტა შემეძლოს სულ ასე ჩაგეხუტო და მე სხვა არაფერი არ მინდა. უფრო სწორად მინდა, მაგრამ ეგ არაა მთავარი. მთავარია შემეძლოს გულში მაგრად ჩაგიხუტო. წამოდი ახლა, დავწვეთ.
- ხო მაგრამ...არ გინ...
- უბრალოდ დავწვეთ. ისე როგორც ადრე. ერთმანეთის სუნთქვას ვუსმინოთ და ასე დავიძინოთ.
- კარგი, წამოდი. ტახტზე ზალაში დავწვეთ.

ისევე მიწვნენ, მჭიდროდ მიეხუტნენ ერთმანეთს.
- აღარ მინდა უთქვენოდ ერთი დღე გავიდეს. შეეგუე იმ აზრს, რომ ამის მერე სულ ჩემთან იქნებით. ამის შემდეგ ყველა ერთად ვიქნებით, ბავშვები და ჩვენ.
- მე ის ყველაფერი იმიტომ არ მოთქვამს გუგა.
- არ აქვს მნიშვნელიბა. თქმის გარეშეც კარგად ვხედავ შენს თვალებში ყველაფერს. უბრალოდ სულ ცოტა დააჩქარა მოვლენები. შენ ჩემი ცოლი გახდები და ამაზე ფიქრი მაბედნიერებს.
- არც კი იფიქრო ეგ. - შეაწყვეტინა თათიამ. - მე მაშინაც მიყვარდი, როცა ავდექი და წავედი. მე გითხარი არც ჩემ ნახვას გიშლი და ტასოსი ხო მითუმეტეს, მაგრამ ჯერ არ შემიძლია... ვნერვიულიბ, გესმის? როგორ შეხვდება ელენე ამას... შენები როგორ მიიღებენ... ვიცი ყველას დამოკიდებულება ჩემს მიმართ,აგრამ მაინც ჯერ არ შემიძლია.
- შენ მე გამაგიჟებ იცი? - უყვირა გუგამ.- ახლა რაღა ხდება, ახლა რა გიშლის ხელს. გეხვეწები შენ პრინციპეპზე არ დამიწყო ლაპარაკი, იმიტომ რომ ამჟამად სისულელეა ეგ პრინციპები და მეტი არაფერი. მეთამეშები ასე მგონია. მოგწონს გაღიზიანებულს რომ მხედავ? მოგწონს ეს სიტუაცია?
- არ შემიძლიათქო რატო არ გესმის.
- რატო არ შეგიძლია ამის დედა მოვ.....ნ, რატო. ახლა არც ნათიას ართმევ ქმარს და არც ბავშვს მამას. პირიქით, შენი საქციელით ტასოს მამას და ელენეს კი დედას ართმევ.
- ეს არაა წართმევა რატო არ გესმის, ორივე ვიზრუნებთ ცალკ - ცალკე. ჯერჯერობით. ვთქვი რომ არათქო და დამთავრდა.
- ამის დედაც.- იყვირა გუფამ, წამოდგა, სწრაფად ჩაიცვა ფეხზე და სახლიდან გავიდა.
დიდხანს ურეკავდა თათია, მაგრამ არ პასუხობდა. რომ ვერაფრით დაუკავშირდა, ბაჩო დააფეთიანა შუა ღამეს. მოკედ მოუყვა რა მოხდა.
- გთხოვ, იქნებ შენ დაგელაპარაკოს, ლამის გავგიჟდე.
- და რატო მიგყავს მაგ ზომამდე, თათია რატო? დრო არაა რომ ურთიერთობა დაალაგოთ? უკვე ყველამ ისედაც იცის, რომ თქვენ ერთად უნდა იყოთ. ყველამ, შენს გარდა. არ გეცოდება? მეორედ უკეთებ იგივეს? ვეღარ გაუძლებს იცი?
- სულელი ვარ, ვიცი, ვიცი. გთხოვ ახლა იპოვე და რამეს მოვახერხებ, როგორმე მოვაგვარებ...
- კარგი, კარგი დამშვიდდი.

გუგას მალე მიაგნო ბაჩომ, ნათიას საფლავზე იყო. თათიას მხოლოდ ის უთხრა, რომ კარგადააო. მეტი არაფერი. ძლივს გაათენა თათიამ. იას დაურეკა, გამოდი ბავშვებთან დარჩი, მე ბაჩოსთან მივდივარო.
სწრაფ-სწრაფად ათჯერ დააკაკუნა კარზე. ნინიმ სათვალთვალოდან თათია რო დაინახა, გუგას უთხრა შენ არ დაენახვოო, ჩვენ დაველაპარაკებით ჯერო.
კარი რომ გაღეს აცრემლებულიყო უკვე თათია.
- ბაჩო საადაა მითხარი რაა, მთელი ღამე არ მძინებია.
- არც გუგას ეძინა ძალიან ბევრი ღამე, არც ახლა სძინავს.
- გგონია არ ვიციი? განა ასეთი უგრძნობი ვარ. მითხარი სადაა.
- წუხელის ვნახე და ცუდად იყო. თან ძალიან. არ ვიცი სად წავიდა. არ მომძებნოთო ასე თქვა.
- რას ქვია არ მომძებნოთო, ასე რატო იქცევა.
- აბა რა ექნა ამიხსენი, რა. იცის კარგად რომ ვერც ტასო გაძლებს უშენოდ და ვერ ელენე. ისევ თავის თავი გაწირა უთქვენობისთვის.
- რას ამბობ ბაჩო.- უკვე თიროდა თათია.- სად წავიდა.
- განა შენთვის მნიშვნელიბა ააქვს გუგა როგორაა? - ბაჩო მის ალაპარაკებას ცდილობდა, გუგა კი გვერდით ოთახში უსმენდა.
- ამას როგორ მეუბნები? ვკვდები იმას რომ მოწყენილს ვხედავ. რატომ გგონიათ ყველას რომ მე ადვილად გადავიტანე ის ყველაფერი. ღია ცის ქვეშ, ორსული დავრჩი და არ ვიცოდი ღამეს სად გავათევდი. მარტო იმ დღის ნერვიულობამ გამანადგურა. საკუთარ თავს არ ვჩიოდი, ბავშვი მეცოდებოდა. მაგრამ მადლობა ღმერთს, გამიმართლა და იას და ბექას შევხვდი. მთელი ის დრო წამიც არ ყოფილა გუგაზე რომ არ მეფიქრა, ღმერთის მეტმა არავინ იცის, რომ ყოველ ღამე ცრემლებით მეძინებოდა. დღე როგორღაც ვუძლებდი და ღამეს ისევ ტირილში ვატარებდი. მენატრებოდა, უზომოდ მენატრებოდა. ცხოვრებაში უსაზღვროდ ბედნიერი გუგასთან ვიყავი. მან მასწავლა სიყვარული, მან დამანახა რისთვის ღირდა ცხოვრება, მან დამანახა სამყარო ფერადი. ვერ წარმოიდგენთ რამდენად მადლობელი ვიყავი ღმერთის, მას რომ შვხდი. ცხოვრება მიხაროდა, გათენება მიხაროდა, არაფრის მეშინოდა... თუმცა მეშინოდა, მეშინოდა რომ რაღაც მოხდებოდა. და მოხდა კიდეც. ვფიქრობ მე სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მიუხედავად იმ ტკივილიანი 5 წლისა. და ეხლაც მეშინია, მეშინია ბაჩო. მოვკვდები მას რომ რამე შეემთხვეს, გავგიჟდები. უსაზღვროდ მიყვარს, ვერ წარმოიდგენთ რამდენად, მითხარით რომ კარგადაა გთხოვთ. რამე მითხარით.
- შენ რომ მართლა ასე განიცდიდე, შენთან ყოფნის უფლებას მისცემდი. შენ წარმოიდგინე ნათიას დედაც კი იმას ეუბნება, რომ დაელაპარაკე და გადაწყვიტეთ ერთად ყოფნაო. ყველამ ყველაფერი შეიგნო და შენ რა გჭირს თათი.
- მეც შევიგნე ბაჩო, შევიგნე. მოვკვდები მის გარეშე, არ შემიძლია. დაურეკე გთხოვ, სად არის.
- და რომ ისევ ხელი ჰკრაა მერე? ისევ რო ატკინო?
- ოღინდ მოვიდეს, ოღონდ მოვიდეს და ყველაფერზე თანახმა ვარ.
- სულ ყველაფერზეე? - ჩაეკითხა ნინი.
- სულ ყველაფერზე სუუულ.
- და ცოლადაც გამომყვები??? - ოთახში გუგა შევიდა.
გუგას ხმა რომ გაიგო, ეგონა მომესმაო, მაგრამ ოთახში გუგა რომ დაინახა წამოდგა და მთელი ძალით ჩაეხუტა.
- ოღონდ ასე აღარ შემაშინო და ყველაფერზე ვარ თანახმა. -უთხრა ტირილით.
- ანუ გახდები ჩემი ცოლი??? - თვალებში ჩახედა და ისე ჰკითხა.
თავი დაუქნია თათიამ და მაშინ იგრძნო გუგამ, რომ მთელი მისი ამდენი ტანჯვა ამ წუთებისთვის ღირდა.

- ბავშვებს მიხედეთ. - ბაჩოს და ნინის მიმართა გუგამ. ხელი ჩაკიდა თათიას და სწრაფად დატოვა სახლი.
- სად მივდივართ? - გაოცებულმა ჰკითხა თათიამ.
- შორს...
- გუგა ახლა მაგის დრ.
- სწორედ ახლაა მაგის დრო. მიხედავენ ბავშვებს. მარტო მინდა ყოფნა შენთან.
- იასთან დავრეკავ, ბავშვებთანაა ეხლა.
- არ გინდა. დედას დავურეკავ და გავა.
- კარგი. - სწრაფად დაეთანხმა თათია.



ყველაფერი სწრაფად მოხდა. ყველა ბედნიერი იყო ამ გადაწყვეტილებით. ყველაზე მეტად ელენე და ტასო. როგორც იქნა ეღირსათ სიმშვიდე და ბედნიერება.
ღამით ერთმანეთის სუნთქვის მოსმენაში ეძინებოდა.
დილით ერთმანეთის კოცნა და ბავშვების სიცილი აღვიძებათ.
დღე ერთმანეთის ჩახუტებაში გადიოდა.

1 წლის შემდეგ.
ნათიას ძმა და მამა დაბრუნდნენ საზღვარგარეთიდან. არ მისულან ელენეს სანახავად. პროტესტი გამოხატეს თათიას და გუგას ერთად ყოფნის გამო. გუგას დიდად არ ანაღვლებდა მათი პოზიცია, მაგრამ ელენე ნერვიულობდა. უყვარდა ბიძაც და პაპაც... და მათი სანათესაოც, რომლებმაც სტუმრობა შეწყვიტეს თათიას და გუგას ჯვრისწერის შემდეგ.

2 წლის შემდეგ.
ელენე დაბადებისდღის აღსანიშნად ემზადებოდა. ამჯერად გადაწყვიტა სუფრა სახლში გაეკეთებინა და როგორმე მოეგვარებინა სიტუაცია მამასა და ბიძა-პაპას შორის. კატეგორიულად განაცხადა რომ სახლში სურდა სტუმრების მიღება და ყველა მიიპატიჟა, ვისაც გუგასთან პრობლემა ჰქონდა. ბიძამ უარი განუცხადა სტუმრობაზე, მაგრამ იმდენი ეხვეწა, დაითანხმა.
ნელ-ნელა გროვდებოდნენ სტუმრები. ელენე ღელავდა, თათიას გამო. იმიტომ რომ, რამდენჯერმე უხეშად მიმართა ბიძამისმა. თათიამ გადაწყვიტა მორიდებოდა და ოთახიდან არ გამოდიოდა. სანამ სუფრას მიუსხდებოდნენ, ელენემ თათიას მიაკითხა და სთხოვა გასულიყო. თათიამ თავიდან უარი უთხრა, მაგრამ არ უნდოდა ელენეს წყენინება და გაჰყვა. მის დანახვაზე ნათიას მამა წამოდგა და მე აქ არ გავჩერდებიო - თქვა.
გუგა გამწარდა.
- იცით ბატონო თამაზ კარი საითაცაა.
- გუგა, გთხოვ არ გინდა. - შეაჩერა თათიამ.
- რა არ მინდა, რაა. ხომ იცოდა სადაც მოდიოდა, თუ არ უნდოდა ნუ მოვიდოდა. ბევრჯერ მაქვს ნათქვამი თქვენთვის - ვინც თათიას პატივს არ სცემს, ამ სახლის ზღრუბლს ნუ გადმოაბიჯებსთქო.
- მე ჩემი შვილიშვილის დაბადებისდღეზე მოვედი. - უხეშად უპასუხა თამაზმა.
- და ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ აქ თქვენ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს თათიაც.
- არა მამა, -ჩაერია ელენე - უნდა გეთქვა რომ აქ შენ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს დედამისითქო. იმიტომ რომ თათია დედაჩემია, დედაჩემი გესმით?
- ნუ ბოდავ რაღაცას,- ჩაერია ნათიას მამიდაც. - დედაშენი ნათია იყო და ის იქნება სულ.
- მართლა? და თქვენი აზრით რას ნიშნავს დედა... ამიხსენით... ხო, რომელიმემ ამიხსენით, რას ნიშნავს დედობა. ჩუმად ხართ? მე გეტყვით - დედა არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ზრუნავს შვილზე, ყველაფერს აკეთებს მისი ბედნიერებისთვის და კარგად ყოფნისთვის, გვერდში უდგას, ყველაფერში უგებს, ყველაფერში ეხმარება. ხო ვარ მართალი? ხო, ნათია სამწუხაროდ არაა ჩემთან და ამ ყველაფერს ვერ გამიკეთებს, სამაგიეროდ აქ თათიაა და ის აკეთებს ამ ყველაფერს. არ გაბედოს, არ გაბედოს ვინმემ იმის თქმა ჩემთვის, რომ ის დედაჩემი არაა. ხო, მას სხვა შვილიც ყავს, მაგრამ მე ვარ მისთვის პირველ ადგილზე და იმაზე უკეთ მივლის, ვიდრე სხვას შეუძლია. ცუდად როცა ვართ, ჯერ მე მასმევს წამლებს, შემდეგ ტასოს, ჯერ მე მკოცნის ძილის წინ, შემდეგ ტასოს, ჯერ მე მყიდულობს რამე რომ გვინდა და მერე ტასოს, ჯერ ჩემ საყვარელს საჭმელს ამზადებს, ჯერ მე მისხამს, ჯერ მე მეკითხება დღემ როგორ ჩაიარ, ჯერ მე მიკეთებს თმას, ჯერ ჩემ პერანგს აუთოვებს, ჯერ ჩემ ფეხსაცმელს წმენდს და ამ ყველაფრის შემდეგ არ გაბედოთ, გესმით? არ გაბედოთთქო იმის თქმა რომ ის დედაჩემი არაა. მასზე თბილად და ტკბილად არავინ მექცევა და დარწმუნებული ვარ მასზე მეტად არავის გიყვარვართ... იმიტომ რომ ჩემს გამო ის თქვენ გცემთ პატივს, მაგრამ სამწუხაროდ თქვენ ამას ვერ ხედავთ. და აქედან ჩანს, რომ არ გიყვარვართ, თორემ რომ გიყვარდეთ თქვენც პატივისცემით მოექცეოდით. რა გესმით თქვენ, რა იცით თათია ვინ არის, თქვენ რა იცით ის როგორი ადამიანია. დავირალე თქვენი არასწორი მოსაზრებების გამო და ამიტომ დღეს სიმართლეს ვიტყვი.
- ნეტა რა უნდა თქვა ასეთი, ბებო. - ჰკითხა აღელვებულმა ნანამ.
- კითხე ბებო, თუ იციან ამათმა, მე რატომ ვარსებობ...
- რა თქვი ბებოო? რას ქვია რატომ არსებობ.
- რას ჰქვია და იმას, რომ თათია რომ არ ყოფილიყო მე არ დავიბადებოდი. ჰო, აი ასე, არ ვიქნებოდი. მომიშორებდა დედაჩემი, ასე მარტივად აბორტს გაიკეთებდა და ვეღარ გავჩნდებოდი. - და მოკლედ მოუყვა ყველაფერი, რაც გუგას, თათიას და ნათიას შეემთხვათ. გუგა და თათია გაოცებულები უსმენდნენ. მათ ამ თემაზე ელენესთან არასოდეს უსაუბრიათ. ელენემ კი ნათიას წერილი წაიკითხა და იქიდან გაიგო სიმართლე... ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ თათია ცუდად გახდა, გონება დაკარგა.

სასწრაფოდ სავადმყოფოში გადაიყვანეს, გამოკვლევები ჩაუტარეს და სასიამოვნო ამბავი აცნობეს - თათია ფეხმძიმედ იყო. იმდენად ბედნიერი იყო გუგა, ამის აღწერაშეუძლებელია, თვალებგაბრწყინებული, სახეგაბადრული შევიდა თათიასთან პალატაში. ის კი აცრემლებული თვალებით მიაჩერდა.
- რა ბედნიერი ვარ თათი,სიხარულისგან მეცხრე ცას ვწვდები, ასე მგონია გული ამომივარდება საგულედან. მესამე გესმის? მესამე შვილს მჩუქნი. მესამე შვილის მშობლები ვხდებით. როგორ მინდოდა... როგორ ველოდებოდი ამ წუთებს. ჩემო სიცოცხლე, ჩემო ბედნიერებავ, მადლობა... მადლობა ამ სიხარულისთვის, ამ ბედნიერი დღეებისთვის და იმისთვისაც, რაც მომავალში გველოდება.
- ასე ძალიან გინდოდა ბავშვი გუგა? - ღიმილით ჰკითხა თათიამ.
- ხო, მინდოდა. ძალიან... მინდა შენს ორსულობას ვუყურო, შენი კაპრიზები დავაკმაყოფილო, ვუყურო როგორ იზრდება ჩემი შვილი შენში. და როდესაც სულ დამრგვალდები და გაგიჭირდება, ფეხსაცმელზე თასმები მე შეგიკრა. მიყვარხარ უკიდეგანოდ, ჩემო ცრემლების პრინცესავ.

ბედნიერი იყო თათია. განა სხვაგვარად შესაძლებელია?



7 თვის შემდეგ დილის მშვიდი ძილი თათიას კივილმა დაუფრთხო გუგას და გოგოებს.
- დაიწყო გუგა, დაიწყოოო. - გამწარებული ყვიროდა.
გუგა დაფეთებული წამოხტა, დაბნეულობისგან ერთ ფეხზე ჩაიცვა ორივე წინდა და მერე ეძებდა.
ხელში აყვანილი ჩაიყვანა მანქანამდე. გოგოებიც სირბილით მისდევდნენ.

.
ბაჩო და ნინი, ელენე და ტასო, თამარი და გვანცა სამშობიაროს დერეფანში ნერვიულად გადი-გამოდიოდნენ... და აი, როგორც იქნა გამიჩნდა ექთანი.
- ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ორივე კარგადაა ბავშვიც და დედაც. გილიცავთ...
- და ბიჭია თუ გოგოო? - სიხარულშერეული ხმით იკითხა გუგამ.
- უი, სქესი არ იცოდით? - გაუკვუტდა ექთანს. - სხვა შვილებიც გყავთ?
- კი, ორი გოგონა მყავს... ან იქნებ უკვე სამი? - ღიმილით ჰკითხა გუგამ.
- ბიჭია, ბიჭიიი. გილიცავთ.
ყველამ იყვირა სუხარულისგან, გუგა კი დუმდა... გულში იმეორებდა ექთნის სიტყვებს - ბიჭია, ბიჭი...


****
6 თვის შემდეგ.....
გუგას დაბადებისდღე თენდებოდა. ერთდროულად გაეღვიძათ გუგას და თათიას. თათია ფეხზე წამოფრინდა, კარადიდან შეფუთული ყუთი გამოიღო, გუგას მოწყვეტით აკოცა ტუჩებში - გილოცავ, ჩემო ცხოვრება შენ დღეს. ეს შენ ჩემგან. - და შეფუთული ყუთი გადასცა.
- არ იყო საჭირო თათი, ეს საჩუქარი... შენ იმხელა საჩუქარი გამიკეთე, მთელი ცხივრება რომ მეყოფა... სამი შვილი მაჩუქე, სამი... ხო, სამივე შენი საჩუქარია, ელენეც, ტასოც და ანდრიაც. მე ვერასდროს შევძლებ, ამხელა საჩუქრისთვის სამაგიეროს გადახდას
- კარგი რაა გუგაა. შენი სიყვარულია ჩემთვის ყველაფერი. შენი უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარული. ეს შენ ხარ ჩემი საჩუქარი... ჩემი სული და გული... ჩემი ყველა ამოსუნთქვა.
- იცი, თათი რა ბედნიერი ვარ, როცა გხხედავთ ოთხივეს ერთად... ამაზე ოცნებაც კი არ შემეძლო... ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ამას... მე, შენ და ჩვენი შვილები... ყოველი წუთი მიხარია, ყოველი დილა და საღამო... ყოველი ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა მაბედნიერებს თქვენ რომ მყავხართ. თქვენს ირგვლივ ტრიალებს ჩემთვის სამყარო. ბედნიერი ვარ, უზომოდ ბედნიერი რომ გამოჩნდი ჩემ ცხოვრებაში. თავიდან რომ მომიწიოს ამ ცხოვრების გავლამ, ისევ იგივე გზას გავივლიდი.
- იმის მიუხედავად, რაც დაგტანჯე გუგა?
- ყველაფრის მიუხედავად... ერთხელ მითხარი - ალბათ ღმერთს ასე უნდოდაო და იმიტომ მოხდა. მთავარია ახლა აქ ხარ, ჩემთან და ჩვენ შვილებთან და მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ ამ ქვეყანაზე...
- ეს მე ვარ ყველაზე ბედნიერი ადიმიანი გუგა.... ახლა რომ ვფიქრობ, ვხვდენი რომ ალბათ იმდენი ტანჯვა და ტკივილი იმიტომ გამოვიარე, რომ ახლა ასეთი ბეხნიერი ვყოფილიყავი.... - თათია გაჩუმდა და ცალ ღაწვზე ცრემლი ჩამოუგორდა.
- ჩემი ცრემლების პრინცესა.... მოდი, მოდი ჩაგიხუტო გულში და კიდევ ერთხელ მაგრძნობინე, რას ნიშნავს სრული ბედნიერება...

თათია მთელი ძალით მიეხუტა მკერდზე, მერე თავი მაღლა ასწია, თითის წვერენზე აიწია და ტუჩებზე ტუჩებით შეეხო..
ისევ იგრძნო გუგამ რას ნიშნავდა სრული ნეტარება...

დასასრული



№1  offline წევრი Sweet Home

გილოცავ ისტორიის წარმატებით დასრულებას. ძალიან კარგი დაა ემოციებით დატვირთული ისტორია იყო. მადლობა შენ გელი ახალი ისტორიით ❣️

 


№2  offline წევრი ფუტკარა

უუუღრმესი მადლობააა. ძალიან ძალიან მიხარია რომ მოგეწონაათ

 


№3  offline მოდერი Someone wandering

იმსახურებდნენ ბედნიერებას.
ძალიან კარგად განვითარდა მოვლენები.
ძალიან კარგად წერ,ძალიან მომწონს.
არ შეწყვიტო წერა.
გუგაზე კი ვაფრენ,ვგიჟდები....

 


№4  offline წევრი ფუტკარა

მადლობა ჩემო კარგო ასეთი სიტყვებისთვიის... იმედია მოვიკრებ ძალას და ისევ დავწერ რამეს..

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგად დაამთავრე.ყოჩაღ.კარგი ისტორია იყო.ძალიან კარგად წერ.გელოდები კიდევ,

 


№6  offline წევრი ფუტკარა

გარკვეული პერიოდის შემდეგ ( რამდენიმე თავის მერე) თქვენმა შეფასებებმა მომცა ძალა და სტიმული, რომ ასეთ ტემპში მეწერა. მადლობა ამისათვის ყველას...
ვეცდები არ დავიკარგო და გავაგრძელო ისევ...

 


№7 სტუმარი სტუმარი ნატალია

ძალიან ემოციური იყო, გააგრძელე წერა

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

ახლა ვხვდები რას გულისხმობდი როცა ამბობდი, მსგავსი რაღაც რეალურ ცხოვრებაშიც ხდებაო.
ოღონდ, თათიას საქციელზე წარმოდგენა არ შემცვლია. ვერ წარმომიდგენია, რომ დღეს ასეთი შემდგარი ქალები არსებობენ, თან ევროპაშიც ცხოვრობდა. ევროპა კი ცვლის და ანვითარებს ადამიანს, რასაც თათიაზე ვერ ვიტყვი.

რეალურია...ეს ყალბი, ნაძალადევი, ამ შემთხვევაში სხვისი სიკვდილის ხარჯზე მიღებული ბედნიერება. როგორ შეიძლება სრულყოფილ ბედნიერებაზე საუბარი, როცა ელენეს გვერდით ხარ, რომელიც ნათიამ გააჩინა.
ამ ყველაფერს მე სიმშვიდეს ვეძახი, უბრალოდ სტაბილურ-რუტინული ცხოვრება.

 


№9  offline წევრი ფუტკარა

უბრალოდ სიმშვიდე არ ჰქვია იმ ურთიერთობას, რაც გუგასა და თათიას შორის არის. ამას სიყვარული ჰქვია... მათი სიყვარული ნათიამდე დაიწყო... და თათიამ ყველაფერი გააკეთა ნათიას ბედნიერებისთვის. ნათია რომ არაა ცოცხალი, ეს თათიას ბრალი არაა... არც გუგასი...
ხო და სწორედაც ელენეს გვერდით რომაა, იმიტომაა ბედნიერება სრულყოფილი. ელენეს უყვარს თათია და თათიასაც....

ნუ ისტორიას შესაძლებელია სულ სხვადასხვაგვარი განვითარება და დასასრული ჰქონოდა, მაგრამ ფაქტია უპირატესობა როგორ დასასრულსაც მივანიჭე. :)

ახლა, რაც არანაირ კავშირში არ არის ისტორიასთან და პირადად შენ გეხება :) ძალიან მინდა გამიზიარო შენი ფავორიტი ისტორიები ამ გვერდიდან... სიამოვნებით წავიკითხავდი...დრწმუნებული ვარ საუკეთესოს მირჩევ ;)

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონოდა, მაინც რეალური იქნებოდა, რადგან თავიდანვე ისე დაიწყე ისტორია.
რა თქმა უნდა ეს ჩემი აზრია.
აუ, მე ყველაფერა ვკითხულობ საიტზე, რაც მსუბუქია და არ მამძიმებს და რაც შედარებით გამართულად ნაწერია. ჩემი რჩეული სიახლეები ნახე, იქნებ მოგეწონოს. და ერთი ვინც მანდ არ მყავს Qeti.A-არის. მაგის ყველა ისტორია მიყვარს. სათაურით იქნებ იპოვო: "შავი თილისმა" ერქვა ერთს და "გამიზნული არსებობა"(მგონი).

 


№11  offline წევრი ფუტკარა

მადლობააა :)
ისე, არასოდეს გაგჩენიაა სურვილი თავადაც დაგეწერა რამე??

 


№12  offline აქტიური მკითხველი grafo

ფუტკარა
მადლობააა :)
ისე, არასოდეს გაგჩენიაა სურვილი თავადაც დაგეწერა რამე??



არა, არა:)). მე ძალიან ზარმაცი ვარ სამაგისოდ. მზამზარეული უფრო მიყვარს :) :*.

 


№13  offline წევრი ფუტკარა

გასაგებიაა. :)
ერთი რჩევაც თქვენგან - რის მიხედვით არჩევთ წასაკით ისტორიებს? ადრე მკითხველთა რაოდენობის მიხედვით ვირჩევდი და ფაქტია, არასწორი ტაქტიკა აღმოჩნდა... უამრავი ისეთი ისტორია არსებობს, რომელიც ჩემი აზრით მეტ მკითხველს იმსახურებს მაგრამ....

 


№14  offline აქტიური მკითხველი grafo

თქვენობით ნუ მომმართავ-თ, თორემ მე თავი უტაქტო და უზრდელი მგონია. ავტორებს შინაურებივით ველაპარაკები :).
ინტუიციას ვენდობი...არ ვკითხულობ ჩანახატის მსგავს ისტორიებს, არც იმათ ვკითხულობ სადაც ძალიან უნიჭოდ არის სექსუალური სცენები, არც უწმაწური სიტყვების რახარუხი მომწონს, იმ ისტორიებს სათოფეზე არ ვეკარები, სადაც ავტორი აღნიშნავს რომ ეს ისტორია ბანალური არ იქნება(რამდენჯერმე წავიკითხე ეგეთი და სასწული ბოლო ქონდა).
კიდევ კომენტარებს ვაკვირდები. ხშირ შემთხვევაში მაგიტ ვიწყებ ისტორიის კითხვას :)). როცა ვხედავ როგორი კომენტარებია და როგორ პასუხობს ავტორი, მაგის მიხედვით ვწყვეტ წაკითხვას, ამიტომაც ვახსენე ინტუიცია.
კომენტარით დავიწყე ამ ისტორიის კითხვაც :)).

კი, ბევრია ეგეთი ისტორია და მეც ეგრე ვფიქრობ, რომ ნაკლები მკითხველი ჰყავტ, მაგრამ ეგ არამგონია საგანგაშო იყოს და ამის გამო ავტორი არ უნდა დაითრგუნლს. სამაგიეროდ, მკითხველოც კარგი ჰყავთ იმ ერთეულება.
აი, Qeti.A-ს ისტორიები არ არის ყველასთვის, არც შენი. ხო ხვდები რას ვგულისხმობ.
ერთადერთი რასაც მომდევნო ისტორიაში ვისურვებდი შენს ისტორიაში, ეს მეტი "მარილია".

 


№15 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან მომეწონა. კარგად წერთ. გული ამიყუჩდა. გააგრძელეთ წერა

 


№16  offline წევრი ფუტკარა

grafo
თქვენობით ნუ მომმართავ-თ, თორემ მე თავი უტაქტო და უზრდელი მგონია. ავტორებს შინაურებივით ველაპარაკები :).
ინტუიციას ვენდობი...არ ვკითხულობ ჩანახატის მსგავს ისტორიებს, არც იმათ ვკითხულობ სადაც ძალიან უნიჭოდ არის სექსუალური სცენები, არც უწმაწური სიტყვების რახარუხი მომწონს, იმ ისტორიებს სათოფეზე არ ვეკარები, სადაც ავტორი აღნიშნავს რომ ეს ისტორია ბანალური არ იქნება(რამდენჯერმე წავიკითხე ეგეთი და სასწული ბოლო ქონდა).
კიდევ კომენტარებს ვაკვირდები. ხშირ შემთხვევაში მაგიტ ვიწყებ ისტორიის კითხვას :)). როცა ვხედავ როგორი კომენტარებია და როგორ პასუხობს ავტორი, მაგის მიხედვით ვწყვეტ წაკითხვას, ამიტომაც ვახსენე ინტუიცია.
კომენტარით დავიწყე ამ ისტორიის კითხვაც :)).

კი, ბევრია ეგეთი ისტორია და მეც ეგრე ვფიქრობ, რომ ნაკლები მკითხველი ჰყავტ, მაგრამ ეგ არამგონია საგანგაშო იყოს და ამის გამო ავტორი არ უნდა დაითრგუნლს. სამაგიეროდ, მკითხველოც კარგი ჰყავთ იმ ერთეულება.
აი, Qeti.A-ს ისტორიები არ არის ყველასთვის, არც შენი. ხო ხვდები რას ვგულისხმობ.
ერთადერთი რასაც მომდევნო ისტორიაში ვისურვებდი შენს ისტორიაში, ეს მეტი "მარილია".

აი კიდევ სად გამოჩნდა, რომ ნაკლებად მიყვარს ,,მარილი" :D ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. თუ ვიპოვე საკუთარ თავში იმის ძალა, რომ ის ვ ვწერო ვეცდები ,,მარილმოყრილი " იყოს. რამდენად გამომივა არ ვიცი.... მადლობა ყურადღებისთვიიის :)

ხო, და კიდევ, შენს კომენტარს განსაკუთრებით ველოდი ამ ბოლო თავზე :)
წარმატებებიი

სტუმარი ნანა
ძალიან მომეწონა. კარგად წერთ. გული ამიყუჩდა. გააგრძელეთ წერა



მადლობა ჩემო კარგოო. თუ ოდესმე ისევ დავწერე რამე, ეს თქვენი დამსახურება იქნება. იმ ადამიანბის, ვინც კითხულობდა და მამხნევებდა. ;)

 


№17 სტუმარი Natia

Iwyeb kidev axalsss??

 


№18  offline წევრი ფუტკარა

ჯერ ვერ... საკმაოდ რთული ყოფილა...
მაგრამ აუცილებლად ვცდი კიდევ... და ვეცდები რაც შეიძლებალე იყოს :)

 


№19  offline წევრი თათუ♡

ველოდები ახალ ისტორიას ♡

 


№20  offline წევრი ფუტკარა

ემედია იქნება მალეე ????????????

 


№21 სტუმარი სტუმარი გვანცა

საოცრად მომეწონა ვიტირე ვიცინე და ემოციდბით ავივსე მადლობა თქვენ ამისთვის ველი ახალს❤️წარმატებები

 


№22 სტუმარი ნ)

როდის დაგვიბრუნდები ახაალი ისტორიით?

 


№23  offline წევრი ფუტკარა

მეგონა რომ ვისაც უნდა წაეკითხა, უკვე წაიკითხა :) ანუ ვთვლიდი სანამ აქტიური ვიყავი, მანამ კითხულობდნენ ამ ისტორიას. მიხარია, რომ შევცდი. ვეცდები მალე დავბრუნდე... უბრალოდ მინდა დავასრულო ისტორია და ისე დავიწყო ატვირთვა.

 


№24 სტუმარი სტუმარი მარიამი

საოცარი ისტორიაა მართლა ძალიან ბევრი ვიტირე, ვიცინე არ ველოდი რომ ესე მომეწონებოდა და მინდა გითხრაა რო ძალიან კარგი მწერალი ხარ და ველი შემდეგ ისტორიებს

 


№25  offline წევრი ფუტკარა

სტუმარი მარიამი
საოცარი ისტორიაა მართლა ძალიან ბევრი ვიტირე, ვიცინე არ ველოდი რომ ესე მომეწონებოდა და მინდა გითხრაა რო ძალიან კარგი მწერალი ხარ და ველი შემდეგ ისტორიებს

მადლობა ჩემო კარგო ასეთი შეფასებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent