ცრემლების პრინცესა (მეცხრამეტე თავი)
არ ახსოვს როგორ მივიდა თათიასთან. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, როდესაც კარში მისი გაოცებული სახე დაინახა. - მშვიდობაა?- ჰკითხა თათიამ. - კი. ჩემ შვილთან მოვედი. - ელე რომ აქ არ არის? - უფრო გაოცდა თათია. - ვიცი. - აბაა? - ჩემ შვილთან მივედიმეთქი. ტასოსთან. და თათიას თვალთ დაუბნელდა. გუგა მაშინვე იმ ოთახში შევიდა, საიდანაც ტასოს ხმა ესმოდა. ტასოს ძალიან გაუხარდა მისი დანახვა, გაექანა და მთელი ძალით ჩაეხუტა. გული აუდუღდა გუგას. ახლა იგრძნო, ახლა გააცნობიერა, ახლა ჩასწვდა იმ აზრს, რომ ტასო მისი შვილი იყო. მისი შვილი. რამდენჯერ უოცნებია ამაზე, რამდენჯერ წარმოუდგენია და აი, ახდა მისი ოცნება. ტასო მისი შვილია. მისი და თათიასი. ცრემლი მოაწვა, მაგრამ არ მისცა თავს უფლება ტირილის, არ უნდოდა ტასო დაეფრთხო, გულში იხუტებდა და მადლობას ეუბნებოდა ღმერთს. მთელი სახე დაუკოცნა, მოეფერა, ჩაიხუტა. ტასოც ისე ბუნებრივად თბილად შეხვდა... როდესაც გული იჯერა ტასოს მოფერებით, მხოლოდ შემდეგ გაახსენდა თათია. თათია ისევ იქ დახვდა, კართან. - კარგად ხარ? - ჰკითხა გუგამ. თათიას ხმა არ ამოუღია. - კარგად ხარ? - გაუმეორა გუგამ. ოდნავ დააქნია თავი თათიამ. - აქ ნუ დგახარ, წამოდი დაჯექი. თათია მორჩილი ბავშვივით გაჰყვა. სამზარეულოში შევიდნენ. თათია კედელს მიეყრდნო. დიდხანს იყვნენ ასე ჩუმად. ბოლოს ისევ თათიამ ჰკითხა ხმის კანკალით: - არაფერს მეტყვი? - მე მაქვს კიდე სათქმელი? მე უნდა ვთქვა? - გაუკვირდა გუგას. - ხო, მეჩხუბე. მიყვარე. უგულო მიწოდე. ოღონდ ნუ ხარ ასე ჩუმად. გუგამ ამოიოხრა. - არ შემიძლია. არ შემიძლია. არაა ეს ნორმალური, მაგრამ არ შემოძლია. იმდენად დიდია სიხარული იმის გამო, რომ ტასო ჩვენი შვილია, ჩვენი შვილი. და ვერ ვბრაზობ. მტკივა, განა არ მტკივა.... უსაზღვროდ მტკივა რომ უჩემოდ დაიბადა. უჩემოდ თქვა პირველი სიტყვა, უჩემოდ იძინებდა, უჩემოდ გადიოდა მისი ყოველი დღე. მის გვერდით არ ვიყავი როცა ვჭირდებოდი. ვერ ვხედავდი როგორ იზრდებოდა. ვერ ვიჯერებ... ვერ ვიჯერებ რომ ასე მოგვექეცი მე და ჩემ შვილს. ვერ ვიჯერებ რომ ამის გაკეტება შეგეძლო. ახლა მე ჩემ შვილტან შევალ და ხელი არ შემიშალო. მარტო დაგვტოვე. - შენ.... შენ... ტასოს.... - ცრემლების გამო ვერ დაასრულა თათიამ წინადადება. - არ ვეტყვი. ამაღამ არ ვეტყვი. ხვალ დაველაპარაკოთ ერთად. - გმადლობა გუგა. გუგა ტასოსთან შევიდა. - ანასტასია, არ გინდა რომ დღეს მე დაგაძინო? ტასოს გაეღიმა. - რატო იღიმი? - ჰკითხა გუგამ. - ანასტასია რომ დამიძახეე. დედამ მითხრა მამას მოწონდა ანასტასიაო და იმიტო დაგარქვიო. გუგას გაეღიმა. - მოგწონს ასე რომ გეძახი? - კიი. და დღეს შენ დამაძინე. დედაა, მე და გუგა ვიძინეებთ.- გასძახა თათიას ტასომ. გუგამ გულში ჩაიხუტა და თმაზე ეფერებოდა. მალე მიეძინა ბავშვს. უყურებდა გუგა და გული სიხარულით ევსებოდა იმის გამო, რომ ტასო მისი შვილი იყო. მისი ნაწილი. რამდენჯერ უოცნებია ამაზე ვინ იცის... და ახლა... ახლა ოცნება აღარ სჭირდება. ტასო მისი შვილია. დიდხანს ყავდა გულზე მიკრული. შემდეგ საწოლზე დააწვინა და თათიასთან გავიდა. თათია ისევ ისე იდგა როგორც დატოვა გუგამ. გათიშული. გუგა მაგიდასთან სკამზე დაჯდა. ასე გავიდა ნახევარი საათი. უნდოდა გუგას ეყვირა, ეჩხუბა, დაელეწა ყველაფერი, მაგრამ დუმდა... ხვდებოდა მიზეზს. მაგრამ უჭირდა თათიას გაგება. არ იყო ადვილი საპატიებელი, არ იყო მარტივი მაგრამ... - ვერ გიბრაზდები, იცი?. გასაკვირია, არაა? მეც მიკვირს. მინდა ვრაზობდე, პასუხს გთხოვდე მაგრამ ვერა. არ გამომდის და მოდი ახლა ჩემთან, ჩამეხუტე თორემ აქეთ მიბრაზდები ასე მგონია. - მაპატიე, რაააა. - ტირილით უთხრა თათიამ. - არ მაქვს ამის თხოვნის უფლება, მაგრამ გთხოვ, მაპატიე. სცადე მაინც... გევედრები. - ჩემთან მოდი. მოდი. თათია გაუბედავი ნაბიჯებით მიუახლოვდა. ძლიერად მოხვია ხელები გუგამ და თათიას აკანკალებული სხეული ჩაიხუტა. - ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია. ვერ წარმოიდგენ რა ბედნიერი ვარ რომ ტასო ჩვენი შვილია. ჩვენი გესმის? შენი და ჩემი. ჩვენი თათი. თმაზე ეფერებოდა და თან ეჩურჩულებოდა გუგა. - ისევ ტირი ხო? შენ ღამის კიარა, ტირლის პრინცესა ხარ. რომ გავბრაზებულიყავი, იტირებდი, არ გავბრაზდი და მაინც ტირი. რა გავაკეთო? - ბოდიში გუგა. მართლა ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო. ვერ დავრჩებოდი აქ. არ შემეძლო. მე ნათიას პირობა მივეცი. დავპირდი გესმის? და უნდა წავსულიყავი. გგონია არ მიჭირდა? გგონია, ჩემთვის ადვილი იყო? არ ვიცი ბექა და ია რომ არ შემხვედროდნენ რა მეშველებოდა. ღმერთმა გამომიგზავნა მართლა. და უფრო ძნელი დაბრუნება იყო. იძულებული რომ არ ვყოფილიყავი, არ დავბრუნდებოდი, მაგრამ დაგვარეპორტეს და სხვა გზა არ იყო... - ანნუ მადლობა მაქვს სათქმელი იმის გამო, რომ დაგარეპორტეს? ეს რომ არ მოხდარიყო, არასოდეს გავიგებდი ჩემი შვილის არსებობის შესახებ? გინდა სულ გამაგიჟო? - არა გუგა. პირობა დავდე.... ეკლესიაში დავიფიცე, რომ როდესაც ტასო 15 წლის გახდებოდა აუცილებლად გაიგებდით ორივე ერთმანეთის შესახებ. - და იქნებ იქამდე სულ ვერ ვცოცხლობდი, ამაზე არ გფიქრია თათია? ამდენ წელს რომ მპარავდი არ გიფიქრია ამაზე? - არა... იმიტომ რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა. ღმერთი არ დაუშვებდა. გგონია ჩემთვის ადვილი იყო ეს ყველაფერი? მივხვდი, რომ შევცდი. მივხვდი რომ შეცდომა დავუშვი, მაგრამ აღარ მქონდა დაბრუნების უფლება. აღარ მქონდა... მერე ვეღარ გეტყოდი ჩვენი შვილის შესახებ. მერე უფრო საშინელი ადამიანი ვიქნებოდი გუგა...მე დავიფიცე... დავიფიცე, რომ აუცილებლად გაიცნობდი შენ შვილს... უბრალოდ, ადრე მოხდა თქვენი შეხვედრა დეპორტაციის გამო.... რომ დაგვაბრუნეს ისე ვნერვიულობდი შენთან შევედრაზე, ისე ვდარდობდი რომ არ ვიცი. - არადა არ გეტყობოდა. ისეთი მშვიდი და ბუნებრივი იყავი. - არ ვიცი ეს როგორ შევძელი. მართლა არ ვიცი. - და ტასო? იქ ვნახე პირველად. თურმე ჩემ შვილს ვუყურებდი და მე კიდე.... მე კიდე შემშურდა იმისი, ვინც ტასოს მამა მეგონა. - ბოდიში რაა, მაპატიე გუგა. მაპატიე. მე უბრალოდ... - არ გინდა. დავივიწყოთ ყველაფერი. თქვენ აქ ხართ, ჩემთან და უკვე დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა. - გუგა მასთან მიიწია შუბლზე აკოცა. - შენ... შენ როგორ გაიგე? - ერთხელ შენ გაუკეთე ნათიას კარგი საქმე, ახლა მან გაგიკეთა. - და ნათია რა შუაშია? - გაუკვირდა თათიას. გუგამ ყველაფერი უამბო. გაოგნებული იყო თათია.... და რატომღაც ჩათვალა რომ ახლა უფრო შორს იყვნენ ერთნანეთისგან ის და გუგა. იმ ღამეს ტასოსთან ეძინა ორივეს. დილით ბედნიერებმა გაიღვიძეს. ტასოს უხაროდა გუგა მასთან რომ იყო. - კიდევ ხო დარჩები ჩემთან? - ჰკითხა გახარებულმა. - შენ თუ მთხოვ, დავრჩები. - აუ გთხოოოვ. კიდე მოდი რააა. თათია დუმდა. და გადაწყვეტილება მიიღო. - ტასო, შენ უკვე დიდი გოგო ხარ. და ალბათ უკვე იცი, რომ ზოგჯერ უფროსები იძულებულები არიან რაღაცეები დამალონ. ტასომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. - ხოდა მე და დედამაც რაღაც დავმალეთ, მაგრამ გვინდა რომ ახლა შენც იცოდე. - გუგაც ჩაერთო. ტასომ ისევ თავი დაიქნია. - გახსოვს? გახსოოვს რომ გითხარი, მამაშენი მეზღვაურიათქო. - მახსოვს. - სწრაფად უპასუხა ტასომ. - ის... ის მეზღვაური არაა.... და ის შორს არაა. ის.... ის.... - ენა დაება თათიას. - გუგაა ჩემი მამა? - მოულოდნელად იკითხა ტასომ. გაოგნებულებმა ერთმანრთს შეხედეს. - ხო... - ჩამწყდარი ხმით დაეთანხა თათია. - რა მაგარიიიაააა - იყვირა გახარებულმა ტასომ და გუგას ჩაეხუტა . გუგამაც ძლიერად ჩაიხუტა გულში. თათიას ისევ ცრემლები მოადგა. - დედიკო, შენ არ ჩაგვეხუტები? - ღიმილით მიმართა გუგამ. უსიტყვოდ მიიწია და ისიც მიეხუტა მამა- შვილს. გუგა ბედნიერი იყო. უზომოდ ბედნიერი. ოცნებაც კი ვერ გაებედა იმაზე, რომ ტასო შესაძლოა მისი შვილი ყოფილიყო და ახლა... ახლა უსაზღვრო სიხარულს განიცდიდა. ძალიან ბედნიერი იყო ტასოც. იმის გამო, რომ გუგა მისი მამა იყო და ელენე მისი და. გახარებული დარბოდა ოთახიდან ოთახში. - თათია, წავიყვან რა ტასოს. ელენე დედასთანაა და ჩვენც იქ მივალთ. უფრო სწორად შენც წამოდი. თათია ანერვიულდა. - არა გუგა, არ შემიძლია. დრო მჭირდება ცოტა, რომ შევეუო ამას. - შენ გჭირდება დრო? არადა პირიქით უნდა იყოს. - ხო, ვიცი, მესმის... მაგრამ შენების მრცხვენია. ვერ შევხედავ თვალებში. - უთხრა თათიამ და თვალები აეცრემლა. - საოცრება ხარ იციი. რა გრცხვენია, მათ შვილიშვილის დაბადების უფლება რომ მიეცი? სისულელის გაკეთების ნება რომ არ მომეცი? მარტომ გაუძელი ამდენ ტკივილს? ამის გრცხვებია? - ხომ მიცნობ, არა? ხომ მიცნობ. რატომ გიკვირს. - ტირილით უთხრა თათიამ. - მოდი ჩემთან, მოდი. თათია რომ არ გამოძრავდა, თვითონ მივიდა და ჩაეხუტა. - შენ ამ ქვეყნად ყველაზე ამაყი უნდა იყო. ყველაზე ამაყი, გესმის? იმიტომ რომ რაც შენ გააკეთე, იმას არავინ გააკეთებდა. საკუთარ ბედნიერებას ასე არ გასწირავდა. მე ვამაყობ შენით. მართლა ვამაყობ და ვერ წარმოიდგენ რა ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ შენ ორი შვილი მაჩუქე. ორი გესმის? ელენე შენი საჩუქარია. ტასო ხომ ისედაც... ჩემი ანასტასია, ღმერთო, ჯერ ბოლომდე კიდე ვერ ვიაზრებ, ის ჩვენი შვილია. ჩვენი თათ, ჩვენი. შენ არაფერზე ინერვიულო, მე მოვაგვარებ ყველაფერს. ახლა წავალთ მე და ტასო, სადმე წავიყვან გოგოებს. შენ დამშვიდდი. მე მივხედავ ყველაფერს.... გუგა ისეთი ბედნიერი რომ დაინახა თამარმა, გაუკვირდა. - მშვიდობა გაქვს, შვილო? - მშვიდობაა დედი, მშვიდობა. ქეთის და გვანცას დაურეკე, გამოვიდნენ. საღამოს სტუმრები გვეყოლება და რამე მოამზადეთ. თამარი გაოცდა. სამი წელია გუგას დაბადებისდღეც კი არავის უხსენებია. კატეგორიულად ყავდა ყველა გაფრთხილებული, რომ არც კი ეხსენებინათ. - კარგი შვილო, კარგი. დავურეკავ. ამ დროს გუგას ტელეფონმა დარეკა. ბაჩო იყო, დაბადებისდღე მიულოცა. - არ დამიწყო ახლა რა დაბ.დღე რის დაბდღეო, რა ვქნა ჩემი ძმა ხარ ამდენი წელია და არ შემიძლია რომ არ მოგილოცო. - მომილოცე მერე, რა პრობლემაა. - ხო ო? - გაუკვირდა ბაჩოს. ბოლოს რომ მიულოცა, უფრო სწორად მილოცვა სცადა, გუგამ მაშინვე გაითიშა ტელეფონი. - ხო, მივღრებ ამჯერად. ნინი სახლშია? - კი, სახლშია. - შენ ბავშვს მოკიდე ხელი, მე და შენ სასეირნოდ მიგვყავს, ნინის უთახი დედაჩემთან გამოვიდეს ცოტა ხნით, დახმარება სჭირდებათ და საღამოს ვსვაამთ. ბაჩო სულ გაგიჟდა. ასე უცებ რამ შეცვალაო ფიქრობდა. ნინასთან და ბავშვთან ერთად გავიდა თამართან, ნინა სახლში დატოვეს, ტასო, ელენე, სანდრო და ბაჩოს გოგონა კაცებმა წაიყვანეს. გაოცებულები იყვნენ გუგას ცვლილებით. - მეგონა ასეთს ვეღარასოდეს ვნახავდი, მეგონა ბედნიერების სხვივს მის თვალებში ვეღარ შევნიშნავდი, მაგრამ ახლა... ახლა ისეთი გახარებული იყო, ისეთი ბედნიერი... - ამბობდა თამარი. - ალბათ საღამოს გაგვიმხელს. - თქვა ქეთიმ. - გვანცა, შენ რაღაც ცუდად გეღიმება, რამე იცი? - ჰკითხა ქეთიმ. - არაა, არაფერი. უბრალოდ მიხარია ძალიან ასეთი გუგას დანახვა. - ეს უპასუხა, მაგრამ გულში ეჭვმა გაჰკრა. ერთადერთი რაც იფიქრა ის იყო, რომ გუგამ და თათიამ ერთად ყოფნა გადაწყვიტესო. გუგამ ტასო თათიას მიუყვანა, საღამოს არ გამოხვალ დედსთანო ჰკითხა. სასტიკი უარი უთხრა თათიამ. სახლში მისულ გუგას სუფრა გაშლილი დახვდა. ყველა იქ იყო, ვისაც დაურეკა. ბაჩო და ნინი, გოგიტა, ქეთი და გვანცა, ნათიას დედა, და, ბექა და ია. ყველა ის ადამიანი, რომელებსაც საჭიროდ ჩათვალა რომ სცოდნათ ტასოს შესახებ. სანამ სუფრასთან დასხდებოდნენ, გუგამ ყველა ერთად შეკრიბა და მიმართა. - ვიცი, ყველას ძალიან გაინტერესებთ თქვენი აქ შეკრების მიზეზი, დარწმუნებული ვარ ხვდებით, რომ მხოლოდ დაბადებისდღე არაა შუაში. დღეს ისეთი რამ გავიგე, რამაც ძალიან ძალიან გამახარა. ამდენი ტკივილის მერე მართლა ბედნიერი ვარ ახლა. ძალიან რთული იყო ჩემთვის ნათიას მერე ცხოვრება. იმას არ ვამბობ,რომ მეც სიკვდილს ვნატრობდი. უბრალოდ მართლა ძალიან ძალიან გამიჭირდა. მაგრამ ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ უნდა გამეძლო, სხვების გამო უნდა გამეძლო და ძლიერი ვყოფილიყავი. ხო, რაც შეეხება დღევანდელ შეკრების მიზეზს, ცოტა შორიდან დავიწყებ... თათიაზე უნდა მოგიყვეთ... თათიას უნივერსიტეტში გადავედი და მაშინ დაიწყო... ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე და თათიას ერთმანეთი შეგვიყვარდა. თავიდან ძალიან ცუდად ვიქცეოდი, ვაღიზიანებდი და მერე მივხვდი, რომ მიყვარდა. - რა თქვი შვილო? - რაღაცნაირად გახარებულმა იკითხა თამარმა. - დამაცადე დედა. ერთმანეთი შეგვიყვარდა. ისე ვიყავით, რომ ერთმანეთისთვის ამის თქმა სჭირო არ იყო. მაშინ ვთვლიდი, რომ საჭირო არ იყო, რომ ისედაც ნათელი იყო ყველაფერი. -გუგა ღელავდა. ცრემლები ყელში ჰქონდა მობჯენილი. - ერთ დღესაც ნათია მოვიდა ჩემთან და მითრა, რომ.... - გუგამ ამოიოხრა - ნუ მოკლედ, მე და თათია დავშორდით. ის საზღვარგარეთ წავიდა, მე ნათია მოვიყვანე ცოლად. - კი მაგრამ ასეთი რა მოხდა, რატომ დაშორდით. - ვერ მოითმინა ქეთიმ. - სხვა რაღაცის თქმა მინდა ახლა თქვენთვის. ნუ, მოკლედ... ტასო ჩემი და თათიას შვილია. - ძლივს ამოთქვა გუგა. - რა ა? - იყვირა თამარმა. - ტასო თქვენი შვილია? შენი და თათიასი? - ხო დედა. ჩემი შვილია. - კი მაგრამ... აბა მეზღვაურიაო მამამისიო. რას ამბობ შვილო. - ჩემი შვილია დედა. ასე მოხდა. - შენ ეს იცოდი? - გაბრაზებულმა ჰკითხა მამამ გუგას. - არა მამა, არ ვიცოდი. ახლა გავიგე და ესაა ჩემი სიხარულის მიზეზი. - კი მაგრამ თათია გვატყუებდა? შენც გატყუებდა გუგა? რას ქვია შვილი დაგიმალა? რატო? რანაირად? ის ხომ ყოველთვის სამართლიანი იყო, ის ხომ არასდროს იტყუებოდა. რატო წავიდა აქედან გუგა. - კითხვები მიაყარა ქეთიმ. - არ მჯერა რომ თათია ასე გვატყუებდა. ასე თამაშობდა ჩვენთან? - იმედგაცრუება შეერია ხმაში თამარს. - მე ის ყველაზე წმნინდა და სუფთა ადამიანი მგონია გუგა. და თურმე შვილიშვილს გვიმალვდა? - ვერ ვიჯერებ... მართლა ვერ ვიჯერებ. - გულდაწყვეტილმა თვქ ზურამაც. გუგა მიხვდა, რომ მცდარი აზრი შეექმნა ყველას თათიაზე. მისი ოჯახი მართლა აღმერთებდა თათიას და მათთვის ეს დიდი დარტყმა იყო. - წადი და ახლავე მოიყვანე ტასო. აქ უნდა იყოს ახლა ჩემი შვილიშვილი. - მკაცრად უთხრა ზურამ. - ასე არ შეიძლება მამა. - ის შეიძლებოდაა ამდენ ხანს რომ გვიმალავდა? უშენოდ რომ გაზარდა? ესაა სიყვარული გუგა? შენ ამბობ რომ მას უყვარდი? უყვარდი და შვილი წაგართვა? - მას არ წაურთმევია დედა, ასე ნუ ამბობ. - აბ რა არის? რას ნიშნავს ეს? დეპორტი რომ არ ჩაერტყათ თათიასთვის ახლაც იქ იქნებოდა და შენ წარმოდგენა არ გექნებოდა შენ შვილზე, შვილო ამას ვერ ხვდები? ვერ იაზრებ? - არავინ იცის რა მოხდებოდა, დედა. იქნებ ჩამოსულიყო და ეთქვა კიდეც. - არ ჩამოვიდოდა... მას რომ სდომებოდა, შენ შვილის შესახებ გცოდნოდა გეტყოდა მანამდე. ასე ჩუმად იმიტომ გაიპარა აქედან? ამას არ ვაპატიებ. ვერ ვაპატიებ. შენ რანაირად აპატიე, ამიხსენი. - უფრო და უფრო ცხარობდა თამარი. - გეყოფა, გესმის?- იღრიალა გუგამ - გეყოფა. საკმარისია. მე მას ვაპატიე და არ გაბედოს ვინმემ მისთვის საყვედურის თქმა, არ გაბედოს ვინმემ ზედმეტის თქმა. - რა გჭირს შვილო, ვერ აზროვნებ? - ჩაერია გუგას მამა. - მან შვილი წაგართვა, ამას იაზრებ? - არ წაურთმევია. აქ არის და აქ იქნება სულ. - წადი და ახლავე მომიყვანე ბავშვი. თათიას ნახვა არ მინდა. ჯერ არ მინდა. ძალიან ვარ გაბრაზებული. - არ გინდა დედა, რაა. არ გინდა. ის უარეს მდგომარეობაშია, არ იცნობ თათიას? - ხოდა რომ ვიცნობ, იმიტომ არ მესმის. ვერ ვხვდები ასე რატო მოიქცა, ვერ ვხვდები ასე როგორ გვატყუებდა, თურმე არ ვიცნობ... არ ვიცნობ. გუგამ ღრმად ამოიოხრა. - შვილო, ყვველაფერი ბოლომდე უნდა ითქვას. - ნათიას დედამ მიმართა გუგას. - არ გინდათ. არა. არაა საჭირო. მე ეხლა წავალ და თათიასაც და ტასოსაც მოვიყვან აქ და თქვენ ნორმალურად შეხვდებით. - არ მინდა მისი ნახვათქო, ვერ გაიგე? არ მინდა - არ ჩერდებოდა თამარი. - ის შენი შვილიშვილის დედაა, დედა. - იქნებ სულაცაა არაა შენი შვილი ტასო, ახლა რატო გაირკვა ეს, მითხარი. ნათია რომ აღარაა ცოცხალი, შანსი გაუჩნდა შენთან ყოფნის და ახლა მოიგონა ეს? ამ სიტყვების თქმა პიკი იყო გუგასთვის. რაც იმ წამს მოხვდა ხელში, როიალზე მდგარი ლარნაკი იყო და მთელი ძალით დაანარცხა ძირს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.