შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდაცვლილი შემიყვარდა (თავი I)


7-01-2020, 01:25
ავტორი NNV nn
ნანახია 1 175

ჰეი! ეს წიგნია ჩემი ცხოვრების შესახებ.მე ვივიენი ვარ.გაუფრთხილდით მას თუ მის წაკითხვას აპირებთ,ან მოისროლეთ სანაგვეში...თუ გინდათ.

ნოემბრის ცივი ქარი ქროდა.ქარი ტიტველ ხეებზე შემორჩენილ ფოთლებს წრეზე დაატარებდა.ყველას სადღაც მიეჩქარებოდა,მათ შორის მეც.ძალიან მციოდა,ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და თბილ ლოგინში ჩამერგო თავი,ალბათ მთელი დღე დავიძინებდი.გზად ცხელი ყავა ვიყიდე და თეთრ შენობაში შევედი.ლოდინი დიდ ხანს მომიწია,სკამზე ვიჯექი და ყავას ნელ-ნელა ვსვამდი რომ არ დამემთავრებინა.მალე ოთახის კარი გაიღო.ოთახიდან ბიჭი გამოვიდა.რაღაც არაამქვეყნიური გრძნობა დამეუფლა,საეჭვოდ ავათვალიერე და მუქ თვალებში შევაჩერდი.ცოტახანი მიყურებდა,შემდეგ კი თვალი მომარიდა,გაიღიმა და წავიდა.ყავის ჭიქა სანაგვეში ჩავაგდე და ოთახში შევირბინე.
-მისტერ უოლტერ?-კარში შევიჭყიტე.
-დიახ?ჩაწერილი ბრძანდებით?-სათვალე მოიხსნა და საბუთებს გადახედა.
-დიახ.ვივიენი.ვივიენ ქოული.-სკამზე მორიდებით ჩამოვჯექი. "ყველაფერი კარგად იქნება"-გავიფიქრე.
-მმ...სასიამოვნოა ვივიენ.შენზე დიდიხანი ვფიქრობდი,საინტერესო პიროვნება ხარ,თუმცა ხომ იცი ასისტენტობა რთული საქმეა.დიდი სიფრთხილე გვმართებს.ვფიქრობ შესაფერისი კანდიდატი ხარ.მზად ხარ ამისთვის?
-დიახ...-ტუჩი მოვიკვნიტე.
-უფრო თავდაჯერებულად ვივი.-ერთ-ერთი საბუთი ხელში აიღო-შემახსენე ასაკი.
-22 წლის ვარ.
ისევ საბუთებს გადახედა-ანუ სწავლას ერთი თვის წინ მორჩი.ფლობ გერმანულ,ინგლისურ და ესპანურ ენებს და ძლიერი ხარ მათემათიკაში.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და უხერხულად შევიშმუშნე.
-ასეთი მორიდებული ხარ თუ ნერვიულობ?-საბუთები გვერდით გადადო და ხელები გადააჯვარედინა.
-არა...ანუ,უბრალოდ ძალიან ვნერვიულობ,ხომ გესმით.
-დიახ,დიახ.მესმის.-თავი დამიქნია.-მოდი შენზე მესაუბრე,რომ უკეთ გაგიცნო.
-მოკლედ...-თავი ავწიე-ჩემი სახელია ვივიენი.ვარ 22 წლის...
-ეგ გავიგე ვივიენ-გამიღიმა უოლტერმა.
-დიახ მაპატიეთ-სახეზე ალმური მომედო-როგორც უკვე იცით სამ ენას ვფლობ და მათემათიკაშიც ძლიერი ვარ.
უოლტერი ისევ და ისევ მიღიმოდა.
-შესანიშნავია-თავი დამიქნია.
-ძალიან მხიარული პიროვნება ვარ,თუმცა ზოგიერთ მომენტში ნერვიულობისგან ვიბნევი.-უოლტერს შევხედე-საბუთები შევავსე,დანარჩენი შეგიძლიათ მანდ ნახოთ-უხერხულად გავუღიმე.
-კარგი ვივი-წამოდგა უოლტერი.-ამ საღამოს დაგირეკავ,თუ არ გამოჩნდა პიროვნება რომელიც შენდასაუბედუროდ ოთხ ენაზე საუბრობს.
-დიახ,რათქმაუნდა-ხელი გავუწოდე.
ერთ ხანს თვალებში მომაჩერდა,შემდეგ ხელი ჩამომართვა.
-აბა დროებით.
ოთახიდან უკან მოუხედავად გამოვედი და შენობაც სწრაფად დავტოვე.
გზად ძალიან ბევრს ვფიქრობდი,ვნერვიულობდი ჩემს ცხოვრებაზე,თუმცა ჩემი დღე იწყებოდა შემდეგი წინადადებებით: 1)“თუ გეზარება შეეშვი“
2)“დაიკიდე,უკეთ იქნები“
ბევრი რამ მართლაც მეკიდა,თუმცა ასე ცხოვრება ძალიან უხალისო აღმოჩნდა,გესმით?გართობა მომბეზრდა,მომბეზრდა რომ ყველაფერი მეკიდა,ჩემს ცხოვრებაზე უნდა დავფიქრებულიყავი,უნდა შემეცვალა იგი.მე ხომ დიდი გოგო ვიყავი...
პირველი ნაბიჯი სამსახურის შოვნა აღმოჩნდა,ამდენი წლის დაუღალავი შრომის,სწავლის შედეგად.ალბათ არც გამიჭირდა.
პატარა ბინა მქონდა.კოხტად მოწყობილი.სადა.ლამაზი.უბრალო.
კიბეები სწრაფად ავიარე,კარი გავაღე და საწოლისკენ სირბილით წავედი.
ჩამეძინა.
გვიან ღამით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.
-ვივიენ ქოული ბრძანდებით?-უცხო ბარიტონით მომმართა.
-დიახ...გისმენთ?-თვალები მოვიჭყიტე.
-უოლტერი ვარ.
-დიახ,გისმენთ მისტერ უოლტერ-წამოვდექი და სიარული დავიწყე.
-იცით?ბევრი ვიფიქრე.შესაფერისი კანდიდატი ბრძანდებით.დიდად მოხარული ვიქნები თუ ხვალ მობრძანდებით და საბუთებს ხელს მოაწერთ.
-ანუ მიმიღეთ?-ტუჩი მოვიკვნიტე.
-დიახ,დიახ.
მესმოდა როგორ გაეცინა.
-ხვალ მოვალ და საბუთებს ხელს მოვაწერ.მუშაობას როდის დავიწყებ?
-ორშაბათს,ანუ ზეგ.
ტელეფონი გამოვრთე და სიხარულისგან ხტუნვა დავიწყე.
ცოტახანში ტელეფონი ისევ „აწკმუტუნდა“
-დიახ?
-რა დიახ?
ტელეფონს დავხედე და მივხვდი ვინც იყო.გამეცინა.
-ლოლა?ასე გვიან რამ შეგაწუხა?-საწოლზე წამოვწექი.
-ასე გვიან?-გაეცინა-10:00 საათია.
ტელეფონს ისევ დავხედე.
-უიჰ!ახლა გავიღვიძე და მაგის ბრალია.
-ხვალისთვის ემზადები?-მკითხა ლოლამ.
-და ხვალ რახდება?-ვიკითხე დაუფიქრებლად.
-როგორ თუ რა?! 12 ნოემბერია,ჩემი დაბადებ...
-ეგ როგორ დამავიწყდებოდა!მზად ვარ,დამშვიდდი-ვიცრუე.
-კარგი.ჩემს სახლში საღამოს 8:00-ზე.
-აჰამ.
ტელეფონი გამოვრთე და ავდექი.ლოლასთვის არც საჩუქარი მქონდა მომზადებული,ეს რომ მას გაეგო ძალიან ეწყინებოდა.ძალიან ცუდი მეგობარი აღმოვჩნდი.
საპირფარეშოში შევედი და შემდეგ კარადა გამოვაღე.დედაჩემის ნაჩუქარი კაბა გამოვიტანე.ჯერ არსად ჩამიცვამს.მშობლების დაკარგვიდან სულ რაღაც ორი წელი იყო გასული თუმცა შავ ტანსაცმელს არ ვიშორებდი.დედაჩემს ეს არ მოეწონებოდა,ამიტომ გადავწყვიტე ეს წითელი კაბა ჩამეცვა.კაბა იქვე დავდე და საწოლში ჩავწექი.
***
-უოლტერი კაბინეტშია,მიბრძანდით.-მითხრა კონსულტატმა და პატარა ოთახისკენ მიმითითა.
წინა დღისგან განსხვავებით იქაურობა განსხვავებული მომეჩვენა.ახალგაზრდა,ლამაზი,გამოპრანჭული გოგონები ერთმანეთს უღიმოდნენ,სითბოს ასხივებდნენ.უოლტერის ოთახი პატარა იყო,თეთრი როგორც შენობა.კედლები მინის იყო,გარედან ვერაფერს ვამჩნევდი თუმცა შიგნიდან ყველაფერი ჩანდა.ოთახის ცენტრში შავი მაგიდა იდგა,საბუთებით გარშემორტყმული დიდი კომპიუტერით.ოთახში შესვლისას უფრო თავდაჯერებული ვიყავი,ახლა უკვე ვიცოდი რომ ყველაფერი რიგზე იყო.უოლტერი როგორც ყოველთვის მიღიმოდა.მითხრა რომ ძალიან გაუხარდა ჩემი მისვლა.საბუთებს ხელი მოვაწერე და სწრაფად დავტოვე თეთრი შენობა,შენობა რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.
ლოლას საჩუქრის ყიდვის შემდეგ,დაღლილ-დაქანცული მეშვიდე სართულამდე ძლივს ავედი.სიმღერები ბოლო ხმაზე მქონდა ჩართული,ვემზადებოდი.წითელი კაბა ჩავიცვი,ფეხებთან და ზურგთან ჩახსნილი.თმა გავისწორე შემდეგ კი ტალღებით დავიმშვენე.ტალღოვანი თმა ძალიან მიხდებოდა.ყველაფერი ეს,უბრალო მაკიაჟით დავამშვენე.სარკესთან ვიდექი,მომწონდა.ნამდვილად მომწონდა საკუთარი თავი.
„ეგოისტო“-გავიფიქრე და გამეცინა.
სიმღერები გამოვრთე,ლოლას საჩუქარი ავიღე და ბინიდან გავედი.გასაღებს ჯიბეში ვიდებდი,ჩემი ბინის კარის გასწვრივ კარი გაიღო.ბიჭი გამოვიდა,თეთრ პერანგში და ჯინსში გამოპრანჭული.თმა მოკლედ შეეჭრა,ყელზე ტატუ ჰქონდა.კარგად დამაკვირდა,მათვალიერებდა,შემდეგ გამიღიმა და თავი გააქნია.
-გამარჯობა.-კარი დახურა და მომიახლოვდა.-ვივიენი ხო?
-კი ვივიენი.-გავუღიმე.
-ორი წელია აქ ვცხოვრობ და ერთმანეთს ჯერაც არ ვიცნობთ-ტუჩი მოიკვნიტა.(ეს მეც მჩვეოდა)
-ჰო.რომ მოგენდომებინა გამიცნობდი-თვალი მოვარიდე და ლიფტისკენ წავედი.თვითონაც გამომყვა და ლიფტი გამოიძახა.
-სულ კიბეებით ამოდიხარ ხოლმე,ახლა ლიფტს რატომ იყენებ?უეჭველი დაგევასე და გინდა ერთ სივრცეში აღმოვჩნდეთ-გაიცინა.ლიფტში შევედით.
-შენ მაგარი ფეხებზე ,არმინდა კაბა გამიფუჭდეს-ირონიით შევხედე.
-კარგი გოგო ჩანხარ-თვალებში შემომხედა.
-კარგი გოგო ვარ-ვუთხარი მეტი თავდაჯერებულობით.
გარეთ გავედით.
-მოკლედ,საით მიდიხარ...შემიძლია გაგიყვანო მეზობელო.-თმა აიჩეჩა და თავით შავი მანქანისკენ მანიშნა.
თავი უარის ნიშნად გავაქნიე.
-წვეულებაზე მივდივარ.მადლობა თვითონაც მოვახერხებ მანდ მისვლას.
-რა დასანანია.მაშ ხვალამდე ვივი.
-ხვალამდე-ვუთხარი და გზას გავუყევი.
-ალექსი მქვია-მომაძახა.
გამეღიმა.
***
ლოლას წვეულება შთამბეჭდავი იყო.დიდი სახლი ჰქონდა,დიდი ეზოთი.ეზოში ჯაკუზები იდგა სადაც გოგონები ნებივრობდნენ,ბიჭებთან ერთად...წვეულება დიდი ხნის დაწყებული იყო,ლოლა სხვა გოგონებს უმასპინძლდებოდა,მე სკამზე ვიჯექი და ზემოთ ვარსკვლავებს ვუყურებდი.“ძალიან ლამაზია“-გავიფიქრე.მიყვარდა ვარსკვლავები,ვგიჟდებოდი...აი,მთვარეს კი ვერ ვიტანდი,იცით რატომ?ცხოვრებაში ერთხელ ვთხოვე სურვილი აესრულებინა.ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მოიქცა.საშინელი გრძნობა იყო.
ცოტახანში ლოლა მოვიდა.როგორც იქნა ჩემთვისაც მოიცალა.
-ძალიან მომეწონა ყელსაბამი.მადლობა-გამიღიმა და გვერდით მომიჯდა-აქ რას აკეთებ,არ ერთობი?
-როგორ არა,მშვენიერი გარემოა.წავალ სასმელს მოვიტან,შენ გინდა?-წამოვდექი.
-არა,არმინდა.გოგოებთან მივალ,წინააღმდეგი ხომ არხარ?
-არა-გავუღიმე და შიგნით შევედი.
ამდენ ხალხში ერთი ბიჭი შევნიშნე.მეგობრებთან ერთად იდგა და იღიმოდა.ეს ღიმილი,ღმერთო ჩემო!საიდან მეცნობოდა.მეც მომხედა და სახიდან ღიმილი გაუქრა,შემათვალიერა შემდეგ კი ისევ გაიღიმა.მეორე სართულის აივანზე გავედი,სიმშვიდე იყო.
სკამზე დავჯექი და თვალები დავხუჭე.ცოტახანში ფეხის ხმა მომესმა თუმცა არც გავნძრეულვარ.
-ვივიენ ქოული.
სიცილი.
თვალები გავახილე და წინ მომღიმარი ბიჭი დავინახე.
-ჩემი სახელი საიდან იცი?-მშვიდად ვკითხე.
-ხომ ვივიენი ხარ?-ეჭვისთვალით შემომხედა.
-კი.მეტყვი საიდან მიცნობ?
-დიდად საინტერესო არ არის-გვერდითა სკამზე მოკალათდა და ხელები თავსუკან მოითავსა-უოლტერისგან მსმენია შენზე.იშოვე სამსახური?
-კი.
გაიცინა.
-ჩემი წყალობით.-მომხედა.
-რატომ შენი წყალობით?
-ოთხი ენა ვიცი-ისევ ის ღიმილი.
აი საიდან მეცნობოდა,ის ბიჭი იყო რომელიც თეთრ შენობაში ვნახე.
-ანუ ადგილი დამითმე?-გავუღიმე.
-ჰოო.
-და ასე რატომ მოიქეცი?-ეშმაკურად შევხედე.
-სხვათაშორის რომ იცოდე უოლტერის კაბინატში კედლები მინისაა,გარედან ვერაფერს დაინახავ,შიგნიდან კი ყველაფერი ჩანს.
-ამით რისი თქმა გინდა.გამოცანებით რატომ საუბრობ?
-ჰმმ...ანუ,გაკვირდებოდი როცა მისაღებში იცდიდი.იმ დროს გასაუბრება მე მქონდა ჩემს ძმასთან.
-ძმასთან?-გამიკვირდა.
-ჰო,მე უოლტერის ძმა ვარ.
-და გასაუბრებაზე რატომ იყავი,შენობა შენ არ გეკუთვნის?
-მე დაუმორჩილებელი,აუტანელი,ცუდი ბიჭი ვარ რომელსაც ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია.მე ვინ მანდობს ამხელა საქმეს?
-თუმცა,ოთხი ენა იცი-გავიცინე.
-ჰო,ჭკვიანი ვარ.
მომწონდა მასთან დიალოგი.
-ჰოდა რაზე შევჩერდით.ჩემს ძმასთან გასაუბრებამდე საბუთები რომ მოიტანე კომპანიაში,პირველად მაშინ გნახე.სკამზე რომ იჯექი ცანცარებდი,ვერ ისვენებდი.არვიცი რატომ,მაგრამ მომინდა რომ შენთვის მომეცა ეს ადგილი და ამიტომ ჩემს ძმას ვუთხარი აქ არ ვიმუშავებ -მეთქი.
-გასაგებია-თავი დავუქნიე-მადლობა,ვალდებული არ იყავ...
-ლამაზი ხარ.
-მადლობა.
-ამდენი მადლობა საჭირო არაა-გამიცინა.-ჰო მართლა,მე დემიენი ვარ.
-ლამაზი სახელია,ფრანგულია ხო?
გაიცინა.
-ჰოდა,საფრანგეთში ვცხოვრობთ,რატომ გიკვირს.
-არა,არ მიკვირს-საპასუხოდ გავუცინე.
-სასმელი გინდა?
-არა,გმადლობ.
ის ისეთი კარგი იყო...გრძელი თმა ქჰონდა,შავი თვალები და ხშირი წამწამი.
-ბუნებრივია?-მკითხა დიდი ხნის დუმილის შემდეგ.
-რა?
-შენი თვალები,ისეთი ლამაზია,შავი და ღრმა.
-ჰო,ბუნებრივია-უხერხულად გავუღიმე.-ასე ხშირად რატომ იღიმი?
-რატომ?ცუდია?ამით გოგონებს ვათრობ...თუმცა შენ ცოტა განსხვავებული აღმოჩნდი.
-არა,არაფრით ვარ განსხვავებული სხვებისგან.ცდები.
-სწორედ ამით განსხვავდები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent