შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი.მეორე ნაწილი 20 თავი.


13-01-2020, 01:17
ავტორი zia-maria
ნანახია 1 515

წვიმს,ფანჯრის მინებზე წვიმის წვეთებმა დაიწყეს მოგზაურობა,ქუჩაში მძღოლები სიგნალით აფრთხილებენ ერთმანეთს და ლაშა ერთ ადგილზე ვერ ჩერდება ქუჩისკენ გაურბის თვალი,გრძნობდა როგორ გაახარებდა ნიკას და ამიტომ თავადაც მოუსვენრად იყო.ჩაფიქრდა და ფიქრებში მის სმენას კომისარის ხმა მიწვდა.
-ნიკა როგორ ხართ,ყველაფერი დასრულდა დაჭრილები ხომ არ გვყავს.
-კომისარო სროლა არც ყოფილა,აქ ბავშვი არ დაგვხვდა,ბავშვი გაიყვანეს.
-ეს როგორ,ვინ იცოდა ამ ზარის შესახებ.
-არ ვიცი,განგებ დავატოვებინე ყველას ტელეფონები განყოფილებაში,მართლა არ ვიცი რა ხდება ჩვენს თავს.
-კარგი,ბინაში რა ხდება.
-ბინაში გვამი გვაქვს,შრამიანი მოუკლავთ და სიურპრიზად დაგვიტოვეს,
-ირაღით არის მოკლული?
-არა,სისხლის კვალი არსად არ არის.
-რას ფიქრობ ნიკა.
-ბევრ რამეს,მაგრამ რაციით ვერ ვისაუბრებ უფროსო,მაგრამ ეჭვები დიდია.
-შეცდომა?
-არა,არანაირი შეცდომა არ არსებობს.
-კარგი წამოდით დატოვეთ მაგ ადგილი,გვამს პროზექტურაში წაიღებენ.ნიკამ დასრულებულად ჩათვალა ოპერაცია და ბიჭებს წასვლა უბრძანა,განყოფილებაში ცუდ ხასიათზე დაბრუნდა,მაგრამ ლაშას შეხედა და უცნაურად მოეჩვენა მისი ქცევები,იარაღი მაგიდაზე დადო და ლაშას უთხრა.
-უხასიათოდ ვარ და მიფრთხილდი,ნუ იცინი უაზროდ.
-გინდა ხასიათი გამოგიკეთო?
-დამტოვე, მარტო მინდა ყოფნა.
-ეს არ გამოვა.
-რატომ?
-იმიტომ რომ კომისარი გიხმობს ახვლედიანო.ძალიან არ უნდოდა კომისართან შესვლა,მაგრამ იცოდა მას ვერ გაექცეოდა და უხასიათოდ შევიდა კომისარის კაბინეტში.
-ნიკა არ ვიცი როგორ გითხრა,მაგრამ სერიოზულად მინდა დაგელაპარაკო.
-მეც მაქვს სერიოზულ თემა თქვენთან განსახილველი,მაგრამ პირველი თქვენ თქვით რა გინდათ რომ მითხრათ.
-მითხარი ნიკა რადგან ვფიქრობ ჩვენ ერთ თემაზე ვფიქრობთ.
-კარგი,კომისარო არ ვიცი ჯერ ვინ არის,მაგრამ ჩვენს გვერდით მოღალატეა და შესაძლებელია ის დამნაშავეც იყოს.
-ეს უკვე ვიცით და ვინც არის ისიც ვიცით.
-იცით? ვისზედაც მე ვეჭვობ, თქვენც მასზე გაქვთ ეჭვი?
-გელა,გელა შატირიშვილი არის მოღალატეც და არის დამნაშავეც ნიკა.
-ესე იგი არ შევმცდარვარ და თქვენც მიხვდით,ახლა რა იქნება,რას ვაკეთებთ კომისარო?
-არაფერს,ისე მოვიქცევით რომ ის თავად დაგვაჭერინებს დარჩენილ დამნაშავეებს ვინც ამ საქმეში მონაწილეობს,მაგრამ კიდევ მინდა რაღაც რომ გითხრათ მე და ლაშამ.
-რა ხდება,შევამჩნიე რაღაც უცნაურად იქცევა რაც დავბრუნდი მის მერე.
-შენს არ ყოფნაში მე და ლაშა ოპერაციაზე გავედით და ოთხი დამნაშავე ავიყვანეთ.ნიკამ ლაშას შეხედა და უთხრა
-ამიტომ მიცინი რაც მოვედი მის მერე ახალი მოყვანილი პატარძალივით? კომისარმა ნიკას ყველაფერი მოუყვა მათი წასვლის შემდეგ რაც მოხდა და გაოცებული უცქერდა ხან ლაშას, ხან კომისარს,შემდეგ კი კომისარს უთხრა.
-გამოდის ახლა მხოლოდ პატარა უნდა ვიპოვოთ.
-პატარა უნდა ვიპოვოთ,მაგრამ ვფიქრობ ყველა ბანდის წევრი არ არის დაკავებული.
-ზვიადიც ხომ ამ ბანდის წევრია,მათი დამაარსებელი და მათი უფროსი.
-ზვიადის ნელა ნელა ახლოვდება დასასრული.
-გასაგებია,ახლა შატირიშვილს უნდა ვუთვალთვალოთ.გელამ ორივე ტელეფონი ჩართო და შეტყობინებაც წაიკითხა.
-,,ბინაში არ მიხვიდე ბიჭებთან,ყველა აყვანილია''. ეს როგორ მოხდა,ისინი თუ აიყვანეს ჩემამდეც მოვლიან,მაგრამ რომ იცოდნენ მათთან ვთანამშრომლობ აქამდე ამიყვანდნენ.ფიქრებში იყო რომ ტელეფონმა დაურეკა და ზარს ჩუმი ხმით უპასუხა.
-გელა სად ხარ,ჩვენი ბიჭები თქვენმა განყოფილებამ აიყვანა და ეს როგორ მოხდა.
-არაფერი არ ვიცი,დღეს ძალიან რთული დღე მქონდა უფროსო.
-კარგად მომისმინე,გოგონა იპოვე და თურქეთში გადაიყვანე,რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მისი თურქეთში გადაყვანა.იქ დაგხვდებიან და მხოლოდ ამ საქმის შესრულების შემდეგ დაგიჯერებ რომ ამ საქმეში დამნაშავე არ ხარ და შენ არ ჩაუშვი ჩვენი ბიჭები.
-არ ვიცი შევძლებ თუ არა,ვხვდები რომ განყოფილებაში ეჭვის თვალით მიყურებენ დრო მომეცით.
-ეს მე არ მაინტერესებს,შენ უნდა გაგვიყვანო თურქეთში ჩვენს დიდ პაკეტთან ერთად ისე როგორც ეს ადრე ხდებოდა,სწორედ ამიტომ გიხდიან უამრავ ფულს და ჩემი წყალობით ცხოვრობ სიმდიდრეში.
-ვეცდები ყველაფერი გამომივიდეს.
-არ შეეცდები,დავალებას შეასრულებ და ერთ კვირაში დაგირეკავ.გელა აწრიალდა კომისართან შევიდა და უთხრა.
-შეიძლება უფროსო?
-რა მოხდა გელა გისმენ,თქვი რა გინდოდა გეთქვა რატომ გიჭირს თქმა შვილო.
-დავიბენი და ვერაფერი ვერ გავიგე კომისარო,მამამ  გოგონა თავად გაყიდა ხომ ასე იყო თავიდან.
-მერე?
-მერე უამრავი ფული აიღო და გვიან დაფიქრდა თუ რამხელა შეცდომა დაუშვა?
-იქნებ მოატყუეს მამაც და შვილიც,არ დაფიქრებულხარ ამაზე?
-როგორ მოატყუეს.
-მამას შვილი ხელიდან გამოსტაცეს,ცემეს და შვილი ისე წაიყვანეს რა ფულზე მელაპარაკები გელა.
-შეუძლებელია ეს ასე ყოფილიყო,მას ფული უნდა აეღო კომისარო.
-შენ საიდან იცი რომ ამტკიცებ მამას ფული უნდა აეღო.შეხედა ნიკამ გელას და ისიც გაჩუმდა,მაგრამ შემდეგ თქვა.
-ასე ვიცოდი,რომ მამამ დიდი თანხა აიღო შვილის სანაცვლოდ და თავისი ნებით გადასცა შვილი უცხო ადამიანს.
-ვერ გაგიგია კარგად შვილო,არა უშავს სადაც არ უნდა წავიდეს ვიპოვით დამნაშავეს.წადით საქმეები გაქვთ,გოგონა უნდა ვიპოვოთ.გელამ კომისარის კაბინეტი დატოვა და ტუალეტისკენ წავიდა,ტელეფონი ამოიღო და გაბრაზებულმა გადარეკა.
-რა ჯანდაბას აკეთებ აქამდე შეგიძლია მითხრა? სად არის გოგონა,რატომ ვერ იპოვეთ.
-ყველგან ვეძებეთ მაგრამ ვერ ვიპოვეთ.
-სოსო გგონია შენს ნაბოდვარს დავიჯერებ? რა გახდა 8 წლის გოგონას პოვნა,ყველაფერი გააკეთეთ და გოგონა იპოვეთ.
-გელა მომისმინე შენთან აღარ ვმუშაობ,სხვა იპოვე.გელა გათიშულ ტელეფონს დასჩერებოდა და სიბრაზე მორეულს უნდოდა მთელი ხმით ეღრიალა,მაგრამ არ შეეძლო და ტელეფონს მაგრად მოუჭირა ხელი.
-გაზღვევინებ,დღესვე მოგიღებ ბოლოს.განყოფილება დატოვა გაბრაზებულმა არავის არაფერი უთხრა და წავიდა,დარწმუნებულმა რომ არავინი უკან არ მიყვებოდა ერთ-ერთ ბინასთან გააჩერა მანქანა და მეოთხე სართული სულოუთქმელად აიარა,კარზე ზარი მისცა და კარი მელოტმა მამაკაცმა გაუღო რომელსაც თეთრი ხალათი ეცვა,ეტყობოდა რომ აბაზანა ჰქონდა ახალი მიღებული.გაოცებულმა შეხედა გელას და უთხრა.
-არ გითქვამს რომ მოხვიდოდი.
-მინდოდა ახლოს მენახე და პირისპირ დაგლაპარაკებოდი.
-ჰოდა დამელაპარაკე,გისმენ.
-ვინ გითხრა რომ ჩემთან აღარ მუშაობ.
-რა მნიშვნელობა აქვს ამას შენთვის.
-დიდი,ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბატონო სოსო.თქვი ვინ გითხრა,რომ ამ საქმიდან უნდა გახვიდე.სოსოს შეეშინდა გელასი და აკანკალებული ხმით უთხრა.
-ზვიადიმ,მან მითხრა ჩამოვშორებოდი ამ საქმეს.
-მაშინ ზვიადიმ აგოს პასუხი შენი სიკვდილისთვის.უთხრა და თავში ესროლა,მელოტი იქვე ჩაიკეცა თვალებგახელილი და იატაკიც სისხლით შეიღება.გელამ ერთი დახედა ზემოდან უკვე გარდაცვლილ სოსოს და ბინაც დატოვა.

 წვიმდა,სიცივისგან კანკალებდა სარდაფის ერთ კუთხეში მობუზული,ფიქრები ერთმანეთში ირევა ისე როგორც წვიმის წვეთები ირევიან ჰაერში ასვალტზე დაცემამდე.ფიქრობს ვინ გაყიდა,ვის შეეძლო მასზე აეწია ხელი.ბრაზობდა,მაგრამ გაინძრეოდა თუ არა სიბრაზეს ტკივილი ავიწყებდა.ელოდა,რადგან ეგონა ვიღაც მოაკითხავდა და წყალს მაინც მიაწოდებდა,მაგრამ არავინ მიაკითხა და წყალიც არ ჰქონდა გამომშრალი პირი დაესველებინა.სამი დღე უწყლოდ და უპუროდ იყო სარდაფში,ერთ საღამოს სარდაფის კარი გაიღო,მაგრამ არავინ მისულა მასთან,სარდაფის კარი ღია დაუტოვეს და მიხვდა,რომ იქედან წასვლის დრო იყო.ნელა-ნელა წამოდგა გაჭირვებით,სარდაფის კარებამდე მივიდა და გარეთ გაიხედა.ვერავინ შენიშნა ახლო მახლო და სარდაფი დატოვა.თითქოს ძალა მიეცა და ნაბიჯს მოუჩქარა,ვიაცამ დახმარება შესთავაზა,მაგრამ უკან დაიხია.
-ცუდად ხართ? სასწრაფოს დავურეკოთ მეგობარო.
-არა,არა მადლობა.
-სახლამდე მიგაცილებ.
-ტაქსი გამიჩერე და ჩათვალე რომ სახლში მიმიყვანე.უცნობმა ხელი მოკიდა ზვიადის და იქვე მდგარ მანქანაში ჩასვა.
-მისამართი მითხარი სახლში მე მიგიყვან.უთხრა თუ არა მისამართი ზვიადი გაჭირვებით გადმოვიდა მანქანიდან და უცნობს უთხრა.
-მადლობა.ზვიადი წავიდა,უცნობმა მანქანა მოაბრუნა და ტელეფონი ამოიღო.
-უფროსო ერთი თვე საწოლიდან ვერ ადგება.
-ეს არაფეერია იმასთან შედარებით რაც მას აქვს გაკეთებული,დატოვე მაგ ადგილი და მანქანა გადამალე,ვინ იცის როგორ შემოგიბრუნდეს ნაბიჭვარმა.გაგამ რამდენჯერმე ცადა დაკავშირებოდა ზვიადის მაგრამ მისი ტელეფონი გათიშული იყო,ანერვიულდა სახლში მიაკითხა ვერც იქ ნახა,გაუკვირდა და უკვე ნერვიულობდა,ერთ დილით კი ზვიადიმ თავად მიაკითხა და გაგა გაოცებული უცქერდა თვალებ ჩაშავებულს და დასუსტებულს რომ შეხედა.
-რა გჭირს,სად ხარ ეს დღეები ვინერვიულე.
-სახლთან დამხვდნენ და მცემეს.
-გცემეს? ვინ იყო სახეზე დაიმახსოვრე?
-არა,არც დამაცადეს მათთვის შემეხედა.
-რამდენი იყო,დავიჯერო ერთმა მოგერია?
-ორი იყო,შესაძლებელია მეტიც რადგან მახსოვს ყველა მხრიდან მირტყამდნენ.
-პოლიცია? რატომ ვართ ახლა აქ,პოლიციას რატომ არ შეატყობინე.
-ვერ შევძელი,რადგან წამიყვანეს და სადღაც ჯურღმულში ჩამკეტეს,იქ კი წერილი ვიპოვე.
-რა წერილი,რას გწერდნენ.
-გელამ მოგიკითხა შენთვის ადგილს ამზადებსო.
-საინტერესოა ვინ არის,მიშიკო?
-არა,მიშიკო ბევრჯერ მყავს დაცდილი ის არ არის და არ შეეხო.
-იქნებ................
-არა ძმაო,მიშიკოს არ შეეხო.
-კარგი,მაგრამ სხვა ვინ უნდა იყოს.
-ბაჩო,ბაჩოზე ვეჭვობ.
-შეუძლებელია.
-მაგრამ ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს,ხალხი შეიცვალა ძმაო და აღარავინ სანდო არ არის
-გეთანხმები,სანდო კაცი ძნელად შეიძლება მოიძებნოს დღეს,მაგრამ გავარკვევთ,მხოლოდ არ იჩქარო.

   ფანჯარასთან იდგა და ნაცრისფერ ცას უცქერდა,შემდეგ ძირს ტროტუარს დააჩერდა აქა იქ წვიმისაგან წ....ბი იდგა.როგორ უნდოდა ახლა ამ წვიმაში გაქცეულიყო და დასველებულიყო,შემდეგ ბედნიერს დედას მკლავენში ეგრძნო შვება.მშობლების მიმართ სიყვარული საწამლავივით მწარე წამებად გადაექცა,რამდენიმე დღე გავიდა და უშედეგოდ დაეძებს დედას იმედიც კი ნამსხვრევებად დაიმსხვრა და ისევ ცრემლი ჩაუდგა თვალებში.ლაშა,მხოლოდ ლაშას იმედიღა ჰქონდა,გარეთ წვიმდა და წვიმასთან ერთად მისი ცრემლიც წვიმას გააყოლა,მხოლოდ ორნი დარჩნენ და ამ ორის ბედს გლოვობდა ცა.მოულოდნელად სიჩუმეში ელისოს ხმა ექოსავით შემოესმა ლაშას და მის ცრემლიან თვალებს თვალი აარიდა.
-ლაშა დედას ისევ ვნახავ,ვიპოვით მას?
-ვიპოვით პატარავ,აუცილებლად ვიპოვით.მომისმინე,მე ახლა წავალ და თუ ვერ მოვედი საღამომდე გარეთ გადი და პოლიციაში წადი,გესმის ჩემი?
-აღარ დაბრუნდები?
-დავბრუნდები,მაგრამ დამპირდი რომ თუ არ დავბრუნდი შენ პოლიციაში წახვალ,რადგან მხოლოდ პოლიციას შეუძლია ჩვენი გადარჩენა.ლაშამ წასვლა ვერ მოასწრო რომ კარზე ძლიერი ბრახუნი გაიგონა,ელისოს შეეშინდა და ლაშას ჩააფრინდა შეშინებული.
-გვიპოვეს,დაგვხოცავენ ლაშა.
-დაიმალე,შენ უნდა გადარჩე და ამიტომ დაიმალე.
-სად,სად დავიმალო მიპოვის და მომკლავს.ლაშამ საწოლის მატრასი აიღო,ფიცრები მისწია და ელისო იქ ჩააწვინა,თავად კი უკვე სახლში შემოსულ იარაღ მომარჯვებულ გელას წინ გადაუდგა.
-სად არის,ვიცი რომ გოგონა შენ გყავს.
-წავიდა,გაიქცა და აქ არ არის.
-გგონია მომატყუილებ?
-არ გატყულებ,აქ არ არის მოდი და თავად ნახე.გელამ ყელში წვდა ლაშას და შემდეგ თავში ჩაარტყა,მოულოდნელად ელისოს ფეხს მოკრა თვალი საწოლის ქვეშ,მატრასი ერთი ხელის მოსმით აიღო და შიშისაგან შეჰკივლა ელისომ,სატანურად გაიცინა გელამ და ელისო წაიყვანა,თავის ბინაში ჩაკეტა შემდეგ კი სასტუმროში წავიდა და ანანოს დაესხა თავს,ეს არ იკმარა ხელი მოკიდა და სასტუმროდან გაიყვანა,შალვამ გვიან შეხედა ანანოს რომელიც მას საშველად უხმობდა და უკან გაედევნა.გელამ თავის ბინაში მიიყვანა ანანო და ოთახში ძალის გამოყენებით შეიყვანა.
-ვინ ხარ,ჩვენგან რა გინდა.
-შვილი გაყიდეთ და ახლა პოლიციას შეაცოდეთ თავი,რომ შვილი დაიბრუნოთ? ფული,ფულს ვინ დააბრუნებს?
-რა ფული,რას ბოდავ ავადმყოფი ხარ?
-ფული დააბრუნეთ უკან და წაიყვანეთ თქვენი შვილი.
-რა ფული,რას ამბობ.უთხრა ანანომ და თან კარისკენ აპარებდა თვალს,გულში კი ლოცულობდა ვინმე მისულიყო და ამ მანიაკისგან დაეხსნა.
-ფული რაც რუხვაძემ მოგცათ,დამიბრუნეთ.გელა ვერაფერს გახდა ანანოსთან,ცემასაც არ მოერიდა,მაგრამ უეცრად ვიღაცამ მხრებში ჩაავლო ხელი და მისკენ შეაბრუნა,ანანოს რომ შეხედა სიბრაზისგან თვალებში დაუბნელდა და ძლიერი მოქნეული ხელი გელას სახეში გაარტყა,იარაღი კი ხელიდან გააგდებინა.
-შენ,შენ გყავს ჩემი შვილი და ახლავეს მეტყვი სად არის ჩემი ელისო.
-არ ვიცი.
-არ იცი,ამიტომ ასწიე ქალზე ხელი? ასეთი ცხოველი როგორ ხარ,ცოლი არ გყავს,შვილი არ გყავს,ვინ ხარ ასეთი გადაშენებული.
-არ ვიცი ყველგან მას დავეძებ და ვერ ვიპოვე.
-ვიპოვი,ჩემს შვილს ვიპოვი და შენ კი ციხეში წახვალ.გელამ ირონიულად შეხედა შალვას და უთხრა.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ,სულ მალე ჩვენს გვერდით იქნება ელისო.
-ვერა,თქვენს შვილს ვეღარსოდეს ნახავთ,რადგან ის ძალიან შორს არის საქართველოდან.
-მამააააა,დედაააა,აქ ვარ არ დაუჯეროთ.
-ხმა ჩაიგდე ლაწირაკო.უყვირა გელამ ელისოს და პირში დაგროვილი სისხლი ძირს იატაკზე დააფურთხა.ანანომ ელისოს ხმა გაიგონა და პანიკაში ჩავარდა.
-ელისოოო,აქ არის სადღაც ელისო შალვა.ანანომ იმ კარისკენ გაიწია საიდანაც ბრახუნის ხმა გამოდიოდა,მაგრამ გელამ ძირს დაგდებული იარაღი აიღო და ანანოს ესროლა,ანანოც უეცრად შეჩერდა და შალვასკენ მიბრუნდა,ნელა ნელა კი ჩაიკეცა,შალვა დაიბნა ანანოსთან მივიდა,მაგრამ ანანომ უთხრა.
-წადი,ელისოს მიხედე და ამ ურჩხულისგან გაანთავისუფლე.შალვამ კი გელას მიუახლოვდა და ფეხი ჩაარტყა სახეში,ისე ძლიერი იყო დარტყმა რომ გელამ გონი დაკარგა, შალვამ კი ელისო გაანთავისუფლა,ეგონათ ყველაფერი დასრულდა,რომ გელამ იარაღი დაუმიზნა უნდოდა ელისო მოეკლა,მაგრამ შვილს შალვა გადაეფარა და მისი თეთრი პერანგი სისხლით შეიღება.
-მამააა,მამიკო,დედა ხმა გამეცი დედიკო.
-ნუ გეშინია,კარგად ვარ შვილო და აქ ვართ შენთან ერთად.ელისოს თავზე წაადგა გელა და უთხრა.
-დაემშვიდობე შენს მშობლებს რომლებმაც ჯერ გაგყიდეს და ახლა უნდათ დაგანახოს სიყვარული რომ სიგიჟემდე უყვარხარ ორივეს.
-რა ამბობ,ტყუილია.უთხრა გელას ელისომ ტირილით.
-ასეა,ასე მათმა ხომ უკეთესი ცხოვრებისთვის უარგყვეს და ახლა კი ჩემთან წამობრძანდები.გელამ ხელი ჩაკიდა ელისოს და უნდა წაეყვანა რომ ნიკამ დაუძახა.
-გელა შატირიშვილო თავად მოგვიყვანე შენს კვალზე.გელა დაიბნა ნიკას რომ შეხედა,მაგრამ გაბრაზებულმა უთხრა.
-ნიკა გზაზე ნუ გადამეღობები,გამიშვი თორემ გესვრი.
-მესროლე გელა სხვა რა დაგრჩენია ან მე უნდა მომკლა,ან როგორმე თავი გადაირჩინო,მაგრამ ..............................
-მაგრამ ნიკას უკან მე ვდგევარ და ჩემი ნდობა არაკაცურად გამოიყენე,შენ არ ხარ სიცოცხლის ღირსი ბავშვებზე მოძალადევ.უთხრა კომისარმა და სამჯერ ესროლა გელას.ანანო და შალვა საავადმყოფოში გადაიყვანეს,ანანომ გონს მოვიდა თუ არა შეშინებულმა შვილი მოიკითხა.
-ელისო,სად ხარ ელისო შვილო.
-აქ ვარ დედა,მამიკოც აქ არის.
-ელისო ჩემო ერთადერთო,ამიერიდან ხელს არ გაგიშვებ და ვერც ვერავინ შეძლებს ჩვენს დაშორებას.
-დედა შემეშინდა.
-მეც ძალიან შემეშინდა შვილო.
-ამიერიდან არ შეგეშინდეს.გაიგონა შალვას ხმა და მამასთან მივიდა,გულზე თავი დაადო და უთხრა.
-მამა დასრულდა?
-დასრულდა შვილო,ყველაფერი დასრულდა.ელისომ კომისარს შეხედა და უთხრა.
-ძია პოლიციელო კინო გადავიღეთ?
-გადავიღეთ,ყველაფერი დასრულდა პატარავ და შენ მადლობა.
-რისთვის?
-იმისთვის რომ საუკეთესო მსახიობი ხარ.
-ლაშა? ლაშა იპოვეთ,კარგად არის?
-კარგად არის და გვითხრა რომ გადმოგცეთ მისგან მოკითხვა.
-წავიდა? ისე წავიდა არ დამემშვიდობა?
-პატარავ ლაშამაც ძალიან რთული დღეები გაიატრა ისე როგორც შენ,მან სიცოცხლე გაჩუქა და ამიტომ ჩვენ მას საჩუქარი გავუკეთეთ.
-რა საჩუქარია?
-ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ,რომ ლაშამ პოლიციის სკოლა დაასრულოს და ისიც წარმატებული პოლიციელი იყოს,ალბად ოდესმე ისევ შეხვდებით ერთმანმეთს.
-ოდესმე? კომისარო ლაშა აქ არის და მას ელისოს ნახვა უნდა.ელისოს ხელი ჩაკიდა და პალატიდან გაიყვანა,დაინახა თუ არა მათკენ მიმავალი ლაშა ელისომ გაიქცა და ჩაეხუტა.
-ძალიან მიხარია რომ გადარჩი ლაშა.
-მეც მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს მშობლები იპოვე,ახლა მივდივარ,მაგრამ გპირდები მე შენ გიპოვი.შემდეგ კომისარს შეხედა და უთხრა.
-მადლობა კომისარო.
-შენ დაიმსახურებულად მიიღე ის რაც გადმოგეცით,წარმატებები მინდა გისურვო შვილო.ლაშა წავიდა და კომისარმა ხელი ჩაკიდა ელისოს ანანოს მიუყვანა და ანანომ კომისარს შეხედა.
-მადლობა კომისარო,როგორც იქნა დასრულდა მძიმე და რთული დღეები.
-დასრულდა ქალბატონო ანანო და მადლობა თქვენ ყველაფრისთვის,რომ არა შალვას თანხმობა ეს ბანდა კიდევ რამდენ ოჯახს გაამწარებდა.კომისარმა ჯიბეში ახმაურებულ ტელეფონს დახედა და უპასუხა.
-გისმენ ლევან.
-კომისარო როგორ ხართ,პატარა როგორ არის.
-ყველაფერი კარგად დასრულდა ლევან და პატარაც კარგად არის,შენ სად ხარ,ზვიადის არ მოაშორო თვალი მის გვერდით იყავი.
-მასთან მივდივარ,გარეთ ვერ გამოდის ჯერ კიდევ უჭირს სიარული კომისარო.
-კარგია,რამდენიმე საქმე დაგვრჩა და მასაც იქ გავუშვებთ სამუდამოდ სადაც შენ იყავი სამი წელი უდანაშაულოდ.
-ყურადღებით ვარ კომისარო,ჩემს ზარს დაელოდეთ.
-არ დაგირეკავ,სამხილებით გელოდები ჩემო ლომო.ზვიადი ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა,ყველა მისი დამხმარე დაიჭირეს,მხოლოდ ლევანი იყო მის გვერდით და კომისართან საუბრის შემდეგ ისიც ზვიადისთან წავიდა.ის გაუნძრევლად იწვა მოწყენილი და განადგურებული გულში გულიანად გაიცინა და თქვა.
-ახლოვდება აპოკალიფსი რუხვაძის ნებიერავ,სულ მალე,სულ რამდენიმე დღეც და გისოსებს მიღმა ვიხილავ შენს ამჟავებულ სახეს.დამწუხრებული და დადარდიანებული სახე  მიიღო და რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ უთხრა.
-ახლა რას ვაკეთებთ უფროსო.
-ლევან.....................................................მოულოდნელმა ზარმა ზვიადი გააჩუმა,სახე გაებადრა და ზარს უპასუხა.
-გისმენ ხატია.
-ზვიადი ვფიქრობ დრო მოვიდა, უნდა ვილაპარაკოთ.
-სად ხარ მითხარი და მოვალ.
-შენს ბინაში მოვედი მეგონა სახლში დამხვდებოდი,მაგრამ როგორც ყოველთვის არ დამხვდი და ბინასთან მდებარე კაფეში გელოდები,რაც შეიძლება იჩქარე ბევრი დრო არ მაქვს.
-მოვდივარ.ზვიადიმ ტელეფონი გათიშა და ლევანის შეხედა.
-ჩვენ სალაპარაკო გვაქვს,მაგრამ ახლა უნდა მომეხმარო და წამიყვანო ხატია მელოდება.
-წავიდეთ.ლევანიმ ზვიადის წამოდგომაში  მოეხმარა,გზაში საცოფში მოხვდნენ და ანერვიულდა და როგორც იქნა დანიშნულ ადგილამდეც მიაღწია,ხატიამ შეხედა თუ არა საათზე დაიხედა,წარბი მაღლა ასწია და უთხრა.
-კორექტულობა და დისციპლინა შენთვის ვიცი რომ უცხო ხილია,უკვე ერთი საათია რაც გელოდები.
-ბოდიში საცოფში მოვხვდი.ხატიამ გაოცებულმა შეხედა ზვიადის და აკანკალებული ხმით უთხრა.
-რა გჭირს,რა დაგემართა ასე სასტიკად ვინ მოგექცა.
-არაფერია,გამივლის და მალე დამნაშავესაც ვიპოვი.
-პოლიციას..................
-არა,არა არანაირი პოლიცია არ არის საჭირო,მე თავად მოვაგვარებ ყველაფერს.
-შენ რომ შენი ჭკუით აგვარებ ყველაფერს,ამიტომაც შეგალამაზეს კარგად.
-ხატია........................
-ახლა მე ვილაპარაკებ,შენ მომისმენ და დაფიქრდები ჩემს შემოთავაზებაზე ბატონო ზვიადი.
-გისმენ,მე მზად ვარ მივიღო შენგან შემოთავაზება რასაც მეტყვი.
-მიიღებ ისე არ დაფიქრდები?
-გისმენ ხატია მე ყველაფერზე მზად ვარ.
-არ ვიცი როგორ მიიღებ ჩემს შემოთავაზებას,მაგრამ მე გადაწყვეტილება მივიღე რომ შვილი დავაბრუნო და ერთად ვიცხოვროთ.
-მართლა მიიღე ეს გადაწყვეტილება?
-მივიღე,მაგრამ შენც რაღაც უნდა გააკეთო ჩემთვის და მეც დავრწმუნდები რომ მართლა გიყვარვარ და გინდა სამივემ ერთად ვიცხოვროთ.
-ხატია მითხარი სანაცვლოდ რა უნდა გავაკეთო,გეფიცები არც კი დავფიქრდები მე ყველაფერზე მზად ვარ.
-მაშინ ახლავეს და აქვე ადვოკატთან ერთად შენივე ხელმოწერით გადმომცემ შენც უძრავ და მოძრავ ქონებას,რაც კი შენს პირადულშია და შენი სახელი ჰქვია.
-კომპანიის აქციებსაც ითხოვ? გაუბედავად შეეკითხა ზვიადიმ.
-არა,კომპანიის აქციები არ მჭირდება,ვიცი რომ შენს აქციებზე დავა მომიწევს და გაგასთან შებრძოლება ნამდვილად არ  მინდა.
-კარგი,წავიდეთ და ყველაფერს შენს სახელზე გადმოვაფორმებ.
-წასვლა არსად არ არის საჭირო,ადვოკატიც აქ არის.ხატიამ ხელი ასწია და მათ მაგიდას მაღალი სიმპატიური უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა,ზვიადიმ გაბრსაზება ვერ დაფარა და ხან ხატიას უცქედა ხან უცნობს.
-ეს ვინ არის ან აქ რისთვის მოვიდა.
-ნუ ბრაზობ,ქვეყანა განვითარდა და მეც ჩემი პირადი ადვოკატი მყავს,შენს დაბერებულ ნოდარის არ ვენდობი.ეს ჩემი ადვოკატია მამუკა  კვეტენაძე და მხოლოდ ამ ადამიანის მომზადებულ საბუთებს ვენდობი,მხოლოდ მასთან ვითანამშრომლებ.რა საჭიროა ნოდარიმ გაიგოს ჩვენი ოჯახის საიდუმლო,ეს მხოლოდ ჩვენ სამს გვეცოდინება.
-კარგი თანახმა ვარ,მაგრამ ბავშვი როდის ჩამოიყვან.
-საბუთები გამზადდება თუ არა,ჩემი გოგონაც აქ იქნება.
-დაურეკე.
-ვის დავურეკო.დაიბნა ხატია.
-ბავშვს დაურეკე ხმა გავიგონო.ხატიამ დაურეკა პატარას და ზვიადის ცრემლი მოერია მისი ხმის გაგონებაზე.
-დედააააა,უკვე მოვდივართ?
-კიდევ რამდენიმე დღეც და წამოხვალ ძიძასთან ერთად ჩემო საყვარელო.
-ხომ დამპირდი მამასთან ერთად ვიცხოვრებთო.
-კი დე და ასეც იქნება,მხოლოდ კიდევ რამდენიმე დღეც მოითმინე.
-კარგი,მე გელოდები დედიკო.
-შეხვედრამდე ჩემო პრინცესავ.
-უთხარი,შენ მას უთხარი რომ მამასთან ერთად უნდა იცხოვროს?
-ის მალე 5 წლის გახდება ზვიადი და მის ასაკათნ შედარებით ის ძალიან ჭკვიანია.მას ძალიან უნდა იცოდეს ვინ არის ის ადამიანი ვისაც მამას დაუძახებს და ვფიქრობ ჩვენი ერთობლივი ცხოვრება მასზე კარგად იმოქმედებს.ზვიადი ბედნიერებისაგან ფრინავდა და ყველა იმ საბუთზე მოაწერა ხელი რაც კი ადვოკატმა მიაწოდა,ყველაფერი რაც კი გააჩნდა ზვიადიმ ხატიას სახელზე გააფორმა.ბოლო ფურცელიზედაც მოაწერა ხელი და ხატიას დაემშვიდობა,ბედნიერებისაგან გაბრუებული გაგასთან წავიდა,ხატიამ კი ტელეფონი ამოიღო და მოსაუბრეს შეხვედრაზე შეუთანხმდა, საათზე დაიხედა და თავაწეულმა ამაყად დატოვა ის ადგილი.

-ხატიამ თავისი საქმე უკვე შეასრულა,აქ მოდის.
-კარგია,ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის,ნელა-ნელა ძირი ეთხრება რუხვაძეებს და სულ მალე კომპანია ნამდვილ მფლობელებს დაუბრუნდება,ეს კი ყველასათვის სიურპრიზი უნდა იყოს.
-ახლა უკვე ჩემი ჯერია,დროა აქციები ჩემს სახელზე გადმოვიდეს.
-მე უკვე გავაკეთე ეს შვილო,აიღე ეს საქაღალდე შენი ხელის მოწერა და ჩემი აქციები შენს სახელზეა გაგას კი ხვალვე დაელაპარაკე და მოაგვარე ეს საქმე.
-ანამარია აღარ გამოდის გარეთ ხალხს თავს არიდებს,ყველა ფიქრობს რომ ის ქვეყნიდან გავიდა და კარგია ამ მხრივ მასზე დევნა ცოტა ხნით შეჩერდება.
-და უეცრად გამოჩნდება ყველას წინაშე,მამა მალიბუს მკვლელი?
-ვიპოვეთ,ვიცით ვინც არის მალიბუს მკვლელი,მაგრამ ჯერ ვერ ვამხელთ.
-რატომ,რატომ ვერ ვამხელთ ან რატომ არ ვიჭერთ.
-დავიჭერთ შვილო,სწორედ იმ დღეს მოვაქცევთ ვიწრო წრეში როცა ყველა ერთად უქნება და გასაქცევი აღარსად ექნებათ,ეს კი კომპანიის იუბილეზე მოხდება.
-რა იუბილე,რას ამბობთ როდის არის კომპანიის იუბილე.ია ჩუმად იყო ,მაგრამ ფატის შეხედა და თქვა.
-კომპანიას დაარსებიდან ერთ თვეში 100 წელი უსრულდება,ეს თარიღი კი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენთვის,სწორედ იმ დღეს უნდა მოხდეს რაც მოსახდენია.იმ მყარი და ურყევი კედლები ძალიან ბევრის დამნახავია,ბევრის მცოდნეა და ბევრიც გაუგონია.იქ ძალიან ბევრი სისხლია დაღვრილი,ის სისხლი კი უკვალოდ არ გაქრა სისხლიანი ნაფეხურები იმ იატაკს დღემდე აჩნია და დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.
-დამშვიდდი საყვარელო,დასასრულს ვუახლოვდებით წვალებით და წამებით,ჩვენ ცრემლით მოვედით დღევანდელობამდე და გპირდებით დასასრულამდეც მივალთ.

 სიყვარული ეს ხომ საკუთარი თავის შეყვარებაა სხვაში და ზვიადიც სწორედ ასე ფიქრობდა,რომ ხატია მისი სიყვარულით მისგან შორს ყოფნას ვეღარ ეგუებოდა და ეგონა სწორედ ამიტომ მისდამი სიყვარულის ვერ დავიწყების გამო დაუბრუნდა მას და ღიმილი მის თვალებში ბედნიერებასთან ერთად ბრწყინავდა, უნდოდა მისი სიხარული ძმისთვის გაეზიარებინა და ტელეფონზე გაგას დაურეკა.
-სად ხარ ძმაო სახლში ხარ?
-არა,კომპანიაში მოვედი საქმეები მაქვს.რამდენიმე წუთში ზვიადიც მივიდა გაგასთან და მის დადარდიანებულ სახეს რომ შეხედა ყველაფრის თქმა გადაიფიქრა.
-რა მოხდა,ასეთი დარდიანი რატომ ხარ.
-ეს კედლები ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასია.
-კარგია აქ რომ ხართ,უნდა დაგელაპარაკოთ.კაბინეტის კარი იამ შემოაღო ფატისთან ერთად და უკან თორნიკეც მოყვა,გაგამ სათითაოდ შეხედა სამივეს და იას უთხრა.
-რა მოხდა,რამე პრობლემები გვაქვს?
-არა,ამჯერად თქვენი დახმარება მჭირდება.
-რა მოხდა,ჩვენი დახმარება რომ დაგჭირდა.სახეზე ფერი შეეცვალა გაგას.
-როგორც იცით ერთ თვეში კომპანიის დაარსების 100 წლისთავი ხდება და ეს ციფრო ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია,ამიტომ ეს დღე აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ.
-რამდენი დრო გასულა,20 წელია რაც მე ვმართავ ამ კომპანიას.ძალიან გამიჭირდა,ბევრი ფიქრი დამჭირდა მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე.
-რას ამბობ ძმაო,რა გადაწყვეტილება მიიღე.
-დროა ჩემი აქციები ფატის გადავცე და კომპანია მან მართოს მის მეუღლესთან ერთად,რადგან ვხედავ ისინი ძალიან ცდილობენ კომპანიის შემობრუნებას.ზვიადიმ გაოცებულმა შეხედა გაგას და ღიმილით უთხრა.
-ძმაო რას ამბობ,გინდა მითხრა რომ ძმა დამიბერდა?
-არა,არ დავბერდი,მაგრამ მეც მინდა დასვენება.ზვიადი არ დავბერდი,მაგრამ ვაღიარებ რომ დავიღალე,ძალიან დავიღალე.ფატის გული აუფიალდა თავად დიდმა გაგამ გაუადვილა საუბარი იმ თემაზე, რომელზედაც აპირებდა საუბარს და კარგად მოიქცა რომ მოვლენებს წინ არ გაუსწრო.ხვდებოდა და იცოდა თუ როგორ უჭირდა გაგას ამ გადაწყვეტილების მიღება,მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ სიმართლემაც უნდა იპოვოს სინათლე.ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ და ჩვენი ცხოვრების გზა სიმაღლეზე წავა,სიმართლის გაგება კი დიდი ტვირთის მოხსნა იქნება ამ ორი ნაძირალასთვის რომლებიც თავიანთი  ჩადენილი დანაშაულით ამახინჯებენ სამართლიანობას და სხვები ისჯებიან,სხვები იძირებიან ბინძურ ჭაობში სადაც მხოლოდ თავიანთი სიბინძურეა.ზოგჯერ თავად ცხოვრებაც გვეხმარება და სწორ გზას გვიჩვენებს,სწორი გზის დასაწყისი კი ამ კომპანიიდან იწყება.გაგა ჩაფიქრდა და იას უთხრა.
-ერთი თვე გეყოფათ მოსამზადებლად?
-საკმარისია,მე უკვე დაწყებული მაქვს მზადება და ნუ შემეკითხებით რას გავაკეთებ,ეს სიურპრიზი იქნება.ზვიადი შენი დახმარება კი ნამდვილად დამჭირდება.
-გისმენ რძალო.ირონია გაურია ხმაში ზვიადიმ და გაგას შეხედა,შემდეგ კი იას მიუბრუნდა.
-სასმელი,ყველაზე ძვირადღირებული  ბრენდი დაგვჭირდება რომლებშიდაც შენ კარგად ერკვევი და გადავწყვიტე კოქტეილები და ლიქიორი შენ უნდა მოიტანო.
-კარგი,ეს ადვილი საქმეა.
-რადგან ორივე თანახმა ხართ,მე სტუმრების სიას შევადგენ და შემოგიტან,გადახედე თუ ვინმე გამომრჩა ჩაამატე,თუ ვინმე არ მოგდის თვალში სიიდან ამოიღე.ია წავიდა,გაგა კი ზვიადის მიუბრუნდა და უთხრა.
-სად დადიხარ, ასეთ მდგომარეობაშიც ვერ ჩერდები ერთ ადგილზე.იმ ჯულისთან იყავი?
-მის სახელს შენ ნუ ახსენებ.შეუბღვირა გაგას და წასვლა დააპირა, რადგან არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი.
-სად მიდიხარ,სიმართლის გაგონება არ გინდა თუ ვერ ეგუები? შეეშვი იმ ქალს იცი ვისი ცოლიც არის და კიდევ შეეშვი ალექსანდრეს შვილს,დროა დასერიოზულდე.ერთ დღესაც თავზე დაგადგება ვიღაც მისიანი და ეს არაფერია რაც ახლა გაგიკეთეს,ამჯერად სიცოცხლეს იქ დატოვებ სადაც იქნები.წადი და დაასრულე იმ ქალთან ყველაფერი,წადი ყველასთვის კარგი იქნება. ზვიადიმ ადგა და უსიტყვოდ დატოვა კომპანია,ჯერ ბარში შევიდა რამდენიმე ჭიქა ზედიზედ დალია მხოლოდ ამის შემდეგ მივიდა ჯულისთან.ვერ ხვდებოდა ზვიადი რა ემართებოდა ჯულისთან ყოფნის დროს,ის ვერ ახერხებდა კონცენტრაციას და ვერც მის ვნებებს აკონტროლებდა.
-დაგაგვიანდა,თითქმის ორი კვირაა არ გამოჩენილხარ.
-მოგენატრე? ცუდად ვიყავი.
-რა გჭირს,ეს ვინ გაბედა და შენზე ხელი ასწია.გაოცებული უცქერდა ჯული ზვიადის.
-შენ რა გეგონა,რატომ ვერ მოვედი.
-ვიცოდი რომ ცოლს შეურიგდი,აქამდე მხოლოდ მე გახსოვდი.
-როგორც ვიცი ჩვენ ორს არანაირი შეთანხმება არ გვქონია დადებული,მინდოდა შენთან ყოფნა და შენც გინდოდი,უარი არც არასოდეს არ გითქვამს სულ ეს იყო,მაგრამ ამჯერად შეიცვალა ყველაფერი.
-მეგონა კმაყოფილი იყავი და ორივე ერთად კარგად ვერთობოდით.
-არ გეგონა ასეც იყო,მაგრამ მუდმივად რომ არ ვიყავით ერთმანეთისთვის ეს შენც იცი.
-სულ ეს იყო?
-კი, სულ ეს იყო ჯული.მე დაგპირდი თათას გამოჯამრთრეებაში მოგეხმარებითქო და ჩემი სიტყვა შევასრულე ამიერიდან.............................
-უნდა წახვიდე,ჰოდა წადი რას ელოდები აქ რაღა დაგრჩენია.
-მოვედი რომ საბოლოოდ გავატაროთ ღამე.
-არა,ჩვენ დღეიდან ერთმანეთისთვის უცხოები ვართ,შენი აზრით ასეთი ცხოვრება რომ არ გვქონდეს ორივეს ერთად ვიცხოვრებდით? ზვიადის ჩაეცინა,თვალები დახუჭა და თქვა.
-ყველაზე ბედნიერ ადამიანად ჩავთვლიდი თავს,ახლა კი უარი უნდა ვთქვა ალექსანდრეზეც და მის ქალიშვილზეც,შენზე და საერთოდ ყველაფერზე.შენ მართალი ხარ,ჩვენ დღეიდან ერთმანეთს არ ვიცნობთ.
-შენ არ იყავი ვალდებული გეზრუნა ჩემს შვილზე,მაგრამ იზრუნე და მადლობა გვერდში დგომისთვის.
-მიხარია რომ ის კარგად არის,დროა წავიდე.მშვიდობით ჯული.
-მშვიდობით ზვიადი.გგონია ყველაფერი შენია,მაგრამ დაიმახსოვრე და გახსოვდეს ცხოვრების წინაშე და უამრავი ხალხის წინაშე უზარმაზარ ვალში ხარ,ამ ვალს სანამ არ გადაიხდი შენ მშვიდი ცხოვრებით ვერ იცხოვრებ.
-არავის წინაშე არ ვთვლი თავს დამნაშავედ და მით უფრო მათთან არანაირი ვალი არ მაქვს დასაბრუნებელი.
-ამპარტავანი ხარ და არ გინდა აღიარო რომ სხვების სიცოცხლით თამაშობ,მაგრამ მალე დადგება ის წუთები,როცა დასაფიქრებლად ძალიან ბევრი დრო გექნება,ალბად დაფიქრდები და მიხვდები.
-ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ ჩემი წასვლის დროა,მაგრამ წასვლამდე მადლობა მინდა გითხრა.
-მადლობა? და რისთვის მიხდი მადლობას.
-ყველაფრისთვის,როცა ცუდად ვგრძნობდი თავს შენთან მოვდიოდი და მხოლოდ შენ იყავი ჩემს გვერდით.მხოლოდ შენთან შემეძლო გულწრფელად და დაუფარავად საუბარი,შენთან ყველაფერს თამამად ვამბობდი.გაბრაზებდი,მაგრამ შენს სახლში ჩემთვის ერთი ადგილი ყოველთვის იყო.იცოდი მოვიდოდი და მელოდი, მეც მოვდიოდი კალთაში თავს ჩაგიდებდი და შენ მისმენდი.მადლობა ჯული.ვიცი ეს ყველაფერი აღარ განმეორდება,მაგრამ მე ყოველთვის შენს დაძახებაზე შენს გვერდით გავჩნდები.
-წადი და თავს მიხედე,ყოველთვის არ გაგიმართლებს და ოდესღაც ყველაზე ერთგულ მეგობარსაც მოსწყინდები,ისიც გიღილატებს.ამიტომ ნუ გეგონება სხვაც ჩემსავით გაგიგებს,ჩემგან წასულმა კარგად შეარჩიე მეგობრები,ყველასთან ყველაფერს ნუ იტყვი,ყველამ არ უნდა იცოდეს შენი საიდუმლოს შესახებ.წავიდა ზვიადი და დამძიმებული გულით ყველა ის ადგილი შემოიარა სადაც ჯულისთან ერთად ყოფილა,მასთან განვლილი ყველა ბედნიერი წუთი და დღე გაიხსენა.სიმშვიდე ტელეფონის ხმამ დაურღვია და მოწყენილად უპასუხა ნაცნობ ნომერს.
-გისმენ ძმაო.
-სად ხარ,ზვიადი უნდა ვილაპარაკოთ.
-ხვალ,ხვალ ვილაპარაკოთ ძმაო.
-ვიცი რომ გვიან არის,მაგრამ არც მე არ მეძინება და უნდა ვილაპარაკოთ.
-კარგი,მოვდივარ და ვისაუბროთ ძმებმა გულახდილად.შუაღამე გადასული იყო გაგასთან რომ მივიდა,კარი თვალებ დაწითლებულმა გაგამ გაუღო.
-შემოდი,შეგიძლია ამ სახლში თავისუფლად იყო ამხელა სახლში სულ მარტო სული ვარ.
-რატომ? რატომ დარჩი მარტო ძმაო,შენ ხომ მხოლოდ იმაზე ფიქრობდი არცერთ ოჯახის წევრს არაფერი მოკლებოდა და მეტი და მეტი გემუშავა,ბევრი ფული გეშოვნა.ხედავ? ფული გაქვს,მაგრამ მარტო ხარ და რატომ?
-აქამდე ყველაფერი მქონდა,მაგრამ რაც კი მქონდა ჩემი შეცდომით გაგადმული ნაბიჯით მქონდა,ჩემი დანაშაულებით.წლები გავიდა და მოსახდენი მოხდა,ვიბრძოლე და ვიომე მაგრამ ბოლოს ყველაფერი დავკარგე.ცხოვრებას პირდაპირ ჩავხედე თვალებში და მხოლოდ ახლა მივხვდი თუ რა რთულია ყველა იმ შეცდომის გამოსწორება და გათვითცნობიერება რომლებიც მე ჩემი თავის გადარჩენისთვის ჩავიდინე.ასე შენთვის,შენ რომ ციხეში არ მოხვედრილიყავი და თავისუფალი ყოფილიყავი სხვის ცხოვრებას დაუფიქრებლად ვანადგურებდი.ყოველთვის მზად ვიყავი სხვა დამედანაშაულებინა,რომ მე ვყოფილიყავი პირველი ყველგან,მე ხომ მხოლოდ ჩემი სახელი მადარდებდა სხვა არავინ და არაფერი იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი.
-ბევრი გააკეთე შენი ოცნება რომ აგესრულებინა,დაუფიქრებლად გაწირე იას მამაც და დავითიც.სწორედ ამ ოცნების დაკარგვის შეგეშინდა და ამიტომ იყავი ასეთი სასტიკი,დაუნდობელი...................
-ყველას ტკივილს ვაყენებდი,ვიცოდი მაგრამ მაინც ვაკეთებდი იმას რას სწორი არ იყო.
-დანაშაულის აღიარება ძნელია,მაგრამ შენ არ გაგიჭირდა აღიარება.გვიან მივხვდი თუ როგორი რთულია სწორი გზით სიარული და სწორად ცხოვრება.დრო მკურნალია ჩვენი ტკივილების და ჩვენს ტკივილსაც განკურნავს. გაიხსენე,სანამ იაზე დაქორწინდებოდი როგორ ვცხოვრობდით,მე ისევ იმ გზას გავყევი,შენ კი თავი მაღალ საზოგადოებაში დაიმკვიდრე.მე?....................
-მახსოვს ძმაო,ყველაფერი მახსოვს.ისიც კარგად მახსოვს დედაზე გაბრაზებულებმა სახლი რომ დავტოვეთ,ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში შევედით,ყურადღება არავინ მოგვაქცია უფრო მეტიც,უნდოდათ გარეთ გავეყარეთ და შენ რა გააკეთე? დაცვას რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა პირტიტველა ბიჭი იყი პერანგის საყელოში წაავლე ხელი და უთხარი.............
-მე ზვიადი ვარ რუხვაძე და ამ სასტუმროში საუკეთესო ნომერს ვღებულობ,საუკეთესო სადილს ვთხოულობ და ვერანდაზე გაშალეთ მაგიდა ჩემს ძმასთან ერთად უნდა ვისადილო.გაგას გაეცინა და ზვიადის ცრემლით სავსე თვალებით შეხედა.
-მახსოვს ყველაფერი სიტყვა-სიტყვით ჩემო ძმაო,ვიცი ფიცხი ხასიათი გაქვს მაგრამ გული სიყვარულით გაქვს სავსე,მაგრამ მხოლოდ მე მხედავ ამ უთქმელ სიყვარულს.სწორედ ამიტომ ვერ შევძელი შენთვის ხელი მეკრა უფრსკულის პირას როცა მიდი,ამიტომ ვარ დღემდე შენს გვერდით.წყალი დაღმა მიდის და უკან არ ბრუნდება,რომ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება ძალიან ბევრ შეცდომას გამოვასწორებდი,მაგრამ ეს შეუძლებელია წარსულის დაბრუნება,დროის შეჩერებაც და დაშვებული შეცდომების თავიდან არიდებაც,ამიტომ ვალდებულები ვართ ცხოვრების დინებას მივყვეთ.გულახდილ საუბარში ძმებს თავზე დაათენდათ,დაღლილმა და უძილობისგან თვალებდაწითლებულმა დატოვა ძმის სახლი,დაფიქრებული იყო თითქოს პირველად დაფიქრდა მის განვლილ ცხოვრებაზე,ნანობდა?არავინ იცოდა მისი გრძნობები,არავინ იცოდა რაზე ფიქრობდა ის ხომ ცვალებადი ხასიათის იყო. თავი გააქნია და ისევ ქედმაღალი და ამპარტავანი ზვიადი დაბრუნდა,ნიკოლოზი კი დიდი სისწრაფით მიდიოდა, მას ალექსანდრე რატისთან ერთად ელოდებოდა.


ძალიან მინდოდა ამ თავში დამესრულებინა,დავწერე კიდეც,მაგრამ წამეშალა.არ ვიცი ახლა რა გამოვიდა და ამ თავის შეფასება თქვენთვის მომინდვია.დასასრულიც ხვალ ან ზეგ დაიდება,მხოლოდ ერთი თავი დარჩა ჩემო ძვირფასებო.



№1  offline წევრი mia miako 15

Sheudarebeli xar❤❤❤❤velodebi shens axal istorias

 


№2 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგია, დახვეწილი წერის სტილი, ველოდები რუხვაძეების ,,იმპერიის,, დასასრულს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent