სათაურისა რა ვიცი
ერთ დროს შიშიც კი მქონდა, მაგრამ ახლა მისი ორ პირობის გუნება თვითშეფასებაში მიცვლიდა აგრესიას. ასანთის ღერი მოვისროლე და ლამპიონებიან გზას გავუყევი. არანაირი ხმა არ შემომსმენია, ასე მეგონა იქ გვამი დამეტოვებინა. 15ა-ე კორპუს მიახლოებისას, ჩემი რკინის კასრი მოვიკითხე. ვერაფრით წარმოვიდგინე ვის შეიძლება დაენთო? იმ ცეცხლს, ჩემი მოგროვებული შეშები მივაყარე. აიტანდა კიდევ რამდენიმე საათი! სახლში რომ დავბრუნდი, ლიზა მისაღებში სახსალამათი დავინახე, ზუზუს ჟირაფს აცლიდა პირიდან. - გარეთ შენი შეშები დაწვეს? - სიცილით აუტყდა. - დიახ, ჩემი შეშებით დაანთეს ცეცხლი, მაგრამ ვერ გავიგე მიზაზი... სამზარეულოში გასვლა დავაპირე, როცა ლიზას დავუბრუნდი: - შენ, რა! იცი ვინ გააკეთა? პირი დააღო, აშკარად რაღაც იცოდა... - რა!? - ლიზასკე გავემართე. როგორც კი გვერდით მივუჯექი, ზუზუ სადღაც დაიკარაგა! - მითხარი, რა იცი!? - მხარზე ხელი დავადე. - არ გაბრაზდე... ვალერი ტრიალებდა ცეცხლთან. რომ გახვედი, ისიც დაიძრა... - მაგ ნაბოზარს ჩემამდე თამაში დაუწყია..! - ფეხზე წამოვდექი და სახის სრესვა დავიწყე. - ლაზარე, რას ნიშნავს შენამდე? - ასე სჩვეოდა ერთ დროს და მერე სისხლი ვარწყევინე. - და რას აპირებ? დაანებე თავიო, ასე არ მითხარი? - დიახ, დიახ, შენ ასეც უნდა მოიქცე და დანარჩენი ჩვენი საქმეა... დამიჯერე, ლიზა, დამიჯერე. ახლაც დამიჯერე. - მოვეხვიე. - და ეს რას ნიშნავს რომ ისევ ჩემს თავს ზევით უნდა იომოთ? გავიფიქრე, ლიზა, ამ დღეებს ერთხელაც დააფასებ - მეთქი. მოვეხვიე და დავარწმუნე რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამავე დროს პირობა მივეცი რომ, მე და ის, მხოლოდ მე და ის წავიდოდით სადმე და მოვწყდებოდით აქაურობას. ვიქნებოდით დღე და ღამე ერთ სახლში, თბილად და ტკბილად... აივანზე გრილოდა, როცა ლიზამ უკან გადმოწია თავი და ჩამჩურჩულა: - ისევ იმაზე ფიქრობ? - არა, ლიზა... - პირიდან თითი გამოვიღე. - ამჯერად სამსახურზე... ვალერი ვალიევს მასთან ხსენებიდან ამოვიღებდი. ლიზა, გეგმებში ხელს შემიშლიდა და ჯობდა არაფერი ცოდნოდა თუ მის შესახებ რას ვფიქრობდი... ლიზა უბრალოდ მოსვენებული უნდა ყოფილიყო ჩემთან - მას არაფერი უნდა დამუქრებოდა. - ბეგელამ თუ ბეღელამ რა გიამბო? - ბეღელამ, ჩვენმა სკოლელმა ბიჭმა, ფაქტიურად თავისი საქმე დამითმო. - აბა, გისმენ? სკამის საზურგეზე თავი ჩამოდო და მზერა მომართა. მის მოკლე გადაწეულ თმებს ვეფერებოდი, როცა გარემო ხმებმა მიიქციეს ყურადღება. ზედა სართულდან, პატარა ზომის რაღაც გავარდნიათ ხელიდან, სუფთა სანაგვე იყო ჩემი გრძელი აივნის სახურავზე. ცალკე, სახლში Born To Die-ის ალბომი მღეროდა - ხმები აივანზეც აღწევდა. - სავაჭრო საქმეები... ონლაინ მაღაზიები, ამაზონი, იბეი და ამნაირები ხომ გსმენია? თავი დამიქნია, ისეთი გამომეტყველებით მიყურა, თითქოს ჩემ სახეზე რაღაც აღმოეჩინა, განსაცვიფრებელი, თან ამ მზერამ საუბარიც გამაწყვეტინა. - იცი რომ შენ თვალებში ცეცხლს ვხედავ... დამაბნია, თუმცა ლიზას როგორც კი მზერა მოვაცილე, ჩემ კასრში მოელვარე ცეცხლმა კავშირი მაპოვნინა. - არ მესმის, ჩაქრობის პირას იყო ცეცხლი, შენ კი მას შეშები დაამატე. - ლიზა, მისმენ? ისევ ისეთი მზერით დამიქნია თავი. შემდგომ თავი შეიბერტყა და სმენად იქცა. - კარგი გაცემის მქონე მაღაზიას ავირჩევთ... საკუთარი გვერდის მეშვეობით გვევალება გასაყიდი პროდუქტი გავაპიაროთ. დაინტერესებული თუ ჩვენი საშუალებით იყიდის, მაშინ სავაჭრო კომპანიისგან ჩვენ მივიღებთ გაყიდული პროდუქტის პროცენტს. - მაღალ ფასიან პროდუქტებს მივეძალოთ! - დამაჯერებლად გამოუვიდა. - ხომ, ლიზა, ეს იოლია. თუმცა, აღვნიშნოთ - არ გვაქვს სოციალური საშუალებები, რათა გვყავდეს აუდიტორია. ჩვენ გვჭირდება ყურადღება. უნდა გამოვირჩეოდეთ, რათა ხალხმა დახასიათებულ პროდუქტსაც მიაქციოს ყურადღება. - ლაზარე... ეს მაინც ფინანსებს უკავშირდება. ესეც ერთგვარი ბიზნესია. - ჩემსკენ წამოწია თავი და დამიმარცვლა. - ხალხისთვის ჩვენ არაფრით გამოვირჩევით. ლიზამ სხვა იდეის თქმის საშუალება არ მომცა, მეძგერა თუ არა, ენა შემიყო პირში. - არა... - ხელით გავწიე. - ასე, აღარ ჩაიდინო. ენა, რაც უფრო შიგნითაა, მით მეტ ხიბლს კარგავ... - მადროვე... - თითი ავწიე. - ახლა შენ შხამიან გველს ჰგავხარ... - კარგი, გისმენ... იქნება უკეთესი ბედიც გვაქვს... - ისევ მომაჩერდა. - არსებობს ასეთი ვარიანტები, გავაკეთოთ ლამაზი, სიმპატიური ბიჭი. - ოოო, ეს მესმის! ბიჭზეც თანახმა ვარ. - რომ წამოიზრდება, ჩოგბურთში დაუყონებლივ დავსახავთ მიზანს, რომ ის გახდეს ჯოკოვიჩის დონის, და თუ კი გული დაგვწყდა და ის აღმოჩნდება გოგო... - საზურგეს მივეყრდენი. - მაშინ, იყოს თუნდაც საკარის, ანდაც ანისიმოვას დონის. - ლაზარე, ამაშიც გეთანხმები... ანისიმოვა შვიდის წლით უმცროსია ჩვენზე... მისგან ნამდვილად კარგი ჩოგბურთელი დადგება. - საქმე ამაში არაა, ლიზა... ახალი იდეა არის შემდეგი: ჩვენი შვილი გვეყოლება და მას ვუყიდით ტონობით სათამაშოს. ვინც დღესდღეისობით, ონლაინ ვიდეო პორტალებს იყენებს და ყოველ წელს ჰყავთ ახალი ბავშვი, იმისათვის რომ ვიდეო გადაუღონ თუ როგორ თამაშობს, როგორი კარგია უზრუნველი ცხოვრება და ამ ვიდეოებს ნახავენ მთელ მსოფლიოში. - მერე გავხდებით პოპულარულები... ლაზარე, კარგი, დროა უკვე რომ დავანგრიოთ სასახლე. - არა, ლიზა... მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა რომ შემოსავალი განთავსებულ რეკლამებიდან გვექნებოდა. ჩვენც კარგად ვიქნებოდით და შვილიც იქნება უზრუნველად. - რეკლამები? - ხომ, რეკლამები..! გუგლი თავად განათავსებს რეკლამებს ჩვენს ვიდეობზე. - ახლა, გუგლი? როგორ შეძლებს ეს გუგლი ამას? - გუგლია ყველაფერი, ჩემო გოგო! იმდენი შეუძლია რომ ხმებიც კი დადის რომ ამერიკაში რომ გუგლი ვაკანტურ ადგილს გამოაჩენს, იქ არაა საჭირო ვინმემ სივი გააგზავნოს. გუგლმა უკვე ყველაფერი იცის დამსაქმებელზე. - ჰაჰა..! მაგარია! - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.