შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც ალქაჯი დაწვეს...


28-03-2019, 14:43
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 430

სადღაც ალქაჯი დაწვეს,
ექოდ კივილი ისმის,
როგორ უხდებათ ღაწვებს,
პოზიორობა ნისლის..

შემოერიე ბნელეთს..
შემოგიერთდე მინდა..
ნებას მიშვებულ სეფეთ,
შენით დათრობა სურდათ..

გეკვრის, ირხევა ნისლი,
ათბობს სიჩუმე ქუჩებს,
ო რა სიბილწით ისვრი,
ე, მაგ მარწყვივით ტუჩებს..

ივსება ზეცა შორით,
ცეცხლით ივსება ზეცა,
მთვარე, ალერსის ღორი
მასში არეკლილს გეცა..

ოხრავს მზაკვარი ღამე,
გიშრის მძივებით ხელში,
თითქოს შეეძლოს რამე,
ისე მიილტვის მზეში..

თენდები.. ისე ცივი,
ისე აღზნებით ბოდავ,
ჩემი ცხოვრების ტივი,
წყვდიადში იქეც მოდად...

მზე ამოვიდა დიდი,
ღამე გაიქცა სადღაც,
და ცისარტყელა შვიდი
ჯერაც შენს ებრძვის დაღლას..

დააპატიმრეს მთვარეც,
და ოკეანის შიგნით,
აცრემლებული მზვარე,
ციხედ უქციეს თითქმის..

გაიისფრდება დილა
ღველფი დაკარგავს ძალას,
და ისე, როგორც წინათ,
ჩემი გახდები.. ქალავ!

ტკბილია მკერდზე ძილი,
გიდუღს ცოდვილი სისხლი,
ო, როგორ შვენის ღიმილს,
პოზიორობა ნისლის..

ღმერთმანი.. ათას რამეს,
სწამა მკითხველმა ცილი,
რომ თაფლობისთვის ღამეს,
არ მოგვერია ძილი..

უკვე წამოვდგეთ, დროა,
რა მითქმა-მოთქმა მოჰყვა,
და რაც ვერ შეძლო ტროამ,
მტერს მივუშვიროთ ლოყა..



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

უკვე წამოვდგეთ, დროა,
რა მითქმა-მოთქმა მოჰყვა,
და რაც ვერ შეძლო ტროამ,
მტერს მივუშვიროთ ლოყა..

უკვე წამოვდგეთ, დროა,
რა მითქმა-მოთქმა მოჰყვა,
და რაც ვერ შეძლო ტროამ,
მტერს მივუშვიროთ ლოყა..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent