შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგონა ზღვის პირას (მეცამეტე თავი)


17-01-2020, 10:49
ავტორი fireending
ნანახია 1 451

დამიანე მის გვერდით მძინარე გვანცას უყურებდა.ვერ ხვდებოდა რატომ და როგორ აღმოჩნდა ისევ მის გვერდით.გრძნობდა,რომ ის აღარ უყვარდა,მხოლოდ წამიერ ვნებას აყვა და ახლა ისევ მის საწოლში აღმოჩნდა.ხვდებოდა,რომ ლანას მიერ მოყენებული ტრავმისგან ცდილობდა თავის დაღწევას და გულის გადაყოლებას,რომ დარდისგან არ მომკვდარიყო,ამის გამო თავს კიდევ უფრო ცუდად გრძნობდა,საკუთარ თავზე ბრაზობდა,რომ წამიერ სისუსტეს აყვა,თავს გვანცას წინაშეც დამნაშავედ გრძნობდა,რადგან გამოდიოდა,რომ მას ლანას დასავიწყებლად იყენებდა.გონება არეული ჰქონდა ახლა და საღად ვერ აზროვნებდა.წამი არ გადიოდა ისე,რომ ლანაზე არ ეფიქრა და მის საქციელზე,აინტერესებდა და ვერ გაეგო რატომ მიატოვა მისმა საყვარელმა ქალმა.ხმამ
-ჰო გამეღვიძა_უპასუხა მან ,ფეხზე წამოდგა,ფანჯარა გააღო და სიგარეტს მოუკიდა
გვანცა ფეხზე წამოდგა,დამიანეს უკნიდან ხელე
-დამიი გღვიძავს?_ფიქრებიდან გამოარკვია გვანცას ბი მოხვია და აკოცა.
-რა კარგია რომ ისევ ჩემთან ხარ_თქვა მან,მამაკაცი მისკენ მოაბრუნდა აკოცა-იმედი მაქვს ამჯერად საბოლოოდ ერთად ვიქნებით.
დამიანემ არაფერი უპასუხა.სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო და საწოლზე ჩამოჯდა.გვანცაც მის გვერდით ჩამოჯდა.
-მინდა რომ ერთად ვიყოთ ყოველთვის_თქვა ქალმა და აკოცა-შენ რას ფიქრობ?
-გვანცა,არ გინდა_უპასუხა მან-ახლა ვერაფერზე ვფიქრობ.სჯობს ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის.
-კარგი ჰო_თქვა უკმაყოფილოდ ქალმა-მაგრამ არ მინდა ისევ დაგკარგო,ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ და უშენოდ ყოფნა მიჭირდა.ისიც ვიცი,რომ ბევრი შეცდომა დავუშვი შენთან და ძალიან ვნანობ...
-არ გვინდა წარსულის გახსენება_უპასუხა დამიანემ ცივად
-ჰო,მართალი ხარ
საუბარი დამიანეს მობილურის ზარმა შეაწყვეტინათ.ლუკა ურეკავდა.
-ხო ლუკა_უპასუხა მან -რა?_დაიყვირა დამიანემ და ფეხზე წამოდგა-ახლავე მოვდივარ -კი კი ვიცი
დამიანემ ტელეფონი გათიშა და შარვალი სასწრაფოდ ჩაიცვა.
-რა მოხდა დამი?_ჰკითხა გვანცამ
-უნდა წავიდე,მერე დაგელაპარაკები
-მშვიდობაა?რა სახე გაქვს
-მამაჩემია ცუდად_უპასუხა მან და მაისურიც ჩაიცვა.-საავადმყოფოში მივდივარ
-რას ამბობ? წამოგყვები_შესთავაზა გვანცამ
-არა ,არ არის საჭირო,მერე დაგირეკავ
-კარგი მიდი და გამაგებინე ამბავი
დამიანემ მანქანის გასაღები აიღო და გარეთ გავიდა.

...
-სად არის მამა?რა მოხდა_იკითხა აღელვებით დამიანემ და იქვე,მისაღებში მჯდომი ლუკასკენ და ანასკენ წავიდა.
-არ ვიცი დამი_უთხრა გოგონამ ტირილით და ძმას მოეხვია-მოულოდნელად ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო და მერე გონება დაკარგა.
-კი მაგრამ რატომ?_იკითხა დამიანემ-რა თქვა ექიმმა ?
-არ ვიცი ,არ ვიცი_ატირდა ანა-ლუკას ელაპარაკა
-კარგი გთხოვ დამშვიდდი-გოგონას ჩაეხუტა დამიანე და ცრემლები მოწმინდა ,შემდეგ კი ლუკას მიუბრუნდა-ლუკა რა მოხდა გამაგებინე,რა დაემართა მამას
-დამი,ბექას გამოღვიძებას დაველოდოთ გთხოვ და ყველაფერს გეტყვით_უპასუხა ლუკამ და ძირს დაიხედა. არ უნდოდა მათთვის თვალებში ეყურებინა, თავს დამნაშავედ გრძნობდა,რომ ამდენხანს სიმართლეს უმალავდა მათ.ახლა კი დადგა დრო ,როდესაც ყველაფერს გაიგებდნენ და ეშინოდა მათი რეაქციის,შიშობდა,რო ანა და ლუკა ამას არასდროს აპატიებდნენ.
მალე ექიმიც მოვიდა და მათ უთხრა ,რომ ბექას უკვე ეღვიძა და ისინიც მის სანახავად შევიდნენ პალატაში.
ბექა საწოლზე იყო წამომჯდარი და უკეთ გამოიყურებოდა.მათ დანახვაზე გაეღიმა.
-რა სახეებით მიყურებთ_თქვა მან სიცილით-ჯერ ცოცხალი ვარ
-მამა_თქვა ტირილით ანამ და ბექას მოეხვია
-რა დაგემართა,ძალიან შემეშინდა_დამიანეც მოეხვია მამას
-დამშვიდდით ბავშვებო_მოეფერა ბექა მათ-უკეთ ვარ არ ინერვიულოთ
-რომ იცოდე,როგორ შემეშინდა_უთხრა ანამ და მისი ხელი დაიჭირა
-ნუ გეშინია_ლოყაზე მოეფერა გოგონას ბექა
-მამა,გვითხარი რა მოხდა,რატომ გახდი ცუდად_თქვა დამიანემ
ბექამ და ლუკამ ერთმანეთს შეხედეს.ორივე ხვდებოდა,რომ სიმართლის თქმის დრო იყო,მაგრამ უჭირდათ ამის გაკეთება.
-რა ხდება,გაგვაგებინეთ_თქვა დამიანემ აღელვებით
-კარგი_თქვა ბექამ-სჯობს სიმართლე იცოდეთ ,გთხოვთ არ ინერვიულოთ
-რა სიმართლე მამა?_იკითხა ანამ და აღელდა,ხვდებოდა,რომ რაღაც სერიოზული იყო
დამიანეც და ანაც შიშნარევი თვალებით შეჰყურებდნენ მამას.
რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ბექამ მღელვარება დასძლია და მოყოლა დაიწყო.ძნელი იყო მისთვისაც ამ ყველაფრის თქმა,მაგრამ როდემდე უნდა დაემალა და თანაც ახლა სხვა გზა არ ჰქონდა. დამიანე და ანა ჩუმად ისხდნენ და ცრემლმორეული თვალებით უყურებდნენ მამას,ჯერ კიდევ ვერ იაზრებდნენ იმ ამბავს,რაც ახლა გაიგეს,ვერაფერს ამბობდნენ,ფიქრიც კი აშინებდათ იმაზე,რომ შესძლოა მამა დაეკარგათ.
-ლუკა_სიჩუმე დაარღვია დამიანემ-იცოდი და არაფერი გვითხარი,რატომ?_უსაყვედურა მან
-ასე როგორ შეიძლება_უსაყვედურა ანამაც-უნდა გეთქვა
-მაპატიეთ _უპასუხა ლუკამ და ძირს დაიხედა თავს ცუდად გრძნობდა და დამნაშავედ.ვერაფერი თქვა.
-კარგი,გეყოთ_თქვა ბექამ-ლუკა რა შუაშია,მან შემთხვევით გაიგო და მე ვთხოვე კიარადა თითქმის ვაიძულე,რომ თქვენთვის არაფერი ეთქვა და ამიტომ ნუ დაადანაშაულებთ .მე თვითონ მინდოდა მეთქვა თქვენთვის
-მამა,რატომ დაგვიმალე _ჰკითხა დამიანემ
-უნდა გეთქვა _უსაყვედურა ანამაც
-გამიგეთ ბავშვებო გთხოვთ_თქვა ბექამ-ჩემთვისაც ძნელი იყო ამ ამბის გაგება და გადახარშვა,მინდოდა თქმა და შესაფერის დროს ვარჩევდი,არ არის ადვილი იმის თქმა რომ ვკვდები
-ნუ ამბობ ამას,არ მოკვდები_შეაწყვეტინა საუბარი დამიანემ
-იმკურნალებ,ყველაფერს გავაკეთებთ რომ გამოჯანმრთელდე აუცილებლად _ამბობდა ანა აღელვებით
-ჰო აბა რა_დაეთანხმა დამიანე-შენ კარგად უნდა გახდე ,გთხოვ,დაგვპირდი,რომ არ დანებდები
ბექას არაფერი უთქვამს ორივეს მოეხვია და ჩუმად მოიწმინდა თვალზე მომდგარი ცრემლი.სინამდვილეში მას არ ჰქონდა იმედი,რომ კიდევ იცოცხლებდა.მხოლოდ იმას ნატრობდა,რომ ცოტა დრო კიდევ ჰქონოდა ,რომ შვილებთან ყოფნით ბოლოჯერ დამტკბარიყო.
-როგორ გრძნობთ თავს?_შემოვიდა ახალგაზრდა ქალი პალატაში
-კარგად ვარ ლიზა_უპასუხა ექიმს ბექამ
-უკეთ გამოიყურებით_გაუღიმა ქალმა-ბექა,უნდა დაგელაპარაკოთ_თქვა ექიმმა და იქ მყოფებს გადახედა
-ჩვენ გავალთ_თქვა ლუკამ
-არა ,იყავით_უპასუხა ბექამ-აღარაფრის დამალვას ვაპირებ
-კარგი გადაწყვეტილებაა_თქვა ლიზამ-ადრეც გეუბნებოდით,რომ ახლობლებისთვის ყველაფერი უნდა გეთქვათ.მეგობრების და ოჯახის წევრების თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია
-ჰო,მართალი ხართ_უპასუხა ბექამ და ქალს გაუღიმა.
-ექიმო,გვითხარით რა ხდება_თქვა ანამ
-მდგომარეობა მძიმეა_თქვა ლიზამ რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ და შემდეგ ბექას შეხედა-ოპერაცია მალე უნდა გაკეთდეს და შემდეგ ქიმიოთერაპიის კურსიც უნდა ჩაიტაროთ_ქალი ისევ შეჩერდა
-ჰო,მოსალოდნელი იყო_თქვა ბექამ-მაგრამ კიდევ არის რაღაც ხომ?
-ბექა, ამაზე ადრეც ვისაუბრეთ_თქვა მან-ოპერაციაც სარისკოა,მაგრამ ოპერაციის გარეშე
-რამდენი დამრჩა?_სიტყვა გააწყვეტინა ბექამ
-მამა_საყვედურით სავსე თვალებით შეხედა დამიანემ
-რამდენიმე თვე ოპერაციის გარეშე_თქვა ექიმმა
-მამა გთხოვ უარი არ თქვა ოპერაციაზე გთხოვ_ცრემლები მოერია ანას-არ მინდა დაგკარგო
-და ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში როგორი შანსი მექნება?_იკითხა ბექამ და ლიზას შეხედა-თუ რა თქმა უნდა გადავიტან ოპერაციას
-მაშინ შანსია,რომ სრულად გამოჯანმრთელდეთ,შესაბამისი მკურნალობის შემდეგ_უპასუხა ლიზამ
-ხედავ?_თქვა ლუკამ -ბექა,უნდა იბრძოლო,რომ გადარჩე
-არ ვიცი,არ ვიცი_ამოიოხრა ბექამ-აქვს აზრი?
-მკურნალობას ყოველთვის აქვს აზრი_უპასუხა ლიზამ-უმოქმედოთ ყოფნა კი არაფერს გარგებთ
-კარგი_თქვა ბექამ-ვიფიქრებ
-საღამოს კკიდევ გნახავთ და თქვენი გადაწყვეტილების შესახებ მითხარით_თქვა ლიზამ და კარისკენ წავიდა -კარგი იქნება თუ პაციენტს დასვენების საშუალებას მივცემთ._თქვა მან
-ჰო,მართალია_თქვა დამიანემ-მამა დაისვენე და კარგად დაფიქრდი
...
ანა ლუკა და დამიანე მანქანაში ისხდნენ.ხმას არცერთი იღებდა,თუმცა ერთი და იგივეზე ფიქრობდნენ.ანასთვის და დამიანესთვის განსაკუთრებით მძიმე დღე იყო.მამაზე ფიქრობდნენ და თავი ჯერ კიდევ ცუდ სიზმარში ეგონათ.ორივეს გულში იყო ფარული შიში,რომლის ამოთქმის ახლა ეშინოდათ,ეს იყო მამის დაკარგვის შიში.
-მაპატიეთ_სიჩუმე დაარღვია ლუკამ
ანამ და დამიანემ მას შეხედეს.
-არ მინდოდა თქვენთვის ამ ამბის დამალვა_თქვა მან-ვიცი თავს ვერაფრით ვიმართლებ,მაგრამ გთხოვთ გამიგოთ ბექას უნდოდა,რომ თვითონ დაგლაპარაკებოდათ ორივეს
-კი მაგრამ როდის ?_თქვა ხმამაღლა დამიანემ-როცა უკვე ..._დამიანე შეჩერდა ,იმის წარმოთქმაც და გაფიქრებაც კი უჭირდა,რომ ბექა მოკვდებოდა
-უნდა გეთქვა,როგორ დაგვიმალე_თქვა ანამ სასოწარკვეთით
-მაპატიე გთხოვ_ცრემლები მოწმინდა გოგონას ლუკამ
-მოვკვდები მამას რომ..._გოგონას ხმა ჩაუწყდა და ატირდა-ვერ გადავიტან
ლუკას არაფერი უთქვამს ,ცოლს ჩაეხუტა და აკოცა.
-ეს არ მოხდება,აი ნახავ_ამშვიდებდა ლუკა-ბექა იმკურნალებს და შედეგი ექნება აუცილებლად
-იმედია _თქვა სევდიანად დამიანემ მასაც ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები-მთელი ცხოვრება მეგონა,რომ მამა არ მყავდა,ახლა ვიპოვე და ვერ დავკარგავ.რატომ,რატომ გვექცევა ასე ცხოვრება_თქვა გაბრაზებულმა-რატომ მართმევს საყვარელ ადამიანებს,ჯერ დედა,შემდეგ ლანა და ახლა კიდევ მამა ამ დღეშია
ანამ თავი საშინლად იგრძნო,როდესაც დამიანეს სიტყვები მოისმინა.ახლა ლანა უნდა ყოფილიყო მისი ძმის გვერდით და ამ განსაცდელისთვის ერთად უნდა გაეძლოთ,საკუთარი თავი ყოველდღე უფრო სძულდა ანას,იმის გამო,რომ მისი მიზეზით იტანჯებოდა დამიანე.
-მამა კარგად იქნება._მოიკრიბა მხნეობა და ისე წარმოთქვა ანამ-ახლა ტირილის და სასოწარკვეთის დრო არაა,მის გვერდით უნდა ვიყოთ და ძალა მივცეთ
-ანა მართალია_თქვა ლუკამ-ახლა ისე უნდა გავმაგრდეთ,როგორც არასდროს და ბექა უნდა გადავარჩინოთ
-უნდა გადარჩეს_თქვა დამიანემ-სხვა გზა არ აქვს,არ მივცემ უფლებას მიგვატოვოს.
-ჰო_თქვა ლუკამ და მანქანა დაქოქა-სახლში წავიდეთ და ცოტა აზრზე მოვიდეთ და საღამოს ისევ მოვიდეთ
-ჰო_დაეთანხმა ანაც-მამა ასეთ დღეში არ უნდა გვნახოს.
...
-ბექა_პალატის კარი შეაღო ლიზამ-რატომ არ გძინავს?_უსაყვედურა მან-უნდა დაისვენო
-მეძინა ცოტა ხანი_გაუღიმა მან
-თავს როგორ გრძნობ?_ჰკითხა ქალმა და მისი საწოლის წინ ჩამოჯდა
-უკეთესად ვარ_უპასუხა მამაკაცმა-თავბრუც აღარ მეხვევა
-კარგია
-ლიზა_მისი ხელი დაიჭირა ბექამ-არ უნდა მიგეცა ჩემი შვილებისთვის იმედი,რომ გადავრჩები,არ მინდა ტყუილად რაამის იმედი ჰქონდეთ და მერე იმედგაცრუებამ და სასოწარკვეთამ დატანჯოს
-ასე ნუ ამბობ_უსაყვედურა ქალმა და ბექას ხელზე მოეფერა-მე სიმართლე ვთქვი,მართლაც არის შანსი და უარი არ უნდა თქვა მკურნალობაზე
-კარგი რა, ვგრძნობ რომ ცოტა დრო დამრჩა და მინდა გამოვიყენო ეს დრო და ჩემ ახლობლებთან გავატარო,სანამ ...
-რატომ ნებდები ასე ადვილად რატომ?_გაბრაზდა ქალი და ფეხზე წამოდგა-შენ შვილებზე მაინც იფიქრე,გინდა მიატოვო?როგორ შეგიძლია
-ნუ ბრაზდები გთხოვ_წამოდგა ბექა და ქალს მხარზე ხელი დაადო-შენ ხომ ექიმი ხარ და ჩემზე უკეთ იცი რომ მე ვერ...
-დიახაც ექიმი ვარ­_მკაცრად თქვა ქალმა-ექიმი ვარ და ვიცი რასაც ვამბობ,შენზე უკეთ ვიცი ,თუ დანებდები ყველას ტკივილს მიაყენებ ,შენ შვილებს,მეგობრებს და..._ქალი გაჩერდა ბექას მოსცილდა და ფანჯარასთან მივიდა
-და... ? _ჰკითხა ბექამ
ლიზამ არაფერი უპასუხა და ჩუმად მოიწმინდა თვალზე მომდგარი ცრემლი.
სივრცეს გაჰყურებდა და მოაგონდა თუ როგორ გაიცნო ბექა. ერთმანეთას რამდენიმე წლის წინ შემთხვევით შეხვდნენ საერთო მეგობრის დაბადების დღეზე. ბექა ლიზაზე ათი წლით იყო უფროსი თუმცა გოგონას ის მაშნვე მოეწონა,მაგრამ იმ დღეს არაფერი უთქვამს.ყოველთვის სასიამოვნოდ იხსენებდა იმ საღამოს,როცა ის გაიცნო. ბექა მწერალი იყო ,სცენარებსაც წერდა და საკმაოდ საინტერესო ადამიანი იყო,ლიზაც მაშინვე მოიხიბლა მისით,არა მხოლოდ გარეგნობით,მასთან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა იმ საღამოს,თუმცა მას შემდეგ ერთმანეთთან შეხვედრის შანსი აღარ ჰქონიათ,მიუხედავად ამისა ლიზა ხშირად ფიქრობდა ბექაზე,მან ქალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შემდეგ კი აქ საავადმყოფოში შეხვდნენ ერთმანეთს,როცა უკვე ბექას დიაგნოზი დაუსვეს და ეს ლიზასთვის ძალიან მძიმე იყო.თავის გრძნობებს აქამდე გულში ინახავდა,ბექას ვერაფრის თქმას უბედავდა,მაგრამ ახლა უკვე აღარ შეეძლო გაჩუმება,არ უნდოდა მისი დაკარგვა.
-ლიზა?_გამოაფხიზლა ბექას ხმამ-რა ხდება?
-არაფერი,არაფერი_თქვა ქალმა და პალატიდან გასვლა დააპირა.-შენი ნებაა,როგორც გინდა ისე მოიქეცი,ვერაფერს დაგაძალებ_თქვა სევდიანად
ბექამ მკლავზე ხელი მოკიდა,მისკენ მიიზიდა და თვალებში ჩახედა.
-ლიზა,რატომ ღელავ ჩემზე ასე ძალიან ?_ჰკითხა მულოდნელად
ქალი გაჩერდა,დაიბნა ვერაფერი თქვა.მართალია მას ბექა უყვარდა,მაგრამ ქალი ფიქრობდა რომ ის მას მხოლოდ მეგობრად თვლიდა და არ უნდოდა ამ ურთიერთობის დაკარგვა,მითუმეტეს ახლა.არ უნდოდა გრძნობების გამხელა და ყველაფრის გაფუჭება,მაგრამ ახლა,როდესაც ის ასე ახლოს იყო თავის შეკავება ძნელი იყო და გრძნობებს გასაქანი მისცა,მამაკაცს აკოცა. თითქოს დრო გაჩერდა,ორივეს გული აჩქარებული ჰქონდა და სასიამოვნო მღელვარება დაეუფლათ.
-მაპატიე_გონს მოვიდა ლიზა და უკან დაიხია
ბექა გაკვირვებული უყურებდა ქალს და არ იცოდა რა ეთქვა,რა გაეკეთებინა,ნამდვილად არ ელოდა ამას,მიუხედავად იმისა,რომ ლიზასგან განსაკუთრებულ ყურადღებას გრძნობდა ყოველთვის,მას შემდეგ ,რაც მისი ექიმი გახდა,თუმცა ეს მხოლოდ მეგობრული ჟესტი ეგონა,ახლა კი თვითონაც აირია,დაიბნა,უცნაური გრძნობა დაეუფლა,როდესაც ქალმა აკოცა,მსგავსი გრძნობა კარგა ხანი არ ჰქონდა განცდილი,არ იცოდა ეს რა იყო რა დაერქმია ამ გრძნობისთვის,მაგრამ ეს მხოლოდ სასიამოვნო იყო მისთვის.
ლიზას წელზე ხელი მჭიდროდ მოხვია,სხეულზე მიიკრა,თმაზე მოეფერა და ახლა უკვე მან აკოცა.
...
-მამა ძალიან მიხარია,რომ მკურნალობაზე დათანხმდი_ამბობდა ანა გახარებული და ბექას ეხუტებოდა
-ჰო_უპასუხა მან-თქვენი დამსახურებაა,არ მინდა დავნებდე და იმედი გაგიცრუოთ_თქვა მან შემდეგ იქვე ფანჯარასთან მდგომ ლიზას გახედა და გაუღიმა
საპასუხოდ ლიზამაც გაუღიმა.
-ვიცი,რომ ყველაფერი კარგად იქნება _ამბობდა დამიანე და მამას ხელზე ეფერწებოდა
-იმედია შვილო ,იმედია_უპასუხა მან
-როდის იკეთებ ოპერაციას?_ჰკითხა ლუკამ
-ხვალ გადაწყდა_თქვა ლიზამ -რაც უფრო მალე,მით უკეთესი,ავადმყოფობას უნდა შევუტიოთ

ანას და დამიანეს იმედი მიეცათ.უხაროდათ,რომ მამამ მკურნალობა გადაწყვიტა. მოუთმენლად და დიდი მღელვარებით უცდიდნენ საოპერაციოსთან.გონებაში ათასი აზრი უტრიალებდათ.მომენტებში კი გულის სიღრმეში ჩამალული შიში იჩენდა თავს,მაგრამ ცდილობდნენ ყურადღება არ მიექციათ ამისთვის და ცუდზე არ ეფიქრათ.
-უკვე სამი საათი გავიდა_მოუთმენლად თქვა ანამ.გოგონა ნერვიულად სცემდა ბოლთას დერეფანში.
-ნეტავ რა ხდება_მღელვარებისგან ხელებს ისრესდა დამიანე
-დამშვიდდით_თქვა ლუკამ-ხომ იცით რთული ოპერაციაა და დიდი დრო სჭირდება.ლიზა ძალიან კარგი ქირურგია და აუცილებლად კარგ ამბავს გაგვაგებინებს
-მაგის იმედი მაქვს_თქვა ანამ და ლუკას გვერდით ჩამოჯდა
-როგორ ხართ?_მიუახლოდა მათ ბაჩო,ის ახლახან მოვიდა საავადმყოფოში-როგორაა საქმე?
ისინი ბაჩოს მიესალმნენ.
-ჯერ არ ვიცით_უთხრა დამიანემ-ვნერვიულობთ ძალიან
-ჰო ,მეც _უპასუხა ბაჩომ-მაგრამ თვითონ ბექა არ ნერვიულობდა და ცოტა ეგ მამშვიდებს,როცა გუშინ საღამოს მოვინახულე მშვიდად იყო
-ჰო _თქვა ანამ-მეც მშვიდად მეჩვენა
-თან უცებ შეიცვალა აზრი_თქვა დამიანემ-მკურნალობაზე ყოყმანობდა და შემდეგ უცბად დათანხმდა
-ჰოდა ყველაფერი კარგად იქნება-თქვა ბაჩომ-ბექამ იცის,რომ არ უნდა დანებდეს.
საუბარი შეწყვიტეს,რადგან საოპერაციოდან ლიზა გამოვიდა.
ყველანი მისკენ გაიქცნენ და კითხვები დააყარეს.ამოსუნთქვაც არ აცადეს.ლიზამ ისინი დაამშვიდა.
-ახლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია_თქვა ქალმა-ოპერაციამ კი გართულებების გარეშე ჩაიარა,მის გამოღვიძებას უნდა დაველოდოთ და საბოლოო შედეგს შემდეგ ვნახავთ
ძალიან გაუხარდათ,რომ ყველაფერმა ასე კარგად ჩაიარა.ანას და დამიანეს კი ერთი სული ჰქონდათ მამას როდის ნახავდნენ.თმცა ეს ჯერ-ჯერობით შეუძლებელი იყო,მანამ ,სანამ პალატაში გადაიყვანდნენ.
ანამ ლუკამ და დამიანემ გადაწყვიტეს,რომ ეზოში ჰაერზე გასულიყვნენ.ახლა უკვე აღარ აწვატ გულზე დარდი მძიმე ლოდივით,რადგან ოპერაციის წარმატებით ჩავლამ მათ იმედი მისცა,რომელსაც ასე ებღაუჭებოდნენ.
-ამას აქ რა უნდა?_უსიამოვნო გამომეტყველება მიიღო ანამ
დამიანემ და ლუკამ გაიხედეს და მათკენ მომავალი გვანცა დაინახეს.გვანცამ დამიანე გადაკოცნა
-როგორ არის მამა?_იკითხა მან-ძალიან ვინერვიულე
-ოპერაციამ კარგად ჩაიარა და მალე პალატაშიც გადაიყვანენ.
-რა კარგია_ჩაეხუტა გვანცა მამაკაცს-ძალიან მიხარია
ანას გული ერეოდა ამ ქალის დანახვაზე,უნდოდა მისთვის დაერტყა,თავს ძლივს იკავებდა,აცოფებდა ის ფაქტი,რომ თვითონ ჩაუგდო მისი ძმა ხელში,მაგრამ ახლა რამის თქმას აზრი არ ჰქონდა.ახლა მამაზე უნდა ეფიქრა და ზედმეტი პრობლემები არ სჭირდებოდა,ამიტომაც იტანდა გვანცას სიახლოვეს.
-დამი_გვერდზე გაიყვანა ლუკამ მეგობარი_ეს რას ნიშნავს_ჩურჩულით უთხრა მან და თვალით გვანცაზე მიანიშნა
-გთხოვ არაფერი თქვა_თქვა მან-მე თვითონაც არ ვიცი რა ხდება ახლა ჩემ თავს
-ეს უკვე მეტისმეტია_ბრაზით თქვა ლუკამ-ხომ არ დაგავიწყდა ეს ქალი...
-გთხოვ,სხვა დროს ვილაპარაკოთ_თქვა ლუკამ-ახლა ფიქრის თავი არ მაქვს ,მერე დავილაპარაკოთ
-კარგი
-რაზე საუბრობთ?_მიუახლოვდა გვანცა მათ და ლუკას მხარზე დაადო ხელი
-შენი საქმე არაა_უხეშად მოიცილა ქალის ხელი ლუკამ
გვანცამ ჩაიცინა.
-ჰო ვიცი ვიცი რაზეც საუბრობთ_თქვა მან აგდებულად-ბატონი ლუკა უკმაყოფილოა რომ ისევ ჩემთან დაბრუნდი
-გეყოფა_თქვა დამიანემ უხეშად-ახლა არც ამის დროა და ადგილი
-ჰო მართალია _თქვა გვანცამ და ანას მიუბრუნდა-ანა ჩემო ძვირფასო_თქვა დამცინავად-მე მართლა ვწუხვარ მამათვენის გამო და იმედია კარგად იქნება,თან ჩემი სამულე ხა და არ მინდა შენთან ცუდი ურთიერთობა
ანამ გაკვირვებისგან ფართოდ დააღო თვალები და გვანცას ბრაზის მიაჩერდა.თუმცა ვერაფერს ამბობდა და ამის გამო კიდევ უფრო ცუდად იყო.იძულებული იყო ეს ქალი აეტანა ახლა,მაგრამ როდემდე მოუწევდა ეს არ იცოდა.
გვანცა ანას მოეხვია.
-ესეც ასე_ჩუნად უთხრა ყურში-მე ჩემი მივიღე_ჩაისისინა გესლიანად
ანამ ის მოიშორა,ყავის დალევა მოიმიზეზა და საავადმყოფოში შევიდა.
...
ოპერაციიდან თითქმის ერთი თვე იყო გასული და ბექას ქიმიოთერაპიის კურსის დაწყებაც მოუწია. გრძნობდა,როგორ აცლიდა ეს ყველაფერი ენერგიას და ზოგჯერ ისე ცუდად იყო,რომ უბრალოდ უნდოდა მომკვდარიყო,მაგრამ შემდეგ მის შილებზე,მის ახლობლებზე ფიქრობდა და ხვდებოდა,რომ დანებების უფლება არ ჰქონდა.მძიმე პერიოდმაც თითქოს ჩაიარა,ქიმიის კურსებიც აღარ იყო ისე მტანჯველი,მითუმეტეს,რომ გარს მისთვის საყვარელი ადამაინები ეხვია,რომლებიც სიცოცხლის ძალას აძლევდნენ მას და ყოველდღე უფრო და უფრო რწმუნდებოდა იმაში,რომ სწორად მოიქცა,როცა მკურნალობას დათანხმდა ,იმედს ისიც აძლევდა რომ შედეგიანი აღმოჩნდა ეს ყველაფერი და დაავადებაც ნელ-ნელა უკან იხევდა.
ერთი თვე გავიდა,მას შემდეგ რაც ლიზას აკოცა,თუმცა ამ თემაზე საუბარს ორივე გაურბოდა,თვითონაც არ იცოდნენ რატომ ეშინოდათ ამაზე საუბარი,თუმცა ამან მათ ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა ,თავდაყირა დააყენა და რაღაც ახალს ჩაუყარა საფუძველი,მაგრამ ჯერ თვითონაც ვერ აანალიზებდნენ ამ ყველაფერს.

დამიანე კი გრძნობდა,როგორ იცვლებოდა მისი ცხოვრება,თითქოს უწინდებურად აღარ დარდობდა,ან იქნებ უბრალოდ თავს იტყუებდა და გულში ღრმად მარხავდა ლანასადმი მის გრძნობებს,თავს აჯერებდა,რომ გვანცასთან ბედნიერი იყო.თანაც ახლა მისი ყურადღება ძირითადად მამაზე იყო გადატანილი და ნაკლები დრო რჩებოდა იმისთვის,რომ წარსულზე ედარდა.
ანაც დამიანეს მსგავსად მამაზე იყო გადართული,რა თქმა უნდა არ ავიწყდებოდა ის ამბავი,მაგრამ ახლა ვეღარაფერს შეცვლიდა და პირიქით ის ფიქრობდა,რომ სიმართლის თქმით ყველაფერს არევდა და გააფუჭებდა,თანაც არ უნდოდა დამიანე საფრთხეში ჩაეგდო ,მამაზე ფიქრობდა,არც მისი ანერვიულება უნდოდა,თუმცა გულში რაღაც ჩაწყდებოდა ხოლმე,როდესაც ლანაზე ფიქრობდა და ეს ფიქრები ყელში ბურთად ებჯინებოდა ახრჩობდა,როგორ უნდოდა დრო უკან დაებრუნებინა,სხვანაირად მოქცეულიყო,რა იქნებოდა რომ ლანასთვის წასვლა არ ეიძულებინა ,რა მოხდებოდა?იმაზეც დარდობდა,რომ ახლა დამიანე გვანცასთან იყო და ის ქალი გონებას აურევდა მის ძმას,ყველაზე მეტად კი ის აშინებდა,რომ თუ დამიანე გაიგებდა სიმართლეს სამუდამოდ დაკარგავდა ძმას ამაზე ფიქრებით იტანჯებოდა ანა მაგრამ ახლა თავს აჯერებდა,რომ ასე უკეთესი იყო.
ანასაც და დამიანესაც მათ მძიმე დარდს საქმე უმსუბუქებდათ,რომელიც ძალიან უყვარდათ,მითუმეტეს,რომ მათი სერიალი კიდევ უფრო დიდ წარმატებას აღწევდა და ანას უკვე ვარსკვლავადაც კი მოიხსენიებდნენ .გოგონას ძალას მატებდა ისიც,რომ კიდევ რამდენიმე პროექტში შესთავაზეს მონაწილეობა,ფიქრობდა,რო ეს კარგი იყო მისთვის,რომ საქმისთვის გული გადაეყოლებინა და იმ მძიმე ამბებზე არ ეფიქრა,რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა.
ზოგჯერ ანა როდესაც მარტო რჩებოდა ისევ იწყებდა ფიქრს მომხდარზე და საშნელი აზრები აწუხებდა,ბევრჯერ შესულა აბაზანაში ,სამართებელიც აუღია ხელში,მაგრამ ვერ ბედავდა ამის გაკეთებას,ლუკაზე ფიქრობდა,ფიქრობდა,რომ ის მის გვერდით სანამ იქნებოდა,მანამდე არ ჰქონდა უფლება დანებებულიყო.ლუკა იყო მისის ცხოვრების ნათელი წერტილი,რომელიც სიცოცხლის აზრს აძლევდა მას.
...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent