შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგონა ზღვის პირას (მეთორმეტე თავი)


8-01-2020, 06:24
ავტორი fireending
ნანახია 1 422

ლუკა ,ბექა და დამიანე ანას ოთახში იყვნენ.მის გამოღვიძებას ელოდნენ.გოგონას ექიმის წასვლის შემდეგ დამამშვიდებელი დაალევინეს და ჯერ კიდევ ეძინა.სამივე ძალიან იყო აღელვებული,ანა ასეთ დღეში არასდროს ენახათ.ლუკა საწოლზე ჩამოჯდა და გოგონას ხელი დაიჭირა,შემდეგ კი ფრთხილად მოეფერა სახეზე. ანამ თვალები გაახილა და ლუკას შეხედა.ჯერ ისევ ბუნდოვნად ხედავდა,საწოლზე წამოჯდომა სცადა,მაგრამ ძლიერი თავბრუსხვევის გამო ვერ შეძლო.
-იწექი_უთხრა ლუკამ და საბანი კარად დააფარა გოგონას
-როგორ ხარ ანა?_შეეკითხა მამა და გოგონას თავზე მოეფერა
-ძალიან შეგვაშინე_თქვა დამიანემ
-კარგად ვარ კარგად_თქვან ანამ და თავი გვერდზე მიაბრუნა.თავს ისევ ცუდად გრძნობდა მისი საქციელის გამო და თვალებში ვერცერთს უყურებდა.-არ ინერვიულოთ,ექიმმა ხომ თქვა ,რომ დაბალი წნევის გამო დამემართა ,საშიში არაფერია
-ჰო,მაგრამ ახლა კარგად უნდა დაისვენო_ხელზე მოეფერა დამიანემ და გოგონას აკოცა
-ჰო_უპასუხა გოგონამ და ძმას მოეხვია.ანამ ჩუმად მოიწმინდა ცრემლები და დამიანეს კიდევ უფრო მაგრად მოეხვია.იმ აზრს ვერ იცილებდა თავიდან,რომ შესაძლო იყო დამიანეს სიყვარული დაეკარგა და არა მარტო დამიანესი.ეშინოდა,რომ ერთ დღეს შესაძლო იყო მის ძმას ასე სიყვარულით და მზრუნველობით აღარ შეეხედა მისთვის და ამის მაგივრად მის მიმართ სიძულვილი გასჩენოდა.
-საჭმელს მოგიტან კარგი?_თვქა ლუკამ-მთელი დღე არაფერი გიჭამია და დასუსტებული ხარ,ხომ ხედავ წნევაც დაგივარდა.
-არ შემიძლია ჭამა
-ასე არ შეიძლება შვილო_უთხრა ბექამ-ლუკა მართალია რამე უნდა ჭამო.
-კარგი_თქვა ანამ-ავდგები
-არა_თქვა ლუკამ-აქ მოგიტან,არ მინდა დაიღალო
-ლუკა,მართლა კარგად ვარ_გაეღიმა ანას-თანაც ამდენი წოლა აღარ შემიძლია
-კარგი_თქვა დამიანემ-წამოდგომაში დაგეხმარები
დამიანემ გოგონას ხელი მოკიდა და სამზარეულოში გაიყვანა.
ანამ ცოტა შეჭამა და მალე თავი უფრო უკეთ იგრძნო,დამიანე დარწმუნდა,რომ გოგონა კარგად იყო და წასვლა დააპირა.
-მიდიხარ?_ჰკითხა ანამ
-ჰო,მაგრამ საღამოს ისევ გამოგივლი კარგი?_უპასუხა გოგონას და მოეხვია-ლანა უნდა მოვძებნო
-კიდევ არ დაგკავშირებია?_ჰკითხა ბექამ
-არა და ვნერვიულობ_უპასუხა დამიანემ
-არ ინერვიულო_თქვა ლუკამ-შეიძლება რამე საქმე აქვს,დაგირეკავს
-არ ვიცი ლუკა,არ ვიცი_თქვა აღელვებით დამიანემ-მთელი დღეა ვურეკავ და ტელეფონი გამორთული აქვს,სახლში არ დამხვდა,რამე საქმე რომ ჰქონოდა ხომ გამაფრთხილებდა.მეშინია რამე ცუდი არ იყოს.
ანა უსმენდა დამიანეს და ყოველი მისი სიტყვის მოსმენის შემდეგ გრძნობდა როგორ უჩქარდებოდა გულის ცემა აღელვებისგან.გოგონას ხელი აუკანკალდა და ყავით სავსე ფინჯანი გადაუბრუნდა.
-ანა,კარგად ხარ?_ჰკითხა ლუკამ
-ჰო...ჰო_უპასუხა გოგონამ _ცოტა თავბრუ მეხვევა
-მოდი დაწექი_ხელი მოკიდა ლუკამ და დივანზე წამოწოლაში დაეხმარა გოგონას.
-ანა,მალე დავბრუნდები_თქვა დამიანემ-თავს მიხედე კარგი?მე სახლში გავივლი და ლანას სახლის გასაღებს ავიღებ,არ მინდოდა ასე მოქცევა,მაგრამ იქნებ რამე მაინც გავიგო
-კარგი_უპასუხა გოგონამ და თვალი სევდიანად გააყოლა კარისკენ მიმავალ ძმას.
...
დამიანემ ლანას სახლის კარი გააღო.ყველა ოთახი დაათვალიერა,მაგრამ სახლი ცარიელი იყო.მამაკაცი საწოლზე ჩამოჯდა და მაგიდაზე დადებულ ფოტოს შეხედა,სადაც ის და ლანა ერთად იყვნენ.
-სად ხარ ლანა,სად..._ჩაილაპარაკა მან შემდეგ კი მის წინ მდგარ პატარა კარადას დააკვირდა და ფეხზე გაკვირვებული წამოდგა.
გაახსენდა რომ ლანას აქ ჩემოდანი ედო ახლა კი იქ აღარაფერი იყო.დამიანემ კარადა გააღო და გაუკვირდა,როდესაც იქ ტანსაცმელი თითქმის აღარ იყო.ისევ ჩამოჯდავეღარ აზროვებდა,ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა,სად წავიდა ლანა და რატომ არაფერი თქვა.ასე გაურკვევლობაში ყოფნა არ შეეძლო. გადაწყვიტა ისევ ანასთან დაბრუნებულიყო,იქნებ მან იცოდა რამე.დამიანემ კრი ჩაკეტა და მანქანისკენ წავიდა.
...
-ანა,დარწმუნებული ხარ,რომ ლანას შენთვის არაფერი უთქვამს?იქნებ რამე მიგანიშნა ან რავიცი იქნებ უცნაურად იქცეოდა_ეკითხებოდა დამიანე გოგონას
-არა,დამი,არაფერი ვიცი_თქვა ანამ
-ნამდვილად გავგიჟდები_წარმოთქვა სასოწარკვეთით მამაკაცმა და ფანჯრის რაფას დაეყრდნო-სად უნდა წასულიყო,ან რატომ...რატომ არაფერი მითხრა
-არც კი ვიცი რა ვთქვა_თქვა ლუკამ-მართლა რა უნდა მომხდარიყო
-ვიცი..._დამიანე მათკენ მობრუნდა-მგონი ვხვდები რაც მოხდა და ყველაფერი ჩემი ბრალია
-რატომ ფიქრობ ასე?-ჰკითხა ბექამ
-ჩემი ბრალია...მე სულ ქორწინებაზე და ერტად ყოფნაზე ვლაპარაკობდი,ლანას კი მისი ყოფილი ქმრის გამო ეშინოდა,ეს მითხრა კიდეც თვითონ_თქვა დამიანემ-ახლა კი გადაწყვიტა რომ მივეტოვებინე.
-რა სისულელა_თქვა ლუკამ-ლანა როგორ მიგატოვებდა ? შესაძლოა მართლა რამე პრობლემა აქვს და დაგიკავშირდება,მაგრამ არ მიგატოვებდა
-არა ლუკა_თქვა დამიანემ სევდიანად-მიმატოვა... არადა ყველაფერი რა კარგად იყო,ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა,მაგრამ თურმე არ მენდობოდა,ჩემთან თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა და მიმატოვა...
ანას გულს უკლავდა მისი სტყვები.სული ეხუთებოდა,როდესაც დამიანეს ასეთ დღეში ხედავდა და კიდევ უფრო მეტად გრძნობდა თავს დამნაშავედ.გოგონა ადგა და დამიანეს ჩაეხუტა.
-არ ინერვიულო გთხოვ_თქვა ანამ
-არ ვიცი რა გავაკეთო_ამოიოხრა მან-ასე როგორ მომექცა,საერთოდ ერთი სიტყვაც არ მითხრა ისე მიმატოვა
საუბარი კარზე ზარის ხმამ შეაწყვეტინათ. ლუკას მშობლები მოვიდნენ,გაიგეს რომ ანა შეუძლოდ იყო და მის სანახავად მოვიდნენ.ანას მათი დანახვა ძალიან გაუხარდა.ლუკას მშობლებმა ანა გაცნობის დღიდანვე შვილად მიიღეს და ანასაც ძალიან შეუყვარდა ისინი,განსაკუთრებით კი მეგის დაუახლოვდა,რადგან მასში დედას ხედავდა,რომელიც ძალიან ადრე დაკარგა.
დამიანემ კი გადაწყვიტა რომ წასულიყო,ლუკასაც უარი უთხრა გაყოლაზე ,რადგან ამბობდა,რომ ცოტა ხნით მარტო ყოფნა სურდა.ბექაც ნერვიულობდა დამიანეს ამო,მაგრამ ხვდებოდნენ,რომ ახლა მართლაც სჭირდებოდა ცოტა ხნით მარტო ყოფნა და დაფიქრება.
ყველა დამიანეს დამშვიდებას და გამხნევებას ცდილობდა,ხოლოდ ანა იყო ჩუმად და ვერაფერს ამბობდა.მას არ შეეძლო რამის თქმა,იცოდა რომ ამისთვის ძალა არ ეყოფოდა ,რადგან იცოდა,რომ დამიანეს ამჟამინდელი მდგომარეობა მისი ბრალი იყო და შეცდომის გამოსწორებაც უკვე გვიანი იყო,რადგან დამიანე ამას არასდროს აპატიებდა,თავს კი მხოლოდ იმით იმშვიდებდა,რომ მისი ძმა ცოცხალი იქნებოდა.
...
-კიდევ დამისხით_უთხრა დამიანემ ბარმენს და ჭიქა მისკენ გაწია
-დამი,ძალიან ბევრი დალიე უკვე_უთხრა ბარმენმა,რომელიც ამასთანავე დამიანეს მეგობარიც იყო
-მომისმინე გიგა_თავი აწია დამიანემ-არაფერი... არაფერი... უბრალოდ დამისხი,მინდა მალე გავითიშო
გიგას სხვა გზა აღარ ჰქონდა,მამაკაცს კიდევ დაუსხა სასმელი და დამიანემაც წამში გამოცალა.
სახეზე ხელები აიფარა და ბარს დაეყრდნო.სასმელისგან უკვე თავბრუ ეხვეოდა,მაგრამ ფიქრს მაინც ვერ წყვეტდა.სიბრაზე ჯერ კიდევ არ ჰქონდა ლანას მიმართ განელებული,ბრაზობდა,რადგან არ ენდო და მიატოვა,ასე ფირობდა დამიანე.
ფიქრებიდან მკლავზე შეხებამ გამოაფხიზლა და მის წინ მდგომი გვანცა დაინახა.
-როგორ გამიხარდა შენი ნახვა_სახე მოეფერა მას გვანცა
დამიანემ არაფერი უპასუხა,მხოლოდ სახე მოარიდა,ახლა ნამდვილად არ ჰქონდა მისი ნერვები.
-რა დაგემართა?კარგად ხარ?_ჰკითხა გვანცამ და მის წინ ჩამოჯდა
-თავი დამანებე_უხეშად უპასუხა მამაკაცმა
-შეყვარებულმა გაგაბრაზა არა?_ჰკითხა ქალმა ირონიულად
-შენ საქმეს მიხედე_დაუყვირა მან
-დამშვიდდი ჩემო ძვირფასო დამშვიდდი_ეფერებოდა ხელზე გვანცა -არ ღირს სულელი გოგოს გამო თავის ასეთ დღეში ჩაგდება თანაც...
დამიანემ აღარ მოუსმინა,წამოდგა,ფული გადაიხადა და გარეთ გავიდა მანქანისკენ.
-არ მითხრა,რომ საჭესთან დაჯდომას აპირებ?_თქვა გვანცამ
-თავი დამანებე მეთქი_ისევ უხეშად უთხრა დამიანემ
-წამოდი,მე წაგიყვან სახლში_უთხრა გვანცამ,მამაკაცს ხელი მოკიდა და მისი მანქანისკენ წაიყვანა.
დამიანეს აღარაფერი უთქვამს,ძალიან მთვრალი იყო და წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ ჰქონდა ,ამიტომ დაემორჩილა გვანცას და მის მანქანაში ჩაჯდა.
...
დილით ადრე გაეღვიძა დამიანეს,ნაბახუსევზე თავი საშინლად სტკიოდა. ნელა წამოჯდა საწოლში და როდესაც თვალებიდან ბინდი მოეხსნა ირგვლივ მიმოიხედა და გააცნობიერა,რომ უცხო სახლში იყო.თავიდან ვერ მიხვდა სად იყო,სანამ ოტახის კარი არ გაიღო და ოთახში გვანცა არ შემოვიდა.ქალს მისი მაისური ეცვა.
-დილა მშვიდობისა_უთხრა მან დამიანეს და მისკენ საკოცნელად წაიწია
-აქ რა მინდა?_იკითხაქ დამიანემ და მის კოცნას სახე აარიდა
-როგორ არ გახსოვს?_გაეცინა ქალს-წუხელ ძალიან მთვრალი იყავი,თუმცა არც იმდენად რომ წუხანდელი ძალიან მაგარი ღამე არ გახსოვდეს
დამიანემ სახეზე ხელი მიიჭირა და თვალები დახუჭა.გაახსენდა წუხელ რაც მოხდა და მაშინვე ინანა,რომ თავი ვერ გააკონტროლა და ისევ გვანცას საწოლში აღმოჩნდა.
-ჯანდაბა_ჩაილაპარაკა თავისთვის,ფეხზე წამოდგა და ტანსაცმელს დაუწყო ძებნა .
-არ წახვიდე_შეაჩერა გვანცამ და მამაკაცს ხელები მოხვია
-გვანცა,არ მცალია_მოიცილა მამაკაცმა მისი ხელები-დღეს გადაღებები გვაქვს_შეხედა მან საათს და შარვალი აიღო
-კარგი კარგი-უპასუხა გვანცამ-მაგრამ იქნებ საღამოს შევხვდეთ ერთმანეთს
-არ ვიცი,ვერაფერს დაგპირდები_უპასუხა მამაკაცმა და შარვალი შეიკრა
...
-დამი,როგორ ხარ?_ჰკითხა ლუკამ მეგობარს -წუხელ რომ ვერ დაგიკავშირდით ვინერვიულეთ,ბექაც ძალიან ღელავდა
-კარგად ვარ ,ყველაფერი რიგზეა_უპასუხა დამიანემ და ყავა მოსვა-ცოტა ხნით მარტო ყოფნა და ფიქრი მინდოდა.ანა ხომ კარგადაა_ჰკითხა მან.
-კი კი._უპასუხა ლუკამ-დღეს ბევრად უკეტაა და გადასაღებ მოედანზეც მოვიდა,ოთახშია და ტანსაცმელს იცვლის
-კარგია_თქვა დამიანემ-შემეშინდა,როდესაც ცუდად გახდა.არ მინდა რომ კიდევ დავკარგო ჩემთვის საყვარელი ადამიანები.
ანა მათ უკან იდგა და ბოლო წინადადება გაიგონა,რამაც კიდევ ერთხელ ატკინა გული.თვალებზე ხელი მიიჭირა,რომ არ ეტირა. სცადა რომ ამაზე არარ ეფიქრა,გაიღიმა და ძმას მიესალმა.
-დღეს კარგად გამოიყურები_გაუღიმა დამიანემ-ფერმკრთალი აღარ ხარ
-კი უკეთ ვარ_უპასუხა მამაკაცს და ჩაეხუტა
-კარგია,რომ შენ მაინც ხარ კარგად._თქვა სევდიანად დამიანემ
-შენ გამო ვღელავ.გთხოვ არ ინერვიულო_ლოყაზე მოეფერა ძმას
-ვეცდები,ვეცდები_თქვა დამიანემ
-წავედით_თქვა ლუკამ-ბაჩომ მომწერა ვიწყებთო
...
-მშია_თქვა ლუკამ როდესაც გადაღებები დასრულდა
-მეც ძალიან,გავიდეთ რა კაფეში
-თქვენ წადით_უთხრა დამიანემ
-შენ?_ჰკითხა ანამ
-რაღაც საქმე მაქვს_უპასუხა მან ისე რომ ტელეფონის ეკრანზე თვალი არ მოუცილებია
-მშვიდობაა?_ჰკითხა ლუკამ
-კი,კი... _უპასუხა დამიანემ
-კარგი მაშინ ჩვენ წავალთ_თქვა ლუკამ და ანას ხელი ჩაკიდა
-დროებით_დაემშვიდობა მათ დამიანე.
...
-ცუდია ,რომ დამიანე არ წამოვიდა ჩვენთან ერთად_ტქვა ანამ და წვენი მოსვა
-ჰო_უპასუხა ლუკამ-მაგრამ მისიც მესმის ჯერ კიდევ ვერ მოსულა აზრზე რაც მოხდა იმის გამო
-ნეტავ ოდესმე თუ დამშვიდდება_თქვა ანა სევდიანად
-კარგად იქნება აუცილებლად_ხელზე მოეფერა გოგონას-მაგრამ უნდა ვაღიარო,რომ ლანასი არ მესმის,ასე როგორ მოიქცა,შენც არაფერი გითხრა... ასე როგორ შეიძლება ადამიანის მიტოვება...
ანამ თვალები ძირს დახარა და არაფერი უპასუხა.გულზე მძიმე ლოდად აწვა მისი საქციელი და ის რომ ახლა ყველა ლანაზე ბრაზობდა და აშინებდა ის ფაქტი,რომ ერთ დღეს ყველა სიმართლეს გაიგებდა.
-არ მოიწყინო გთხოვ_თმაზე მოეფერა ლუკამ გოგონას და მისი ხელი დაიჭირა
-ლუკა,შენ ხომ არასდროს მიატოვებ?_ჰკითხა ანამ მოულოდნელად
-სიკვდილის შემდეგაც კი მეყვარები_გაეღიმა ლუკას და გოგონას აკოცა-არასდროს იფიქრო,რომ ოდესმე მიგატოვებ.ვიცი რატომაც ღელავ_თქვა ლუკამ-ვიცი ლანას და დამიანეს გამო,მაგრამ იცოდე,რომ მე არასდროს მიგატოვებ.მე შენ ძალიან მიყვარხარ ანა
-მეც მიყვარხარ_უპასუხა გოგონამ და ლუკას ჩაეხუტა
ცოტა ხანს კიდევ დარჩნენ კაფეში და საუბრობდნენ,ანაც ცოტათი გამხიარულდა.ლუკას გვერდით თავს ყოველთვის მშვიდად გრძნობდა და დაცულად.ლუკას გვერდით იჯდა,თავი მის მხარზე ედო და უნდოდა დრო გაჩერებულიყო,ყველაფერი ასე დარჩენილიყო,რადგან გრძნობდა,რომ როდესაც ყველა სიმართლეს გაიგებდა ყველაფერი შეიცვლებოდა.
...
-გამიხარდა რომ მოხვედი_თქვა გვანცამ და დამიანეს მიუჯდა გვერდით
-ჰო_უპასუხა მოკლედ
-მართლა ძალიან მიხარია,რომ ისევ ჩემ გვერდით ხარ_თქვა ქალმა და დამიანეს აკოცა
-დავლიოთ_თქვა დამიანემ ,ღვინო დაასხა და გვანცას მიაწოდა
თვითონაც დალია,რადგან უნდოდა ცოტა ხნით მაინც გაქცეოდა ფიქრებს,რომლებიც ანადგურებდნენ მას.ხვდებოდა,რომ აქ მოსვლით შეცდომას უშვებდა,მაგრამ ახლა სიბრაზით და შურისძიების გრძნობით იყო სავსე ,რადგან ლანამ ის მიატოვა,ამიტომ ჯერ არ შეეძლო საღად აზროვნება,ასე რომ დროებით ვნებას დანებდა და კიდევ ერთი საღამოს გატარება გადაწყვიტა გვანცასთან ერთად.
...
-მამა,შემოდი_თქვა გახარებულმა ანამ და მამა გადაკოცნა,შემდეგ კი კარი დახურა
-ბექა,როგორ ხარ?_ფეხზე წამოდგა ლუკა მის დანახვაზე და ბექას მოეხვია
-ხომ მშვიდობაა?-ჰკითხა ანამ
-კი,კი_გაეცინა ბექას-აქეთ საქმე მქონდა და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამომევლო
-ძალიან კარგად მოიქეცი_ჩაეხუტა მამას ანა-უფრო კარგი იქნებოდა კიდევ უფრო ხშირად მოდიოდე,სულ მენატრები ხოლმე
-მეც,მეც ჩემო კარგო_აკოცა შვილს ბექამ და მასთან ერთად დივანზე ჩამოჯდა
-ხომ ისაუზმებ?_ჰკითხა ლუკამ
-კი_ფეხზე წამოდგა ბექა და მაგიდასთან მივიდა
-გამოვიცვლი და შემოგიერთდებით_თქვა ანამ და ოთახში გავიდა
-ბექა,ყველაფერი რიგზეა?_ჰკიტხა ლუკამ,როდესაც ანა სამზარეულოდან გავიდა
-საავადმყოფოში ვიყავი_უპასუხა ბექამ-გამოკვლევების პასუხები გავიგე და...
-რა გითხრა ექიმმა?_ჰკითხა ლუკამ-რატომ არ მიტხარი საავადმყოფოში გამოგყვებოდი
-მადლობა ლუკა_უპასუხა მან-მაგრამ მარტო მერჩივნა.
-ექიმმა რა გითხრა ?
-ცუდი მდგომარეობაა,კიდევ უფრო უარესი ,ოპერაციასაც არ ვიცი ექება თუ არა აზრი
-გთხოვ,არ უნდა დანებდე_მხარზე ხელი დაადო ლუკამ-ყველაფერი უნდა ვცადოთ
-არ ვიცი ,არ ვიცი
-ნუ გეშინია,იმედი არ უნდა დაკარგო_თქვა ლუკამ-თანაც ვფიქრობ უნდა უთხრა ანასაც და დამიანესაც
-არ ვიცი ჯერ...
-რა უნდა მითხრათ? _იკითხა ანამ,რომელიც ის ის იყო სამზარეულოში შემოვიდა და მათ საუბარს ყური მოკრა
-არაფერი ,არაფერი ისეთი_უპასუხა ბექამ და ჩაი მოსვა
-რამე ხდება?
-არაფერი_თქვა ბექამ-მოდი დაჯექი_ხელი მოკიდა გოგონას და დააჯინა
ლუკასაც არაფერი უთქვამს,მხოლოდ ბექას შეხედა.მასზე ნერვიულობდა და უნდოდა,რომ მალე დაეწყო მკურნალობა,არც ის მოსწონდა ანას და დამიანესა რომ სიმართლეს უმალავდა.ბექაც ხვდებოდა ლუკას რა აწუხებდა,ხვდებოდა,რომ შვილებისთვის სიმართლე უნდა ეთქვა ,მაგრამ ახლა ამისთვის ძალა არ ჰყოფნიდა.
-მამა,ცხვირიდან სისხლი მოგდის_ტქვა ანამ და ბექას ხელსახოცი მიაწოდა
-აბაზანაში გავალ_თქვა ბექამ და ხელსახოცი გამოართვა,რომ სისხლი მოეწმინდა
-ცუდად ხარ?ხომ არ გამოგყვე?-ეკითხებოდა ანა
-არა ,არა.ყველაფერი რიგზეა_მის დამშვიდებას ცდილობდა ბექა
მამაკაცი ფეხზე წამოდგა,რომ აბაზანაში გასულიყო.მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც ვერ შეძლო.თავის ძლიერი ტკივილი იგრძნო და მუხლებზე დაეცა.ლუკა და ანა მასთან მივარდნენ,რომ წამოეყენებინათ.
-მამა,მამა რა დაგემართა?_ყვიროდა ანა შეშინებული და ბექას ხელს არ უშვებდა
ლუკამ მაშინვე ტელეფონი აიღო რომ სასწრაფო გამოეძახა.
ბექამ თავის ტკივილთან ერთად ძლიერი თავბრუსხვევა იგრძნო.თვალებზე ბინდი ჰქონდა გადაკრული,ლუკას და ანას ხმაც თითქოს შორიდან ჩაესმოდა.ტკივილი ძლიერდებოდა და მან გონება დაკარგა.



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

იმდენად იშვიათად იდება ახალი თავები, მავიწყდება ხოლმე ისტორია. ხოდა, ეს ყველაფერი ხო ჯერ ისევ წარსულია?

 


№2  offline წევრი fireending

grafo
იმდენად იშვიათად იდება ახალი თავები, მავიწყდება ხოლმე ისტორია. ხოდა, ეს ყველაფერი ხო ჯერ ისევ წარსულია?

მადლობთ რომ კითხულობთ, დიახ ჯერ წარსულია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent