შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიქეცი! (თავი 13)


19-01-2020, 01:30
ავტორი n-strovet
ნანახია 1 215

როგორც აღმოჩნდა, სამ იანვარს დემეტრეს დაბადების დღე იყო. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მისთვის სიუპრიზი მომეწყო და დაბადების დღე რესტორანში გადამეხადა. ყველა მისი მეგობარი მოვიძიე და სათითაოდ ჩამოვურეკე, ისინიც სიამოვნებით დამთახმდნენ და დენეტრეს მოყვანა რესტორანში, მათ მივანდე. ანაც გავაფრთხილე ცოტა არ ესიამოვნა, მაგრამ ბოლოს მითხრა “კარგი, რაღა გაეწყობა თუ ეგრე დაგეგმეთო” და გამითიშა. მე და სებემ რესტორან “დიდებაში” დავჯავშნეთ 20 კაცზე სუფრა და მზადება დავიწყეთ საღამოსთვის. ახალიწლისათვის ახალი კაბა მქონდა პარიზიდან ჩამოტანილი, მაგრამ არ ჩამიცვამს. სებემ იზრუნა ამაზე, რომ ახალწელს მისინაყიდი კაბა მცმოდა, თუმცა ახლა ნამდვილად არ მქონდა საყიდლებზე წასვლის თავი. ამიტომ მხოლოდ სალონში ჩავეწერე, ცოტახანს ვყოყმანობდი, რადგან ნამდვილად საღამოს გრანდიოზული კაბა იყო, მაგრამ გავიფიქრე, რატომაც არა? ახალი წელია. და ბრჭყვიალა კაბები, დიახაც ,უხდება ახალ წელს-მეთქი. საღამოც დადგა, მკვეთრი მაკიაჟი გავიკეთე, თმები გავიშალე და ვთხოვე მსუბუქად დაეიხვია. მანაც გაითვალიწინა ჩემი თხოვნა. გვერძე გადავიყავი თმები და ჩემი კულულებიც მარცხენა მხარეს გადავყარე. კაბა დამაღლები ჩავიცვი და სებეს წინ დავდექი, რომელიც თავის სმოკინგს დიდი მონდომებით ისწორებდა, გრძელ სარკეში. როდესაც დამინახა ყველაფერს შეეშვა და ამათვალიერა. დაჟინებით უყურებდა ჩემს ნაცრისფერ თითქმის გამჭირველე კაბას, რომელიც მხუხლს ქვემოთ გაჭირვალე ბადითა და კრემისფერი ბულბულებით იყო გაწყობილი.
-მსოფლიოში ყველაზე ამაყი ვარ, როდესაც გიყურებ.
-ჩემო სიყვარულო!-ლოყაზე მოვეფერე
-ბრწყინავ,ნისა-სახეზე ეტყობოდა, რომ გონებაში სიტყვებს ეძებდა და აწყობდა.-შენ ჩემი დედოფალი ხარ!
ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მსიამოვნებდა მისი სიტყვები თავს ნამდვილ ქალად...უფროსწორად , სასურველ ქალად ვგრძნობდი.
-ძალიან გამომწვევი ხომ არ არის?
-არა, რომც იყოს არ მაქვს პრობლემა, ულამაზესი ხარ და ამას ხაზი ყოველთვის უნდა გაუსვა.
მთელი გაზა კომპლიმეტებს მეუბნებოდა, მეც შეძლებისდაგვარდა ვპახუხობდი ხშირ შემთხვევაში კი ეს პასუხები მკოცნით შემოიფარგლებოდა. და აი, რესტორანშიც მივედით სებე მანქანიდაან გადმოვიდა, სწრაფად მოვიდა ჩემს კარებთან და გამიღო..
-საოცრად ჯელტმენი ბრძნდებით, ბატონო სებე.
-თქვენ ამას იმხახურებთ, ჩემო დედოფალო-ჩემ თითებს ფრთხილად შეეხო მისი ტუჩები.
რესტორანი მართლაც, რომ ზღაპრულად იყო გაწყობილი. სამწუხაროდ, დახურვით ვერ დავხურეთ მხოლოდ ჩვენ, რომ ვყოფილიყავით, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხიც არ იყო. იქ უკვე იყვნენ დემეტრეს რამოდენიმე ძმაკაცი და ქალბატონი ანა ,რომელიც საოცრად გამოიყურებოდა. შინდისფერი ტანზე გამოყვანილი კაბა ეცვა , რომელიც ბარძაყიდან ჩანხსნილი იყო. გვერდს კი ეტლში კლასიკურ სამოსში გამოწყობილი, პატარა ქრისტესია უმშვენებდა.
დაახლოებით ხუთ წუთში დემეტრეც მოიყვანეს, როდესაც ჩვენ დაგვინახა ძლივს მოვიდა აზრრზე, შემდეგ იყო ჩახუტებები და უამრავი მადლობა. შევუდექით ქეიფს, როგორც ტრადიციულ სუფრას შეშვენის და ცოტა შეგვათამაშა, კიდეც ,ღვინომ, მაგრამ ანა გაცილებით ბევრს სვამდა, ჩვენზე თითქოს რაღცაზე ნერვიულობდა.
-შენ, ხომ ბუნებრუვ კვებაზე გყავდა?
-დროებით ხელოვნურით ვკვებავ. ახლა, რომ არ დამელია არ შემეძლო-ერთი მოსმით გაცალა ჭიქა და სცენისაკენ გაემართა.
-რას აკეთბ….-ჩავიჩურჩულე გაუგებრობაში მყოფმა.
-ერთ წუთს წაგართმევთ, ჩემო მეგობრებო-მიკროფონით ხელში დადგა ანა შუაგულ საცეკვაო მოედანზე და ყველანი გაფაციცებით ვუსმენდით.-ეს ყველაფერი სხვა ვითარებაში მინდოდა გამეკეთნია, მაგრამ ნისამ, გადაწყვიტა დემეტრესთვის სიუპრიზი მოეწყო, ამიტომ მეც სხვა გზა აღარ მქონდა. მინდა, დემეტრეს ვთხოვო ჩემთან მოვიდეს-ხელი გაიშვირა მისაკენ და შეშინებული ნელ-ნელა წამოდგა ფეხზე. მისკენ გაეშურა.-მინდა, ყველამ გაიცნოთ ვინ არის ეს ადამიანი. იგი ჩემი შვილის მამაა, საოცრად კარგი და კეთილშობილი პიროვნეებაა. წლების განმვლობაში იტანდა ჩემს უარყოფასადა, სიცივეს ისე, რომ ერთიც არ დაუწუწუნებია. ვაღიარებ, რომ ხშირ შემთხვევაში ზედმეტები მომდიოდა, განსაკუთრებით კი ორსულობის პირველი ხუთი თვე-როდესაც გაახსენდათ ეს პერიოდი ორივემ ჩაიცინა-დემ...გახსოვს, ბოლოს ასე როდის მოგმართე? ეს ძალიან...ძალიან დიდი ხნის წინი იყო. ყოველთვის ხელს გკრავდი, რადგან არ ვთვლიდი ჩემს თავს შენს ღირსად და მინდოდა ჩემგან შორს წასულიყავი, მაგრამ რაც უფრო დიდი იყო ჩემი შენდამი გაშვება, მით უფრო მიახლოვდებოდი და შედეგს ეტლში ძინავს. აღარ გავწელავ დროს, რადგან საშინლად ვნერვიულობ და გეტყვი, რომ თავდავიწყებით მიყვარხარ! იმაზე ბევრად მეტს ნიშნავ, ვიდრე შენ წარმოიდგენ. ჩემი სულის ნაწილი ხარ და დიდი ხანი დამჭირდა ამის სრულიად გამოსააშკარავებლად, რაგან მეშინოდა, ალბათ, ეს იყო ლოგიკური მიზეზი, თუ რატომ არ ვუტყდებოდი შენს სიყვარულს საკუთარ თავსაც კი. და მე მინდა ეს საღამო განსაკუთრებული გავხადო, ამიტომ -ხელი გაჩალა. ხელის გულზე დადებული წითელი ყუთი გახსნა და იქედან საქორწინო ბეჭედი გაბრწყინდა-ქმრად გამომყვები?-შევამჩნიე დემეტრეს თვალის კუთხეში, როგორ გაბრწყინდა მლაშე სითხე ,რომელიც ფრთხილად მოცოცავდა ლოყისაკენ.
-არანორმანული ხარ-ემოციებიდან გადამწვარვა ამოიჩურჩულა და ანა მთელი ძალით ჩაიკრა გულში. მთელი რესტორანი მათ შეჰყურებდა და დემეტრეს “ქმრობაზე თანხმობას” ოვაციები მოჰყვა.
ამ ამბით გახარებულმა, კიდევ უფრო დიდი სიხარულით განვაგრძეთ მხიარულობა. დაახლოებით ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, სებეს ხელი ჩავჭიდე, ჩემსკენ მივიზიდე და ვთხოვე წავსულიყავით, რადგან ძალიან დავიღალე. მანაც უარი არ მითხრა, ერთად დავემშვიდობეთ შეკრიბილ ხალხს, წყვის კიდევ ერთხელ ბედნიერება ვუსურვეთ და წამოვედით.
მანქანაში ჩამეძინა. თვალები, როდესაც გავახილე უკვე გათენებულ იყო. მარცხნივ გადავბრუნდი სებეს, რომ ჩავხუტებოდი, თუმცა საწოლში არ დამხვდა. საათს დავხედე დილის შვიდი საათი იყო. ზურგით დავწექი და ჭერს დავუწყე ყურება, რაღც ისე არ იყო
-ეს ჭაღი მანამდე იყო აქ?-გავიფიქრე ჩემთვის და უეცრად ოთახ მოვავლე თვალი. ეს ჩვენი ოთახი არ იყო. მეტიც არც სახლი არ გავდა ჩვენსას. აივანთან მივედი და კარები გავაღე, რას ხედავს ჩემი თვალები. ჩემ წინ უზარმაზარი თეთრად დათოვლილი მთაა არის. თოვლის ფიფქები კი სახეზე მეყება.-რა ხდება?-გაოცებული, მაგრამ ამავე დროს ბედნიერი ვეკითხები ჩემს თავს.
სწრაფად ჩავდივარ პირველ სართულზე და სებეს ძებნას ვიწყებ. ისიც იქვე დგას ,ყავას სვამს. არ ვაცლი ჭიქის დადებას დახლზე, ისე გავრბივარ და ვეხუტები.
-ერთადერთი ხარ, ჩემი. მხოლოდ ჩემიი-აზზეც ვერ მოვიდა ისე დავეწაფე მის ბაგეებს-ვგიჟდები შენზე.
-ჰოო? ანუ მოგეწონა, პატარავ.
-სასწაულად..შენ ყოველთვის იცი, როგორ უნდა მომანიჭო ბედნიერება.
წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა აღმეწერა მისთვის თუ რამდენს ნიშნავდა ჩემთვის და როგორ ბედნიერს მხდიდა. როგორც ჩანს დაგეგმილი ჰქონდა ბაკურიანში წამოსვლა, რადგან უამრავი სქელი ტანისამოსი აღმოვაჩინე კარადაში.
გარეთ გავედით. სებემ აიჩემა სრიალი უნდა გასწავლოო და იმისმიუხედავად, რომ წინააღმდეგი ვიყავი მანც გაიტანა თავისი. თან შიგადაში დამცინოდა, თუ წაიქეცი და დაგორდიო , ალბათ, ვერც დაგიჭერო, თუმცა საბოლოოოდ ისე აღმოჩნდა, რომ თავად დაიმტვრა.
იქვე ახლოში პატარა კოტეჯი იყო. სებემ მითხრა, რომ მოხუცი ქალი და კაცი ცხოვრობდნენ მარტო. არც შვილები ჰყავდათ და არც ახლობლები. ქალი ავად ყოფილა ამიტომ სებებ შემომთავაზა წვნიანი გაგვეკეთებინა და მათთვის მიგვეკითხა. მეც სიხარულით დავთახნმდი და ერთად დავიწყეთ ბულიონის გაკეთება, მაგრამ ძირითადად მე გავაკეთე, რადგან სებეს ხელი დაზიანებული ჰქონდა. დაცემის გამო. შევთავაზე, რომ მე წავუღებდი, თავად კი დაესვენა და წამალი მიეღო.
სასიამოვნო მოხუცები იყვნენ. როდესაც გაიგეს სებესი ვინ ვიყავი ისე გაუხარდათ, თითქმის ერთი საათი დამაყოვნეს და მელაპარაკეს. პოზიტივით სავსე გამოვედი იქედან და შემომაღამდა კიდევაც. ფეხი ავუჩქარე სიფრთხილის მიზნით და სახლსაც მივადექი.
კარებზე რამდენიმეჯერ დავაკაკუნე, თუმცა არავინ გამიღო. გული ამიჩქარდა სასწრაფოდ ამოვიღე ქურთუკიდან გასაღები და შიგნით შეშინებული შევვარდი.
სებეს გაშტერებული მზერა.
ჩემი გაურკვეველი სახე.
ულამაზესად მორთული ოთახი.
არ ვიცი, თავში, როგორ მოუვიდა რომანტიული საღამოს დაგეგმა, მაგრამ შეძლო ჩემი გულის აძგერება. უამრავი სანთლები და ვარდისფურცლები იყო მოყრილი ოთახში. მაგიდისკენ უნდა წავსულიყავი, როდესაც სებე სასფრაფოდ მოვიდა ჩემთან და თვალებზე შავი ნაჭერი ამაფარა.
-ოთახში შედი და გამოიცვალე. საკუთარი ხელით მიმაცილა ოთახამდე. საწოლზე შავი ატლასის კაბა იყო, ზურგი მთლიანად მოღებული ჰქონდა.
“როდის მოასწრო?” გავიფიქრე და კაბა მოვირგე თითოეული სხეულის ნაქვთი აღმებეჭდა კაბაზე. მაღლები მოვირგე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და ისე ჩავედი ქვემოთ.
მისაღებისაკენ მიმავალი ბილიკი ჰქონდა გაკეთებული ვარდებით. გვერძე კი სანთლები მიყვებოდა. შუაში მრგვალი მაგიდა იყო გაწყობილი, თეთრი გადასაფარებელზე ვარდის ფურცელები იყო მოფანტული, სანთელი და წითელი ღვინო.
-საოცრად გამოიყურები-ვნებიანი ხმით ამოილაპარაკა და ხელის ზურგზე მაკოცა.
-შენ კი ჩემი საოცრება ხარ. რას აღვნიშნავთ?
-ყველაფერ იმას, რისი აღნიშვნაც აქამდე ვერ მოვახერხეთ. მოდი-სკამი გამომიწია დასაჯდომად
-მადლობთ!-გავუღიმე და მისი დახმარებით მივუჯექი მაგიდას. ის კი ჩემს წინ დაჯდა.
ცოტახანს ვილაპარაკეთ შიგადაშიგ ვსვამდით, კიდეც.
-ვფიქრობ, პირველი ბიჭი გვეყოლება-ეს რომ თქვა ღვინო გადამცდა-რა არ გიფიქრია, ჩვენს შვილებზე?
-იცი ეს..ძალიან ადრეა
-რატომ-გაუკვირდა-მე უკვე წარმოვიდგენ ჩვენ შვილებს. ამისთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ,უნდა გავქორწინდეთ-ის მიყვებოდა ბედნიერებით ჩვენს მომავალს მე კიდევ გამახსენდა, რომ ნამდვილი ადამიანი არ ვარ. როგორ უნდა ვუთხრა ეს?....იქნებ ეს, რომ გაიგოს გადამიყვაროს?-ვფიქრობდი შეშნებული.
-ნისა, მისმენ?
-მაპატიე, ფიქრებში წავედი-თავი გავაქნიე და გავიღიმე. არ მინდოდა ეს საღამო ჩამეშხამებინა მისთვის. რამდენიმე საათი ვილაპარაკეთ. ვიცეკვეთ კიდეც, შემდეგ ოთახში ავედი, აივნის კარებიდან ვუყურებდი, როგორ ნაზად თოვდა. უკნიდან კი სებემ მომეხვია
- გამუდმებით შენთან მინდა ყოფნა ,სულ მინდა გეხვეოდე და ნაზ ლოყებზე გკოცნიდე...არ ვიცი, ამას რა დავარქვა, მაგრავ შენით ვერ ვძღები-ლოყაზე ნაზად მაკოცა.
-ყველაფერს მირჩევნიხარ-უფრო მჭიდროდ მივიკარი.
დილით მე გავამზადე საჭმელი და მოხუცებთან წავიღე. სებეს კი წერილი დავუტოვე, რომ ენახა და არ აღლვებულიყო.
დიდხანს ვაკაკუნე მოხუცების კარზე, თუმცა არავინ არ გამიღო კარები. რამდენიმე წუთი შევყონდი იქნებ ძინავთქო, მაგრამ როგორც მახსოვდა თერთმეტი სრულდებოდა, როდესაც სახლიდან გამოვედი და წესით უნდა ღვიძებოდათ. რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე აღელვება დავიწყე, იქნებ რაიმე დაემართა ერთ-ერთ მადგანსთო და ურო ომახიანად დავუწყე კარეზე კაკუნი, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. სახლს მოვუარე და შევამჩნიე, რომ სამზარეულოს ფანჯარა ღია იყო. უცებ ავხტი გადა შევძვერი მაშში. მთელი სახლი მოვიარე და მოხუცები იქ არ იყო. ბოლოს შეშინებული სებეს დასაძახებლად სახლიდან უნდა გავსულიყავი, როდესაც ხმაური გავიგე. ძალიან შემეშინდა, თუმცა გავბედე და მაინც მივყევი ხმას. კიბესთან ახლოს პატარა ხის კარები იყო, როგორც თედო პაპამ მითხრა, საკუჭნაოდ ხმარობდნენ და სწორედ იმ საკუჭნაოდან მოდიოდა ხმა.
სახელური ჩამოვწიე, მაგრამ ჩაკეთილი იყო დავაკაკუნე.
-აქ ხართ?
-გვიშველე-ამოიკნავლა თეამ
-მანდ რა გინდათ? როგორ გავაღო, სად არის გასაღები?-თან მათ ველაპარაკებოდი და თან სახელურს ვეწვალებოდი
-შვილო, მისმინე, სამზარეულოში გადი და მარცხნივ ბოლოს მდგარ კომოდის ბოლო უჯრაში იქნება ჩაქუჩი და მოიტანე. უნდა გატეხო სხვა გზა არ გვაქ, აქედან ვერ დაგეხმარებით.
ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულე, რაც იმათმა მითხრეს და წვალების შემდეგ გავტეხე, კიდეც ,კარები. გავაღე და შუქი ავანთე. ერთმანეთზე მისკოჩილები იყვნენ სწრაფად მივარდი, რომ გამთავისუფლებია.
მისაღბში დავაჯინე ორივენი და წამლები მოვიტანე. თეა განსაკუთრებით ცუდად იყო.
-ამ ხნის ქალი ვარ და ესეთი რამ ჯერ არავის უკადრებია ჩემთვის. ეს როგორ გამიკეთა ბებიას ტოლ ქალს-ტიროდა და თან ლოყაზე ირტყამდა ხელებს.
-დაწყნარდი და მითხარით, რა მოხდა-ცოტა მაკლდა ჭკუიდან, რომ არ გადავსულიყავი.
-ჩვენც არ ვიცით, ბაბუ-კანკალით ჩამოჯდა დივანზე-კარზე კაკუნი იყო, მეთქი სებე ან ნისაა-თქო. გვიანი კი იყო, მაგრამ შეიძლება დახმარება ჭირდებათ-მეთქი სხვას ვერც წარმოვიდგენდით. მეზობლები ძალიან შორს არიან ჩვენგან. გავაღე კარები და შავებში ჩაცმული კაცი იდგა. არც დამეკითხა ისე შემოვიდა სახლში, ვიღაც ქალბატონი შემოვიდა მასთან ერთად და კატეგორიულად მოითხოვა, რომ ღამე აქ გაეთენებინათ, თან მისი ხალხი მთელ სახლში მოაბნია, ამაზე გავცოფთი სულ დაკარგეთ კულტურა-თქო. თან შემეშინდა, თეა საძინებელში მარტოა გადამერევე-თქო და წინააღმდეგობა, რომ გაუწიეთ აქ შეგვკეტა. კიდევ კარგი, რომ მოდი. თორემ რა მეშველებოდა?
-ვინ...ვინ ქალი ბაბუ? როგორი იყო-ეგრევე დავპანიკდი
-სუსტი საშუალო სიმაღლის ქალი იყო, აღარც მახსოვს მუქი ფერი თმები ქონდა თუ არ ვცდები ბნელოდადა…
-როდის წავიდნენ?
-გამთენიიისას, რა ხდება?
-იცით, მე უნდა წავიდე...სებე მარტო არისდა...თავს, ხომ მიხედავთ?
-შვილო, სულ გაფითრდი. წადი მიდი, ხომ შვიდობა გაქვთ?
-თუ რამე წამლები ამ ყუთშია-სწრაფად გამოვედი და სახლისაკენ გამოვიქეცი. დიდი თოვლის გამო მიჭირდა სირბილი და ისედაც მოშორებულ სახლში კიდევ უფრო დამიგრძელდა გზა. სახლში შევაჭერი და სებეს დავუწყე ძებნა, იქაურობა არეული დამხვდა. მერე ზემოთ ავედი ოთახში, მაგრამ არ იყო ტელეფონ მომარჯვებული ისევ ქვემოთ ჩამოვედი და მისაღებში შევედი. ტელეფონი ყურზე მივიდე, მაგრამ მალევე გამივარდა, როდესაც მდივანთან სისხლის გუბე დამხვდა.
-არა...ღმერთო სებე-მთელ ხმაზე დავიყვირე და ინსტიქტურად მუხლებზე დავეცი. ჩემს უკან ვიგრძენი, რომ ვიღაც დადგა და თანზე უკვე იარაღის ლულას მსგავსი ნივთის მოდებაც ვიგრძენი. სწრაფად წამოვდექი და ჩემსუკან მდგომს გავუსწორდი.
-ახალ წელს გილოცავ,ნისა-კმაყოფილი ღიმილით მიყურებდა, სარა-დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს.
..
იმედია მოგეწონებათ!



№1  offline წევრი S.მეგი

ვაიმე ეს რა იყოო.ძალიან მაგარია.❤❤
რასქვია მომეწონა? გადავირიე მაგარია.

იცოდე რამე არ მიქარო ისტორიის დასასრულისკენ♡♡♡
გელოდები იცოდე ❤

❤❤❤

 


№2  offline წევრი n-strovet

სელენე
როდის დადებ ახალს?

ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ შევედები მალე დავდო

S.მეგი
ვაიმე ეს რა იყოო.ძალიან მაგარია.❤❤
რასქვია მომეწონა? გადავირიე მაგარია.

იცოდე რამე არ მიქარო ისტორიის დასასრულისკენ♡♡♡
გელოდები იცოდე ❤

❤❤❤

მადლობა შეფასებისთვის...ვეცდები მალე დავდო heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent