შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ ჩემში დარჩები (3თავი)


6-10-2015, 14:40
ავტორი ♥love love♥
ნანახია 3 000

-ინა რაღაც მინდა გთხოვო მაგრამ ჯერ შემპირდი რომ უარს არ მეტყვი. კარგი? ძალიან გთხოვ.
-ხო კარგი გპირდები. მითხარი რა გინდა.
-ინა შენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვს ტელეფონით ვერ გეტყვი, ამიტომ მინდა რომ დღეს საღამოს 8 საათზე რესტორანში შემხვდე. გთხოვ უარი არ მითხრა.
-ნუ დღეს სხვა საქმეები მქონდა გასაკეთებელი, მაგრამ თუ ასეთი სერიოზული საქმეა წამოვალ. სად და რომელ საათზე?
-8საათზე გამოგივლი მანქანით და წავიდეთ.
-კარგი. შეხვედრამდე ნიკა.
-დროებით ინა და მადლობა რომ დანმთანხმდი.
ინა გაკვირვებული იყო, ნეტა რა საქმე უნდა ჰქონდეს ნიკას ჩემთნ, თან სერიოზულიო. ეზარებოდა წასვლა, მაგრამ რადგან შეპირებული იყო უარი ვეღარ უთხრა. კარადიდან ყველა ტანსაცმელი გამოიღო და ისინჯავდა, ვერ გაიგო რა ჩაეცვა, ამიტომ ლიკას დაურეკა ყველაფერი მოუყვა რაც ნიკამ უთხრა და სთხოვა მასთან მისულიყო და ტანსაცმლის არჩევაში მიხმარებოდა. ლიკაც 5 წუთში მასთან გაჩნდა.
-ვაიმე ლიკა ტვინი მტკივა უკვე რა, არ ვიცი რა ჩავიცვა.
-აუ კაი რა. რად უნდა მაგას ამდენი ფიქრი? გუშინ რის ჩაცმასაც აპირებდი ის ჩაიცვი.
-აუ ჯიგარი ხარ. ეგ სულ არ გამხსენებია. და თმებს რა ვუყო?
-რა უნდა უყო და უნდა დაიხვიო. ეგრე მოსწონს ნიკას.
-ვაიმე ლიკა ეხლა გაგლახავ. რაიცი რომ ვუყვარვარ? იქნებ სულ სხვა საქმეზე მიბარებს?
-რესტორანში გიბარებს სხვა საქმეზე ხო? რაზე? ბიზნესზე უნდა გელაპარაკოს? ცოტა მოტვინე ინა რა.
-ხო კაი არ ვჩივი რაზე უნდა მელაპარაკოს. ეხლა დავიწყე მომზადება თორე ნიკა 3 საათში მოვა.
-ჯერ რა გეჩქარება მერე 3 საათში თუ მოვა?
-თმების დახვევას დრო არ უნდა შენი აზრით.
ინა ძალიან ლამაზად გამოეწყო. უხდებოდა ლურჯი კაბა, მაღალქუსლიანები, დახვეული თმები და მსუბუქი მაკიაჟი. დრომაც მალე გაირბინა და აი, დადგა 8 საათიც. ინას ნიკამ დაურეკა, ჩამოდი შენს სახლთან ვარო. ინამ ნელი ნაბიჯებით ჩაიარა კიბეები და ნიკას შეხვდა. ისე ლამაზი იყო ნიკას პირი დარჩა ღია. ჩასხდნენ მანქანაში და რესტორნისკენ წავიდნენ. გზაში ხმა არცერთს არ ამოუღია. ინამ არ იცოდა რა უნდა ეთქვა, ნიკა კიდე ისე ნერვიულობდა საუბრის თავიც კი არ ჰქონდა. მხოლოდ უღიმოდნენ ერთმანეთს.
მანქანა ქალაქის ყველაზე დიდ რესტორანთან გაჩერდა. ნიკამ ინა რესტორანში მიიპატიჟა და ყველაზე კარგ ადგილზე დასხდნენ. ნიკა ძალიან ნერვიულობდა. კომპლიმენტებით ავსებდა ინას. ბოლოს ძალა მოიკრიბა და საქმეზე გადასვლა გადაწყვიტა.
-ინა მოდი ეხლა საქმეზე გადავალ, ოღონდ არ შემაწყვეტინო კარგი?
-კარგი ნიკა, აპა გისმენ.
-ინა, გაცნობის დღიდანვე შემიყვარდი, 5 წელია მიყვარხარ. ეს უფრო ადრეც უნდა გცოდნოდა, მაგრამ მე ვარ დამნაშავე, არ გეუბნებოდი. გუშინ კიდე ჩემს გამო რომ არ მოდი ძალიან ვინერვიულე და გადავწყვიტე სიმართლე არ დამემალა. ინა, სიგიჟემდე მიყვარხარ. არვიცი როგორია შენი რეაქცია ამაზე, მაგრამვფიქრობ, რომ ეს ჩემი მხრიდან საუკეთესო ქცევაა. ინა, გიყვარვარ?
-ნუ ნიკა... იცი?...
-გთხოვ ინა სიმართლე მითხარი. არ დამიმალო.
-ნიკა მაპატიე, მაგრამ მე არ მიყვარხარ. ვიცი ეს ალბათ ძნელი მოსასმენია, მაგრამ... როგორც მეგობარი ისე ძალიან მიყვარხარ, მაგრამ როგორც შეყვარებული, ნამდვილად არა. მაპატიე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent