შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვრო {3}

20-01-2020, 19:56
ავტორი painter1
ნანახია 3 107

საღამო მშვიდობის მეგობრებო.
მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და თქვენს აზრს მიზიარებთ.
ხვალ დიდი ალბათობით ახალ თავს ვერ დავდებ, დღეს იმდენი მაქვს დასაწერი ტელეფონს ცოტა ხნით უნდა გამოვეთხოვო. ამიტომ ხვალ თუ არა ზეგ აუცილებლად დავდებ დიდ თავს, თან ჩემი ტვინიც გახსნილია და ახალ ახალ იდეებს მაწვდის.
......................

დილით ზურგის ტკივილმა შეაწუხარ, თვალები გაახილა და მაშინვე კარავის ლურჯი ჭერი მოხვდა თვალში. მკერდზე სიმძიმის გრძნობამ აიძულა ქვევით დაეხედა და დაინახა კიდეც თეთრი თმები. ბოლოს რომ გამოფხიზლდა მიხვდა სად იყო, რა ხდებოდა ირგვლივ და კეკეს სხეულიც უკეთ შეიგრძნო. მაისურის ქვეშ შეცურებული ხელი ზურგზე აატარა, სასიამოვნოდ გასცრა ტანში მისი ნაზი კანის შეგრძნებისას, შემდეგ წინ ჩამოშლილი თმა ფრთხილად გადუწია უკან და სახეზე დააკვირდა. გაეცინა მის შეკრულ წარბებზე, ლოყაზე მიეფერა, მერე თავის მკერდზე მოთავსებულ მტევანს მოკიდა ხელი და თითებზე ნაზად აკოცა. ისე კარგად ეძინა კეკეს, ადგომას ვერ ბედავდა რომ არ გაეღვიძებინა. ნაზად ეფერებოდა თმაზე, თან მის სურნელს ისუნთქავდა. სიამოვნებით გაიღვიძებდა ყოველ დილით მის გვერდზე მწოლი და დილიდანვე სასიამოვნოდ დაიწყებდა დღეს.
მალე გამოეღვიძა ჯაჭვლიანს, ტიტეს მკერდზე მიწებებული ლოყა ასწია და ცისფერი თვალები ყიფიანის მწვანეებს გაუსწორა.
-დილამშვიდობისა. - ყურებამდე გაეღიმა ტიტეს და გაწითლებულ ლოყაზე მიეფერა.
-დილამშვიდობისა. - ჩუმად ამოიბურტყუნა და თავი ისევ მკერდზე დაადო ძილბურანში მყოფმა. - ღმერთო, ყველაფერი მტკივა. - ფეხი ოდნავ გაამოძრავა და დაჭიმული კუნთის გამო, კბილებით ტუჩს ჩააფრინდა.
-ტკივილგამაყუჩებელს მოგცემ და გაგივლის. - ისევ თმაზე ეფერებოდა, კეკე კი ტკივილისგან უცნაურ ხმებს გამოსცემდა. - შეგცივდა?
-ნწ… ისეთი ცხელი ხარ როგორ შემცივდებოდა. - შეაჟრჟოლა ტიტეს თითები რომ ამოძრავდა მის ზურგზე, თვითონაც გაამოძრავა წვრილი თითები მის მკერდზე და პრესსაც ჩაუყვა, მაგრამ ტიტემ მაშინვე გააჩერა.
-არ გირჩევ, დამიჯერე… სხვა დროს მომეფერე თუ გინდა, ახლა ავდგეთ, ვჭამოთ და წავიდეთ.
-სულ რატომ მაწითლებ. - ელვა შესაკრავი გახსნა და წამომჯდარი ზევიდან დააკვირდა ყიფიანს.
-შენს გრძნობებს ვხედავ რომ წითლდები… შემცივდა იცი? - სწრაფად დააწვინა ზურგზე, თვითონ კი ზევიდან მოექცა მოულოდნელობისგან თვალებ გაფართოვებულს. - თან უფრო საყვარელი ხდები. - ცხვირის წვერი გაუსვა ყელზე, იქვე აკოცა, შემდეგ კი გოგოს ტუჩებს წაეტანა. - ტკბილო. - ცვირის წვერზე აკოცა, შემდეგ ერთიანად მოშორდა და კარავიდან გავიდა. - ჩაიცვი და გამოდი. - გარეთ გამზიურებული საცვლები კარავში შეუყარა, თვითონ კი საპირფარეშოს მოსაძებნად წავიდა.

უფრო მეტად გაიხნსა ტიტესთან ურთიერთობაში, მის ხუმრობებს თვითონაც ჰყვებოდა და შეფარკლულ ლოყებსაც ნელ-ნელა ეჩვეოდა.
უკანა გზაზეც იღებდა სურათებს, იქამდე სანამ აპარატი არ დაჯდა თავის ტელეფონთან ერთად. ბოლოს ყიფიანის მობილურით იღებდა სურათებს. ყვავილებით გვირგვინის დაწვნაში გართულ ტიტეს ვიდეოებს უღებდა და მის მოძრაობებზე იცინოდა.
-ტიტეე! - მაშინვე წამოყვირა როგორც კი ძირს დაეცა უკანალით, ვიდეო ისევ ჩართული ჰქონდა და ყველაფერს იღებდა. უნდოდა ყველა დეტალი დამახსოვრებოდა, თან ყოველ ჯერზე გალერიაში შესვლის დროს თავისთან ერთად გადაღებული სურათები ენახა.
-მერამდენედ დაეცი უკვე კეკე…
-მტკივა კუნთები, თან დაღმართია და ფეხი მიცურავს, რა გავაკეთო? - თავისთვის ჩაიბურტყუნა და გვერდზე მჯდომ ტიტეს გადახედა. - რას აკეთებ?
-დავისვენოთ ცოტა ხანი… - სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და სწრაფად მოუკიდა. ბოლო ღერი იყო ისიც და მალე თუ არ ჩავიდოდნენ ცოტახანში გააფრენდა. - გაგიარა ტაკუნებმა? - სიცილით გადახედა კეკეს, მის დაბნეულ სახეზე ხარხარი ძლივს შეიკავა და ყბის ძვალზე აკოცა. - ღმერთოო, როგორ გიწითლდება ლოყები! ალბათ ერთხელაც მოგაჭამ.
-ვიდეოს ვიღებ იცი?
-ვიცი და მაკოცე ახლა. - სახე ახლოს მისწია კეკეს ტუჩებთან, მაგრამ თავი გვერდზე გაატრიალა ჯაჭვლიანმა.
-არა.
-პატარაა, გელოდები. - ლოყაზე მიაკრო ტუჩები, მერე კეკემაც შეხედა და მომღიმარმა მოწყვეტით აკოცა. - კიდევ. - გაიღიმა და ქალის ტუჩებიც იგრძნო თავისაზე. - კიდევ.
-გეყოფა… ადექი წავიდეთ თორემ… - საუბარი გააწყვეტინა ტიტეს ტუჩებმა, თვითონაც აჰყვა კოცნაში და გაბრუებულს ლამის ტელეფინი გაუვარდა ხელიდან.
-წავედით. - ხელიდან აცლილი ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ ხელი ჩაკიდა ეკატერინეს და ფეხზე წამოაყენა.
-ტიტეე, ცუდად ვარ უკვე, დავიღალე და წუწუნის საათი მეწყება. - მხარზე მიაბჯინა თავი და ქვევით დაშვება ისე განაგრძო.
-ჩავალთ მალე პატარა, ცოტაც გაუძელი. - შეუბლზე აკოცა, მერე ყურზე მოთავსებული ბოლო ლურჯი ყვავილიც ჩააწნა გვიგვინში და საბოლოოდ შეკრა. - გამომყვები ლაშქრობებში და იქნები ჩემი მეწყვილე? - ეკატერინეს წინ ჩამუხლულმა გვირგვინი გაუწოდა ქალს, თან ქვედა ტუჩზე იჭერდა კბილებს.
-კი! გამოგყვები! - პატარა ბავშვივით წამსვე გამხიარულებულმა ტაში შემოჰკა. ტიტემაც თავზე დაადო ლურჯი ყვავილებით გადაჭედილი გვირგვინი, რომელიც მის თეთრ თმებს და ცისფერ თვალებს ძალიან უხდებიდა. შემდეგ რამდენიმე სურათი გადაიღო, ზუსტად მაგ დროს გაითიშა ტიტეს ტელეფონიც და საბოლოოდ გაჩერების გარეშე გაუყვნენ გზას. მანქანასთან მისულებმა გასაღები გამოართვა ხვიჩას, სიგარეტიც იქვე იყიდა და მანქანაში ჩამჯდარმა წამსვე მოუკიდა, თან ტელეფონი დასატენად შეაერთა. - ხვალ უნდა წახვიდე? - უკმაყოფილომ გვერდზე მჯდომს შეხედა.
-ჰო.
-აუცილებელია?
-ჰო. - წამით გადახედა აბუზღუნებულ ჯაჭვლიანს.
სახლში მისულებს შინ არავინ დახვდათ. წყლის გადავლების შემდეგ მაცივარში პროდუქტი მოძებნეს და გემრიელად ივახშმეს.

იმ ღამეს ისევ გარეთ იწვნენ, ისევ მოწმენდილ ცას შეჰყურებდნენ და ბოლო დღეს ატარებდნენ ერთად ხევსურეთის ლამაზ მთებში. ხმას არცერთი იღებდა. არ იცოდნენ რა იქნებოდა მომავალში, მაგრამ ის კარგად იცოდნენ რომ ეს ორი დღე მართლაც დაუვიწყარი იყო. ახალი გრძნობებით და ახალი თავგადასავლებით გაჟღენთილი ორი დღე, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩებიდა მათ გონებაში.
***
ახლა.

-რა გინდა რომ გამოხვიდე ძი? - მუხლებზე დასმულ 6 წლის დის შვილს ლოყაზე ეფერებოდა, თან სიყვარულით სავსე მზერით შესცქეროდა.
-ექიმი.
-ექიმი? რატომ?
-ექიმი რომ ვიქნები ნემსს გაგიკეთებ და მერე გამოკეთდები.
-ვაიმე, ჩემი ყველაზე მაგარი გოგო ვინ არის. - გულზე მოხვდა ბავშვის ნათქვამი სიტყვები, მაგრამ ესიამოვნა კიდეც და დის შვილს ლოყები დაუკოცნა.
-მეც ექიმი უნდა გამოვიდე და მეც გაგიკეთებ მერე ნემსს ხო? - პატარა ლიზა ააცოცდა ფეხზე და ისიც ყოფიანის კალთაზე მოთავსდა.
-აუ შენ რა გინდა? - წარბშეკრულმა შეხედა ბიძაშვილს ნინიმ და ხელი ოდნავ ჰკრა ნერვებ მოშლილმა.
-რას აკეთებ ძი, ორივემ გამიკეთეთ რა პრობლემაა, ერთმა ერთ ფეხზე, მეორემ მეორეზე. - ორივეს თავზე აკოცა, შემდეგ ძირს დასვა და სახლში შემოსულ გიგის მადლიერი სახით შეხედა.
-მერი დეიდა ტიტე მიმყავს! - სამზარეულოში მყოფ ქალს გასძახა და ისიც სწრაფად გამოვიდა მისაღებში. - ეე პატარა კაცი, რავახარ? - თავზე გადაუსვა ხელი აქეთ-იქით მორბენა ლუკას.
-კარგად.
-სად მიგყვას?
-მმ… - თავი მოიქექა გიგიმ და ეტლში მჯდომს შეხედა.
-ქალებში დედა. - ჩაიცინია, მერის ბურტყუნზე კი ბოლო ხმაზე ახარხარდა.
-ვერ ხარ შვილი შენ, არაფერი გეშველება. - ხელში მოთავსებული ჩაის ტილო ააფრიალა და ზამზარეულოში შევიდა.
-ქალებში რა გინდა ძია? - ყურადღებით აკვირდებოდა ნინი და პასუხს მოუთმენლად ელოდა.
-უნდა ვეცეკვო პატარა, შენ ბებოს მიეხმარე, თუ რომელიმემ გააბრაზა დამირეკე და მითხარი კარგი? - თმაზე გადაუსვა ხელი, შემდეგ ლოყაზე აკოცა.
-კარგი.
-კარგი გოგო ხარ. - თვალი ჩაუკრა და გასასვლელისკენ წავიდა. - მომაწევინე ძმურად. - როგორც კი გარეთ გავიდა, მაშინვე უთხრაგიგის, თან ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. - ცოტნემ მომიყვანა აქ და დილიდან ამათთან ვზივარ. - დიდი ნაპასი გამოქაჩა, ფილტვები მთლიანად კვამლით გაივსო და თვალები დახუჭა.
-ვიზიარებ ძმაო. - მხარზე მიარტყა ხელი სიცილით.
-ტვინი ამიდუღდა ჩემიკაი, რა ხმაურიანები არიან ტო, როგორ უძლებს დედაჩემი.
-აუ ლილეს შვილი რა საყვარელი რამეა ტო, რომ ვნახე ლამის გამოვშტერდი, ეგეთი პატარა და ლამაზი არცერთს არ ჰყოლია.
-სად ნახე?
-საავადმყოფოში, რომ იმშობიარა მეორე დღეს.
-გაგაც ნახე?
-ვნახე… მაგრამ მკი.დია რა, ხომ იცი ლილე როგორ მიყვარს, ვიღაც გამო.ირებულის გამო ურთიერთობა რატომ უნდა გავწყვიტო. მთავარია ბედნიერია და ექვსი წლის წინ რა მოხდა ვაბშე არ მაინტერესებს, უბრალოდ ვერ დავიჭერ ისეთ ურთიერთობას როგორიც ელენეს ქმართან მაქვს.
-ერთიც მომეცი. - სიგარეტზე ანიშნა და მეორე ღერსაც მოუკიდა. ამჯერად უფრი მშვიდად ეწეოდა, თან ირგვლივ იყურებოდა. - სად მივდივართ? - მანქანასთან მისული ხელის გულებით დაეყრდნი სავარძელს, გიგის დახმარებით უგრძნობი ფეხებიც შიგნით დაალაგა და ღველი თვითონ შეიკრა.
-ქალებში.
-სერიოზულად.
-ბარში, გიო და ოთო გველოდებიან.
-ასე მიგყავარ ბარში?
-ნუ ატრ.აკებ რა, მართლა სახლში ხომ არ იჯდები? გაიხედები გამოიხედები, დაინახავ ვინმეს და…
-გაჩერდი. - ხელი აიქნია ყიფიანმა, სახეზე ეხატა როგორი ზიზღით იყო სავსე ყველა ქალის მიმართ. - არ მევასება ხომ იცი? ნუ დაიწყებ ვიღაც ქალების შემოტენვას თორემ შენც დაგახვე.ვინებ.
-ტიტე.
-არ მინდა არავინ! რა გჭირს შე ჩემა, სულ გამო.ლევდი ამ ბოლო დროს ტო.
-კარგი, ბოდიში… პროსტა რაც დრო გადის უფრო ნე.ხვი ხასიათი გიხდება.
-თავიდან უნდა მახსნევინო ახლა?
-უბრალოდ შენზე ვღელავ.
-ხოდა ასე ნუ ღელავ! უნდა იცოდე რომ არ ვარ იმ სიტუაციაში, ვიღაც ქალი შემოვისვა ზედ და იმის ხტუნვას ვუყურო! ცხოვრებაში არავისთვის გადამიხდია ფული სექსისთვის და ახლა მითუმეტეს არ გადავიხდი.
-ნუ ღრიალებ და მომისმინე…
-სახლში წამიყვანე!
-სახლში არა, მაგრამ ხვალ ექიმთან მივდივართ!
-ნერვები არ მომიშალო ახლა!
-მოკეტე, რომ ადგები ფეხზე მერე რაც გინდა მიქენი, მაგრამ სანამ მანდ ზიხარ ისე იქნება როგორც მე ვიტყვი გაიგე?! - გზას არ აშორებდა თვალს, ხმამაღლა საუბრობდა და საჩვენებელ თითს უქნევდა ჩუმად მჯდომ ყიფიანს.
-არ მინდა ეს ფუჭი დაიმედება.
-აუ ჩემი კარგი მოვ.ყან გცემ! სერიოზულად, მაგრად გცემ თუ არ შეეშვები პატარა ბავშვივით მოქცევას და ლაპარაკს!
-მაგრად მევასები შენს ძმობას ვფიცავარ. - კისერზე მოხვია თითები, თავისკენ მისწია და თავზე აკოცა.
-გააჯ.ვი რა.
-კაი შე ჩემა, რა გჭირს… წავალ მაგის დედაც ვატირე, პროსტა ხვალ არა რა.
-დაიფიცე.
-ჩემ გოგოს გეფიცები. - ჩაიღიმა და თავი სავარძლის საზურგეს მიადო. სულ პატარა იმედი სჭირდებოდა, მცირე ბიძგი იმის რომ სიარულს ისევ შეძლებდა და რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირვებოდა კეკეს გამო მაინც გაივლიდა. მაშინ როცა ეცოდინებოდა რომ ყველანაირი შანსი გამქრალი იყო ბრძოლას ვერ შეძლებდა. ამიტომ იყო ხელმეორედ ექიმის ნახვა საჭირო.

ბარში მისულს შეძახილებით შეეგებნენ მეგობრები და ყიფიანმაც სიცილი ვერ შეიკავა. ორივეს გადაეხვია შეძლებისდაგვარად, შემდეგ იქვე სავარძელში ჩასვეს, თან ფეხი ფეხზე გადაადებინეს.
-რას მეკაიფებით ტო. - სიცილით მოკიდა ხელები ფეხს და პირვანდელ პოზაში დააბრუნა. - რას შვრებით თქვენ?
-რავი ტო, ძველებურად მიდის ყველაფერი
-გატყუებს. - თვალი ჩაუკრა ოთომ, თან თავით გიორგისკენ ანიშნა.
-ილაპარაკებ თუ ვიჯდეთ ასე? - მათთან მისულ ოფიციანტს ისე გამოართვა სასმელი ზედაც არ შეუხედავს. გიორგის უყურებდა და მოუთმენლად ელოდა ახალი ამბების გაგებას. გოგოს სხეული ისევ უძრავად იდგა და ყიფიანიც იძულებული გახდა შეეხედა.
-გამარჯობა.
-გამარჯობა? - წარბები ასწია გოგოს მომღიმარ სახეზე. მთლიანად შეათვალიერა, ბოლოს ისევ მის ყავისფერ თვალებს გაუსწორა თავისები.
-ჯანდაბა, ვერ მიცანი ხო? - ქვედა ტუჩზე იკბინა გოგომ და ფეხებ გადაშლილი ყიფიანი თვალებ ანთებულმა შეთვალიერა.
-მაპატიე პატარავ, მაგრამ ვერა… მადლობა სასმლისთვის. - ჭიქაზე ანიშნა შემდეგ მომღიმარ ბიჭებს შეხედა. - რა?
-ანაა, მაგის გამო დაგშორდა თათა, არ გახსოვს?
-თათას მე დავშორდი ბევრი რომ მოინდომა იმის გამო, პროსტა მერე ტრა.კი რომ აეწვა შესარიგებლად მოვიდა, ეს გოგოც დახვდა საწოლში და პანიკები ატეხა. ისე გამოიყვანა ვითომ თვთონ დამშორდა, მაგრამ მკი.დია.. ჰო ანა, გამახსენდა, საყვარელი გოგოა. - ვისკი მოსვა და გიორგის მიაშტერდა. - აბა რა ხდება?
-გახსოვა ზაფხულში ბოლო ტურზე რომ გავყევით? კეკეც გყავდა მაშინ. - გიორგის ნაცვლად ოთომ დაიწყო საუბარი და სერიოზული სახით მჯდომ ძმაკაცს დააკვირდა.
-კეკე ყველგან დამყავდა… მერე?
-ვიღაც მწვანე თვალება გოგო რომ დაევასა გახსოვს? მთელი გზა ერთად დადიოდნენ.
-მაგ ტურიდან კეკეს გარდა არაფერი მახსოვს, მე რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა უდარდელად და საზურგეს მიეყრდნო.
-აუ ის შე ჩემა, წრეში ბურთის თამაშის დროს კეკეს რომ დაეჯახა შემთხვევით. - რომ ვეღარ მოიფიქრა როგორ აეხსნა ისევ კეკე ჩარია ჩემაში.
-ხო გამახსენდა, ლამის ხელი მოტეხა.
-ატრ.კებ. - თვალ მოჭუტულმა გაუსწორა მზერა ძმაკაცს. - ორი კვირის წინ შევხვდი, შენ რომ ავარია მოგივიდა იმის შემდეგ, შენთან რომ ვიყავით მოსული მაშინ. ისიც თავის ნათესავთან იყო მისული. ნომერი გამოვართვი და უკვე ხუთჯერ შევხვდი, ხოდა დღეს მაგასთან უნდა ავიდე, სახლში მარტოა და ეშინია.
-ჰო ეშინია. - ხმამაღლა გადაიხარხარა ოთომ და სხვებით აიყოლა.
-დავაი რა, სხვა რა უნდა ეთქვა? იცით რა საყვარელია? რომ ვუყურებ სულ მინდა რომ მოვეფერო. - თავის სიტყვებზე თვიათონ გაეცინა და ძმაკაცის შემხედვარე სხვებიც ვეღარ იკავებდნენ თავს.
-ხვალ სესილია ჩამოდის. - სახეზე ჩამოისვა ხელი, სასმელი მოსვა და ძმაკაცები მოათვალიერა.
-აუ ეგ ვაბშე გიჟია ტო. - ხელი აიქნია მათემ.
-ცანცარაა და თუ არ მოვა აზრზე მოუწევს მარტო ყოფნა.
-საფრანგეთშია ხო?
-ჰო. - თმები აიჩეჩა, შემდეგ ბარისკენ გაიხედა და თეთრი თმების დანახვაზე წამსვე ძმაკაცს შეხედა.
-რა იყო, სესა დაინახე? - სიცილით ჰკითხა ტიტემ, ხმა რომ არ გასცა გიგიმ მაშინვე მიხვდა ვინც იყო მის ზურგს უკან. გული აუჩქარდა, სუნთქვაც კი შეეკრა და თავი ოდნავ მიატრიალა ქალისკენ. მაშინვე დაინახა ნაცნობი თეთრი თმები და იმხელა მონატრება შემოაწვა წამით ასადგომად წაიწია. სრული სიცარელე რომ იგრძნო და ლამის ძირს დაეცა მაშინვე უკან დაბრუნდა. - ამის დედას შევე.ცი! - თვალებზე მიიჭირა ხელები ცრემლები რომ არ წამოსვლოდა. ეზიზღებიდა ყველაფერი, ვერ იტანდა იმას რომ თავის ქალთან მისვლა არ შეეძლო. არ შეეძლო ბართან მჯოდომს უკნიდან მოხვეოდა, შემდეგ საცეკვავოდ გაეყვანა და ნახევარი საათის მანძილზე სხეულის ნაზი რხევით სცენის შუაში მდგარიყო. ყბები დაეჭიმა, ცხვირი აეწვა და სველი თვალები სწრაფად მოიწმინდა. - ამის დედაც მოვ.ყან! - მაგიდაზე დადებულ ჭიქას გაჰკრა ხელი და იატაკზე დავარდნილი ნამსხვრევებად იქცა.
გაბრაზებულზე წამით ისევ გადაავიწყდა ხეიბრობა, ისევ ფეხზე წამოდგომა და იქიდან გაქცევა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და უარესაც მოეშალა ნერვები.
-ტიტე.
-წამიყვანე აქედან! - მისკენ გადახრილ გიგის მხარზე მოუჭირა თითები. იმანაც ოთოს ანიშნა ეტლი მიეტანა, ეტლში გადასვა და იქაურობა წამებში დატოვა. უნდოდა ვინმე ეცემა, ან რამე დაემტვრია. ენერგიისგან დაცლა უნდოდა ეს ტკივილისგან წარმოშობილი სიბრაზე რომ ჩაეხშო, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ფეხზე წამოდგომა და გავლა არ შეეძლო, ყოველ ჯერზე ამის გააზრება კი უარესად ხდიდა. გამწარებული ბოძს ურტყამდა ხელს ღრიალით, თვალებ ჩაწითლებული უყურებდა ძმაკაცის მდგომარეობას და ტირილამდე მისვლას ცოტაღა აკლდა. ბოლოს მიუახლოვდა, იღლიებში ამოსდო მკლავები, ფეხზე წამოაყენა და მთელი ძალით მოეხვია. უჭირდა ამხელა კაცის მოშვებული სხეულის დაჭერა, მაგრამ იმ დროს არაფერს ჰქონდა მნიშვმელობა. ზუსტად ესმოდა იმ დროს ტიტესი, ყველა მის გრძნობას გრძნობდა და იმავეს განიცდიდა რასაც იმ დროს ტიტე. - ჩემი ცხოვრების დედას შევე.ი. - დაბოხებული და მკაცრი ხმით ჩაილაპარაკა, თვალზე ჩამოგორებული ცრემლი შეიმშრალა და ისევ ეტლში დაბრუნდა. - წავიდეთ. - ხელი მიარტყა რამდენჯერმე გიგის და ცივი ჰაერი ღრმად შაისუნთქა.

სახლში ასულები ტელევიზორის წინ მოთავსდნენ, ხმას არცერთი იღებდა, მხოლოდ ჩართულ ტელევიზორს მისჩერებოდნენ.
-გინდა დღეს დავრჩე?
-არა… წადი სახლში, მოწესრიგდი და ხვალ სესა ნახე.
-არ მინდა მაგის ნახვა. - თავი ჩახარა და ყიფიანმაც გაკვირვებულმა გადახედა.
-რატომ?
-ბავშვია რა, ეს ბავშვის გაზრდები და სი.ობები არ მევასება ხომ იცი? დამღლელია სესასთან ურათიერთობა. მინდა რომ თვითონ მიხვდეს, გაიაზროს და ყველაფერი აწონ-დაწონოს. დაფიქრდეს და გაარკვიოს რა უნდა ჩემგან, უნდა თუ არა ჩემთან ყოფნა. არ მომწონს ამხელა გოგო პატარა ბავშვივით რომ იქცევა და ინტერესს ვკარგავ.
-ხომ გიყვარს.
-კი.
-აბა რა ინტერესს კარგავ?
-ორი წელი ერთიდაიგივეს მამეორებინებს და დავიღალე რა.
-უთხარი ის რაც მე მითხარი. დაფიქრდება და მიხვდება ყველაფერს.
-კარგი ხო, ხვალ ვნახავ და მერე გამოგივლი.
-დილით ექიმთან ჩამწერე.
-კარგი. - ყურებამდე გაიღიმა და გასასვლელისკენ დაიძრა. - თუ რამე ნებისმიერ დროს დამირეკე.
-კარგი დე. - ჩაიცინა, შემდეგ კარების დაკეტვის ხმაც გაიგო, საძინებლისკენ წავიდა და მალე ლოგინშიც ამოჰყო თავი. თითებს იჭერდა ფეხებზე, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა. - ამის დედაც. - მუშტი დაირტყა ფეხზე, ბოლოს ხელების დახმარებით მუცელზეც დაწვა, მუხლის ქვეშ ამოდებული ხელით ფეხი მოკეცა, შემდეგ ბალიშებს მოხვია ხელი, მეორე ხელში ტელეფონი დაიჭირა და სურათებში შევიდა. თითქმის სულ კეკეს სურათებით იყო მეხსიერების ბარათი გადატენილი. ერთ ვიდეოში ამბობს კიდეც, რომ მოგენატრები დაათვალიერებ და მონატრებას შეიმსუბუქებო. თურმე პირიქით ყოფილა. მისი ღიმილის ყურებისას უფრო მეტად ენატრებოდა. - ჯანდაბა პატარა, როგორ მენატრები. - თვალებ მინაბულმა ვამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა, ტელეფონი იქვე მიაგდო და ქვედა ტუჩს მტკივნეულად ჩააფრინდა. უამრავი სურათი და ვიდეო ჰქონდა, მაგრამ მაინც არ ჰყოფნიდა, კიდევ უფრო მეტი სურდა.
***
2 წლის წინ

დილით მზის სხივებიგან შეწუხებულმა თვალები გაჭირვებით დააშორა ერთმანეთს. საათს შეხედა ცხრშ რომ აჩვენებდა. უკმაყოფილომ იცვალა გვერდი, თვალები გაახილა და როგორც კი საწოლზე დადებული თეთრი ვარდი დაინახა წამსვე გამოფხიზლდა. საწოლზე წამომჯდარმა სწრაფად აიღო ვარდი, მაშინვე დასუნა მომღიმარმა, შემდეგ იქვე დადებული ფურცელი აიღო “თეთრი ვარდი თეთრ პრინცესას” დიდი ასოებით მიეწერა შუაში მის დაბლა კი “დილამშვიდობისა პატარა” წვრილად დაეწერა. ყურებამდე გაიღიმა, სულ სხვა ემოციებით დაიმუხტა, ფურცელი ამოატრიალა და უკან მიჯღაპნილი ნომერიც დახვდა. სწრაფად აიღო ტელეფონი და აღნიშნულ ნომერზე გადარეკა.
-გაიღვიძა ჩემმა გოგომ?
-გიჟი ხარ? აქ როგორ ამოძვერი? ვინმეს რომ დაენახე?
-შენ გამაგიჟე პატარა… აბა, დღეს რა გეგმები გვაქვს?
-ბებიაჩემთან მივდივარ.
-რომ დარჩე არ გინდა?
-მინდა. - თვალებ გაბრწყინებულს ჯერ კიდევ არ სჯეროდა ამდენი ხნის შემდეგ ისევ რომ ესაუბრებოდა.
-შენ ეგ თემა მოაგვარე, დანარჩენს მე მივხედავ.
-მადლობა ვარდისთვის.
-არაფრის. წავედი ახლა, საქმე მაქვს და საღამოს დაგირეკავ, სახლში დამხვდი იცოდე!
-ვეცდები. - სწრაფად გაუთიშა ტელეფონი და საწოლიდან წამოხტა. საღამურების ამარა გავიდა სამზარეულოში და ყველა იქ რომ დახვდა ცოტა გაუკვირდა.
-რა ლამაზი ხარ დედი… - ლოყაზე აკოცა გაბრწყინებულ ქალიშვილს თამარმა.
-დღეს კარგ ხასიათზე ავდექი.
-მიზეზი? - თვალებ მოჭუტული დააკვირდა ანდრია.
-კარგი სიზმარი ვნახე.
-მაინც?
-ბებოსთან არ მივდიოდით. - სიცილით თქვა და თავისი ადგილი დაიკავა.
-მისმინე, ირაკლის შეყვარებული ჰყავს? - დაეჭვებული ათვალიერებდა დას, რომელიც სულ სხვანაირი დაბრუნდა ხევსურეთიდან. შეცვლილი იყო, უფრო ხშირად იღიმოდა, ბიჭებს ხუმრობებში ჰყვებოდა და აღარც თავის ალბინოსობაზე წუწუნებდა.
-კი, მაშო, ეგეც იყო იქ.
-გიოს?
-ჰმ… გიოს არ ვიცი, მგონი ამჯერად არავინ მოსწონს. - მხრები აიჩეჩა და პეჩენია გემრიელად ჩაკბიჩა.
-კიდევ იყვნენ სხვები თქვენთან ერთად?
-კი.
-ვინ?
-სესა. - ხმამაღლა გაიცინა და ყველა მას მიაშტერდა. თავს ვერ იკავებდა, ფეხს ათამაშებდა და უკვე ერთი სული ჰქონდა როდის მოსაღამოვდებოდა ტიტე რომ ენახა.
-რამის თქმა ხომ არ გინდა პატარა? - წარბები ასწია უტამ და კეკემაც მასზე გადაიტანა მზერა.
-დღეს ბებოსთან არ მოვდივარ, ბარში მიდიან ჩემები, ვერც ერთ დღეს ვერ გამოვტოვებ, ხომ იცით მოგონებებს ვაგროვებ სანამ დრო მაქვს. - ჩაიში ჩადო ორი წამით ფეჩენია, შემდეგ პირში გაიქანა.
-მოდიხარ. - წარბ შეკრულმა თქვა თამარმა, კეკემ კი მაშინვე ლევანს შეხედა.
-მამა…
-მეც დიდი სიამოვნებით დავეჩებოდი შენთან ერთად სახლში. - ჩუმად ჩასჩურჩულა ქალიშვილს, მის სიცილზე თვითონაც გაეცინა, მაგრამ ცოლის მზერაზე სწრაფად დასერიოზულდა. - შენ როგორც გინდა პრინცესა. - ხმა ჩაიწმინდა და ცოლის მომზადებული საუზმე დააგემოვნა.
-ლევან!
-რა გინდა? 18 წლის არის, ვერ ვუბრძანებ იქ წასვლას სადაც არ უნდა.
-როგორ თუ არ უნდა? ყველა მივდივართ და მარტო ამხელა სახლში როგორ უნდა დარჩეს?
-პატარა აღარ არის თამარ! თვრამეტი წლის ჩამოყალიბებული გოგოა, ისიც რა არის სწორი და რა არასწორი, ისიც იცის რა უნდა გააკეთოს და რა არა, დანარჩენი ჩვენი საქმე აღარაა. მაინც და მაინც უნდა გითხრას რომ თავი დაანებო როგორც ანდრიამ გითხრა?
-ანდრია ბიჭია!
-გეყოფა! - ხელი აიქნია ლევანმა. - მაგას მნიშვნელობა არ აქვს, უნდა გაიაზრო რომ შვილები გაგვეზარდნენ. ზრუნვა ერთია, რამის აკრძალვა მეორე და ახლა შენ შენს 18 წლის ქალიშვილს აკრძალვები რომ დაუწყო იცი რას იზამს? ადგება და წავა! ან საერთოდ აღარ გკითხავს აზრს და გაგიუცხოვდება. ამიტომ შეეშვი ჩემს გოგოს, იცის რაც უნდა. სალხში დარჩენა უნდა? დარჩება. თუ სადმე წასვლა მოუნდება წავა. მორჩა აქ ლაპარაკი, მე დავრჩები და ხვალ ერთად წამოვალთ ჩემი საყვარელი სიდედრის დაბადების სღეზე.
-ლევან…
-მორჩა ამ თემაზე საუბარი მეთქი… ახლა შენ მითხარი პატარა ბაჭია, რატომ გიბრწყინავს თვალები ასე. - ისევ განაგრძო ჭამა, თან ქალიშვილს შეხედა.
-ბედნიერი ვარ რომ მყავხართ.
-სულ ეს არის?
-ჰო. - ისევ მოკბიჩა პეჩენია, თან უტას შეხედა, მომღიმარი რომ აკვირდებოდა მამიდაშვილს. - რა?
-არაფერი თეთრო პრინცესა. - მხრები აიჩეჩა და ჭამა განაგრძო, კეკეს კი ჩაი გადასცდა. - ფრთხილედ ტო. - ჩაიცინა დადიანმა და ყავა მოწრუპა.

ოთხი საათი იქნებოდა ტელეფონზე შეტყობინება რომ მიუვიდა უკვე ათასჯერ გადაკითხული ნომრისგან, რომელიც გონებაში ჩაებეჭდა. სწრაფად გახსნა და როგორც კი წაიკითხა მაშინვე ფეხზე წამოხტა, სარკეში შეათვალიერა თავისი თავი, შემდეგ კი საძინებელი დატოვა.
-მა, წავედი მე!
-ძალიან არ დაიგვიანო! - ტელევიზორის წინ მჯდომმა მიაძახა სახლიდან ნახევრად გასულს, შემდეგ ფანჯარაში გაიხედა და დაინახა როგორ მიუახლოვდა სწრაფი ნაბიჯებით ეკატერინე უცნობ ბიჭს. ისიც ხელებ გაშლილი შეეგება, უცებ მოეხვია და ლოყაზე აკოცა. ესიამოვნა თავისი ფიქრები რომ გამართლდა, მაგრამ უცხო ბიჭის გამოჩენამ საფიქრალი გაუჩინა. პირველი შემთხვევა სქონდა როცა კეკეს ვიღაც მოსწონდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა.
*
-დაბრძანდით ქალბატონო. - მანქანის კარი გაუღო კეკეს, შემდეგ თავისი ადგილი დაიკავა და მანქანაც იქაურობას მოსწყვიტა. - როგორ ბრწყინავ…
-დღეს კარგ ხასიათზე ავდექი.
-ნეტავ რატომ. - ჩაიღიმა ყიფიანმა, თან კეკეს გადახედა.
-ისე მართლა, როგორ ამოძვერი?
-საიდუმლოა… მომენატრა შენი წითელი ლოყები იცი?
-კარგი რა ტიტე. - თავი ჩახარა მომღიმარმა. - სად მივდივართ?
-ჰოო, ეგ სურპრიზია.
ქალაქ გარეთ გასულები მალე ტყიან გზას დაადგნენ, გზა მთლიანადა ხეებით იყო გადაფარული, კეკეს კი ლუქიდან ამოეყო ტანი და დაბერილ ნიავს ხელებ გაშლილი ხვდებოდა. თეთრი თმები უფრიალებდა, თვალებ დახუჭულს სუნთქვა უჭირდა, მაგრამ ცივ ჰაერს მთელი სხეულით შეიგრძნობდა. ბარძაყზე იგრძნო კაცის ტუჩების შეხება, მაშინვე ეკალმა დააყარა, ტანში სასიამოვნოდ შეაჟრჟოლა და მალე ისევ სავარძელზე დაბრუნდა.
-აქ პირველად ვარ.
-საერთოდ სად ხარ ნამყოფი?
-ყველგან სადაც ექსკურსიაზე დადიან. რაჭა, სამეგრელო, იმერეთი. და ასე შემდეგ.
-ეგ ყველამ იცის, უფრო ლამაზი სანახავი ის ადგილებია სადაც ხალხი არ დადის. - მალე გააჩერა მანქანა, უკანა სავარძელზე დადებული ზურგჩანთა აიღო და კეკესთან ერთად მანქანიდან გადავიდა. მალე გამოჩნდა პატარა კოტეჯის მსგავსი ქოხი, რომელიც ნახევრად ტბაში იდგა. გაოცებული მიჰყვებოდა უკან ყოფიანს და ხმის ამოღებას ვეღარ ახერხებდა. იქვე მოცურავე იხვების ჭყიპინი ისმოდა, ამას კი ჩიტევის ჭიკჭიკი ერთვოდა თან.
-რა ლამაზია!
-ჯერ სად ხარ პატარა, კიდევ იმდენი რამ მინდა განახო შენ არ იცი. - ხელი ჩაკიდა და ქოხში შეიყვანა. ისე მყუდროდ იყო მოწყობილი, მაშინვე სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა ჯაჭვლიანს. კედლები წიგნების თაროებით იყო სავსევსე, იქვე დივანზე გაშლილი პლედი და სანიშნთან ერთად დახურული წიგნი იდო. მთლიანად ერთი ოთახი იყო, კუთხეში სამზარეულოს ორი კარადით და გამოყოფილი პატარა აბაზანით.
-ტიტე. - გაბადრულმა შეხედა სამზარეულოს კარადებზე მიყრდნობულ ყიფიანს, მიახლოვება ვერ გაბედა და ისევ ყოფინმა აიღო თავის თავზე კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა. მაისური გაიხადა, შარვალიც მის გზას მიაყოლა და თვალებ გაფართოვებულ გოგოს მიუახლოვდა. უნდოდა ეხარხარა მის დაბნეულ დამფრთხალ სახეზე, მაგრამ თავის შეკავებას ახერხებდა. კეკეს ფეხზე აასრიალა ხელი, სარაფნის ბოლოებიც აიყოლა და მალე სულ მთლად მოაშორა. შეეცადა მკერდზე არ შეეხედა, მაგრამ არ გამოუვიდა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და თეთრ საცვლებში მდგომი თეთრი ქალი მთლიანად შეათვალიერა. კარადიდან პირსახოცი ამოიღო, შემდეგ ხელი ჩაკიდა დაბნეულ ეკატერინეს და ტბის ნაპირისკენ წაიყვანა. - ტიტე. - ხელზე მიქაჩა როცა წყლალში ჩასვლა დააპირა ყიფიანმა.
-თბილი ტბა უფრო სასიამოვნოა დამიჯერე. - ისევ განაგრძო სიარული და მალე მთლიანად წყალში აღმოჩნა.
დიდხანს ცურაობდნენ. წყლის შხეფებს ასხამდნენ ერთმანეთს და ტყესაც ეკატერინეს კივილი იკლებდა. სიცილს ვერ იკავებდა ყოფიანი როცა ფეხზე ბალახი შეეხებიდა კეკეს და შეშინებული უკან გარბოდა. ისეთი პატარა, ნაზი და ბავშვური იყო მთლიანად თბებოდა მისი ყურებისას.
ბოლოს ტბის პირას ბალახზე გაფენილ პირსახოცზე ისხდნენ და ტბას გაჰყურებდნენ.
-ტიტე.
-ჰოუ…
-არ შეიძლება ჩემი ასე ყოფნა.
-როგორ?
-მზეში… - თავი ჩახარა აღელვებულმა, შემდეგ ტიტეს ტუჩები იგრძნო მხარზე და მომღიმარს ქვევიდან ახედა.
-შევიდეთ.
-დამცავი კრემი მაქვს ჩანთაში.
-მოვალ ახლავე. - სველი თმა უკან გადაუწია, შუბლზე აკოცა და ‘სახლისკენ’ წავიდა. მალე დაბრუნდა უკან, კეკეს უკნიდან მიუჯდა, თმები ზურგიდან მოაშორა და ხელზე დადებული დამცავი კრემი მხრებზე წაუსვა. იქიდან ზურგზე გადავიდა, შემდეგ ბიუსჰალტერის შესაკრავი გაუხსნა ნელა და მის შეკრთომაზე ჩაეღიმა. წასმა რომ დაამთავრა ისევ შეუკრა, შემდეგ მის წინ გადაინაცვლა. - ნუ გეშინია ჩემი პატარა. - მოწყვეტით აკოცა ლოყებ შეფარკლულს, მერე სახეზეც წაუსვა კრემი, ლავიწებიდან მკერდისკენ დაიძრა და მის გახშირებულ სუნთქვაზე თვითონაც აუჩქარდა გული. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მკერდიდან მუცელზე ჩავიდა. მთლიანად რომ დაფარა დამცავი კრემთ მერე ბალახზე გადააწვინა, თვითონ კი ზევიდა მოექცა. - კანი გიბზინავს. - მფეთქავ არტერიაზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ ლავიწებზე გადავიდა. ბიუსჰალტერიდან ოდნავ ამოწეულ მკერდზეც მიაწება გავარვარებული ტუჩები და მისი სირბილის შეგრძნებისას ჟრუანტელმა დაუარა. - კეკე… - ჩუმად ამოიჩურჩულა, აგიჟებდა ის ფაქტი რომ მის ქვევიდან მოთავსებული გოგო არ აჩერებდა. იმ დროს საერთოდ არ უნდოდა გაჩერება, მაგრამ თავს ზედმეტის გაკეთების უფლებას ჯერ ვერ აძლევდა. - პატარა. - სურვილისგან თვალებ ჩაწითებულმა ჩახედა ნახევრად მინაბულ თვალებში ხელი ფეხზე აატარა და ტუჩებზე ნაზად შეეხო. ბნებიანად უკოცნისა ოდნავ შესიებულ ბაგეებს, თან ხელებს დაატარებდა გოგოს სხეულზე. კეკეს თითებსაც გრძნიბდა ზურგზე. წელზე რომ მოხვიდა და იქიდან მუცელზე გადავიდა ყველანაირმა თავშეკავებულობამ უმტყუვნა. უკანალზე ძლიერად ჩააფრინდა, კეკეს წამოკვნესებაც მისწვდა მის სმენას და კოცნაც უფრო მომთხოვნი გახადა. იმხელა სურვილი იგრძნო რომ არ მოშორებოდა ალბათ გაგიჟდებოდა. ბოლოს ქვედა ტუჩზე უკბინა და მთლიანად მოშორდა. - რას მიკეთებ პატარა, კიდევ ეგ მინდა?
-მე არაფერი გამიკეთებია. - ჩაიცინა, სახე მთლიანად უხურდა, მაგრამ ყიფიანს მაინც არ აშორებდა თვალს.
-მეკაიფები ხო? - ღრმად ჩაისუნთქა და მის ცისფერებს გაუსწორა თავისები. გამოხედვაც კი სხვანაირი ჰქონდა. გიჟდებიდა მის გრძელ თეთრ წამწამებზე გაბრუებული ნელა რომ ახამხამებდა. ღია ცისფერებში ნაპერწკლებს ხედავდა და ისე მოსწონდა უნდოდა სულ ამ გაბრწყინებულ ლამაზ თვალებში ეყურებინა, მასში ჩაკარგულიყო და კიდევ სხვადასხვა გრძნობებით სავსე ცისფერები ენახა. გრძნობდა როგორ ედებოდა მთლიან ტანში ეს თეთრი ქალი და შესაჩერებლად ვერაფერს აკეთებდა.
ბოლოს გვერდზე მიუწვა, ხელი თავქვეშ ამოუდი და მის თითებზე თამაში დაიწყო.
მზე რომ ჩავიდა მხოლოდ მერე შევიდნენ სახლში, ჯერ კეკე შეუშვა წყლის გადასავლებლად, შემდეგ თვითონ შევიდა აბაზანაში.
-დღეს სახლში უნდა დავბრუნდე. - დივანზე მჯდომმა შეხედა ჭამაში გართულ ყიფიანს.
-ვიცი. - თბილად გაუღიმა, მერე კი მის გვერდზე გადაჯდა, ბალიშებს მიეყრდნო და კეკეც გულზე დააწვა.
-კიდევ ამომიყვან აქ?
-როცა მოგინდება პატარა. - ცხვირის წვერი გადაუსვა ტუჩებზე, შემდეგ აკოცა და ისევ ცისფერებში ჩახედა. - ძალიან ლამაზი ხარ. - თმები ყურს უკან გადაუწია, შემდეგ ლოყაზე მიეფერა.
-ასე იმიტომ ფიქრობ რომ თეთრი ვარ, შეხედე ჩემს და შენს კანის ფერს, შენ ზაგარს მაინც იღებ.
-შენ რუჯი არ მოგიხდება, ჩვეულებრივ ფერს მიიღებ და რომ წარმოვიდგენ არ მომწონს.
-პატარა რომ ვიყავი თმის შეღებვა მინდოდა. ჩემმა ბიძაშვილმა შემომისწრო თორემ შავად შევიღებავდი.
-რატომ?
-არ მომწონდა სხვებისგან განსხვავებულად ყოფნა, ყველა მე მიყურებდა, ყველა ჩემზე საუბრობდა და მაგის გამო სკოლაში წასვლა მძულდა. მხოლოდ სესა მყავდა, სხვა არავინ.
-სამაგიეროდ ახლა მოსწონხარ ყველას.
-ჰო, ახლა ყველას მოვწონვარ და ყველა ჩემს კლასელს უნდა ჩემთან ურთიერთობ. ისინი მიკომენტარებენ სურათებზე ვინც ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების ხანგრძლივობას მახსენდბდნენ, ისინი ვინც სხვებთან ლაპარაკობდნენ რომ თურმე თუ მომიახლოვდებოდნენ სითეთრეს გადავდებდი.
-დაი.კიდე ეგენი. - თმებზე ჩამოატარა ხელი, შემდეგ თითები ლოყებზე მოუჭირა. - ჯანდაბა, რა პატარა ხარ… რა გიყო მითხარი. - მთლიანი სახე დაუკოცნა, შემდეგ ღუტუნზე გადავიდა და კეკემაც კისკისით აიკლო იქაურობა.

№1  offline წევრი Veronika

რა სიტყვებით გადმოგცე ჩემი ემოცია ამ ისტორიას რომ ვკითხულობ?
რა გითხრა ისეთი აქამდე არავის რომ არ უთქვამს?
ყველა მომდევნო თავი ერთმანეთზე უკეთესი გამოგდის.
უკვე გითხრარი რომ ყველა შენს ისტორიაზე და პერსონაჟებზე ვგიჟდები? თუ არ მითქვამს ახლა გეტყვი რო ყველა შენი ისტორია მიყვარს და ეს ისტორიაც მოხვდა ჩემს ფავორიტებში
საოცრებავ ❤️

№2  offline მოდერი painter1

Veronika
რა სიტყვებით გადმოგცე ჩემი ემოცია ამ ისტორიას რომ ვკითხულობ?
რა გითხრა ისეთი აქამდე არავის რომ არ უთქვამს?
ყველა მომდევნო თავი ერთმანეთზე უკეთესი გამოგდის.
უკვე გითხრარი რომ ყველა შენს ისტორიაზე და პერსონაჟებზე ვგიჟდები? თუ არ მითქვამს ახლა გეტყვი რო ყველა შენი ისტორია მიყვარს და ეს ისტორიაც მოხვდა ჩემს ფავორიტებში
საოცრებავ ❤️

ვეროო ❤️ ნეტა იცოდე რამხელა ემოციებით მავსებ და როგორ მახსრებ ❤️ მადლობა დიდი, მიხარიხარ❤️

№3 სტუმარი ank

აუ რა სიყვარულობა ვგიჯდები ❤️❤️❤️ ძაან შემიყვარდნენ ესენი მე და როგორ მიხარია ასეთ მაგარ ისტორიას რომ წერ. ხვალ როგორ გავჩერდრბუ ახალი თავის გარეშე არ ვიცი.:( აუუ როგორ მაინტერესებს კეკეს და ტიტეს შეხვედრა ახლანდელ დროში... რაღაც კეკე საერთოდ არ ცდილობს ტიტესთან მიახლიოებას ესეთი შთაბეჭდილება მეცება კეკეს ფიქრებზე რომ ვერ ვკითხულობ ანძალიან არის გავრაზებული ტიტეზე. რაღაც მხრივ ტუტესი მესმის მაგრამ კეკე რომ იყოს მის ადგილზე ხო გვერდიდან არ მოშორდებოდა არცერთი წამით... ავირიე მგონი ამიტო მალე დადე ახალი თავი გთხოოვ :D ❤️❤️

№4  offline მოდერი painter1

ank

კეკეს გრძნობებს შემდეგ თავში გაგნდობ აუცილებლად, მათ შეხვედრასაც აგიღწერ და მერე რა მოხდება იმასაც. :დ შენ არ იცი როგორ მიხარია ასე რომ მოგწონს და შენს აზრს მიზიარებ ❤️❤️

№5  offline წევრი ლილილი

უსაყვარლესი თავი იყო.
კეკე ძალიან მომწონს,ტიტე ხომ მომწონს და მომწონს.
მათი ხასიათები ერთამანეთს ავსებს.

სესა და გიგი.
ვფიქრობ ტიტეს რჩევა გაამართლეს და ცანცარა ბავშვს ადგილზე მოსვავს.
არ მიყვარს ასეთი ტიპის ქალები და იმედი მაქვს ეს სესას ნიღაბია,წინააღმდეგ შემთხვევაში გიგი არ მემეტება.
იმედია მათზე მომდევნო თავში რაღაცას დაწერ❤

ტიტეს ტკივილი ნათლად ჩანს და მომწონს რომ ცდილობს ამ პრობლემის გადაჭრას.
წარსულის ტიტე საერთოდ სხვა პლანეტაა ახლანდელ ტიტესთან,იმედია ხასიათები დაუბრუნდება და შემდეგ ყველაფერი უფრო გაადვილდება.

№6  offline მოდერი painter1

L.eli13

ზუსტად ის მინდოდა რომ ერთმანეთი შეევსოთ ^^
კი შემდეგ თავში გიგიზე და სესაზეც დავწერ აუცილებლად.
მინდოდა ამ ორ დროში დაგენახათ ტიტე და მერე უფრო ჩასწვდომოდით მის მდგომარეობა და რომ გამომდის მიხარია ^^
მადლობაა❤️

№7 სტუმარი სტუმარი დარინა

ხო ნამდვილად განსხვავებული ისტორია გამოგდის შენი სხვა ისტორიებისაგან, აი მართლა ყველაფერი მომწონს სიუჟეტი, განვითარება და სიტკბოება, მაგრამ მაინც ტიტეს ვერაფერი მოვუხერხეე, ასეთი ჯანდაბა ხასიათი მაქვს თავიდანვე თუ ამოვითვალისწუნე მერე ვსიო რაც არ უნდა გააკეთოს მერე ისე ვეღარ ვუყურებ როგორც საჭიროა და ტიტეს შემთხვევაშიც ასეა, მაინც ვერ ვამართლებ მის საქციელს ეს ჩემი დამოკიდებულებაა და არავის არ ვახვევ, მართლა ძალიან მაინტერესებს კეკეს ემოციები ამ ამბავთან დაკავშირებით და მერე ვნახავ ამ პრრსონაჟს რას მოვუხერხებ, აი გიგიზე კი უკვე ვგიჟდები შემიყვარდა რა ეს ბიჭიი, ძალიან კარგია თუ ერთი გემრიელად მისცხებს ტიტეს, აი სესას და გიგის შეხვედრას იმედია დაგვიწერ მე მაინტერესებს როგორ მოარჯულებს იმ გიჟ ქალბატონს ცოტა კი აწვალოს, აუ მე დაპირებულ ისტორიასაც ველოდები, ვიცი რომ გახსოვს.

№8  offline წევრი მე♥უცნაურე

გამიხარდა, კეკეს გამო, რომ თანახმაა ექიმთან ვიზიტზე.
წარსული რა სიტკბოება, ამაზე სიტყვებიც კი ზედმეტია.
ვაჰ, რომ იცოდე, როგორ მანატრებ მე ჩემს გარდასულ დღეებს.
ამ ისტორიას მივისაკუთრებ❤️
ვისაკუთრებ, რადგან ყველაზე კარგად მესმის, რას გრძნობს ტიტე, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ძალიან ძნელია, ერთ დღეს გაიღვიძო და საწოლში წოლის გარდა არაფერი შეგეძლოს, მარტოს. იყო ყოველ ნაბიჯზე ვინმეს დასახმარებელი, ვინმეს საპატრონო. სულ ახლახანს გავიარე ეს გზა და ნამდვილად არ არის უცხო ეგ მდგომარეობა, მთელი თავისი სიმძაფრით.
გელოდები.
კვლავ მადლობა, ესოდენ სასიამოვნო ისტორიით რომ გადაწყვიტე ჩვენი განებივრება.
აღვნიშნავ, რომ საკმაოდ დახვეწილი ხარ.

№9  offline მოდერი painter1

სტუმარი დარინა

ყოველ დღე მახსენდება ის ისტორია, უბრალოდ გადასახედად დროს ვერ ვპოულობ ^^

მაგრამ მაინ... რომ ემატება უკვე ვხვდები რა ხდება :დ ვიცი ვიცი როგორი ხასიათიც გაქვს და შენთვის გიგის და სესას დავწერ და შედარებით დაგაკმაყოფილებ :დ❤️

მე♥უცნაურე
გამიხარდა, კეკეს გამო, რომ თანახმაა ექიმთან ვიზიტზე.
წარსული რა სიტკბოება, ამაზე სიტყვებიც კი ზედმეტია.
ვაჰ, რომ იცოდე, როგორ მანატრებ მე ჩემს გარდასულ დღეებს.
ამ ისტორიას მივისაკუთრებ❤️
ვისაკუთრებ, რადგან ყველაზე კარგად მესმის, რას გრძნობს ტიტე, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ძალიან ძნელია, ერთ დღეს გაიღვიძო და საწოლში წოლის გარდა არაფერი შეგეძლოს, მარტოს. იყო ყოველ ნაბიჯზე ვინმეს დასახმარებელი, ვინმეს საპატრონო. სულ ახლახანს გავიარე ეს გზა და ნამდვილად არ არის უცხო ეგ მდგომარეობა, მთელი თავისი სიმძაფრით.
გელოდები.
კვლავ მადლობა, ესოდენ სასიამოვნო ისტორიით რომ გადაწყვიტე ჩვენი განებივრება.
აღვნიშნავ, რომ საკმაოდ დახვეწილი ხარ.

ისევ კეკეს გამო თუ გადაწყვეტდა.
ეგოისტურად მომწონს, ასე რომ მოგწონს, მაგრამ შენმა ამბავმა დამაინტერესა და თუ ძალიან პირადული არაა, რა დაგემართა?
მადლობა შენ რომ სულ მიზიარებ შენს აზრს, მე კიდე აქ ზუსტად იმისთვის ვარ რომ გაგანებივროთ❤️

№10  offline წევრი Sweet Home

ძაან ემოციუური იყოოო აუ ძაან მომწონს ეს წყვილი მარა გიგა და სესაა უფრო მომეონან ცოტა. სხვაე ვერაფერს ვერ ვწერ შენთითონაც იცი ყვრლაფერი წარმატებებიი გყვარობბბბ❣️ იმედიაა სულ ასე ჩქარ ჩქარა დადებ ხოლმე დდ

№11  offline წევრი Takk.22

არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის რა გითხრა , თითოეული ისტორია იმდენად გულში ჩამწვდომია ისეთი ღრმაა სასწაული ხარ ,მიყვარხართ შენ და შენი ისტორიები

№12  offline მოდერი painter1

Sweet Home
ძაან ემოციუური იყოოო აუ ძაან მომწონს ეს წყვილი მარა გიგა და სესაა უფრო მომეონან ცოტა. სხვაე ვერაფერს ვერ ვწერ შენთითონაც იცი ყვრლაფერი წარმატებებიი გყვარობბბბ❣️ იმედიაა სულ ასე ჩქარ ჩქარა დადებ ხოლმე დდ

გიგი და სესა ჯერ არ გამომიჩენია წესიერად და როგორ მოგწონთ უფრო :/ ნუ ეგ თქვენი გადასაწყვეტია რათქმაუნდა.
ხვალ შეიძლება ვერ დავდო, მაგრამ ზეგ აუცილებლად დავდებ მაზეგაც და იმის მერეც. ❤️

Takk.22
არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის რა გითხრა , თითოეული ისტორია იმდენად გულში ჩამწვდომია ისეთი ღრმაა სასწაული ხარ ,მიყვარხართ შენ და შენი ისტორიები

შენს სულ აქ ხარ ^^ დიდი მადლობა თაკ❤️

№13  offline წევრი მე♥უცნაურე

მადლობა ჩემო კარგო❤️

რა და წამში გავხდი უნარშეზღუდული ისე, რომ ეს დეპრესია და ყველაფერი მესმის, რაც ტიტეს თავს ხდება.

მინიმუმ 6 თვე ვერ გაივლიო, მაგრამ ღვთის წყალობით, 2 თვეში ავდექი. თუმცა ის 2 თვე, ისეთი ჯოჯოხეთი გავიარე, რომელსაც ნამდვილად არავის ვუსურვებ. საშინელებაა, როდესაც წამში გეცვლება ცხოვრება ისე, რომ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდები, თან როცა ასე ახალგაზრდა, აქტიური, სიცოცხლით სავსე ხარ...

სპიცით გადამეჭრა ქუსლი, 14 ნაკერი მედო, ისიც ძლივს დამადეს და მადლობა ღმერთს რომ მყესის გადაჭრას გადავრჩი, ჩამათალა მყესი და ჩატყდა, გადაჭრა ვერ მოასწრო, თორემ სამუდამოდ ეტლს მიჯაჭვული ინვალიდი ვიქნებოდი და ზუსტად ვიცი, რომ ამას ვერ გავუძლებდი, რადგან ის 2 თვეც კი ისეთი აუტანელი, რთული, მძიმე და დამანევროზებელი იყო, შოკიდან გამოსვლაც რომ გამიჭირდა...

№14  offline მოდერი painter1

სპიციი? ეგ რა საშინელი ჯოხებია თუ რაც ქვია. წარმოდგენაც არ მინდა როგორ იქნებოდი ამ ორი თვის მანძილზე. მართლაც რომ საშინელებაა დამოუკიდებელი ადამიანი უცებ ვიღაცაზე ყველანაირად დამოკიდებული რომ ხდები და შენებურად ვეღარაფერს აკეთებ.
მიხარია რომ გამოჯანმრთელდი, ალბათ არაფერია იმაზე კარგი შეგრძნება როცა ეტლიდან წამოდგები და ისევ დაიწყებ სიარულს.
შეიძლება საჭიროც იყო ამის გადატანა რომ რაღაცები უკეთ დაგეფასებინა. მე მაგალითად ბევრ რამეს კიდევ ვერ ვაფასებ ისე როგორც უნდა ვაფასებდე.
მთავარია ახლა კარგად ხარ, სიარულიც შეგიძლია და ვფიქრობ ძველ ცხოვრებასაც უბრუნდები❤️❤️

№15  offline წევრი მე♥უცნაურე

painter1

უბედნიერესი წუთებია, ფეხზე რომ დგები.
სულ ვამბობ, გვიხაროდეს, რომ დავდივართ, ვხედავთ, გვესმის, ვსაუბრობთ. ეს იმხელა წყალობაა უფლისგან მოვლენილი და ისეთი მძიმე განსაცდელია უამყველაფრობა, მილიარდმაგად დავაფასე ეს ყველაფერი და ქედს ვიხრი იმ ადამიანთა წინაშე, ვინც ცხოვრობენ ასე და მაინც შეუძლიათ შეჰხაროდენ ცხოვრებას.
მე მაგალითად, ისე დამანგრია... არაფერი მინდოდა, არაფერი მიხაროდა... ან მოვკვდე, ან გავიარო-თქო... სხვა ფიქრი არ მქონდა.

ძველ ცხოვრებას ნელ-ნელა დავუბრუნდები იმედი მაქვს, დიდი მადლობა ❤️

ასე რომ, ჩავთვლი, ჩემზე და ჩემთვის დაწერე ეს ისტორია... მერე რა, რომ ის ბიჭია და მე გოგო...

ეს ჭრილობა, მაინც მოუშუშებელი იარაა და ასეთი რაღაცები, ყოველთვის ტოვებს ისეთ კვალს, რომელსაც ვერ ვშლით.

№16  offline წევრი Margo Tokyo

ცუდი იდეა იყო ამ ისტორიის გახსნა დასრულებამდე :/: :დ
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უსაზღვროდ კარგია და შენი სწრაფვა იდეალურობისკენ, ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ იგრძნობა.

ტიტეს სულიერი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, საშინელებაა იმის წარმოდგენა, როცა ერთ დღეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაქვს/გყავს და მეორე დღეს ყველაფერი ქრება.
ტიტე, რომელიც აქტიურად ცხოვრობდა, სულ სადღაც დაეხეტებოდა, ჰყავდა გოგო, რომელსაც აღმერთებდა და უცებ, მისი ცხოვრება ფაქტობრივად გაქრა.
მოკლედ, ძალიან ცხოვრებისეულ საკითხს შეეხე და გრძნობებიც რეალურად და სწორად გადმოეცი, რამაც სულ სხვა ელფერი და “ლეველი” შეუქმნა შენს ისტორიას.

გიგი და სესა რაღაც სიგიჟე იქნება, რატომღაც ასე ვფიქრობ,
ნუ, სესა რომ ალქაჯია ფაქტია, ვნახოთ რას მოუხერხებს გიგი :დდდ

ჰო, ჩვეულებისამებრ, (იმ განსხვავებით რომ ეს ისტორია ბანალური არ არის) ტემპს არ კარგავ, ამიტომ არის ყოველი თავი სულ სხვა შეგრძნებებით სავსე.

გელოდებიიიი!!

№17  offline მოდერი painter1

მაშინ იყოს შენი ეს ისტორია... გჩუქნი!
შევეცდები უფრო ემოციური და კარგი წასაკითხი გავხადო ❤️

Margo Tokyo
ცუდი იდეა იყო ამ ისტორიის გახსნა დასრულებამდე :/: :დ
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უსაზღვროდ კარგია და შენი სწრაფვა იდეალურობისკენ, ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ იგრძნობა.

ტიტეს სულიერი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, საშინელებაა იმის წარმოდგენა, როცა ერთ დღეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაქვს/გყავს და მეორე დღეს ყველაფერი ქრება.
ტიტე, რომელიც აქტიურად ცხოვრობდა, სულ სადღაც დაეხეტებოდა, ჰყავდა გოგო, რომელსაც აღმერთებდა და უცებ, მისი ცხოვრება ფაქტობრივად გაქრა.
მოკლედ, ძალიან ცხოვრებისეულ საკითხს შეეხე და გრძნობებიც რეალურად და სწორად გადმოეცი, რამაც სულ სხვა ელფერი და “ლეველი” შეუქმნა შენს ისტორიას.

გიგი და სესა რაღაც სიგიჟე იქნება, რატომღაც ასე ვფიქრობ,
ნუ, სესა რომ ალქაჯია ფაქტია, ვნახოთ რას მოუხერხებს გიგი :დდდ

ჰო, ჩვეულებისამებრ, (იმ განსხვავებით რომ ეს ისტორია ბანალური არ არის) ტემპს არ კარგავ, ამიტომ არის ყოველი თავი სულ სხვა შეგრძნებებით სავსე.

გელოდებიიიი!!

პირველ თავს რომ ვდებდი მგონი ეგრე არცერთი ისტორიის დადების დროს არ მინერვიულია. უფრო იმიტომ რომ არ მინდოდა ჩემი მკითხველისთვის, შენთვის და სხვებისთვის მოლოდინი ან იმედი გამეცრუებინა.
ახლა რომ ვხედავ მოგწონთ და თქვენში ემოციებს ვაღვიძებ თუ რასაც ვშვრები, ძალიან მაბედნიერებს და უფრო მეტ აზრს მიჩენს ისტორიის სიუჟეტებთან დაკავშირებით.
ცუდი იდეა არ ყოფილა დასრულებამდე ნახვა, იმიტომ რომ მჭირდები, შენი შეხედულების გაზიარება და მიღება მჭირდება. როგორც შენი ასევე სხვების.

მგონი ბევრჯერ მითქვამს რომ შენი კომენტარის კითხვა მიყვარს, რადგან პერსონაჟებს და მათ ქცევებს დეტალურად აღწერ.

ვეცდები კიდევ უფრო მაღალ ლეველზე ავიდე და კიდევ უფრო მეტი ელფერი შევძინო ისტორიას. ❤️❤️ მადლობა დიდი ❤️

№18  offline მოდერი sameone crazy girl

არ მეგონა ამდენ წყვილს ვინმე თუ "ეჭიდებოდა" კიდევ იმდენად რთულია წერო ბევრ გმირზე და თან ბევრ წყვილზე და გამიგივიდეს კარგად რომ არ ვიცი მგონი მე არასდროს გამომსვლია ბოლომდე კარგად ...
წარმატებებს გისურვებ და იმედია გამოვა ეს ისტორია ბოლომდე ისეთი კარგი და საინტერესო როგორიც ახლაა

№19  offline მოდერი painter1

sameone crazy girl

სიმართლე გითხა ეს ბევრი წყვილი ინსტიქტურად შემომყავს. შეჭიდებაც აღარ ჰქვია, თავისით მეწერინება ბევრზე ერთად.
ისე შემიყვარდა ეს ისტორია ვერ დავუშვებ აირიოს.
მადლობა დიდი ❤️

№20 სტუმარი სტუმარი Kuku

sameone crazy girl
არ მეგონა ამდენ წყვილს ვინმე თუ "ეჭიდებოდა" კიდევ იმდენად რთულია წერო ბევრ გმირზე და თან ბევრ წყვილზე და გამიგივიდეს კარგად რომ არ ვიცი მგონი მე არასდროს გამომსვლია ბოლომდე კარგად ...
წარმატებებს გისურვებ და იმედია გამოვა ეს ისტორია ბოლომდე ისეთი კარგი და საინტერესო როგორიც ახლაა

მალე დსბრუნდები მარიამო?
სულმოუთქმელად ველი შენს ისტორიებს

№21 სტუმარი Drogons

ვერანაირ ქიმიას ვერ ვგრძნობ ამ ორ შორის.
არანაირი მიზიდულობა.
არ ურეკავს, არ კითხულობს, არ დარდობს უტიტესობას ეკატერინე.
არ უხდებიან ერთმანეთს .
რაღაც სტრანი წყვილია

№22  offline წევრი ნანა73

რომ იცოდე რამხელა სიამოვნებას მანიჭებს ამ ისტორიის წაკითხვა... რაღაცნაირია რა, მე რომ მიყვარს ისეთი... ❤️❤️❤️

№23  offline მოდერი painter1

Drogons
ვერანაირ ქიმიას ვერ ვგრძნობ ამ ორ შორის.
არანაირი მიზიდულობა.
არ ურეკავს, არ კითხულობს, არ დარდობს უტიტესობას ეკატერინე.
არ უხდებიან ერთმანეთს .
რაღაც სტრანი წყვილია

შემდეგ თავში ეკატერინესაც გამოვაშენ და იქნებ მერე აზრი შეიცვალო ^^ <3

ნანა73
რომ იცოდე რამხელა სიამოვნებას მანიჭებს ამ ისტორიის წაკითხვა... რაღაცნაირია რა, მე რომ მიყვარს ისეთი... ❤️❤️❤️

მიხარია ეს თუ გამომდის❤️❤️

№24 სტუმარი სტუმარი ლელა

დღეს დადე ფლიიიიზ

№25  offline მოდერი painter1

სტუმარი ლელა
დღეს დადე ფლიიიიზ

დღეს ვერა, მაგრამ ხვალ აუცილებლად დავდებ ❤️

№26  offline წევრი sofo_sofia 13

ძალიან ძალიან ძალიან ძალიან საშინლად მომწონსს

№27  offline მოდერი painter1

sofo_sofia 13
ძალიან ძალიან ძალიან ძალიან საშინლად მომწონსს

სანამ მომწონსს წავიკითხავდი, რაუნდათქო გავიფიქრე :D მიხარია რომ მოგწონს ❤️

№28 სტუმარი სტუმარი ...

რომელზე დადებ?

№29  offline მოდერი painter1

სტუმარი ...
რომელზე დადებ?

უფრო სამისკენ❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent