შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის კაქტუსი 4


21-01-2020, 18:52
ავტორი კატერინკა
ნანახია 1 035

ელენე სხვა დროს მარჯვენა მხარეს არსებული პირდაპირი კარით სარგებლობდა , თუმცა იმ დღეს ისედაც დარღვეული რუტინა , სულ მთლად დაივიწყა და მისგან ოდნავ შორს მდებარე მოპირდაპირეთ არსებული ჭიშკრით ისარგებლა , იმ იმედით რომ მის რომელიმე კლასელს , ან უკეთეს შემთხვევაში იმ "უჟმურს" გადაეყრებოდა . იმედი უკვე ამოწურვოდა როცა უკნიდან ნაცნობი ხმა მოესმა " ელენე , მოიცა დამელოდე!" . რათქმა უნდა ეს ლევანის თავდაჯერებული , უშფოთველი ხმა გახლდათ. წინათ როგორც გახსოვთ ლევანის მხოლოდ ჩაცმულობა განვიხილეთ, ახლა კი ამ უდაოდ თავდაჭერილ ახალგაზრდას წარგიდგენთ!. ელენეს "უჟმური" იყო სიმაღლით დაახლოებით 1.75
შავგრემანი , სანდომიანი ღიმილის მატარებელი ყმაწვილი. საკმაოდ ახოვანი ტანადობა ჰქონდა, ასაკთან შესაბამისი. შავი ყორანივით შავი თვალები , ასევე შავი გვერდებზე შეთხელებული , უკან გადავარცხნილი თმები . ცხვირი საყვარლად მომრგვალებული ხოლო ტუჩები , ეჰ , მისი ტუჩები ისინი იყვნენ საშუალო , ზომიერად დაბერილი , საოცრად ატმისფერი ზოგჯერ, სიცხარის დროს ალუბლისფერი დაჰკრავდა კიდეც . მის გამოხედვაში წაიკითხებოდა ყოველივე რასაც ის გრძნობდა. საკმაოდ თავდაჯერებული , თავდაჭერილი მოზარდის შთაბეჭდილებას ტოვებდა თუმცა მეტად მჭერმეტყველი და ამავდროულად საშინლად თბილი , დამამშვიდებელი გამოხედვა ჰქონდა . გაცეცხლებული , საკმარისი იყო მისი თვალებით დაეჭირე და არ გაენეიტრალებინეისე როგორც , გამოცდილი სპეცრაზმელი ნაღმს განაღმავს. მისი ხმა კი სულში ჩამწვდომი , მშვიდი , დინჯი , მხოლოდ მსმენელის გულისკენ მომართული. მისი ხასიათი , ელენესგან განსხავებით გაწონასწორებული და წინდახედული . დიახ , სწორედ ასეთი იყო ლევანი! თითქოს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოლუსი იზდავდა ერთმანეთს ისევე როგორც ,მაგნიტის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები იზიდავს ერთურთს.
ლევანი საკმაოდ ზრდილობიანი აღმოჩნდა როდესაც მისი პირველი თანამგზავი არ მიატოვა ბიჭების გამოჩენისას და , სკოლის დერეფანი კვლავ ელენესთან ერთად გაჭრა. არადა როგორ ელოდა გოგონა იმედგაცრუებას.
- აბა , ლევან როგორმოგწონს ჩვენი სკოლა ?
- შენობა კარგია, კლასელებზე კი ჯერ ადრეა ლაპარაკი .
- სკოლაში , მასწავლებლები და ბავშვები ვიგულისხმე მაგრამ კარგი
- ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არც აქვს , მაინც დამამთავრებელი კლასია.
- ჰო , ზოგჯერ მიკვირს როგორ შეიძლება 12 წელი ყოველდღიური ურთიერთობა გქონდეს ადამიანებთან , წლების მატებასთან ერთად კი დაკარგოისინი .
- ეს მარტივია , უსასრულო არაფერია , ბოლოს ყველაფერი გბეზრდება . 17 წლისას ამდენი უნდა გესმოდეს.
- ყველაფერთან ერთად ბავშვიც გამომიყვანე .
- მერედა ვინ გითხრა რომ არ ხარ ?!
- ბაბუაჩემივით ნუ ლაპარაკობ !
- სწორი ყოფილა ბაბუაშენი , წესით ასეთ რაღაცებზე ფიქრი დიდი ხნის წინ უნდა მიგეტოვებია.
-ნამდვილად ჩემი კლასელი ხარ ? თუ ჩაგტოვეს რამდენიმე წლით კლასში?
ლევანს გაეცინა ,
- რაიყო ბაბუაშენის ასაკის გგონივარ ?
- აზროვნებით ძალიან გავხარ !
- ამას კომპლიმენტად ჩავთვლი )
ელენეს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ლევანმა დაასწრო
-ნაადრევ დასკვნებს ნუ გააკეთებ !
მათი საუბარი ასე დამთავრდა , ლევანი ცხრილის გადასაწერად წავიდა, როგოც სჩანს პირველი სამოქალაქო განათლება ჰქონდათ. ხახა დაღებულ ელენეს სახე აეშალა მისთვის საუბარი ჯერ არავის შეეწყვეტინებინა , თავს ძალიან დამცირებულად გრძნობდა,
- ვფიცავარ , ხმას არ გავცემ და საერთოდაც არ მივაქცევ ყურადრებას ... ამასობაში გაკვეთილიც დაიწყო .სალამი ბავშვებო !
დასხედით თქვენს ადგილებზე , მანანა სანამ სიას ამოვიკითხავ , ბიბლიოთეკიდან მარკერები და ფერადი ფურცლები ამოიტანე . დღეს წყვილებში მუშაობა გვაქვს .
"ღმერთმა დალახვროს , მაინდამაინც ახლა ?! ასე ჰომ ლევანთან საუბარი მომიწევს ! " - ნამდვილად არ მოსწონდა მას ეს აზრი .
- ელენე , გიყვარს წყვილებში მუშაობა ?
- კი , თუ საბას მეწყვილე ვარ
- აჰ , კარგი რა გაეწყობა დღეს შენი იდილიის დამსხვრევა მოგვიწევს .
- ჩემდა საუბედუროთ არა მხოლოდ დღეს ,მთელი კვირა !
- ყველაფერთან ერთად პირდაპირც ყოფილხარ !
-გახლავარ!
წყვილიდან თითომ მარკერი აარჩიეთ , ოღონდ დროულად- განაცხადა მასწავლებელმა . არჩევანის გაკეთება შავ მწვანე წითელ ფერებში შეეძლოთ. ლევანისთვის არც უკითხავს ელენეს ისე აიღო მწვანე მარკერი.
- კიდევ კარგი
- ვერ გავიგე ?!
-ბავშვებს ჰომ წითელი ფერი უყვართ , მეგონა მას აირჩევდი .

ბიჭებმა ვარდისფერი , გოგონებმა კი მწვანე ფერადი ფურცლები აიღეთ. 5 წთ ში რაც შეიძლება მეტი რამ უნდა დაწეროთ თქვენს მეწყილეზე. დაახასიათეთ ის ისე რომ გამოვიცნოთ ვისზე წერთ . .ნაწერებს პარასკებს ავკრიბავ ,მანამდე კი გაივარჯიშეთ.
- თუ არ ეზარებათ მსგავსი უაზრო დავალებების მოფიქრება !
- კარგი რა , ვფიქრობ სახალისო დავალებაა
- კი 1 კლასელებისთვის
- ასეა თუ ისე დავალებაა მაინც ასე რომ ...
-მართალია , ერთმანეთზე დაწერა მოგვიწევს ...
-პარასკევამდე ჯერ კიდევ დიდი დროა ))
- მე ახლავე შემიძლია ჩავაბარონაწერი
- ნუთუ ასე მალე შემიცანი
- არ გამაცინო ლევან, მხოლოდ 1 წინადადება და ყველა მიხვდება ვისზეა საუბარი - კლასელებს შორის ყველაზე ჯმუხი
- ასე არაა მე უფრო რეალისტად აღვიქვამ საკუთარ თავს !
აი შენ კიდევ მეოცნებე ბავშვი ხარ . რომლისთვისაც ყველაფერი ფერადია
- ვიყო, მირჩევნია მეოცნებე ბავშვი ვიყო, ვიდრე ნაადრევად გაზრდილი ბერიკაცის შთაბეჭდილებას ვტოვებდე. . დიახ , მე რომანტიკოსი , მეოცნებე ვარ .მაგრამ შენ თუ რეალისტად მიიჩნევდა თავს უნდა იცოდე რომ ყველა ადამიანს აქვს ოცნება ! ყველა ადამიანი დაბადებით მოცნებეა ღმერთმა რომ ჩვენ შეგვქმნა , თითოეულ ჩვენგანში ოცნების მარცვალიც ჩათესა. ისინი ვინც ამტკიცებენ რომ რეალისტები არიან - სინამდვილეში გამოუსწორებელ მეოცნებეებად გვევლინებიან . მათზე მეტადაც კი ოცნებობენ ვიდრე რომელიმე ჭკუასუსტი. ოცნება და ფიქრი ადამიანის განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ითქვას სწორედ ეს ქმნის ადამიანს ინდივიდად . ჰოდა ლევან რეალისტის იარლიყის მიწებებას და საკუთარ თავში შენი მეორე " მეს " ჩაკვლას ნუ ეცდები .
- რეალისტობა ნიშნავს აღიქვა ის რაც ცხვირწინ გიდევს , ისეთად როგორიც სინამდვილეშია , დმატებითი ელფერის გარეშე
- ეგ ყოველივე ჩემო ლევან , ერთ დღესაც ბოლოს მოგიღებ ს , განა გეუბნება ვინმე რეალობას თვალი არ გაუსწოროო?! უბრალოდ გაზვიადება და ნაადრევად დაღვინება აურზაურის მეტს არაფერს მოუტანს სულს .
- ფიოსოფოსი არ ხარ , და ტყუილად ნუ ეცდები გახდე !
- კარგი რა ?! დავიჯერო ოცნება არ გაქვს ?
- მაქვს , მაგრამ ოცნების არ მწამს !
-ოცნების არ უნდა გწამდეს , ის სისრულეში უნდა მოიყვანო
- მაშინ ელენე , მითხარი ფიქრსა და ოცნებას შორის რა განსხვავებაა ?
-ვფიქრობ , ამას თავადაც უნდა ხვდებოდე
- მე თუ მკითხავ არანაირი, ფიქრობ იმაზე რაზეც ოცნებობ და ოცნებობ იმას რაზეც გამუდმებით გეფიქრება
-სრული აფსურდია ეგ ყოველივე ლევან !
-როგორ ადამიანი არარეალურზე არ ოცნებობს ?
- ოცნება უფრო ღრმაა ვიდრე ფიქრი. აღქმა და გაგება ყველას ინდივიუალური აქვს. ყინულსა და ცეცხლს შორის რომელია ძლიერი ?
- კარგი რა ელენე , ეგ ჰომ პრიმიტიული კითხვაა რათქმა უნდა ყინული ის ხომ წყლიგან შედგება რომელიც ცეცხლს აქრობს
- მე კი ასე არ ვფიქრობ ცეცხლი ყველაზე ძლიერია . მხოლოდ ბუნებაში არსებულ ცეცხლზე როდი გითხარი !
ყველა ყინულს დალღობა ემუქრება ! გახსოვდეს , მას აგიზგიზებული ცეცხლი დაალღობს ! ცეცხლი და არა მბჟუტავი ალი! სწორედ ეს ცეცხლი ჭირდება ახლა შენს ქვასავით გაყინულ სხეულს ! იმედი მაქვს იპოვი კიდეც
- ბოდიში მაგრამ თავი საკმაოდ დიდად მიმაჩნია და მსგავს რამეებზე ფიქრით არ ვიწუხებ თავს.
- არცაა საჭირო , გინდა არ გნდა ეს მოხდება . გინდა არ გინდა ერთ დღესაც დაალღობ შენში აშენებულ აისბერგს.
ორივემ დუმილი არჩიეს. თავი ორივეს გამარჯვბული ეგონა. მიუხედავად იმისა რომ ელენეს ყოველი სიტყვა სერიოზული ნათქვამი იყო ლევანმაეს მის არასერიოზულობაში უფრო დაარწმუნა .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent