სიყვარულის კაქტუსი 3
ელენეს უნდოდა ეს დღე გაწელილიყო , ყველაფერს კი დაჯილდოვებას აბრალებდა , რომელიც 6 გაკვეთილის შემდეგ სააქტო დარბაზში იმართებოდა. თუმცა მისმა გონებამ იცოდა ამ ქმედების ნამდვილი მიზეზი რა , ან ვინ იყო ! ... ცნობისმოყვარეობა კლავდა ! ამ "უჟმურის" გამო, თავში ათასგვარი სისულელე უტრიალებდა !... დაჯილდოებაზე ლევანს ელოდა, მაგრამ თვალები ტყუილად დაღალა !... რეალობამ არ მისცა მას ლევანის სილუეტით დატკბობის საშუალება! გახარებული თუმცა ოდნავ ნაწყენი წავიდა სახლში , დიდი სასამართლო სხდომის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება , ახალი კლასელი არ დაემატებია მის "face" -ზე.. თავს კი ასე იმართლებდა - " თუ ბიჭია თვითონ დამიმატოს ! მე ნაწყენი ვარ! " ???? ეს გაიფიქრა თუ არა სიცილი მორთო ! ???????? _ " როგორ შეიძლება ასე გამოვშტერდე , ნაწყენი ?! მასზე ვინც დღეს გადმოვიდა ?! დაა არც კი მიცნობს ?! " ... თუმცა მაინც არ დაიმატა ! იმ დღეს ადრე დაიძინა, უჩვეულო იყო მაგრამ ხვალ დიდი დღე ელოდა , სურდა ჩვეულებრივზე უკეთ გამოძინებულს და გალამაზებულს წასვალა სკოლაში! წინასწარ დააწყო კაბა, ბოტები და საუკუნოო ძილს მიეცა ... ძილის წინ მისი გონება რატომღაც ისევ უაზრო ფიქრებმა და ლევანთან დიალოგმა მოიცვა !... მაღვიძარის ხმას აღარ დაელოდა ელენე , ჯერ კიდევ არ იყო გათენებული როცა გაეღვიძა. გონებაში ხაზავდა ყველა იმ შესაძლო შეხვედრასა და დიალოგს რაც შეიძლება ლევანთან ჰქონოდა . მგონი დროა მის გარეგნული იერსახეც შევათვალიეროთ. ელენე იყო საშუალო სიმაღლის , შავგრემანი გოგონა . ხშირი ყავისფერი თმებით. თვალები მუქი , მეტად ღრმა ყავისფერი ქონდა მრავლისმთქელი და მუდამ კაშკაშა , ბრიალა დიდი თვალები , . ნაკვთები უხეში, არც ისე ნატიფი , ცხვირი ოდნავ აპრეხილი , ტუჩები კი გულაბი მსხლის მსგავსად ტკბილი , ოდნავ დაჰკრავდა ბროწეულისფერი , სისხლისფერი სიელვარე. ის არ ეკუთვნოდა ,საზოგადოდ აღიარებულ ლამაზ გოგონათა ჯგუგფს, თუმცა მის სიმარტივესა და მუდამ მომღიმარ სახეში იყო რაღაც ისეთი რაც მხოლოდ მცირე რიცხვს შეეძლო ამოეცნო . ტანად შევსებული მოზარდი იყო , მაღალი კისრითა და დაშვებული მკლავებით. ეტყობოდა ნაადრევ ასაკში მომწიფებულიყო თუმცა მისი ტანი ჯერ კიდევ განიცდიდა უხამს შესწორებებს. ხასიათიც შესაფერისი ჰქონდა , ძლიერ მერყევი , შეეძლო მომღიმარი , კეთილი სათნო არსებიდან ფიცხ, მერძოლი სულის მატარებელ , თავისფულ ჟინიან არსებად ქცეულიყო . მისი ხასიათი მოქმედ ვულკანს გავდა რომელსაც ვერ იწინასწარმეტყველებდი რა მოელოდა უახლოეს მომავალში . მაშინაც კი როცა ის უმოქმედოდ იყო , სიფრთხილით უნდა მოქცეოდით. ფიქრებში გართული ზანტად ემზადებოდა სკოლისთვის . ჩვეულებრივზე უკეთ გამოიყურებოდა . მკითხველო არ მინდა გეგონოთ რომ ელენეს ლევანთან დამოკიდებულება , ეს პირველი დანახვით დამყარებული გრძნობათა ღელვა ან წრფელი სიყვარული იყო , თუმცა კი გავდა რაღაც მსგავსს. ეს იყო წმინდა სისხლის ინტერესი , რაღაც ( ამ შემთხვევაში ვიღაც) ობიექტის მიმართ! რომელსაც ახსნას იმედი მაქვს ერთად მოვუძებნით. ახლა კი ისევ არსებულს დავუბრუნდეთ , ელენე როგორც ვახსენეთ სკოლის ნაცნობ გზას დაიმედებული გაუდგა . ამინდიც ისეთი იყო სუსხიანი , როგორც შემდგომის მიწურულსა და ზამთრის მოახლოებას მოასწავლებდა , ირგვლივ ყველაფერს მიეთვლიმა და ამ ჩუმხმაურს მხოლოდ ბავშვების ჟრიამული არღვევდა ოდნავ . იმედით აღსავსემ გაიარა ბოლო შესახვევი და სკოლის შენობას მიადგა , უკეთ რომ წარმოიდგინოთ აღგიწერთ მას. ეს იყო 3 სართულიანი ყვითლად შეღებილი საკმაოდ განიერი შენობა , ვრცელი ეზოთი და ლურჯი საშუალო სიმაღლის ღობით , სკოლის ეზოში ორი საშუალო თუმცა საკმაოდ ძლიერად გასაღები ჭიშკრით შეხვიდოდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.