შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიამოვნო სასჯელი (სრულად)


23-01-2020, 19:26
ავტორი LITTL3LON3LYSOUL
ნანახია 13 910

მე-12 კლასის გამოსაშვები საღამოსათვის ლილე დიდებულიძემ ყველა ფეხზე დააყენა და სასწრაფოდ შეუდგა მზადებას.
- დედაა, სადაა ჩემი ფეხსაცმელები? სასწრაფოდ ვარ გასასვლელი, საბა და ტასო მყავს სანახავი, გზაში უნდა გავუარო- ყვიროდა და თან ყველაფერს თავდაყირა აყენებდა თავისი ფეხსაცმლის გამო.
- შვილო, ერთხელ მაინც შეგიძლია რაიმე გააზრებულად ეძებო და ყველაფერს არ იგლიჯავდე? - ღიმილით წავიდა ნანო შვილისაკენ, ნერვიულობისგან გაოფლიანებულს შუბლზე აკოცა და თავისი ფეხსაცმელი რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ცხვირწინ ჰქონდა წინ დაუდო.
- დედა ჩემი მხსნელი ხარ. ნანო მხსნელი! - სიცილით მიუგო ლილემ და სასწრაფოდ გარეთ გაიჭრა. სხეულში გააჟრჟოლა ნიავის შეხებისას, რომელიც ისე ნაზად დათამაშობდა მის სხეულზე რომ სიამოვნებას ჰგვრიდა გახურებულ და ანერვიულებულ ლილეს. სიამოვნებისგან გართულს სულ დაავიწყდა რა საქმეც ჰქონდა, უცებ გონს მოეგო და სასწრაფოდ საბას დაურეკა: - საბა, თუ გინდა რომ ცოცხალი გადარჩე მითხარი რომ უკვე მზად არის ტასო და არ მითხრა რომ საათებია მის წინ დგახარ და ელოდები.
საბა უხერხულობისგან შეიშმუშნა, გოგო რომელიც წლებია უყვარდა და ვერ ეუბნებოდა რადგან ეგონა დაკარგავდა ახლა საათობით უცდიდა მას და ვერც მასთან ასვლას ბედავდა: - ლილ, როგორი მიხვედრილი ხარ, სახლიდან ვერ ეტევა და ვერც მე ავდივარ, მაგის ამბავი როვიცი ზემოთ ასულს სახლში შემათრევს და მეოთხედან გადმომიშვებს იმის გამო რომ 30 წამი გავაფლანგვინე და ახლა დროზე მომზადებას ვერ მოასწრებს.
- კარგი დამელოდე, ილოცე რომ გაგიჟებული პირდაპირ შენ არ მოგვარდე და ეგ ლამაზი თვალები ხელში არ დაგაჭერინო. ლილემ ტელეფონი გათიშა და სასწრაფოდ ტასოს სახლისაკენ გაიქცა.



- დედაა, სადაა ჩემი ფეხსაცმელები? დროზე თორე ვერ მოვასწრებ რა, ლილე ამომივარდება ახლა და ჩაუცმელს გამათრევს გარეთ. ათასი რამე გვაქვს სანახავი.

- ღმერთო შვილო, ლილეს ასე როგორ გავხარ? ნაშვილები ხოარ მყავხარ ნეტავი?- ბრაზობდა და შვილის ფეხსაცმელს ეძებდა ლალი.

- ხო დედა, ნაშვილები ვარ და გიმალავ. - სიცილით უპასუხა ტასომ და დაეჯღანა. სიტყვა არ ქონდა დასრულებული რომ კარზე ზარის ხმა მოესმა. ლალი კარების გასაღებად წავიდა და თბილად შეეგება საბას და ლილეს.
- გამარჯობა ლალი დეიდა, თქვენი შვილი სადაა? დროზე გამოჩნდეს თუ არ უნდა რომ საერთოდ შიშველს შემოვატარო მთელი თბილისი- მკაცრი ტონით გაიჟღერა ლილეს ხმამ და ჩუმი ღიმილიც შეეპარა მის სახეს.
ტასო ელდანაცემივით გამოვარდა ოთახიდან და ლილეს ჯერ კიდევ ცალი ფეხსაცმლით შეაფრინდა ზედ.

- ტასო მეორე ფეხსაცმელი მე ხოარ ჩაგაცვა? მალე ამოიცვი დროზე და დავაწექით ქალაქში.
- ვაა, ზდაროვა პუტკუს - საბამ როგორც შეეძლო ისე დაფარა მისი გრძნობები და მის სანახავად წამოსულ ტასოს თბილად შეეგება.
- ჯერ ეგერთიც ძალიან კარგ ფორმაში ვარ და შენც ზდაროვა საბუ- თბილად გადაეხვია ტასო საბას.
- ხო აბა რაა, იდეალურ ტანზე ხარ პუტკუ- საბამ ტასოს სახე ხელებში მოიქცია და ლოყების წვალება დაუწყო.
- გეყოთ ახლა, დაიმახსოვრეთ სად გავჩერდით და რომ მოვალთ მერე გავაგრძელოთ- სწრაფად გააღო ლილემ კარები და გზა ხსნილიაო ხელების იმიტაციით მიახვედრა მათ წინ მდგარი წყვილი, ჯერ არ იყვნენ წყვილი, მაგრამ ლილეს გული უგრძნობდა რომ ეს ორი საოცრად ბედნიერი იქნებოდა ერთად.


მთელი ქალაქი შემოიარეს, ათასი კაბა გაიზომეს და უკან მიაბრუნეს, საბა კი დასჯილი ბავშვივით უკან დასდევდა და მათ წიკებს გმირულად უძლებდა. ნახევარდღიანი ჯოჯოხეთი საბასთვის როგორც იქნა დასრულდა, ყველამ შეარჩია ტანსაცმელი და სახლისაკენ დაბრუნდნენ.



გამოსაშვები დღე
აფორიაქებული ტასო და ლილე ყველანაირი გზით იმშვიდებნენ თავს, რომ დროზე მოწესრიგებულიყვნენ.
- გოგოებო, საკუთარ თავებს თქვენვე იტანჯავთ, მალე ჩაიცვით და ეგაა რა, ისედაც საოცრად ლამაზები ხართ- თბილი და სიყვარულით სავსე თვალები შეანათა საბამ მათ.
- აბაა რა საბუუ, ჩვენო სიმპათიურო- ერთხმად შესძახეს ტასომ და ლილემ და ლოყაზე აკოცეს აწითლებულ საბას.
სამ საათიანი მზადების შემდეგ გზას გამოუდგა იდეალური ტრიო.
- დროზე, დროზე არ დაგვაგვიანდეს- ნერვიულობდა ტასო.
- ერთხელ მაინც დამშვიდდი ადამიანო და ისიამოვნე რა- უბრაზდებოდა ლილე.


გამოსაშვებმა მშვენივრად ჩაიარა, შემდეგ კი კლასმა კლუბში წასვლა გადაწყვიტა.
- ლილე 18წლის ხარ უკვე, ნუ იქცევი ისეთი გოგოსავით სახლიდან რომ არ გამოდის, ბიჭები სხვა თვალით მიყურებენო - დასცინოდა ტასო.
- ჯანდაბას, მხოლოდ თქვენი ხათრით, თორემ ხომ იცი დიდად კლუბის მოყვარული არვარ.

მანქანებში გადანაწილდნენ და კლუბის გზას გაუდგნენ, კლუბში შევიდნენ თუარა ნერვიულობაც გაქრა და მთელმა კლასმა თავზე დაიმხო იქაურობა. ლილე თავის სხეულს იდეალურად ფლობდა და ყოველი მიხვრა-მოხვრის შემდეგ კიდევ უფრო სექსუალური და მიმზიდველი ხდებოდა. კაცები ტუჩებს ილოკავდნენ, დორბლი სდიოდათ და მზად იყვნენ თავიანთი თავი სხვისთვის ეხმარინებინათ, ოღონდ ეს გოგო ერთი საათით მაინც ჩაეგდოთ ხელში.

- საპირფარეშოში გავალ რა - ხმაურში ძლივს გააგებინა ლილემ საბას და ცოტახნით გაეცალა იქაურობას.

საპირფარეშოში შესულს ესიამოვნა კიდეც სიმშვიდე, ხმები რომლებიც კარის მიღმა იყო და მხოლოდ დაბურულად თუ აღწევდა კარს აქეთ. სარკეში უყურებდა თავის თავს და თვითონაც კი მოხიბლული იყო თავის თავით.

ლილე უკვე გასვლას აპირებდა როცა კარები ცხვირწინ გაუღეს და სახტად დარჩენილი გოგო უკვე ჩხუბზე უნდა გადასულიყო კარების გაღება ვინ გასწავლაო რომ ენა უკანვე ჩაიბრუნა.
მის წინ მასზე ერთი თავით მაღალი კაცი იდგა, რომელსაც ადვილად ამხელდა მისი ვაჟკაცობა, როგორ ძალიან უნდოდა აქვე დანებებოდა ლილე და ყველაფრის ფასად ჩაიგდებდა მას ხელში. ნაბიჯი მისკენ გადადგა, ლილე კი ყოველ მის გადმოდგმულ ნაბიჯზე უკან იხევდა.
- ხელს თუ მახლებ იცოდე ძვირად დაგიჯდება- ცდილობდა თავდაჯერებული გამოსულიყო ლილე.
- რას იზამ? იკივლებ? არამგონია ვინმემ მარტივად გაიგოს შენი ხმა- აი კაცის ხმა კი ძალიან თავდაჯერებული იყო, თვალებით აშიშვლებდა ლილეს და უკვე შარვალს იხსნიდა რათა საწადელისთვის მიეღწია. ლილე კი ცდილობდა თავი ხელში აეყვანა და გამკლავებოდა იმას რაც წინ ელოდა. მაგრამ ვინ იცოდა რა მოხდებოდა? ვის რა ბედი ელოდა ?




კაცი ლილეს ნელ-ნელა უახლოვდებოდა და მათ შორის მანძილიც უფრო მცირდებოდა. ლილეს გონებაში ქაოსი იყო, დაუცველად იგრძნო თავი, ძალიან დაუცველად და არ იცოდა რა ექნა. კაცმა კი ამ დროს კიდევ უფრო ახლოს მიიწია, ქალის დაუფლების სურვილით ისე იყო შეპყრობილი რომ ვერაფერს ვეღარ ხედავდა მის გარდა. ლილემ ყვირილი დაიწყო, მთელი ძალით ურტყამდა კაცს ხელებს, რომელიც ძალიამ მარტივად იგერიებდა სასურველი ქალის მიერ მოქნეულ ხელს. სწრაფი მოძრაობით ზურგზე აეკრო ქალს და გახელებული, დამშეული მგელი რომ მსხვერპლს დაინახავს და ყველაფრის ფასად შეეცდება მის ჩაგდებას რათა თავისი ჟინი დაიკმაყოფილოს, ასე ცდილობდა კაცი კაბის ქვეშ შეძრომოდა ლილეს. უხეში მოძრაობით ააკრო ნიჟარას და სასწრაფოდ შეუდგა საქმის განხორციელებას.


სანამ საპირფარეშოში ადამიანის ბედი წყდებოდა, დაჩი დანელია მამამისის კაბინეტში, მის სკამზე კარგად მოკალათებულიყო და უკვე სახავდა გეგმას თუ ამ კლუბისთვის როგორ უნდა ეპატრონა, როდესაც მამამისი მის სახელზე გადააფორმებდა. ბოლოს გადაწყვიტა კლუბში „ გაესეირნა“ და მამამისის ოთახი გამარჯვებული მზერით დატოვა. როდესაც გული იჯერა „ სეირნობით“, ბუნებრივმა მოთხოვნამ თავისი ქნა და საპირფარეშოსაკენ აიღო გეზი. მიუახლოვდა და უცნაური ხმები შემოესმა, კარები შეაღო და დაინახა აღგზნებული კაცი, რომელიც შვილის ტოლა გოგოზე ძალადობდა, მხეცივით გახელებული ცდილობდა რაც შეიძლება მალე მიეღწია საწადელისათვის. დაჩი გიჟივით მიეჭრა კაცს და გოგონა მისი კლანჭებისგან იხსნა.
- შეე ახ*ვაროო, შვილისტოლა გოგოს ხმარებას აპირებდი? შენ დედას შე**ცი- მხეცივით ღრიალებდა დაჩი და დასისხლიანებულ კაცს კიდევ უფრო გამეტებით სცემდა. გული რომ იჯერა და ლეშივით უსულო ეგდო ძირს, ატირებულ გოგონას გახედა რომელიც დამშვიდებას ცდილობდა მაგრამ სხეული ყიდდა, ისე კანკალებდა ადამიანს რომ დაენახა ეგონებოდა რომ სადაცაა სულს დალევდა საწყალი გოგო.
გაცოფებულმა დანელიამ თავი დაიმშვიდა და შემდეგ გოგონასკენ დაიძრა.
- ყველაფერი დამთავრდა, ეს ახვ*არი ვეღარც კი შემოგხედავს, სადაც გაივლის ყველგან ჩემი ლამაზი სახე მოელანდება.
ლილეს მის ნარცისულ საქციელზე გაეცინა და ოდნავ გულზე მოეშვა, რომ ყველაფერი ასე დასრულდა, დაჩის მადლობა მოუხადა და საპირფარეშო უკანმოუხედავად დატოვა.
ანერვიულებული და ძალაგამოცლილი საბასთან და ტასოსთან მიიჭრა.
- ბავშვებო, მე სახლში წავალ თქვენ გაერთეთ
- რამე მოხდა? - შეშინებულებმა ერთხმად კითხეს, როდესაც მისვიზუალურ მდგომარეობას შეხედეს. ლილე ახლაღა მიხვდა რომ კაბა თითქმის ზედ ჰქონდა შემოხეული. თვალები უფერული სითხით აევსო და მაშინვე გარეთ გაიჭრა. ყელში ბურთი ეჩხირებოდა, ჰაერზე გავიდა მაგრამ უფრო უარესად გახდა, იმის გაფიქრებაზეც კი რა მოხდებოდა კი არა რაც მოხდა, სულიერად ანადგურებდა მას.
საბა და ტასო გიჟებივით გაყვნენ უკან ლილეს.
- ლილე რა მოხდა, კარგად ხარ? - მზრუნველი იყო საბა.
- არ ვარ კარგად, სამყარო თავზე მენგრევა და რაც არ უნდა ვეცადო იქიდან სუფთად ვერ გამოვალ, ან საერთოდ ვერ გამოვალ. - საბას მიეკრო და ერთგული მეგობრის მკლავებში აქვითინდა.

მთელი გზა უკუნითი სიჩუმე სუფევდა, საუბრის წამოწყება არავის სურდა და ასე მიაღწიეს როგორც იქნა სახლამდე. ლილე სახლში შევიდა თუ არა, უთქმელად შეიჭრა თავის ოთახში. ახლა დასვენება უნდოდა, სჭირდებოდა, საკუთარ თავში აზრები უნდა დაელაგებინა და ცივილურად ეფიქრა.


დაჩიმ ცოცხალი გვამი დაცვის ბიჭებს გარეეთ გააყვანინა და თვითონ სახლისკენ გაუდგა გზას. გზაში მომხდარზე ფიქრობდა, ვინ იცის რა მოხდებოდა იმ გოგონასთვის რომ ვერ მიესწრო. სამუდამოდ დაასვამდა ეს მოვლენა მის ცხოვრებაში დაღს. ჯერ ვერც ერთი ვერ ხვდებოდა რომ ეს დღე დასასრულის დასაწყისი იყო, ვერ ხვდებოდნენ რომ ამ დღიდან იწყებოდა საშინელი დღის საუკეთესო დასაწყისი და ჯერ არც ერთმა არ იცოდა თუ რა ელოდათ წინ.

ადამიანის სულები თუ ერთმანეთს შეხვდნენ, მათ დაშორება არ უწერიათ, ისე ძლიერად არიან ერთმანეთზე გადაბმულები რომ წასვლის გზა და შანსი მოჭრილი აქვთ. ადამიანს წარმოდგენაც კი არ აქვს საყვარელი ადამიანის გამო ვინ და რა ხდება.

გამოსაშვები დღიდან რამოდენიმე დღე გავიდა, ლილე კი საკუთარი თავის შეკეთებას ცდილობდა. თავს აიძულებდა რაც შეიძლება იშვიათად ეფიქრა იმ დღეზე, სადაც რომ არა დაჩი თავზე დაენგრეოდა ცხოვრება და განადგურებულს დატოვებდა. ახლა მხოლოდ უნივერსიტეტზე ფიქრობდა, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა კავკასიის უნივერსიტეტში. მისი ფიქრები თავისი საყვარელი პროფესიისაკენ მიმართა და შედარებით დამშვიდდა, მაგრამ სახლში სული ეხუთებოდა და ჰაერზე გასვლა გადაწყვიტა.

- დეე, მე გავდივარ- მიაძახა შვილმა ნანოს და თითქოს მისი ბედი წყდებოდა და ერთადერთი შანსი დარჩენოდა გარეთ გასვლის, გიჟივით გავარდა. მისი ფიქრები მოსვენებას არ აძლევდნენ, მანამ სანამ რაღაც ხმამ არ გამოაფხიზლა. მანქანა სიგნალს არ წყვეტდა, მის წინ კი ლილე იდგა უდანაშაულო სახით, თითქოს არაფერი მომხდარა. მანქანიდან დაჩი დანელია გადმოვიდა, რომელიც მის წინ მდგომი გოგონასათვის ჭკუის დარიგებას აპირებდა.
- გოგონა, ახლა ძალიან ბანალური ვიქნებოდი, მაგრამ ჩემნაირ ადამიანს ეს არ ახასიათებს, ამიტომ იქნებ თქვენი ლამაზი სხეული აქედან მოაშოროთ და ჩემი ლამაზი სახის ყურებასაც მორჩეთ?
ლილე გაოგნებული უსმენდა, თითქოს სადღაც ენახა უკვე ეს ადამიანი და მისი საუბარიც ძალიან ნაცნობს გავდა.
- მადლობა, რომ მანქანა არ დამარტყი, ასეთი სიკეთე ჯერ არავის გამოუჩენია ჩემს მიმართ. სადვე შევხვედრივართ ერთმანეთს?
დაჩი ლილეს სახის თითოეულ ნაკვთს აკვირდებოდა, მის შეცნობას ლამობდა ისევე როგორც ლილე, მაგრამ ორივე ამოუცნობი პიროვნება გახლდათ და წარმოიდგინეთ ორი უცნაური პიროვნება ერთმანეთს რომ შეხვდება იქ რა უნდა მოხდეს.
-ღმერთო, გოგო კლუბიდან არა?- ღიმილი შეეპარა დაჩის.
კლუბის ხსენებაზე, ყველაფერი ხელახლა ამოუტივტივდა დიდებულიძეს, მათ შორის ამ საკუთარ თავზე შეყვარებული ბიჭის სახეც გაახსენდა და ახლა მიხვდა საიდან ეცნობოდა. - ბიჭი კლუბის საპირფარეშოდან არა?! არ მეგონა ბიჭები ქალების საპირფარეშოში თუ დადიოდნენ- თავდაჯერებულად მიუგო ლილემ
- ხო ეს იქამდე ვერ გავიგე სანამ ქალების საპირფარეშოში სექ*ის სცენას არ წავაწყდი- არ თმობდა დანელია.
ლილეს მის ნათქვამზე გული ძალიან დაუმძიმდა, მზად იყო უარი ეთქვა საკუთარ გულზე და ახლავე ამოეგლიჯა. საკუთარ თავთან გაჩაღებულ ომში, დაზიანებული მაინც ის გამოვიდოდა.
დაჩი მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და სიტუაციის განმუხტვას ეცადა.
- შენს გადამრჩენელთან ფინჯან ყავას არ დალევ?
- რატომ, შენც დაუოკებელი ჟინი გაქვს გოგოს ხმარების?- შეტევაზე გადავიდა ლილე.
- კარგი, აი ახლა უკვე ზღვარს გადავცდით, მე კულტურულად მინდოდა ამის გაკეთება - თქვა თუ არა მაშინვე მიეჭრა გოგონას და მისი ბუმბულივით მსუქბუქი სხეული მაშინვე ზურგზე გადაიკიდა. ლილეს ლანძღვის მიუხედავად არ ნებდებოდა დაჩი და წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ჩასვა მანქანაში.
- არა, მაინც ვერ ვხვდები თავი ვინ გგონია- ბრაზობდა ლილე.
- დაჩი დანელია, ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია, თუ არა და ერთმანეთის გასაცნობად წინ დიდი დრო გვაქვს - გაზის პედალს ფეხი დააჭირა და მანქანაც ადგილს მოწყდა.
სანამ ორი ერთმანეთისთვის შექმნილი ადამიანი კაფეში იჯდა და ყავას სვამდა, დრო გაჩერდა, სამყარო ახლა მხოლოდ მათთვის აგრძელებდა ბრუნვას და ცხოვრება მათთვის იწყებოდა.


საბა ამ დროს ტასოს სანახავად მიიჩქაროდა, რომელიც იქვე იდგა და მის სახეზე ღიმილი დათარეშობდა. ვერც ერთი ვერ ხვდებოდა როგორ უყვარდათ ერთმანეთი. ყველაფერს მხოლოდ დრო მოაგვარებდა.
- ვაა ზდაროვა პუტკუ- საბამ მისი განიერი მკლავები შემოხვია ტასოს და თბილად ჩაიკრა გულში.
- ჩვენი შეხვედრა ყოველთვის ამ დიალოგით უნდა დავიწყოთ საბუ?- სიცილით კითხა ტასომ
- მოგვიწევს- ეშმაკური ღიმილით მიუგო საბამ.
კარგი, მალე წავიდეთ რა ვეღარ ვითმენ- ტასო პატარა ბავშვივით ლამობდა გასართობ პარკში წასვლას. საბას უფრო ბავშვურად ეჩვენებოდა ტასო და ამის გამო კიდევ უფრო უყვარდებოდა. არავინ იცის რამდენი საათი დადიოდა ჯერ არ შექმნილი წყვილი თბილისის ქუჩებში და არავინ იცის მათ გულებში რა ხდებოდა, რა გახელებული ბრძოლა მიმდინარეობდა, რადგან ვერც ერთს გაეგო ეს მეგობრული სიყვარული იყო თუ ვნება რომლის გარეშეც სიყვარული წარმოუდგენელია.


ლილეს და დაჩის შეხვედრები დიდხანს გრძელდებოდა, ბოლოს კი ძლივს დაითანხმა დაჩიმ ლილე და უკვე საკუთარ კლუბში წაიყვანა.
- ლილე დამშვიდდი, მე აქ ვარ, შენს გვერდით-ხელი რაც შეეძლო თბილად მოხვია გოგონას და ამან თითქოს შედეგი გამოიღო, ყოყმანისი გარეშე შევიდნენ კლუბში. ეს მძიმე ჰაერი, ხმაური, კაცების დაჟინებული მზერა ქალებზე, ყველაფერს ახლიდან ახსენებდა ლილეს, თუმცა როგორმე თავიდან უნდა ამოეგდო. ორი ჭიქა ვისკი გადაკრა და მუსიკას შეერწყა მისი იდეალური სხეული, რომელიც მოძრაობისას ყველა კაცს თვალს უბნელებდა.
დაჩი შორიდან უცქერდა მის ცეკვას, შემდეგ გულმა ვერ გაუძლო და მასთან მიიჭრა.
- როგორც ვატყობ ძალიან გაშინაურდი- თავის თავს არ ღალატობდა დაჩი
- ხო, ჩემი მეორე სახლია ეს ადგილი - სიმთვრალის გამო თვითონაც არ იცოდა რას ამბობდა.
დაჩი მას მიუახლოვდა, ხელები წელზე შემოხვია და ზურგზე მიეკრო, ყელზე ნაზად კოცნიდა და გოგონაც სიმხურვალისგან იწვოდა. შორიდან რომ შეგეხედა მათთვის იფიქრებდი, რომ ღმერთმა განგებ გააჩინა ეს ორი ადამიანი, რათა ერთმანეთს შეხვედროდნენ.
კოცნას არ წყვეტდა დაჩი, შემდეგ სწრაფი მოძრაობით გოგონა მისკენ შეატრიალა და მის ბაგეებს დაეწაფა, საპასუხო კოცნაზე კი ჩაეღიმა და იგრძნო თუ რამდენად სჭირდებოდა მას, მის სულს ეს ადამიანი.
ლილე აღუწერელ გრძნობას ცდიდა მასთან ყოფნის დროს, მაგრამ თავს კონტროლი გაუწია და მის ბაგეებს მოსწყდა, შემდეგ მასთან უფრო ახლოს მივიდა, შეამჩნია როგორ აღელდა დანელია და ამის გამო სასიამოვნოდ შეაჟრჟოლა ქალს.
- დაჩი, შეგახსენებ, რომ არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, რომლებსაც კაცის დანახვაზე მუხლები ეკვეთებათ და ყველაფერზე არიან წამსვლელები, რომ მათ ფეხები გაუშალონ - დაჩის ტუჩებთან ჩურჩულებდა ლილე, შემდეგ მას მოშორდა, ჩანთა აიღო და კლუბი დატოვა.
- ლილე დიდებულიძე, დაჩი დანელია არ ვიყო თუ აზრი არ შეგაცვლევინო. მალე ჩემს მკლავებში მოექცევი და სიამოვნებისგან მეცხრე ცაზე ასულს იქიდან ჩამოსვლა აღარ მოგინდება.
- დაჩი, შეგახსენებ, რომ არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, რომლებსაც კაცის დანახვაზე მუხლები ეკვეთებათ და ყველაფერზე არიან წამსვლელები, რომ მათ ფეხები გაუშალონ - დაჩის ტუჩებთან ჩურჩულებდა ლილე, შემდეგ მას მოშორდა, ჩანთა აიღო და კლუბი დატოვა.
- ლილე დიდებულიძე, დაჩი დანელია არ ვიყო თუ აზრი არ შეგაცვლევინო. მალე ჩემს მკლავებში მოექცევი და სიამოვნებისგან მეცხრე ცაზე ასულს იქიდან ჩამოსვლა აღარ მოგინდება.




ახლა კი დროა, ცოტა გიამბოთ დაჩი დანელიასა და ლილე დიდებულიძის შესახებ.

დაჩი დანელია 21 წლის ახალგაზრდა, სიმპათიური, თავის თავზე შეყვარებული ბიჭია. მამამისი განაგებს ღამის კლუბს და უნივერსიტეტს. მემკვიდრეობით ორივე დაწესებულება დაჩის ხელში გადავა და ის გაუძღვება მამამისის დატოვებულ საქმეებს.

ლილე დიდებულიძე ძალიან თავდაჯერებული, მიზანდასახულია. ემოციურია მაგრამ თან არ არის, კარგად ეხერხება ემოციების მართვა მაგრამ როგორც ყველა ადამიანი ისიც მათ მსგავსად ბოლოს ტყდება. აი ასეთები არიან ადამიანები რომლებმაც ერთმანეთი იპოვეს და წარმოდგენაც არ აქვთ მათ თავს რა დატრიალდება


კლუბიდან წამოსვლის დღიდან, მეორე დღეს ლილემ ტასოს დაურეკა
- ტასს ჩემთან ამოიცუნცულე რა - თბილი ხმით მიმართა ლილემ
- რაო ლილე შენი ერთადერთი და განუმეორებელი დაქალი მოგენატრა?- ირონიით მიმართა ტასომ
- მაინც დამაინც ასე უნდა მოგმართო როამოხვიდე? ამოო რაა, პუტკუუ- გამარჯვებული მზერა ესროლა ტელეფონიდან ტასოს
- კარგი ხო ამოვდივარ- დაეჯღანა ტასო
10 წუთიც არ იყო გასული რომ ტასო და ლილე მის ოთახში ისხდნენ და ლაპარაკობდნენ გაუჩერებლად.
- რა ქენი დაივიწყე ის ამბავი?
- ვცდილობ ტასს, მაგრამ სულ თავს მახსენებს, გუშინ ვინც მაგ დღეს მიშველა ის გამომეცხადა მფარველი ანგელოზივით და თავი ყველაზე და ყველაფერზე მეტი გონია და დავუმტკიცებ რომ ეს ასე არ არის.
- ვააა, ახალ საფეხურზე გადავიდა ჩემი გაზრდილი დაქალი, თქვენ უკვე?- კითხა ტასომ და კოცნის იმიტაციაა გააკეთა
- არანორმალური ხარ- უთხრა ლილემ და ბალიში სახეში მოარტყა
- როგორც ჩანს მოგისწრიათ უკვე
- ყველაფერი ისე უცბად მოხდა.... -დაიწყო ლილემ და მთელი საღამო ამ ამბავს განიხილავდნენ.

დღე მალე მიიწურა და დაიწყო მეორე დილა. ლილე ახალი შემართებით წამოდგა ფეხზე სასწრაფოდ ჩაიცვა და უნივერსიტეტისკენ აიღო გეზი.
ლექციაზე ცოტა დააგვიანდა და როცა შევიდა ლექტორს უკვე საუბარი დაწყებული ჰქონდა: - ფსიქოლოგია — მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი-პიროვნება, მისი ქცევის გაგება.
ლექციამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მისი დასრულების შემდეგ კი კაფეში შესვლა გადაწყვიტა და ის იყო კარი უნდა გაეღო რომ სხვამ დაასწრო კარის გაღება
- მიბრძანდით ქალბატონო თავდაჯერებულობავ- თავი დაუკრა დაჩიმ და სიცილით შეჰყვა შიგნით შესულ ლილეს
- არა რა, ჩემი სასჯელი ხარ - ბრაზობდა ლილე
- ხო, სასიამოვნო სასჯელი- თვალი ჩაუკრა და ტუჩები გაილოკა დაჩიმ
ლილე ხვდებოდა როგორ იხიბლებოდა მისით, მაგრამ არ იმჩნევდა და ცდილობდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა, რაც ძალიან უჭირდა როდესაც წინ დაჩი დანელია ეჯდა.
კაფიდან რომ გამოვიდნენ უკვე დაბნელებული იყო, ლილემ დაიჟინა მარტო წასვლა და როგორც იქნა დაჩი მოიშორა, ან მას ეგონა რომ როგორც იქნა თავი დაანება.
ფეხით მიუყვებოდა სახლისკენ მიმავალ გზას ლილე, როდესაც კაცის მწველი მზერა იგრძნო, რომელიც საშინლად უწვავდა ზურგს და არაკომფორტულად გრძნობდა თავს. ნაბიჯის აუჩქარა და პირველად ინატრა ჰყოლოდა გვერდით ადამიანი ვინც საფრთხეს თავს აარიდებდა.
კაცმაც ნაბიჯს უმატა და ცდილობდა რაც შეიძლება მალე მიეღწია სასურველი ადამიანისთვის.
ლილემ ვერც კი გაიაზრა ისე აღმოჩნდა კედელს აკრული და ახლაღა დაინახა იმ პიროვნების სახე რომელიც ამ ხნის განმავლობაში უკან მიჰყვებოდა.
- შეგაშინე? ზუსტად ამიტომ გამოგყევი უკან საფრთხე რომ ამერიდებინა შენთვის, მაგრამ ვირივით ჯიუტი ხარ- თავს აქნევდა დანელია და შეშინებულ და თან გაოცებულ ლილეს მისჩერებოდა
- ნორმალური ხარ? ვერ დამიძახე ასე ჩუმად რომ მომყვებოდი? რაუნდა ეფიქრა ადამიანს - ცოფებს ყრიდა ლილე და კიდევ უნდა გაეგრძელებინა ჩხუბი, მაგრამ სიტყვები უკანვე ჩაუბრუნა დანელიას ნაზმა კოცნამ
ლილემ ვეღარ გაუძლო, ვეღარ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია მისთვის.
- ჩემი სახლი აქვეა - უთხრა ლილემ
- უკვე სახლშიც მიგყავარ ხო? ჩემზე ძალადობას აპირებ? ასე ადვილად არ დაგნებდები- ხუმრობის ხასიათზე იყო დაჩი
- თუ არგინდა გადავიფიქრო სწრაფად წამოდი- ტუჩზე იკბინა ლილემ და გზას გაუდგა.
სახლში ჩუმად შევიდნენ, სიბნელეში ძლივს გაიკვალეს გზა ლილეს ოთახისკენ
დაჩი ნაზად ეხებოდა ლილეს კანს, სწრაფად გაანთავისუფლა მისი სხეული თხელი მატერიისგან და თან მთელ სახეს უკოცნიდა.
იმ ღამეს ორი ადამიანი ვნების მორევში ჩაიძირა და ის ღამე მხოლოდ მათი იყო, მთელი სამყარო მათი იყო რომელიც არაფრით არ დაუშვებდა მათ დაშორებას.


იმ დაუვიწყარი ღამის შემდეგ მათი სულები ერთმანეთს შეხვდა, ერთმანეთს შეერწყა და არც ერთი აპირებდა განშორებას. მას შემდეგ დაჩი და ლილე ხშირად დადიოდნენ ერთად, ერთ დღეს კი გადაწყვიტა თავის სახლში მიეყვანა და მამამისი გაეცნო.
- მამა, ეს ლილეა ჩემი მომავალი საცოლე - ამაყად წარმოთქვა დაჩიმ ეს სიტყვები
ლილეს ამ სიტყვების გაგონებაზე წყალი გადასცდა და ლამის ხველებით დაიხრჩო. ბატონმა ზურამ და ლილემ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ჩამოსხდნენ.
- როდის აპირებთ შენ და ეს ვიღაც უცნობი გოგო დაქორწინებას? ან ახლა რას მეუბნები, მამაშენი ვარ მეზობელი კი არა.
ლილე ამ სიტყვების გაგონებისას ძალიან უხერხულად ჩავარდა, დაჩის მუდარის თვალებით შეხედა რომ რაც შეიძლებოდა მალე გასცლოდნენ ამ ციხე-სიმაგრეს რომელსაც ბოროტი მეფე მართავდა.
-ხალხი რა გვიან აჩენს ნამდვილ სახეს მამა. ეს ქალი მიყვარს და არავის ნებართვა მჭირდება იმისათვის რომ მას ცხოვრება სამუდამოდ დავუკავშირო.
- ეს კახ*პა აქ რომ მოგყავდა გაგეფრთხილებინე მაინც.
მამამისის სიტყვების გაგონებაზე დაჩი გაცოფდა, საყელოში წვდა მამას და სადაცაა დაახრჩობდა.
- ნუ მაიძულებ ამ ხნის კაცზე ხელი ავწიო. ლილე წესიერად მოიხსენიე, თორემ დავივიწყებ რომ მამაჩემი ხარ და იქამდე გცემ სანამ საკუთარი წარმომავლობა არ დაგავიწყდება.
ლილეს ხელი მოკიდა და როგორც იქნა მოშორდნენ ამ ციხე-სიმაგრეს.
მანქანაში ეს სიჩუმე უკვე გაუსაძლისი იყო. არც ერთი ხმას არ იღებდა. ბოლოს ისევ ლილემ დაარღვია სიჩუმე.
- დაჩი, რატომ არ გამაფრთხილე ქორწინება რომ გქონდა გეგმაში?
- ახლა ხომ იცი?
- მომისმინე, ყველაფერს შენს თავზე ვერ აიღებ, ყოველთვის თავი ყველაფერში მთავარი რგოლი ნუ გგონია გესმის?!
დაჩიმ მანქანა გააჩერა და ლილეს უღრიალა, რომ სასწრაფოდ მანქანიდან გადმოსულიყო
- გიჟი ხარ? თოვს, გავიყინები
- ლილე, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი ეს დედა მო**ნული, აწიე და გადმოდი მანქანიდან.
ლილე გაბრაზებული გადმოვიდა მანქანიდან და დაჩის მიუახლოვდა.
- ლილე, მომისმინე ამ ქვეყნად ვერაფერში ვერ ვხედავდი აზრს, ყველაფერი უაზრო იყო ჩემთვის, მაგრამ ამის დედაც შენ შეგხვდი, ჩემი ხარ გესმის? ჩემი ხარ და მინდა სამუდამოდ ერთად ვიყოთ. ამ აყროლებულ და ბნელ სამყაროში ერთადერთი ნათელი წერტილი გიპოვე და დამაბრმავე შენი სინათლით, შენი უბრალოებით მომხიბლე. მეტს რას ითხოვ ჩემგან, ამის დედაც ლილე დიდებულიძე მიყვარხარ, არარსებული სიყვარულით მიყვარხარ ყლ*ზე ნაბიჭ**რი მამაჩემის აზრი და გთხოვ ნურც შენ მიაქცევ ყურადღებას - ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა დაჩი. ლილეს სახე ხელებში მოიქცია, ცხვირის წვერი ტუჩებზე შეახო და ღრმად სუნთქავდა, ამ ცხოვრებისგან დაღლილს ერთადერთი იმედი წინ ედგა და არაფრის დიდებით არ დაკარგავდა მას.
გაოცებით უსმენდა ლილე, ხვდებოდა რომ დაჩის უხილავი ძაფით დაუკავშირდა და არც ის აპირებდა მის დაკარგვას. დაჩის სახე ხელებში მოიქცია, მის ბაგეებს დაეწაფა და კიდევ უფრო იგრძნო თუ რამდენად უყვარდა მის წინ მდგომი კაცი.
- კარგი, ვიქორწინოთ- მის ტუჩებთან ამოიჩურჩულა ლილემ და საყვარელი მამაკაცის მკლავებში ჩაიკარგა.


ტასომ ტელეფონი მოიმარჯვა და საბას დაურეკა: - საბუუ, როგორ ხარ?
-კარგად პუტკუ, რამე ხოარ გიჭირს?
-არა, კარგად ვარ. ძაან მომენატრეთ შენ და ის ალქაჯი. გადაურეკე და ამოდით ჩემთან რა.
- ოჰ, ჩვენ პუტკუს მონატრებაც შეძლებია. კარგი დავურეკავ და ამოვალთ.

დაჩი შეგიძლია ტასოს სახლთან მიმიყვანო? უნდა ავუაროთ მე და საბუმ
- მოიცა, საბუ ვინ ჯანდაბაა? მოფერებითაც რო მიმართავს უყურე რა - წარბი აზიდა დაჩიმ
- შე იდიოტო, ბავშვობის მეგობრები ვართ. ახლავე თუ დაიწყე ეჭვიანობა ქორწინებამდე დაგშორდები - სიცილითკვდებოდა ლილე- უი მართლა, შენც ამოდი გაგაცნობ ჩემს არანორმალურებს და მერე წადი.
15წუთი გავიდა და დაჩის მანქანა უკვე ტასოს სახლთან იდგა. ორივე გადმოვიდა მანქანიდან. გზიდან მომავალი საბა დაინახა ლილემ და სასწრაფოდ მისკენ გაქანდა.
- ჩემი საბუუ, როგორ მომნატრებიხარ შე არანორმალურო
- ზდაროვა ალქაჯს, ნუ დამახრჩობ ახლა - სიცილით კვდებოდა საბა
დაჩი მათთან მივიდა და საერთოდ არ სიამოვნებდა იმ სურათის ნახვა რაც მის წინ იყო გადაშლილი.
- საბუ, გაიცანი დაჩი ჩემი მომავალი.... ენაზე იკბინა ლილემ, მოკლედ გაიცანი დაჩი
- გამარჯობა ძმაო საბა - ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და ტასოსთან ავიდნენ.
- აეეე, ჩემი ალქაჯიი მოვიდა როოგორც იქნაა- გველივით შემოეხვია ტასო ლილეს და ეს უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა რომ არ შეემჩნია რომ მათ კიდევ ახლდათ მამაკაცი.
- ტას, გაიცანი ეს დაჩია
- დაჩი, სასიამოვნოა- ტასოს ხელი გაუწოდა, მაგრამ ხელი იქით გააწევინა და გულიანად ჩაეხუტა მომავალ სიძეს.
- ჩემი დაქალის ბიჭს ხელის ჩამორთმევით შევხვდებოდი? - იცინოდა ტასო.
დაჩი დიდხანს არ შეყოვნებულა, ცოტა ილაპარაკეს და შემდეგ სამი განუყრელი მეგობარი მარტო დატოვა.
- ბავშვებო, მე და დაჩივქორწინდებით
- ტასომ პირში ჩაგუბებული წყალი გადმოასხა და მის წინ მჯდომი საბა მთლიანად გალუმპა
- რაა? და ამას ახლა გვეუბნები გოგოო?
- მეც ახლა გავიიგეე
- გილოცავთ ალქაჯი გვითხოვდებაა- წივილ-კივილით აიკლეს მთელი სახლი, სანამ არაქათი არ გამოეცალათ და არ დაიძინეს.



ქორწილამდე 1 დღით ადრე
- დაჩი, აუცილებელია აგარაკზე ასვლა? ხვალ უკვე ქორწილი გვაქვს ვერ მოვასწრებთ ვერაფერს.
- დამშვიდდი საყვარელო ეს დღე ჩვენია- მისი ხელი თავისაში მოიქცია და ათრთოლებულ ხელზე აკოცა.
აგარაკზე როცა მივიდნენ მიხვდნენ რომ საჭმლის ყიდვა დაავიწყდათ ამიტომ დაჩიმ ითავა ამ საქმის მოგვარება და სახლიდან გავიდა.
ლილემ დროის გაყვანის მიზნით სიმღერები ჩართო და მისი სხეულის ქნევა დაიწყო. მოკლე შორტი და უბრალო მაიკა ეცვა რადგან თავიუფრო კომფორტულად ეგრძნო.
კარზე ზარის ხმა გაისმა, ცეკვა-ცეკვით მიირბინა კარებამდე.
- უკვე მოხვედი და.. - ენა ჩაუვარდა როცა დაჩის მაგივრად მის წინ მამამისი იდგა. იგრძნო მისი მწველი მზერა და მიხვდა რომ მისი მკერდი ბიუსჰაილტერის გარეშე ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა, უხერხულობის შეგრძნება დაეუფლა რადგან ამხელა კაცის წინაშე ამ ფორმაში იდგა.
- რას იზამ შემომიშვებ თუ დიდხანს უნდა ვიდგე კარის მიღმა?
-მობრძანდით- უკან დაიხია და გზა დაუთმო ბატონ ზურას.
- ჩაი თუ ყავა?
- შენ
- უკაცრავად?
- შენი მომზადებული არაფერი მჭირდება, მხოლოდ შენს თავს თუ შემომთავაზებ- ლაპარაკობდა და თან ლილესკენ აეღო გეზი
- ბატონო ზურა, რეებს ამბობთ? - შიში შეეპარა ხმაში ლილეს
- სახლში მოსვლის წამიდან ვერ გიტანდი, დანახვის წამიდან შემშურდა ჩემი შვილის, მის გვერდით რომ ასეთი ქალი დავინახე, ამიტომ აქ ახლავე ჩემი გახდები არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხნით, მთავარია სასურველი მივიღო. ამ სიტყვების თქმა და ასრულება ერთი იყო. გაშმაგებით მივარდა უსუსურ ქალს ბატონი ზურა და უხეშად ცდილობდა ტანსაცმელი რომელიც ძლივს უფარავდა სხეულს სასწრაფოდ მოეშორებინა.
ლილე გრძნობდა რომ მის წინაშე ვერაფერს გახდებოდა, ბოღმა ახრჩობდა და სძულდა საკუთარი თავი რადგან წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ბატონმა ზურამ მთლიანად გააშიშვლა შვილის ტოლი გოგონა და ხარბად შესცქეროდა მის სხეულს.
ლილეს წინააღმდეგობის მიუხედავად, ხარბად უკოცნიდა მთელ სხეულს, შემდეგ შარვალი შეიხსნა და გააკეთა ის რისთვისაც იყო მოსული.
განწირული ლილეს ხმა ანგრევდა და აზანზარებდა მთელს ქალაქს, მაგრამ მისი არავის ესმოდა, ვერ უშველეს, ვერ დაეხმარნენ, დაჩი არ ყავდა გვერდით. მისი სული ნაწილებად დაიშალა რომელსაც ვერავინ დაუბრუნებდა უწინდებურ სახეს.
შარვალი შეიკრა ზურამ და ლილეს მიუბრუნდა: - ამ დღის შესახებ ვინმესთან მაინც რომ წამოგცდეს რამე ვისაც კი იცნობ ყველას ამოვჟლიტავ და ხო კიდევ - ლაპარაკისას მისი სახე ხელებში მოიქცია და ისევ ხარბად უცქერდა ხორციელ ადამიანს რომლის სულმაც უარი თქვა ამ ბინძურ სამყაროში ცხოვრებაზე და სხეული დატოვა- და ხო კიდევ დაჩის ქორწილის დღეს მიატოვებ ან ყველგან გავავრცელებ ვიდეოს სადაც გიხმარე. ნაზი კოცნა დაუტოვა ყელზე და ცოცხალი გვამი დატოვა საკუთარ თავთან მარტო რომელიც თავის თავს აღარ ეკუთვნოდა და რას არ გაიღებდა რომ ცოდვებით სავსე სამყაროში არ დაბადებულიყო.



ლილეს გონებაში სრული ქაოსი იყო. არ შეეძლო ნორმალურად აზროვნება, თევზს გავდა რომელიც წყალს მოაშორეს და უშედეგოდ იბრძოდა სიცოცხლისათვის. ბრაზი და ზიზღი შინაგანად ანგრევდა. 18 წლის ასაკში ისეთი რამის გამოცდა მოუწია, რასაც ზრდასრული ადამიანებიც კი ვერ უძლებენ. რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებს, მაგრამ ეს როგორ უნდა გეთქვა იმ ადამიანისთვის რომელსაც სიცოცხლის არანაირი ნიშან-წყალი არ შერჩენოდა.

დაჩიმ კარი ფეხით შემოანგრია, რადგან ხელები დაკავებული ქონდა.
- არ ვიცოდი რა მეყიდა ამიტომ რაც კი ხელში მომხვდა ყველაფერი წამოვიღე- არ წყვეტდა საუბარს დაჩი- აი ბანანი მოვიტანე, გამყიდველმა შემომაჩეჩა ხელში ამდენი რამე მიგაქვს და ესეც წაიღეო. რძე ხო არ გინდა?
ლილეს დაჩის არც ერთი სიტყვა არ გაუგია. ასტრალში იყო გასული. გადაწყვიტა შეექმნა სხვა სამყარო სადაც არ იყო ზიზღი, ტკივილი, იმედგაცრუება და სადაც ცოტა ხნით მაინც იქნებოდა ბედნიერი.
- ლილე მისმენ?
- დაჩი, მეძინება- არც შეუხედავს ისე უპასუხა ლილემ და დაწვა.
- კარგი, დავიძინოთ- ლილესკენ აიღო გეზი და გვერდით მიუწვა.
ლილე მისი სასურველი მამაკაცის შეხებაზე დაფრთხა და გველნაკბენივით გახტა გვერდით. ეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი. თითქოს დაჩის ადანაშაულებდა რომ მარტო დატოვა და დროულად არ მოვიდა. როდესაც მის სახეს უყურებდა სულ ზურა უდგებოდა თვალწინ, ის არაკაცი რომელმაც მასზე იძალადა. ბოღმა ახრჩობდა, სუნთქვის და არსებობის საშუალებას არ აძლევდა. ყელამდე ნეხ*ში იყო, იბრძოდა იქიდან ამოსასვლელად მაგრამ სულს უხუთავდა ყველაფერი და ახლა მხოლოდ ამ სამყაროდან გაქრობაზე ფიქრობდა.
დაჩი გაოცებული უყურებდა ლილეს ასეთ უეცარ ცვლილებას, ვერ ხვდებოდა ამის გამომწვევ მიზეზს ან როგორ მიხვდებოდა. ალბათ არც დაიჯერებდა ლილეს რომ მისთვის ყველაფერი ეთქვა, ბოლომდე არ იცნობდა ნაბიჭ*არ მამამისს.
დანელიას აღარაფერი უთქვამს, იფიქრა გადაღლილია და ზედმეტად არ დავღლიო, გადაბრუნდა და დაიძინა.

ლილეს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ცდილობდა ყველაფერი გადაეხარშა და ცივილურად ეფიქრა. თითქოს არანაირი ემოცია აღარ შემორჩა, მისი სხეული დაცარიელდა და დარწმუნებული იყო რომ ამაზე დიდ ტკივილს ვერ განიცდიდა და ვერც შეიგრძნობდა როგორც არ უნდა სდომნოდა.


დილის 8 საათზე გაეღვიძა მომავალ ცოლ-ქმარს. არა ცოლ-ქმარს არა უფრო ქმარს, რადგან ლილეს წამითაც არ მოუხუჭავს თვალიი და ახლაც იგივე მდგომარეობაში, გაუნძრევლად იწვა და ჭერს შეჰყურებდა, ისე ჩუმად და შეუმჩნევლად სუნთქავდა რომ ადამიანს მკვდარი ეგონებოდა.
დაჩი ადგა, მოწესრიგდა. გული ცუდს უგრძნობდა, გრძნობდა იმ ცივ და სულისშემხუთველ აურას რომელიც სახლში ტრიალებდა. ვერ ცნობდა ლილეს, ვერ ეგუებოდა იმ სიტუაციას რაშიც ახლა იმყოფებოდა ერთმანეთზე გაგიჟებით შეყვარებული წყვილი.
- ლილე, საჭმელი ვჭამოთ და წავიდეთ, საქმეები მოვაგვაროთ სადაცაა ცერემონია გვექნება.
- არ მშია- ზლოზნვით წამოდგა საწოლიდან, თითქოს სხეული ვერ იმორჩილებდა საკუთარ პატრონს, აიძულებდა ნაბიჯი მაინც გადაედგა მაგრამ ამაოდ, საოცარი სინელით აგრძელებდა ლილე ნაბიჯების გადადგმას.

დაჩიმ ყავა დალია, შემდეგ გაემზადნენ და სახლი დატოვეს. გზაში ხმა არც ერთს ამოუღია. უეცრად თავსხმა წვიმა წამოვიდა, თითქოს სამყაროც გრძნობდა რამხელა ტვირთს ატარებდა ლილე და ამაში საკუთარ თავს იდანაშაულებდა, გრძნობდა სამყარო რომ წვლილი მიუძღვოდა ლილეს უბედურებაში, სამყარო ტიროდა და ხორცებს იგლიჯავდა ლილეს გამო, ადამიანის რომელიც ადრეულ ასაკში ისე გაუბედურდა, ათას ნაწილად დაიშალა და ვერავინ შეძლებდა მის ერთ, სრულ ადამიანად აწყობას. სული თუ დაგიმძიმდა, სული თუ დაგიზიანდა, ვერავინ ვერასდროს ვერ შეაკეთებს მას.

ქორწილამდე რამოდენიმე საათი იყო დარჩენილი. ყველა ცდილობდა სრული სიზუსტით ყოფილიყო ყველაფერი: ცერემონია, დეკორაციები, რესტორანი, მარშრუტი. თითქოს სიძე-პატარძალზე მეტად ისინი ელოდებოდნენ ქორწილს, მაგრამ საკითხავია რომ სცდონოდათ ლილეს და დაჩის რომ ასეთი რამ ელოდათ, ინატრებდნენ კი საერთოდ იმას რომ ერთმანეთს გადაეყარნენ?!


დაჩიმ სიძის ტანსაცმელი მოირგო და ლილესთან შესახვედრად წავიდა.
ლილე კი იდგა და სარკეში უყურებდა ადამიანს, რომელსაც ვერ სცნობდა, პირველად ხედავდა, არ სურდა მისი შეცნობა რადგან ისეთი სიბნელე იყო, რომ მას ვერაფერი ვერ გაანათებდა. ნამდვილ ლილემდე მისასვლელი გზა ყველა მხრიდან მოჭრილი იყო. არავინ იცოდა რა ტრიალებდა ლილეს თავს და რომ გაეგოთ არავინ ისურვებდა მის ადგილას ყოფნას.
- ლილე, კაბის ჩაცმას არ აპირებ? ვეღარ მოასწრებ და მერე უნდა იწუწუნო- თბილი ღიმილი აჩუქა დაჩიმ, მისი სახე ხელებში მოიქცია და მის ბაგეებს დაეწაფა. უკოცნიდა სახეს, თვალებს, ტუჩებს და გრძნობდა რომ ეს მისი ლილე არ იყო, ის ლილე არ იყო ყოველ დღე უფრო და უფრო რომ უმტკიცებდა როგორი თავდაჯერებული და ძლიერი ქალი იყო. ეს ძლიერი და თავდაჯერებული ქალი გატყდა, თავზე ჩამოენგრა სამყარო და სამუდამოდ გაუჩინარდა.
- დაჩი- მისი ხელები მოიშორა ლილემ- მე... მე არ შემიძლია- ხმა უტყდებოდა ლილეს, მაგრამ ცდილობდა თავდაჯერებული ყოფილიყო
- რა არ შეგიძლია? მეხუმრები ალბათ ხო, ოხ ლილე ვინც არ გიცნობს - სიცილით დაიძრა ლილესკენ მაგრამ იმ წამსვე ადგილზე გაშეშდა როცა ლილეს თვალებში ვერანაირი ემოცია ვერ ამოიკითხა, თითქოს მისმა თვალებმა თავიანთი მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვეს და პატრონს მიანდეს მათი ბედი,.
- არ შემიძლია თქო, გასაგებად არ ვთქვი?- თავს შემოუძახა ლილემ და სურდა რაც შეიძლება მალე დაემთავრებინა საუბარი
- ლილე, ნორმალური თუ ხარ? რა დაგემართა ვერ ვხვდები, ასე უცებ რამ შეგცვალა?
- რა უნდა დამმართნოდა? გრძნობები გამიქრა, დროის ტყუილი ფლანგვა იყო ჩვენი ურთიერთობა ხო და ახლა გეუბნები რომ ჩვენ შორის არაფერი არ გამოვა
- და ამ ყველაფერს ქორწილის დღეს მეუბნები? ამის დედას შევ**ი, ნორმალური თუ ხარ გოგო? - აენთო დაჩი და რაც კი ხელში მოხვდა ყველაფერს ისროდა
- ისე რომ იცოდე რასაც ახლა ამსხვრევ ყველაფრის ანაზღაურება მოგიწევს- ირონიით მიმართა ლილემ, თითქოს არც უმსახიობია, ის რასაც ახლა გრძნობდა ნამდვილი იყო, ზიზღს იმ კაცის შვილის მიმართ, რომელმაც ცხოვრება დაუნგრია. ალბათ უსამართლო იყო ლილეს მხირდან ეს საქციელი მაგრამ მასთან არც ერთი წამით არ შეეძლო გაჩერება.
- ლილე, თავს ძლივს ვაკონტროლებ შენი ცინიზმის თავი არ მაქვს. რაიყო ვინმე სხვა კაცს გაუშალე ფეხები და ახლა უნდა გამომიტყდე? გუშინაც იმიტომ იყავი შეცვლილი არა? რა იყო როდის მოასწარი აგარაკზე კაცის ამოყვანა?- იწვევდა დაჩი
ამ სიტყვების მოსმენისას ლილეს თითქოს გონება დაეხშო და ცხოველივით მივარდა დაჩის
- ახლა კარგად მომისმინე დაჩი დანელია, დააყენე თუ არ გინდა რომ ეგ ენა ისე ღრმად ჩაგთხარო რომ ვერასდროს ვეღარ შეძლო ლაპარაკი- რაც კი ემოცია დარჩენოდა, ყველაფერი ამ წინადადებაში ჩააქსოვა, სამახსოვროდ სილა გააწნა, ზიზღით გახედა დაჩის და ოთახი დატოვა.

კიბეებზე ჩადიოდა ლილე როდესაც უკნიდან დაჩის ხმა დაეწია.
- ლილე, ახლავე დაბრუნდი, დაბრუნდი მეთქი ამის დედა ვატირე რომ გეუბნები- მკაცრი იყო დაჩის ხმა

ხმაურზე საბა და ტასო გამოცვივდნენ ოთახიდან
- ლილ რა ხდება?- გაოცებულმა კითხა ტასომ
- არაფერი ტას, დღეს შენთან წამოვალ, დაქალს შეიკელდებ?- მუდარის თვალები შეანათა ლილემ
- რა თქმა უნდა, სულელო- შეეცადა სიტუაცია განემუხტა მაგრამ ამაო იყო ეს მცდელობა.


დაჩიმ კიბეები ჩამოირბინა და ლილეს მიეჭრა
- დღეს ქორწილი გვაქვს გესმის? აქედან ფეხს ვერავინ მოიცვლის სანამ არ ვიქორწინებთ
- ქორწილი გაქვს? ვინ მოგყავს ცოლად? ჩვენც გაგვაცანი, აქ ვერ ვხედავ ვინმე სურვილით კვდებოდეს რომ შენი ცოლი გახდეს - იგივეს აგრძელებდა ლილე
- ლილე, ზღვაარს ნუ გადადიხარ- ცოფებს ყრიდა დაჩი, მხეცივით მივარდა ლილეს, ხელი ჩაავლო და გარეთ გაათრია- თუ ასე დაჟინებით გინდა წასვლა, წაეთრიე. კახ*ასავით იქცევი, დარწმუნებული ვარ პირველივე შემხვედრს დანებდი და ამიტომაც იქცევი ასე. ტრაკ*იც წასულხარ ლილე დიდებულიძე, ბო*იშვილი ვიყო თუ გაგაჩერო.
- მგონი, ამ დროის განმავლობაში შენ დამსდევდი და დარჩენას მთხოვდი არა?- თავის თავს არ ღალატობდა ლილე, მაგრამ გრძნობდა რომ ეს დღე მის ცხოვრებაში ყველაფერს შეცვლიდა, ამ დღეს ფერფლად იქცა მისი სული და ყველაფერი ადამიანური დაკარგა.
დაჩი ისე გამოვიდა მდგომარეობიდან, სახეზე ეტყობოდა რომ ან ლილეს ან საკუთარ თავს რამეს დაუშავებდა.
- კარგით, დამშვიდდით, ცივ გონებაზე იფიქრეთ ახლა კი ჯობს წავიდეთ- ცდილობდა დაჩი დაემშვიდებინა ტასოს
- ტას, წავიდეთ აქ არაფერი არ დამრჩენია, ან საერთოდ რისთვის ვდგავართ ამდენი ხანი აქ- ხელი მოკიდა ლილემ და იქაურობას გაეცალა
საბამ გადაწყვიტა დაჩისთან დარჩენილიყო, რადგან ის თავის თავს არ ეკუთვნოდა და არავინ იცოდა რას მოიმოქმედებდა.
- საბა, ამის დედა ვატირე, რა ხდება ჩემს თავს, ტვინში რა გადაუბრუნდა ლილეს, ასე რატომ იქცევა- ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა გონს დაჩი
- არ ვიცი ძმაო, ყველაფერს გავარკვევ, ასეთ ლილეს მეც პირველად ვხედავ, ალბათ რამე სერიოზული მოხდა თორემ ასე არ მოიქცეოდა- დაჩის დამშვიდებას ცდილობდა საბა.
დიდხანს ისაუბრეს, შემდეგ კი დაჩიმ საბა გაუშვა სახლიდან და თვითონ გადაწყვიტა კლუბში წასულიყო. მშობლიური სახლის დანახვისას თითქოს ყველაფერი დაავიწყდა, ახლა მხოლოდ გართობაზე ფიქრობდა, პირველივე შემხვედრ გოგოს ზედ მიეკრო, ყელს უკოცნიდა და გოგოც დამჯერი ცხოველივით გაინაბა და ელოდა დაჩის შემდეგ ქმედებებს.
- კაბინეტში ავიდეთ- ყურში ჩარჩურჩულა დაჩიმ, გოგოც დაჰყვა მის ბრძანებას.
კაბინეტში შესულს გაშმაგებით ეძგერა ქალს, უხეში იყო დაჩი და ეს სიუხეშე კიდევ უფრო სასურველს ხდიდა მას. ტანსაცმელი შემოახია, სანახაობით ნასიამოვნებმა მთელი სხეული დაუკოცნა ქალს, მკვრივ მკერდზე ხელი მაგრად მოუჭირა და ქალსაც ჩუმი კვნესა აღმოხდა. ქალი თავს ვეღარ აკონტროლებდა სურდა რაც შეიძლება მალე შესულიყო მასში მის წინ მდგომი მამაკაცი, მაგრამ ის არ ჩქარობდა, ქალი მისკენ შეაბრუნა და მის ბაგეებს დაეწაფა. ის იყო უკვე უნდა გაეკეთებინა ის რაც ქალს ასე ძალიან უნდოდა, როცა სასწრაფოდ მოშორდა მას, მაისური გადაიცვა და ქალს უთხრა სასწრაფოდ გასულიყო კაბინეტიდან. უკმაყოფილო და იმედგაცრუებულმა ქალმა ბრაზით დატოვა კაბინეტი. ვერ შეძლო დაჩიმ რომ ლილე სხვა ქალით შეეცვალა, არ შეეძლო ასე ადვილად დაევიწყებინა საყვარელი ქალი. სავარძელზე გადაწვა, თვალები დახუჭა და ფიქრის მორევში გადაეშვა.


ტასო და ლილე ოთახში ისხდნენ და ჯერჯერობით არავინ ცდილობდა სიჩუმე დაერღვია. ასე გაგრძელდებოდა დიდხანს, მაგრამ კარზე ზარის ხმა გაისმა. ქალბატონი ლალი კარის გასაღებად გაემართა და თბილად შეეგება მის შვილობილს საბას.
- გამარჯობა ლალი დეიდა, გოგოები საით არიან?
- თავის ოთახში შვილო
საბა ტასოს ოთახისკენ გაემართა სადაც სიჩუმეს ისე ღრმად დაედო ბინა რომ ადვილად წასვლას არ აპირებდა.
- ლილე, შენით დაიწყებ მომხდარის ახსნას თუ ძალით ამოგაღებინო ხმა?- მკაცრი იყო საბას ხმა
- და რა არის მოსაყოლი?- უემოციო იყო ლილე
- რა რა არის გოგო ახლამართლა არ გამაგიჟო სასწრაფოდ მოყევი რაც მოხდა- ყელში ამოუვიდა სიჩუმე ტასოს და ისიც აენთო
- ახლა კარგად მომისმინეთ, იმ სახლიდან იმიტომ წამოვედი რომ კითხვების თავი არ მქონდა, სიმშვიდე მჭირდება და თქვენც თუ აპირებთ ლექციების წაკითხვას და სკოლის მოსწავლესავით ჩემს დატუქსვას ახლავე წავალ ნამდვილად არ მაქვს არც ამის დრო და არც თავი.
ტასო აპირებდა შეტევაზე გადასულიყო, მაგრამ საბამ შეაჩერა და ისევ აუტანელი სიჩუმე ჩამოწვა ოთახში, რომლის დარღვევაც ლილემ ითავა
- მოკლედ, მინდა იცოდეთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. გერმანიაში ვაპირებ დეიდასთან წასვლას, იქ მივიღებ სრულფასოვან განათლებას და ალბათ იქ დავრჩები საცხოვრებლად, ხვალვე ავიღებ ბილეთს და წავალ.
-რაა? - ერთხმად წამოიძახეს საბამ და ტასომ, შემდეგ თავს კონტროლი გაუწიეს და ლილეს მიუბრუნდნენ- ჩვენი მეგობარი ხარ, მეგობარზე მეტიც, ბავშვობიდან ერთად ვართ, შენთვის კარგი გვინდა და ამიტომ თუ თვლი რომ ეს საუკეთესო გამოსავალია შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, იმედია არ დაგვივიწყდებ და არ მიგვაგდებ
- რომც მოვინდომო ამის საშუალებას მომცემთ?-სიცილით მიუგო ლილემ და საბას და ტასოს გადაეხვია.


მზის სხივები შემოიჭრა ოთახში, ლილეს სახეზე ანცად დათამაშობდა და კიდევ დიდხანს გაერთობოდა, ლილეს კიდევ რომ გაეგრძელებინა ძილი. სასწრაფოდ წამოხტა ლოგინიდან და თავის მოწესრიგებას შეუდგა. სულ რაღაც 1 საათი წაიღო ლილეს მზადებამ შემდეგ ბარგს ხელი მოკიდა და ქვემოთ ჩავიდა.
- დეე, მზად ვარ ნახევარ საათში გავალ- ნანოსთან მივიდა და გადაეხვია
- შვილო ხო ყველაფერი ჩადე? ტანსაცმელი, ფული, პასპორტი ხო არაფერი დაგავიწყდა- შვილის გამო ღელავდა ნანო
- ტიპიური დედა ხარ რა - გაეცინა ლილეს- ყველაფერი მწყობრშია ქალბატონო ნანო ნუ დარდობთ
ნანო კიდევ აპირებდა შვილისთვის ჭკუა დაერიგებინა, მაგრამ სახლში გიჟებივით შემოცვივდნენ საბა და ტასო, რომლებიც ლილეს ზედ მივარდნენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ.
- არანორმალურებო, გამიშვით ფრენის წინ ნუ მომკლავთ და გერმანიის მაგივრად მორგში ნუ ამომაყოფინებთ თავს თუ შეიძლება- იცინოდა ლილე და თავი გაითავისუფლა მათი ხელებისგან.
- ძაან მოგვენატრები ალქაჯო, ჩახვალ თუ არა ეგრევე დაგვირეკე- ჭკუას არიგებდა ტასო
- უკაცრავად, შენ ნანოს შვილი ხოარ ხარ?- ეჭვის თვალით შეხედა ლილემ
- ეგ აქამდეც უთქვამთ და მგონი დროა დნმ-ის ტესტი ჩავიტარო - ჩაეცინა ტასოს.
კარგი აბა სახლო, ქალბატონო ნანო და ჩემო გიჟო მეგობრებო წავედი, დროებით ხელი დაუქნია ლილემ და ტაქსში ჩაჯდა. სანამ აეროპორტში წავიდოდა სხვა საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი. ტაქსს მისამართი მიაწოდ, გული გამალებით უცემდა სანამ დანიშნულების ადგილამდე მიაღწევდა. სულმოუთქმელად აიარა კიბეები და ბატონი ზურას ოფისში შევიდა. ისევ იგრძნო მწვავე მზერა, შეამჩნია ძლივს რომ გადაყლაპა ნერწყვი ზურამ და მისი სიბნელით სავსე თვალები ლილეს შეანათა.
- გამარჯობა, ზურა შენთან გამოსამშვიდობებლად მოვედი- მის წინ ჩამოჯდა ლილე
- ძალიან გამახარე, იმდენად მოგენატრე რომ ამხელა გზა ჩემს სანახავად გამოიარე?
- უბრალოდ მინდა იცოდე რომ არც ისეთი მარტივია ჩემი მოშორება როგორც გგონია. ის რაც შენ გამიკეთე ასე ადვილად არ შეგრჩება, დრო ყველაფერს თავად გადაწყვეტს. მალე გნახავ დამჭკნარს, ძალაგამოცლილს და როდესაც მოხვალ, ჩემს მუხლებთან გართხმული და შველას მთხოვ, ფურთხსაც კი არ გავიმეტებ შენთვის და უკანმოუხედავად გავეცლები შენს აყროლებულ სხეულს- თავისი სათქმელი დაამთავრა, ზურას პასუხის გაცემაც არ აცადა ისე დატოვა მისი კაბინეტი. ტაქსში ჩაჯდა და აეროპორტისაკენ აიღო გეზი.

დაჩი კაბინეტში იჯდა და კლუბის საქმეებს აგვარებდა. საქმით იმდენად იყო გართული რომ გადაავიწყდა ქორწილის დღეს როგორ მიატოვეს. საკითხავია მართლა დაივიწყა თუ საკუთარ თავს ატყუებდა. ეს არავინ იცოდა მათ შორის არც დაჩიმ მაგრამ დრო ყველას ყველაფერში გაარკვევდა და სწორ გზას აუცილებლად დაანახებდა.

„თბილისი-ბერლინის რეისზე თვითმფრინავში ჩასხდომა იწყება“- მთელს აეროპორტში გაისმა ქალის ხმა. ლილე უმალვე ადგა და თვითმფრინავში ჩასაჯდომად მოემზადა.

დაჩი მოწყდა საქმეებს და ერთიანად მოაწვა ფიქრები, სადაცაა თავი გაუსკდებოდა, როდესაც საბას ნომერი აკრიფა და დაურეკა
- საბა, ლილეს ვერ ვუკავშირდები შეგიძლია შემახვედრო?
- დაჩი, ძმაო...
- რა ხდება? ასეთი ძნელია ლილესთან შეხვედრა?
- ძმაო, ლილე წავიდა, გერმანიაში წავიდა
შეძრა ამ სიტყვებმა, საკუთარ თავზე გაბრაზდა რადგან ამდენი ხანი უმოქმედოდ იჯდა, საკუთარი ვერ აწია და არც კი ეცადა გაერკვია რის გამო მოიქცა ასე ლილე. შეზიზღდა საკუთარი თავი, იქაურობა დალეწა, აზრადაც არ გაუვლია რომ ასე მარტივად გამოაცლიდა ცხოვრება მის ერთადერთ იმედს. ოკეანეში გემის გარეშე დარჩა, იძირებოდა უფრო და უფრო ღრმად, საიდანაც ამოსვლა იმაზე რთული იყო ვიდრე ადამიანი იფიქრებდა.

ლილე თვითმფრინავის ფანჯრიდან გაჰყურებდა სამყაროს, სამყაროს რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ლამაზი და მიმზიდველი იყო, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდი არ არსებობდა მასზე ბნელი და სასტიკი. ეს ის სამყარო იყო რომელმაც ერთი ხელის მოსმით გაუნადგურა ცხოვრება და თვითონაც არ იცოდა შეძლებდა თუ არა ამ ყველაფრის დავიწყებას.



იმ დღეს სამყარო ორ ნაწილად გაიხლიჩა. ორი ადამიანის სული, რომლებიც სასწაული ძალით იყვნენ ერთმანეთზე გადაბმულები, ერთმანეთს დაშორდნენ. მათი სულები გაიხლიჩა და ნაწილებად დაიშალა. სამყარო ნანობდა თავის საქციელს. იმ დღეს სამყარო ორ ნაწილად გაიხლიჩა, იმ დღეს ორი ადამიანი სიცოცხლისთვის იბრძოდა, იმ დღეს ყველა ტიროდა, ზოგი მონატრებისგან, ზოგიც საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო, მათი სულები ნაწილებად იხლიჩებოდა და სიბნელეში უჩინარდებოდა. იმ დღეს ორი ადამიანი განადგურდა. ერთი ოკეანის ფსკერზე უჩინარდებოდა მეორე კი ახლიდან ცდილობდა ცხოვრების დაწყებას, მაგრამ არავინ იცოდა ვის რა მოელოდა წინ.



დამღლელი ფრენის შემდეგ, დანიშნულების ადგილამდე ჩააღწია ლილემ. ბარგი აიღო და დეიდასთან შესახვედრად მოემზადა. ქალბატონი ნინოს სახლი აეროპორტთან ასე თუ ისე ახლოს იყო ამიტომ ფეხით გასეირნება გადაწყვიტა. ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია რომ მისკენ საოცარი სისწრაფით მორბოდა 25წლამდე მამაკაცი. უეცრად ძლიერი ბიძგი იგრძნო და ორივე ძირს გაიშოტნენ.
- ღმერთო, წინ არ იყურებით? რანაირი ქცევაა? ალბათ უცხოელი ხართ, სულ ტყუილად ვლაპარაკობ რა. ასეთი მხეცი ვინ გაგაჩინათ ნეტავ რა საინტერესოა- ცოფებს ყრიდა ლილე და ადგომას ცდილობდა
- მადლობა დედაჩემს ასეთი მხეცის გაჩენისათვის, რომელმაც ალბათ თავიდანვე იგრძნო რაც გავიზრდებოდი და მიმაგდო- სიცილით წამოდგა და ლილეს ადგომაში დაეხმარა
- მადლობთ რომ თქვენივე შეცდომა თქვენვე გამოასწორეთ. უცხოელს გავდით, არ მეგონა ქართველი თუ იქნებოდით- ბარგს ხელი მოკიდა და გზის გაგრძელებას აპირებდა, როდესაც მკლავზე ძლიერი ხელი იგრძნო.
- მაპატიეთ, ძალიან ხომ არ დაშავდით? თუ გინდათ მიგაცილებთ სახლამდე
- ჯერ არ გაცნობილ ადამიანს უკვე დაკერვას უპირებთ?- ნამუსზე ააგდო ბიჭი- არა ნუ შეიწუხებთ თავს, სიარული შემიძლია და ჩემით მივალ დანიშნულების ადგილას- თმა გაისწორა და გზა გააგრძელა. ერთი სული ქონდა სახლამდე მისულიყო, ამძიმებდა ტანსაცმელი, ამძიმებდა ეს სხეული და ყველაფრისგან დასვენება სურდა.


15წუთში დეიდის სახლის ზღურბლთან იდგა, კარზე უნდა დაეკაკუნებინა მაგრამ სახელური ჩამოიწია და კარიც გაიღო. ქალბატონი ნინო სიყვარულით გადაეხვია თავის დისშვილს, კოცნებით აავსო და ლამის გაგუდა ლილე
- დეიდა, ასე დამახრჩობ- იცინოდა ლილე. ძალიან უყვარდა ეს ბუზღუნა ქალი, რომელიც დედამისის ასლი იყო.
- ჩემი ლამაზი გოგო, შენი ჩამოსვლის ამბავი რომ გავიგე ძალიან გამეხარდა, მალე ჩემი ბიჭიც მოვა გაგაცნობ
- მოიცა ბიჭი გყავს და არვიცი? - ეჭვის თვალით შეხედა ლილემ
- საიდან გეცოდინება აბა? მკითხულობ საერთოდ?
- კარგი, ქალბატონო ნინო ნუ მომკლავთ. ნერვები არ მაქვს კარგ დღეში, გზაშიც ვიღაც მხეცმა გადამთელა და ზედ გადამიარა- წუწუნებდა ლილე როდესაც ზარის ხმა გაისმა და ნინოც თავის ბიჭთან შესაგებებლად გაემართა.
- მოდი შვილო, ჩემი დისშვილიც ახლა მოვიდა, გაიხადე გაიხადე ჩამოვკიდებ- ძალიან მზრუნველი იყო ნინო
- აი, გამომართვი. აუ წეღან ერთი გოგო შემხვდა, ალქაჯი იყო რასაც ქვია. შემთხვევით დავეჯახე და თავი გადამაცალა ლამის.
- კარგი, კარგი შედი ოთახში გაგაცნო ჩემი გოგო - ხელით აწვებოდა შვილს ნინო
ოთახში შესულს უცნაური სიტუაცია გადაეშალა წინ.
- მოიცადე, შენ? - ერთხმად წამოიძახეს
- მოიცადე ისე მოგეწონე რომ სახლამდე გამომყევი?- დოინჯშემორტყმული იდგა ლილე და ბიჭს ტუქსავდა
- მართლა გგონია, რომ შენნაირ ალქაჯს ზედ შევხედავ? ჩემი სახლია, აქ ვცხოვრობ ამიტომ ვინ ვის გამოჰყვა ჯერაც საკითხავია- არ უთმობდა ბიჭი
- კარგით, მორჩით ახლა კინკლაობას. ლილე გაიცანი ანდრია, ჩემი შვილობილი
ანდრიამ ხელი წინ გაიშვირა- გამარჯობა ალქაჯო ლილე
- ხელები ზედმეტად სუფთა მაქვს ხელახლა დასასვრელად- მის ხელს იგნორირება გაუკეთა და სავარძელში მოკალათდა.
- ეგ სავარძელი ზედმეტად კარგი და კომფორტულია შენნაირი ადამიანისთვის- არ თმობდა ანდრია
- სანამ ჯერ კიდევ კარგ ხასიათზე ვარ, ნუ მიწვევ ანდრია არ მაქვს ახლა მაგის ნერვები
- ალქაჯი გაბრაზდა, მაპატიეთ- ხელები ზემოთ აწია, შემდეგ კი თავის ოთახში შევიდა.
- ვაის გავეყარე ვუის შევეყარეო რა, აქაც არ მასვენებ ღმერთო? ასეთი რა შევცოდე? ოდესმე ბედნიერად ცხოვრების საშუალება მომეცემა?- თავისთვის გმინავდა ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ლილე.


საქართველოში 3დღე გადაუღებლივ წვიმდა. ალბათ ლილეს და დაჩის ამბავს განიცდიდა. ცრემლებით აცილებდა ლილეს უცხო ქვეყანაში და ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა მათი დაშორების ამბავი.
დაჩი დანელიამ კლუბის მმართველობა ითავა. უნივერსიტეტი და მოკრძალებული ცხოვრების წესი მისას არ ემთხვეოდა. საქმეში მთლიანად იყო ჩაფლული და არავინ და არაფერი აინტერესებდა. გოგოს ლილეს წასვლის შემდეგ საერთოდ არ გაკარებია. მისი ამგვარი ქცევა აფრთხობდა ტასოს და საბას. რადიკალურად შეიცვალა დაჩი დანელია და ახლა მხოლოდ საქმეზე იყო კონცენტრირებული. უფრო მეტად შეუვალი გახდა ვიდრე აქამდე იყოს. სამყაროს დიდი კედელი აღუმართა და ვერაფერი აიძულებდა ამ კედლის ჩამოშლას.

ტასო და საბა კი დღითიდღე უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. ერთ დღესაც მთაწმინდაზე წავიდნენ სასეირნოდ, როდესაც როგორც იქნა გაბედა საბამ და სიყვარულში გამოუტყდა ტასოს. ტასომაც იგივე გრძნობით უპასუხა, ასე გადიოდა დღეები, კვირები,თვეები და სულ უფრო ღვივდებოდა მათი სიყვარული. ბოლოს კი საბამ ხელი სთხოვა ტასოს და ისიც დიდი სიხარულით დათანხმდა. ტასოს და საბას წყვილი ზეიმობდა ერთად ყოფნას, მაგრამ ქორწილს არ ჩქარობდნენ, წლებიც რომ გასულიყო სურდათ კარგად გაეცნოთ ერთმანეთი და შემდეგ მათი ცხოვრება ერთმანეთისთვის დაეკავშირებინათ.
ბატონი ზურა კი ჩვეული ტემპით განაგრძობდა მის ცხოვრებას, დროდა დრო ფირზე შენახულ ვიდეოს სადაც ლილეზე იძალადა, უყურებდა და სურვილით კვდებოდა ისე უნდოდა ლილეს სიახლოვეს ყოფნა, კიდევ ათასჯერ და ათიათასჯერ გაიმეორებდა იგივეს. მისი ბინძური სული და სხეული სიამოვნებისგან ყველაფერს იგლეჯდა ამ ვიდეოს ყურებისას.



3 წლის შემდეგ...
ლილე გადაღლილი დღის შემდეგ უგონოდ მიესვენა საწოლს და მალევე ჩაეძინა. ცოტახანში ტელეფონის ზარმა დაუფრთხო ძილი
- ვინც არ უნდა მირეკავდეს ახლა ამ დროს ილოცოს რომ რაიმე სერიოზული მიზეზი ქონდეს და ტყუილუბრალოდ არ გამაღვიძა...
- ლილ, ალქაჯოო შენს თავს არ კარგავ არა?- ლამის კიოდა ტასო
- ტასს, არანორმალურო როგორ ხარ, რა არის ახალი
- რა არ ხდება ის იკითხე... მოკლედ 1 კვირაში ქორწილი მაქვს ხოდა აწიე შენი ლამაზი უკანალი და აქ დაერჭე ჩემთან
- რაა? - ახლაღა გამოფხიზლა ლილე- დაიცაა ეე, ახალი ბიჭი იპოვე და რამე?
- აუ იდიოტოო, საბუუს მივყვეეები- კიოდა ტასო
- ამ სამყაროში ყველაფრის კეთება მეზარება, მაგრამ რომ არ ჩამოვიდე ჩამომაკითხავ და შიშველს მარბენინებ ჯერ გერმანიაში მერე კიდე თბილისში. ასეც არ მძულს ჩემი თავი, ვერ გავიმეტებ ასეთი სასჯელისთვის. ჯანდაბაა არანორმალურო გილოცავ, ხვალვე ვიყიდი ბილეთს და ჩამოგაკითხავ.
- მიიდი ლილ, აუცილებლად შემეხმიანე, გაკოცე- კოცნა გაუგზავნა ტასომ და ტელეფონი გაუთიშა.

საბანი გადაიფარა ისე რომ სახეც კიარ უჩანდა. ყველაზე მეტად საქართველოში დაბრუნება არ უნდოდა. არ უნდოდა ჯერ არშეხორცებული ჭრილობების ხელმეორედ გახსნა. ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი დრო გასული, ალბათ არც არასდროს არ გავიდოდა., მაგრამ სხვა გზა არ ქონდა ბავშვობის მეგობრებს ქორწილი ქონდათ, რომლებიც თავის თავზე მეტად უყვარდა და მათ გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი.
- ალქაჯო, სად ხარ?- ოთახში ხმაურით შემოვიდა ანდრია
- აუუ ანნ, უნდა მიშველო რა- თავი მოისაწყლა ლილემ
- რა ხდება? სამსახურიდან გამოგაგდეს? თუ ბიჭზე იძალადე და ციხეში ამოგაყოფინებენ თავს?
- აუუ სერიოზულაად?- ბალიში გაუქანა ანდრიას- მართლა მჭირდება შენი დახმარება. საქართველოში მიწევს დაბრუნება, ჩემი მეგობრების ქორწილია, გთხოვ რა მარტო ნუ გამიშვებ
- შანსიი არაა ლილ- ხელი ჩაიქნია ანდრიამ
- გთხოოოვ, ყველაფერს შეგისრულებ რასაც მეტყვი, საერთოდ ყველაფერს
- ჰმმ ყველაფერს?- წარბი აზიდა ანდრიამ- კარგი, ოღონდ მაგ სურვილს ჯერ ჩემთვის დავიტოვებ
- ღმერთო, ვიცი კარგს არაფერს მეტყვი მაგრამ მაინც საუკეთესო ხარ- ლოყაზე აკოცა ანდრიას და ნინოსთან წავიდა


ქალბატონი ნინო დიასახლისობდა, დაფუსფუსებდა და თან გემრიელ საჭმელსაც ამზადებდა, რასაც ოთახში დამდგარი საოცარი სუნი მოწმობდა.
- დეიდ, საქართველოში ვბრუნდები, ქორწილში ვარ დაპატიჟებული
- უი რას ამბობ, რაკაი ამბავია. დედა მომიკითხე რომ ჩახვალ, მე რაღაცებს ჩაგილაგებ და ყველაფერი წაიღე არ დაგრჩეს რამე.
- კარგი დეიდ, ოღონდ მთელ სახლს ნუ გამატან რაა- დაეჯღანა ნინოს და თავის მოსაწესრიგებლად ოთახში ავიდა.


დაჩი საბუთებს ამოწმებდა როდესაც ტელეფონზე დაურეკეს
- ალო ძმაო როგორ მიდის საქმეები- ტელეფონიდან საბას ხმა გაისმა
- კარგად ძმა, შენსკენ რა ხდება
- აი ზუსტად მაგიტომ გირეკავ... როგორც იცი ქორწილი გვაქვს მე და ტასოს ხო და შენც აუცილებლად უნდა მოხვიდე
- არ ვიცი საბა, არამგონია
- აუ არანაირი არამგონია, აუცილებლად იქნები, გელოდები- პასუხს აღარ დაელოდა და ტელეფონი გაუთიშა.


ლილემ ფეხზე დააყენა მთელი სახლი.
- აანდრიაააა, ნუ ხარ ზოზინაა რაა მალე გამოადგი ფეხიი
- გოგო მთელი დღეა შენ ემზადები და კიდე მე ვარ ზოზინა?
- აუ ახლა მოგკლავ იცოდე, დროზე წავედით- ნინოს გადაეხვივნენ და აეროპორტისაკენ აიღეს გეზი.


რამოდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ უკვე საქართველოში იყვნენ. უმძიმდა, საშინლად უმძიმდა ლილეს აქ ყოფნა. თითქოს ღმერთი გამოცდას უწყობდა, როგორ გადაიტანდა აქ ყოფნას. სული ეწვოდა, იარები გაეხსნა, საიდანაც შეუწყვეტლივ მოედინებოდა სისხლი. ნაბიჯს ვეღარ ადგამდა, მთლიანი სხეული უკანკალებდა და ძლივს სუნთქავდა.
- ლილე, მე აქ ვარ, შენს გვერდით- ხელი მჭიდროდ მოხვია ანდრიამ და აიძულა გზა გაეგრძელებინა
- ისევე როგორც დაჩი არა? ერთ დროს მანაც ეს სიტყვები მითხრა, მაგრამ არ იყო ჩემს გვერდით, მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა- ვეღარ გაუძლო და ცხარე ცრემლით ატირდა.
ანდრია კი ეხვეოდა, მთელი ძალით და ვერ იტანდა მისი საყვარელი ადამიანის ცრემლებს. ვერ იტანდა იმ ნაბიჭ*არ დაჩის ლილეს გულის ტკენისთვის და კიდევ უფრო სძულდა არაკაცი მამამისი.
- ლილე, დროა სახლში წავიდეთ- მეგობარს ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა და სახლისკენ გაემართნენ.


სახლში მისულებს არაფრის თავი აღარ ჰქონდათ, ორივე საკუთარ ოთახში მოეწყო და მთელი დღე ეძინათ.
ტასომ და საბამ როგორც კი გაიგეს ლილეს ჩამოსვლის ამბავი თავქუდმოგლეჯილები გაეშურნენ მისი სახლისკენ.

ლილეს ტკბილად ეძინა, ცოტახნით მოწყდა აქაურ სიბინძურეს და ტანჯვას, ცოტახნით მაინც იყო ბედნიერი სხვა სამყაროში მაგრამ ეს იდილიაც დაუნგრიეს.
-ლილეე, ძილში დაბერდები იცოდე, აწიე შენი მკვრივი უკანალი და ადექი- ყურში ჩაჰყვიროდა ანდრია
- ჩემი კოშმარი ხარ ადამიანო? რატო არ მასვენებ ვერ ვხვდები, გაეთრიე სანამ უშვილოდ დაგტოვე და ეგ ლამაზი სახე არ გაგიერთიანე- ხელში უკვე ვაზა ეჭირა და მზად იყო ანდრიასთვის ზედ გადაეფშხვნა
- ალქაჯმა კომპლიმენტი მითხრა? მიდი ჩემო ლამაზო დადე ეგ ვაზა, გატეხილის ანაზღაურება შენვე მოგიწევს, ჩაიცვი გელოდებით მე და ნანო- ლილესთან მიიწია, შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა.
- ყოველთვის იცის როგორ გამომიყვანოს მდგომარეობიდან და ყოველთვის ახერხებს ჩემს დამშვიდებას... იდიოტი- შეიკურთხა ლილემ და ოთახიდან გავიდა.


- ჩემი წიწილებიც მოვიდნენ- ტკბილად შეეგება ნანო ახალგაღვიძებულებს
- ხო დეე, მიდი ბარემ საკენკი დაუყარე ანდრიას, მეტს მაინც არ იმსახურებს- ხმით გაიცინა და ანდრიას დაეჯღანა
- ნანო, ცოცხი ხოგაქვს?
- კი, შვილო რისთვის გინდა? - გაუკვირდა ნანოს
- რისთვის ენდომება დედა ქალურ ცხოვრებას აწვება- არ ჩერდებოდა ლილე
- რისთვის და გადავღებავ და ალქაჯ ლილეს დავაწერ, შემოაფრინდეს მერე ამ ცოცხს და მოიაროს ამით გერმანია, ხალხსაც სანახაობას აჩუქებს- არ უთმობდა ანდრია
- არა რა, ძალიან სუსტი ხარ ან, არაა შენი ეს იუმორი და სარკაზმი, წავედი ახლა გავისეირნებ, რომ მოვალ მტვრის გადაწმენდას გასწავლი - ანდრიას მიუახლოვდა ლოყაზე აკოცა, სიცილით გავარდა სახლიდან და მოხერხებულად აიცილა მისი მიმართულებით მფრინავი ჩუსტი.


გარეთ გასულ ლილეს ესიამოვნა გრილი ჰაერი, წარსულს ახსენებდა და გულს უფრო მეტად უმძიმებდა. დიდხანს იარა თბილისის ქუჩებში, ფიქრებში გართული ვერაფერს ვეღარ ხედავდა, შემდეგ კი ამ სამყაროში მანქანის სიგნალმა მოაბრუნა.
-ღმერთო ჯანდაბა, ოღონდ ის არ იყოს, ოღონდ ის არ იყოს...
მანქანიდან დაჩი დანელია გადმოვიდა და გოგოს მიმართულებით დაიძრა.
- გოგონავ იქნებ უფრო ყურადღე...- სიტყვები შუა გზაში გაუწყდა როცა მის წინ მდგომი ლილე შერჩა ხელში. დიდხანს უყურეს ერთმანეთს, ორივე დუმდა, თითქოს ერთმანეთის თვალებში ძველ დაჩის და ლილეს ეძებდნენ, მაგრამ იმდენად ღრმა იყო მათი ფიქრები, რომ თუ იქ მოგზაურობას გადაწყვეტდნენ იქიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებოდათ. უდაბნოს გავდა მათი ურთიერთობა, რა დროს ამოქროლდებოდა ქარიშხალი და ვის რა გზით წაიყვანდა არავინ იცოდა. ან სამუდამოდ დაკარგავდნენ ერთმანეთს ან წლების შემდეგ როდესაც ერთმანეთის პოვნის იმედი სრულიად გადაეწურებოდათ მაშინ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ყველაფერი რაღაც მიზეზის გამო ხდება, წამსვლელი წავა, ხოლო ვისაც მის მეორე ნახევართან მისვლა უწერია, ყველანაირი დაბრკოლების მიუხედავად იპოვიან ერთმანეთს.
თბილისის ქუჩაში ორი დაკარგული და გზააბნეული ადამიანი იდგა, მათი სულები ერთმანეთის სანახავად იბრძოდნენ, სადაცაა სხეულს გამოეყოფოდნენ და ერთმანეთს ძლიერად გადაეჯაჭვებოდნენ, მაგრამ პატრონმა მისი სურვილების კონტროლი შეძლო, გულმა იმარჯვა და თავისივე სამყოფელში დააბრუნა და მაინც... ისინი არ შეწყვეტდნენ ბრძოლას სანამ ისევ ერთი სრულნი არ იქნებოდნენ.
- ჩამოხვედი...
- ხო ჩამოვედი...
- მიხარია შენი ნახვა- მასთან ახლოს მიიწია, მის შეხებას აპირებდა როდესაც ლილემ უკან დაიხია.
- მაგვიანდება, სახლში უნდა დავბრუნდე
- კარგი, გაგიყვან
- არ მინდა დაჩ... არ მინდა დაჩი, ჩემით წავალ- ზურგი აქცია და სახლისაკენ მიმავალ გზას დაადგა, როდესაც თავსხმა წვიმა წამოვიდა, ირგვლივ არაფერი ჩანდა
- ჯანდაბა, ამინდიც კი დამცინის - ბრაზობდა და სრულიად გალუმპული თავშესაფარს ეძებდა, როდესაც მანქანა წამოეწია, მინა ჩააიწია და დაჩიმ გამოსძახა
- ლილე დაჯექი, მიგიყვან სახლამდე
- ჩემითაც გავალ
- ჯანდაბა, სულ იგივეს გაკეთება რატომ უნდა მიწევდეს?- მანქანიდან გადმოვიდა, ლილე ერთი ხელის მოძრაობით მისკენ შემოაბრუნდა და ზედ მიიკრა. დრო გაჩერდა, ვერც ერთი ვერ გრძნობდა წვიმის წვეთებს, ის გრძნობები რასაც წლების განმავლობაში საგულდაგულოდ იცავდნენ, დაიღრიალა რომ საკმარისი იყო ამდენი მალვა და სააშკარაოზე გამოვიდა. დაჩის ხელი ლილეს წელზე ქონდა შემოხვეული, უფრო ახლოს მიიწია, ცხვირი ტუჩებზე მოუხახუნა და ასე იდგნენ, გაშეშებულები.
- დაჩი, გთხოვ გამიშვი- ცდილობდა მისი მკლავებისგან გათავისუფლებას
- ლილე, სახლამდე უნდა გაგიყვანო- მკაცრი იყო მისი ხმა
- ხომ გითხარი რომ ჩემით მივალ
- ჯანდაბა, ლილე ამის დედაც, სხვა გზას არ მიტოვებ არა?- გოგონა ზურგზე შემოიფრიალა და ძალით ჩატენა მანქანაში, შემდეგ მანქანას შემოუარა და საჭესთან დაჯდა.
- როდის უნდა გადაეჩვიო ამ ვირივით ჯიუტობას ვერ ვხვდები რა- ცოფებს ყრიდა დაჩი- სად იყავი ამდენ ხანს? ასე როგორ წახვედი?
მანქანა მიაპობდა წვიმით დასველებულ გზას და ლილეს სახლთანაც მივიდნენ. ლილე კისწრაფად გადმოვიდა მანქანიდან
- ლილე, კითხვაზე პასუხი არ გაგიცია- მკლავში ჩაავლო ხელი და მისკენ მიწია
- არ ვარ ვალდებული გიპასუხო- სიმშვიდეს ინარჩუნებდა ლილე
- ამის დედას შევე*ი, ქორწილის დღეს მიმაგდე და ახლა ისიც არ გინდა რომ პასუხი გამცე?- ღრიალებდა დაჩი


ანდრია ღელავდა ამდენი ხანი რატომ არ მოდიოდა ლილე, თან საბა და ტასოც ელოდებოდნენ, ფარდა გაწია და ფანჯრიდან გაიხედა, როდესაც ლილესთან მყოფი დაჩი დაინახა სისხლი აუდუღდა, სადაც იყო ვენები შემოასკდებოდა, მხეცივით გამოგლიჯა კარები და მათკენ წავიდა.

- შენი აზრით, ღრიალი მე არ შემიძლია? ამდენი ხნის მერე როგორ ბედავ და ასე ურცხვად მოდიხარ ჩემთან ასეთი ტონით. შენი აზრით მე გასართობად წავედი? მე არ მიჭირდა? ჯანდაბა შენი დედაც დაჩი დანელია, ამ ქვეყანაზე საერთოდ არ ხარ, თვალებიც და აზროვნებაც ტრა*ში გაქვს, ამიტომ შენს უცოდინრობას სხვას ნუ აბრალებ. - ლილეს ღრიალი მთელ სამყაროს ესმოდა და წვიმაც მის ხმასთან ერთად უფრო ძლიერდებოდა.
ანდრია ლილესთან მივიდა. -ლილ, წამოდი სახლში შევიდეთ- ხელი გადახვია და სახლისკენ წასვლა დააპირა
- ეს ვინ ჩემი ყ*ეა? - თავს ვეღარ აკონტროლებდა დაჩი- ამას გაუშალე ფეხები?
ამის გაგონებაზე ლილე ნამდვილ მონსტრს დაემსგავსა - შე არაკააცო- გაშმაგებით მივარდა დაჩის და რაც შეეძლო, მთელი ძალით ურტყამდა- შენ რომ სულ ბო*ების გარემოცვაში ხარ ყველა ქალი ასეთი გგონია? ჯერ კიდევ ვერ გამიცანი? დაა*ვიე ჩემიი სახლიდან, შე არაადამიანო სანამ იმდენად გავგიჟდი რომ აქვე შენი სისხლი არ დავღვარე- თავის თავს არ გავდა ლილე.
ანდრია იმდენად იყო ნერვებს აყოლილი, რომ დაჩის მივარდა და მუშტი უთავაზა სახეში- ნაბი*ვარო. არც დაჩიმ არ დააყოვნა და ხელი შეუბრუნა. ხელჩართული ბრძოლა წარიმართებოდა რომ არა მათ შორის ჩამდგარი საბა: - რა გჭირთ, ნორმალურები ხართ ამის დედა ვატირე? რა ბაღის ბავშვებივით იქცევით. დაჩი, გთხოვ სახლში წადი და დამშვიდდი.
- დეედაააას შევეე*იი- ღრიალებდა დაჩი და მანქანას ხელებს უშენდა, შემდეგ ჩაჯდა და ელვის სისწრაფით მოწყდა იქაურობას.
-ღმერთო, ჩემი გული ვეღარ უძლებს, ძალა აღარ დამრჩა, ასე რატომ მტანჯავ, ამდენს გავუძელი და არ გავტყდი ახლა კი ნაწილებად ვიშლები, ამის ნახვა გსურდა?- გაჰყვიროდა ლილე, შემდეგ კი ფეხებში ძალა წაერთვა და გონება დაკარგა. ანდრიამ მისი ძლიერი მკლავებით ხელში ააფრიალა ეს უსუსური არსება და სახლში შეიყვანა - ჩემო საყვარელო, საკადრისს მიიღებს ის არაკაცი, არავის ვაპატიებ შენს ცრემლებს, შენს გვერდით ვარ, მე გყავარ ჩემო პრინცესავ, ერთად გავუძლებთ- სახეს უკოცნიდა და მაგრად იხუტებდა გულში მის სხეულს.


ნანო, საბა, ტასო და ანდრია მთელი დღე თავს დასტრიალებდნენ განადგურებულ ლილეს. რამოდენიმე საათში გონს მოვიდა, შხაპი მიიღო, რომელიც წვიმის წვეთებისავით იყო მისთვის და მაშინვე დღევანდელ დღეს ახსენებდა. 3წელი გავიდა. 3 წლის შემდეგ ჩამოვიდა და გული სტკიოდა, რომ ჯერ კიდევ ვერ გაეგო დაჩის სიმართლე და ალბათ ვერც გაიგებდა. გულს უკლავდა ის ამბავი, რომ დაჩის მასზე მცდარი წარმოდგენა ქონდა, თან ძალიან ბრაზდებოდა, რომ ანდრიაზე ასეთი წარმოდგენები შეექმნა. სასწრაფოდ გაიმშრალა თმები, ჩაიცვა და მის საყვარელ ხალხთან მივიდა.
- ტასს, საბუუ - მათთან მიიჭრა ლილე და ორივეს გადაეხვია- მაპატიეთ, სადაცაა ქორწილი გაქვთ მე კიდე ასეთი ამბები მოგიტანეთ
- სისულელეებს ნუ ამბობ ალქაჯო, ყველაზე მეტად შენი ჩამოსვლა გაგვეხარდა, ერთი ყველასიც, მთავარია შენ ხარ აქ- თბილად შეჰყურებდა ლილეს საბა
- ხო, ლილ, მიხარია რომ აქ ხარ- ტასომაც თბილად გაუღიმა და თვალით ანიშნა, რომ ოთახში ასულიყვნენ.

- ლილ, თავს როგორ გრძნობ- ცდილობდა ეთანაგრძო ლილესთვის
- იმედგაცრუებული ვარ- არც კი შეუხედავს ტასოსთვის ისე უპასუხა

- მაპატიე კარგი? ჩემი ბრალია, მე რომ არ მეთქვა არ ჩამოხვიდოდი და დაჩისაც არ შეხვდებოდი- განიცდიდა ტასო
- სისულელეებს ნუ ამბობ, ოდესმე მომიწევდა ჩამოსვლა და მასთან შეხვედრაც გარანტირებული მქონდა. თან ყველაზე სასაცილო იცი რა არის? აქაც კი ჩანს როგორ ირონიით უყურებს და როგორ ერთობა ჩემს ცხოვრებაზე სამყარო, თავიდან როგორც შევხვდი, ამდენი წლის მერეც იგივე სიტუაციაში ვნახე. ბედისწერაა ვითომ? მაგრამ ჩვენი ურთიერთობა განწირულია, ერთად ყოფნა არ გვიწერია და რომც გვეწეროს არ შემიძლია მასთან ყოფნა. ჯერ ვერ დავივიწყე გესმის? ვერც ვერასდროს დავივიწყებ, ძალიან რთულია ჩემთვის- თვალებიდან გზა გაიკვალა უფერულმა სითხემ და მის თხელ ლოყებზე ჩამოსრიალდა
- ლილ, ღმერთო როგორ მიკვდება გული ასეთს რომ გხედავ, მაგრამ ერთად გადავიტანთ, მე შენ საბა და ის ახალი ბიჭი დაიცა რა ერქვა?

- ანდრია, ეგ იდიოტი- გაეღიმა მის ხსენებაზე ლილეს

- ხო, ხო ანდრია. ისე თქვენ შორის რამე ხდება?- ეჭვნარევი ხმით ჰკითხა ტასომ

- არა, რა სისულელეა, ძალიან კარგი მეგობრები ვართ. სხვაა თვალით არასდროს შევხედავ
- ეგ შენ მაგრამ იმის გრძნობები თუ იცი? უბრალოდ უნდა დაგენახა შენს გამო რეებს არ აკეთებდა. ასე მეგონა მთელ მსოფლიოს ხელში დაიჭერდა და ყველას გადაწვავდა, მხოლოდ იმიტომ რომ დაჩი დანელიამ გაწყენინა

- არვიცი ტასს. მცდარი წარმოდგენები გაქვს ალბათ. კარგად რომ იცნობდე მიხვდები, რომ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ძალიან კარგი მეგობრები ვართ.
- კარგი, დრო ყველაფერს გვაჩვენებს. წავედი ლილ, ზეგ ქორწილში გნახავ- შუბლზე აკოცა დაქალს და ოთახიდან უნდა გასულიყო, როდესაც ლილეს კითხვამ შემობრუნება აიძულა

- ისიც იქნება?

- იქნება...


ლილე თავის ოთახში იყო, წიგნს კითხულობდა როდესაც კარზე დააკაკუნეს და ანდრიამ შემოყო თავისი თავი
- შეიძლება?
- შემოდი- ლილემ წიგნი გვერდით გადადო და ლოგინზე მისთვის ადგილი გაათავისუფლა
- ლილ, მისმინე- მისი ხელი თავის ხელში მოიქცია და რიტმულად უსვამდა ხელს- ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ, ვერ ავიტან შენს ვერც ერთ ცრემლს, თუ რა თქმა უნდა ეს სიხარულის სიცილი არ იქნება, როდესაც ჩემი გამწარებით სიამოვნებას იღებ- ჩაეცინა ანდრიას, ისევე როგორც ლილეს- არ მინდა თავს არაკომფორტულად გრძნობდე გესმის? თუ ცუდად ხარ და ვერ ჩერდები ახლავე წავიდეთ
- ან, ვაფასებ შენს ყურადღებას, მაგრამ ჩემს მეგობრებს ვჭირდები. მათ ქორწილში აუცილებლად უნდა ვიყო, რაც შეეხება დაჩის...- დაფიქრდა და უცებ გიჟივით ტაში შემოჰკრა
- რა ხდება? ახლა რაღა მოიფიქრე?- უცნაურად შეჰყურებდა ანდრია ლილეს
- დაჩი ყოველ წამს მიმეორებს რომ მიზეზი თუ რატომ მივატოვე ისაა რომ ვიღაც ბიჭს ფეხები გავუშალე. ეს ბიჭი კიდევ შენ გონიხარ...
- ლილე, ის არ მითხრა რასაც ვფიქრობ
- ანდრია, მე და შენ წყვილი უნდა გავხდეთ. ვითომ წყვილი... დაჩის ჭკუა უნდა ვასწავლო და საკადრისი პასუხი გავცე
- არ გიფიქრია იმაზე რომ სიმართლე უთხრა?
- არა, არ შემიძლია, არ დამიჯერებს
- ლილე მე იმ ნაბი... მე იმ არაკაც მამამისს პასუხს მოვთხოვ გესმის? ყველაფრისთვის- ძარღვები დაეჭიმა და სულ გაწითლდა
- ანდრია, დამშვიდდი, მთავარია ახლა ყველაფერი კარგადაა- თბილად გადაეხვია მის მეგობარს- გინდა დღეს აქ დაიძინო?
- ალქაჯი უფლებას მაძლევს მასთან დავიძინო?
- მხოლოდ დღეს- საჩვენებელი თითი აუწია ლილემ
- კარგი, მხოლოდ დღეს- ლილე ზურგით მიიკრო, ძლიერად შემოხვია მკლავები და ასე სულ მალე ჩაეძინათ.


ქორწილის დღე.
- საბუუ, ძალიან ვნერვიულობ, ახლა გული წამივაა- ემოციებში იყო ტასო
- კარგი რა პუტკუუ, რა გჭირს ტო, შვილს ხოარ მიჩენ არა? ვქორწინდებით
- აუ რა იდიოტი ხარ- ბალიში გაუქანა საბას
- ღმერთო, როგორი ბავშვური ხარ- სიცილით მიუახლოვდა ტასოს, შუბლზე აკოცა და მაგრად ჩაიკრა გულში- ახლა კი წადი, მეც უნდა მოვემზადო.
ტასომ როგორც კი ოთახი დატოვა საბამ ტელეფონი აიღო და დაჩის დაურეკა.
- დაჩი, ძმა როგორ ხარ?
- როგორ უნდა ვიყო? ამ დაბინძურებულ სამყაროში როგორღაც ვაგრძელებ ცხოვრებას- გაეღიმა დაჩის
- მოკლედ, დღეს გელოდები ხომ იცი. უარი არ მიიღება
- საბა არ შე...
- ტყუილად მელაპარაკები ხოიცი თუ არ მოხვალ საკუთარ ქორწილში ცოლს მივატოვებ და შენს მოსაყვანად გამოვიქცევი
- კაი ტოო, გეი ხარ და გვიმალავ?- გამხიარულდა დაჩი
- ხო დააჩ, დიდი ხანია მინდოდა მეთქვა და ახლა ხელსაყრელი დროა- ხუმრობაში აყვა საბა
- კაი ა, მართლა გეი მეგონები ახლაა
- კაი, მოკლედ 1საათში მზად იყავი, გელოდები
- მოიცადე, ისიც იქნება?
- იქნება...


- ანდრიაააა- მთელ სახლში კიოდა ლილე- სად დაიკარგა ეს ბიჭი?
- აბაზანაში ვარ, გოგო რას აწიე ჰაერში ეს სახლი- გამოჰყვირა ანდრიამ
- მალე, ჩემს ოთახში შემოდი მერე უნდა ჩავიცვათ და წავიდეეეთ
ლილე თავის ოთახში შევიდა, შავი, მოტკეცილი კაბა გამოიღო, ზურგზე ამოჭრილი რომელიც თავის სხეულს კიდევ უფრო მიმზიდველს გამოაჩენდა, სარაფანი გაიძრო და საცვლების ამარამ დაიწყო ოთახში სიარული
- მოვედი, შენ ხო ადამიანს არ დაა...- სიტყვები გაუწყდა ლილეს დანახვაზე ანდრიას
- ჯანდაბაა, იქნებ დაკაკუნება ისწავლოო? - ხელში რაც მოხვდა ის გაუქანა ანდრიას
- მოიცა საცვლებით შენ დატანტალებ ოთახში და თან მე მეძახი... ოჰოო ნუთუ ამისთვის დამიძახე, არაა პრობლემა- მისკენ დაიძრა ანდრია
- აბა გაბედე და ახლოს მოდი
- კარგი, ვხუმრობ ადამიანო- იცინოდა ანდრია და თან ლოყებზე ფოსოები უჩნდებოდა, რომელიც კიდევ უფრო საყვარელს და მიმზიდველს ხდიდა
- ისე რომ არა დეიდაჩემი, ალბათ ვიფიქრებდი შენთან ურთიერთობაზე- ხმით გაიცინა ლილემ და ანდრიას დაეჯღანა
- მადლობა დეიდას, რომ შენგან მიხსნა
- ანდრია, ღმერთს მადლობა გადაუხადე რომ ახლა შენთვის არ მცალია- შეუღრინა ლილემ, კაბა ტანზე მოირგო და სარკეში აკვირდებოდა საკუთარ თავს
- იდეალურად გამოიყურები- უკნიდან მოეხვია ანდრია და ლოყაზე აკოცა
- მადლობა შეყვარებულო- თვალი ჩაუკრა ლილემ-შენც არაჩვეულებრივად გამოიყურები
- ხოო, მთელ თბილისს შეშურდება ჩვენი წყვილის- ლოყაზე უკბინა ლილეს და ოთახიდან გავიდა


ქორწილში უამრავი ადამიანი მოგროვდა. ადგილები გადაჭედილი იყო. მეფე და პატარძალი ულამაზესად გამოიყურებოდნენ. ცერემონიაც ჩატარდა და ამ დღიდან სამუდამოდ უკავშირებდნენ ერთმანეთს ცხოვრებას საბა ბარათაშვილი და ტასო ჭავჭავაძე.ძალიან კარგად მიმდინარეობდა ქორწილი. დაჩიმ ყოყმანის შემდეგ მაინც გადაწყვიტა წასვლა, საბასთან და ტასოსთან მივიდა, გაბედნიერება მიულოცა და მაგიდას მიუჯდა.


- ღმერთო ისიც იქ ზის ხედავ?- ნერვიულობამ აიტანა ლილე
- დამშვიდდი გოგო რა გჭირს კაცს ხოარ კლავ- ცდილობდა დაემშვიდებინა - თავი ხელში აიყვანენ, დროა შევიდეთ

კარები გაიღო და დარბაზში წყვილი შემოვიდა. მხოლოდ მათ იცოდნენ ამ ტყუილის ამბავი თორემ იმდენად ბუნებრივები იყვნენ, რომ ვერავინ შეიტანდა მათ ურთიერთობაში ეჭვს.
დაჩის მათი დანახვისას სისხლი გაეყინა და ძლივს გააკონტროლა საკუთარი თავი. დაინახა როგორ მოდიოდნენ ლილე და ანდრია, ანდრიას კი წელზე ხელი ჰქონდა შემოხვეული და მჭიდროდ ჰყავდა ზედ მიკრული, ერთმანეთს დროდადრო გადახედავდნენ და თბილად უღიმოდნენ.
- ხალხს ატყუებთ, მაგრამ მე ვერ მომატყუებ ლილე დიდებულიძე- თავისთვის ფიქრობდა დაჩი დანელია
- ქალბატონო შეყვარებულო, ხომ არ გვეცეკვა- ყურში ჩასჩურჩულა ანდრიამ
- სიამოვნებით - თავი დაუკრა ლილემ და მის ხელს თავისი დაადო

ხალხი სიამოვნებით შეჰყურებდა ამ წყვილს, რომლებიც ძალიან მოხდენილად ცეკვავდნენ.
- შენი აზრით დაიჯერა?- გადაუჩურჩულა ლილემ
- არ ვიცი, ამას დრო მიგვახვედრებს- უპასუხა ანდრიამ და უფრო ახლოს მიიკრა ლილე
- ჯანდაბა, რას აკეთებ, გაგეფრთხილებინე მაინც- გაეცინა ლილეს
- მოულოდნელობა ქმნის ზუსტად იმ ბუნებრივ ეფექტს და ხიბლს, რომ ყველაფერი უფრო დამაჯერებელი იყოს ჩემო ალქაჯო- თქვა ეს და ნაზი კოცნა დაუტოვა ყელზე
- ლილეს, გააჟრჟოლა, მაგრამ ვერ ხვდებოდა ბრაზდებოდა თუ სიამოვნებდა ანდრიას ამდაგვარი ქცევა
- ანდრია... - ხმას ვეღარ იღებდა ლილე
- ლილე, ახლა რასაც გავაკეთებ არ მოგეწონება, მაგრამ დაჩი გვიყურებს და იძულებული ვარ
- რა? რის გაკეთებას აპი..- სიტყვები ხორხშივე ჩაუტოვა ანდრიამ ლილეს, მის ბააგებს გაშმაგებით დააცხრა და მის ტუჩებთან გაეღიმა
- ანდრია, ოხ ხალხი არ იყოს ახლა აქ მე შენ განახებდი...- მუშტი მოუღერა ლილემ, მაგრამ ირგვლივ მიმოიხედა და გააცნობიერა რომ აქ ვერაფერს გახდებოდა. მხოლოდ ის მოახერხა რომ ცეკვის დროს ბევრჯერ ძალიან მწარედ დააბიჯა ფეხი ანდრიას და ვითომც არაფერი მომხდარა ისე აგრძელებდა ცეკვას.

- დედას შევე*ი- შეიკურთხა დაჩიმ, როდესაც დაინახა რომ მის საყვარელ ქალს, ვიღაც უცხო მამაკაცი კოცნიდა- ჭიქა, რომელიც ხელში ეჭირა ვერც გააცნობიერა ისე შემოეფშხვნა ზედ, ვერც სისხლმა მიიქცია მისი ყურადღება, ბრაზს ისე იყო აყოლილი, დანა რომ დაგერტყა ვერც იგრძნობდა. მაგიდიდან ადგა და ბედნიერ წყვილთან მიიჭრა
ლილე დაჩის დანახვაზე დაფრთხა და კანკალმა აიტანა
- ჩემ ქალს ხელები მოაშორე შე ნაბი*ვარო- დაიღრიალა დაჩიმ და მისი მოქნეული თავი პირდაპირ სახეში უთავაზა ანდრიას.
- შენ ქალს?- გაეცინა ანდრიას და ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა- როდიდან გახდა შენი ქალი? ქორწილიდან რომ გაგექცა? დღემდე რომ არიცი ამის მიზეზი ის ხდის მას შენ ქალად? არაკაცივით რომ იქცევი და იმის ც არ გაქვს რომ მიზეზი გაარკვიო ამიტომ არის ის შენი ქალი?- იღრიალა ანდრიამ და დაჩის მიეჭრა- შენს დედას შევე*ი დაჩი დანელია- ნორმალური ადამიანი მეგონე, რამ გამოგა*ლევა ამის დედა ვატირე, თვალები გაახილე შე ნაბი*ვარო და დაინახავ რაც ხდება ამ ქვეყანაზე- ფეხზე წამოდგა ანდრია და ლილეს ხელი მოკიდა რათა მასთან ერთად დაეტოვებინა დარბაზი
- ლილე, არ წახვიდე- დაჩის ხელმა შეაჩერა ანერვიულებული ლილე
- დაჩი დანელია, შენ მაშინ აგარაკზე დამტოვე, არაფერი მაკავებს აქ დასარჩენად- ხელი გაითავისუფლა ლილემ და ანდრიას უკან გაჰყვა.


ანდრიამ და ლილემ დარბაზი დატოვეს, სანამ წავიდოდნენ საბას და ტასოს ბოდიში მოუხადეს არეულობისთვის.

-დედას შევე*ი- იკურთხებოდა დაჩი, სისხლებს იწმენდდა და თან ყურში სულ ლილეს სიტყვები ჩაესმოდა - " შენ იქ აგარაკზე დამტოვე"- რა მოხდა იმ დღეს აგარაკზე?სულ აფიქრებდა ის ფაქტი რომ ლილე სრულიად შეცვლილი დახვდა როდესაც მაღაზიიდან დაბრუნდა. ტელეფონი ამოიღო და თავის დაცვის თანამშრომელს დაურეკა
- ალო, ნიკა აგარაკზე ჩვენ სათვალთვალო კამერები ხომ გვაქვს?
- კი, უფროსო რამე ხდება?
- 3წლის წინანდელი ჩანაწერის პოვნას შეძლებ?
-ყველანაირად ვეცდები და გადმოგირეკავთ.
მთელი ღამე არ ეძინა დანელიას, მოუთმენლად ელოდებოდა ნიკას ზარს.


-ანდრია ახლავე ადგილზე გაჩერდი თუ არ გინდა რომ დეიდამ სახლის წინ შენი გვამი იპოვოს! - მკაცრი იყო ლილეს ხმა
- როცა ბრაზდები და მემუქრები კიდევ უფრო სექსუალური ხარ- ლილეს მიუახლოვდა და ტუჩები გაილოკა
ლილეს წამიერად სუნთქვა შეეკრა, მაგრამ მალევე გამოფხიზლდა.

- ანდრია ასე რატომ მოიქეცი?
- რას გულისხმობ? - ცალყბად ჩაეღიმა ანდრიას
- რატომ მაკოცე?
-დავიჯერო უარყოფ იმას რომ მოგეწონა?- ახლოს მიიზიდა ლილე და ყელზე თითები ჩაუსრიალა
- ანდრია... - სიტყვებს თავს ვერ უყრიდა ლილე
ანდრიამ სწრაფად ააფრიალა ლილეს სხეული, გაშმაგებით უკოცნიდა სახებს, შემდეგ მის ბაგეებს დაეწაფა, კბილებით ჩააფრინა ქვედა ტუჩს, ლილეს კი კვნესა აღმოხდა.
-ანდრია... გაჩე..- სიტყვები უკანვე დაუბრუნა ანდრიამ და კიდევ უფრო გაშმაგებით დააცხრა მის ტუჩებს, კაბა სანახევროდ გახდილი ქონდა როდესაც მისხმა ხელებმა შეაჩერა
- ანდრია, გთხოვ არ გინდა. არასწორად ვიქცევით- სინანულით სავსე თვალები შეანათა ანდრიას
-მაინც გიყვარს ის არაკაცი არა? - ჩაეცინა ანდრიას- ასე მოგექცა და მაინც გიყვარს
-ანდრია... ხომ იცი რომ შენც მიყვარხარ
- მაგრამ არა ისე როგორც მე... ლილე იმდენად მიყვარხარ რომ მზად ვარ შენი თავი სხვა კაცს დავუთმო, მაგრამ ყოველთვის ვიქნები შენი მეგობარი და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები
-მადლობა, ასეთი კარგი რომ ხარ- ხელი მხარზე გაუხახუნა ლილემ
- და იქნებ ისეთი კარგი არ ვარ როგორიც გგონივარ?- ანდრია ლილეს მიუახლოვდა, სახეზე აფრქვევდა ცხელ ჰაერს, შემდეგ ყელზე ნაზად აკოცა- ხო, რაც შეეხება სურვილს, ეს დღე არასდროს დაივიწყო- ცხვირზე თითი ჩამოჰკრა და ოთახიდან გავიდა.
- ჯანდაბა, ანდრია ჯანდაბაა- ლოგინზე მოწყვეტით გადაეშვა და ჩუმად კიოდა


დაჩი თავის თავს აღარ გავდა. ყველაფერზე იყო წამსვლელი, მაინც გაარკვევდა რა მოხდა იმ დღეს აგარაკზე. ტელეფონი აიღო და საბას დაურეკა
- საბა, ძმაო კიდევ ერთხელ ბოდიში იმ დღისთვის. ახლარატომ დაგირეკე. იმ დღის მომსწრე შენც იყავი, ლილემ რომ ქორწილის დღეს მიმატოვა. წინა დღეს აგარაკზე ვიყავით და ვფიქრობ რომ იქ რაღაც მოხდა, რაღაც ძალიან ცუდი რამაც ლილე აიძულა წასულიყო
- რაღაცამ ან ვიღაცამ - წამოსცდა საბას
-რაა?
არაფერი, უბრალოდ ვივარაუდე ხომ შეიძლება ვინმეს ბრალი იყოს - თავის თავს ლანძღავდა გონებაში საბა
- საბა იმედი მაქვს რამეს არ მიმალავ
- არა საიდან მოიტანე ძმაო
-კარგი ვთიშავ, შეხვედრამდე


რამოდენიმე საათში დაჩის ტელეფონმა ბზუილით აიკლო სახლი

- ხო ნიკა, რამე გაარკვიე?
- დაჩი, ჩანაწერები ვნახე მაგრამ იმ დღის შესახებ ყველაფერი წაშლილია, მხოლოდ ერთი ვიდეო ამოვქექე, შენი წასვლის შემდეგ შავი ბუგატი მივიდა შენს აგარაკზე, მაგრამ ამის შემდეგ ჩანაწერები ქრება და სამწუხაროდ არ ვიცი ვინ იყო. თუ გინდა გაგირკვევ
- არა ნიკა.მადლობა ძმაო
ელდანაცემივით წამოხტა სავარძლიდან
- მამა... რა ჯანდაბას აკეთებდი იქ,რა გინდოდა იმ წყეულ აგარაკზე- გმინავდა დაჩი, შემდეგ მოსასხამი აიღო და მამამისთან წავიდა


ბატონი ზურა თავის კაბინეტში იმყოფებოდა, აგარაკზე მომხდარის ვიდეოს უყურებდა და სიმწრისგან სულ წითლდებოდა, რადგან ლილე აქ აღარ იყო. უცებ ტელეფონზე ვიღაცამ დაურეკა
- ლილე დიდებულიძე საქართველოშია
- რაა? - სიხარულით უბრწყინავდა თვალები- ეს რაკარგი ამბავი მითხარი ბიჭო- ემოციებს ვერ მალავდა ზურა- ახლა სად არის?
-პარკში
-კარგი მანქანა გაამზადეთ და ბიჭებიც მოიყვანე 10წუთში ადგილზე ვიქნები- პიჯაკი აიღო და კაბინეტი დატოვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რამის შენახვა დაავიწყდა.


დაჩიმ სწრაფად აირბინა კიბეები, კაბინეტში შესულს მამამისი იქ არ დახვდა
- ამის დედაც, სად ხარ მამა ჯანდაბა- აქეთ იქით მოუსვენრად დადიოდა როდესაც მაგიდაზე კასეტა შეამჩნია- ამას აქ რა უნდა? ეუცნაურა რადგან მამამისი არასდროს იყენებდა კასეტას
- კარგი მამა იმედია აქ რამე ცუდს არ ვიპოვი- კასეტა ჩართო და სავარძელში მოკალათა. ფირი ჩაირთო... დაჩი გაშეშებული იჯდა რამოდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ვულკანივით იფეთქა.
- ზუურააა, მოგკლააავ შეე არაკაცოოო, აქაურობას გადავწვაავ შენს დედას შევე*ი- ცხოველს გავდა, გააფთრებულ ცხოველს რომელსაც შვილი თვალწინ მოუკლეს და მზად იყო ყელი გამოეღადრა მკვლელისთვის. თავი ხელებში ჩარგო და სიმწრისგან იცინოდა.
- ღმერთო ლილე, რისი გადატანა გიწევდა და მე მარტო დაგტოვე. სასწრაფოდ ტელეფონი ამოიღო და ლილეს დაურეკა
-მიპასუხე, მიპასუხე- ნერვიულობდა დაჩი
- გისმენთ- გაისმა ლილეს ხმა
- ჯანდაბა, ლილუ სად ხარ? უნდა ვილაპარაკოთ, გთხოვ მითხარი
-პარკში ვსეირნობ დაჩი რა ხდე...- ვეღარ აგრძელებდა ლაპარაკს- ღმერთო...
- ლილე რა ხდება? კარგად ხარ - გიჟივით გააჭრა გარეთ და უკანმოუხედავად გარბოდა
ლილეს ტელეფონი გაუვარდა და მის წინ მდგომ ზურას გაშტერებული შეჰყურებდა
- გამარჯობა საყვარელო ლილე- გაეცინა ზურას
ეს ხმა, ეს ირონიული ხმა და სახე, როგორ სძულდა ლილეს, ადამიანი რომელმაც ცხოვრება სამუდამოდ გაუნადგურა.


დაჩი გიჟივით გარბოდა, გარბოდა ლილესთან. სასწრაფოდ მიიჭრა ლილეს სახლში და კარები ლამის ჩამოიღო.
რა ხდება ომი დაიწყო? შენ? რა გინდა აქ შე არაკაცო- აფეთქდა ანდრია
- ახლა აქ არ გინდათ- ჩაერია საბა
- ამის დედა ვატირე, დროზე წამომყევით, ლილე საფრთხეშია უნდა ვუშველო.
- რა საფრთხეზე საუბრობ?
- აამის დედას შევე*ი ყველაფერი ვიცი. მამაჩემს დედას მოვუ**ნავ, ყელს გამოვღადრი და საკუთარ სისხლს დავალევინებ ახლა კი გამოადგით ფეხი- იღრიალა დაჩიმ.


- ხელი არ დამაკაროთ- ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა ლილეს
- ახლა უფრო ლამაზი ხარ. არა მაშინაც ლამაზი იყავი მაგრამ ახლა უფრო გაიზარდე, უფრო სექსუალური ხარ, ბიუსჰაილტერი ისევ არ გაცვია არა?- ბატონი ზურა ლილეს მიუახლოვდა და მკერდზე ხელი მოუჭირა
- გაწიეთ თქვენი ბინძური ხელები- სახეში შეაფურთხა ლილემ და რაც ძალა ქონდა სილა გააწნა
- უხეში თამაშები მოგწონს არა? კარგი ეს შენი არჩევანია- თმებში წვდა ქალს და სახით კედელს ააკრო- ყოველთვის მომწონდა შენი სურნელი.
ლილე იბრძოდა, მთელი სხეულით. ამ ბრძოლიდანაც წაგებული რომ გამოსულიყო საბოლოოდ დაკარგავდა საკუთარ თავს. კიოდა, შველას ითხოვდა, არ კარგავდა ბრძოლის უნარს მაგრამ კაცებით გარშემორტყმულს რა უნდა გაეკეთებინა.
ზურა კი ზურგზე მჭიდროდ ეკვროდა და ყელზე კოცნიდა, შემდეგ მისკენ შემოაბრუნდა, ხელი ფეხზე აუსრიალა და ასე ადიოდა უფრო მაღლა და მაღლა
- იმედია საცვალი მაინც გაცვია,მიყვარს როცა მათ ჩემი ხელით ვხდი ქალს- ენა გაილოკა ზურამ
- ჯანდაბაშიც წასულხარ არაკაცო- ისევ შეაფურთხა ლილემ
- ზღვარს გადახვედი კახ*ა- ხელი ძლიერად მოუქნია, სახეში გაარტყა და მის წინ მოწყვეტით დაეცა ლილე.
- მამაა, კიდევ ხელს თუ დააკარებ საკუთარ თავს თავად გახმარინებ, შე ნაბი*ვარო- მხეცივით მივარდა მამამისს- როგორ გაბედე და ჩემს ქალს როგორ შეეხე? თანაც უკვე მეორედ. მოგკლავ, სანამ ბოლო წვეთი სისხლი არ დაგეღვრება იქამდე გცემ- გიჟივით ურტყამდა მუშტებს მამამისს, დაუნდობლად სცემდა, არავისი არ ესმოდა, მაგრამ მისმა გონებამ მხოლოდ ერთ ადამიანს მისცა მასში შეღწევის უფლება
- დაჩი, შემოგაკვდება, გთხოვ გაჩერდი- ფეხზე ძლივს იდგა ლილე
იქითა მხარეს კი საბა და ანდრია ზურას ბიჭებს უსწორდებოდნენ.
დაჩიმ როგორც იქნა თავი ხელში აიყვანა და სასწრაფოდ გულისწასვლის პირასმყოფ ლილესთან მიირბინა
- ჩემო ლამაზო, ჩემო ცხოვრება, მაპატიე, ღმერთო მაპატიე რომ ვერ დაგიცავი, ვერ გავიგე რა გიჭირდა, ვიცი რომ არ ვიმსახურებ მაგრამ მაპატიე გთხოვ- ლამის ატირდა დაჩი და ლილეს სახის თითოეული ნააწილი დაუკოცნა
- დაჩი შენ ხომ ახლა აქ ხარ, ჩემთან ხარ, მოხვედი- გაუღიმა და გონება დაკარგა

უმალვე ააფრიალა ლილეს სხეული და მანქანაში მოათავსა.
- ნაბი*ვარი მამაჩემი განყოფილებაში წაათრიეთ და უფროსს უთხარით რომ დაჩის სურს უმძიმესი ხერხებით აწამონ, მეც მალე მოვალ- შეუთვალა საბას და ანდრიას და სასწრაფოდ სახლისაკენ აიღო გეზი.


ლილე გონს ნაცნობ სახლში მოვიდა, მაგრამ მიხვდა რომ ეს მისი სახლი არ იყო. ფეხზე წამოდგა და აბაზანის კარი გააღო როდესაც მხოლოდ პირსახოცის ამარა, თითქმის შიშველი დაჩი დაინახა
- ჯანდაბა- წამოიკივლა ლილემ- მაპატიე არ ვიცოდი აქ თუ იყავი- გასვლა დააპირა როდესაც გაღებული კარი ცხვირწინმიუხურა დაჩიმ
ლილე დიდიხანია მასთან ასე ახლოს აღარ ყოფილა. ძალიან დიდი ხანი იყო გასული. გული ისე ძლიერ უცემდა ეგონა საგულედან ამოუვარდებოდა და აღარმიეცემოდა შანსი დაჩის ნახვის.
- მინდა რომ აქ იყო- ამოიჩურჩულა დაჩიმ მის ტუჩებთან- გპირდები დღეიდან ყველაფერი კარგად იქნება- ხელში ააფრიალა ლილე და მაგიდაზე შემოსვა
- გაიხადე- ბრძანების ტონმა გაიჟღერა
ლილე პატარა ბავშვივით დაემორჩილა, დაჩის კი მის ასეთ ქცევაზე გაეღიმა.
მადისამღძვრელად გამოიყურებოდა ლილე
- ისევ ისეთი სექსუალური ხარ- ტუჩები გაილოკა დაჩიმ და ლილეს ტუჩებს დააცხრა.
ლილე ბედნიერებისგან დაფრინავდა, თურმე როგორ მონატრებია მისი შეხება, მისი კოცნა, მასთან დროის გატარება.
კოცნაში აყვა ლილე და ამაზე კიდევ უფრო გადაირია დაჩი.
ზედ შემოისვა ლილე და საძინებლისაკენ აიღო გეზი.
რითმულად დაასრიალებდა ხელებს ლილეს სხეულზე და ნაზ და თბილ კოცნებს უტოვებდა.
- ჯობს ეგ პირსახოცი მოიშორო- გაეცინა ლილეს
- კარგი, პატარავ როგორც ჩანს ვეღარ ითმენ- პირსახოცი კუთხეში მოისროლა და ლილეს ზემოდან მოექცა.
იმ ღამეს ბატონი ზურა გონების დაკარგვამდე სცემეს. მეორე დღეს ლილემ მიაკითხა
- გამარჯობა ზურა
- ლილე? ლილე მოხვედი?- საკნიდან გამოძრომას ლამობდა ზურა
- მოვედი, მოვედი შე არაკაცო
- ლილე გთხოვ არ წახვიდე, დამეხმარე, აქ ვერ გავჩერდები-ემუდარებოდა ზურა
- ზურა, გახსოვს 3 წლის წინ რა გითხარი?- გაეცინა ლილეს- ის მშიშარა და უსუსური გოგო აღარ ვარ ვისზეც იძალადე. შენი აღარ მეშინია. დაე დალპი ამ საკანში... ციხეც კი ზედმეტი ფუფუნებაა შენნაირი ადამიანისთვის- ზიზღით შეხედა ლილემ და ზურა მარტო დატოვა
მეორე დღეს კი ზურამ თავი ჩამოიხრჩო...

დაჩი და ლილე აღუწერელ ბედნიერებას განიცდიდნენ, რადგან ისევ ერთად იყვნენ.
ლილე დაჩის მიაშტერდა და თვალს აღარ აშორებდა.
-რა ხდება? ასე მოგენატრე?- გაეცინა დაჩის
- დაჩი დანელია, ჩემი სასჯელი ხარ, ნამდვილად ჩემი სასჯელი
- ხო, ლილე დიდებულიძე თან ძალიან სასიამოვნო სასჯელი- მის ბაგეებს დააცხრა და ისევ ვნების მორევში გადაეშვა ორივე.

იმ ღამეს ორი ადამიანი ისევ შეხვდა ერთმანეთს, მათი სულები ერთმანეთს გადაეჯაჭვა ახლა უკვე სამუდამოდ. იმ ღამეს სამყარო ისევ ერთი მთლიანი გახდა, იმ ღამეს ყველა ტიროდა, ბედნიერებისგან ტიროდა. იმ ღამეს ამ დაბინძურებულ და დამძიმებულ სამყაროში ხალხი ბედნიერი იყო.

დასასრული



მოგესალმებით მეგობრებო <3 დავასრულე ჩემი ისტორია. ძალიან გთხოვთ გამიზიარეთ თქვენი აზრი რათა სტიმული მომეცეს და ახალი ისტორიით დაგიბრუნდეთ.
შეხვედრამდე (:



№1  offline წევრი Takk.22

არვიცი მსგავსი რამე შეიძლება მართლა ც მოხდეს რეალურ ცხოვრებაში მაგრამ ამაზრზენი იყო

 


№2  offline წევრი LITTL3LON3LYSOUL

Takk.22
არვიცი მსგავსი რამე შეიძლება მართლა ც მოხდეს რეალურ ცხოვრებაში მაგრამ ამაზრზენი იყო

რა იყო ამაზრზენი? (:

 


№3 სტუმარი სტუმარი ანჩო

ძალიან აბუქებ შიგადაშიგ მომენტებს ეცადე მეტი თავისუფლება მისცე ტექსტს ????მთლიანობაში კაიიყო

 


№4  offline წევრი LITTL3LON3LYSOUL

სტუმარი ანჩო
ძალიან აბუქებ შიგადაშიგ მომენტებს ეცადე მეტი თავისუფლება მისცე ტექსტს ????მთლიანობაში კაიიყო

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent