შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ირონია (თავი 6)


24-01-2020, 02:44
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 10 282

ჩემი ცხოვრება ძალიან მოკლე დროში სრულიად შეიცვალა, სრულიად განსხვავებულ განზომილებაში აღმოვჩნდი, სადაც მხოლოდ სიხარული და ბედნიერება იყო, სანამ ისედაც მუდმივად ბრძოლაში მყოფი კვლავ კიდევ ერთ იმედგაცრუებას არ შევეჯახე...


რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ დავრჩით ბაკურიანში და თითოეული დღე ერთმანეთზე უკეთესი იყო, მითხარით რა უნდა ჯობდეს საყვარელი ადამიანების გარემოში ყოფნას? ჩემი და ალექსანდრეს ერთად ყოფნა ‘’გაოფიციალურდა’’, რასაც ყველას დადებითი რეაქცია მოჰყვა...
ლიზა და ვატო ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები, მიუხედავად იმისა, რომ ვატო ლიზას კაპრიზებს მოთმინებით ხვდებოდა, ვიცოდი ერთხელაც ყელში ამოუვიდოდა ყველაფერი და მათი სიყვარულის ‘’გაოფიციალურებაც’’ ასე შედგებოდა...
სამეგობროში ჯერჯერობითი მეტი შეყვარებული წყვილი არ გვყავდა, მხოლოდ და მხოლოდ ჯერჯერობით, თორემ ჩემს თვალებს რამე გამოეპარებოდა? ხო ეს მოგვიანებით....
თბილისში დაბრუნებისთანავე მე, ნინი და ლიზა ფინალური გამოცდებისთვის მეცადინეობას შევუდექით, ბიჭებიც არანაკლებ დაკავებულები იყვნენ სამსახურის გამო, ამიტომ, როგორც კი მოვიცლიდით დროს არ ვკარგავდით ერთმანეთი, რომ გვენახა. ყველაფერი ისე კარგად მიმდინარეობდა, რომ საშიშიც კი იყო, ვაიდა რამე ცუდი არ მოხდესო, ეს, რომ გავიფიქრე, მას შემდეგ, მუდამ აკვიატებული ფიქრი დამდევს, რომ რაღაც ცუდს გავიგებ... ვცდილობდი, მხოლოდ დღევანდელ დღეზე გადამეტანა ყურადღება და თითოეული წამით მეცხოვრა, მაგრამ ღამე ძილის წინ მაინც საიდანღაც შემომიტევდა შიში იმისა, რომ ალექსანდრეს დავკარგავდი... რამდენიმე დღის შემდეგ, კი თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ეს ყველაფერი წარსულის ბრალი იყო და იმ ალექსანდრესი, რომელიც გულს მტკენდა, მაგრამ უკუვაგდე წარსული და მთელი გულით აწმყოზე გადმოვერთე...

-სიხარულო, როგორ ხარ? -წიგნებიდან თავამოყოფილმა ალექსანდრეს ვუპასუხე
-ძალიან დაღლილი ვარ
-ისევ მეცადინეობ?
-რა თქმა უნდა
-ჩემთვის რამდენიმე წუთი არ გცალია?
-როგორ არა... რახდება? -მისმა სერიოზულმა საუბარმა ცოტა ამაღელვა
-შენს სახლთან ვარ და რომ ამოვიდე რაიმე პრობლემა იქნება?
-აუ ალექსანდრე შემაშინეე... რა თქმა უნდა ამოდიი, მარტო ვაარ
მის ლოდინში ალბათ მეგონა, რომ რამდენიმე საათი გავიდა, ფანჯრიდან გავიხედე და იქ არ იყო, როგორც ჩანს ამოდის უკვე...
-როგორც იქნა -თხელი მაისურით, არეულად შეკრული თმით და ორი ზომით დიდი სპორტული შარვლით კართან მდგომი მისკენ წავედი
-როგორ მომენატრეე
-მეეც ძალიაან -მასზე ჩახუტებულმა ლოყაზე ვაკოცე და სახლში შევიპატიჟე
-აბა, როგორ ხარ?
-როდის მოვრჩები გამოცდებს ერთი სული მაქვს -დაღლილმა ამოვილაპარაკე და ჩაიდანი გაზზე დავდგი -შენ როგორ ხარ?
-მნიშვნელოვანი კვირაა, დიდ ენერგიასაც საჭიროებს და დღეს ამიტომ გადავწყვიტე შენი მონახულებაა
-ძალიან კარგი, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის -ფინჯნებში ცხელი წყალი ჩავასხი და ყავით სავსე ჭიქა მაგიდაზე დავდე
-მარტო ხარ? -ცოტხნის შემდეგ სერიოზული ხმით გააგრძელა საუბარი
-კი, რამოხდა -დაბნეულმა შევხედე
-შენს მშობლებს ჩვენს შესახებ არ ეტყვი?
-ვეტყვი, რა თქმა უნდა
-და როდის აპირებ თქმას?
-ჯერ არ ვიცი, მაგრამ ძალიან მალე
-კარგი იმედია ძალიან არ გაწელავ დროს
-ასე რატომ ჩქარობ?
-უბრალოდ, არ მინდა რაიმე როდესაც ერთად მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით სადმე ერთად პრობლემა შეგექმნას... თუ გინდა მეც შენთან ერთად ვიქნები და ერთად ვუთხრათ დარწმუნებული ვარ, ჩემთან გასაუბრებას მამაშენი მაინც მოისურვებს
-მოდი ჯერ მარტო მე ვეტყვი და მოგვიანებით გამოთქვამს თუ არა სურვილს მაინც გავაცნობ შენს თავს, როგორც ჩემი შეყვარებულიკარგი?
-კარგი... მიყვარხარ -გვერდზე მჯდომს ხელი მომხვია და მეც მის მკერდს მივეკარი, ისევ ეს ჩემი საყვარელი სურნელი, ასემგონია, სულ რომ ვერასდროს ვეღარ ვნახო ალექსანდრე ეს სურნელი მაინც სულ გამყვება და მემახსოვრება

ერთ საათში ალექსანდრე გავაცილე, სავარუდოდ, ერთი კვირა ვეღარ ვნახავ და უკვე წინასწარ გამიფუჭდა ხასიათი, მაგრამ ასე უფრო შევძლებდი მეცადინეობაზე ყურადღების გადატანას. საღამოს ჩემს მშობლებთან ერთად ვიყავი, ჯერ არ ვიყავი მზად, რომ ალექსანდრეს შესახებ მეთქვა, ამიტომ მშვიდად განვაგრძე მათთან ერთად ტელევიზორის ყურება და შემდეგ, საუბარი...
-თაკა, ამ ბოლო დროს საერთოდ ვერ გაქცეთ ყურადღებას, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აგვიტანოო, რადგან შენი მარტო დატოვება გვიწევს -სიცილით მეუბნება მამა და დედასაც იყოლიებს.
-დედაა, მამააა რახდებაა? -მათ შემხედვარეს მეც უმიზეზოდ მიტყდება სიცილი
-დედაშენი საფრანგეთში მიმყავს, თავის ოცნებას პარიზს აისრულებს
-რაა? -მე და დედა ერთდროულად ვეკითხებით მამას
-კი, მაგრამ შენ ხომ მითხარი, რომ ბათუმში მივდიოდით შენი სამსახურის გამო? -პირველი დედა იღებს ხმას და გაკვირვებული მამას პასუხს ელოდება
-არა ჩემო საყვარელო ცოლო -ფეხზე დგება და დედას უახლოვდება -ეგ მხოლოდ ხუმრობა იყო, მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებენა და ჩვენც პარიზში მივდივართ
-ღმერთო ჩემო.. დათო, არმჯერაა, მეხუმრები ხომ? -სიხარულისგან ტირილის პირას მყოფი დედაჩემი მამას ეხვევა, მე კი უბედნიერესი თვალებით ვუყურებ და ვოცნებობ ალექსანდრეც ასეთი ბედნიერების მომტანი იყოს ჩემთვის... იმ ბედნიერების, რომელიც თავად იქნება.

-ცოტა ადრე მაინც ეთქვა რა, ახლა რაუნდა მოვასწრო -მაკასთან ერთად ოთახში ვარ უკვე 1 საათი და იმაზე წუწუნებს თუ როგორ უნდა მოასწროს 3 საათში გამგზავრება
-დედაა, დამშვიდდი, ჩემოდანი თითქმის ჩაალაგე, 1 საათში შენც მოწესრიგები და მორჩა, მზად ხარ
-ეხლაც კი არ მჯერა, მგონია შემოვა ახლა და მეტყვის, რომ ხუმრობა იყო ან ვეღარ მივდივართ
-თინეიჯერ გოგოს გავხარ იცი?
-რავქნა, მამაშენისგან მსგავსი სიურპრიზებით არ ვარ განებივრებული

-ძალიან ვნერვიულობ მარტოს, რომ გტოვებთ
-ნუ ღელავთ მაა, ლიზა გამოვა და დარჩება, მარტო არ ვიქნებიი
-იცოდე ფრთხილად იყავი, 1 კვირის სამყოფი ფული გაქვს, თუ რამეა დამირეკე და კიდევ გამოგიგზავნი
-არ ინერვიულოთ,კეთილი მგზავრობაა -გავაცილე და სახლში დავბრუნდი


-არა რააა, მეც მინდა ჩემმა ქმარმა 40 წლის ასაკში წამიყვანოს პარიზში-ლიზა ლაპარაკით შემოვიდა სახლში და დივანზე მწოლიარეს თავზე დამადგა
-მერე უთხარი ვატოოს
-შენ უთხარი ალექსანდრეს? -კვლავ წამკბინა და დივანზე მოთავსდა-მარტო ხარ და გულაობ ხო?
-კი დივანზე ვწევარ და ‘’ვგულაობ’’ -ენა გამოვუყავი და კვლავ ტელეფონს მივუბრუნდი
-ალექსანდრეს რატო არ უთხარი რომ დარჩენილიყო?
-სავარაუდოდ ერთი კვირა ვერ ვნახავ, მთელი დღე და ღამე კომპანიაშია, მნიშვნელოვანი კვირაა
-ხო ვიციი, ვატოც და ნიკაც მასთან არიან...
-ნინიმ მაინც არ მოვალო ხო?
-ნოუ, ხვალ გამოცდა აქვს და მანდ, რომ დავრჩე ან ვერ ჩავაბარებ ან საერთოდ დამაგვაინდება თქვენს გამოვო
-რაგინდა სიმართლე უთქვამს -გავიცინე
-მაშინ მხოლოდჩვენ ორნი ვიქნებიით -ფეხები დივანზე შემოაწყო და ტელევიზორი ჩართო
-ვჭამოთ? -მაცდურად გავუღიმე და სამზარელოსკენ მივანიშნე
-ღამეა
-მერე რაა
-დიეტაზე ვარ
-შოკოლადის ტორტი მაქვს -აქ უკვე წერტილი დავუსვი ლიზას დიეტას
-ვერ გიტან
-მეც მიყვარხარ -საპასუხოდ ლოყაზე ვაკოცე და სამზარეულოსკენ მიმავალს უკან მივყევი


თითქმის მთელი ღამე არ გვძინებია, ჩემები მშვიდობით ჩავიდნენ და ახლა ისღა დარჩენოდათ, რომ დრო მშვენივრად გაეტარებინათთ.. მე და ლიზა კი ალექსანდრეს და ვატოს შესახებ ამბებს ვცვლიდით, ვიცოდი, რომ ლიზას ვატოსნაირად არავინ აღარასოდეს შეუყვარდებოდა და ბედნიერი ვიყავი მისიბედნიერებით...
მეორე დღეს დილით, რომ გავიღვიძე ლიზა სახლში არ დამხვდა, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, დილით ვატო მოსულა და წაუყვანია სადღაც... ვატოც ალექსანდრეს მსგავსად დაკავებულია და როგორც ჩანს ცოტახნით დრო გამოუჩნდა
-სად გაქრი? -შუადღის მერე ლიზას დავურეკე
-დილით ვატომ მომაკითხა
-ვაიმეე,, თქვენ რა საყვარლები ხართ
-ხოო -მისი ხმა სერიოზული მომეჩვენა
-რამე მოხდა? შენი ხმა არ მომწონს
-არაფერიი, რაუნდა მომხდარიყო? უბრალოოდ თითქმის მთელი ღამე არ გვეძინა და დილითაც მალე მომიწია ადგომა და გადაღლილი ვარ
-აჰ, კარგიი, გასაგებიააა


-ნინუუ, რას შვებიი? ჩაააბარე გამოცდაა
-თაკააა, რავი დავწერეე
-რავი დავწერეე რა არის გოგოო
-ხოხოო ჩავაბარე.. ოღონდ არ დაიწყო ახლა შენებურად თან კარგ ხასიათზე ხარრ
-რავქნა აბააა მარტო ვარ
-ყოჩაღ დათოს რაა, როგორ გაახარა ცოლიი, მეც მინდა მასეთი ქმარიი
მერე ნიკას უთხარითქო უნდა მეთქვა, ენაზე მომდგარი სიტყვები ძლივს, რომ გადავყლაპე
-მასეთი ქმარი ყველას უნდა ნინჩკაა
-გოგოო რაგჭირს შენნ, მარტო ყოფნამ იმოქმედა ასე თუ ალექსანდრემ გაგიკეთა რამე?
-ეჰ, ალექსანდრე სამი დღეა არ მინახავს და თითქმის ორი დღეა არც კი მილაპარაკია
-ხოო -უცნაურად მომეჩვენა მისი თანხმობა
-ლიზამ ვერ გამოვალო ამ ღამესო და შენც არ გცალია?
-ვერა თააკ, ხო იცი ეს როგორი პერიოდია არა?
-ხოხო ვიციი, კარგი წავედიიი, ხვალ მე მაქვს გამოცდა და გადავხედავ რამეეს
-კარგიი ჩემოო სიხარულოო, წარმატებებიი
-მადლობაა, გკოცნიი
გავუთიშე და ისევ საგამოცდო მასალას დავუბრუნდი, თუმცა ძალიან ცოტა მქონდა დარჩენილი და მალევე დავასრულე, 10 საათისკენ უკვე, რომ ძალიან მოვიწყინე ალექსანდრეს დავურეკე
-აბონენტი მიუწვდომელია.... -უკვე მერამდენედ ვცდილობ დარეკვას და კვლავ გათიშულია,. უკვე ძალიან, რომ ვნერვიულობ ვატოსთან დარეკვას ვაპირებ, როცა კარზე ზარი რეკავს

-ალექსანდრე? სად ხარ? იცი მაინც რამდენჯერ დაგირეკე? -მასზე ისეთი გაბრაზებული ვიყავი არც კი ჩავხუტებივარ, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მომენატრა
-მაპატიე პატარაავ, ტელეფონი დამიჯდა და ვეღარ დაგირეკე და ამიტომ მოვედი შენთან, თან როგორც ვიცი მარტო ხარ
-კი მარტო ვარ, მაგრამ შენზე გაბრაზებული ვარ
-არ ჩამეხუტები?
-კი -ჩავეხუტე -მაგრამ მაინც გაბრაზებული ვარ
-ჩემი სიხარულიი -ეს უფრო თავისთვის ჩალაპარაკებას ჰგავდა, მაგრამ ყურდღება აღარ მივაქციე მისით ტკბობა გააგრძელე...

-ხვალ გამოცდა მაქვს და მალე უნდა დავიძინოთ -ტელევიზორს ვუყურებდით, როცა ვუთხარი
-თუ გინდა ეხლავე დავიძინოთ
-გეძინება? -მთქნარებით ვკითხე
-წამოდიი, დავწვეთ -ხელი მომკიდა და კიბეებზე უკან მივყევი

დავწექი თუ არა ცივი საწოლი მაშინვე ვიგრძენი, სამაგიეროდ ალექსანდრე მყავდა და სესაბამისად, გათბობის გარანტიაც
-ვაიმე, თაკააა -წამოიყვირა ჩემი ცივი ხელების შეხებისას
-მცივაა -ბალიშში თავჩარგულმა ამოვილაპარაკე
-გინდა გაგათბო? -მისი თვალების შემხედვარემგავაანალიზე რასაც გულისხმობდა
-ალექსანდრეეე -მისი სახელი ტუჩებს შორის ამოვილაპარაკე და კოცნა გავაგრძელე
მოკლედ, თქვენც ხომ ხვდებით იმ ღამეს რაც მოხდა...

-თაკააა- დილით ალექსანდრე კიდევ უფრო დაბოხებული ხმა მესმის-გაიღვიძე
-ოო, მეძინება
-თაკაა, 8 საათია უკვე
-მერე რააა -თვალები ოდნავ გავახილე
-გამოცდაზე დაგაგვიანდება -ბოლო წვეტი იყო ყველაფრის გასაანალიზებლად და ჩემი წამოხტომაც ერთი იყო
-ფრთხილად
-ვაიმეე აქამდე, რატომ არ გამაღვიძე? როგორ უნდა მოვასწროოო -აბაზანაში წუწუნით შევედიი და იქიდანაც ასევე გამოვედი
-1 საათია რაც გაღვიძებ
-აუუ ალექსანდრეე ხომ არ დამღუპააავ -ჩემი შემხედვარე მიხვდა რასაც ვთხოდი
-გაგიყვან რათქმა უნდა მაგის თქმა არც იყო საჭირო, უბრალოდ 10 წუთში უნდა გავიდეთ, რომ მოვასწროთ
-მიყვარხააარ -კარში გასულს მივაძახეე

10წუთში მანქანაში ვისხედით, ყოველ წუთს საათზე ვიყურებოდი
-ნუგეშინია მოვასწრებთ
-არ მეშინიაა
-თაკაა, რაც არ უნდა მოხდესს მითხარი, რომ ჩემი სიტყვების სინამდვილეს ყოველთვის დაიჯერებ და არ შეგეპარება ეჭვი
-ალექსანდრე -მისმა სიტყყვებმა ამაღელვა -რამემოხდა?
-არა, უბრალოდ მითხარი, რომ ბოლომდე მენდობი ყოველთვის და ნებისმიერ შემთვევაში ჩემთან იქნები
-ალექსანდრე, იცი, რომ მიყვარხარ და ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის, მსგავსი რამის თქმა საჭირო არ არის
-მადლობაა -გზას უყურებდა, მაგრამ ვამჩნევდი, რომ ფიქრებით სხვაგან იყო, ხმას ვერ ვიღებდი, ვერ შევძელი, რომ რაიმე მეთქვა, მისმა სიტყვებმა თითქოს ჩემი შიში გამახსენა
-არინერვიულო, ყველაფერს ძალიან კარგად დაწერ -საგამოცდო ცენტრის წინ, მანქანიდან ჩემთან ერთად გადმოვიდა
-მადლობა,იმედი მაქვს -გავუღიმე
-მიყვარხარ -ჩამეხუტა -და ეს გახსოვდეს -ყურში ჩამჩურჩულა
-მეც მიყვარხარ -ვაკოცე და კიბეებზე ავედი
სანამ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდი ერთდროულად მილიონ რაღაცას ვფიქრობდი, ვერ ვხვდებოდი მის ასეთ უეცარ შეცვლას, იქნებ რამე ხდებოდა? ან იქნებ უბრალოდ მეჩვენებოდა? ან ხომ შეიძლებოდა, რომ სიყვარულის გამო ეთქვა? მაგრამ იქნებ რამე უფრო სერიოზულია?
-თაკა როგორ ხარ? -ფიქრებიდან ჩემმა კურსელმა თათიამ გამომიყვანა
-კარგად შენ როგორ ხარ?
-არამიშავს, ამ გამოცდას თუ წარმატებით ჩავაბრებ უკეთესად ვიქნებიი
-ნუ ღელავ, ყველაფერს კარგად დაწერ -დავემშვიდობე და ჩემს სექტორში შევედი

გამოცდის წერის დასაწყის მახსენდებოდა ხოლმე ალექსანდრეს სიტყვები, მაგრამ შემდეგ, მთლიანად გადავერთე და ვიცოდი, რომ კარგადაც დავწერე...

სახლში დაბრუნებულმა მაღაზიიდან რამდენიმე პროდუქტი ვიყიდე
-ლიზუუ, დღესაც არ გამოხვალ?
-ვაიმე ახლა გამოვედი გამოცდიდან
-მერე რაქენი ხომ მასახელე?
-შენ მაგაზე არ ინერვიულო
-აბა გამოხვალ?
-აუუ არ ვიციი
-რაგჭირთ ხალხო? არავის აღარ გინდათ ჩემი ნახვა თუ რახდება?
-მაგ სისულეეელებს ნუ ამბობ და ნერვსაც ნუ მიშლი თუ ძმა ხარ
-ოქეიიი, წავედიიი
გავთიშე ტელეფონიი და საჭმლის მომზადება დავიწყე, შემდეგ სახლი დავალაგე, ჩემებსაც ველაპარაკე, დედაჩემი ლუვრის მუზეუმსა და ეიფელის კოშკზე აღფრთოვანებული მიყვებოდა და მისი ბედნიერება ტელეფონის ეკრანიდანაც კი არაჩვეულებრივა იგრძნობოდა, კიდევ ერთხელ ბევრი გაფრთხილებებისა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი ყველაფერთან და ა.შ მშვიდობით ჩაიარა და გავთიშე...
შემდეგი გამოცდა 3 დღეში მქონდა, ამიტომ ამ საღამოს დასვენება გადავწყვიტე. ალექსანდრეს ისევ ვერ დავუკავშირდი, ფილმის ყურება გადავწყვიტე და სანამ, სამზარეულოდან სასუსნავებს ავიღებდი ინტერნეტში სიახლეებს ვკითხულობდი, როცა შემთხვევით ალექსანდრე ფოტოსმოვკარი თვალი, დასარწმუნებლად ფოტო გავხსენი და დავაკვირდი სადაც ალექსანდრე იყო, სანამ სიახლეს წავიკითხავდი ისევ მისაღებში ვბრუნდებოდი, როცა სტატიის სათაური დიდი შავი ასოებით მომხვდა თვალში
‘’ცნობილი ბიზნესმენი ალექსადნრე ... და ანასტასია ბოკუჩავას... ბიზნესპარტნიორების... რომლებიც დიდხანს ხვდებიან.... ნიშნობას... -ბოლო სიტყვა იყო ის რამაც ყველაფერს ფარდა ახადა...
სახლის შესასვლელთან მდგომმა დაბინდული მზერა მოვავლე გარემოს. პოპკორნი იქვე მაგიდაზე დავდე და მაგიდას ხელით დავყერდენი, რომ გონება არ დამეკარგა ან ცოტა დავწყნარებულიყავი
-თაკააა -კარებში შემოვარდნილ ლიზას თვალებს გადავეყარე
‘’ნიშნობა...ისინი დიდხანს ხვდებიან ერთმანეთს... ბიზნესპარტნიორები... ანასტასია...’’ - ეს სიტყვები თავიდა არ ამომდიოდა და ტრიალებდა,ისე, რომ გაუაზრებლად ვხვდებოდი უკვე ყველაფერს...
ლიზა ყველაფერს მიხვდა, მე კი მისსა და მის უკან მდგომ ვატოს თვალებში ამ სიმართლის მეტი ვერაფერი ამოვიკითხე...


მე-6 თავით დაგიბრუნდიით...
ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, გამოცდებიის გამოო ვერა და ვერ მოვახერხე ატვირთვაა...
არვიცი მე-6 თავის ჩანაფიქრი რამდენად ამისრულდა, ისე ვტვირთავ, რომ გადახედვასაც ვეღარ ვასწრებ, და თუ რაიმე შეცდომა იყო გაპარული ბოდიშს გიხდით...
ველი შეფასებებს <3
პ.ს ვიცი ეს თავი სხვებთან შედარებით ცოტა პატარაა, მაგრამ აქ უნდა გამეწყვიტა ეს თავი...



№1  offline წევრი n.k.

male dade ahemdegi taviii ar meko ????????

 


№2  offline წევრი Gimilis gogo

n.k.
male dade ahemdegi taviii ar meko ????????

ვეცდები მაქსიმალურად ♥

 


№3 სტუმარი Anj

მალე დადე Შემდეგი.. Ძალიან მაგარ ადგილას გაᲩერდა

 


№4  offline წევრი Gimilis gogo

Anj
მალე დადე Შემდეგი.. Ძალიან მაგარ ადგილას გაᲩერდა

 


№5  offline წევრი sofo_sofia 13

აი ოღონდ ყველაფერი გაირკვეს და ესეთი ისევ ერთად იყვნენრა

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინა

ძაან კაიიყო იმედია კაი დასასრული იქნრბა ველი შემდეგ თავს სულმლუთმენლაად❤❤

 


№7  offline წევრი Gimilis gogo

sofo_sofia 13
აი ოღონდ ყველაფერი გაირკვეს და ესეთი ისევ ერთად იყვნენრა

♥♥

სტუმარი ნინა
ძაან კაიიყო იმედია კაი დასასრული იქნრბა ველი შემდეგ თავს სულმლუთმენლაად❤❤

მადლობაა და ძალიან მალე დაიდება შემდეგი ♥

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინა

ამაზე სრულდება? რატო აღარ დადე შემდეგი თავი?

 


№9  offline წევრი Gimilis gogo

სტუმარი ნინა
ამაზე სრულდება? რატო აღარ დადე შემდეგი თავი?

დᲦეს დაიდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent