შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვრო {5}


24-01-2020, 20:28
ავტორი painter1
ნანახია 2 850

ესეიგი, გამოცდა მქონდა ორ საგანში დაა ვეღარ მოვახერხე დადება. თან მგონი წასაკითხად ახლა უფრო კარგი დროა.
.............

-სამოთხეში ვარ?
-არა. - ჩაიცინა ჯაჭვლიანმა, თან ცრემლი სწრაფად შეიმშრალა. თვალები ისევ მინაბა, თავი სტკიოდა და წინა ღამის მომენტებიც ნელ-ნელა ახსენდებოდა. შემდეგ წვრილი თითების შეცურეაბა იგრძნო თმაში, თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა.
-მაპატიე. - მაჯაზე შემოხვია თითები, ხელის გულზე აკოცა, მერე კი ხელი ლოყაზე მიიდო.
-მესმის. - ყიფიანისკენ უფრე ახლოს მიიწია, ზევიდა დახედა, შუბლიდან თმა გადაუწია და წვრილი თითები სახეზე ჩამოატარა.
-მომენატრე… ნეტავ იცოდე როგორ მომენატრე და რა ფასად მიჯდება ახლა შენს გვერდით ამ დგომარეობაში წოლა. - თვალ დახუჭულმა ამოილაპარაკა და ძლივს შეიკავა თავი საყვარელი ქალის წინაშე რომ არ ეტირა. მისი შეხება ისე სიამოვნებდა სულ ბრუვდებოდა.
-ვიცი. - ჩამწყდარი ხმით თქვა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ქალის ცრემლი რომ იგრძნო ლოყაზე თვალები ნელა გაახილა, მაშინვე ამღვრეულ ცისფერებს წააწყდა, თითები თეთრ თმაში შეუცურა და მონატრებულ ტუჩებს ნაზად შეეხო. წამსვე ჟრუანტელმა დაუარა სხეულში, უფრო მეტად იგრძნო მისი მონატრება. უნდოდა ყველა ის წუთი გაექრო რომელიც მის გარეშე გაატარა. იმ ღამის ამოშლა უნდოდა როცა ავარიაში მოყვა. გული სწრაფად უცემდა, ვნებიანად უკოცნიდა მონატრებულ ტუჩებს და ტკივილსაც აღარ აქცევდა ყურადღებას. - ტიტე. - როგორც კი მისი ტუჩები მოშორდა წამსვე წარმოსთქვა კაცის სახელი.
-ნუ ტირიხარ რა. - ცერა თითებით შეუმშრალა ცრემლები და მოწყვეტით აკოცა. - აქ მოსვლა ცუდი იდეა იყო.
-ნუ ამბობ ეგრე…
-შენც იცი რომ ასეა. მიცნობ და იცი გამაგიჟებს ეს მდგომარეობა. იცი გავაფრენ როცა ისე ვერ მოგეფერები როგორც მომინდება. მტანჯავს ეს მდგომარეობა და გრძნობა პატარავ… ახლა მინდა ჩვენს ქოხში ჩემს მკერდზე იწვე, ბუხარში ანთებულ ცეცხლის ალს უყურებდე და იქ გამეფებული სიმშვიდით ვტკბებოდე. სუნთქვა მიჭირს როცა წარმოვიდგენ შენს გვერდით ვარ და ჩემებურად ვერ გექცევი. ახლაც ცუდად ვარ პატარა… არ არის საკმარისი ასე წოლა…
-ჩემთვის არის! - საუბარი გააწყვეტინა. ტუჩები უთრთოდა და ამღვრეული თვალებით დაჰყურებდა ზევიდან.
-ჩემთვის არა. - ლოყაზე მიეფერა მომღიმარი, შემდეგ თავი წამოსწია და იქვე აკოცა.
-თავი დამანებე საერთოდ… - სწრაფად მოშორდა და ზურგი აქცია ყიფიანს, ტიტე კი ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან.
-პატარაა… გადმობრუნდი რა. - მხარზე მოკიდა ხელი, თავისკენ გადატრიალებას შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. - კეკე, ხომ ხედავ შენი გადმობრუნებაც არ შემიძლია… ამდენი ხნის მერე ნუ მაფიქრებინებ რომ ჩემი არ გესმის. - მიხვდა როგორც უნდა გადმოეტრიალებინა და მაშინვე ჩაილაპარაკა ნაწყენი ხმით. ისევ კეკესთან თუ გახდებოდა ისეთი როგორიც იყო, ისევ მასთან ყოფნის დროს თუ იგრძნობდა თავს ძველებურად, მაგრამ უგრძნობი ფეხები ისევ რეალობაში აბრუნებდა.
-როგორ არ მესმის?! - უცებ წამოჯდა საწოლზე და ყიფიანსაც ღიმილი აეკრა სახეზე. - ჩემზე კარგად შენი ვის ესმის? მაგრამ ჩემთვის შენგან შორს ყოფნაა ტანჯვა და როგორც მე მესმის შენი მინდა ისე გაიგო ჩემიც. ხომ იცი რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ივლი თუ არა, ხომ იცი რომ ჩემი დახმარებით უფრო გაგიადვილდება ამ ყველაფრის გადატანა? რატომ იტანჯავ თავს და მეც რატომ მტანჯავ?
-მაგაზე ნუ მალაპარაკებ! რა გინდა? როგორც ბებერ, უნარშეზღუდულ კაცს უარო? აბანაო და ტუალეტში ატარო?
-ჰო მინდა! რა მნიშნვნელობა აქვს ვინ მოგივლის, ვიღაც ხომ გივლის ისედაც?!
-შენ სხვა ხარ! სხვა ხარ ვერ ავიტან გესმის?
-მიყვარხარ ტიტე.
-ვიცი პატარა, ვიცი და არ მინდა ამ სიყვარულმა დაგტანჯოს. - ხელებით დაეყრდნო საწოლს და წამოჯდომას შეეცადა. მაინც დასჭირდა კეკეს დახმარება და ფეხებზე დადებული ქალის ხელი რომ ვერ იგრძნო ისე როგორც საჭირო იყო თვალები ერთმანეთს დააჭირა. - ჯანდაბა… ხელი გაწიე კეკე. - თვალები რომ გაახილა და კეკეს ხელი თავის თეთრ თმაში ახლართული დაინახა სულ გაგიჟდა. ლამის ინანა კიდეც იქ მისვლა. ხელები სახეზე ჩამოისვა და ტუჩზე მაგრად იკბინა.
-ტიტე. - სუნთქვა შეეკრა ყიფიანის ჩაწითლებული მწვანეების დანახვაზე. ისე სტკიოდა როგორც ტიტეს. უნდოდა მოხვეოდა, ეთქვა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა მაგრამ მისი გაყინული სახის შემყურე ვერაფერს აკეთებდა.
-გიგის დაურეკე. - სახე აარიდა ეკატერინეს ცისფერ თვალებს. ყველაზე მეტად მათში გაჩენილი სიბრალურის დანახვა არ უნდოდა.
-ტიტე.
-უბრალოდ დარეკე! - ცივად გასცა პასუხი, კეკე კი ადგილიდან არ იძროდ.
-რატომ მოხვედი. - ხმა ჩამწყდარმა ჰკითხა და ზუსტად მაგ დროს დააკაკუნეს კარზეც, შემდეგ თამარიც გამოჩნდა და სწრაფად შევიდა შიგნით.
-შენ სულ გააფრინე ხო? მე შენ რა გითხარი დაგავიწყდა?
-თავი დამანებე თამარ. - თავი სხვა მხარეს შეატრიალდა და თაროზე შემოდებულ ჩარჩოში ჩასმულ სურათს მიაჩერდა.
-სიამოვნებით, მაგრამ არ შემიძლია! გაგაფრთხილე რომ ფრთხილად ყოფილიყავი, შენ კიდე შუაღამისას მოგინდა აქ მოსვლა?
-და ახლა რა? ბავშვივით დატუქსვა უნდა განაგრძოთ? მაპატიეთ ქალბატონო თამარ, მაგრამ არც თქვენი…
-ნუ იტყვი იმას რასაც მერე ინანებ. - უკვე იცოდა რის თქმას აპირებდა რატომღაც აგრესიულად განწყობილი ყიფიანი და სწრაფად გააჩუმა. შემდეგ იქვე მჯდომ შვილს გახედა, თვალები ამღვრეოდა და ტიტეს მიშტერებოდა. - როგორ ხარ?
-შესანიშნავად. - ჩაიცინა, თან კარების ჩარჩოზე მხრით მიყრდნობილ ანდრიას შეხედა.
-დღესვე წადი და გაესინჯე, იქ არის ლევანი.
-ახლავე ავდგები და წავალ.
-გეყოფა! რა დაგემართა?! - დაეჭვებულმა შეათვალიერა ყიფიანი. ვერაფერს იგებდა, ეგონა პირიქით კარგ ხასიათზე დახვდებოდა როცა მისი აქ ყოფნის შესახებ გაიგო, მაგრამ სრულიად საპირისპირო დახვდა.
-მეტი რაღა უნდა დამემართოს? - თვალი გაუსწორა თამარს, ცოტა ხანს ასე შესცქეროდნენ ერთმანეთს, შემდეგ ოთახში შეშინებული სახით შემოვარდნილ გიგის შეხედეს.
-შენ ნორმალური ხარ ბიჭო? გუშინ თინამ რომ დამირეკა ლამის გული გამისკა! - თავზე გადაისვა ხელი, შემდეგ სახე შეუთვალიერა. - რა დაგემართა?
-არაფერი.
-ვიღაც ნაბი.ჭვრებმა სცემეს, გათიშეს და იქვე დააგდეს.
-ნეტა რატომ. - წარბ აწეულმა შეხედა იქვე მდგომ ანდრიას.
-სახლში არ შემოვუშვი, გარეთ დაელოდეთქო ვუთხარი, მაგრამ მე რა ვიცოდი მართლა გარეთ თუ დაელოდებოდა.
-ყოჩაღ შვილო… ეტლი სად არის?
-წაიღეს.
-ვინ იყვნენ არ გახსოვს? - წარბ შეკრული მიაშტერდა ძმაკაცს გიგი.
-როგორ არ მახსოვს. - ტუჩის კუთხე ჩატეხა, თან ეკატერინესკენ გააპარა თვალი. შემდეგ შეხედა და ისევ მის ცისფერებში ჩაიკარგა. ყველაფრით გასხვავებული იყო იმ ოთახში მყოფებისგან. თითქოს რამდენიმე წამით ყველა გაქრა, მხოლოდ კეკე დარჩა საწოლის შუაგულში მჯდომი. სიყვარულით სავსე მზერით უყურებდა და თვალებით სთხოვდა მეორედ არ წასულიყო. ვაი რომ არ შეეძლო... არ შეეძლო მასთან ყოფნა იქამდე სანამ არ ადგებოდა და ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა. მიუხედავად ყველაფრისა, მისმა მზერამ და კამკამა თვალებმა უფრო მეტი მოტივირება შესძინა. ყველაზე მეტად ხომ მის თვალებზე გიჟდებოდა. ალბათ დიდი არაფერი იქნებოდა რომ არა თეთრი წამწამები. ზუსტად ის გრძელი თეთრი წამწამები მატებდა სილამაზეს და ყიფიანსაც მათში ჩაძირვის სურვილს უჩენდა.
-ბებიაშენის ეტლია მგონი სარდაფში და ამოიტანე. - წყვილზე მიშტერებულმა ანდროს გასაგონად თქვა თამარმა და მათი ყურადღებაც მიიქცია.
-წინა წელს გადააგდე ეგ მამიდ.
-არ გინდათ, მანქანამდე მიმაყვანინეთ და მერე მე მივხედავ. - გულზე ხელდაკრეფილმა გიგიმ თქვა, თან ტიტეს შიშველ სხეულს აკვირდებოდა.
-არ ისაუზმებთ?
-არა, წავიყვან თან ცოტას მეც წამოვარტყამ.
-მაგ მომენტს დიდი ხანია ველოდები, მაგრამ დაპირებას არ ასრულებ. - მომღიმარმა ახედა ძმაკაცს ქვევიდან, მის დაბღვერილ სახეზე კი ჩაიცინა.
-მაგას კიდე დარტყმა უნდა? - დანანებით ჩაილაპარაკა უტამ. - გავიდეთ, ზედმეტი ხალხი ვართ და ცოტახნით მარტო დავტოვოთ წყვილი, ვინ იცის როდის ნახავენ ისევ ერთმანეთს. - მხარზე დაარტყე ხელი მამიდაშვილს, შემდეგ თითები მოუჭირა და ანიშნა უკან გაჰყოლოდა. ტიტეს თვალი ჩაუკრა გასვლამდე, ყიფიანმაც შეუმჩნევლად გაუღიმა და მალე სრულიად ცარიელ ოთახში საყვარელ ქალთან ერთად დარჩა. იატაკიდან თვალი კეკეზე გადაიტანა, ცოტა ხანს უყურა, მერე ხელები გაშალა და ანიშნა მასთან მისულიყო, ჯაჭვლიანი კი ისევ იგივე პოზაში იჯდა და თეთრ, თითქმის შეუმჩნეველ წარბსაც არ ხრიდა.
-პატარა… მოდი რა.
-რატომ მოხვედი?
-იმდღეს ბარში დაგინახე, ვიცი არც შენ გამოგრჩენია ჩემი იქ მოწყობილი სცენა. - ჩაიღიმა კეკეს დაბნეულ სახეზე, ხელები ჩამოსწია და ისე განაგრძო საუბარი. - მაგ დღეს გადავწყვიტე რომ შენთვის, არა, ჩვენთვის უნდა მებრძოლა, რადგან ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს შენს გარეშე პატარა, მაგრამ არც ასე ცხოვრება მინდა. ექიმთან წავედი მეორე დღეს, დედაშენმა მითხრა რომ სიარულს შევძლებ, გუშინაც ვიყავი მისული და მკურნალობას ვიწყებ. რამდენიმე თვეში გავივლი, მერე აღვადგინოთ ჩვენი ტურები… გომის მთაზე არ ვყოფილვართ ხო? - ყურებამდე გაეღიმა კეკეს გაბრწყინებულ სახეზე, ისევ გაშალა ხელები და მკერდზე მიკრული ქალის სხეულიც იგრძნო.
-არ ვყოფილვართ. - მის სხეულზე მოთავსებულმა, ყელი საყვარელი კაცის ყელში ჩარგო, ნაცნობ სურნელზე ტანში სასიამოვნოდ გასცრა, იქვე დაუტოვა კოცნის კვალი, შემდეგ გაბრწყინეული სველი თვალებით ქვევიდან ახედა და ტუჩები ნიკაპზე მიაწება.
-აქ იმიტომ მოვედი რომ ვერ დავივიწყე შენი ცრემლიანი თვალები. ალბათ მაშინ ასე არ უნდა გამეშვი, მაგრამ გონზე არ ვიყავი პატარა. ახლა ცრემლების გარეშე გშორდები დროებით და ვიცი ეს რამდენიმე თვე უფრო უმტკივნეულო იქნება ვიდრე ეს რამდენიმე კვირა იყო. მაპატიე ყველა შენი დაღვრილი ცრემლი. - მარილიანი სითხე ისევ შეუმშრალა და ორივე თვალზე აკოცა. - გამოვისყიდი ყველას სათითაოდ, ოღონდ დრო მომეცი, შეწყვიტე ტირილი, დაუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას, გაერთე მეგობრებთან ერთად, ბოლოს მეც შემოგიერთდები და მერე თუ გინდა მთელი ღამე ვიცეკვოთ ან ბარში, ან ჩემს სახლში, ჩვენს საწოლზე. - ჩაიღიმა და მიაღწია კიდეც თავის მიზანს. ისევ დაინახა ქალის თეთრ სახეს შერეული სიწითლე, რომელიც ასე უყვარდა.
-კარგი. - ლოყაზე მიეფერა და ტუჩებზე ნაზად შეეხო. - ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს შენს მდგომარეობას, მაგრამ კარგი.
-მიყვარხარ. - მაისურის ქვეშ შეუცურა ხელი, შიშველ ზურგზე აატარა თითები და კეკეს მინაბულ თვალებზე გაეღიმა.
-მეც მიყვარხარ. - სხეულში დავლილ ჟრუანტელს თავი ძლივს დააღწია და კაცის ტუჩებთან ჩაილაპარაკა.
-აღარ იტირო კარგი? წარმოიდგინე რომ სხვაგან ვარ წასული. გახსოვს გიოსთან ერთად რომ წავედი მთაში, მაშინ, რომ გამაბრაზე?
-ჰო. - გაეცინა ძველ ცოდვებზე და სახე აწითლებულმა თავი ჩახარა.
-ჩათვალე ახლაც იქ ვარ და დარეკვა არ შემიძლია.
-კარგი.
-და კიდევ, მინდა რომ აბაზანაში შეხვიდე და სანამ არ წავალ არ გამოხვიდე.
-კი მაგრამ…
-არ მინდა ნახო როგორ გამიტანენ.
-ტიტე.
-გთხოვ. ვერ ვიტან ასეთს რომ მიყურებ, ჩემი თავი მძულდება. - თვალები დახუჭა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-კარგი. - მოწყვეტით აკოცა, თან თითები ჩალურჯებულ გვერდზე გადაატარა. - არ გტკივა?
-შენ ხარ ჩემი წამალი. - ტუჩზე იკბინა, თან საღამურის შორტის ქვეშ ჩაძვრა და თითები უკანალზე მოუჭირა.
-იდიოტი ხარ. - სიცილით გააქნია თავი, შემდეგ გაბრწყინებული თვალებით ჩააჩერდა მწვანეებში. დაინახა როგორ გალურჯდნენ ის კამკამა ცისფერები და როგორ ათამაშდნენ შიგნით მოხტუნავე ბიჭები. იგრძნო კიდეც თითქმის გამქრალ პრესზე ჩამოტარებული თითები, რომლებიც საცვლისკენ ჩაცურდნენ.
-მანდ გაჩერდი. - სიმწრით ჩაიცინა ყიფიანმა. მაჯაზე მოკიდა ხელი და თითები სათითაოდ დაუკოცნა. - ადექი და დაუძახე იმათ.
-კიდევ დარჩი ცოტახანი.
-არ შემიძლია, დღეს ექიმთან უნდა წავიდე თორემ თამარი მომკლავს.
-დიდხანს ნუ მალოდინებ თორემ ნელ-ნელა დაგივიწყებ და გავიცნობ სხვას.
-მაგას ვიმახსოვრებ. - უკანალზე მიარტყა ხელი, კეკეც სიცილით წამოდგა ფეხზე, სვიტერი მიაწოდა და ოთახიდან გავიდა, უკან კი გიგისთან და ბიჭებთან ერთად დაბრუნდა.
-წავედით? - ტაში შემოჰკრა გიგიმ და ძმაკაცს მიუახლოვდა.
-ჰო. - ხმადაბლა თქვა, თან ეკატერინეს შეხედა. ისიც სწრაფად დაიხარა ტიტესკენ ლოყაზა აკოცა და უაკნმოუხედავად დატოვა იქაურობა. - ბოდიში წეღანდელისთვის. - იქვე მდგომ თამარს ახედა, იმანაც თავი დაუქნია ღიმილით. მალე ააყენეს საწოლიდან გიგიმ და უტამ, ანდრომ კი მოულოდნელად ფეხებზე მოკიდა ხელი, ჰაერში ააწევინა და წინ წავიდა. - რომ შემეძლოს სახეში ამოგარტყამდი ფეხს.
-მაგრამ არ შეგიძლია. - ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა ჯაჭვლიანმა, თან კიბეებზე დაეშვა.
-საერთოდ ხმას არ უნდა იღებდე.
-კარგი, ბოდიში! ზედმეტი მომივიდა. - თვალები აატრიალა ყიფიანის საუბრით დაღლილმა.
-ის თქვი რასაც ფიქრობდი და ნუ მეაფერისტები!
-გაგიშვებ იცოდე ხელს.
-არც მითქვამს მომკიდეთქო.
-აუუ, რა ტვინი მოტ.ანით ტო. - მობეზრებულმა ამოილაპარაკა დადიანმა, გიგიც გააცინა და ის ორიც გააჩუმა.
მალე ჩასვეს მანქანაში, თამარმა კი ქურთუკი მიაწოდა ფეხსაცმელთან ერთად.
წასვლამდე მაღლა აიხედა, ფანჯარაში რომ ვერავინ დაინახა გაეღიმა და ისევ იქვე მდგომებს შეხედა.
-მადლობა.
-ბიჭო, მგონი ვიცი ვინებმაც გაგალამაზეს და შეიძლება შენი ეტლიც დავიბრუნოთ, თუ არ გაყიდეს უკვე. - იდაყვებით დაეყრდნო ფანჯრის ჩარჩოს და ტიტეს თვალებ მოჭუტულმა შეხედა.
-მე მივხედავ.
-არა, ეგრე არ გამოვა. გუში ისე მორბოდა კეკე ლამის მანქანამ გაიტანა, სკოლის მერე არავინ მიცემია და ცოტას წავივარჯიშებდი. თან ბირჟა აქვთ, ბევრნი არიან… ნიკუშასაც ვეტყვი და შენებიც წამოიყვანე.
-რეებს ლაპარაკობ? - თავში წამოარტყა თამარმა ძმიშვილს და ისიც მომღიმარი შებრუნდა უკან.
-აუ მამიდ, შენ ისევ აქ ხარ? - თავზე გადაისვა ხელი, მერე ისევ ტიტეს შეხედა.
-არ გინდა, შეეშვი მე მივხედავ. - მომღიმარმა ახედა უტას, დამშვიდობების შემდეგ კი სახლში წავიდნენ.
***
2 წლის წინ

უნივერსიტეტიდან გამოსული ჩქარი ნაბიჯებით კვეთდა ქუჩებს. ქარი წითელ თმებს უფრიალებდა და ისიც თავჩახრილი მიიწევდა სახლისკენ.
-ბოდიშით. - მაშინვე თქვა როგორც კი ვიღაცას შეეჯახა, თავ აწეულს თვალში მოხვდა ნაცნობი ბავშვი, რომელიც პოლიციელის გვერდზე დაბღვერილი იჯდა, უცნიბი გამვლელი კი სულ გადაავიწყდა. - კესო! - როგორც კი დაუძახა მაშინვე წამოსწია ბავშვმა თავი და ნაცნობი სახის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა. - აქ რა გინდა პატარა? - სწრაფად მიუახლოვდა და ბავშვმა ხელები რომ მოხვია წელზე მთელი სხეული გაუთბა.
-სკოლიდან წამოვედი.
-კარგად ხარ? - ბავშვის სახე მოიქცია ხელის გულებში და შუბლზე აკოცა.
-ამ კაცმა გამაბრაზა! - ხელი გაიშვირა პოლიციელისკენ, სესამ კი ღიმილი ვერ შეიკავა.
-გამარჯობათ! - მელა მიუახლოვდა კაცი ჟღალს და მთლიანად შეათვალიერა. - იცნობთ ამ ბავშვს?
-დიახ, ჩემი მეგობრის და არის. - გვერდზე მდგომ კესოს ხელი დაადო მხარზე, ისიც მკლავებს ხვევდა წელზე და მთლიანი ტანით ეკვროდა.
-მშობლებზე ვკითხე და მითხრა არ მყავსო.
-მართალია, არ ჰყავს. ძმა ყავს რომელიც დარწმუნებული ვარ ახლა გაგიჟებული ეძებს.
-გამოვიარე, დავინახე აქ იჯდა და ყოველი შემთხვევისთვის მივუჯექი, მაგრამ ლამის მცემა.
-ჩემ ძმას არ ევასებით და არც მე არ მომწონხარ! სულ რაღაცეებს მეკითხებოდი, კინოებში როა სესა ხომ იცი? ვიფიქრე რომ რამეს მაბრალებდა.
-არა პატარა, შენს დასაცავად მოვიდა ეს ბიძია. - თავზე გადაუსვა ხელი, თან სიცილს ძლივს იკავებდა. - აპატიეთ. - ყურებამდე გაუღიმა კაცს და იმასაც გაეცინა.
-არაუშავს… ესეიგი შეგიძლიათ წაიყვანოთ.
-კი, რა თქმა უნდა.
-მაშინ ნახვამდის პატარა ქალბატონო, სკოლიდან აღარ გამოიქცე მეორედ და შემირიგდი ახლა, ხომ გაიგე ამ გოგომ რა თქვა? შენს დასაცავად ვიყავი აქ ცუდ ბიძიებს რომ არ წაეყვანე. - ბავშვის წინ ჩაიცუცქა და ხელი გაუწოდა.
-ჩემი დაპატიმრება არ გინდოდა? - სესას წელზე მოჭერილი ხელი მოადუნა და კაცისკენ გასწია.
-არა… მაპატიებ რომ შეგაშინე?
-მე კესო მქვია. - ხელი ჩამოართვა პოლიციელს და იმანაც ქვედა ტუჩს დააჭირა კბილი რომ არ გასცინებოდა.
-ნიკა.
-ნახვამდის და მადლობა. - მადლიერი ღიმილი შეაგება კაცს.
-არაფრის, მაგრამ შეეცადეთ ყურადღება მიაქციოთ, შეიძლებოდა ვინმეს ეჩივლა.
-აუცილებლად. - ორივე დაემშვიდობა პოლიციელს, კესოს ხელი ჩაკიდა და გზა ისე გააგრძელა. - შენი ძმა გაგიჟებული იქნება პატარა, როგორ შეიძლება სკოლიდან წამოსვლა.
-რატი ხომ იცი?
-ხო. - დაბნეულმა გასცა პასუხი. წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო რატი, მაგრამ არას როგორ ეტყოდა.
-დღეს ანანოს ეთამაშებოდა სულ, მე არ მაქცევდა ყურადღებას და მეწყინა. მერე რომ მკითხა რა გჭირსო ვუთხარი რაც მჭირდა, იმან დამცინა, ეჭვიანობო, ლოყაზე მაკოცა, მე კიდე გავბრაზდი, ხელი ვკარი და წამოვედი. - თითებს მტევანზე ხვევდა სესას, თან ბურტუნებდა და წიკლაურსაც ღიმილს ჰგვრიდა.
-უყურე შენ, არადა კარგი ბიჭი მეგონა ეგ რატი.
-აღარ არის! აღარ მიყვარს და იყოს თავის ანანოსთან.
-რას ამბობ პატარა, ბიჭს სხვას როგორ უთმობ?
-ოო არ მინდა ეგრე ყველასთან რომ იყოს, თუ არ უნდა ჩემთან ნუ უნდა. - წარბშეკრულმა ჩაილაპარაკა, თან თავის ფეხებს აკვირდებოდა.
-შენი ძმის ნომერი იცი?
-თავიდან კი, ბოლო ორი ციფრი არა.
-ჰმ… კარგი მაშინ კეკეს გადავურეკოთ. - სწრაფად ამოაძვრინა ტელეფონი ჯიბიდან, კეკეს ნომერიც მოძებნა და უცებ გადარეკა. - გოგო, შენს საყვარელ ტიტეს გამოართვი გიგის ნომერი და გამომიგზავნე რა… ხო გადამეკეტა და უნდა დავურეკო. - სიცილით გააქნია თავი, შემდეგ გაუთიშა და მალე შეტყობინებაც მიიღო. თან კორპუსში შესული კიბეებზე ადიოდა. გულ აჩქარებულმა ძლივს დაადო თითი დარეკვის ნიშანს და ტელეფონი ყურზე მიიდო. რამდენიმე ზარის შემდეგ გაისმა კიდეც კაცის დაძაბული ხმა, სესას კი ხმა ჩაუვარდა. ბინის კარი გააღო და კესო შიგნით შეუშვა. - ისა მე… გიგი მინდოდა. - შუბლზე მიურტყა ხელი, თან სახლის თვალიერებაში გართულ ბავშვს შეხედა.
-ვის ვესაუბრები?
-სესა ვარ, სესილია, წითელ თმიანი, ბოლო ზარზე მოშტერებული რომ მიყურებდი. - ქვედატუჩზე იკბინა და გაუაზრებლად წამოსროლილი სიტყვების გამო ლამის კედელს ურტყა თავი. - კესო მე მყავს და… - რომ აღარაფერი თქვა კაცმა ისევ თვითონ განაგრძო საუბარი, მაგრამ ზარი სწრაფად გაწყდა და ტელეფონს გაოცებულმა დახედა. - ტიპი რა იდიოტია. - წარბშეკრულმა იქვე მიაგდო მობილური, კესოსკენ დაიძრა და როგორც კი ბავშვმა გამოხედა მაშინვე ღიმილი აიკრა სახეზე.
-უთხარი გიგის?
-ვუთხარი.
-მოვა?
-ალბათ ჰო… წამოდი ჩვენ ცხელი შოკოლადი დავლიოთ გინდა?
-კი! - გახარებული აედევნა უკან სამზარეულოსკენ წასულ წიკლაურს. იქიდან კი მისაღებში გადაინაცვლეს. მულტფილმს უყურებდნენ კარებზე ბრახუნი რომ ატყდა და სესაც ლამის სირბილით წავიდა კარის გასაღებად. როგორც კი გამოაღო და გიგის სახეს წააწყდა ლამის გული გაუჩერდა. პირველად ხედავდა ასე ახლოდან და ერთი სული ჰქონდა მისი ხმა ისევ გაეგო.
-სად არის?
-მისაღებში. - თავით ანიშნა შესულიყო და ისიც ჩქარი ნაბიჯებით გაჰყვა სესას.
-შენ ნორმალური ხარ? - იმხელაზე იღრიალა ადგილზე შეხტა სესილია. - როგორ მოიფიქრე და გაბედე სკოლიდან წამოსვლა გეკითხები!
-გიგი. - ცრემლები გადმოსცვივდა ბავშვს, პირველად ხედავდა ასეთ ძმას და შეშინებული უყურებდა ქვევიდან.
-რატომ წამოხვედი სკოლიდან?! - ისევ გაუმეორა ხმამაღლა და მაგიდაზე გაშლილი ხელი დაარტყა.
-იმიტო რო გამაბრაზეს!
-ხოდა ახლა მე უფრო გაბრაზებული ვარ და იცი რას ვიზამთ? წახვალ მამაშენთან და მე ვაბშე ხმას აღარ გამცემ გაიგე?!
-არ მინდა მე მამასთან!
-ხმას ნუ იღებ! იცი რა დამემართა შენმა დამრიგებელმა რომ დამირეკა? მაგის დედას შე.ეცი მე ბავშვებს რომ არ აქცევს ყურადღებას!
-ბოდიში რა. - ცრემლიანი თვალებით ახედა გააფთრებულ ძმას. - მე გავიპარე ისე რომ არავის დავენახე.
-წახვალ მამაშენთან და იმან იხეთქოს გული იმაზე სად გაიპარები და სად არა გაიგე?!
-არა რა გთხოვ…
-ნუ მთხოვ!
-აუ ბოდიში რა, მართლა აღარ ვიზამ გეფიცები. - ფეხზე წამომხტარმა წელზე მიხვია ხელი და ქვევიდან ახედა.
-მაშინ ასე ვიზამთ. იქნები სახლში, არ წახვალ მარის, ნინის და ეკუნას დაბადების დღეზე, ტელევიზორს და ლეპტოპს გამოემშვიდობები! პლანშეტს შეხედვითაც არ შეხედავ! გეყოლება ძიძა! ყოველ დილით შეჭამ ფაფას და წახვალ სკოლაში! ერთი წლის მანძილზე არ გექნება არანაირი ახალი ტანსაცმელი და ივლი ცეკვაზე! კიდევ პიანინოზე! შევთანხმდით?
-რაა? - გაოცებულმა პირზე აიფარა ხელი.
-თუ არადა მამასთან მიდიხარ.
-გიგიი ბოდიში რაა… არ მინდა ძიძა და არც ფაფა, გთხოოვ რა, არც ცეკვა მომწონს და არც პიანინო.
-არ მაინტერესებს. ადექი და წამოდი სახლში.
-დარჩეს დღეს აქ. - ჩახველებით შეახსენა თავი გიგის და რატიანმაც სწრაფად გამოხედა.
-არა!
-ჯერ ისევ დღეა და სახლში მარტო ხომ არ იქნება. - გიგის მზერით საზე ამწვარმა ძლივს გადააბა წინადადება. დაეჭვებულმა შეათვალიერა ჟღალი, შემდეგ ატირებულ დას შეხედა, სახეზე ჩამოისვა ხელი, მერე კო შებრუნდა და უთქმელად დატოვა სახლი.
გაშტერებული იდგა სესა ერთ ადგილას. ასეთ ქცევას ნამდვილად არ ელოდა.
ბავშვის სლუკუნმა მოიყვანა გონს, გვერდზე მიუჯდა და ხელები მაგრად შემოხვია.
-დაწყნდარდი პატარა, გაბრაზებულია უბრალოდ, გადაუვლის ცოტახანში და შეგირიგდება.
-არ შემირიგდება. ასე არასდროს გაბრაზებულა. - ისევ ამოიტირა და სესას მკერდს მიეხუტა.

გვიანი იყო მულტფილმის ყურებაში გართულს ძილმა რომ შემოუტია. სესამ კი თავის საძინებლის გვერდზე მყოფ ოთახში შეიყვანა. ისიც ემოციებით დაღლილი დაწვა და წამსვე გაითიშა. განვლილი დღით ჯერ ისევ შოკირებული ტელევიზორის წინ სავარძელში ჩაჯდა, ტელევიზორის დასადგამის გვერდზე შუშიან კარადაში მოთავსებულ ღვინის ბოთლს მოჰკრა თვალი, სწრაფად წამოდგა ფეხზე, ჭიქაც აიღო და ღვინის ჭიქაში ჩამოსხმული სასმელი გემრიელად მოსვა. თავისთვის, მარტო იჯდა, ერთ ადგილს მიშტერებული განვლილ დღეზე ფიქრობდა. გიგის ყავისფერი თვალები არ ამოსდიოდა გონებიდან და უკვე მესამე ჭიქას სვამდა. კარზე კაკუნმა მოიყვანა გონს. გული აუჩქარა, იცოდა რომ ის იყო, ელოდა კიდეც, გრძნიბდა რომ იმ ღამეს მივიდოდა. ნელა წამოდგა, კარამდე შიშველი ფეხებით მილასლასდა და კარების გამოღების შემდეგ მოპირდაპირე კედელზე ზურგით მიყრდნობილ კაცსაც წააწყდა. ფართედ გაუღო სესილიამ კარი, ისიც მოშორდა კედელს, ნელი ნაბიჯებით დაიძრა შესასვლელისკენ, შემდეგ მისაღებში სავარძელში ჩაჯდა და ნახევრად ჩაცლილ ჭიქას შეხედა.
-გინდა?
-მინდა. - თავი დაუქნია, თან მკლავები სავარძლის სახელურებზე შემოალაგა. კიდევ ერთი ჭიქა აიღო წიკლაურმა და თავის ადგილს დაუბრუნდა. - მე დავისხამ. - ბოთლი ააცალა ხელიდან სესას, ჭიქაში ჩამოასხა და თითქმის ნახევარი ჩაცალა. - სხვა რამე არ გაქვს?
-შამპანიური?
-კარგი იყოს ეს. - ჩაიცინა და თავი საზურგეს მიადო. - ცხოვრებაში ასე არასდროს მინერვიულია… თავი ძლივს შევიკავე რომ არ გამერტყა. - სახეზე ჩამოისვა ხელი და ქალს შეხედა. არ იცოდა რატომ საუბრობდა მასთან, მაგრამ უნდოდა ყველაფერი მოეყოლა.
-ნორმალურია. - ნერწყვი გადაყლაპა და ჯერ ისევ სახე წაშლილი კაცი ყურადღებით შეათვალიერა.
-8 წლის წინ დედაჩემის დაკარგვა ვერც კი გავიაზრე როცა სულ პატარა შემომაჩეჩეს ხელში. მითხრეს 2 და 400-იაო, იმ დროს აღარავინ მახსოვდა, დედაჩემი არც მომიკითხავს, ვიცოდი რომ კარგად იქნებოდა. მამაჩემს რომ შევხედე ტიროდა, არა სიხარულისგან, ტკივილისგან ტიროდა და კაცი რომელიც მთელი ცხოვრება უძლიერესი მეგონა ერთ წამში გაქრა. არაფერი მესმოდა, ვერ ვიგებდი იქ რა ხდებოდა. არავინ არაფერს ამბობდა დედაჩემზე. მხოლოდ მერე მივხვდი მამამ რომ ვეღარ გაუძლო და ბოლო ხმაზე იღრიალა მისი სახელი. ისიც კი ვიფიქრე რა აზრი ჰქონდა კესოს გაჩენას თუ მაინც ჩვენს მიტოვებას აპირებდა. მაშინ ოცის ვიყავი და მეგონა ყველაფერი დავკარგე. მამაჩემი ტკივილისგან ისე შეიცვალა საერთოდ ხმას აღარ იღებდა, ბოლოს უცხოეთში წავიდა და კესარიას დღემდე ვერ ესაუბრება წესიერად. სულ პირველად დავადანაშაულე კიდეც, ვუთხარი შენი ბრალიათქო, ის კი მოშტერებული მიყურებდა, მერე ტუჩები დაბრიცა და ტირილი საიწყო, ვერ აჩუმებდნენ იქამდე სანამ ხელში არ ავიყვანე და იმ დღიდან შეიცვალა ჩემი ვხოვრება. ხანდახან და კი არა, შვილი მგონია… დღეს რომ დამირეკეს ლამის მოვკვდი.. შემეშინდა. ყველაფერი ამომიტივტივდა თავში რაც კი შეიძლებოდა დამართნოდა და შენ რომ დამირეკე… ღმერთო, ეგრე მგონი არაფერი გამხარებია. არ ვიცი ამ ყველაფერს რატომ გიყვები, მაგრამ მადლობა. ვერც კი წარმოიდგენ დღეს რა გააკეთე ჩემთვის.
-სამადლობელი არაფერია, სკოლიდან ვიცნობ კესოს, პოლიციელის გვერდზე იჯდა რომ დავინახე, ის კაციც გამოლანძღა, ბოლოს შეურიგდა და მე გამომყვა.
-შენ ასე ყველა ბავშვს იცნობ სკოლიდან? - ჩაიცინა, თან დაბნეულ წიკლაურს ჭრელ თვალებში ჩააშტერდა.
-რაღა დაგიმალო და გეტყვი რომ შენს გამო ვიცნობ. - ლოყებ შეფარკლულმა ჩაილაპარაკა. გრძნობდა სასმელი როგორ მოქმედებდა, მაგრამ სმას ისევ განაგრძნობდა.
-ჩემს გამო? - წარბები ასწია რატიანმა, თან უკვე ხალისობდა გოგოს საუბარზე.
-ჰო, ერთი წელი ყოველ დღე გხედავდი და ჩუმად გქრაშავდი. - სიცილით იკბინა ტუჩზე და გიგიც გააცინა.
-და ამას ახლა მეუბნები?
-ასე გამოდის.
-ანუ ჩემი და სატყუარად გამოიყენე. - თვალებ მოჭუტული დააკვირდა, სესილიას კი ფერები გადაუვიდა სახეზე.
-რა სისულელეა? არც კი მიფიქრია.
-ვხუმრობ ვხუმრობ. - სიცილით გააქნია თავი. - ანუ მოგწონვარ.
-ასე ვთქვათ ჩემი ბავშვობის სიყვარული ხარ. - უარესად აუხურდა სახე, ჭიქა მაგიდაზე დადგა და ხელი სახეზე ჩამოისვა. - ღმერთო მგონი დავთვერი. - გიგის სიცილზე თვითონაც გაეცინა. შემდეგ თვალებში ჩააშტერდა.
-მარტო ბავშვობის? - თვალები ოდნავ დააწვრილა, თან სესასკენ გადაიხარა.
-ჯერ არ ვიცი. - ტუჩზე იკბინა და გიგისაც მათი შეხების სურვილი გაუჩინა.
-მკერავ? - სესასკენ გადახრილმა თითები ჩაავლი მაჯაში და წამებში მუხლებზე ისე დაისვა წიკლაურმა გააზრებაც ვერ მოსწრო.
-მე… - დაბნეული ჩააჩერდა ვნებისგან ანთებულ თვალებში, თავი უკან გასწია, თან ხელის გულები მკერდზე მიაბჯინა. - მე არ…
-შენ არ? - მომღიმარი ჭრელებში უყურებდა, თან ბარძაყებიდან წელისკენ მიაცოცებდა თიებს. ხელი შეუცურა მაისურის ქვეშ, მისი ბოლოებიც აიყოლა და მალე ბიუსჰალტერის ამარა დატოვა აწითლებული ქალი.
-ღრმერთო… - მაშინვე აღმოხდა როგორც კი კაცის ტუჩები იგრძნო მკერდზე. გული ისე სწრაფად და ძლიერად უცემდა, ეგონა გულმკერდს ამოუნგრევდა. არც უფიქრია მოვლენების ასე განვითარებაზე, მაგრამ იმდენად სიამოვნებდა მისი შეხება იმ წუთას ყველაფრისთვის მზად იყო. - გიგი არ… - ისევ ჩაუწყდა ხმა ყელზე რომ მიაკრო ტუჩები კაცმა, შემდეგ ზურგზე მოთარეშე თითები ბიუსჰალტერის შესაკრავს მიადგნენ და ისიც შეუხსნეს. ნაზად აატარა თითები მხარზე, ორი თითით მკლავზე ჩამოაცურა ბრეტელი და მკერდიც მოუშიშვლა. შოკში იყო წიკლაური. ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, სიამოვნება ყველაფერი რასაც გიგი აკეთებდა, არ უნდოდა შეჩერებულიყო, მაგრამ შიშის გრძნობაც აწუხებდა.
-მოდუნდი. - სესას ყურთან დაიჩურჩულა და იგრძნო კიდეც გარკვეული დოზით სიმშვიდე. მაშინ მიხვდა როგორ მოქმედებდა ქალზე, თავისთვის ეღიმებოდა. არაფრის გაკეთებას არ აპირებდა, მაგრამ თვითონ სესას ‘ტესტავდა’. აკვირდებოდა ყველა რეაქციას, რომლებსაც მისი შეხებისას გამოხატავდა. გრძელი თითები მკერდზე ჩამოატარა, შემდეკ კი დახორკლილ კანზე, მკერზის ძვალზე მიაკრო ტუჩები. აჩქარებული სუნთქვისგან მკერდი სწრაფად უმოძრავებდა ზევით-ქვევით. ქალის თითებს გრძნობდა მაისურის გარედან მკერდზე, მხრებზე და ბოლოს თმაში ცურდებოდა. ყელიდან კოცნით აყოლილმა ნიკაპზე ჩაავლო კბილები, თან სავსე მკერდზე მოუჭირა თითები. კვნესა რომ წასკდა ქალს ჩაეღიმა, სავარძელს ზურგით მიეყრდნო და წითელ თმაში ჩავლებული თითებით სახე თავისკენ მიაწევინა. - ძალიან ლამაზი ხარ.
-თან ისეთი პირველივე დანახვაზე რომ გამოგაშტერე. - კიდევ ერთხელ შეახსენა დაშვებული შეცდომა, მის ტუჩებთან მიახლოვებულმა გიგიმ კი თავი უკან გასწია და სიცილით მიაშტერდა ნიშნის მოგებით მომღიმარ გოგოს.
-ალქაჯო. - კოსად შეკრული ჟღალი თმები ჩამოუშალა, წინ გადმოუყარა და მკერდი ისე დაუფარა. - როგორი წითელი ხარ… - შეფარკლულ ჭორფლიან ლოყებზე მიეფერა, შემდეგ ისევ ჭრელებში ჩახედა. - მართალი ხარ. ისეთი მოძრავი ჟღალი იყავი თვალს ვერ გაშორებდი.
-ჩემი მისამართი საიდან იცი?
-იმდენად დამაშტერე შენზე ყველაფერი გავიგე.
-სიზმარი მგონია იცი?
-რატომ? ბევრჯერ დაგსიზმრებივარ? - ტუჩის კუთხე ჩატეხა რატიანმა, თითები წითელ თმებში ახლართა და მათზე თამაში განაგრძო.
-ძალიან ბევრჯერ.
-და მაინც რას ხედავ სიზმარში?
-ალბათ სურვილებს და ოცნებებს.
-რაზე ოცნებობ?
-ახდა უკვე ჩემი ოცნება. - ლოყებ შეფარკლულმა თავი ჩახარა.
-ვფიქრობ ჯერ არ ამხდარა. - ნიკაპზე მოკიდა თითები და თავ აწეულს ნახევრად მინაბულ ჭრელებში ჩახედა. შემდეგ ერთმანეთისგან დაშორებულ ბაგეებზე გადაიტანა მზერა და ტუჩებზე ოდნავ შეეხო. ცოტათი მისწია სახე გიგისკენ, მალე იგრძნო კიდეს კაცის ტუჩები, მართლა აისრულა ოცნება, თუ სურვილი. ისევ ვნებიანად კოცნიდა სულ გააბრუა სესილია, ალბათ გიგის მუხლებზე რომ არ მჯდარიყო იქვე ჩამოდნებოდა. - აი, ახლა აგიხდინე. - ტუჩები გაილოკა, თან ისევ მის გაწითლებულ ბაგეებს უყურებდა.
-საშინელი კაცი ყოფილხარ. - შუბლი მხარზე ჩამოადო, თან მისი საოცნებო სურნელიც შეისუნთქა.
-აღარ მოგწონვარ?
-მგონი პირიქით.
-როგორი პირდაპირი ხარ. - უკანალზე ჩაუსრიალა ხელი, თითები მაგრად მოუჭირა და მის გმინვაზე ისევ გაეღიმა.
-ათ წუთში ჩემი მთლიანი სხეული შემოიარე, მე კი ამის უფლება მოგეცი.
-ეს რა შუაში იყო არ ვიცი პატარა, მაგრამ მთლიანი ჯერ არ შემომივლია, მაგას სხვა დროს მივხედავ. - მომღიმარმა ააწევინა თავი და ისევ მის ჭრელებში ჩაიკარგა. - ვხედავ რომ შენი სიამოვნებისთვის მაძლევ ამდენის უფლებას…
-და შენც გსიამოვნებს. - წინადადება გააწყვეტინა, თან ლოყაზე მიეფერა. - აღიარე, მე სხვა ყველა ქალისგან განვსხვავდები.
-შეიძლება ასეც არის.
-ასეა. - სწრაფად წამოდგა გიგის ფეხებიდან, იქვე მიგდებული მაისური ისევ გადაიცვა და რატიანს ზევიდან დახედა. - მე ვიძინებ, შენ რაც გინდა ის ქენი, აბაზანას თვითონ იპოვნი. - კმაყოფილმა გაუღიმა და საძინებლისკენ წავიდა. ცოტა ხანს გაშეშებული იჯდა რატიანი, შემდეგ თავის თავზე გაეცინა, ფეხზე წამოდგა და სესას უკან აედევნა. მის საძინებელში შესულმა ტანზე გაიხადა და მის გვერდზე მოთავსდა.
არაფერი უთქვამს სესას, კმაყოფილმა ზურგი აქცია და თვალები დახუჭა. ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან, ბედნიერებას გრძნობდა, თან ვერ იჯერებდა რომ ახლა გიგი რატიანი, კაცი რომელიც პირველივე დანახვის შემდეგ მოსწონდა, ახლა მის საწოლში საცვლის ამარა იმყოფებოდა. დიდხანს გრძნობდა მის მზერას, ბოლოს მიხვდა რომ გვერდი იცვალა და სხეულიც შედარებით დაუმშვიდდა.
მთელი ღამის მანძილზე გრძნობდა კაცის სურნელს, რომელიც ასე ძალიან მოსწონდა, იზიდავდა და აბრუებდა.
*
-ნუ დამცინი! ვნერვიულობ უბრალოდ! - მხარზე მოხვეულ ტიტეს ხელს ამაოდ ეჯაჯგურებოდა, სახლს ნელ-ნელა უახლოვდებოდა, ნერვიულობა კი სხეულის უფრო და უფრო მეტ ადგილში ედებოდა.
-ვაბშე არაფერია სანერვიულო შენს თავს ვფიცავარ, ჰა ჰა ერთი ორი თუ მომდეს, მეტი კი არა. - ზედმეტად ხალისობდა კეკეს მდგომარეობაზე, თავს ვერაფრით იკავებდა და იმ საყვარლად დაბრეცილ ტუჩებს წამდაუწუმ უკოცნიდა.
-ტიტეე! - აბუზღუნებული გაჩერდა სახლის წინ, ყიფიანისკენ შებრუნდა და ქვევიდან ახედა.
-მისმინე პატარა, სანერვიულო მართლა არაფერია ტო. თუ ასე ნერვიულობ ვაბშე სხვაგან წავიდეთ და მერე გავიცნობ შენებს, რა პრობლემაა? - კეკეს სახე მოექცია ხელის გულებში და ცისფერ თვალებში უყურებდა.
-არა, უბრალოდ, არ ვიცი ანდრია როგორ შეხვდება ამ ამბავს.
-ხომ იციან რომ მოვდივარ?
-კი.
-მაშინ დაი.კიდე ყველაფერი. შენ ხომ დარწმუნებული ხარ შენს გრძნობებში?
-ვარ.
-მაშინ სანერვიულოც არაფერია… მაკოცე და შევიდეთ. - როგორც კი თქვა მაშინვე მიაკრო ტუჩები საყვარებ ბაგეებს. - ჩემი პატარა. - თმები ყურს უკან გადაუწია და ამჯერად თვითონ შეეხო ქალის ტუჩებს მთელი სინაზით, შემდეგ შუბლზე აკოცა და როგორც სჩვეოდა ისე გაუღიმა. - შევიდეთ. - ხელი მოხვია წელზე და ეზოში შევიდა. ზარი რომ დარეკა კეკემ, სიცილი ძლივს შეიკავა ყოფიანმა, ტუჩები მხარზე ჩამოადო და ხმადაბლა გაიცინა.
-მოკეტე. - თვითონაც გაეცინა თავის ქცევაზე, შემდეგ კარი გაიღო და ტიტეც უცებ გასწორდა.
-გამარჯობა ბატონო ლევან, როგორ ბრძანდებით? - ხელი გაუწოდა ყიფიანმა, ლევანმაც ძველი ახლობელივით ჩამოართვა.
-შესანიშნავად, შემოდით. - კარგი ფართედ გამოაღო, წყვილი შიგნით შეატარა და სასადილო ოთახში შეიპატიჟა. ყველას მიესალმა ყიფიანი, თამარს მტევანზე აკოცა და ისიც თავისი ქცევით კმაყოფილი დატოვა.
მაგიდასთან შემომსხდრებმა მაშინვე საუბარი გააბეს, კეკე კი გაოცებული შესცქეროდა სანახაობას.
-ერთმანეთს იცნობთ? - თვალებ გაფართოვებულმა დასვა კითხვა და ყველამ მას შეხედა.
-შენი აზრით აქეთ-იქით ირბენი რომ არ გვცოდნოდა? - წარბი ასწია ანდრიამ, კეკემ კი ლამის პირი დააღო.
-შე მატყუარა! - მხარზე მიარტყა ხელი, ყიფიანს კი გულიანად გაეცინა.
-რა მოგატყუე პატარა? უბრალოდ დაგიმალე სიმართლე.
-ხედავდი როგორ ვნერვიულობდი და არაფერი მითხარი!
-სამაგიერიდ დაგამშვიდე. - თვალი ჩაუკრა და კეკემაც წარბები შეკრა.
-მსგავსი საუბრები არ გინდათ აქ. - თვალები აატრიალა ანდრიამ, თან სალათი დააგემოვნა. - ფეხბურთი მოგწონს?
-დღეს მანჩესტერი-ლივერპულის თამაშია, პირველზე იწყება. - გაეცინა ანდრიას ჩაფიქრებულ სახეზე.
-საღოლ ძმაო, ამასთან ერთი გამოცდა გაიარე. - სიცილით აუწია საჩვენებელი თითი უტამ.
-დღეს დარჩი თუ გინდა. - ისევ თვალებ მოჭუტული აკვირდებოდა ტიტეს, ყიფიანი კი ამ ყველაფერზე ხალისობდა.
-მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ რაღა დაგიმალო და ჩემს ძმაკცებთან ერთად ყურება მირჩევნია… მიხვდები მაგას. - თვალი ჩაუკრა ჯაჭვლიანს და იმასაც გაეცინა.
-ახლა ფეხბურთზე უნდა ილაპარაკოთ? - მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო პატარა ჯაჭვლიანი, თან სახე ხელის გულებში ჩაერგო.
-რაზე გინდა საუბარი პატარა?
-შენ ნუ მელაპარაკები, გაბრაზებული ვარ! - წამსვე წარბშეკრულმა გადახედა ყიფიანს, მის ქცევაზე კი ყველას ჩაეცინა.

გვიანობამდე იყო ტიტე ჯაჭვლიანების ოჯახში, ცოტა დალია კიდეც ლევანთან ერთად, თამარს კერძები შეუქო, საბოლოოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ოჯახში და ბოლოს იქაურობაც დატოვა. ეზოდან გასულები დახურულ კარს იქით იდგნენ, ისევ ერთმანეთს შეჰყურებდნენ და არაფერს ამბობდნენ.
-კარგი, მაპატიე რომ დაგიმალე. - ნეკა თითი აუწია, კეკემ კი ცხვირი აიბზუა. - ეე პატარა, კარგი რა. რომ მეთქვა აღარ ინერვიულებდი? მეც ვნერვიულობდი გეფიცები… შემომხედე. - ნიკაპზე მოკიდა თითები და თავი შემოაბრუნებინა. - შემირიგდი რა.
-მაინც დეგენერატი ხარ. - თითი ჩემოხვია ტიტეს ნეკას და ყურებამდე გაიღიმა.
-ხანდახან შეიძლება. - მხრები აიჩეჩა, შემდეგ თავისკენ მისწია და ტუჩებზე ნაზად აკოცა.
-ტიტე. - ყიფიანის თითებში ახლართა ჩავისები, წელზე შემოახვევინა და ტიტემაც თავისკენ მისწია.
-გისმენ. - ჩაიღიმა, თან ყბის ძვალზე აკოცა.
-ფეხბურთს მართლა უყურებ?
-არა. - ჩაიცინა და ეკატერინეც გააცინა. - მაგრამ ხანდახან შეიძლება ყურება, აი მაგალითად მაშინ როცა შენი ძმა სახლში ჩამკეტავს და მაყურებინებს.
-ჩემი ძმა ყოველთვის ეცდება სახლიდან გაგაგდოს, ასე რომ მაგაზე ნუ ინერვიულებ. - კაცის ტუჩებთან მიწეულმა ჩუმად ჩაილაპარაკა, შემდეგ ნაზად აკოცა და სხეულში დავლილი ჟრუანტელიც იგრძნო.
-როგორ გავთამამდით პატარა, ლოყები აღარ გვიწითლდება? - გაბრწყინებული მწვანეებით უყურებდა, თან ლოყაზე ეფერებოდა.
-არა.
-ვნახოთ ვნახოთ. - კიდევ ერთხელ აკოცა, შემდეგ უკან დაიხია და დაელოდა როდის შევიდოდა სახლსი ეკატერინე, შემდეგ კი თქვის სახლის გზას დაადგა.



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

მგონი, პირველად მომეწონა ჟღალი და გიგი :D

ტიტე ყველა ასპექტში, ყველა დროში, მოწოდების სიმაღლეზეა ❤️
როგორ ველოდი და გამიხარდა ახალი თავი, არც იცი.
იმედია, ყველა გამოცდამ კარგად ჩაიარა, წარმატებები ❤️
რა მოითმენს მომდევნო თავამდე?! უჰ.

 


№2  offline მოდერი painter1

მე♥უცნაურე
მგონი, პირველად მომეწონა ჟღალი და გიგი :D

ტიტე ყველა ასპექტში, ყველა დროში, მოწოდების სიმაღლეზეა ❤️
როგორ ველოდი და გამიხარდა ახალი თავი, არც იცი.
იმედია, ყველა გამოცდამ კარგად ჩაიარა, წარმატებები ❤️
რა მოითმენს მომდევნო თავამდე?! უჰ.

ჰო, ვეცადე ცოტა გამომეწორებინა ეს ორი. ^^
კი კი, ეს კვირა ჩავამთავრე და უბედნიერესი ვარ. ❤️
ტიტეს მგონი მართლ ვგრძნობ და ამიტომ გამოდის ასეთი ^^
ხვალ დავდებ ახალ თავს აუცილებლად, წერის მეტი საქმე მაინც არ მაქვს ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი დარინა

რა ჯანდაბაა რომ აი ვერანაირად ვერ მოვიწონე ტიტეს პერსონაჟიი, პირიქით ამ თავშიც მომიშალა ნერვები აი მისი აზროვენბის არ მესმის ეუბნება გაერთე რაც გინდა ის გააკეთე თვეების მანძილზე და მე დამელოდეო, ასე ვთქვათ მაგარი იდიოტის შთაბეჭდილებას მიტოვებს, მაგარი ამოთვალისწუნებული მყავს ეს პერსონაჟი და მგონი რაც არ უნდა გააკეთოს აი ვერანაირად ვერ მომაწონებს თავს. ჩემი წყვილი კი გიჟი ჟღალი და გიგი არიან, მართლა ძალიან მომწონს თავისი სიგიჟეებით, თვალები მიბრწყინავდა ამ თავში რომ იყო მათზეე, გიგი მინდა მეე. შენ კი ხომ იცი როგორ მიყვარხარ მაგრამ ეს ტიტე ვერ შევიყვარე და რა ვქნაა.

 


№4  offline მოდერი painter1

სტუმარი დარინა
რა ჯანდაბაა რომ აი ვერანაირად ვერ მოვიწონე ტიტეს პერსონაჟიი, პირიქით ამ თავშიც მომიშალა ნერვები აი მისი აზროვენბის არ მესმის ეუბნება გაერთე რაც გინდა ის გააკეთე თვეების მანძილზე და მე დამელოდეო, ასე ვთქვათ მაგარი იდიოტის შთაბეჭდილებას მიტოვებს, მაგარი ამოთვალისწუნებული მყავს ეს პერსონაჟი და მგონი რაც არ უნდა გააკეთოს აი ვერანაირად ვერ მომაწონებს თავს. ჩემი წყვილი კი გიჟი ჟღალი და გიგი არიან, მართლა ძალიან მომწონს თავისი სიგიჟეებით, თვალები მიბრწყინავდა ამ თავში რომ იყო მათზეე, გიგი მინდა მეე. შენ კი ხომ იცი როგორ მიყვარხარ მაგრამ ეს ტიტე ვერ შევიყვარე და რა ვქნაა.

ოო, მაგ გართობაში მეგობრებთან ერთად გართობა იგულისხმა. :დ
არაუშავს, ძალით ხომ ვერ მოგაწონებ, ან გაგინებ რატომ არ მოგწონსთქო :დ
დაიკიდე ტიტე, გიგიზე გადაერთე მთლიანად და პრობლემაც მოგვარდება. ❤️❤️

 


№5 სტუმარი ank

ვუიმეეე ჩემი სიყვარულები არიან ესენიი <3 ტიტე და კეკე რა საყვარლები არიან , აიი გიგი და სესა სრული სიგიჟეააა, არანორმალურებიი.. რა ტკბილი თავი იყოო <3 აუუ აღარ გვალოდინო რა ესე გთხოვ და ხვალ დადე ახალი თავი <3 <3

 


№6  offline მოდერი painter1

ank
ვუიმეეე ჩემი სიყვარულები არიან ესენიი <3 ტიტე და კეკე რა საყვარლები არიან , აიი გიგი და სესა სრული სიგიჟეააა, არანორმალურებიი.. რა ტკბილი თავი იყოო <3 აუუ აღარ გვალოდინო რა ესე გთხოვ და ხვალ დადე ახალი თავი <3 <3

როგორ ემოციურად იცი ხოლმე თავის აღწერა :დ ^^
აღარ გალოდინებთ, უბრალოდ წინა დღეებში გადავიტვირთე ცოტა. ხვალ დავდებ აუცილებლად❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ალიონა

ძლივს გახდა ისტორია ისტორია .
კარგად მიდიხარ

 


№8  offline მოდერი painter1

სტუმარი ალიონა
ძლივს გახდა ისტორია ისტორია .
კარგად მიდიხარ

მიხარია კეკეს გრძნობები თუ დაინახე.
მადლობა. ❤️

 


№9  offline წევრი LI_BE

ესე იგი, სულ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში,ამ ისტორიის კითხვისას: როდის გძინავს? ან, საერთოდ, გძინავს? smile smile

რა კარგი ოჯახი ჰყავს, კეკეს. ყველანი ძალიან კარგები, ანდრიაც კი smile ხო, გეთანხმები, გიგი მართლაც კარგი მეგობარია და კარგი ძმა. სესე ძალიან მაღიზიანებს და მასთან ერთად როცაა გიგი, მინდა თავი გავუსიო smile

გომის მთის იდეა ძალიან მომეწონა, მეც გავყვები რაა, რომ წავლენ. relaxed relaxed

 


№10  offline მოდერი painter1

LI_BE
ესე იგი, სულ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში,ამ ისტორიის კითხვისას: როდის გძინავს? ან, საერთოდ, გძინავს? smile smile

რა კარგი ოჯახი ჰყავს, კეკეს. ყველანი ძალიან კარგები, ანდრიაც კი smile ხო, გეთანხმები, გიგი მართლაც კარგი მეგობარია და კარგი ძმა. სესე ძალიან მაღიზიანებს და მასთან ერთად როცაა გიგი, მინდა თავი გავუსიო smile

გომის მთის იდეა ძალიან მომეწონა, მეც გავყვები რაა, რომ წავლენ. relaxed relaxed


ხან მძინავს ხან არა joy როცა დასაწერილი მაქვს ორ საათამდე ვქაჩავ, მერე თვალები მეხუჭება და ვიძინებ blush წინაზე ექვსზე დავიძინე და მეორე დღეს რვა საათზე ავდექი გამოცდა მქონდა. სახლში რომ მოვედი დავიძინე, მთელი დღე და ღამე გადავაბი და მაგიტომ ვერ დავდე გუშინ sweat_smile
არ ვწუწუნებ, არ მაწუხებს ეს მდგომარება, ისე მოგიყევი innocent

ხოო ეს ტკბილი ოჯახები მიყვარს.
რავიცი ეგეთი გამოვიდა სესა და ახლა ვეღარ გადავაკეთებ :დ

ეს გომის მთა საიდან მომაფიქრდა არ ვიცი, მაგრამ წარმოვიდგენ უკვე რომ მეც იმათთან ერთად მივდივარ. ნუ გონებაში კი ვიქნები იიქ და შენც წაგიყვან sweat_smile ❤️

 


№11  offline წევრი Takk.22

უმეტესად გაღიმებულმა ჩავიკითხე .ვგიჟდები შენზე და რა გავაკეთო ძალინ კარგად წერ

ხო კიდე რაც შეეხება წითელ ალქაჯს ისეთი ცეცცლოვანია როგორიც წარმომიდგენია წითელი ქალი ზუსტად გიგი შეშას წყვილში უამრავი ვნება და გრძნობების ფეიერვერკი იგრძნობა, ტიტე და კეკე სულ სხვა განზომილება სიტკბოს და სიყვარული ს... რაღაცნაირად კი გამომივიდა ჯერ შენი შეფასება მერე წყვილების

 


№12  offline მოდერი painter1

Takk.22
უმეტესად გაღიმებულმა ჩავიკითხე .ვგიჟდები შენზე და რა გავაკეთო ძალინ კარგად წერ

ხო კიდე რაც შეეხება წითელ ალქაჯს ისეთი ცეცცლოვანია როგორიც წარმომიდგენია წითელი ქალი ზუსტად გიგი შეშას წყვილში უამრავი ვნება და გრძნობების ფეიერვერკი იგრძნობა, ტიტე და კეკე სულ სხვა განზომილება სიტკბოს და სიყვარული ს... რაღაცნაირად კი გამომივიდა ჯერ შენი შეფასება მერე წყვილების

ჩვეულებრივ გამოგივიდა ყველაფერი ^^ შენი ნება არაა ვის შეაფასებ ჯერ? ❤️

მგონი ისეთი გამოვიდა ეს ყველაფერი როგორიც ჩავიფიქრე და წყვილებიც ისე საყვარლად მიდიან წინ. ძალიან მიხარია რომ მოგწონს და ჩვეულებრივ ჩემზეც რომ გიჟდები(ეგოისტურად მომწონს თან) ❤️❤️

 


№13  offline წევრი Sweet Home

ვაიმეე ეს თავი რაღაცნაირად საყვარელი იყოოო. გიგის და სესას ურთიერთობაც ძაან განსხვავებულად დაწყებულაა, ხშირად არ ხდება ეგეთები. ეს პატრა კესო რასაყვარელიაა. ძაან კაიააა და რავქნაა. ტიტეზე ცოტა ვბრაზდები იმიტორო ზედმეტად ადანაშაულებს თავის თავს. მოკლედ კარგიაა და შემდეგში უფრო დაუფრო უკეთესები იქნება იმედია. ამ ტემპით გააგრძელე

 


№14 სტუმარი Painters

საქართველოში როდის ჩამოხვალ?

 


№15  offline მოდერი painter1

Sweet Home
ვაიმეე ეს თავი რაღაცნაირად საყვარელი იყოოო. გიგის და სესას ურთიერთობაც ძაან განსხვავებულად დაწყებულაა, ხშირად არ ხდება ეგეთები. ეს პატრა კესო რასაყვარელიაა. ძაან კაიააა და რავქნაა. ტიტეზე ცოტა ვბრაზდები იმიტორო ზედმეტად ადანაშაულებს თავის თავს. მოკლედ კარგიაა და შემდეგში უფრო დაუფრო უკეთესები იქნება იმედია. ამ ტემპით გააგრძელე

ტიტეს უბრალოდ არ მოსწონს თავისი თავი ასე ეტლში მჯდომი და ეგ არის.
ხოო რაღაც ჩავატკბე. შემდეგ თავში რაღაც გეგმები მაქვს და იმედია ისიც მოგეწონება ❤️
კი კი, ასე გავაგრძელებ❤️

Painters
საქართველოში როდის ჩამოხვალ?

ზაფხულში ჩამოვალ აუცილებლად ❤️ ჩემს კლასს ბანკეტი აქვს(ნუ ეგ ზუსტად არ იციან ჯერ) და მე როგორ გამოვაკლდები? :დ ^^ ❤️

 


№16 სტუმარი Unknown

რომლისკენ დადებ ახალს?

 


№17  offline მოდერი painter1

Unknown
რომლისკენ დადებ ახალს?

ჯერ არ ვიცი, სიცხემ მომცა ღამე და ახლა მკვდარივით ვგდივარ, ცოტა გამოვკეთდები და რომ გდავხედავ დავდებ❤️

 


№18  offline წევრი Veronika

უტკბილესი თავი იყო ❤️

 


№19  offline მოდერი painter1

Veronika
უტკბილესი თავი იყო ❤️

ვიფიქრე, სად გაქრათქო ❤️

 


№20 სტუმარი ele

velodebi momdevno siyvaruliko tavs❤️

 


№21 სტუმარი Painters

მალე დადებ?

 


№22  offline მოდერი painter1

ele
velodebi momdevno siyvaruliko tavs❤️

Painters
მალე დადებ?

ჰო ახლა გადავხედავ და დავდებ❤️

 


№23 სტუმარი სტუმარი irma

გელოდებით...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent