უსაზღვრო {6}
ნელა გადიოდა დრო, თითქოს ძალით იწელებოდა და ყოველ საათს, დღეს თუ კვირას, უფრო და უფრო აუტანელს ხდიდა. ნელ-ნელა ტოტებზე ამოსული კოკრები ლამაზად იფურჩქნებოდა, გაზაფხულს ახალი ფერები შემოჰქონდა, ირგვლივ ყველაფერს აფერადებდა და ხალხსაც შედარებით კარგ განწყობაზე აყენებდა. აპრილის შუა რიცხვები იყო დილით გაღვიძებულმა ყიფიანმა სწრაფად რომ გადაურეკა გიგის და მასთან მისვლას სთხოვა. ისიც სესილიას გვერდზე მწოლი შეშინებული წამოხტა საწოლიდან, არაფერი უთქვამს ნახევრად გამოფხიზლებული ქალისთვის ისე გავარდა სახლიდან. გიჟივით მიაქროლებდა მანქანას, ბოლოს ყიფიანის კორპუსის წინ გააჩერა, კიბეები სირბილით აიარა, პატარაზე გაღებული კარის დანახვაზე სულ გადაირია, სწრაფად შევარდა შიგნით და ეტლში მჯდომი ტიტეს დანახვაზე ადგილზე გაშეშდა. -რა… რა ჯანდაბა ხდება? - ირგვლივ მიმოიხედა, თინას გაოცებულ სახესაც წააწყდა, ყავის ფინჯანი რომ ეჭირა და გაშეშებული შესცქეროდა სახე წაშლილ რატიანს. -რა ჩქარი ყოფილხარ. - ყურებამდე გაიღიმა, გიგიმ კი ძლივს შეიკავა თავი სახეში რომ არ დაერტყა. -შენ შიგ ხომ არ გაქვს? - ხმამაღლა დაუყვირა, შემდეგ ადგილზე შემხტარ ქალს გახედა. - ბოდიში თინა. -მე გავალ. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა და თავის ოთახში გაუჩინარდა. -წავედით? -სად წავედით? ამის დედაც… იცი როგორ შემეშინდა? - კარისკენ წასულს უკან აედევნა, თან კეფაზე შემოსცხო გაშლილი თითები. -ხელებს მოგამტვრევ! -ნუ იმუქრები შენი ჭირიმე, რამის ტრა.კი მაინც გქონდეს. - ხელი აიქნია და უკანალზე ჩქმეტა რომ იგრძნი ტკივილისგან ლამის აღრიალდა. -ნუ მეტრიპაჩები, შემოდი და მოკეტე ცოტა ხანს. - ლიფტში შესულმა თვალი გაუსწორა წინ მდგომ რატიანს. -რა გჭირს, რა კარგ ხასიათზე ხარ, რამე მოხდა? -მოხდა. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, შემდეგ კი ლიფტიდან გავიდა. -სად მივდივართ? - საჭესთან მოთავსებულ ძმაკაცს გადახედა, თან მანქანა დაძრა. -ზურასთან. -თავიდანვე რომ გეთქვა არ შეგეძლო? - დაბღვერილმა ჩაილაპარაკა, შემდეგ მესამედ შემოსულ სესილიას ზარს უპასუხა. - გისმენ… ვერ მოვახერხე, ტიტესთან ერთად მივდივარ ექიმთან… კარგად არის, უბრალოდ თავის ჭკუით ვითომ გამეღადავა… დღეს სახლში ხარ?.. დამირეკე რომ მორჩები და თუ მეცალა გამოგივლი… დავაი მიდი, მეც. - ტელეფონი გაუთიშა, შემდეგ მომღიმარ ყიფიანს შეხედა წამით. - რა? -რას ვიფიქრებდი ქალბატონ სესილიას ასე დაწყნარებულს თუ ვნახავდი, რა უქენი ასეთი? შეულოცე? -რომ ველაპარაკე იმის შემდეგ ნელ-ნელა დამშვიდდა. -ისე რას ელოდები? ხელს რატომ არ აწერ? ან ქორწილი, ჯვრისწერა… არაფერი არ გინდა? -მეზარება, ისედაც სულ ჩემთან არის... უკანონო ცოლია. - ჩაიცინა, თან წამსვე სესას მწვანე თვალები და წითელი თმები ამოუტივტივდა გონებაში. -კანონიერი გახადე მერე. -ჯერ ისევ ნერვებს მიშლის, მერე განქორწინებაც დამეზარება და ჯობია ცოტა ხანს ასე ვიყო სანამ ბოლომდე არ გაიზრდება. -ვაბშე ვერ აფასებ იმას რაც გაქვს. - დანანებით გააქნია თავი. -ეე, რა გინდა ახლა? -ნათლული. -შენ გააკეთე ბავშვი თუ გინდა, მე უკვე ათი წელია ვზრდი ერთს და მეორეს თავი ჯერ არ მაქვს. -გაკეთების ტრა.კი რომ მქონდეს თქმას დამასწრებდი? - მომღიმარი მიაჩერდა გიგის. -არ დაიწყო ახლა თორემ დაგარტყამ. -გაჩუმდი. - სიცილით მიადო თავი საზურგზეს და მოხვდა კიდეც ფეხზე გიგის მუშტი. ტკივილი იგრძნო ოდნავ, მოულოდნელობისგან ფეხი შეუთამაშდა და გიგიც გაოცებული მიაშტერდა. -ეს რა იყო? - თვალებ დაჭყეტილი უყურებდა ტიტეს ფეხს, გული გამალებით უცემდა და ისიც აღარ ახსოვდა სად იჯდა. -წინ იყურე! - საჭეს მოკიდა ხელი და მანქანა ბოძზე შეჯახებისგან გადაარჩინა. -ახლა არ გამოვ.ლევდე! მომეჩვენა თუ გაამოძრავე? -არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა უდარდელად. -რას მეკაიფები ბიჭო? -გააჩერე მანქანა, გავცდით უკვე. - გიგის სიტყვები დააიგნორა, რატიანიც აზრზე მოიყვანა და მალე მანქანების სადგომზე გააჩერა ავტომობილი, საბარგულიდან ეტლი გადმოიღო და დაეჭვებულმა შეუთვალიერა ფეხები მომლოდინე ყიფიანს. - გამოფხიზლდი და მომეხმარე რა. - ხელი დაუქნია ტიტემ, შემდეგ მისი დახმარებით გადაჯდა ეტლში და გიგიმაც ხმის ამოუღებლად შეიყვანა შენობაში. -ზუსტად მოხვედით. - ხელი ჩამოართვა ორივეს თეთრ ხალათში გამოწყობილმა ზურამ და მათთან ერთად ერთ-ერთ ოთახში შევიდა. - აბა, მზად ხარ? -დღეს უფრო კარგად ვარ. - ტაში შემოჰკრა ყიფიანმა, შემფეგ იქვე მდგომ გოგოსთან მივიდა. -ძალიან კარგი… ლიკა გაგიკეთებს მასაჟებს და მერე დავიწყოთ. მოვალ ათ წუთში. -კარგი. -არ იცის ამან? - თავით ანიშნა ერთ ადგილზე მიყინულ გიგიზე, ტიტემაც უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. - მომეხმარები? - იქვე მდგომი რატიანისკენ შებრუნდა და ისიც წამებში მათთან გაჩნდა. -არ ვიცი აქ რა ხდება, მაგრამ… -რომ გავალთ მაგრად მცემ. - გიგის სიტყვები დააბოლოვა და მის მხრებს დაყრდნობილი სპეციალურ მაგიდაზე დაწვა. -მადლობა თქვი რომ ვერ გიმეტებ. -რა გინდა, მაშინ კეკესგან რომ წამომიყვანე ხომ დამარტყი?! -ღირსი იყავი, მომინდომე რომანტიკოსობა და ღამე სახლში დადგომა, ლამის ერთ ღამეში გამაჭაღარავე და კიდევ პრეტენზია გაქვს? -არ უნდა წამომეყვანა. - დანანებით ჩაილაპრაკა ტიტემ, თან მომღიმარ ლიკას შეხედა. -კარგი, გაიწიე ახლა და დამაცადე ჩემი საქმის გაკეთება. - არ შეუხედავს გიგისთვის ისე ჩაილაპრაკა, მერე კი თავისი საქმე განაგრძო. ჯერ ტანსაცმლის გამოცვლაში მიეხმარა ყიფიანს, შემდეგ კი მასაჟის გაკეთებას შეუდგა. სკამზე მჯდომი აკვირდებოდა ყველა მოძრაობას რასაც ლიკა აკეთებინებდა. უკვე ნერვები ეშლებოდა არავინ არაფერს რომ არ ეუბნებოდა მაგრამ მოთმინებით იტანდა იქ გავრცელებულ სიჩუმეს, რომელსაც იშვიათად ლიკას სირტყვები არღვევდა. ბოლოს ისევ ეტლში მოთავსდა ყიფიანი, ორ მაღალ ძელს მიუახლოვდა და გაურკვევლობისგან წარბ შეკრულ გიგის თავის მოპირდაპირედ დადგომა უბრძანა. -დავიწყოთ? - შიგნით შესულმა ზურამ გაღიმებულმა თქვა, თან ტიტეს მიუახლოვდა. -ჰო. -რომ ვეღარ გაძლებ მითხარი! წინაზე როგორც ქენი ისე არ გააკეთო. -კარგი. - თავი დაუქნია მორჩილად, შემდეგ ზურას დახმარებით ორივე ძელს ჩაეჭიდა და ფეხები რბილ ზედაპირზე დადგა. - როგორ გრძნობ თავს. -ცოტა დრო მჭირდება. - ჰაერი რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა, თან ძელს ხელები უფრო ძლიერად მოუჭირა. -დაგეხმარო? -არა! - მკაცრად თქვა, ნელა, დიდი ძალისხმევით წასწია ფეხი წინ და როგორც კი ერთი ნაბიჯი გადადგა შეკავებული ჰაერი პირდიან გამოუშვა. შოკირებულ გიგის შეხედა, რომელსაც თვალები გაფართოვებოდა და პირდაღებული უყურებდა ძმაკას. გაეცინა მის სახეზე, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მაშინვე იგრძნო უსაზღვრო სიხარული. გული გამალებით უცემდა, სააკუთარ ფეხებს უყურებდა, თან უფრო და უფრო წინ მიიწევდა. უკვე ხელის კუნთები სტკიოდა, მაგრამ ნაბიჯების გადადგმას არ ეშვებოდა. -ტიტე… -დამაცადე. - კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ბოლოს ფეხებ შეტყუპებული ძმაკაცის წინ გაჩერდა. გიგი ტიროდა. ერთ ადგილას გაქვავებული იდგა, ტიტეს შეჰყურებდა და ცრემლები შეუჩერებლად სცვიოდა. ყურებამდე გაიღიმა ტიტებ, თვითონაც აემღვრა თვალები, უკვე ვარდებოდა, მაგრამ ისევ იგრძნო გიგის მოხვეული მკლავები. ახლა უკეთ შეიგრძნობდა მიწას. ბოლომდე ვერ ინარჩუნებდა წინასწორობას, ცდილობდა მყარად დამდგარიყო, მთლიანად არ დაყრდნობოდა რატიანს და გამოსდიოდა კიდეც. -ამის დედაც. - ჩუმად ჩაილაპარაკა გიგიმ, ცრემლები ხელის ზურგით შეიმშრალა, შემდეგ ისევ მაგრად მოხვია ხელი ყიფიანს. -დაჯექი. - კმაყოფილმა ფეხებთან მიტანილ ეტლზე ანიშნა ზურამ, ტიტეც ეტლში ჩაეშვა და ლიკას მიწოდებული სალფეტქით ოფლით დაცვარული შუბლი შეიმშრალა. - სიმართლე რომ გითხრა არ ველოდი… უფრო სწრაფად მიიწევ გამოჯანმრთელებისკენ ვიდრე წარმოვიდგენდი. -სხვა გზა არ მაქვს. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, შემდეგ გიგის ახედა, ენა ჩავარდნილი ისევ ჩაწითლებული თვალებით შეჰყურებდა ყიფიანს და ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდა. - კიდევ მინდა. -ვფიქრობ საკმარისია, დასვენება გჭირდება. -დავისვენებ და ისევ გავივლი. -ნუ ჯიუტობ… -მხოლოდ ერთხელ. -კარგი კარგი. - ხელი აიქნია, წყლით სავსე ბოთლი მიაწოდა, თვითონ კი მაგიდაზე მოთავსებულ, ფურცლებს დახედა და რაღაცების აღნიშვნას შეუდგა. მალე კარგზე კაკუნი გაისმა, შემდეგ ქალბატონი თამარის სახეც გამოჩნდა. -როგორ ხართ? -შენი ბიჭი ძალიან მონდომებულია თამარ, დღეს ბოლომდე გაიარა. -რას ამბობთ? - გახარებულმა შეხედა იქვე მჯდომ ყოფიანს, შემდეგ სახე გაბრწყინებულ გიგის მოავლო მზერა. -სურათი მაქვს. - გვერდზე ამოუდგა ლიკა და ტელეფონი გაუწოდა, სადაც ფეხზე მდგომ რატიანს ეხვეოდა. -ყოჩაღ. - გახარებულმა თბილად გაუღიმა ტიტეს, იმანაც თავი დაუკრა. - უნდა გავიქცე, საქმე მაქვს, გნახავ მერე. - სწრაფად დაემშვიდობა ყველას და როგორც გამოჩნდა ისე გაუჩინარდა კარს იქით. ცოტა ხნის ლაპარაკის შემდეგ დასვენებული სხეული ისევ გამოაცოცხლა. ისევ გაიარა, ამჯერად კი ვიდეოს უღებდა ბედნიერი სახით მომზირალი გიგი. ბოლოს ზურასთან საუბრის შემდეგ იქაურობაც დატოვა და მშობლების სახლში მიყვანა სთხოვა საჭესთან მჯდომს. მთელი გზა ხმას ვერ იღებდა რატიანი, ტიტეს კი მის მდგომარეობაზე ეღიმებოდა. გიგი იყო ადამიანი რომელიც გრძნობებს სულ სხვანაირად გამოხატავდა. ყოველთვის ასე იცოდა, თუ შეატყობდა რომ რამეზე ზედმეტად დარდობდა, მივიდოდა, ხელებს მთელი ძალით მოხვევდა და დუმილით აგრძნობინებდა რომ მის გვერდზე იყო. არც სჭირდებოდათ რამის თქმა, ყოველთვის უთქმელად ესმოდათ ერთმანეთის და ზუსტად გიგის თვლიდა თავის სულის ნაწილად. ბევრჯერ უთქვამს, “ჩემი მეორე ნახევარი შენ ხარ, შენზე მეტად მე ვერავის შევიყვარებ და ბოლოს მაინც შენ მოგიყვან ცოლად, ხომ ვიცი”-ო. რატიანი კი გულიანად ხარხარებდა ხოლმე. ბევრი რამ იყო რაც ერთად გადაუტანიათ, არ ახსოვს მომენტი სადაც რამე უჭირდა და გიგი გვერდზე არ ჰყავდა. ასევე იყო გიგისთვისაც. მაშინ, ქალბატონი ლიზას გარდაცვალების შემდეგ თვეობით გიგისთან ცხოვრობდა, კესარიას გაზრდაში ეხმარებოდა და ამიტომ უყვარდა ეს ბავშვი განსხვავებულად. თავის ძმის/დის შვილებისთვის არ გაუკეთებია იმდენი რამდენიც კესოსთვის აქვს გაკეთებული. ერთადერთი ბავშვი იყო ვისაც საფენებს უცვლიდა, როცა გიგი ცუდად იყო თვითონ აბანავებდა, აჭმევდა და აძინებდა. ღამეებს მორიგეობით უთენებდნენ მტირალა, თავიდანვე ჯიუტ კესარიას, დილით კი ბავშვთან ერთად იძინებდნენ. * ტიტეს სახლიდან პირდაპირ კაფეში წავიდა, სადაც ქალბატონი სესილია უნივერიტეტის შემდეგ მისულიყო გოგოებთან ერთად და გიგის მისვლას ელოდა. კაფეში მისულმა დაინახა კიდეც წითელი თმები, ზურგით მჯდომს მყარი ნაბიჯებით მიუახლოვდა, თითქოს იმანაც იგრძნო გიგის იქ ყოფნა, უკან შებრუნდა და თავზე წამომდგარ რატიანს მომღიმარმა ახედა. -შეიძლება ჩემი გოგო მოგტაცოთ? - მაგიდასთან შემომსხდრებს მოავლო თვალი, წამით ერთ-ერთზე შეაჩერა მზერა. სესას კურსელი იყო, ბელა. ყოველთვის ისე უყურებდა რატიანს თითქოს რამე დაეშავებინა, თან მთლიან სხეულს უთვალიერებდა და გიგიც ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ დიდად არ აინტერესებდა, არც ყურადღებას აქცევდა და ხშირ შემთხვევაში მისი არსებობაც არ ახსოვდა. -შეიძლება. - თავი დაუქნია ერთ-ერთმა, გიგიმაც უცებ წამოაყენა ფეხზე, ყველას დაემშვიდობა და იქაურობაც დატოვა. -რა მოხდა? - ბედნიერებისგან გაბრწყინებულ კაცს თვალს არ აშორებდა, გიგი კი მომღიმარი მართავდა საჭეს. ბოლოს რომ აღარ შეეშვა სესილია ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ტიტეს ვიდეო ჩაურთო. - ვაიმეე! რა მაგარია?! - გახარებულმა წამოიყვირა და ისევ გიგის შეხედა. - სესა გაგიჟდება! -ხმა არ ამოიღო სესასთან. ტიტეს როცა მოუნდება თვითონ ეტყვის, იცოდე ენა რომ ვერ გააჩერო და რამე მინიშნება მაინც უთხრა მაგრად გამიტყდება და ვაბშე აღარაფერს არ გეტყვი. -ხმას არ ვიღებ… შენ კიდე ნუ იცი ხოლმე ასე, როდის რა მითქვამს… რას ვაპირებთ? -მე, შენ და კესო პიკნიკზე მივდივართ. - ტელეფონი ჯიბეში ჩაიბრუნა, შემდეგ სესას თითებში ახლართა თავისები და მტევანზე აკოცა. სახლში მისულებმა სწრაფად მოამზადეს ყველაფერი, ერთ კალათში ჩაალაგეს სენდვიჩები, ნამცხვრები და წვენები, შემდეგ კესოსთან ერთად დატოვეს სახლი. ხეების ქვეშ მხოლოდ სამნი ისხდნენ, წინ დიდი მინდორი გადაშლილიყო და კილომეტრების იქით ქალაქის ხედიც ჩანდა. ჭამაში გართულები კესარიას საუბარს უსმენდნენ და მის მონაყოლ ამბებზე გულიანად იცინოდნენ. ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან გიგი, უყურებდა ორ ყველაზე მნიშნვნელობან და საყვარელ ქალს, რომლებიც ერთმანეთში გაუჩერებლად ლაპარაკობდნენ. მოსწონდა სესილიას დამოკიდებულება კესოს მიმართ, იცოდა როგორც უყვარდა და კიდევ უფრო მეტად აღმერთდებდა ამ ქალს, რომელიც კესოს დედის დანაკლისს უვსებდა. ისე ზრუნავდა მასზე როგორც დედა იზრუნებდა თავის შვილზე. ეფერებოდა, კოცნიდა და მასთან ყოფნის დროს ყოველთვის გამოხატავდა იმ სიყვარულს რაც ბავშვის მიმართ გააჩნდა. მართალი იყო ტიტე, ვერ აფასებდა იმას რაც ჰქონდა. რას ელოდებოდა თვითონაც არ იცოდა. ალბათ აქამდე ცოლად მოყვანილი ეყოლებოდა უკვე თავისთან რომ არ ეცხოვრა. -შვილი მინდა. - სესას ყურთან ჩუმად ჩაილაპარაკა და წიკლაურმაც მომღიმარმა შეხედა. -ხომ გყავს უკვე. -ჩემი და მალე გაიზრდება, მე ჩვენი შვილი მინდა. - ბალახზე ზურგით დაწვა და სესაც ნახევარი ტანით ზევიდან მოექცა. -ღამეების თენება მოგენატრა? - ლოყაზე მიეფერა, თან ყბაზე აკოცა. -მაშინ ოცი წლის ვიყავი, პატარა ბავშვებს ხელში ვერ ვიყვანდი და მერე დღეების ბავშვი შემრჩა ხელში, შენ მაშინ უნდა გენახა მე და ტიტეს რა გვჭირდა. თვალებ დასიებულები, გამოუძინებლები ძლივს დავდიოდით. ღამე ეღვიძა და დილით ეძინა იმ მაიმუნს. ყველაფერი მახსოვს, როდის ამოუვიდა კბილი, როდის გაიარა პირველად და როდის თქვა დედის ნაცვლად გიგი. თან გ-ს წესიერად ვერ ამბობდა. მახსოვს ერთი პერიოდი მამას მეძახდა, მერე ძლივს გადავაჩვიე. - თვალებ დახუჭულმა ჩაილაპარაკა, შემდეგ ზევიდან მოქცეულ ქალს შეხედა, წითელი თმა უკან გადაუწია, ხელი კეფაზე შეუცურა და ტუჩებზე ნაზად აკოცა. -მე წინააღმდეგი არ ვარ. -აუუ, რამე მეთამაშეთ რა… - წყვილს თავზე წამოადგა აბუზღუნებული კესო, შემდეგ ორივე წამოაყენა და წრეში ბურთის სათამაშოდ წაიყვანა. -ჩუმად… - სამზარეულოს მაგიდის ზედაპირზე შემომჯდარი კისკისებდა, კაცის ვნებიან ტუჩებს კოცნაში ჰყვებოდა და ძირს დავარნილ ნივთებს ტანსაცმელიც მიჰყვებოდა. -მაგიჟებ იცი? - სწრაფად მოაშორა შარვალი, საცვალი ზედ შემოახია და კბილები მტკივნეულად მოუჭირა მკერდზე. -ღმერთო… - ჩუმდ წამოიკვნესა, აღზნებული სხეული სურვილისგან უთრთოდა, ერთი სული ჰქონა როდის შეიგრძნობდა კაცის სხეულს და მთლიანად მისით გაბრუვდებიდა. პირველივე ძლიერი ბიძგის დროს ხმამაღლა წამოიკივლა და გიგიმაც ტუჩებზე ააფარა ხელი, თან აალებული თვალებით უყურებდა, სესასაც წვავდა და თვითონაც იწვოდა. - ჯანდაბა! ვერ გიტან. - მხრებზე ჩაავლო თითები, წელზე შემოხვეული ფეხები მოუჭირა მისი მდგომარეობით გახალისებულ რატიანს და დაბოლოოდ სიამოვნებისგან აკანკალებულმა თავი უკან გადააგდო. -მიყვარხარ. - თმებში წავლებული ხელით სახე თავისთან მიაწევინა, ცრემლები შეუმშრალა თვალებ გაბრწყინებულმა და ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა. -ზღვარს გასცდა ჩემი სიყვარული და მეშინია ცოტახანში არ გავგიჟდე. - გიგის ტუჩებზე ამოილაპარაკა, შემდეგ ისევ აკოცა და ათრთოლებული სხეული საყვარელ კაცს მიანდა. *** ერთი წლის წინ. 6 მაისის თბილი დღე იყო. ცაზე ერთი ღრუბელიც კი არ ჩანდა, გზაზე მიმავალი მანქანა სწრაფად კვეთდა ასფალტს. მზეც ნელ-ნელა ქვევით მიიწევდა და ცაზეც წვრილ-წვრილი ვარსკვლავები ჩნდებოდა. -სად მივდივართ? - საჭესთან მჯდომისკენ შებრუნდა მთლიანი ტანით და მის პროფილს მიაშტერდა. -ჩვენს ქოხში. -მართლა? - გახარებულმა მიმოიხედა ირგვლივ. - გზას ვერ ვცნობ. -ნუ ნერვიულობ, არ გატყუებ, დაგავიწყდა ალბათ. -არ ვნერვიულობ, უბრალოდ დავინტერესდი. -მაპატიე ქალბატონო. - მომღიმარმა მოკიდა მტევანზე ხელი და თითებზე აკოცა. ადგილზე მისულმა იქვე გააჩერა მანქანა, სწრაფად გადახტა კეკე და ტბასთან მიირბინა. ირგვლივ ჭრიჭინების ხმები ისმოდა, ყველაფერი სიმწვანეში იყო ჩაფლული და დაწყნარებული ტბაც მთვარის შუქს ირეკლავდა. სუფთა ჰაერი ღრმად შეისუნთქა, შემდეგ ტიტეს გახედა, პროდუქტებით ხელში სახლისკენ რომ მიდიოდა და ისიც უკან აედევნა. შიგნით შესულს ოთახი სანთლებით განათებული დახვდა, ბუხარში ჯერ ისევ ჩანდა წითელი ნაკვერჩხლები და სახლშიც სასიამოვნოდ თბილიდა. -აქ იყავი? -დღეს ამოვედი, მივალაგე და შენს წამოსაყვანად წამოვედი. - ნაკვერჩხალზე შეშა დაალაგა, ცალი ხელი წელზე მოხვია, თავისკენ მიიზიდა და თეთრი თმა უკან გადაუწია. -დღეს აქ ვრჩებით? - კისერზე შემოხვია მკლავები, თან მწვანე თვალებში უყურებდა, უცნაურად რომ უელავდნენ. -დღეს, ხვალ და თუ გინდა ზეგაც დავრჩეთ. -მინდა. - გაიღიმა, თან ტიტეს ტუჩებს მიუახლოვდა. თვალი არ მოუშორებია კეკესთვის ისე გასწია ხელი მის ზურგს უკან, ძველებურ, პატარა მაგნიტოფონის ჩასართავ ღილაკს დააჭირა თითი და ოთახშიც წყნარი მელოდია გაჟღერდა. ნელა ააყოლა ტანი ყიფიანმა, ქალის სხეულიც აიყოლა. მის ყელში ჩარგო სახე, ქალის სურნელი ღრმად შეისუნთქა და ტანის ნელი რხევით დაიწყო მოძრაობა. კეკეს სწრაფი გულისცემა ესმოდა, თავისიც ჯაჭვლიანისას ჰყვებოდა. თითქოს მათი გულებიც მათთან ერთად ცეკვავდნენ. ყელში მიაკრო გახურებული ტუჩები, შემდეგ მაღლა აუყვა, ყბიდან ლოყაზე გადავიდა და ბოლოს მის ტუჩებთანაც მიაღწია. კაბის ქვეშ შემძვრალმა ხელი ფეხზე აატარა, კაბის ბოლოებიც აიყოლა და ფრთხილად მოაშორა სხეულიდან. წვრილი თითები შავი მაისურის ქვეს, პრესზე აატარა, ტიტეს დაჭიმულ სხეულზე თავისთვის გაეღიმა და მალე ისიც შარვლის ამარა დატოვა. -ხომ მენდობი პატარა? - ქალის ყურთან დაიჩურჩულა, თან ბიუსჰალტერი შეუხსნა და მალე მთლიანი მკერდი მოუშიშვლა. -ჰო. - ლოყებ შეფარკლული ტიტეს ყელს მიაშტერდა, ყიფიანმა კი ნიკაპზე მოკიდა თითები, თავი ააწევინა და კამკამა ცისფერებში ჩახედა, ონდავ რომ გალურჯებულიყო. ცას ჰგავდა. მოწმენდილ ცას. აღარაფერი უთქვამს ყიფიანს, შეფარკლულ ლოყაზე მიეფერა, შემდეგ თეთრ თმებში შეუცურა თითები, სახე თავისთან ახლოს მისწია და ტუჩებზე ნაზად შეეხო. ბუხრის წინ გაფენილ ტყავზე დააწვინა, თვითონ კი ზევიდან მოექცა. თითები მოხრილი მუხლისან ბარძაყზე აატარა, ყელი კოცნით გაიარა და მკერდამდე ჩასულმა კბილები ძუ.უს თავებზე მოუჭირა. ტანში სასიამოვნოდ გასცრა კეკეს კვნესის გაგებაზე. ტუჩები მუცელზე მიაკრო, შემდეგ თითებით საცვალი ნაზად მიაშორა, ფეხები გადააწევინა და მათ შორის მოთავსდა. ზევიდან დაჰყურებდა ამ თეთრ სილამაზეს, თეთრ კანზე გაუჩერებლად დაატარებდა თითებს და ეს უბრალო შეხებაც კი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. პირველად რომ შეიგრძნო ქალის სხეული წამსვე ბედნიერებით აივსო. ტკივილისგან ამომავალ ხმებს ყელში უხშობდა, ნაზად ეფერებოდა და სიამოვნების მორევში თავისთან ერთად ითრევდა. მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას, ყლველაფერს კეკეს სიამოვნებისთვის აკეთებდა და იმის შეგრძნებით თუ როგორ ადნებოდა ქალი მკლავებში, თვთონაც ბრუვდებოდა. ბოლოს მისი ხმამაღალი კვნესაც მისწვდა ყიფიანის სმენას. თვალებ მინაბულ ქალს ზევიდან დაჰყურებდა სუნთქვა აჩქარებული. შემდეგ გვერდზე გადაწვა, მომღიმარმა ეკატერინეს მისუსტებულ სხეულს ხელი მოხვია და მკერდზე აიკრა. იქამდე იყვნენ ჩუმად სანამ ორივეს არ დაუმშვიდდა სუნთქვა, გულები კი ისევ გაორმაგებულად ფეთქავდნენ. -დაბადების დღეს გილოცავ პატარა. - შუბლზე აკოცა კეკეს, ისიც უცებ წამოიწია, ზევიდან დახედა გაოცებულმა, შემდეგ საათს ახედა, უკვე თორმეტს უჩვენებდა. -მადლობა. - ნაზად აკოცა ტუჩებზე, მერე ლოყებ შეფარკლულმა თვალებში ჩახედა. -რა ლამაზი ხარ ნეტავ იცოდე. - თვალებ გაბრწყინებული უყურებდა ქვევიდან, თან ეფერებოდა და ჯერ კიდევ არ სჯეროდა რომ ეს თეთრი ქალის მთლიანად მას ეკუთვნოდა. -ნუ მაწითლებ, ისედაც მთელი სხეული მიხურს. ყველა ადგილი მეწვის სადაც შემეხე და ასე მგონია მალე მთლიანად დავიწვები. - ტიტეს ყელში ჩამალა სახე, მის ფეხებში ახლართა თავისები და საყვარელი სურნელი ღრმად შეისუნთქა. -წავიდეთ. - კეკეს სიტყვებით ყურებამდე გაღიმებული უცებ წამოდგა ფეხზე, კეკე მხარზე გადაიკიდა და აბაზანისკენ დაიძრა. ისეთი პატარა იყო ორი დამიანი ძლივს ეტეოდა, ერთმანეთზე მიკრულები იდგნენ, კეკეს სხეულზე დააცოცებდა თითებს თვალებთან ერთად, ეფერებოდა, თან სხეულს უსუფთავებდა. ოდნავ შეხტა, სუნთქვაც კი შეეკრა როდესაც ტიტეს ხელი ფეხებს შორის იგრძნო. გულიანად გაეცინა ყოფიანს, აწითლებული სახე მთლიანად დაუკოცნა, შემდეგ ტუჩებზე დაეტაკა. - ჩემი ნუ გრცხვენია. -ცოტა დრო მჭირდება და შენს შიშველ სხეულ რომ შევეჩვევი, არც ჩემის გამოჩენა შემრცხვება. - წამოზრდილ თმაში შეცურებული თითებით თავი თავის სახესთან ახლოს მიაწევინა და ტუჩებზე თავის ინიციატივით წაეტანა. აბაზანიდან გასულებმა ისევ ბუხრის წინ გადაინაცვლეს, ცეცხლი დაპატარავებულიყო და უფრო კარგი ტემპერატურა იდგა, ამის გასანეიტრალებლად ფანჯარაც ღია ჰქონდათ. საცვლით მყოფი მაცივარს მიუახლოვა, პატარა ტორტი გამოიღო, სანთებელით ერთი სანთელი აანთო და თვალებ გაბრწყინებული კეკეს წინ დაჯდა. -სურვილი ჩაიფიქრე პატარა. - სანთელზე ანიშნა კეკეს, ეცინებოდა მის გამომეტყველებაზე, ტორტის ნაცვლად ისევ ტიტეს უყურებდა. ქალთმერთს ჰგავდა. თეთრი თმა წინ ჩამოშლოდა, მკერდს უფარავდა, თან ცისფერი თვალებიდან სინათლეს ასხივებდა. ბოლოს სანთელიც ჩააქრო, ტორტზე უარი თქვა, მის ნაცვლად კი ტიტეს ტუჩები დააგემოვნა. -მადლობა. -რისთვის? - ქვევიდან მოქცეულს დაჰყურებდა, სხეულის ყველა დეტალს უთვალიერებდა, თითებს ვერ აჩერებდა და ყველა წერტილში ეხებოდა. -იმისთვის რომ ჩემთან ხარ და ყოველთვის ყველაფერს სხვა ფერებში მაჩვენებ. - მხრებზე გადაატარა წვრილი თითები. მწვანე თვალებში უყურებდა და იმ ჭაობში უფრო და უფრო იძირებოდა. ................... ესეიგი, რა ჯანდაბა დამემართა არ ვიცი, გიშინ დავწექი, ვწერდი ამ თავს და დამეწყო კანკალი, აი ასე, მიულოდნელად. ავდექი გავიზომე სიცხე და 37.7 მიჩვენებდა. მაშინვე კი ვყლაპე წამლები მაგრამ დღეს ისევ დაბალი სიცხე მაქვს, მოთენთილი, მკვდარივით ვგდივარ და ვერ მოვახერხე ვერც მეტის დაწერა და ვერც შეცდომების წესიერად გასწორება. მაგრამ როგორც შეგპირდით ვდებ. პატარაა, მაგრამ მეტის დაწერა ფიზიკურად არ შემეძლო. იმედია გამიგებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.