შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ და ცხოვრება.(თავი 1)


31-01-2020, 11:47
ავტორი duchi_duchi
ნანახია 2 939

ჩაბნელებულ ოთახში აივნის კარებთან სავარძელში იჯდა. საათი ღამის 4ს აჩვენებდა,სიგარეტის კვამლს ფილტვებში უშვებდა,არ დაუთვლია მერამდენე ღერს ეწეოდა.ყოველი ღამე,სავარძელში ჯდომით და თამბაქოს მოწევით თენდებოდა. უკვე დიდიხანია ძილი არ ეკარება,ცდილობს მაგრამ არ გამოდის.თვალს ვერ ხუჭავს,ფიქრობს თავის განვლილ ცხოვრებაზე და ვერ გაიგო სად დაუშვა შეცდომა,რატომ არ გაიმეტა ღმერთმა მისთვის სიყვარული,როცა თავად სიყვარული იყო.ყოველთვის გულღია, გაწონასწორებული,უსაზღვროდ კეთილი,მხიარული და ამავე დროს სერიოზული იყო თავის ასაკთან შედარებით.არასდროს შეცდომა არ დაუშვია იმ ერთის გარდა.ყოველთვის სამართლიანი იყო.გაჭირვებაში არასდროს ტოვებდა ადამიანს,უცნობებსაც კი ეხმარებოდა თუ რამე შეეძლო..მისი იმედი ყოველთვის ყველას ქონდა. თუ ვინმე იცნობდა ყველა აფასებდა,მეგობრებს სიგიჟემდე უყვარდათ, სულსაც არ დაიშურებდა მათთვის.ცხოვრება უხაროდა, ბედნიერდებოდა სხვისი ბედნიერებით.სულ ცდილობდა ყველას სახეზე ბედნიერი ღიმილი დაენახა.აარაფერი აკლდა,ბავშვობიდან ყველაფერი ქონდა თითქოს ბედნიერებისთვის, მაგრამ ბოლომდე ბედნიერი არასდროს იყო, ალბათ იმიტომ, რომ ქუჩაში ვინმე რომ დაენახა მოწყალების სათხოვნელად ხელგაწვდილი იმასაც კი ჯავრობდა. ყოველთვის ვიღაცაზე ან რაღაცაზე ნერვიულობდა.ძალიან კეთილი იყო, მაგრამ გაბრაზებაც საშინელი იცოდა ,ყოველთვის პირში გეტყოდა სიმართლეს,არ ფიქრობდა გული გეტკინებოდა თუ არა. ერჩივნა სიმართლე ეთქვა ვიდრე მოეტყუებინე. პირველი არასდროს არავის შეეხებოდა, მაგრამ თუ შეეხებოდი ყველაფერს იზამდა შენს მიწასთან გასასწორებლად,ყველაფერზე იყო წამსვლელი.ფეთქებადი იყო ძალიან, გადაწყვეტილებებს ადვილად იღებდა,შედეგებზე არ ფიქრობდა.ყოველთვის უმართლებდა, იმ ერთი შემთხვევის გარდა და ზუსტად იმ შემთხვევის გამო დაეცა ბევრჯერ. დაკარგა ბევრი მეგობარი, საყვარელი ადამიანი და გახდა უფრო ჩაკეტილი, ცივი.გრძნობების გამომჟღავნება არც არასდროს შეეძლო,ახლა კი ურეაქციოდ დადიოდა.შემორჩნენ მეგობრები, ნამდვილები,იღიმოდა მათთან ერთად მაგრამ აღარ იყო ის ვინც უწინ. სწორედ ამიტომ ვერ იძინებდა ღამით ,ღამით სიკვდილზე ფიქრი არ აძინებდა, ღამით ფიქრები არ ასვენებდნენ, ღამით მხოლოდ სიკვდილი იყო. ტვინს ვერ თიშავდა,ბედნიერება აკლდა, სიყვარული აკლდა და მაგიტომ.
.............
ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დავიბადე.13 წლის ვიყავი დედა რომ ემიგრანტი გახდა,ერთ წელიწადში კი მამაც მასთან წავიდა. არც მანამდე მაკლდა არაფერი, მაგრამ ვიზრდებოდი და უფრო მეტი გჭირდებაო, ხოდა ასე წავიდნენ და გახდნენ ემიგრანტები.ჩემი უკეთესი მომავლისთვის.მამის საძმაკაცოში პირველი შვილი ვიყავი, მათთან ერთად გავიზრადე. 17 წლის იყო დედაც და მამაც რომ დაქორწინდნენ. ყოველთვის მათამამებდნენ.სადაც დადიოდნენ სულ თან დავყავდი, გარეთ უფრო ბევრი დრო მაქვს ალბათ განატარები ვიდრე სახლში.ვიზრდებოდი მათთან ერთად და ვსწავლობდი ცხოვრებას.მათი დამსახურებაა დღეს როგორი ადამიანიც ვარ ,ვარჩევ თეთრს და შავს ,ყოველთვის სამართლიანი ვიყავი ,არცერთისთვის არ დამიძახია ბიძა.ყოველთვის როგორც კარგ ძმაკაცს ისე მექცეოდნენ ,დღემდე ასეთი ურთიერთობა გვაქვს, მიუხედავად იმისა რომ ბიჭი არ ვარ.ხოდა ზუსტად ამიტომ ძალიან კარგად მესმის ბიჭის ფსიქოლოგია.მეც ბიჭივით ვაზროვნებ,მიუხედავად იმისა რომ ქალი ვარ.მეც მომწონს ქუსლიანები,კაბები და არც საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას არ ვუჩივი.სადაც არ უნდა წავიდე ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვარ.არაფერი განსაკუთრებული, ალბათ დაბადებიდან დამყვა ქარიზმა.საბიძაშვილოში თითქმის ყველა ბიჭია,სწორედ ამიტომ,ბიჭებთან უფრო ადვილად ვპოულობ საერთო ენას, ვიდრე გოგონებთან ,მაგრამ მყავს დაქალებიც ,ძმაკაცები უფრო მეტი. დაიკოთი არასდროს არავინ მომმართავს ვინც გამიცნობს. სულ ჩვენი ძმა ხარო მომმართავნდენ. ადრე მიხაროდა ეს ყველაფერი,მაგრამ რაც გავიზარდე მივხვდი რო ქალი ვარ და მეც მჭირდება სინაზე. ნუ ახლა ნაზი ვეღარ გავხდები დაგვიანებულია,მაგრამ მინდა რომ ქალად ვიგრძნო თავი.ჩემს გარშემო, ჩემი საყვარელი ადამიანების გარშემო,ყველა ძლიერ ადამიანად მიყურებს ,იმდენად არიან დარწმუნებულები ჩემს სიძლიერეში არასდროს ფიქრობენ,ალბათ ვერც წარმოუდგენიათ ,თუ ოდესმე რამე დამამარცხებს,გამიჭირდება,მეტკინება,თვით დაცვის ინსტიქტი კარგად მაქვს გამომუშავებული,დამოუკიდებლად ვაგვარებდი ყოველთვის ჩემს პრობლემებს.თუნდაც სკოლაში მომსვლოდა კამათი,არასდროს ვრევდი არავის. ეს ბავშვობაში ხოდა ცხოვრებაშიც ეს გამომყვა. დღეს იმდენ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, ჩემი ნაცნობობით ბევრს მოვუხსენი პრობლემა. ქალი ვარ მაგრამ არასდროს შემშლია,ცუდად არასდროს მიცხოვრია, ალბათ ზუსტად ამიტომ მაფასებენ და მცემენ პატივს.ვამბობდი იმდენად დარწმუნებულები არიან ჩემს სიძლიერეში, გონიათ რომ სუსტს ვერასდროს მნახავენ ,მაგრამ ცხოვრებაში სუსტი წერტილი ყველას აქვს.ეს სუსტი წერტილი კი ადამიანია ვინც გიყვარს, სიყვარული.სიყვარული არის სუსტი წერტილი ,სიყვარული გაბრმავებს, გაჩოქებს, სიამაყეს გიკარგავს და ერთ დროს ძლიერი ადამიანი კი ისე დაქაჩოქოს ,შენგან აღარაფერი დარჩეს .სიყვარულს შეუძლია გაგაბედნიეროს ,ფრთები შეგასხას, ძალა მოგცეს, უფრო მეტი აკეთო კარგი ვიდრე მანამდე ,ან შეუძლია გაგანადგუროს, ფრთები დაგაჭრას, ძირს დაგცეს ,ემოციები ჩაგიკლას ,რადიკალურად შეგცვალოს. სწორედ ეს გახდა ჩემი შეცვლის მიზეზიც ,სწორედ ამიტომ დავდივარ ,ცივი უემოციო სახით. ერთ დროს ლაღი ,გიჟი და გადარეული.ბევრჯერ მიღალატეს, ბევრჯერ ჩამარტყეს ზურგიდან დანა, მაგრამ ჩემი სიკეთე ვერ მოკლეს.ერთადერთი რაც შემომრჩა სიკეთეა,უბრალოდ არ შემიძლია მის გარეშე, ბოლომდე ვერ გავბოროტდი, თუმცა ადრე რომ ვაპატიებდი,დღეს აღარ ვპატიობ ,არასდროს არავის ვეხები მთავარია შენ არ შემეხო,თორემ ყველაფერს გავაკეთებ შენს მიწასთან გასასწორებლად .ესაა მიმი (მირა) ნაკანის პიროვნება და მალე გიამბობთ ჩემი 28 წლიანი ცხოვრების შესახებ....




-----------------------------------------------------------------------
გამარჯობათ ჩემო საყვარლებო.დავბრუნდი ახალი ისტორიით,არვიცი ჯერ რა გამოვა,ახლა დავიწყე წერა. იმედია მუზა არ გაქრება და შევძლებ გაგრძელებას..ლეპტოპი გაფუჭდა ტელეფონით ვწერ და იმედია ძალიან არ გამიჭირდება...მადლობა ყველას ვინც წაიკითხავს და კომენტარით გამიზიარებს შთაბეჭდილებას,ვისაც მოეწონება ან არ მოეწონება.



№1 სტუმარი მარიიი

კარგად დაიწყე და ასე გააგრძელე
ველოდები ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent