სიყვარული ყველაფერია /სრულად/
-ბნელი 90იანების ერთადერთი ნათელი წერტილი ტასია ქუთათელაძე . მისი დამსახურებაა მე ახლაც ცოცხალი რომ ვარ და წესიერად სინდისით და ნამუსით რომ ვცხოვრობ . მე ის ძალიან მიყვარდა მიყვარს და მუდამ მეყვარება . ალბათ ჩემი ერთადერთი წრფელი სიყვარულია - სავარძელში გაწოლილმა კცმა ამოთქვა სიტყვები და ღრმა ნაპაზი დაარტყა ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა მოსვა და გააგრძელა საუბარი - ალბათ მთელი ჩემი სიცოცხლეც ამიტომ მივუძღვენი მას ... -და დედა ? - ბიჭმა არ დაასრულებინა წინადადება და ჩაეკითხა . კაც დაეტყო რომ არესიამოვნა წინადადება რომ არ დაასრულებინა . ბიჭი გვერდით სკამზე იჯდა და გულმოდგინედ უსმენდა მისთვის ზედმეტად სააინტერესო ისტორია . ბიჭი ალბათ 17-18 წლის იქნებოდა . მამაკაცს კი ასაკი საერთოდ არ ეტყობაოდა . ზედმეტად “დასტოინიად” იჯდა . აუჩქარებლად უყვებოდა ისტორიას -გიორგი დიდი ბიჭიხარ და უნდა გითხრა რომ სიყვარული . ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის . ეს ის სიყვარულია როცა გრძნობ რომ მის იქით არავინ და არაფერი არსებობს . გული გიჩქარდებ მის დანახვაზე . მუცელში იმ წუილის გრძნობას ვერაფერს უხერხებ . გგონია სიხარულისგან გაფრინდები . სხვას რომ ხედავ მის გვერძე ცეცხლდები . მასთან კომფორტულადხარ. როცა გიჭირს მასთან გინდა , როცა გილხინს მასთან გინდა , ყოველთვის მასთან გინდა . უყვები იმას რასაც გეგონა რომ ვერასდროს ვერავის ეტყოდი , იმიტომ რომ მისდამი ნდობა ყველაზე დიდია . მისი ყურებით ვერასდროს რომ დაიღლები . და უბრალოდ რომ გიყვარს . ბედნიერიხარ ადამიანი თუ იცი რაცაა სიყვარული და ამ ქვეყნიდან უსიყვარულოდ რომ არ წახვალ . მაგრამ არსებობს მიჩვევა ... შეგუება ბედისწერასთან რომლის შეცვალაც არ შეგიძლია და ვალდებული ხარ რომ გზა გააგრძელო ... სწორედ შეჩვევა დედაშენი . მე იძულებული ვიყავი ცოლად მომეყვანა . მე იძულებული ვიყავი მასთან მეცხოვრა ხოლო სიყვარული ჩემთვის ჩემი ტასიაა .მიმიხვდი ? -კი მა მივხვდი . მეც მიყვარს ერთი გოგო . მაგრამ ვერვხვდები საით მიგყავს საუბარი- გაურკვევლად კითხა ბიჭმა . თან რიდიც ჰქონდა კაცის იმისდა მიუხედავად რომ მამა იყო მისი . -მე ცოტა დრო დმრჩა და მინდა რომ ტასიას ამბავი ვინმეს ვუამბო . ვინმეს არა ყველას . ყველას გავაგებინო . ამას შენით დავიწყებ . ტასია გარდაცვალების შემდეგ საუბრის თემიდან ამოვიღეთ . მაგრამ მისი დავიწყება შეუძლებელია . ის სხვა იყო . ყოველთვის სხვა და ყოველთვის სხვა იქნება . ხო ტასია გარდაიცვალა მაგრამ მალე მეც მასთან მივალ . ისევ ჩემს ტასიასთან ვიქნები . დედაშენმაც იცის მისი ამბავი ოღონდ მალავს . არუნდა რომ გაიგოს ყველამ . მას ყოველთვის შურდა მისი . მე ახლა რომ ცოცოხალივარ დედაშენის და შენი დამსახურებაა. ამის დიდი მადლობელივარ . ხოდა მოკლედ ამით იმის თქმა მინდა ზეუსტად რომ მიდა რომ ტასიას ამბავი იცოდე . და დახურული ფურცლები არიყოს .-ბოლო სიტყვები გასცრა მამაკაცმა და ვისკი მოსვა ... - მზადხარ მოისმინო დაუვიწყარი ტასიას ისტორია ? - ბიჭმა მამას მიბაძა და მისნაირად “დასტოინად”დაუქნია თავი და მანაც მოსვა ვისკი . კაცმაც დაიწყო მისი ისტორიის მოყოლა . დიდი ხნის გადაუშლელი ფურცლები დაგაშალა და შეუდა მოყოლას . “ მე კოკი მხეიძე ერთი ვერელი ბიჭი ვიყავი . ქურდულ ცხოვრებას ვაწვებოდი როგორც ყველა ჩემი ძმაკაცი . ამით ვერთობოდით სხვა გასართობი არც გვქონდა. მყავდა უთეს.ესი საძმაკაცო . მთელს ვერას ჩვენრომ ვაკონტროლებდით და შეყვარებული დედაშენი . ისერომ არც ვიცოდი რა იყო სიყვარული . მე და ნატო ერათად ვიზრდებოდით და 10 წლიდან 17 წლამდე ერთად ვიყავით შეყვარებულების სტატუსით . არააა 7 წელი პატარა დრო . 7 კიარა თითქმის 8 . ნუ იტოქში სკოლას ვამთავრებდი მაშინ ტასია რომ გამოჩნდა . ტრეწი დავამთავრე მეც მამაჩემმაც და შენც მაგას ამთავრებ. უკვე დიდი ბიჭი გამეზარდე მამიკ . ბევრი პაკლონიკი მყავდა ყველა გოგო მიყურებდა და ერთი სული ჰქონდათ ხოლმე ნატოსთან მეჩხუბა რო მომენტი ჩაეგდოთ მარა მემრე ნატო ქოფაკივით გამოუხტებოდა ხოლმე . და იწყებოდა კონცერტები . მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ყველაფერი იყო ხოშიანად . არც არაფერი მაკლდა და არანაირი ცვლილება არ მინდოდა . უბანში რომ გავდიოდი ჩვენს პაკლაენიას ყველას ვცნობდი ვაფშე. სალამით თუ არა ნავიდუ მაინც და თუარ ვიცოდით მაშინ ვარკვევდით ვინიყო და რა უნდოდა ჩევს უბანში . ერთხელაც ესე შუა ბარნოვზე 53ს წინ ჩაიარა გოგონამ . ღია ყავისფერი თმა ქონდა.გრძელ თმას ნიავი ოდნავ უწეწავდა . თეთრი ბრეტელებიანი კაბა ეცვა . ულამაზესი იყო . გაგვიარა და ლავანდის სუნი დაგვიტოვა . მთელი საძმაკაცო გავშრით . თვალს ვერავინ ვაცილებდით . ტობჩიკამ იკითხა ბოლოს -ვინიყო ტო ეს? -რავი . აშკარად არიყო ჩვენი უბნელი, აბა ამის გამოპარვა ცოდვაა -ნოზიკამ უპასუხა და ყველამ სიცილი დავიწყეთ . საღამოს უკვე ვინიყო რამდენი წლისიყო , სად ცხოვრობდა , სად სწავლობდა ყველაფერი ზედმიწევნით ვიცოდით. ტასია ქუთათელაძე სოლოსაკელი პერვიში სწავლობდა . მშობლები ივნისში გარდაეცვალა და ბებიასთან გადმოცხოვრდა მცხეთის ქუჩაზე . ჩვენხელა იყო . სექტემბრამდე როგორ ვერვნახეთ და ბებიასთან ყოფილა სოფელში . ახლა აქ ჩვენს სკოლაში აგრძელდბდა სწავლას . სკოლის მეორე დღეს მეორე გაკვეთილზე მისულებს კლასში ტასია დაგვხვდა გოგოებთან ერთად. თმები შუაზე გაყოფილი და შეკრული ჰქონდა ლურჯი თვალები უფრო კალრგად უჩანდა . გაკვეთილი დაწყებული დაგხვდა -ვაააა ბათონო ნუგზარ მას უჩვენოდ როგორ დაიწყეთ გაკვეთილი ? - ირონიით ეკითხება ვანია .ჩვენც კარებთან ატუზულებს 5 ბიჭს სიცილი აგვიტყდა მე ნოზიკას ტობჩიკას ვაინას და ზუხოს -არდამდეთ პატივი და არმობრძანდით ადრე . დაჯექით ეხა ჰე .- ნატოს გვერძე ვიჯექი მარა ტასიას თვალს ვერ ვწყვეტდი . ისეთი ლამაზი იყო . არვიცოდი რა მემართებოდა . მისი თვალები სხვანაირად ანათებდნენ . სხვანაირად ვრწყინავდნენ. გაკვეთილების მერე ეზოში ჩავედით ტასა გამოგყვა ნატას დაუმეგობრდა და ქვემოთ ხორავას ეზოში ჩავედით მოსაწევად . ტასაც იდგა და “ამერიკულ” სიგარეტს ეწეოდა . ჩვენც ხალებივით დავესიეთ მის “ამერიკულ” სიგარეტს. ღადაობა დავიწყეთ ერთმანეთში . ტობჩიკას ვუყურებდით ზუხოს აბრაზებდა . მოვტრიალდი და ტასია ეზოსდან გადიოდა -ტასია სად მიდიხარ? -თავი ვერ შევიკავე და დავიძახე . ნატომ ავი თვალებით გამომხედა -სახლში კოკი. -პირველად დამიძახა სახელით . თან ჩემს სახელს ყოველთვის სხვანაირად იძახდა ... ყოველთვის მომენატრება მისი ნათქვამი სახელი ... არვიცოდი რატომ ვკითხე ნატაც გვერდით მედა და ვერაფერი ვუთხარი როგორ მინდოდა გავყოლოდი გამეცილებინა . მაგრამ თავი შევიკავე . -საღამოს სკოლის ბოლო წლის დაწყებას ავღნიშნავთ და შენც აუცილებლად მოდიხარ-მიაძახა ვანომ. ტასიამ თავი დაგვიქნია და წავიდა . -ნატ გამო ორიწუთი სალაპარაკომაქვს -ოო კოკი რაგინდა აქ ვერმეტყვი ? რამეს უმალავ შენ ძმაკაცებს ? -არავის არაფერს არ ვუმალავ მაგრამ სამნამ ხმამაღლა გამოვაცხადებ მემგონი ჯობია შენგითხრა . რავიცი შეიძლება გაგიტყდეს ... -მე არავისი არ გამიტყდება აქვე თქვი -კაი გშორდები! -რააა??? -რადა ნატა გშორდები ! მეგონრებივართ ჩვენ და არა შეყვარებულები ვერხვდები ? სიყვარული სულ სხვანაირი უნდა იყოს . და მეკიდე არმინდა უსიყვარულოდ მოვკვდე ! -ანუ არგიყვარვარ? -არა მიყვარხარ როგორ შეიძლება არ მიყვარდე . უბრალოდ დურად მიყვარხარ . გამიგე რა. -იცი რა კოკი ძააან კარგი თუ ვშორდებით მეც ალბათ ძმურად მიყვარხარ . -ვა ძაან მიხარია რო გამიგე . მოვგვარდით ? -ნატა გატრიალდა თავისი დაქალოშკებით ლიზა და ელენეთი . ეტყობოდა წყება . იცოდა რომ შევრიგდებოდით ეტყობა გული უგრძნობდა . -რაქენი ეხლა ბიჭო ? -ზუხო ვერმალავდა ახტაცებას . -ოოო რადა არაა ეს სიყვარული . -და რაიცი რაარი სიყვარული-ნოზიკა -ხოდა როარვიცი მაგიტომაც მინდა ვიპოვო ნამდვილი სიყვარული! -არარსებოს კოკ ეგ -ნოზიკა -არსებობს ყველას ერთქვაბში ნუმოგვხარშავ - ტობჩიკა ეუბნება ნოზიკას და ვანოს უყურებს . ტობჩიკა გამოუსწორებელი ბაბნიკია ხან ვინ ევასება ვინ . მაგრამ ბავშვობიდან ერთი გოგო უყვარს პროსტა ვერაფერს ეუბნება . ვანოს კიდე შეყვარებულიყავს და ხელის თხოვნას აპირებს . -ხოდა მეც მინდა რა ეგეთი სიყვარული . -ხოდა შენ არიდარდო ვიპოვით ჩვენ შენს სიყვარულს -მამშვიდებდა ვანია საგამომდე არაფერი მომხდარა . საღამოს ზუხოსთან შევიკრიბეთ ნახევარი კლასი . ნატაც მოვიდა ლიზასთან და ელენესთან ერთად . ჩემს წინ დაჯდა . სუფრა აღუღუნებული იყო კარი გაწუწულმა ტასიამ რომ შემოაღო . კისკისებდა თავისთვის თან ბოლო ხმაზე . -სულ დავსველდი -თან იცინოდა ღია ვარდისფერი კაბა ეცვა ბრეტელიანი მოკლე ლამაზი იყო ? ულამაზესი რომ შემოვიდა ჩამეღიმა ღიმილს ვერ ვმალავდი . -შემოდი შემოუ ტასია არ გაგვიცივდე . გინდა რამე გათხოვო ? ისე ვერც კი შევამჩნიე წვიმა რომ დაიწყო . - ზუხოს ხმა მესმოდა . -არა გიო არშეწუხდე მალე გავშრები არმინდა. -ტასიას ნაზი ხმა ისევ ზუხოს როხინმა შეცვალა -რა გიო ტასია . გიოს უცხოები მეძახიან ახლო წრეში ზუხო -ტობჩიკამ შერქვა 10 ელის წინ ზუხო . გიორგი ზუხბაია ორივე გრძელი სახელი იყო და ამიტომ ზუხოდგადაკეთდა . მმერე ზუხომ სოსო ნოზაძეს ნოზიკა შეარქვა . ვანო ვანიას ვეძახდით ნიკტო ნი ზნაეტ ზაჩემ . ტობჩიკა კიდე ეგრე გაგვეცნო ჩერეზ ნატა . ისე ნიკა ტობჩაშვილია და ტობჩიკა რა ... -წამოდი კოკის გვერდითაა ადგილი - მომიახლოვდნენ მე არ ვიმჩნევდი თითქოს არ ვუსმენდი მათ ლაპარაკს -მიმიხედე გოგოს -იმეტიჩრა ზუხომ . მისი ლავანდის სუმი ისემძაფრად მცემდა . ჭკუიდან გადავყავდი . -კოკა შეგიძლია ხაჭაპური მომაწოდო ? -კი მოიცა - გამომაფხიზლა მისმა სიტყვებმა . -ხოოარდალევ? -კი ღვინო თუა -კი ღვინო არის . მითხარი როცა გავჩერდე -ვსოვსოვსო . მადლობაა-ისე გემრიელად ჭამდა . ვუყურებდი და მეცინებოდა . -აბა გიტარა შემოარბენინეთ ნოზიკა უკრავს . -გამოაცხადა ზუხომ და მალხაზა ერთი ჩვენი კლასელი ეგრევე გაიქცა გიტარის მოსატანად . ნოზიკამაც დაიწყო დაკვრა . -ჩიტო გვირტო ჩიტო მარგალიტო და....... მღეროდა ყველა .სიმღერა მორჩა თუარა ტასიაც მორჩა ჭამას და უხერხულად გამომხედა . -ტასია შენზე გავიგეთ მაგრა მღერისო-ნატამ უთხრა -ხო რავი ნორმალურად . -ეს ნოზიკას არ გამორჩენია და ამღერა .... ისეთი ტკბილი ხმა ჰქონდა . მინდოდა რამენაირად ჩამეწერა და სულ სულ მომესმინა . ისე ტკბილად და გულით გვიმღეროდა . თითქოს ყველა სიტყვა რასაც მღეროდა გულიდან ამოჰქონდა . თან ისე მღეროდა .... ტობჩიკა პირღია უსმენდა .მარტო ტობჩიკა კიარა ყველა გაჩუმდა . მხოლოდ ტასია და ნოზიკა მღეროდნენ . მოიცა რაერქვა . ხო როგორ დავემდურო ბედს . სიმღერას რომ მორჩნენ ნოზიკამ უთხრა -ამ ნაზ გოგოს ასეთი დაბალი ტონი საიდან ? თან ასე სუფთად . -ბავშვობიდამ ვმღერი-თქვა და მოსვა . -ხოარ უკრავ ? -გიტარაზე არ პიანინოზე -თითიც ზპიანინოსკენ გაიშვირა . -დაგვიკარი და იმღერე რა რამე -ზუხომ სთხოვა . -მოვწევ და მერე აუცილებლად .-ადგა და აივანზე გავიდა . მეეც გავტევი . რომ გავედი იჯდა და მთვარეს უყურებდა . ანძასთან ძალაინ ახლოს იყო . -რას უყურებ ? -მთვარეს ... ლამაზია არა . ისე ანძაც როგორ უხდება . -ხო ლამაზია .-თვალს ვერ ვაშორებდი ტასიას ისკი მთვარეს ან ანძას -თბილისი ანძის გარეშე თბილისი ვერ იქნებოდა .თავისებუ ეშხს მატებს . უანძო თბილისი არცკი წარმომიდგენია. როგორც პარიზი ეიფელის გარეშე . მიყვარს ვერის ხედი . და ჩევი ანძა . შენ ? -რა მიყვარს თუ არა ანძა ? -ხო -რავი არმიფიქრია მაგაზე არასდროს . -მე ყოველთვის მაგაზე ვფიქრობ . ისე როგორმინდა იცი ზემოთ ასვლა და თბილისის ყველაზე მაღალი წერტილიდან თბილისის დანახვა . -თბილისი გიყვარს? -რატომ არ უნდა მიყვარდეს . აქ გავიზარდე . თბილისი ყველაფრისგან განსხვავდება . შენ არგიყვარს ? -მე არვიცი რაარის სიყვარული . მე მხოლოდ მიჩვევა ვიცი -როგორ ? ნატა ხომ გიყვარს ? -არა ნატაზე მიჩვეულივარ 10 წლიდან ერთადვართ . მისგარეშე არწარმომიდგენია სიცოცხლე . მაგრამ მინდა გავიგო რაარის სიყვარული . ამიტომაც დავშორდი ნატას . -სიყვარულია ყველაფერი კოკი . -ტასია შეპირებულ სიმღერას ველოდებით - ტობჩიკა გამოვიდა სიტყვით . ტასიაც გავიდა მეკიდეაივნისა და ოთახის ზღურბლზე ვიდექი და ვუყურებდი ანძას და ვფიქრობდი სიყვარულზე . დაკვრის ხმა რომ მომესმა გავტრიალდი ტასია მოკლათებული იჯდა და უკრრავდა . თან მისი ფანტასტიური და არაამქვეყნიური ხმით მღეროდა . ინოლას სიმღერას . “ქარი კვლავ არცევს, ნაცნობ ლელიანს და ბულბულები ისევ მღერიან კვლავ ძველებურად გველიან ჩვენი ნაცნობი ვერხვდბი ჩვენ კი არასდროს აღარ შევხვდებით დღეს ჩვენი გზები დაშორდნენ დაშორდნენ ცივად, უხეშად და მოგონება დამრჩა ნუგეშად.” მისი ხმა გულზე მედებოდა თითქოს არ მყოფნიდა . ისე აზრიანად და გულიანად მღეროდა , თითქოს ყველა სიტყვას უფიქრდებოდა . “სიყვარული ყველაფერია” მისი ნამღერის თითოეულ დეტალში ჩანდა ეს . დიდი, არაამქვეყნიური სიყვარულით მღეროდა ტასია . მისმა სიმღერამ დაგავდუმა . სიმღერას რომ მორჩა გაწითლდა. ტობჩიკას მიუბრულდა -ახლა შენი ჯერია -ამ ნამღერის შემდეგ მერიდება სიმღერა -კარგით ნუ გამაწითლეთ . ეგრე კარგადაც ვერ ვმღერი . ახლა შენ იმღერე თორე მეწყინება . -ნოზიკაც შეუდგა სიმღერას.მთელი საღამო მღეროდნენ -ჩემი წასვლის დროა -ბოლოს მოსულმა სტუმარმა პირველი წასვლა გადაწყვიტა . ჯერ 11იც არ იყო. -ცოტახანი კიდევ იყავი რა .(ზუხო) -ვერა ისედაც გვიანო სახლში უნდა მივიდე -ვინმეს გამოგაყოლებ მიგაცილოს . კოკი შენ გააცილებ ? -კირაპრობლემაა . აბა წავედით დავდიოდით ვერის ნაწვიმარ ქუჩაზე . მივუყვებოდით ბარნოვს -წვიმა გიყვარს კოკი? -წვიმა ? -ჰო. წვიმია -რავი ისეთ პონტში რა . შენ ? -აჰაჰაჰ მე ძალიან მიყვარს წვიმა. საათობით შემიძლია ვიარო წვიმაში აუჩქარებლად , და თან ვუყურო როგორ ასველებს ყველაფერს ,შევიგრძნობ წვიმის თითოეულ წვეთს. ვიყურებ ხოლმე როგორ გაურბის ხალხი თითქოსდა ყველაზე ქაოსიან ამინდს, მაგრამ წვიმა ჩემთვის სევდის და სიხარულის , ტკივილის და ბედნიერების სიმბოლოა . თითქოს წვიმა ყველაფერია ერთში . წვიმა უბრალოდ სიცოცხლის სურვილია ... წვიმის წვეთებიც ამიტომ არ ბრუნდებიან დედამიწაზე ? მე არმ მესმის ხალხს რატომ არ უყვარს წვიმა.-ხმა ჩამივარდა ამაზე არასდროს მიფიქრია აქამდე . ტასია რომ მორჩა ლაპარაკს უკვე მის სახლამდე ვიყავით მისულები . გადამკოცნა და ავიდა სახლში . წვიმაზე ჩაფიქრებული ვიდექი. და ამდროს გაწვიმდა კიდეც . სახლამდე წვიმაში მივსერნობდი და ვუყურებდი წვიმას და ვფიქრობდი წვიმაზე . ვაკვირდებოდი ქოსიან ხალხს და ვერ ვხვდებოდი რას გაირბოდნენ ადრე მეც ხომ ასე გავრბოდი . სახლში სველი მივედი და ისევ ჩაფიქრებული ვიყავი . საწოლზეც გათიშული მივეგდე. არასდროს მიფიქრია მომწონდა თუ არა წვიმა ან საერთოდ წვიმა რაიყო ჩემთვის რა გრძნობას მიტოვებდა . თითქოს ტასიამ თვალები ამიხილა და სხვანაირად დამანახა ეს სამყარო ... ამიტომაც მიყვარდა ტასია , არამარტო ტასია “სიყვარული ყველაფერია “ და მეც ვცდილობდი და ვცდილობ მიყვარდეს ყველაფერი . “ -მერე რამოხდა მა ? -ეკითხება მხეიძეს შვილი -მერე რამოხდა და შემიყვარდა . თავდავიწყებით შემიყვარდა . არვიცოდი რამიყვარდა მასში ან რატომ უბრალოდ ვიცოდი რომ მიყვარდა . მასთან ყოფნა ფიქრი , საუბარი და მის გვერძზე არსებობა მიყვარდა . თითქოს ბნელ შავთეთრ სამყაროში ნელნელა ფერებს მაძლევდა რომ გამეფერადებინა. მეც მიყვარდა გაფერადება . ვუღრმავდებოდი ყველა სიტყვას და ვცდილობდი ყველა მისი სიტყვა ბოლომდე გამეგო . უბრალოდ ვიცოდი რომ სხვანაირი გრძნობა მქონდა . ტასია სხვა იყო ჩემთვის და სამყარო სხვა ... “-ბატონო ნუგზარმას უჩვენოდ დაიწყეთ გაკვეთილი-ვაიას ფრაზა ყოველ გეოგრაფიის გაკვეთილზე .ჩვენც ყოველ ჯერზე გვეცინებოდა . -ბატონო ოდეშვილო არ მოგბეზრდათ 12 წელი შემოსვლიწინ ამის თქმა ? ამბათ ჩემი პასუხის ყველა ვარიაცი ზეპირად იცი . უნდა გაიზარდოთ წელს ამთავრებთ ბიჭებო სკოლას .-ტასიას ვუყურებდი მიშტერებული. ისიც შიგადაშიგ გამომხედავდა . ნატო გამოიცანი და ცეცხლებს ყრიფა თვალს რომ ვერ ვაშორები . -ჰა დაჯდებით ეხლა თუ მოსაწვევენი გინდათ? - ნატასგვერდით არავინიჯდა ვანიკოს თვალებით ვანიშნე და ისიც მიუჯდა ნატას მე ვანიას ადგილი დავიკავე ზუხოს გვერდით . გაკვეთილზე მხოლოდ მიშტერებული პირღია ვუყურებდი ტასიას . -აუაუაუაუ ბავშვებოოო არმოვცხოთ ბოლო ექსკურსია? (ზუხო -ბოლო ჩემი მტრისთვის იყოს (ნოზიკა) -აუ ვერმიხვდი ეხა რა გაგებით ვთქვი ? . ბაზარიარაა ბოლო ჩვენი მტრებისთვის იყოს ,მარა ბოლო წლის პონტში რა ერთი ორი დღით ავიდეთ და ვიგულაოთ... -ჩემთან ავიდეთ კიკეთში ორი სამი დღით (ნატა) -დავგეგმოთ რა . მოკლედ ეხა ოთხშაბათია და შაბათი კვირა ? (ზუხო) -კაი პროსტა ყველას ვერვეტყვი. არც სურვილიმაქვს და არც თავი . ჩვენი სასტავი წავიდეთ ეს ახლები და ლუზერი კამანდა არგვინდა რა .(ნატა) -ნათქვამი არქონდა ნატას ტასია აღარსად ჩანდა . ეტყობა წავიდა . -ნატა ვილაპარაკოთ იღონდ პანიკების და აქ გავარჩიოების გარეშე გამომყევი ორიწუთი . -ყურთან მივედი და ვეუბნები -რაგინდა ? -ნატაც გამომყვა -რამაინტერესებს იცი ? სიყვარული რაარის ? -მაგის გამო გამომიყვანე ? -ხო ოდესმე თუ გყვარებია ვინმე ? -შენ -ნატა როცა მხედავ მუცელში პეპლები გიფრინავენ ? როცა შენთანარვარ ცუდადხდხდები? როცა მიყურებ ფეხები გეკვეთება?თვალებში რომ მიყურებ ჩემს თვალებში რას კითხულობ ? ან რას გრძნობ მაგდროს ? საერთოდ სიყვარული რასრის? -მივაყარე ყველაფერი . დაიბნა ,არიცოდა რაეთქვა . -კოკი იმას მეც ვხვდები რომ ჩვენი ურთიერთობა მიჩვავაა და დიდი სიყვარული . მაგრამ შენ ამ ყველაფერ გრძნობ? ვინმე გიყვარს? -არვიცი მემგონი .... -ვიიიიინნნნნ -ჩემზე ბედნიერმა გაიწივლა . ვიცოდი რომ ჯიგარი დედა გყავდა მაგრამ ასეთი ჯიგარი ?. -ტასია . ოღონდ ჯერ ბიჭებმაც არ იციან . -კოკი მემგონი მეც მომწონს ვიღაცა . -აბა ? -აბა კიარა საკო . -ის გიჟი საკო? -ხოოო -შევეცდები ჩაგიწყო მარა მაგარი ნარკომანია ნატ და შენთვის არ მემეტება . -კაი დამანებე თავი თუ მიჩალიჩებ გამიხარდები ....-დავბრუნდით ბავშვებთან . -მოკლედ ამ შაბათკვირას მივდივარ დეთალებზე ხვალ სკოლაში მომმართეთ . დადგა შაბათი კვირაც მანქანებში გავნაწილდით და ავედით კიკეთში . ჩავედით და გოგოებმა ფაცაფუცი დაიწყეს რაღაც გემრიელობებს გვიმზადებდნენ . ბიჭები ბიჯექით და ჯოკერს ვთამაშობდით . ბევრნი არ ავსულვართ . მე ვანია ნოზიკა ტობჩიკა ზუხო ნატა ლიზა ელენე ვანიას შეყვარებული მარიამი და ტასია . ხოდა მე აივანზე ვზივარ ვეწევი . კარტის თამაშს რომ მოვრჩით . ბაღში ტასიამ გაირბინა . ისევ ის თეთრი კაბა ეცვა პირველად რომ დავინახე მაშინ . პეპლებს დასდევდა . სწორედ ეს ბავშვურობა და ნაივური სექსუალურობა მომწონდა მასში . მისი აზროვნება და სამყაროს აღქმა . ვუყურებდი როგორ კისკისებდა თავისთვის ხმამაღლა . მეც ჩემთვის მეცინებოდა . -ჩახვალ თუ ჩაგაგდო ? -ნატას ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან -ნატ შემაშინე -ჩადი ეხა დროზე! ნუგიტყდება !-მეც ავწიე ერთი ადგილი და ჩავედი . -ტას რას შვები ? -რავი პეპლებს ვუყურებ შენ? -მინდორზე გაშხლართული იჯდა და უყურებდა პეპლებს . ამოიღო თავისი “ამერიკული” სიგარეტი და გაუკიდა -გინდა “ამერიკულია” ბიძაჩემმა ჩამოიტანა ? -არა მაქვს მადლობა -შენრას შვები? -რავი მეც არაფერს ჯოკერში მოვუგე ბიჭებს და მერე დავბოდიალობდი სახლში , მერე შენი სიცილი მომესმა და შევუერთდები იქნებ მეც გამაცინოსთქო -აჰაჰაჰჰ -ისევ გულიანად გადაიკისკისა და ღრმა ნაპაზი დაარტყა .-პეპლებს ვუყურებ . მაგრამ რაზე ვიცინი არვიცი .უბრალოდ მეცინებ . -ისევ გადაიკისკისა თავისი წკრიალ ბოხი ხმით . -პეპლებზე რას მეტყვი ? ყოვლის მცოდნევ .არ გამიზიარებ შენსაზრს? -იცი დედა პატარა რომ ვიყავი პეპლების დანახვისას სულ იმას მეუბნებოდა რომ ინდიელებს ჰქონდათ ესეთი ლეგენდა რომ როცა პეპელას დაიჭერდი სურვილი უნდა ჩაგეჩურჩუელბიანა , შენ სურვილს აგისრულებდს რადგან გაანგავისუფლე . ხოდა მეც ყოველთვის მჯეროდა რომ პეპლებს სურვილების ასრულება შეეძლოთ . ახლაც მჯერა. და ყოველთვის ვეუბნები ხოლმე . ახლა ერთისაათია დავსდევ და ვერ დავიჭირე -ეს თქვა და ფეხზე ორი პეპელა დამანდა . ტასიაც მივიდა და ხელზე გადაისვა ერთი .-მიდი მეორე შენია .ჩაუყქვი სურვილი .-მეც ხელში ავიგვანე და ჩავჩუეჩულე სიყვარულის მოძებნა . პეპელა გაფრიანდა და ტასიას დააჯდა თავზე . ტასიამაც გადაიკისკისა , მერე თვითონაც გაუშვა პეპელა და ორივეს პეპლები ერთად გაფრინდნენ მაღლა ცისკენ . -რა ჩაიფიქრე -მეკითხება კრავის სახით . -რომგითხრა მაინც ამისრულდება ? -არვიცი . მე მშობლების კიდევ ნახვა ჩავჩურჩულე . ძალიან მომენატრნენ ისევ მინდა მათთან . იმიტომ გეუბნები რომ ვიცი დიდიხანს არასრულდება ჩემი სურვილი. გჯერა რომ როცა მოვკვდებით უველანი ერთად ვიქნებით? რომ ყველა საყვარელ ადამიანს ნახავ . ჯოჯოხეთში ან სამოთხეში ? -რავი არმიფიქრია ესეთ რაღაცეებზე . -მე სულ ამაზე ვფიქრობ . იმედიმაქვს არც ჯოჯოხეთი და არც სამითხე არ არსებობს და სიკვდილის მერე ერთ დიდ სივრცეში ვიქნებით ყველა საყვარელ ადამიანთან და რომ ეს ჯოჯოხეთი და სამოთხე იმისთვისაა რომ ცხოვრებაში ბევრიკარგი და ცოდა ცუდი საქციელი ჩავიდინოთ. მე იმედიმაქვს რომ მართალივარ და იმის იმედიც რომ დედა და მამა ერთად არიან იმ დიიდ სივრცეში და მე რომ მოვკვდები მათ შევუერთდები . - ვიგრძენი თველიდან ცრემლი როგორ წამოუვიდა . არვიცოდი რამეთქვა . -შენ რა ჩაიფიქრე ? -მე ჩავუთქვი ის რომ უსიყვარულოდ სიკვდილი არმინდა და სიყვარული ვიპოვო . შენი მშურს ხოლმე ტასია . იმდენ სიყვარულს იტევ გულში .შენრომ გიყურებ უგულო მგონია ჩემი თავი . მხოლოდ მეგობრები და ოჯახი მიყვარს .აი შენკიდევ ყველაფერი გარშემო . პეპლები , მთვარე , წვიმა , თბილისის ჟეშტიან ანძაშიც კი ხედავ სიყვარულს . მეც მინდა მიყვარდეს . შენთან რომვარ თითქოს ამ შენს დიდი სიყვარულს მაზიარებ . იმდეღეს შერომ სახლამდე მიგაცილე რომ ახვედი გაწვიმდა . მთელი ღამე ვფიქრობდი წვიმაზე . ნელა აუჩქარებლად მივსეირნობდი წვიმაში და ვუყურებდი ანძას . პირველად ცხოვრებაში მელამაზა ანძა . თბილისი , თავისი ქუჩებით ,სახლებით და ხალხით . ვიგრძები რომ მეც შემეძლო სიყვარული . ახლა პეპლებსაც ყოველთვის ამას ჩავჩურჩულებ რომშემეძლოს მიყვარდეს ყველაფერი . მადლობა ტასია ამისთვის . -ტასიამ თავისი კისკისით გამცა პასუხი და თბილად ჩამეხუტა . ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული . ტუჩები ყურებთან მომიტანა და ჩამჩურჩულა -ხო გითხარი სიყვარული ყველაფერია , მიხარია რომ გამიგე .-ტუჩები მომაშორა ყურებიდა და გაიქცა თან მომაძახა დამიჭირეო და გარბოდა მეც მივსდევდი და ვცდილობდი ნელა მერბინა რომ მალე არ დამეჭირა . ერთიორჯერ მაინც დავიჭირე . მერე თვითონ გამომეკიდა . 2 წლის ბავშვებიბით დავრბოდით და ვთამაშობდით დაჭერობანას .შემდეგ ძალა ვერ მოვზომე დაჭერისას და ვილეწეთ . ბალახზე გაგორებულებმა სიცილი დავიწყეთ . მან თავისი ნაზი ბოხი წკრილიალ ყველანაირი კისკისისგან განსხვავებული კისკისი დაიწყო მე ჩემი როხროხი და ასე ვიყავით დიდხანს არვიცი რამდენხანს . სანამ ლიზა არ გამოვიდა და ტასიას დახმარება არ თხოვა სუფრის გაშლაში. ტასიაც კისკისით გაფარფატდა . სუფრას მივუსხედით . რაღაცეებს ვხუმრობდით და ვთამაშობით . ისეთი არაფერი მომხდარა . დასაძინებლად დავწექით დიდი ქეიფის მერე გიტარით ნოზიკას მრავალჟამიერებით და ტასიას რაკრაკა ხმის შემდეგ . ღამე 3 იყო რომ გამეღვიძა . ავდექი სიგარეტის მოსაწევად გავედი . ეზოში ვიღაც პლედით იჯდა და ვარსკვლავებს უყურებდა . მივხვდი ტასია რომ იქნებოდა . აბა სხვა ვინ იზავდა მასე . ტასიას გვერძე მივუჯექი . -ვაა კოკი რატო არგძინავს ? -რავი შენ ? -ვერვიძინებ . -რატომ ? -რავი ლიზა ხვრინავს და ვერ დავიძინე . იქ წოლას აგ ჯდომა ვარჩიე -სიცილი ვერ შევიკავე ლიზას ხვრინვაზე . -ლიზა ხვრინავს? -აჰაჰაჰ ხო.-ვიჯექით წყნარად და ვუყურებდით ცას მანამ სანამ ტასიამ თავისი წკრიალა ხმით არ დაარღვია მწერების ხმები . -კოკი რას გრძნობ? -ვერმიგიხვდი ? -რას გრძნობ ? -ახლა თუ ზოგადად ? ან რასთან დაკავშირებით ? -ჩვენზე ? იმედია ხვდები? -რას ? -კაი არაფერი დაიკიდე -მომაკეტინა და ისევ მწერების ხმებს დაუგდო ყური . მეკი დამტოვა ასე . გადავწყვიტე ყველაფერი ვუთხრა რასაც ვგრძნობდი . ამეხსნა მისთვის სიყვარული და ესეც ვქენი . იმისდა მიუხედავად რო ამის თქმა ძალინ რთული იყო ,მაინც ავდექი და ყველაფერი ვუთხარი -ტასია . მკითხე რას ვგრძნობდი . იცი რას ვგრძნობ ? მეთვითონაც არვიცი ამის პასუხი . უბრალოდ ის ვიცი რომ ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანიხარ. ადრე გითხარი რომ არვიცოდი რაიყო სიყვარული . ახლა ვიცი , ასე მგონია და მჯერა , ყოველთვის როცა ახლოსხარ მუცელი მეწვის , იმისდამიუხედავად რომ არასოდეს შეგხებივარ მაინც მიყვარხარ . მე შენი სული შემიყვარდა მანამ სანამ შეგეხებოდი . მიყვარხარ და რაც არუნდა მოხდეს მუდამ მეყვარები ... არარის დიდიხანი რაც გაგიცანი , მაგრამ ამ დღეებში იმდენი რამ მაგრძნობინე და დამანახე დაც 18 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო . სიყვარული მასწავლე . არამხოლოდ ადამიანების არამედ ყველაფრის ირგვლივ . ამას ადრე მხოლოდ ნარკოტიკი ახერხებდა . ახერხებდა რომ დამევიწყებინა ყველა ტკივილი. მაგრამ სიყვარული ყველაზე დიდი ნარკტიკი აღმოჩნდა . მიყვარხარ ტასია ქუთათელაძევ ! სამარადჟამოდ შემიყვარდი !!!- ვეღარ მოვითმინე . და ვაკოცე . არვიცი რამდენხანს ვიყავით ესე ... სანამ სუნთქვა არ შემეკრა . თვალი რომ გავახილე მხოლოდ ტასიას ატირებული სახე დავინახე . მომენტალურად ადგა და გაიქცა . სახლში შევარდა . ალბათ ძალიან ვიჩქარე.... დიდხანს ვიჯექი და ვფიქრობდი ... ვფიქრობდი ტასიას რეაქციაზე , და საერთოდ მთელ ჩემს ცხოვრებაზე . შემდეგ ავდექი და დავიძინე . დილით რომ გავიღვიძე ყველა რაღაცას ფაცაფუცობდა . ჩავედი და გოგოებს მაგიდა უკვე გაეშალათ გემრიელი საჭმელებით . ტასია სამზარეულოში ფანჯრის რაფაზე იჯდა და ეწეოდა . თან ლიზას ელაპარაკებოდა . რომ დამინახა თვალები მომარიდა . ლიზაც მივხვდი გასვლას რომ აპირებდა და მაქსიმალურად ნელი ნაბიჯებით დავიწყე მოძრაობა . ამასობაში ლიზაც გავიდა და ტასიასთან მივედი . -გინდა?-სიგარეტის კოლოფი გამომიწოდა თან დააყოლა -“ამერიკულია” -ზუსტად იგივე ნაგავია რაც ქართული. -იმიტომრომ ქართულია-ჩამეღიმა ჩემთვის- ნუ გეცინება , “ამერიკული”ყველას ყველაფერი კარგი და უკეთესი გონია . ყველას როდესაც ვთავაზობ ხამებივით იღებენ “ამერიკული” მაინც სხვა დონეა . მეკიდე ქართულ ღერებს ვალაგებ . -რახდება ტასია ? -რაზე კოკი? -გუშინ რატომ მკითხე ან პასუხის გაგების მერე რა დაგემართა ? -არაფერი...-სამზარეულოში ნატა შემოვიდა ტასიამაც ეგრევე მოკეტა . შედინებულმა ფანჯარაში გაიხედა . -არგამოხვალთ? -გადი და 2 წუთში გამოვალთ ნატ -ნატაც გავიდა . ტასიას შეშინებულ სახეზე გამეღიმა -აი ისევ შენებულად იღიმი . როგორ შეგიძლია ამდროს გაიღომო -რადროს? -ნუ იღიმი ეგრე ძალიან გთხოვ . -როგორ? -აი ეგრე . ტუჩის ერთ მხარეს გეღიმება და ცალი ლოყა გეჩხვლითება . თვალებთან კი სამი ხაზი გიჩნდება . .თან ესეთ მომენტში როგორ გეცინება ? -მეუბნება და თბითონაც იღიმის . -რამომენტში ტას ? -ნატას შემოსვლისას . -რატომ არუნდა გამცინებოდა ? -შენი ყოფილი შეყვარებულია.შენკიდევ მე გიყვარვარვარ და მე შენ , და თან ნატა -ეხლა რათქვი? -რავთქვი? -თქვი რომ გიყვარვარ? -ჩუუუ-საჩვენებელი თითი ტუჩებზე მომადო მეორე ხელი კისერზე შემომხვია-არგაიგონ ჩუუ. -გიყვარვარ? -კი კოკა -ძალიან? -შენზე მეტად -ეგ შეუძლებელია-წელზე მოვხვიე ხელი და მაგრად ჩავეხუტე ისიც ჩამეხურა . გასვლის დრო მოვიდა ხელი ჩავკიდე მაგრად რომ არ გაენთავისუფლა . კარებთან შეეცადა ხელი გაეშვა მაგრამ ზღურბლიდან დავიწყე საუბარი -მეგობრებო . თქვენი კოკა შეყვარებულია . -ოხ ძლივს არ გვეღირსა (ვანიკო) -ვავავავავ ეს რაამბავი ( ყველამ თავისი აზრი გამოთქვა ) -ვიინ ?ურიგდები ნატას -იკითხა ბოლოს ელენემ. ნატას გავხედე და დავინახე როგორ უბრიალებდა თვალებს . -არა ჩემო ელენე . ნატას და მე სხვა ურთიერთობაგვაქვს . ახლა თქვენი კოკი მხეიძე ნამდვილად შეყვარებული გახლავთ ტასია ქუთათელაძეზე . სიგიჟემდეა შეყვარებული უმისოდ რომ ვეღარძლებს ზუსტად ისე . -თან ტასიას ვუყურებდი თვალებში და ვხედავდი როგორ უხერხულად გრძნობდა თავს ხოდა მეც მოკლედ მოვჭერი - იმედიმაქვს ტასიაც იმავეს გრძნობს . -რასაჭიროა კოკი ხომ გითხარი უკვე . -თქვენი კოკი დღეს ყველაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანია . მთელს მსოფლიოში . ტასია ქუთათელაძეს დამსახურებით ამ დღეს უფრო ბედნიერს გამხდის თუ საჯაროდ მეტყვის იმ ყველაფფერს რაც ხუთი წუთისწინ მითხრა.- ვერვხდებოდი რას ვაკეთებდი . სკამზე ვიდექი ხელები გაშლილი მქონდა და ამყველაფერს ვყვიროდი . ხმა გავიგე როგორ დააბრეხვა ფეხი სკამზე ტასიამ ამოძვრა სკამზე და ყურში ჩამკივლა -მიყვარხარ.-თავი ვეღარ შევიკავე და ვაკოცე . წონასწორობა ვეღარ შევიკავეთ . ამ ნახევრად მონგრეულ სკამზე და ჩავტეხეთ . ძირს გაშხლართულები ვეყარეთ და ყველანი ვიცინოდით . იმ დღის მერე ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა . მე და ტასია ერთად ვიყავით . სულ ერთად დავდიოდით . დილას ვიწყებდი ტასიას სახლითან და ვამთავრებდი ტასიას სახლთან . ათას რამეზე ვლაპარაკობდით ვიცინოდით . ამასობაში საკო და ნატაც ერთად გაიჩითნენ . არმესიამოვნა . არა იმიტომ რომ ნატას შეყვარებული ყავდა იმიტომრომ საკო არ გვევასებოდა . ყველა მაგან გაგვაფუჭა .უბნის მორფინისტი ბარიგა იყო . ვიცოდი რომ ყველაფერს იკადრებდა ნარკოტიკისთვის . მაგრამ როგორც ნატა ამბობდა მასთან სცვანაირი იყო . ვანიამ მარიამი ცოლად მოიყვანა და ბავშვიებიც მიცხეს თან ორი ტყუპები: ტასია და ეკა. სკოლ დავამთავრეთ . ტობჩიკა და ზუხო ჯარში წავიდნენ . მე უნივერსიტეტში მოვეწყვე , საძმაკაცოში ყველამ დაიკიდა სწავლა . ნოზიკა დედისერთობის გამო არ გაიწვიეს , ვაინია ორი შვილის მამა იყო . და ასე . ტასიაც ჩემთან ერთად საწავლობდა არქიტექტურაზე გეპეიში . 1 წელი გავიდა და ეს ბედნიერად მიდიოდა ყველაფერი . სანამ ვერაზე საშინელი ამბავი დატრილდა . ვერის ორი კოლორიტი . გიორგი ზუხბაია და ნიკოლოზ ტობჩაშვილი ომში გმირულად დაიღუპნენ . დიდი ტრაგედია იყო ყველასთვის . ამ ამბის გაგების შემდეგ ჩემ თავს აღარ ვგავდი . ვერავის ველაპარაკებოდი ვერც ტასიას . წარმოიდგინე ბავშვობის ორი ძმაკაცი ერთ დღეს დაგეღუპა . ერთდღეს მოკვდნენ . არიყვნენ აქ . ჯარში ჩავეწერე . დასაფლავების შემდეგ გამიწვიეს და მეც ისე წავედი არავის არაფერი ვუთხარი მარტო წერილი დავუწერე დედაჩემს . “დედა ჯარში წავედი” 3 წელი არავისგან არაფერი მსმენია . არვიცოდი არაფერი არავიზე . რახდებოდა საერთოდ თბილიში . ვინ როგორარის . მოკლედ სამი წლის შემდეგ დავბრუნდი სახლში . შეცვლილი თბილისი დამხვდა . სახლში ყველანი კარგად და ბედნიერად დამხვდნენ . ჩემი წასვლის ამბავი ბებიაჩემმა ვერ გადაითან და გარდაიცვალა . სამეგობროში . 4 შვილის მამა ვანიკო იყო . თავისი სახელოსნო ქონდა გახსნილი . ნოზიკა ციხეში იჯდა კაცის მკვლელობისთვის ნატას შეყვარებული საკო მოუკლავს . ნოზიკას და ვანიკოს თითქმის აღარ ჰქონდათ კონტაქტი იმ ჩხუნის მერე . როგორც გავიგე . საკო ნარკოტიკის გამო ვიღაც კაცებს ნატას თავს პირდებოდა . ეს ნოზიკამ რომ გაიგო ვეღარ მოითმინა და საკო მოკლა . ამის გამო იჯდა ახლა ციხეში 15 წლით , ერთი წელიც არიყო გასული . ნატას შავი ძაძები ეცვა . და ისე დადიოდა ვერის უბნებში . ტასია .... ტასია გათხოვილი დამხვდა . ვინმე გიორგი ტყემალაშვილზე . სოლოსაკში გადასულა . და არავინ იცოდა მეტი არაფერი მასზე . ერთი კვირის მერე ნატას მოცემული მისამართით გავემართე სოლოლაკში . სადარბაზოდან ტასია გამოდიოდა . თეთრი ახალი კაბა ეცვა , თმა გაშლილი ქონდა როგორც ყოველთვის . ქუჩის მეორე მხარეს რომ დამინახა სახე შეეცვალ თითქოს ადგილზე გაიყინა . გაჩერდა და მიყურებდა . შემდეგ გადმოვიდა და მომიახლოვდა . ნაცნობი ლავანდის სურნელი მოვიდა რამაც მომხიბლა პირველად დანახვისთანავე . -ვა კოკი . როდის ჩამოხვედი ? -ერთი კვირის წინ . -გამიხარდა ცოცხალი რომხარ . როგორხარ? -რავი როგორ უნდა ვიყო . ნელნელა რა . შენ როგორხარ ? -მეც ნელნელა . -გილოცავ ქორწილს -კოკი არგინდა . -მიყვარხარ ტასია ხომ იცი არა . -ვხედავდი როგორ მოდიოდა ცრემლები ტასიას . -რატომ დამტოვე ? შენც რატომ მიმატოვე ? ყველა ვინც მიყვარდა რატომ მტოვენს რატომ ? -განწირული ხმით მიყვიროდა . -მე მე ორი ძმა... -კოკი ყველას გვყავს გარდაცვლილები და ამით ვაგრძელებთ ცხოვრებას ისინი ყოველთვის იქნებიან ჩვენს მოგონებებში -მაგრამ -რა მაგრამ კოკი რა მაგრამ ? რატომ არიფიქრე ჩემზე ჩვენზე შენს სხვა ძმაკაცებზე და მეგობრებზე შენს მომავალზე კოკი . მეც გარდამეცვალ მშობლები და ეს კარგად იცი . მე გავაგრძელე კოკი ცხოვრება გავაგრძელე . ისევ შემიყვარდი . ისევ მაგრძნობინე რაღაც კოკი . მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ . კოკი მე გელოდებოდი . ბოლოს ბებიაჩემაა ძალით გამათხოვა ჩემს ძველ კლასელზე . გიორგიზე . ახლა ოჯახი მყავს და ვუვლი . ძალიანგთხოვ ჩვენი სიყვარულისგან მხოლოდ მოგონებები შემოვინახოთ . მე ბედნიერივარ . ყველაზე ბედნიერი დედავარ ყველაზე მაგარი შვილის . .. -შვილიგყავს ? -კი კოკი... საყვარელი მამაკაცისგან არა მაგრამ . საყვარელ მამაკაცზე მეტად მიყვარს . -რაქვია ? -ელეონორა . -დედაშენის პონტში ? -ხო კოკი. ახლა უნდა წავიდე მელოდება ელიკო . -გატრიალდა და წავიდა -ლამაზი სახელია ელიკო ... ორი კვირის შემდეგ . ახალგაზრდა გოგომ თავი მოიკლა და მტკვარს გაატანა თავისი სიცოცხლე ... ეს ტასია იყო .... ტასიამ თავი მოიკლა ... დავიტირე ჩემი სიყვარული ჩემი ანგელოზი ანასტასია . ბოლოს დედაჩემის დაჟინებით . მოვიყვანე ცოლად ნატა ... და გაჩნდი შენ ... დანარჩენი შენც კი იცი .” -მა იცი რატომ მოგიყევი ეს ამბავი? მინდა რომ უსიყვარულოდ არ მოიყვანო ცოლი . მინდა რომ მართლა გიყვარდეს მა . სიყვარულის გარეშე ეს ცხოვრება არაფერია . -თუ გიყვარდა რატომ დანებდი? რატომ გაუშვი? -რატომ გავუშვი? არ გამიშვია ... ის სულ ჩემთანაა შემს მოგონებებში . მან მასწავლა რომ უნდა გავაგრძელო . ვიცი მას ეს ენდომებოდა . ხოდა მაა დღეს შენ საცოლეს გვაცნობ და იმედიმაქვს მართლა ძალიან გიყვარს . -კი მა ისე როგორც შენ გიყვარს ტასია . დიდი სუფრა გაიშალა მხეიძეების ოჯაჯახში . საპატარძლო მოდიოდა . ნატა ბედნიერი დაფუსფუსებდა . გიორგი ბედნიერი წვავდა მწვადებს საყვარელ ადამიანს ოჯახის წევრებს აცნობდა . კოკა კი გაუჩინარდა . ვერის უბნის ქუჩებს მიუყვებოდა და მტკვრამდე ჩაისეირნა . მტკვართან გაჩერდა და ცხარე ცრემლებით მოთქვამდა . ყველა ვერელმა თუ სოლოსაკელმა იცოდა ვისაც დასტიროდა კოკი . ბოლოს გვიან სახლში ავიდა . დიდი სუფრა იყო გაშლილი . ზღურბლზე იდგა და ძალაინ ნაცნობი ხმა მოესმა . არა ნაცნობი არა , უბრალოდ ძალიან გავდა ნაცნობ ხმას . დიდ როიალზე იჯდა გოგონა და მთელი გულით . მღეროდა კოკის საყვარელ სიმღერას ,თავისი ბოხი ნაძი ხმით . “ქარი კვლავ არცევს, ნაცნობ ლელიანს და ბულბულები ისევ მღერიან კვლავ ძველებურად გველიან ჩვენი ნაცნობი ვერხვდბი ჩვენ კი არასდროს აღარ შევხვდებით დღეს ჩვენი გზები დაშორდნენ დაშორდნენ ცივად, უხეშად და მოგონება დამრჩა ნუგეშად.” კოკი ზღურბლზე გაიყინა . გაშტერებული უსმენდა და თან არ ჯეროდა . შვილი ამაყად იდგა გოგონას გვერძზე . გოგონა კი ძალიან ძალიან გავტა მის ტასიას . მაშინვე გაახსენდა ტასიამ უთხრა ელიკო მისი შვილი. წამით დაუშვა რომ ღმერთმა მის ოჯახს მეორედ გამოუგზავნა ტასია . მაგრამ მიხვდა რომ ტასის და მისი სიყვარული მხოლოდ მსხვერპლშეწირვა იყო მოთი დიდი სიყვარულისა . ეს ბედი იყო და ამას ვერავინ გაექცეოდა . უყურებდა როგორ უბრწყინავდათ ორივეს თვალები . -მამა გაიცანი ეს ელენე , ელენე ეს მამაჩემია კოკი. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ბატონო კოკი . -ჩაეხუტა სიმამრს . . შემდეგ მის მომავალ მეუღლეს ბედნიერად გადახედა . და თავისთვის ხმამღლა .თავისი ნაზი ბოხი წკრიალა ხმით გადაიხარხარ. -ელიკო-კოკიმ თავისდაუნებურად ამოიღაღადა . გოგონას სახეზე სევდა ჩამოაწვა -ას მხოლოდ დედა მეძახდა . -მამა ტასიას შვილს რაერქვა ? - გიორგისაც ბუნდოვნად ახსოვდა სახელი . -ელიკო- უთხრა ბედნიერმა კოკიმ გიორგის და ჩაეხუტა საყვარელ წყვილს ..... იმედია მოგეწონათ. ბოდიში გრამატიკული შეცდომებისთვის . ძალიან გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი აზრი ... ჩემთვის ბევრს ნიშნავს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.