შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ(თავი 1, საცდელი)


1-02-2020, 19:39
ავტორი hermione granger
ნანახია 1 564

თავი 1. მე მარიამ აბაშიძე ვარ, 23 წლის დეტექტივი, უმეტეს დროს ოფისში ვატარებ და ძირითადად ძველ გაუხსნელ საქმეებს ვიძიებ. მყავს დედა, მამა და ჩემზე სამი წლით უმცროსი ძმა-ლუკა, ასევე საუკეთესო მეგობარი ანა რომელთანაც ბაგა-ბაღიდან მოყოლებულია ვმეგობრობ. რაც შეეხება ჩემს გარეგნობას ვარ მაღალი, გამხდარი, მუქი შავი თმით, ყავისფერი თვალებით,საშუალო ზომის ტუჩებითა და კურნოსა ცხვირით.

.... დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა, სააბაზანოში შევედი და მოვწესრიგდი. მალევე ჩავიცვი შავი ჯინსის შარვალი, თეთრი პერანგი და კლასიკური ფეხსაცმელი. სწრაფად ვისაუზმე და სამსახურში ტაქსით წავედი რადგან მანქანა არ მყავს. 10 წუთში უკვე ჩემს კაბინეტში ვიჯექი და სხვადასხვა საქმის საქაღალდეებს ვათვალიერებდი. მალევე ტელეფონმა დამირეკა არ დამიხედავს ისე ვუპასუხე. -გისმენთ. -აა უკვე ოფიციალურ საუბარზე გადავედით რადგან დეკრეტში ვარ? -მეუბნება სიცილით -უი ლიზი შენ ხარ?, როგორ ხარ?, რას შვები? უკვე მომენატრე. -კარგად ვარ, მეც მომენატრე, შენ რას შვები? -რავი ვმუშაობ რა, მაგრამ შენთან ერთად მუშაობა უფრო კარგია. -ხო, მაგრამ მალე ახალი მეწყვილე გეყოლება, დღეს უნდა გაგაცნონ ხო? -ხო,სამწუხაროდ- დავამატე სიცილით. -კარგი რა იქნებ მასთან ერთად კარგად იმუშავო, ისე არ იცი ვინ არის? -არა, უფროსმა მარტო ის მითხრა ამერიკაში სწავლობდა და მუშაობდაო ახლა კი აქ ჩამოვიდაო, აუ თან ბიჭია გიორგი ქვიაო-ვთქვი მოწყენილი ხმით, რადგან ბიჭთან ერთად მუშაობა არ მინდა. -კარგი რა მაგარია, იქნებ ბედი გაგეხსნას. -შენ რა დამცინი,არ მოგბეზრდა ეგ უაზრობა. -კარგი, ახლა უნდა გავიქცე მეჩქარება, მერე გადმოგირეკავ და გამოგკითხავ ვინ არის. -კარგი,კარგად. რამდენიმე საათი სიმშვიდეში ვმუშაობდი უკვე სამუშაო დროც იწურებოდა, როდესაც კარი გაიღო ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი შემოვიდა და მითხრა რომ უფროსი მელოდებოდა კაბინეტში, ახალი მეწყვილე უნდა გაეცნო ჩემთვის. მალევე წამოვდექი და ჩემი კაბინეტიდან გავედი, რამდენიმე წუთში კი უკვე უფროსის კართან ვიდექი, ცოტა არ იყოს ვღელავდი თან ძალიან მაინტერესებდა ვინ იყო ჩემი ახალი მეწყვილე, მალე ყველა ფიქრი უკუვაგდე და კაბინეტში შევედი, ბიჭი ზურგით იჯდა და მისი სახე ვერ დავინახე . -ბატონო ზურაბ მეძახდით?-მივმართე უფროსს. უფროსმა გამიღიმა-დიახ, მინდოდა შენი ახალი მეწყვილე გაგეცნო. ამაზე ბიჭი ადგა და შემობრუნდა, არა შეუძლებელია ის ვერ იქნება არა ის ხომ ამერიკაში წავიდა და ესეც, არა ჯანდაბა ის არის, ამდენი ხნის შემდეგ ისევ ისეთია თავისი მომწვანო მოყავისფრო თვალებით, სწორი ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით, ჭორფლები თითქმის გაქრობია და ოდნავ აქვს, წვერიც მოუზრდია ცოტათი. ისიც ასე დგას და მიყურებს ოდნავ გაკვირვებულია მაგრამ არა იმდენად როგორც მე. მან სიჩუმე დაარღვია და ხელი გამომიწოდა. -სასიამოვნოა, თქვენი გაცნობა.-მითხრა და გამიღიმა, ისევ იმ საოცარი ღიმილით ადრეც რომ მაგიჟებდა და ახლაც იგივეს რომ მიშვება, მაგრამ მაინც მეწყინა მისი ნათქვამი “თქვენ” . -ჩემთვისაც -ვუპასუხე აღელვებული ხმით და ხელი ჩამოვართვი ისევ ის შეგრძნება დამეუფლა როგორც ადრე მთელი ორგანიზმი გამითბა და გულისცემა კიდევ უფრო მეტად ამიჩქარდა, მალევე გავუშვი ხელი და სავარძელში დავჯექი. უფროსმა საუბარი დაიწყო მაგრამ არაფერი მესმოდა კვლავ ვგრძნობდი ტკივილს, მონატრებას და გაკვირვებას, თან მცირეოდენ სიხარულსაც კი, არა უკვე 7 წელი გავიდა ასე არ შეიძლება აღარ უნდა ვგრძნობდე იმას რასაც ადრე ვგრძნობდი, როგორც იქნა თავი ხელში ავიყვანე და უფროსის მოსმენა დავიწყე, ჩემთვის საინტერესო არაფერი უსაუბრია მალევე თქვა რომ შეგვეძლო გავსულიყავით ორივე წამოვდექით,მაგრამ უფროსმა მთხოვა რომ ცოტა ხანს დავრჩენილიყავი, გიორგი კი გავიდა. -იმედი მაქვს შეეწყობი შენს ახალ მეწყვილეს, კარგი ბიჭი ჩანს. -დიახ- დავეთანხმე და მკრთალად გავუღიმე, მისი კაბინეტი დავტოვე, ჩემსაში შევედი ტელეფონი და ჩანთა ავიღე და ოფისიც დავტოვე, მიუხედავად იმისა რომ ორი წუთით მასზე გვიან გამოვედი ის უკვე აღარსად ჩანდა, რა თქმა უნდა ის ხომ გიორგი დევდარიანია, ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა. მალევე გავაჩერე ტაქსი და სახლში მივედი, სავარძელზე წამოვწექი და მოგონებებში გადავეშვი.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

დიალოგები გამოყავი..
ბელოდები გაგრᲫელებას

 


№2  offline წევრი hermione granger

გამოყოფილი მქონდა მაგრამ ცუდად დაიდო, გმადლობთ წაკითხვისთვის ვეცდები შეცდომები გამოვასწორო.
სტუმარი ანი
დიალოგები გამოყავი..
ბელოდები გაგრᲫელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent