შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუკა (4თავი)


2-02-2020, 01:22
ავტორი Liliti-13
ნანახია 1 162

-გეკითხები რაიყო ეს? რატომ წახვედი ნუკა?
ენა ჩამივარდა... აზრზე არ ვიყავი რა მეთქვა... კიდევ ერთხელ მოვიყუდე ლუდის თითქმის დაცარიელებული ბოთლი და მოვსვი. ხელიდან გამომგლიჯა ნიკამ და იქვე მდგარ პატარა მაგიდაზე დადო.
-ნუკა ნანობ.?
პირდაპირ ჩემს მწვანეებს მიაშტერდა...კიდევ 5დღე და ზაფხული მთავრდება... კიდევ 5დღე და მისგან შორს გატარებული ორი წელი მელის... ასე რომ არა არ ვნანობ, რადგან მინდა ორი წელი ამ ხუთ დღეში ჩავატიო.ხელები კისერზე შემოვაწყვე და გავუღიმე...
-როგორ ფიქრობ ნიკა შენ გვერდით გატარებულ ერთ წამსაც რომ ვნანობდე ახლა აქ იდგებოდი? მე კი ამას გავაკეთებდი?
ფეხისწვერებზე დავდექი და ტუჩებზე შევეხე... მასზე ნახევარი თავით დაბალს ხშირად მიწევდა ფეხისწვერებზე დგომა...ჰაერი რომ გამოელია მომშორდა.
-ანუ არ ნანობ?
-არცერთ წამს ნიკა...
ხელი სახეზე მომკიდა და უხეშად თუმცა ვნებიანად დაეწაფა ჩენს ტუჩებს... თან ლოყებზე მოჭერილ ხელს არ მიშვებდა.. მეორეთი კი სხეულზე ვყავდი აკრული...
მეზობლის კივილის გამო მოგვიწია მეორედ შეგვეწყვიტა კოცნა...
-ვაიმეეეეე ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა... ფუ უნამუსო გოგო ხარ დედაშენი და შენი ძმა სახლში არარიან და შენ ბიჭებს დაათრევ სახლში.... დედაააააა....სულ გაბ***ბულა.
წინა კორპუსიდნ ციცო დეიდა გაკიოდააა. მე და ნიკა ძლივს ვიკავებდით სიცილს... უკნიდნა რომ შემხედავდი მართლა ინა ვიყავი.... მასაც ინაში ავერია არც მიმიხედავს ახარხარებამდე ბევრი არ მაკლდა... თავში ხელებს იშენდა ქალი ისე შევარდა სახლშ და მეც ახარხარებული სახლში შევვარდი.
-ვაიმეეეეე ცუდადავარ ყევალფერს გეფიცებით... ინა ხვალ ციცო შენზე ჭორებს ააგორებს მტრისას და ავისას...
ცოტაცდა მე და ნიკა იატაკზე გავწვებოდით.
-რა მოხდა?
გაკვირვებული მიყურებდა იონა. თითით ვანიშნე ერთი წუთი თქო...
-მოკლედ დილას ნიკას სახლიდან დაუმშვიდობებლად დავტყდი რა თან ცოტა ცუდ სიტუაციაში... ნუ მომკლავ იოანე... ხო და მაგაზე ვლაპარაკობდით და ნიკამ-სიცილს ვერ ვწყვეტდი-ნანაობო და მეთქი ერთ წამსაც რომ ვნანობდე ამას გავაკეთებიდ თქო? და ვაკოცე ხო და მერე ნიკამ მაკოცა დ ამ დროს ციცომ ატეხა ერთი ამბავი....
მეტი აღარ შემეძო და ნიკამ გააგრძელა ხარხარით.
-შე უნამუსო გოგო შენი ძმა და დედა სახლშ არარის და ვიღაც ბიჭებთან წევხარო!
ამაზე უკვე ოთხ ხმაში ვიცინოდით... რომ წარმოვიდგინეთ რა ჭორებს ააგდებდა ეს ქალი მგაზე ხო საერთდ ჩავკვდით.
-აუ იო მოდი სიამრთლე თუ მოქმედება ვითამაშოთ რა.
ინა პატარა ბავშვივით აეკრო იოანეს, ცოტა კი გაგვიჭირდა დაყოლიება მაგრამ მალევე ყველანი იატაკზე დავსხედით მე, ინას და ნიკას შორის ვიჯექი წინ კი იოანე მეჯდა. ბოთლი დავატრიალე და იოანეს ვუსმევდი მე.
-სიმართლე თუ მოქმედება
წამით ჩაფიქრდა მერე კი თამმად თქვა.
-სიმართლე.
-აბა ჩემო სიყავრულო დანკინშ რომ ქერა გოგოსთან ერთად იყავი ვინარის?
არ ელოდა ამ კითხვას შეკრთ და მერე ტუჩის კუთხე ძლივს შესამჩნევად ჩატეხა.
-ნინა.
-და ვიანრი?
-ერთი კითხვა იყო უკვე...
ახლა იოანემ დაატრიალა და ინა ამოუვიდა. რამდენიმე სვლა საერთოდ გამოვტოვე მერე კი ინას შევხვდი მე
-სიმართლე...
დამთვრება არ ვაცადე ისე მივახალე..
-მოქმედება...
ვიცოდი ისეთი გველი იყო რამეს დილანდელზე მკითხავდა და ნიკას მოკლავდა მერე იო...
-ნიკას აკოცე.
-რა პრობლემააა.იო არ დაგავხრჩო.
-არა არ მაქ პრობლემა უკვე ამდენი ხანია ერთად ხართ.
გამიკვირდა მისგან ეს სიტყვები, მაგრმა გავუღმე გადავიწიე და ნიკას ვაკოცე...მალევე მოვშორდი და ბოთლი დავატრიალე... ნიკა მისმევდა მე..
-სიმართლე თუ მოქმედება?!
-სიმართლე..
-როდის მიხვდი რომ გიყვარდი?
ამაზე ორივემ ერთდროულად ჩავტეხეთ ტუჩის კუთხე ინას კი გაეცინა... ის დღე არ დამავიწყდება არასოდეს...
6წლის წინ...
სკოლაში მარტო მივედი, ინა ამ დროისთვის არ მოდიოდა ხოლმე. საოცრად მალე მივედი სკოლაში ჯერ ისევ ცხრის ნახევარი იყო... კლასი უნდა მიმელაგებინა რადგანაც მორიგე ვიყავი... ბავშვები არცისე ბევრნი იყვნენ... მეორე სართულის კიბეები სწრაფად ავირბინე და უკვე კლასში უნდა შევსულიყავი როდესაც იქიდან კისკისის ხმა მომესმა... კარებებს პატარა ფანჯრები ქონდა მეც შევიხედე და იქ ნიკა დავინახე, სალისთან ერთად...მერე კი რაც დავინახე ნეტა არც არასდროს დამენახა თქო გავიფიქრე... სალი გადაიწია და ნიკას აკოცა...ვერ გეტყვით იმ წამს რა ვიგრძენი ალბათ, ალბათ მეწყინა... დიახაც რომ მეწყინა... მე ხომ ის ამდენი წელი მიყვარდა ის კი სალის... მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა მე უბრლო გათამამაებული გოგო ვიყავი ის კი ღარიბი, მაგრამ მშვენიერი პრინცი... კარი შევაღე და მერხზე მივაგდე ჩანთა.
დღევანდელი დღე...
-ამ სალის რომაკოცე მაგ დღეს...
ინა ამის გახსენებაზე ლამის მოკვდა სიცილით რადგან ყევალ დეტალი ზედმიწევნით იცოდა.
ნიკას პირი ღია დარჩა...
-მერვე კლასში ბო* სალის რომ ვაკოცე მაგ დღიდან?
-ხო აბა ვიეჭვიანე და ტყუილად ხოარ ვიეჭვიანებდი არა?
სასაცილო სახე მივიღე და მხრები ავიჩეჩე...
-და რაიცი რომ ვაკოცე?
ოოოო აქ ჩვიჭერი.
-დაგინახეთ...
-ვააა მართლა.
-კი.
კიდევ რამდენიმეჯერ დავატრიალეთ მერე აღარ მახსოვს რადგან ჩამეძინა... თვალები რომ გავახილე ტატოს ოთახში ვიყავი... როგორც ჩანს ჯერ ისევ არ გათენებულა...ეს ოთახი... ეს საწოლი და ყველა დეტალი სიგიჟემდე მიყვარდა... მთელი ბავშვობა აქ გავატარე, ინასთან დარჩენა ნიშნავდა ჩემი იოს და ინას ერთ ოთახში, ერთ საწოლზე ძილს... ხანდახან ფანჯრის რაფაზე შემოვჯდებოდი და ქალაქს გავყურებდი, უმეტესად მუხლებზე სახატავი და ფანქრები მედო იოანე გიტარაზე უკრავნა ინა კი მღეროდა... მღეორდნენ და უკრავდნენ რდგან იცოდნენ მუსიკის გარეშე მალე მომბეზრდებოდა ხატვა მათ კი უყვარდათ როცა ასე ვიჯექი და ვხატავდი... რამდენი ბალიშების ომი გამოევლო ამ ოთხას... რამდენჯერ გადაუღებია ნინას ეს კედლები...რამდენი "მოდების ჩვენება"... რამდენი მძინარე იოსთვის ან ჩემთვის ცივი წყლის დასხმა... თვით ბანკეტზეც აქ მოვემზადეთ სამივე ნუ ცალ ცალკე... მთელი ცხოვრების ბედნიერი წამები აქ ამ სახლშ გავატარე ალბათ... ინა, იო ნინა და ნიკა იყვნენ ჩემი ცხოვრება... მშობლები? მამას სულ ფეხებზე ვეკიდე... დედასაც ასევე ნეტა საერთოდ რატო გამაჩინეს, მთელს ცხოვრებას მიგეგმავდნენ, მხოლოდ ერთი ვარ და ყევალფერს ჩემს სახელზე ნელ _ნელა აფორმებენ, ბიზნესიც ჩემი იქნება... და ეს მინდა? არა არ მინდა არ მჭრდება რადგან მე ხატვა და მუსიკა მიყვარს დიახ ესეა...
ფიქრებიდან კარის ხმამ გამომიყვანა...
-არ გძინავს ნუკა?
-გამეღვიძა...
-ბალიშს და საბანს ავიღებ...
-მე არ მომიწვები? მომენატრა ისევ ბავშვობა, მაშინ უფრო ახლოს ვიყავით.. სევდიანად ჩავილაპარაკე, თვალი აავრიდე და სადღაც სივრცეს გავუშტერე... აღარაფერი უთქვამს საწოლს მოუარა დაწვა და მეც სახით მის მკერდზე ამიკრა...არ ვიცოდი რა იქნებოდა მომავალში, მაგრმა ახლა მე სახლში ვიყავი... ჩემი სახლი მუდამ აქ იყო.



№1 სტუმარი Elene

Gaagrdze raaa kargia dzaan

 


№2  offline წევრი Liliti-13

Elene
Gaagrdze raaa kargia dzaan

მადლობა❤️

 


№3  offline წევრი sofo_sofia13

როდის დადებ სემდეგს?

 


№4  offline წევრი Liliti-13

sofo_sofia13
როდის დადებ სემდეგს?


ალბათ დღეს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent