შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი,მაგრამ ნაცნობი (1)


2-02-2020, 13:29
ავტორი utttsnobi
ნანახია 792

მე 18 წლის მარიამ ყიფიანი ვარ.ვარ მეთორმეტე კლასში.ერთი შეხედვით ძალიან უდარდელი ვარ,თუმცა არავინ იცის სინამდვილეში როგორი ვარ მხოლოდ ანიმ,რომელიც მთელი ცხოვრებაა მიცნობს.ხასიათით მე და ანი ძალიან ვგავართ ერთმანეთს,მამაჩვენები მეგობრები არიან,რის გამოც მთელი ცხოვრებაა ერთად ვართ და არასდროს ვშორდებით.ისე გარეგნულად არ ვართ მსგავსები. სიმაღლეში ორივე 1.75 ვართ,გამხდრები,თუმცა მე შავი თმებით და ცისფერი თვალებით,სწორი ცხვირით,საშუალო ზომის სისხლისფერი ტუჩებით.ანი ქერა და მწვანე თვალება არის,აპრეხილი ცხვირით.
ნანატრი შვილი ვარ,ჩემს მშობლებს ხუთი წელი არ ყავდათ შვილი შემდეგ კი დავიბადე მე.ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვარ კლასში,დავდივარ სავარჯიშოდ კლუბში,რომლის წილი მამაჩვენებს ეკუთვნის.ძალიან მიყვარს სპორტის ბევრი სახეობა,ასევე ცეკვები.
*
-მარიამ გამოფხიზლდი,სკოლაში არ დაგაგვიანდეს.(ნატა)
-მმმ...დედა კაი ავდგები.(მე)
-მალე მარიამ!(ნატა)
სწრაფად გავემზადე და ანის დავურეკე,რომელიც წუთი-წუთზე უნდა მოსულიყო,რადგან სკოლის პირველ დღეს ერთად ვაპირებდით სკოლაში წასვლას.
*
მალე ოთახში ჩემი გიჯი გოგო შემოვარდა და ჩემები გადაკოცნა.
-გამარჯობათ.(ანი)
-ჩვენი გოგო მოსულაა,როგორ ხარ ანიკო?(ნოდო)-მამაჩემი
-კარგად ნოდო ბიძია,ნატალი როგორ ხარ?
დედაჩემს ბავშვობიდან ესე თბილად მიმართავს.
მოკლედ როგორც იქნა მოვწყვიტე ამათ და წავედით სკოლაში.კლასში შევედით თუ არა ჩვენს ადგილებს მივაშურეთ.გოგოებს მივესალმეთ და ლაპარაკი გავმართეთ.ახალი სასწავლო წლის დასაწყისი იყო,ამიტომ გადავწყვიტეთ ბავშვებმა სწავლის დაწყება აღგვენიშნა და მოვიფიქრეთ წავსულიყავით კლუბში.
*
სახლში,რომ მივედით მე და ანიმ მალევე დავიწყეთ ტანსაცმლის არჩევა და მაკიაჟის გაკეთება.მე ტანზე მომდგარი შავი კაბა ჩავიცვი და ფეხსაცმელიც შევუხამე,თმა გავიშალე,ხოლო ანიმ მწვანე მოკლე კაბა ჩაიცვა და თმა ზევით აიწია.ჩვენ უკვე მზად ვიყავით წასასვლელად და ჩავედით მშობლებთან,რომლებიც ძალიან ბედნიერად გვიყურებდნენ.ჩემთან იყვნენ ანის მშობლებიც ნანა და ზურა,ასევე ანის ძმა ლუკაც.
-რა ლამაზები ხართ გოგოებო(ლუკა)
-მადლობა ლუკ(მე)
-იცოდეთ ჭკვიანად მოიქეცით იქ.მე წაგიყვანთ კლუბში და იქედანაც უკან მე წამოგიყვანთ.(ლუკა)
-კაი რა ლუკა!ბავშვები კი არ ვართ!(ანი)ამაზე ლუკა ძალიან გაბრაზდა.
-კაი ანი,მაშინ ორივე სახლში დარჩებით და არცერთი წახვალთ კლუბში.მერე მოისმინე როგორ გაერთნენ შენი კლასელები.(ლუკა)
-კაი რა ლუკა ვიხუმრე რა იყო?წაგვიყვანე და იქედანაც დაგირეკავთ.(ანი)
ლუკა ჩვენზე 3 წლით უფროსია,რის გამოც ყოველთვის ცდილობს ჩვენზე იზრუნოს, ჩვენ გამოც ძალიან ბევჯერ უჩხუბია და ძალიან ბევრს მოხვედრია მისგან.
*
როდესაც ბარში მივედით,მე და ანი ჩვენ სასტავთან მივედით.ყველასთან კარგად ვიყავით,თუმცა ლაშა,გიორგი,ელენე,ნინი და ანი,ესენი იყვნენ ის ადამიანები,რომელთანაც თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი.ხომ მართლა ანის და გიორგის ერთმანეთი ძალიან მოსწონთ,მაგრამ ყველა სიტყვაზე კამათობენ.
ცოტა დავლიეთ და მერე ყველა საცეკვაოდ წავიდა მე კი ბართან მივედი და რამდენიმე ჭიქა კიდე დავლიე.მარტო ვიყავი ბართან როცა ვიღაც მთვრალი მომიახლოვდა.
-ლამაზო მარტო რატო ხარ?
-საჭიროა და იმიტომ. სახე დავასერიოზულე,მეგონა ტვინს გაანძრევდა და წავიდოდა,მაგრამ პირიქით მოვიდა და ხელი მომკიდა.
-წამოდი პატარა ვიცეკვოთ,ვიცი ეს შენც გინდა.
-შენი პატარა არ ვარ და მომშორდი თუ შეიძლება.
საკმაოდ ახლოს მოვიდა ჩემთან ისე,რომ მისი ხშირი სუნთქვა მესმოდა,სასმლის სუნი ქონდა და სახე დავმანჭე.
-გამეცალე სანამ განანე!
-შენ მანანებ პატარა?აბა ცადე.
რა უბედურება ვინ არის ეს სულელი.ხელი ვკარი და წასვლა მინდოდა როცა ხელი მაგრად მომჭიდა.
-გამიშვი!!!
-მოდი ლამაზო დაგაწყნარებ,არ გინდა შენნაირებს კარგად ვიცნობ,კარგად ვიცი როგორ უნდა გასიამოვნო.
-მომშორდი!
უცებ ეს შტერი ვიღაცამ მომაშორა და გვერდზე გადააგდო.ჩემს მშველელს შევხედე და ყველა ჩემს ძმაკაცს ველოდი,როცა გვერდძე მაღალი მწვანეთვალება ბიჭი დავინახე,შავი თმებით.გაცეცხლებული მიყურებდა თითქოს მეც დავნაშავე ვყოფილიყავი რამეში.
-გოგომ გითხრა,რომ არ უნდა შენთან ცეკვა და რატო არ ეშვები?(უცნობი)
-შენ ვინ გეკითხება ნაშას რატო მახევ?
მის ნათქვამზე ისე გაბრაზდა ჩემი მშველელი,რომ გამალებით ურტყამდა.შემდეგ კი ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა.მადლობის თქმას ვაპირებდი თუმცა ისეთი ტონით მიყვირა
-თუ არ გსიამოვნებს არც უნდა ეარშიყო და არ უნდა მოიქცე კაცის უნახავივით!-მის სიტყვებზე ისე გავბრაზდი ვერ მოვითმინე და სახეში გავარტყი შემდეგ კი ყვრილი დავიწყე.თავს ვერ ვაკონტროლებდი.
-შენ მე ვინ გგონივარ? რამე მეტყობა ბ... რომ ვარ? არავის აქვს უფლება ასეთი შეურაცყოფა მომაყენოს! მითუმეტეს ეს ვიღაცა შენი მსგავსი იდიოტი თუ იქნება!მე არ ვიცი ვინ იყო ის იდიოტი თუმცა ახლა ვფიქრობ,რომ შენ მასზე უარესი ხარ!
(უცნობი) გსკვირვებით უყურებდა მარიამს ხვდებოდა,რომ ძალიან შეცდა როდესაც ასეთი შეურაცყოფა მიაყენა,თუმცა მაინც არ იხევდა უკან.
-წესიერად ილაპარაკე გოგო და ტონს დაუწიე! იცოდე ვისაც ელაპარაკები!
-რომ არ დავუწიო რას იზამ?! დამარტყავ? მიდი დამარტყი!
-ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ და გაჩუმდი!
-არა, არ გავჩუმდები ამას არ ჩავ... სიტყვის დასრულებაც ვერ მოასწრო როდესაც ბიჭი მის ტუჩებს დაეწაფა.
მარიამი ვერ ხვდებოდა თუ რა ხდებოდა თუმცა მისი შეხება სხეულში ჟრუანტელს გვრიდა და სასიამოვნო იყო მარიამისთვის.მან უცნობისგან თავი გაინთავისუფლა და სახეში ძლიერად გაარტყა შემდეგ კი სირბილით ტაქსი გააჩერა და სახში წავიდა.
სახლში,რომ მივედი ბავშვებმა ბევრჯერ დამირეკეს თუმცა არ მინდოდა მათთან საუბარი ამიტომ ანის მივწერე,რომ ძალიან დავიღალე და სახლში წამოვედი.ძალიან დაღლილი ვიყავი,თუმცა თვალიც ვერ მოვხუჭე.სულ უცნობზე ვფიქრობდი და მის კოცნაზე,მის მწვანე თვალებზე,რომელშიც ვიძირებოდი.მის მიმართ დიდ ინტერესსა და ბრაზს ვგრძნობდი.იმ ღამით თვალი ვერ მოვხუჭე.გათენებისას წყალი გადავივლე და სკოლაში წავედი.
*
რომ მივედი სკოლაში გოგოები საეჭვოდ მიყურებდნენ და ამიტომ მომიწია მათთვის გუშინდელი საღამოს ახსნა,თუ რატომ წავედი დამშვიდობების გარეშე.ნინი,ელენე და ანი გაოცებულები მიყურებდნენ.
***

ამ ამბის შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და არაფერი მახსოვდა.შაბათ-კვირას მშობლებთან და ჩემს ბავშვებთან ერთად ვატარებდი,სკოლის დღეებში კი დაკავებული ვიყავი,რადგან გამოცდები მქონდა წლის ბოლოს.
მეორე კვირის ბოლოს ბავშვები:ლაშა,გიორგი,ნინი,ელე და მე წავედით ლუკასთა და ანისთან სახლში.მათი მშობლები არ იყვნენ სახლში და პატარა ივენთის მოწყობაც გადაწყვიტეს.მე ცისფერი ტანზე მომდგარი მოკლე კაბა ჩავიცვი დეკოლტით და თმა გავიშალე,ფეხსაცმელი კი შევუხამე.
როდესაც მივედი იქ ლუკას და ანის მამიდაშვილი იყო მაშო.ძალიან ლამაზი,მაღალი გოგო,რომელიც ჩვენზე 1 წლის პატარა იყო.
ვერთობოდით,ვსვამდით და ვსაუბრობდით ველოდებოდით ლუკას მეგობრებს საბას და კიდე ერთს,რომელსაც არ ვიცნობდი,რადგან ახალი ჩამოსული იყო ამერიკიდან.
სამზარეულოში გავედი ცოტა ხნით ძალიან დავიღალე ცეკვით და ხმაურით ამიტომ იქ შევედი.10 წთის შემდეგ ნაბიჯების ხმა მომესმა და არ შევბრუნებულვარ,რადგან მეგონა ანი იყო,თუმცა მალე ვიგრძენი მუცელზე მჭიდროდ მოხვეული ხელები და ნაცნობი სურნელი,რომელიც იმ წამს ძალიან მსიამოვნებდა.ყურში ჩუმად მითხრა
-ამ კაბით კიდე იტყვი,რომ კაცებს არ იწვევ? და სასიამოვნო კოცნა დამიტოვა ყურის ქვემოთ.
გაოცებული და ანერვიულებული უკან შემოვტრიალდი და დავინახე უცნობი,რომელსაც ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი ძალიან დავიბენი მხოლოდ მის თვალებს ვაშტერდებოდი.რამდენიმე წუთის მერე გონს მოვედი
-შენ აქ რას აკეთებ?
-პატარა,მე ლუკას მეგობარი ვარ და ამიტომ მოვედი.
უცებ ოთახში შემოვიდა ლუკა
-აი სად ყოფილხართ გაიცანით უკვე ერთმანეთი?(ლუკა)
-არა. სწრაფად და ანერვიულებულად ვუთხარი.
-გაიცანი ეს არის ჩემი ძმაკაცი ალექსანდრე დადიანი.ჩემი სანდრექსა. ეს კი მარიამ ყიფიანი ჩემი დის დაქალი.(ლუკა)
-ძალიან სასიამოვნოა მარიამ.(ალექსანდრე)ტუჩზე ენის წვერი გადაისვა და ირონიულ განოხედვას არ იშორებდა.
-ჩემთვისაც. ისე მეშლებოდა ნერვები მის ამ საქციელზე არ ვიცოდი რა მომეხერხებინა.
სამზარეულოდან გავედით და საუბარი დავიწყეთ.
-აუუ ბავშვებო მოდი სიმართლე და მოქმედება ვითამაშოთ რაა.(ელენე)
-კაი იდეაა. სწრაფადვე დაეთანხმა საბა და თან თვალს არ აშორებდა.ყველას მოეწონაესიდეა და გადავწყვიტეთ გვეთამაშა.



№1 სტუმარი სტუმარი meko

ძალიან რომ მოგენდომებინა ალბათ ამაზე ბანალურს ვერაფერს დაწერდი... ყოველი მეხუთე ისტორია მსგავსი სიუჟეტით ვითარდება ... რაც შეეხება ეტიმოლოგიის დონეს ახალიხარ და გასაგებია... მაგრამ მეტი კრეატივი, მეტი ინტრიგა და მძაფრი ემოციები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent