შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

OCTAVIAN AUGUSTUS (თვაი 1)


4-02-2020, 22:28
ავტორი Mariam Gambashidze
ნანახია 752

რომი-ძვ.წ. 63 23 სექტემბერი

სექტემბრის სუსხიანი დილა იდგა.რომის ქუჩებში სიჩუმე გამეფებულიყო,კაციშვილის ჭაჭანება არ იყო,მხოლოდ ერთ ძველ,ტრადიციულ და მდიდარ ოჯახში იყო არეულობა.გაიუს ოქტავიუსი ერთერთი ოთახის წინ იდგა.აღელვებული თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა,ოთახიდან ქალის ტირილის და კივილის ხმა ისმოდა,მალე გაოფლილი და ანერვიულებული ქალი გამოვიდა,ოქტავიუსი ბოლთის ცემას მომეშვა და ქალს მიაჩერდა:
-ბიჭია-ოდნავი ღიმილით უთხრა ქალმა-მალე შეგეძლებათ ნახვა.
ოქტავიუსს ღიმილი მოეფინა,მუხლებზე დაეცა და ღმერთებს მადლობა შესწირა,შემდეგ მსახურს უხმო:
-ხარი გაამზადე.სალოცავში მივდივართ.
-არის ბატონო-მსახური მორჩილად გავიდა.რამოდენიმე წუთში ოთახიდან ქალი გამოვიდა
-ბატონო,შეგიძლიათ ცოლის და შვილის ნახვა.
-გასამრჯელო მაგიდაზეა-ოქტავიუსი ოთახში შევიდა,საწოლზე ლამაზი ქალი იწვა,ჩვილთა ერთად.როცა ოქტავიუსმ ფეხი ოთახში შედგა რაღაც უცნაურმა განცდამ აიტაცა,არ იყო ნერვიულობა,არც ბრაზი და არც სიხარული...უფრო შიშს გავდა ეს გრძნობა.ცოლის გვერდით ლოგინზე ჩამოჯდა ცოლმა ნაზად გაუღიმა და ქმარს ხელი ჩაჰკიდა:
-მე არც კი მჯერა-ოდნავ დაბნეულად თქვა ოქტავიუსმა
-ხელში არ დაიჭერ?
-ჰო,კი-ოქტავიუსმა ცოლს ხელი გაუშვა და ბავშვი ხელში აიყვანა,ამ დროს ოთახში ცისფერთვალება გოგონა შემოვიდა:
-ოქტავია-გაუღიმა გოგოს ქალმა
-დედა-გოგომ ჯერ ქალს შეხედა მერე ბავშვს-ეს ჩემი ძმაა?
-ჰო,შენი ძმაა.
-შეიძლება ავიყვანო?
-რათქმაუნდა-ოქტავიუსმა ჩვილი გოგონას გადასცა
-რა ლამაზი და პატარაა.
ოქტავიუსმა მსახური დაიბარა:
-შიკრიკს გადაეცი,რომ ყველას გააგებინოს გაიუს ოქტავიუსის და ატია ბალბას ოჯახშუ ბიჭი დაიბადა.მე სალოცავში წავალ.
-არის-მსახური ოთახიდან გავიდა,მას გაყვა ოქტავიუსიც რომელიც სალოცავისკენ გაემართა რამოდენიმე კაცთან და ხართან ერთად სალოცავთან კაცი დახვდათ:
-რისთვის მოხვედით?
-ოქტავიუსებისს ოჯახში ბიჭი დაიბადა მინდა ღმერთებს მსხვერპლი შევწირო.
-შემოდით.
ოქტავიუსი სალოცავში შევიდა,მსახურები გარეთ დარჩნენ.სალოცავი ჩაბნელებული იყო აქაიქ თასში ანთებული ცეცხლი ანათებდა კედლებზე ნახატებს,სუნელების,ზეთის და სისხლის სუნი იგრძნობოდა,სუნი უფრო მძაფრდებობდა მსხვერპლშესაწირ დარბაზთან მიახლოვებისას,დარბაზი მხოლოდ ერთ ადგილას იყო გადახურული,მასაც ერთი ხვრელი ქონდა.ოქტავიუსი ამ გადახურული ადგილას შევიდა,დაიჩოქა და ღმერთებს რაღაცას ევედრებოდა უცებ ხვრელიდან ხარის სისხლმა იჩქეფა და ოქტავიუსი სრულად შეღება,როცა სისხლის ბოლო წვეთი ამოიწურა ის წამოდგა და კაცისკენ წავიდა მისი ტანსაცმლიდან სისხლი წვეთავდა.
ოქტავიუსების ოჯახში იმავე დღეს საღამოს წვეულება იყო,ოქტავიუსს ყველა დაუპატიჟია,ნათესავებიც და რომის დიდგვაროვნებიც.ყველა ერთობოდა,ლაპარაკობდა,ხუმრობდა,იცინოდა და ცეკვავდა.შუა წვეულებაზე მათ შეუერთდნენ ატიას დედა და ბიძა ოქტავიუსი და ატია მათ შეეგებნენ:
-გილოცავთ,როგორც გავიგე ბიჭია-ღიმილით უთხრა მათ კეისარმა
-კი,ბიჭია
-რა სახელი შეურჩიეთ?
-გაიუს ოქტავიანე თურინუსი.
-თურინუსი? ალბად თურინუმთან მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად.
-დიახ.
-სიმბოლურია-კეისარმა მის დას და დისშვილს გახედა,რომლებიც უკვე ლაპარაკით გართულიყვნენ-ჩემი დისშვილი,როგორ დამშვენებულა ამ ორ წელში,დიდი ხანია არ მინახავს.
-ხო,რაც ედილი გახდით იმის მერე,მაგრამ არაუშავს ანაზღაურებადია-სიცილით უთხრა ოქტავიუსმა მას
-ჰო,რათქმაუნდა ოქტავია სად არის მასაც ვნახავდი.
-აქვე იქნება სადმე.ეგ არაფერი,შენი საქმეები როგორ მიდის სენატში
-ყველაფერი კარგად მიედინება,ვიმედოვნებ მალე პრეტორიც გავხდები.
-ძალიან კარგი.
...........................................

დრო მალე გადიოდა,ოქტავიანე იზრდებოდა და უფრო ლამაზდებოდა,როცა ოთხი წლის იყო მამა გარდაეცვალა,დედამისი სხვაზე დაქორწინდა,მაგრამ მამინაცვალს დიდად არ ეხარებოდა გულზე ოქტავიანე,ამიტომ ის ბებიასთან იულიასთან გაგაზავნეს აღსაზრდელად.

.........................................
რომის რესპუბლიკა- ძვ.წ. 53

ოქტავიანე ცალკე იჯდა და ბერძნულ პოეზიას კითხულობდა,როცა მასთან მისი საუკეთესო მეგობარი მარკუს ვიფსანიუს აგრიპა მივიდა:
-თურინუს,მეგობარო როგორ გიკითხო?
-აგრიპა,რამდენჯერ გითხარი,მაგ ბავშვობის სახელს ნუ მახლი თქო.
-კარგი,რა იყო.რას კითხულობ?
-ჰომეროსის ილიადას.
-წამიკითხე.
-ქალღმერთო,პელევსის ძის,აქილევსის იმ საბედისწერო რისხვაზე მიმღერე,რომელმაც აქაველებს ათასი ჭირი მოუტანა...
-კარგი,კარგი ჰო იცი,არ მიზიდავს პოეზია.
-კი,ვიცი
-წამოდი,ხმლებით ვივარჯიშოთ.
-აგრიპა,როგორც ხედავ ვკითხულობ.
-კარგი რა მომავალი იმპერატორი ხარ-სიცილით უთხრა აგრიპამ
-არ ვაპირებ იმპერატორობას-ასევე სიცილით უთხრა ოქტავიანემ
-კარგი,კარგი მიდი იკითხე თურინუს მე წავალ-აგრიპა ოქტავიანეს გაშორდა.იულია კი გარეთ გამოვიდა და ოქტავიანესთან მივიდა:
-რით ვერ მოეშვი ბერძნების ბოდიალის კითხვას?
-ცდები,ბერძნული კულტურა და პოეზია ბევრ რამეში გამოდგება.
-კარგი,ეგ წიგნი გვერდზე გადადევი ცოტა ხნით და სახლში შემოდი-იულია და ოქტავიანე სახლში შევიდნენა,ცოტა ხანში მათთან შიკრიკი მოვიდა:
-ლუციუს მარციუს ფილიპუსი და ატია ბალბა ცეზონია გატყობინებენ;რომ დღეს გესტუმრებიან ქალიშვილთან ერთად.
-კარგი,თავისუფალი ხარ-იულიამ შიკრიკი გაათავისუფლა და მსახური იხმო-ატიას და ლუციუსს კარგად უნდა დავხვდეთ,ეს საქმე თქვენთვის მომინდია.
-დიახ,ქალბატონო-მოსამსახურე ოთახიდან გავიდა
-მე წავალ.
-კარგი,საღამომდე სახლში დაბრუნდი.
-კარგი-ოქტავიანე გარეთ გავიდა სადაც რათქმაუნდა აგრიპა დახვდა:
-თანახმა ვარ.
-რაზე?
-ვივარჯიშოთ.
ბიჭები სახლს გაცილდნენ და გარეთ ხალხს შეერივნენ,ფართო ადგილას გავიდნენ სადაც ხალხი ნაკლებად ირეოდა.აგრიპამ ოქტავიანეს ხის ხმალი და ფარი მიაწოდა ვარჯიში დაიწყეს,მალე აგრიპამ შეამჩნია,რომ ოქტავიანე ალალ ბედზე იქნევდა ხმალს:
-მიდი ოქტავიანე,ცოტა ცოცხლად!
-დავიღალე.
-კარგი შევისვენოთ.
ბიჭები იქვე დაჯდნენ
-საერთოდ არ გამოგდის ხმლის ხმარება,უბრალოდ იქნევ.
-გითხარი,ჩემთვის არ არის განკუთვნილი ხმალი და ბრძოლის ველი.
-ჰო კაი,აიღე წყალი და სახლში წავიდეთ მეც მეზარება გაგრძელება-ოქტავაინემ დეციმუსს წყალი გამოართვა,ცოტა ხანი ილაპარაკეს და სახლისკენ წავიდნენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent