შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა (4)


5-02-2020, 12:49
ავტორი rred
ნანახია 1 037

დილით იმაზე ადრე მოშორდა ელენეს, სანამ გაიღვიძებდა. თავს უფლებას არ მისცემდა გოგონას მის მიმართ კიდევ უფრო დიდი აგრესია ჰქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა ასე თუ ისე ჩადგა თავის კალაპოტში, მაინც იყო ძალიან დიდი ბარიერი, რომელიც შუაში ედგათ და ეს სულაც არ იყო გასაკვირი. სოსოსთვის საერთოდ არ არის უცნაური ელენეს მიმართ მსგავსი შეგრძნებები. ეს იმის მერე აწუხებს, რაც არაოფიციალურად დაშორდა ნინას. რა არის ცხოვრება, არა?! ვერასდროს გათვლი წინასწარ ნაბიჯებს ან თუ გათვლი და წინ გაიხედები, რაღაც ისე დაგატრიალებს, რომ სულ შეგიცვლის გასავლელ ბილიკს.
თვალები რომ გაახილა მაშინვე ულამაზესი მთები დაინახა, რომელიც ძილისაგან თვალებდასიებულ ელენეს ამაყად დასცქეროდნენ. ხელები სიგანეზე მაგრად გაშალა და ღიმილით გაიზმორა. ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ განა რამდენი ხანი შეიძლება მისტიროდეს იმას, რაც უკვე მოხდა და აღარ შეიცვლება? უბრალოდ, მათი მონატრება კლავს. ეს უღრღნის გონებას, გულს. არ ძლევს საშუალებას ბოლომდე ისიამოვნოს.
- დილამშვიდობის. - ღიმილით მიესალმა სოსოს, რომელსაც ცხელი ყავის ფინჯანი გრძელ თითებში მოექცია.
- დილამშვიდობის. - უბრალოდ მიესალმა მამაკაცი.
- ყავას არ გამიკეთებ?
- აბა, რას ვიზავ?! - ირონიულად ჩაუკრა თვალი. - როგორი მსმელი ყოფილხარ, უყურე შენ?! კინაღამ მეც დამათვრე. - დასცინა და ცხელი წყლით გაავსო ჭიქა.
- არაფერი მახსოვს... - ამოიბურტყუნა საწყლად და უხერხულობისგან რამდენჯერმე ჩაახველა.
- ნუთუ?
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და გრძელი ყავისფერი თმები ერთ მხარეს გადაუწია. ფეხების კანკალი მაშინვე იგრძნო გოგონამ. არა, რას უშვრება ეს კაცი? როგორ უნდა ვერაფერი იგრძნოს, მაგრამ იმაზე მეტი შეგრძნება ეუფლება, ვიდრე შესაძლებელია. ერთ ადგილას მიეყინა და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა.
- რას აკეთებ? - ამოიკნავლა და მხარი ოდნავ აუკრა კაცს.
- არც ის გახსოვს ყელზე როგორ მეხებოდი? - ზუსტად ისე შეეხო ქალის ყელს, როგორც გუშინ თავად. - არც ის რომ მთხოვდი ჩემთან დარჩიო?
- ვინ მეე? - გადაიხარხარა და გვერდზე გახტა.
- ჰო, შენ. - ცხვირზე ისევ ისე დაჰკრა თითი ღიმილით, როგორც იცის ხოლმე და თავის ადგილს დაუბრუნდა.
- შანსი არაა! - თავი გააკანტურა ვითომ თავდაჯერებულმა.
არადა მშვენივრად იცის გუშინ რაც აკეთა, არაფერი არ დავიწყებია. მეტიც, სულ თვალწინ უტრიალებს მომხდარი და თან უზარმაზარ სირცხვილს გრძნობს საკუთარი თავის მიმართ, თან კი სიამოვნების ზღვა ეცემა რამდჯერაც ამაზე ფიქრობს. ანერვიულებულმა მოისვა თითები შუბლზე, თავისი ყავა ხელებში მოიქცია და ბაღში გავიდა. სარძეველა სკამზე ფეხმორთხმული მიჯდა. რამდენჯერ გაექცა ხელი ნინას ნომრისკენ, ნატალის ნომრისკენ, მაგრამ რომ დაურეკოს, რა უნდა უთხრას? წარმოდგენაც არ აქვს საუბარი როგორ დაიწყოს. ,,მომენატრეთ, მაპატიეთ?“ - ვის რაში სჭირდება მისი ბოდიში? თუმცა ვინ იცის, იქნებ სწორედ ესაა საჭირო?!
აცრემლებულმა დააბრუნა ტელეფონი უკან მუხლებზე და ფინჯანს ხელები მაგრად მოუჭირა, თითქოს სურდა თავისი ტკივილი ამით გაექარწ....ბინა. თავისი აჩქარებული გულის ცემა ესმოდა და ისიც მომთმენლად იზიარებდა ამ ხმას, როდესაც ბოხმა ბარიტონმა გაკვეთა ჰაერი.
- ყველაფერი გაივლის, დამიჯერე. - სიცივისგან დახორკლილ ტანზე წითელი პლედი მოაფარა სოსომ და გვერდზე ჩამოუჯდა. - დილაობით და საღამოობით აქ ძალიან სუსხია, მიუხედავად სეზონისა და ნუ გაუთამამდები, თორემ გაცივდები და ჩემი მოსავლელი გახდები, მე კი დიდად ვერ მეხერხება მკურნალობა. - სერიოზულად უთხრა და თვალები იმ ხედს გაუსწორა, რომელსაც ელენე უყურებდა.
- აბა, მე რატომ მგონია რომ არაფერი არ გაივლის და ჩემ თავს ვერასდროს ვაპატიებ ამას?
- შენ არაფერ შუაში ხარ. თუ ვინმეა ამაში დამნაშავე ეს მე ვარ.
თავი გაკვირვებულმა მიატრიალა კაცისკენ, რომელიც კოპებშეკრული უყურებდა ჰორიზონტს. ძალიან ეუცნაურა მისი სიტყვები. მგონი პირველად მოხდა მსგავსი პრეცედენტი, როდესაც სოსომ ამ შინაარსის წინადადება თქვა. მიუხედავად იმისა, რომ ქალისთვის ეს სიტყვები დამამშვიდებელი უნდა ყოფილიყო, პირიქით, მგონი უფრო ააფორიაქა.
- აქ რა უნდა ვაკეთოთ ერთი კვირა, სოსო? - საუბრის თემა სწრაფად შეცვალა.
- არ ვიცი, შენ რა გინდა, რომ გავაკეთოთ? - კითხვა შეუტრიალა და არხეინად გადააწყო ფეხები ერთმანეთზე. - შატილში ნამყოფი ხარ აქამდე? - ინტერესით შეეკითხა.
- არა.
- ხოდა, შემიძლია დაგათვალიერებინო, ოღონდ ჯერ ვისაუზმოთ!



^^^
პასუხებში რამდენიმე ცდომილება იყო, თუმცა არაფერი მნიშვნელოვანი, ამიტომ ახლა არხეინად სხედან გოგონები აივანზე და ცივ ყავას მიირთმევენ.
- წავიდეთ რა ზღვაზე?! - შეეხვეწა, ალბათ, უკვე მეათასეჯერ ნატალი.
- არ შემიძლია, ტატალო, მეზარება, რა. თანაც ხვალ დედას მიყავს ლილე თავისთან სოფელში ორი კვირით.
- გაჩერდება მერე ეგ კნაჭა ამდენი ხნით? - გაეცინა გოგონას.
- ვფიქრობ, კი. იქაურობა ძალიან უყვარს, მაგრამ თუ მაინც მოვენატრეთ ჩავალთ და ჩამოვიყვანთ. - თვალი ჩაუკრა.
- ხოდა, ჩვენ წავიდეთ. ერთი კვირა მაინც, რა! ადამიანურად როდის დაისვენე საერთოდ გახსოვს? თუმცა შენ რა გესმის დასვენების! - ხელი ზმუილით ჩაიქნია, თუმცა დანებების არაფერი ეტყობოდა.
- შენ რასაც ეძახი გართობას, ეგ ჩემთვის სისულელეა.
- გართობაა გარუჯული ბიჭები, კლუბები, ბულვარი, ათასი ფართი! აბა, ის არის? წიგნი, ყავა, წიგნი ძილი? - გააფთრებული დააცხრა. - წამოდი, თორემ ხმას არ გაგცემ ლილეს გეფიცები! - ბოლო კოზირი ეშმაკურად გაშალა და ფეხი ფეხზე კმაყოფილმა დაიდო.
- ახლა, ალბათ, ხვდები რომ ჩემზე ძალადობ!
- დიახაც!
- მოვიფიქრებ, გპირდები! - ენა გამოუყო და საძინებელში შეიპარა, აქაოდა ახალი პირობები არ წამომიყენოსო.
- დიდ ხანს ნუ იფიქრეებ! - სიცილით გასძახა და თავის ყავას ბედნიერი დაწვდა.
ახლა ისე ეზარება მსგავსი გართობა... თანაც იცის, რომ ნატალი იმის გამკეთებელი არის, რასაც დაპირდა. სიცილით გადაიცვა გრილი, თხელი კაბა და იქვე მოთამაშე ლილეს ბედნიერი დაწვდა. ხელში ააფრიალა, შემდეგ კი თავის გვერდზე, ლოგინზე გააგორა.
- დე, ხვალ ბებოს და ბაბუს მიყავხარ რაჭაში, ხომ გახსოვს?
- კი. შენ და ნატალი არ მოდიხართ ხო?
- არა, დე. საიდან მიხვდი? - სიცილით აუჩეჩა ქერა თმა.
- შენ მარტო ჩენთვის ჩაალაგე ბარგი! - ეშმაკურად გამოუყო ენა.
- მართალია! მე და ნატალი ზღვაზე წავალთ, ალბათ. შენ ხომ იქნები ჭკვიანად? სულ დაგირეკავ ხოლმე, გპირდები, ოღონდ შენც უნდა დამპირდე რომ ბებოს და ბაბუს არ გააბრაზებ. - თან ელაპარაკებოდა და თან ეფერებოდა მთელ სახეზე.
- გპირდები. - გაუცინა და მთელი ძალით ჩაეხუტა. - დე, როცა მომენატრები, ხომ ჩამოხვალ ჩემთან? - დამრგვალებული, აცრემლებული თვალები მიანათა.
- აბა, რას ვიზავ, ჩემო სიცოცხლე? იმ დღესვე შენთან გავჩნდები. როცა შენ მოგინდება!





^^^
მთელი დღე ელენეს დაასეირნებდა აქეთ-იქით. ყველაფერი ანახა, რაც შეიძლებოდა რომ ენახათ, თუმცა შატილი თვითონ იყო ისეთი ადგილის, სადაც ყველაფერი შთამბეჭდავი და ლამაზია. კოშკში ძლივს რომ აფოფხდა გოგონა და იქიდან უყვიროდა, მალე გადამიღე სურათი, თორემ მეშინია არ ჩამოინგრესო, სიცილით კინაღამ გაიგუდა სოსო. მერე ელენე გაშტერებული უყურებდა მის სიცილს და წარმოუდგენელ სიამოვნებას იღებდა აქედან.
- არ წავიდეთ? მომშივდა. - დაეწუწუნა ქალი და გზას მანამდე გაუდგა, სანამ პასუხს გაიგებდა.
უყურებდა ძლივს მიმავალ ქალს, რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ წონასწორობის შეკავება უჭირდა ქვებზე სიარულისას. უკან დინჯად მოყვებოდა და თითოეულ წაბარბაცებას სიცილით ხვდებოდა. ბოლოს, ვეღარ მოითმინა და ხელებში ააფრიალა.
- რას აკეთებ? ახლავე, დამსვი! - გაწიწმატდა ქალი და ფეხები ააფრიალა.
- ელენე, გეყოფა, თორემ დამივარდები და მერე ნახავ ფეხების ტკივილს. ამხელა სიკეთეს გიკეთებ და არ უნდა დამიფასო?! - ცინიკურად დახედა მის მკლავებში მოქცეულს და ჰაერი ღრმად შეისუნთქა.
- მე მძიმე არ ვარ! - ტუჩები საყვარლად გაბუშტა და გვერდზე გაბუტულმა გაიხედა.
- არა, არ ხარ. ხელები შემომხვიე, თორემ ვეღარ გიჭერ, მივარდები! - დაიყვირა უცბად.
აფართხალებულმა გოგონამ კივილით მოათავსა თავისი მკლავები სოსოს ყელზე ძირს დავარდნის შიშით. რომ წარმოიდგინა, როგორ გაიშხლართებოდა დიდ ქვებზე ზურგით, კბილები გააკაწკაწა. უცბად ხმა შემოესმა, თითქოს დაჭრილი დათვი ბღაოდა, მაგრამ მალევე გაიაზრდა რომ კაცი იცინოდა. მას დასცინოდა!
- ბოროტი ხარ! - ბრაზით ამოილაპარაკა და მიწაზე დაეშვა. - აღარ მინდა, ჩემით გავივლი.
- კაი დროსია, მოვედით უკვე! - თვალი ჩაუკრა.
მთელი გზა გაბუტული, გაბრაზებული მიაბიჯებდა და საერთოდ არ იმჩნევდა მამაკაცს. ისე გაბრაზდა საკუთარ თავზე, თუმცა ის რა შუაში იყო. ხელები ნაზად დაიზილა და წინ მიმავალს ოდნავ გაეღიმა. ისე მოსწონს მამაკაცის შეხება, გახსენებისასაც კი დაეყარა სხეულზე ეკლები. რა სჭირს თვითონ ვერ ხვდება ჯერ, მაგრამ ფაქტები, რომელიც მის წინაა განლაგებული, ცუდ რამეს იუწყება. ელენესთვის ცუდს. არ უნდა თავს იმის უფლება მისცეს, რომ კაცის მიმართ ასეთი შეგრძნებები გაუღვივდეს, თუმცა რა სასიამოვნოა... ყოველ მის შეხებას, სიამოვნების ზენიტში აყავს ელენე, მაგრამ როგორც კი ახსენდება მათი სიტუაცია, მაშინვე ძირს ეხეთქება, თანაც ძალიან მწარედ და ეს სულაც არ არის სასიამოვნო. პირიქით, ყველაფერი ერევა თავში.
ვახშმის მომზადება სწრაფად დაიწყო, როგორც კი გამოიცვალა სახლში მისულმა. მისაღებიდან ესმოდა ტელევიზორის ხმა და ჩუმად იღიმოდა, თავისთვის. სულ ფიქრობდა, როგორ მოუმზადებდა საყვარელ მეუღლეს ვახშამას, ის კი თავისი საქმით გართული მორჩილად დაელოდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში არც საყვარელი მეუღლე ჰყავს და არც ის სიტუაციაა, მადლობის სანაცვლოდ თბილად ჩაეხუტოს და აკოცოს ქმარმა. და მაინც, სოსო მშვიდად ელოდება ლუდით ხელში ცოლს, რომელიც სამზარეულოში დაფუსფუსებს. იდელიაც ხომ ესაა. მერე რა რომ ელენე არ განიცდის იმდენად სიამოვნებას, რამდენადაც მამაკაცი? მაინც იგრძნობა სახლში სითბო, სიმყუდროვე, ეს კი ორივეს ნამდვილად სიამოვნებს.
- რას მიკეთებს ჩემი ცოლი? - უკნიდან აეკრო სოსო და ჩუმად უჩურჩულა ყურთან, ხელები კი მუცელზე შემოხვია.
ლამის ბოლო ხმაზე დაიკივლა შეშინებულმა და კედელს უმალ აეკრო. აჩქარებულ გულზე თითები მაგრად მიიჭირა და გაოცებულმა შეხედა ეშმაკურად მომღიმარ ქმარს, ცალი ხელი კი შუბლზე ნერვიულად მოისვა. არა, რანაირად იყო თავის საქმეში ისე გართული, რომ ვერ გაიგო, როდის მიეპარა მელასავით უკან?!
- გაგიჟდი? - ამოიკნავლა. - გული გამიხეთქე.
- ყველაფრის რანაირად გეშინია?
- ყველაფრის კი არა, მეორედ ეგრე აღარ მომეპარო, როცა რამეს ვაკეთებ , თორემ გული გამისკდება!
- კარგი, აღარ მოგეპარები, გაგაფრთხილებ ხოლმე. აი, ახლაც, ნახე... შენკენ მოვდივარ, ვაპირებ ისევ იგივე, გავიმეორო. რატომ? საშინლად მინდა და რაც მინდა იმას ყოველთვის ვაკეთებ! - ჩუმად ეჩურჩულება ერთ ადგილას გახევებულ ელენეს, რომელიც თითქოს აგონიაშია.
- სოსო, არ მომიახლოვდე, თორემ ტაფას პირდაპირ თავში ჩაგარტყავ! - ამოიკნავლა და მამაკაცის სიცილი რომ გაიგო უარესად გაბრაზდა. - დამცინი კიდეც?
- ვინ, მე? არა, საიდან მოიტანე?
უკვე იმხელა მანძილი იყო მათ შორის, ელენეს ოდნავი მოძრაობა და პირდაპირ მამაკაცის მკლავებში აღმოჩნდებოდა. შიშისგან რომ გული აუჩქარდა, ის ახლოსაც ვერ მივიდოდა ამ აჩქარებასთან. ლამის მკერდიდან ამოუხტა. უკვე გაუსაძლისი იყო ასე ყოფნა მისთვის და ის-ის იყო უნდა მოშორებოდა ტუჩებზე რომ დააცხრა კაცი. თვალები გაოცებულმა, როგორც შეეძლო ისე დააჭყიტა და ხელები მკერდზე მაგრად მიაჭირა, თუმცა სოსოს რეაქციაც კი არ ჰქონია. ელენეს წელზე ხელები ნაზად აასრიალა, შემდეგ კი მისკენ უფრო მიიზიდა. ზუსტად იმ დროს, როცა ქალს ეგონა რომ საშინელება მოხდებოდა იქ და სოსო ვეღარ გაჩერდებოდა, სწორედ მაშინ მოშორდა კაცი და არხეინად გადგა გვერდზე.
- მშია! - გამოაცხადა და სამზარეულოში სკმაზე ჩამოჯდა, ცალი ხელი კი ნიკაპზე ამოიდო.
ჯერ კიდევ აგონიაში მყოფმა ძლივს დაიწყო გაყინული ხელ-ფეხის ამოძრავება. ვერაფერს იაზრებდა, რასაც აკეთებდა, მხოლოდ დაბნეულობას და სიამოვნებას განიცდიდა. ეს შეგრძნებები იმდენად ცხადად ჰქონდა, თითქოს ახლაც ეხებოდა სოსოს ბაგეები. დაწითლებულ ტუჩებზე თითები შეუმჩნევლად გადაისვა, ვახშამი მოამზადა და მის წინ დადგა.
- იცოდე, კიდევ ერთხელ იგივე რომ განმეორდეს, მე... მე...
- ხო, აბა გისმენ... შენ, შენ, რა? - არა, ნამდვილად დასცინის ეს ვერაგი კაცი.
- მოგკლავ! - გამოუცხადა და იქაურობა დატოვა, თუმცა სოსოს ხითხითის ხმა მაინც მოესმა.
ზუსტად იცოდა, რომ ახლა ვერაფერს შეჭამდა, თანაც იქ, მასთან ვერაფრით დაჯდებოდა. თავის საძინებელში ლამის სირბილით შევიდა და კარები მაგრად მოიჯახუნა. ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა მომხდარს. ელენე, რის ელენეა ყველაფერს უფრო რთულად რომ არ შეხედოს, ვიდრე არის. სინამდვილეში რა მოხდა? არც არაფერი ისეთი. ხომ არ გონია გოგონას რომ მთელი ცხოვრება ასე იქნება სოსოსთან, ცალ-ცალკე საძინებელში? თუმცა რატომაც არა? ამით არაფერი დაშვადებოდა, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ დიდხანს ელენე ასე ვერ გაძლებს და თვითონ დაიწვება მამაკაცის სურვილით.
ლოგინზე გაწვა და თითები ღიმილით გადაიტარა ტუჩებზე. რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, ვერასდროს წარმოედგინა თუ კოცნისგან ასეთი სიამოვნების მიღება შეიძლებოდა. ახლაც კი გრძნობს ჟრუანტელს მთელს ტანში. ძალიან ცხვენია მამაკაცის. როგორ გაუსწორებს თვალს წარმოდგენა არ აქვს. რატომაა ასეთი მორცხვი?!
აზრები თავში აერია. ყველაფერზე ერთად ფიქრობდა. მანამდე თუ გრძნობდა ცოტა სიამოვნებას კაცის შეხებისას, ახლა ეს ყველაფერი გაორმაგდა.
ღამე აფორიაქებულმა გაიღვიძა. ცხელი ცრემლები აწითლებულ ლოყებზე ღვარღვარად ჩამოუდიოდა. ასეთი საშინელი სიზმარი ბოლოს როდის ნახა არ ახსოვს, თანაც ამ მიყრუებულ ადგილას, ლამის შუა ტყეში. ფეხები სწრაფად გამოაძვრინა ლოგინიდან, თხელი, გრძელი ხალათი მოიცვა და სამზარეულოსკენ დაიძრა. პირი ისე უშრება, მხოლოდ წყალი თუ უშველის. ფანჯრიდან ცალი თვალით იჭყიტება, იმდენად ეშინია.
- ელენე, ხო კარგად ხარ? რატომ არ გძინავს? - თავზე დაადგა მხოლოდ სპორტული შარვლის ამარა სოსო.
- კი, კარგად ვარ, ცუდი სიზმარი ვნახე უბრალოდ. - თვალი მოაშორა მის სხეულს დარცხვენილმა და წყლის ჭიქა ბოლომდე დაცალა. - შენ რატომ არ გძინავს?
კაცმა უბრალოდ აიჩეჩა მხრები და კარების ჩარჩოს ცალი მხრით მიეყრდნო. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ელენს მარტო დაძინება თავის საძინებელში? ჯერ ისედაც როგორ ეშინია სიბნელის, აქაურობის და კიდევ ეს სიზმარი... მარტო ვერაფრით შევა. შეიძლება გულიც გაუსკდეს.
- სანამ ჩამეძინება ჩემთან იქნები? - თვალებდახუჭულმა სწრაფად ამოილაპარაკა იმის შიშით, არ დამცინოს, ან არ მიკბინოს გველურადო და აჭარხლებულ სახეზე ცივი თითები გადაიტარა. - ძალიან მეშინია.
თავი ოდნავ დაუქნია კაცმა და წინ გაუშვა. უხერხულად დაწვა ცალ მხარეს ელენე, მაგრამ მარტოობას ყველაფერი ერჩივნა. თხელი საბანი ბოლომდე გადაიფარა და მამაკაცისგან საპირისპირო მხარეს გადატრიალდა. რომ იცის გვერდით უწევს და მათ შორის ფაქტობრივად არანაირი მანძილი არ არსებობს... როგორ უნდა დაიძინოს?!



№1  offline წევრი n.k.

samwuxaroa sosom imis gamo miatova angelozi i colshvili vigac erti adamianis gamo banaluria chemtvis ese axlobels rom daisvav colis megobars colad .aucilebeli ar iko colad moekvana da ise gadaerchina

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთო

n.k.
samwuxaroa sosom imis gamo miatova angelozi i colshvili vigac erti adamianis gamo banaluria chemtvis ese axlobels rom daisvav colis megobars colad .aucilebeli ar iko colad moekvana da ise gadaerchina

სოსო უკვე გაშორებული იყო ცოლს. ჩვენ არ ვიცით რეალური მიზეზი, სოსო იკავებს თავს და არ ეუბნება ელენეს.მაგრამ მაინც მეუხერხულება სოსოს და ელენეს წყვილში ყოფნა

 


№3  offline წევრი Imagination88

აუ რა კაი იყოო ძაან მომეწონა ელენეზე და სოსოზე ვგიჟდები მაგრამ სოსოს ცოლ შვილის ამბავი არ მომწონს რატომ დაშორდაა ❣️❣️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent