მე შენ და ცხოვრება (თავი 5)
ბათას წასვლის მერე, ტირილით გული რომ მოვიოხე,თვალები დამისივდა და აღარ ვგავდი ადამიანს,სარკეში რომ ჩავიხედე საშინლად გავბრაზდი. -იდიოტი,ხეპრე უხეში,გაუზრდელი..ვანახებ როგორ უნდა ჩემთან მოქცევა, თუ გონია ისე მომექცევა როგორც სხვებს, ძაან შემცდარა..აბაზანაში შევედი,შხაპის მისაღებად.თავი მტკიოდა ამდენი ემოციისგან,აღარც ნინი გამხსენებია და აღარც იკო.როგორც კი გამოვედი საწოლში შევწექი და დავიძინე... წყნეთში რომ ავედი კარი შევგლიჯე რასაც ქვია. -მირაა!იკოო.-სად ხარ მირა? -საქალბატონე ნინი მოსულა. -შენ?-ფეხზე ხარ?კარგად ხარ?სიცხე არ გაქვს? მივიდა შუბლზე ხელი მიადო,ყველა ადგილი შეუმოწმა.-სად სად არი? -რა ნინი? -სად ხარ დაჭრილი იკო?-მანახე კარგად ხარ? თვალებში ცრემლები მოაწვა... -ჩემი სულელი გოგოო. ხელები მოხვია და ჩაიხუტა. -გამიშვი ხელი.-რა გაცინებს? -კარგად ვარ ,არაფერი მჭირს.-მოდი ჩემთან ისევ ჩაგეხუტო. -რაა?არაფერი გჭირს?-მირა მეხუმრა აბა?-ნიძლავი წააგო თუ რა ჯანდაბა ხდება? -კაი დამშვიდდი. -რა დამამშვიდებს?-პაემანი გადავდე შენს გამო, მეგონა რამე გჭირდა.. ირაკლის თვალები აენთო -პაემანი არაა?-და ვინ გთხოვა ამოსულიყავი?ვერ წადი იმ შენს ვაკოსთან? -რატომ მიყვირი? -იმიტომ რომ სულელი ხარ..-იცოდე თუ ვინმე შეგეხება ხელებს დავამტვრევ. -რა გინდა იკო ჩემგან?არ დაიღალე?ან თქვი რა გინდა და დავისვენოთ ორივემ ,ან შეეშვი ჩემს ცხოვრებაში ჩარევას და მამყოფე მშვიდად.. -უჩემოდ მშვიდად ვერასდროს იქნები.-ხომ იცი რომ უჩემოდ ვერ გაძლებ?-ვერც მე გავძლებ უშენოდ.-არვიცი რა მემართება,როდის მოხდა ეს ყველაფერი,მაგრამ რომ წარმოვიდგენ ვიღაც ვაკო გეხება,თუნდაც მას უღიმი,ამ ღიმილით მე რომ მიყვარს, სისხლი მეყინება ძარღვებში და უკონტროლო ვხდები.-არ მინდა რამე გატკინო.. უახლოვდებოდა და თან ელაპარაკებოდა. ნინის ცრემლები მოაწვა თვალებში,არ ეგონა ოდესმე თუ მოისმენდა ამ სიტყვებს ბიჭისგან, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა.ენის ბლუკუნით დაიწყო საუბარი. -შენ მეე.მე.მეე.თავს ვერ აბავდა სიტყვებს. იკო მოეხვია, ნიკაბის ქვეშ ამოდო თითები და თავი ააწევინა ,თვალებში ჩახედა,მისი ცრემლიანი თვალები რომ დაინახა ჩაეღიმა. -სულელო რა გატირებს.-ხო მე,მე უშენოდ არ შემიძლია, იმედია ისტერიკებს არ მოაწყობ, რომ არ მეთქვა გავგიჟდებოდი..-კიდევ იმის იმედიც მაქვს, რომ მორალის კითხვას არ დამიწყებ და არ მეტყვი მეგობრები ვართ და როგორ შეგიყვარდიო, თურმე ამდენხანს სხვა თვალით მიყურებდიო და ათასი სისულელე.მეც არ ვიცი როდის და რანაირად ,ერთი ვიცი რომ ვგიჟდები შენზე..-არვიცი რას იზამ და რა მოხდება, ძალით ვერაფერს გაგაკეთებინებ.-უბრალოდ იცოდე, შენს გვერდით რომ სახვა დავინახო,ჩვეულებრივად მოვკვდები.. ნინის სიხარულის ცრემლები წასკდა, ერთი გაიღიმა და იკოს ეცა. -მოკეტე იდიოტო!- ახლა შენ მე სიყვარული ამიხსენი,არ მჯერა, არ მჯერა ღმერთო. -კარგი პანიკები ნუ დაგეწყება. -არ ვპანიკდები,ბედნიერებისგან ვიქცევი ასე. -ანუ? -ანუ ის რომ სიგიჟემდე მიყვარხარ გოგოლაძე და მიხარია რომ მიხვდი გიყვარვარ და ვიღაც ვაკოსთვის არ გამიმეტე.. ხელი მოხვია და პირველად შეეხნენ მათი ტუჩები ერთმანეთს.იკოსთვის ვინ მოსთვლის მერამდენე იყო აი გოგაძისთვის კი პირველი. სასაფლაოს გზას მიუყვებოდა, სული დამძიმებული ქონდა,ჰაერი არ ყოფნიდა მათ გარეშე.უჭირდა მათ გარეშე ამ წყეულ სამყაროში ყოფნა,იქ მათთან ახლოს იყო და მათ სურათებს უყურებდა,ვერაფერს აკეთებდა არაფერი შეეძლო. სამივე ერთ დღეს დაკარგა და თითქოს დაცარიელდა კიდეც..არც მამამისთან ქონდა ნორმალური ურთიერთობა.ერთადერთი სხივი და ნათელი წერტილი მის ცხოვრებაში, ის უტეხი და თავნება გოგო გახდა.ვერ გაიგო როგორ ემოქმედა მასთან,არადა უნდა დამეგობრებოდა მასთან ახლოს რომ ყოფილიყო.ფიქრებიდან ტელეფონის ზარის ხმამ გამოაფხიზლა..უცხო ნომერი იყო დახედა და უხეში ხმით უპასუხა.. -გისმენთ. -გამარჯობა ბათა. -რომელი ხარ? -გიო ვარ გეგენავა ,დადას ძმაკაცი.-სად გნახოთ? -სადაც გინდათ. -ერთ საათში ჩვენს ბარში მოდი-დადასგან გეცოდინება სად არის. -ვიცი.-მოვალ.. სასაფლაოდან წამოვიდა,მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად წავიდა იქედან.. დუდუ ამ დროს მირას ბინის კართან იყო და ზარს რეკდა.. -მოვდივარ.-დუდუ!! მირამ შეჰყვირა და დუდუს შეახტა.. -მოიცა გოგო მომწყდა წელი, შენ ისევ პატარა ხო არ გგონია შენი თავი ტო? -კაი დუდიკ რა მოხუცივით ბუზღუნებ? -მომენატრე ჩემო გულო.. -მეც მომენატრე დუდიკ.-გიო სადაა?-იმას არ მოვენატრე? -კი ტო მოენატრე პროსტო საქმე აქვს ბარში,- მეც უნდა გავიდე.. -რახდება? -არაფერი.-აქ რა ხდება ეგ მითხარი.. -აქ რავი ვართ რა სასტავი ნორმალურად.-კიდევ ის ხდება რომ ნინი და იკო მყავს წყნეთში, ხო იცი მაგ დებილებს როგორ უყვართ ერთმანეთი.იქ არიან და იმედია ცოცხლები არიან ,არ დახოცეს ერთმანეთი და მოაგვარეს თავის ამბები.. -ვა ეგ კარგი ამბავია.-შენთან რა ხდება?-რამდენიხანია შენი ამბები არ მოგიყოლია.-ჰა ხო არავინ გამოჩენილა გოგო, ვინმე სიძეობას ხო არ გვიპირებს? -კაი დუდიკ რა ღადაობ?-იქეთ თუ მოვიტაცებ ვინმეს თორემ ვის აქვს ორი თავი, ჩემნაირი გიჟი ყავდეს გვერდით ან თქვენ გადაგიკიდოთ. -ნუ სულელობ .-რამდენადაც გიჟი და გადარეული ხარ ორი იმდენად სანდო მოსიყვარულე და ლამაზი ხარ.-ასე რომ მოეშვი სისულელეებს..-კაროჩე წავედი მე,საქმე მაქვს და შემოგივლით, ამჯერად გიოსთან ერთად.. -კაიც მიდი. დუდუ გააცილა.საძინებელში დაბრუნდა.ბრეტელებიანი თეთრი მაისური,დახეული მაღალწელიანი ჯინსი და თეთრი კედები ჩაიცვა.თმა გაიშალა და კარებზე ზარიც დაირეკა.სულ ბუზღუნით წავიდა. -რახდება კი მაგრამ დღეს. კარი რომ გააღო თაკო დახვდა კარებთან ატუზული. -რა გჭირს გოგო? -ნიკა მჭირს ნიკა და ჯანდაბა მაგას.. -რა უნდა ნიკას?-შემოდი ყავა დავლიოთ. -აღარ შემიძლია ჭკუიდან მჭრის. -მეტის ღირსი ხარ!-ბიჭმა მიყვარხარო და დაადე ,დაიფასე თავი რაღა გინდა? -რავიცოდი ასე მალე თუ დანებდებოდა, რომ ვყვარებოდი იბრძოლებდა.. -რას ელოდი ნიკასგან მთელი ქალაქი აფანატებს თოიძეზე.-გაგაგიჟებს ახლა და ვატყობ იქეთ ჩაუვარდები მკლავებში. -ელოდოს მაგას,სულ რომ შევიშალო მისი სიყვარულით ვერ ეღირსება. -აბა უყურე როგორ გულაობს სხვადასხვა ქალებთან და იყავი. -აი არ შემიძლია შენ თავს ვფიცავარ, გუშინ ბარში ვიყავი იქ იყო და საერთოდ არ შემიმჩნია..ისეთი ამაზრზენი იყო ეს ვიღაც მახინჯი ნაშები რომ ეკიდებოდნენ კისერზე.ფუუ გული მერევა.-მეზიზღება... -კაი დამშვიდდი.-მაგისთანები მოგვიგვარებია? -დამვმშვიდდი ჰა.-არა, არა რა დამამშვიდებს.? დაიწყო ისევ ქოთქოთი... დათა აკო და ნიაც შემოუერთდნენ. -თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს.. -რახდება?წარბები შეკრა დათამ.. -ხო არ თხოვდები გოგო? აკომ უთხრა გაკრეჭილმა და ზურგზე დაარტყა ხელი. -გელაშვილო ნუ ჩამინგრიე ნეკნები თორე მოგცხე ახლა.. -აცადეთ თქვას რა ხდება.. ნიამ უთხრა ბიჭებს.ნია ყველაზე ნაზი და სიფრიფანა იყო მათ შორის. -ხო რა ამოღერღე.. დათამ უთხრა. დათა ყველაზე სერიოზული იყო.სულ სერიოზული სახით მოძრაობდა ბატონი ონიანი..არასდროს ლაპარაკობდა ბევრს. ესენი იყვნენ მხოლოდ ვისთანაც იცინოდა, თორე ისე წარბს ვერ გაახსნევინებდი. -მაცდით ახლა?იყვირა მირამ. -თქვი გოგო რას დაგვზაფრე.. არც თაკომ დააკლო ყვირილი. -რატომ არ მეკითხებით სად არის იკო ან ნინი? -ხო მართლა სად არიან?-მოიცა დავურეკო.. -აკო მოისვენე და არც გაბედო დარეკვა.. -რატო ტო?მოკალი რომელიმე თუ ორივე?-გვამები გადამალე და ახლა არ გვარეკინებ რომ არავინ გაიგოს? -ღმერთო ჩემო!ამ ბიჭის ფანტაზიის უნარი მაოცებს..-აკო მოკეტე სულ ცანცარი შეიძლება? -აჰა მოვკეტე და თქვი. -იკომ აღიარა რომ ნინი უყვარს.-ნუ ამდენხანსაც ვიცოდით ეს ყველაფერი, მაგრამ რომ აღიარა ეგ უკეთესია. ხოდა წყნეთის სახლში გავუშვი,ნინიც იქ მივაბრძანე.-იმედია ცოცხლები არიან და მათ ცოდვას არ დავიდებ კისერზე. სწრაფად მიაყარა მირამ ერთი ამოისუნთქა და დივანზე დაეშვა.. ცოტახანს გაჩუმებულები იყვნენ და ყველა მირას უყურებდა. ბოლოს აკო წამოხტა და ცეკვა დაიწყოო.. -იეს!ქორწილია, ქეიფია, გრიალი- გრიალი.-რას დაშტერდით ტო ამოიღეთ ხმა.. აკოს წამოხტომაზე ყველა მოვიდა აზრე. თაკომ ტაში შემოკრა. -რა მაგარია. -საღოლ იკოს რაღამც მოახერხა და თქვა არ დავეძებ,ერთი ამოიხვნეშა დათამ და ნიას გადახედა.. ნიამაც შეხედა დათას და თავი დახარა. -მიხარია ძაან-ჩემი გოგო და ბიჭი ბედნიერები იქნებიან..-აუ ძალიან მიყვარხართ.ნიამ თქვა და ყველას ერთად ჩაეხუტა. ეს 7 განუყრელები იყვნენ.ერთმანეთის ბედნიერებისთვის ყველაფერს დათმობდნენ, ერთმანეთით სუნთქავდნენ და უხაროდათ ცხოვრება.. ბათა ბარში მივიდა ,დაცვა დახვდა კართან.. -დუდუსთან და გიორგისთან ვარ.. -ვინ ბრძანდებით? -ბათა ყიფიანი.. -წამობრძანდით. დაცვამ მეორე სართულზე აიყვანა.. -ბატონო დუდუ და ბატონო გიო ბათა ყიფიანი მოვიდა. -შემოვიდეს. ოთახში შევიდა. სავარძლებში იჯდნენ 40 -45 წელს მიახლოებული მამაკაცები და ვისკს სვამდნენ.. ბათა როგორც კი შევიდა გამარჯობაო თქვა და დუდუ და გიოც ფეხზე ადგნენ,ხელი ჩამოართვეს. -გამარჯობა ბათა.-დაჯექი -მადლობა.-გისმენთ.. -დადას ველაპარაკეთ-შენი გაცნობა გვინდოდა.-ის გენდობა და ჩვენც არ ვართ წინააღმდეგები შენი..-ცოტა ნაწყენები ვართ ,ისე გამოვიდა რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ალბათ მირას დაცვას.. -მისმინეთ.-ვიცი რა ძვირფასი ხართ დადასთვის, საერთოდ არ მინდა თქვენთან დაძაბული ურთიერთობა, ისევ დადასთვის. დავამატებ,დადას შუაში ვერ მოვაქცევ, როგორც თქვენ ხართ მისთვის ძვირფასი ადამიანები, ისევე ვარ მეც, თამამად ვიტყვი ამას რადგან ამაში დარწმუნებული ვარ.-მე არ ვაპირებ, პატარა ბიჭივით მტკიცება დავიწყო რაღაცეების, თუ გენდომებათ რომ ერთად ვიყოთ,მე წინააღმდეგი არავარ,თუ არადა როგორც თქვენ, ისე მე დავიცავ მირას, ჩემი სიცოცხლის სანაცვლოდაც კი რომ დამჭირდეს.-ეჭვი არ მეპარება რომ თქვენც ყველაფერს გააკეთებთ ამისთვის,მაგრამ ერთი კაცით მეტი თუ დაიცავს მირას უკეთესია.რატომ ჭირდება დაცვა, რისთვის და ვისგან, ჩემზე კარგად გეცოდინებათ.-ბათა ვარ ყიფიანი, დიდიხანი არ მიცხოვრია ,მაგრამ რაც ვიცხოვრე, სწორად ვიცხოვრე ვფიქრობ და ბევრიც მაქვს ნანახი.-მე არ ვაპირებ თქვენთან ჯიბრს,ამიტომ გამიხარდება თუ ჩემი უფროსი ძმაკაცები იქნებით.. უსმენდნენ დუდუ და გიოც.ერთ სიტყვაშიც კი არ შეუტანიათ ეჭვი. დუდუ ადგა და ხელი ჩამოართვა.. -კარგი კაცი ხარ ბათა-დადას ტყუილად არ ეყვარებოდი, უნდა გვცოდნოდა ეს.. -ხოო,იმედია ბოდიშის მოთხოვნას არ მოგვთხოვ. გიომ უთხრა და გაიღიმა.. -უბრალოდ დავივიწყოთ ეს საუბარი. -დავივიწყოთ..-ვისკს დალევ? -რატომაც არა.. იმ დღეს ბარში დუდუსთან და გიოსთან ერთად დალია,კარგად გაუგეს ერთმანეთს...ბოლოს ქურთუკი აიღო,მათ დაემშვიდობა,მანქანაში ჩაჯდა და ქუჩებში დაიწყო ხეტიალი უმისამართოდ.. -აუ მიდით ჩაიცვით და კლუბში წავიდეთ რა.. -აკო მოიცა რაა,ვიყოთ აქ-დღესაც ვნახავ იმ ეშმაკის მოციქულს და კიდევ უნდა მომეშალოს ნერვები. -ვისზეა ლაპარაკი.იკითხა დათამ. -ნიკა თოიძეზე.. -ვახ თოიძემ აგაფორიაქა გოგო?გადაიხარხარა დათამ.. -დათა მოკეტე.. -კაი კაცია თოიძე და მხოლოდ მისნაირი თუ მოგარჯულებს შენ.. -რა მაქვს მოსარჯულებელი? -ნახე?-არც კი რცხვენია და გვეკითხება კიდეც.. -კაი წავიდეთ მიდი.. მირამ თქვა. სახლიდან გადიოდნენ მირას ტელეფონი რომ ამღერდა. -ვინაა? -ვახ ზუკა მირეკავს ლომიძე. -რა უნდა მაგ ბიჭს? -ჩემი მეგობარია დათა რა გჭირს?-რა ეჭვიანი ქმარივით დამადექი თავზე. -შენთვის მეგობარია და მისთვის ვინ ხარ? -საყვარელი ქალი.-მერე რა? -ოხ მირა. -კაი მაცადე დათა.. -გისმენ ზუკა. -კარგად შენ როგორ ხარ?...ბარში მივდივართ ახლა.ხო.გამოდი და გნახავ.მე და ჩემი ბავშვები ვართ..ოკ. -რაო? -მოვა ბარში და როჟების დაკერვა არ დაიწყო,არ გადამაფსიხო.. -და რო დავიწყო რა? -შენ ჯობია იკოსავით მოიქცე და ნიას მიხედო.. დათას ფერებმა გადაუარეს სახეზე..ბავშვების უკან მიდიოდნენ და ჩუმად ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. -რაა?რეებს მეუბნები? -არ გინდა ახლა, ჩემი ხუთი თითივით გიცნობ..-ადექი და საქმეს მიხედე.. -საიდან გაიგე? -დათა მეღადავები ხო? -იმენა ეშმაკი ხარ რა.-ხო ვერაფერს გამოგაპარებს ადამიანი.. -სანამ კარგ ხასიათზე ვარ და არ გიჭედავ იმაზე,რომ ამდენხანს დამიმალე და შენი პირით არ აღიარე, ჯობია მოკეტო ონიანო.. კბილებში გამოსცრა მანქანაში ჩაჯდნენ და წავიდნენ... ბარში რომ შევიდნენ თავის საყვარელ ადგილას დასხდნენ.. ზუკაც მალევე მივიდა. -ჩემო მაფიის დედოფალო როგორ ხარ?-ბავშვებო როგორ ხართ? -კარგად ზუკა უცებ უპასუხეს გოგოებმა. დათამ გამარჯობაო წარბებ შეკრულმა უთხრა, აკომ პრივეტო ყურებდამდე გაღიმებულმა.. ზუკა მირას მიუჯდა გვერდით.. -აუ ტო როგორ მიყურებს?-რატო არ ვევასები შენს დათას.?-მგონია მოვა და გამგლეჯს.. -იცის რომ გიყვარვარ. -მერე რა ტო?-მიყვარხარ ხომ არ მძულხარ? -რომ კითხო? -არა იყოს მადლობა.-წამო ვიცეკვოთ.. ზუკა ჩემი მეგობარი იყო უნივერსიტეტიდან, იმდენად მხიარული და კეთილი იყო მიუხედავად მისი ჩემდამი გრძნობებისა ვერ გავუშვი და ისევ ვმეგობრობდით.ფიზიკურადაც ძალიან მაგარი ბიჭი იყო მაგრამ ჩემს გულამდე ვერ მოვუშვი.ვცეკვავდით ცოტა მოშორებით ბათა რომ დავინახე, ვიღაც გრძელფეხება არსება როგორ ეტმასნებოდა და ესეც სიამოვნებით კოცნიდა..არვიცი რა დამემართა იმ წუთას, სისხლი გამეყინა ,გულში რაღაც ჩამწყდა.მეგონა რომ ჩემს საკუთრებას ეხებოდნენ..იმ ტუჩებით ეხებოდა მე რომ შემეხო.არაკაცი! განანებ ყიფიანო ამ ყველაფერს,ჩემს შეურაცხყოფას არ შეგარჩენ, გულში ვიმეორებდი.მერე მაგიდასთან მივედით,ვისკი დავლიე, ბევრი ვისაუბრეთ,ვიცინეთ და სახლში წამოვედით.ზუკაც დავპატიჟე ჩემთან, რათქმაუნდა სიხარულით გამომყვა.დათამ კი გამიჭედა მაგრამ მაინც... დუდადან და გიოდან რომ წამოვედი ქალაქში დავდიოდი, მერე გადავწყვიტე ბარში წავსულიყავი და კიდევ დამელია.ვიღაც მოვიდა და საცეკვაოდ გავედით,ვცეკვავდით ნაცნობი სიცილი რომ მომესმა.მირა იყო ვიღაც ბიჭს ეცეკვებოდა და იცინოდა.ძარღვები დამეჭიმა ბრაზისგან,ჩემს მეწყვილეს ხელები მოვუჭირე.. -მეტკინა.. -ახლავე დაგიამებ.. ვუთხარი და ვაკოცე.ვიცოდი მირა რომ მიყურებდა.გონებაში გამიელვა და გამეცინა. რას ვაკეთებდი,ბავშვურად ვაეჭვიანებდი,ასეთი რაღაცეები აქამდე არ მჩვეოდა.თუმცა აქამდე,მირასნაირ ქალსაც არ შევხვედრილვარ,ისეთი გრძნობები რომ გამოეწვია ჩემში,როგორსაც ის იწვევდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.