ინანა (თავი1)
ეს დღეც ერთ ერთი ისეთი ჩვეულებრივი აღმოჩნდა როგორსაც ველოდი...დღემ დეპრესიასა და ნერვიულობაში ჩაიარა კვლავაც...საღამო იყო არა უფრო სწორად კი ძალიან გვიანი...და ყველაფერი მოხდა ისე როგორც არ უნდა მომხდარიყო...მე ტელეფონის სენსორებზე ავკრიფე მისი სახელი და გვარი...დიდხანს არ მიფიქრია დამემატებინა თუ არა სოციალურ ქსელში...მე ეს გავაკეთე...ღამის ოთხ საათზე ადამიანს გავუგზავნე მეგობრობის თხოვნა რომელიც არ უნდა გამეკეთებინა...ვხედავდი ხედავდნენ ჩემი თვალები თუ თითები როგორ კრეფთდნენ მის სახელს ეკრანზე და მე არაფრის შეცვლა არ შემეძლო...საკუთარი თავისთვის თავადვე გამომქონდა განსასჯელი...ვიცოდი ჩემი თითები იმ მომენტში შეცდომას უშვებდნენ თუმცა თვალები მაინც ეგუებოდნენ მას...მე იმ წამს ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი და იმ წამს ის არ მეკუთვნოდა მე...ტელეფონის ეკრანზე ავკრიფე ერეკლე ნადირაძე...მაინც ავკრიფე...მთელი ღამე საკუთარ თავთან ბრძოლა მქონდა თუმცა მე მაინც გავაკეთე ეს... ჩემი ბიოგრაფია და არსებობა კი აქედან იწყება... თათია იგივე თათული უკლება დაბადებული 1986 წელს ქალაქ თბილისში დედის ერთა პატარა საშუალო ტანის მოშავგვრემანო წაბლისფერი თმითა და შავი თვალებით. თმა ყოველთვის წელს ზევით მუდამ გაშლილი...(ამას თხრობაში მიხვდებით რატომ ვწერ) მამა არჩილ უკლება მაშინდელი კაკებეს თავჯდომარე რომელიც "სკამის"გულისთვის შვილსაც კი გაყიდის და ასეც მოიქცა... დედა ქეთევან ლეკეიშვილი პროფესიით იურისტი და მუდამ სახლში მჯდომი დიასახლისი ქმრისა და შვილის (მორჩილი)... როდესაც 16 წელი შემისრულდა მამამ მაშინდელ უშიშროების მინისტრზე სახელად და გვარად ნოდარ იგივე ნოდიკო ჯაშზე გამათხოვა... მაშინ ნოდარი 25 წლის წარმოსადეგი მამაკაცი გახლდათ...პატარა ბიჭი იყო და უკვე ბევრს ქონდა მიღწეული...ნოდარმა დანახვის დღიდან თვალი დამადგა და აბა როგორ ფიქრობთ მამა ასეთ კაცს უარს ეტყოდა?! არა! რა თმა უნდა არა! 16 წლის ასაკში მამამ დიდი ზარ ზეიმით გამათხოა... მე და ნოდარს ქორწინების პირველ წელს გოგონა შეგვეძინა სახელად ნია... ის ჩვენი ერთადერთი ქალიშვილია...მე აღარ მსურდა უბრალოდ მისგან მეორე ბავშვი...ნოდარს სიყვარულით არ გავყოლილვარ და ვერც ახლა დავიკვეხნი მისი სიყვარულით... ტყუილია რომ ამბობენ თანაცხოვრების დროს უყვარდებათ ერთმანეთიო... 18 წელია მისი ცოლი ვარ და 18 ჯერაც კი არ მიგვრძვნია მის მიმართ სითბო... ნოდარმა დიპლომი მიყიდა...არ შემასწავლა არაფერი და არ მომცა განათლება...სკოლა რათქმაუნდა წარჩინებით დავამთავრე და სკოლის დამთავრების თანავე გავხდი ნოდარის ცოლი... გამომკეტა სახლში და დიასახლისობა მაიძულა მაშინ როცა მე მსახიობობაზე ვოცნებობდი! ათაში ერთხელ თუ წამიყვანდა ხოლმე მის მაღალ ჩინოსნების მეგობრების შეკრებებზე... დიდად არც მიყვარდა ამ ხალხის წრეში ტრიალი და ყოველთვის თავს ვარიდბედი მათთან ყოფნას... დღეს მე 36 წლის ვარ ნოდარი 45წლის... დღეს დღეისობით ის მთავარი პროკურორია...ყოველთვისაა მის გარშემო ინტრიგები და არც თუ ისე უსაფუძვლო... ყველაზე მეტად ნიას გამო მეშინოდა... არ მინდოდა მამამისის ბინძური საქმიანობების გამო დაზარალებულიყო... დღეს დღეისობით ჩემს ქმარს ბევრი მტერი ყავს...ყველა სამართლიანი თუ არა სამართლიანი ადამიანი მას ებრძვის... ერთ ერთი ასეთი ადამიანთაგანი კი ერეკლე ნადირაძეა... ერეკლე ცნობილი და ამავე დროს სამართიანი პიროვნებაა... რათქმაუნდა ყველა ადამიანს აქვს ცუდი და კარგი მხარე და ამ შემთხვევაში არც ერეკლე არაა გამონაკლისი... ერეკლე ნადირაძე 40 წლის... დიდი ხანია ამ ადამიანის მიმართ სიმპათიები გამაჩნია... ვერასოდეს ვერ ვბედავდი მსგავსი რამის თქმას ასე ხმამაღლა ჩემს თავთანაც კი... ყოველთვის ვიცოდი რომ მე ქმარი მყავდა და რომ ჩემთვის სხვა მამაკაცის ყოლა შეუძლებელი იყო. ჩემს ბედს ბავშვობიდანვე მივეჩვიე და პროტესტი არც არასდროს არ გამომიხატავს. მაგრამ ახლა ამ ასაკში ამ გადმოსახედიდან ამ ყველაფერს მე ძალიან ვნანობ... ყოველთვის მინდოდა ჩიტივით თავისუფალი ვყოფილიყავი მე კი საპირისპიროს ვაკეთებდი და გალიაში ვიკეტებოდი... სახლის საქმეებითა და შვილის აღზრდით ვიყავი მხოლოდ დაკავებული... ჩემს პროფესიას აქ ამ სახლში ვასრულებდი და ჩემი ქმრის წინ კარგი მსახიობი ვიყავი ყოველთვის! რა ცუდადაც არ უნდა ვყოფილიყავი მასთან მე ეს არ უნდა შემემჩნია... ასე გამეპარა წლები სინანულში... დრო ყოველთვის გადიოდა სინანულიდან სინანულამდე... და ახლა როცა უკვე შემიმეპარა თმაში ცოტა ჭაღარა..როცა გამიჩნდა თვალთან რამდენიმე არც თუ ისე თვალში საცემი ნაოჭი...ახლა როდესაც 36 წლის ვარ მხოლოდ ახლა გადავწყვიტე ვიცხოვრო! ამ ასაკში მეგონა ჩემთვის ცხოვრება უკვე დამთავრებული იყო თუმცა ეს ჯერ გვიანია და მე ამას მივხვდი!36 წლის ასაკში პირველად გავიაზე რომ მე ქალი ვარ!...ქალი რომელსაც სიყვარული და სიცოცხლე სწყურია...მე აღარ მინდა მხოლოდ დედა მერე კი ბებია ვიყო... ასე დაიწყო ჩემი და ერეკლეს ამბავიც... დილის საათებში როდესაც ნიას ვაცილებდი უნივერსიტეტში ფეისბუქზე მივიღე შეტყობინება რომ ერეკლე ნადირაძე დათანხმდა ჩემს მეგობრობის თხოვნას... ალბათ თვალები სიხარულისაგან გამიბრწყინდა რაც ჩემს შვილ ნიას ნამდვილად არ გამოპარვია! _ დედა რა მოხდა ასეთი? _რაზე მეკითხები შვილო? _ერთი შენი თავისთვის შეგახედა პატარა გოგოსავით გიელავს თვალები... გადაიკისკისა _მართლა? მაშინვე სარკეში ჩავიხედე და დავიმორცხვე შემრცხვა შვილის.... _კა მიდი წადი შენ უნივერიტეტში არ დაგაგვიანდეს გავაცილე სახლიდან შვილი მე კი ყავის დალევას შევუდექი. მთელი დღე სოციალურ ქსელს არ მოვშორებივარ იმ იმედით რომ ერეკლე ნადირაძე მომწერდა... პატარა სულელი გოგოსავით ყოველ წამს დავყურებდი ტელეფონს და ვამოწმებდი იყო თუ არა ის შემოსული... ერთ დროულად ორი სრულიად სხვა და სხვა სურვილი მკლავდა! მინდოდა სიგიჟემდე მას ჩემთვის მოეწერა და მეშინოდა სიგიჟემდე რომ ნოდარს და ერეკლეს არ გაეგოთ ეს ამბავი... ქმრის დამალვა ერეკლესთან საგულდაგულოდ გადავწყვიტე! ალბათ მიხვდებით რატომაც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.