პროცესი
მახსოვს გაყინული მზერა. შუშის თვალებით რომ იყურებოდა. ბადრაგირების დროს მხოლოდ ორი წამით მოვკარი თვალი, მანაც შემომხედა. ირონია და სევდა ერთმანეთს ცვლიდნენ. შემდეგ კარში შეიყვანეს და გაქრა. ... -სასამართლო იძახებს მოწმე დევდარიანს. ... დარბაზში რომ შევედი ხალხის მწველ მზერას ყველა უჯრედში ვგრძნობდი. არავისკენ გამიხედავს. მოსამართლის თავზე დაკიდებული დროშის ერთ წერტილს ჯიუტად ვუყურებდი. -ხომ დაგპირდი არ გაგახარებ მეთქი. მხოლოდ მაშინ გავიხედე ბრალდებულის სკამისკენ. მოსამართლემ სიჩუმისკენ მოუწოდა. ვხედავდი როგორ დაჟინებით მიყურებდა გამარჯვებული თვალებით. ამაყად იჯდა, ირონიული ღიმილი არ შორდებოდა. ... ჭელიძე, უფროსწორად ჭელო რომ გავიცანი პირველ კურსზე ვიყავი თვითონ მეოთხე. მეგონა დამეხმარებოდა უფროსკურსელთან მეგობრობა. უამრავი ადამიანი გამაცნო, უამრავ ადგილას დავდიოდით, მასალის დაძლევაში მეხმარებოდა. შემდეგ მოულოდნელად ჭელო გაუჩინარდა. დიდხანს ვეძებდი მის მეგობრებთან პასუხებს, მაგრამ არავინ მეხმარებოდა. მეც შევეგუე, რომ უბრალოდ ჩვენი მეგობრობა აღარ იყო საჭირო და ცხოვრება გავაგრძელე. ... -მეძინება თან ხომ იცი ხვალ დილას გამოცდა მაქვს. -აუ გთხოვ რა, ჩემი ხათრით წამოდი. წავიდეთ ცოტა დავლიოთ და მალე წამოვედით. .. ის სიმღერა ახლაც ყურებში ჩამესმის,რაზეც მე და ნიკა ვცეკვავდით. უძილობის და დაღლილობის მიუხედავად, ყველაზე კარგი საღამო იყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ , როდესაც ჯერ კიდევ პატარა გოგო ვიყავი ,მეგონა, რომ ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა. ჩემი და ნიკას ამბავი ჩვენს გარდა ყველამ იცოდა.მიუხედავად იმისა, რომ წყვილად არასდროს გამოგვიცხადებია თავი, ყველამ იცოდა, რომ წყვილი ვიყავით. ... -გისმენთ?_ ღამის სამ საათზე გამაღვიძა ტელეფონის ზარმა -მე ვარ_ნაცნობი ხმა გაჟღერდა -ჭელო?! -ოხ, მიცანი?! მე მეგონა აღარავინ გახსოვდა_გაბრაზებული მომეჩვენა, სავარაუდოდ ნასვამიც იყო. -როგორ ხარ? -სადარბაზოსთან ვარ ჩამოდი_ასეთი კატეგორიული არასდროს ყოფილა, ჩემს მიმართ განსაკუთრებით -ახლა?!_თუმცა მივხვდი რომ შეკამათებას აზრი არ ქონდა- კარგი მოვდივარ. ... -იმ სირთან რას აკეთებ? -ვიზე მელაპარაკები? -კარგად იცი ვიზეც -.. -რას აკეთებ მეთქი ?!_მიყვირა , თან საჭეს დაარტყა ხელი -ნუ ყვირი. წესიერად ამიხსენი ვიზე მეკითხები -კარგი. ნიკა გობრონიძე.ახლა მიხვდი ვიზე მაქვს საუბარი? -ჩემი მეგობარია -აბა კარგად დაფიქრდი, მე სხვა ხმები მომდის -შენ საერთოდ ვინ გეკითხება. მთელი წელია გეძებ, გაქრი. არ მეხმიანები, ცოცხალი იყავი თუარა ეგეც არ ვიცოდი. რა უფლებით მოდიხარ და მეჩხუბები. შენ რატომ მისაზღვრავ მე ვისთან ვიყო და ვისთან ვიმეგობრო? -აა, ახლა აღარ მეკითხება არა?! პირველ წელს მიგდებული და მიტოვებული წაკლა რომ იყავი მაშინ ვინ გედგა გვერდით. რაიყო დიდი გოგო გახდი და ჭელო აღარ გჭირდება არა?! -წესიერად მელაპარაკე, მიტოვებული და მიგდებული არასოდეს ვყოფილვარ. შენთვის არასდროს დამიძალებია ჩემთან მეგობრობა, შენ თვთონ გამეცანი და მეხმარებოდი ყველაფერში, რაიყო ორ თბილ სიტყვას მამადლი? არ გამქრალიყავი უგზო უკვლოდ და ნიკას გამოჩენა პირველი შენ გეცოდინებოდა. -მე რომ შენს გვერდით ვყოფილიყავი ნიკა ვერც ვერასდროს გაგეკარებოდა_ისევ აუწია ტონს. -სიტყვები და ტონი შეარჩიე. მე შენი პატარა ბავშვი არ ვარ როგორც გინდა ისე რომ მოექცევი და საერთოდ, მე მეგონა მოგენატრე და გამოჩნდი. შენი რაზბორკების თავი არ მაქვს. მანაქანიდან გადმოსვლა რომ დავაპირე მოულოდნელად ადგილს მოწყდა. კარის გაღება და დახურვა ძლივს მოვასწარი. ცარიელ ტრასაზე აღუწერლად სწრაფად მიქროდა. -ჭელო გააჩერე._ვკიოდი ბოლო ხმაზე მაგრამ არაფერი ესმოდა. ცოტახანში ხმა ჩამივარდა.კივილის და ტირილის თავიც არ მქონდა. გზას გაყინული თვალებით ვუყურებდი და მთელი ტანით ვკანკალებდი. სანაპიროზე რომ გავარდა გააჩერა. მანქანიდან გადავტი და მოწყვეტით დავეშვი. არ გარყეულა. მანქანაში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ბოლოს ფეხზე წამოვდექი და ჯებირთან მივედი. ამ დროს უკნიდან ჭელო მომვარდა შემომატრიალა და მთელი ძალით მაკოცა. ვერაფრით მოვიშორე. როგორც კი ხელი შემიშვა მთელი ძალით გავარტყი და გავიქეცი. არ ვიცოდი სად გავრბოდი. ბოლოს სირბილს ვუკლე, შემდეგ ნაბიჯებს, საბოლოოდ კი ერთ ადგილზე გავჩერდი. ჰაერი აღარ იყო ქალაქში, თავბრუ მეხვეოდა.მუხლებზე დავეცი და მთელი ძალით ვიკივლე. დიდხანს ვიჯექი ძირს. ალბათ საათზე მეტიც კი. ბოლოს ავდექი, შარვალი გავიწმინდე და ნელი ნაბიჯებით გავუყევი გზას. სახლში მისვლის შემეშინდა. ჭელო უკან არ გამომყოლია, შეიძლება იქ დარჩა, შეიძლება სახლში წავიდა. არ ვიცი, არ მინდოდა რამე გამეგო. აკანკალებულმა ნიკას დავურეკე. მომაკითხა. აწთლებული თვალებით მიყურებდა. მიხვდა რომ რაღაც მოხდა მაგრამ შეკითხვას ვერ ბედავდა. ხელი რომ მომხვია შევკრთი. როდესაც გავიაზრე რომ ნიკასთან საფრთხე აღარ მემუქრებოდა, მთელი ტანით მოვეშვი და მის მკლავებში ჩავესვენე. სახლამდე მიმავალ გზაზე ჩამეძინა. ჩემს ოთახში გამეღვიძა, უკვე საღამო იყო. მარტო ვიყავი . შემეშინდა -ნიკა_დავიძახე ჩუმად, არავინ მიპასუხა-ნიკა, სად ხარ?_ ხმას მოვუმატე. -აქ ვარ_ თავი შემოყო გვერდითა ოთახიდან , მოვიდა და ლოგინთან ჩაიმუხლა -ქეთა, რა მოხდა?! რა გინდოდა ამ დროს გარეთ? წუხანდელი ღამე კადრებათ ამომიტივტივდა და მოულოდნელად ცრემლები წამსკდა. ნიკამ გულზე მიმიხუტა და მამშვიდებდა. მეუბნებოდა , რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა . ისევ მიმეძინა, ტირილისგან და ნერვიულობისგან სიცხემ ამიწია. ნიკა ორი დღე თავზე მედგა, ზედმეტ კითხვებს არ სვამდა. მელოდებოდა როდის მოვყვებოდი ყველაფერს. ... სასამართლოს დარბაზში დაგროვილი უარყოფითი ემოციისგან ,ტკივილისგან თუ გადაღლილობისგან ცუდად გავხდი და ხმა ამიკანკალდა. მუხლებში ვიკეცებოდი , რომ არა მანდატური , რომელმაც ხელი შემაშველა. -გაიყვანეთ მოწმე. მოსამართლემ ერთადერთი მოწმის ჯანმრთელობის გაუარესების გამო პროცესი გადადო. ... -დილამშვიდობის, ვხედავ კარგად ხარ_ გამიღიმა სამზარეულოს მაგიდაზე შემომჯდარმა ნიკამ. -საიმედო ხელში ვიყავი_მივედი და თავი მხარზე მივადე. -უკეთ ხარ?! - კარგად ვარ ნიკა, აღარფერი მჭირს. -მომიყვები?! -შენ რომ იცი ისეთ ყავას გამიკეთებ?! .. ბუხართან ფეხმორთხულებმა დავლიეთ საუკეთესო ყავა. მე ნიკას ზურგზე ვიყავი მიყრდნობილი, ის კი ჩემსაზე. -იმ ღამეს ჭელომ დამირეკა._ უცეფ სიცარიელე ვიგრძენი, წამის მასედებში შემოტრიალდა და მეც მისკენ მიმატრიალა. გაოგნებას და სიბრაზეს წარუშლელი კვალი ქონდა დატოვებული სახეზე. -მერე?!_ძლივს ამოიგლიჯა ოთხი ასო ენის წვერიდან. -სადარბაზოსთან ვარ ჩამოდიო... ... -როგორ გაბედა?! არ მესმის. ქეთა რამეს ხომ არ მიმალავ?! გთხოვ, მითხარი რომ დაგიცვა. -სულ ეს იყო რაც მოგიყევი. უბრალოდ, ძალიან , ძალიან შემეშინდა და არ ვიცოდი რა მექნა. -ყველაფერი კარგად იქნება. გპირდები ვეღარსდროს მოგეკარება..ვეღარასდროს.. ... -სასამართლო იძახებს მოწმე დევდარიანს. მეორე დღეს უფრო გამიადვილდა დარბაზში შესვლა. სიჩუმე და იქ მყოფთა მზერა იმდენად დამაბნეველი და შემაძრწუნებელი აღარ ყოფილა. პატიმრისკენ აღარც გამიხედავს. არც მას უთქვამს რამე. საერთოდ დავივიწყე მისი იქ არსებობა. -მოუყევით სასამართლოს, რა მოხდა და როგორ წარიმართა დაზარალებულისა და ბრალდებულის ურთიერთობა.-სიჩუმე პროკურორის ხმამ გააპო. .. ჭელო ისევ გაქრა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. ნიკა გამალებული ეძებდა ყველგან და ყველასთან სადაც შეიძლებოდა. შემდეგ კი იგივე განმეროდა. სამ საათზე უცხო ნომერმა გამაღვიძა -გისმენთ? -გამარჯობა ლამაზო_ ჭელიძის ხმის გაგონებაზე მთელ ტანში დენმა დამიარა. -რა გინდა?! -არ გინდა სადარბაზოსთან ჩამოხვიდე?!_ამხელა ცინიზმი არასდროს მსმენია, რაც ამ რამდენიმე სიტყვაში გამოჩნდა. -წადი ჭელო. -ჩამოდი თორემ მე ამოვალ. ხომ იცი რომ ამოვალ? -არ მეშინია. სახლში ნაბიჯსაც ვერ ამოდგამ. წადი და დამანებე თავი. ყურმილი დავუკიდე და ნიკასთან რეკვა დავიწყე.ზარი არ გადიოდა. ავტომოპასუხე უიმედოდ და დამცინავად მპასუხობდა გამორთულია და სხვა დროს დარეკეო. კარზე კაკუნი... ერთ ადგილას გავიყინე. ვერ ვირყეოდი.. შემდევ ავდექი, ხალხი შემოვიცვი და კარში გავიხედე. ჭელო იდგა. წაშლილი, გამხდარი და დასერილი სახით. ნიკასთან დარეკვა ისევ ვცადე თან გლაზოკს თვალს არ ვაშორებდი. ის კი გაუჩერებლად აკაკუნებდა. ნიკას ტელეფონ ისევ გამორთული იყო, პოლიციის ნომერი ავკრიფე და მისამართი ვუკარნახე. ოთახში შევტრიალდი რომ ჩამეცვა, ამ დროს კარის ხმა გავიგე და სუნთქვა შემეკრა. -ხომ გითხარი მოვალ მეთქი. -პოლიცია მყავს გამოძახებული, არც შენი მეშინია. წადი აქედან. -არასდროს წავალ შენი ცხოვრებიდან. _ ხელი ჩამავლო და კედელზე მიმაყუდა- ჩემი ხარ გესმის?! აღარ შემიძლია შენ სიყვარულის ატანა. სხვა რომ გეხება არ შემიძლია. ჩემს გარდა ვერავინ შეძლებს მოგეკაროს გესმის?! ვერავინ! -ჭელო მტკივა, გამიშვი. _უშედეგოდ ვცილობდი მისი ხელებიდან გათავისუფლებას. -მეც მტკივა, აი აქ._გულზე მიმადებინა ხელი_ აი აქ მტკივა .. ფერფლად მაქვს ქცეული -პოლიცია მალე აქ იქნება._თვალი თვალში გავუსწორე. -ხო , პოლიცია.. შენი ნიკა სად არის?! არ გპასუხობს არა?! შემთხვევით გამორთული ხომ არ აქვს ტელეფონი?! _ ვიგრძენი წამიერად როგორ შეწყვიტა გულმა მუშაობა. _ რაიყო?! ახლა აღარ მემუქრები?! დარეკე და გააუქმე გამოძახება -არ მჯერა შენი. -მართლა?! ნიკა ჩემთანაა, გინდა მისამართი გითხრა?! გააუქმე და ნიკასთან წაგიყვან. ... კოჯორში ისე ავედით ზედმეტი ხმა არ გაუცია. პატარა სახლის წინ გააჩერა.. ეს ადგილი ვიცოდი, ადრეც ვყოფილვარ. მანქანიდან გადმოვედი და სახლში შევვარდი. ყველა კუნთი გამიშეშდა , იმის შემდეგ რაც მე იქ ვნახე. ნაწამები , დასერილი და დაჩეხილი ნიკა ტახტზე ეგდო. ზემოდან ჭელოს ძმაკაცები ადგნენ და დრო და დრო წყალს ასხამდნენ თავზე. ჭელომ ხელი ჩამავლო და გარეთ გამათრია. -თუ გინდა რომ აი ეს აქედან ცოცხალი გავუშვა, შეხვალ და ეტყვი რომ აღარასდროს შეხვდები. -ამას არასდროს გავაკეთებ. -იცოდე, ნაწილებად ავჭრი და გაყურებინებ. გამოიცანი მერე რა მოხდება?! ნიკა მოკვდება, შენ კიდე ცოცხალი იქნები და გაგიჟდები. რადგან მიხვდები, შეგეძლო შენს რამდენიმე სიტყვას გადაერჩინა. -რატომ მიკეთებ ამას?! -ან ჩემთან იქნები ან სხვა არავისთან. როგორ ფიქრობ,რატომ დაგიმეგობრდი. პირველი დანახვიდნვე მიყვარხარ და არ მოგცემ უფლებას ვინმე სხვასთან იყო. იცოდე შენ და ნიკას კიარა, არავისთან არ გაგახარებ. -სამუდამოდ შეგიზიზღებ. ვერასდროს ეღირსები იმას , რომ შემეხო. ვერასდროს ეღრისები ჩემს ღიმილს მაინც. მაგრამ ნიკას თუ აქედან ცოცხალს გაუშვებ, აღარასდროს შევხვდები. -ჩემი თუარა სხვისი მაინც არ იქნები. ... მე დავინახე როგორ ჩასვეს ნიკა მანქანაში და თბილისისკენ წაიყვანეს. იმედი მქონდა რომ იპოვიდა გზას ჩემს საშველად, მაგრამ იმ დღის შემდეგ ნიკა აღარ მინახავს. არ ვიცი ცოცხალია, თუ არა. ბოლოს კოჯორში ვნახე, მას შემდეგ აღარაფერი გამიგია მის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჭელოსთან დავქორწინდი, არასდროს მიმიცია უფლება ზედმეტად შემხებოდა. ერთადერთი რაც ამ კაცის გვერდით მაჩერებდა, იყო იმედი იმისა, რომ ნიკა ცოცხალი იყო. სანამ მე ჭელოს გვერდით ვიქნებოდი , საფრთხე არ დაემუქრებოდა სადაც არ უნდა ყოფილიყო. ... დარბაზდან გამოსულმა ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი. გადაღლილს მაშინვე მიმეძინა. გვიანი იყო როდესაც გავიღვიძე. ტელევიზორი ჩავრთე. ნიუსი ჭელიძის საქმის განხილვას აჩვენებდა. -ახლახანს ცნობილი გახდა დაზარალებული ნიკა ონიანის მდგომარეობა. როგორც მოწმე ქ.დევდარიანმა აღნიშნა მოქალაქე ნ.ონიანი 14 თებერვალს კოჯორი-თბილისის მიმავალ ავტომობილში, რ.ჭელიძის მეგობრებმა ჩასვეს და თბილისში წამოიყვანეს. თუმცა ირკვევა რომ ნ.ონიანი თბილისამდე არ ჩამოსულა. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ავტომობილის სავარძელზე, რომელიც რ.ჭელიძის მეგობარს ეკუთვნის, აღმოჩნდა ნ. ონიანის სისხლის კვალი. ამავდროულად პოლიციამ კოჯორის ტყეში მიაგნო გვამს, გვამი გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე და დადასტურდა, რომ ეს იყო ნ.ონიანის ცხედარი. ... ნიკასთან განშორების და ჭელოსთან თანაცხოვრების ოთხითვის თავზე სახლში უწყება მოვიდა. ჩემთვის მანადმე იყო გაურკვეველი ჭელოს დაკავების მიზეზი სანამ ადვოკატი არ მოვიდა ჩემთან და საქმის ვითარება არ ამიხსნა. მთხოვდა რომ ჩვენება ჭელოს სასარგებლოდ მიმეცდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ნიკას სიცოცხლე საფრთხეში იყო. დიდხანს ვფიქრობდი როგორ მოვქცეულიყავი, დამემალა თუ სიმართლე მეთქვა. .. საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ნიკა მე შევიწირე. ოთხი თვის მანძილზე, ტყუილში ვცხოვრობდი. მჯეროდა რომ ნიკა ცოცხალი იყო და ოდესმე ისევ დავბრუნდებოდით. ... რამდენიმე წლის შემდეგ, როგდესაც ფსიქიატრიული დავტოვე, კართან ერთი მოხუცი ქალი დამხვდა. მომეხვია და ატირდა. -ვინ ხართ ქალბატონო თქვენ?!_ვკითხე გაოცებულმა. -ნიკა ონიანის დედა ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.