შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ თავი 2(მოგონებები)


7-02-2020, 21:56
ავტორი hermione granger
ნანახია 1 105

თავი 2. სავარძელზე წამოვწექი და მოგონებებში გადავეშვი.გამახსენდა ის დღეც როდესაც პირველად შევამჩნიე დევდარიანი, მეცხრე კლასში ვიყავი ჩემს კლასს ქიმიის გაკვეთილი უტარდებოდა, როდესაც მოულოდნელად პარალელური კლასის დამრიგებელი შემოვიდა და თქვა რომ მათ კლასსაც ჩვენთან ერთად ჩაუტარდებოდა. ჩემი კლასელი გოგონები სიხარულისგან გაგიჟდნენ რადგან ითვლებოდა რომ ჩვენს პარალელში ყველაზე “სიმპატიური ბიჭები” იყვნენ, მე კი ეს სრულიად არ მადარდებდა, მალევე ბავშვები შემოლაგდნენ და თავისუფალ ადგილებზე დასხდნენ,იმ დღეს ანა არ იყო. გაკვეთილი მალევე დასრულდა, მეც რაც შეიძლებოდა მალე გამოვედი კლასიდან ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად,კიბეებზე ჩავდიოდი უკნიდან კი ჩემი კლასელები მომყვებოდნენ და ვსაუბრობდით, როდესაც მათ გვერდით ერთმა ბიჭმა(პარალელიდან) ჩაუარა და შემდეგ მე შემომხედა, ძალიან ახლოს იდგა რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, არვიცი რა დამემართა უბრალოდ მის თვალებში ჩავიკარგე, თითქოს გარშემო ყველაფერი გაქრა და მარტო მე და ის დავრჩით, ენითაღუწერელი გრძნობა განვიცადე და ალბათ კიდევ დიდხანს ვიდგებოდით ასე ჩემს კლასელებს ჩემთვის რომ არ დაეძახათ, ბიჭმა მათ ახედა და სწრაფად ჩაიარა კიბეები. აი ასე დაიწყო ყველაფერი შემდეგ კი როგორც გავიგე ამ ბიჭის სახელი გიორგი დევდარიანი იყო. ამის შემდეგ სულ მისი დანახვა მინდოდა გაკვეთილების დაწყებისას და დასრულებისას, სკოლის დერეფნებში სეირნობისას და ასე შემდეგ. მისი მზერა ყველაფერს მერჩივნა, მის თვალებში ჩახედვას ჩემი ყველა პრობლემის დავიწყება შეეძლო. მის მზერასაც ჩემს მიმართ ხშირად ვიჭერდი, ხან მიღიმოდა კიდეც. ერთხელ ჩემმა ნათესავმა ნიკამ რომელიც ჩემს სკოლაში სწავლობდა მითხრა რომ დევდარიანი ჩემს შესახებ რაღაცებს ეკითხებოდა. იმ დღეს ნიკამ ეს რომ მითხრა ალბათ დედამიწაზე ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო.ალბათ დაგაინტერესებთ, მაშინ რატომ ვგრძნობდი ტკივილს მისი დანახვისას, მაგრამ ამ “ისტორიას” გაგრძელებაც აქვს. ერთი წელი იყო უკვე გასული რაც მე დევდარიანი მიყვარდა.როდესაც სკოლიდან ვბრუნდებოდი და ჩემი სადარბაზოს წინ დევდარიანი დავინახე, დავიბენი თუმცა გზა განვაგრძე და შესვლას ვაპირებდი როდესაც მაჯაზე ხელი მომკიდა და მისკენ შემაბრუნა. -ვიცი ალბათ სულელი გგონივარ,შეიძლება შენ არც კი მიცნობ მაგრამ მე შენ მიყვარხარ-მითხრა და თვალებში მიყურებდა. არვიცოდი რა მეთქვა თითქოს ადგილზე გავიყინე მაგრამ ხელები კისერზე მოვხვიე და ჩავეხუტე, მანაც გულში ჩამიკრა და ხელები ძლიერად მომხვია. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი და მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ამის შემდეგ სულ რაღაც ერთი კვირაც არ იყო გასული როდესაც ეზოში მე და ანა ვსეირნობდით, მისთვის ნათქვამი არ მქონდა რომ შეყვარებული მყავდა და იმ დღეს უნდა მეთქვა, მასაც რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი. -აუუ ჯერ შენ მითხარი რა ანა, მაინტერესებს რა არის შენი ახალი ამბავი. -ხოო, კაი გეტყვი, ოღონდ არ დამცინო. -გპირდები არ დაგცინებ. -ერთი ვიღაც შემიყვარდა ... -მითხარი რა ვინ. -გიორგი დევდარიანი. ხმა ჩამიწყდა და ვეღარაფერი ვუთხარი, საშინლად ავნერვიულდი, თავის ტკივილი მოვიმიზეზე და სახლში ავედი, ახლაც მახსოვს როგორ ვნერვიულობდი და ვტიროდი, ჩემს საუკეთესო მეგობარს მაინც და მაინც ის ადამიანი შეუყვარდა ვინც მე მიყვარს,იმ დღეს ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ დევდარიანს დავშორებოდი მიზეზად კი ის ვუთხარი რომ აღარ მიყვარდა, ახლაც მახსოვს როგორ ანერვიულდა და მხოლოდ ის მითხრა რომ თუ არ მინდოდა მასთან ყოფნა ჩემი ცხოვრებიდან წავიდოდა და აღარ შემაწუხებდა. ამ ამბავიდან რამდენიმე დღეც არ იყო გასული ჭორები რომ გავრცელდა და ამბობდნენ დევდარიანი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად დეიდამისთანო. ამ ამბების შემდეგ აღარ მყავდა ნანახი, მხოლოდ Facebook-ში ვათვალიერებდი მის ფოტოებს ძალიან რომ მენატრებოდა, თან კი ანას დაწყნარება მიწევდა რომელიც ტიროდა და ამბობდა რომ დევდარიანის გარეშე ვერ იცოცხლებდა. ახლა კი ის ისევ დაბრუნდა და ყველა გრძნობაც ჩემში კვლავ გააღვიძა.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კარგია..
მალე თუ დადებ ხოლმე კარგი იქნება თორე წინა თავი ძლივს გავიხსენე.

 


№2  offline წევრი hermione granger

მადლობა, ვეცდები მალე დავდო
ანი ანი
კარგია..
მალე თუ დადებ ხოლმე კარგი იქნება თორე წინა თავი ძლივს გავიხსენე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent