შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dream catcher #1


8-02-2020, 04:17
ავტორი Tate12
ნანახია 928

რა არის სიზმარი?როგორც ყოველთვის ამ თემასთან დაკავშირებითაც საზოგადოების აზრი რამდენიმე ნაწილად იყოფა.ზოგს გონია რომ სიზმარი ყოველგვარი უაზრობაა და ბევრი არც კი ხედავს მას ან თუ ნახეს არ ახსოვთ და ეს ყოველივე სისულელეა.ზოგის აზრით ბევრ ქვეყანაში და მათ შორის კორეაშიც ფიქრობენ რომ ეს ადამიანის წინა ცხოვრების მოგონებებია,ზოგი ფიქრობს რომ შესაძლოა სიზმარი იყოს წინასწარმეტყველება და გვაფრთხილებდეს რაიმე ცუდის ან კარგის მოახლოებას,არსებობენ ადამიანები რომლებიც ფიქრობენ,რომ სიზმარიში ვხედავთ იმ მომენტებს რომლბიც გვინდა რომ მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში,ან მომენტები რომლისაც ყველაზე მეტად გვეშინია,მაგალითად საყვარელი ადამიანის სიკვდილი ან სხვა მნიშვნელოვანი მომენტი რომელსაც ველით რომ მოხდება ან გვინდა რომ მოხდეს.
არასდროს არ ვყოფილვარ გულგრილი სიზმრებისადმი და ყოველთვის მჯეროდა რომ სიზმარი იყო ადამიანის მომავალი და ხშირად როდესაც ცუდ სიზმარს ვხედავდი ყოველთვის ვითვალისწინებდი და ვფრთხილობდი სანამ ის მომენტი არ გაივლიდა რაც სიზმარში ვნახე.
თავიდან ყველაფერი უბრალოდ სიზმრები იყო, იგივე მომენტი განმეორდებოდა,რაც სიზმარში ვნახე და მთავრდებოდა ყველაფერი.შემდეგ ყოველივე გაუარესდა,ისეთი გაუსაძლისი გახდა რომ დაძინება აღარ მინდოდა.
მოდი დავიწყოთ ყველაფრის მოყოლა თავიდან,თუ როგორ მიდიოდა ჩემი ცხოვრება იმ მომენტამდე სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა.
ჩემს ფუმფულა საწოლში ვიწექი თბილად,როდესაც წვიმის წკაპუნის ხმამ გამაღვიძა,რამდენჯერმე გვერდი ვიცვალე და ისევ ძილი გავაგრძელე,მაგრამ წვიმა ნელ-ნელა უმატებდა და უარესად წკაპუნებდა სახლის სახურავზე,თვალები გავახილე და რამოდენიმე წამით ფანჯარაში ვიყურებოდი და ვტკბებოდი იმის ყურებით თუ როგორ ეცემოდა წვიმის წვეთები ფანჯრის მინას და დედაჩემის ყვირილის ხმაც მომესმა,რომელიც სავარაუდოდ სამზარეულოში იყო და საუზმეს გვიმზადებდა მე და ჩემს დას ელენს.
-სელინ არ გესმის დედა გვიძახის?!
შემოაღო ოთახის კარები,რომელსაც გარედან აწერია,რომ დაუკაკუნებლად არ უნდა გააღო,მაგრამ როგორც ყოველთვის არავინ კითხულობს მას.
-კარგი ელენ ავდგები და ჩამოვალ
-დროზე მოემზადე
-კარგი ხო!
საწოლიდან წამოვდექი ჩემი ფუმფულა ხალათი მოვიცვი და კიბეებზე ჩავედი.
-დილამშვიდობის
-სელინ საყვარელო რატომ არ ჩაგიცვამს?
-ცუდად ვარ დედა დღეს ვერ წავალ სკოლაში
-რა გჭირს ძვირფასო?
დედამ იმ წამსვე შუბლზე მომადო ხელი და სიცხეს მიზომავდა
- მუცელი მტკივა საშინლად,ალბათ გუშინ რამემ მომწამლა
-კარგი ძვირფასო,მამა წავიდა უკვე მეც დღეს ვმუშაობ თუ გინდა დავრეკავ და დავრჩები
-არა დე წადი სამსახურში მოვუვლი ჩემს თავს.
-კარგისაუზმრე მაგიდაზეა...წავედი
-დედა დამელოდე სკოლამდე გამოგყვები.
-ელ გააფრთხილე ჩემი დამრიგებელი
-თუ შევხედავ სადმე იმ შემთხვევაში.მომბეზრდა უკვე შენი სიზმრები,ახლა რა ნახე ნეტა ვიცოდე,მეტეორი დაგვეცემა სკოლაში თუ მფრინავი თეფში მოფრინდება?
-მსგავსი სიზმრი რომ მენახა გაგაფრთხილებდი.
თეფში ავიღე და ჩემს ოთახში ავედი,ფანჯარასთან მივჯექი და წვიმის ყურება გავაგრძელე,ვიხსენებდი სიზმარს,რომელიც წუხელ დამესიზმრა. სიზმარში სკოლაში მივდიოდი და კლასში ახალი მოსწავლე გადმოდიოდა,ბიჭი რომელიც სავარაუდოდ მომეწონებოდა, ის კი ზედაც არ შემომხედავდა. ვიცი სისულელეა და ამის გამო სახლში არავინ არ რჩება მაგრამ ,დავიღალე ყოველთვის ყველას სხვა უყვარდება და არაა მე უკვე მეთერთმეტე კლასში ვარ და ჯერ შეყვარებულიც კი არ მყოლია.
მთელი დღე სახლში ვიყავი გარეთაც წვიმდა,ხან მუსიკებს ვუსმენდი ხან ვხატავდი.სხვათაშორის კარგად ვხატავ შარშან საკუთარი გამოფენაც კი მქონდა ნუ მართალია სკოლაში მაგრამ ბევრი ნახატი გაიყიდა.
საღამოს ვიმეცადინე და დასაძინებლად ადრე დავწექი,მთელი ღამე ვბორგავდი და ვერ ვისვენებდი,მციოდა საშინელი სიცივეს ვგრძნობდი,ვსველდებოდი,ვყვიროდი და სიზმრიდან გამოღვიძება მინდოდა სადაც გზაჯვარედინზე წვიმაში მარტო ვიდექი ეს ყველაფერი კი ძალიან რეალური იყო,ვყვიროდ და ვცდილობდი თვალები გამეხილა მაგრამ ვერ ვახელდი ბოლოს კი როდესაც თავლები გავახილე ჩემს სახლთან ახლოს ფეხშიშველი,საღამურებში გზაჯვარედინზე ვიდექი.
საშინლად წვიმდა,გზას ვერც კი ვხედავდი, ქუხდა და მეგონა სადაც იყო მეხი ჩამოვარდებოდაა.ჩემს თავს ვამხნევებდი რომ კიდევ სიზმარში ვიყავი,თვალებს ძლიერად ვხუჭავდი და ვახელდი მაგრამ კიდევ იმ ადგილას ვიყავი სულ სველი,ფეხშიშველი საღამურებით.
-სელინ შენ ეს შევიძლია,სახლის გზას მოძებნი შენ ხომ მთელი ბავშვობა ამ უბანში ცხოვრობ,სახლს თვალდახუჭულიც კი მიაგნებ.
ვამხნევებდი საკუთარ თავს და სახლის გზას ვეძებდი, ქუჩის ბოლოს ადამიანის ჩრდილი დავინახე,ვიფიქრე დავუძახებ და მომეშველება თქო,მაგრამ გადავიფიქრე რა ვიცოდი ვინ შეშლილი იყო,შემდეგ შევამჩნიე რომ ნელ-ნელა ჩემსკენ წამოვიდა,მეც მისკენ სვლა დავიწყე იმდენად შორს იყო რომ მის სახეს ვერ ვხედავდი ისიყო ლამპიონის ქვეშ უნდა შემოსულიყო რომ გამეღვიძა ჩემს ოთახში.საწოლში ვიწექი და ჩემი და თავს დამცქეროდა.
-ნორმალური ხარ რა გაყვირებდა
-მე ეხლა სახლში ვიყავი ელენ?
-არაა სელინ ჯასტინ ბიბერის კონცერტზე იდექი წინა როგში და უყვიროდი ცოლად მომიყვანეო
-ნუ მეკაიფები
-აბა რას მეკითხები სახლში იყავი ხო,მგონი დროა დედას და მამას ვუთხრა რომ გაგიჟდი და საგიჟეთში წაგიყვანონ
-ნეტავ შენ რას დარდობ რამდენჯმე თვეში წახვალ კოლეჯში
-ეგეც მართალია,მიმიწიე დავწვები შენთან და აღარაფერი დაგესიზმრება
-კარგი
იმ ღამეს მართლაც აღარაფერი დამსიზმრებია,მაგრამ ვერ ვივიწყებდი სიზმარს ,დილით ადრე ავდექი საღებავები გავხსენი და ხატვა დავიწყე,ჯერ გზა და სახლები დავხატე ძალიან ლამაზი იყო,მაგრამ შემდეგ ფადავწყვიტე სიზმარი დამეხატა და უკან შავად შევღებე თითქოს და ღამე იყო წვიმაც არ დამვიწყების,და ლამპიონიც მაგრამ ვგრძნობდი რომ სიზმრიდან რაღაც დამავიწყდა რონელიღაც ფრაგმენტი რომელსაც მთელი გზა ვიხსენებდი სანამ სკოლაში მივოდოდი,მაგრამ მაინც ვერ გავიხსენე.

დამაგვიანდა,პირველ გაკვეთილზე ყოველთვის მაგვიანდება კარზე დავაკაკუნე,საკლაზო ოთახში შევედი და ჩემს ადგილას დავჯექი.ზურგიდანვიღაც ხელს მკრავდა მივტრიალდი და ჩემმა თანაკლასელმა ფურცელი მომაწოდა
-რა არის ეს?
-ახალი კლასელისგანაა
მის უკან გავიხედე და მერხთან მჯდარი ბიჭი დავინახე,რომელიც სავარაუდოდ გუშინ გადმოვიდა ჩვენს კლასში.ფურცელი გავშალე და საშინელმა შიშმა ამიტანა.ზუსტად ჩემი გუშინდელი სიზმრის კარგიკატურა იყო გზა,სახლები,ღამე,წვიმა,ლამპიონი და ჩრდილი,ადამიანის ჩრდილი.


არ დაგავიწყდეთ თქვენი აზრის დაფიქსირება,რადგან ეს დამეხმარება გარკვევაში გავაგრძელო თუ არა წერა.ჯანსაღი კრიტიკა ჩემთვის მისაღებია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent