შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარი სიზმარში (14+)


24-09-2018, 16:08
ავტორი ნორაგამი
ნანახია 1 782

მე დამესიზმრა სიზმარში სიზმარს მოეცვა რუხი და ეხურა ვიწრო სითეთრე,
ჩრდილავდა ფოთლებს კალატოზი სიამის ფერი უფრო ხმამაღლა,
ვიდრე ბოდლერი კითხულობდა სიდედრზე ირონიით და თან ზედიზედ.
და სიზმარი და სიზმარი სიზმარში მასლაათობდნენ
ყველაფერზე რაც კი ზედ იდო, ამაღამ თავთან ან თავში ან გვერდით სკამზე, საათის გვერდით...
და ბარემ გეტყვით ათი საათი გადასცდა საღამოს ექვსს.
ამ ახალ სიზმარს რაღა ვუყო რომ მოძვრება ფანჯრიდან ძველში თითქოს ვეძახდე ან ეძახდეს მე- ძველი კარადა, მშიერი წიგნებით მაძღარი…
დედაც მ***ან!
ჰო დედაც მ****ან მეთქი ვიტყოდი და დავიძინებდი ისევ.
ისედაც მძინავს.
თვალახელილს არ ჩაგძინებია?
არ გჭერია ხელში ვისკით სავსე ჭიქა და არ გაგგქცევია თვალი მეეზოვისკენ? რომელსაც ხელში აქანდაზი ეჭირა და სანაგვე ყუთზე ჩამოკიდებულ,
უკაცრავად!
შენს მიერ დატოვებულ შემხმარ პურს რომ შესციცინებდა?
ჰო, მასაც სძინავს!
ოღონდ ის მალე გაიღვიძებს, შენგან განსხვავებით. რადგან თვალის არიდება არა აქვს წესად.
თუმცა ეს არავინ იცის, არც შენ, არც მე, არც მან და არც შენმა იმან.
შენც გძინავს ახლა! თვალახელილს.

მაპატიე თუ კოვზი ნაცარში, კი არა და… ბოდიში და მძ**რში რომ ჩაგიგდე.
მაპატიე.
ისიც მაპატიე ერთ ადგილზე რომ შენი კოვზის ამბავი.




არადა რა ლამაზი სიზმრები მიძვრებიან გონებში ხოლმე, ახლა რა ჯანდაბა ხდება. თან წვიმს. ლამაზად წვიმს.
ან რა მებიდლერება,
რა მესიდედრება, როცა ასე ლამაზად წვიმს.
დედაც მო***ან , ერთი მეტაფორა აცვია ამ რაღაცას - უფრო ფოთოლივით აქვს აფარებული და ვერ მალავს რომ საერთო ჯამში ს**ბაა ნაწერი.
სიზმარს ვაჩერებ. ვდგები. ვაღებ ფანჯარას და მინდა დავკუჭო და გადავაგდო ნაწერი სადღაც იმის იქეთში.
დედაც მ***ყან! რა ხანია ფურცელზე არ დამიწერია.
ვხურავ ფანჯარას. ვწვები. სიზმარს ვაგრძელებ.
დედაც მ***ყან.



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

"14+" რას ნიშნავს?

 


№2  offline წევრი ნორაგამი

grafo
"14+" რას ნიშნავს?

მე არ მქონდა ვარსკვლავები ჩასმული იქ სადაც არ იყო საჭირო, მაგრამ არაუშავს. :) ამას ნიშნავს.

 


№3  offline წევრი luana

არ გავს შენს ძველ ლექსებს, ძალიან სხვანაირია, ძალიან თეთრია, რაღაცნაირია. შეიძლება უკეთესია, შეიძლება უარესი ვერ ვერკვევი ვაღიარებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან საინტერესო ხარ ჩემთვის. გამიხარდა შენი გამოჩენა. სიზმ’არადა სულ ველოდი რაღაც ასეთს შენგან.

 


№4  offline წევრი ნორაგამი

luana
არ გავს შენს ძველ ლექსებს, ძალიან სხვანაირია, ძალიან თეთრია, რაღაცნაირია. შეიძლება უკეთესია, შეიძლება უარესი ვერ ვერკვევი ვაღიარებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან საინტერესო ხარ ჩემთვის. გამიხარდა შენი გამოჩენა. სიზმ’არადა სულ ველოდი რაღაც ასეთს შენგან.

არ ვიცი აქ რა მოგეწონა, მაგრამ ისიც მართალია რომ მეც მომწონს :დ დიდი სისულელეა და მაინც ჩემია . მადლობა <3 ძალიან დიიიიიდი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent