შავთვალება
საათს გავხედე 12 ჯერ კიდევ არ შესრულებულიყო,სასმელი ჭიქაში ბოლომდე ჩავცალე და მოცეკვავეთა რიგებს შევუერთდი.ტანს მუსიკის ხმას ვაყოლებდი,კლუბში ხმაური იყო,რაც დისკომფორტს სულაც არ მიქმნიდა პირიქით,ამით ვცდილობდი ჩემივე ფიქრებს გავქცეოდი.ცეკვას ალბათ კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი ჩემსკენ წამოსული ერთ დროს ნაცნობი,ახლა კი უცნობი ფიგურა რომ არ დამენახა. ყველას ნახვას გადავიტანდი ოღონდ ეს ვაჟბატონი არ მენახა, მაგრამ ბედი უნდა ყველაფერსო ნათქვამია. გონება ისედაც კარგად დაბინდული მქონდა ალკოჰოლისგან,მაგრამ სიგიჟეები,რომ ჩემი ჩვეული ამბავი იყო და არც ფხიზელი ვაკლებდი უნდა მოგახსენოთ.შავი დიდრონი თვალები აი ამას ვხედავდი მხოლოდ, სწორედ ამ თვალების დახმარებით ჩამესახა ესოდენ გიჟური იდეა,ბიჭს მივუახლოვდი,კისერზე ხელი მოვხვიე და ტუჩებზე დავეძგერე, შავთვალებას ჯერ გაკვირვება დაეტყო,შემდეგ კი თვითონაც ამყვა,დავინახე ნაცნობი ფიგურა უკან გაწბილებული გაბრუნდა,გამომივიდა. 3,2,1......გილოცავთ ახალ წელს ყველამ ერთხმად იჭექა,მეც მოვშორდი უცნობის ტუჩებს,გავუღიმე და ვუთხარი: -ახალ წელს გილოცავ შავთვალებავ გარდერობში ჩემს ქურთუკს და ჩანთას ძვლივს მივაგენი,გარეთ გამოსვლისას კი ხარბად შევისუნთქე დეკემბრის ცივი ჰაერი. -ჟღალო-შავთვალება ამესვეტა უკან-სახლში გაგიყვანთ -არა ჩემითაც მოვახერხებ-თვალი ჩავუკარი ბიჭს -იცით ხომ ერთი ადამიანის მეორე ადამიანისთვის საეჭვიანოდ გამოყენება რომ არ შეიძლება?!-ლამპიონის შუქზე კიდევ უფრო მესიმპატიურა უცნობი -შემდეგისთვის გავითვალისწინებ ახალი წლის ბიჭუნავ-ტაქსს ხელი დავუქნიე,უცნობს ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და მისამართის თქმაც არ დამვიწყებია მძღოლისთვის. . კარზე ბრახუნმა გამაღვიძა,თავი ძვლივსძვლივობით წამოვწიე ლოგინიდან და თმააწეწილმა გავაღე კარი. -ცოცხალია-გადახედა ნათიამ სოფოს -გოგო ნორმალური ხარ შენ?!გირეკეთ გავსკდით,რა არ ვიფიქრეთ-აბობოქრდა სოფო -მეც გილოცავთ ახალ წელს ჩემო ცუგრუმელებო-ჩავეხუტე დაქალებს ყავას ვამზადებდი და თან გოგოებს გუშინდელ ამბებს ვუყვებოდი -ანუ საერთოდ გაგიჟდი ხო?!-დედასავით მტუქსავდა სოფო -ოჰ ეს ჰორმონები,ფეხძიმობამ სულ აგაბობოქრა სოფიკუნა-დავეჭყანე დაქალს -ქალბატონო ჩვენთან რატო არ ამოხვედი მაინტერესებს ერთი-წარბი აწია ნათიამ -ამას დიდი ოჯახური იდილია ექნებოდა-სოფოსკენ გავაქნიე თავი-შენც დათო გყავს და მთელი შენი საადვოკატეთი-თვალები ავატრიალე გოგოები მთელი ძალით ჩამეხუტნენ -ნუ მარტოსულობ,ხომ იცი ოჯახი ვართ-მითხრა ნათიამ სოფო კი ამის თქმაზე ცრემლად დაიღვარა -ოჰ ეს ჰორმონები-თვალები ავატრიალეთ . საავადმყოფო სავსე იყო,ძვლივს მივიკვლევდი გადავსებულ დერეფნებში გზას. -ექთანო სახვევი მოიტანე-გასცა ბრძანება დიტო ექიმმა,თითქოს თვითონ არ დამპატიჟა პაემანზე რამდენიმე დღის წინ,უარის თქმის შემდეგ კი მხოლოდ ექთანი გავხდი თურმე. -ჯანდაბას სახელი მქვია-შევხედე -შენი აზრით მაინტერესებს?!სახვევითქო გითხარი მთელი დღის ნარბენი და გათანგული ყავას ვწრუპავდი,ცოტა ენერგია არ მაწყენდა.პალატებში კიდევ ერთხელ ჩამოვიარე,ყველა პაციენტი კარგად იყო და ეს გიჟური საახალწლო დღეც დასასრულს უახლოვდებოდა. პალატიდან გამოვედი და დიდრონი შავი თვალები შემეჩეხა წინ.გავშეშდი,გავხევდი. -აი ისევ შევხვდით ერთმანეთს ჟღალო-გამიღიმა ბიჭმა თითქოს ვერ ვიცანი და ჩავფიქრდი ისეთი სახე მივიღე.არა რა ჩემგან კარგი მსახიობი დადგებოდა-ახალი წლის ბიჭი?! -საინტერესოდ ახარისხებ ბიჭებს-თვალი ჩამიკრა-მე ლუკა მქვია ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა -იქნებ მე არ მინდა სახელის თქმა ლუკა?!-თავმომწონედ გავუღიმე -მაშო 232-ე პალატაში მჭირდები-დიტომ ჩამიარა გვერდით.ჯანდაბას ეს ბიჭი ხომ არაფერში არ გამოგადგება -კიდევ შევხვდებით მაშო-გაეცინა ლუკას -სულ დამავიწყდა მეკითხა აქ რას აკეთებთ ბატონო ლუკა?!-ჩაფიქრებულმა შევხედე ბიჭმა პალატისკენ გააქნია თავი-სანახავად ვარ..-და სანამ სათქმელს დაამთავრებდა,დიტომ კიდევ ერთელ დასჭექა.ბიჭს გავუღიმე და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. . -ცოლია ან შეყვარებული ან იქნებ საყვარელი-ხმამაღლა ფიქრს განვაგრძობდი -ან იქნებ უბრალოდ ნათესავია-თვალები აატრიალა სოფომ -საყვარელო მოიხსენი ეგ ვარდისფერი სათვალეები,გეუბნები არაფერი არ მოხდება ჩემსა და იმ შავთვალებას შორის -ოიი ეს რა დეპრესიული ნოტა დავიჭირე,ანუ გინდა რომ მოხდეს ხომ ქალბატონო-ღუტუნი დამიწყო ნათიამ.სასოწარკვეთლი მოვყევი წივილს,კივილს და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი -ბავშვს ნუ მითრგუნავთ-თავის აქეთ-იქით ქნევას მოჰყვა სოფო -მოცარტის მოსმენას ამის კივილი მოასმენინო არ სჯობს?-ახარხარდა ნათია -მოგესალმებით ცოლის გიჟო დაქალებო-იკა შემოვიდა ოთახში და ფეხძიმე ცოლს მოეალერსა-აბა ვის ჭორავთ,ვინ მოხვდა თქვენს სამიზნეში?! -მაშოს შავთვალებას-გაიკრიჭა სოფო -ჯერ ეს ერთი ჩემი არაა და მეორეც ერთი ნუ უფქვავ გოგო ამას ყველაფერს-თვალები ავატრიალე -ოიი ანუ კარგი ამბებია,ძვლივს ჩვენი წითურიც იპოვის ბედს-მოგვისკუპდა იკა -ჯერ ეს ერთიც ნუ აჩქარებთ ყველაფერს და მეორეც ერთი დარწმუნებული ვარ არაფერი მოხდება.ვიღაცას მოაკითხა და ის ვიღაცა უეჭველად ცოლი,შეყვარებული ან საყვარელია-ვთქვი გაბრაზებულმა -ან უბრალოდ ნათესავი-დამეჭყანა სოფო . -მაშო იქნებ ამ დღეებში მაინც მოგეცალა და წავსულიყავით სადმე-გაიკრიჭა ექიმი -დიტო არ გამოვა,არ ვარ ურთიერთობისთვის მზად.მეგობრები და კოლეგები ისევ ასე აჯობებს-გავუღიმე -კარგად დაფიქრდი-თვალი ჩამიკრა და თმა გადამიწია,გაცდა თუ არა თვალთა ხედვის არეალს თმა ისევ წინ ჩამოვიყარე,თვალები ავატრიალე,შემოვტრიალდი და ვიღაცას შევასკდი.ოღონდ ეს არა,ისევ ის შავი თვალები... -გამარჯობა ჟღალო-გამიღიმა-ვიღაცას თაყვანისმცემლები არ ანებებენ თავს. ალბათ ვერ დამინახე თორემ საეჭვიანოდ ჩემზე უკეთესს ვის იპოვიდი-დამეჭყანა ამხელა მთასავით კაცი. -კარგი რა გაბრაზდი?!-ვკითხე ესოდენ გაკვირვებულმა -ოიი კიი და თანაც როგორ.თუ გინდა,რომ გული მომილბეს ერთი პაემანი გმართებს ჩემთან-თვალი ჩამიკრა -მგონი დაკავებული ვარ-ჩავფიქრდი -ოღონდ არ მითხრა იმ ექიმს ვხვდებიო და რაც გინდა მითხარი-გამეცინა -მგონი გელოდებიან-თვალით იქვე მდგარ გოგონაზე ვანიშნე -ლიკა მოდი-დაუძახა გოგოს-გაიცანი ეს ჩემი და ლიკაა -და?!-თვალები ვჭყიტე.უცბად გონს მოვეგე-უიჰ სასიამოვნოა -ჩემთვისაც მაშო-თვალით ბეიჯისკენ მიმანიშნა-სახლში წამიყვანე, დავიღალე აქ ყოფნით-ძმას ახედა-მიკვირს როგორ ძლებთ სულ აქ?! -ძალიან მომწონს,შევეჩვიე,ჩემი სახლივითაა-ვთქვი და გამეღიმა,რომელი ნორმალურ ლაპარაკობდა ასე საავადმყოფოზე-ნახვამდის ლიკა,თავს მოუფრთიხილდი თვალით თაბაშირისკენ მივანიშნე-გამიღიმა -ჟღალო შევხვდებით,შეთანხმება არ დაგავიწყდეს-თვალი ჩამიკრა ლუკამ -მე რომ არ შეგთანხმებულვარ?!-გაეცინა და გზა გააგრძელა.ოიჰ ეს თვალები როგორ მიფორიაქებდა სულს... . -ვთქვი ნათესავი იქნებათქო?!-ამაყად გაიჯგიმა სოფო -ეგ არაფერს ცვლის-თვალები დავუბრიალე -შენ ვერც კი წარმოგიდგენია რამდენს ცვლის-აყვა ნათიაც სოფოს -დავიჯერო შინაბერა ვარ დარჩენილი?!თუ რას გადაირიეთ ამ ბიჭზე- პატარა ბავშვივით გავიბუტე -არა საყვარელო,უბრალოდ ბევრი დამთხვევაა და ბედი-თვალი ჩამიკრა ჩემმა გაბერილმა დაქალმა -ბედი არა ის.ნუთუ არ მოგბეზრდათ-საათს შევხედე-სამსახურში მაგვიანდება ცუგრუმელებო,ღამის ცვლა ვარ და დანამდვილებით შეგიძლიათ იწინასწარმეტყველოთ,რომ ვერ გადავურჩები -წამო გაგიყვან ბარემ-ნათიამ და ღმერთმა ჩემი თხოვნა შეისმინეს და მარტო, ფეხით წანწალი აღარ მომიწევდა. -იქნებ დროა პრავა აიღო ქალბატონო?!-ჩაფიქრდა სოფო -არაა ურიგო იდეა-ჩავეხუტე დაქალს და მუცელზე მოვეალერსე . მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს,საშინლად დამღლელი ცვლა იყო.ყავას ყავაზე ვსვამდი,მაგრამ არც ეგ რომ არ მშველიდა?!გათენდა თუ არა ტანსაცმელი გამოვიცვალე,თმა სასაცილოდ ავიკოსე და გარეთ კი არ გავედი,გავარდი. მეძინებოდა.ძილზე უკეთესი არაფერი ყოფილა და არ ვაფასებდი მე კიდევ. მანქანამ გაჩერებაზე პირდაპირ წინ მომიჩერა,გულში კარგად გამოვთათხე თვალთახედვის არეალის დაფარვისთვის,სანამ შუშა არ ჩაწია და კარგად ნაცნობმა სახემ და დიდრონმა შავმა თვალებმა არ შემომანათეს. -ჟღალო სახლში ხომ არ წაგიყვანო?!-ამის თქმა იყო და ისე უცბად ჩავხტი მანქანაში ლუკასაც კი გაუჭირდა გონზე მოსვლა -ანგელოზად მომევლინე ამ მძიმე ცვლის მერე-გავიკრიჭე და მისამართი ჩავურაკრაკე წვიმა დაიწყო და გულში კიდევ ერთი მადლობა გადავუხადე შავთვალებას.გამათბობელი ჩართო და თან მუსიკის საამური ჰანგებიც არ დავიწყებია.სავარძელს მივეყუდე ,ხარბად შევისუნთქე ბიჭის სუნამოს სურნელი.თვალები დამიმძიმდა. არა მაშო არ ჩაგეძინოს!სირცხვილია მაშო!გამოფხიზლდი მაშო!რას იფიქრებს შავთვალება მაშო! თავი რომ წამოვწიე კორპუსის წინ იყო მანქანა გაჩერებული. -უი მოვსულვართ-გავუღიმე ბიჭს და საათის დანახვისას,უცბად ისეთი შეშფოთებული სახე მივიღე,საშინელებათა ფილმში ამიყვანდნენ მსხვერპლის ადგილას-რატომ არ გამაღვიძე?! -ისე გეძინა გაღვიძება ჩემგან დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა-გაეცინა და ლოყის კუთხე ჩაეტეხა.მივხვდი გაშტერებული ვუყურებდი და უცბად მოვეგე გონს -ცუდი საქციელია შავთვალებავ-საჩვენებელი თითი მკაცრად დავუქნიე-საკუთარი თავი ტყუილად დაიღალე და ესოდენ ძვირფასი დრო დაკარგე ჩემს მძინარე ყურებაში -და ვინ თქვა რომ ეგ დრო დაკარგულია?!-რა უფრო მაბნევდა ეს ბიჭი,ამ ბიჭის რეპლიკები,შავი თვალები თუ მანქანაში გამეფებული მისი სურნელი არ ვიცი -უნდა წავიდე-ამოვილუღლუღე-არ იყო საჭირო და მადლობა მაინც-მანქანიდან გადასვლა დავაპირე -მაშო შეგიძლია დამირეკო?!-თვალების აქეთ-იქით ცეცებას მოჰყვა-ვერ ვპოულობ ტელეფონს -რა პრობლემაა ახლავე-დამჯერი ბავშვივით ავასრულე ყოველივე. ჯიბეში ახმაურდა ტელეფონი-როგორ ვერ მივხვდი აქ ყოფილა-გაეცინა ლუკას -ნომერი რომ გეკითხა უბრალოდ მოგცემდი-თვალები ავატრიალე-დამიდგა აქ დრამები,შექსპირი-ჩავიბუზღუნე,მანქანიდან გადმოვედი და სადარბაზოს გზას დავადექი. "გინდა შექსპირი დამიძახე,გინდა შავთვალება,ახალი წლის ბიჭი ან თუნდაც ანგელოზი,მაგრამ ჩვენი შეთანხმება ძალაშია და პაემანზე მომყვები" სახლში შესვლისთანავე წავიკითხე მესიჯი და გამეღიმა.რაღაც უცნაურად დაიწყეს ჩემს მუცელში პეპლებმა ფრენა. . სახლში გასაჩერებელ ადგილს ვერ ვპოულობდი,სწორედ ამიტომ იქ წავედი სადაც თავს ყველაზე მშვიდად ვგრძნობდი. -მარუსა გამომხედე ნახე რა სტუმარი მოგივედი-ბებიაჩემის სახლში შევიჭერი -ოჰჰ დამდე ქალბატონო პატივი?!გამიხსენე მეც?!-მოჰყვა ქოთქოთს -სამაგიეროდ შუ მოგიტანე-ქალს სახე გაებადრა -იცი როგორ მომთაფლო-ჩამეხუტა მთელი ძალით-მოყევი ახლა რატომ გიხტან ჭინკები თვალებში -ოოო ნათელმხილველი ხარ მარუს?!-გამეცინა,ქალსაც გაეცინა სანამ ყველაფერი არ დამაფქვევინა და თან საჭმელ-სასმელით არ გამომტენა არ მოისვენა ქალბატონმა მარუსამ.რომ გაიგო მარტო გადავდიოდი მომიკვდება შვილიშვილი შიმშილობითო მოჰყვა ტრაურს,ამის შემდეგ კი ყოველ მისვლაზე კომბაინივით მტენიდა და უკან გამობრუნებულს 2-3 კილო უდავოდ მომატებული მქონდა. იმ ღამეს იქ დავრჩი,შუაღამეს ყავას ვწრუპავდით მე და ბებო ჩემი ტელეფონი,რომ განათდა "იქნებ ხვალ იყოს ის დიდი დღე ჟღალო ? <3" გამეღიმა,გაეღიმა მარუსასაც-ამ ქალს ჩემი უსიტყვოდ ესმოდა. "დიდი დღე?!" "ღირსი ხარ მეორე პაემანი დაგიმატო სასჯელად!!ვერ მიხვდა ვითომ" "აჰჰ პაემანი?!"-გავაგრძელე შავთვალებას ნერვებზე თამაში "მორჩა სასჯელად მეორე პაემანი შენ!!ხვალ გამოგივლი თეთრ რაშზე ამხედრებული" "ცოტა ფრთხილად რომეო,ქალაქში ცხენით ბოდიალს არ ვაპირებთ იმედია" "იმედია" ეს ბიჭი ერთროულად მაბნევდა,მაფორიაქებდა და აღმატებულ განწყობაზე მაყენებდა. -თავზე დაგტრიალებს-გამიღიმა მარუსამ -რა?!-წივილ-კივილით წამოვხტი -ჩუმად გოგო ნუ გამიღვიძე მეზობლები-სიცილი დაიწყო ქალმა-კუპიდონი,კუპიდონი დაგტრიალებს თავზე -დამცინი მარუსა?!-წარბები შევჭმუხნე -შეიძლება ცოტათი-გაეცინა ქალს,მეც გამეცინა . და აი ის დიდი დღეც დადგა... ნათია და სოფო ჩემს კარადაში იყვნენ თავით ჩარგულები და სხვადასხვა შესაძლო ვარიანტებს მთავაზობდნენ,ჰაერში დაფარფატებდა ეს ჩემი სიმწრით არჩეული,ნაყიდი და დალაგებული ტანსაცმელი. არც ძალიან გადავიპრანჭე,ვაიდა თავში არ აუვარდეს შავთვალებასთქო,არც ისე არ ჩამიცვამს ქუჩაში მცხოვრებს რომ ვმგვანებულიყავი.უბრალოდ მაშო ვიყავი,მსუბუქი მაკიაჟით და ტანზე მომდგარი ჯინსებით. ლუკა?!ლუკაც უბრალოდ ლუკა იყო,საოცრად ელეგანტური,ასეთივე ელეგანტური პალტოთი.ჩემთვის ესოდენ საყვრელი სუნამოს სუნი ხარბად შევისუნთქე მანქანაში ჩამჯდარმა. თბილისს რომ გავცდით,წარბაწეულმა შევხედე ბიჭს -მიტაცებ ლუკა?! გაეცინა,აი ისევ ჩაეჩვრიტა ლოყა-არა მაშო,შენ თვითონ წამომყვები ცოტახანში მოტაცება არ დამჭირდება-მითხრა ბოხი ბარატონით და თვალი ჩამიკრა გავბრაზდი ეს როგორ მაკადრათქო -ახლა ღირსი ხარ ჩამოვიდე!! -ჩამოგსვამდი მაგრამ რომ მოგიტაცონ სად წავიდე,რომელ წყალში გადავვარდე-გაეცინა ბიჭს მცხეთა იყო ჩვენი საბოლოო დანიშნულების ადგილი.არსიკიძეს ქუჩაზე ფაეტონით ვისეირნეთ მე და შავთვალებამ.ზამთრის ცივი და სუსხიანი ნიავი მელამუნებოდა სახეზე,ბიჭმა მიმიხუტა,გავთბი. სალობიეში ვისხედით და სიცილ-კისკისით მივირთმევდით ლობიოს. რომელი ნორმალური ჭამს ლობიოს პირველ პაემანზე?!ალბათ არც არავინ,მაგრამ ჩვენ არ ვიყავით ნორმალურები. ჩემს სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა,კარი გამიღო შავთვალება ჯენტლმენმა,ჩამეხუტა,მეც ჩავეხუტე კისერზე ხელებშემოხვეული ვცდილობდი დავწეოდი ამ მაღალ ბიჭს სიმაღლეში,წელზე ხელი შემომხვია და მაკოცა,ყურებში გულის ბაგაბუგის გარდა არაფერი მესმოდა. -მომნატრებია შენი ტუჩები ჟღალო-თვალი ჩამიკრა.მანქანისკენ დაიძრა უცბად შემოტრიალდა,ტელეფონი გამომართვა თავისი თავი იპოვა სოციალურ ქსელში და მეგობრობის მოთხოვნაც გაუგზავნა-მომავალ შეხვედრამდე -მომავალ შეხვედრამდე-ერთობ დაბნეულმა ძვლივს ამოვილუღლუღე და სახლში ძვლივს შევბანცალდი ჩემს საკუთარ დივანზე ნათია და სოფო დამხვდნენ წამოსკუპებულები. -ამბებს ველოდებით ქალბატონო-ნათიამ შემოსვლისთანავე მომაძახა -ცხელ-ცხელ ამბებს-გაეცინა სოფოსაც . -სად გაცივდი ჰა?!-მთათხავდნენ გოგოები -აჰა გაიზომე აბა სიცხემ ხო არ აგიწია-თერმომეტრი მომაჩეჩა ნათიამ -თქვენს ხელში ჩავარდნილს დამიწია სიცხემ,რა დღეში ხართ-გამეცინა პლედში თბილად გამახვიეს,გაციების ჩაი მასვეს და მასვეს,ამასობაში მიმეძინა.მესმოდა მძინარეს სოფოს ბუტბუტი,ყურადღება არ მივაქციე ალბათ იკას აცნობებს ცხელ-ცხელ ამბებს ჩემი ავადმყოფობის შესახებთქო. რა ვიცოდი ჩემს ზურგს უკან რომ მოქმედებდა ქალბატონი. მაციებდა,მთელი ტანი მიხურდა,თვალებიც მეწვოდა და მოკლედ არ ვიყავი კარგ დღეში.ვწრიალებდი პლედში გახვეული,ჩემს ყურთასმენას ბოხი ბარატონი რომ მოსწვდა,ვაიდა მესიზმრებათქო თვალების ნელ-ნელა გახელას მოვყევი.ის იყო,არანაირი სიზმარი,რეალობა იყო და მისი სუნამოს სურნელი ისე გაიფრქვა ჩემს სახლში ამ გაჭედილი ცხვირითაც კი ვიგრძენი. -პაციენტი როგორაა?!-გამიღიმა ჩვეული ღიმილით.ხელში ხილით სავსე პარკები ეჭირა -ლუკა?!-ამოვილუღლუღე ესოდენ ჩამწყდარი ხმით. -ხო მაშო-ჩაიმუხლა ტახტთან და ნაზად გადამიყარა თმა სახიდან -გაიწიე არ გადაგედოს-გაწევა ვცადე,მაგრამ ვინ მომცა მე მაგის ძალა -სიცხე შემაშინებს შენი აზრით ჟღალო?!-ყველაფერი ისე კარგად იყო დამავიწყდა სიცხეც,გაციებაც და საშინლად რომ გამოვიყურებოდი ისიც-მალინის ჩაის დალევ?! -არ მითხრა ახლა მე უნდა გავაკეთოვო-გამეცინა -ჩემს კულინარიულ ნიჭს ნუ ეხუმრები შენ-ნათია სამზარეულოსკენ გაუძღვა შავთვალებას.მე კი სოფოს გათათხვას მოვყევი,საპასუხოდ იცინოდა ქალბატონი.დარეკა და არ მეპასუხაო?! მალინის ჩაით მოემართებოდა ბიჭი ჩემკენ ქალბატონი მარუსა რომ შემოვარდა ცეცხლივით,ქარიშხალივით თავისი ბორშით და შინდის კამპოტით,უკან ცუხცუხით დედაჩემი შემოყვა,ტონა წამლით,ამას მერჩივნა მარტო ვყოფილიყავი სიცხიანი,ვაიჰ თავბრუ დამახვიეს ისე დამტრიალებდნენ.ქალბატონ მარუსას და დედაჩემ ნინას ბიჭის გაცნობა არ დავიწყებიათ,შემდეგ გაიკრიფნენ და მარტო დაგვტოვეს მე და შავთვალება. -მალე გამოჯანმრთელდი მეორე პაემანზე ვართ წასასვლელები-თვალი ჩამიკრა ბიჭმა -ვეცდები-გამეღიმა-მადლობა ყველაფრისთვის -სამადლობელო არაფერია მიხარია თუ დაგეხმარე ჟღალო-ხელზე მეთამაშებოდა-უნდა ვაღიარო საბერძნეთში გემზე გადაღებული ფოტო ჩემი რჩეულია შენი ფოტოებიდან -ვიღაცა ჩემს სოციალურ ქსელებს ჩაჯდომია და საფუძვლიანადაც შევუსწავლივარ-გამეცინა -ეგ ვიღაცა აღიარებს შენგან განსხვავებით-სასაცილოდ დამეჭყანა ამხელა მთასავით ბიჭი.მართალი იყო მეც კარგად შესწავლილი მყავდა ლუკა გელოვანი. სანამ ბოლომდე არ გამოვჯანმრთელდი ყოველდღე მაკითხვადა შავთვალება ბიჭი.დედაჩემმა და ბებიაჩემმაც დასკვნა დადეს და ბეჭედიც ჩაარტყეს სხვას არ მივიღებთ სასიძოდო... . დრო გადიოდა,ნაცნობებიდან რაღაც სხვა ეტაპზე გადავედით მე და შავთვალება.მეორე პაემანს მესამე მოჰყვა და ჩვევად გვექცა ერთმანეთის ნახვა,ვიცოდი 2 კოვზ შაქარს იყრიდა ყავაში,მანაც იცოდა მე რომ უშაქროს ვსვამდი პირველად რომ გასინჯა ჩემი ყავა ისე დაიჯღანა პატარა ბავშვს რომ ლიმონს გაასინჯებენ ხოლმე,ამას რა გალევინებსო,მეც შევიცხადე მისი ყავიანი შაქარი... კაფეში ვისხედით -აბა სამოთხე არარსებობს ამ ქვეყნადო?!-ამოვილუღლუღე პირგამოტენილმა- სამოთხე თუ არაა მაშინ რაა ეს ბრაუნი?! ტუჩის კუთხიდან შოკოლადი მომწმინდა ლუკამ -ჭამაც არ იცი გოგო?!-დამეჭყანა სასაცილოდ ცხვირზე შოკოლადი წავუსვი -სანამ რამეს მეტყვი ჯერ დაფიქრდი ბურატინო-უარესად დავეჭყანე და ჰოი საოცრებავ რა შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო?! თვალი გამისწორა გვერდით მაგიდაზე მჯდომმა ბიჭმა,გამოვიხედე მაგრამ გვიანი აღმოჩნდა ჩემსკენ წამოვიდა.ლუკამ როგროც იქნა შოკოლადი მოიშორა ცხვირიდან. -მარიშკა როგორ ხარ?!-გადამკოცნა-დიდი ხანია არ შევხვედრილვართ-თვალი ჩამიკრა -კარგად გმადლობ-დიპლომატიური ღიმილით შემოვიფარგლე გვერდით გოგო მიუდგა -უი მაშო გამიხარდა შენი ნახვა -ქრისტი?!-ცოტა ხანში ალბათ გაბრაზებისგან სახე და თმა ერთი ფერის გამიხდებოდა-მეც გამიხარდა -გამარჯობა,მე ლუკა-გაეცნო ბიჭი ჩემს ყოფილ შეყვარებულს და დაქალს მალევე წავიდნენ,თუმცა განწყობის დაბრუნება გამიჭირდა. -წამოდი სახლში წაგიყვან-შემომთავაზა ლუკამ ამაზე კარგს ვერაფერს იტყოდა,რა თქმა უნდა, გავყევი. -კარგად-ჩავეხუტე ბიჭს და მანქანიდან გადავედი -ეს ის იყო ხომ?!-ბიჭი გადმომყვა და შემომხედა-ვის წინააღმდეგაც გამომიყენე კლუბში-ვატყობდი ბრაზობდა მაგრამ მე რა უნდა მეღონა?! თავი უღიმღამოდ დავუქნიე და სახლში შესულმა ემოციებისგან დასაცლელად ქვითინი მოვრთე.ღვინო ჩხრიალით ჩავასხი ჭიქაში,ტახტზე გავწექი და ამასობაში ჩამეძინა. . მორიგე ვიყავი მეორე დღეს,სასწაულად დაღლილი დავლასლასებდი პალატიდან პალატაში. ლუკას არ მოუწერია.მიკვირდა.მორიგე რომ ვიყავი ოღონდ არ მომეწყინა ტელეფონს მიფეთქებდა ხოლმე ვაჟბატონი.ვიფიქრე ნახაზების ხატვაში გაერთო არქიტექტორი ბიჭითქო. დილით თვალებამოღამებული, თმააწეწილი გამოვბანცალდი საავადმყოფოდან.ნაცნობ მანქანას თვალით დავუწყე ძებნა,არ იდგა.ავტობუსის გაჩერებაზე მდგარს ცრემლი ჩამომიგორდა ლოყაზე,სახლში აღარ წავსულვარ პირდაპირ სოფოსთან ავედი. -ისე დამთავრდა არც დაწყებულა-გავიღიმე ძალით,არადა სულაც არ მეღიმებოდა -შენ რომ მიწერო და გაარვკიო რა მოხდა?! -ხო მივწერ მაგრამ მაინც არ ამართლებს.ალბათ ვინმე ნახა სხვა,ისედაც არ ვყოფილვართ ოფიციალურად წყვილი,არ უნდა შემექმნა დიდი ამბავი-თვალები ავატრიალე-იქენბ დროა კატა ვიყიდო და მარტოსულობას მივეცე?! -აბა შინაბერა არ ვარო?!-იკამ შემოყო თავი -ვყოფილვარ-მხრები ავიჩეჩე საპასუხოდ ერთი მხრიდან იკა,მეორე მხრიდან სოფო ჩამეხუტა,ბედნიერი იქნებოდა ჩემი მომავალი ნათლული ამათ ხელში. -ლადო შეგხვდათ?!-შეიცხადა სოფომ-ქრისტისთან ერთად?!-კიდევ უფრო შეიცხადა-ოიი ერთი ეგ გამაჩეჩინა,მოღალატე როგორ გაბედა -გაბრაზდა-დაასკვნა იკამ -რა?!-შევხედე გაკვირვებულმა -მაშო ბიჭს ჰგონია რომ ისევ ლადო გიყვარს -ნორმალური ხარ იკა?!ლადო უკვე კაი ხანია აღარ მიყვარს,გავბრაზდი მე და ქრისტი ვმეგობრობდით,მე და ლადოს პაემნებზეც კი მიგვყავდა სანამ მამამისთან წავიდოდა უკრაინაში,დაჟე რო დავშორდით მამშვიდებდა და უცებ ჰოპ ჩემთან ურთიერთობას წყვეტს,უცებ ჰოპ ლადოსთან ერთად მეჩითება. -ლუკამ ეგ არ იცის ბატო-სოფომ შეიცხადა კიდევ ერთხელ -ხო ლუკას გონია რომ ლადოს დანახვამ აგშალა ნერვებზე რადგან ისევ გიყვარს და იეჭვიანე-გააგრძელა ცოლის დაწყებული იკამ -ვაიმე წავედი-წამოვხტი უცბად -მოიცა წაგიყვან,ასე შენი გაშვება საშიშია-გაეცინა იკას. . კარები უცნობმა ბიჭმა გააღო.ხმის ამოღება არც მაცადა ისე გასძახა იქით ოთახში -ლუკა შენთან არიან -მე საბა ვარ ლუკას ძმაკაცი,შენ კიდევ მაშო უნდა იყო -სასიამოვნოა-გავუღიმე-საიდან მიხვდით?! -თმებით გიცანი-ამის თქმა იყო და ლუკამ გადადგა ძმაკაცი ვაიდა კიდევ რამე არ წამოცდესო -ვიცი ცუდად გამოვიყურები,არ შეგეშინდეს-ამის თქმაღა მოვახერხე -მაინც რომ ლამაზი ხარ-ჩაიბუტბუტა და სახლში შემიპატიჟა.ლოყების წამოხურება ვიგრძენი. სამზარეულოში შევედით ძმაკაცები რომ კარგად გავიცანი მას შემდეგ და ყავის გაკეთება დაიწყო შავთვალებამ. -სულელი ხარ ამხელა არქიტექტორი ბიჭი და სხვა არაფერი -უი მგონი შენს ყოფილში აგერიე -აი ისევ,იბუსხები და თან რის გამო?!უმიზეზოდ -უკაცრავად?!მაშო გეტყობა გრძნობები გაქვს იმ ბიჭის მიმართ,ხოდა მე თუ გინდა საეჭვიანოდ ან რამის დასამტკიცებლად გამომიყენო,არ შემიძლია რა-თვალები აატრიალა-გრძნობები მეც მაქვს -ეგ შენი გრძნობები ჩემს მიმართაც გაქვს?!-გავიღიმე -და ამას რამე აზრი აქვს?!ბიჭის დასავიწყებლად არ გამოგადგები ჟღალო -ერთადერთი გრძნობა რაც ლადოს მიმართ შემომრჩა ალბათ სიძულვილია- ძალ-ღონე მოვიკრიბე და ამოვთქვი-მიღალატა.მე რომ ძალიან არ მევასებოდა იმ ადამიანთან-ხელახლა მოვიკრიბე ძალ-ღონე და კვლავ ამოვთქვი-იმაზე კი არ გავბრაზდი კაფეში გოგონა რომ ახლდა თან,ჩემი აწ უკვე ყოფილი დაქალი ახლდა და მაგან გადამრია.მეგობრისგან გამიტყდა თორე ლადო?!ლადო იმ დღეს დამთავრდა ჩემთვის მიწასთან რომ გამასწორა,მანდ დაუსვა თავის თავსაც და ჩვენ ურთიერთობასაც წერტილი. მაგ ბიჭმა გამანადგურა ლუკა,მიწასთან გამასწორა და ბედნიერმა გადამიარა. ლუკა მოვიდა და ხელები შემომხვია,მეც მთელი ძალით მივეკარი და არ ვიცი რატომ ცრემლები წამომივიდა,ალბათ როდესაც გიღალატებენ და დაგამცირებენ მოუშუშებელ ჭრილობად გრჩება. -გორკა,გორკა-საბა გაჰყვიროდა ჩვენს გვერდით,ლუკამ ხელიც უთავაზა მაგრამ ასე მარტივად დააშოშმინებდი?! უცბად ლუკამ ხელში ამიტაცა ბიჭებს გასძახა მალე მოვალო და გარეთ გამაქროლა.სადარბაზოსთან იკა შეგვხვდა გაიცნო ლუკა,ამის ხელში გტოვებო და თვალი ჩამიკრა.ლუკამ კი მანქანაში მომათავსა ბედნიერად. -არ მითხრა გიტაცებო გაეცინა-არა მაშო,შენ თვითონ წამომყვები ცოტახანში მოტაცება არ დამჭირდება-მითხრა ბოხი ბარატონით და თვალი ჩამიკრა. კლუბს მივადექით,კი იმ კლუბს ერთ დროს რო მივაჭერი და ურცხვად ვაკოცე ბატონ გელოვანს. შიგნით შემიყვანა ეს ღამენათევი,მორიგე და თმააწეწილი ქალი.ხალხში გზა გაიკვლია და იმ ადგილას დამაყენა სადაც ერთ დროს ვიდექით. -მაშო ქავთარაძე გახდები ჩემი შეყვარებული?!-იკითხა ბოლო ხმაზე,გამაყრუებელი ხმაურის და მუსიკის გადაფარვას ეცადა -წარმოდგენაც არ გაქვს რა შარში გაყავი თავი შავთვალებავ-გამეცინა-მაგრამ დიახ თანახმა ვარ ვიყო ლუკა გელოვანის შეყვარებული ახლა თვითონ იყო კოცნის ინიციატორი,მეც ავყევი.ერთ დროს უცნობები ვკოცნიდით ახლა კი არამხოლოდ ნაცნობები არამედ უკვე ოფიციალურად შეყვარებულებიც.მადლობა უნდა მეთქვა ლადოსთვის,მის საეჭვიანოდ ნაშოვნი ბიჭი აღმოჩნდა ჩემი საბედო.მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო უზომოდ,უზომოდ ბედნიერი ვიყავი... . ერთი წლის შემდეგ: -ყველაზე კარგი და საყვარელი ხარ შენ -მადლობა ჟღალო შენც არაგიშავს-დამეჭყანა ლუკა -ბავშვს ვეუბნებოდი ნარცისო-გამეცინა და ნათლული ჩავჯმუჯნე -აბა ზებრა მზად არის-სოფო გამოკუსკუსდა სამზარეულოდან და თან თვალებანთებული ირაკლი მოყვებოდა თეფშებით ხელში -დავაგვიანეთ?!-შემოქროლდა ოთახში ნათია-ამის ბრალია დამაგვიანებინა-დათოს უბღვერდა,რომელიც უკან სიცილით მოყვებოდა -ზუსტად მოხვედით,აბა ხელები დაიბანეთ და მაგიდასთან-დედასავით შემოგვიძახა სოფომ და ჩვენც ყველა დავემორჩილეთ -აბა სიურპრიზის დროა-დათომ გადახედა ნათიას -ვაიმე პატარა ადვოკატი გეყოლებათ მალე ოჯახში?!-კივილით წამოვხტი ნათიამ თავი დამიქნია,მეც არ დავაყოვნე მთელი ძალით ჩავეხუტე სოფო კი ცრემლად დაგვეღვარა. ლუკამ შენთვის სიურპრიზი მაქვსო და გამომაქროლა არ მაცადა გოგოებთან ყოფნა. თვალებზე სახვევი მომახვია. -გიჟი ხარ ლუკა-მეცინებოდა-მალე მივიდეთ რა თორე მოვკვდი ინტერესით. თვალებიდან სახვევი მომხსნა,წინ ორსართულიანი სახლი გადამეშალა, დავაკონკრეტებ საოცარი სახლი. -ლუკა რა ხდება-შოკირებული შემოვტრიალდი ბიჭისკენ ლუკა მუხლზე დაჩოქილიყო -ჟღალო ჩვენი მომავალი სახლია,პირადად ლუკა გელოვანის უნიკალური ნამუშევარი.გამომყვები ცოლად?! თვალებიდან ღაპა-ღუპით მდიოდა ცრემლი -დიდხანს და ბედნიერად?!შენთან ერთად?!ამაზე უკეთესს ვერაფერს შემომთავაზებდი შავთვალებავ.თანახმა ვარ,თანახმა ვარ-ბოლო ხმაზე გავყვიროდი ლუკა ადგა და ჰაერში ნაზად ამაფრიალა,გეგონება ხელში ადამიანი კი არა ბუმბული უჭირავსო.თითზე ბეჭედი მომარგო და აი გამაყრუებელი შეძახილებიც გაისმა... -გორკა,გორკა-გაყვიროდა საბა გვერდით კი მთელი ჩემი სამეგობრო და ლუკას სამეგობროს მოეყარა თავი. -ახლა რა იქნება?!-ვკითხე ლუკას -სამამამთილოს უნდა ვთხოვო შენი ხელი-თვალი ჩამიკრა -ხო აბა ნინას და მარუსას გული კი მოიგე უკვე -გითხარი მოტაცება არ დამჭირდება შენით გამომყვებითქო?!-დამეჭყანა სასაცილოდ ვუჩქმიტე და საპასუხოდ მეც დავეჭყანე -უიჰ რა მწარე ხელი გქონია,იქნებ დროა მალევე ვუშველო ჩემს თავს?!-გამეცინა და მაშინ მივხვდი როდესაც შენი ადამიანი გყავს გვერდით,ყველაფერი გაბედნიერებს და ლუკა გელოვანი?!ჩემი ადამიანი იყო... . და აი ასე ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად მაშო ქავთარაძე და ლუკა გელოვანი.ჟღალი და შავთვალება ჭირსა თუ ლხინში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.