შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

* * *


11-02-2020, 22:40
ავტორი Yavisfertvala
ნანახია 1 031

დილით მზისხივებმა გამაღვიძეს, რომლიც გადაწეული ფარდიდან შემოდიოდა და სახეზე მეფინებოდა. ფეხზე წამოვდექი და სარკეში ჩემს ანარეკლს გავუსწორე თვალი. ყოვედღე ჩემს მშობლებს მადლობას ვუხდი რომ ასეთი ლამაზი აღნაგობით დამასაჩუქერეს. გრძელი ფეხები, წვრილი წელი და შევსილი მკერდი და უკანალი. ნუ რას ვიზამთ, მე ჩემი თავი ძალიან მიყვარს. ოთახიდან გამოვდივარ და ანისთან შევდივარ. მე და ჩემი დაქალი უკვე 2 წელია ერთად ვცხოვრობთ, რაც მშობლები ავტოკატასტროფაში დაგვეღუპნენ, ერთად გადმოვედით. დედაჩემი და ლინდა დეიდა დაქალები იყვნენ, მათ ერთ დღეს იმშობიარეს და როგორც დები ისე ვიზრდებოდით. ერთ დღეს კი ოთხივე სავახშმოთ რესტორანში წავიდნენ, იქიდან მობრუნებულები კი სატვირთოს შეეჯახნენ. ადგილზე დაიღუპნენ. მის მერე ჩვენ სულ ერთად ვართ და სულ გვერდით ვუდგავართ ერთამანეთს. ოთახში შევდივარ და თავზე ვახტები.
- გაიღვიძე და იბრწყინე დაოოო.
- აუუუ თებეააა ნუ ხარ ვირი, გადაძვერი რა, გავწყდი წელში.- ერთი ხელის მოსმით მაგდებს დაბლა და უკანალით ვეცემი.
- ვაი, ტაკო მეტკინა მხეცო. ადე უნივერსიტეტში წავიდეთ. ახლა მე შევალ წყალს გადავივლებ, რო გამოვალ ყავა დამხვდეს მზად.
- მჰმ აბა რას ვიზამ ჩემო ლამაზო.- შეიშმუშნა და გვერდი იცვალა. ოთახიდან გამოვედი და სააბაზანოში შევედი. დაახლოებით ნახევარი საათი ვიდექი, ცხელი ჭავლის ქვეშ. ვფიქრობდი როგორი იქნებოდოდა მთელი დღე. "ისევ ისეთი როგორიც წინა" ჩამძახა მეორე მემ. პირსახოცს ვიხვევ და გარეთ გავდივარ. სამზარეულოში ანი მხვდება ყავის ჭიქით.
- ოხ გეშველა? გავიდგი ფესვები და ეგაა.- მაინც წამკბინა.
- ნუ ხარ მწარე. მიდი შედი და წავიდეთ რა, პირველი მზიას ლექსია გვაქვს და ხომ იცი თუ დავაგვიანეთ აღარ შეგვიშვებს.
- კარგი ხო. უი თებე ლილემ დარეკა, დღეს აღარ გამომიაროთ, ჩემი ძმა ჩამოვიდა და ის მომიყვანსო.
- ოხ ბატონი საბა ჩამოვიდა? ძაან კაი. ცოტას მოგვხოდავს ხოლმე.
- წავედი მე და ჩაიცვი შენც რა.- მთქნარებითა და კურტუმოს ქნევით გავიდა სამზარეულოდან. არა რა სილამაზით არც ანი ჩამომივარდება. ლამაზად გამოყვანილი წელი, გძელი ფეხები, გრძელი ქერა თმა, და მომწვანომოცისფრომონაცრისფროფერის თვალები. ოთახში შევდივარ და კარადას ვაღებ. მუქი ნაცრისფერი სვიტერი, ღიაფერის ჯინსის ოდნავ მოშვებული და კოჭებზე აკეცილი შარვალი და ნაცრისფერი ნაიკის ბოტასები და თმა დავივარცხნე. ერთხელ კიდევ დავტრიალდი სარკის წინ და ოთახიდან გავედი. ანი შემოსასვლელში ფეხსაცმლის ჩაცმით იყო დაკავებული. ლამაზად იყო: შავი მოკლემკლავიანი მაისური, მუხლსქვევით, მაღალწელიანი თეთრი დაშვებული კაბა და თეთრი ადიდასის ბოტასები. ქერა თმა კი მხრებზე ქონდა დაყრილი.
- წავედით? - ვკითხე და თან მანქანის გასაღებს ვეძებდი.
- აჰამ. ხო ლამაზად ვარ?
- ღმერთი შენთვის ერთ ბიჭს გაიმეტებს და გადმოგიგდებს.- ორივეს ერთდროულად წაგვსკდა სიცილი. კარიდან გავდივართ და ოჰო. ჩემი ნათქვამი ასე მალე ახდა და ბიჭებმა თავისი ფეხით მოგვაკითხეს კარსა ჩვენსა? მე და ანიმ ერთმანეთს გადავხედეთ და სიცილი აგვიტყდა. ორი ზესიმპატური ბიჭი. ერთი მაღალი, ნახშირივით შავი თვალებით და თმა გადაპარსული ნუ ბოლომდე არა. მეორე კი მაღალი, დაკუნთული, შოკოლადისფერი თვალებით და მოგრძო თმა, რომელიც ერთი ხელის მოსმით უკან გადაიყარა.
- გამარჯობა გოგოებო.- ორივემ ერთად თქვეს და ჰოლივუდის ღიმილი გვაჩუქეს.

P.S საცდელი თავია და არ დაიშუროთ კომენტარები და შენიშვნები. სამწუხაროთ წინა ისტორია ვეღარ გავაგრძელე რაღაც მიზეზების გამო. ისე კი მომენატრეთ :))



№1 სტუმარი სტუმარი Neli

დაუმთავრებელი ძალიან გამაღიზიაბებელია.თუ წერ,დაამთავრე,თუ არა და......

 


№2 სტუმარი სტუმარი ნელი

ეს კომენტარი ეკუთვნის ,,იძულება"-ს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent