შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის დღე რომ არა... (სრულად)


12-02-2020, 00:32
ავტორი LITTL3LON3LYSOUL
ნანახია 11 292

23ოქტომბერი... ის დღე რომ არა...

მანქანა მიაპობდა წვიმით დასველებულ გზას სადაც ცოლ-ქმარი ისხდნენ ორ მოზარდ ბავშვთან ერთად
- ამირან ცოტა ნელა ატარე, სიფრთხილეს თავი არ სტკივა- ეჯუჯღუნებოდა მზია
- მზია, ქალო იქნებ დამშვიდდე რა უნდა მოხდეს
- არ ვიცი... იმაზე მეტი მტერი გვყავს ვიდრე გგონია, გული რაღაც ცუდს მიგრძნობს
- დამშვიდდი, მშვიდობით ჩავალთ სახლში- ამშვიდებდა ამირანი ცოლს. უკანა სავარძელზე კი და-ძმა ენას არ აჩუმებდა
- სებე მაგ ენას თუ არ გააჩუმებ ამოგაძრობ იცოდე- ცოფებს ყრიდა გოგო
- ვის აშინებ კატერინა?- იწვევდა სებე
- აი დღეს დაბადების დღე მაქვს და ნერვებს არ ავიშლი რაა, მამაა უთხარი რომ ხვალ წავიდეთ კინოში; არ მომყვება და აქეთ მაშაყირებს კიდეც- მამას თავს აცოდებდა და თან თავის ძმას ეჯღანებოდა
-რა გჭირთ, ხალხმა რომ შემოგხედოთ ბაღის ბავშვები ეგონებით, ერთი უნივერსიტეტში მოეწყო მეორე კიდე მეორე კურსზეა და ვერ დასერიოზულდით ხო - იცინოდა ამირანი
- ნეტა ვის გვანან საინტერესოა- ხელები გადაიჯვარედინა მზიამ
- ნუ მკბენ ცოლო მაინც არ მეტკინება- ცოლს გადახედა ამირანმა
- გზას უყურე ამირან, ძალიან სწრაფად მიდიხარ ცოტა შეუნელე- საყვედურს საყვედურზე აძლევდა ქმარს
- კარგი ხო ოღონდ შენ დამშვიდდი- დაჰყვა ცოლის ნებას და მანქანის შენელებას ეცადა მაგრამ ამაოდ, უეცრად შიშმა აიტანა მაგრამ არ იმჩნევდა არ უნდოდა მათი განერვიულება. მანქანა კი სულ უფრო სწრაფად მიაპობდა გზას
- ჯანდაბა- შეიკურთხა ამირანმა- ბავშვებო აქ ცუდი მოსახვევია... გაიკეთეთ ღვედი და კარგად მოეჭიდეთ რამეს
- რა ხდება? სადმე გადაფრენას ხოარ ვაპირებთ-გაიხუმრა სებემ მაგრამ მამის გამომეტყველებაზე მიხვდა რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, რაღაც ძალიან ცუდი
- ამირან... - ხმა ჩაუწყდა მზიას
- ყველაფერი კარგად იქნება- ცოლის ხელს აკოცა და სიყვარულით სავსე თვალები შეანათა
მანქანამ სვლას უფრო უმატა, ამირანმა მანქანა ვერ დაიმორჩილა, ორი ბრუნი გააკეთა და ამობრუნებული დაეცა...შემდეგ დამტვრევის ხმა, ხალხის კივილი:გადავარჩინოთ ვის გადარჩენასაც შევძლებთ. სასწრაფოს ხმა და შემდეგ სრული წყვდიადი.

1 კვირის შემდეგ
- გონს ჯერ კიდევ არ მოსულა? - გაფაციცებით ელოდა სებეს პასუხს თიკა
- არა თიკ, ჯერ კიდევ უგონოდაა- ცრემლი შეერია ხმაში
- ღმერთო რამდენის გადატანა გიწევს და ის რომ გაიღვიძებს გაგიჟდება, მის გვერდით უნდა ვიყოთ
- ხო თიკ, მთავარია ერთმანეთი გვყავს- სებემ თავისი განიერი მკლავები მოხვია თიკას
1საათის შემდეგ ექიმი გამოვიდა და შეატყობინა რომ კატო გონს მოვიდა.
თიკა და სებე გიჟებივით შეცვივდნენ პალატაში
- კატ, ჩემო საყვარელო- ეფერებოდა და სახეს უკოცნიდა მონატრებულ დას
- როგორც იქნა დამიბრუნდა ჩემი დაქალი- გადაეხვია თიკა
- კარგით ხომ არ მოვკვდი- გაეცინა მაგრამ ტკივილმა თავი შეახსენა და დაიმანჭა- ჯანდაბა აქ ძალიან მტკივა-სებე, დედა და მამა სად არიან?
- კატ ამაზე სახლში რომ მივალთ მერე ვილაპარაკოთ- ხმა უტყდებოდა სებეს
-ჯანდაბა სებე რა არის ამაში ისეთი რომ სახლში უნდა ვილაპარაკოთ?- თავს ვეღარ აკონტროლებდა კატო
- კატ, დამშვიდდი საყვარელო კარგი? აქედან რომ გავალთ მერე დავილაპარაკოთ მაგაზე- უღიმოდა თიკა
- ახლავე სასწრაფოდ მეტყვით რა ხდება!- მკაცრად გაიჟღერა კატოს ხმამ
- კარგი გეტყვი ოღონდ დამშვიდდი გთხოვ.... მოკლედ 1კვირა უგონოდ იყავი, ავარიაში მოვყევით და დედა და მამა...- წინადადებას ვეღარ აგრძელებდა სებე
- სებე დედა და მამა რა, დაასრულე ამის დედაც წინადადება- ყვირილზე გადავიდა კატერინა
- დაიღუპნენ კატ, აღარ არიან
- რა?- ხმა აუკანკალდა კატოს- სებე მატყუებ ხო?- ცრემლებმა პატრონის დაუკითხავად გაიკვალეს გზა და მის ლოყაზე ჩამოგორდნენ
- კატ, არ ინერვიულო რა ჩვენ შენს გვერდით ვართ- კატოსკენ დაიძრა თიკა
- ღმერთო... ის დღე რომ არა, ის დაწყევლილი დღე რომ არა- დაჭრილი მხეცივით ღრიალებდა და ტიროდა კატო, სებე და თიკა კი მთელი ძალით ეხვეოდნენ
1თვის შემდეგ
- ხო ძმა, იასნია ძალით გადაჭრეს, მამაჩემს ბევრი მტერი ჰყავდა და აუცილებლად უნდა გავარკვიო ვისი ხელი ურევია ჩემი მშობლების სიკვდილში- ბოლთას სცემდა სებე და ტელეფონში თავის ძმაკაცს ელაპარაკებოდა- კარგი ძმაო ახლა ვთიშავ თუ სიახლე იქნება ეგრევე გამაგებინე. ტელეფონი გათიშა და კარზეც კაკუნის ხმა გაისმა
- შეიძლება ბატონო სებე?- ღიმილით შემოვიდა კატო
- მოდი შე არანორმალურო- დას გადაეხვია და ლოყები დაუკოცნა
- ცოტას ვნერვიულობ, პირველი დღე მაქვს უნივერსიტეტში და არ ვიცი როგორ მოვერგები
- კატ, აქეთ უნდა მოგერგოს უნივერსიტეტი. აბა შენ იცი ბიჭებს მაგნიტივით ნუ მიიკრავ ახლა- ცხვირზე თითი ჩამოჰკრა კატოს- ახლა წავედი საქმეები მიხმობს
-მოკლედ გაუმართლათ ჩვენ მშობლებს ასეთი მემკვიდრე რომ დარჩათ. მენატრებიან სებე, სული მტკივა, თავზე მენგრევა ყველაფერი ვეღარ ვუძლებ - ტკივილით სავსე თვალები შეანათა ძმას
- მე შენს გვერდით ვარ კატ, ერთად გავუძლებთ, მე შენი ფარი ვარ და არ დავუშვებ რომ ნანგრევებმა დაგაზიანოს. ერთად ყველაფერს გადავლახავთ ახლა კი წადი გაგვიანდება- შუბლზე აკოცა დას და თვითონაც წავიდა

თიკა და კატო უნივერსიტეტის შესასვლელთან შეხვდნენ ერთმანეთს და ერთად შევიდნენ შიგნით.
- დღეს პირველი დღეა, ღმერთმა ქნას მშვიდობით ჩაიაროს- არ ჩერდებოდა თიკა და თან მთელ უნივერსიტეტს ათვალიერებდა
- არვიცი თიკ, ვნახოთ რა იქნება- მხრები აიჩეჩა კატომ
უცებ უკნიდან მძიმე დარტყმა იგრძნო, ბიჭი მთელი ინერციით დაეჯახა და პირდაპირ ძირს გაიშხლართა. გვიან გაიაზრა რომ ზედ ეწვა ბიჭს რომელსაც მთელი ინერციით დაეტაკა.
- ჯანდაბა, მაპატიე- იმდენად ახლოს იყო ამ ბიჭთან რომ სუნთქვა ეკვროდა, ჩაიძირა მის მწვანე თვალებში და ასე გაგრძელდებოდა კიდევ დიდხანს რომ არა ბიჭის ხმა რომელიც ისეთივე მიმზიდველი იყო როგორც თვითონ
- დიდხანს უნდა ვიწვეთ ასე?- დაიბღვირა ბიჭმა

- უი, უკაცრავად- წამოდგომა სცადა კატომ მაგრამ აუხსნელი ხმა ამოუშვა რადგან ფეხი საშინლად სტკიოდა და მხოლოდ ახლა შეახსენა თავი- ჯანდაბაა- სიმწრის ცრემლები წამოუვიდა
- კატ, კარგად ხარ- უცებ მიეჭრა თიკა
- თიკა შენი აზრით ახლა ბედნიერს ვგავარ?- თიკას მისდგა გამწარებული
-ამის მერე წინ იყუროთ უკეთესი იქნება- უკნიდან მოესმა ბიჭის ხმა
- უკაცრავად? ვიღაც მთელი ძალით შემასკდა და ამის გამო წავიქეცი მე მაპატიე ზურგზეც რომ არ მაქვს თვალები- უღრენდა კატო. შემდეგ ადგილიდან წასვლა სცადა მაგრამ ნაბიჯი გადადგა თუ არა მაშინვე ჩაიკეცა, უკვე ძირს უნდა ყოფილიყო გართხმული, როდესაც ბიჭის ძლიერმა მკლავებმა დაიჭირა
- შენ სულ ასეთი მოუხერხებელი ხარ?- დაცინვას აპირებდა ბიჭი როდესაც მისი წყლიანი თვალები შეამჩნია- ჯანდაბა ძალიან გტკივა? სიარულს შეძლებ?
თავი გააქნია კატომ რადგან ნაბიჯიც რომ გადაედგა ალბათ ადგილზევე დაღვრიდა სისხლს
- კარგი, ჯანდაბას- თავი გააქნია ბიჭმა და ზურგით დაუდგა გოგოს- შემომაჯექი ექიმთან აგიყვან
- რაა? არ მინდა მადლობა მირჩევნია ფეხით მივბობღდე ექიმამდე- იუარა კატომ
- ჯანდაბა, გოგონა გაუპატიურებას კიარ გიპირებ დახმარებას ვცდილობ, დროზე შემომაჯექი თორემ ძალით გაგათრევ
- გოგოებთან როგორ უნდა მოიქცე როგორც ჩანს არავის უსწავლებია. ახხ ჯანდაბა კატო ესღა გაკლდა- თავისთვის ილანძღებოდა, სხვა გზა არ ქონდა იძულებული იყო ბიჭის ნებას დაჰყოლოდა, ზურგზე შეაჯდა და ხელები ყელზე მჭიდროდ მოხვია
- კომფორტულად ხარ?- ცალყბად ჩაიღიმა ბიჭმა
- საკმაოდ- თვალები აატრიალა კატომ შემდეგ კი უფრო მჭიდროდ მოუჭირა ხელები
- ასე დამახრჩობ და მერე შენ მოგიწევს ჩემი ექიმთან წაყვანა- გაეცინა ბიჭს
- რამდენი ლაპარაკი გყვარებია. არ შეგიძლია დროულად გადაადგა ნაბიჯები?
- აუ ეს კაპასი როჟა ნახე რა- ჩაიბუზღუნა და გზა გააგრძელა.
გოგოები შურით და ზიზღით უყურებდნენ სასურველი ბიჭის ზურგზე შემომჯდარ გოგოს და მისი მოკვლის ხერხებს იფიქრებდნენ
- შენ აქ მგონი ძალიან სასურველი ხარ არა? გოგოები თვალებით მჭამენ- გაეცინა კატოს
- ვერც კი წარმოიდგენ ისეთი- ტუჩები გაილოკა ბიჭმა
- ხო, ვისთვის როგორ- თავისთვის ჩაიბურტყუნა კატომ


როგორც იქნა ექიმამდე მიაღწიეს. ბიჭმა კატო საწოლზე ჩამოსვა და ექიმებს დაუთმო მისი თავი
- შენი სახელი საყვარელო?- გაუღიმა ექიმმა
- კატო- სიმწრისგან ძლივს გაუღიმა
-კარგი კატო, მე ახლა გავალ საჭირო ხელსაწყოებს მოვიტან შენ კი მინდა რომ შარვალი გაიხადო ასე უფრო კარგად შევხედავ- ექიმი ადგა და საკუთარი კაბინეტი ცოტახნით დატოვა

კატო შარვლის გახდას აპირებდა როცა ბიჭის არსებობა ახლა გაახსენდა
-ასე უნდა იდგე და მიყურო? გაიხედო იქნებ- შეუღრინა კატომ
- კარგი ხო რა უხეში ხარ კატერინა- ძალიან ლამაზად გაიჟღერა მის მიერ წარმოთქმულმა სახელმა
- კატო მქვია, ცნობისთვის.
სანახევროდ გახდილი ქონდა შარვალი მაგრამ ფეხი იმდენად აწუხებდა რომ მუხლამდეც კი ვერ შეძლო შარვლის ჩაწევა
-ჯანდაბაა, ჯანდაბაა- ლამის იღრიალა კატომ
- რა ხდება? რამე გტკივა?- ელდანაცემივით შემოტრიალდა ბიჭი და კატოს ამგვარ მდგომარეობაზე გაეღიმა- ღმერთო ბაღის ბავშვი ხარ? შარვალს როგორ ვერ იხდი?
- ჩემს მდგომარეობაში რომ იყო მიხვდებოდი. ძალიან მტკივა
- კარგი, მოდი დაგეხმარები- მასთან მივიდა, მისი შარვლისკენ ხელი წაიღო როდესაც კატოს ხელმა შეაჩერა
- არ მინდა ექიმს ვთხოვ
- ექიმი ღმერთმა იცის როდის მოვა მანამდე ასე უნდა იყო?
-ვიქნები
- რა ჯიუტი ხარ კატერინა
- ჯანდაბა ისევ კატერინა- თავისთვის იკურთხებოდა კატო- კარგი ოღონდ ნელა გამხადე
ბიჭმა შარვალი ძალიან ფრთხილად მოაშორა მის სხეულს და გვერდზე გადადო
-ესეც ასე- ტაში შემოჰკრა ბიჭმა
- როგორ უხარია უყურე და ბაღის ბავშვს მე მეძახის- დასცინა კატომ
- ფეხი შესიებული გაქვს კატერინა- ეს თქვა და მისი ფეხისკენ წაიღო ხელი. მისი ხელის შეხებაზე გააჟრჟოლა კატოს. ნაზად და რიტმულად დაასრიალებდა მის ფეხებზე ხელებს.
- გეყოფა. მადლობა რომ დამეხმარე- უხეშად მოიშორა მისი ხელი
- კარგი ბრაზიანო კატერინა- თვალი ჩაუკრა ბიჭმა.
ექიმმა კატო გასინჯა, ფეხი დაბეჟილი ჰქონდა, სახვევები დაუნიშნა და უთხრა რომ დაესვენა და სახლში წასულიყო.
- შენით წამოხვალ თუ შემოგისვა ზურგზე ისევ
- იმედია არ დამაყვედრებ ახლა, შევძლებ როგორმე მაგრამ დაგეყრდნობი თუ შეიძლება
- ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ კატერინა- თავი დაუკრა ბიჭმა
- მოგცლია რა- შეუღრინა კატომ
- უი მართლა მე მიგიყვან სახლამდე
- არ მინდა მადლობა
- ფეხით აპირებ სახლამდე მისვლას?
- ჩემს ძმას დავურეკავ
- არა მე წაგიყვან- არ ეშვებოდა ბიჭი
- ღმერთოო ჯანდაბას კარგი წამიყვანე
მანქანაში ჩასვა და შემდეგ საჭეს მიუჯდა. 10წუთში კატოს სახლის წინ იყვნენ. ბიჭმა მანქანას მოუარა, კატოს კარები გაუღო და გადმოსვლაში დაეხმარა
- სახლში არის ვინმე?
-რა იყო ჩემთან გადმოსახლებას აპირებ- მიუბრუნდა კატო
- რა ხუმარა ხარ- ძალით გაიცინა ბიჭმა- იმიტომ გეკითხები რომ ამ ფეხით მარტო ვერ გაქაჩავ სახლში რა ხომ ხვდები
- აჰა გასაგებია, როგორი მზრუნველი ხარ, წესით ჩემი ძმა სამსახურშია და მარტო ვარ მაგრამ დაქალს დავურეკავ და ის მოვა
- ის გოგო არა? რა ერქვა მოიცადე
- თიკა
- ხო თიკა.. ლექცია 2საათი არ დამთავრდება ამიტომ მანამდე მე დავრჩები
- ოჰ, გადაწყვეტილებას ისე იღებ რომ სახლის პატრონს არც ეკითხები?
- ჰმმ, ვინაა სახლის პატრონი?- წარბი აზიდა ბიჭმა
- ჩემი ძმა- გაეღიმა კატოს მიუხვდა ბიჭს საითკენაც მიყავდა საუბარი
- ხო და შენს ძმას აქ ვერ ვხედავ ამიტომ თავისუფლად შემიძლია სახლში შესვლა, ახლა კი წავედით კატერინა
- ჰმმ შენი სახელი არ გითქვამს იცი?
- ალექსანდრე, ალექსანდრე გოდერძიშვილი- თავი დაუკრა ბიჭმა
- არც ისე სასიამოვნოა მაგრამ კატო ჭავჭავაძე- ბიჭის ხელს თავისი შეაგება
- დამიჯერე იმაზე სასიამოვნო იქნება ვიდრე შენ გგონია
- თავდაჯერებულობა ხალხს ღუპავს, მე კი ამაში ექსპერტი ვარ ამიტომ ასეთიდარწმუნებულიც ნუ იქნები
- ამას დრო გვაჩვენებს კატერინა- თვალი ჩაუკრა ალექსანდრემ
მთელი დღის განმავლობაში პატარა ბავშვივით თავს დასტრიალებდა კატოს და ყველა სურვილს უსრულებდა. თვითონაც კი ვერ სცნობდა საკუთარ თავს. უკვე მოსაღამოვდა და მისი წასვლის დროც დადგა
- კარგი კატერინა ახლა ჩემი წასვლის დროა უნივერსიტეტში შევხვდებით- ლოყაზე აკოცა და კარისაკენ გაემართა
კატო კარის გაღებას აპირებდა როცა სხვამ დაასწრო მისი შემოღება
-სებეე- ძმას ჩამოეკიდა კატო და ცოტა დაიძაბა რადგან მის სახლში ბიჭი იმყოფებოდა თან ასეთ დროს
- გამარჯობა პატარავ, ფეხზე რა მოგივიდა?- გიჟივით მივარდასაკუთარ დას, დას რომელიც ყველაფერზე მეტად უყვარდა და მთელ მსოფლიოს დაუპირისპირდებოდა მის გამო
- არაფერია სებე დაჟეჟილი მაქვს უბრალოდ- აწყნარებდა ძმას
- ჰმმ- ჩაახველა ალექსანდრემ- გამარჯობა, ალექსანდრე- ხელი გაუწოდა მის წინ მდგომ ბიჭს სებემ ახლა შეამჩნია რომ სახლში მარტო არ იყვნენ და ბიჭს მიუბრუნდა, როდესაც უეცრად ნერვებმა აიტანა, მისი სახის დანახვისას თავი ძლივს გააკონტროლა რომ იქვე არ ეცემა
- ჩემს სახლში რა გინდა შე ნაბი*ვარო- ღრიალით მივარდა სებე მასზე არც ისე დაბალ ბიჭს.

სწრაფი მოძრაობით კედელს ააკრა ბიჭი, თან ყელში უჭერდა ხელს და ცოფებს ყრიდა
- აქ როგორ მოხვედი შე ნაბი*ვარო?- კიდევ უფრო მაგრად უჭერდა ყელზე ხელს
- თუ გამიშვებ იქნებ გიპასუხო?- გაეღიმა ალექსანდრეს, მის ხელს თავისი ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა, არც ის ჩამოუვარდებოდა სებეს სიძლიერეში ამიტომ ხელი მარტივად გააშვებინა
- დროზე, ილაპარაკე
- შენი დაიკო რომელიც ზედ შემომაფრინდა და ზემოდან მომექცა- გაეღიმა და ენა გაილოკა- ექიმთან წავიყვანე, ექიმიდან კი აქ სახლში, მგონი მადლობას ვიმსახურებ არა?- კედელს მიიეყუდა და ხელები გადაიჯვარედინა
- სებე, რა ხდება? რა დაგემართა?- საყვედურობდა კატო
- ამ არაკაცთან რას აკეთებ კატო?- ცდილობდა თავი დაემშვიდებინა სებეს, არ უყვარდა როდესაც მის დასთან ტონს უწევდა და ცდილობდა ყოველთვის თავი ეკონტოლებინა
- ერთ უნივერსიტეტში დავდივართ, რა გჭირს უკვე აგიხსნა ალექსანდრემ რის გამოცაა აქ- გაკვირვებული უყურებდა თავის ძმას
- კატო, მის სახელს კიდევ ერთხელ იტყვი და... - ძარღვები დაეჭიმა, ხელი ჰაერში აწია, თვალთ დაუბნელდა ვეღარაფერს ვეღარ ამჩნევდა
- რას იზამ? დამარტყამ?- ირონიით უპასუხა კატომ
- კატო ამის დედაც ენა გააჩუმე- ყვირილზე გადავიდა სებე- შენ კი გააჯვი ჩემი სახლიდან და აღარასდროს გნახოს ჩემმა თვალებმა- ალექსანდრეს მიუბრუნდა
- ახლა კარგად მომისმინე სებე- თავდაჯერებულობას არ კარგავდა ალექსანდრე- არ მიყვარს მბრძანებლური ტონი და ხო კიდევ ვერავინ დამიშლის იმის გაკეთებას რაც მინდა მითუმეტეს თუ ეს შენ იქნები, შეხვედრამდე კატერინა- თვალი ჩაუკრა კატოს და სახლი დატოვა
- რა ჯანდაბა დაგემართა?- თავის ძმას მიუბრუნდა რომელიც მაცივრიდან ლუდს იღებდა და სავარძლისკენ აეღო გეზი
- კატო ახლა არ გინდა რა
- კატო ახლა არ გინდა, კატო მერე ვილაპარაკოთ, კატო არ მცალია, საერთოდ ვარ ცოცხალი არსება და მაქვს უფლება თუ არა რომ ვიცოდე ის რისი გაგებაც მაინტერესებს? ეშმაკსაც წაუღიხარ სებე ჭავჭავაძე- აუღელვებლად მიმართა თავის ძმას, ოთახში ასვლას აპირებდა როდესაც მისმა ხელმა შეაჩერა
- კარგი დაჯექი, მზად ხარ ყველაფერი მოისმინო?
- უარი როდის ვთქვი?- წარბი შეხარა კატომ და სებეს წინ მოკალათდა
- მოკლედ, როგორც იცი მამას სასტუმროების ბიზნესი აქვს, რომელსაც დიდი შემოსავალიც აქვს და ახლა მამის დატოვებულ საქმეს მე ვაგრძელებ. მამას პარტნიორი ჰყავდა რომელთან ერთადაც ეს საქმე წამოიწყო კახა გოდერძიშვილი, რომელიც ძალიან გაიძვერა კაცი აღმოჩნდა და მამამ გადაწყვიტა მთლიანი საქმე საკუთარ თავზე აეღო ამის გამო ბევრჯერ მოსვლია შეტაკება კახასთან.
- მოიცადე ძალიან მეცნობა გვარი- თავისთვის ჩაიბუტბუტა კატომ მაგრამ გაჩუმება ამჯობინა სანამ სებე საუბარს არ დაასრულებდა
- ავარიის დღე ხომ გახსოვს?- ჰკითხა სებემ და კატომაც საპასუხოდ თავი დაუქნია- იმ დღეს მამას მანქანას მუხრუჭები დაუზიანეს, წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა იყო, მამას ბევრი მტერი ჰყავდა მაგრამ მთავარ ეჭვმიტანელად კახას ვთვლი, კახა გოდერძიშვილს რომლის შვილიც- დასრულება არ აცადა კატომ
- რომლის შვილიც ალექსანდრეა... ღმერთო- ახლა მიხვდა საიდან ეცნობოდა ეს გვარი
- მოიცადე შენ საიდან?- გაუკვირდა სებეს
- ინტუიცია ყოველთვის იდეალური მქონდა- სიმწრისგან გაეცინა კატოს- მაგრამ ეს იმის უფლებას არ გაძლევს რომ ალექსანდრეს ასე მოექცე, მამამისი თუ ნაბი*ვარია ეს იმას არ ნიშნავს რომ შვილიც ასეთია
- და არც გამორიცხავს ჩემო კატერინა- ალექსანდრეს გააჯავრა სებემ
- მაგ სახელს ნუ მეძახი- დაუბღვირა კატომ
- მისმინე, არ მინდა მასთან ურთიერთობა გქონდეს გესმის? დღეს მარტო იმის გამო არ მოვქცევივარ ასე რომ მისი შვილია, პირადი მიზეზიც მქონდა საყვარელო- თვალი თვალში გაუყარა კატოს
- დამდებ პატივს და მეტყვი რა პირადი მიზეზი გქონდა?
- ნინი ხომ გახსოვს?- ხმა აუკანკალდა სებეს
- კი, შენ ის ყველაფერზე მეტად გიყვარდა, ნინი გოდერძიშვილი... ღმერთო- შეჰკივლა კატომ- არ მითხრა რომ...
- ალექსანდრეს და იყო კატო- თავი ჩახარა სებემ- ყველაფერი მისი ბრალია- ძარღვები დაეჭიმა სებეს- ის დღე რომ არა...


1წლის წინ
- გამარჯობა ბატონო ალექსანდრე, ვინმე ხომ არ დაკარგეთ?- ირონიული ხმა გაისმა ტელეფონიდან
- ვინ ხარ შე ნაბი*ვარო- ნერვებმა აიტანა ალექსანდრე
- ის ვინც შენს დას მალე ყელს გამოჭრის თუ იმას არ გააკეთებ რასაც გეტყვი- ხარხარებდა ტელეფონში კაცი
- არ გაბედო და ნინის ხელი არ დააკარო, რა ჯანდაბა გინდა- თავს ძლივს უწევდა კონტროლს
- ორი ვარიანტი გაქვს შენი დის გადასარჩენად ან სასტუმროების ბიზნესს დათმობს მამაშენი და შემდეგ მე მომცემს ან ამირან ჭავჭავაძის მოკვლა მოგიწევს
- კაცის მოკვლას არ ვაპირებ შე არაკაცო- ყბისძვალი ისე დაეჭიმა ასე ეგონა ყბამოტყდებოდა
- მაშინ შენი და აგებს პასუხს შენი დაშვებული შეცდომისათვის
- კარგი, არ გაბედო და ხელი არ ახლო, ყველაფერს მოვაგვარებ
- დრო იწურება ალექსანდრე, წამზომი ჩაირთო
- დედაას შევე*იიიი- ირგვლივ ყველაფერი დალეწა და მისმა ღრიალმა შეაზანზარა იქაურობა- რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო ამის დედაც კახა, ყველაფერი შენს გამო ხდება შე არაკაცო, ფულის გამო ყველაფერზე ხარ წამსვლელი არა?- სასწრაფოდ ქურთუკი აიღო და მამამისთან წავიდა

კახა თავის კაბინეტში იმყოფებოდა როდესაც კარები შვილმა შეუნგრია
- მაგ კარების შეკეთების ფულს შენ გადაიხდი- თავი არც აუწევია ისე მიმართა შვილს
- შე ნაბი*ვაროო- ყელში წვდა ალექსანდრე- ყველაფერი შენი დამპალი სიხარბის გამო ხდება- კედელს ააკრო მამამისი და ფურთხი უწილადა
- რა ჯანდაბას აკეთებ, გადაირიე- მისგან გათავისუფლება სცადა კახამ
- ადგილზე დაერჭე შე არაკაცო, ვიღაც კაცმა დამირეკა და ნინის სიცოცხლით მემუქრება, როგორც გინდა ვისაც გინდა იმას მიეცი და ახმარინე ეგ შენი ბინძური და არც კი გაბედო დატყდე ამ სიტუაციიდან, ნინის უნდა დავეხმაროთ- მკაცრი იყო ალექსანდრეს ხმა
- მე რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო? მიეცი ფული და გაუშვებს- მხრები აიჩეჩა კახამ
- რანაირი მამა ხარ? არა მე კაი მაგრად და მახატია შენი გრძნობები რომელიც არ გაგაჩნია მაგრამ ნინის როგორ ექცევი ეგრე? სასწრაფოდ უნდა თქვა უარი იმ წილზე რაც მაგ საქმიდან გაგაჩნია, კაცის მოკვლას არ ვაპირებ მაგრამ თუ იძულებულს გამხდი ამირანის მაგივრად ეგ შენ იქნები გესმის? იმ პატიოსან კაცს ხელს არ დავაკარებ შე ახ*არო- მუშტი მოუქნია მამას
- წილს არ დავთმობ, არ არსებობს- უყვირა შვილს
- მაგასაც ვნახავთ- გაეცინა ალექსანდრეს


ბატონი ამირანი კაბინეტში იმყოფებოდა და საქმეს მთლიანად დაეპატრონებინა მისი სხეული და სული, ისე რომ ვერც კი შეამჩნია ალექსანდრეს იქ მისვლა
- გამარჯობა ბატონო ამირან- ხელი გაუწოდა ალექსანდრემ
- მოდი შვილო, გამიხარდა შენი აქ ნახვა- არაკაცი მამამისისგან განსხვავებით ძალიან მოხიბლული იყო ალექსანდრეთი ბატონი ამირანი
- ამირან, სალაპარაკოდ მოვედი... მინდა რომ არაკაცმა მამაჩემმა თავისი წილი დათმოს რასაც საკუთარი ნებით არ იზამს ამიტომ უნდა დამეხმარო
- არაკაცი მამაშენის ამბავი ბევრმა იცის ჩემო ალექსანდრე... ასე მარტივად არ მოგვარდება ეგ ამბავი გარკვეული დრო სჭირდება- თავი გააქნია ამირანმა
- მაინც რამდენი?
- რამოდენიმე თვე დასჭირდება- ყოყმანით მიუგო ამირანმა
- ღმერთო ეს ძალიან ბევრია, მისთვის ბევრია- ჩაილაპარაკა ალექსანდრემ
- ვისთვისაა შვილო ბევრი?
- არაფერი, დაივიწყეთ დიდი მადლობა რომ მომისმინეთ და გთხოვთ ყველაფერი გააკეთეთ რომ წილი დათმოს და სამუდამოდ ლაფში ჩაეფლოს
- კარგი შვილო, შეხვედრამდე- გადაეხვია ალექსანდრეს და საკუთარ საქმეს დაუბრუნდა

ალექსანდრე ძალიან ნერვიულობდა საკუთარი დის გამო. სასწრაფოდ მის ძმაკაცს დაურეკა და მთელი ძალებით ცდილობდნენ მისი ადგილსამყოფელის გარკვევას.


5 თვის შემდეგ...
ამ დროის განმავლობაში ნინი არც თუ ისე კარგ პირობებში იმყოფებოდა მაგრამ ის ადამიანი ვინც ის გაიტაცა მის მოკვლას არ ჩქარობდა. იმდენად სურდა კახას განადგურება და იმ ბიზნესის რამაც მას წარმატება მოუტანა რომ მზად იყო წლებიც კი მოეთმინა.
ალექსანდრე კი ზოგჯერ უახლოვდებოდა იმ კაცს რომელსაც თვეებია ეძებდა, მაგრამ ზუსტად იმ წამს უსხლტებოდა ხელიდან როდესაც ეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა.
- ამის დედააც, მოვკლავ კახას- შეიკურთხა ალექსანდრემ და მამამისს ოთახში შეუვარდა- მე შენ რა გითხარი? რა უნდა გაგეკეთებინა შე ახ*არო?- გაშმაგებით ეძგერა მამამისს და იქამდე სცემა სანამ გონება არ დაკარგა, შემდეგ დაცვას დაუძახა და მისი უგონო და ბინძური სხეული ოთახიდან გაატანინა


ამირანი მიზანთან ახლოს იყო... რამოდენიმე კვირაში კი მთლიანი ბიზნესი მის ხელში აღმოჩნდა და სიხარულით ახარა ეს ამბავი ალექსანდრეს


ალექსანდრე იმ კაცის ზარს ელოდა რომელიც ყოველ ორ დღეში ერთხელ რეკავდა ამბის გასაგებად და აი გაისმა ტელეფონზე ზარის ხმაც
- აბა ალექსანდრე ნელ-ნელა მოთმინების უნარიც მეწურება
- ყველაფერი მოვაგვარე, მამაჩემს არანაირი წილი აღარ გააჩნია იმ ბიზნესში, ფულს კი აუცილებლად გადმოგცემ
- კარგი ჩაიწერე შეხვედრის ადგილი და დრო

ალექსანდრეს ლაპარაკს ყური უგდო მოსამსახურემ რომელსაც ევალებოდა თითოეული ნაბიჯი კახასთვის მოეხსენებინა და პირნათლად ასრულებდა მოცემულ დავალებას.

- არა, წილი წამართვით მაგრამ ღირსებას არ გაგათელინებთ თქვე ნაბიჭ*რებო- იკურთხებოდა კახა
კახამ ძალიან კარგი გეგმა დასახა, რის მიხედვითაც ალექსანდრე ვერ შეძლებდა დანიშნულების ადგილას წასვლას ხოლო ამირანი კი სამუდამოდ დაემშვიდობებოდა ბიზნესს და ცხოვრებას.
- ესეც ასე, ვინ გეგონათ კახა გოდერძიშვილი?- ხელები შემოჰკრა და გადაიხარხარა



ის დღე რომ არა...

ალექსანდრე უკვე მზად იყო, ფულიც ხელში ეჭირა და ის იყო მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა რომ უკნიდან ვიღაც მთელი ძალით დაეტაკა და სხეულში აღუწერელი ტკივილი იგრძნო
- ჯანდაბა, ნაბიჭ*არო, ვინ ჯანდაბა ხარ- მთელი ძალებით იბრძოდა ალექსანდრე, თავის დასთან უნდა წასულიყო, უნდა ეხსნა იმ კაცის კლანჭებისგან, მაგრამ ვერ შეძლო, სხეული არ დაემორჩილა და უგონოდ დაეცა მიწაზე.

იმ დღეს სამი უდანაშაულო ადამიანი გარდაიცვალა. ამირანი ავარიაში მოყვა და რაღაც ძალის წყალობით მათი შვილები გადარჩნენ. იმ დღეს ნინი გოდერძიშვილი, იმ კაცმა სიცოცხლეს გამოასალმა რომელმაც თავი მოტყუებულად იგრძნო როდესაც ალექსანდრე დანიშნულების ადგილას არ მივიდა. იმ დღეს მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ბედნიერი. და ვინ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები. და მაინც ის დღე რომ არა...


დამღლელი დღის შემდეგ დიდხანს ეძინა კატოს, დასვენება ნამდვილად სჭირდებოდა რადგან ერთი დღისთვის ძალიან ბევრი რამ მოხდა და ეს ყველაფერი უნდა გადაეხარშა. სანამ არ მოსაღამოვდა ლოგინში ნებივრობდა და არც აპირებდა ადგომას რომ არა მის სახლში მივარდნილი გიჟი დაქალი
- კატო თუ არ ადგები შეისისხლხორცებ მაგ ლოგინს- დასცინა თიკამ
- ჰმმ ცნობისთვის ექიმმა დასვენება მირჩია- თავი გაიმართლა კატომ
- დასვენება ერთი ადგილის უმოძრაობას არ ნიშნავს კატო- ნიშნისმოგებით თვალი ჩაუკრა თიკამ
- ისეთი ამბები მოხდა ჩემს თავს რომ ვისურვებდი ვინმეს გონება გაესუფთავებინა ჩემთვის. გამოუვალ სიტუაციაში ვარ
- გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს კატო, არსებობს სიტუაციები საიდანაც გამოსავალი არ გვაწყობს
- ძმურად ასე როდის დაბრძენდი? რამეს სვამ?- ეჭვნარევი ხმით კითხა კატომ
- გავიზარდე კატ, შენგან განსხვავებით- ენა გამოუყო თიკამ და საწოლიდან წამოაგდო

მთელი დღე ერთად გაატარეს თიკამ და კატომ, იმდენი ილაპარაკეს მალე სახლი ენას ამოიდგამდა.
- ეს ალექსანდრე ნახე რა ვინ ყოფილა- თავს აქნევდა თიკა
- არვიცი თიკუ, ვინ ვინაა ჯერ ვერ გავარკვიე და ძალიან მაბნევს ეს ამბავი. ცალკე ეგ ამბავი, ცალკე ჩემი მშობლების...- პაუზა გააკეთა კატომ- მე უბრალოდ დღემდე ვერ შევეგუე რომ აღარ არიან და იმის ცოდნა უფრო მკლავს რომ ვიღაც არამზადამ წამებში ხელიდან გამომაცალა მათი თავი
- დამშვიდდი კატ, დრო დაუნდობელია და მალე ყველაფერს ფარდა აეხდება.
- ზუსტად დროის მეშინია თიკა, მაშინებს დრო რომელმაც არ იცის დანდობა, აუხსნელი სისწრაფით მიიწევს წინ, არ ადარდებს ვის ჩამოიტოვებს უკან და შენც იბრძვი რომ დროს ფეხი აუწყო, იბრძვი რომ დრომ არ დაგამარცხოს, მაგრამ ყველაფერი დროებითია მხოლოდ დროა სამუდამო რომელიც თავის დანიშნულებას პირნათლად ასრულებს- სინანულით ამოილაპარაკა კატომ
- დრო მართლაც დაუნდობელია კატო, მაგრამ განა ღირს წინასწარ იმაზე გლოვა და ფიქრი რაც არც კი იცი მოხდება თუ არა? დრო უსასრულოა და უნდა იბრძოლო იმისათვის რომ მას შეერწყა და შენც უსასრულოდ გააგრძელო ცხოვრება ყველანაირი ტივილის მიუხედავად- მიუგო კარში მდგომმა სებემ რომლის მოსვლაც ლაპარაკში გართულმა გოგოებმა ვერ შეამჩნიეს.
- სებე... - ამოიხრიალა კატომ
- ვერც მე ვუძლებ იცი? მაგრამ მაძლიერებს იმაზე ფიქრი რომ სათანადოდ დაისჯება ჩვენი მშობლების მკვლელი. და მაინც მკლავს ის მოგონებები რაც ყოველ ღამით თავს მახსენებს
- მაგრამ ჩვენ ადამიანებს ზუსტად ეს მოგონებები გვზრდის კარგი იქნება ეს თუ ცუდი- აენთო კატო
- ჩვენი სისუსტე ჩვენივე სიძლიერედ უნდა ვაქციოთ- გაეღიმა სებეს
- ჩვენი სისუსტე ჩვენივე სიძლიერედ უნდა ვაქციოთ- ღიმილით გაიმეორა ძმის სიტყვები და მას გადაეხვია.


ალექსანდრე იხსენებდა იმ დღეს როდესაც კატოს სახლში ის პიროვნება ნახა რომელიც ამ ქვეყანაზე ნინის მკვლელის და მამამისის შემდეგ ყველაზე მეტად არ ეხატებოდა გულზე
- ჯანდაბა კატო- თავი გააქნია ალექსანდრემ - მაინც და მაინც მაგ არამზადის და რატომ აღმოჩნდი? შენს ოჯახსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი დის სიკვდილში, სამწუხაროა რომ შენც ამ ოჯახის წევრი ხარ, არა და მომწონდი.
- ისევ საკუთარ თავს ელაპარაკები- კარი შემოაღო ლევანმა
- ლევან, ძმურად რა ახლა არ გინდა... ნაბიჭ*არ მამაჩემზე ახალი ისმის რამე?
- ძალიან კარგად იმალება, რაც გაიგო რომ კვალში ჩავუდექით დატყდა ამ სამყაროდან - არა მაინც ვერ ვიჯერებ საკუთარი ქალიშვილი სიკვდილისთვის როგორ გაიმეტა, ვიპოვი მასაც, ნინის მკვლელსაც და პასუხს ძალიან მწარედ ვაგებინებ- ჰაერში მოქნეული მუშტი სარკეს მიაგება და თქრიალით წასკდა სისხლი
- დამშვიდდი, ნახე შენს თავს აღარ გავხარ, ყველაფერი მაგრად იქნება ხო იცი- ამშვიდებდა ლევანი
- ხო უნდა იყოს...
- რაღაც ჩაფიქრებული მეჩვენები, რამე მოხდა?
- ლამის იმ გოგოს დავადგი თვალი ვისი ოჯახიც არანაკლებ მძულს...- სიმწრით ჩაეღიმა ალექსანდრეს
- არა ძმაო მაინც ვერ ვიგებ ამირანს რატომ ადანაშაულებ ნინის სიკვდილში, ყველაფრით დაგეხმარა რითაც კი შეეძლო
- ლევან...- ყბის ძვალი დაეჭიმა ალექსანდრეს- თავის დროზე ამირანს ძალიან დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ იმ ღამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა


მოლაპარაკების დღე...

ალექსანდრე იმ კაცთან შეხვედრას აპირებდა როდესაც უკნიდან თავს დაესხნენ და გონს საავადმყოფოში მოვიდა...
- ჯანდაბა, არა აქ არ უნდა ვიყო- იმ სადენებისგან თავის გათავისუფლებას ცდილობდა მაგრამ ამაოდ თითქოს ყოველი მოძრაობისას უფრო მჭიდროდ ეხვეოდა და გაქცევის საშუალებას არ აძლევდა.
ცოტახნის შემდეგ ექიმი პალატაში შემოვიდა: - გამარჯობა ბატონო ალექსანდრე მიხარია რომ გონს მოხვედით, ხვალ გაგწერთ და გთხოვთ რომ თავს მოუაროთ- ღიმილით მიუგო და პალატა დატოვა.

ალექსანდრეს შიგნიდან რაღაც ჭამდა და ფიტავდა. ნაწილ-ნაწილ იხსენებდა გუშინდელ დღეს და უცებ ელდანაცემივით წამოხტა: - ამირან შე ნაბი*ვარო...- კბილებში გამოსცრა ალექსანდრემ

წინა ღამეს....
როდესაც ალექსანდრეს უკნიდან თავს დაესხნენ იგი მთელი ძალით ცდილობდა დაენახა ვინ იყო მის წინ მდგომი კაცი, მაგრამ სახის დანახვა ვერ შეძლო.... მხოლოდ მისი ხმა და სიტყვები: - ამირანმა მამაშენს მოკითხვა გადმოსცა.
ზუსტად ამის გამო თვლიდა ამირანს დამნაშავედ. მაგრამ ამირანმა არ იცოდა რისთვის მიდიოდა იმ ღამით ალექსანდრე, ის კაციც იმიტომ მიუგზავნა რომ კახას საქციელების ატანა აღარ შეეძლო და ცხელ გონებაზე მიიღო გადაწყვეტილება. მაგრამ იყო დამნაშავე ამირანი? ან უდანაშაულო? ამის განსჯა მხოლოდ ღმერთს შეეძლო.


კატომ მოკლევადიანი რეაბილიტაციის შემდეგ უნივერსიტეტში წასვლა გადაწყვიტა. უნიში შესვლა ესიამოვნა კიდეც რადგან სულ სახლში ყოფნა მობეზრებული ჰქონდა.

ლექციაზე აგვიანდებოდა და ლამის უკვე არბოდა კიბეებზე რომ უცებ ვიღაც დაეჯახა და რომ არა მისი ხელები კიბეებიდან დაგორდებოდა
- სულ ასე უნდა ვხვდებოდეთ ერთმანეთს კატერინა?- თვალი თვალში გაუყარა კატოს
- ჯანდაბა, კატერინას ნუ მეძახი- დაიბღვირა კატო
ალექსანდრემ კატო ზედ მიიკრო, მისი ტუჩებისაკენ მიიწევდა, მის სურნელს ხარბად ისუნთქავდა, კატო კი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს მის ასეთ ქცევას და წინააღმდეგობას ვერ უწევდა
- სამწუხაროა რომ იმ არამზადას და ხარ - უხეშად მოაშორა ხელი და კატო საკუთარ ფიქრებთან მარტო დატოვა
- ჯანდაბა, იდიოტი- ცოფებს ყრიდა კატო და ლექციის ოთახს ეძებდა.

ახლა კი მოკლედ მოგიყვებით სებესა და ალექსანდრეს ამბავს.
ნინის სიკვდილიდან ამ დრომდე შეუწყვეტლივ ეძებდნენ მის მკვლელს რა დროსაც მათი გზები გადაიკვეთა. სებემ კი ალექსანდრეს გამწარებულმა წამოაძახა რომ მისი ბრალი იყო ყველაფერი და შემდეგ ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. რომ არა ლევანი ახლა ორივე ინვალიდი იქნებოდა. ამის გამო ვერ იტანდნენ ერთმანეთს სებე და ალექსანდრე.

ალექსანდრეს გადაწყვეტილი ქონდა რომ სებესთვის სამაგიერო კატოთი გადაეხადა და ყველაფერს გააკეთებდა მიზნის მისაღწევად.

ლექცია როგორც კი დამთავრდა პირველი კატო გამოვიდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისაკენ როდესაც ვიღაც ძლიერად დაეჯახა და ყავა ზედ გადააქცია
- ღმერთო მაპატიე- ბოდიშებს უხდიდა გოგონა
- არა რა ეს რა დღე მაქვს? ყველაფერი უბედურება მე როგორ უნდა მემართებოდეს?- დედაკაცივით ილანძღებოდა საკუთარ ბედზე გამწარებული კატო- კარგი არაუშავს არ მოვმკვდარვარ- გოგონას გაუღიმა და გასახდელისკენ აიღო გეზი მაგრამ დაკეტილი დახვდა.
- ესეც მორიგი კრახი კატო ჭავჭავაძე- ილანძღებოდა კატო- რა გავაკეთო? ასე ვერ წავალ- ნერვიულობისგან ხელებს ისრესდა და ვერ გადაეწყვიტა რა ექნა როდესაც უცებ წამოიკივლა- არა რა ტვინი გადმოგდის კატო, ეს სულელობა როგორ მოიფიქრე? მაგრამ სხვა გზა არმაქვს - საკუთარ თავს ელაპარაკებოდა შემდეგ კი ბიჭების გასახდელში შევიდა და შეეცადა რაც შეიძლება მალე გამოეცვალა ტანსაცმელი.
მაისური უკვე გახდილი ქონდა როდესაც გასახდელში ბიჭი შემოვიდა
- ჯანდაბაა, აქ რა გინდა? - დაუკივლა ბიჭს
- უკაცრავად მაგრამ კითხვა იცი? ბიჭების გასახდელი წერია- მიუგო ბიჭმა, შემდეგ მის წინ მდგომი გოგო შეათვალიერა და ენა გაილოკა
- ჯანდაბა კატო, კარის ჩაკეტვა არ გასწავლეს?- თავში ხელებს იშენდა, შემდეგ კი ბიჭის მზერა შეამჩნია რომელიც კარგს არაფერს უქადდა კატოს
ბიჭი მისკენ დაიძრა და სულ უფრო ახლოს მიიწევდა.
უცებ კარი გაიღო და ალექსანდრე შემოვიდა, იმ სიტუაციამ რაც წინ დახვდა ძალიან გააკვირვა მაგრამ მალევე მიხვდა აქ რაც ხდებოდა. ბიჭს ქეჩოში ხელი ჩაავლო და კარებისაკენ წაათრია - რა გოგოს უნახავივით იქცევი ბიჭო, დროზე დაახვიე აქედან - მუშტი უთავაზა და გარეთ გააგდო
დაბნეული კატო კი ერთ ადგილზე გაშეშებული იდგა, გონზე კი ალექსანდრეს ხმამ მოიყვანა
- ასე კიდევ დიდხანს უნდა იდგე?
-რაა? აა ჯანდაბა- ძლივს მოვიდა გონს- ახლავე ჩავიცვამ ტანსაცმელს, მაგრამ ტანსაცმელი... ჯანდაბაა ღმერთო კარგი რაა სულ ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა ჩავვარდე, იქნებ ვიკარგები ერთი ნაჭერი არ უნდა მეგდოს?- ისევ თავის თავს ელაპარაკებოდა კატო
- ჯანდაბა, სულელი კატერინა- გაეცინა ალექსანდრეს- ჩემი მაისური აიღე- ეს თქვა და მაისური სწრაფად გაიძრო, ამან კიდევ უფრო დააბნია კატო, უზომოდ სექსუალური იყო მის წინ მდგომი წელსზევით შიშველი ალექსანდრე.
ბიჭმა მისკენ გადადგა ნაბიჯები, კატო კი უცებ დაფრთხა და უკან გახტა
- კარგი რა, იმ ბიჭებს არ ვგავარ გოგოს ლიფით რომ დაინახავენ და რომ უდგებათ, ნუ გეშინია შენზე ძალადობას არ ვაპირებ- გადაიხარხარა ალექსანდრემ- აიღე და იქამდე ჩაიცვი სანამ მორიგი ბიჭი არ შემოგივარდა, მერე მე აქ აღარ ვიქნები- მაისური ხელებში მიაჩეჩა და გასახდელი დატოვა
- ჯანდაბა შენს თავს კატო, ჯანდაბა- თავის დაწყნარებას ცდილობდა ემოციებმოზღვავებული კატო.

ალექსანდრე თავის კაბინეტში იჯდა როდესაც მასთან ლევანი შევიდა
- მეძახდი ძმაო?
- კი ლევან შემოდი- ამოიხვნეშა ალექსანდრემ
- რა ხდება?
- გუშინ სახლში ეს წერილი ვიპოვე- წერილი მაგიდაზე დაუდო ლევანს
ლევანმა წერილი გახსნა სადაც ეწერა „ ყველაფერი გამეორდება და საწყისს წერტილს დაუბრუნდება, ჩემს მოტყუებას ასე მარტივად არ შეგარჩენ, მალე შევხვდებით ახალი მიზნებით“
- ეს რა ჯანდაბაა?- გაოცებულმა იკითხა ლევანმა
- იმ ნაბიჭ*არის გამოგზავნილია, ნინის მკვლელობა შერჩა და ახლა რაღაცებს ბოდავს, გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ რომ ვიპოვო და დედას მოვუ*ყნავ- ცოფებს ყრიდა ალექსანდრე
- კი მაგრამ რა უნდა გამეორდეს?
- არ ვიცი მაგრამ ვიღაც საფრთხეში ჩავარდება, გული მიგრძნობს... და ეს ადამიანი ჩემთან იქნება კავშირში- სავარძლის საზურგეს მიეყუდა და ფიქრებში გადაეშვა

კატო სავარძელში მოკალათებულიყო და ფილმს უყურებდა როდესაც სახლში სებე შემოვიდა.
- რამე მოხდა სებე?- გიჟივით მივარდა ძმას როდესაც მის სახეზე ჩალურჯებები შეამჩნია
- არაფერი კატ, ჭკუა ვასწავლე ერთს- გაეცინა, მაგრამ სახე ტკივილისგან მაშინვე დამანჭა
- არა რა, შენც ხიფათიანი ხარ ჩემი არიყოს... მოდი დაგიმუშავებ- ხელი მოკიდა და სებეც დაჰყვა მის ნებას
- შენ რაღა დაგემართა?
- ღმერთო ნუ მკითხავ, ყავა გადამაქცია ვიღაც გოგომ, გოგოების გასახდელი დაკეტილი იყო, ბიჭების გასახდელში შევედი და მეერე ალექსანდრემ...- უცებ შეწყვიტა საუბარი- ჯანდაბა, ჯანდაბაა- ტუჩზე იკბინა კატომ
- კატო... მოდი ნუ გააგრძელებ- თავი მოხარა სებემ და ხელი გააშვებინა კატოს
- ჯერ არ დამისრულებია- მიუბრუნდა კატო
- მე დავასრულე
- სებე რა გჭირს? რამე ხდება?- არ უსვენებდა კატო
- ამის დედაც კატო, რა აღარ ხდება, საქმე ცუდად მიდის, კაზინოში დიდი რაოდენობით თანხა წავაგე- სიმწრით ჩაეცინა სებეს, მაცივარი გამოაღო და ლუდის ბოთლი გამოიღო
- როდიდან დაიწყე მანდ სიარული?- დოინჯშემორტმული მიუახლოვდა სებეს
- დიდი ხანია კატო, ნინის სიკვდილის დღიდან... და თუ გამოიცნობ ის კაზინო ვისია? იმ სი*ის- გაეცინა და ლუდი მოსვა
- ვის გულისხმოობ?- დაიბნა კატო
- შენი აზრით კატერინა?- როგორც შეეძლო ისე დამარცვლა ეს სახელი
- ჯანდაბა... ჯანდაბა ამ დონემდე როდის დაეშვი?- იფეთქა კატომ
- კატო ეს დედა აფეთქებული თავი წმინდანად ნუ მოგაქვს... ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ყელამდე ნეხ*ში ჩაეფლოს და შენ ვიზე მეტი ხარ რომ სხვას საყვედურობ?- უღრიალა კატოს და კიდევ ერთი ბოთლი გამოცალა
- მთვრალი ხარ სებე, ამიტომ ახლა არაფერს გეტყვი- ოთახში წასვლას აპირებდა როდესაც მისი ხმა დაეწია
- არაფერს მეტყვი? არაფერს კი არა ვერაფერს მეტყვი რადგან სათქმელი არაფერი გაქვს... ნინის გგატაცების დღეს შენ რომ არ გამოგყოლოდი... მას ვნახავდი და ეს ყველაფერი არ მოხდებოდა- ბოთლი მაგიდაზე შემოდო სებემ
- რაააა?- უცებ შემოტრიალდა კატო და მისკენ დაიძრა- ახლა შენ რას აკეთებ ნინის სიკვდილში მე მადანაშაულებ? შენ სულ გამოშტერდი? ხოო არავისზე მეტი არ ვარ მაგრამ არც ისეთი უტვინო რომ თეთრს და შავს ვერ ვარჩევდე... როდემდე აპირებ ნინი იგლოვო? როდემდე აპირებ საკუთარი თავის განადგურებას... ცხოვრება ასეთია ადამიანები გვტოვებენ მიზეზით თუ უმიზეზოდ მაგრამ გვტოვებენ და აქ იმიტომ კი არ ვრჩებით რომ სულიერად დავეცეთ და ყოველ დღე ვიგლოვოთ, არამედ იმიტომ რომ უფრო გავძლიერდეთ და უფრო შემართებით გავაგრძელოთ ცხოვრება...- სებეს მიუახლოვდა, ნელი და გამიზნული ნაბიჯებით, ბოთლი აიღო და მის წინ დაამსხვრია- ჭკვიანი მეგონე სებე ჭავჭავაძე, დაე თან ჩაყევი ნინის საფლავში, საკმარისად ვიტანე შენი მომტირალი სახე, ნუ იქნები სუსტი, შენს თავს შეუძახე და გამოფხიზლდი თორემ აღარ ვაპირებ ჩემი ცხოვრება შენ შემოგწირო... საკმარისი ავიტანე შენი მხრიდან- ზიზღით წარმოსთქვა ეს სიტყვები, ძმას ზურგი აქცია და ოთახში შევიდა.
- დედას შევე*ი- შეიკურთხა სებემ და ფიქრების მორევში გადაეშვა.


კატომ ოფლში გაწურულმა გაიღვიძა. იწვოდა სიცხისგან, მაგრამ უნივერსიტეტში აუცილებლად უნდა წასულიყო ვერ გააცდენდა, მნიშვნელოვანი დღე ქონდა, ამიტომ წვალებით ადგა და ოთახში გავიდა, სადაც თავისი ძმა დახვდა რომლის დანახვაც საერთოდ არ გახარებია.
- ჩაი თუ ყავა?- პირველმა სებემ დაარღვია ეს აუტანელი სიჩუმე
კატომ პასუხი არ გასცა, სკამიდან ადგაა და ჩაი თვითონ მოიდუღა, შემდეგ გაჭირვებით მიუჯდა მაგიდას
- კატო- ლაპარაკი უნდა დაეწყო სებეს, მაგრამ კატოს აღმართულმა ხელმა მიახვედრა რომ ხმა არ უნდა ამოეღო და გაჩუმდა.

10წუთის შემდეგ კატო უკვე უნივერსიტეტის შესასვლელთან იდგა.
- მაინც და მაინც ახლა როგორ გავხდი ცუდად, არა და დღეს მნიშვნელოვანი პროექტი მაქვს- ღელავდა კატო და შიგნით შესვლას არ ჩქარობდა, ძალიან სიამოვნებდა ნიავი რომელიც მოურიდებლად დაიარებოდა მის სხეულზე.
- კარგი კატო, ღრმად ამოისუნთქე და შედი, შენ ამას შეძლებ, კარგად ჩაივლის შენი გამოსვლა- საკუთარი თავი გაამხნევა და უნივერსიტეტში შევიდა.

კატოს გამოსვლამ კარგად ჩაიარა და ლექტორისგან შექებაც დაიმსახურა. კიბეებზე ჩადიოდა როდესაც სისუსტე იგრძნო და ფეხი აუსრიალდა, რამოდენიმე საფეხურზე ჩამოგორდა მაგრამ საბედნიეროდ ძალიან არ დაშავებულა.
- ჯანდაბა, რა მჭირს- ჩხუბის თავიც არ ქონდა, სისუსტე მასზე იმარჯვებდა
- ისევ ასე ვხვდებით კატერინა?- ღიმილი მოერია სახეზე ალექსანდრეს
- ხო ისევ...- წინადადების დასრულება ვერ შეძლო კატომ, შემდეგ ადგომა სცადა მაგრამ ფეხები არ დაემორჩილა, მიწისაკენ ჰქონდა გეზი აღებული რომ არა ხელები, ისევ ის ძლიერი ხელები
- ხანდახან მგონია რომ სპეციალურად აკეთებ ამ ყველაფერს და გსიამოვნებს ჩემს მკლავებში ყოფნა- მზად იყო დაეცინა და მიწასთან გაესწორებინა კატო
- ხო არა?- სიმწრით გაეღიმა კატოს და მისი ხელები მოიშორა
- ცუდად გამოიყურები კატო- გამომეტყველება შეეცვალა ალექსანდრეს- ოფლად იღვრები და იწვი ღმერთო... ასეთ მდგომარეობაში აქ როგორ მოხვედი- ტუქსავდა ალექსანდრე
- მე მნიშვნელოვანი პროექტი მქონდა- ძლივს გასაგებად ამოიჩურჩულა კატომ და გონება დაკარგა
- ჯანდაბა, კატო- ნერვიულობამ მთელი ტანი აუცახცახა ალექსანდრეს, მაშინვე ხელში ააფრიალა მისი მსუბუქი სხეული, გზაში კი ლევანს დაურეკა რომ სახლში საუკეთესო ექიმი გამოეგზავნათ. მანქანა დაქოქა და სწრაფად მოსწყდა უნივერსიტეტს.


კატო მთელი დღე უგონოდ იყო. ალექსანდრე კი სულ თავზე დასტრიალებდა, ექიმის დანიშნული წამლები იყიდა და მოუთმენლად ელოდა კატოს მდგომარეობის უკეთესობისკენ ცვლილებას.

კატოს დილით გამოეღვიძა, ვერ გაიაზრა რა მოხდა მის თავს, ვერ აღიქვა ის უცხო გარემო სადაც იმყოფებოდა, ახსოვს მხოლოდ ის რომ ალექსანდრეს ელაპარაკებოდა და შემდეგ სრული სიბნელე.
- ანუ რა გამოდის? ალექსანდრეს სახლში ვარ? ჯანდაბა- თავს აქნევდა კატო
სახლში სიჩუმე სუფევდა ამიტომ კატომ სახლის დათვალიერება გადაწყვიტა, დაიარა სათითაო ოთახი, წყალიც შეაგება მის სახეს რათა ცოტა გამოფხიზლებულიყო, კარები მოიხურა და როგორც კი მობრუნდა ძლიერად შეასკდა მის წინ მდგარ სხეულს
- კატერინა?- გახარებულმა წამოიძახა ალექსანდრემ
- ალექსანდრე?- ძლივს ამოიდგა ენა კატომ. მის წინ იდგა ადამიანი რომელიც ალბათ ყველაზე მეტად აღიზიანებდა, მაგრამ ახლა ვერ ხვდებოდა რას განიცდიდა, ყველა გრძნობა ერთდროულად მოაწვა და არეული იყო. ვინ არ დაიბნეოდა როდესაც მის წინ ბიჭი მხოლოდ პირსახოცით იდგა, რომელსაც იდეალური სხეული ქონდა და ეს ყველაფერი უფრო მეტად ანდომებდა კატოს მის თავს.
- ჯანდაბა, ამმ...- დაიბნა კატო, ტუჩები სადაცაა სიმშრალისგან დაუსკდებოდა, ენა გაილოკა და შეეცადა მათ შორის მანძილი გაეზარდა
- როგორც იქნა გამოფხიზლდი არა?- ჩაეცინა ალექსანდრეს, შეატყო გოგოს აღელვება და მისი წვალება გადაწყვიტა
- ხო, გამოვფხიზლდი და დიდი სტრესია ჩემთვის თვალებს რომ ვახელ და მაშინვე შენ გხედავ- თავს შემოუძახა კატომ
- დარწმუნებული ხარ რომ არ გახარებს ჩემი ასეთ ფორმაში დანახვა?- ნელ-ნელა მიუახლოვდა კატოს და მათ შორის მანძილი იქამდე შეამცირა სანამ კედელს ზურგით არ აეკრო კატო. მასთან ძალიან ახლოს იყო, ერთმანეთის სიახლოვე ორივეს აგიჟებდა და ამას ორივე კარგად აცნობიერებდა. ცხელ ჰაერს სახეში აფრქვევდა კატოს და მისი ტუჩებისკენ იკვალავდა გზას. კატომ მისი სახე ხელებში მოიქცია, მის ტანზე დაასრიალებდა ხელებს და აღელვებული ალექსანდრეს ყურებისას ეცინებოდა. კატომ მისი ტუჩებისაკენ მიიწია, ალექსანდრეც დარწმუნებული იყო რომ კატო უკვე მისი იყო, ისიც დაექაჩა კატოს და ყელზე ნაზი კოცნა დაუტოვა, მისი ბაგეების ჯერიც დგებოდა მაგრამ კატომ უხეშად მოიშორა, შემდეგ მიუახლოვდა და ყურში ნაზად ჩარჩურჩულა - სამწუხაროა, რომ იმ არამზადას და ვარ- დაუმარცვლა კატომ, რომლის სიტყვები მეხის გავარდნას ჰგავდა, შემდეგ ალექსანდრეს ზურგი აქცია და მისაღებ ოთახში მოკალათდა.
- ჯანდაბა კატერინა- ტუჩზე იკბინა ალექსანდრემ- აუცილებლად ჩაგიგდებ ხელში- ღიმილით შევიდა თავის ოთახში და გამოიცვალა.

რამოდენიმე წუთის შემდეგ აწ უკვე ჩაცმული ალექსანდრე შევიდა მისაღებ ოთახში და კატოს წინ მოკალათდა.
- რას მიირთმევს ქალბატონი კატერინა?- ღიმილით ჰკითხა კატოს
- რამე ისეთს რაც არ მომწამლავს- ირონიით უპასუხა კატომ
- კარგი კატერინა- ჩაეცინა ალექსანდრეს, შემდეგ წამოდგა და რამოდენიმე წუთის შემდეგ შემწვარი კვერცხი დაუდო წინ
- სერიოზულად? კვერცხი?- ხელები გაშალა კატომ
- რაიყო რამე „ ძაან ფეშენს“ ელოდი?- სასაცილოდ დაიმანჭა ალექსანდრე
- ჰაჰა- ირონიულად გაიცინა კატომ
- ან ეს ჭამე, ან მშიერი დარჩები- საჩვენებელი თითი აუწია ალექსანდრემ
- თქვენს შემდეგ- თავი დაუკრა კატომ
- არ მენდობი არა?- გაეცინა ალექსანდრეს
- არ გენდობი არა?- კითხვა შეუტრიალა კატომ
- კარგი კატერინა- დათმობაზე წავიდა ალექსანდრე და კვერცხი გასინჯა, რამოდენიმე წამის შემდეგ კი საშინლად დაიმანჭა, კრუნჩხვაში ჩავარდა და იატაკზე გაიშხლართა
- კარგი რა ალექსანდრე, ვგავარ იმ გოგოს ვინც მაგ ყველაფერს დაიჯერებს?- ხელები გადააჯვარედინა კატომ
- რა უცნაური ქალი ხარ კატერინა- ფეხზე წამოდგა ალექსანდრე- უცნაური, უცნაურად უცნაური
- რა გინდოდა გამეკეთებინა? ვაიმეე ალექსანდრე თვალები გაახილეე, ოღონდ გაახილე და ყველაფერს შეგისრულებ თქო? - ხმამაღლა გადაიხარხარა კატომ
- რა სასაცილოა- მოჩვენებით გაიცინა ალექსანდრემ
- სარკაზმი შენი სტილი არაა
- ტყუილი კი შენი სტილი- თვალი ჩაუკრა ალექსანდრემ

უეცრად ტელეფონი აბზუილდა და ახლა მიხვდა კატო რომ მთელი დღის მიუსვლელი იყო სახლში. ტელეფონს დახედა, თავის ძმა ურეკავდა, დიდი ფიქრისშემდეგ როგორც იქნა უპასუხა
- რა გინდა?- უხეშად მიმართა კატომ
- სად ხარ? მოვკვდი ნერვიულობით- მზრუნველი იყო სებეს ხმა
- ისედაც ამდენი პრობლემა გააქვს ძმაო, ჩემს გამო ნუ გაირჯები- არ თმობდა კატო
- კატერინა, ყავას დალევ?- გამოსძახა ალექსანდრემ
- კატო, ვისი ხმა იყო?
- რა შენი საქმეა?
- კატო, ამის დედაც მაგ სი*თან ხარ?- აენთო სებე- ამის დედაც კატოო - უღრიალა ტელეფონიდან
- ახლა კარგად მომისმინე, ღრიალი მეც შემიძლია ამიტომ თავი აკონტროლე 10 წლის ბავშვი არ ვარ გაიგე?- აქედან დაუღრიალა კატომ და ტელეფონი გაუთიშა
ღრიალზე ალექსანდრე გამოვარდა
- რა ხდება კატერინა?
- ჩემი იდიოტი ძმა ხდება, აი რა ხდება- ცოფებს ყრიდა კატო
- რაიყო ფული რომ წააგო იმაზე ყრის ცოფებს? - გაეცინა, სკამზე ჩამოჯდა და ყავის ჭიქა დაუდო წინ
- ეგ კიდევ ცალკე ამბავია. ასეთი ბევრი წააგო?- დაეჭვდა კატო
- იმდენად ბევრი რომ გაკოტრდა კატერინა და ამ ფულს უკან ვერასდროს დამიბრუნებს- დაუმარცვლა ალექსანდრემ
- რაა? ჯანდაბა- თავისთვის ჩაილაპარაკა კატომ
კიდევ ცოტახანს ისაუბრეს, როდესაც კარზე კაკუნი ატყდა, ვიღაც მთელი ძალით ურტყამდა ხელებს და ალექსანდრეს დროზე რომ არ გაეღო კარი მალე თვითონ შემოამტვრევდა
- ასეც ვიცოდი... შე ნაბი*ვარო- მუშტი მოუქნია სებემ, ძირს გართხმულ ალექსანდრეს ზემოდან მოექცა და კიდევ ერთხელ უთავაზა მუშტი- ჩემ დასთან რას აკეთებ შე ახ*არო
- სებეე, რა ჯანდაბას აკეთებ?- კატო მივარდა გაშმაგებულ სებეს და როგორც იქნა ალექსანდრეს მოაშორა
ალექსანდრე წამოდგა, სისხლებს იწმენდავდა და ავადმყოფივით იიცინოდა :- როგორც ჩანს არ დაგვიწყებია ეს სახლი, ადრე აქ ხშირი სტუმარი იყავი არა?
- შე არაკაცო- ალექსანდრესკენ გაიწია როდესაც ალექსანდრეს თავი პირდაპირ სახეში მოხვდა
- ახლა კარგად მომისმინე შე ყოვლისშემძლე კაცო- ზიზღით მიმართა სებეს- ჩემი სახლიდაან აახვიე, მადლობა თქვი რომ აქვე ცემით არ მოგკალი. ვერავინ ბედავს ჩემს სახლში ასე შემოვარდნას, ხოლო რაც შეეხება შენ ვალს, ვისაც გინდა მიეცი და დამიბრუნე თუ არა და დავივიწყებ ყველაფერს და მოგკლავ
- დავაჟკაცებულა ჩვენი პატარა ალექსანდრე- გადაიხარხარა სებემ- ნუ ღელავ დაგიბრუნებ მაგ ვალს
- არსებობს კიდევ ერთ მარტივი გამოსავალიც- ეშმაკურად ჩაეღიმა ალექსანდრეს
- რა გამოსავალზე ლაპარაკობ?
- შენს ლამაზ დაიკოს ცოლად მოვიყვან და გავსწორდებით- გაეღიმა ალექსანდრეს
- რააა?- ორივემ ერთდროულად წამოიძახა.
გაოცებულები უყურებდნენ კატო და სებე ალექსანდრეს.

-რას ამბობ შე ნაბი*ვარო- იღრიალა სებემ
- უბრალოდ შემოგთავაზე - გადაიხარხარა ალექსანდრემ- ამაზე იფიქრე კატერინა- ყურში ჩასჩურჩულა და კარებისაკენ დაიძრა
- ახლა კი იქნებ დაახვიო ჩემი სახლიდან- ხელით გასასვლელისკენ ანიშნა
- კატო დროზე წავედით- მკაცრი იყო სებეს ხმა
- ნუ მბრძანებლობ- კბილებში გამოსცრა კატომ
- რაიყო ამ არაკაცთან დარჩენას აპირებ? უკვე გაუშალე ფეხები?
კატო ამ სიტყვების გაგონებაზე აენთო, მაგიდიდან დანა სწრაფად აიღო და სებესთან მიიჭრა
- კატერინა- ალექსანდრე მის შეჩერებას ეცადა
- არც კი გაბედო - მზერით იქვე გააშეშა ბიჭი
- ახლა კარგად მომისმინე სებე ჭავჭავაძე, არ ვიცი რა გჭირს, რა ხდება შენს თავს. არაფერს არ მიყვები. ნუ შემაზიზღებ შენს თავს იცოდე. რაც შეეხება ჩემს პატიოსნებას- გაეცინა კატოს- მეც მაქვს თავმოყვარეობა და არავის მივცემ შელახვის უფლებას თუნდაც ეს შენ იყო- კბილებში გამოსცრა და თან დანას შიშველ კანზე დაატარებდა- კიდევ ერთხელ გაბედავ და ჩემში ეჭვს შეიტან თანაც ასეთი ფორმით გამაგებინებ მოგკლავ იცოდე და ვეღარასდროს ვეღარ მნახავ- დანა ძირს დააგდო და სებეს მოშორდა
- აი ნამდვილი ქალი- ხელებგადაჯვარედინებული იდგა ალექსანდრე და ეცინებოდა
კატო ალექსანდრესკენ დაიძრა
- თანახმა ვარ
- რაა?- ერთხმად წამოიძახეს სებემ და ალექსანდრემ
- თანახმა ვარ ცოლად გამოგყვე, გაუქვითე ჩემს უსინდისო ძმას ვალი- სიმწრით ჩაეცინა კატოს და შემდეგ სებეს მიუბრუნდა- ეს საბოლოო რამაა რასაც შენს გამო ვაკეთებ და ბოლოჯერ ხდება როცა ჩემს თავს გადავაბიჯე- ეს თქვა და ოთახში შევიდა
-კატო- ყვირილით გაიწია მისკენ მაგრამ წინ ალექსანდრე დაუდგა
- თავი გაანებე და წადი ჩათვალე გავსწორდით- ხელით აიძულა უკან დაეხია და სახლიდან გასულიყო
- ამას ასე არ დავტოვებ, ჩემს დას შენნაირ ადამიანთან არ გავაჩერებ, არ იქნება ბედნიერი
- ჯერ კიდევ საკითხავია სად უნდა კატოს ყოფნა და სად იგრძნობს თავს ბედნიერად- სიცილით უთხრა ალექსანდრემ და კარები ცხვირწინ მიუხურა- სამაგიეროს გადახდის დღეც დადგა სებე ჭავჭავაძე- ეშმაკური ღიმილით გაიცინა ალექსანდრემ.

სებე გიჟივით მიაპობდა გზას. ჰაერი აღარ ყოფნიდა, გაგიჟებული იყო და ის უფრო აგიჟებდა რომ ვერაფერს მოიმოქმედებდა. კატო თითქმის დაკარგა და შეცდომას ვეღარ დაუშვებდა, მაგრამ ალექსანდრესთანაც ვერ ტოვებდა. ისე სწრაფად მიდიოდა რომ ირგვლივ ვერაფერს ხედავდა როდესაც მოულოდნელად გოგოს შეასკდა
- ჯანდაბა, მაპატიეთ - ხელი გაუწოდა გოგოს
- ასეთი თავაზიანი როდიდან?- სიცილით კითხა და კაპიუშონი გადაიწია თიკამ
- კაიი ტოო შენ?- გაღიმება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა
- ხო ბატონო სებე მე ვარ-შეუბღვირა თიკამ
- კაი რა ეგრე რატო მიყურებ?
- შენი აზრით?- ფეხის ბაკუნი დაიწყო თიკამ
- აჰა გასაგებია, დაქალებმა იჭორავეთ როოგორც ჩანს. თიკ ახლა იცოდე გაწყენინებ თუ მაგაზე ლაპარაკს დამიწყებ- სინანულით შეხედა სებემ რომელიც უხმოდ სთხოვდა რომ ამ თემას არ შეხებოდა
- რომც მინდოდეს დრო არ მაქვს სებუ- ენა გამოუყო თიკამ- შენს მიერ აღელვებული კატო მე უნდა დავაწყნარო, აბა მაგრად-მხარზე ხელი დაარტყა და კატოსკენ გასწია.


კატო მთელი დღის განმავლობაში ოთახიდან არ გამოსულა. დიდხნიანი იზოლაციის შემდეგ კი გადაწყვიტა შხაპის მიღება. რამოდენიმე წუთი ეძებდა სააბაზანოს, შემდეგ როგორც იქნა იპოვა. მისი სხეული შეერწყა ცხელ წყალს, რომელიც წვავდა მაგრამ იმ სულიერ თუ ფიზიკურ წვასთან შედარებით არაფერი იყო. მის ფიქრებს გზა მისცა, აღუწერელი სისწრაფით იცვლებოდა მისი ფიქრები და თვითონაც ვერ იაზრებდა როგორ შეუძლია ადამიანს ასე სწრაფად აზროვნება...
დიდხანს იყო კატო აბაზანაში. ფიქრებმა ძალიან ღრმად ჩაითრია და რომ არა კარზე კაკუნი ალბათ ვერც ვერასდროს ამოაღწევდა.
- კატერინა, მანდ საცხოვრებლად გადახვედი?- კარზე კაკუნს არ წყვეტდა ალექსანდრე
- ყველაზე ნაკლებად ეგ მსურს- დაუყვირა კატომ
- გამოდი გოგო დროზე თორე მეზობელთან გავალ და იქ დავიკმაყოფილებ ბუნებრივ მოთხოვნილებას- გადაიხარხარა ალექსანდრემ
კატომ წყლის ხმაურის გამო მისი სიტყვები ვერ გაიგო და იფიქრა რომ ალექსანდრე კარებს მოშორდა.
- არა რა არაფერს დაგაცდის, ეს რა შარში გავყავი თავი- ბუზღუნებდა კატო
ჩაცმას რომ შეუდგა გააცნობიერა რომ ტანსაცმელი არ ქონდა და ამხელა სახლში საცვლების ამარა დარჩა.
- ჯანდაბა, ნეტა ახლა ღმერთი აქ ტანსაცმელს გააჩენდეს რა- ხელები მაღლა აწია კატომ- სხვა რა გზაა ასე გასვლა მომიწევს
კარები გააღო და თავჩახრილმა გააგრძელა გზა, თან ლოცულობდა რომ ოთახამდე ისე მიეღწია რომ გზად ალექსანდრეს არ გადაყროდა. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა როდესაც უცებ მის წინ ალექსანდრე გაჩნდა
- კატერინა- შესძახა ალექსანდრემ
ფიქრებში გართული კატო კი მის ყვირილზე შეხტა, ფეხი წამოკრა მაგიდის ფეხს და პირდაპირ ალექსანდრესაკენ აიღო გეზი
- ჯანდაბაა- ამოიგმინა ალექსანდრემ -სულ ჩემს სხეულს უნდა ეწვე ზედ?- სიცილით მიუგო
- შენ რა გგონია მე მსიამოვნებს?- შეუღრინა კატომ
- თმა სულ სველი გაქვს კატერინა, დამალპე- გაეცინა ალექსანდრეს, ხელი მისი სახისკენ წაიღო და თმა უკან გადაუწია
- ჯანდაბა- ჩაილაპარაკა კატომ
- კიდევ დიდხანს უნდა ვიწვეთ ასე?- შეუბღვირა ალექსანდრემ
- მე ახლა ვაპირებდი...- სიტყვა ვეღარ დაასრულა კატომ რადგან სახლში თიკა შემოვიდა
- არა რა ჯერ ხო ძლივს მოვაგენი სახლს და მერე კიდე სახლის კარებს ღიას ვინ ტოვებს? ბაღი ხო არ...- სიტყვა შუაზე გაუწყდა სანახაობით გაოცებულ თიკას
- ეს გოგო ვინაა?- გადაუჩურჩულა ალექსანდრემ
- ჩემი დაქალია და ახლა ამის ყბიდან ვეღარ ამოვალ... ჯანდაბა- თავი ალექსანდრეს ჩამოადო
- ცუდ დროს მოვედი არა?- გაეცინა თიკას
- არა თიკ, არასწორ ადგილას და არასწორ დროს აღმოჩნდი- შეუღრინა კატომ
- რა იყო კატერინა რაიმე გქონდა გეგმაში და გაბრაზდი რომ არ გამოგივიდა?- ენა გაილოკა ალექსანდრემ
- ჯანდაბა... ნორმალური ხარ?- ხელი მოუქნია ალექსანდრეს და სწრაფად მოშორდა მის სხეულს, ალექსანდრემ კი ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და იქამდე გააყოლა თვალი სანამ ოთახში არ შევიდა.

ალექსანდრემ და თიკამ ცოტახანს ისაუბრეს. კატო უკვე ჩაცმული გამოვიდა ოთახიდან და სამზარეულოში ყავის გასაკეთებლად წავიდა
ოთახში იდეალურად დაედო ბინა სიჩუმეს რომელსაც იმდენად მოსწონდა არსებული მდგომარეობა რომ წასვლას არ ლამობდა, რომ არა კარზე ზარი. კარში ოდნავ აღელვებული ლევანი იდგა, ისე შემოვიდა არავინ არ შეუმჩნევია, საავარძელში კომფორტულად მოკალათდა და თვალები დახუჭა.
- გასვენებიდან მოდიხარ თუ რა იყო?- გადაიხარხარა ალექსანდრემ
- ასეთი ხუმარა როდიდან გახდი?- წარბი აზიდა ლევანმა
- გარემო პირობების წყალობით- უპასუხა ალექსანდრემ და თვალებით კატოსკენ მიუთითა
- აუ კაატ ყავას აკეთებ? მეც მინდა რა- გადასძახა თიკამ
ლევანმა ახლა შეამჩნია მის წინ მჯდომი გოგონა, გოგოს დაკერვის ღილაკი ჩაერთო და საუბრის წამოწყება სცადა
- გამარჯობა ლამაზო ქალბატონო, ლევანი- თავი დაუკრა თიკას
- გამარჯობა, თიკა- გაეღიმა და ხელი ჩამოართვა ლევანს
- კაი ტოო, ასეთი „ზე ტიპი“ როდიდან გგახდიი- გადაიხარხარა ალექსანდრემ
- ახლა მე შენ განახებ- ალექსანდრეს ცემას აპირებდა ლევანი როცა კატო შემოვიდა ოთახში
- რამდენნი ვყოფილვართ- გაეღიმა კატოს
- გაიცანი ძმაო ჩემი საცოლე კატო- მომავალი ცოლი წარუდგინა ძმაკაცს
- რაა?- ერთხმად წამოიძახეს თიკამ და ლევანმა
- აუ ახლა არ გვინდა გაოცებული სახეები და რატო არ მითხარი სცენები- მარტივად მოუჭრა გაოცებულ წყვილს ალექსანდრემ
- კარგი ხო- დაიბღვირა თიკამ- კატო ყავა რა
- მეც დავლევ ისე - წამოიძახა ალექსანდრემ
- შენც ალბათ ხო?- ლევანს მიუბრუნდა კატო
- უარს არ ვიტყოდი- გაუღიმა კატოს
კატო ტანის ნაზი რხევით გაემართა სამზარეულოსკენ, 10 წუთის შემდეგ კი 3 ყავის ფინჯანი შემოიყოლა
თიკამ და ლევანმა ყავა აიღეს, ალექსანდრეს ყავის მიმართულებით წაღებული ხელი კი კატომ გააჩერა
- რას აკეთებ?
- შენ თვითონ რას აკეთებ?- კითხვა შეუბრუნა ალექსანდრემ
- ეს შენთვის არაა- გაუღიმა კატომ და ჭიქიდან ყავა მოსვა
- გაიძვერა კატერინა- მკაცრი მზერა ესროლა ალექსანდრემ. კატომ კი ზედაც არ შეხედა ისე გააგრძელა ყავის დალევა.
ლაპარაკში გართულ სამეულს შეუმჩნევლად გამოეყო ლევანი რომელმაც გეზი ალექსანდრეს „დაფარული“ ოთახისაკენ აიღო
- ჯანდაბა რა თქმა უნდა დაკეტილი აქვს- თავი გააქნია ლევანმა მარტივი მოძრაობებით კარები გახსნა და შიგნით შევიდა- კარგი აბა ვნახოთ რა ინფორმაცია გაქვს მამაჩემზე.
სანამ ლევანი გაფაციცებით ეძებდა მამამისის მიერ ჩადენილი ცოდვების დამადასტურებელ ფურცელს, ვერ შეამჩნია როგორ ავიდა მეორე სართულზე კატო და მისი ყურადღება გაღებულმა ოთახმა მიიქცია, იქ მისულს კი ლევანი დახვდა რომელიც ძალიან ჩუმად ცდილობდა მისთვის გამოსადეგი რამ ეპოვა.
- დავიჯერო იმ ადამიანის ინფორმაციას ვინც ცხოვრება გაგინადგურა აქ არ ინახავ? - ბურტყუნებდა ლევანი, რომელსაც მოთმინება აღარ ჰყოფნიდა და ამასთანავე დროც ცოტა ჰქონდა- აი მამა გიპოვე- ღიმილით წარმოსთქვა სიტყვები
- რა იპოვე?- ეჭვნარევი ხმით ჰკითხა კატომ
- ჯანდაბა, შემაშინე- კატოს დანახვამ დააფრთხო ლევანი- არაფერი, ეს ჩემი და ალექსანდრეს საქმეა, პირადი საქმე რომელიც ერთად უნდა გამოვიძიოთ- თავდაჯერებულობა შეჰმატა საკუთარ თავს
- ჰმმ, ალექსანდრეს ცოლი უნდა გავხდე და მგონი შემიძლია სიღრმისეულად თუ არა ზედაპირრულად მაინც გადავხედო ამ „პირად საქმეს“- კბილებში გამოსცრა კატომ, ხვდებოდა რომ აქ რაღაც ისე არ იყო, რაშისჭირდებოდა ამ ყველაფრისთვის ლევანს ოთახიდან ჩუმად გამოპარვა, თანაც მან საკმარისად უყურა ლევანის გაფაციცებულ და შეშინებულ სახეს, აქ რაღაც ძალიან დიდი იმალებოდა, ძალიან დიდი
- შენთვითონაც თქვი რომ უნდა გახდე კატო, როდესაც გახდები მერე დაელაპარაკე ამ საკითხზე ალექსანდრეს- ნაბიჯის გადადგმა დააპირა ლევანმა როდესაც კატოს ხელმა გააჩერა
- რაღაც ისეთი მიგაქვს რაც შენი არ არის- თვალებით დოკუმენტზე ანიშნა კატომ
- ხომ გითხარი რომ საერთო საქმე გვაქვს და მჭირდება?- ბრაზს ძლივს თოკავდა ლევანი
- კარგი მაშინ ალექსანდრესაც დავუძახოთ
- აქ რა ხდება? რისთვის უნდა დამიძახო?- კართან აიტუზა ხელებგადაჯვარედინებული ალექსანდრე- ან ამ ოთახში რას აკეთებთ? - გაბრაზებულმა წამოიძახა
- ამ სართულზე ამოვედი და შენი მეგობარი ასეთ სიტუაციაში დამხვდა- დოკუმენტი ხელიდან ააცალა კატომ ლევანის და მხოლოდ ერთი რამის ამოკითხვა შეძლო სანამ ლევანი ისევ ხელიდან არ ააცლიდა- მიმიფურთხებია თქვენთვისაც და თქვენი „პირადი საქმისთვისაც“ ზიზღით წარმოსთქვა ეს სიტყვები და ოთახი დატოვა.
- აქ რა ჯადაბას აკეთებ ?- შეუღრინა ალექსანდრემ
- მე... მე იმ ადამიანის შესახებ ინფრომაციის პოვნას ვცდილობდი ვინც ნინი მოკლა- ენა დაება ლევანს
- და ამისთვის ასე ჩუმად ამოპარვა დაგჭირდა? ხომ იცი რომ ამ ოთახში ვერავინ შედის ჩემს გარდა და შეგეძლო მოსულიყავი და ერთად განვიხილავდით ამ საქმეს- ბრაზი და წყენა ერია მის ხმაში
- მაპატიე ძმაო, აღარ განმეორდება
- კარგი ახლა დაახვიე ამ ოთახიდან დროზე- ხელის კვრით გააგდო ოთახიდან ლევანი

გაბრაზებული კატო სავარძელში მოკალათებულ თიკას გვერდით მიუჯდა.
- საზიზღრები, მოვკვდები და მაინც გავიგებ აქ რა ხდება, საერთოდ ამ ოჯახში რა ჯანდაბა ტრიალებს- ილანძღებოდა კატო
- რა იყო რა ეშმაკი შეგიჩნდა ასე უცებ?- მიუბრუნდა გაბრაზებულ დაქალს თიკა
- თიკა, ძალიან ბევრი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში, ისეთი ცუდი რამ შეიძლება გავიგო რომ მთელი ცხოვრება შემეცვალოს და საფრთხეში ჩავვარდეს ვინმე, ამიტომ ნუ მეკითხები კარგი? ამ საქმეში მარტო ვარ- ნერვიულობისგან ფრჩხილებს იკვნეტდა და თავში გეგმას აწყობდა, როგორ უნდა მოქცეულიყო
- უკვე მაშინებ კატო, რა იყო შენც ახლა კრიმინალის ცხოვრება არ გქონდეს რა- ჩაეცინს თიკას
- თიკა მოდი რაც არ ვიცით იმაზე ხმას ნუ ამოვიღებთ კარგი?- მკვლელის თვალები შეანათა თიკას
- კაი კაი - ხელები აწია თიკამ
ამ დროს ლევანი და ალექსანდრე ოთახში დაბრუნდნენ, კატო თვალს არ აშორებდა მათ, სისხლი ტვინში აუვიდა და მალე რომელიმეს რამეს დამართებდა. ალექსანდრე თითქოს კატოს ზრახვებს მიუხვდაო, ჩაეღიმა და იქ მყოფ საზოგადოებას მიმართა: - ჩემო მეგობრებო, ცოლ-ქმარს მარტო დარჩენა გვსურს და იქნებ...- თვალებით კარისაკენ ანიშნა
- ა, ხო არაა პრობლემა- დაბნეული თიკა მალე მოვიდა გონს და ლევანსაც ანიშნა თან გაჰყოლოდა- გაერთეთ- კართან მისული თიკა დაეჯღანა კატოს და ალექსანდრეს და კარს იქით გაუჩინარდა.
- შენთან მარტო დარჩენა ვის უნდა უნდოდეს ღმერთო- თავი გააქნია კატომ
- მალე მკვლელობას ჩაიდენდი ამიტომ მადლობა მითხარი რომ ამისგან გიხსენი- შეუღრინა ალექსანდრემ
- მადლობა რისთვის უნდა გითხრა?- ირონიულად გაუღიმა კატომ- რაც ახლა ხდება, რა სიტუაციაშიც ახლა ვართ შენს გამო ხდება ალექსანდრე გოდერძიშვილო- მისი გვარი ზიზღით წარმოსთქვა კატომ, მხარი გაჰკრა და ოთახში შევიდა.



კაბინეტში, სავარძელში კარგად მოკალათებული ასაკოვანი მამაკაცი საბუთებს ჩაჰფრენოდა და ტუჩს ნერვულად აწვალებდა როდესაც კარი გიჟივით შემოაღო ბიჭმა.
- რა ჯანდაბას აკეთებ?- დაუყვირა მამაკაცმა
- ეგ მეც მაინტერესებს, რა ჯანდაბას ვაკეთებ მამა? შენი ჩასვრილი საქმე მე როდემდე უნდა ვაგვარო? იმაში რაშიც მე არ ვარ დამნაშავე რატომ ვცდილობ ბინძური მამაჩემი სუფთად გამოვიყვანო?- ღრიალებდა ლევანი
- სიმშვიდე შეინარჩუნე- გაეცინა მამაკაცს- შენ იმაზე მეტი წვლილი მიგიძღვის იმ დღეს მომხდარ ამბავში ვიდრე შენ ფიქრობ
- ენა ჩაიგდე ზურა მახარაძე, იმ დღეს მე უბრალოდ ნინი წამოვიყვანე, ჯანდაბა ის დღე რომ არა...- ნერვიულად დადიოდა ოთახში ლევანი



ის დღე რომ არა...

სიბნელეში გაკოჭილი გოგო ცდილობდა ნერვიულობას არ აყოლოდა და როგორმე თავი დაეღწია ამ ჯოჯოხეთიდან, როდესაც კარი გაიღო და ნათელი სხივი დაუკითხავად შეიჭრა ჯურღმულში.
მამაკაცი გოგოს მიუახლოვდა, მის შეხებაზე გოგო დაფრთხა და ის იყო კივილი უნდა დაეწყო როცა მამაკაცის ხმამ აიძულა სამომავლოდ გადაედო რადგან მაინც ვერავინ გაიგებდა მის ხმას
- ნინი, გთხოვ დამშვიდდი კარგი? არაფერს დაგიშავებ- მზრუნველი იყო ბიჭის ხმა
- მოიცადე, შენი ხმა- აკანკალდა ნინი
- ჯანდაბა, მე ვარ ხო ამის დედაც ლევანი ვარ- ხელები კეფაზე შემოიწყო და ნერვიულად დადიოდა აქეთ-იქით
- ლევაან? რა ჯანდაბას აკეთებ, ან მე რატომ ვარ აქ?- ღრიალზე გადავიდა ნინი
- ნუ ყვირი- მხეცივით მივარდა ნინის, სახეზე ძლიერად მოუჭირა ხელი და აიძულა გაჩუმებულიყო
- მტკივა- ამოიხრიალა ნინიმ
- მეც მტკივა, იცი მე რა ძლიერ მტკივა?- სიმწრით გაეცინა ლევანს- იმ წყეულ სებეს რომ არ მიტმასნოდი და ფეხები არ გაგეშალა არ შეგეძლო? ნუთუ იმდენად ბრმა ხარ რომ ვერ ხვდებოდი როგორ მიყვარდი? ამის დედაც რითია სებე ჩემზე უკეთესი- ღრიალებდა ლევანი
- ლევან...- თვალები აუცრემლიანდა ნინის- ასეთი როდიდან გახდი? ნუთუ სიყვარულმა იმდენად დაგაბრმავა რომ აი ახლა ზუსტად აქ დგახარ? და რა გგონია ამით ჩემს სიყვარულს დაიმსახურებ? ხოო სიმართლე მწარეა და გვიწევს ცხოვრების გაგრძელება რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს... ჯანდაბა ხო მე შენნაირი ადამიანი არასდროს შემიყვარდება, შეხედე შენს თავს რას გავხარ. სებე შენზე უკეთესი რითია?- გაეღიმა ნინის- ადამიანობა არასდროს დაუკარგავს, აი მიზეზი ხომ გინდოდა? ხო და ახლა იცი
- ენა ჩაიგდე- გახელებული მივარდა გოგოს- შენი ძმის ასლი ხარ, ასე როგორ გავხართ ერთმანეთს... ჯანდაბა- გოგოს აცრემლიანებული თვალების დანახვისას მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა, ზურგი აქცია და სარდაფიდან ამოვიდა.
- ყურადღება მიაქციეთ არაფერი მოიმოქმედოს- დაუბარა დაცვის წევრს, ამ დროს კი სახლში მამამისი შემოვიდა
- ზურა? აქ რა გინდა- აღელდა ლევანი
- რას ქვია რა მინდა? პირველად მნახე შენს სახლში?- გაეცინა ზურას
- წამოდი გარეთ გავიდეთ-ხელით აიძულა ისევ გარეთ გასულიყო, მაგრამ სარდაფიდან გოგოს ყვირილის ხმა გაიგო
- ჯანდაბაა- შეიკურთხა ლევანმა
- რა ხდება?- ლევანს შეუბრუნდა მამამისი
- ისეთი არაფერი მამა, ჩემი საქმეა და მე მივხედავ
გოგო ყვირილს არ წყვეტდა, ლევანი ეცადა მამამისი გაეჩერებინა, მაგრამ სწრაფად გაითავისუფლა მისი ხელებისგან თავი და სარდაფში ჩავიდა.
- ლევვაან ახლავეე გამიშვი, მიშველეეთ ვინმემ- ყვირილს არ წყვეტდა გოგო, როდესაც სარდაფის კარი გაიღო
- ოჰოო, ეს რა სურპრიზია ლევან?- შვილს მიუბრუნდა ზურა
- მამა, არ გინდა რა წამოდი
- ხელი გამიშვი- უხეშად აკრა ხელი
გოგოს მიუახლოვდა, მისი სახე ხელებში მოიქცია:- ლამაზი ნინი, არაკაცი გოდერძიშვილის შვილი ნინი, ახლა რომ იცოდეს სად ხარ... მაგრამ დარწმუნებული ვარ არაფერს მოიმოქმედებს, ასეთია მამაშენი ლამაზო ნნინი- გადაიხარხარა ზურამ
- შენნაირ ადამიანს არ აქვს უფლება სხვაზე ცუდად ისაუბროს- ირონიით მიმართა ნინიმ
- შენი ძმის კვალზე წასულხარ გეტყობა- გაეცინა ზურას- ჭკვიანად იყავი თუ გინდა რომ არაფერი დაგიშავდეს- ხელი მაგრად მოუჭირა ზურამ
- ზურა ხელი გაუშვი და ახლავე ადი ზემოთ- მამამისს მიივარდა ლევანი და აიძულა ნინისგან რაც შეიძლება შორს წასულიყო.

სარდაფიდან ამოსული ზურა თავის შვილს მიუბრუნდა: - კარგ კაცად გამიზრდიხარ შვილო, ეს რა კარგი რამე მოიფიქრე, ორ კურდღელს ერთად დავიჭერ... კახასაც ბოლოს მოვუღებ და ამირანსაც ზედ მივაყოლებ- ხელები შემოკრა ერთმანეთს
- მამა ჩამოდი დედამიწაზე, ეს შენთვის არ გამიკეთებია, ნინი მიყვარს გესმის? და არ დავუშვებ სებესთან იყოს, ამიტომაც არის აქ და არ დავუშვებ რომ შენს ბინძურ გეგმებში ის გავრიო
- უკვე გარიე შვილო, უკვე გარიე- ხელი მხარზე დაარტყა და კარისაკენ გაემართა- ნიკა შვილო კარგად უყარაულე მაგ გოგოს მასზე დიდი გეგმები მაქვს, ლევან შენ კკიდევ ჭკვიანად იყავი, მალე ახალი იდეებით გესტუმრები- ჩაეცინა ზურას და სახლი დატოვა
- ჯანდაბა, ამის დედაც- იღრიალა და სკამს ფეხი დაარტყა.

კატო თავის ოთახში გემრიელად მოკალათებულიყო საწოლზე და ჭერს მიშტერებოდა. გადაღლილი იყო, ასე უცბად ისეთი ამბები მოხდა მის თავს რომ რაღაც დრო სჭირდებოდა ამასთან შესაგუებლად. ამასთანავე თავის მშობლებზე ფიქრობდა, რომლებიც უსამართლოდ დაიხოცნენ. გაახსენდა ალექსანდრეს ოთახში მყოფი ლევანი, რომელიც მამამისზე ინფორმაციას ეძებდა, გაახსენდა ფურცელი რომელზეც სახელის და გვარის ამოკითხვა შეძლო, სადაც უამრავი ინფორმაცია ეწერა „ზურა მახარაძის“ შესახებ. ვერ გაეაზრებინა რა ხდებოდა, იცოდა რომ კახა გოდერძიშვილი გარეული იყო ამ საქმეში, მაგრამ ლევანი, რომელიც დღეს პირველად ნახა და როგორც ჩანდა ალექსანდრეს ძმაკაცი იყო, ისიც ამ საქმეში თუ იყო ძალიან რთული იქნებოდა ალექსანდრესთვის. ყველაფერი ძალიან იდუმალი და ბნელი ჩანდა, კატო ხვდებოდა რომ ბევრ რამეს შეცვლიდა მის ცხოვრებაში სიმართლის გაგება მაგრამ ტკბილ ტყუილს მწარე სიმართლე ჯობს, რათა სწორი გზით გავაგრძელოთ ცხოვრება.
კატომ ტელეფონი აიღო და თავის ძმას დაურეკა
- გისმენ კატო- ტელეფონში გაისმა სებეს ხმა
- გამარჯობა ძმაო, ცოცხალიხარ?- ჩაეცინა კატოს- შენთან სერიოზული საქმე მაქვს ამიტომ უნდა შეგხვდე
- რა ხდება?
- ამას მაშინ გაიგებ როცა გნახავ
- კარგი, ნახევარ საათში კაფეში მოდი
- კარგი იქ გნახავ- ყურმილი დაკიდა და გამზადებას შეუდგა

ნახევარ საათში კატო უკვე კაფის კარებს აღებდა სადაც თავის ძმა ელოდებოდა, სებეს მიუახლოვდა და მაგიდას მიუჯდა.
- როგორ ხარ კატო- ხელი მოკიდა თავის დას
- ახლა არ გვინდა- მისი ხელი მოიშორა
- ნაწყენი ხარ?- სინანულით სავსე თვალები შეანათა სებემ
- ახლა არ გვინდა თქო- მოკლედ მოუჭრა კატომ- რისთვის მოვედი ახლა...
კატომ ყველაფერი დაწვრილებით მოახსენა, ის თუ რას შეესწრო ალექსანდრეს სახლში, თავის მოსაზრებებიც გაუზიარა და შემდეგ სებეს აზრის მოსასმენად მოემზადა.
- საინტერესოა- ხელი თავზე მოისვა სებემ- 1 წელი გავიდა, რამდენი ხანია ნინის და ჩვენი მშობლების მკვლელის მოძებნას ვცდილობ, ბევრჯერ მივუახლოვდი კიდეც მაგრამ უშედეგოდ... რაც შეეხება ზურა მახარაძეს, პირველად მესმის მისი სახელი და გვარი... მაგრამ სახეზე თუ შევხედავ ვნახოთ რა იქნება
- აი ფოტო აქ მაქვს- ტელეფონი მიაწოდა სებეს
- მოიცადე... ჯანდაბა...
- რა ხდება? იცანი?- ანერვიულდა კატო
- კატო ამ კაცს ნამდვილად ვერ იხსენებ?
- ჯანდაბაა, დედას ნახევარ ძმა- წამოიკივლა კატომ
- ხო... დედას ნახევარ ძმა, ძალიან იშვიათად გველაპარაკებოდა ხოლმე დედა მაგრამ რამოდენიმეჯერ ჩვენს სახლში მყავს დანახული
- კი მაგრამ... ჯანდაბა დავიჯერო ჩვენი მშობლების სიკვდილში მას მიუძღვის წვლილი?- ცრემლი მოადგა კატოს
- არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს ვიზამ და მაინც გავარკვევ.. ჯანდაბა კატ, ნუ ტირი- გვერდით მიუჯდა და გადაეხვია
- ღმერთო, მხრებზე ტვირთად მაწევს წარსული, თავს არ მანებებს და მუდამ სურს თან ჩამითრიოს. სიმართლის გაგება გამანადგურებს ვიცი რომ გამანადგურებს- ძმის მკლავებში აქვითინდა კატო.


სახლში დაბრუნებულ კატოს ალექსანდრე დახვდა სახლში რამაც საერთოდ არ გაახარა, ზლაზვნით შევიდა ოთახში, ფეხზე გაიხადა და სავარძელში გადაეშვა
- ჩვენი კატერინა უხასიათოდაა?- გოგოს წვალება გადაწყვიტა ალექსანდრემ
- ერთი შენნაირი გყავდეს და როგორ ხასიათზე იქნებოდი მაგასაც ვნახავდით
- მყავს უკვე მაგრამ მშვენიერ ხასიათზე ვარ- გადაიხარხარა ალექსანდრემ
- რაა? მე მიგულისხმე?- გაოცდა კატო
- დიახ კატერინა
- გთხოვ შეურაცხყოფას ნუ მაყენებ და შენნაირების სიაში ნუ გაგყავარ- შეუღრინა კატომ
- ბრაზიანი კატერინა- დაეჯღანა ალექსანდრე- ყავას დალევ?
- არ მინდა, დასაძინებლად მივდივარ- წამოდგა და ოთახში შევიდა
- გამაგიჟებს ეს გოგო რა- ჩაიბურტყუნა თავისთვის

ოთახში როგორც კი შევიდა მაშინვე დაწვა. მალე თავი გაუსკდებოდა იმდენს ფიქრობდა. მშობლების გახსენებაზე ცხარე ცრემლით ატირდა, ტიროდა რადგან ამ მწარე რეალობის წინაშე მარტო იყო, ვერ გაუძლებდა ნებისყოფა აღარ ჰქონდა. ცრემლები თავისით სდიოდა და ვერ ჩერდებოდა, როდესაც ოთახში ალექსანდრე შემოვიდა, კატომ სწრაფად შეიმშრალა ცრემლები
- ეე მოიცადე, შემომხედე- კატოს მიუახლოვდა და მისი სახე ხელებში მოიქცია, უცნაური გრძნობდა დაეუფლა, ახლა მიხვდა თუ რაოდენ ლამაზი იყო კატო, მის თითოეულ ნაკვთს აკვირდებოდა, იძირებოდა მის თვალებში, მის ცრემლიან თვალებში- მოიცა ტოო ტირი?
კატომ უარის ნიშნად თავი გაიქნია, ტუჩები საყვარლად გამობზიკა ცდილობდა ცრემლები შეეჩერებინა
- კატერინა ეგ ტყუილი ჩემთან არ გაგივა, რა ხდება- მზრუნველი იყო მისი ხმა
- არაფერი, მე...- ვეღარ შეიკავა თავი და ისევ ხმით ატირდა- თქმა არ შემიძლია უბრალოდ ძალიან ცუდად ვარ, ვეღარ გავუძლებ
- კარგი რა, კატერინა ხარ ბოლოს და ბოლოს... არვიცი რა ხდება მაგრამ შენს გვერდით მიგულე- თმა ყურს უკან გადაუწია შემდეგ კი შუბლზე აკოცა
- მეშინია ალექსანდრე
- რისი უნდა ეშინოდეს შენნაირ ქალს
- მწარე სიმართლის მეშინია- ძლივს თქვა და ისევ ატირდა
- ჯანდაბა, მშვიდად- ზურგით მიიხუტა და ამშვიდებდა, ძლიერად მოხვია მკლავები და მის გაშვებას არ აპირებდა, თმაზე ეფერებოდა და ეუბნებოდა რომ მის გვერდით იქნებოდა. როგორც იქნა კატოც მიჩუმდა და ჩაეძინა
- ჯანდაბა როცა სძინავს როგორი უცოდველი ჩანს- ჩაეცინა ალექსანდრეს და ლოყაზე ხელი გადაუსვა, ცოტახნის შემდეგ კი ისე ჩაეძინა ვერც კი გააცნობიერა.

მომავალ ცოლ-ქმარს ტკბილად ეძინა. პირველს კატოს გამოეღვიძა და თავი ძლივს შეიკავა რომ არ ეყვირა
- ჯანდაბა, ამას აქ რაუნდა?- თავის თავს ეკითხებოდა სანახაობით გაოცებული კატო
ალექსანდრეს ძლიერად მიეკრო კატო და ხელის გაშვებას არც კი ფიქრობდა
- ჯანდაბა ალექსანდრე- მისი გაღვიძება არ სურდა ამიტომ ფრთხილად ეცადა თავის გათავისუფლებას რაც არ გამოუვიდა- აახ კაარგი რაა- წამოიყვირა კატომ- მის ყვირილზე ალექსანდრე ოდნავ შეიშმუშნა და უფრო მჭიდროდ მიიკრო კატო
- დამცინი ხო?- შეუღრინა კატომ
- კატერინა არ შეგიძლია რომ მოცემული მომენტით ისიამოვნო და არ ჩააშხამო ადამიანს?- თვალებდახუჭულმა ამოილაპარაკა ალექსანდრემ
- ამ მომენტში სასიამოვნო რა არის?
- ბევრი რამ- გაეღიმა ალექსანდრეს
- ჰმმ, მაინც?
- მაგალითად ეს- უფრო მაგრად მიიხუტა, ნაზად აკოცა ზურგზე, შემდეგ ყელზე- ან ეს - ხელი მის ფეხზე აასრიალა, შემდეგ კატო თავისკენ მიაბრუნა და სახე ახლოს მიუტანა, ცხელ ჰაერს აფრქვევდა ანერვიულებულ გოგოს- გავაგრძელო?- ჩაეღიმა ალექსანდრეს, კატო კი ხმას არ იღებდა.
ალექსანდრე მის ტუჩებთან ისე ახლოს იყო კატოს უკვე ეგონა რომ მის კოცნას აპირებდა, ალექსანდრემ კი მის ტუჩებს გვერდი აუქცია და შუბლზე აკოცა
- როგორც ჩანს ძალიან აღგზნებული ხარ არა?- გადაიხარხარა ალექსანდრემ
-რაა?- ახლა მოვიდა გონს კატო-ჯანდაბაა ალექსანდრეე- უღრიალა კატომ, ხელი კრა და ლოგინიდან გადააგდო
- ანჩხლი კატერინა, ნუთუ ასეთი სასირცხვილოა რომ გინდივარ?- ტუჩები გაილოკა ალექსანდრემ
- აქედან გაეთრიე- ბალიში გაუქანა ალექსანდრეს რომელმაც სიცილით დატოვა ოთახი.
კატომ გამოსაფხიზლებლად შხაპი მიიღო და აწ უკვე დამშვიდებული გავიდა მისაღებ ოთახში.
- ჰორმონების შემოტევა ისევ გაქვს თუ დააწყნარდი უკვე?-გაეცინა ალექსანდრეს
- ალექსანდრე- უხერხულად შეიშმუშნა კატო
- კარგი ხო- ხელები აწია ალექსანდრემ- აი მიირთვით ქალბატონო კატერინა
- ისევ შემწვარი კვერცხი?- გაეცინა კატოს
- უკეთესი დღეს საღამოს მოამზადე თუ გსურს- ცხვირზე თითი ჩამოკრა ალექსანდრემ გახალისებულ კატოს
ისაუზმეს, ალექსანდრეც გაემზადა და ის იყო წასვლას აპირებდა როდესაც კატომ შეაჩერა
- დამელოდე რა ჯერ არ წახვიდე
- კარგი და რა ხდება?
- არაფერი გავემზადები და წამიყვანე უნივერსიტეტში
- აუუ სულ არ მახსოვდა ამის დედა ვატირე რა
- საკმარისი გავაცდინეთ ორივემ ამიტომ ნება იბოძე და წამოდი შენც- დაებღვირა კატო
- როგორც ქალბატონი კატერინა მიბრძანებს- თავი დაუკრა ალექსანდრემ

ნახევარი საათის შემდეგ ალექსანდრეს მანქანა უკვე უნივერსიტეტის წინ იდგა. ალექსანდრე მანქანიდან გადმოვიდა, წრე შემოარტყა და კატოს კარი გაუღო
- ჯენტლმენის როლი მოირგე?- ეგრევე შეტევაზე გადავიდა კატო
რას მკადრებ? როდის არ ვიყავი? რამდენჯერ დაგეხმარე თუ გახსოვს?- წარბი შეხარა ალექსანდრემ
- შენი დახმარება ვის რაში სჭირდება ალექსანდრე? ასეთი თავდაჯერებულიც ნუ იქნები არ ხარ ჩემი სტილის ბიჭი ამიტომ ასეთი ჟარგონებით ნუ ცდილობ ჩემი ყურადღება მიიქციო- ალექსანდრეს გამოწვდილი ხელი დააიგნორა, მანქანიდან გადმოვიდა და უნივერსიტეტისაკენ დაიძრა.

ალექსანდრემ უნივერსიტეტში შესვლა გადაიფიქრა და გადაწყვიტა ბიზნესის საქმეებისათვის მიეხედა. კაბინეტში იჯდა და საქმეში ჩაფლული ვერაფერს ამჩნევდა, ვერც მის წინ მდგომი გოგონა ვერ შეამჩნია.
- გამარჯობა ბატონო ალექსანდრე- გაინაზა გოგონა, რომელსაც იმდენად მოკლე კაბა დაა ამოღებული მაიკა ეცვა რომ მაშინვე მიუხვდა სურვილს ალექსანდრე
- გამარჯობა...- შეყოვნდა ალექსანდრე
- ნია- გაუღიმა და მორცხვად დახარა თვალები
- გამარჯობა ნია- გაუცინა ალექსანდრემაც- აბა რისთვის მოხვედი?
- თქვენი ნახვა მსურდა- ალექსანდრეს მიუახლოვდა და მის მუხლებზე ჩამოჯდა
- ჰმმ- თავი გააქნია ალექსანდრემ, გოგონას ფეხზე ხელი აატარა და ზემოთ აუყვა, მისი სახე ხელებში მოიქცია, მის ბაგეს მოწყვეტით აკოცა და სწრაფად მოიშორა გოგონა- სამამდე დავითვლი და აქედან გაქრი, ღმერთო როგორ მძულს უფროსს ფეხებს რომ უშლიან, რა გინდა მაღალი ხელფასი?- ირონიით მიმართა ალექსანდრემ
- მე უბრალოდ...- ხმა ჩაუწყდა ნიას
- მოშორდი- ხელი აუქნია ალექსანდრემ და აიძულა ოთახიდან გასულიყო
თვითონაც ვერ მიხვდა ასე რატომ მოიქცა... იქნებ კატოს გამო? სხვა დროს ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა და სასურველს მიიღებდა. მართლაც ასეთი იყო ალექსანდრე ყველა გოგოსათვის სასურველი, ნებისმიერ გოგოს ხელში ჩაიგდება ვისაც მიზანში ამოიღებდა მაგრამ მხოლოდ კატო იყო გამონაკლისი, გოგო რომელიც ზოგჯერ შიშის ზარსაც კი სცემდა. ფიქრებში იყო გართული როდესაც ლევანი კაბინეტში შევიდა
- გამარჯობა ალექსანდრე- მორცხვად მიესალმა ლევანი იმის შიშით კატომ ხომ არაფერი უთხრაო
- რა იყო იმ ადამიანს გავხარ ოღონდ უფროსმა არ გააგდოს და ლამისაა ფეხებს ულოკავს- გადაიხარხარა ალექსანდრემ
- ჰაჰა- ვითომ გაეცინა ლევანს და დაძაბულობაც მოეხსნა რადგან როგორც ჩანდა ალექსანდრემ არაფერი იცოდა
- რაო რისთვის შემომიარე?- კალამი ხელში აათამაშა და ლევანს მიუბრუნდა
- წარსულის ამბებმა მაიძულა აქ მოსვლა- შეყოყმანდა ლევანი
- ჰმმ აბა გისმენ- დასერიოზულდა ალექსანდრე
- მოკლედ, დიდი ხანია ვეძებ იმ ადამიანს, ყველა კუნჭულში მაგრამ სუფთაა, ვერაფერი ვიპოვე არანაირი კვალი, ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ ხომ არ მოკვდა თქო- ლევანმა სცადა ყველანაირი იმედი გადაეწურა ალექსანდრესთვის რაც ნაკლებად ეგონა რომ გამოუვიდოდა
- შანსი არაა, ცოცხალია ეგ - თავი გააქნია ალექსანდრემ
- თუ იპოვი რის გაკეთებას უპირებ?- რაც შეიძლება მშვიდად კითხა ლევანმა
- ხორცებს ნაწილ-ნაწილ დავაჭრი- წარმოდგენილმა სცენამ ისეთი ბედნიერება მოჰგვარა ალექსანდრეს რომ თვალები უბრწყინავდა
- ოუუ, რა სიბოროტეა- მოესმა კატოს ხმა რომელიც ხელებგადაჯვარედინებული კარებთან იდგა და მზერით ბურღავდა როოგორც ალექსანდრეს ისე ლევანს
- კატერინაა?- გაოცდა ალექსანდრე- პატივი დამდე და აქ მოხვედი?- ცალყბად გაეღიმა
- ჩემს პატივისცემას ვერასდროს დაიმსახურებ- თმა საჩვენებელ თითზე დაიხვია და ტუჩები დაბრიცა- უბრალოდ შემოვიარე მაინტერესებდა ჩემი მომავალი ქმარი რას საქმიანობს და როგორ ართმევს თავს ამ ბინძურ სამუშაოს- ეს თქვა და მომხიბვლელად გაემართა ალექსანდრესაკენ
- გამარჯობა კატო- სცადა დაძაბულობის განმუხტვა ლევანმა
- ალექსანდრე აბა რას აკეთებ?- ვითომ ვერ გაიგო ლევანის ხმა ისე მიუბრუნდა მის ქმარს
- ლექსებს გიწერ კატერინა- ცდილობდა არ გასცინებოდა
- როგორც ვიცი არანაირი ნიჭი არ გაქვს და მიმალავდი?- მაგიდას ხელებით დაეყრდნო და ალექსანდრესაკენ გადაიხარა
- მმმ- ენა გაილოკა მაიკის ქვეშ სანახაობით მოხიბლულმა ალექსანდრემ
- ამის ნახვის საშუალება ყველას არ აქვს- გაეცინა კატოს
- აქ მარტო არ ვართ კატერინა- თვალით ლევანზე ანიშნა
- ჩემთვის მნიშვნელოვან პიროვნებას არ წარმოადგენს ისეთი ხალხი ვინც ბევრ საიდუმლოს ატარებს, ზიანის მომტან საიდუმლოებს- კბილებში გამოსცრა კატომ შემდეგ კი ხელი „ვითომ შემთხვევით“ კრა ჭიქას და ცხელი ყავა ლევანს გადააქცია
- ახ ჯანდაბა- დენდარტყმულივით წამოხტა ლევანი
- არაუშავს შენნაირ ადამიანს ყავა ვერაფერს დააკლებს- მკაცრი მზერა აჩუქა კატომ სავარძელში უდარდელი სახით მოთავსდა და ფეხი ფეხზე გადაიდო
- მე გავალ გამოვიცვლი- ცდილობდა ტკივილიარ შეემჩნია ლევანს და თან იმაზე ღელავდა ალექსანდრეს რამე არ ეეჭვა
- კარგი წადი
როგორც კი ლევანი გავიდა ალექსანდრე კატოს მიუბრუნდა
- რას გავდა შენი საქციელი კატერინა?- დაუბღვირა ალექსანდრემ
- კაი რა მშობლები რომ შვილებს კიცხავენ ეგრე მოქცევას აპირებ?- გადაიხარხარა კატომ
- ჯანდაბა ასეთი ცინიზმით სავსე და უემოციო როდიდან გახდი?
- როდის არ ვიყავი?- გაეღიმა კატოს
- ასეთი არ ყოფილხარ, რაღაც ხდება რაც არ ვიცი არა?- ეჭვნარევი ხმით ჰკითხა კატოს
- ჰმმ, შენ იმდენი რამე არ იცი ალექსანდრე რომ გაიგო ამ ყველაფრის სიმძიმეს ვერ გაუძლებ- უდარდელად წარმოსთქვა კატომ
- კატო ჯანდაბაა, ჩემთან ნიღაბის ტარება არ გჭირდება- ნაღვლიანი თვალებით გახედა
- ვაუ, კატო დამიძახე?- ეშმაკურად გაუღიმა- შენ არ იცი მე როგორ ვცხოვრობ, რა გამოვიარე და ახლა რისი გამოვლა მიწევს, ყველაფერს ჩემით გავარკვევ და ჩემით მივაღწევ, არავინ არ უნდა დაშავდეს და თუ მაინც და მაინც საჭირო გახდა ეს მე ვიქნები ან ის ადამიანი ვინც ამას იმსახურებს- მალევე გაჩუმდა კატო რადგან საკმარისი ილაპარაკა
- რაზე საუბრობ?- წარბი შეხარა ალექსანდრემ
- მოყოლას აზრი არ აქვს, მომეცი საშუალება მარტომ გავარკვიო ყველაფერი- გაუღიმა კატომ, გასვლას აპირებდა როდესაც ალექსანდრეს ხელმა შეაჩერა, სწრაფად შეაბრუნა მისკენ და გულში ჩაიკრა
- იმაზე მეტად მესმის შენი ვიდრე შენ გგონია, ნუ გეშინია გრძნობების გამოხატვის, მარტო ნუ გადაიტან ყველაფფერს ასე საკუთარ თავს დააზიანებ
- ძლიერი ვარ გადავიტან- ცრემლებს გზა უნდა გაეკვალათ მაგრამ კატომ შეძლო მათი პირვანდელ ადგილას დაბრუნება
- ვიცი კატერინა, ვიცი მაგრამ იცოდე რომ ნებისმიერ საქმეში შენთან ვარ- სიყვარულის თვალებით შეხედა და შუბლზე აკოცა
- ალექსანდრე...
- გისმენ
- შენ მართლა ჩემი ქმარი ხომ არ გგონია თავი?
- ჯჯანდაბა კატერინა, მოდი სახლში წადი და დაისვენე, ცივ გონებაზე იფიქრე, არვიცი რა ხდება შენს გონებაში მაგრამ დასვენება არ გაწყენდა- ხელით აიიძულა კარებამდე მისულიყო და გარეთ გააცილა.


ლევანმა სწრაფად აირბინა კიბის საფეხური და კაბინეტში შევიდა
- გამარჯობა შვილო გაგახსენდა მამაშენი?- გაეცინა ზურას
- ზურა დაყენდი სანამ მოთმინება ჯერ კიდევ შემრჩა
- ღმერთო გაზრდილა ბიჭი- გადაიხარხარა ზურამ
- რა საცოდავი ხარ თუ ხვდები?- გაეცინა ლევანს- მე რომ არა ახლა კარგა ხნის მკვდარი უნდა იყო ან ალექსანდრეს სარდაფში უნდა ლპებოდე, კი ხარ ღირსი მაგრამ თავმოყვარეობას გადავაბიჯე და დღემდე შენს ჩასვრილ საქმეს მე ვასუფთავებ, ან ის კახა სადაა? არა ვერ ვხვდები რა ხალხი ხართ, ნამდვილად ძმები უნდა იყოთ თქვენ... საკუთარი შვილი გაიმეტა სიკვდილისთვის იმ არაკაცმა... შენ კიდევ ამის დედა ვატირე- ყელში წვდა მამამისს- ყოველთვის როცა მახსენდება ნინი როგორ მოკალი მინდა რომ სიკვდილამდე გცემო- ძარღვები დაეჭიმა ლევანს
- შენს თავს შეხედე - გაეღიმა ზურას- შენ რომ კაცობა გქონოდა და მართლა გყვარებოდა ნინი ამ ყველაფერს დაუშვებდი? ან ახლა აქ იქნებოდი სადაც ხარ? ალექსანდრეს მეგობრობას ეფიცები და ზურგს უკან საფლავს უთხრი, შენ ჩემზე ბევრად უარესი ხარ და როცა ამას გააცნობიერებ ძალიან გვიანი იქნება
- შენი დედაც ზურა მახარაძე- შეიკურთხა ლევანმა და იქაურობას გაეცალა.


ალექსანდრე ცალკე ეძებდა მკვლელს სებე და კატო კი ცალკე... ლევანი კი მათი კვალის აბნევას ცდილობდა



5 თვის შემდეგ
- სადაა ის -ღრიალებდა ალექსანდრე- არ გაუშვათ თორემ მხეცებს ვაჭმევ თქვენს თავებს
გიჟივით გარბოდა ალექსანდრე და მიზანში ამოღებულ მამაკაცს მისდევდა, დიდი გაბრძოლების შემდეგ კი ხელში ჩაიგდო
- როგორც იქნა გიპოვე შე არაკაცო- კაცმა მხოლოდ მისი მოქნეული მუშტი დაინახა და გაითიშა.

მიდით გააღვიძეთ- ბუნდოვნად ესმოდა კაცს მისი ხმა, შემდეგ კი ცივმა წყალმა გამოაფხიზლა
- გამარჯობა შვილო- სიცილით მიუგო კახამ
- გამარჯობა შე - ბიტა მოუქნია ალექსანდრემ და კახამაც მწარედ ამოიღმუვლა.
- დიდი დრო გავიდა არა?- გაუღიმა ალექსანდრემ
- როგორ შეცვლილხარ
- ხმას მანამდე არ ამოიღებ სანამ მე არ გეტყვი- კახას მიუახლოვდა და ყელში წვდა- ყველაფერს განანებ რაც ჩაიდინე, რაც ნინის გაუკეთე- კბილებში გამოსცრა ალექსანდრემ
- ნინი... ლამაზი ნინი- ამოიჩურჩულა კახამ- ყველაფერი მისი ბრალი იყო ტუტუცი გოგო - თავი გააქნია კახამ
- მოკეტე შენი დედა მოვ**ან- მოქნეული თავი პირდაპირ სახეში უთავაზა ალექსანდრემ- შენს ხორცებს თავადვე შეჭამ მაგრამ მეორე პიროვნებაც შემოგიერთება ვინც ამ საქმეშია გარეული
- ვინ ზურაა?- გაეცინა კახას
- ვვიინნნ?- აეენთო ალექსანდრე- შეეენ რაა.. .შენ რა ამდენი ხნის განმავლობაში იცოდი ვინც მოკლა ნინი?- თავს ვეღარ აკონტროლებდა ალექსანდრე
- ეჰ შვილო, შენ იმდენი რამ არიცი- სინანულით წარმოთქვა კახამ
- ეს უკვე უთქვამთ ჩემთვის ამიტომ ალაპარაკი შე
- ვერ მაიძულებ- გაეცინა კახას
- დარწმუნებული ხარ?- გაუღიმა ალექსანდრემ შემდეგ დაცვის წევრს ანიშნა რომ მაკრატელი შემოეტანათ
- რა ჯანდაბას აპირებ? დამაშინებ?- გადაიხარხარა კახამ
ალექსანდრემ კი კახას ხელი აიღო და საჩვენებელი თითი მოაჭრა რასაც კახას ყვირილი მოყვა
- აი ასე უნდა დაიტანჯო არაკაცო, კიდევ 9 თითი დაგრჩა, მერე სხვა ნაწილებზეც გადავალ, ამიტომ ილაპარაკე- კბილებში გამოსცრა ალექსანდრემ
- კარგად არ მიცნობ შვილო- სიმწრით გაეცინა კახას- ვერ მაიძულებ
- კარგი, შენი ნებაა. გახადეთ შარვალი- დაცვის წევრები კახასკენ დაიძრნენ და შარვალი გახადეს
- შენ სულ გაგიჟდი?
- ან ლაპარაკს დაიწყებ ან შენს ავლა-დიდებას აქვე მოვსპობ და შენვე გაჭმევ- ზიზღით შეხედა მამამისს
- კარგი, კარგი- ანერვიულდა კახა- ყველაფერი იმით დაიწყო რომ...


ნინის გატაცების დღეს კახას დაუკავშირდნენ და წილის დათმობა შესთავაზეს. კახა უარზე იყო რის შემდეგაც საქმეში ალექსანდრეც ჩართეს და დიდხნიანი ბრძოლის შემდეგ კახამ წილი დაკარგა. გონებადაბინდულმა კახამ ამირანის მკვლელობა შეუკვეთა და სიამოვნებით ელოდა მის საბოლოო განაჩენს.

დიდხანს რომ არ გავწელო ეს ამბავი, მოკლედ ვიტყვი რომ ზურა მახარაძე ამირანის ცოლის ნახევარ ძმაა... ნინის მეშვეობით უნდოდა წილის მიღებდა რაც ამირანისგან ვერ მიიღო და ასეთ ხერხს მიმართა... განაწყენებულმა ზურამ რომელმაც თავი დამცირებულად იგგრძნო როდესაც ალექსანდრე მასთან არ მივიდა ნინი სიცოცხლეს გამოასალმა. როდესაც ლევანმა ეს ყველაფერი გაიგო ყველაფრის ალექსანდრესათვის თქმა უნდოდა მაგრამ მამამისმა შეაჩერა და უთხრა რომ ალექსანდრე ცოცხალს არ დატოვებდა, ამ დღის შემდეგ კი ლევანი ყველაზე დიდი მონსტრი გახდა...
ალექსანდრეს უკვე კვირები გადიოდა რაც მამამისი სარდაფში ჰყავდა გამოკეტილი და არაფერს არ აძლევდა რათა საუკუნედ გაწელილიყო მისი სიცოცხლის ბოლო წუთები.


კატო და სებე კი თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისათვის რომ კვალზე გასულიყვნენ და ეს მოახერხეს კიდეც.
- კი მაგრამ ვერ ვხვდები ეს ყველაფერი რაში დასჭირდა ამ ხალხს, ასე როგორ დააბრმავა ქონებამ ამდენი ადამიანი რომ ასეთი საშინელი ამბავი დაატრიალეს- ცოფებს ყრიდა კატო
- არაკაცები არიან კატო, არაკაცები- გაფოცებული იყო სებე- როგორც ვფიქრობდი ყველაფერი ნაძირალა კახას ნამოქმედარია, კატო გთხოვ ალექსანდრესგან თავი შორს დაიჭირე
- სებე ჩემს საქმეში ნუ ერევი კარგი? ცნობისთვის ალექსანდრესთან ახლა შენს გამო ვარ- მოკლედ მოუჭრა კატომ და იქაურობას გაეცალა.


ყველაფრით დაღლილმა კატომ გადაწყვიტა განტვირთვის საღამო მოეწყო და კლუბში წასვლა გადაწყვიტა. საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა როდესაც სარკეში თავის თავს ათვალიერებდა, შემდეგ ოთახიდან გამოვიდა და მისაღებ ოთახში მყოფ ალექსანდრეს ყურადღებაც კიარ მიაქცია
- ეე მოიცა აბა გაჩერდი ადგილზე- დაუბღვირა ალექსანდრემ
- რა გინდა?- მიუტრიალდა კატო
- ასე გამოწყობილი სად მიდიხარ კატერინა?
- გასართობად საყვარელო- გაეცინა კატოს
- ჩემს ცოლს მარტო არ გავუშვებ
- გასართობად თქო ალექსანდრე შენი იქ ატანის თავი არ მაქვს
- არ მაინტერესებს, ან ჩემთან ერთად წახვალ ან აქ დარჩები
- შენ სხვა ქალებში გერევი არა? აბა კარგად შემომხედე- ალექსანდრეს მიუახლოვდა კატო და მისი სახე ხელებში მოიქცია- ამ ლამაზ სახეს გაგიერთიანებ იცოდე, პრეტენზიებს ასე გამოუსვლელი ადამიანივით ნუ აფრქვევ და არჩევნის წინაშე ნუ მაყენებ თორემ მოგკლავ- კბილებში გამოსცრა კატომ და კარის მიღმა გაუჩინარდა
- ჯანდაბა კატერინა- ყვირილით აედევნა ალექსანდრე- წამოდი წაგიყვან
- კარგი ჯანდაბას რადგან ასე გულით გინდა- გალღვა კატო და მანქაანაში ჩაჯდა

ცოტახნის შემდეგ მათი მანქანა კლუბის შესასვლელთანნ გაჩერდა. კარს აქეთაც კი იგრძნობოდა ის აურა რაც შიგნით ტრიალებდა. კატო მხეცივით შეიჭრა შიგნით, ახლა სჭირდებოდა დასვენება და გართობა. რამოდენიმე ჭიქა გადაკრა და მუსიკას შეერწყა მისი სხეული. უამრავი მამაკაცი დასტრიალებდა გარშემო და ამაზე ნერვები ეშლებოდა ალექსანდრეს, მაგრამ მართლა მისი ქმარი ხომ არიყოო რა უფლება ჰქონდა მისთვის ხელი შეეშალა, მათ შორის ჯერ კიდევ გაურკვეველი ურთიერთობა იყო ამიტომ გაჩერება არჩია.
კატო ვერავის ვეღარ ამჩნევდა, ჩაიძირა მუსიკის მორევში რომლიდან ამოსვლაც არ სურდა. ზურგზე უცხო მამაკაცი აეკრო რომელიც ურცხვად დაასრიალებდა მის სხეულზე ხელებს, ყელზე ნაზად აკოცა და მისკენ შემოაბრუნა
- ოთახში ხომ არ ავსულიყავით?- ენა გაილოკა მამაკაცმა
- ახლა კარგად მომისმინე- ხელი ქვევით ჩაუცურა კატომ- თუ არ გინდა რომ აი ამის გარეშე დარჩე- ხელი მისი ვაჟკაცობისაკენ გაიშვირა- ახლავე დაახვიე აქედან და სხვა გოგო მოძებნე ჩემნაირ გოგოს ასე მარტივად ვერ დაეუფლები- ხელი უხეშად კრა ბიჭს
- ზედმეტები ხომ არ მოგდის გოგონა?- ხელი უხეშად მოუჭირა ბიჭმა და უეცრად მის ბაგეებს დაეწაფა
- ჯანდაბაა, გაამიშვი- მის მკლავებში გაიბრძოლა კატომ მაგრამ უშედეგოდ
- შე ხელი გაუშვი- მხეცივით მიეჭრა გოგონას ალექსანდრე და ბიჭის კლანჭებისაგან იხსნა- აქედან დაახვიე სანამ შენი თავი ვინმეს ვახმარინე- შეიკურთხა ალექსანდრე და ბიჭმაც უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა
- ჯანდაბა ასე როგორ დათვერი?- გაუბრაზდა ალექსანდრე
- კარგი რაა ალექსანდრეე- ტუჩები გამობზიკა კატომ
- ნეტა მართლა ისეთი საყვარელი იყო როგორიც ახლა ხარ- გაეცინა ალექსანდრეს
- იცი რა მიმზიდველი ხარ როცა იღიმი?- თავი ძლივს მოუყარა სათქმელს
- ღმერთო- გადაიხარხარა ალექსანდრემ- ახლა შენს თავს რომ უსმენდე ძალიან გაბრაზდებოდი
- სულაც არა, მთელი ცხოვრების მანძილზე უამრავი ტანჯვა გავიარე, ჩემი გრძნობების დამალვა მუდამ მიწევს, მუდამ ძლიერ ქალად ვაჩენ საკუთარ თავს და ვარ კიდეც მაგრამ აღარ შემიძლია, სულ მარტო ვარ ამ ბინძურ სამყაროში, მაგრამ მანამდე ვიცოცხლებ სანამ ნაბიჭვარ მამაშენს არ მოვკლავ- თითი ცხვირწინ მოუქნია ალექსანდრეს
- მოიცა რაა?- გაფითრდა ალექსანდრე- რაზე საუბრობ?
- მამაშენი ა ალექსანდრე, შენც ასეთი მეგონე მაგრამ შევცდი- ბლუყუნებდა კატო- მამაშენს ვაწამებ და პასუხს მოვთხოვ ჩემი მშობლების სიკვდილისთვის- ამის თქმა შეძლო და ცრემლები წასკდა
- ჯანდაბააა- ძარღვები სადაცაა შემოასკდებოდა ალექსანდრეს- ამის დედაც კახა- ბრაზობდა ალექსანდრე
კატო გულს ძალიან ულბობდა და ამჩნევდა რომ გრძნობები უჩნდებოდა მაგრამ მამამისმა მისი ოჯახი დაანგრია და არ იცოდა კატო რამდენად ისურვებდა მასთან ყოფნას.
- ჯანდაბა კატო აღარ დაგალევინებ ამის მერე- ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა.
სახლის კარები გაჭირვებით გააღო და ოთახში შეიყვანა. ტანსაცმელი გამოუცვალა და ლოგინში ჩააწვინა, ზურგით მიიხუტა და თან თმაზე ეფერებოდა.
- მე ძალიან მეშინია- ბურტყუნებდა კატო
- ჩშშ... მე შენს გვერდით ვარ- ყურთან ჩურჩულებდა ალექსანდრე, ლოყაზე აკოცა და უფრო მაგრად მიიხუტა- ყველანაირად ვიზრუნებ რომ კახა როოგორც გინდა ისე დასაჯო.


მეორე დილით წყვილმა ისევ ერთად გაიღვიძა. კატოს თითქოს ესიამოვნა მის გვერდით გაღვიძება, აკვირდებოდა მძინარე ალექსანდრეს და მით უფრო სასურველი ხდებოდა მისთვის
- მზერით მაშიშვლებ არა?- გაეცინა ალექსანდრეს
- ჯანდაბა სულ ასე რატომ იქცევი- ხელი მიკრა კატომ
- ჩემს კატერინას შევუყვარდიიი- იყვირა ალექსანდრემ
- გეშლება- უარყოფა სცადა კატომ
- არაფერი არ მეშლება- გადაიხარხარა ალექსანდრემ და კატოს მიაშტერდა
- ასე ნუ მიყურებ- დაიმორცხვა კატო
- მიყვარხარ კატერინა
- რაა?- პირი დააღო კატომ
- მიყვარხარ- კიდევ გაიმეორა ალექსანდრემ და მის ბაგეებს დაეწაფა
- მეც თქო რომ გითხრა არ დაიჯერებ ხო?- გაეცინა კატოს
- ეს დიდი ხანია ვიცი- თვალი ჩაუკრა ალექსანდრემ
- უნამუსო- ხელი მიარტყა კატომ
- კატო
- კატოს რომ მეძახი ესეიგი რაღაც სერიოზული ხდება ხო?- ანერვიულდა კატო
- წამოდი ვიღაც უნდა განახო
- ვინ?
- იქ გაიგებ
სწრაფად ააგდო საწოლიდან კატო და მეორე სახლში წაიყვანა. სარდაფისაკენ გზა გაიკვალეს, უკუნით სიბნელეში შეაბიჯეს სადაც უგონო კაცი სკამზე ძლივს იმაგრებდა თავს.
- ალექსანდრე- შიშით უკან დაიხია კატომ
- ნუ გეშინია აქ ვარ- ხელი წელზე მოხვია ალექსანდრემ და გზა გააგრძელებინა
კატო ფრთხილად მიუახლოვდა სკამზე მჯდარ ადამიანს რომელსაც სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა.
- ალექსანდრე ეს კაცი ვინაა
- შუქები აანთეთ- ხელი აიქნია ალექსანდრემ და დაცვის ბიჭებს გახედა
სინათლემ მკაფიოდ გაიელვა მისავათებული კაცის თვალებში და თავი ზემოთ აწია
- გამარჯობა შვილო, მეგონა დაგავიწყდი- გადაიხარხარა კახამ
- შენნაირი არაკაცის დავიწყება ასეთი მარტივი რომ იყოს ვინ დამასწრებდა მამა- ირონიით მიმართა ალექსანდრემ
- ღმერთო...- ძლივს ამოილაპარაკა კატომ და რომ არა ალექსანდრეს ხელები ძირს უნდა ყოფილიყო გართხმული
- კატერინა, თავი ხელში აიყვანე მე აქ ვარ- ჩარსჩურჩულა კატოს და წამოაყენა.
- ეს გოგო ვინაა? მორიგი კახ*ა?- გაეცინა კახას
- შე არაკაცო- მაგიდაზე დადებულ დანას ხელი მოკიდა კატომ და კახას მიიეჭრა- როგორ მძულხარ- ბოლო ხმაზე ყვიროდა
- კატო...- ხელი მისკენ წაიღო ალექსანდრემ მაგრამ მალევე დაუბრუნა საწყისს მდებარეობას
- ახლა რა უნდა გიყო?- ცრემლები ვეღარ შეიკავა კატომ- შენნაირი ადამიანის გამო უდანაშაულო ხალხი რატომ დაიხოცა?
- ვინ ჯანდაბა ხარ საყვარელო?
- ვისი მშობლებიც მოკალი შე არაკაცო- შეაფურთხა კატომ
- ჯანდაბა..როგორ ვერ მივხვდი- გადაიხარხარა კახამ- ამირანის ასლი ხარ, იმედია შეცდომების დაშვებაშიც მას არ გავხარ
- არ გაბედო და ჩემ მშობლებზე კრინტიც კი არ დაძრა- კბილებში გამოსცრა კატომ- ღმერთო ახლა ისე გაწამებ ვერც წარმოიდგენ... ჩემზე ბედნიერი ადამიანი არავინ იქნება- ენა გაილოკა კატომ
- ჰმმ... მე მეგონა ჩემზე სადისტი ადამიანი არ არსებობდა- წარბი შეხარა კახამ
- შენს თავს ნუ მადარებ ბატონო კახა- დანას მის კანზე დაასრიალებდა კატო- იმაზე დიდი მონსტრი შემიძლია გავხდე ვიდრე შენ ხარ- კბილებში გამოსცრა და კანი სადაც კი შეეძლო დანით დაუსერა
- კატერინა გეყოფა- ხელი დაუჭირა ალექსანდრემ
- თავი გამანებე- შეუღრინა კატომ- არ შევარჩენ იმას რაც გააკეთა- გამწარებული კახას ღრიალის ხმა გულზემალამოდ ედებოდა კატოს
- კატერინა შეჩერდი, მისნაირი არ გახდე- მკაცრიიყო მიისი ხმა
- ჯანდაბა... მძულხართ ყველა- დანა ხელიდან გააგდო და კახას ზურგი აქცია
- საყვარელო კატო... ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ, არც არასდროს ვინანებ. წარსულში რომ დავრბუნდე იგივეს გავაკეთებდი, წარმომიდგენია ამირანის დასისხლიანებული სახე, აჰ რა სასიამოვნოა- შეაჟრჟოლა კახას
კატოს გონება დაეხშო, ერთადერთი რაც მოახერხა ალექსანდრეს იარაღი მარჯვედ გამოართვა და კახას დაუმიზნა
- ახლავე ჩაიგდე ეგ შენი ბინძური ენა თორემ არ გაცოცხლებ
- კატო რას აკეთებ, ახლავე დააგდე იარაღი- თავს ძლივს იკავებდა ალექსანდრე წყობილებიდან რომ არ გამოსულიყო
- დამშვიდდი შვილო- ჩაეცინა კახას- ვერ მესვრის, გამბედაობა არეყოფა რომ კაცი მოკლას
- როგორც ჩანს კარგად არ მიცნობ. შენ ჩემი მშობლები დაუფიქრებლად გამოასალმე სიცოცხლეს თანაც რის გამო?- სიმწრით გაეცინა კატოს- ქონებამ ისე დაგაბრმავა საკუთარი შვილიც კი გაიმეტე
- ჩემს შვილს ნუ ახსენებ
- რა იყო? მტკივნეულია მაზოლზე ფეხის დაჭერა?- გადაიხარხარა კატომ- შენს ცხოვრებას შეხედე, ერთი შვილი მკვდარი გყავს მეორესთვის კი არაფერს ნიშნავ
- მოკეტეეე და მესროლე თუ ასეთი მაგარი გგონია შენი თავი- იღრიალა კახამ
- არა, ასეთ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებ... მინდა დიდხანს იტანჯო, ყოველ დღე და ყოველ წუთს მე და ყველა იმ ადამიანს უნდა ხედავდე ვინც შენს გამო იტანჯება. სიკვდილი შენთვის შვება იქნება რასაც არაფრის დიდებით არ დავუშვებ- კბილებში გამოსცრა კატომ და იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ კახას ფეხისაკენ აიღო გეზი რასაც საპასუხოდ მისი ღრიალი მოჰყვა
- ჯანდაბაა, ძუ*ნაა- ამოიხრიალა კახამ
ალექსანდრე გაოგნებული იყურებოდა, ვერ ცნობდა კატოს რადგან რადიკალურად შეცვლილი იდგა მის წინ. კარგად არ იყო გარკვეული მის შესაძლებლობებში და მისმა ასეთმა საქციელმა ღიმილი მოჰგვარა მის სახეს
- ალექსანდრე, მინდა რომ ციხეში დალპეს. მესმის რომ მამაშენია მაგრამ...
- გაჩუმდი- სიტყვები ხორხშივე ჩაუტოვა ალექსანდრემ და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში- ასეთი ადამიანის შვილი მე ვერ ვიქნები, ყველაფერს გავაკეთებ რომ საკადრისი პასუხი აგოს ჩადენილი ცოდვებისათვის
- მადლობა, ძალიან კარგი ადამიანი ხარ- გაუღიმა კატომ
- წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტან კატერინა- ეშმაკურად გაუღიმა ალექსანდრემ და იმ სახლს ელვის სისწრაფით გაეცალნენ.

დრო სწრაფად მიიწევდა წინ და არაფერი არ ადარდება ამ ქვეყანაზე. კახა ციხის კედლებში ლპებოდა და ათასგვარი ხერხებით ცდილობდა სიცოცხლის მოსწრაფებას. ციხეში სებემ ინახულა და მისი კარგად დასისხლიანებაც მოახერხა სანამ დაცვა არ გააჩერებდა.
ალექსანდრე, სებე და კატო კი ერთად ცდილობდნენ ზურა მახარაძე რაც შეიძლება მალე ეპოვათ. რამოდენიმე კვირის შემდეგ კი კვალსაც დაადგნენ და მალე მის სამყოფელსაც მიაგნეს.
ზურა მახარაძე მაგიდას მისჯდომოდა როდესაც კარები შემოუნგრიეს
- ჯანდაბა რა ხდება?- ფეხზე წამოიჭრა ზურა
- შენი სიკვდილის ანგელოზი მოვიდა შენს დედას შევე*ი- მხეცივით მიეჭრა ალექსანდრე ზურას და გამეტებით ურტყამდა მუშტებს
- ალექსანდრე გეყოფა შემოგაკვდება- დაუყვირა კატომ მაგრამ ალექსანდრე კვლავ განაგრძობდა მის ცემას. გააფთრებულ ალექსანდრეს სებე მიეჭრა და როგორც იქნა შეაჩერა
- თავი გამანებე სებე თორემ შენც ზედ მიგაყოლებ- თავს ვეღარ აკონტროლებდა ალექსანდრე
- თავი ხელში აიყვანე- მუშტი უთავაზა სებემ და როგორც იქნა გონს მოიყვანა ალექსანდრე
კატომ კი ამასობაში ზურა გამოაფხიზლა.
- ვინ ჯანდაბები ხართ
- გამარჯობა ბიძია- ირონიულად მიმართა კატომ
- მოიცადე...- თვალები მოჭუტა ზურამ- ჩემი დისშვილები მესტუმრნენ?
- ფუ შენი- სებე მიეჭრა და წიხლი უთავაზა- რანაირი ადამიანი ხარ უდანაშაულო გოგო როგორ მოკალი
- რას ვიზამთ მოვლენები ასე განვითარდა- გაეცინა ზურას
- იცი რომ შენი გაუაზრებელი საქციელის გამოვე მოკვდნენ ჩვენი მშობლები?- უღრიალა კატომ
- ღმერთო ხელს ყველა მე ნუ შემაწმინდავთ თუ შეიძლება, მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. რა გინდა ვიგლოვო? ძალიან ვწუხვარ შენი მშობლების სიკვდილის გამო, აი ნახე ცრემლიც კი ჩამომიგორდა- სახე სატირლად დამანჭა ზურამ
- ბბოლო რასაც ხედავ მე ვარ შე არაკაცო- იარაღი მოიმარჯვა ალექსანდრემ და სასხლეტს თითი გამოჰკრა. გასროლის ხმამ ყველა წამიერად დააბნია
- ჯანდაბაა, ალექსანდრეე- იყვირა კატომ- რა გააკეთე
- ის რასაც იმსახურებდა- ალექსანდრეს მაგივრად უპასუხა სებემ
- დროზე წავედით, წამითაც არ უნდა გაჩერდე ამ აყროლებულ ადგილას- ხელი ჩაავლო ალექსანდრემ კატოს და იქაურობა დატოვეს.
სახლში მისული ლევანი ლამის გაგიჟდა სისხლის გუბეში მოცურავე მამამისი რომ დაინახა და ძარღვები დაეჭიმა
- შენი ხელი ურევია არა ალექსანდრე- სიმწრით გაეცინა ლევანს- ჯანდაბაა, არ მინდოდა ეს ყველაფერი მომხდარიყო, სამწუხაროა- ხელები კეფაზე შემოიწყო და ბიჭებს დაურეკა რათა სახლი მოეწესრიგებინათ.


რამოდენიმე თვის შემდეგ...

- კატოოოოო- გიჟივით შეიჭრა თიკა მის ოთახში
- ჯანდაბა ადამიანო გულიგამიხეთქე
- რა ლამაზი ხარ- გაოგნებული ათვალიერებდა თეთრ კაბაში გამოწყობილ დაქალს
- ხოო? - დაიმორცხვა კატო
- ხხალხი გადაირევა ალბათ შე არანორმალურო
- აუ ვნერვიულობ ცოტას
- რა განერვიულობს ადამიანო თხოვდები, ახლა ყველაზე ბედნიერი უნდა იყო- ტაში შემოჰკრა თიკამ
- კარგი ხო მიხარია აბა არ მიხარია?- გაეცინა კატოს.
ცოტა იჭორავეს გოგოებმა, დრო ისე გაეპარათ ვერც მიხვდნენ. შემდეგ კი მათი ყუადღება კარზე კაკუნმა გაფანტა
- ჩემი ცოლი აქ არის?- თავი შემოყო ალექსანდრემ
- აქ არის და გელოდება როდის დაეუფლები- გაეცინა თიკას რაზეც ხელი მოუქნია კატომ
- ტუტუცო- დაეჯღანა კატო
- კარგით ახლა დროზე ადექით მოვიდა ხალხი- კარებში ახლა სებეს თავიც გამოჩნდა- რა ლამაზიხარ დაიკო
- კარგი წავედით დროზე- ხელით მიაწვა თიკა კატოს და კიბეებზე ჩავიდნენ.
ჯვარი დაიწერეს და უკვე ოფიციალურად ცოლ-ქმარი იყვნენ. მათ ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს, მიუხედავად ასეთი საშინელი წარსულისა მაინც ერთად ყოფნა არჩიეს. ადამიანმა წარსულით არ უნდა იცხოვრო თორემ მისი სიმძიმე ისე წაგიჭერს ყელში რომ ბედნიერად ცხოვრების საშუალებას არ მოგცემს.
ძალიან კარგი დრო გაატარეს. შეუდარებელი ოთხეული ერთად იდგა და რაღაც საქმეებს განიხილავდნენ როდესაც არსებულმა სიტუაციამ მიბრუნება აიძულათ.
- გაამარჯობაა პატივცემულო საზოგადოებააა- ყვირიილით შემოვიდა ლევანი- ეს მე ვარ ლევან მახარაძეე, არაკაცი ზურას შვილიი რომეელიც სასტიკად გამოასალმეს სიცოცხლეს- გაეცინა ლევანს
- ჯანდაბაა- სიმწრით ტუჩზე იკბინა კატომ
ლევანმა იარაღი ამოიღო და ოთხეულის მიმართულებით გაიშვირა.
- ალექსანდრე, ჩემო ძმაოო როგორ არ მინდოდა ყველაფერი ასე მომხდარიყოო- სინანულით თავი გაიქნია ლევანმა
- ლევან ძმაო, დიდხანს იმალებოდი არა? როგორ მინდა ახლა ძვალ-რბილი გაგიერთანო- კბილებში გამოსცრა ალექსანდრემ
- სებეე სებეე- ძარღვები დაეჭიმა ლევანს- ზუსტად შენს გამო მოკვდა ნინი, შენ რომ არ აგერია გონება ახლა ცოცხალი და ბედნიერი იქნებოდა ჩემთან
- შენივე სიტყვების თუ გჯერა ლევან?- ხელები გადააჯვარედინა სებემ
- კააატოო, ლამაზი კატოო- ენა გაილოკა ლევანმა- ყველაზე დიდი წვლილი შენ მიგიძღვის მომხდარშიი
- ამას მეუბნება ადამიანი რომელიც საკუთარი მამის ზეგავლენის ქვეშ დღემდეა და ყელამდე ნეხვშია?- გაეცინა კატოს
- ენა ჩაიგდე კახპა- იღრიალა ლევანმა-შენ რომ არგამოჩენილიყავი ნორმალურად გაავაკეთებდი ჩემს გასაკეთებელს და ასეთი რამ არ მოხდებოდა. ერთადერთი ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს სიკვდილს ეს შენ ხარ- სასხლეტს თითი გამოჰკრა და მისი მიმართულებით გაისროლა. დაცვის წევრი ლევანთან მიიჭრა და ხელები ზურგს უკან მიაბჯინა.

გასროლის ხმას მოჰყვა ხალხის კივილი, არეულობა, სისხლი, მსხვერპლი... ერთადერთი მსხვერპლი....

2 წლის შემდეგ

ოთახში მაგიდას მისჯდომოდა ალექსანდრე და ახალ ამბებს კითხულობდა. კატო კი სამზარეულოში დაფუსფუსებდა და საჭმელს აკეთებდა. ცოტახანში სუფრაც გააწყო.
- ალექსანდრეე- ყელზე ხელები მოხვია კატომ- ვახშამი მზადაა
- ჩემი კატერინა უკვე როგორ დაიხვეწა- ტუჩებში აკოცა ალექსანდრემ
- წადი წადი ჭამე- ხელით მიაწვა კატო და მაგიდასთან დასვა.
ოთახში ხოხვა-ხოხვით გამოვიდა ორი ჩაპუტკუნებული ბავშვი.
- დედააას სიყვარულები მოვიდნენ- დაიყვირა კატომ
- ნუ გადყლაპავ ახლა მამასაც დაუტოვე- გაუბრაზდა ალექსანდრე
- ჩემი ტკბილეები- ერთი მეორეს მიყყოლებით ჩაკოცნა სებე და ნინი
- ჩემი სებეე კაციიი- ხელში აიტაცა შვილი და მისმა სიცილმა კიდევ უფრო გააბედნიერა ალექსანდრე
- შეხედე როგორი საყვარლები არიან და როგორ გვანან ერთმანეთს- გაეღიმა კატოს
- ტყუპები ხომ არ არიან შემთხვევით?- გაიცინა ალექსანდრემ
- ეჰ ალექსანდრე... ვცდილობ წარსული დავივიწყო მაგრამ სულ თავს მახსენებს. სებე ჩემ გამო მოკვდა- ატირდა კატო
- დამშვიდდი კატერინა- ძლიერად ჩაიკრა გულში- ყველამ საკადრისი მიიღო და დაისაჯა. ახლა მთავარი ჩვენი ოჯახია- შუბლზე აკოცა ალექსანდრემ
- ხო ჩვენი ოჯახი- გაეღიმა კატოს
- დედას ტკბილეეებიი- ხორცები დაუჩმიტა კატომ

ალექსანდრემ ნინი აიტაცა ხელში, კატომ სებე და ასე მიუსხდნენ მაგიდას. ამ წყვილმა ბედნიერება ჰპოვა, მიუხედავად ამდენი ტკივილისა და ტანჯვისა. მაგრამ ვინ იცის როგორ განვითარდებოდა ყველაფერი და ვის ცხოვრებაში რა შეიცვლებოდა ის დღე რომ არა...

და მაინც ის დღე რომ არა არ იქნებოდა ეს დღე სადაც ახლა ალექსანდრე და კატო იყვნენ.

მაგრამ მაინც... ის დღე რომ არა...

დასასრული.


მოგესალმებით მეგობრებო ესეც ჩემი მორიგი ისტორია (: იმედი მაქვს ცოტა მაინც გასიამოვნეთ <3



№1  offline წევრი Imagination88

Au rogor gamaxare vedzebdi am istorias da washliliao michvenebda marto chemtan iyo egre tu washlili gqonda??? Wavedi wavikitxo marto pirveli maq wakitxuli mee ❣️❣️❣️

 


№2  offline წევრი LITTL3LON3LYSOUL

[quote=A.N.A]Au rogor gamaxare vedzebdi am istorias da washliliao michvenebda marto chemtan iyo egre tu washlili gqonda??? Wavedi wavikitxo marto pirveli maq wakitxuli mee ❣️❣️❣️[/
quote]

წაშლილი მქონდა არც ვაპირებდი გაგრძელებას მაგრამ დამენანა მისატოვებლად. ძალიან მიხარია თუ გაგახარე ♡ შთაბეჭდილებები გამიზიარე

 


№3  offline წევრი Gimilis gogo

ვეᲫებდი და გამიხარდა სრულად რომ Შემხვდა..
მომეწონა, უვრალოდ ბოლოს მაᲗ Თბილ ოჯახზე უფრო კარგად რომ დაგეწერა უკეᲗრსი იქნებოდა..
წარმატებები ????

 


№4  offline წევრი LITTL3LON3LYSOUL

Gimilis gogo
ვეᲫებდი და გამიხარდა სრულად რომ Შემხვდა..
მომეწონა, უვრალოდ ბოლოს მაᲗ Თბილ ოჯახზე უფრო კარგად რომ დაგეწერა უკეᲗრსი იქნებოდა..
წარმატებები ????


ხოო ბოლოსკენ ძაან ისე დავწერე სამწუხაროდ

მადლობა რომ მოგეწონა♡♡

 


№5 სტუმარი მარიიი

ძალიან კარგი ისტორიაა
მე მომეწონა და წარმატებებს გისურვებ♡

 


№6  offline წევრი LITTL3LON3LYSOUL

მარიიი
ძალიან კარგი ისტორიაა
მე მომეწონა და წარმატებებს გისურვებ♡


დიდი მადლობაა♡♡♡

 


№7  offline წევრი Imagination88

[quote=LITTL3LON3LYSOUL][quote=A.N.A]Au rogor gamaxare vedzebdi am istorias da washliliao michvenebda marto chemtan iyo egre tu washlili gqonda??? Wavedi wavikitxo marto pirveli maq wakitxuli mee ❣️❣️❣️[/
quote]

წაშლილი მქონდა არც ვაპირებდი გაგრძელებას მაგრამ დამენანა მისატოვებლად. ძალიან მიხარია თუ გაგახარე ♡ შთაბეჭდილებები გამიზიარე[/quote]


კარგია რომ გააგრძელე და არ დაგვტოვე ძაან მომეწონა კარგი ისტორია იყო ❣️❣️ბოლოს რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს იჩქარე ძაან მაგრამ მთლიანობაში მაინც კარგი იყო მომეწონა ❣️❣️იმედია ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდები წარმატებები ❣️❣️და იქ იმედია უფრო მეტად ნაზი იქნება შენი პერსონაჟი თორემ ხანდახან მეშინოდა კატოსი ????????❣️❣️

 


№8  offline წევრი LITTL3LON3LYSOUL

[quote=A.N.A][quote=LITTL3LON3LYSOUL][quote=A.N.A]Au rogor gamaxare vedzebdi am istorias da washliliao michvenebda marto chemtan iyo egre tu washlili gqonda??? Wavedi wavikitxo marto pirveli maq wakitxuli mee ❣️❣️❣️[/
quote]

წაშლილი მქონდა არც ვაპირებდი გაგრძელებას მაგრამ დამენანა მისატოვებლად. ძალიან მიხარია თუ გაგახარე ♡ შთაბეჭდილებები გამიზიარე[/quote]


კარგია რომ გააგრძელე და არ დაგვტოვე ძაან მომეწონა კარგი ისტორია იყო ❣️❣️ბოლოს რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს იჩქარე ძაან მაგრამ მთლიანობაში მაინც კარგი იყო მომეწონა ❣️❣️იმედია ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდები წარმატებები ❣️❣️და იქ იმედია უფრო მეტად ნაზი იქნება შენი პერსონაჟი თორემ ხანდახან მეშინოდა კატოსი ????????❣️❣️[/quote]


კი ბოლოს ძალიან სწრაფად დავწერე მინდოდა მალე დამესრულებინა...
ახალ ისტორიას რაც შეეხება ჯერ-ჯერობით არაფერიმაფიქრდება ამიტომ არ ვიცი როდის დავიწყებ ახალი ისტორიის წერას.

აი კატერინა კი ძალიაან მომწონს თუმცა გაუწონასწორებელია...

დიდი მადლობა შენ <3

 


№9  offline წევრი Imagination88

[quote=LITTL3LON3LYSOUL][quote=A.N.A][quote=LITTL3LON3LYSOUL][quote=A.N.A]Au rogor gamaxare vedzebdi am istorias da washliliao michvenebda marto chemtan iyo egre tu washlili gqonda??? Wavedi wavikitxo marto pirveli maq wakitxuli mee ❣️❣️❣️[/
quote]

წაშლილი მქონდა არც ვაპირებდი გაგრძელებას მაგრამ დამენანა მისატოვებლად. ძალიან მიხარია თუ გაგახარე ♡ შთაბეჭდილებები გამიზიარე[/quote]


კარგია რომ გააგრძელე და არ დაგვტოვე ძაან მომეწონა კარგი ისტორია იყო ❣️❣️ბოლოს რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს იჩქარე ძაან მაგრამ მთლიანობაში მაინც კარგი იყო მომეწონა ❣️❣️იმედია ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდები წარმატებები ❣️❣️და იქ იმედია უფრო მეტად ნაზი იქნება შენი პერსონაჟი თორემ ხანდახან მეშინოდა კატოსი ????????❣️❣️[/quote]


კი ბოლოს ძალიან სწრაფად დავწერე მინდოდა მალე დამესრულებინა...
ახალ ისტორიას რაც შეეხება ჯერ-ჯერობით არაფერიმაფიქრდება ამიტომ არ ვიცი როდის დავიწყებ ახალი ისტორიის წერას.

აი კატერინა კი ძალიაან მომწონს თუმცა გაუწონასწორებელია...

დიდი მადლობა შენ <3[/quote]

Kii katerina mec momwons ubralod odnav gawonasworebuloba mouxdeboda ❣️❣️❣️

 


№10  offline წევრი LITTL3LON3LYSOUL

[quote=A.N.A][quote=LITTL3LON3LYSOUL][quote=A.N.A][quote=LITTL3LON3LYSOUL][quote=A.N.A]Au rogor gamaxare vedzebdi am istorias da washliliao michvenebda marto chemtan iyo egre tu washlili gqonda??? Wavedi wavikitxo marto pirveli maq wakitxuli mee ❣️❣️❣️[/
quote]

წაშლილი მქონდა არც ვაპირებდი გაგრძელებას მაგრამ დამენანა მისატოვებლად. ძალიან მიხარია თუ გაგახარე ♡ შთაბეჭდილებები გამიზიარე[/quote]


კარგია რომ გააგრძელე და არ დაგვტოვე ძაან მომეწონა კარგი ისტორია იყო ❣️❣️ბოლოს რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს იჩქარე ძაან მაგრამ მთლიანობაში მაინც კარგი იყო მომეწონა ❣️❣️იმედია ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდები წარმატებები ❣️❣️და იქ იმედია უფრო მეტად ნაზი იქნება შენი პერსონაჟი თორემ ხანდახან მეშინოდა კატოსი ????????❣️❣️[/quote]


კი ბოლოს ძალიან სწრაფად დავწერე მინდოდა მალე დამესრულებინა...
ახალ ისტორიას რაც შეეხება ჯერ-ჯერობით არაფერიმაფიქრდება ამიტომ არ ვიცი როდის დავიწყებ ახალი ისტორიის წერას.

აი კატერინა კი ძალიაან მომწონს თუმცა გაუწონასწორებელია...

დიდი მადლობა შენ <3[/quote]

Kii katerina mec momwons ubralod odnav gawonasworebuloba mouxdeboda ❣️❣️❣️[/quote]

მადლობა საყვარელო ♡

 


№11  offline წევრი nankanan

ყოჩაღ <3

 


№12  offline წევრი LITTL3LON3LYSOUL

nankanan
ყოჩაღ <3


მადლობა ♡♡

 


№13  offline წევრი xatia❤

შეყვარებული ვარ ამ ისტორიაზე❤❤ვგიჟდები მის დასასრულზე,❤ მხოლოდ რამდენიმე მაქვს წაკითხული ასეთი დასასრულით სადაც წყვილები ერთად რჩებიან,,საუკეთესოა მათ შორის❤❤❤

 


№14  offline წევრი LITTL3LON3LYSOUL

xatia❤
შეყვარებული ვარ ამ ისტორიაზე❤❤ვგიჟდები მის დასასრულზე,❤ მხოლოდ რამდენიმე მაქვს წაკითხული ასეთი დასასრულით სადაც წყვილები ერთად რჩებიან,,საუკეთესოა მათ შორის❤❤❤


ძალიაან დიდი მადლობაა საყვარელოო <333

xatia❤
შეყვარებული ვარ ამ ისტორიაზე❤❤ვგიჟდები მის დასასრულზე,❤ მხოლოდ რამდენიმე მაქვს წაკითხული ასეთი დასასრულით სადაც წყვილები ერთად რჩებიან,,საუკეთესოა მათ შორის❤❤❤


გირჩევ ჩემი პირველი ისტორია წაიკითხო... ალბათ ისიც მოგეწონება :დდ <33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent