სიცარიელე {2}
მაპატიეთ ამდენ ხნიანი დაგვიანების გამო, მართლა ვერანაირად ვერ მოვახერხე დაწერა და დადება თორემ დაწარა არ მეზარება. საშინლად გადატვირთული დღეები მქონდა, მაგრამ ამის მერე ვეცდები ხშირად დავდო და ამდენ ხანს არ დავიგვიანო. მადლობა რომ აიტანეთ ჩემი გაქრობა. ................ - წავიდეთ? - მოულოდნელად ჰკითხა დაბნეულ ქალს და თვალი თვალში გაუყარა. -სად? -სადმე. - მხრები აიჩეჩა, ვერ ხვდებოდა ასე რატომ იქცეოდა, ან რატომ სურდა მასთან ყოფნა, მაგრამ იმ წამებში დაუფიქრებლად მოქმედებდა. -წავიდეთ. - ცოტა ხნის შიჩუმის შემდეგ თვალებ ამღვრეულმა გასცა პასუხი. რამდენიმე წამით უყურებდა მენაბდე, იმ ცისფერებში ყველაფერს კითხულობდა და ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა. ხვდებოდა როგორ იზიდავდა ქალს, მის თვალებში აკიაფებულ სურვილსაც ხედავდა და ამ ყველაფრით შესანიშნავად ხალისობდა. უცებ მოხვია წელზე ხელი, ჰაერში ააფრიალა მისი სხეული, წამებში წინ დაიყენა სხეულზე აკრული, შემდეგ სახლში შეიყვანა, იქვე მიგდებული პალტო შემოიცვა, ქალს კი თბილი პლედი მოახვია. ჩუმად დატოვეს ბინა, ლიფტით პირველ სართულზე ჩავიდნენ და შენობიდან გასულები ნელი ნაბიჯით გაუყვნენ ცარიელ ქუჩას. - ანა. - უცებ თქვა ქალმა, მენაბდის ყურადღებაც წამსვე მიიქცია, ჯერ გაკვირვებული უყურებდა, მერე კი მომღიმარმა თავისი თავიც გააცნო. - რა სიწყნარეა, თან როგორ ცივა. -აქვე ძველი ბარია, მანდ შევიდეთ, ყოველთვის თბილი გარემოა. -ახალი წელია. -ჩემთვის ყოველთვის ღიაა. - იღიმოდა, თან მომღიმარი კვეთდა ქუჩებს. -ეგ როგორ? -მამაჩემის ძმაკაცის, ნათლიაჩემის ბარია, 25 წლის წინ გახსნა და დღესაც თავისი კლიენტებით ამუშავებს იქაურობას. ყოველთვის იქ არის. - მომღიმარმა დახედა ზევიდან, შემდეგ ბართან მისულმა კარი გამოაღო და ანა შიგნით შეატარა. -ვაა ეს ვინ მოსულა! - მენაბდის დანახვაზე ხელებ გაშლილი წავიდა გაჭაღარავებული კაცი, ნიკოლოზსაც ღიმილი აეკრა სახეზე, დიდი მკლავები მაგრად მოხვია ირაკლი ჯანელიძეს და გაშლილი ხელის გული რამდენჯერმე ზურგზე მიარტყა. - ასე უნდა გადაკარგვა? რამდენი ხანია არ გინახივარ? -ერთი წელია ალბათ. - დამნაშვაბე ბავშვივით ჩაილაპარაკა, შემდეგ იქვე ატუზულ ქალს თავით ანიშნა მასთან მისულიყო. - გაიცანი ირა, ეს ანაა. -სასიამოვნოა, გილოცავთ ახალ წელს. - ხელი ჩამოართვა წარბშეკრულ კაცს, რომელიც ყურადღებით ათვალიერება. დამორცხვილს ლოყები შეეფარკლა, თითები ერთმანეთში ახლართა და თვალების ცეცებას მოჰყვა. -ჩემთვისაც. - კი თქვა, მაგრამ დიდად ვერ შეამჩნევდით სახეზე მისი გაცნობით გამოწვეულ სიამოვნებას. - მეც გილოცავთ, მრავალს დაგასწროთ ღმერთმა. -მადლობა ირა, მადლობა. -აბა? რას ინებებთ? -ორი ბაკალი ლუდი, შენი მაგნიტოფონი და ერთი ფირფიტა. - ბარისკენ წასულს ზურგზე მიადო ხელი. -ნიკოლოზ! შენი ქცევა არ მომწონს. -რუსას გავშორდი. - ჩუმად უთხრა, თვალი კი ბარში ჩუმად მოსიარულე ქალისკენ გააპარა, რომელიც ყველაფერს ინტერესით აკვირდებოდა. -რა ქენი? - გაოცებულმა შეხედა ნათლულს. -ერთი წლის წინ გავშორდი, უბრალოდ მთხოვა ცოტა დრო მიმეცა და ოფიციალურად მერე გავეყრებოდით, მაგრამ ძალიან გაწელა ეს დრო. -შენი საქმის შენ იცი, მაგრამ ეს ქალი ვინ არის? -უბრალოდ ქალია. -რაღაც არამგონია, რუსაც კი არ მოგიყვანია აქ. -თვითონ არ მოდიოდა, სისუფთავეს უჩიოდა. - სიცილით თქვა და ჯანელიძემაც წარბები შეკრა. -მაგიტომ არ მომწონდა არასდროს, მეტიჩარა, ძველი დიზაინი რომ არის მაგიტომ მოსწონს ხალხს. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, თან ანას შეხედა. -კარგი რა ირა, იმას ვერ უარყობ რომ ხანდახან იატაკის გაწკრიალება გავიწყდება. -არაფერი არ მავიწყდება. ჩემი ბარი ყველას მოსწონს, მაგრამ მაინცდამაინც ზურა აბაშიძის ქალიშვილს არ მოეწონა. ფედე.რასტი. - კბილებში გამოსცრა, ნიკოლოზს კი ეცინებოდა მის საუბარზე. ვერასდროს იტანდა რუსას მამას ირაკლი. ახალგაზრდობაში მასთან ძმაკაცობდა კიდეც, მაგრამ წლების შემდეგ მოღალატე აბაშიძე პანჩურის ამორტყმით მოიშორა თავის სიახლოვიდან. წლების შემდეგ ისევ შეხვდა ნათლულის ქორწილში, მაგრამ ზედაც არ შეუხედავს კაცისთვის. უფროს მენაბდეს ხშირად დასცინოდა, ქალიშვილი შემოგაპარათ და ახლა თავიდან ვეღარ მოიშორებო. მიუხედავად იმისა რომ რუსა მამამისს არ ჰგავდა, მაინც ვერაფრით შეიყვარა. ყოველთვის ზურა ახსენდებოდა მისი დანახვისას და ყველა იმ დეტალს აქცევდა ყურადღებას რასაც რუსა ზურას მსგავსად გააკეთებდა, ანდაც იტყოდა. -ეს თქვენ ხართ? - გაოცებულმა გამოხედა ირაკლის ანამ, მან კი ეჭვის თვალით შეათვალიერა შინდისფერ კაბაში გამოწყობილი ქალი, რომელიც მის ბარში ქურდივით ჩუმად დაიარებოდა. -გახლავართ. მე და ნიკოლოზის მამა ვართ, დიმიტრი. -როგორი სიმპატიური იყავით… არა, ახლაც შესანიშნავად გამოიყურებით, ცუდად არ გამიგოთ, უბრალოდ ამ სურათში სულ სხვანაირი ხართ. - დაბნეულმა ძლივს გადააბა ბოლო სიტყვები, ირაკლის კი ნელა მოუტრიალდა გული ქალისკენ. -25 წლის ვიყავი მაშინ, ყველა გოგო ჩემზე გიჟდებოდა. - სიცილით თქვა, თან ლუდის ჩამოსხმას შეუდგა. -დარწმუნებული ვარ ასეც იქნებოდა. - მომღიმარი მიუახლოვდა ბარს, მხრებზე მოხვეული პლედი სხვა სკამზე დადო, თვითონ კი ნიკოლოზის გვერდზე მოთავსდა. - ეს ადგილი ნამდვილი მუზეუმია, ის ხანჯალი ვისია? -ჯანელიძის ხანჯალია, მემკვიდრეობით მერგო. - სიამაყით ჩაილაპარაკა, თან ბაკალი წინ დაუდგა ქალს. -რას ამბობთ, ვინმემ რომ მოგპაროთ? -ვინ მიხვდება შვილო ნამდვილია ეგ თუ არა. ისედაც არ შემოდიან აქ უცხოები. -სასიამოვნო გარემოა… - ლუდი მოსვა, თან მომღიმარ ნიკოლოზს შეხედა. - რა? ასეთ ადგილას არასდროს ვყოფილვარ და ზედმეტად მომწონს. ალბათ ხშირად მოვალ აქ. -სიამოვნებით მიგიღებ. - უკვე მოსწონდა წინ მჯომი ქალი. თავიდან რომ დაინახა ეგონა ჩვეულებრივი ლამაზი ქალი იყო და პირის გაღების შემდეგ ნამდვილ სახეს გამოავლენდა, მაგრამ ახლა უფრი მეტ ინტერესს იჩენდა მასში. - უნდა დაგტოვოთ, სანამ წახვალთ გამაფრთხილე, გაგაცილებთ, თან ბარს დავკეტავ. -მადლობა. - ყურებამდე გაუღიმა ირაკლის, თვალი გააყოლა კარისკენ წასულს, რომელიც მალე გაუჩინარდა, მერე კი ისევ ანასკენ გაიხედა. -საყვარელია. - ისევ მოსვა ლუდი, თან მენაბდეს გაუსწორა თვალი. -რაც ხანში შედის უფრო საყვარელი ხდება… რას გაუმარჯოს? - უცებ შეცვალა თემა, ბაკალი ასწია და ანას ჭიქასთან ახლოს მისწია. -ჩვენ გაგვიმარჯოს. - ჭიქის მეორე მხარე მიუჭახუნა, რამდენიც შეძლო იმდენი დალია, შემდეგ მომღიმარ მენაბდეს შეხედა. - რა? -არაფერი. - ჩაიღიმა, თან სიგარეტს მოუკიდა და ბარზე იდაყვით დაეყრდნო. - იქ როგორ გაჩნდი? -ჩემი ბავშვობის მეგობარი ცხოვრობს, გიო. -ბექაური? -ჰო, იცნობ? -რამდენჯერმე შევხვედრილვართ. - თითი გადაიტარა ტუჩებზე, ჩაფიქრებული აკვირდებოდა გოგოს თითქოს ეცნობოდა კიდეც, ვიღაცას ახსენებდა, მაგრამ ამ დროის მანძილზე ვერაფრით იხსენებდა. - ადრე შევხვედრილვართ? - უცებ ჰკითხა, ანამაც წამსვე ამოხედა ქვევიდან. -არამგონია. - მხრები აიჩეჩა, ნიკოლოზი კი ისევ არ აშორებდა თვალს. -და გყავს? -არა. - კაცის მზერით სახე აწითლებულმა აღარ იცოდა საით გაეხედა, გაუაზრებლად სვამდა სასმელს და უკვე გრძნობდა სხეულში მომატებულ ტემპერატურას. - მგონი გამოფხიზლება არ მიწერია… -თუ არ გინდა აღარ დალიო. - ჭიქა ბარის ზედაპირზე დადგა, სწრაფად წამოდგა ფეხზე და კედელზე დაკიდული ხანჯლის ქვეშ მდგომ მაგნიტოფონზე მრგვალი ფირფიტა მოათავსა. მალე გაისმა წყნარი მელოდია, ნელი ნაბიჯებით დაიძრა თვალებ გაფართოვებული ქალისკენ, ნაზ მტევანს თითები მოხვია და ფეხზე წამოაყენა. -არ ვიცოდი თუ მუშაობდა. - გაოცებული შეჰყურებდა ნაცრისფერებში, თვალები კი მისი ტუჩებისკენ ეპარებოდა. -ირაკლის ტყუილად ხომ არ ექნებოდა აქ. - წელზე მიდებული ხელის გულით თავისკენ მისწია ცხელი ამონასუნთქი სახეზე მიაფქვია და მის შეკვრულ სუნთქვაზე გაეღიმა. -ჰო, მართალი ხარ. - ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში, ლოყაზე ოდნავ შეახლო ლოყა და ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა. ჰაერს მოყოლილი კაცის სურნელმაც შეუღიტინა ცხვირში, უკვე რამდენიმე ემოციას ერთად გრძნობდა და გონება სულ ერეოდა. კაცის სურნელს მისი სხეულის სითბოც ერეოდა, ასევე ოთახში გაჟღერებული წყნარი მელოდია ყურში სასიამოვნოდ ჩაესმოდა და მთლიანად თენთავდა. უკვე თვალები ეხუჭებოდა, დაღლილს, მთელი ღამის უძილოს ეს ყველაფერი ძილის სურვილს უჩენდა. ლოყა ჩამოადო კაცის მხარს, ცხვირის წვერი კი ოდნავ ყელზე მიადო, ისევ მკაფიოდ იგრძნო კანის სურნელთან შერეული სასიამოვნო სუნამოს სუნი და სხეულში სასიამოვნოდ გასცრა. ჯერ არასდროს მიუზიდავს კაცს ასე. უამრავი მოსწონებია, ბევრთან უფლირტავია, შეყვარებულიც ჰყოლია, მაგრამ ასეთი გრძნობები ჯერ არასდროს არავის გამოუწვევია მასში. ალბათ ნიკოლოზის ნაცვლად სხვა კაცი რომ ყოფილიყო არც კი დაელაპარაკებოდა. აივანზე მდგომმა კაცმა კი ყველანაირი გამბედაობა ერთბაშად შემატა. -გეძინება? - თავზე გადაუსვა ხელი მომღიმარმა, თან სახეზე დახედა. ყბაზე აატარა ცერი, თმა ყურს უკან გადაუწია და გრძელი თითები ყავისფერ თმაში შეუცურა. -ჰო. - ჩუმად ამოიბურტყუნა, ტანის ოდნავ რხევას ისევ განაგრძნობდა მენაბდესთან ერთად. თვითონ ნიკოლოზმაც არ იცოდა რას აკეთებდა იმ დროს იქ ამ ქალთან ერთად, რატომ შესთავაზა მაინცდამაინც ანას წამოსვლა, თანაც ნაკლები გარყვნილი აზრები უტრიალებდა გონებაში და ეს ყველაფერი ცოტა აბნევდა. არცერთ ქალთან არ მოქცეულა ასე, იმ წუთებში კი მასთან ერთად იქ დგომა და ტანზე აკრულ ქალის თხელ სხეულთან ერთად ნაზი მოძრაობით ცეკვა ყველაფერს ერჩივნა. -წავიდეთ? -ცოტახანიც. - მკლავები ოდნავ მჭიდროდ მოხვია კისერზე, ცხვირი კი კანზე გაუხახუნა. - მომწონს ის რასაც ახლა შენთან ყოფნისას ვგრძნობ. - დაუმალავად წარმოაჩინს თავის გრძნობები, თითები თმებში შეუცურა კაცს და ფილტვები ჰაერისგან დაცალა. მოულოდნელი იყო ქალის აღსარება მენაბდესთვის, თავიდან ვერაფერი თქვა, გაკვირვებულმა კეფაზე მოკიდებული ხელით თავი უკან გააწევინა და თვალებში ჩახედა. -ჰოო? - მის ამღვრეულ ცისფერებზე გაეცინა, თან თმები უკან გადაუწია. -გამოფხიზლება მჭირდება. - უცებ მოშორდა კაცის სხეულს, ირგვლივ მიმოიხედა, ბოლოს ისევ ნიკოლოზის თვალებს წააწყდა და მის მზერაზე შესანჩნევად შეეცვალა გამომეტყველება. - წავიდეთ. -რა საყვარელი ხარ. - სიცილი ვერ შეიკავა ქალის მოქმედებებზე, მუსიკა გამორთო, ირაკლის დაემშვიდობა და იქაურობა ანასთან ერთად დატოვეს. -ღმერთო როგორ ცივა. - მჭიდროდ მოიხვია პლედი, ნიკოლოზის გვერდზე განაგრძო სიარული და იქამდე მიჰყვა მის ნაბიჯებს სანამ წინიდან მომავალი ტაქსი არ შენიშნა. სწრაფად დაუქნია ხელი, შემდეგ გაოცებულ ნიკოლოზს ახედა. - მაპატიე, მე უნდა წავიდე… მადლობა ლუდისთვის. - კარის სახელურს ჩაჭიდებული იდგა, თან წარბ აწეულ მენაბდეს თვალს ძლივს უსწორებდა. -არაფერია, უბრალოდ დრო გავიყვანეთ, თან უფასო ლუდიც დავლიეთ, ხანდახან საჭიროა. - გაეცინა ქალის ცქმუტვაზე, ბოლოს ნელა მიუახლოვდა მის სახესთან დაიხარა და სუნთქვა შეკრულს ლოყაზე ნაზად აკოცა. - შეხვედრამდე. - ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა, წამით ისევ ჩახედა ცისფერებში და იქაურობა უკან მოუხედავად დატოვა. გაოგნებული უყურებდა კაცის ზურგს, ცოტა გაბრაზდა კიდეც, უცებ გამოაღო კარი და უკანა სავარძელზე სწრაფად მოთავსდა. -გილოცავთ ახალ წელს. - სალონში გავრცელებული სითბოს შეგრძნებისას ტანში გააჟრჟოლა, პლედში ჩაყო ცხვირი და კაცის სასიამოვნო სურნელი ისევ იგრძნო. -მადლობა, მეც გილოცავთ. - თავი დაუქნია კაცმა, თან სასრკიდან წამით გამოხედა უკან მჯდომს. მალე მივიდა სახლამდე, სწრაფად გადავიდა მანქანიდან და მძღოლს ფული გამოუტანა, შემდეგ კი კიბები აიარა და თავის საძინებელში შევიდა. ყველას ეძინა, მთლიან სახლში სიჩუმე გამეფებულიყო, ამ სიჩუმეს კი ანას ნაბიჯების ხმა არღვევდა. -მოხვედი დე? - საძინებლიდან გამოსულმა ჰკითხა ზურგით მდგომ შვილს, ისიც უცებ შებრუნდა, ნელა მიუახლოვდა და მკლავები მაგრად მოხვია. -გილოცავ. -მეც გილოცავ. -წავალ დავწვები, მეძინება. -მიდი. - თავზე გადაუსვა ხელი, ლოყაზე აკოცა და იქამდე უყურა სანამ საძინებელში არ შევიდა. სწრაფად გაშიშვლდა, საწოლში შეწვა და ოთხად მოკეცილმა გაყინული თითები ერთმანეთზე მიტყუპებულ ბარძაყებში მოათავსა. მალე გათბა, გონებაში კი ისევ ნაცრისფერთვალება კაცი უტრიალებდა. მაინც როგორი იყო, ასეთი კაცი პირველად ენახა. ასაკით დიდის შეხედულობა ჰქონდა, მაგრამ შესანიშნავად მოვლილი სხეულიც ამშვენებდა. დიდი სიამოვნებით შეხვდებოდა ისევ, მასზე უფრო მეტს გაიგებდა და გაუჩერებლად ესაუბრებოდა, მაგრამ არ იცოდა დადგებოდა თუ არა ეს დღე. *** სახლში შესულს კიბეებზე ჩამომავალი ცოლი შეეგება, რომელიც ხალათს იკრავდა და ძილისგან დასიებული თვალებით შესცქეროდა ქმარ-შვილს. სოფი მაშინვე დედისკენ გაექანა, ხელები წელზე მოხვია და სახე მკერდზე მიადო. -ჩემო პატარა, სად იყავით? -მე და მამა გავერთეთ სახლში, ვიცეკვეთ და მერე დავიძინეთ. - თვალი გააპარა ნიკოლოზისკენ, მან კი თვალი ჩაუკრა და იქვე სავარძელში ჩაეშვა. -სოფი მა, შეგიძლია შენს ოთახში ახვიდე? დედასთან სალაპარაკო მაქვს. -მე რომ მოვისმინო არ შეიძლება? -არა მა, დიდების საქმეა. მიდი ადი. - თავით ანიშნა კიბეებისკენ, სიფიც ბურტუნით დაიძრა მეორე სართულისკენ. -რა ხდება? - ქმრის წინ მოთავსდა, გრძელი ფეხი მუხლზე გადაიდო და ატლასის ხალათი ისე დაცურდა დაბლა მთლიანი ბარძაყი გამოუჩინა. ირონიული ღიმილით შეათვალიერა ქალის ნახევრად შიშველი სხეული, შემდეგ მის მწვანეებს გაუსწორა მზერა. -ჩვენი საქმე ზედმეტად დიდხანს გაიწელა რუსა, ეს ახალი წლები რომ ჩაივლის გიას ვურეკავ. -ნიკოლოზ… -არანაირი ნიკოლოზი! დავიღალე რუსა, ერთი წელი გავიდა, ერთი წელია წასული ვარ და მაინც შენს ქმრად მთვლი. არ გიტყდება მაინც? -მე უბრალოდ ოჯახის შენარჩუნებას ვცდილობ! -რომელი ოჯახის? რომელიც წლებია ოჯახი აღარაა? - უცებ მოეშალა ნერვები ქალის საუბარზე. უფრო მეტად იმაზე ეშლებოდა ნერვები როცა რუსას თავისი შექმნილი ტყუილების თვითონ სჯეროდა და სხვებთან ერთად საკუთარ თავსაც იმას აჯერებდა რასაც თვითონ ამბობდა. - რამდენი ხანია არ მოგკარებივარ?! -ნიკა. -მითხარი! - ქალის მშვიდ სახეზე უარესად ბრაზდებოდა და ცოტაღა აკლდა იქვე დადებული შუშის ნივთი ხელის ერთი მოძრაობით ნაწილებად არ ექცია. -თითქმის ორი წელია. - ხმა ჩამწყდარმა თქვა, თავი ჩახარა და ხმის ჩასაწმენდად ჩაახველა. -მერე? რატომ იქცევი უთავმოყვარეო ქალივით და რატომ ვდილობ ჩემს ცოლად თავის გასაღებას?! -მინდა ბავშვს ნორმალური ოჯახი ჰქონდეს. -და შენ რას ეძახი ნორმალურ ოჯახს? მამა რომ სხვაგან ცხივრობს, თავისი ცალკე ცხოვრება აქვს და დედა რომელიც სახლში არასდროსაა? ჩემი შვილი დებილი ხომ არ გგონია? სოფის იმაზე მეტი ესმის ვიდრე შენ წარმოგიდგენია! და ეს ოჯახი არაა! - ხელები ფართოდ გაშალა ოთახის შუაგულში მდგომმა, თან ცოლს ზევიდან დაჰყურებდა. -რა შეიცვალა ნიკოლოზ?! - უცებ წამოხტა შეშლილივით და აქეთ შეუტია მენაბდეს. - მითხარი რა შეიცვალა?! -შევიცვალეთ პატარა! მე შევიცვალე და აღარ მიზიდავს ის რაც ადრე მიზიდავდა! წლები მომემატა და ვეღარ ვუმუღამებ შენს ცანცარულ, ქარაფშუტა ქცევებს! ოცი წლის რომ იყავი მაშინ მომწონდა შენი თავისუფალი ქცევა, მაგრამ მეგონა წლებთან ერთად ცოტა დაჭკვიანდებოდი, მეგონა დედობა უფრო დაგაქალებდა, უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებდი საკუთარ თავზე! ამის დედაც, მეგონა ბავშვს მაინც მიხედავდი, მაგრამ ბავშვიც დედაჩემმა გაზარდა! მომბეზრდა, გაქრა ყველა გრძნობა რასაც ვგრძნობდი და იმის გამო რომ ჩვენი სამაგალითო ოჯახი არ დაინგრეს თავს ვერ დავიტანჯავ და არც ჩემს შვილს დავტანჯავ! - თვალებ ჩაწითლებული ხმამაღლა საუბრობდა და ძლივს იკავებდა თავს ღრიალზე რომ არ გადასულიყო. ცრემლებით სავსე ჰქონდა თვალები რუსას, ქვევიდან უყურებდა და ტირილის შეკავებას ამაოდ ცდილობდა. -ჰო ვერ შევიცვალე! ასეთი ვარ! მეგონა ისეთი გიყვარდი როგორიც ვიყავი! -მიყვარდი! და მიყვარხარ როგორც ჩემი შვილის დედა და მაგის გამო ვარ დღემდე შენი ქმარი შენი გამოს.ირებული სადაქალოს წინაშე. მაგათ დედას შევე.ი, გავარტყი თქვენს დაქალობას, გულისამრევები ხართ. ვერ ვიტანდი ვერასდროს ვერცერთს, ყოველთვის მიკვირდა როგორ იყავი მაგათთან, ახლა ვხვდები რომ შენც იმათნაირი ხარ! -გაეთრიე აქედან! - ყვირილით გაიშვირა ხელი კარებისკენ, ნიკოლოზმა კი გულიანად გაიცინა. -ეს უკვე მომწონს. - ტაში შემოჰკრა, შემდეგ იქვე დადებული ტელეფონი აიღო და გასასვლელისკენ უკან სვლით დაიძრა. - განქორწინების საბუთებს გამოგიგზავნის გია, რაც გინდა აიღე, მკიდ.ია. -შენი დანახვაც აღარ მინდა, დამპალი ნაბი.ჭვარი ხარ! -უკვე მგონია ვინმე გვიყურებს. - სიცილით გააღო სახლის კარი, შემდეგ გარეთ გავიდა და წინ მდგომი ქალი კიდევ ერთხელ შეათვალიერა. -აქ არაღ მოხვიდე! -ბავშვის გარდა აქ მოსასვლელი მიზეზი არც მაქვს. - თვალი ჩაუკრა, შემდეგ ზურგი აქცია და კმაყოფილი დაიძრა თავისი მანქანისკენ. როგორც კი შიგნით მოთავსდა სოფის გადაურეკა, თან მანქანა დაძრა. - მაპატიე რა პატარა… არ იტირო კარგი მა? ამ დღეებში გამოგივლი და სადღაც წაგიყვან, ისევ მოვაწყოთ ჩვენი დღეები… მიდი გკოცნი… მეც ჩემო პრინცესა. - ჩაიღიმა, შემდეგ ტელეფონი გათიშა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, მერე კი სიგარეტი ამოაძვრინა ჯიბიდან და სწრაფად მოუკიდა. ჩაფიქრებული მიუყვებოდა გზას, მიუხედავად ახალი წლისა მაინც დადიოდა ხალხი მანქანებით, ზოგს სამსახურში ეჩქარებოდა, ზოგს კი მშობელბთან სახლში. ფიქრებში იყო გართული მისი ტელეფონი რომ აწკრიალდა და გიგას ზარსაც სწრაფად უპასუხა. - მინდა… გამოდი მაგედან, შენთან მიდი სახლში და მეც მოვალ, თან ლუდს წამოვიღებ… კარგი. - გაზის პედალს ფეხი დააჭირა, სიჩქარეს უმატა და მალე ყიფშიძის სახლთან მივიდა. სწრაფი ნაბიჯებით გადაკვეთა ეზო, კარი დაუკაკუნებლად შეაღო, მერე კი მისაღებში შევიდა და ტელევიზორის წინ მჯდომ ძმაკაცს გვერდზე მიუჯდა. -სად ხარ აქამდე, ლამის გულმა დამცხო ტო. - ლუდის ბოთლს თავსაფარი მოაცალა, მაშინვე მოიყუდა მერე კი უემოციოდ მჯდომ მენაბდეს გახედა. - მოხდა რამე? -გია ხომ არ სვამს? -რასაც გადაუხდი ერთი იმდენი დაუმატე და აღარ დალევს, პირდაპირ გაუგზავნის საბუთებს. ხომ იცი, მაგას ლიჟბი ფული დაანახე და შეუძლებელს გააკეთებს. -ვშორდები რა, ყელში ამომივიდა უკვე. დავიღალე და დასვენება მჭირდება. -ეგრე ჯობია. სადმე წადი ერთი კვირით, თუ გინდა სოფიც წაიყვანე და დაისვენე. -ბაკურიანში წავალ ხვალ და აქაურობას მოვშორდები ცოტახანს. - ისევ მოიყუდა ლუდის ბოთლი, შემდეგ სავარძლის საზურგეს მიადო თავი და თვალები დახუჭა. -კატო მომენატრა. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, თან ლუდს დააშტერდა. მაშინვე იგრძნო მენაბდეს მზერა და ქვევიდან ახედა. -დაურეკე შე ჩემა, ან წადი და ნახე, რას იტანჯავ თავს? -ვერა, მართლა არ შემიძლია თორემ აქ ხომ არ ვიჯდებიდი ტო, იმდენი საქმეა ამ ახალ სასტუმროებზე ვაბშე ვერ ვიცლი. თან როგორც კი ყურადღებას ვადუნებ მაშინვე წყვეტენ მუშაობას. მთელ დღეს წელავენ და არაფრის კეთებაში მახდევინებენ ფულს. რომ არ მივიდე ყოველ დღე და არ შევამოწმო ალბათ მარტში დასამთავრებელს აგვისტოში დაამთავრებენ, ჯერ ისედაც აპრილამდე ვერ რჩებიან. -სულ როგორ წუწუნებ გიგა?! - საძინებლიდან გამოსული ხალათში გახვეული ქალის სხეული ჩამოუდგა შოკორებულ ყიფშიძეს და ქმრის სახეზე სიცილით გააქნია თავი. -კატო! მართლა აქ ხარ? -არა გეჩვენები. - თვალები აატრიალა, შემდეგ მტევანზე ჩაკიდა ხელი, ფეხზე წამოაყენა და მონატრებული ქმრის ტუჩებს თვითონ მისწვდა. -მომენატრე… - თმები უკან გადაუწია, მისი სახე ხელის გულებში მოიქცია და შუბლზე აკოცა, შემდეგ ისევ ტუჩებზე. - ჯანდაბა, მეორედ აღარ გაგიშვებ! - უკეთ რომ შეიგრძნო ტანზე მიკრული ქალის სხეული და მის იქ ყოფნაში დარწმუნდა მთლიანი სახე დაუკოცნა, მერე ისევ მოეხვია. - ბავშვები? -შობის მერე ჩამოვლენ, ასე რომ ერთი კვირა მხოლოდ შენი ვარ. - გაბრწყინებული ყავისფერებით უყურებდა თვალებში და უდიდეს სიყვარულს გრძნობდა მის მიმართ. -როდის ჩამოხვედი? ან რატომ არ მითხარი? -სურპრიზის გაკეთება მინდოდა. ვიფიქრე ბინაში მივალ და გადავაბამ იმ ქალს ვინც გვერდზე ეყოლებათქო, მაგრამ მერე გადავიფიქრე. -კატო. - მაშინვე წარბები შეკრა ყიფშიძემ, ქალს კი ხმამაღლა გაეცინა. -ვხუმრობ ჩემო სიცოცხლე. - მოწყვეტით აკოცა, შემდეგ იქვე მჯდომ მენაბდეს შეხედა. - როგორ ხარ ნიკო? -ახლა უკვე კარგად… წავედი მე, ხელს აღარ შეგიშლით თორემ შენი ქმარი მომკლავს. - საფეთქელზე აკოცა ქალს და გასასვლელისკენ დაიძრა. -იცოდი ხო?! - კარებში დააწია სიტყვები ყიფშიძემ, ნიკოლოზმა კი სიცილით გასცა პასუხი. -კარგაად! - კარი გაიხურა და ცოლქმარი მარტო დატოვა. სიცივისგან მობუზულმა პალტო მჭიდროდ მოიხვია სხეულზე, სწრაფად მივიდა მანქანასთან, ჯერ ისევ თბილ სალონში კომფორტულად მოთავსდა და იქიდან წამებში აორთქლდა. არ იცოდა სად წასულიყო, ყოველი დღე ერთნაირი იყო და ახლაც ისევ თავის სახლში მიდიოდა, იქ სადაც სიცარიელე გავრცელებულიყო და მენაბდესაც შიგნით ითრევდა. ვერ იტანდა სახლში მისვლას, ჯერ კიდევ ვერ შეჩვეოდა ცარიელ კედლებში ყოფნას. რამდენადაც ამშვიდებდა, იმდენად უმძიმებდა გულს და ყველაფრის ხალისს უკარგავდა. სახლში მისულმა გასაღები შუშის მაგიდაზე მიაგდო, უემოციოდ მოათვალიერა ოთახი, ბოლოს თავის სახინებლისკენ აიღო გეზი, თან ტელეფონი მოიმარჯვა მარჯვენა ხელში და თავის მდივანთან გადარეკა. -ლიკ ბაკურიანში რომელი სასტუმრო გვაქვს… გადარეკე და გაარკვიე ადგილები თუ აქვთ და ერთი ოთახი დამიჯავშნე… ერთი კვირით… მარტო მე კი… კარგი და დამირეკე მერე… ხომ მართლა, გიას დაუკავშირდი და უთხარი რომ რუსას განქორწინების საბუთები გაუგზავნოს… გამაგებინე რას იზამ. - ტელეფონი გაუთიშა, შემდეგ კარადიდან ჩემოდანი გამოიღო და რამდენიმე გამოსაცვლელი ტანსაცმლის ჩალაგებას შეუდგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.