სიცარიელე {1}
ვფიქრობ ჯერ არ უნდა დამედო, მაგრამ მომენატრეთ და ვეღარ მოვითმინე. ეს თავი იმხელა არ არის რამხელებსაც ვდებდი ხოლმე, დაწყება არა, მაგრამ გაგრძელება ექნება ჩემთვის უფრო საინტერესო და ბევრი სასიამოვნო მომენტებით სავსე, ამიტომ ვფიქრობ თქვენთვისაც ასეთი გახდება. მომდევნო თავებს უფრო დეტალებში ავღწერ და იმედი მაქვს ეს პერსონაჟებიც შეგაყვარებენ თავს. ველი თქვენს აზრს. .................................. ახალი წლის ღამე იყო, მუღრუბლული ციდან თეთრი ფანტელები ცეკვა-ცეკვით ეშვებოდნენ მიწისკენ, წვიმისგან დასველებულ ადგილებს ეცემოდნენ და წამსვე დნებოდნენ. ორ სართულიანი სახლის ფანჯრებში გარკვევით ჩანდნენ მაგიდასთან მსხდომები. ზოგი გემრიელად მიირთმევდა იქვე დალაგებულ საჭმელს, ზოგს სასმლით სავსე ჭიქა მოემარჯვებინა ხელში და ერთმანეთს ლოცავდნენ. სუფრის თავში მჯდომი ოჯახის უფროსი ყალბი ღიმილით შესცქეროდა ფეხზე მდგომ კაცს, რომელიც სამაგალითო ოჯახს ლოცავდა. გული ერეოდა იქ შექმნილ სიტუაციაზე, ერთი სული ჰქონდა ამ ხალხისგან თავი დაეღწია. ხალხისგან რომელსაც უკვე წლები იყო იცნობდა, ახლობლობდა და მათთან ერთად დადიოდა ოჯახურ მოგზაურობებში. უყურებდა ცოლს, ლამაზი კაბა რომ მოერგო ტანზე, როგორც ყოველთვის ახლაც იდეალურად გამოიყორუებოდა და ახლაც დახვეწილი მანერებით სკამზე მჯდომი მომღიმარი შესცქერიდა მოსაუბრე მეგობარს. ეზიზღებოდა ეს მასკარადი, ეზიზღებოდა ყოველივე რაც იქ ხდებოდა და ვერ იტანდა ცოლის მსახიობურ ქცევებს, რომელიც შესანიშნავად გამოსდიოდა. თავს სხვა პიროვნებად გრძნობდა, უამრავ ნიღაბში ნამდვილ სახეს ვეღარ პოულობდა. ის ლამაზი წვრილი თითები, რომლებიც მტევანზე ეხვეოდა სულს უხუთავდა. უნდოდა მოეშორებინა, ყველას მოშორებოდა და იქიდან გამქრალიყო. ამის ნაცვლად კი მომღიმარ ცოლს მტევანზე აკოცა ყურებამდე გაუღიმა სტუმარს, მადლობაც კი გადაუხადა დალოცვისთვის და ბოდიშის მოხდით იქაურობა დატოვა. სწრაფად აირბინა კიბეებზე, ყელზე მოჭერილი ჰალსტუხი ქვევით დაქაჩა, ყოფილ საძინებელში შესულმა ფანჯარა გააღო, სუფთა ჰაერი ღრმად შეისუნთქა, თან ჯიბიდან ამოღებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და სწრაფად მოუკიდა. ჩუმად ეწეოდა, თვალს ადევნებდა ციდან ჩამოსულ ფიფქებს, თან კვამლს ჰაერში უშვებდა. -არ შეგეძლო ცოტა ხანს კიდევ გაჩერებულიყავი? - საყვედურით და წყენით გაჟღენთილი ხმა შემოესმა მენაბდეს, შემდეგ მუცელზე იგრძნი ხელების მოხვევა და ქალის სუნამოს სურნელიც შეუძვრა სწორი ცხვირის ნესტოებში. არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა სხეულში, გულის რევის შეგრძნება მოაწვა ქალის სუნამოს სუნზე. ხელები ნაზად მოაშორებინა, ქალისკენ შებრუნდა და არაფრის მთქმელი თვალებით ჩააჩერდა მწვანე თვალებში. ერთხანს ჩუმად უყურა, თითქოს რაღაცას ეძებდა იმ მწვანეებში წლების წინ ჭკუიდან რომ გადაიყვანა, ახლა კი საერთოდ ვერაფერს გრძნობდა. სიცარიელე მოსდებოდა სხეულში და სრულიაც უგრძნობი გაეხადა. თვითონაც არ იცოდა როდის შემოეპარა ეს სიცივე და როდის გახდა ქალის მიმართ ასეთი უგრძნობი. თანაც ისეთი ქალის როგორიც რუსა აბაშიძე იყო. -არ შემეძლო. - ცივად გასცა პასუხი, თვალი აარიდა და ისევ ფანჯარაში გაიხედა. -სხვა გიყვარს ნიკოლოზ? - თვალებ ამღვრეულმა ჰკითხა ქალმა. წამსვე გადახედა მენაბდემ, ურეაქციოდ ჩააშტერდა აწყლიანებულ თვალებში, შემდეგ მთლიანად შეათვალიერა წინ მდგომი ულამაზესი ქალი. - მითხარი, სხვა გიყვარს? -არა. -მაშინ რატომ აღარ მოდიხარ სახლში? - მკერდზე დაალაგა გაშლილი ხელის გულები, მენაბდემ კი თითები მოხვია მტევნებზე და დაბლა დააწევინა. -ამაზე უკვე ვისაუბრეთ და ნუ იქცევი ისე თითქოს არაფერი მითქვამს. ჩვენ ორნი ვართ აქ რუსა, ვიცით რაც ხდება, გავერკვიეთ ყველაფერში, ვარ შენი ქმარი შენს საყვარელ მეგობრებთან, გაქვს ყველაფერი რაც გქონდა და შეეშვი უაზრო კითხვებს. -მეგონა გადაიფიქრებდი. -კარგი რა. - ხელი აიქნია ნიკოლოზმა, ბოლო ნაფაზი გამოქაჩა, ნამწვი საფერფლეში ჩააწვა და ქალის სხეულს მოშორდა. - დრო მოგეცი, რაც უფრი დიდხანს გაწელავ განქორწინების საკითხს, უფრო მეტად იმოქმედებს ეს ყველაფერი შენზე. თუ გინდა მე დამაბრალეთქო ხომ გითხარი. ჩემთვის მნიშვნელიბა არ აქვს საბუთებში ჩემი ცოლი იქნები თუ არა. - ხმადაბლა, წყნარად თქვა და ოთახი დატოვა. მისაღებში დაბრუნებუმა ისევ აიკრა ღიმილი სახეზე, თავისი ადგილი დაიკავა და მასთან მისული ბავშვი მუხლებზე დაისვა. - რაო მა? გაბრაზებენ ბავშვები? - დაბღვერილ ქალიშვილს ლოყები დაუკოცნა, შემდეგ მის ყელში ჩარგო ცხვირი და შვილის სურნელი ღრმად შეისუნთქა. -ნინომ პლანშეტი წამართვა, გამორთმევას რომ ვცდილობ ტირის. - ჩუმად ჩაიბურტყუნა, კისერზე მიხვია მკლავები მამას და ნაცრისფერ თვალებში ჩახედა. -არაუშავს მა, პატარაა. -ნეტა მალე წავიდნენ. - ნიკოლოზის ყურთან დაიჩურჩულა, შემდეგ ლოყა ლოყაზე მიადო და იქ მჯდომები მოათვალიერა. -მოდი იცი რა ვქნათ? - მომღიმარმა ჩასჩურჩულა ყურში, თან ლოყაზე აკოცა. -რა? -ცოტახანში თქვი რომ გეძინება, შენს ოთახში ადი, თბილად ჩაიცვი, მერე უკანა ეზოს გასასვლელთან დამელოდე და გავიპაროთ. -კარგი. - გახარებულმა შეხედა ნიკოლოზს და ლოყაზე მაგრად აკოცა. -შენზე და სოფიზე ვგიჟდები, არაჩვეულებრივი მამა-შვილობა გაქვთ. - სიცილით წამოარჩინა თავისი აზრი თამარმა, თან თვალებ ანთებული შეჰყურებდა მენაბდეს. ყოველთვის აღიზიანებდა ეს ქალი ნიკოლოზს, მსუბუქი ყოფაქცევის გამო გულის რევის შეგრძნებას უჩენდა და მისი ცდუნების მცდელობები უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. -ჩემი პრინცესაა. - თვალი მოაშორა ქალს, თავზე გადაუსვა ხელი 12 წლის ქალიშვილს, თან საფეთქელზე აკოცა. -აუ რომ წავიდე შეიძლება? მეძინება. - აწუწუნებულმა იქვე მჯდომ დედას შეხედა, თვალები დაუბრიალა რუსამ, შემდეგ წარბ აწეულ ნიკოლოზს გაუსწორა თვალი. -წადი საყვარელი, რა პრობლემაა. - თბილად გაუღიმა რუსას გვერდზე მჯომმა ქალმა. - გაუშვით ბავშვი, ცოდოა, ჩემებიც აწვალებენ. -მიდი დე. - თავით ანიშნა რუსამ, სოფიც ყველას დაემშვიდობა და კიბეებზე სირბილით ავიდა. -ისე კიდევ ერთ ბავშვზე ხომ არ გიფიქრიათ? - სიცილ-კისკისში შეაპარა სათქმელი თამარმა. -არა. - მოკლედ მოუჭრა მენაბდემ, ჩემდეგ ფეხზე წამოდგა. - მადლობა ყველას რომ დაგვაფასეთ და მოხვედით, ახლა კი თქვენის ნებართვით, ჩემს ქალიშვილს საუბარი სჭირდება, რაღაც პრობლემა აქვს და თუ არ გეწყინებათ ცოტახნით დაგტოვებთ. -არა რას ამბობ, პრობლემა არ არის. - ისევ თბილი ღიმილით შემოიფარგლა რუსას გვერდზე მჯდომი ირინა, ნიკოლოზმაც კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში და იქაურობა დატოვა. -აბა, წავედით მა? - კარებთან მდგომი შვილისკენ მომღიმარი დაიძრა, პალტო შემოიცვა, შარფიც მოიხვია ყელზე და კარებში პირველი ქალბატონი გაატარა. -სად წავიდეთ? - ხელი ჩაკიდა ნიკოლოზს, თან ქვევიდან ახედა. -ერთ ადგილას წაგიყვან, ოღონდ დედას არ უთხრა. -არა, შენ რასაც მეუბნები დედას არ ვეუბნები ხოლმე. -ჩემი ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ. - ლოყაზე მიეფერა, მეორე ხელი კი მომავალ ტაქსს გაუქნია. -გილოცავთ ახალ წელს. - მანქანაში უკანა სავარძელზე შემხტარმა მძღოლს ყურებამდე გაუღიმა, თან ჯიბიდან ამოღებული შოკოლადები მიაწოდა. გაეცინა მენაბდეს, თვითონაც მიულოცა ახალი წელი კაცს, შემდეგ მისამართი უკარნახა. - მა, დედას აღარ შეურიგდები? -რა? - უეცრად დასმული კითხვისგან ცოტა დაიბნა, შვილს ჭრელ თვალებში ჩახედა და კიდევ ერთი მოსალოდნელი კითხვისთვის პასუხის გასაცემად აზრები ძლივს დაალაგა გონებაში. -სახლში აღარ დაბრუნდები? -პატარა, ხომ ვისაუბრეთ ამაზე? - თმები უკან გადაუწია, მერე შუბლზე აკოცა და თვალი გაუსწორა. -მაშინ რატომ იყავი დღეს იქ. -დედაშენმა მთხოვა. -გაგიჟდება რომ ვერ გვნახავს. - სიცილით ახედა ნიკოლოზს, მენაბდემ კი ცხვირის წვერზე აკოცა. -დედაშენის გაგიჟებები დიდი ხანია ჩემზე აღარ მოქმედებს მა. - ლოყაზე უჩქმიტა ორი თითით, მერე ტანზე მაგრად მიიკრა და თავზე აკოცა. - შენ ხარ ერთადერთი ადამიანი ვინც სიცარიელეს მივსებს პატარა, ერთადერთი ხარ ვინც მიყვარს, ყველაფერს მირჩევნია და არ დაგავიწყდეს ეგ. -დათვერი მა? - ხელები მჭიდროდ მოხვია ბედნიერმა, თან თავი მკერდზე მიადო. -არა, მამაშენს უტ.რაკო მსმელები ვერ ათრობენ. - თბილად გაუღიმა სოფის, შემდეგ მითითებულ მისამართზე მისულმა გაჩერებული მანქანის კარი გააღო და შვილთან ერთად დატოვა მყუდრო სალონი. კორპუსის წინ მდგომმა მაღლა აიხედა, დაინახა კიდეც ბოლო სართულის აივანთან მდგომი ხალხი, სახლიდან გამოსულ ფერად შუქებსაც მოჰკრა თვალი და მოსალოდნელი სანახაობის წარმოდგენისას ღიმილი აუთამაშდა სახეზე. -სად ვართ? -ხედავ ბოლოში შუქები რომ ანათებს? - თითით ზევით ანიშნა ბავშვს და სოფიმაც უკან გადააგდო თავი. -ჰო. -ნათლიაშენის სახლია. პატარები რომ ვიყავით ყოველთვის ვაწყობდით ფართებს. -მართლა? ჩემი ტოლებიც იქნებიან? -არა, სულ დიდები არიან, მაგრამ შენ იქნები ერთადერთი პატარა, გავერთობით და მერე წამოვალთ. - ხელი ჩაკიდან, მეორე ხელით ჯიბიდან ამოაძვრინა ტელეფონი და გიგა ყიფშიძეს გადაურეკა. - ბიჭო… კიბეებზე ამოვდივარ ახლა, სოფიც მომყავს და მოათვალიერე მანდაურობა… ნუ ატ.რაკებ რა, ცოტახანს ვიცეკვებთ და წავალთ მერე… კარგი, მოვალ ორ წუთში და მიხედე ხალხს. - ტელეფონი გაუთიშა, თან ლიფტში შევიდა. - მა მისმინე, იქ იქნებიან დიდი ბიჭები და გოგოები, ზოგს მოკლე კაბა ეცმევა, ზოგს გრძელი, მთვრალებიც იქნებიან, მაგრამ ყურადღება არავის მიაქციო კარგი? -კარგი. -ვიცეკვოთ, გავერთოთ და წამოვიდეთ. თუ არ მოგეწონება მითხარი. -კინოებში რომ არის ისეთი ფართია? -ხო. -სულ მინდოდა ეგეთ ადგილზე წასვლა. - გახარებულმა შემოჰკრა ტაში, ნიკოლოზმა კი წარბაწეულმა დახედა ზევიდან. - ოო, მომწონს. - ლოყებ შეფარკლულმა დახარა თავი, თან შუბლი მკლავზე მიადო. - მე და ქეთი რომ გავიზრდებით მერე წავალთ ხოლმე. -ვერსადაც ვერ წახვალ ჩემს გარეშე, ნუ სახავ წინასწარ გეგმებს. - უკანალზე მიარტყა ხელი, თან ლიფტიდან გავიდა. -რამხელა ხმაზე აქვთ მუსიკა. -არ მოგწონს? -მმ… - დაბნეულმა შეხედა. არ იცოდა რა ეთქვა. ძალიან მოსწონდა მსგავსი გარემო და ყოველთვის სურდა იქ მოხვედრა, მაგრამ მამის გაბრაზება არ უნდოდა. - ისე რა. -პატარა აფერისტი. - სიცილით მიუახლოვდა კარს, სახელური ჩამოსწია და რამდენიმე წამში სასმლის სუნიც ეცა ცხვირში. ერთმანეთში მოცეკვავე ხალხი შეათვალიერა, თან ხელს არ უშვებდა სოფის და იქით მიიწევდა სადაც მეგობარი ეგულებოდა. უამრავ მზერას გრძნობდა, მაგრამ არცერთი მათგანი იწვევდა მასში ემოციებს. ვერ იტანდა ამ უემოციობას, თავს გამოფიტულ ადამიანად გრძნობდა და ფიტული სხეულის გამოძრავებაც აღარ სურდა. ვერ იღებდა ქალისგან იმ სიამოვნებას რასაც წლების წინ ღებულობდა. რამდენიმე წამით გასათიშად თუ მიდიოდა ქალთან, ის კი არა, თვითონ ქალები მიდიოდნენ მენაბდესთან. მომნუსხველი გარეგნობა ჰქონდა ნიკოლოზს, მკაცრი, ამაყი სახე, რომელსაც უმეტესწილად ირონიული ღიმილი ამშვენებდა. მოსწონდა როცა მკლავებში მოქცეულ კივილამდე მისულ ქალს ხედავდა, ორგაზმ მიღწეული ქალის ყურებისას უფრო მეტ სიამოვნებას განიცდიდა ვიდრე თვითონ მოქმედებისას. მოსწონა მათი ყურება, ეს ყველაფერი უმაღლებდა განწყობას თვითშეფასებასთან ერთად, მაგრამ იმ სიცარიელეს ვერაფერს უხერხებდა, რომელიც ყველა უჯრედს მოსდებოდა და შიგნიდან ღრღნიდა. -ჩემი გოგოც მოსულაა! - ნათლულის დანახვისას ყურებამდე გაიღიმა, ხელებ გაშლილი დაიკუზა და სოფიც წამსვე მისკენ გაექანა. - ჩემი ლამაზი, როგორ მომენატრე ტო. - სახეზე მიეფერა, შემდეგ ლოყები დაუკოცნა. - ვიცეკვოთ მე და შენ? - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, თან ცალ ხელს არ აშორებდა წელიდან. -არა. - ლოყებ შეფარკლულმა გააქნია თავი, შეზარხოშებულ გიგას კი გულიანად გაეცინა მის საყვარელ ლოყებზე. -ერთი ჭიქა რომ დავალევინოთ შეიძლება მამიკო? - ქვევიდან ახედა მენაბდეს, ნიკოლოზმა კი წარბ შეკრულმა გაუსწორა თვალი მეგობარს. -არა. -არაო პატარა, რა ვქნათ. -სხვა დროს დავლიოთ მე და შენ. - ყურში ჩასჩურჩულა, თან მკლავებს ნაზად ჰხვევდა კისერზე. -დავლიოთ. - ლოყაზე აკოცა, მერე კი გასწორდა და ნიკოლოზს გადაეხვია. - გილოცავ გილოცავ. - ზურგზე მიარტყა ხელის გული, შემდეგ თითები მოხვია მტევანზე სოფის და საცეკვაოდ გაიყვანა. მომღიმარმა გააყოლა თვალი გიგას, სასმელი ჭიქაში დაისხა, თან იქვე სავარძელში ჩაჯდა. მოცეკვავე ქალიშვილს უყურებდა, გიგა რომ ატრიალებდა, შემდეგ მკლავზე გადაიწვენდა და ცხვირის წვერზე კოცნიდა. ისეთ სითბოს ასხივებდა ნიკოლოზსაც ათბობდა. თვითონ ყიფშიძეც ერთობოდა, ყურებამდე გაკრეჭილე ეცეკვებოდა ნათლულს და იქაურობას სწყდებოდა. არავის აქცევდა ყურადღებას მენაბდე, ყველაზე მეტად ახლა არ სურდა ვინმესთან კონტაქტი. პირველი ახალი წელი იყო რომელსაც უემოციოდ შეხვდა და ასე გრძელდებოდა საათები. მალე წამოდგა ფეხზე, დაღლილ ყიფშიძეს შვილი გამოსტაცა და თვითონ დაიწყო მასთან ერთად ცეკვა. დიდი ხანი იყო მას შემდეგ გასული რაც ბოლოს ასე, მთელი ემოციებით შეუერთდა წვეულებას. ხასიათზე მოსული დაღლილ შვილს ხელში აფრიალებდა და მის სიცილზე თვითონაც ეცინებოდა. -თავბრუ დამეხვა მამი. - ხუთი ბრუნვის შემდეგ მკლავები წელზე მოხვია ნიკოლოზს, თავი მკერდზე მიადო და თვალები დახუჭა. -ტყუილად დამყავხარ ცეკვაზე პატარა? - დაცვარულ შუბლზე მიწებებული თმა უკან გადაუწია, თავზე აკოცა, მერე აწკრიალებული ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და სახელის დანახვაზე შვილს შეხედა. - მიდი გიგასთან. - თავით ანიშნა ბავშვს, იქამდე უყურებდა სანამ გიგას ხელი არ ჩაკიდა სოფიმ, მერე უცებ მიმოიხედა ირგვლივ და აივანზე გავიდა. აივანიც გადატენილი იყო ხალხით, ამიტომ რამდენიმე ნაბიჯის გავლა მოუწია, ბოლოს აივნის გამყოფ მოაჯირთან მივიდა, იმხელა ხმაზე იყო მყსიკა ჩართული მაინც ისმოდა ხმა, მაგრამ დიდად არც მეორე ბინაში მყოფები აკლებდნენ ხმაურს. - გისმენ… რა გაყვირებს, მესმის ტო, ჯერ არ დავყრუებულვარ… უთხარი რომ ჩაგვეძინა… მკი.დია რა, ხომ მოვედი? ახლა რაც გინდა ის გააკეთე. - ტელეფონი უცებ გაუთიშა, სიგარეტს მოუკიდა, მოაჯირს იდაყვებით დაეყრდნო და ქალაქს გადახედა. -მეც ასე ვეუბნები ხოლმე დედაჩემს როცა სტუმრებთან ჯდომას მაძალებს, მე კიდე ამ დროს მეგობრები მელოდებიან. - ქალის სასიამოვნო ხმა მოესმა და წამსვე გვერდზე გაიხედა. ხელში შინდისფერ ბარხატის კაბაში გამოწყობი ქალი შერჩა. ცისფერი თვალები უბრჭყვიალებდა და ყურებამდე იღიმოდა. გრძელ თითებზე რამდენიმე ბეჭედი წამოეცვა, მათ შორის კი წვრილი სიგარეტის ღერი მოეთავსებინა. მიუხედავად სიცივისა მაინც ბრეტელებიანი კაბით იდგა გარეთ და მენაბდეს მომაჯადოვებლად უღიმოდა. -ჰოო? ახლაც გამოეპარე? -არა, ზუსტად 3 წელია ეს პრობლემა აღარ მაქვს. -გილოცავ. - გაეღიმა მის საუბარზე, თვალი აარიდა და ისევ განათებულ ქალაქს შეხედა. -ჰო, მეც გილოცავ… - დაბნეულმა დაუბრუნა პასუხი. მიშტერებული უყურებდა კაცს, რომელსაც არანაირი ემოცია არ ეწერა სახეზე, ცოტა არ ესიამოვნა მასში ვერანაირი ინტერესი რომ ვერ გამოიწვია, ბოლოს მიზეზს თითქოს მიუხვდა და თვალებ მოჭუტულმა ხმადაბლა ამოილაპარაკა. - ცარიელი ხარ. - როგორც კი თქვა მაშინვე შეხედა მენაბდემ, გოგოს დარწმუნებულ სახეზე ჩაიცინა, თავი გააქნია და პასუხგაუცემლად დატოვა. - კარგი რა, ძალიან საინტერისო ჩანხარ, შენ კი საერთოდ არ მელაპარაკები. -რა გინდა ტო? - თავი ვერ შეიკავა გოგოს ბურტყუნზე და მაინც გაეცინა. რამდენიმე წამით უყურა ცისფერ თვალებში, შემდეგ ნელა მიუახლოვდა, მის წინ გაჩერებულმა მოაჯირს თითები მოუჭირა და გოგოსკენ გადაიხარა. -არაკომფორტულად ვიგრძენი თავი ყურადღება რომ არ მომაქციე. -რატომ? - ისევ იღიმოდა, თვალებში უყურებდა ქალს და ყველაფერს შესანიშნავად ხვდებოდა. ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი. არ შეიძლებოდა უბრალოდ შეგეხედა და არაფერი გეგრძნო. პატარა ცხვირი და გამოკვეთილი სახის ნაკვთები ჰქონდა. გრძელი თმა უკან გადაეყარა, მაგრამ ცოტა წინაც ჩამოშლოდა, სუნთქვა დამძიმებული უყურებდა და წამწამებსაც ხშირად ახამხამებდა. -ცოლი გყავს? - მალე მოეგო გონს, დაეჭვებულმა შეათვალიერა წინ მდგომი უემოციო კაცი. არ მოსწონდა ის ფაქტი რომ ვიღაცას ვერ იზიდავდა. -შენი საქმე არ არის. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, შემდეგ ზურგი აქცია და ყველაფრის უთქმელად დაიძრა შესასვლელისკენ. მაინც თავში უტრიალებდა ქალის ნათქვამი “ცარიელი ხარ”, მაგრამ მისმა საუბარმაც მოიყვანა ხასიათზე. შიგნით შესულს სავარძელში მოთავსებული შვილი დახვდა, თავი სავარძლის სახელურზე ჩამოედი და თვალებს ნელ-ნელა ხუჭავდა. გაეღიმა შვილის დანახვისას, რომელსაც თავთან გიგა წამოსდგომოდა. ნელა მიუახლოვდა, თმაზე გადაუსვა ხელი და შუბლზე აკოცა. -წავიდეთ მა? -არა. - ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა, ნიკოლოზმა კი უფრო მეტად გაწელა ტუჩის კუთხეები. -რომ გეძინება? - ლოყაზე ეფერებოდა, თან თვალე გაბრწყინებული უყურებდა. -არ მეძინება, თვალებს ვასვენებ. - ისევ ჩაიბურტყუნა წარბშეკრულმა. ისე ეძინებოდა თვალებს ვეღარ ახელდა. ისედაც გვიანი იყო, ამ დრომდე არასდროს ყოფილა ფეხზე მდგომი, ახლა კი მთლიანი ენერგიის გამოცლას გრძნობდა. -დარჩით დღეს, სად უნდა წახვიდეთ. - მხარზე მიარტყა ნიკოლოზს ხელი, თვითონაც მთვრალი იყო და უკვე ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა. -არის ადგილი? -რეებს მეკითხები შე ჩემა, ბორდელი კი არ მაქვს აქ. - სიცილით მოსვა სასმელი, შემდეგ ბავშვზე ანიშნა თავით რომ საძინებელში შეეყვანა. - ჩემსაში შეიყვანე. -მოდი მა, ადექი. - სიზმრებში წასულს უშედეგოდ აფხიზლებდა, ბოლოს რომ ვერ ააყენა ხელში ააფრიალა და გიგას საძინებელში შეიყვანა. საწოლზე დააწვინა მითიშული ბავშვი, ცოტა ხანს უყურებდა, თან თავზე ეფერებოდა, შემდეგ შუბლზე აკოცა, საძინებლიდან გავიდა, კარები გარედან დაკეტა, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და უკან დაბრუნდა. - კატო როდის ჩამოდის? - გვერდზე მოუჯდა ძმაკაცს, სასმლით სავსე ჭიქა თვითონაც თითებში მოიქცია და ცოტა მოსვა. -არ ვიცი, გამაბრაზა და ორი დღე არ დამირეკია. - მაშინვე წარბები შეკრა ქალის გახსენებაზე, ნიკოლოზს კი გაეცინა. - რა გაცინებს? ორი კვირაა წასულია, მირეკავს იქიდან, ხუთი წუთი მლაპარაკებდა მერე თიშავს, იცის რომ ვგიჟდები და ძალით აკეთებს ეგრე. ჩამოვიდეს ერთი, მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა ჩემს ნერვებზე დაკვრა… მოკეტე თორემ გცემ. - საჩვენებელი თითი დაუქნია მენაბდეს, თვითონაც ეცინებოდა, მაგრამ თავის შეკავებას როგორღაც ახერხებდა. - აუ ჩემი… ორი კვირაა ბავშვები არ მინახავს და ცუდად ვარ უკვე… - ბოლოს ამოიოხრა და დივნის საზურგზე თავი ჩამოადო. - მომენატრა. - თვალები დახუჭა, თან ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. -როდის მოდის? -არ ვიცი, არ მეუბნება. მეგონა ახალ წელს დამადგებოდა თავზე, მაგრამ სად ვარ ხომ ხედავ? -რუსას უნდა გავშორდე რა, ტვინი მომეტ.ნა უკვე. -პირველად რომ მითხარი ვეღარაფერს ვგრძნობო მაშინ უნდა გაშორებოდი. - თვსლრბის ტრიალით გადახედა ძმაკაცს. - რუსა მაგრად მიყვარს ხომ იცი? ვაბშე არ მინდოდა რომ გაშორებოდით, მაგრამ სადაც გრძნობა არაა, იქ გაჩერება არ ღირს. თავიდან ვიფიქრე რომ უბრალოდ არეული იყავი და ისევ შეურიგდებოდი, მაგრამ ერთი წელი გავიდა უკვე. -შეიცვალა, ხომ იცი როგორი იყო? თავისუფალი, ცოტა არანორმალური, მაგრამ ნაზი და საყვარელი. ახლა ხალხის სიტყვას აყოლილი ქალია, სულ სხვა ქალია, ის რუსა აღარ არის. იმის გამო რომ მაგის გამოშტერებულმა “დაქალებმა” არ იჭორაონ ლამის მუხლებზე დამდგარი მეხვეწება სადღაც სირულ წვეულებაზე წაყოლას. -შენ თუ არ მოსთხოვე ხომ იცი რომ დიდხანს გაწელავს განქორწინებას. -ხელს არ მიშლის არაფერში, ხანდახან არც მახსოვს რომ საბუთებში ისევ ჩემი ცოლია. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, თან გიგას გახედა. -ეგრე არ შეიძლება, დაელაპარაკე წესიერად და მიხვდება თვითონ. -როდემდე აპირებ ამათ ყურებას? -წავლენ ცოტახანში. - მთვრალი ხალხი მოათვალიერა, თავისი ნამუშევარის ყურებისას კმაყოფილება იგრძნო, მერე ისევ დალია, თვალები დახუჭა და ფიქრებში გადაეშვა. უკვე თენდებოდა ყველა რომ წავიდა, გათიშული გიგა თავის საძინებლისკენ დაიძრა. ნიკოლოზის მიცემული გასაღებით კარი გააღო, შიგნით შესულმა მხოლოდ მაიკის გახდა მოახერხა, მერე კი საწოლზე სახით დამხობილმა მძინარე ბავშვს შეხედა, თავზე გადაუსვა ხელი და თვალები მინაბა. მხრებზე პლედ შემოხვეული აივანზე იჯდა, ნაცრისფერ ქალაქს დაჰყურებდა და სიმშვიდით ტკბებოდა. ასეთი წყნარი წელიწადში ერთხელ იყო ქალაქი, მანქანების ხმაურიც კი არ ისმოდა, მითუმეტეს მაღლა, ბოლო სართულზე. ყველაფერზე ერთად ფიქრობდა და მაინც ვერ იგებდა როდის გახდა მისი ხმაურიანი ცხოვრება ასეთი უფერული, ისეთი როგორიც იმ დროს თბილისი იყო. -ვერც შენ იძინებ? - გვერდიდან მოესმა ნაცნობი ხმა, სიცილით ჩახარა თავი, შემდეგ ქვევიდან ახედა მოაჯირის იქით მდგომ ქალს. -ვერა. - ცოტა ხანს უყურა აკანკალებულს, შემდეგ ნელა წამოდგა ფეხზე, რამდენიმე ნაბიჯში მიუახლოვდა, მხრებში გამართული ჩამოუდგა წინ დაბნეულ ქალს, გრძელ თითებში მოთავსებული სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია, მარჯვენა თვალი ოდნავ მოჭუტა და პლედის ნახევარი აივნის გამყოფის იქით მდგომ ქალს მოახვია მხარზე. თვალებ გაფართოვებული უყურებდა და ხმას ვერ იღებდა. ისეთი კაცური და მკაცრი სახე ჰქონდა თვალს ვერ აშორებდა მის პროფილს. უცნაურმა შეგრძნებამ დაუარა ტანში მისი შეხებისგან. ინსტიქტურად წაიღო ხელი ნიკოლოზის ტუჩებისკენ და სიგარეტი ააცალა. წამსვე ზევიდან დახედა ცისფერ თვალება ქალს, სასმლისგან თვალები სულ ამღვრეოდა, თან მოღრუბლულ ცას შეჰყურებდა. უცნაურ გრძნობას იწვევდა მასში, იზიდავდა, თან ძალიან, მაგრამ ამის აღიარებას არ აპირებდა. განსხვავებული გარეგნობა ჰქონდა, ისეთი დანახვისთანავე რომ მიიქცევდა კაცის ყურადღებას, არა მარტო კაცისას. მასთან საუბრის სურვილს გაგიჩენდა და ყველაფერს დეტალურად მოგაყოლებდა. მასთან სიახლოვისას რეალურად იგრძნო სურვილი ქალის მიმართ, მისი ყურებისას ტუჩებიც კი გაუშრა ისე მოუნდა იმ სავსე ბაგეების დაკოცვნა. ბოლოს კი ერთადერთი სიტყვა ამოუტივტივდა გონებაში და მის ტუჩებსაც გაუაზრებლად დასცდა ბგერები. - წავიდეთ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.