შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხაფანგი (ნაწილი 1)


13-02-2020, 23:50
ავტორი ნიქსი
ნანახია 2 091

ყველაფერი ბუნდოვნად ჩანს... თვალს ვავლებ ოთახს, რომელშიც ვწევარ და ვერ გადამიწყვეტია სისხლისგან დავიცალე და მოვკვდი თუ გადავრჩი. თეთრისა და სპილოსძვლისფერის გარდა სხვა ფერს ვერ ვარჩევ. ვცდილობ გავიხსენო როგორ მოვხვდი აქ. როგორც იქნა შევძელი წამოჯდომა და თავის ტკივილმაც იმატა. კომოდებს, კარადებს, სპილოსძვლისფერ და თეთრ ფარდებს ვათვალიერებ და მგონია, რომ სამოთხეში მოვხვდი (ამ დროს ისიც ვიფიქრე, ალბათ ისე ცუდად ვიყავი ცოდვების მოსახდელად ვერ გამიმეტეს და პირდაპირ სამოთხეში გამაქანეს-მეთქი... ფუი ფანტაზიას!) ამას მაფიქრებინებს ეს ნათელი ოთახიც, ძალიან მყუდროდ რომ მეჩვენება. თავის ტკივილი პიკს აღწევს და ისევ მეთიშება გონება...
დამძიმებულ ქუთუთოებს მაღლა ვწევ და ისევ ბუნდოვანება... რამდენჯერმე ღრმად ვისუნთქავ და ვმშვიდდები. მსუბუქად ვდგები საწოლიდან, ბარბაცით მივდივარ ფანჯარასთან და ვიხედები. ვხვდები რომ ნაწვიმარია, (საკუთარ თავს ვეუბნები: სადმე გაგიგონია სამოთხეში წვიმდეს?!) თუმცა ამას ბავშვები ვერ შეუჩერებია, ისინი ჩვეულებრივად მისდევდნენ ბურთსა და ფეხბურთელს, რომელიც წაიქცა, ფეხი დაარტყა და ატირდა. გამახსენდა ჩემი ფეხიც, დათვის ხაფანგში რომ მქონდა გაჭდილი. მას დავხედე იარა სრულიად იყო გამქრალი, მხოლოდ შრამები მეტყობოდა. აჩქარებულად ვიწყებ სუნთქვას და ხმამაღლა ვყვირი:
-ჰეი, არის აქ ვინმე?-რამოდენიმე წამის ოთახში ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი შემოდის. მაღალი, შავგვრემანი, შავთვალება, გამოკვეთილი ყვრიმალებით, დიდი ტუჩებით... თვალებზე ვუყურებ, ის კი ტანზე მაკვირდება. გამოსაფხიზლებლად ვახველებ და ცალ წარბს მაღლა ვწევ, ისიც წყვეტს ჩემს დაზვერვას.
-კარგად ხარ?
-ჰო, არამიშავს.- შუბლს ვისრეს და თვალებს ვაცილებ.
-იქნებ ამიხსნა ტყეში რას აკეთებდი?- მშვიდად და აუჩქარებლად მკითხა, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით.
-იქნებ თავად ამიხსნა, აქ რას ვაკეთებ?-ხმაზე ნერვიულობა შემეტყო.
-შეგიძლია მენდო.-მხოლოდ ეს მითხრა.
-რატომ უნდა გენდო?
-ცოცხალი ხარ და მაგიტომ.- გავუღიმე.
-მითხარი, რა გინდოდა ტყეში? მითუმეტეს დათვის ხაფანგში როგორ გაები?
-მე მამაჩემს და მის კაცებს გავურბოდი...
-რა გქვია?
- ნაილა- გაიღიმა.
-ნაილა?
-ძველ რომაულ მითოლოგიაში მთვარის ქალღმერთს ერქვა, ამაღლებას ნიშნავს.-დიდი კაცივით ჩაიცინა და მომეჩვენა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მგონი ირონიულად მითხრა:
-ჩემს სახელს ამხელა ფილოსოფია არ სჭირდება...
-მაშინ, რა გქვია?
-გაბრიელი.
-არ მიკვირს...- გაიღიმა. ღმერთო, ულამაზესი ღიმილი ჰქონდა. „მზად ვარ საათობით გიყურო“ -ჩავჩურჩულე თავს, არ მინდოდა ზედმეტი ყურადღება ეგრძნო და ფანჯარასთან დავბრუნდი. უამრავი კითხვა მაწუხებდა, თავი ვერ შევიკავე და ვკითხე:
-აქ როგორ მოვხვდი?
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ამოიოხრა, შუბლი მოისრისა და ხმადაბლა დაიწყო:
-სარბენად ვიყავი გასული, გაგიმართლა, რომ ტყეში ვვარჯიშობ, შეგამჩნიე და დათვის ხაფანგისგან გაგათავისუფლე, გაქცევა სცადე, მაგრამ წაიქეცი და გონება დაკარგე, სახლში წამოგიყვანე და დანარჩენს ისედაც მიხვდები რა.
პასუხი არ გავეცი და ნათქვამს ჩავუფიქრდი, ვცდილობდი ყველა დეტალი გამეხსენებინა. ნეტავ მატყუებს? ჩამაბარებს მამაჩემს? აქ მარტოა? საერთოდ რატომ დამეხმარა? და რას მომშტერებია ისე, როგორც დესერტს აშტერდება რვა წლის ბავშვი?
საწოლში დავბრუნდი და თვალები მოვხუჭე. ის მომიახლოვდა, ხელი სახის ნახევარზე დამადო და ჩამჩურჩულა: „უნდა მენდო!“, შემდეგ საბანი გადამაფარა და ოთახიდან გავიდა. მალევე ჩამეძინა, რადგან დამძიმებული ქუთუთოები თვითონ დაიხურნენ.
თვალებს ამჯერად უფრო ენერგიულად ვახელ და საწოლზე სწრაფად ვჯდები, ლოგინის კრაჭუნი კი იქვე სავარძელზე მძინარე გაბრიელს აღვიძებს, ის დგება და წამოდგომაში მეხმარება. ვგრძნობ მის სუნს, ძლიერ მკლავებს და ამდენ მზრუნველობალ მიუჩვევი ვიღიმი. პირში სიმშრალე მახრჩობს და წყალს ვითხოვ, ის ხელს მიშვებს და კომოდზე დადგმული დოქიდან წყალი ჭიქაში ასხამს. სწორედ ამ დროს ოთახში შემოვიდა ულამაზესი, მინიატურული გოგონა წითური, ხუჭუჭა თმებით. შეეკრა, თუმცა წელამდე სთრევდა; მოყვითალო თვალები ძალიან, ძალიან დიდი ჰქონდა, წამწამები ტუშით შეეღება, რაც არ უხდებოდა მის წითელ თმას. წარბებიც მოწითალო... ისიც ისევე მაკვირდებოდა, როგორც გაბრიელი. გამეცინა და ისე გამოვაფხიზლე, როგორც ადრე ის.
-კარგად ხარ?-მკითხა რამდენიმე წამის შემდეგ.
-ჰო, არამიშავს.- მშვიდი ხმით ვუთხარი.
-რა გქვია?
-ნაილა.
-მე ანაბელი ვარ, მიხარია შენი გაცნობა.
-მეც მიხარია.
ანაბელს აღარაფერი უთქვამს და უხერხული სიტუაციისგან თავის დასაღწევად ფანჯარას მივაშურე. გარეთ მშვენიერი, მზიანი ამინდი იდგა. გზა ტალახიანი იყო და სწორად მიუყვებოდა სოფელს. მას სხვადასხვა ფორმის და ზომის სახლები, ფერად-ფერადი ჭიშკრები, რომ ჰქონდათ, მშობლებივით გადაჰყურებდნენ ზემოდან. სახლების უკან ყანები და ბოსტნები გაეშენებინათ, სადაც ახალ დათესილ ბოსტნეულს ჯერ კიდევ ვერ დაეფარათ მიწის ნაგლეჯები. მზესუმზირებს თავი დაეხარათ მზისთვის და დაჟინებით იყურებოდნენ ძირს. ისინი ერთ წრეს ურტყამდნენ ბოსტანს და ძალიან კარგად ერწყმოდნენ მწვანე ფერს. ჰორიზონტზე წიწვოვანი ტყე ებჯინებოდა ღრუბლებიან ცას. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, როცა შევამჩნიე, რომ ორი წყვილი თვალი მიყურებდა. მშვიდად მოვტრიალდი და ვიკითხე:
-შეიძლება გარეთ გავიდე?-გაბრიელს გაეღიმა.
-ჰო, ჰო. რა თქმა უნდა.- გაბრიელმა კარადა გააღო, ანაბელს დაავალა ჩაცმაში დაეხმარეო და ოთახი დატოვა.
ანაბელი რიგ-რიგობით მაზომებდა ტანსაცმელს, ბოლოს როგორც იქნა, აარჩია რა უნდა ჩამეცვა და ლოგინზე დამიწყო. საცვლების ჩაცმისას სხვა მხარეს გაიხედა და როცა შემოტრიალდა, ღიმილით თქვა:
-რა წვრილი წელი გაქვს.
-ჰო.
-ძალიან მომწონხარ.
-მეც!
ADIDAS - ის შავი კედები ჩავიცვი და ოდნავ თავი ამტკივდა, თუმცა იმდენად მინდოდა აქედან გასვლა, რომ თანახმა ვიყავი ასე მევლო. გრძელი თმა დაუდევრად შევიკარი და ზღურბლს გადავაბიჯე. კორიდორის ორივე ბოლო ერთნაირი, - თავიდან ვიწრო, რომლებიც ოთხი ოთახისგან შედგებოდა, ორივე ფანჯარასთან სპილოსძვლისფერი და თეთრი ნარნარი ფარდები ეკიდა, რომელთა დასასრულს ორი ლარნაკი ამშვენებდა ხელოვნური ყვავილებით. კორიდორს შუა ნაწილში დიდი, მთავარი კიბე მიუყვებოდა პირველი სართულისკენ. ამ კიბიდან მარცხნივ სააბაზანო იყო, მარჯვნივ მისაღები ოთახი, შემოსასვლელი კი კიბესვე უსწორდებოდა. ანაბელმა მისაღები ოთახი მაჩვენა. ეს სახლი ულამაზესი იყო, მართლა საოცარი... თუ ლარნაკებსა და სუვენირებს არ ჩავთვლით, კედლების ფერი ყოველთვის ერთი იყო-თეთრი, ხოლო ავეჯის-სპილოსძვლისფერი. შემოსასვლელი კარის გაღებისთანავე სახეზე ნაზი სიო ვიგრძენი. ეს სუფთა ჰაერი მალამოსავით მოედო ჩემს ფილტვებს. მეგონა, მესიამოვნებოდა ეს ყოველივე, მაგრამ ჩემდა უნებურად, სისუსტე ვიგრძენი. ნაბიჯების ხმა მომესმა, მივტრიალდი და დავინახე, როგორ ჩამოდიოდა კიბეზე გაბრიელი:
-ანაბელ - მიმართა მან დას - ისე წაიყვან, რომ სადილს არ მიირთმევთ?
- ღმერთო, როგორ დამავიწყდა?!-ამოიოხრა ანაბელმა- წამოდი, წამოდი- მკლავზე მომქაჩა და წამათრია. ისევ მისაღებ ოთახში დავბრუნდით. ანაბელი მისაღებიდან მეორე ოთახში, (სამზარეულოში) შევიდა.მინდოდა გავყოლოდი და მივხმარებოდი, მაგრამ არ შემიშვა და დივანზე დამსვა. გაბრიელი კი ჩემს გვერდით დაჯდა და ტელეფონი მომაწოდა:
-შენი დამვტრეული ეგდო შენს გვერდით, ახალი გიყიდე, თუმცა SIM ბარათი იგივეა, ისეთია მსოფლიო დონის ჰაკერიც ვერ გაგიტეხავს სისტემას.
-ამას რატომ აკეთებ?- სუსტი ხმით ვკითხე.
-რას ვაკეთებ?
- შენ შეგიძლია მამაჩემს ჩამაბარო, მაგრამ მეხმარები. რატომ?
-ჩემს ადგილას იგივეს არ იზამდი?
-არ ვიცი, ალბათ კი...
-მაშინ, პასუხიც იცი. თანაც, როცა მოძლიერდები ყველაფერს მეტყვი!
-რას გეტყვი?
-რატომ იყავი შუა ტყეში, დათვის ხაფანგში გაბმული, ნაცემი და გონებადაკარგული?
- რაში გაინტერესებს?
-თქვი!- თქვა ბრაზშერეული ხმით.
-მამაჩემი კომპანია „ALWAIS UP”-ის დირექტორია, მაგრამ ხომ იცი ადამიანები ძალიან ხარბები ვართ. მე არა კანონიერი ბავშვი ვარ. დედაჩემს ნათია ერქვა, მამაჩემის საყვარელი იყო. ჩემი არამოსალოდნელი გაჩენა, მისთვის რეპუტაციის შემლახველი იყო და ბავშვთა სახლში გამგზავნეს. იქ შვიდი წელი შემისრულდა, მერე ბიძიამ წამომიყვანა. მან მე საკუთარი ცხოვრება მომიძღვნა და შვილივით აღმზარდა. მისი დანაბარების თანახმად, მთელი მისი ქონება ჩემი უნდა გამხდარიყო, როცა თვრამეტის გავხდებოდი. ერთი წლის წინ ბიძია გარდაიცვალა, მძიმე ჭრილობით, რომელიც მამაჩემმა მიაყენა. ახლა ჩემი დროც დადგა. სცადა იძულებით მოეწერნებინა ხელი საბუთებისთვის, მაგრამ გავიქეცი. მეურვეობაზეც შეიტანა სარჩელი, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. ბიძიას დაემუქრა, რომ თუ მისი ქონების ნახევარს არ მისცემდა, ჩემს თავს წაართმევდა. ბიძიამ მამაჩემის კომპანიის აქციების 36 პროცენტი მოიპოვა და დაემუქრა, რომ თუ შეეცდებოდა ასეთ რამეს, მთელ ქონებას თავადვე წაართმევდა. გაბრაზებულმა მამაჩემმა კი ბიძიას ესროლა...-თხრობა დავასრულე და თვალებში შევხედე.
-ვიზიარებ ბიძაშენის მწუხარებას.
-მე...- ამასობაში ოთახში ანაბელი შემოვიდა, ხელში დიდი ტაფა და პურის კალათი ეჭირა. გაბრიელი ადგა და მისაღები დატოვა.
-მისი უხეშობა ნუ გეწყინება, ნაილა. კარგა ხანია ასეა.
- არც მიგრძვნია მისგან რაიმე ამდაგვარი.
-ალბათ იმიტომ, რომ თავად უარესი ხარ!
-მომწონს შენი პირდაპირობა!-გავუღიმე
-მეც მომწონს.- პირველად გავიცინე იმ დღეს. თვითონაც ამყვა და შევამჩნიე თუ როგორ ჰგავდა გაბრიელს ღიმილში.
მისაღებში ვიღაც უცნობმა ქალმა შემოაბიჯა. თითქოს ხანში შესული ანაბელი გამომეცხადა. მასსავით დიდი თვალებით, წითური და მინიატურული... მზრუნველი და ჭკვიანი გამომეტყველებით მომიახლოვდა, სახეზე მომეფერა და მკითხა:
-გაიღვიძე ლამაზო?
-ჰო- ღიმილით ვუთხარი.
-უკეთ ხარ?-თავი დავუქნიე, ქალმა გაიღიმა, სუფრას დახედა, შემდეგ ანაბელს შეხედა და მკაცრად უთხრა:
-შემწვარი კვერცხით უმასპინძლდები, ანაბელ?! ხომ ხედავ სულ ძვალი და ტყავია დარჩენილი.- ქალმა ჩანთა მოიხსმა და კოსტუმი გაიხადა, შემდეგ ტაფა აიღო და სამზარეულოში გავიდა.
-დედაჩემია,-თქვა ანაბელმა.
-მივხვდი...
-გავიგე შენი და გაბრიელის საუბარი,- ანაბელი ჩემს გვერდით დაჯდა.-ძალიან ვწუხვარ ბიძაშენის გამო, შენ ადგილას სხვა ალბათ დანებდებოდა. მართლა არ ვისურვებდი შენს ადგილას ყოფნას, ნაილა. მაგრამ იცი რა, ჩემთვის მისაბაძი ადამიანი ხარ. თუ ოდესმე დაჭირდება ჩემგან თანადგომა, აქ ვარ...
-ანაბელ, ანუ გეცოდები?
-არ ვიცი.
-არ მინდა, რომ გეცოდებოდე. როდესაც ვიღაცას ვეცოდები ფიქრობს, რომ უმწეო ვარ! ის ამ დროს მანუგეშებს და უფრო მეტირება. ანაბელ ტრაგედია არ გამარცხებს, ის ცხოვრებას გასწავლის და ფეხზე დაყენების მიზეზსაც გაძლევს, შენივე ტკივილი უნდა გიყვარდეს. დაცემის დროს ხედავ იმ შენი საყვარელი და მოღალატე ადამიანების სახესაც. ზოგი ამ დროს სხვების დასანახებლად ტრაგედიას ღიმილით პასუხობს, თითქოს ძლიერია და ვერაფერი ვერაფერს ვერ დააკლებს, ამ დროს თავად არ სჯერა საკუთარი თავის სიძლიერის და მალულად ცრემლებად იღვრება. გულწრფელობა დაუფასებელია... იცი ყველაზე ძლიერი როდის ხარ? როცა დაანახებ, რომ შენ მათნაირი არ ხარ.
- მხოლოდ ამ სიტყვების გამო უნდა შეგიყვარო, ნაილა.-ანაბელი ჩამეხუტა და მეც ხელები მოვხვიე. ის უფრო მჭიდროდ და მჭიდროდ მეკვროდა. ის სითბო ვიგრძენი, ბოლო წლებია რომ არ მიგრძვნია. ანაბელი მოეშვა და გასწორდა.მივხვდი რაღაც აწუხებდა, მისი სახე ხელებში მოვიქციე და ვუთხარი:
-თუ ოდესმე დაგჭირდები, უბრალოდ ჩემთან მოდი. ყველანაირად ვეცდები დაგეხმარო.
- ნაილა, არ მინდა სუსტი გეგონო.
-არც მგონიხარ.-ამ ოჯახში ყოველწამიერი ღიმილი ალბათ წესად აქვთ...
ქალი ნახევარი საათის შემდეგ შემობრუნდა მისაღებში. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ვუყურებდი, როგორ გამოჰქონდა რამდენიმე კერძი. არა, კერძებმა კიარ გამაოცა, არამედ ამ ქალის სიყვარულით სავსე თვალებმა. ყველაფერს სიამოვნებით რომ აკეთებდა, და ამით თავადაც ბედნიერდებოდა. ბიძია მიყვებოდა, თუ როგორი იყო დედაჩემი. მეუბნებოდა, რომ ფიზიკურად არ ვგავარ, თუმცა ქცევები სულ მისი მაქვს. მამაჩემმა დედას მოატყუა, რომ მოვკვდი. ბიძაიამ მას ჩემს შესახებ ყველაფერი უთხრა, იმის გარდა, რომ ცოცხალი ვიყავი, ისედაც ცუდად იყო არ უნდოდა ენერვიულა. ის ამის დამალვის გამო დიმიტრისთან წავიდა, რათა მოეკლა, ამ დროს კი მისმა მცველებმა დაჭრეს და გარდაიცვალა. მახსოვს მისი სახე... ჩემსავით შავთმიანი კიარა, მოკლე ქერა თმა ჰქონდა, ლამაზი თვალები და მეტყველი სახე. მხოლოდ ერთხელ ვნახე. თორმეტი წლის ასაკში ქუჩაში ბიძიამ მაჩვენა და მითხრა მისი სახე დაიმახსოვრეო. თავიდან უცნაურად მეჩვენა, მაგრამ მას შემდეგ რაც მისი ვინაობა გამიმხილა, ყველაფერს მივხვდი. მისგანვე ვიცი, რომ დიმიტრის ძალიან უყვარდა. მის საფლავზე ყოველ ორშაბათს დადის დიდი თეთრი ვარდების თაიგულით ( დედაჩემის საყვარელი ყვავილებია ისევე, როგორც ჩემი), რამოდენიმე საათით რჩება და სასიყვარულო სიტყვებს არ იშურებს. მის საფლავზე მეც დავდიოდი, მაგრამ ეს ადრე იყო, მანამდე, სანამ აქ ამოვყოფდი თავს.
მერის სუფრის დალაგებაში დავეხმარე, რაზეც ძლივს დავიყოლიე. ვუთხარი მთელი დღეა ასე ვზივარ და უხერხულად ვარ- მეთქი. ამასობაში მაღალი კაცი შემოგვიერთდა. მელოტი, სამაგიეროდ საკაიფო წვერი ჰქონდა, თითქოს თმების უქონლობას ანაზღაურებინებსო, თვალები უძირო და შავი, შარვალ- კოსტუმი კი ისეთ კაცად აჩენდა, ფილმებში რომ არიან ხოლმე. მომიახლოვდა,ხელი ჩამომართვა და მოძლიერება მომილოცა. ანაბელი მამას ჩაეხუტა და სთხოვა სუფრაზე დამჯდარიყო, მაგრამ მამაკაცმა იუარა და კიბისკენ წავიდა. დღე ისე მიილია, ჩემი ნატვრა, გარეთ გასვლაზე, ვერ შესრულდა...



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintereso chans, warmatebebi

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნიქსი

სტუმარი Mariamimari
Saintereso chans, warmatebebi

გმადლობ, გპირდები არ ინანებ <3

 


№3 სტუმარი ნიცა

ძალიან მომეწონა❤️იმედია არ მალოდინებ და ახალ თავს მალე დადებ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი სატურნი

ყოჩაღ ძალიან კარგია ????

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნიქსი

ნიცა
ძალიან მომეწონა❤️იმედია არ მალოდინებ და ახალ თავს მალე დადებ❤️❤️❤️

ორ დღეში დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent