ხაფანგი (ნაწილი 2)
... გასასვლელთან მივდიოდი, გაბრიელი „ჩემს ოთახში„ ავიდა და ხორცისფერი ქუთუკი ჩამოიტანა. დააპირა თვითონვე ჩაეცვა ჩემთვის, ვცადე გამომერთვა და თავადვე ჩამეცვა, მაგრამ უფლება არ მომცა: - ჯერ ისევ სუსტად ხარ! -ჩემზე უკეთ იცი, ჯიგარო?!- ჩაიცინა. მე ემოცია არ გამომიხატავს. ქურთუკი შემომაცვა, თმები ჩამომიშალა და შავი ფერის კეპი დამახურა. მზრუნველობისთვის გავუღიმე და კარი გავაღე. ჩავისუნთქე ფიჭვების სუფთა ჰაერი, დავინახე ხშირი, ნაცნობი ტყე, ყოველ დილით რო ვხედავდი. გარეთ სათამაშოდ გამოსულმა უსაყვარლესმა ბავშვებმა, ადრე ნანახი რომ არ მყავდნენ, უამრავი კითხვა დააყარეს გაბრიელს: - გაბო, ეს შენი შეყვარებულია?- ჰკითხა ერთ-ერთმა გოგონამ. -არა, არა საყვარელო-ვუპასუხე გაბრიელის ნაცვლად. გაბრიელმა გაიცინა. -მაშინ ვინ ხარ? - ნაცნობები ვართ... - მე ნიაკო ვარ, შენ რა გქვია? -ნაილა. -სასიამოვნოა შენი გაცნობა, ნაილა- გოგონამ პაწია ხელი გამომიწოდა და მეც ღიმილით ჩამოვართვი.-ჩვენთან ერთად წრეშიბურთს ითამაშებთ?- ცისფერი თვალები მუდარით შემომანათა ნიაკომ. -ის სუსტადაა ნია.-გაბრიელი თმაზე მოეფერა. -არა, კარგად ვარ. ვითამაშოთ!-გავიქეცი და ბურთი ავიღე. გაბრიელი გაბრაზდა. -არჩევანი ვარ,- ატეხეს ყვირილი ბავშვებმა. ისინი ერთმანეთს არ უთმობდნენ და ჩხუბობდნენ. ბოლოს ყველაზე უფროსმა თქვა: -მოდით ნაილა „არჩევანი იყოს“, გაბო კი „არადანი“.- ბავშვები შეთანხმდნენ და ხუთკაციანი გუნდები ავაწყვეთ. მათსავე გადაწყვეტილებით ჩემს გუნდში ყველა ბიჭი უნდა ყოფილიყო, ჩემს გარდა, გაბრიელისაში კი გოგონები. ბიჭუნებმა მოთამაშე გოგონებს დაუთმეს და პირველი გაბრიელის გუნდი შევიდა წრეში. ბურთი ავიღე და გაბრიელთან მდგარ პატარა გოგოს ვესროლე, ის „დაიჭრა“ და გავიდა. ჩემი ბავშვები გავაფრთხილე, რომ გაბრიელს ადვილად დავჭრიდით, რადგან ასაკი დიდი ჰქონდა და თან ეს არასდროს უთამაშია. მსროლელებმა ყველა დავჭერით გაბრიელის გარდა, მაგრამ ჩემი მოლოდინები არ გამართლდა, ის შესანიშნავად თამაშობდა. ბოლო ხუთი სროლა იყო დარჩენილი და გაბრიელი დამცინოდა, ასე რომ ხელი ძლიერად მოვიქნიე, მას ფეხებში მოხვდა და წააქცია, მერე წამოდგა და ხუმრობით მომაძახა: -არ გეტყობა, რომ ნახევარი თვის წინ ტყეში ეგდე! -ჩემ ადგილას შენ ხომ არ იყავი?! - სიცილით ვუთხარი. - მოძლიერებულხარ, ამიტომ აღარ დაგითმობ! -აქამდე ვარსკვლავებს წყვეტდი?- ხმამაღლა ახარხარდა და ბურთი დიდი ძალით ისროლა, მაგრამ ამ თამაშის ოსტატი ვარ და დავიჭირე. ყოჩაღ- აჟრიამულდნენ „ჩემი“ ბავშვები. მოვტრიალდი და ბურთი მეორე მსროლელს მივაწოდე. ასე ბედნიერად და ენერგიულად დიდი ხანია არ მიგრძვნია თავი. გაბრიელი ბავშვებს ნელ-ნელა აგდებდა თამაშიდან და მათი გაცოცხლება მე მომიწია. ამ დროს, შენს წლივანობის რიცხვს ერთ წელს ამატებენ და ამდენჯერ გესვრიან ბურთს (მე 19 მომიწევს), თუ ამ დროს შენ შეძლებ ყველა ნასროლის აცილებას, დანარჩენები ცოცხლდებიან. გაბრიელი სიცილს არ წყვეტდა, როცა ბავშვის ნასროლით დავიჭერი. გაბრიელის გუნდის დაჭრის შემდეგ ორი პარტია მოვიგეთ, თან რამდენიმე ბავშვმა ხვალისთვის დამალობანას სათამაშოდ დაგვპატიჟა. მალე მათ მშობლებმა დაუძახეს, ნიაკოს, ელენეს, ტყუპებს ბაქარსა და ბაკურს, ლიზის, გიორგის. წასვლისას ყველა მათგანი ჩამეხუტა დანარჩენი კი მოედანზე დარჩა და ფეხბურთის თამაში დაიწყო. მე და გაბრიელი კი წამოვედით. გზაში უმეტესად თავის თავზე საუბრობდა და ისტორიებს ყვებოდა. თქვა, რომ პატარაობაში ანიმაციებს უყურებდა და მაგიტომ ქალაჩუნად თვლიდნენ და ამიტომ გოგომ მის სიყვარულს ასე უპასუხა: დაქალები ისედაც მყავსო. მაგაზე ძალიან გაბრაზებულა და იმ გოგოს თვალწინ ორი ბიჭი დაუსისხლიანებია, ამ უკანასკნელს თავიდან ახასიათებდა ირონია და „რინგის“ შემდეგ იმ გოგოს ლოყაზე უჩქმიტა. მისი ყველა ისტორია არა, მაგრამ ის მახსოვს, თუ რამხელა ხმაზე ვიცინე მაშინ. საღამო იყო, როცა გაბრიელმა ქალაქის ცენტრში, გასართობ პარკში წამიყვანა. იასამნისფერი, მწვანე, ყვითელი და სხვა ფერები ერთმანეთში ირეოდა. ბავშვები აქეთ-იქით დაცანცარებდნენ, ხტუნავდნენ, სრიალებდნენ,ერთმანეთს დაჭერობანას ეთამაშებოდნენ. მოხუცები ხეების ძირში ძელსკამებზე ისხდნენ. ზოგი გაზეთს კითხულობდა, ხოგი კი უბრალოდ სიგარეტს აბოლებდა. მე და გაბრიელი ქვაფენილზე ვსეირნობდით და ვათვალიერებდით ქუჩის იმ ნახატებს, მას შვიდასჯერ რომ ჰქონდა ნანახი. საქანელაზეც დავჯექი და გაბრიელმა მაქანავა. ხმამაღლა ვკიოდი და ვხარხარებდი, ისიც იცინოდა, ვნახე ქალაქის სკოლებიც, საბავშვო ბაღები და ფსიქიატრიული კლინიკაც, თან დააყოლა:- შენნაირები ჰყავთ და დამირეკეს მოგიყვანეო... საბოლოოდ მერი დეიდამ დარეკა და დაბრუნება მოგვიწია. სახლში შესვლისას გაბრიელმა მითხრა: -დღეს დიდხანს იყავი ლამაზი. -ჰა? -ადამიანი ყველაზე ლამაზი მაშინაა, როცა იცინის. გავუღიმე და კარში შევედი. გაბრიელი მოსაწევად გარეთ დარჩა. მე მისაღებში შევედი, ანაბელი, მერი დეიდა და ბატონი გივი ვახშამს მიირთმევდნენ. არ მინდოდა მათი მშვიდობა დამერღვია და გასვლა დავაპირე, მაგრამ ანაბელმა შემნიშნა და თქვა: -დაბრუნდით, როგორც იქნა... -ჰო-მხოლოდ ეს ვუთხარი. -მოდი. დაჯექი- მიბრძანასავით მერი დეიდამ. -მე და გაბრიელმა ვივახშმეთ. თქვენის ნებართვით ოთახში წავალ. -მიდი გოგონი, ანაბელ, შვილო გაყევი.- გავიგე ბატონი გივის სასიამოვნო ბარიტონი და ანაბელიც წამოდგა. -არა, მარტო წავალ. გმადლობთ.- ბატონმა გივიმ თავი დამიქნია. მშვიდად შევუყევი კიბეებს და ოთახის კარი შევაღე. სუფთა ჰაერი დაჰქროდა სიბნელეში. გაბრიელს ფანჯარა ღია დაეტოვებინა და თავი ტყეში მეგონა. დაღლილი ვიყავი, იმდენად დაღლილი, რომ ფეხზე დგომის თავი აღარ მქონდა. ლოგინზე დავწექი და კომოდზე დადებულმა ჩემმა ტელეფონმა რაკვა დაიწყო. ვუპასუხე, მოსაუბრის ხმამ გამაჟრჟოლა, რადგან მეცნო: -გამარჯობა შვილო, შენთვის მისალოცი ესემესი დავწერე, ცოტახნიანი გადარჩენისთვის და ის გაქრა. -იქნებ მას გაჰყვე უკან. -ნუ დამანახებ მაინც, რომ გძულვარ. -ასე გეფერები ხოლმე, მამიკო. -იცი, კარგა ხანია არ მინახიხარ. -მინახიხარ არა, მინახავხარ მამი.- სიძულვილის სუნი ასდიოდა ჩემს სიცილს. - იცი, მეორე მსოფლიო ომში, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ წყალქვეშა ნავებზე. გერმანიის წყალქვეშა ნავებმა კი გადამწყვეტი როლი ითამაშა ომში, მოულოდნელობის ეფექტის გამო, რის გამოც უამრავი ამერიკელი დაიღუპა. იცოდი ეს? -მე ის ვიცი, რომ გერმანიამ ომი წააგო. -ისტორია მეორდება, მაგრამ ესეც ომია არა? დასასრული სხვაგვარი იქნება. ახლა იმალები, თუმცა მალე მივიღებ იმას, რაც მინდა. -რა კარგად გიფანტაზიორია მამი, ხომ არ გეწყინება მის აღსრულებას ხელს თუ შევუშლი? -არ მგონია რომ შეძლებ, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა. ეს არ უსწავლებია შენს ბიძას?- თვალები ცრემლებით ამევსო. ის იცნობდა ჩემს სისუსტეებს. -მან მე მასწავლა, როგორ გადამეხადა სამაგიერო მისთვის, ვისაც ჯოჯოხეთი გარანტირებული აქვს.-ირონია იგრძნობოდა ჩემს ხმაში. -შენ სამოთხე არა? ისე ჯოჯოხეთში უკვე გაიარე, ასე მაშინ ვიფიქრე ბიძიკო რომ მოგიკალი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ვერაფერი დაგაკელი, ალბათ მე მგავხარ სულიერ ძლიერებაში. -ჯოჯოხეთს თავადაც გადიხარ, ნათიას (დედაჩემის) მონატრებაში. სწორედ მონატრების გამო არ დადიხარ მის საფლავზე ყოველ ორშაბათს და მიწას უგულო და უგულწრფელო ცრემლებით შენ არ ასველებ? შენი ცრემლების თავად თუ გჯერა? ან მას სჯერა შენი? თავიდან მეგონა, რომ სინდისი გქენჯნიდა, მაგრამ ის არ გაგაჩნია, არა? სწორედ ის არ არის შენი სუსტი წერტილი? ის გიყვარს, თუმცა თავს დამნაშავედ არ თვლი, რომ ის მოკალი. უბრალოდ, გენატრება, გიყვარს და საკუთარ თავს უმტკიცებ, რომ ძლიერი ხარ? ნათიას მოკვლით საკუთარ თავს გაუხსენი ჯოჯოხეთის კარი. გეფიცები, გეფიცები ყველაფერს წაგართმევ, რაც შენთვის ძვირფასია. გულში მყავხარ, მამიკო. - იძულებული გამხადა და ეს იმიტომაც გავაკეთე- ვგრძნობდი, თვალები ცრემლებით რომ ევსებოდა. ოხრავდა და ტელეფონს აფხაკუნებდა, ხმას წესიერად ვერ ვარჩევდი. -დარწმუნებული ვარ, შენი ნამდვილი სახის დანახვის შემდეგ შესძულდი. ვიცი, როგორ გიკვდებოდა გული, მის სიძულვილით სავსე თვალებს რომ ხედავდი. მარტო ხარ, ყოველთვის მარტო იყავი, უფრო მეტად კი იმ დღიდან, როცა პირველად მოგენატრა. შენ ის... - ტელეფონის გაბმული ზარი გავიგე, მან საუბარი დაასრულა. მთელი ნახევარი თვე მხიარულებაში გავატარე, გაბრიელი გვერდიდან არ მშორდებოდა. სასეირნოდ დავდიოდით, ვმღეროდით, ფოტოებს ვიღებდით, საკუთარ თავზე ვყვებოდით... დღითიდღე უფრო მეტად „ვეწებებოდი“ ამ ბიჭს და მის სურნელს. ადრიანად მაღვიძებდა და საუზმე ლოგინშივე მოჰქონდა, ორჯერ ფილმის ყურებისას ჩემს მხარზეც ჩაეძინა, მამეცადინებდა კიდეც. მთელი ქალაქი საკუთარი ხელისგულივით დამაზეპირა, გამაცნო უამრავი ძმაკაცი, თუმცა ახლოს არა, მგონი ეჭვიანობდა. მანამ არ მტოვებდა ,სანამ არ დამეძინებოდა, ბიბლიოთეკაში ერთად დავდიოდით და მის მკერზე ჩახუტებული ვუსმენდი აგათა კრისტის დეტექტივებს. დღესი ერთხელ მაინც რომ არ მენახა, ალბათ გავგიჟდებოდი. ერთხელ სახლში გვიან მოვიდა და მაგის გამო არ ველაპარაკებოდი, არ ვფარავდით ირონიას, ცინიზმს და სასიხარულო გამოხტომებს, რაშიც მხოლოდ ლოყაზე კოცნა იგულისხმება. და ბოლოს, ის ყოველი დღის ბოლოს მეუბნებოდა რამდენად ლამაზი ვიყავი იმ დღეს... ლოგინზე ვწევარ და ამოჩემებულ სიმღერებს ვუსმენ. ვრჩები მარტო საკუთარ თავთან და ოცნებებს წარმოსახვით ვისრულებ. მერე, უნებურად გაბრიელზე ვიწყებ ფიქრს. რატომღაც მთელი დღეა გონებიდან ვერ ვიშორებ. ვაცოცხლებ მოგონებებს, თუ როგორ იცინოდა საქანელას რომ აქანავებდა, როგორ გაბრაზდა თამაშის სურვილზე და ბოლოს, როგორ მითხრა, რომ ლამაზი ვარ, როგორ გავიდა მასთან ერთად გატარებული მთელი ნახევარი თვე... -შეიძლება?- ოთახში თავი შემოყო ანაბელმა. -შემოდი. - გავუღიმე. კიარ შემოვიდა, შემოიძურწა. ლოგინზე დაჯდა და უცნაური გამომეტყველებით მკითხა: -ვის ესაუბრებოდი? -ჩუმად მისმენდი?-გავიკვირვე. -შენი ხმა ჩემს ოთახშიც ისმოდა. -მამაჩემი იყო. -რა გითხრა?- ცნობისმოყვარეობა არ დაუმალავს. -თქვა, რომ ჩემი კვალი დაკარგა. -ძალიან კარგი. გინდა გავარკვიოთ სად არის? -მინდა.- ადგა და ლეპტოპი შემოიტანა. USB - კაბელით დააკავშირა და დიდხანს უკლატუნა კომპიუტერს. ვუყურებდი საქმეში ჩაფლულ ანაბელს და მიკვირდა, როგორ სწრაფად კრეფდა კლავიატურაზე. მერე მომიბრუნდა და მკითხა: -გეცნობა ეს ადგილი? - ტელეფონის ეკრანს დავხედე და უნებურად გამეცინა. გამოიცანით აბა სად იყო?! დედაჩემის საფლავზე წასულიყო. მისი საუბრის მოსმენა მომინდა: -ანაბელ, შეგიძლია მომასმენინო, რას ამბობს? -არა, ეგ აღარ შემიძლია.- თავი დავუქნიე. კარი გაიღო და გაბრიელი შემოვიდა. ანაბელმა ბალიში ესროლა. ის კი გამოიქცა და დას გაღიტინება დაუწყო. გოგონა აკისკისდა და წკიპურტების რტყმა დაუყწო. გაბრიელიც იცინოდა და ეკითხებოდა: -აქ რას აკეთებ? ნუ იცინი, მითხარი. -ვიზრდები, რათა ბოლოს და ბოლოს ათი წლის ბავშვივით არ მიბრძანო ხოლმე გაკვეთილებზე დაჯექიო, თითქოს მჭირდებოდეს. მერე მივხვდი, რატო მიბრძანესავით - შემომხედა და თვალი ჩაუკრა გოგომ. წარბები ავწიე და გაბრიელს გავხედე. იდიოტის ღიმილი მთელ სახეს უფარავდა და ახლა მე ვესროლე ბალიში: -სუ გამოკრეტინდი ხო? -რა? 10 წლის გოგოს უსმენ? -არ ვარ 10 წლის, 18- ის ვარ, მარა რატო უნდა შემეკითხო, ანაბელ ხომ არ გაიზარდე? იქნებ დროა გაცადო წესიერად ყოფნა?... და ათასი მრავალი. -სისულელეებს ნუ ბოდიალობ. -რამეს ხოარ ვუყუროთ?- სასაცილო გამომეტყველებით იკითხა ანაბელმა, თუმცა ჩვენგან პასუხს არ დალოდებია, პირდაპირ კომპიუტერი აიღო და ძებნა დაიწყო. გაბრიელი შუაში ჩაჯდა და ანაბელს კომპიუტერი კულტურულად აახია, მერე საშინელებათა სექციაში გადავიდა და სქროლვა დაიწყო, ბოლოს არჩევანი ვერაფერზე შეაჩერა კომპიუტერი ისევ ანაბელს მისცა და საწოლზე მთლიანად გაიშხლართა. როგორც იქნა ფილმი შეარჩიეს და ანაბელმა შუქიც ჩააქრო. - რა ჰქვია ფილმს? -პოლაროიდი, რაღაც რაღაცაში სახლდება რა.- ჰო, საშინელებათა ფილმები ჩემი სტიქიაა. თორნიკესთან ერთად ვუყურებდი ხოლმე. ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა: ვინაა თორნიკე? თოკო ბიძიას შემდეგ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. თავშესაფრის დროინდელი მეგობარი. მის გარეშე იქიდან არ წამოვედი და ბიძიამ ჩვენს სახლში მომუშავე თანამშრომელ უშვილო წყვილს შესთავაზე მისი გამოყვანა. თორნიკეს მშობლებს ძალიან გაუმართლათ. ალბათ იკითხავთ, რატომ არ ვურეკავ და არ ვეხმიანებნი?! მამაჩემი ალბათ არ ასვენებს ყველგან დაჰყვება და დარწმუნებული ვარ სატელეფონო ზარებსაც უმოწმებს. ჰაკერების მთელი ჯგუფი ჰყავს. აი პასუხი. ძალიან მენატრება. 5 წლის ვიყავი, როაცა მოიყვანეს, როგორც ყველგან ჩვენთანაც იყო თავში ავარდნილი ბიჭების ბირჟა. სუ მაწვალებდნენ და ერთხელაც გმირი გამომიჩნდა. გემრიელად გამოტყეპა და იმის მერე დავმეგობრდით. ჩემზე ყველაფერი იცის და მიფრთხილდება, მამხნევებს. ბიოლოგიურ მშობლებს არ იცნობს და ჩემზე ერთი წლით უფროსია. არ მახსოვს თოკოს ოდესმე ჩემთვის გული ეტკინოს ან ეღალატოს... გადავწყვიტე მისთვის დამერეკა, როცა მარტო დავრჩებოდი. ანაბელს მალე ჩაეძინა და გაბრიელმა ის თავის ოთახში გაიყვანა. მეგონა უკან აღარ შემობრუნდებოდა, ამიტომ ლოგინში ჩავწექი და ფილმის ყურება ასე გავაგრძელე. ჩემდა გასაკვირად ის დაბრუნდა, კომპიუტერი გამომართვა და ყურება გააგრძელა. ყურადღება აღარ მივაქციე, იქნებ წავიდეს- მეთქი, ადგილიდან არ იძვროდა: -არ წახვალ? -რატომ? ფილმის ყურება მინდა. -წაიღე და უყურე, ვერ ვიძინებ. -ამ ოთახის ნახშიროჟანგი მომწონს. -მაშინ მე გავალ. -არ გახვალ, აქ დაჯდები და უყურებ. -ნუ მაცინებ.- წამოვდექი, ძლიერი ხელი წელზე მომხვია და დამიჭირა. ყვირილი არ შემეძლო, ყველას ეძინა. დიდხანს ვიფორთხიალე, ბოლოს დავნებდი: -კარგი, კარგი გამიშვი ხელი!- სინამდვილოში არ მინდოდა, რომ გაეშვა. -არა.- ხელი ამჯერად მხრებზე მომხვია. კომპიუტერი დახურა და მთელი სხეულით ამეკრო და თავი კისერში ჩამიდო. იმდენად ახლოს იყო, რომ მესმოდა მისი გულის ცემა, აჩქარებული, ცხელი სუნთქვა კი კისერს მიწვავდა. მისგან გათავისუფლება ვერ შევძელი, მომწონდა მისი ჩახუტება და მეც ძლიერად მოვეხვიე. ვიგრძენობდი, იმ გრძნობას ჯერ რომ არავის მიმართ მიგრძვნია. მასთან კარგად ვიყავი, ბედნიერად, სრულყოფილად. დროდადრო იღიმოდა. მდუღარე, ცხელი ტუჩები კისერში მომაწება. მე კი სისხლი უცნაურად მიმოძრავებდა ძარღვებში, დაძაბული მქონდა ყველა კუნთი და უცნაური გრძნობა მეუფლებოდა: - ტყეში რომ გნახე, შენთან ორი რამის გამო მოვედი: ცნობისმოყვარეობისა და სილამაზის. ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე რომ ყოფილიყავი, უბრალოდ პოლიციას გამოვიძახებდი. რატომღაც ეს არ გავაკეთე და სახლში მოგიყვანე. გზაში შენი სურნელი ვიგრძენი, დღემდე ვერ ვხვდები რისი სუნი გაქვს. ამან ჩემზე ნარკოტიკივით იმოქმედა, ნაილა. მთელი ორი კვირა შენზე ზრუნვაში გავატარე და ეს ძალიან მომწონდა. რამდენჯერმე შენთანაც მეძინა, მაგრამ არ შეგეშინდეს, შენთვის არაფერი დამიშავებია. მერე იყო შენი ღიმილი, სულელურად შეიძლება ჟღერდეს მაგრამ, როცა იცინი მეც კარგ ხასიათზე ვდგები. შემიყვარდი, ნაილა. - გაოცება სახეზე დამეტყო. ადვილი მისახვედრია, ჩემზე ზრუნავდა და მას შევუყვარდი. მაგრამ მე, მგონი, მეც მიყვარდა. თმები ამიჩეჩა და მაკოცა. მის რბილ ტუჩებში ჩავიკარგე და მგონი, სიამოვნებისგან თვალებიც კი დავხუჭე. ბაგეები მომაშორა, გაიღიმა და ოთახი დატოვა. იქნებ მეორე დღეს არაფერი ახსოვდეს. - იდიოტურ აზრს ვბადებდი გონებაში. იმ მოგონებას გონებაში კადრებად ვამეორებდი და დროდადრო მეღიმებოდა. აქ რომ ყოფილიყო, ალბათ ისევ მივცემდი უფლებას ჩემთვის ეკოცნა. შამფურივით ვტრიალებდი ლოგინში, მაგრამ ძილი არა მეკარებოდა. სულ გაბრიელზე ვფიქრობდი, მის საუბარზე და იმ კოცნაზე. თავი მოვთოკე და ბიძაჩემის თანამშრომელ ილიას დავურეკე. ის დაახლოებით 30 წლის მამაკაცია და ბიძიას მარჯვენა ხელია. ზრდილობიანი და განათლებული ადამიანის კვალობაზე ცოტა არ იყოს დებილური საუბარი სჩვეოდა, უაზრო ხუმრობებსაც დააბრეხვებდა ხოლმე. სამაგიეროდ ერთგული და გამგებიანია. ალბათ, გაინტერესებთ მ რატომ ვრეკავდი ამ შუაღამისას? იმედი მქონდა, რომ როგორც ყოველთვის დღესაც ოფისში გაათენებდა. ფულის გამოგზავნა უნდა მეთხოვა, რომ ამ სტუმართმოყვარე ხალხს ერთი ტრაგედია (ჩემი სახით) მოშორებოდათ. სადმე, ახლოს ბინას ვიქირავებდი და ვიცხოვრებდი, სანამ არ მექნებოდა ძალა მასთან შესახვედრად: -ალო...- გავიგონე ილიას ნამძინარევი ხმა. -ილო გამარჯობა, ნაილა ვარ! -ნაილა, სად ხარ? ყველა შენ გეძებს? მამაშენი ყველგან გეძებს? უსაფრთხოდ ხარ? როგორ ხარ? ხმას რატომ არ იღებ? - ილო, მაცადე, რომ გითხრა. უსაფრთხოდ და კარგად ვარ, ნუ ღელავ ვერ მიპოვიან. შენთან სათხოვარი მაქვს... -გისმენ. - შეგიძლია ფული გადმომირიცხო? სხვის სახლში ვცხოვრობ და დიკომფორტი მექმნება. ბინა უნდა ვიქირაო, სანამ დაბრუნებას შევძლებ. - 20 000 საკმაისია? - დიახ, 10 000-ს ამ კეთილ ხალხს დავუტოვებ. დანარჩენით ჩემთვის საჭირო ნივთებს ვიყიდი და ბინის ქირას გადავიხდი. - კარგი, ძვირფასო. -ნახვამდის. -კარგად.- საუბარი დავასრულე თუ არა, ესემესი მომივიდა თანხის შესახებ. გადავწყვიტე წერილი დამეწერა და ახლავე წავსულიყავი. ხვალ გაბრიელი არ გამიშვებდა. გაბრიელისთვის ცალკე წერილი დავწერე: „გაბო, დღეს დიდხანს იყავი ლამაზი. მე არ მახსოვს, როგორ მივლიდი, მაგრამ შენი სურნელი და ღიმილი ჩემთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შენთვის ჩემი. მეც შემიყვარდი, გაბო. შენი ღიმილი, ქცევები, სურნელი შენი ყველაფერი. იცი, როცა მაკოცე ამას მაშინ მივხვდი. მივხვდი, რომ მხოლოდ კიარ მიყვარხარ, შენზე ვგიჟდები. ახლა მჯერა ერთი ნახვით შეყვარების. არ მეგონა, სადღაც ერთ დღეში ვინმეს ასე თუ მივენდობოდი და შემიყვარდებოდა. მიხარია შენი არსებობა და ყველაზე მეტად ის, რომ რამდენჯერმე გავხდი შენი ბედნიერების მიზეზი. მიყვარხარ გაბო, მიყვარხარ ყოველთვის და ყველგან. გჯეროდეს, რომ მალე ისევ გნახავ. სიყვარულით მუდამ შენი ნაილა ფილფანი “. წერილი კონვერტში ჩავდე და გაბრიელის ოთახში შევედი. უშფოთველი, ბავშვის ძილით მძინარეს ლოყები ასწითლებოდა. კონვერტი ტუმბოზე დავდე და საწოლთან ჩავიმუხლე. სახეზე მოვეფერე და მან თვალები გაახილა. თმებზე მეფერებოდა, მერე წამოჯდა და ბაგეებზე დამეკონა. ისევ ვიგრძენი მისი რბილი ტუჩები, ვნება და აღგრზნება. საბანში შევძვერი. სასიამოვნოდ თბილოდა. გაბრიელმა ზურგი შემაქცია, ჩემი ხელები აიღო, აკოცა და მკერდზე მიიკრო. ზურგიდან მივეხუტე და თავი მხარზე დავადე. ამის მერე ვგრძნობდი მის ტუჩებს მხრებზე, ლავიწებზე, კისერზე და სახეზე. ჩემს კოცნას ტუჩის გახეთქვა და სისხლდენა მოჰყვა. გაეცინა და მაისური აიწია. ცივი ხელებით ხერხემალზე რამდენჯერმე გადავუსვი ხელი. ადრე ბევრთან ვწოლილვარ, მაგამ მისნაირად არავისთან ვყოფილვარ. თითქოს სხვა გალაქტიკაში ვცხოვრობდი და მზად ვიყავი მასთან ერთად სრულიად მარტოებს სხვა პლანეტაზე მეცხოვრა. ეს ოცნებად მექცა.განსხვავებული იყო მისი შეხება კანს რომ მიწვავდა. მაისური გაიხადა და მეც ავყევი. დავიძაბე, გაბრიელმა ეს იგრძნო და შემომხედა. როცა საბოლოოდ მიხვდა, რომ მასთან სექსზე თანახმა ვიყავი შარვალიც გამხადა. ამჯერად მთელ ტანზე ვგრძნობდი მის ტუჩებს მკერდზე, მუცელზე, კისერში, კვლავ ლავიწებზე, ხელებს კი - წელზე , საჯდომზე და თმებში. ფეხშებშორის ბლანტი სისველე ვიგრძენი. ცოტა ხანში ჩემს ბაგეებს სიამოვნების ხმები სწყდებოდა. გაბრიელი მკოცნიდა და მაჩუმებდა. ბოლოს ერთმანეთზე მიხუტებული ვიყავით და გაბრიელსაც ჩაეძინა. ახალბედავარ, თუმცა ეს მოთხრობა დიდი ხანია მუშავდება და რამდენჯერმე დავარედაქტირე.ძალიან მჭირდება თქვენი შენიშვნები და რჩევები <3 ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ თქვენი იმედი მაქვს. მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.