შეშლილი და მანიაკი (თავი პირველი)
ყველა ადამიანის ისტორა სადღაციწყება და სადღაც მთავრდება. გადამწყვეტ წამშ ვგრძნობთ, რომ აი ახლა, სწორედ ახლა შეიცვლება ჩვენი ცხოვრება და ახალი ეტაპზე გადავალთ. ჩემი ისტორია არ ვიცი როდის დაიწყო, რაც თავი მახსოვს სულ ასეა. ყოველ წამს ცხოვრების ახალ საფეხურზე მივძვრები და არ ვიცი საიდან იწყება ან სად მთავრდება. თავი პირველი გამოჩენა დღე პირველი დინამიკებიდან გამოსული მელოდია კედლებს აზანზარებდა , შიგადაშიგ წამოყვირებული წინადადებებიდან ნაგლეჯები ისმოდა. „მოეწყვეთ“. „მწკრივში ჩადექი“ „მეტი ემოცია“ და ა.შ. მძიმე კარი შევაღე და საათს დავხედე. პირველის სამი წუთი იყო, მივხვდი რომ დარბაზში აღარავინ შემიშვებდა ამიტომ მეორე სართულზე ავედი, ლოჟაში მივიყუჟე და ერთი მეორის მიყოლებით მოფრიალე მოცეკვავეებს ვუყურებდი. ხელჯოხიანი მოხუცი კაცი მთელი ემოციურობით ციდლობდა მოცეკვავეებს შეეგრძნოთ მუსიკისა და სცენის შეზავება. მის გვერდზე მდგომი ახალგაზრდა სიფრიფანა გოგო კი ცდილობდა ყველა მოძრაობა ზედმიწევნით აეხსნა მოცეკვავეებისთვის. სიმართლე გითხათ აღარც კი მახსოვს რამდენ ხანს ვიჯექი ლოჟაში, მთელი სულით და გულით სცენაზე ვიყავი. ვუყურებდი იმ ადგილს სადაც მე უნდა ვმდგარიყავი.ჩემს ნაცვლად არავინ დაუყენებიათ, რაღაცნაირად გამიხარდა მაგრამ თან ვიცოდი, ამის გამო მომხვდებოდა. -ამის გამო დაისჯები , ხომ იცი?!_ლოჟაში შემოსულმა გამომაფხიზლა. -ვფიქრობ არა მარტო მე_ირონია გავურიე ხმაში. -ნიკოლასი_ მითხრა უცნობმა და გვერდით მომიჯდა. -ლიზა_ვუთხარი საპასუხოდ და ისევ სცენისკენ მივბრუნდი. -რამდენი წუთით დააგვიანე?!_მომიახლოვდა ზურგთან -ჩშშ.. ხელს მიშლი_არც მომიხედავს მისკენ, მხოლოდ ხელი ავწიე იმის ნიშნად რომ გაჩუმებულიყო. -კარგი რა, შენც იქ არ ცეკვავ, რას უყურებ ახალს?! ხმა აღარცერთს ამოგვიღია. ისიც ჩემსავით გამტკნარებული იჯდა და სცენას თვალს არ აშორებდა. ბორიამ შესვენება გამოაცხადა და მუსიკაც გაჩუმდა. -შორიდან როდესაც უყურებ სხვანაირი გრძნობაა_ მივტრალდი უცნობი ნიკოლასისკენ. -ხშირად უყურებ ხოლმე შორიდან? -ასე თუ ისე. -მერე ბორია არ გაგდებს?!_გაკვირვება შეეტყოხმაში. -ჩემნაირ მოცეკვავეს არ დაკარგავს._ ვუპასუხე ამაყად და ლოჟიდან გამოვედი. -მოიცა , ასეთი თვითდაჯერებული საიდან ხარ?!_დამეწია დერეფანში. -ცამეტი წელია აქ ვცეკვავ, ასეთ მოცეკვავეებს ბორია არ გაუშვებს ხელიდან, ამიტომ სანამ ახალი სეზონი დაიწყება გახალტურებას გვპატიობს. -ხმები მომივიდა ძალიან მკაცრიაო. -კი არის, აი მაგალითად დღევანდელი დაგვიანების გამო მომხვდება, მაგრამ ანსამბლში მაინც დავრჩები. ნაბიჯებს ავუჩქარე და გარეთ გავედი. სიგარეტს მოვუკიდე და გვერდზე მოვიხედე, უცნობი აღარ იყო. იქაურობას თვალი მოვავლე მაგრამ არსად ჩანდა. -მე მეძებ არა?!_მომადგა ამჯერად გვერდიდან. -რა სისულელეა, უბრალოდ ჩამომრჩი და გამოგხედე. -ეგ უკვე ძებნაა_ გაიცინა. -არა ისეთი როგორიც შენ იგულისხმე. პარკინგზე გავედი, მანქანის გამოსაყვანად , მაგრამ წინ დიდი ჯიპი იყო ჩახიდებული. სხვა გზა არ მქონდა მანქანაში ჩავჯექი და დაველოდე. -და შენ რა იცი მე როგორი ვიგულისხმე-ამჯერად ჩემს ფანჯრებთან გამოჩნდა უცნობი. -მგონი გიჟი ხარ რო?! რატო დამყვები? -შემიყვარდი_მიპასუხა მაშინვე და თვალი გამისწორა. -შეშლილი ხარ. -ნამდვილად_ისევ ნათელი ღიმილით გაიცინა. აღარაფერი გვთქვამს ერთმანეთისთვის, მანქანას მოეყუდა ზურგით, მე სიგარეტის მორიგ ღერს მოვუკიდე და ფანჯარაზე მივუკაკუნე. -ჩაჯექი გაიყინები. -ჩემზე ზრუნვა დაიწყე?!_აენთო თვალები. -არა , უფროსწორად.. ნებისმიერზე ვზრუნებდი ვინც სიცივეში იდგებოდა. -მოდი მაშნ ჩამოვუაროთ ქუჩას და ყველას მოვუაროთ. -მანქანაში ამდენი ვერ ჩაეტევა.ჩაჯექი ბოლოს და ბოლოს. .. ბევრი არ გვილაპარაკია. სიმღერას ვუსმენდით მხოლოდ. რამდენიმე ღერი სიგარეტი მოვწიეთ. მერე გამიღიმა, მადლობა მითხრა, გადავიდა ჩემს წინ დაყენებულ შავ ჯიპში ჩაჯდა და წავიდა. პარკინგზე გაოცებული დიდხანს ვიდექი. გარდა იმისა , რომ საოცარი ვიზუალი ქონდა, უზომოდ უცნაური ბიჭი იყო. საიდან მოვიდა ან სად გაქრა. ვინანე, რომ უფრო მეტი არ ველაპარაკე და სახელის გარდა არაფერი ვიცოდი. თავი მეორე გამოჩენა დღე მეორე მეორე დღეს სპეციალურად ადრე მივედი რეპეტიციაზე, იქნებ სადმე გადავეყარო მეთქი. იმ ლოჟაშიც ვიყავი ასული მაგრამ უშედეგოდ. ისე გაქრა თითქოს არც გამოჩენილა. მიუხედავად იმისა, რომ მაინტერესებდა ვინ იყო, ცეკვამ ყველაფერი დამავიწყა. შოსტაკოვიჩის პირველივე აკორდზე სხვაგან ჩავიძირე. პირველად ცეკვაზე რომ მიმიყვანეს ექვსი წლის ვიყავი. მახსოვს, ამდენი ლამაზი კაბის და გამხდარი ადამიანის დანახვაზე რამხელა ეიფორია მქონდა. ემოციებს ვერ ვმალავდი. მინდოდა რაც შეიძლება მალე ჩამეცვა კაბა და პუანტები. მოცეკვავე ვერ გახდები, მოცეკვავედ უნდა დაიბადო. ბალეტი უბრალოდ გატაცება ან სამსახური არაა. ბალეტი – ცხოვრებაა! ეს მოცეკვავეს მთელ დროს, ძალას და სურვილებს ართმევს. გახდე ბალერინა – ნიშნავს, რომ საკუთარი თავი მთლიანად მას მიუძღვნა! 13 წელი ენით აღუწერელ ტკივილს ვიტანდი. არ არის ადვილი გახდე წარმატებული მოცევავე. მითუმეტეს როდესაც ბორისის ნაირი ტრენერი გყავს. მახსოვს რამდენად დიდი სტერსი იყო მისი ყოველი ყვირილი. კულისებში უფროს მოცეკვავეებზე მიხუტებულები რამდენ ხანს ვტიროდით. დღეს როდესაც სცენაზ გავდივარ და პატარებს ვუყურებ მეღიმება და ჩემი თავი მახსენდება იმ ასაკში , როდესაც დავიწყე. როცა ბალერინა ხარ და გინდა მაქსიმუმს მიაღწიო, რთულია პირადი ცხოვრება ქონდეს. ღამეებს ვათენებდით დარბაზებში , როდესაც რამე ახალი იყო სასწავლი. სეზონიდან სეზონამდე ერთმანეთის გარდა ვერავის ვხედავდით. თუმცა ეს ამად ღირდა. ოთხი მსოფლიო, სამი ევროპა და უამრავი ადგილობრივი წარმატება. სახელი, პატივისცემა და რაც მთავარია საკუთარი სიამოვნება. როდესაც სიმღერა ირთვება და ჰაერში ადიხარ, იქ ამოგდებული მხარი, პუანტებისგან გრძნობა დაკარგული თითები, ბორისის ყვირილი, ყველაფერი გავიწყდება. სწორედ ასე დამემართა , მეორე დღეს. როდესაც სცენაზე ავედი ნიკოლასის არსებობა აღარც გამხსენებია. იმ დღეს არც ბორისის ჩხუბი ამცდა გაცდენის გამო. საბოლოოდ ყველანი დაღლილები და კმაყოფილები გამოვიშალეთ დარბაზიდან. პარკინგზე ისევ დამხვდა დიდი შავი ჯიპი. ყველაფერი მოვათვალიერე , მაგრამ ვერავინ ვიპოვე. სანამ ისევ მანქანისკენ მოვბრუნდებოდი დავინახე როგორ ჩაჯდა მძღოლის გვერდით ვიღაც და ჯიპი ადგილს მოწყდა. მანქანაშ როცა ჩავჯექი სავარძელზე ფურცლის ნახევი დამხვდა. „ნუ მეძებ“ -სულ ეს იყო?_ვთქვი ხმამაღლა_ჯანდაბაშიც წასულხარ ნიკოლას ქაღალდი მანქანიდან გადავაგდე და სახლში წავედი. სახლის კარში იგივე წერილი დამხვდა გაჩხერილი „ნუ მეძებ-მეთქი“ სერიოზულად შევშინდი, ქაღალდი მოვკუჭე და იქვე კიბეებზე ვისროლე. კარს გასაღები ძლვს მოვარგე და სახლში შევიკეტე.ყველაფერი იქვე მიყვარე და სამზარეულოში შევვარდი წყლისთვის. უკან მოტრიალებულს მაგიდასთან მჯდარი უცნობი დამხვდა.მინდოდა დამეკივლა მაგრამ კივილის ნაცვლად უცნაური ხავილი ამომხდა პირიდან. ორი ყლუპი წყალი მოვსვი და იქვე ჩავჯექი. მშვიდად მიყურებდა და სიგარეტს ეწეოდა. -რამ შეგაშინა, ლიზა?!_გაოცებულმა მკითხა და თავი გვერდზე გადაწია -აქ რა ჯანდაბას აკეთებ_ძლივს შევძელი ხმის ამოღება. -შენთან მოვედი. რაიყო ? შენ ხომ მეძებდი -წადი ჩემი სახლიდან ახლავე_ვეცადე მაქსიმალურად კატეგორიული ვყოფილიყავი მაგრამ არ გამომდიოდა.გამიხარდა კიდეც რომ მოვიდა. -კარგად დაფიქრდი , იცოდე მეორე შანსი აღარ გექნება. ხმა არ ამომიღია. ადგა და სამზარეულოდან გავიდა. -ადექი, გაყევი_მიკიოდა შინაგანი ხმა. -შემეშვი, რატო უნდა გავყვე, იქნებ მანიაკია ან შეშლილი. -შენზე მეტად შეშლილი მაინც არ იქნება, წადი გაყევი. წამოვხტი , ნიკოლასი ჩემს სახლში აღარ იყო, კარი ღია დაეტოვებინა, გარეთ გავვარდი და დავინახე. კიბის თავზე იდგა ,თავი ოდგნავ გვერდზე ქონდა გადახრილი და სიგარეტს ეწეოდა. -ხო გითხარი დაფიქრდი მეთქი._მითხრა როგორც კი კართან მივედი -არწახვედი? -ვიცოდი რომ გადაიფიქრებდი._მომიახლოვდა და ხელი მომხვია წელზე.- ვიცოდი რომ მომძებნიდი. ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა ჩემი მოსვლა. ისიც ვიცი ახლა რა გინდა, რაც გაგიხარდება. _სახე ახლოს მომიტანა და ყურში ჩემი სრული სახელი ჩამძახა- შენზე ყველაფერი ვიცი ელიზაბედ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.